პირიდოქსინ-BP შეიცავს პირიდოქსინს, უფრო ფართოდ ცნობილი როგორც ვიტამინი B6. ის ნაჩვენებია პირიდოქსინის დეფიციტის სამკურნალოდ ან პროფილაქტიკისთვის, როდესაც პერორალურად მიღება შეუძლებელია: სიდერობლასტური ანემია (იშვიათი სისხლის დაავადება, რომელიც გავლენას ახდენს ორგანიზმში სისხლის წითელი უჯრედების წარმოქმნაზე); …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- პირიდოქსინი (pyridoxine)
- ფორმა და შეფუთვა
- 50მგ/მლ 1მლ ი.ვ., ი.მ. და კანქვეშ შესაყვანი საინექციო ხსნარი მინის ამპულა №10 (2X5)
- მწარმოებელი
- SC Balkan Pharmaceuticals SRL, მოლდოვა
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ვიტამინები, ვიტამინების სხვა მარტივი პრეპარატები
- ATC კოდი
- A11HA02
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-043974
- რეგისტრირებულია
- 12 სექტემბერი 2025, მოქმედებს 12 სექტემბერი 2030-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- SC Balkan Pharmaceuticals SRL (მოლდოვა)
- განმცხადებელი
- შპს „ავერსი-ფარმა“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
პირიდოქსინი-BP — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
პირიდოქსინ-BP შეიცავს პირიდოქსინს, უფრო ფართოდ ცნობილი როგორც ვიტამინი B6. ის ნაჩვენებია პირიდოქსინის დეფიციტის სამკურნალოდ ან პროფილაქტიკისთვის, როდესაც პერორალურად მიღება შეუძლებელია:
სიდერობლასტური ანემია (იშვიათი სისხლის დაავადება, რომელიც გავლენას ახდენს ორგანიზმში სისხლის წითელი უჯრედების წარმოქმნაზე);
ნევროლოგიური დარღვევები;
სებორეული დერმატიტი.
ასევე შემდეგი პათოლოგიური დარღვევებისას:
ალკოჰოლიზმი;
ამინომჟავების მეტაბოლიზმის მეტაბოლური დარღვევები (ჰომოცისტინურია, I ტიპის პირველადი ჰიპეროქსალურია).
იზონიაზიდით გამოწვეული პერიფერიული ნევრიტის (ტუბერკულოზის სამკურნალო პრეპარატებით გამოწვეული ნერვის ტოქსიკური დაზიანება) პრევენციისთვის.
მიღების წესი და დოზირება
მკურნალობა უნდა იყოს ინდივიდუალური და შეყვანა მოხდეს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
გამოიყენეთ პირიდოქსინ-BP-ის ინექცია თქვენი ექიმის დანიშნულებისამებრ.
პირიდოქსინ-BP-ის საინექციო ხსნარის შეყვანა შესაძლებელია ინტრამუსკულარულად ან ინტრავენურად.
მოზრდილები
პირიდოქსინის დეფიციტის სამკურნალოდ რეკომენდებული თერაპიული დოზაა 50 მგ - 250 მგ პირიდოქსინი (ვიტამინი B6) დღეში, 15-20 დღის განმავლობაში.
ჰემატოლოგიური დაავადებების და მემკვიდრეობითი მეტაბოლური დარღვევების დროს ნაჩვენებია ვიტამინ B6-ის გაზრდილი დღიური დოზების 500 მგ-ის მიღება.
იზონიაზიდით გამოწვეული დეფიციტის პროფილაქტიკა: 5-10 მგ (0.1-0.2 მლ) დღეში იზონიაზიდით მკურნალობის მთელი პერიოდის განმავლობაში.
იზონიაზიდის ჯგუფის პრეპარატებით დოზის გადაჭარბება - შეყვანილი პრეპარატის ყოველ დოზა-გადაჭარბებულ 1 გ-ზე - 1 გ პირიდოქსინი 0.5 გ/წთ სიჩქარით.
10 გ-ზე მეტი იზონიაზიდის მიღებით გამოწვეული მოწამვლის შემთხვევაში, პირიდოქსინის თანაბარი რაოდენობის შეყვანა უნდა მოხდეს - 4 გ ინტრავენურად, შემდეგ 1 გ ინტრამუსკულურად ყოველ 30 წუთში. მაქსიმალური დღიური დოზა: 70-350 მგ/კგ.
ბავშვები და მოზარდები
დეფიციტის შემთხვევაში დოზა განისაზღვრება ინდივიდუალურად, 1-2 მგ/კგ დღეში სხეულის წონაზე გადაანგარიშებით. მკურნალობის კურსი 2 კვირაა.
ვიტამინ B6-ზე დამოკიდებულების სინდრომი (პირიდოქსინდამოკიდებული კრუნჩხვა): 50-100 მგ დღეში, ინტრამუსკულურად ან ინტრავენურად (50 მგ/წთ სიჩქარით). ბავშვებისთვის მაქსიმალური დოზები დადგენილი არ არის.
