პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტიჰისტამინური საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის

პარლაზინი

Parlazin®

რეცეპტით10მგ/მლინსტრუქცია ქართულადუნგრეთი
რისთვის გამოიყენება

პრეპარატის პარლაზინი® წვეთები მოქმედი ნივთიერება არის ცეტირიზინი, რომელიც ანტიჰისტამინური ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარაეტია. ცეტირიზინი თრგუნავს ჰისტამინად წოდებული ნივთიერების მოქმედებას. რომელიც ორგანიზმში გამომუშავდება ალერგიული რეაქციებისას და წარმოადგენს ალერგიის ძირითადი სიმპტომების გამოვლინების მიზეზს. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ცეტირიზინი (cetirizine)
ფორმა და შეფუთვა
10მგ/მლ 20მლ შიგნით მისაღები წვეთები, ხსნარი ნარინჯისფერი მინის ფლაკონი №1
მწარმოებელი
EGIS Pharmaceuticals PLC, უნგრეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიჰისტამინური საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, პიპერაზინის წარმოებულები
ATC კოდი
R06AE07
რეგისტრაციის ნომერი
რ-044183
რეგისტრირებულია
23 ოქტომბერი 2025, მოქმედებს 23 ოქტომბერი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
EGIS Pharmaceuticals Plc (უნგრეთი)
განმცხადებელი
დსს „ეგის ფარმაცეუტიკალს“ წარმომადგენლობა საქართველოში
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაპარლაზინი და სხვა წამალი ერთად

პარლაზინი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

პრეპარატის პარლაზინი® წვეთები მოქმედი ნივთიერება არის ცეტირიზინი, რომელიც ანტიჰისტამინური ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარაეტია. ცეტირიზინი თრგუნავს ჰისტამინად წოდებული ნივთიერების მოქმედებას. რომელიც ორგანიზმში გამომუშავდება ალერგიული რეაქციებისას და წარმოადგენს ალერგიის ძირითადი სიმპტომების გამოვლინების მიზეზს. ამგვარად ცეტირიზინი ამცირებს ალერგიული ანთების გამოვლინებას, ქავილს და ამცირებს ქსოვილების შეშუპებას.

პრეპარატი პარლაზინი® წვეთები გამოიყენება მოზრდილებში და 2 წლიდან და უფროსი ასაკის ბავშვებში შემდეგი ალერგიული დაავადებების სამკურნალოდ:

სეზონური და მუდმივი ალერგიული რინიტის (სურდოს) და კონიუნქტივიტის სიმპტომები

ქრონიკული ჭინჭრის ციების (ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციების) სიმპტომები.

რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ მდგომარეობა არ გაუმჯობესდა 3 დღის განმავლობაში ან გაუარესდა.

  • რისი ცოდნაა საჭირო პრეპარატის პარლაზინი® წვეთები გამოყენების წინ

მიღების წესი და დოზირება

ეს პრეპარატი ყოველთვის გამოიყენეთ ამ ინსტრუქციის მითითებებით ან თქვენი მკურნალი ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების შესაბამისად. თუ გაგიჩნდათ შეკითხვები, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

პრეპარატი მიიღეთ ქვევით მოცემული დოზირების რეჟიმის შესაბამისად, წინააღმდეგ შემთვევაში პრეპარატის ეფექტურობა შეიძლება არასაკმარისი იყოს.

დოზირების რეჟიმი

მოზრდილები:

10 მგ, ე.ი. 20 წვეთი დღეში ერთხელ.

ბავშვები და მოზარდები:

ბავშვები და 12 წელზე უფროსი მოზარდები:

რეკომენდებული დოზა არის 10 მგ, ე.ი. 20 წვეთი დღეში ერთხელ.

6-12 წლის ასაკის ბავშვები:

რეკომენდებული დოზა არის 5 მგ, ე.ი. 10 წვეთი დღეში ორჯერ.

2-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვები:

რეკომენდებული დოზა: 2,5 მგ, ე.ი. 5 წვეთი დღეში ორჯერ.

პაციენტები თირკმელების ფუნქციის დარღვევით

თუ თქვენ ან თქვენს შვილს გაქვთ თირკმელების დაავადება, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს. პრეპარატის დოზას შეგირჩევთ თქვენი მკურნალი ექიმი.

თუ თვლით, რომ პრეპარატის ცეტირიზინი® წვეთები ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს.

მკურნალობის ხანგრძლივობა:

მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია თქვენი ჩივილების სახეობაზე, ხანგრძლივობასა და ხასიათზე და განისაზღვრება თქვენი მკურნალი ექიმის მიერ.

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი პარლაზინი® წვეთები

თუ ექიმის მიერ დანიშნულზე მეტი პარლაზინის® წვეთები მიიღეთ, მიმართეთ ექიმს. თქვენი მკურნალი ექიმი გადაწყვეტს რა ზომები უნდა იქნას მიღებული (თუ საერთოდ უნდა იქნას მიღებული).

ჭარბი დოზისას შეიძლება განვითარდეს ქვემომოცემული არასასურველი ეფექტები, მაგრამ მეტი ინტენსივობით. აღინიშნებოდა ისეთი არასასურველი ეფექტები, როგორებიც არის გონების დაბინდვა, დიარეა, თავბრუსხვევა, დაღლილობა, თავის ტკივილი, შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება, გუგების გაფართოვება, ქავილი, შფოთვა, სედაცია, ძილიანობა, შეშება, გულის რითმის არანორმალური გახშირება, ტრემორი (კანკალი), ნებაყოფლობითი შარდვის შეკავება.

თუ დაგავიწყდათ პარლაზინი® წვეთების მიღება

თუ გამოგრჩათ ერთი დოზა, მიიღეთ იგი შეძლებისდაგვარად სწრაფად. მაგრამ, თუ დადგა შემდეგი დოზის მიღების დრო, გამოტოვეთ დროულად არმიღებული დოზა; როგორც ჩვეულებრივ, მიიღეთ ერთი დოზა. არ მიიღოთ პრეპარატის პარლაზინი® წვეთები ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის საკომპენსაციოდ.

თუ შეწყვიტეთ პარლაზინი® წვეთების მიღება

იშვიათ შემთვევებში პრეპარატის პარლაზინი მიღების შეწყვეტის შემდეგ შეიძლება განვითარდეს კანის ქავილი ან ჭინჭრის ციება, მაშინაც კი თუ მსგავსი სიმტომები არ იყო მკურნალობის დასაწყისში. პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ ქავილის გამოვლინებისას უნდა მიმართოთ ექიმს.

გამოყენების წესი

შიგნით მისაღები წვეთები.

