პერმეტრინი LMP 50მგ/გ გელი ბაქტერიციდით
PERMETHRIN LMP 50mg/g gel with bactericide
პერმეტრინი ლმპ 50მგ/გ გელი ბაქტერიციდით მიეკუთვნება გარეგანად გამოსაყენებელ ანტიბაქტერიული მოქმედების მქონე მუნის საწინააღმდეგო საშუალებებს. გელი გამოიყენება მუნისა და მისი თანმხლები კანის ინფექციური დაავადებების სამკურნალოდ მოზრდილებში და ბავშვებში ორი თვის ასაკიდან. ბავშვებში გამოიყენება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- პერმეტრინი (permethrin)
- ფორმა და შეფუთვა
- 50მგ/გ 40გ გელი გარეგანი გამოყენებისათვის ალუმინის ტუბი №1
- მწარმოებელი
- „LMP“ LTD, ლატვია
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ექტოპარაზიტების, მათ შორის მუნის ტკიპას, ინსექტიციდების და რეპელენტების საწინააღმდეგო საშუალებები, პირეთრინები, სინთეზური ნაერთების ჩათვლით
- ATC კოდი
- P03AC04
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-044099
- რეგისტრირებულია
- 7 ოქტომბერი 2025, მოქმედებს 7 ოქტომბერი 2030-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- „LMP“ LTD (ლატვია)
- განმცხადებელი
- შპს „იმპექსფარმი“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
პერმეტრინი LMP 50მგ/გ გელი ბაქტერიციდით — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
პერმეტრინი ლმპ 50მგ/გ გელი ბაქტერიციდით მიეკუთვნება გარეგანად გამოსაყენებელ ანტიბაქტერიული მოქმედების მქონე მუნის საწინააღმდეგო საშუალებებს. გელი გამოიყენება მუნისა და მისი თანმხლები კანის ინფექციური დაავადებების სამკურნალოდ მოზრდილებში და ბავშვებში ორი თვის ასაკიდან. ბავშვებში გამოიყენება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.
მიღების წესი და დოზირება
ყოველთვის გამოიყენეთ მოცემული პრეპარატი თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის მითითებით. თუ არ ხართ რაიმეში დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გელის მცირე რაოდენობა თხელ ფენად დაიტანება კანის დაზიანებულ უბნებზე და ნაზად შეიზილება. გელის უნდა დაყოვნდეს 24 საათის განმავლობაში, შემდეგ საჭიროა ჩამობანვა საპნით და თეთრეულის გამოცვლა. განმეორებითი გამოყენება შესაძლებელია ხუთჯერ, თუ ქავილი და ანთებითი პროცესები კანზე არ გაქრა ან განახლდა, ასევე, თუ გაჩნდა მუნის ახალი უბნები.
3 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ექსპოზიციის დრო 12 საათია. განმეორებითი გამოყენება დასაშვებია 2 დღის შემდეგ, მხოლოდ ერთხელ.
3 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის ექსპოზიციის დრო 24 საათია, განმეორებით ექსპოზიციებს შორის შუალედური დრო 1-2 დღეა. განმეორებითი გამოყენება - 5 ჯერამდე.
თუ ფიქრობთ, რომ პერმეტრინი ლმპ 50მგ/გ გელი ბაქტერიციდით მოქმედება არასაკმარისი ან ძალიან ძლიერია, მიმართეთ კონსულტაციისთვის ექიმს.
პერმეტრინი ლმპ 50მგ/გ გელი ბაქტერიციდით განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის! არ გამოიყენოთ შინაგანად ან ლორწოვან გარსებზე!
რა უნდა მოიმოქმედოთ, თუ შემთხვევით გადაყლაპეთ პერმეტრინი ლმპ 50მგ/გ გელი ბაქტერიციდით
ჩვეულებრივ, გელის შემთხვევით გადაყლაპვა, არ არის საშიში, მაგრამ მაინც რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაცია.