იზონიაზიდის ჯგუფის პრეპარატებით დოზის გადაჭარბება - შეყვანილი პრეპარატის ყოველ დოზა-გადაჭარბებულ 1 გ-ზე - 1 გ პირიდოქსინი.
თუ მიღებული იზონიაზიდის რაოდენობა უცნობია, რეკომენდებულია პირიდოქსინის ემპირიული დოზირება 70 მგ/კგ (მაქსიმუმ 5 გ).
თუ გამოიყენეთ დანიშნულზე მეტი პირიდოქსინ-BP
თუ გამოიყენეთ ამ პრეპარატის საჭიროზე მეტი დოზა, შეწყვიტეთ მისი გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან საავადმყოფოს. თან იქონიეთ პრეპარატის შეფუთვა. შესაძლებელია ნერვული სისტემის დარღვევები, როგორიცაა თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა, აგზნებადობა, კოორდინაციის დარღვევა, პროგრესირებადი სიარულის მანერის დარღვევები, დაბუჟება და ჩხვლეტის შეგრძნება ხელებსა და ფეხებში (იხ. პარაგრაფი „გვერდითი მოვლენები“). ტოქსიკური ეფექტები შეიძლება მოიცავდეს ასევე ქოშინს, დიარეას, კრუნჩხვებს, კუნთების სისუსტეს. იშვიათად, მაგრამ პირიდოქსინით დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს პარადოქსული ნეიროტოქსიკურობა, რაც იწვევს შეუქცევად სენსორულ ნეიროპათიას.
თუ დაგავიწყდათ პირიდოქსინ-BP-ის გამოყენება
თუ დაგავიწყდათ წამლის გამოყენება, არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის დასაკომპენსირებლად.
თუ შეწყვეტთ პირიდოქსინ-BP-ის გამოყენებას
პირიდოქსინ-BP-ს გამოყენების შეწყვეტა უნდა მოხდეს თანდათანობით გარდამავალი დამოკიდებულების სიმპტომების თავიდან ასაცილებლად.
თუ ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით გაქვთ რაიმე დამატებითი კითხვა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
უკუჩვენებები
გაქვთ მომატებული მგრძნობელობა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ;
გაქვთ კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული (კუჭის მჟავიანობის მომატების ალბათობა);
გაქვთ ღვიძლის უკმარისობა;
გაქვთ გულის იშემიური დაავადება;
თუ იყენებთ ლევოდოპას DCI-ის (დეკარბოქსილაზას ინჰიბიტორი) - კარბიდოპას გარეშე.
სიფრთხილის ზომები
პირიდოქსინ-BP-ის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ:
იცავთ არაბალანსირებულ ან შემზღუდავ დიეტას;
იღებთ ლევოდოპას (პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ),
იღებთ პერორალურ კონტრაცეპტივებს,
გაქვთ ალერგია ვიტამინებზე ან სხვა მედიკამენტებზე,
იღებთ ვიტამინი B6-ის შემცველ სხვა მედიკამენტებს, რეკომენდებულია სიფრთხილე და დოზის კორექცია;
გაქვთ ღვიძლის დაავადება ან კუჭის/თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული;
გაქვთ გულის დაავადება;
მოიხმართ ალკოჰოლს.
ლაბორატორიული ანალიზების ჩატარებამდე აცნობეთ თქვენს ექიმს, რომ იღებთ ვიტამინ B6-ს, რადგან მას შეუძლია გავლენა იქონიოს გარკვეული ტესტების შედეგებზე (წერტილოვანი ტესტით ურობილინოგენის განსაზღვრა ერლიხის რეაგენტის გამოყენებით).
ვიტამინი B6-ით მკურნალობა არ უნდა შეწყდეს მოულოდნელად.
განსაკუთრებული გაფრთხილებები
თუ გაქვთ პარკინსონის დაავადება და იღებთ ლევოდოპას, შეგიძლიათ უსაფრთხოდ მიიღოთ ვიტამინი B6, იმ პირობით, რომ ასევე იღებთ სხვა პრეპარატს, რომელიც შეიცავს დოფა დეკარბოქსილაზას ინჰიბიტორს (კარბიდოპა).
თუ აპირებთ იზონიაზიდით მკურნალობას, იზონიაზიდით გამოწვეული პოლინეიროპათიის თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია ვიტამინი B6-ის მიღება თავიდანვე.
თუ სიმპტომები გაგრძელდება ან გაუარესდება, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზებს.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ იღებდით ან აპირებთ მიიღოთ სხვა ნებისმიერი მედიკამენტი.
ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შემდეგი მედიკამენტების გამოყენებისას, რადგან მათ შეიძლება ჰქონდეთ ურთიერთქმედება პირიდოქსინ-BP-სთან:
ციკლოსერინი (სერომიცინი), იზონიაზიდი, რომელიც გამოიყენება ტუბერკულოზის სამკურნალოდ;
ჰიდრალაზინი (აპრეზოლინი), რომელიც გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ; პენიცილამინი, რომელიც გამოიყენება რევმატოიდული ართრიტის სამკურნალოდ;
თეოფილინი, რომელიც გამოიყენება ასთმის სამკურნალოდ;
დიურეზული საშუალებები;
ანტიბიოტიკები (ტეტრაციკლინები);
ტრიციკლური ანტიდეპრესანტები (ამიტრიპტილინი, დეზიპრამინი, იმიპრამინი) და მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორები (ფენელზინი, ტრანილციპრომინი), რომლებიც გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ;
სედატიური და საძილე საშუალებები (საძილე აბები);
ლევოდოპა (L-დოპა) პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ;
ფენიტოინი, რომელიც გამოიყენება ეპილეფსიური კრუნჩხვების სამკურნალოდ;
პერორალური კონტრაცეპტივები;
დიქლორფენამიდი;
ალტრეტამინი, ცისპლატინი, რომლებიც გამოიყენება სიმსივნეების სამკურნალოდ.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის ყოლას, ამ პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
პირიდოქსინი (ვიტამინი B6) ზოგჯერ სასარგებლოა ორსულობის დროს გულისრევისა და ღებინების სამკურნალოდ. ამ შემთხვევაში თქვენამ ექიმმა შეიძლება დანიშნოს იგი.
პირიდოქსინი თრგუნავს რძის გამოყოფას მეძუძურ დედებში. პირიდოქსინი გამოიყოფა დედის რძეში; არ გამოიყენოთ პირიდოქსინ-BP ძუძუთი კვების დროს, თუ თქვენი ექიმი არ დაგინიშნავთ.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
პირიდოქსინ-BP-მ შეიძლება გამოიწვიოს ნევროლოგიური დარღვევები და ძილიანობა მაღალი დოზების ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში. ამ შემთხვევაში მოერიდეთ სატრანსპორტო საშუალებების მართვას და მექანიზმებთან მუშაობას.
გვერდითი მოვლენები
როგორც ყველა მედიკამენტმა, პირიდოქსინ-BP-საც შეუძლია გვერდითი მოვლენების გამოწვევა, მაგრამ ისინი არ აღინიშნება ყველა პაციენტში.
ვიტამინი B6, როგორც წესი, კარგად აიტანება. პირიდოქსინის დიდი დოზების ხანგრძლივი მიღება დაკავშირებულია ნერვული სისტემის დარღვევების განვითარებასთან.
მოზრდილებში, რომლებიც იღებდნენ 200 მგ-ს დღეში 30 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში, აღინიშნა დამოკიდებულების სიმპტომები, რასაც მოჰყვა მოხსნის სინდრომი.
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ
დერმატიტი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება (სახის, განსაკუთრებით თვალების და პირის შეშუპება, მათ შორის ტუჩებისა და ენის, ყელის ან სასუნთქი გზების შეშუპება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის და საუბარის გართულება), ანაფილაქსიური შოკი. ბოლო ორი მდგომარეობა სიცოცხლისთვის საშიშია და საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას. შეწყვიტეთ პირიდოქსინ-BP-ის გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ
თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ძილიანობა, აგზნებადობა, კოორდინაციის დარღვევა, პარესთეზია (ჩხვლეტის/დაბუჟების შეგრძნება კიდურებში), კიდურებში კომპრესიის შეგრძნება, გონების დაკარგვა და კრუნჩხვები სწრაფი ინტრავენური შეყვანის დროს.
დარღვევები გულის მხრივ
ტაქიკარდია (გულისცემის გახშირება), ტკივილი გულმკერდის არეში.
დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდის და შუასაყრის მხრივ
დისპნოე (ქოშინი).
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ
გულისრევა, ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში, გულძმარვა, კუჭის სეკრეციის მომატება.
დარღვევები რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლის მხრივ
ლაქტაციის დათრგუნვა მეძუძურ ქალებში.
დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ
სიწითლე, ქავილი, ფოტომგრძნობელობა.
მეტაბოლური და კვებითი დარღვევები
ფოლიუმის მჟავის დაბალი დონე შრატში.
ზოგადი დარღვევები და მდგომარეობები შეყვანის ადგილას
სიწითლე, ქავილი, წვის შეგრძნება ინექციის ადგილას, სისუსტე, შემცივნება.
შეტყობინებები გვერდითი მოვლენების შესახებ
თუ აღგენიშნებათ ნებისმიერი გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი წინამდებრე ჩანართ-ფურცელში. გვერდითი მოვლენების შეტყობინებით, თქვენ დაგვეხმარებით უზრუნველვყოთ მეტი ინფორმაცია წამლის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.
ჭარბი დოზა
ქრონიკული ჭარბი დოზები (2-6 გ დღეში, 2 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში) შეიძლება გახდეს პერიფერიული ნეიროპათიის მიზეზი. სენსორული ატაქსიური ნეიროპათია, როგორც წესი, ვითარდება პირიდოქსინის ჭარბი - 1000 მგ დღეში - დოზების გამოყენებისას. თუმცა, არსებობს რამდენიმე შემთხვევა იმ პირების შესახებ, რომლებსაც განუვითარდათ სენსორული ნეიროპათიები დღეში 500 მგ-ზე ნაკლები დოზის გამოყენებისას თვეების ან წლების განმავლობაში. პირიდოქსინის ჭარბი დოზით მიღებამ (> 500 მგ/დღეში) შეიძლება გამოიწვიოს პერიფერიული ნეიროპათია „წინდების და ხელთათმანების“ განაწილების დეფიციტით, მათ შორის პროგრესირებადი სენსორული ატაქსიით და პოზიციისა და ვიბრაციის შეგრძნებების მძიმე დარღვევით. ტოქსიკური ეფექტები ასევე მოიცავს: კრუნჩხვებს, ქოშინს, ჰიპერმოტილიზმს, დიარეას და კუნთების სისუსტეს. იშვიათად, მაგრამ პირიდოქსინის ჭარბმა დოზამ შეიძლება გამოიწვიოს პარადოქსული ნეიროტოქსიკურობა, რაც იწვევს შეუქცევად სენსორულ ნეიროპათიას.
მკურნალობა: ვიტამინი B6-ის დანამატების მიღების დროული შეწყვეტა და სიმპტომური მკურნალობა.
შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერებაა პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი.
1 მლ საინექციო ხსნარი შეიცავს: 50 მგ პირიდოქსინის ჰიდროქლორიდს.
სხვა დამხმარე ნივთიერებებია: საინექციო წყალი.
პირიდოქსინ-BP-ის გარეგნული სახე და შეფუთვის შიგთავსი
საინექციო ხსნარი.
გამჭვირვალე, უფერო ან ოდნავ შეფერილი სითხე.
საინექციო ხსნარი დოზირებულია 1 მლ-ად შუშის ამპულებში ჩამკეტი სისტემით OPC (ერთწერტილიანი ჭრილი) ან ჩამკეტი რგოლით.
5 ამპულა შეფუთულია პვქ დამჭერში. 2 დამჭერი და ფურცელი-ჩანართი შეფუთულია გარე მუყაოს კოლოფში.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
შენახვის პირობები
შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შეინახეთ 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე, სინათლისგან დასაცავად შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში.
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია კოლოფზე „EXP“-ის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება მოცემული თვის ბოლო დღეს.
არ გადაყაროთ პრეპარატები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადაყაროთ პრეპარატები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიური თვისებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სხვა უბრალო ვიტამინის პრეპარატები
ათქ კოდი: A11HA02
ვიტამინი B6 არის სამი მონათესავე ნაერთის ჯგუფის - პირიდოქსინის, პირიდოქსალის და პირიდოქსამინის, და მათი ფოსფორილირებული წარმოებულების - პირიდოქსინ 5'-ფოსფატის, პირიდოქსალ 5'-ფოსფატის და პირიდოქსამინ 5'-ფოსფატის - კოლექტიური დასახელება. მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკურად ეს ექვსივე ნაერთი უნდა მოიხსენიებოდეს, როგორც ვიტამინი B6, ტერმინი ვიტამინი B6 ხშირად გამოიყენება მხოლოდ ერთ-ერთი მათგანის - პირიდოქსინის - ურთიერთშემცვლელად. ვიტამინი B6, ძირითადად მისი ბიოლოგიურად აქტიური კოფერმენტისს ფორმით - პირიდოქსალ 5'-ფოსფატით, მონაწილეობს ბიოქიმიური რეაქციების ფართო სპექტრში, მათ შორის ამინომჟავებისა და გლიკოგენის მეტაბოლიზმში, ნუკლეინის მჟავების, ჰემოგლობინის, სფინგომიელინის და სხვა სფინგოლიპიდების სინთეზში და ნეიროტრანსმიტერების - სეროტონინის, დოფამინის, ნორეპინეფრინის და გამა-ამინოერბომჟავას (GABA) სინთეზში.
ვიტამინი B6 მოქმედებს როგორც კოფერმენტი ცილების, ნახშირწყლებისა და ცხიმების მეტაბოლიზმში. ცილის მეტაბოლიზმისას ის მონაწილეობს ამინომჟავების დეკარბოქსილირებაში, ტრიპტოფანის ნიაცინად ან სეროტონინად (5-ჰიდროქსიტრიპტამინი) გარდაქმნაში, დეამინაციაში, ამინომჟავების ტრანსამინაციასა და ტრანსულფურაციაში. ნახშირწყლების მეტაბოლიზმში ის პასუხისმგებელია გლიკოგენის გლუკოზა-1-ფოსფატად დაშლაზე.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
პირიდოქსინი წყალში ხსნადი ვიტამინია, რომელიც ცილებს, ძირითადად ალბუმინს, მჭიდროდ უკავშირდება. მისი მთავარი აქტიური მეტაბოლიტი პირიდოქსალ 5'-ფოსფატი მოცირკულირე ვიტამინი B6-ის კონცენტრაციის სულ მცირე 60%-ს შეადგენს. ის კარგად დიფუზირდება ყველა ქსოვილში. ის ძირითადად გროვდება ღვიძლში, ნაკლებად კუნთებსა და ცენტრალურ ნერვულ სისტემაში. ის კვეთს პლაცენტარულ ბარიერს და აღინიშნება დედის რძეში. გამოიყოფა შარდში 4-პირიდოქსინის მჟავას სახით. ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით არის 15-20 დღე.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
შეფუთვის ფურცელი-ჩანართი: ინფორმაცია მომხმარებლისთვის
პირიდოქსინ-BP-ის (ვიტამინი B6) 50 მგ/მლ საინექციო ხსნარი
პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი
ამ პრეპარატის მიღებამდე, სრულად და ყურადღებით გაეცანით წინამდებარე ფურცელ-ჩანართს, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ ეს ფურცელი-ჩანართი. შესაძლებელია დაგჭირდეთ მისი ხელახალი წაკითხვა.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ეს პრეპარატი დაგენიშნათ მხოლოდ თქვენ. არ მისცეთ იგი სხვა პირებს. ამ პრეპარატმა შეიძლება ავნოს მათ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ დაავადების ისეთივე ნიშნები აქვთ, როგორიც თქვენ.
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული მოიცავს ისეთ გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც მოცემული არ არის წინამდებარე ფურცელ-ჩანართში. იხ. პარაგრაფი 4.
მოცემული ფურცელ-ჩანართი შეიცავს შემდეგ ინფორმაციას:
რას წარმოადგენს პირიდოქსინ-BP-ის საინექციო ხსნარი და რისთვის გამოიყენება
რა უნდა იცოდეთ პირიდოქსინ-BP-ის საინექციო ხსნარის გამოყენებამდე
როგორ გამოიყენება პირიდოქსინ-BP-ის საინექციო ხსნარი
შესაძლო გვერდითი მოვლენები
როგორ ინახება პირიდოქსინ-BP-ის საინექციო ხსნარი
შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
რას წარმოადგენს პირიდოქსინ-BP-ის საინექციო ხსნარი და რისთვის გამოიყენება
პირიდოქსინ-BP შეიცავს პირიდოქსინს, უფრო ფართოდ ცნობილი როგორც ვიტამინი B6. ის ნაჩვენებია პირიდოქსინის დეფიციტის სამკურნალოდ ან პროფილაქტიკისთვის, როდესაც პერორალურად მიღება შეუძლებელია:
სიდერობლასტური ანემია (იშვიათი სისხლის დაავადება, რომელიც გავლენას ახდენს ორგანიზმში სისხლის წითელი უჯრედების წარმოქმნაზე);
ნევროლოგიური დარღვევები;
სებორეული დერმატიტი.
ასევე შემდეგი პათოლოგიური დარღვევებისას:
ალკოჰოლიზმი;
ამინომჟავების მეტაბოლიზმის მეტაბოლური დარღვევები (ჰომოცისტინურია, I ტიპის პირველადი ჰიპეროქსალურია).
იზონიაზიდით გამოწვეული პერიფერიული ნევრიტის (ტუბერკულოზის სამკურნალო პრეპარატებით გამოწვეული ნერვის ტოქსიკური დაზიანება) პრევენციისთვის.
რა უნდა იცოდეთ იცოდეთ პირიდოქსინ-BP-ის საინექციო ხსნარის გამოყენებამდე
არ გამოიყენოთ პირიდოქსინ-BP-ის საინექციო ხსნარი, თუ:
გაქვთ მომატებული მგრძნობელობა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ;
გაქვთ კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული (კუჭის მჟავიანობის მომატების ალბათობა);
გაქვთ ღვიძლის უკმარისობა;
გაქვთ გულის იშემიური დაავადება;
თუ იყენებთ ლევოდოპას DCI-ის (დეკარბოქსილაზას ინჰიბიტორი) - კარბიდოპას გარეშე.
გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები
პირიდოქსინ-BP-ის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ:
იცავთ არაბალანსირებულ ან შემზღუდავ დიეტას;
იღებთ ლევოდოპას (პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ),
იღებთ პერორალურ კონტრაცეპტივებს,
გაქვთ ალერგია ვიტამინებზე ან სხვა მედიკამენტებზე,
იღებთ ვიტამინი B6-ის შემცველ სხვა მედიკამენტებს, რეკომენდებულია სიფრთხილე და დოზის კორექცია;
გაქვთ ღვიძლის დაავადება ან კუჭის/თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული;
გაქვთ გულის დაავადება;
მოიხმართ ალკოჰოლს.
ლაბორატორიული ანალიზების ჩატარებამდე აცნობეთ თქვენს ექიმს, რომ იღებთ ვიტამინ B6-ს, რადგან მას შეუძლია გავლენა იქონიოს გარკვეული ტესტების შედეგებზე (წერტილოვანი ტესტით ურობილინოგენის განსაზღვრა ერლიხის რეაგენტის გამოყენებით).
ვიტამინი B6-ით მკურნალობა არ უნდა შეწყდეს მოულოდნელად.
განსაკუთრებული გაფრთხილებები
თუ გაქვთ პარკინსონის დაავადება და იღებთ ლევოდოპას, შეგიძლიათ უსაფრთხოდ მიიღოთ ვიტამინი B6, იმ პირობით, რომ ასევე იღებთ სხვა პრეპარატს, რომელიც შეიცავს დოფა დეკარბოქსილაზას ინჰიბიტორს (კარბიდოპა).
თუ აპირებთ იზონიაზიდით მკურნალობას, იზონიაზიდით გამოწვეული პოლინეიროპათიის თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია ვიტამინი B6-ის მიღება თავიდანვე.
თუ სიმპტომები გაგრძელდება ან გაუარესდება, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზებს.
სხვა სამკურნალო საშუალებები და პირიდოქსინ-BP-ის საინექციო ხსნარი
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ იღებდით ან აპირებთ მიიღოთ სხვა ნებისმიერი მედიკამენტი.
ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შემდეგი მედიკამენტების გამოყენებისას, რადგან მათ შეიძლება ჰქონდეთ ურთიერთქმედება პირიდოქსინ-BP-სთან:
ციკლოსერინი (სერომიცინი), იზონიაზიდი, რომელიც გამოიყენება ტუბერკულოზის სამკურნალოდ;
ჰიდრალაზინი (აპრეზოლინი), რომელიც გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ; პენიცილამინი, რომელიც გამოიყენება რევმატოიდული ართრიტის სამკურნალოდ;
თეოფილინი, რომელიც გამოიყენება ასთმის სამკურნალოდ;
დიურეზული საშუალებები;
ანტიბიოტიკები (ტეტრაციკლინები);
ტრიციკლური ანტიდეპრესანტები (ამიტრიპტილინი, დეზიპრამინი, იმიპრამინი) და მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორები (ფენელზინი, ტრანილციპრომინი), რომლებიც გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ;
სედატიური და საძილე საშუალებები (საძილე აბები);
ლევოდოპა (L-დოპა) პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ;
ფენიტოინი, რომელიც გამოიყენება ეპილეფსიური კრუნჩხვების სამკურნალოდ;
პერორალური კონტრაცეპტივები;
დიქლორფენამიდი;
ალტრეტამინი, ცისპლატინი, რომლებიც გამოიყენება სიმსივნეების სამკურნალოდ.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის ყოლას, ამ პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
პირიდოქსინი (ვიტამინი B6) ზოგჯერ სასარგებლოა ორსულობის დროს გულისრევისა და ღებინების სამკურნალოდ. ამ შემთხვევაში თქვენამ ექიმმა შეიძლება დანიშნოს იგი.
პირიდოქსინი თრგუნავს რძის გამოყოფას მეძუძურ დედებში. პირიდოქსინი გამოიყოფა დედის რძეში; არ გამოიყენოთ პირიდოქსინ-BP ძუძუთი კვების დროს, თუ თქვენი ექიმი არ დაგინიშნავთ.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმების გამოყენება
პირიდოქსინ-BP-მ შეიძლება გამოიწვიოს ნევროლოგიური დარღვევები და ძილიანობა მაღალი დოზების ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში. ამ შემთხვევაში მოერიდეთ სატრანსპორტო საშუალებების მართვას და მექანიზმებთან მუშაობას.
როგორ გამოიყენება პირიდოქსინ-BP-ის საინექციო ხსნარი
მკურნალობა უნდა იყოს ინდივიდუალური და შეყვანა მოხდეს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
გამოიყენეთ პირიდოქსინ-BP-ის ინექცია თქვენი ექიმის დანიშნულებისამებრ.
პირიდოქსინ-BP-ის საინექციო ხსნარის შეყვანა შესაძლებელია ინტრამუსკულარულად ან ინტრავენურად.
მოზრდილები
პირიდოქსინის დეფიციტის სამკურნალოდ რეკომენდებული თერაპიული დოზაა 50 მგ - 250 მგ პირიდოქსინი (ვიტამინი B6) დღეში, 15-20 დღის განმავლობაში.
ჰემატოლოგიური დაავადებების და მემკვიდრეობითი მეტაბოლური დარღვევების დროს ნაჩვენებია ვიტამინ B6-ის გაზრდილი დღიური დოზების 500 მგ-ის მიღება.
იზონიაზიდით გამოწვეული დეფიციტის პროფილაქტიკა: 5-10 მგ (0.1-0.2 მლ) დღეში იზონიაზიდით მკურნალობის მთელი პერიოდის განმავლობაში.
იზონიაზიდის ჯგუფის პრეპარატებით დოზის გადაჭარბება - შეყვანილი პრეპარატის ყოველ დოზა-გადაჭარბებულ 1 გ-ზე - 1 გ პირიდოქსინი 0.5 გ/წთ სიჩქარით.
10 გ-ზე მეტი იზონიაზიდის მიღებით გამოწვეული მოწამვლის შემთხვევაში, პირიდოქსინის თანაბარი რაოდენობის შეყვანა უნდა მოხდეს - 4 გ ინტრავენურად, შემდეგ 1 გ ინტრამუსკულურად ყოველ 30 წუთში. მაქსიმალური დღიური დოზა: 70-350 მგ/კგ.
ბავშვები და მოზარდები
დეფიციტის შემთხვევაში დოზა განისაზღვრება ინდივიდუალურად, 1-2 მგ/კგ დღეში სხეულის წონაზე გადაანგარიშებით. მკურნალობის კურსი 2 კვირაა.
ვიტამინ B6-ზე დამოკიდებულების სინდრომი (პირიდოქსინდამოკიდებული კრუნჩხვა): 50-100 მგ დღეში, ინტრამუსკულურად ან ინტრავენურად (50 მგ/წთ სიჩქარით). ბავშვებისთვის მაქსიმალური დოზები დადგენილი არ არის.
იზონიაზიდის ჯგუფის პრეპარატებით დოზის გადაჭარბება - შეყვანილი პრეპარატის ყოველ დოზა-გადაჭარბებულ 1 გ-ზე - 1 გ პირიდოქსინი.
თუ მიღებული იზონიაზიდის რაოდენობა უცნობია, რეკომენდებულია პირიდოქსინის ემპირიული დოზირება 70 მგ/კგ (მაქსიმუმ 5 გ).
თუ გამოიყენეთ დანიშნულზე მეტი პირიდოქსინ-BP
თუ გამოიყენეთ ამ პრეპარატის საჭიროზე მეტი დოზა, შეწყვიტეთ მისი გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან საავადმყოფოს. თან იქონიეთ პრეპარატის შეფუთვა. შესაძლებელია ნერვული სისტემის დარღვევები, როგორიცაა თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა, აგზნებადობა, კოორდინაციის დარღვევა, პროგრესირებადი სიარულის მანერის დარღვევები, დაბუჟება და ჩხვლეტის შეგრძნება ხელებსა და ფეხებში (იხ. პარაგრაფი „გვერდითი მოვლენები“). ტოქსიკური ეფექტები შეიძლება მოიცავდეს ასევე ქოშინს, დიარეას, კრუნჩხვებს, კუნთების სისუსტეს. იშვიათად, მაგრამ პირიდოქსინით დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს პარადოქსული ნეიროტოქსიკურობა, რაც იწვევს შეუქცევად სენსორულ ნეიროპათიას.
თუ დაგავიწყდათ პირიდოქსინ-BP-ის გამოყენება
თუ დაგავიწყდათ წამლის გამოყენება, არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის დასაკომპენსირებლად.
თუ შეწყვეტთ პირიდოქსინ-BP-ის გამოყენებას
პირიდოქსინ-BP-ს გამოყენების შეწყვეტა უნდა მოხდეს თანდათანობით გარდამავალი დამოკიდებულების სიმპტომების თავიდან ასაცილებლად.
თუ ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით გაქვთ რაიმე დამატებითი კითხვა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
შესაძლო გვერდითი მოვლენები
როგორც ყველა მედიკამენტმა, პირიდოქსინ-BP-საც შეუძლია გვერდითი მოვლენების გამოწვევა, მაგრამ ისინი არ აღინიშნება ყველა პაციენტში.
ვიტამინი B6, როგორც წესი, კარგად აიტანება. პირიდოქსინის დიდი დოზების ხანგრძლივი მიღება დაკავშირებულია ნერვული სისტემის დარღვევების განვითარებასთან.
მოზრდილებში, რომლებიც იღებდნენ 200 მგ-ს დღეში 30 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში, აღინიშნა დამოკიდებულების სიმპტომები, რასაც მოჰყვა მოხსნის სინდრომი.
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ
დერმატიტი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება (სახის, განსაკუთრებით თვალების და პირის შეშუპება, მათ შორის ტუჩებისა და ენის, ყელის ან სასუნთქი გზების შეშუპება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის და საუბარის გართულება), ანაფილაქსიური შოკი. ბოლო ორი მდგომარეობა სიცოცხლისთვის საშიშია და საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას. შეწყვიტეთ პირიდოქსინ-BP-ის გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ
თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ძილიანობა, აგზნებადობა, კოორდინაციის დარღვევა, პარესთეზია (ჩხვლეტის/დაბუჟების შეგრძნება კიდურებში), კიდურებში კომპრესიის შეგრძნება, გონების დაკარგვა და კრუნჩხვები სწრაფი ინტრავენური შეყვანის დროს.
დარღვევები გულის მხრივ
ტაქიკარდია (გულისცემის გახშირება), ტკივილი გულმკერდის არეში.
დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდის და შუასაყრის მხრივ
დისპნოე (ქოშინი).
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ
გულისრევა, ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში, გულძმარვა, კუჭის სეკრეციის მომატება.
დარღვევები რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლის მხრივ
ლაქტაციის დათრგუნვა მეძუძურ ქალებში.
დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ
სიწითლე, ქავილი, ფოტომგრძნობელობა.
მეტაბოლური და კვებითი დარღვევები
ფოლიუმის მჟავის დაბალი დონე შრატში.
ზოგადი დარღვევები და მდგომარეობები შეყვანის ადგილას
სიწითლე, ქავილი, წვის შეგრძნება ინექციის ადგილას, სისუსტე, შემცივნება.
შეტყობინებები გვერდითი მოვლენების შესახებ
თუ აღგენიშნებათ ნებისმიერი გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი წინამდებრე ჩანართ-ფურცელში. გვერდითი მოვლენების შეტყობინებით, თქვენ დაგვეხმარებით უზრუნველვყოთ მეტი ინფორმაცია წამლის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.
როგორ ინახება პირიდოქსინ-BP-ის საინექციო ხსნარი
შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შეინახეთ 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე, სინათლისგან დასაცავად შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში.
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია კოლოფზე „EXP“-ის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება მოცემული თვის ბოლო დღეს.
არ გადაყაროთ პრეპარატები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადაყაროთ პრეპარატები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს პირიდოქსინ-BP
მოქმედი ნივთიერებაა პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი.
1 მლ საინექციო ხსნარი შეიცავს: 50 მგ პირიდოქსინის ჰიდროქლორიდს.
სხვა დამხმარე ნივთიერებებია: საინექციო წყალი.
პირიდოქსინ-BP-ის გარეგნული სახე და შეფუთვის შიგთავსი
საინექციო ხსნარი.
გამჭვირვალე, უფერო ან ოდნავ შეფერილი სითხე.
საინექციო ხსნარი დოზირებულია 1 მლ-ად შუშის ამპულებში ჩამკეტი სისტემით OPC (ერთწერტილიანი ჭრილი) ან ჩამკეტი რგოლით.
5 ამპულა შეფუთულია პვქ დამჭერში. 2 დამჭერი და ფურცელი-ჩანართი შეფუთულია გარე მუყაოს კოლოფში.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
მწარმოებელი
SC Balkan Pharmaceuticals LLC (თისი ბაკლან ფარმაცეუტიკალს შპს)
ინდუსტრიალა, ქ. 7/A, MD-2091, სინგერა, მოლდოვას რესპუბლიკა
ელ. ფოსტა: officeebalkanpharmaceuticals.com
წინამდებარე ფურცელი-ჩანართი უკანასკნელად გადაიხედა 2024 წლის ნოემბერში.
შემდეგი ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ სამედიციონო პერსონალისთვის ან ჯანდაცვის მუშაკებისთვის.
შეუთავსებლობა
პირიდოქსინ-BP არ უნდა შეერიოს ერთ შპრიცში თიამინთან (ვიტამინი B1) და ციანოკობალამინთან (ვიტამინი B12), ტუტე ხსნარებთან, რკინის მარილებთან და ოქსიდანტურ ხსნარებთან.
პირიდოქსინ-BP-ის ინექცია უნდა გაკეთდეს თიამინის ხსნარის შეყვანიდან არაუადრეს 12 საათის შემდეგ.
არ არის რეკომენდებული ერთსა და იმავე საინფუზიო სისტემაში ან ერთსა და იმავე შპრიცში შერევა: ადრენომიმეტიკებთან, ამპიცილინის ნატრიუმის მარილთან, ამფოტერიცინ B-სთან, ასკორბინის მჟავასთან, ფიტომენადიონთან, დიპირიდამოლთან, ნატრიუმის ოქსიფერიკარბონატთან, ნატრიუმის ბიკარბონატთან, ფენოთიაზინის წარმოებულებთან (ქლორპრომაზინი), ფუროსემიდთან, ეტამზილატთან, ეუფილინთან, დანტროლენთან, დიაზეპამთან, ფოლიუმის მჟავასთან, პენტობარბიტალთან, ფენობარბიტალთან, ფენიტოინთან.
პირიდოქსინი შეუთავსებელია ტუტე ხსნარებთან.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