ხსნარი ან უნდა დააწვეთოთ კოვზზე, ან გახსნათ წყალში და მიიღოთ შიგნით. თუ ხსნარი წყალში განზავდა, მაშინ გასათვალისწინებელია, რომ პრეპარატის განსაზავებლად გამოყენებული სითხის მოცულობა უნდა შეესაბამებოდეს სითხის რაოდენობას, რომლის დალევაც შეუძლია პაციენტს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პრეპარატის დოზირებისას ბავშვებისთვის.

ხსნარი უნდა დალიოთ განზავებისთანავე.

წვეთების დათვლისას ფლაკონი უნდა გეჭიროთ ვერტიკალურად (ძირით ზევით). თუ საწვეთურიდან წვეთები არ გადმოდის ან, თუ თქვენ ვერ შეძელით საჭირო რაოდენობის წვეთების დაწვეთება, ამოაბრუნეთ ფლაკონი საწვეთურით ზევით, შემდეგ ისევ გადმოაბრუნეთ საწვეთურით ქვევით და გააგრძელეთ წვეთების დათვლა.

ამ პრეპარატის გამოყენების შესახებ დამატებითი შეკითხვებისას მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენებები

თუ გაქვთ ალერგია ცეტირიზინზე (პრეპარატის მოქმედი ნივთიერება), ჰიდროქსიზინზე ან პიპერაზინზე (სხვა პრეპარატების შემადგენლობით მსგავსი ნივთიერებები) ან პრეპარატის ნებისმიერ დამხმარე ნივთიერებაზე, რომლებიც მოცემულია თავში 8.

თუ გაქვთ თირკმელების მძიმე დაავადება (თირკმლის უკმარისობის ტერმინალური სტადია), რომლის დროსაც საჭიროა ჰემოდიალიზი.

სიფრთხილის ზომები

თუ თქვენ ან თქვენს შვილს გაქვთ ქვევით ჩამოთვლილთაგან რომელიმე მდგომარეობა, პრეპარატის პარლაზინი® წვეთები გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან აფთიაქის თანამშრომელს:

თუ გაქვთ თირკმელების დაავადება. შეიძლება საჭირო გახდეს პრეპარატის დოზის შემცირება. დოზას თქვენი მკურნალი ექიმი განსაზღვრავს;

თუ მიდრეკილი ხართ შარდის შეკავებისკენ (მაგალითად, დაკავშირებული ზურგის ტვინის, შარდის ბუშტის დაავადებებთან ან წინამდებარე ჯირკვლის გადიდებასთან), ვინაიდან ცეტირიზინს შეუძლია შარდის შეკავების რისკის გაზრდა;

თუ გაქვთ ეპილეფსია ან მიეკუთვნებით კრუნჩხვების განვითარების მაღალი რისკის ჯგუფს.

არ გამოვლენილა გამოხატული ურთიერთქმედება ჩვეულებრივ რეკომენდებული დოზებით გამოყენებულ ცეტირიზინსა და ალკოჰოლს შორის (ალკოჰოლის დონე სისხლში 0,5 გ/ლ, რაც შეესაბამება ერთ ჭიქა ღვინოს). თუმცა, ისევე, როგორც ნებისმიერი ანტიჰისტამინური პრეპარატის გამოყენებისას, რეკომენდებულია მოერიდოთ სპირტიანი სასმელების მიღებას.

ისევე, როგორც სხვა ანტიჰისტამინური პრეპარატის გამოყენებისას, ამ პრეპარატის მიღება უნდა მოიხსნას სულ მცირე 3 დღით ადრე დაგეგმილი კანის ალერგიაზე სინჯის აღებამდე ცრუ უარყოფითი პასუხის მიღების პრევენციის მიზნით.

კანის ქავილი და ჭინჭრის ციება შეიძლება წარმოიქმნას ცეტირიზინის მოხსნის შემდეგ მაშინაც კი, თუ ასეთი სიმპტომები არ აღინიშნებოდა მკურნალობის დასაწყისში. ზოგიერთ შემთხვევაში სიმპტომები შეიძლება იყოს საკმაოდ მძიმე და საჭიროებდეს მკურნალობას. ჩვეულებრივ, ეს სიმპტომები ლაგდება მკურნალობის განახლების შემდეგ.

ბავშვები

პრეპარატი ცეტირიზინი® წვეთები რეკომენდებული არ არის 2 წელზე უმცროს ბავშვებში.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

შეატყობინეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს ნებისმიერი სამკურნალო საშუალების შესახებ, რომლებსაც იყენებთ, ცოტახნის წინ იყენებდით ან გეგმავთ გამოყენებას.

ცეტირიზინის წამლისმიერი პროფილის საფუძველზე, ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან მოსალოდნელი არ არის.

პრეპარატი ცეტირიზინი® წვეთები მიღება საკვებთან, სასმელებთან და ალკოჰოლთან ერთად

საკვები არ ახდენს მნიშვნელოვან ზეგავლენას ცეტირიზინის შეწოვაზე.

პრეპარატის ცეტირიზინი® წვეთები გამოყენების დროს მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას (იხ. თავი "სიფრთხილის ზომები").

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად, კვებავთ ძუძუთი, ვარაუდობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, შეატყობინეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს.

პრეპარატის ცეტირიზინი® წვეთები მიღება ორსულობის დროს არ შეიძლება. ორსულობის დროს პრეპარატის ცეტირიზინი® წვეთები შემთხვევით მიღება, სავარაუდოდ, არ მოახდენს უარყოფით ეფექტს ნაყოფზე, მაგრამ ამ პრეპარატის მიღება ორსულობის დროს შეიძლება მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობისას შემთხვევაში, ექიმის რეკომენდაციით.

ლაქტაცია

ცეტირიზინი გამოიყოფა დედის რძეში. არ შეიძლება არასასურველი რეაქციების განვითარების რისკის გამორიცხვა ჩვილებში, რომლებიც იმყოფებიან ბუნებრივ კვებაზე. ამიტომ ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის ცეტირიზინი® წვეთები გამოყენება არ შეიძლება, თუ თქვენმა მკურნალმა ექიმმა არ გაგიწიათ ამის რეკომენდაცია.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

კლინიკურ კვლევებში რეკომენდებული დოზებით ცეტირიზინის მიღების შემდეგ არ გამოვლენილა ყურადღების კონცენტრაციის, სიფხიზლის გაუარესება ან ავტომობილის მართვის უნარების დარღვევები. თუ გეგმავთ ავტომობილის მართვას ან სხვა სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს ყურადღების სრულ კონცენტრირებას, პრეპარატის რეკომენდებული დოზა არ გადააჭარბოთ. თუ გეგმავთ ავტოტრანსპორტის მართვას ან მექანიზმებთან მუშაობას, პრეპარატის პარლაზინი მიღების შემდეგ დააკვირდით თქვენს რეაქციას.