თუ თქვენ დაიტანეთ საჭიროზე მეტი პერმეტრინი ლმპ 50მგ/გ გელი ბაქტერიციდით
აქტიური ნივთიერება პერმეტრინი პრაქტიკულად არ შეიწოვება სისხლში და ნაკლებად სავარაუდოა, რომ პერმეტრინი ლმპ 50მგ/გ გელი ბაქტერიციდით ადგილობრივი გამოყენებისას შესაძლებელია დოზის გადაჭარბება. თუმცა, არ შეიძლება სრულად გამორიცხვა რაიმე გვერდითი მოქმედების, რომელიც გავლენას ახდენს ცალკეულ ორგანოთა სისტემებზე ან მთელ სხეულზე.
პერმეტრინი ლმპ 50მგ/გ გელი ბაქტერიციდით განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის. განმეორებით გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქავილი არ ქრება, ან ჩნდება მუნის ახალი კერები.
თუ წყვეტთ პერმეტრინი ლმპ 50მგ/გ გელი ბაქტერიციდით მკურნალობას, დაიბანეთ საპნით და გამოიცვალეთ თეთრეული.
უკუჩვენებები
- მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან გელის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ, რომელიც მითითებულია პ.6.1.
- 2 თვემდე ასაკის ბავშვებში, რადგან არ არის საკმარისი გამოცდილება ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის პრეპარატის გამოყენების შესახებ.
- 4. გამოყენების განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები
გელი გამაღიზიანებლად მოქმედებს თვალის კონიუნქტივაზე; საჭიროა თავის არიდება ლორწოვან გარსებზე (ცხვირი, პირი, სასქესო ორგანოები) გელის მოხვედრისგან. თუ ეს მაინც მოხდა, საჭიროა ჭარბი რაოდენობის თბილი წყლით გამორეცხვა;
2 თვიდან 2 წლამდე ბავშვებში გამოყენება უნდა მოხდეს სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
პერმეტრინი ლმპ 50მგ/გ გელი ბაქტერიციდით შეიცავს ეთილის სპირტს
მოცემული სამკურნალო საშუალება შეიცავს 4000 მგ ალკოჰოლს (ეთილის სპირტს) თითოეულ 40გ ტუბში, რაც შეესაბამება 100 მგ/გ-ს. ამან შეიძლება გამოიწვიოს წვის შეგრძნება დაზიანებულ კანზე.
სიფრთხილის ზომები
პერმეტრინი ლმპ 50მგ/გ გელი ბაქტერიციდით არ გამოიყენება
- თუ გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა (ალერგია) პერმეტრინის ან გელის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ;
- 2 თვემდე ასაკის ბავშვებში, რადგან არ არის საკმარისი გამოცდილება ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის პრეპარატის გამოყენების შესახებ.
სიფრთხილე გამოყენებისას
პერმეტრინი ლმპ 50მგ/გ გელი ბაქტერიციდით გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.
განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო პერმეტრინი ლმპ 50მგ/გ გელი ბაქტერიციდით გამოყენებისას შემდეგ შემთხვევებში:
თავიდან უნდა იქნას აცილებული გელის თვალებში მოხვედრა, რადგან გელი გამაღიზიანებლად მოქმედებს თვალის კონიუნქტივაზე. თუ ეს მაინც მოხდა, თვალი საჭიროა ჭარბი რაოდენობის თბილი წყლით გამორეცხვა;
თავიდან უნდა იქნას აცილებული გელის ლორწოვან გარსებზე მოხვედრა (ცხვირი, პირი, სასქესო ორგანოები). თუ ეს მოხდა, საჭიროა ჭარბი რაოდენობის თბილი წყლით გამორეცხვა;
2 თვიდან 2 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენება უნდა მოხდეს სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ყველა იმ მედიკამენტის შესახებ, რომელიც ბოლო დროს მიიღეთ.
ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ან ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად, ან გეგმავთ დაორსულებას, ამ პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ კონსულტაციისთვის ექიმს ან ფარმაცევტს.
გელის გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში შესაძლებელია მხოლოდ შესაძლო რისკის ფაქტორის საფუძვლიანი შესწავლის შემდეგ.
