პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ვიტამინები

პირიდოქსინი-დარნიცა

Pyridoxine-Darnitsa

ურეცეპტოდ5%ინსტრუქცია ქართულადუკრაინა
რისთვის გამოიყენება

B6 ვიტამინის ჰიპო- და ავიტამინოზი. ორსულთა ტოქსიკოზის, ათეროსკლეროზის, ანემიის (მათ შორის სიდერობლასტური), ლეიკოპენიის, ნერვული სისტემის დაავადებების (რადიკულიტები, ნევრიტი, ნევრალგია, პარკინსონიზმი, ლიტლის დაავადება), ინვოლუციური ასაკის დეპრესიის, სებორეას მსგავსი და არასებორეული დერმატიტის, სარტყლისებური ლიქენის, …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
პირიდოქსინი (pyridoxine)
ფორმა და შეფუთვა
5% (50მგ/მლ) 1მლ ი.ვ., ი.მ. და კანქვეშ შესაყვანი საინექციო ხსნარი ამპულა №10 (2X5)
მწარმოებელი
PRJSC «Pharmaceutical firm «Darnytsia», უკრაინა
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ვიტამინები, ვიტამინების სხვა მარტივი პრეპარატები
ATC კოდი
A11HA02
რეგისტრაციის ნომერი
რ-032034
რეგისტრირებულია
2 აპრილი 2021, მოქმედებს 13 იანვარი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
PRJSC «Pharmaceutical firm «Darnytsia» (უკრაინა)
განმცხადებელი
შპს „ავერსი-ფარმა“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაპირიდოქსინი-დარნიცა და სხვა წამალი ერთად

პირიდოქსინი-დარნიცა — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

B6 ვიტამინის ჰიპო- და ავიტამინოზი. ორსულთა ტოქსიკოზის, ათეროსკლეროზის, ანემიის (მათ შორის სიდერობლასტური), ლეიკოპენიის, ნერვული სისტემის დაავადებების (რადიკულიტები, ნევრიტი, ნევრალგია, პარკინსონიზმი, ლიტლის დაავადება), ინვოლუციური ასაკის დეპრესიის, სებორეას მსგავსი და არასებორეული დერმატიტის, სარტყლისებური ლიქენის, ნეიროდერმიტის, ფსორიაზის, ექსუდაციური დიათეზის კომპლექსური მკურნალობა, გაბმით სმიდან გამოყვანისა და ბახუსის სინდრომის დროს. ასევე ინიშნება ზღვის და ჰაერის ავადმყოფობა, მენიერის დაავადების დროს. პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი ეწინააღმდეგება ან ამცირებს ტოქსიკურ ეფექტებს (განსაკუთრებით პოლინევრიტების დროს) ტუბერკულოზის საწინააღმდეგო პრეპარატებით მკურნალობისას. პირიდოქსინდამოკიდებული კრუნჩხვების მკურნალობა.

მიღების წესი და დოზირება

პრეპარატი პირიდოქსინი-დარნიცა შეიყვანება კუნთში, ვენაში ან კანქვეშ მაშინ, როცა მისი შიგნით მიღება არ არის შესაძლებელი.

მკურნალობის კურსი ინდივიდუალურია და განისაზღვრება დაავადების ტიპზე და სიმძიმეზე.

ხსნარი მზადდება უშუალოდ გამოყენებამდე – პრეპარატის ერთჯერადი დოზა იხსნება 1-2 მლ საინექციო წყალში ან 0,9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში.

მოზრდილები

B6 ჰიპოვიტამინოზი: პრეპარატი ინიშნება 50-100 მგ (1-2 მლ) სადღეღამისო დოზით 1-2 შეყვანაზე. მკურნალობის კურსი – 3-4 კვირა.

სიდერობლასტური ანემია: პრეპარატი ინიშნება კუნთში 100 მგ (2 მლ) სადღეღამისო დოზით კვირაში 2-ჯერ. ერთდროულად რეკომენდებულია ფოლის მჟავას მიღება (რიბოფლავინი, B12 ვიტამინი).

ინვოლუციური ასაკის დეპრესია: პრეპარატი ინიშნება კუნთში 200 მგ (4 მლ) დოზით დღეში. მკურნალობის კურსი – 20-25 ინექცია.

იზონიაზიდის ჯგუფის პრეპარატების გამოყენება: პრეპარატი ინიშნება 5-10 მგ (0,1-0,2 მლ) სადღეღამისო დოზით იზონიაზიდით მკურნალობის მთელი კურსის განმავლობაში.