თუ პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე აღმოჩნდით, შესაძლებელია, რომ ალკოჰოლთან და ნერვული სისტემის აქტივობის დამთრგუნველ სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას იგრძნობთ მათ დამატებით ზეგავლენას ყურადღებასა და რეაქციის უნარზე.

პრეპარატი ცეტირიზინი® წვეთები დამხმარე ნივთიერებების სახით შეიცავს პროპილ-პარაჰიდროქსიბენზოატს (E 216) და მეთილ-პარაჰიდროქსიბენზოატს (E 218), რომლებსაც შეუძლიათ ალერგიული რეაქციების, შესაძლოა დაგვიანებულის, გამოწვევა.

ამ პრეპარატის თითოეული მილილიტრი (20 წვეთი) შეიცავს 350 მლ პროპილენგლიკოლს.

გვერდითი მოვლენები

როგორც ყველა სხვა სამკურნალო საშუალებას, ამ პრეპარატსაც შეუძლია არასასურველი რეაქციების გამოწვევა, თუმცა ისინი არ აღენიშნება ყველა პაციენტს.

თუ გამოგივლინდათ ქვევით ჩამოთვლილი არასასურველი რეაქციებიდან ნებისმიერი (იშვიათი და ძალიან იშვიათი), დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ პრეპარატის გამოყენება და მიმართეთ მკურნალ ექიმს - შეიძლება გადაუდებელი სამედიცინო დახმარება დაგჭირდეთ:

მძიმე ალერგიული რეაქცია, რომელიც იწვევს სახის ან ყელის შეშუპებას (ანგიონევროზული შეშუპება)

მძიმე რეაქცია მთელი ორგანიზმის მხრივ (ანაფილაქსიური შოკი).

ეს რეაქციები შეიძლება წარმოიქმნას პრეპარატის მიღების დაწყებიდან მალევე, მაგრამ ისინი ასევე შეიძლება მოგვიანებით განვითარდეს.

სხვა არასასურველი რეაქციები, რომლებიც შეიძლება წარმოიქმნას პრეპარატის პარლაზინი® წვეთები მიღებისას

ხშირი (გვხვდება 10-დან არა უმეტეს 1 პაციენტში):

ძილიანობა

თავბრუსხვევა, თვის ტკივილი

სურდო (ბავშვებში), ფარინგიტი (ყელის ანთება)

დიარეა (ბავშვებში), ღებინება, სიმშრალე პირში

დაღლილობა

არახშირი (გვხვდება 100-დან არა უმეტეს 1 პაციენტში):

აგზნებულობა

პარესთეზია (არანორმალური შეგრძნება კანში)

ტკივილი მუცელში, დიარეა (მოზრდილებში)

ქავილი, კანზე გამონაყარი

ასთენია (გამოხატული სისუსტე), ზოგადი შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება

იშვიათი (გვხვდება 1000-დან არა უმეტეს 1 პაციენტში):

ალერგიული რეაქციები, ზოგიერთ შემთხვევაში მძიმე (ძალიან იშვიათი)

დეპრესია, ჰალუცინაციები, აგრესიულობა, გონების დაბინდვა, უძილობა

კრუნჩხვითი შეტევები

ტაქიკარდია (გულის შეკუმშვების მაღალი სიხშირე)

ღვიძლის ფუნქციის ცვლილება

ჭინჭრის ციება

შეშუპებები

ძალიან იშვიათი (გვხვდება 10000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):

თრომბოციტოპენია (სისხლის ფირფიტების რაოდენობის შემცირება)

ტიკი (კუნთების უეცარი, არანორმალური, განმეორებითი კრთომა)

გულყრა, უნებლიე მოძრაობები (დისკინეზია), კუნთების არანორმალური, ხანგრძლივი შეკუმშვები (დისტონია), კანკალი, გემოს აღქმის დარღვევა

არამახვილი მხედველობა, აკომოდაციის დარღვევა (გამოსახულების ფოკუსირების თვალის უნარი), ოკულოგირული კრიზი (თვალების უნებლიე წრიული ტრიალი)

მძიმე ალერგიული რეაქციები, რომლებიც იწვევენ სახისა და ყელის შესივებას (ანგიონევროზული შეშუპება), მძიმე რეაქცია მთელი ორგანიზმის მხრივ (ანაფილაქსიური შოკი), ფიქსირებული წამლისმიერი ტოქსიკოდერმია (გამონაყარი კანზე, რომელიც ვითარდება ერთიდაიგივე ადგილზე)

შარდის გამოყოფის დარღვევა (შარდის ღამის შეუკავებლობა, მტკივნეული ან გაძნელებული შარდვა)

სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე შეფასება შეუძლებელია)

მადის მომატება

სუიციდური აზრები (თვითმკვლელობის შესახებ ან მასთან დაკავშირებული აზრები, განმეორებითი აზრები), კოშმარული სიზმრები

მეხსიერების დაკარგვა, მეხსიერების დარღვევა

ვერტიგო (თავბრუსხვევა, რომელსახ ახლავს ტრიალის შეგრძნება)

შარდის შეკავება (შარდის ბუშტის სრულად დაცლის შეუძლებლობა)

ძლიერი ქავილი და/ან ჭინჭრის ციება პრეპარატის მოხსნის შემდეგ

ტკივილი სახსრებში

გამონაყარი კანზე ჩირქიანი ბუშტუკების გაჩენით (მწვავე გენერალიზებული ეგზანთემური პუსტულოზი)

ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი)

შეტყობინებები გვერდითი ეფექტების შესახებ

ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტების აღმოჩენის ან ეფექტების წარმოქმნის დროს, რომლებიც არ არის ნახსენები ამ ინსტრუქციაში, გთხოვთ მიმართეთ ექიმს.

გვერდითი ეფექტების შესახებ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ უშუალოდ გვერდითი ეფექტების რეგისტრაციის ეროვნულ სისტემას.

გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინებით, თქვენ მოგვაწვდით დამატებით ინფორმაციას ამ სამკურნალო პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.

ჭარბი დოზა

სიმპტომები

ცეტირიზინის ჭარბი დოზის დროს გამოვლენილი სიმპტომები ჩვეულებრივ უკავშირდება მის ზემოქმედებას ცნს-ზე ან მის სავარაუდო ანტიქოლინერგიული აქტივობის ეფექტებს.

შემდეგი არასასურველი რეაქციები გამოვლინდა ცეტირიზინის მიღებისას რეკომენდებულ სადღეღამისო დოზაზე 5-ჯერ მაღალი დოზის მიღებისას:

გონების დაბინდვა, დიარეა, თავბრუსხვევა, დაღლილობა, თავის ტკივილი, შეუძლოდ ყოფნა, მიდრიაზი, ქავილი, შფოთვა, სედაცია, ძილიანობა, შეშება, ტაქიკარდია, ტრემორი და შარდის შეკავება.