ძუძუთი კვების დროს საჭიროა რისკი-სარგებლის ფაქტორის ყურადღებით შესწავლა, უნდა შეწყდეს ძუძუთი კვება ან უარი ითქვას პრეპარატის გამოყენებაზე.
ორსულობა და ძუძუთი კვება
გელის გამოყენება ორსულობის პერიოდში შესაძლებელია მხოლოდ რისკი-სარგებელის საფუძვლიანი შესწავლის შემდეგ.
ძუძუთი კვების პერიოდში საჭიროა უარი ითქვას პრეპარატის გამოყენებაზე ან შეწყდეს ძუძუთი კვება.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
გელი არ მოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან მექანიზმების მომსახურების უნარზე.
პერმეტრინი ლმპ 50მგ/გ გელი ბაქტერიციდით შეიცავს ეთილის სპირტს
მოცემული სამკურნალო საშუალება შეიცავს 4000 მგ ალკოჰოლს (ეთილის სპირტს) თითოეულ 40გ ტუბში, რაც შეესაბამება 100 მგ/გ-ს. ამან შეიძლება გამოიწვიოს წვის შეგრძნება დაზიანებულ კანზე.
გვერდითი მოვლენები
ყველა მედიკამენტის მსგავსად, პერმეტრინი ლმპ 50მგ/გ გელი ბაქტერიციდით შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვლინდება.
ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია ქავილი, სიწითლე, წვის შეგრძნება, შეშუპება და პარესთეზია აპლიკაციის ადგილებზე. ამ შემთხვევაში საჭიროა გელის გამოყენების შეწყვეტა.
თუ შეამჩნიეთ რაიმე გვერდითი მოვლენას, რომელიც არ არის აღნიშნული ამ ინსტრუქციაში, ან თუ რომელიმე აღნიშნული გვერდითი მოვლენა განსაკუთრებით მძიმეა თქვენთვის, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
იმ შემთხვევაში თუ თქვენ გამოგივლინდათ რაიმე გვერდითი მოქმედება, მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. ეს ეხება გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით, თქვენ შეგიძლიათ დახმარების გაწევა ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებაში.
- პერმეტრინი ლმპ 50მგ/გ გელი ბაქტერიციდით შენახვა
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ და უხილავ ადგილას.
პერმეტრინი ლმპ 50მგ/გ გელი ბაქტერიციდით არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ინახება ორიგინალურ შეფუთვაში ნესტისგან და სინათლისგან დასაცავად.
ჭარბი დოზა
შეტყობინებები დოზის გადაჭარბების შემთხვევების შესახებ არ არსებობს.
შემადგენლობა
- აქტიური ნივთიერებაა პერმეტრინი. 1 გ გელი შეიცავს 50 მგ პერმეტრინს.
- სხვა ინგრედიენტები: ეთილის სპირტი (96%), ქინიფურილი, კარბომერი, ტროლამინი, გასუფთავებული წყალი.
გარეგნული სახე და შეფუთვა
პერმეტრინი ლმპ 50მგ/გ გელი ბაქტერიციდით არის ყვითელი ფერის გელის მსგავსი გაუმჭვირვალე მასა.
გელი მოთავსებულია ალუმინის 40გ ტუბებში, ტუბები გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფებში.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
შენახვის პირობები
3 წელი.
- 4. შენახვის განსაკუთრებული პირობები
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ინახება ორიგინალურ შეფუთვაში ნესტისგან და სინათლისგან დასაცავად.
- 5. შეფუთვა
40გ ალუმინის ტუბებში, ტუბებს გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად ათავსებენ მუყაოს კოლოფებში.
- 6. ნარჩენების განადგურების სპეციალური მითითებები
ფარმაკოლოგიური თვისებები
მუნის საწინააღმდეგო საშუალებები.
ათქ კოდი [P03AC04].
მოქმედების მექანიზმი
პერმეტრინი წარმოადგენს ცის- და ტრანს- ფორმების სინთეზური პირეტროიდის იზომერების ნარევს. ეს არის გარეგანად გამოყენებადი ინსექტიციდური და აკარიციდური საშუალება, რომელიც გავლენას ახდენს ბევრ მწერზე, მათ შორის მუნის ტკიპებზე. პერმეტრინი მოქმედებს მწერების ნერვული უჯრედების მემბრანებზე, არღვევს კალიუმის და ნატრიუმის იონების ნაკადს არხებში, რომლებიც არეგულირებენ მემბრანის პოლარიზაციას. რეპოლარიზაციის დარღვევის შედეგად ხდება მწერის დამბლა.
ქინიფურილს აქვს მაღალი ანტიბაქტერიული მოქმედება გრამდადებითი მიკროორგანიზმების მიმართ, განსაკუთრებით სტაფილოკოკისა და სტრეპტოკოკის პათოგენური შტამების მიმართ.
- 2. ფარმაკოკინეტიკური თვისებები
ორგანიზმში პერმეტრინი, ესტერაზას გავლენით, სწრაფად იშლება არააქტიურ მეტაბოლიტებად, რომლებიც გამოიყოფა ორგანიზმიდან თირკმელებით.
- 3. პრეკლინიკური მონაცემები უსაფრთხოების შესახებ
ფარმაკოლოგიური უსაფრთხოების, ქრონიკული ტოქსიკურობის, გენოტოქსიურობის, კანცეროგენურობის და რეპროდუქციული ტოქსიკურობის კვლევებიდან მიღებული პრეკლინიკური მონაცემები არ მიუთითებს ადამიანისთვის სახიფათო რისკებზე.
- ფარმაცევტული ინფორმაცია
- 1. დამხმარე ნივთიერებები
ეთილის სპირტი (96%), ქინიფურილი, კარბომერი, ტროლამინი, გასუფთავებული წყალი.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია მომხმარებლისთვის
პერმეტრინი ლმპ 50მგ/გ გელი ბაქტერიციდით
Permethrinum
ყურადღებით წაიკითხეთ სრული ინსტრუქცია, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
ყოველთვის მიიღეთ მოცემული მედიკამენტი ზუსტად ისე, როგორც ეს აღწერილია ამ ინსტრუქციაში ან ექიმის მითითების შესაბამისად.
- შეინახეთ მოცემული ინსტრუქცია! შესაძლოა მოგვიანებით მისი ხელახლა წაკითხვა დაგჭირდეთ.
- თუ გჭირდებათ დამატებითი ინფორმაცია ან რჩევა, მიმართეთ ფარმაცევტს.
- თუ შენიშნეთ რაიმე გვერდითი მოვლენა, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე ეხება გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში. იხ.პ.4.
- თუ ქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ უმჯობესდება ან თავს უარესად გრძნობთ, მიმართეთ ექიმს.
მოცემულ ინსტრუქციაში ნახავთ:
- რა არის პერმეტრინი ლმპ 50მგ/გ გელი ბაქტერიციდით და რა მიზნით გამოიყენება იგი
- რა უნდა იცოდეთ პერმეტრინი ლმპ 50მგ/გ გელი ბაქტერიციდით გამოყენებამდე
- როგორ გამოიყენება პერმეტრინი ლმპ 50მგ/გ გელი ბაქტერიციდით
- შესაძლო გვერდითი მოვლენები
- პერმეტრინი ლმპ 50მგ/გ გელი ბაქტერიციდით შენახვა
- შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
- რა არის პერმეტრინი ლმპ 50მგ/გ გელი ბაქტერიციდით და რა მიზნით გამოიყენება იგი
პერმეტრინი ლმპ 50მგ/გ გელი ბაქტერიციდით მიეკუთვნება გარეგანად გამოსაყენებელ ანტიბაქტერიული მოქმედების მქონე მუნის საწინააღმდეგო საშუალებებს. გელი გამოიყენება მუნისა და მისი თანმხლები კანის ინფექციური დაავადებების სამკურნალოდ მოზრდილებში და ბავშვებში ორი თვის ასაკიდან. ბავშვებში გამოიყენება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.