იზონიაზიდის ჯგუფის პრეპარატების ჭარბი დოზა: ჭარბად მიღებული პრეპარატის ყოველ 1 გ-ზე ვენაში შეიყვანება 1 გ (20 მლ) პირიდოქსინი 0,5 გ/წთ სიჩქარით. იზონიაზიდით 10 გ-ზე მეტი ჭარბი დოზის დროს, პირიდოქსინი შეიყვანება ვენაში 4 გ დოზით (80 მლ), შემდეგ კუნთში – პრეპარატის 1 გ (20 მლ) ყოველ 30 წუთში. საერთო სადღეღამისო დოზა – 70-350 მგ/კგ.

ორსულთა ტოქსიკოზი: პრეპარატი ინიშნება კუნთში 50 მგ (1 მლ) დოზით დღეში. მკურნალობის კურსი – 10-20 ინექცია.

პირიდოქსინდამოკიდებული ანემია (მაკროციტული, ჰიპოქრომული, რკინის დონის მატებით სისხლის შრატში): პრეპარატი ინიშნება 50-200 მგ (1-4 მლ) სადღეღამისო დოზით. მკურნალობის კურსი – 1-2 თვე. ეფექტის არარსებობის პირობებში საჭიროა თერაპიის სხვა სქემაზე გადასვლა.

პირიდოქსინდამოკიდებული სინდრომი, პირიდოქსინდამოკიდებული კრუნჩხვების ჩათვლით: პრეპარატი ინიშნება ვენაში ან კუნთში 50-500 მგ (1-10 მლ) დოზით დღეში. ვენაში შეიყვანება სიჩქარით 50 მგ/წთ. მკურნალობის კურსი – 3-4 კვირა.

პარკინსონიზმი: პრეპარატი ინიშნება კუნთში 100 მგ (2 მლ) დოზით დღეში. მკურნალობის კურსი – 20-25 დღე. 2-3 თვის შემდეგ – განმეორებითი კურსი. მკურნალობის სხვა სქემით: პრეპარატი ინიშნება კუნთში საწყისი სადღეღამისო დოზით 50-100 მგ (1-2 მლ), შემდეგ ყოველდღიურად დოზა იზრდება 50 მგ-ით (1 მლ), სანამ არ მიიღწევა 300-400 მგ-მდე (6-8 მლ) დღეში ერთჯერადად. მკურნალობა ტარდება 12-15 დღიანი კურსებით.

სხვა ჩვენებები: პრეპარატი ინიშნება 50-100 მგ (1-2 მლ) სადღეღამისო დოზით 1-2 შეყვანაზე.

ბავშვები

B6 ჰიპოვიტამინოზი: პრეპარატის დოზას ექიმი ნიშნავს ინდივიდუალურად სხეულის წონის 1-2 მგ/კგ დაანგარიშებით დღეში. მკურნალობის კურსი – 2 კვირა.

პირიდოქსინდამოკიდებული კრუნჩხვები: პრეპარატი ინიშნება კუნთში ან ვენაში ნაკადით 50-100 მგ (1-2 მლ) დოზით დღეში. ვენაში შეიყვანება სიჩქარით 50 მგ/წთ. მაქსიმალური დოზა ბავშვებში არ არის დადგენილი.

იზონიაზიდის ჯგუფის პრეპარატებით ჭარბი დოზა: ჭარბად მიღებული პრეპარატის ყოველ 1 გ-ზე ვენაში შეიყვანება 1 გ (20 მლ) პირიდოქსინი. თუ იზონიაზიდის დოზა უცნობია, პირიდოქსინი შეიყვანება 70 მგ/კგ სხეულის წონის დაანგარიშებით. მაქსიმალური დოზა – 5 გ (100 მლ).

ბავშვები

პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია პედიატრიულ პრაქტიკაში. შეიყვანება კუნთში და ვენაში. დოზა და შეყვანის რეჟიმი დამოკიდებულია პათოლოგიაზე (იხ. ნაწილი ,,გამოყენების წესი და დოზები”).

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ. კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება (კუჭის წვენის მჟავიანობის შესაძლო მომატების გამო). ღვიძლის დაავადება, რომელიც მიმდინარეობს მძიმე ფუნქციური უკმარისობით. გულის იშემიური დაავადება.

ურთიერთზემოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთზემოქმედების სხვა სახეები

დიურეტიკები – პირიდოქსინთან კომბინირებული გამოყენებისას ძლიერდება დიურეტიკების მოქმედება.

ჰორმონული კონტრაცეპტივები, ციკლოსერინი, პენიცილამინი, იზონიაზიდი, ჰიდრალაზინის სულფატი, ეთიონამიდი, იმუნოდეპრესანტები - პირიდოქსინთან კომბინირებული გამოყენებისას მცირდება ამ უკანასკნელის ეფექტი.