მკურნალობა

ცეტირიზინის სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს.

ჭარბი დოზის შემთხვევაში რეკომენდებულია სიმპტომური და შემანარჩუნებელი თერაპიის ჩატარება. კუჭის ამორეცხვას მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება აზრი, თუ პრეპარატის მიღება მოხდა არც ისე დიდი ხნის წინ.

ჰემოდიალიზი არ არის ეფექტური ცეტირიზინის გამოსაყოფად.

შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერება: 10 მგ ცეტირიზინის ჰიდროქლორიდი ხსნარის ერთ მილილიტრში.

დამხმარე ნივთიერებები: გლიცერინი 85%, პროპილენგლიკოლი, ნატრიუმის საქარინატი, ნატრიუმის აცეტატი, მეთილ-პარაჰიდროქსიბენზოატი, პროპილ-პარაჰიდროქსიბენზოატი, გაყინული ძმარმჟავა, გამოხდილი წყალი.

პრეპარატის პარლაზინი® წვეთები აღწერილობა და შეფუთვის შიგთავსი

აღწერილობა:

უფერო ტკბილი სითხე ნალექის გარეშე, ძმარმჟავას დამახასიათებელი სუსტი სუნით.

შეფუთვა:

ყავისფერი შუშის 20 მლ მოცულობის ფლაკონები პე საწვეთურით და პპ თავსახურით შიდა პე შრით, რომელიც აღჭურვილია ბავშვების მიერ გახსნის სპეციალური დაცვით და პირველადი გახსნის კონტროლით. ერთი ფლაკონი ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ ადგილას.

პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდონელ ადგილას!

  • ვარგისობის ვადა

ვარგისობის ვადა მითითებულია შეფუთვაზე.

ნუ გამოიყენებთ პრეპარატს შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ! ვარგისობის ვადის გასვლის თარიღად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღე.

ფლაკონის გახსნის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაშვებულია 4 კვირის განმავლობაში.

არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი, თუ შეამჩნევთ ხარისხის გაუარესების აშკარა ნიშნებს.

სამკურნალო საშუალებები არ გადაყაროთ საყოფაცხოვრებო ნარჩენებში ან გამდინარე წყლებში. თუ აუცილებელია არასაჭირო პრეპარატის ნარჩენებში გადაგდება, კონსულტაციისთვის მიმართეთ ფარმაცევტს. ეს ზომები დაგვეხმარება გარემოს დაცვის დაბინძურების პრევენციაში.

  • აფთიაქიდან გაცემის პირობები

გაიცემა რეცეპტის გარეშე.

ფარმაკოლოგიური თვისებები

სისტემური გამოყენების ანტიჰისტამინური საშუალებები, პიპერაზინის წარმოებული.

ათქ კოდი: R06AE07.

მოქმედების მექანიზმი

ცეტირიზინი არის ჰიდროქსიზინის მეტაბოლიტი ადამიანში, იგი წარმოადგენს H1 პერიფერიული რეცეპტორების ძლიერ სელექციურ ანტაგონისტს. რეცეპტორებთან შეერთების ექსპერიმენტებში in vivo პირობებში არ გამოვლინდა პრეპარატის H1-გან განსხვავებული გაზომვადი მსგავსება რეცეპტორების მიმართ.

ფარმაკოდინამიკური ეფექტები

ანტი-H1 ეფექტის გარდა, ცეტირიზინს ასევე გააჩნია ალერგიის საწინააღმდეგო მოქმედება: დღეში 10 მგ დოზის ერთხელ ან ორჯერ მიღებისას, იგი აინჰიბირებს ეოზინოფილების რეკრუტირებას იმ პირების კანის და კონიუნქტივის გვიან ფაზაში, რომლებსაც აწუხებთ ატოპია, ალერგენის პროვოკაციული სინჯის შემდეგ.

კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება

ჯანმრთელ მოხალისეებში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ცეტირიზინი 5 და 10 მგ დოზით ძლიერად აინჰიბირებს სამმაგ პასუხს (რეაქცია „ყვავილობის“ ტიპის მიხედვით), რაც გამოწვეულია კანში ჰისტამინის ძალიან მაღალი კონცენტრაციებით, თუმცა კორელაცია ეფექტურბასთან დადგენილი არ არის.

6-კვირიან კვლევაში პლაცებოს კონტროლით 186 პაციენტის მონაწილეობით ალერგიული რინიტით და თანმხლები ზომიერი-საშუალო სიმძიმის ასთმით, დღეში ერთხელ 10 მგ დოზით ცეტირიზინის მიღება აუმჯობესებდა რინიტის სიმპტომებს და არ ცვლიდა ფილტვების ფუნქციას. ამ კვლევამ დაადასტურა ცეტირიზინის გამოყენების უსაფრთხოება ზომიერი-საშუალო სიმძიმის ასთმის მქონე ალერგიულ პირებში.

კვლევაში პლაცებოს კონტროლით, ცეტირიზინმა, რომელიც ინიშნებოდა მაღალი დოზებით (60 მგ) 7 დღის განმავლობაში, არ გამოიწვია სტატისტიკურად დადასტურებული QT ინტერვალის გახანგრძლივება.

გამოვლინდა, რომ რეკომენდებული დოზებით ცეტირიზინი აუმჯობესებს სეზონური ან მუდმივი ალერგიული რინიტის მქონე პაციენტების სიცოცხლის ხარისხს.

ბავშვები

5-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვების მონაწილეობით ჩატარებულ 35-დღიან კვლევაში არ გამოვლინდა ტოლერანტობა ცეტირიზინის ანტიჰისტამინური ეფექტის მიმართ (რეაქცია „ყვავილობის“ ტიპის მიხედვით). როდესაც განმეორებითი დოზირების შემდეგ წყდებოდა ცეტირიზინის გამოყენება, კანის რეაქციულობის აღდგენა ჰისტამინის მიმართ ხდებოდა 3 დღის განმავლობაში.

  • 2. ფარმაკოკინეტიკური თვისებები

აბსორბცია

მაქსიმალური წონასწორული კონცენტრაცია შეადგნს დაახლოებით 300 ნგ/მლ-ს და მიიღწევა 1,00,5 საათის განმავლობაში. მოხალისეებში ფარმაკოკინეტიკურ პარამეტრებს (Cmax და AUC) და განაწილებას უნიმოდალური ხასიათი აქვს.

საკვები არ მოქმედებს სრულ შეწოვაზე, თუმცა, შეწოვის სიჩქარე მცირდება. ბიოშეღწევადობის ხარისხი მსგავსია ცეტირიზინის გამოყენებისას ხსნარის, კაფსულის ან ტაბლეტის ფორმით.