- რა უნდა იცოდეთ პერმეტრინი ლმპ 50მგ/გ გელი ბაქტერიციდით გამოყენებამდე
პერმეტრინი ლმპ 50მგ/გ გელი ბაქტერიციდით არ გამოიყენება
- თუ გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა (ალერგია) პერმეტრინის ან გელის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ;
- 2 თვემდე ასაკის ბავშვებში, რადგან არ არის საკმარისი გამოცდილება ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის პრეპარატის გამოყენების შესახებ.
სიფრთხილე გამოყენებისას
პერმეტრინი ლმპ 50მგ/გ გელი ბაქტერიციდით გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.
განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო პერმეტრინი ლმპ 50მგ/გ გელი ბაქტერიციდით გამოყენებისას შემდეგ შემთხვევებში:
თავიდან უნდა იქნას აცილებული გელის თვალებში მოხვედრა, რადგან გელი გამაღიზიანებლად მოქმედებს თვალის კონიუნქტივაზე. თუ ეს მაინც მოხდა, თვალი საჭიროა ჭარბი რაოდენობის თბილი წყლით გამორეცხვა;
თავიდან უნდა იქნას აცილებული გელის ლორწოვან გარსებზე მოხვედრა (ცხვირი, პირი, სასქესო ორგანოები). თუ ეს მოხდა, საჭიროა ჭარბი რაოდენობის თბილი წყლით გამორეცხვა;
2 თვიდან 2 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენება უნდა მოხდეს სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ.
სხვა მედიკამენტები და პერმეტრინი ლმპ 50მგ/გ გელი ბაქტერიციდით
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ყველა იმ მედიკამენტის შესახებ, რომელიც ბოლო დროს მიიღეთ.
ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ან ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად, ან გეგმავთ დაორსულებას, ამ პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ კონსულტაციისთვის ექიმს ან ფარმაცევტს.
გელის გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში შესაძლებელია მხოლოდ შესაძლო რისკის ფაქტორის საფუძვლიანი შესწავლის შემდეგ.
ძუძუთი კვების დროს საჭიროა რისკი-სარგებლის ფაქტორის ყურადღებით შესწავლა, უნდა შეწყდეს ძუძუთი კვება ან უარი ითქვას პრეპარატის გამოყენებაზე.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და ტექნიკის მომსახურება
გელი არ მოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან მექანიზმების მომსახურების უნარზე.
პერმეტრინი ლმპ 50მგ/გ გელი ბაქტერიციდით შეიცავს ეთილის სპირტს
მოცემული სამკურნალო საშუალება შეიცავს 4000 მგ ალკოჰოლს (ეთილის სპირტს) თითოეულ 40გ ტუბში, რაც შეესაბამება 100 მგ/გ-ს. ამან შეიძლება გამოიწვიოს წვის შეგრძნება დაზიანებულ კანზე.
- როგორ გამოიყენება პერმეტრინი ლმპ 50მგ/გ გელი ბაქტერიციდით
ყოველთვის გამოიყენეთ მოცემული პრეპარატი თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის მითითებით. თუ არ ხართ რაიმეში დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გელის მცირე რაოდენობა თხელ ფენად დაიტანება კანის დაზიანებულ უბნებზე და ნაზად შეიზილება. გელის უნდა დაყოვნდეს 24 საათის განმავლობაში, შემდეგ საჭიროა ჩამობანვა საპნით და თეთრეულის გამოცვლა. განმეორებითი გამოყენება შესაძლებელია ხუთჯერ, თუ ქავილი და ანთებითი პროცესები კანზე არ გაქრა ან განახლდა, ასევე, თუ გაჩნდა მუნის ახალი უბნები.
3 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ექსპოზიციის დრო 12 საათია. განმეორებითი გამოყენება დასაშვებია 2 დღის შემდეგ, მხოლოდ ერთხელ.
3 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის ექსპოზიციის დრო 24 საათია, განმეორებით ექსპოზიციებს შორის შუალედური დრო 1-2 დღეა. განმეორებითი გამოყენება - 5 ჯერამდე.
თუ ფიქრობთ, რომ პერმეტრინი ლმპ 50მგ/გ გელი ბაქტერიციდით მოქმედება არასაკმარისი ან ძალიან ძლიერია, მიმართეთ კონსულტაციისთვის ექიმს.
პერმეტრინი ლმპ 50მგ/გ გელი ბაქტერიციდით განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის! არ გამოიყენოთ შინაგანად ან ლორწოვან გარსებზე!
რა უნდა მოიმოქმედოთ, თუ შემთხვევით გადაყლაპეთ პერმეტრინი ლმპ 50მგ/გ გელი ბაქტერიციდით
ჩვეულებრივ, გელის შემთხვევით გადაყლაპვა, არ არის საშიში, მაგრამ მაინც რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაცია.
თუ თქვენ დაიტანეთ საჭიროზე მეტი პერმეტრინი ლმპ 50მგ/გ გელი ბაქტერიციდით
აქტიური ნივთიერება პერმეტრინი პრაქტიკულად არ შეიწოვება სისხლში და ნაკლებად სავარაუდოა, რომ პერმეტრინი ლმპ 50მგ/გ გელი ბაქტერიციდით ადგილობრივი გამოყენებისას შესაძლებელია დოზის გადაჭარბება. თუმცა, არ შეიძლება სრულად გამორიცხვა რაიმე გვერდითი მოქმედების, რომელიც გავლენას ახდენს ცალკეულ ორგანოთა სისტემებზე ან მთელ სხეულზე.
პერმეტრინი ლმპ 50მგ/გ გელი ბაქტერიციდით განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის. განმეორებით გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქავილი არ ქრება, ან ჩნდება მუნის ახალი კერები.
თუ წყვეტთ პერმეტრინი ლმპ 50მგ/გ გელი ბაქტერიციდით მკურნალობას, დაიბანეთ საპნით და გამოიცვალეთ თეთრეული.
- შესაძლო გვერდითი მოვლენები
ყველა მედიკამენტის მსგავსად, პერმეტრინი ლმპ 50მგ/გ გელი ბაქტერიციდით შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვლინდება.
ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია ქავილი, სიწითლე, წვის შეგრძნება, შეშუპება და პარესთეზია აპლიკაციის ადგილებზე. ამ შემთხვევაში საჭიროა გელის გამოყენების შეწყვეტა.
თუ შეამჩნიეთ რაიმე გვერდითი მოვლენას, რომელიც არ არის აღნიშნული ამ ინსტრუქციაში, ან თუ რომელიმე აღნიშნული გვერდითი მოვლენა განსაკუთრებით მძიმეა თქვენთვის, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
იმ შემთხვევაში თუ თქვენ გამოგივლინდათ რაიმე გვერდითი მოქმედება, მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. ეს ეხება გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით, თქვენ შეგიძლიათ დახმარების გაწევა ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებაში.
- პერმეტრინი ლმპ 50მგ/გ გელი ბაქტერიციდით შენახვა
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ და უხილავ ადგილას.
პერმეტრინი ლმპ 50მგ/გ გელი ბაქტერიციდით არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ინახება ორიგინალურ შეფუთვაში ნესტისგან და სინათლისგან დასაცავად.
- შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს პერმეტრინი ლმპ 50მგ/გ გელი ბაქტერიციდით
- აქტიური ნივთიერებაა პერმეტრინი. 1 გ გელი შეიცავს 50 მგ პერმეტრინს.
- სხვა ინგრედიენტები: ეთილის სპირტი (96%), ქინიფურილი, კარბომერი, ტროლამინი, გასუფთავებული წყალი.
გარეგნული სახე და შეფუთვა
პერმეტრინი ლმპ 50მგ/გ გელი ბაქტერიციდით არის ყვითელი ფერის გელის მსგავსი გაუმჭვირვალე მასა.
გელი მოთავსებულია ალუმინის 40გ ტუბებში, ტუბები გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფებში.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი და მწარმოებელი
შპს „ლმპ“, ვიეტალვასის ქუჩა 1, LV-1009, რიგა, ლატვია.
ტექსტის ბოლო კორექციის თარიღი:
2023 წლის სექტემბერი.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


