პერსენი დღე
PERSEN® Day
პერსენი® დღე არის მსუბუქი სედაციური ეფექტის მქონე მცენარეული პრეპარატი. კატაბალახას ფესვების ექსტრაქტს აქვს დამამშვიდებელი ეფექტი. იგი ხსნის ნერვული დაძაბულობის სიმპტომებს, უძილობის შემთხვევაში კი ხელს უწყობს დაძინებას. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- lemon balm melissae officinalis + peppermint menthae piperitae leaves + valerian valeriana officinalis roots
- ფორმა და შეფუთვა
- 35მგ + 17,5მგ + 17,5მგ შემოგარსული ტაბლეტი №40 (4X10)
- მწარმოებელი
- Sopharma AD, ბულგარეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ფსიქოლეფსური საშუალებები, საძილე და სედაციური მცენარეული სხვა საშუალებები
- ATC კოდი
- N05CM
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-044023
- რეგისტრირებულია
- 19 სექტემბერი 2025, მოქმედებს 1 აგვისტო 2028-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Sopharma AD (ბულგარეთი)
- განმცხადებელი
- სააქციო საზოგადოება „სოფარმა“-ს წარმომადგენლობა საქართველოში
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
პერსენი დღე — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
პერსენი® დღე არის მსუბუქი სედაციური ეფექტის მქონე მცენარეული პრეპარატი. კატაბალახას ფესვების ექსტრაქტს აქვს დამამშვიდებელი ეფექტი. იგი ხსნის ნერვული დაძაბულობის სიმპტომებს, უძილობის შემთხვევაში კი ხელს უწყობს დაძინებას.
ბაღის პიტნის ფოთლების ექსტრაქტს კატაბალახას ფესვების ექსტრაქტთან ერთად ტრადიციულად დამამშვიდებლი საშუალების სახით იყენებენ. ბარამბოს ფოთლების ექსტრაქტი პრეპარატს დამატებით დამამშვიდებელ ეფექტს ანიჭებს.
პერსენი® დღე გამოიყენება ნევროზების მკურნალობის საწყის ეტაპებზე, როდესაც უფრო ძლიერი წამლების გამოყენება არ არის გამართლებული.
პერსენი® დღე გამოიყენება მოზრდილებსა და 12 წელზე მეტი ასაკის მოზარდებში.
პერსენი® დღეს გამოყენება რეკომენდებულია
მსუბუქი დროებითი ნერვული დაძაბულობის სიმპტომების შესამსუბუქებლად (როგორც დამამშვიდებელი საშუალება გონებრივი დატვირთვის, შფოთვის, აგზნებადობის დროს).
და (ან)
დაძინებასთან დაკავშირებული დროებითი სირთულეების არსებობისას (უძილობა);
თუ მდგომარეობა არ უმჯობესდება ან გრძნობთ გაუარესებას 14 დღის შემდეგ, უნდა მიმართოთ ექიმს.
მიღების წესი და დოზირება
ყოველთვის გამოიყენეთ პრეპარატი მკურნალი ექიმის ან ფარმაცევტის რეკომენდაციების შესაბამისად.
ეჭვის არსებობის შემთხვევაში, გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან.
მოზრდილებში და 12 წელზე მეტი ასაკის მოზარდებში რეკომენდებული დოზები:
გაზრდილი გონებრივი დატვირთვის, შფოთვის ან აგზნებადობის დროს: 3-4 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში.
უძილობის დროს: დროს: 3-4 ტაბლეტი ძილის წინ ერთი საათით ადრე.
გამოიყენება შიგნით მისაღებად, წყლის დაყოლებით, საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად. პრეპარატის მოქმედება თანდათანობით ვლინდება. ოპტიმალური ეფექტის მისაღწევად პრეპარატი უწყვეტად უნდა მიიღოთ არანაკლებ 2 კვირის განმავლობაში. გამოყენების ხანგრძლივობა შეზღუდული არ არის. პრეპარატის რეკომენდებული დოზებით ხანგრძლივი მიღება არ იწვევს შეჩვევას ან მოხსნის სიმპტომებს.
გამოყენება ბავშვებში
12 წლამდე ასაკის ბავშვებში უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის.
პერსენი® დღე არ ინიშნება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.
თუ მიიღეთ პრეპარატი პერსენი® დღე საჭიროზე მეტი რაოდენობით
კატაბალახას ფესვების დაახლოებით 20 გ-ის ეკვივალენტური რაოდენობით (პრეპარატი პერსენი® დღეს დაახლოებით 103 ტაბლეტის ეკვივალენტურია) პრეპარატი პერსენი® დღეს ერთჯერადმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ისეთი გარდამავალი სიმპტომები, როგორიცაა დაღლილობა, სპაზმები მუცლის არეში, ზეწოლის შეგძნება გულმკერდის არეში, თავბრუხვევა, ხელების კანკალი და გუგების გაფართოება. ეს სიმპტომები 24 საათის განმავლობაში გაივლის. თუ პრეპარატის ჭარბი დოზირების შემთხვევაში აღწერილი სიმპტომები შენარჩუნებულია 24 საათზე მეტი ხნის განმავლობაში, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს.
მსგავსი სიმპტომების განვითარებისას მიმართავენ შემანარჩუნებელ თერაპიას.
სამკურნალო ბარამბოს და ბაღის პიტნის პრეპარატებით ჭარბი დოზირების შემთხვევები აღწერილი არ არის.
თუ დაგავიწყდათ პრეპარატი პერსენი® ღამის გამოყენება
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსაციის მიზნით.
თუ თქვენ დაგავიწყდათ პრეპარატის მიღება, მიიღეთ იგი რაც შეიძლება სწრაფად.
თუ უკვე დადგა მომდევნო დოზის მიღების დრო, მიიღეთ იგი ჩვეულებრივი სქემის
თანახმად.
პერსენი® ღამის გამოყენებასთან დაკავშირებით რაიმე შეკითხვის შემთხვევაში დაუკავშირდით მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
უკუჩვენებები
თუ ალერგია გაქვთ კატაბალახას ფესვების ექსტრაქტზე, სამკურნალო ბარამბოს ფოთლებზე, ბაღის პიტნის ფოთლებზე, მენთოლზე ან ამ მედიკამენტის სხვა ინგრედიენტებზე (მოცემულია ამ ფურცელი-ჩანართის მე-6 ნაწილში).
სიფრთხილის ზომები
პერსენი® დღეს გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ბავშვები
უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ მონაცემების არარსებობის გამო პრეპარატი პერსენი® დღეს გამოყენება არ არის რეკომენდებული 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.
ბაღის პიტნის ფოთოლი
ბაღის პიტნის ფოთლის პრეპარატები სიფრთხილით ინიშნება ნაღვლკენჭოვანი დაავადების და სანაღვლე გზების სხვა დაავადებების მქონე პაციენტებში.
გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადების (გულძმარვა) მქონე პაციენტებში საჭიროა თავის არიდება ბაღის პიტნის ფოთლების პრეპარატების გამოყენებისაგან, რადგან მათი გამოყენებისას შესაძლებელია გულძმარვის გაძლიერება.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იყენებთ, ცოტა ხნის წინ იყენებდით ან შეიძლება დაიწყოთ სხვა პრეპარატების გამოყენება.
მონაცემები სხვა სამკურნალო საშუალებებთან ფარმაკოლოგიური ურთიერთქმედების შესახებ შეზღუდულია. კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება პრეპარატებთან, რომლებიც მეტაბოლიზდება იზოფერმენტები CYP2D6, CYP3A4/5, CYP1A2 და CYP2E1-ის მონაწილეობით დადგენილი არ არის.
სინთეზურ სედაციურ პრეპარატებთან კომბინირებული მკურნალობა არ არის რეკომენდებული. იგი ტარდება არსებული სამედიცინო ჩვენებებით და ექიმის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ.
თუ თქვენ არ იცით, რომელ პრეპარატებს იყენებთ, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
პერსენი® დღე საკვებთან და სასმელთან ერთად
ტაბლეტები უნდა მიიღოთ პერორალურად მცირე რაოდენობის წყალთან ერთად. პრეპარატის მიღება არ არის დამოკიდებული საკვების მიღებაზე.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ორსულად ხართ ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, ამ სამკურნალო საშუალების გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება დადგენილი არ არის, ამიტომ სიფრთხილის მიზნით ამ პერიოდში არ არის რეკომენდებული პერსენი® დღეს მიღება.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ამ პრეპარატის გამოყენებამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ავტომობილის მართვისა და ტექნიკასთან მუშაობის უნარზე. პრეპარატის ზეგავლენის ქვეშ არ უნდა მართოთ ავტომობილი ან იმუშაოთ ტექნიკასთან.
პრეპარატი პერსენი® დღე შეიცავს ლაქტოზას და საქაროზას
ზოგიერთი შაქრის მიმართ აუტანლობის არსებობისას მოცემული სამკურნალო საშუალების გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან.
პრეპარატი პერსენი® დღე შეიცავს ნატრიუმს
პრეპარატი შეიცავს 1 მმოლზე ნაკლებ (23 მგ) ნატრიუმს ერთ ტაბლეტში, რაც ნიშნავს, რომ იგი ფაქტობრივად არ შეიცავს ნატრიუმს.
გვერდითი მოვლენები
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ეს ეფექტები ყველა პაციენტში არ ვითარდება.
კატაბალახას ფესვების პრეპარატების პერორალური მიღების შემდეგ შეიძლება განვითარდეს შემდეგი სიმპტომები:
შეუძლოდ ყოფნა (გულისრევა);
სპაზმები მუცლის არეში.
ბაღის პიტნის პერორალური მიღების შემდეგ შეიძლება გაძლიერდეს გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადების (გულძმარვის) სიმპტომები.
ამ შემთხვევების სიხშირე უცნობია.
ნებისმიერი სახის გვერდითი ეფექტების განვითარების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ეს ასევე ვრცელდება იმ შესაძლო გვერდით ეფექტებზეც, რომლებიც არ არის აღნიშნული ამ ფურცელ-ჩანართში.
შეტყობინება არასასურველი რეაქციების შესახებ
ნებისმიერი სახის არასასურველი რეაქციის განვითარების შემთხვევაში გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტტან. ეს რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციაზე, მათ შორის იმ რეაქციებზეც, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი მოცემულ ფურცელ-ჩანართში. თქვენ ასევე შეგიძლიათ განაცხადოთ არასასურველი რეაქციების (მოქმედების) შესახებ და სამკურნალო პრეპარატების, მათ შორის წევრ სახელმწიფოს ტერიტორიაზე გამოვლენილი არაეფექტურობის შესახებ, ინფორმაციის მონაცემთა ბაზაში. არასასურველი რეაქციების შესახებ ინფორმაციის შეტყობინებით თქვენ დაგვეხმარებით მეტი ინფორმაცია მივიღოთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ.
ჭარბი დოზა
კატაბალახას ფესვები
ვალერიანის ფესვების პრეპარატები 20 გ დოზირებით იწვევდნენ დროებით სიმპტომებს (დაღლილობა, სპაზმები მუცლის არეში, მოჭერის შეგრძნება გულმკერდის არეში, თავბრუსხვევა, ხელების კანკალი და გუგების გაფართოება), რომლებიც 24 საათში გაივლის. ამ სიმპტომების განვითარებისას ინიშნება შემანარჩუნებელი თერაპია.
სამკურნალო ბარამბოს ფოთლების ექსტრაქტი / პიტნის ფოთლების ექსტრაქტი
სამკურნალო ბარამბოს ფოთლების და ბაღის პიტნის პრეპარატებით ჭარბი დოზირების შემთხვევები აღწერილი არ არის.
შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერებებია სამკურნალო კატაბალახას ფესვების ექსტრაქტი, სამკურნალო ბარამბოს ფოთლების ექსტრაქტი, ბაღის პიტნის ფოთლების ექსტრაქტი.
თითოეული ტაბლეტი შეიცავს:
- სამკურნალო კატაბალახას ფესვების მშრალი წყალ-სპირტიანი ექსტრაქტი (Valeriana officinalis radix extract) ((4-7):1) 35 მგ1)
- სამკურნალო ბარამბოს ფოთლების მშრალი ექსტრაქტი (Melissa officinalis folium extract) 17.5 მგ2)
- ბაღის პიტნის ფოთლების მშრალი ექსტრაქტი (Mentha piperita folium extract) 17.5 მგ2).
- - შეესაბამება 50.0 მგ მშრალ ექსტრაქტს, რომელიც შეიცავს 70% ბუნებრივ ექსტრაქტს და 30% სხვა შემავსებლებს
- - შეესაბამება 25.0 მგ მშრალ ექსტრაქტს, რომელიც შეიცავს 70% ნატურალურ ექსტრაქტს და 30% სხვა შემავსებლებს.
დამხმარე ნივთიერებებია მიკროკრისტალური ცელულოზა, სიმინდის სახამებელი, კროსპოვიდონი, ლაქტოზას მონოჰიდრატი, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი უწყლო, ჰიპრომელოზა, ნატრიუმის კარმელოზა, პოვიდონი, კალციუმის კარბონატი, გლიცერინი, საქაროზა, მონტანის გლიკოლის ცვილი, რკინის ოქსიდი (E172), ტიტანის დიოქსიდი (E171).
პერსენი® დღეს აღწერილობა და შეფუთვის შემცველობა
მრგვალი, ორმხრივამოზნექილი, შოკოლადისფერი-ყავისფერი, გარსით დაფარული ტაბლეტები. 40 გარსით დაფარული ტაბლეტი მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ინახება არა უმეტეს 25 ° C ტემპერატურაზე.
ვარგისობის ვადა: 3 წელი.
არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადის გასვლის თარიღი არის მითითებული თვის ბოლო დღე.
არ გადაყაროთ (არ გადაღვაროთ) პრეპარატები გამდინარე წყლებში. დააზუსტეთ ფარმაცევტთან, თუ როგორ უნდა გაანადგუროთ პრეპარატები, რომლებიც აღარ გჭირდებათ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
ფარმაკოლოგიური თვისებები
სხვა მცენარეული საძილე და დამამშვიდებელი საშუალებები. ათქ კოდი: N05CM.
გარსით დაფარული ტაბლეტები პერსენ დღე შეიცავს კატაბალახას (Valeriana officinalis L.; Valeriana officinalis radix extract), სამკურნალო ბარამბოს (Melissa officinalis L., Melissa officinalis folium extract) და პიტნის (Mentha piperita L., Mentha piperita folium extract) მშრალ ექსტრაქტებს.
ვალერიანის ფესვის ძირითადი აქტიური კომპონენტებია ეთეროვანი ზეთი მონოტერპენებით, სესკვიტერპენებით და ნაკლებად აქროლადი სესკვიტერპენის კარბოქსილის მჟავებით (ვალერინის მჟავა და წარმოებულები), გამა-ამინოერბომჟავა (GABA), გლუტამინი, არგინინი და ლიგნანები.
სამკურნალო ბარამბოს ფოთლების ძირითადი აქტიური კომპონენტებია ეთეროვანი ზეთი მონოტერპენული ალდეჰიდებით (გერანიალი, ნერალი და ციტრონელალი), ფლავონოიდები, მონოტერპენის გლიკოზიდები, ჰიდროქსიცინამინის მჟავას წარმოებულები (კოფეინის და ქლოროგენული მჟავები, როზმარინის მჟავა), ასევე ტრიტერპენები.
ბაღის პიტნის ფოთლების ძირითადი აქტიური კომპონენტებია ეთერზეთი მენთოლით, სხვადასხვა ფლავონოიდები, ფენოლის მჟავები, ასევე ტრიტერპენები.
ამ მცენარეების მოქმედების მექანიზმი სულად ცნობილი არ არის.
კატაბალახას ფესვს აქვს სედატიური მოქმედება, იგი ასევე აუმჯობესებს ძილის ხარისხს და ხანგრძლივობას. კატაბალახას ფესვების აქტიურმა ნივთიერებებმა აჩვენა აფინობა GABA-A-ს რეცეპტორების, ადენოზინის რეცეპტორების, ასევე ბარბიტური და ბენზოდიაზეპინის რეცეპტორების მიმართ. სედაციური ეფექტი ძლიერდება წყლის ექსტრაქტში გლუტამინის მაღალი კონცენტრაციის ხარჯზე, ხოლო ლიგნანის ჰიდროქსიპინორეზინოლი ავლენს აფინობას სეროტონინის რეცეპტორების მიმართ. სამკურნალო ბარამბოს ფოთლების აქტიურ ნივთიერებებს აქვთ დამამშვიდებელი და საფაღარათო მოქმედება, რაც დადასტურებულია in vivo კვლევებში. სამკურნალო ბარამბოს ფოთლები ტრადიციულად გამოიყენება მცენარეულ მედიკამენტებში, რომლებსაც აქვს დამამშვიდებელი და საძილე მოქმედება.
ბაღის პიტნის ფოთლების აქტიური ნივთიერებებს აქვს სპაზმოლიზური მოქმედება საჭმლის მომნელებელი ტრაქტის გლუვ კუნთებზე; მათ ასევე აქვთ ნაღვლმდენი და საფაღარათო მოქმედება. ბაღის პიტნის ფოთოლი ტრადიციულად გამოიყენება კატაბალახას ფესვებთან ერთად დამამშვიდებელი ფიტოპრეპარატების შემადგენლობაში.
კატაბალახას, სამკურნალო ბარამბოს და ბაღის პიტნის კომბინაციები ავსებენ ერთმანეთს.
კომბინაციას აქვს მსუბუქი დამამშვიდებელი ეფექტი; იგი გამოიყენება დროებითი ნერვული დაძაბულობის სიმპტომების შესამსუბუქებლად (როგორც ყოველდღიური დამამშვიდებელი საშუალება ნერვული დაძაბულობის, შფოთვის, მომატებული აგზნებადობის) ან/და ძილის დროებითი დარღვევების შემთხვევაში.
მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციების თანახმად, ეფექტურობის მტკიცებულების დონე შეიძლება კლასიფიცირდეს როგორც IIb ტიპი (B კლასი).
- 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები
სამეცნიერო ლიტერატურაში არ არსებობს მონაცემები კატაბალახას ფესვების, სამკურნალო ბარამბოს ფოთლების და ბაღის პიტნის ექსტრაქტების ფარმაკოკინეტიკის შესახებ.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
ფურცელი-ჩანართი: ინფორმაცია მომხმარებლისთვის
პერსენი® დღე
გარსით დაფარული ტაბლეტები
სამკურნალო კატაბალახას ფესვების ექსტრაქტი +
სამკურნალო ბარამბოს ფოთლების ექსტრაქტი +
ბაღის პიტნის ფოთლების ექსტრაქტი
პრეპარატი გამოიყენეთ ზუსტად ფურცელი-ჩანართის ან თქვენი მკურნალი ექიმის ან ფარმაცევტის რეკომენდაციების შესაბამისად.
შეინახეთ ეს ფურცელი-ჩანართი. შეიძლება კვლავ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.
დამატებითი ინფორმაციის ან რეკომენდაციების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
ნებისმიერი სახის გვერდითი ეფექტების განვითარებისას მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციაზე, მათ შორის იმ რეაქციებზეც, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი მოცემული ფურცელი-ჩანართის მე-4 პუნქტი.
თუ გამოყენების 14 დღის შემდეგ მდგომარეობა არ უმჯობესდება ან უარესდება, მიმართეთ ექიმს.
ფურცელი-ჩანართის შინაარსი
რა არის პერსენი® დღე და რისთვის გამოიყენება იგი
რა უნდა იცოდეთ პერსენი® დღეს გამოყენებამდე
როგორ გამოიყენება პერსენი® დღე
შესაძლო არასასურველი ეფექტები
როგორ ინახება პერსენი® დღე
შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
რა არის პერსენი® დღე და რისთვის გამოიყენება იგი
პერსენი® დღე არის მსუბუქი სედაციური ეფექტის მქონე მცენარეული პრეპარატი. კატაბალახას ფესვების ექსტრაქტს აქვს დამამშვიდებელი ეფექტი. იგი ხსნის ნერვული დაძაბულობის სიმპტომებს, უძილობის შემთხვევაში კი ხელს უწყობს დაძინებას.
ბაღის პიტნის ფოთლების ექსტრაქტს კატაბალახას ფესვების ექსტრაქტთან ერთად ტრადიციულად დამამშვიდებლი საშუალების სახით იყენებენ. ბარამბოს ფოთლების ექსტრაქტი პრეპარატს დამატებით დამამშვიდებელ ეფექტს ანიჭებს.
პერსენი® დღე გამოიყენება ნევროზების მკურნალობის საწყის ეტაპებზე, როდესაც უფრო ძლიერი წამლების გამოყენება არ არის გამართლებული.
პერსენი® დღე გამოიყენება მოზრდილებსა და 12 წელზე მეტი ასაკის მოზარდებში.
პერსენი® დღეს გამოყენება რეკომენდებულია
მსუბუქი დროებითი ნერვული დაძაბულობის სიმპტომების შესამსუბუქებლად (როგორც დამამშვიდებელი საშუალება გონებრივი დატვირთვის, შფოთვის, აგზნებადობის დროს).
და (ან)
დაძინებასთან დაკავშირებული დროებითი სირთულეების არსებობისას (უძილობა);
თუ მდგომარეობა არ უმჯობესდება ან გრძნობთ გაუარესებას 14 დღის შემდეგ, უნდა მიმართოთ ექიმს.
რა უნდა იცოდეთ პერსენი დღე®-ს გამოყენებამდე
არ მიიღოთ პერსენი® დღე:
თუ ალერგია გაქვთ კატაბალახას ფესვების ექსტრაქტზე, სამკურნალო ბარამბოს ფოთლებზე, ბაღის პიტნის ფოთლებზე, მენთოლზე ან ამ მედიკამენტის სხვა ინგრედიენტებზე (მოცემულია ამ ფურცელი-ჩანართის მე-6 ნაწილში).
განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები
პერსენი® დღეს გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ბავშვები
უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ მონაცემების არარსებობის გამო პრეპარატი პერსენი® დღეს გამოყენება არ არის რეკომენდებული 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.
ბაღის პიტნის ფოთოლი
ბაღის პიტნის ფოთლის პრეპარატები სიფრთხილით ინიშნება ნაღვლკენჭოვანი დაავადების და სანაღვლე გზების სხვა დაავადებების მქონე პაციენტებში.
გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადების (გულძმარვა) მქონე პაციენტებში საჭიროა თავის არიდება ბაღის პიტნის ფოთლების პრეპარატების გამოყენებისაგან, რადგან მათი გამოყენებისას შესაძლებელია გულძმარვის გაძლიერება.
სხვა სამკურნალო საშუალებები და პერსენი® დღე
აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იყენებთ, ცოტა ხნის წინ იყენებდით ან შეიძლება დაიწყოთ სხვა პრეპარატების გამოყენება.
მონაცემები სხვა სამკურნალო საშუალებებთან ფარმაკოლოგიური ურთიერთქმედების შესახებ შეზღუდულია. კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება პრეპარატებთან, რომლებიც მეტაბოლიზდება იზოფერმენტები CYP2D6, CYP3A4/5, CYP1A2 და CYP2E1-ის მონაწილეობით დადგენილი არ არის.
სინთეზურ სედაციურ პრეპარატებთან კომბინირებული მკურნალობა არ არის რეკომენდებული. იგი ტარდება არსებული სამედიცინო ჩვენებებით და ექიმის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ.
თუ თქვენ არ იცით, რომელ პრეპარატებს იყენებთ, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
პერსენი® დღე საკვებთან და სასმელთან ერთად
ტაბლეტები უნდა მიიღოთ პერორალურად მცირე რაოდენობის წყალთან ერთად. პრეპარატის მიღება არ არის დამოკიდებული საკვების მიღებაზე.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ორსულად ხართ ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, ამ სამკურნალო საშუალების გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება დადგენილი არ არის, ამიტომ სიფრთხილის მიზნით ამ პერიოდში არ არის რეკომენდებული პერსენი® დღეს მიღება.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმების გამოყენება
ამ პრეპარატის გამოყენებამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ავტომობილის მართვისა და ტექნიკასთან მუშაობის უნარზე. პრეპარატის ზეგავლენის ქვეშ არ უნდა მართოთ ავტომობილი ან იმუშაოთ ტექნიკასთან.
პრეპარატი პერსენი® დღე შეიცავს ლაქტოზას და საქაროზას
ზოგიერთი შაქრის მიმართ აუტანლობის არსებობისას მოცემული სამკურნალო საშუალების გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან.
პრეპარატი პერსენი® დღე შეიცავს ნატრიუმს
პრეპარატი შეიცავს 1 მმოლზე ნაკლებ (23 მგ) ნატრიუმს ერთ ტაბლეტში, რაც ნიშნავს, რომ იგი ფაქტობრივად არ შეიცავს ნატრიუმს.
როგორ გამოიყენება პერსენი® დღე
ყოველთვის გამოიყენეთ პრეპარატი მკურნალი ექიმის ან ფარმაცევტის რეკომენდაციების შესაბამისად.
ეჭვის არსებობის შემთხვევაში, გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან.
მოზრდილებში და 12 წელზე მეტი ასაკის მოზარდებში რეკომენდებული დოზები:
გაზრდილი გონებრივი დატვირთვის, შფოთვის ან აგზნებადობის დროს: 3-4 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში.
უძილობის დროს: დროს: 3-4 ტაბლეტი ძილის წინ ერთი საათით ადრე.
გამოიყენება შიგნით მისაღებად, წყლის დაყოლებით, საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად. პრეპარატის მოქმედება თანდათანობით ვლინდება. ოპტიმალური ეფექტის მისაღწევად პრეპარატი უწყვეტად უნდა მიიღოთ არანაკლებ 2 კვირის განმავლობაში. გამოყენების ხანგრძლივობა შეზღუდული არ არის. პრეპარატის რეკომენდებული დოზებით ხანგრძლივი მიღება არ იწვევს შეჩვევას ან მოხსნის სიმპტომებს.
გამოყენება ბავშვებში
12 წლამდე ასაკის ბავშვებში უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის.
პერსენი® დღე არ ინიშნება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.
თუ მიიღეთ პრეპარატი პერსენი® დღე საჭიროზე მეტი რაოდენობით
კატაბალახას ფესვების დაახლოებით 20 გ-ის ეკვივალენტური რაოდენობით (პრეპარატი პერსენი® დღეს დაახლოებით 103 ტაბლეტის ეკვივალენტურია) პრეპარატი პერსენი® დღეს ერთჯერადმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ისეთი გარდამავალი სიმპტომები, როგორიცაა დაღლილობა, სპაზმები მუცლის არეში, ზეწოლის შეგძნება გულმკერდის არეში, თავბრუხვევა, ხელების კანკალი და გუგების გაფართოება. ეს სიმპტომები 24 საათის განმავლობაში გაივლის. თუ პრეპარატის ჭარბი დოზირების შემთხვევაში აღწერილი სიმპტომები შენარჩუნებულია 24 საათზე მეტი ხნის განმავლობაში, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს.
მსგავსი სიმპტომების განვითარებისას მიმართავენ შემანარჩუნებელ თერაპიას.
სამკურნალო ბარამბოს და ბაღის პიტნის პრეპარატებით ჭარბი დოზირების შემთხვევები აღწერილი არ არის.
თუ დაგავიწყდათ პრეპარატი პერსენი® ღამის გამოყენება
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსაციის მიზნით.
თუ თქვენ დაგავიწყდათ პრეპარატის მიღება, მიიღეთ იგი რაც შეიძლება სწრაფად.
თუ უკვე დადგა მომდევნო დოზის მიღების დრო, მიიღეთ იგი ჩვეულებრივი სქემის
თანახმად.
პერსენი® ღამის გამოყენებასთან დაკავშირებით რაიმე შეკითხვის შემთხვევაში დაუკავშირდით მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
შესაძლო არასასურველი ეფექტები
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ეს ეფექტები ყველა პაციენტში არ ვითარდება.
კატაბალახას ფესვების პრეპარატების პერორალური მიღების შემდეგ შეიძლება განვითარდეს შემდეგი სიმპტომები:
შეუძლოდ ყოფნა (გულისრევა);
სპაზმები მუცლის არეში.
ბაღის პიტნის პერორალური მიღების შემდეგ შეიძლება გაძლიერდეს გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადების (გულძმარვის) სიმპტომები.
ამ შემთხვევების სიხშირე უცნობია.
ნებისმიერი სახის გვერდითი ეფექტების განვითარების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ეს ასევე ვრცელდება იმ შესაძლო გვერდით ეფექტებზეც, რომლებიც არ არის აღნიშნული ამ ფურცელ-ჩანართში.
შეტყობინება არასასურველი რეაქციების შესახებ
ნებისმიერი სახის არასასურველი რეაქციის განვითარების შემთხვევაში გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტტან. ეს რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციაზე, მათ შორის იმ რეაქციებზეც, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი მოცემულ ფურცელ-ჩანართში. თქვენ ასევე შეგიძლიათ განაცხადოთ არასასურველი რეაქციების (მოქმედების) შესახებ და სამკურნალო პრეპარატების, მათ შორის წევრ სახელმწიფოს ტერიტორიაზე გამოვლენილი არაეფექტურობის შესახებ, ინფორმაციის მონაცემთა ბაზაში. არასასურველი რეაქციების შესახებ ინფორმაციის შეტყობინებით თქვენ დაგვეხმარებით მეტი ინფორმაცია მივიღოთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ.
როგორ ინახება პრეპარატი პერსენი® დღე
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ინახება არა უმეტეს 25 ° C ტემპერატურაზე.
ვარგისობის ვადა: 3 წელი.
არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადის გასვლის თარიღი არის მითითებული თვის ბოლო დღე.
არ გადაყაროთ (არ გადაღვაროთ) პრეპარატები გამდინარე წყლებში. დააზუსტეთ ფარმაცევტთან, თუ როგორ უნდა გაანადგუროთ პრეპარატები, რომლებიც აღარ გჭირდებათ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს პერსენი® დღე
მოქმედი ნივთიერებებია სამკურნალო კატაბალახას ფესვების ექსტრაქტი, სამკურნალო ბარამბოს ფოთლების ექსტრაქტი, ბაღის პიტნის ფოთლების ექსტრაქტი.
თითოეული ტაბლეტი შეიცავს:
- სამკურნალო კატაბალახას ფესვების მშრალი წყალ-სპირტიანი ექსტრაქტი (Valeriana officinalis radix extract) ((4-7):1) 35 მგ1)
- სამკურნალო ბარამბოს ფოთლების მშრალი ექსტრაქტი (Melissa officinalis folium extract) 17.5 მგ2)
- ბაღის პიტნის ფოთლების მშრალი ექსტრაქტი (Mentha piperita folium extract) 17.5 მგ2).
- - შეესაბამება 50.0 მგ მშრალ ექსტრაქტს, რომელიც შეიცავს 70% ბუნებრივ ექსტრაქტს და 30% სხვა შემავსებლებს
- - შეესაბამება 25.0 მგ მშრალ ექსტრაქტს, რომელიც შეიცავს 70% ნატურალურ ექსტრაქტს და 30% სხვა შემავსებლებს.
დამხმარე ნივთიერებებია მიკროკრისტალური ცელულოზა, სიმინდის სახამებელი, კროსპოვიდონი, ლაქტოზას მონოჰიდრატი, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი უწყლო, ჰიპრომელოზა, ნატრიუმის კარმელოზა, პოვიდონი, კალციუმის კარბონატი, გლიცერინი, საქაროზა, მონტანის გლიკოლის ცვილი, რკინის ოქსიდი (E172), ტიტანის დიოქსიდი (E171).
პერსენი® დღეს აღწერილობა და შეფუთვის შემცველობა
მრგვალი, ორმხრივამოზნექილი, შოკოლადისფერი-ყავისფერი, გარსით დაფარული ტაბლეტები. 40 გარსით დაფარული ტაბლეტი მუყაოს კოლოფში.
სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი
სოფარმა სს, ბულგარეთი
ილიენსკოე შოსეს 16, სოფია 1220, ბულგარეთი
16 Iliensko Shosse Str., Sofia 1220, Bulgaria
ტელ.: +359 02 81 34 200
ფაქსი:+359 02 936 02 86
ელ.ფოსტა: [email protected]
მწარმოებელი
სს სოფარმა
ილიენსკო შოსეს ქ., №16, სოფია 1220, ბულგარეთი
ტელ.: +359 2 936 13 00
ფაქსი: +359 2 936 02 89
ელ.ფოსტა: [email protected]
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
პრეპარატის შესახებ ნებისმიერი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაუკავშირდეთ მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელის ადგილობრივ წარმომადგენელს
რუსეთის ფედერაცია
შპს „სოფარმა რუს“
127030, მოსკოვი, ტვერსკოის მუნიციპალური ოლქი, ქალაქის შიდა ტერიტორია,
ნოვოსლობოდსკაიას ქ., 31, კორპუსი 4
ტელ.: +7 (495) 127 1011
ელ. ფოსტა: [email protected]
ფურცელი-ჩანართის გადახედვის თარიღი
აგვისტო 2025.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