განაწილება

განაწილების მოჩვენებითი მოცულობა შეადგენს 0,50 ლ/კგ. ცეტირიზინის 930,3% უერთდება ცილებს. ცეტირიზინი არ მოქმედებს ვარფარინის პლაზმურ ცილებთან შეერთებაზე.

ბიოტრანსფორმირება

ცეტირიზინი არ ექვემდებარება გამოხატულ პრესისტემურ მეტაბოლიზმს.

ელიმინირება

დოზის დაახლოებით 2/3 გამოიყოფა უცვლელი სახით თირკმელებით. ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 10 საათს შეადგენს. 10 მგ/დღე დოზით ცეტირიზინი განმეორებითი დოზირებისას 10 დღის განმავლობაში არ აკუმულირდება.

ხაზოვნება/არახაზოვნება

ცეტირიზინს აქვს ხაზოვანი კინეტიკა 5-დან 60 მგ-მდე დოზის დიაპაზონში.

პაციენტთა სპეციალური ჯგუფები

ხანდაზმული პირები

კვლევაში მონაწილე 16 ხანდაზმულში ცეტირიზინის 10მგ დოზის ერთჯერადად შიგნით მიღების შემდეგ ნახევარგამოყოფის დრო გაიზარდა დაახლოებით 50%-ით, ხოლო კლირენსი შემცირდა 40%-ით, არახანდაზმულ პირებთან შედარებით. ცეტირიზინის კლირინსის შემცირება ამ ხანდაზმულ მოხალისეებში სავარაუდოდ დაკავშირებული იყო თირკმლის ფუნქციის გაუარესებასთან.

ბავშვები

ცეტირიზინის ნახევარგამოყოფის პერიოდი 6-დან 12 წლმადე ასაკის ბავშვებში შეადგენდა დაახლოებით 6 საათს და 2-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებში - 5 საათს. 6-დან 24 თვემდე ასაკის ახალშობილებსა და პატარა ბავშვებში ნახევარგამოყოფის პერიოდი შემცირდა 3,1 საათამდე.

პაციენტები თირკმლის ფუნქციის დარღვევით

თირკმლის მსუბუქი დარღვევის მქონე პაციენტებში (კკ>40მლ/წთ) პრეპარატის ფარმაკოკინეტიკა ჯანმრთელ მოხალისეებში იგივე მაჩვენებლის მსგავსი იყო. თირკმლის ზომიერი უკმარისობისას, ჯანმრთელ მოხალისეებთან შედარებით, ნახევარგამოყოფის პერიოდი გაიზარდა სამჯერ, ხოლო კლირენსი შემცირდა 70%-ით.

ჯანმრთელ მოხალისეებთან შედარებით, ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში (კკ < 7 მლ/წთ), ცეტირიზინის 10 მგ დოზის ერთჯერადად მიღების შემდეგ, ნახევარგამოყოფის პერიოდი გაიზარდა სამჯერ, ხოლო კლირენსი შემცირდა 70%-ით. ცეტირიზინი ცუდად გამოიყოფა ჰემოდიალიზის მეშვეობით. თირკმლის ფუნქციის ზომიერი-მძიმე დარღვევის დროს აუცილებელია დოზის კორექცია (იხ. თავი 4.2).

პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევით

ღვიძლის ფუნქციის ქრონიკული დარღვევის მქონე პაციენტებში (ჰეპატოცელულარული, ქოლესტაზური ან ბილიარული ციროზი), რომლებიც იღებდნენ ცეტირიზინის 10 მგ ან 20 მგ ერთჯერად დოზას, ნახევარგამოყოფის პერიოდი გაიზარდა 50%-ით, ხოლო კლირენსი შემცირდა 40%-ით, ჯანმრთელ პირებთან შედარებით.

დოზის ცვლილება აუცილებელია მხოლოდ იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ღვიძლის და თირკმლის ფუნქციის დარღვევა ერთდროულად.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

პრეპარატის სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია

(ინფორმაცია პაციენტებისთვის)

პარლაზინი®®შიგნით მისაღები წვეთები 10 მგ/მლ

(ცეტირიზინის დიჰიდროქლორიდი)

სრულად და ყურადღებით წაიკითხეთ წინამდებარე ინსტრუქცია ამ სამკურნალო პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე, რადგან იგი შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

ეს პრეპარატი ყოველთვის გამოიყენეთ ამ ინსტრუქციაში მოცემული მითითებების, ან თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების შესაბამისად.

შეინახეთ ეს ფურცელი. შესაძლოა თქვენ დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.

თუ თქვენ დაგჭირდებათ დამატებითი ინფორმაცია - მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ თქვენ გამოგივლინდათ რაიმე გვერდითი ეფექტი ან შენიშნავთ გვერდით ეფექტებს, რომლებიც არ არის მითითებული ამ ინსტრუქციაში (იხ. ნაწილი 4), ამის შესახებ შეატყობინეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. თუ სამი დღის განმავლობაში თქვენი მდგომარეობა არ გაუმჯობესდება ან, პირიქით, გაუარესდება, რჩევისთვის მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს.

ეს ფურცელ-ჩანართი შეიცავს შემდეგ ინფორმაციას:

  • რას წარმოადგენს პრეპარატი პარლაზინი® წვეთები და რისთვის გამოიყენება
  • რისი ცოდნაა საჭირო პრეპარატის პარლაზინი® წვეთები გამოყენების წინ
  • როგორ გამოიყენება პარლაზინი® წვეთები
  • შესაძლო გვერდითი ეფექტები
  • როგორ ინახება პარლაზინი® წვეთები
  • ვარგისობის ვადა
  • აფთიაქიდან გაცემის პირობები
  • შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
  • რას წარმოადგენს პრეპარატი პარლაზინი® წვეთები და რისთვის გამოიყენება

პრეპარატის პარლაზინი® წვეთები მოქმედი ნივთიერება არის ცეტირიზინი, რომელიც ანტიჰისტამინური ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარაეტია. ცეტირიზინი თრგუნავს ჰისტამინად წოდებული ნივთიერების მოქმედებას. რომელიც ორგანიზმში გამომუშავდება ალერგიული რეაქციებისას და წარმოადგენს ალერგიის ძირითადი სიმპტომების გამოვლინების მიზეზს. ამგვარად ცეტირიზინი ამცირებს ალერგიული ანთების გამოვლინებას, ქავილს და ამცირებს ქსოვილების შეშუპებას.

პრეპარატი პარლაზინი® წვეთები გამოიყენება მოზრდილებში და 2 წლიდან და უფროსი ასაკის ბავშვებში შემდეგი ალერგიული დაავადებების სამკურნალოდ:

სეზონური და მუდმივი ალერგიული რინიტის (სურდოს) და კონიუნქტივიტის სიმპტომები

ქრონიკული ჭინჭრის ციების (ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციების) სიმპტომები.

რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ მდგომარეობა არ გაუმჯობესდა 3 დღის განმავლობაში ან გაუარესდა.

  • რისი ცოდნაა საჭირო პრეპარატის პარლაზინი® წვეთები გამოყენების წინ

არ გამოიყენოთ პრეპარატი პარლაზინი® წვეთები:

თუ გაქვთ ალერგია ცეტირიზინზე (პრეპარატის მოქმედი ნივთიერება), ჰიდროქსიზინზე ან პიპერაზინზე (სხვა პრეპარატების შემადგენლობით მსგავსი ნივთიერებები) ან პრეპარატის ნებისმიერ დამხმარე ნივთიერებაზე, რომლებიც მოცემულია თავში 8.

თუ გაქვთ თირკმელების მძიმე დაავადება (თირკმლის უკმარისობის ტერმინალური სტადია), რომლის დროსაც საჭიროა ჰემოდიალიზი.

სიფრთხილის ზომები სამედიცინო გამოყენებისას

თუ თქვენ ან თქვენს შვილს გაქვთ ქვევით ჩამოთვლილთაგან რომელიმე მდგომარეობა, პრეპარატის პარლაზინი® წვეთები გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან აფთიაქის თანამშრომელს:

თუ გაქვთ თირკმელების დაავადება. შეიძლება საჭირო გახდეს პრეპარატის დოზის შემცირება. დოზას თქვენი მკურნალი ექიმი განსაზღვრავს;

თუ მიდრეკილი ხართ შარდის შეკავებისკენ (მაგალითად, დაკავშირებული ზურგის ტვინის, შარდის ბუშტის დაავადებებთან ან წინამდებარე ჯირკვლის გადიდებასთან), ვინაიდან ცეტირიზინს შეუძლია შარდის შეკავების რისკის გაზრდა;

თუ გაქვთ ეპილეფსია ან მიეკუთვნებით კრუნჩხვების განვითარების მაღალი რისკის ჯგუფს.

არ გამოვლენილა გამოხატული ურთიერთქმედება ჩვეულებრივ რეკომენდებული დოზებით გამოყენებულ ცეტირიზინსა და ალკოჰოლს შორის (ალკოჰოლის დონე სისხლში 0,5 გ/ლ, რაც შეესაბამება ერთ ჭიქა ღვინოს). თუმცა, ისევე, როგორც ნებისმიერი ანტიჰისტამინური პრეპარატის გამოყენებისას, რეკომენდებულია მოერიდოთ სპირტიანი სასმელების მიღებას.

ისევე, როგორც სხვა ანტიჰისტამინური პრეპარატის გამოყენებისას, ამ პრეპარატის მიღება უნდა მოიხსნას სულ მცირე 3 დღით ადრე დაგეგმილი კანის ალერგიაზე სინჯის აღებამდე ცრუ უარყოფითი პასუხის მიღების პრევენციის მიზნით.

კანის ქავილი და ჭინჭრის ციება შეიძლება წარმოიქმნას ცეტირიზინის მოხსნის შემდეგ მაშინაც კი, თუ ასეთი სიმპტომები არ აღინიშნებოდა მკურნალობის დასაწყისში. ზოგიერთ შემთხვევაში სიმპტომები შეიძლება იყოს საკმაოდ მძიმე და საჭიროებდეს მკურნალობას. ჩვეულებრივ, ეს სიმპტომები ლაგდება მკურნალობის განახლების შემდეგ.

ბავშვები

პრეპარატი ცეტირიზინი® წვეთები რეკომენდებული არ არის 2 წელზე უმცროს ბავშვებში.

სხვა სამკურნალო საშუალებები და პრეპარატი ცეტირიზინი® წვეთები

შეატყობინეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს ნებისმიერი სამკურნალო საშუალების შესახებ, რომლებსაც იყენებთ, ცოტახნის წინ იყენებდით ან გეგმავთ გამოყენებას.

ცეტირიზინის წამლისმიერი პროფილის საფუძველზე, ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან მოსალოდნელი არ არის.

პრეპარატი ცეტირიზინი® წვეთები მიღება საკვებთან, სასმელებთან და ალკოჰოლთან ერთად

საკვები არ ახდენს მნიშვნელოვან ზეგავლენას ცეტირიზინის შეწოვაზე.

პრეპარატის ცეტირიზინი® წვეთები გამოყენების დროს მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას (იხ. თავი "სიფრთხილის ზომები").

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი

ორსულობა

თუ ხართ ორსულად, კვებავთ ძუძუთი, ვარაუდობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, შეატყობინეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს.

პრეპარატის ცეტირიზინი® წვეთები მიღება ორსულობის დროს არ შეიძლება. ორსულობის დროს პრეპარატის ცეტირიზინი® წვეთები შემთხვევით მიღება, სავარაუდოდ, არ მოახდენს უარყოფით ეფექტს ნაყოფზე, მაგრამ ამ პრეპარატის მიღება ორსულობის დროს შეიძლება მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობისას შემთხვევაში, ექიმის რეკომენდაციით.

ლაქტაცია

ცეტირიზინი გამოიყოფა დედის რძეში. არ შეიძლება არასასურველი რეაქციების განვითარების რისკის გამორიცხვა ჩვილებში, რომლებიც იმყოფებიან ბუნებრივ კვებაზე. ამიტომ ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის ცეტირიზინი® წვეთები გამოყენება არ შეიძლება, თუ თქვენმა მკურნალმა ექიმმა არ გაგიწიათ ამის რეკომენდაცია.

ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

კლინიკურ კვლევებში რეკომენდებული დოზებით ცეტირიზინის მიღების შემდეგ არ გამოვლენილა ყურადღების კონცენტრაციის, სიფხიზლის გაუარესება ან ავტომობილის მართვის უნარების დარღვევები. თუ გეგმავთ ავტომობილის მართვას ან სხვა სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს ყურადღების სრულ კონცენტრირებას, პრეპარატის რეკომენდებული დოზა არ გადააჭარბოთ. თუ გეგმავთ ავტოტრანსპორტის მართვას ან მექანიზმებთან მუშაობას, პრეპარატის პარლაზინი მიღების შემდეგ დააკვირდით თქვენს რეაქციას.

თუ პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე აღმოჩნდით, შესაძლებელია, რომ ალკოჰოლთან და ნერვული სისტემის აქტივობის დამთრგუნველ სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას იგრძნობთ მათ დამატებით ზეგავლენას ყურადღებასა და რეაქციის უნარზე.

პრეპარატი ცეტირიზინი® წვეთები დამხმარე ნივთიერებების სახით შეიცავს პროპილ-პარაჰიდროქსიბენზოატს (E 216) და მეთილ-პარაჰიდროქსიბენზოატს (E 218), რომლებსაც შეუძლიათ ალერგიული რეაქციების, შესაძლოა დაგვიანებულის, გამოწვევა.

ამ პრეპარატის თითოეული მილილიტრი (20 წვეთი) შეიცავს 350 მლ პროპილენგლიკოლს.

  • როგორ გამოიყენება პრეპარატი ცეტირიზინი® წვეთები

ეს პრეპარატი ყოველთვის გამოიყენეთ ამ ინსტრუქციის მითითებებით ან თქვენი მკურნალი ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების შესაბამისად. თუ გაგიჩნდათ შეკითხვები, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

პრეპარატი მიიღეთ ქვევით მოცემული დოზირების რეჟიმის შესაბამისად, წინააღმდეგ შემთვევაში პრეპარატის ეფექტურობა შეიძლება არასაკმარისი იყოს.

დოზირების რეჟიმი

მოზრდილები:

10 მგ, ე.ი. 20 წვეთი დღეში ერთხელ.

ბავშვები და მოზარდები:

ბავშვები და 12 წელზე უფროსი მოზარდები:

რეკომენდებული დოზა არის 10 მგ, ე.ი. 20 წვეთი დღეში ერთხელ.

6-12 წლის ასაკის ბავშვები:

რეკომენდებული დოზა არის 5 მგ, ე.ი. 10 წვეთი დღეში ორჯერ.

2-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვები:

რეკომენდებული დოზა: 2,5 მგ, ე.ი. 5 წვეთი დღეში ორჯერ.

პაციენტები თირკმელების ფუნქციის დარღვევით

თუ თქვენ ან თქვენს შვილს გაქვთ თირკმელების დაავადება, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს. პრეპარატის დოზას შეგირჩევთ თქვენი მკურნალი ექიმი.

თუ თვლით, რომ პრეპარატის ცეტირიზინი® წვეთები ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს.

მკურნალობის ხანგრძლივობა:

მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია თქვენი ჩივილების სახეობაზე, ხანგრძლივობასა და ხასიათზე და განისაზღვრება თქვენი მკურნალი ექიმის მიერ.

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი პარლაზინი® წვეთები

თუ ექიმის მიერ დანიშნულზე მეტი პარლაზინის® წვეთები მიიღეთ, მიმართეთ ექიმს. თქვენი მკურნალი ექიმი გადაწყვეტს რა ზომები უნდა იქნას მიღებული (თუ საერთოდ უნდა იქნას მიღებული).

ჭარბი დოზისას შეიძლება განვითარდეს ქვემომოცემული არასასურველი ეფექტები, მაგრამ მეტი ინტენსივობით. აღინიშნებოდა ისეთი არასასურველი ეფექტები, როგორებიც არის გონების დაბინდვა, დიარეა, თავბრუსხვევა, დაღლილობა, თავის ტკივილი, შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება, გუგების გაფართოვება, ქავილი, შფოთვა, სედაცია, ძილიანობა, შეშება, გულის რითმის არანორმალური გახშირება, ტრემორი (კანკალი), ნებაყოფლობითი შარდვის შეკავება.

თუ დაგავიწყდათ პარლაზინი® წვეთების მიღება

თუ გამოგრჩათ ერთი დოზა, მიიღეთ იგი შეძლებისდაგვარად სწრაფად. მაგრამ, თუ დადგა შემდეგი დოზის მიღების დრო, გამოტოვეთ დროულად არმიღებული დოზა; როგორც ჩვეულებრივ, მიიღეთ ერთი დოზა. არ მიიღოთ პრეპარატის პარლაზინი® წვეთები ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის საკომპენსაციოდ.

თუ შეწყვიტეთ პარლაზინი® წვეთების მიღება

იშვიათ შემთვევებში პრეპარატის პარლაზინი მიღების შეწყვეტის შემდეგ შეიძლება განვითარდეს კანის ქავილი ან ჭინჭრის ციება, მაშინაც კი თუ მსგავსი სიმტომები არ იყო მკურნალობის დასაწყისში. პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ ქავილის გამოვლინებისას უნდა მიმართოთ ექიმს.

გამოყენების წესი

შიგნით მისაღები წვეთები.

ხსნარი ან უნდა დააწვეთოთ კოვზზე, ან გახსნათ წყალში და მიიღოთ შიგნით. თუ ხსნარი წყალში განზავდა, მაშინ გასათვალისწინებელია, რომ პრეპარატის განსაზავებლად გამოყენებული სითხის მოცულობა უნდა შეესაბამებოდეს სითხის რაოდენობას, რომლის დალევაც შეუძლია პაციენტს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პრეპარატის დოზირებისას ბავშვებისთვის.

ხსნარი უნდა დალიოთ განზავებისთანავე.

წვეთების დათვლისას ფლაკონი უნდა გეჭიროთ ვერტიკალურად (ძირით ზევით). თუ საწვეთურიდან წვეთები არ გადმოდის ან, თუ თქვენ ვერ შეძელით საჭირო რაოდენობის წვეთების დაწვეთება, ამოაბრუნეთ ფლაკონი საწვეთურით ზევით, შემდეგ ისევ გადმოაბრუნეთ საწვეთურით ქვევით და გააგრძელეთ წვეთების დათვლა.

ამ პრეპარატის გამოყენების შესახებ დამატებითი შეკითხვებისას მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

  • შესაძლო არასასურველი რეაქციები

როგორც ყველა სხვა სამკურნალო საშუალებას, ამ პრეპარატსაც შეუძლია არასასურველი რეაქციების გამოწვევა, თუმცა ისინი არ აღენიშნება ყველა პაციენტს.

თუ გამოგივლინდათ ქვევით ჩამოთვლილი არასასურველი რეაქციებიდან ნებისმიერი (იშვიათი და ძალიან იშვიათი), დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ პრეპარატის გამოყენება და მიმართეთ მკურნალ ექიმს - შეიძლება გადაუდებელი სამედიცინო დახმარება დაგჭირდეთ:

მძიმე ალერგიული რეაქცია, რომელიც იწვევს სახის ან ყელის შეშუპებას (ანგიონევროზული შეშუპება)

მძიმე რეაქცია მთელი ორგანიზმის მხრივ (ანაფილაქსიური შოკი).

ეს რეაქციები შეიძლება წარმოიქმნას პრეპარატის მიღების დაწყებიდან მალევე, მაგრამ ისინი ასევე შეიძლება მოგვიანებით განვითარდეს.

სხვა არასასურველი რეაქციები, რომლებიც შეიძლება წარმოიქმნას პრეპარატის პარლაზინი® წვეთები მიღებისას

ხშირი (გვხვდება 10-დან არა უმეტეს 1 პაციენტში):

ძილიანობა

თავბრუსხვევა, თვის ტკივილი

სურდო (ბავშვებში), ფარინგიტი (ყელის ანთება)

დიარეა (ბავშვებში), ღებინება, სიმშრალე პირში

დაღლილობა

არახშირი (გვხვდება 100-დან არა უმეტეს 1 პაციენტში):

აგზნებულობა

პარესთეზია (არანორმალური შეგრძნება კანში)

ტკივილი მუცელში, დიარეა (მოზრდილებში)

ქავილი, კანზე გამონაყარი

ასთენია (გამოხატული სისუსტე), ზოგადი შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება

იშვიათი (გვხვდება 1000-დან არა უმეტეს 1 პაციენტში):

ალერგიული რეაქციები, ზოგიერთ შემთხვევაში მძიმე (ძალიან იშვიათი)

დეპრესია, ჰალუცინაციები, აგრესიულობა, გონების დაბინდვა, უძილობა

კრუნჩხვითი შეტევები

ტაქიკარდია (გულის შეკუმშვების მაღალი სიხშირე)

ღვიძლის ფუნქციის ცვლილება

ჭინჭრის ციება

შეშუპებები

ძალიან იშვიათი (გვხვდება 10000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):

თრომბოციტოპენია (სისხლის ფირფიტების რაოდენობის შემცირება)

ტიკი (კუნთების უეცარი, არანორმალური, განმეორებითი კრთომა)

გულყრა, უნებლიე მოძრაობები (დისკინეზია), კუნთების არანორმალური, ხანგრძლივი შეკუმშვები (დისტონია), კანკალი, გემოს აღქმის დარღვევა

არამახვილი მხედველობა, აკომოდაციის დარღვევა (გამოსახულების ფოკუსირების თვალის უნარი), ოკულოგირული კრიზი (თვალების უნებლიე წრიული ტრიალი)

მძიმე ალერგიული რეაქციები, რომლებიც იწვევენ სახისა და ყელის შესივებას (ანგიონევროზული შეშუპება), მძიმე რეაქცია მთელი ორგანიზმის მხრივ (ანაფილაქსიური შოკი), ფიქსირებული წამლისმიერი ტოქსიკოდერმია (გამონაყარი კანზე, რომელიც ვითარდება ერთიდაიგივე ადგილზე)

შარდის გამოყოფის დარღვევა (შარდის ღამის შეუკავებლობა, მტკივნეული ან გაძნელებული შარდვა)

სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე შეფასება შეუძლებელია)

მადის მომატება

სუიციდური აზრები (თვითმკვლელობის შესახებ ან მასთან დაკავშირებული აზრები, განმეორებითი აზრები), კოშმარული სიზმრები

მეხსიერების დაკარგვა, მეხსიერების დარღვევა

ვერტიგო (თავბრუსხვევა, რომელსახ ახლავს ტრიალის შეგრძნება)

შარდის შეკავება (შარდის ბუშტის სრულად დაცლის შეუძლებლობა)

ძლიერი ქავილი და/ან ჭინჭრის ციება პრეპარატის მოხსნის შემდეგ

ტკივილი სახსრებში

გამონაყარი კანზე ჩირქიანი ბუშტუკების გაჩენით (მწვავე გენერალიზებული ეგზანთემური პუსტულოზი)

ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი)

შეტყობინებები გვერდითი ეფექტების შესახებ

ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტების აღმოჩენის ან ეფექტების წარმოქმნის დროს, რომლებიც არ არის ნახსენები ამ ინსტრუქციაში, გთხოვთ მიმართეთ ექიმს.

გვერდითი ეფექტების შესახებ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ უშუალოდ გვერდითი ეფექტების რეგისტრაციის ეროვნულ სისტემას.

გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინებით, თქვენ მოგვაწვდით დამატებით ინფორმაციას ამ სამკურნალო პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.

  • როგორ ინახება პრეპარატი პარლაზინი® წვეთები

ინახება არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ ადგილას.

პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდონელ ადგილას!

  • ვარგისობის ვადა

ვარგისობის ვადა მითითებულია შეფუთვაზე.

ნუ გამოიყენებთ პრეპარატს შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ! ვარგისობის ვადის გასვლის თარიღად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღე.

ფლაკონის გახსნის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაშვებულია 4 კვირის განმავლობაში.

არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი, თუ შეამჩნევთ ხარისხის გაუარესების აშკარა ნიშნებს.

სამკურნალო საშუალებები არ გადაყაროთ საყოფაცხოვრებო ნარჩენებში ან გამდინარე წყლებში. თუ აუცილებელია არასაჭირო პრეპარატის ნარჩენებში გადაგდება, კონსულტაციისთვის მიმართეთ ფარმაცევტს. ეს ზომები დაგვეხმარება გარემოს დაცვის დაბინძურების პრევენციაში.

  • აფთიაქიდან გაცემის პირობები

გაიცემა რეცეპტის გარეშე.

  • შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს პრეპარატი პარლაზინი® წვეთები

მოქმედი ნივთიერება: 10 მგ ცეტირიზინის ჰიდროქლორიდი ხსნარის ერთ მილილიტრში.

დამხმარე ნივთიერებები: გლიცერინი 85%, პროპილენგლიკოლი, ნატრიუმის საქარინატი, ნატრიუმის აცეტატი, მეთილ-პარაჰიდროქსიბენზოატი, პროპილ-პარაჰიდროქსიბენზოატი, გაყინული ძმარმჟავა, გამოხდილი წყალი.

პრეპარატის პარლაზინი® წვეთები აღწერილობა და შეფუთვის შიგთავსი

აღწერილობა:

უფერო ტკბილი სითხე ნალექის გარეშე, ძმარმჟავას დამახასიათებელი სუსტი სუნით.

შეფუთვა:

ყავისფერი შუშის 20 მლ მოცულობის ფლაკონები პე საწვეთურით და პპ თავსახურით შიდა პე შრით, რომელიც აღჭურვილია ბავშვების მიერ გახსნის სპეციალური დაცვით და პირველადი გახსნის კონტროლით. ერთი ფლაკონი ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

დსს “ფარმაცევტული ქარხანა ეგისი”

1106 ბუდაპეშტი, კერესტურის ქ., 30-38

უნგრეთი

წამლის ფორმის მწარმოებელი:

დსს “ფარმაცევტული ქარხანა ეგისი”

1165 ბუდაპეშტი, ბიოკენფიოლდის ქ., 118-120

უნგრეთი

პირველადი და მეორეული შეფუთვა, გამშვები კონტროლი:

დსს “ფარმაცევტული ქარხანა ეგისი”

1165 ბუდაპეშტი, ბიოკენფიოლდის ქ., 118-120

9900 კიორმენდი, მატიაშ კირაის ქ., 65

უნგრეთი

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა