პანცეფი
Pancef®
პანცეფი შეიცავს ცეფიქსიმს, რომელიც მიეკუთვნება “ცეფალოსპორინების” ჯგუფის ანტიბიოტიკებს. გამოიყენება ბაქტერიებით გამოწვეული შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ: ზედა სასუნთქი გზების მწვავე ინფექციები (ფარინგო-ტონზილიტი, სინუსიტი); შუა ყურის მწვავე ანთება; …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ცეფიქსიმ (cefixime)
- ფორმა და შეფუთვა
- 32გ გრანულები 100მგ/5მლ 60მლ შიგნით მისაღები სუსპენზიის მოსამზადებლად ყავისფერი მინის ფლაკონი №1 მადოზირებელი პიპეტით
- მწარმოებელი
- ALKALOID AD Skopje, მაკედონია
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, მესამე თაობის ცეფალოსპორინები
- ATC კოდი
- J01DD08
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-043259
- რეგისტრირებულია
- 14 მაისი 2025, მოქმედებს 26 ოქტომბერი 2028-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ALKALOID AD Skopje (მაკედონია)
- განმცხადებელი
- ნინო იმნაძე
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
პანცეფი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
პანცეფი შეიცავს ცეფიქსიმს, რომელიც მიეკუთვნება “ცეფალოსპორინების” ჯგუფის ანტიბიოტიკებს.
გამოიყენება ბაქტერიებით გამოწვეული შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ:
ზედა სასუნთქი გზების მწვავე ინფექციები (ფარინგო-ტონზილიტი, სინუსიტი);
შუა ყურის მწვავე ანთება;
ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები (მწვავე ბრონქიტი, ქრონიკული ბრონქიტის მწვავე გართულება, ტრაქეობრონქიტი, პნევმონია);
საშარდე გზების გაურთულებელი და გართულებული ინფექციები, მწვავე პიელონეფრიტის ჩათვლით;
გაურთულებელი გონორეა (ცერვიკალური/ურეთრალური)
- პანცეფის მიღებამდე
მიღების წესი და დოზირება
პანცეფი ყოველთვის მიიღეთ ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ რაიმეში ეჭვი გეპარებათ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
პრეპარატი მიიღეთ პერორალურად.
მნიშვნელოვანია, რომ პრეპარატი მიიღოთ დღის ზუსტ მონაკვეთში.
პრეპარატის მიღება უნდა მოხდეს დანიშნული ხანგრძლივობით. მკურნალობის კურსი ჩვეულებრივ შეადგენს 7 დღეს, რაც ინფექციის სიმწვავიდან გამომდინარე შესაძლოა გაგრძელდეს 14 დღემდე.
სტანდარტული დოზა არის:
10 წლამდე ასაკის ან 50კგ-მდე წონის ბავშვები:
8 მგ/კგ დღეში ერთჯერადი პერორალური დოზის სახით, ან გაყოფილი ორ თანაბარ დოზად 4 მგ/კგ ყოველ 12 სთ-ში.
ჩვეულებრივ ბავშვებში პერორალური სუსპენზია მოცულობის თვალსაზრისით ინიშნება შემდეგი დღიური დოზებით:
6 თვე-1 წელი: 2.5 მლ - 5.0 მლ დღეში
1-4 წელი: 5 მლ დღეში
5-10 წელი: 10 მლ დღეში
პრეპარატის ეფექტი და უსაფრთხოება 6 თვემდე ჩვილებში არ არის დადგენილი.
50 კგ-ზე მეტი წონის ან 10 წელზე ზემოთ ასაკის ბავშვებში ინიშნება მოზრდილების დოზა. რეკომენდებული დოზა არის 400 მგ დღეში, ერთჯერადი პერორალური დოზის სახით ან გაყოფილი ორ თანაბარ დოზად 200 მგ ყოველ 12 სთ-ში.
შუა ყურის მწვავე ანთების მკურნალობა უნდა მოხდეს სუსპენზიით და მისი ჩანაცვლება ტაბლეტებით არ არის რეკომენდებული.
თირკმლის პრობლემების მქონე პაციენტები
ექიმმა შესალოა უფრო დაბალი დოზა დანიშნოს.
როგორ უნდა განსაზღვროთ დოზა
გახსოვდეთ, რომ თითოეული დოზის განსაზღვრამდე ყოველთვის შეარხიეთ ბოთლი.
სწორი დოზირებისათვის ბოთლს ახლავს გრადუირებული პლასტმასის პიპეტი.
პრეპარატის დოზის განსაზღვრასთან დაკავშირებით რჩევისათვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
პანცეფი 100 მგ/5 მლ პერორალური სუსპენზიის მომზადების წესი
სუსპენზიის მომზადება ხდება აფთიაქში გამოყენების წინ, შემდეგნაირად:
პანცეფი 60 მლ პერორალური სუსპენზია: გახსნამდე რამდენჯერმე დააკაკუნეთ ბოთლზე, დაამატეთ 40 მლ გასუფთავებული წყალი გაყოფილი ორ ნაწილად და კარგად გაარხიეთ.
პანცეფი 100 მლ პერორალური სუსპენზია: გახსნამდე რამდენჯერმე დააკაკუნეთ ბოთლზე, დაამატეთ 66 მლ გასუფთავებული წყალი გაყოფილი ორ ნაწილად და კარგად გაარხიეთ.
გახსნილი სუსპენზია არის თითქმის თეთრიდან ღია ყვითლამდე შეფერილობის ბლანტი სითხე.
გამოყენებამდე ბოთლი კარგად უნდა შეარხიოთ!