საძილე და სედაციური საშუალებები - პირიდოქსინთან კომბინირებული გამოყენებისას სუსტდება საძილე ეფექტი.

პარკინსონის საწინააღმდეგო საშუალებები - პირიდოქსინთან კომბინირებული გამოყენებისას მცირდება პარკინსონის დაავადების სამკურნალო საშუალებების ეფექტურობა.

ფენიტოინი - პირიდოქსინთან კომბინირებული გამოყენებისას მცირდება ფენიტოინის მოქმედება.

კორტიკოსტეროიდები - პირიდოქსინთან კომბინირებული გამოყენებისას მცირდება B6 ვიტამინის რაოდენობა ორგანიზმში.

გლუტამინის მჟავა, ასპარკამი - პირიდოქსინთან კომბინირებული გამოყენებისას იზრდება მდგრადობა ჰიპოქსიის მიმართ.

საგულე გლიკოზიდები - პირიდოქსინთან კომბინირებული გამოყენებისას იზრდება შემკუმშველი ცილების სინთეზი მიოკარდში.

ტრიციკლური ანტიდეპრესანტები - პირიდოქსინთან კომბინირებული გამოყენებისას, ეს უკანასკნელი აღმოფხვრის ტრიციკლური ანტიდეპრესანტების გვერდით ეფექტებს, რაც დაკავშირებულია მათ ანტიქოლინერგულ აქტივობასთან (პირის სიმშრალე, შარდის შეკავება).

რეზორბციული მოქმედების ლევომიცეტინის პრეპარატები - პირიდოქსინთან კომბინირებული გამოყენებისას, ეს უკანასკნელი ხელს უშლის ოფტალმოლოგიური გართულებების განვითარებას, რომლებიც ვითარდებიან რეზორბციული მოქმედების ლევომიცეტინის პრეპარატების ხანგრძლივი გამოყენებისას (სინტომიცინი, ქლორამფენიკოლი).

სიფრთხილის ზომები

გამოიყენება სიფრთხილით პაციენტებში კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებით ანამნეზში (კუჭის წვენის მჟავიანობის შესაძლო მატების გამო), ღვიძლის ფუნქციური უკმარისობის დროს (პირიდოქსინმა დიდი დოზებით შესაძლებელია გააუარესოს მისი ფუნქცია).

პირიდოქსინის ცვლა ირღვევა ალკოჰოლის რეგულარული გამოყენებისას.

შესაძლებელია გამოიწვიოს ცრუ-დადებითი სინჯი ურობილინოგენზე, ერლიხის რეაქტივის გამოყენებით.

ორსულობა და ძუძუთი კვება

პრეპარატი ინიშნება ორსულობის დროს ორსულთა ტოქსიკოზის და ღებინების დროს. ბუნებრივი კვების პერიოდში პრეპარატის დანიშვნისას შესაძლებელია ლაქტაციის დათრგუნვა.

ზემოქმედება რეაქციის სისწრაფეზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების ან სხვა მექანიზმების მართვისას

მკურნალობის დროს საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვისას ან რთულ მექანიზმებთან მუშაობისას ნერვული სისტემის მხრიდან გვერდითი ეფექტების განვითარების რისკის გამო.

გვერდითი მოვლენები

პრეპარატის გამოყენებისას შესაძლებელია შემდეგი გვერდითი რეაქციები:

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრიდან: ტაქიკარდია, ტკივილი გულის არეში;

ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრიდან: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა, აღგზნებადობა, კოორდინაციის დარღვევა, პარესთეზია, კიდურების დაბუჟება, შებოჭილობის შეგრძნება კიდურებში - ,,ხელთათმანის და წინდის” სიმპტომი, უგონო მდგომარეობა და კრუნჩხვების განვითარება ვენაში სწრაფი შეყვანისას;

სასუნთქი სისტემის მხრიდან: გართულებული სუნთქვა;

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრიდან: გულისრევა, ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, გულძმარვა, კუჭის სეკრეციის მატება;

ნივთიერებათა ცვლის, მეტაბოლიზმის მხრიდან: ფოლიუმის მჟავას დონის დაწევა;

იმუნური სისტემის, კანის და კანქვეშა უჯრედისის მხრიდან: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, ანაფილაქსიური შოკი, ჭინჭრის ციების, გამონაყარის, ქავილის, კანის ჰიპერემიის, დერმატიტის, ქვინკეს შეშუპების, ფოტოსენსიბილიზაციის ჩათვლით.

რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლების მხრიდან: ლაქტაციის დათრგუნვა ლაქტოგენურ პერიოდში;

დარღვევები შეყვანის ადგილას: ცვლილებები შეყვანის ადგილას, ჰიპერემიის, ქავილის, წვის ჩათვლით ინექციის ადგილას;

საერთო დარღვევები: სისუსტე, ცხელება.

ჭარბი დოზა

სიმპტომები: გვერდითი ეფექტების გაძლიერება; ცილების, ნახშირწყლების და ლიპიდების ცვლის დარღვევა; დეგენერაციული ცვლილებები ცენტრალურ ნერვულ სისტემაში (პერიფერიული ნეიროპათია) და პარენქიმატოზული ორგანოების (ცვლის პროცესების დარღვევა, რაც დაკავშირებულია ნად და ნადფ ნიკოტინამიდური კოფერმენტების აქტივობის მნიშვნელოვანი შემცირებით და ნიკოტინის მჟავას დეფიციტით). პერიფერიული ნეიროპათიის სიმპტომებია: ჰიპერპარესთეზია, პარესთეზია, კუნთების სისუსტე. შესაძლებელია სენსორული ნეიროპათია სიარულის პროგრესირებადი დარღვევით, დაბუჟების და ჩხვლეტის შეგრძნებით ფეხებში და ხელებში, ნაწილობრივი გამელოტება, ორგანიზმის წინააღმდეგობის შემცირება ინფექციების მიმართ, სისხლის შედედების საწინააღმდეგო სისტემის აქტივობის შემცირება. დიდი დოზებით ხანგრძლივი გამოყენებისას ვითარდება B6 ჰიპერვიტამინოზი, რომელსაც ახასიათებს ცილის შემცველობის მკვეთრი შემცირება კუნთოვან ქსოვილში და შინაგან ორგანოებში. B6 ჰიპერვიტამინოზის ადრეულ სტადიაზე შესაძლებელია განვითარდესL კანის გამონაყარი, თავბრუსხვევა, კრუნჩხვები. პრეპარატის მოხსნისას ეს სიმპტომები ქრება.

მკურნალობა: პრეპარატის მოხსნა, სიმპტომატური მკურნალობა.

შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერება: pyridoxine hydrochloride;

1 მლ ხსნარი შეიცავს პირიდოქსინის ჰიდროქლორიდს 50 მგ;

დამხმარე ნივთიერებები: დინატრიუმის ედეტატი, საინექციო წყალი.

წამლის ფორმა. საინექციო ხსნარი.

ძირითადი ფიზიკო-ქიმიური თვისებები: გამჭვირვალე უფერო ან ოდნავ შეფერილი სითხე.

შენახვის პირობები

3 წელი.

შენახვის პირობები:

ინახება ორიგინალურ შეფუთვაში არაუმეტეს 25°С ტემპერატურაზე. არ იყინება.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ვიტამინების მარტივი პრეპარატები. პირიდოქსინი. ათქ კოდი A11H A02.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი (ვიტამინი B6) შედის მცენარეთა და ცხოველთა ორგანოთა შემადგენლობაში, განსაკუთრებით, მარცვლოვანი კულტურების დაუმუშავებელ მარცვლებში, ბოსტნეულში, ხორცში, თევზში, რძეში, ვირთევზას და მსხვილი რქოსანი პირუტყვის ღვიძლში, კვერცხის გულში. საკმაოდ დიდი რაოდენობით ვიტამინი B6 შედის საფუარის შემადგენლობაში. ვიტამინი B6 მოთხოვნილების დაკმაყოფილება ხდება საკვები პროდუქტებით; ნაწილობრივ იგი სინთეზირდება ასევე ნაწლავის მიკროფლორით.

მნიშვნელოვანია ნივთიერებათა ცვლისთვის, აუცილებელია ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, მონაწილეობს ნეირომედიატორების სინთეზში. ფოსფორილებული ფორმით უზრუნველყოფს დეკარბოქსილირების, გადაამინირების, ამინომჟავების დეზამინირების პროცესს, მონაწილეობს ცილების, ფერმენტების, ჰემოგლობინის, პროსტაგლანდინების, სეროტონინის ცვლის, კატექოლამინების, გლუტამინის მჟავას, გაემ, ჰისტამინის სინთეზში, აუმჯობესებს უჯერი ცხიმოვანი მჟავების გამოყენებას, ამცირებს ქოლესტერინის და ლიპიდების დონეს სისხლში, აუმჯობესებს მიოკარდის კუმშვადობას, ხელს უწყობს ფოლის მჟავას გარდაქმნას მის აქტიურ ფორმაში, ასტიმულირებს ჰემოპოეზს. ათეროსკლეროზის დროს B6 ვიტამინი აუმჯობესებს ლიპიდურ ცვლას.

ათეროსკლეროზის და შაქრიანი დიაბეტის დროს პირიდოქსინი ამცირებს გლიკოზილირებული ჰემოგლობინის შემცელობას, გარდა ამისა, პირიდოქსინი მოქმედებს როგორც დიურეტიკი: ხელს უწყობს აწეული არტერიული წნევის დაწევას.

დადგენილია, რომ პირიდოქსინი დადებითად მოქმედებს ნორეპინეფრინის და სეროტონინის პროდუცირებაზე, შედეგად ზრდის მათ პროდუცირებას დეპრესიის დროს, რაც დაკავშირებულია დოფა-დეკარბოქსილაზას კოფაქტორის სახით კატექოლამინების სინთეზის პროცესში მის მონაწილეობასთან.

პირიდოქსინმა შესაძლებელია გაახანგრძლივოს შედედების დრო და მოახდინოს თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბირება, რაც, შესაძლებელია აიხსნას პირიდოქსალფოსფატას შეკავშირებით ფიბრინოგენთან და სპეციფიურ ამინოჯგუფებთან თრომბოციტების ზედაპირზე.

ფარმაკოკინეტიკა

მეტაბოლიზდება ღვიძლში ფარმაკოლოგიურად აქტიური მეტაბოლიტების წარმოქმნით (პირიდოქსალფოსფატი და პირიდოქსამინოფოსფატი). პირიდოქსალფოსფატი უკავშირდება სისხლის შრატის ცილებს 90%-ით. კარგად აღწევს ყველა ქსოვილში. გროვდება უპირატესად ღვიძლში, ნაკლებად – კუნთებში და ცენტრალურ ნერვულ სისტემაში (ცნს). აღწევს პლაცენტაში, ექსკრეტირდება დედის რძით. ნაწილობრივად გამოყოფის პერიოდი (T1/2) – 15-20 დღე. გამოიყოფა თირკმელებით (ვენაში შეყვანისას – ნაღველით (2%), ასევე ჰემოდიალიზის გზით.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

Gგამოყენების ინსტრუქცია

პირიდოქსინი-დარნიცა (ვიტამინი B6-დარნიცა)

(PYRIDOXINE-DARNITSA (VITAMIN B6-DARNITSA)

შემადგენლობა:

კლინიკური მახასიათებლები

ჩვენება

B6 ვიტამინის ჰიპო- და ავიტამინოზი. ორსულთა ტოქსიკოზის, ათეროსკლეროზის, ანემიის (მათ შორის სიდერობლასტური), ლეიკოპენიის, ნერვული სისტემის დაავადებების (რადიკულიტები, ნევრიტი, ნევრალგია, პარკინსონიზმი, ლიტლის დაავადება), ინვოლუციური ასაკის დეპრესიის, სებორეას მსგავსი და არასებორეული დერმატიტის, სარტყლისებური ლიქენის, ნეიროდერმიტის, ფსორიაზის, ექსუდაციური დიათეზის კომპლექსური მკურნალობა, გაბმით სმიდან გამოყვანისა და ბახუსის სინდრომის დროს. ასევე ინიშნება ზღვის და ჰაერის ავადმყოფობა, მენიერის დაავადების დროს. პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი ეწინააღმდეგება ან ამცირებს ტოქსიკურ ეფექტებს (განსაკუთრებით პოლინევრიტების დროს) ტუბერკულოზის საწინააღმდეგო პრეპარატებით მკურნალობისას. პირიდოქსინდამოკიდებული კრუნჩხვების მკურნალობა.

უკუჩვენება:

ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ. კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება (კუჭის წვენის მჟავიანობის შესაძლო მომატების გამო). ღვიძლის დაავადება, რომელიც მიმდინარეობს მძიმე ფუნქციური უკმარისობით. გულის იშემიური დაავადება.

ურთიერთზემოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთზემოქმედების სხვა სახეები

დიურეტიკები – პირიდოქსინთან კომბინირებული გამოყენებისას ძლიერდება დიურეტიკების მოქმედება.

ჰორმონული კონტრაცეპტივები, ციკლოსერინი, პენიცილამინი, იზონიაზიდი, ჰიდრალაზინის სულფატი, ეთიონამიდი, იმუნოდეპრესანტები - პირიდოქსინთან კომბინირებული გამოყენებისას მცირდება ამ უკანასკნელის ეფექტი.

საძილე და სედაციური საშუალებები - პირიდოქსინთან კომბინირებული გამოყენებისას სუსტდება საძილე ეფექტი.

პარკინსონის საწინააღმდეგო საშუალებები - პირიდოქსინთან კომბინირებული გამოყენებისას მცირდება პარკინსონის დაავადების სამკურნალო საშუალებების ეფექტურობა.

ფენიტოინი - პირიდოქსინთან კომბინირებული გამოყენებისას მცირდება ფენიტოინის მოქმედება.

კორტიკოსტეროიდები - პირიდოქსინთან კომბინირებული გამოყენებისას მცირდება B6 ვიტამინის რაოდენობა ორგანიზმში.

გლუტამინის მჟავა, ასპარკამი - პირიდოქსინთან კომბინირებული გამოყენებისას იზრდება მდგრადობა ჰიპოქსიის მიმართ.

საგულე გლიკოზიდები - პირიდოქსინთან კომბინირებული გამოყენებისას იზრდება შემკუმშველი ცილების სინთეზი მიოკარდში.

ტრიციკლური ანტიდეპრესანტები - პირიდოქსინთან კომბინირებული გამოყენებისას, ეს უკანასკნელი აღმოფხვრის ტრიციკლური ანტიდეპრესანტების გვერდით ეფექტებს, რაც დაკავშირებულია მათ ანტიქოლინერგულ აქტივობასთან (პირის სიმშრალე, შარდის შეკავება).

რეზორბციული მოქმედების ლევომიცეტინის პრეპარატები - პირიდოქსინთან კომბინირებული გამოყენებისას, ეს უკანასკნელი ხელს უშლის ოფტალმოლოგიური გართულებების განვითარებას, რომლებიც ვითარდებიან რეზორბციული მოქმედების ლევომიცეტინის პრეპარატების ხანგრძლივი გამოყენებისას (სინტომიცინი, ქლორამფენიკოლი).

გამოყენების თავისებურებები:

გამოიყენება სიფრთხილით პაციენტებში კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებით ანამნეზში (კუჭის წვენის მჟავიანობის შესაძლო მატების გამო), ღვიძლის ფუნქციური უკმარისობის დროს (პირიდოქსინმა დიდი დოზებით შესაძლებელია გააუარესოს მისი ფუნქცია).

პირიდოქსინის ცვლა ირღვევა ალკოჰოლის რეგულარული გამოყენებისას.

შესაძლებელია გამოიწვიოს ცრუ-დადებითი სინჯი ურობილინოგენზე, ერლიხის რეაქტივის გამოყენებით.

გამოყენება ორსულობის და ბუნებრივი კვების პერიოდში

პრეპარატი ინიშნება ორსულობის დროს ორსულთა ტოქსიკოზის და ღებინების დროს. ბუნებრივი კვების პერიოდში პრეპარატის დანიშვნისას შესაძლებელია ლაქტაციის დათრგუნვა.

ზემოქმედება რეაქციის სისწრაფეზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების ან სხვა მექანიზმების მართვისას

მკურნალობის დროს საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვისას ან რთულ მექანიზმებთან მუშაობისას ნერვული სისტემის მხრიდან გვერდითი ეფექტების განვითარების რისკის გამო.

გამოყენების წესი და დოზები:

პრეპარატი პირიდოქსინი-დარნიცა შეიყვანება კუნთში, ვენაში ან კანქვეშ მაშინ, როცა მისი შიგნით მიღება არ არის შესაძლებელი.

მკურნალობის კურსი ინდივიდუალურია და განისაზღვრება დაავადების ტიპზე და სიმძიმეზე.

ხსნარი მზადდება უშუალოდ გამოყენებამდე – პრეპარატის ერთჯერადი დოზა იხსნება 1-2 მლ საინექციო წყალში ან 0,9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში.

მოზრდილები

B6 ჰიპოვიტამინოზი: პრეპარატი ინიშნება 50-100 მგ (1-2 მლ) სადღეღამისო დოზით 1-2 შეყვანაზე. მკურნალობის კურსი – 3-4 კვირა.

სიდერობლასტური ანემია: პრეპარატი ინიშნება კუნთში 100 მგ (2 მლ) სადღეღამისო დოზით კვირაში 2-ჯერ. ერთდროულად რეკომენდებულია ფოლის მჟავას მიღება (რიბოფლავინი, B12 ვიტამინი).

ინვოლუციური ასაკის დეპრესია: პრეპარატი ინიშნება კუნთში 200 მგ (4 მლ) დოზით დღეში. მკურნალობის კურსი – 20-25 ინექცია.

იზონიაზიდის ჯგუფის პრეპარატების გამოყენება: პრეპარატი ინიშნება 5-10 მგ (0,1-0,2 მლ) სადღეღამისო დოზით იზონიაზიდით მკურნალობის მთელი კურსის განმავლობაში.

იზონიაზიდის ჯგუფის პრეპარატების ჭარბი დოზა: ჭარბად მიღებული პრეპარატის ყოველ 1 გ-ზე ვენაში შეიყვანება 1 გ (20 მლ) პირიდოქსინი 0,5 გ/წთ სიჩქარით. იზონიაზიდით 10 გ-ზე მეტი ჭარბი დოზის დროს, პირიდოქსინი შეიყვანება ვენაში 4 გ დოზით (80 მლ), შემდეგ კუნთში – პრეპარატის 1 გ (20 მლ) ყოველ 30 წუთში. საერთო სადღეღამისო დოზა – 70-350 მგ/კგ.

ორსულთა ტოქსიკოზი: პრეპარატი ინიშნება კუნთში 50 მგ (1 მლ) დოზით დღეში. მკურნალობის კურსი – 10-20 ინექცია.

პირიდოქსინდამოკიდებული ანემია (მაკროციტული, ჰიპოქრომული, რკინის დონის მატებით სისხლის შრატში): პრეპარატი ინიშნება 50-200 მგ (1-4 მლ) სადღეღამისო დოზით. მკურნალობის კურსი – 1-2 თვე. ეფექტის არარსებობის პირობებში საჭიროა თერაპიის სხვა სქემაზე გადასვლა.

პირიდოქსინდამოკიდებული სინდრომი, პირიდოქსინდამოკიდებული კრუნჩხვების ჩათვლით: პრეპარატი ინიშნება ვენაში ან კუნთში 50-500 მგ (1-10 მლ) დოზით დღეში. ვენაში შეიყვანება სიჩქარით 50 მგ/წთ. მკურნალობის კურსი – 3-4 კვირა.

პარკინსონიზმი: პრეპარატი ინიშნება კუნთში 100 მგ (2 მლ) დოზით დღეში. მკურნალობის კურსი – 20-25 დღე. 2-3 თვის შემდეგ – განმეორებითი კურსი. მკურნალობის სხვა სქემით: პრეპარატი ინიშნება კუნთში საწყისი სადღეღამისო დოზით 50-100 მგ (1-2 მლ), შემდეგ ყოველდღიურად დოზა იზრდება 50 მგ-ით (1 მლ), სანამ არ მიიღწევა 300-400 მგ-მდე (6-8 მლ) დღეში ერთჯერადად. მკურნალობა ტარდება 12-15 დღიანი კურსებით.

სხვა ჩვენებები: პრეპარატი ინიშნება 50-100 მგ (1-2 მლ) სადღეღამისო დოზით 1-2 შეყვანაზე.

ბავშვები

B6 ჰიპოვიტამინოზი: პრეპარატის დოზას ექიმი ნიშნავს ინდივიდუალურად სხეულის წონის 1-2 მგ/კგ დაანგარიშებით დღეში. მკურნალობის კურსი – 2 კვირა.

პირიდოქსინდამოკიდებული კრუნჩხვები: პრეპარატი ინიშნება კუნთში ან ვენაში ნაკადით 50-100 მგ (1-2 მლ) დოზით დღეში. ვენაში შეიყვანება სიჩქარით 50 მგ/წთ. მაქსიმალური დოზა ბავშვებში არ არის დადგენილი.

იზონიაზიდის ჯგუფის პრეპარატებით ჭარბი დოზა: ჭარბად მიღებული პრეპარატის ყოველ 1 გ-ზე ვენაში შეიყვანება 1 გ (20 მლ) პირიდოქსინი. თუ იზონიაზიდის დოზა უცნობია, პირიდოქსინი შეიყვანება 70 მგ/კგ სხეულის წონის დაანგარიშებით. მაქსიმალური დოზა – 5 გ (100 მლ).

ბავშვები

პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია პედიატრიულ პრაქტიკაში. შეიყვანება კუნთში და ვენაში. დოზა და შეყვანის რეჟიმი დამოკიდებულია პათოლოგიაზე (იხ. ნაწილი ,,გამოყენების წესი და დოზები”).

ჭარბი დოზა:

