პერსენი ღამე
PERSEN® Night
პერსენი® ღამე არის მსუბუქი სედაციური ეფექტის მქონე ფიტოპრეპარატი. კატაბალახას ფესვების ექსტრაქტს აქვს დამამშვიდებელი ეფექტი. იგი ხსნის ნერვული დაძაბულობის სიმპტომებს, უძილობის შემთხვევაში კი ხელს უწყობს დაძინებას. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- peppermint menthae piperitae leaves + lemon balm melissae officinalis + valerian valeriana officinalis roots
- ფორმა და შეფუთვა
- 87,5მგ + 17,5მგ + 17,5მგ მყარი კაფსულა №20 (2X10)
- მწარმოებელი
- ADIPHARM EAD, ბულგარეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ფსიქოლეფსური საშუალებები, საძილე და სედაციური მცენარეული სხვა საშუალებები
- ATC კოდი
- N05CM
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-044024
- რეგისტრირებულია
- 19 სექტემბერი 2025, მოქმედებს 30 ივნისი 2028-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Sopharma AD (ბულგარეთი)
- განმცხადებელი
- სააქციო საზოგადოება „სოფარმა“-ს წარმომადგენლობა საქართველოში
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
პერსენი ღამე — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
პერსენი® ღამე არის მსუბუქი სედაციური ეფექტის მქონე ფიტოპრეპარატი. კატაბალახას ფესვების ექსტრაქტს აქვს დამამშვიდებელი ეფექტი. იგი ხსნის ნერვული დაძაბულობის სიმპტომებს, უძილობის შემთხვევაში კი ხელს უწყობს დაძინებას.
ბაღის პიტნის ფოთლების ექსტრაქტს კატაბალახას ფესვების ექსტრაქტთან ერთად ტრადიციულად დამამშვიდებლი საშუალების სახით იყენებენ. ბარამბოს ფოთლების ექსტრაქტი პრეპარატს დამატებით დამამშვიდებელ ეფექტს ანიჭებს.
პერსენი® ღამე გამოიყენება ნევროზების მკურნალობის საწყის ეტაპებზე, როდესაც უფრო ძლიერი წამლების გამოყენება არ არის გამართლებული.
პერსენი® ღამე გამოიყენება მოზრდილებსა და 12 წელზე მეტი ასაკის მოზარდებში.
პერსენი® ღამეს გამოყენება რეკომენდებულია
დაძინებასთან დაკავშირებული დროებითი სირთულეების არსებობისას (უძილობა);
მსუბუქი დროებითი ნერვული დაძაბულობის სიმპტომების შესამსუბუქებლად (როგორც დამამშვიდებელი საშუალება გონებრივი სტრესის, შფოთვის, აგზნებადობის დროს).
თუ მდგომარეობა არ უმჯობესდება ან გრძნობთ გაუარესებას 14 დღის შემდეგ, უნდა მიმართოთ ექიმს.
მიღების წესი და დოზირება
ყოველთვის გამოიყენეთ პრეპარატი მკურნალი ექიმის ან ფარმაცევტის რეკომენდაციების შესაბამისად.
ეჭვის არსებობის შემთხვევაში, გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან.
მოზრდილებში და 12 წელზე მეტი ასაკის მოზარდებში რეკომენდებული დოზები:
უძილობის დროს: 2 კაფსულა ძილის წინ ერთი საათით ადრე.
დამამშვიდებელი საშუალების სახით (გაზრდილი გონებრივი დატვირთვის, შფოთვის ან აგზნებადობის დროს): 2 კაფსულა 2-ჯერ დღეში.
გამოიყენება შიგნით მისაღებად, წყლის დაყოლებით, საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად. პრეპარატის მოქმედება თანდათანობით ვლინდება. ოპტიმალური ეფექტის მისაღწევად კაფსულები უწყვეტად უნდა მიიღოთ არანაკლებ 2 კვირის განმავლობაში. გამოყენების ხანგრძლივობა შეზღუდული არ არის. პრეპარატის რეკომენდებული დოზებით ხანგრძლივი მიღება არ იწვევს შეჩვევას ან მოხსნის სიმპტომებს.
გამოყენება ბავშვებში
12 წლამდე ასაკის ბავშვებში უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის.
პერსენი® ღამე არ ინიშნება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.
თუ მიიღეთ პრეპარატი პერსენი® ღამე საჭიროზე მეტი რაოდენობით
კატაბალახას ფესვების დაახლოებით 20 გ-ის ეკვივალენტური რაოდენობით (პრეპარატი პერსენი® ღამეს დაახლოებით 42 კაფსულის ეკვივალენტურია) პრეპარატი პერსენი® ღამის ერთჯერადმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ისეთი გარდამავალი სიმპტომები, როგორიცაა დაღლილობა, სპაზმები მუცლის არეში, ზეწოლის შეგძნება გულმკერდის არეში, თავბრუხვევა, ხელების კანკალი და გუგების გაფართოება. ეს სიმპტომები 24 საათის განმავლობაში გაივლის. თუ პრეპარატის ჭარბი დოზირების შემთხვევაში აღწერილი სიმპტომები შენარჩუნებულია 24 საათზე მეტი ხნის განმავლობაში, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს.
მსგავსი სიმპტომების განვითარებისას მიმართავენ შემანარჩუნებელ თერაპიას.
სამკურნალო ბარამბოს და ბაღის პიტნის პრეპარატებით ჭარბი დოზირების შემთხვევები აღწერილი არ არის.
თუ დაგავიწყდათ პრეპარატი პერსენი® ღამის გამოყენება
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსაციის მიზნით.
თუ თქვენ დაგავიწყდათ კაფსულების მიღება, მიიღეთ ისინი რაც შეიძლება სწრაფად.
თუ უკვე დადგა მომდევნო დოზის მიღების დრო, მიიღეთ იგი ჩვეულებრივი სქემის
თანახმად.
პერსენი® ღამის გამოყენებასთან დაკავშირებით რაიმე შეკითხვის შემთხვევაში დაუკავშირდით მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
უკუჩვენებები
თუ ალერგია გაქვთ კატაბალახას ფესვების ექსტრაქტზე, სამკურნალო ბარამბოს ფოთლებზე, ბაღის პიტნის ფოთლებზე, მენთოლზე ან ამ მედიკამენტის სხვა ინგრედიენტებზე (მოცემულია ამ ფურცელი-ჩანართის მე-6 ნაწილში).
სიფრთხილის ზომები
პერსენი® ღამეს გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ბავშვები
უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ მონაცემების არარსებობის გამო პრეპარატი პერსენი® ღამეს გამოყენება არ არის რეკომენდებული 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.
ღაბის პიტნის ფოთოლი
სიფრთხილით ინიშნება ბაღის პიტნის ფოთლის პრეპარატები ნაღვლკენჭოვანი დაავადების და სანაღვლე გზების სხვა დაავადებების მქონე პაციენტებში.
გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადების (გულძმარვა) მქონე პაციენტებში საჭიროა თავის არიდება ბაღის პიტნის ფოთლების პრეპარატების გამოყენებისაგან, რადგან მათი გამოყენებისას შესაძლებელია გულძმარვის გაძლიერება.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იყენებთ, ცოტა ხნის წინ იყენებდით ან შეიძლება დაიწყოთ სხვა პრეპარატების გამოყენება.
მონაცემები სხვა სამკურნალო საშუალებებთან ფარმაკოლოგიური ურთიერთქმედების შესახებ შეზღუდულია. კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება პრეპარატებთან, რომლებიც მეტაბოლიზდება იზოფერმენტები CYP2D6, CYP3A4/5, CYP1A2 და CYP2E1-ის მონაწილეობით დადგენილი არ არის.
სინთეზურ სედაციურ პრეპარატებთან კომბინირებული მკურნალობა არ არის რეკომენდებული. იგი ტარდება არსებული სამედიცინო ჩვენებებით და ექიმის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ.
თუ თქვენ არ იცით, რომელ პრეპარატებს იყენებთ, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
პერსენი® ღამე საკვებთან და სასმელთან ერთად
კაფსულები უნდა მიიღოთ პერორალურად მცირე რაოდენობის წყალთან ერთად. პრეპარატის მიღება არ არის დამოკიდებული საკვების მიღებაზე.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ორსულად ხართ ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, ამ სამკურნალო საშუალების გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება დადგენილი არ არის, ამიტომ სიფრთხილის მიზნით ამ პერიოდში არ არის რეკომენდებული პერსენი® ღამეს მიღება.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ამ პრეპარატის გამოყენებამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. პრეპარატის ზეგავლენის ქვეშ არ უნდა მართოთ ავტომობილი ან იმუშაოთ ტექნიკასთან.
პრეპარატი პერსენი® ღამე შეიცავს ლაქტოზას
ზოგიერთი შაქრის მიმართ აუტანლობის არსებობისას მოცემული სამკურნალო საშუალების გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან.
გვერდითი მოვლენები
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ეს ეფექტები ყველა პაციენტში არ ვითარდება.
კატაბალახას ფესვების პრეპარატების პერორალური მიღების შემდეგ შეიძლება განვითარდეს შემდეგი სიმპტომები:
შეუძლოდ ყოფნა (გულისრევა);
სპაზმები მუცლის არეში.
ბაღის პიტნის პერორალური მიღების შემდეგ შეიძლება გაძლიერდეს გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადების (გულძმარვის) სიმპტომები.
ამ შემთხვევების სიხშირე უცნობია.
ნებისმიერი სახის გვერდითი ეფექტების განვითარების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ეს ასევე ვრცელდება იმ შესაძლო გვერდით ეფექტებზეც, რომლებიც არ არის აღნიშნული ამ ფურცელ-ჩანართში.
შეტყობინება არასასურველი რეაქციების შესახებ
ნებისმიერი სახის არასასურველი რეაქციის განვითარების შემთხვევაში გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტტან. ეს რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციაზე, მათ შორის იმ რეაქციებზეც, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი მოცემულ ფურცელ-ჩანართში. თქვენ ასევე შეგიძლიათ განაცხადოთ არასასურველი რეაქციების (მოქმედების) შესახებ და სამკურნალო პრეპარატების, მათ შორის წევრ სახელმწიფოს ტერიტორიაზე გამოვლენილი არაეფექტურობის შესახებ, ინფორმაციის მონაცემთა ბაზაში. არასასურველი რეაქციების შესახებ ინფორმაციის შეტყობინებით თქვენ დაგვეხმარებით მეტი ინფორმაცია მივიღოთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ.
ჭარბი დოზა
კატაბალახას ფესვები
ვალერიანის ფესვების პრეპარატები 20 გ დოზირებით იწვევდნენ დროებით სიმპტომებს (დაღლილობა, სპაზმები მუცლის არეში, მოჭერის შეგრძნება გულმკერდის არეში, თავბრუსხვევა, ხელების კანკალი და გუგების გაფართოება), რომლებიც 24 საათში გაივლის. ამ სიმპტომების განვითარებისას ინიშნება შემანარჩუნებელი თერაპია.
სამკურნალო ბარამბოს ფოთლების ექსტრაქტი / პიტნის ფოთლების ექსტრაქტი
სამკურნალო ბარამბოს ფოთლების და ბაღის პიტნის პრეპარატებით ჭარბი დოზირების შემთხვევები აღწერილი არ არის.
შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერებებია სამკურნალო კატაბალახას ფესვების ექსტრაქტი, სამკურნალო ბარამბოს ფოთლების ექსტრაქტი, ბაღის პიტნის ფოთლების ექსტრაქტი.
თითოეული კაფსულა შეიცავს:
სამკურნალო კატაბალახას ფესვების მშრალი წყალ-სპირტიანი ექსტრაქტი (Valeriana officinalis radix extract) ((4-7):1) 87.5 მგ1)
სამკურნალო ბარამბოს ფოთლების მშრალი ექსტრაქტი (Melissa officinalis folium extract) 17.5 მგ2)
ბაღის პიტნის ფოთლების მშრალი ექსტრაქტი (Mentha piperita folium extract) 17.5 მგ2).
- - შეესაბამება 125.0 მგ მშრალ ექსტრაქტს, რომელიც შეიცავს 70% ბუნებრივ ექსტრაქტს და 30% სხვა შემავსებლებს
- - შეესაბამება 25.0 მგ მშრალ ექსტრაქტს, რომელიც შეიცავს 70% ნატურალურ ექსტრაქტს და 30% სხვა შემავსებლებს.
სხვა ინგრედიენტები (დამხმარე ნივთიერებები) არის ლაქტოზას მონოჰიდრატი, მაგნიუმის ოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, ტალკი, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი უწყლო, ჟელატინი, რკინის ოქსიდი (E 172), ტიტანის დიოქსიდი (E 171).
პერსენი® ღამეს აღწერილობა და შეფუთვის შემცველობა
აგურისფერ-წითელი კაფსულები. 20 კაფსულა მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ინახება არა უმეტეს 25 ° C ტემპერატურაზე, ნესტისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისობის ვადა: 3 წელი.
არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადის გასვლის თარიღი არის მითითებული თვის ბოლო დღე.
არ გადაყაროთ (არ გადაღვაროთ) პრეპარატები გამდინარე წყლებში. დააზუსტეთ ფარმაცევტთან, თუ როგორ უნდა გაანადგუროთ პრეპარატები, რომლებიც აღარ გჭირდებათ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
ფარმაკოლოგიური თვისებები
სხვა მცენარეული საძილე და დამამშვიდებელი საშუალებები. ათქ კოდი: N05CM.
კაფსულები პერსენი ღამე შეიცავს კატაბალახას (Valeriana officinalis L.; Valeriana officinalis radix extract), სამკურნალო ბარამბოს (Melissa officinalis L., Melissa officinalis folium extract) და პიტნის (Mentha piperita L., Mentha piperita folium extract) მშრალ ექსტრაქტებს.
ვალერიანის ფესვის ძირითადი აქტიური კომპონენტებია ეთეროვანი ზეთი მონოტერპენებით, სესკვიტერპენებით და ნაკლებად აქროლადი სესკვიტერპენის კარბოქსილის მჟავებით (ვალერინის მჟავა და წარმოებულები), გამა-ამინოერბომჟავა (GABA), გლუტამინი, არგინინი და ლიგნანები.
სამკურნალო ბარამბოს ფოთლების ძირითადი აქტიური კომპონენტებია ეთეროვანი ზეთი მონოტერპენული ალდეჰიდებით (გერანიალი, ნერალი და ციტრონელალი), ფლავონოიდები, მონოტერპენის გლიკოზიდები, ჰიდროქსიცინამინის მჟავას წარმოებულები (კოფეინის და ქლოროგენული მჟავები, როზმარინის მჟავა), ასევე ტრიტერპენები.
ბაღის პიტნის ფოთლების ძირითადი აქტიური კომპონენტებია ეთერზეთი მენთოლით, სხვადასხვა ფლავონოიდები, ფენოლის მჟავები, ასევე ტრიტერპენები.
ამ მცენარეების მოქმედების მექანიზმი სულად ცნობილი არ არის.
კატაბალახას ფესვს აქვს სედატიური მოქმედება, იგი ასევე აუმჯობესებს ძილის ხარისხს და ხანგრძლივობას. კატაბალახას ფესვების აქტიურმა ნივთიერებებმა აჩვენა აფინობა GABA-A-ს რეცეპტორების, ადენოზინის რეცეპტორების, ასევე ბარბიტური და ბენზოდიაზეპინის რეცეპტორების მიმართ. სედაციური ეფექტი ძლიერდება წყლის ექსტრაქტში გლუტამინის მაღალი კონცენტრაციის ხარჯზე, ხოლო ლიგნანის ჰიდროქსიპინორეზინოლი ავლენს აფინობას სეროტონინის რეცეპტორების მიმართ. სამკურნალო ბარამბოს ფოთლების აქტიურ ნივთიერებებს აქვთ დამამშვიდებელი და საფაღარათო მოქმედება, რაც დადასტურებულია in vivo კვლევებში. სამკურნალო ბარამბოს ფოთლები ტრადიციულად გამოიყენება მცენარეულ მედიკამენტებში, რომლებსაც აქვს დამამშვიდებელი და საძილე მოქმედება.
ბაღის პიტნის ფოთლების აქტიური ნივთიერებებს აქვს სპაზმოლიზური მოქმედება საჭმლის მომნელებელი ტრაქტის გლუვ კუნთებზე; მათ ასევე აქვთ ნაღვლმდენი და საფაღარათო მოქმედება. ბაღის პიტნის ფოთოლი ტრადიციულად გამოიყენება კატაბალახას ფესვებთან ერთად დამამშვიდებელი ფიტოპრეპარატების შემადგენლობაში.
კატაბალახას, სამკურნალო ბარამბოს და ბაღის პიტნის კომბინაციები ავსებენ ერთმანეთს.
კომბინაციას აქვს მსუბუქი დამამშვიდებელი ეფექტი; იგი გამოიყენება ძილის დროებითი დარღვევების დროს ან/და მსუბუქი, დროებითი ნერვული დაძაბულობის სიმპტომების შესამსუბუქებლად (როგორც დამამშვიდებელი საშუალება ნერვული დაძაბულობის, შფოთვის, აგზნებადობის დროს).
მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციების თანახმად, ეფექტურობის მტკიცებულების დონე შეიძლება კლასიფიცირდეს როგორც IIb ტიპი (B კლასი).
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
სამეცნიერო ლიტერატურაში არ არსებობს მონაცემები კატაბალახას ფესვების, სამკურნალო ბარამბოს ფოთლების და ბაღის პიტნის ექსტრაქტების ფარმაკოკინეტიკის შესახებ.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
ფურცელი-ჩანართი: ინფორმაცია მომხმარებლისთვის
პერსენი® ღამე,
კაფსულები
სამკურნალო კატაბალახას ფესვების ექსტრაქტი +
სამკურნალო ბარამბოს ფოთლების ექსტრაქტი +
ბაღის პიტნის ფოთლების ექსტრაქტი
პრეპარატი გამოიყენეთ ზუსტად ფურცელი-ჩანართის ან თქვენი მკურნალი ექიმის ან ფარმაცევტის რეკომენდაციების შესაბამისად.
შეინახეთ ეს ფურცელი-ჩანართი. შეიძლება კვლავ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.
დამატებითი ინფორმაციის ან რეკომენდაციების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
ნებისმიერი სახის გვერდითი ეფექტების განვითარებისას მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციაზე, მათ შორის იმ რეაქციებზეც, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი მოცემული ფურცელი-ჩანართის მე-4 პუნქტი.
თუ გამოყენების 14 დღის შემდეგ მდგომარეობა არ უმჯობესდება ან უარესდება, მიმართეთ ექიმს.
ფურცელი-ჩანართის შინაარსი
რა არის პერსენი® ღამე და რისთვის გამოიყენება იგი
რა უნდა იცოდეთ პერსენი® ღამეს გამოყენებამდე
როგორ გამოიყენება პერსენი® ღამე
შესაძლო არასასურველი ეფექტები
როგორ ინახება პერსენი® ღამე
შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
რა არის პერსენი® ღამე და რისთვის გამოიყენება იგი
პერსენი® ღამე არის მსუბუქი სედაციური ეფექტის მქონე ფიტოპრეპარატი. კატაბალახას ფესვების ექსტრაქტს აქვს დამამშვიდებელი ეფექტი. იგი ხსნის ნერვული დაძაბულობის სიმპტომებს, უძილობის შემთხვევაში კი ხელს უწყობს დაძინებას.
ბაღის პიტნის ფოთლების ექსტრაქტს კატაბალახას ფესვების ექსტრაქტთან ერთად ტრადიციულად დამამშვიდებლი საშუალების სახით იყენებენ. ბარამბოს ფოთლების ექსტრაქტი პრეპარატს დამატებით დამამშვიდებელ ეფექტს ანიჭებს.
პერსენი® ღამე გამოიყენება ნევროზების მკურნალობის საწყის ეტაპებზე, როდესაც უფრო ძლიერი წამლების გამოყენება არ არის გამართლებული.
პერსენი® ღამე გამოიყენება მოზრდილებსა და 12 წელზე მეტი ასაკის მოზარდებში.
პერსენი® ღამეს გამოყენება რეკომენდებულია
დაძინებასთან დაკავშირებული დროებითი სირთულეების არსებობისას (უძილობა);
მსუბუქი დროებითი ნერვული დაძაბულობის სიმპტომების შესამსუბუქებლად (როგორც დამამშვიდებელი საშუალება გონებრივი სტრესის, შფოთვის, აგზნებადობის დროს).
თუ მდგომარეობა არ უმჯობესდება ან გრძნობთ გაუარესებას 14 დღის შემდეგ, უნდა მიმართოთ ექიმს.
რა უნდა იცოდეთ პერსენი ღამე®-ს გამოყენებამდე
არ მიიღოთ პერსენი® ღამე:
თუ ალერგია გაქვთ კატაბალახას ფესვების ექსტრაქტზე, სამკურნალო ბარამბოს ფოთლებზე, ბაღის პიტნის ფოთლებზე, მენთოლზე ან ამ მედიკამენტის სხვა ინგრედიენტებზე (მოცემულია ამ ფურცელი-ჩანართის მე-6 ნაწილში).
განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები
პერსენი® ღამეს გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ბავშვები
უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ მონაცემების არარსებობის გამო პრეპარატი პერსენი® ღამეს გამოყენება არ არის რეკომენდებული 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.
ღაბის პიტნის ფოთოლი
სიფრთხილით ინიშნება ბაღის პიტნის ფოთლის პრეპარატები ნაღვლკენჭოვანი დაავადების და სანაღვლე გზების სხვა დაავადებების მქონე პაციენტებში.
გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადების (გულძმარვა) მქონე პაციენტებში საჭიროა თავის არიდება ბაღის პიტნის ფოთლების პრეპარატების გამოყენებისაგან, რადგან მათი გამოყენებისას შესაძლებელია გულძმარვის გაძლიერება.
სხვა სამკურნალო საშუალებები და პერსენი® ღამე
აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იყენებთ, ცოტა ხნის წინ იყენებდით ან შეიძლება დაიწყოთ სხვა პრეპარატების გამოყენება.
მონაცემები სხვა სამკურნალო საშუალებებთან ფარმაკოლოგიური ურთიერთქმედების შესახებ შეზღუდულია. კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება პრეპარატებთან, რომლებიც მეტაბოლიზდება იზოფერმენტები CYP2D6, CYP3A4/5, CYP1A2 და CYP2E1-ის მონაწილეობით დადგენილი არ არის.
სინთეზურ სედაციურ პრეპარატებთან კომბინირებული მკურნალობა არ არის რეკომენდებული. იგი ტარდება არსებული სამედიცინო ჩვენებებით და ექიმის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ.
თუ თქვენ არ იცით, რომელ პრეპარატებს იყენებთ, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
პერსენი® ღამე საკვებთან და სასმელთან ერთად
კაფსულები უნდა მიიღოთ პერორალურად მცირე რაოდენობის წყალთან ერთად. პრეპარატის მიღება არ არის დამოკიდებული საკვების მიღებაზე.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ორსულად ხართ ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, ამ სამკურნალო საშუალების გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება დადგენილი არ არის, ამიტომ სიფრთხილის მიზნით ამ პერიოდში არ არის რეკომენდებული პერსენი® ღამეს მიღება.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმების გამოყენება
ამ პრეპარატის გამოყენებამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. პრეპარატის ზეგავლენის ქვეშ არ უნდა მართოთ ავტომობილი ან იმუშაოთ ტექნიკასთან.
პრეპარატი პერსენი® ღამე შეიცავს ლაქტოზას
ზოგიერთი შაქრის მიმართ აუტანლობის არსებობისას მოცემული სამკურნალო საშუალების გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან.
როგორ გამოიყენება პერსენი ღამე®
ყოველთვის გამოიყენეთ პრეპარატი მკურნალი ექიმის ან ფარმაცევტის რეკომენდაციების შესაბამისად.
ეჭვის არსებობის შემთხვევაში, გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან.
მოზრდილებში და 12 წელზე მეტი ასაკის მოზარდებში რეკომენდებული დოზები:
უძილობის დროს: 2 კაფსულა ძილის წინ ერთი საათით ადრე.
დამამშვიდებელი საშუალების სახით (გაზრდილი გონებრივი დატვირთვის, შფოთვის ან აგზნებადობის დროს): 2 კაფსულა 2-ჯერ დღეში.
გამოიყენება შიგნით მისაღებად, წყლის დაყოლებით, საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად. პრეპარატის მოქმედება თანდათანობით ვლინდება. ოპტიმალური ეფექტის მისაღწევად კაფსულები უწყვეტად უნდა მიიღოთ არანაკლებ 2 კვირის განმავლობაში. გამოყენების ხანგრძლივობა შეზღუდული არ არის. პრეპარატის რეკომენდებული დოზებით ხანგრძლივი მიღება არ იწვევს შეჩვევას ან მოხსნის სიმპტომებს.
გამოყენება ბავშვებში
12 წლამდე ასაკის ბავშვებში უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის.
პერსენი® ღამე არ ინიშნება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.
თუ მიიღეთ პრეპარატი პერსენი® ღამე საჭიროზე მეტი რაოდენობით
კატაბალახას ფესვების დაახლოებით 20 გ-ის ეკვივალენტური რაოდენობით (პრეპარატი პერსენი® ღამეს დაახლოებით 42 კაფსულის ეკვივალენტურია) პრეპარატი პერსენი® ღამის ერთჯერადმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ისეთი გარდამავალი სიმპტომები, როგორიცაა დაღლილობა, სპაზმები მუცლის არეში, ზეწოლის შეგძნება გულმკერდის არეში, თავბრუხვევა, ხელების კანკალი და გუგების გაფართოება. ეს სიმპტომები 24 საათის განმავლობაში გაივლის. თუ პრეპარატის ჭარბი დოზირების შემთხვევაში აღწერილი სიმპტომები შენარჩუნებულია 24 საათზე მეტი ხნის განმავლობაში, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს.
მსგავსი სიმპტომების განვითარებისას მიმართავენ შემანარჩუნებელ თერაპიას.
სამკურნალო ბარამბოს და ბაღის პიტნის პრეპარატებით ჭარბი დოზირების შემთხვევები აღწერილი არ არის.
თუ დაგავიწყდათ პრეპარატი პერსენი® ღამის გამოყენება
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსაციის მიზნით.
თუ თქვენ დაგავიწყდათ კაფსულების მიღება, მიიღეთ ისინი რაც შეიძლება სწრაფად.
თუ უკვე დადგა მომდევნო დოზის მიღების დრო, მიიღეთ იგი ჩვეულებრივი სქემის
თანახმად.
პერსენი® ღამის გამოყენებასთან დაკავშირებით რაიმე შეკითხვის შემთხვევაში დაუკავშირდით მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
შესაძლო არასასურველი ეფექტები
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ეს ეფექტები ყველა პაციენტში არ ვითარდება.
კატაბალახას ფესვების პრეპარატების პერორალური მიღების შემდეგ შეიძლება განვითარდეს შემდეგი სიმპტომები:
შეუძლოდ ყოფნა (გულისრევა);
სპაზმები მუცლის არეში.
ბაღის პიტნის პერორალური მიღების შემდეგ შეიძლება გაძლიერდეს გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადების (გულძმარვის) სიმპტომები.
ამ შემთხვევების სიხშირე უცნობია.
ნებისმიერი სახის გვერდითი ეფექტების განვითარების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ეს ასევე ვრცელდება იმ შესაძლო გვერდით ეფექტებზეც, რომლებიც არ არის აღნიშნული ამ ფურცელ-ჩანართში.
შეტყობინება არასასურველი რეაქციების შესახებ
ნებისმიერი სახის არასასურველი რეაქციის განვითარების შემთხვევაში გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტტან. ეს რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციაზე, მათ შორის იმ რეაქციებზეც, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი მოცემულ ფურცელ-ჩანართში. თქვენ ასევე შეგიძლიათ განაცხადოთ არასასურველი რეაქციების (მოქმედების) შესახებ და სამკურნალო პრეპარატების, მათ შორის წევრ სახელმწიფოს ტერიტორიაზე გამოვლენილი არაეფექტურობის შესახებ, ინფორმაციის მონაცემთა ბაზაში. არასასურველი რეაქციების შესახებ ინფორმაციის შეტყობინებით თქვენ დაგვეხმარებით მეტი ინფორმაცია მივიღოთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ.
როგორ ინახება პრეპარატი პერსენი® ღამე
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ინახება არა უმეტეს 25 ° C ტემპერატურაზე, ნესტისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისობის ვადა: 3 წელი.
არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადის გასვლის თარიღი არის მითითებული თვის ბოლო დღე.
არ გადაყაროთ (არ გადაღვაროთ) პრეპარატები გამდინარე წყლებში. დააზუსტეთ ფარმაცევტთან, თუ როგორ უნდა გაანადგუროთ პრეპარატები, რომლებიც აღარ გჭირდებათ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს პერსენი ღამე®
მოქმედი ნივთიერებებია სამკურნალო კატაბალახას ფესვების ექსტრაქტი, სამკურნალო ბარამბოს ფოთლების ექსტრაქტი, ბაღის პიტნის ფოთლების ექსტრაქტი.
თითოეული კაფსულა შეიცავს:
სამკურნალო კატაბალახას ფესვების მშრალი წყალ-სპირტიანი ექსტრაქტი (Valeriana officinalis radix extract) ((4-7):1) 87.5 მგ1)
სამკურნალო ბარამბოს ფოთლების მშრალი ექსტრაქტი (Melissa officinalis folium extract) 17.5 მგ2)
ბაღის პიტნის ფოთლების მშრალი ექსტრაქტი (Mentha piperita folium extract) 17.5 მგ2).
- - შეესაბამება 125.0 მგ მშრალ ექსტრაქტს, რომელიც შეიცავს 70% ბუნებრივ ექსტრაქტს და 30% სხვა შემავსებლებს
- - შეესაბამება 25.0 მგ მშრალ ექსტრაქტს, რომელიც შეიცავს 70% ნატურალურ ექსტრაქტს და 30% სხვა შემავსებლებს.
სხვა ინგრედიენტები (დამხმარე ნივთიერებები) არის ლაქტოზას მონოჰიდრატი, მაგნიუმის ოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, ტალკი, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი უწყლო, ჟელატინი, რკინის ოქსიდი (E 172), ტიტანის დიოქსიდი (E 171).
პერსენი® ღამეს აღწერილობა და შეფუთვის შემცველობა
აგურისფერ-წითელი კაფსულები. 20 კაფსულა მუყაოს კოლოფში.
სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი
სოფარმა სს, ბულგარეთი
ილიენსკოე შოსეს 16, სოფია 1220, ბულგარეთი/
16 Iliensko Shosse Str., Sofia 1220, Bulgaria
ტელ.: +359 02 81 34 200
ფაქსი:+359 02 936 02 86
ელ.ფოსტა: [email protected]
მწარმოებელი
ადიფარმი ეად
ბულვარი სიმეონოვსკო შოსე, № 130, სოფია 1700, ბულგარეთი
ტელ.: +359 2 860 20 00
ფაქსი: +359 2 860 20 00
ელ.ფოსტა: [email protected]
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
პრეპარატის შესახებ ნებისმიერი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაუკავშირდეთ მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელის ადგილობრივ წარმომადგენელს
რუსეთის ფედერაცია
შპს „სოფარმა რუს“
127030, მოსკოვი, ტვერსკოის მუნიციპალური ოლქი, ქალაქის შიდა ტერიტორია,
ნოვოსლობოდსკაიას ქ., 31, კორპუსი 4
ტელ.: +7 (495) 127 1011
ელ. ფოსტა: [email protected]
ფურცელი-ჩანართის გადახედვის თარიღი
აგვისტო 2025.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