გახსნილი სუსპენზიის დოზირება უნდა მოხდეს გრადუირებული პლასტმასის პიპეტით.
როგორ გამოვიყენოთ დოზირების პიპეტი:
- გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ ბოთლი და მოხსენით თავსახური.
- მოხსენით თავსახური პიპეტს და მოათავსეთ პიპეტი ბოთლში. დგუში ცილინდრის რგოლი ცილინდრი
- ამოწიეთ დგუში ზემოთ ცილინდრისკენ, სანამ ცილინდრის რგოლი არ გაუსწორდება დგუშზე არსებულ ნიშნულს საჭირო დოზის შესაბამისად.
- ამოიღეთ პიპეტი ბოთლიდან.
- პაციენტი უნდა იჯდეს ვერტიკალურ მდგომარეობაში, მოათავსეთ პიპეტის წვერი პირდაპირ პაციენტის პირის ღრუში ისე, რომ მიმართული იყოს ლოყის შიდა მხარეს.
- ნელ-ნელა დააჭირეთ პიპეტის დგუშს, რათა გამოვიდეს პრეპარატი ისე, რომ არ გამოიწვიოს დახრჩობა. პრეპარატი არ უნდა გამოვიდეს ძლიერი ნაკადით.
- გაიმეორეთ მე-2-მე-6 ეტაპები იგივე მეთოდით, სანამ არ მიიღება მთლიანი დოზა.
- დოზის მიღების შემდეგ დაახურეთ ბოთლს დავსახური. დაშალეთ პიპეტი და კარგად გარეცხეთ სუფთა სასმელი წყლით. დგუში და ცილინდრი უნდა გაშრეს ბუნებრივად.
თუ მიიღეთ პანცეფის ჭარბი დოზა
თუ მიიღეთ პანცეფის პერორალური სუსპენზიის ჭარბი დოზა დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
პანცეფის რეკომენდებულზე მაღალი დოზის მიღებისას არსებობს ცნობიერების დაქვეითების, უჩვეულო მოძრაობებისა და კრუნჩხვების განვითარების რისკი.
უკუჩვენებები
თუ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) ცეფიქსიმის, ნებისმიერი სხვა ანტიბიოტიკის, მათ შორის პენიცილინის ან პრეპარატის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (იხ. ნაწილი 6: სხვა ინფორმაცია).
ალერგიული რეაქციის სიმპტომებია: გამონაყარი, ყლაპვის ან სუნთქვის პრობლემები, ტუჩების, სახის, ხორხის და ენის შეშუპება.
არ მიიღოთ პრეპარატი თუ გაწუხებთ რომელიმე ზემოთ მოცემული მოვლენა. თუ არ ხართ დარწმუნებული, პანცეფის პერორალური სუსპენზიის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
განსაკუთრებული სიფრთხილით მიიღეთ პანცეფი თუ
ოდესმე გაწუხებდათ კოლიტი
გაქვთ თირკმლის პრობლემები ან ნერვული სისტემის პრობლემები (იხ. ნაწილი 4)
პრეპარატის ეფექტი და უსაფრთხოება 6 თვემდე ჩვილებში არ არის დადგენილი.
თუ არ ხართ დარწმუნებული გეხებათ თუ არა რომელიმე ზემოთ მოცემული მოვლენა, პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
სხვა პრეპარატების მიღება
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ ან ბოლო პერიოდში იღებდით სხვა, მათ შორის ურეცეპტოდ შეძენილ პრეპარატებს.
განსაკუთრებით საყურადღებოა თუ იღებთ სისხლის გამათხელებელ პრეპარატებს, როგორიც არის ვარფარინი.
ანალიზები
მკურნალობის პერიოდში ნებისმიერი სახის ანალიზის (სისხლის, შარდის ან დიაგნოსტიკური) საჭიროების შემთხვევაში ექიმმა უნდა იცოდეს, რომ იღებთ პანცეფს.
პანცეფის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
პანცეფი მიიღება კვებისგან დამოუკიდებლად.
სიფრთხილის ზომები
ცეფიქსიმი სიფრთხილით მიიღება პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნათ ჰიპერმგრძნობელობა სხვა პრეპარატების მიმართ, განსაკუთრებით პენიცილინის მიმართ მგრძნობიარე პაციენტებში (არსებობს პენიცილინებსა და ცეფალოსპორინებს შორის ჯვარედინი ალერგენურობის გარკვეული ფაქტები).
პაციენტებს ჰქონდათ მწვავე რეაქციები (მათ შორის ანაფილაქსია) ორივე კლასის პრეპარატებზე. თუ პრეპარატის მიღებისას აღინიშნა ალერგიული ეფექტი, პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს და საჭიროების შემთხვევაში პაციენტს უნდა ჩაუტარდეს მკურნალობა სათანადო საშუალებებით.
ცეფიქსიმი სიფრთხილით მიიღება პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ თირკმლის ფუნქციის გამოხატული დარღვევები, ცეფიქსიმის დოზა უნდა დაკორექტირდეს (იხ. ნაწილი „დოზირება თირკმლის ფუნქციის დარღვევის დროს“).
ფართო სპექტრის ანტიბიოტიკებით მკურნალობა ცვლის მსხვილი ნაწლავის ნორმალურ ფლორას და შესაძლოა ხელი შეუწყოს კლოსტრიდიის ზედმეტად ზრდას. კვლევების მიხედვით Clostridium difficile-ს მიერ წარმოებული ტოქსინი არის ანტიბიოტიკებთან დაკავშირებული დიარეის ძირითადი მიზეზი. ფსევდომემბრანული კოლიტი დაკავშირებულია ფართო სპექტრის ანტიბიოტიკების (მათ შორის მაკროლიდების, ნახევრად სინთეზური პენიცილინების, ლინკოზამიდების და ცეფალოსპორინების) მიღებასთან; შესაბამისად მნიშვნელოვანია დიაგნოზის გათვალისწინება პაციენტებში, რომლებსაც უვითარდებათ დიარეა ანტიბიოტიკების მიღებისას. ფსევდომემბრანული კოლიტის სიმპტომები შეიძლება აღინიშნოს ანტიბიოტიკით მკურნალობის პერიოდში ან შემდეგ.
ფსევდომემბრანული კოლიტის მართვა უნდა მოიცავდეს სიგმოიდოსკოპიას, სათანადო ბაქტერიოლოგიურ კვლევებს, სითხეების, ელექტროლიტების და პროტეინის დამატებას. თუ კოლიტის გაუმჯობესება არ აღინიშნება პრეპარატის შეწყვეტის შემდეგ ან თუ სიმპტომები მწვავეა, შესაძლებელია პერორალური ვანკომიცინის გამოყენება C.difficile-ით გამოწვეული ანტიბიოტიკთან დაკავშირებული ფსევდომემბრანული კოლიტის სამკურნალოდ. უნდა გამოირიცხოს კოლიტის გამომწვევი სხვა მიზეზები.
ენცეფალოპათია
ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკების, მათ შორის ცეფიქსიმის გამოყენებისას დაფიქსირდა ენცეფალოპათია (იხ. ნაწილი 4.8 და 4.9), განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში და თირკმლის ფუნქციის მძიმე ხარისხის დარღვევების ან ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევების მქონე პირებში. თუ არსებობს ეჭვი ცეფიქსიმით გამოწვეულ ენცეფალოპათიაზე, უნდა განიხილოს პრეპარატის შეწყვეტის საკითხი.
პანცეფის 5 მლ დოზა შეიცავს 2,517 გ საქაროზას, რაც გასათვალისწინებელია შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში.
პაციენტებმა, რომლებსაც აღენიშნებათ ფრუქტოზას აუტანლობის, გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციის ან საქაროზა-იზომალტაზას დეფიციტის იშვიათი მემკვიდრული პრობლემები, არ უნდა მიიღონ აღნიშნული პრეპარატი.
პანცეფი, პერორალური სუსპენზიის მოსამზადებელი გრანულები შეიცავს ნატრიუმის ბენზოატს (E211).
ბილირუბინემიის ზრდამ მისი ალბუმინიდან გადანაცვლების შემდეგ შეიძლება გაზარდოს ახალშობილთა სიყვითლე, რომელიც შეიძლება გადაიზარდოს კერნიქტერუსში (არაკონიუგირებული ბილირუბინის დაგროვება ტვინის ქსოვილში).
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
ცრუ დადებითი რეაქცია შეიძლება აღინიშნოს შარდში გლუკოზის შემცველობაზე ბენედიქტის ან ფელინგის რეაქტივების ან სპილენძის სულფატის ტესტ ტაბლეტების გამოყენებისას, მაგრამ არა ფერმენტულ გლუკოოქსიდაზურ რეაქციებზე დაფუძნებული ტესტების შემთხვევაში.
ცეფალოსპრონული ანტიბიოტიკებით მკურნალობისას აღინიშნა ცრუ დადებითი კუმბსის პირდაპირი რეაქცია, შესაბამისად გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ კუმბსის დადებითი რეაქცია შეიძლება გამოწვეული იყოს პრეპარატით.
სხვა ცეფალოსპორინების მსგავსად რამდენიმე პაციენტს აღენიშნა პროთრომბინის დროის ზრდა. ამგვარად, სიფრთხილეა საჭირო პაციენტებში, რომლებიც გადიან ანტიკოაგულაციურ მკურნალობას.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
აცნობეთ ექიმს თუ ორსულად ხართ ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს. პრეპარატი არ გამოიყენება ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში თუ ექიმი არ ჩათვლის საჭიროდ.
ტრანსპორტის მართვა და მექანიზმების გამოყენება
პანცეფი არ ახდენს ზეგავლენას ტრანსპორტის მართვის და მექანიზმების გამოყენების უნარზე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია პანცეფის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
პანცეფის 5 მლ მომზადებული სუსპენზია პერორალური გამოყენებისათვის შეიცავს 2,517 გ საქაროზას, რაც გასათვალისწინებელია შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში.
თუ ექიმისაგან ინფორმირებული ხართ, რომ ვერ იტანთ ზოგიერთი ტიპის შაქარს, პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.
პანცეფის 5 მლ მომზადებული სუსპენზია პერორალური გამოყენებისათვის შეიცავს 2.5 მგ ნატრიუმის ბენზოატს (E211). ნატრიუმის ბენზოატმა (E211) ახალშობილებში (4 კვირამდე ასაკის) შესაძლოა გააძლიეროს სიყვითლე (კანის და თვალების გაყვითლება).
გვერდითი მოვლენები
ყველა პრეპარატის მსგავსად პანცეფმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
რომელიმე მოცემული სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში მნიშვნელოვანია აცნობოთ ექიმს, რადგან თუ მათ უყურადღებოდ დატოვებთ შესაძლოა უფრო სერიოზული შედეგები მიიღოთ.
გვერდითი რეაქციები მოცემულია სიხშირის მიხედვით:
ნაკლებად ხშირი (<1/100, მაგრამ >1/1000):
განავლის ცვლილებები, დიარეა,
მუცლის ტკივილი, დისპეფსია ან მეტეორიზმი,
გულისრევა ან ღებინება,
თავის ტკივილი,
თავბრუსხვევა.
იშვიათი (<1/1000, მაგრამ >1/10.000):
გამონაყარი კანზე, ქავილი, სახსრების ტკივილი, მედიკამენტური ცხელება, ჭინჭრის ციება,
სახის, ენის და სასუნთქი მილის შეშუპება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს სუნთქვის ძლიერ გართულება,
ცვლილებები ღვიძლის ფუნქციურ ანალიზებში,
ქავილის შეგრძნება სასქესო ორგანოების ან საშოს არეებში.
ძალიან იშვიათი (<1/10.000, მაგრამ >1/100.000):
ინფექციის მიმართ მომატებული მგრძნობელობა,
სიხლჩაქცევები ან სისხლდენა, რომელიც ადვილად ვლინდება,
მწვავე, მასშტაბური, ბუშტუკოვანი გამონაყარი კანზე,
წყლიანი და მწვავე დიარეა, შესაძლოა სისხლიანიც,
ღვიძლის პრობლემები,
ცვლილებები თირკმლის ფუნქციურ ანალიზებში.
უცნობი (არსებული მონაცემებით სიხშირის დადგენა შეუძლებელია):
ცეფიქსიმით მკურნალობამ, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში ან პაციენტებში თირკმლის ან ნერვული სისტემის სერიოზული დაავადებებით, შესაძლოა გამოიწვიოს ცნობიერების დაქვეითება, მოძრაობის დარღვევები და კრუნჩხვები (ენცეფალოპათია).
თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი გაუარესდება ან შენიშნავთ ისეთ გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის მოცემული აღნიშნულ ფურცელ-ჩანართში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ჭარბი დოზა
თუ დაგავიწყდათ პანცეფის მიღება
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული ინდივიდუალური დოზის ანაზღაურების მიზნით.
თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება, მიიღეთ იგი გახსენებისთანავე თუ შემდეგი დოზის დრო მოახლოებული არ არის.
თუ შეწყვეტთ პანცეფის მიღებას
არ შეწყვიტოთ პრეპარატის მიღება ექიმის გარეშე. არ შეწყვიტოთ პანცეფის მიღება მხოლოდ იმიტომ, რომ თავს უკეთესად გრძნობთ, რადგან შესაძლოა ინფექცია კვლავ განმეორდეს ან გართულდეს.
პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებული დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება არის ცეფიქსიმი.
5 მლ მომზადებული სუსპენზია შეიცავს 100 მგ ცეფიქსიმს (ცეფიქსიმის ტრიჰიდრატის სახით).
დამხმარე ინგრედიენტები: საქაროზა; ქსანტანის გუმფისი; ნატრიუმის ბენზოატი; ფორთოხლის არომატიზატორი.
როგორია პანცეფი ვიზუალურად და რა შედის შეფუთვაში
პანცეფი, პერორალურად მისაღები სუსპენზიის მოსამზადებელი გრანულები არის თითქმის თეთრიდან ღია ყვითლამდე შეფერილობის გრანულები.
მუყაოს კოლოფში მოთავსებულია შუშის ბოთლი (ყავისფერი ნეიტრალური შუშა, ალუმინის თავსახური პოლიეთილენის ლუქით) - 53 გ გრანულები 100 მლ პერორალური სუსპენზიის მოსამზადებლად ან 32 გ გრანულები 60 მლ პერორალური სუსპენზიის მოსამზადებლად, გრადუირებული პლასტმასის პიპეტი და ფურცელი-ჩანართი.
გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
შენახვის პირობები
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
პანცეფი არ გამოიყენება კოლოფზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ (ვადის აღსანიშნავად გამოყენებულია აბრევიატურა). ვარგისიანობის ვადაში იგულისხმება მოცემული თვის ბოლო დღე.
ინახება არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე.
გახსნილი სუსპენზია ინახება 14 დღე გარემო პირობებში (არაუმტეს 250C ტემპერატურაზე) ან მაცივარში.
დაუშვებელია პრეპარატის გადაყრა ჩამდინარე წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციისათვის მიმართეთ ფარმაცევტს. აღნიშნული ზომები დაიცავს გარემოს.
- სხვა ინფორმაცია
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკო-თერაპიული ჯგუფი: მესამე თაობის ცეფალოსპორინები.
ათქ კოდი: J01DD08
ცეფიქსიმი არის პერორალურად მისაღები მესამე თაობის ცეფალოსპორინი, რომელსაც აქვს გამოხატული ანტიბაქტერიული მოქმედება გრამ-დადებითი და გრამ-უარყოფითი ორგანიზმების ფართო სპექტრის მიმართ.
მოქმედების მექანიზმი
მოქმედების მექანიზმი ეფუძნება ბაქტერიული კედლის სინთეზის დათრგუნვას. პრეპარატი მდგრადია დიდი რაოდენობით ბეტა-ლაქტამაზების ჰიდროლიზური მოქმედების მიმართ. შედეგად პენიცილინების და ზოგიერთი ცეფალოსპორინის (ბეტა-ლაქტამაზების არსებობის გამო) მიმართ რეზისტენტული მრავალი ორგანიზმი შეიძლება მგრძნობიარე იყოს ცეფიქსიმის მიმართ.
კლინიკური ეფექტურობა გამოვლინდა ინფექციების დროს, რომლებიც გამოწვეულია გავრცელებული პათოგენებით, მათ შორის Streptococcus pneumoniae, Streptococcus pyogenes, Escherichia coli, Proteus mirabilis, Klebsiella-ს სახეობები, Haemophilus influenzae (ბეტა-ლაქტამაზა დადებითი და უარყოფითი), Branhamella catarrhalis (ბეტა-ლაქტამაზა დადებითი და უარყოფითი) და Enterobacter-ის სახეობები. იგი ძლიერ მდგრადია ბეტა-ლაქტამაზას ფერმენტების არსებობისას.
ენტეროკოკების უმეტესი შტამები (Streptococcus faecalis, D ჯგუფის სტრეპტოკოკები) და სტაფილოკოების უმეტესი შტამები (მათ შორის კოაგულაზა დადებითი და უარყოფითი შტამები და მეთიცილინ-რეზისტენტული შტამები) რეზისტენტულნი არიან ცეფიქსიმის მიმართ. გარდა ამისა Pseudomonas, Bacteroides fragilis, Listeria monocytogenes და Clostridia-ს უმეტესი შტამები რეზისტენტულნი არიან ცეფიქსიმის მიმართ.
- 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები
შეწოვა
პერორალურად მიღების შემდეგ ცეფიქსიმი შეიწოვება დაახლოებით 40%-50%-ით, საკვების მიუხედავად. თუმცა, საკვებთან ერთად მიღებისას მაქსიმალური შეწოვის დრო იზრდება დაახლოებით 0.8 საათით.
პერორალური სუსპენზიის მიღებისას საშუალო მაქსიმალური კონცენტრაციები დაახლოებით 25%-50%-ით მაღალია ვიდრე იგივე დოზის ტაბლეტის ფორმით მიღებისას. ჯანმრთელ მოზრდილ მოხალისეებში პერორალური სუსპენზიის 200 მგ და 400 მგ დოზების შემთხვევაში აღინიშნა საშუალო მაქსიმალური კონცენტრაციები 3 მკგ/მლ (დიაპაზონი 1-4.5 მკგ/მლ) და 4.6 მკგ/მლ (დიაპაზონი 1.9-7.7 მკგ/მლ), შესაბამისად. მრუდის ქვეშ არსებული არეს მაჩვენებელი დაახლოებით 10%-25%-ით მაღალია პერორალური სუსპენზიის მიღების შემდეგ ვიდრე ტაბლეტის მიღების შემდეგ. აღნიშნული ფარმაკოკინეტიკური განსხვავებები მხედველობაში უნდა იქნას მიღებული იმის გათვალისწინებისას ჩანაცვლდეს თუ არა პერორალური სუსპენზია ტაბლეტის ფორმით.
შრატში მაქსიმალური კონცენტრაციები მიიღწევა 2-6 საათში.
განაწილება
შრატის ცილასთან შეკავშირება დამახასიათებელია ადამიანის და ცხოველის შრატისთვის; ცეფიქსიმი თითქმის პირდაპირ უკავშირდება ალბუმინის ფრაქციას, საშუალო თავისუფალი ფრაქცია არის დაახლოებით 30%. ცეფიქსიმის ცილასთან შეკავშირება მხოლოდ კონცენტრაციაზე დამოკიდებულია ადამიანის შრატში ძალიან მაღალი კონცენტრაციების შემთხვევაში, რაც არ აღინიშნება კლინიკური დოზების მიღებისას.
14C-მონიშნული ცეფიქსიმის გადატანა მეძუძური ვირთაგვებიდან ნაშიერებზე რძის საშუალებით რაოდენობრივად მცირე იყო (დაახლოებით დედის ორგანიზმში არსებული ცეფიქსიმის 1.5% ნაშიერში). ადამიანის რძეში ცეფიქსიმის გამოყოფის შესახებ მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი.
პლაცენტის საშუალებით ცეფიქსიმის გადატანა მცირე იყო მაკე ვირთაგვებში, რომლებსაც აძლევდნენ მონიშნულ ცეფიქსიმს.
მეტაბოლიზმი
ადამიანებში არ დაფიქსირებულა ცეფიქსიმის მეტაბოლიტების იზოლირება შრატიდან ან შარდიდან.
გამოყოფა
ცეფიქსიმი უპირატესად გამოიყოფა შარდში უცვლელი ფორმით გორგლოვანი ფილტრაციით.
ჯანმრთელ სუბიექტებში შრატიდან ცეფიქსიმის ნახევარ-გამოყოფის პერიოდი 3-4 საათია, მაგრამ შეიძლება მერყეობდეს 9 საათამდე ზოგიერთ ჯანმრთელ მოხალისეში. ხანგრძლივი ნახევარ-გამოყოფის წყალობით შესაძლებელია დღეში ერთჯერ მიღება.
ხანდაზმული პაციენტები
ცეფიქსიმის ფარმაკოინეტიკური მაჩვენებლების მხრივ ჯანმრთელ ხანდაზმულ (>64 წლის) და ახალგაზრდა მოხალისეებში (11-35) მოხდა შედარება 400 მგ დოზების დღეში ერთჯერ 5 დღე მიღებისას. საშუალო Cmax და AUG მაჩვენებლები ოდნავ მაღალი იყო ხანდაზმულებში. ხანდაზმულ პაციენტებში შესაძლებელია იგივე დოზის გამოყენება, რაც მიიღება ზოგად პოპულციაში.
თირკმლის ფუნქციის დარღვევა
თირკმლის ფუნქციის ზომიერი დარღვევების (კრეატინინის კლირენსი 20-40 მლ/წთ) მქონე სუბიექტებში შრატიდან ცეფიქსიმის საშუალო ნახევარ-გამოყოფის პერიოდი ხანგრძლივდება 6.4 საათამდე. თირკმლის ფუნქციის მწვავე დარღვევების (კრეატინინის კლირენსი 5-20 მლ/წთ) დროს ნახევარ-გამოყოფის პერიოდი იზრდება 11.5 საათამდე.
- 3 კლინიკამდელი უსაფრთხოების მონაცემები
კლინიკამდელი კვლევების მონაცემებით არ ვლინდება განსაკუთრებული საფრთხე ადამიანებისთვის ფარმაკოლოგიური უსაფრთხოების, განმეორებითი დოზების ტოქსიკურობის, გენოტოქსიკურობის, კარცეროგენურობის, რეპროდუქციული ტოქსიკურობის და განვითარების სტანდარტულ კვლევებზე დაყრდნობით.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
28575247650560070019050პანცეფი® 100 მგ/5 მლ გრანულები პერორალურად მისაღები სუსპენზიის მოსამზადებლად
ფურცელი-ჩანართი: ინფორმაცია მომხმარებლისთვის
ფურცელი-ჩანართი: ინფორმაცია მომხმარებლისთვის
პანცეფი® 100 მგ/5 მლ გრანულები პერორალურად მისაღები სუსპენზიის მოსამზადებლად
(ცეფიქსიმი)
პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით გაეცანით ფურცელ-ჩანართს.
შეინახეთ ფურცელი-ჩანართი, შესაძლოა კვლავ დაგჭირდეთ.
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
აღნიშნული პრეპარატი დაგენიშნათ თქვენ. არ გადასცეთ სხვებს, რადგან მიუხედავად მსგავსი სიმპტომებისა შესაძლოა ავნოს მათ.
თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი გამწვავდება ან შენიშნავთ ისეთ გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის მოცემული აღნიშნულ ფურცელ-ჩანართში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ფურცელ-ჩანართში შედის:
- რა არის პანცეფი და რისთვის გამოიყენება
- პანცეფის მიღებამდე
- პანცეფის მიღების წესი
- შესაძლო გვერდითი ეფექტები
- პანცეფის შენახვის პირობები
- სხვა ინფორმაცია
- რა არის პანცეფი და რისთვის გამოიყენება
პანცეფი შეიცავს ცეფიქსიმს, რომელიც მიეკუთვნება “ცეფალოსპორინების” ჯგუფის ანტიბიოტიკებს.
გამოიყენება ბაქტერიებით გამოწვეული შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ:
ზედა სასუნთქი გზების მწვავე ინფექციები (ფარინგო-ტონზილიტი, სინუსიტი);
შუა ყურის მწვავე ანთება;
ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები (მწვავე ბრონქიტი, ქრონიკული ბრონქიტის მწვავე გართულება, ტრაქეობრონქიტი, პნევმონია);
საშარდე გზების გაურთულებელი და გართულებული ინფექციები, მწვავე პიელონეფრიტის ჩათვლით;
გაურთულებელი გონორეა (ცერვიკალური/ურეთრალური)
- პანცეფის მიღებამდე
არ მიიღოთ პანცეფი
თუ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) ცეფიქსიმის, ნებისმიერი სხვა ანტიბიოტიკის, მათ შორის პენიცილინის ან პრეპარატის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (იხ. ნაწილი 6: სხვა ინფორმაცია).
ალერგიული რეაქციის სიმპტომებია: გამონაყარი, ყლაპვის ან სუნთქვის პრობლემები, ტუჩების, სახის, ხორხის და ენის შეშუპება.
არ მიიღოთ პრეპარატი თუ გაწუხებთ რომელიმე ზემოთ მოცემული მოვლენა. თუ არ ხართ დარწმუნებული, პანცეფის პერორალური სუსპენზიის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
განსაკუთრებული სიფრთხილით მიიღეთ პანცეფი თუ
ოდესმე გაწუხებდათ კოლიტი
გაქვთ თირკმლის პრობლემები ან ნერვული სისტემის პრობლემები (იხ. ნაწილი 4)
პრეპარატის ეფექტი და უსაფრთხოება 6 თვემდე ჩვილებში არ არის დადგენილი.
თუ არ ხართ დარწმუნებული გეხებათ თუ არა რომელიმე ზემოთ მოცემული მოვლენა, პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
სხვა პრეპარატების მიღება
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ ან ბოლო პერიოდში იღებდით სხვა, მათ შორის ურეცეპტოდ შეძენილ პრეპარატებს.
განსაკუთრებით საყურადღებოა თუ იღებთ სისხლის გამათხელებელ პრეპარატებს, როგორიც არის ვარფარინი.
ანალიზები
მკურნალობის პერიოდში ნებისმიერი სახის ანალიზის (სისხლის, შარდის ან დიაგნოსტიკური) საჭიროების შემთხვევაში ექიმმა უნდა იცოდეს, რომ იღებთ პანცეფს.
პანცეფის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
პანცეფი მიიღება კვებისგან დამოუკიდებლად.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
აცნობეთ ექიმს თუ ორსულად ხართ ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს. პრეპარატი არ გამოიყენება ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში თუ ექიმი არ ჩათვლის საჭიროდ.
ტრანსპორტის მართვა და მექანიზმების გამოყენება
პანცეფი არ ახდენს ზეგავლენას ტრანსპორტის მართვის და მექანიზმების გამოყენების უნარზე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია პანცეფის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
პანცეფის 5 მლ მომზადებული სუსპენზია პერორალური გამოყენებისათვის შეიცავს 2,517 გ საქაროზას, რაც გასათვალისწინებელია შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში.
თუ ექიმისაგან ინფორმირებული ხართ, რომ ვერ იტანთ ზოგიერთი ტიპის შაქარს, პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.
პანცეფის 5 მლ მომზადებული სუსპენზია პერორალური გამოყენებისათვის შეიცავს 2.5 მგ ნატრიუმის ბენზოატს (E211). ნატრიუმის ბენზოატმა (E211) ახალშობილებში (4 კვირამდე ასაკის) შესაძლოა გააძლიეროს სიყვითლე (კანის და თვალების გაყვითლება).
- პანცეფის მიღების წესი
პანცეფი ყოველთვის მიიღეთ ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ რაიმეში ეჭვი გეპარებათ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
პრეპარატი მიიღეთ პერორალურად.
მნიშვნელოვანია, რომ პრეპარატი მიიღოთ დღის ზუსტ მონაკვეთში.
პრეპარატის მიღება უნდა მოხდეს დანიშნული ხანგრძლივობით. მკურნალობის კურსი ჩვეულებრივ შეადგენს 7 დღეს, რაც ინფექციის სიმწვავიდან გამომდინარე შესაძლოა გაგრძელდეს 14 დღემდე.
სტანდარტული დოზა არის:
10 წლამდე ასაკის ან 50კგ-მდე წონის ბავშვები:
8 მგ/კგ დღეში ერთჯერადი პერორალური დოზის სახით, ან გაყოფილი ორ თანაბარ დოზად 4 მგ/კგ ყოველ 12 სთ-ში.
ჩვეულებრივ ბავშვებში პერორალური სუსპენზია მოცულობის თვალსაზრისით ინიშნება შემდეგი დღიური დოზებით:
6 თვე-1 წელი: 2.5 მლ - 5.0 მლ დღეში
1-4 წელი: 5 მლ დღეში
5-10 წელი: 10 მლ დღეში
პრეპარატის ეფექტი და უსაფრთხოება 6 თვემდე ჩვილებში არ არის დადგენილი.
50 კგ-ზე მეტი წონის ან 10 წელზე ზემოთ ასაკის ბავშვებში ინიშნება მოზრდილების დოზა. რეკომენდებული დოზა არის 400 მგ დღეში, ერთჯერადი პერორალური დოზის სახით ან გაყოფილი ორ თანაბარ დოზად 200 მგ ყოველ 12 სთ-ში.
შუა ყურის მწვავე ანთების მკურნალობა უნდა მოხდეს სუსპენზიით და მისი ჩანაცვლება ტაბლეტებით არ არის რეკომენდებული.
თირკმლის პრობლემების მქონე პაციენტები
ექიმმა შესალოა უფრო დაბალი დოზა დანიშნოს.
როგორ უნდა განსაზღვროთ დოზა
გახსოვდეთ, რომ თითოეული დოზის განსაზღვრამდე ყოველთვის შეარხიეთ ბოთლი.
სწორი დოზირებისათვის ბოთლს ახლავს გრადუირებული პლასტმასის პიპეტი.
პრეპარატის დოზის განსაზღვრასთან დაკავშირებით რჩევისათვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
პანცეფი 100 მგ/5 მლ პერორალური სუსპენზიის მომზადების წესი
სუსპენზიის მომზადება ხდება აფთიაქში გამოყენების წინ, შემდეგნაირად:
პანცეფი 60 მლ პერორალური სუსპენზია: გახსნამდე რამდენჯერმე დააკაკუნეთ ბოთლზე, დაამატეთ 40 მლ გასუფთავებული წყალი გაყოფილი ორ ნაწილად და კარგად გაარხიეთ.
პანცეფი 100 მლ პერორალური სუსპენზია: გახსნამდე რამდენჯერმე დააკაკუნეთ ბოთლზე, დაამატეთ 66 მლ გასუფთავებული წყალი გაყოფილი ორ ნაწილად და კარგად გაარხიეთ.
გახსნილი სუსპენზია არის თითქმის თეთრიდან ღია ყვითლამდე შეფერილობის ბლანტი სითხე.
გამოყენებამდე ბოთლი კარგად უნდა შეარხიოთ!
გახსნილი სუსპენზიის დოზირება უნდა მოხდეს გრადუირებული პლასტმასის პიპეტით.
როგორ გამოვიყენოთ დოზირების პიპეტი:
- გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ ბოთლი და მოხსენით თავსახური.
- მოხსენით თავსახური პიპეტს და მოათავსეთ პიპეტი ბოთლში. დგუში ცილინდრის რგოლი ცილინდრი
- ამოწიეთ დგუში ზემოთ ცილინდრისკენ, სანამ ცილინდრის რგოლი არ გაუსწორდება დგუშზე არსებულ ნიშნულს საჭირო დოზის შესაბამისად.
- ამოიღეთ პიპეტი ბოთლიდან.
- პაციენტი უნდა იჯდეს ვერტიკალურ მდგომარეობაში, მოათავსეთ პიპეტის წვერი პირდაპირ პაციენტის პირის ღრუში ისე, რომ მიმართული იყოს ლოყის შიდა მხარეს.
- ნელ-ნელა დააჭირეთ პიპეტის დგუშს, რათა გამოვიდეს პრეპარატი ისე, რომ არ გამოიწვიოს დახრჩობა. პრეპარატი არ უნდა გამოვიდეს ძლიერი ნაკადით.
- გაიმეორეთ მე-2-მე-6 ეტაპები იგივე მეთოდით, სანამ არ მიიღება მთლიანი დოზა.
- დოზის მიღების შემდეგ დაახურეთ ბოთლს დავსახური. დაშალეთ პიპეტი და კარგად გარეცხეთ სუფთა სასმელი წყლით. დგუში და ცილინდრი უნდა გაშრეს ბუნებრივად.
თუ მიიღეთ პანცეფის ჭარბი დოზა
თუ მიიღეთ პანცეფის პერორალური სუსპენზიის ჭარბი დოზა დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
პანცეფის რეკომენდებულზე მაღალი დოზის მიღებისას არსებობს ცნობიერების დაქვეითების, უჩვეულო მოძრაობებისა და კრუნჩხვების განვითარების რისკი.
ჭარბი დოზის მიღებისას შესაძლოა გაკეთდეს კუჭის ამორეცხვა.
თუ დაგავიწყდათ პანცეფის მიღება
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული ინდივიდუალური დოზის ანაზღაურების მიზნით.
თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება, მიიღეთ იგი გახსენებისთანავე თუ შემდეგი დოზის დრო მოახლოებული არ არის.
თუ შეწყვეტთ პანცეფის მიღებას
არ შეწყვიტოთ პრეპარატის მიღება ექიმის გარეშე. არ შეწყვიტოთ პანცეფის მიღება მხოლოდ იმიტომ, რომ თავს უკეთესად გრძნობთ, რადგან შესაძლოა ინფექცია კვლავ განმეორდეს ან გართულდეს.
პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებული დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
- შესაძლო გვერდითი ეფექტები
ყველა პრეპარატის მსგავსად პანცეფმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
რომელიმე მოცემული სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში მნიშვნელოვანია აცნობოთ ექიმს, რადგან თუ მათ უყურადღებოდ დატოვებთ შესაძლოა უფრო სერიოზული შედეგები მიიღოთ.
გვერდითი რეაქციები მოცემულია სიხშირის მიხედვით:
ნაკლებად ხშირი (<1/100, მაგრამ >1/1000):
განავლის ცვლილებები, დიარეა,
მუცლის ტკივილი, დისპეფსია ან მეტეორიზმი,
გულისრევა ან ღებინება,
თავის ტკივილი,
თავბრუსხვევა.
იშვიათი (<1/1000, მაგრამ >1/10.000):
გამონაყარი კანზე, ქავილი, სახსრების ტკივილი, მედიკამენტური ცხელება, ჭინჭრის ციება,
სახის, ენის და სასუნთქი მილის შეშუპება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს სუნთქვის ძლიერ გართულება,
ცვლილებები ღვიძლის ფუნქციურ ანალიზებში,
ქავილის შეგრძნება სასქესო ორგანოების ან საშოს არეებში.
ძალიან იშვიათი (<1/10.000, მაგრამ >1/100.000):
ინფექციის მიმართ მომატებული მგრძნობელობა,
სიხლჩაქცევები ან სისხლდენა, რომელიც ადვილად ვლინდება,
მწვავე, მასშტაბური, ბუშტუკოვანი გამონაყარი კანზე,
წყლიანი და მწვავე დიარეა, შესაძლოა სისხლიანიც,
ღვიძლის პრობლემები,
ცვლილებები თირკმლის ფუნქციურ ანალიზებში.
უცნობი (არსებული მონაცემებით სიხშირის დადგენა შეუძლებელია):
ცეფიქსიმით მკურნალობამ, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში ან პაციენტებში თირკმლის ან ნერვული სისტემის სერიოზული დაავადებებით, შესაძლოა გამოიწვიოს ცნობიერების დაქვეითება, მოძრაობის დარღვევები და კრუნჩხვები (ენცეფალოპათია).
თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი გაუარესდება ან შენიშნავთ ისეთ გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის მოცემული აღნიშნულ ფურცელ-ჩანართში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
- პანცეფის შენახვის პირობები
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
პანცეფი არ გამოიყენება კოლოფზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ (ვადის აღსანიშნავად გამოყენებულია აბრევიატურა). ვარგისიანობის ვადაში იგულისხმება მოცემული თვის ბოლო დღე.
ინახება არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე.
გახსნილი სუსპენზია ინახება 14 დღე გარემო პირობებში (არაუმტეს 250C ტემპერატურაზე) ან მაცივარში.
დაუშვებელია პრეპარატის გადაყრა ჩამდინარე წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციისათვის მიმართეთ ფარმაცევტს. აღნიშნული ზომები დაიცავს გარემოს.
- სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს პანცეფი
აქტიური ნივთიერება არის ცეფიქსიმი.
5 მლ მომზადებული სუსპენზია შეიცავს 100 მგ ცეფიქსიმს (ცეფიქსიმის ტრიჰიდრატის სახით).
დამხმარე ინგრედიენტები: საქაროზა; ქსანტანის გუმფისი; ნატრიუმის ბენზოატი; ფორთოხლის არომატიზატორი.
როგორია პანცეფი ვიზუალურად და რა შედის შეფუთვაში
პანცეფი, პერორალურად მისაღები სუსპენზიის მოსამზადებელი გრანულები არის თითქმის თეთრიდან ღია ყვითლამდე შეფერილობის გრანულები.
მუყაოს კოლოფში მოთავსებულია შუშის ბოთლი (ყავისფერი ნეიტრალური შუშა, ალუმინის თავსახური პოლიეთილენის ლუქით) - 53 გ გრანულები 100 მლ პერორალური სუსპენზიის მოსამზადებლად ან 32 გ გრანულები 60 მლ პერორალური სუსპენზიის მოსამზადებლად, გრადუირებული პლასტმასის პიპეტი და ფურცელი-ჩანართი.
გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი და მწარმოებელი
ალკალოიდ ად სკოპიე (ALKALOID AD Skopje)
ალექსანდრე მაკედონელის ბულვ.12,
1000 სკოპიე, ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა
ტელ: +389 2 31 04 000
ფაქსი: +389 2 31 04 021
www.alkaloid.com.mk
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