სიმპტომები: გვერდითი ეფექტების გაძლიერება; ცილების, ნახშირწყლების და ლიპიდების ცვლის დარღვევა; დეგენერაციული ცვლილებები ცენტრალურ ნერვულ სისტემაში (პერიფერიული ნეიროპათია) და პარენქიმატოზული ორგანოების (ცვლის პროცესების დარღვევა, რაც დაკავშირებულია ნად და ნადფ ნიკოტინამიდური კოფერმენტების აქტივობის მნიშვნელოვანი შემცირებით და ნიკოტინის მჟავას დეფიციტით). პერიფერიული ნეიროპათიის სიმპტომებია: ჰიპერპარესთეზია, პარესთეზია, კუნთების სისუსტე. შესაძლებელია სენსორული ნეიროპათია სიარულის პროგრესირებადი დარღვევით, დაბუჟების და ჩხვლეტის შეგრძნებით ფეხებში და ხელებში, ნაწილობრივი გამელოტება, ორგანიზმის წინააღმდეგობის შემცირება ინფექციების მიმართ, სისხლის შედედების საწინააღმდეგო სისტემის აქტივობის შემცირება. დიდი დოზებით ხანგრძლივი გამოყენებისას ვითარდება B6 ჰიპერვიტამინოზი, რომელსაც ახასიათებს ცილის შემცველობის მკვეთრი შემცირება კუნთოვან ქსოვილში და შინაგან ორგანოებში. B6 ჰიპერვიტამინოზის ადრეულ სტადიაზე შესაძლებელია განვითარდესL კანის გამონაყარი, თავბრუსხვევა, კრუნჩხვები. პრეპარატის მოხსნისას ეს სიმპტომები ქრება.

მკურნალობა: პრეპარატის მოხსნა, სიმპტომატური მკურნალობა.

გვერდითი რეაქციები:

პრეპარატის გამოყენებისას შესაძლებელია შემდეგი გვერდითი რეაქციები:

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრიდან: ტაქიკარდია, ტკივილი გულის არეში;

ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრიდან: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა, აღგზნებადობა, კოორდინაციის დარღვევა, პარესთეზია, კიდურების დაბუჟება, შებოჭილობის შეგრძნება კიდურებში - ,,ხელთათმანის და წინდის” სიმპტომი, უგონო მდგომარეობა და კრუნჩხვების განვითარება ვენაში სწრაფი შეყვანისას;

სასუნთქი სისტემის მხრიდან: გართულებული სუნთქვა;

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრიდან: გულისრევა, ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, გულძმარვა, კუჭის სეკრეციის მატება;

ნივთიერებათა ცვლის, მეტაბოლიზმის მხრიდან: ფოლიუმის მჟავას დონის დაწევა;

იმუნური სისტემის, კანის და კანქვეშა უჯრედისის მხრიდან: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, ანაფილაქსიური შოკი, ჭინჭრის ციების, გამონაყარის, ქავილის, კანის ჰიპერემიის, დერმატიტის, ქვინკეს შეშუპების, ფოტოსენსიბილიზაციის ჩათვლით.

რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლების მხრიდან: ლაქტაციის დათრგუნვა ლაქტოგენურ პერიოდში;

დარღვევები შეყვანის ადგილას: ცვლილებები შეყვანის ადგილას, ჰიპერემიის, ქავილის, წვის ჩათვლით ინექციის ადგილას;

საერთო დარღვევები: სისუსტე, ცხელება.

ვარგისიანობის ვადა. 3 წელი.

შენახვის პირობები:

ინახება ორიგინალურ შეფუთვაში არაუმეტეს 25°С ტემპერატურაზე. არ იყინება.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

შეუთავსებლობა:

არ შეიძლება პირიდოქსინის ხსნარის შერევა ერთ შპრიცში თიამინის ხსნართან (B1 ვიტამინი), ციანოკობალამინის ხსნართან (B12 ვიტამინი), ტუტოვან ხსნარებთან, რკინის მარილებთან და დამჟანგველებთან. პირიდოქსინის ინექცია სასურველია ჩატარდეს თიამინის ბოლო ინექციიდან სულ მცირედ 12 საათის გასვლის შემდეგ.

ასევე არ არის რეკომენდებული ერთ საინფუზიო სისტემაში ან ერთ შპრიცში შემდეგ სამკურნალო საშუალებებთან შერევა: ადრენომიმეტიკები, ამპიცილინის ნატრიუმის მარილი, ამფოტერიცინ B, ასკორბინის მჟავა, B ჯგუფის სხვა ვიტამინები, ფიტომენადიონი, დიპირიდამოლი, ოქსიფერისკორბონის ნატრიუმი, ფენოთიაზინის წარმოებულები (ქლორპრომაზინი), ფუროსემიდი, ეტამზილატი, ეუფილინი.

შეფუთვა:

1 მლ ამპულაში; 5 ამპულა კონტურულ უჯრედულ შეფუთვაში; 2 კონტურულ უჯრედული შეფუთვა კოლოფში.

გაცემის კატეგორია: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III , გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი:

კსს ,,ფარმაცევტული ფირმა ,,დარნიცა”

მწარმოებლის ადგილმდებარეობა და მისი საქმიანობის განხორციელების ადგილის მისამართი:

უკრაინა, 02093, ქ. კიევი, ბორისპოლსკაიას ქ., 13.

ბოლო გადახედვის თარიღი

(ბეჭედი)

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა