პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის

პანცეფი

Pancef®

რეცეპტით400მგინსტრუქცია ქართულადმაკედონია
რისთვის გამოიყენება

პანცეფი შეიცავს ცეფიქსიმს, რომელიც მიეკუთვნება “ცეფალოსპორინების” ჯგუფის ანტიბიოტიკებს. გამოიყენება ბაქტერიებით გამოწვეული შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ: ზედა სასუნთქი გზების მწვავე ინფექციები (ფარინგო-ტონზილიტი, სინუსიტი); შუა ყურის მწვავე ანთება; …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ცეფიქსიმ (cefixime)
ფორმა და შეფუთვა
400მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №5 (1X5)
მწარმოებელი
ALKALOID AD Skopje, მაკედონია
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, მესამე თაობის ცეფალოსპორინები
ATC კოდი
J01DD08
რეგისტრაციის ნომერი
რ-039204
რეგისტრირებულია
28 სექტემბერი 2023, მოქმედებს 28 სექტემბერი 2028-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
ALKALOID AD Skopje (მაკედონია)
განმცხადებელი
ნინო იმნაძე
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაპანცეფი და სხვა წამალი ერთად

პანცეფი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

პანცეფი შეიცავს ცეფიქსიმს, რომელიც მიეკუთვნება “ცეფალოსპორინების” ჯგუფის ანტიბიოტიკებს.

გამოიყენება ბაქტერიებით გამოწვეული შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ:

ზედა სასუნთქი გზების მწვავე ინფექციები (ფარინგო-ტონზილიტი, სინუსიტი);

შუა ყურის მწვავე ანთება;

ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები (მწვავე ბრონქიტი, ქრონიკული ბრონქიტის მწვავე გართულება, ტრაქეობრონქიტი, პნევმონია);

საშარდე გზების გაურთულებელი და გართულებული ინფექციები, მწვავე პიელონეფრიტის ჩათვლით;

გაურთულებელი გონორეა (ცერვიკალური/ურეთრალური)

  • პანცეფის მიღებამდე

მიღების წესი და დოზირება

პანცეფი ყოველთვის მიიღეთ ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ რაიმეში ეჭვი გეპარებათ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

პრეპარატი მიიღეთ პერორალურად.

მნიშვნელოვანია, რომ პრეპარატი მიიღოთ დღის ზუსტ მონაკვეთში.

პრეპარატის მიღება უნდა მოხდეს დანიშნული ხანგრძლივობით. მკურნალობის კურსი ჩვეულებრივ შეადგენს 7 დღეს, რაც ინფექციის სიმწვავიდან გამომდინარე შესაძლოა გაგრძელდეს 14 დღემდე.

სტანდარტული დოზა არის:

მოზრდილები:

მოზრდილები, ხანდაზმულები და 10 წლიდან ან 50კგ-ზე მეტი წონის ბავშვები

400 მგ (1 ტაბლეტი) დღეში ერთჯერადი პერორალური დოზის სახით ან გაყოფილი ორ თანაბარ დოზად 200 მგ (1/2 ტაბლეტი) ყოველ 12 სთ-ში.

თირკმლის პრობლემების მქონე პაციენტები

ექიმმა შესალოა უფრო დაბალი დოზა დანიშნოს.

10 წლამდე ბავშვები

ტაბლეტების ნაცვლად გამოიყენება პანცეფის პერორალური სუსპენზიის მოსამზადებელი ფხვნილი.

თუ მიიღეთ პანცეფის ჭარბი დოზა

თუ მიიღეთ პანცეფის ბევრი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

პანცეფის რეკომენდებულზე მაღალი დოზის მიღებისას არსებობს ცნობიერების დაქვეითების, უჩვეულო მოძრაობებისა და კრუნჩხვების განვითარების რისკი.

უკუჩვენებები

თუ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) ცეფიქსიმის, ნებისმიერი სხვა ანტიბიოტიკის, მათ შორის პენიცილინის ან პრეპარატის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (იხ. ნაწილი 6: სხვა ინფორმაცია).

ალერგიული რეაქციის სიმპტომებია: გამონაყარი, ყლაპვის ან სუნთქვის პრობლემები, ტუჩების, სახის, ხორხის და ენის შეშუპება.

არ მიიღოთ პრეპარატი თუ გაწუხებთ რომელიმე ზემოთ მოცემული მოვლენა. თუ არ ხართ დარწმუნებული, პანცეფის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

განსაკუთრებული სიფრთხილით მიიღეთ პანცეფი თუ

ოდესმე გაწუხებდათ კოლიტი

გაქვთ თირკმლის პრობლემები ან ნერვული სისტემის პრობლემები (იხ. ნაწილი 4)

პაციენტი 10 წლამდე ასაკის ბავშვია

თუ არ ხართ დარწმუნებული გეხებათ თუ არა რომელიმე ზემოთ მოცემული მოვლენა, პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

სხვა პრეპარატების მიღება

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ ან ბოლო პერიოდში იღებდით სხვა, მათ შორის ურეცეპტოდ შეძენილ პრეპარატებს.

განსაკუთრებით საყურადღებოა თუ იღებთ სისხლის გამათხელებელ პრეპარატებს, როგორიც არის ვარფარინი.

ანალიზები

მკურნალობის პერიოდში ნებისმიერი სახის ანალიზის (სისხლის, შარდის ან დიაგნოსტიკური) საჭიროების შემთხვევაში ექიმმა უნდა იცოდეს, რომ იღებთ პანცეფს.

პანცეფის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

პანცეფი მიიღება კვებისგან დამოუკიდებლად.

სიფრთხილის ზომები

ცეფიქსიმი სიფრთხილით მიიღება პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნათ ჰიპერმგრძნობელობა სხვა პრეპარატების მიმართ, განსაკუთრებით პენიცილინის მიმართ მგრძნობიარე პაციენტებში (არსებობს პენიცილინებსა და ცეფალოსპორინებს შორის ჯვარედინი ალერგენურობის გარკვეული ფაქტები).

პაციენტებს ჰქონდათ მწვავე რეაქციები (მათ შორის ანაფილაქსია) ორივე კლასის პრეპარატებზე. თუ პრეპარატის მიღებისას აღინიშნა ალერგიული ეფექტი, პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს და საჭიროების შემთხვევაში პაციენტს უნდა ჩაუტარდეს მკურნალობა სათანადო საშუალებებით.

ცეფიქსიმი სიფრთხილით მიიღება პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ თირკმლის ფუნქციის გამოხატული დარღვევები, ცეფიქსიმის დოზა უნდა დაკორექტირდეს (იხ. ნაწილი „დოზირება თირკმლის ფუნქციის დარღვევის დროს“).

ფართო სპექტრის ანტიბიოტიკებით მკურნალობა ცვლის მსხვილი ნაწლავის ნორმალურ ფლორას და შესაძლოა ხელი შეუწყოს კლოსტრიდიის ზედმეტად ზრდას. კვლევების მიხედვით Clostridium difficile-ს მიერ წარმოებული ტოქსინი არის ანტიბიოტიკებთან დაკავშირებული დიარეის ძირითადი მიზეზი. ფსევდომემბრანული კოლიტი დაკავშირებულია ფართო სპექტრის ანტიბიოტიკების (მათ შორის მაკროლიდების, ნახევრად სინთეზური პენიცილინების, ლინკოზამიდების და ცეფალოსპორინების) მიღებასთან; შესაბამისად მნიშვნელოვანია დიაგნოზის გათვალისწინება პაციენტებში, რომლებსაც უვითარდებათ დიარეა ანტიბიოტიკების მიღებისას. ფსევდომემბრანული კოლიტის სიმპტომები შეიძლება აღინიშნოს ანტიბიოტიკით მკურნალობის პერიოდში ან შემდეგ.

ფსევდომემბრანული კოლიტის მართვა უნდა მოიცავდეს სიგმოიდოსკოპიას, სათანადო ბაქტერიოლოგიურ კვლევებს, სითხეების, ელექტროლიტების და პროტეინის დამატებას. თუ კოლიტის გაუმჯობესება არ აღინიშნება პრეპარატის შეწყვეტის შემდეგ ან თუ სიმპტომები მწვავეა, შესაძლებელია პერორალური ვანკომიცინის გამოყენება C.difficile-ით გამოწვეული ანტიბიოტიკთან დაკავშირებული ფსევდომემბრანული კოლიტის სამკურნალოდ. უნდა გამოირიცხოს კოლიტის გამომწვევი სხვა მიზეზები.

ენცეფალოპათია

ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკების, მათ შორის ცეფიქსიმის გამოყენებისას დაფიქსირდა ენცეფალოპათია (იხ. ნაწილი 4.8 და 4.9), განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში და თირკმლის ფუნქციის მძიმე ხარისხის დარღვევების ან ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევების მქონე პირებში. თუ არსებობს ეჭვი ცეფიქსიმით გამოწვეულ ენცეფალოპათიაზე, უნდა განიხილოს პრეპარატის შეწყვეტის საკითხი.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ცრუ დადებითი რეაქცია შეიძლება აღინიშნოს შარდში გლუკოზის შემცველობაზე ბენედიქტის ან ფელინგის რეაქტივების ან სპილენძის სულფატის ტესტ ტაბლეტების გამოყენებისას, მაგრამ არა ფერმენტულ გლუკოოქსიდაზურ რეაქციებზე დაფუძნებული ტესტების შემთხვევაში.

ცეფალოსპრონული ანტიბიოტიკებით მკურნალობისას აღინიშნა ცრუ დადებითი კუმბსის პირდაპირი რეაქცია, შესაბამისად გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ კუმბსის დადებითი რეაქცია შეიძლება გამოწვეული იყოს პრეპარატით.

სხვა ცეფალოსპორინების მსგავსად რამდენიმე პაციენტს აღენიშნა პროთრომბინის დროის ზრდა. ამგვარად, სიფრთხილეა საჭირო პაციენტებში, რომლებიც გადიან ანტიკოაგულაციურ მკურნალობას.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

აცნობეთ ექიმს თუ ორსულად ხართ ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს. პრეპარატი არ გამოიყენება ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში თუ ექიმი არ ჩათვლის საჭიროდ.

ტრანსპორტის მართვა და მექანიზმების გამოყენება

პანცეფი არ ახდენს ზეგავლენას ტრანსპორტის მართვის და მექანიზმების გამოყენების უნარზე.

გვერდითი მოვლენები

ყველა პრეპარატის მსგავსად პანცეფმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში.

რომელიმე მოცემული სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში მნიშვნელოვანია აცნობოთ ექიმს, რადგან თუ მათ უყურადღებოდ დატოვებთ შესაძლოა უფრო სერიოზული შედეგები მიიღოთ.

გვერდითი რეაქციები მოცემულია სიხშირის მიხედვით:

ნაკლებად ხშირი (<1/100, მაგრამ >1/1000):

განავლის ცვლილებები, დიარეა,

მუცლის ტკივილი, დისპეფსია ან მეტეორიზმი,

გულისრევა ან ღებინება,

თავის ტკივილი,

თავბრუსხვევა.

იშვიათი (<1/1000, მაგრამ >1/10.000):

გამონაყარი კანზე, ქავილი, სახსრების ტკივილი, მედიკამენტური ცხელება, ჭინჭრის ციება,

სახის, ენის და სასუნთქი მილის შეშუპება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს სუნთქვის ძლიერ გართულება,

ცვლილებები ღვიძლის ფუნქციურ ანალიზებში,

ქავილის შეგრძნება სასქესო ორგანოების ან საშოს არეებში.

ძალიან იშვიათი (<1/10.000, მაგრამ >1/100.000):

ინფექციის მიმართ მომატებული მგრძნობელობა,

სიხლჩაქცევები ან სისხლდენა, რომელიც ადვილად ვლინდება,

მწვავე, მასშტაბური, ბუშტუკოვანი გამონაყარი კანზე,

წყლიანი და მწვავე დიარეა, შესაძლოა სისხლიანიც,

ღვიძლის პრობლემები,

ცვლილებები თირკმლის ფუნქციურ ანალიზებში.

უცნობი (არსებული მონაცემებით სიხშირის დადგენა შეუძლებელია):

ცეფიქსიმით მკურნალობამ, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში ან პაციენტებში თირკმლის ან ნერვული სისტემის სერიოზული დაავადებებით, შესაძლოა გამოიწვიოს ცნობიერების დაქვეითება, მოძრაობის დარღვევები და კრუნჩხვები (ენცეფალოპათია).

თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი გაუარესდება ან შენიშნავთ ისეთ გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის მოცემული აღნიშნულ ფურცელ-ჩანართში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ჭარბი დოზა

თუ დაგავიწყდათ პანცეფის მიღება:

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული ინდივიდუალური დოზის ანაზღაურების მიზნით.

თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება, მიიღეთ იგი გახსენებისთანავე თუ შემდეგი დოზის დრო მოახლოებული არ არის.

თუ შეწყვეტთ პანცეფის მიღებას

არ შეწყვიტოთ პრეპარატის მიღება ექიმის გარეშე. არ შეწყვიტოთ პანცეფის მიღება მხოლოდ იმიტომ, რომ თავს უკეთესად გრძნობთ, რადგან შესაძლოა ინფექცია კვლავ განმეორდეს ან გართულდეს.

პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებული დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება არის ცეფიქსიმი.

თითო აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 400 მგ ცეფიქსიმს (ცეფიქსიმის ტრიჰიდრატის სახით).

სხვა ინგრედიენტები: მიკროკრისტალური ცელულოზა; პრეჟელატინიზირებული სახამებელი; კალციუმის ჰიდროგენ ფოსფატის დიჰიდრატი; მაგნიუმის სტეარატი; ჰიპრომელოზა; მაკროგოლი 400; ტიტანის დიოქსიდი.

როგორია პანცეფი ვიზუალურად და რა შედის შეფუთვაში

პანცეფი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები არის თეთრიდან ოდნავ კრემისფერამდე შეფერილობის, მოგრძო ფორმის, ორმხრივ ამობურცული, აპკიანი გარსით დაფარული, გამყოფი ხაზით ტაბლეტის ერთ მხარეზე.

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები მოთავსებულია ბლისტერში. თითო ბლისტერში 5 ტაბლეტია. მუყაოს კოლოფში მოთავსებულია 5 ტაბლეტი (1-ერთი ბლისტერი) და ფურცელი-ჩანართი ან 10 ტაბლეტი (2-ორი ბლისტერი) და ფურცელი-ჩანართი.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

შენახვის პირობები

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

პანცეფი არ გამოიყენება კოლოფზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ (ვადის აღსანიშნავად გამოყენებულია აბრევიატურა). ვარგისიანობის ვადაში იგულისხმება მოცემული თვის ბოლო დღე.

ინახება არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე.

დაუშვებელია პრეპარატების გადაყრა ჩამდინარე წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციისთვის მიმართეთ ფარმაცევტს. აღნიშნული ზომები დაიცავს გარემოს.

  • სხვა ინფორმაცია

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკო-თერაპიული ჯგუფი: მესამე თაობის ცეფალოსპორინები.

ათქ კოდი: J01DD08

ცეფიქსიმი არის პერორალურად მისაღები მესამე თაობის ცეფალოსპორინი, რომელსაც აქვს გამოხატული ანტიბაქტერიული მოქმედება გრამ-დადებითი და გრამ-უარყოფითი ორგანიზმების ფართო სპექტრის მიმართ.

მოქმედების მექანიზმი

მოქმედების მექანიზმი ეფუძნება ბაქტერიული კედლის სინთეზის დათრგუნვას. პრეპარატი მდგრადია დიდი რაოდენობით ბეტა-ლაქტამაზების ჰიდროლიზური მოქმედების მიმართ. შედეგად პენიცილინების და ზოგიერთი ცეფალოსპორინების (ბეტა-ლაქტამაზების არსებობის გამო) მიმართ რეზისტენტული მრავალი ორგანიზმი შეიძლება მგრძნობიარე იყოს ცეფიქსიმის მიმართ.

კლინიკური ეფექტურობა გამოვლინდა ინფექციების დროს, რომლებიც გამოწვეულია გავრცელებული პათოგენებით, მათ შორის Streptococcus pneumoniae, Streptococcus pyogenes, Escherichia coli, Proteus mirabilis, Klebsiella-ს სახეობები, Haemophilus influenzae (ბეტა-ლაქტამაზა დადებითი და უარყოფითი), Branhamella catarrhalis (ბეტა-ლაქტამაზა დადებითი და უარყოფითი) და Enterobacter-ის სახეობები. იგი ძლიერ მდგრადია ბეტა-ლაქტამაზას ფერმენტების არსებობისას.

ენტეროკოკების უმეტესი შტამები (Streptococcus faecalis, D ჯგუფის სტრეპტოკოკები) და სტაფილოკოების უმეტესი შტამები (მათ შორის კოაგულაზა დადებითი და უარყოფითი შტამები და მეთიცილინ-რეზისტენტული შტამები) რეზისტენტულნი არიან ცეფიქსიმის მიმართ. გარდა ამისა Pseudomonas, Bacteroides fragilis, Listeria monocytogenes და Clostridia-ს უმეტესი შტამები რეზისტენტულნი არიან ცეფიქსიმის მიმართ.

  • 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები

შეწოვა

ცეფიქსიმის აბსოლუტური პერორალური ბიოშეღწევადობა 22-54%-ის დიაპაზონშია. შეწოვას მნიშვნელოვნად არ ცვლის საკვები. შესაბამისად ცეფიქსიმის მიღება შესაძლებელია კვებისგან დამოუკიდებლად.

in vitro კვლევების მიხედვით შრატში ან შარდში ≥1 მკგ/მლ კონცენტრაციები მისაღები იყო უმეტესი გავრცელებული პათოგენებისთვის, რომელთა მიმართაც აქტიურია ცეფიქსიმი. ჩვეულებრივ მოზრდილებისთვის ან ბავშვებისთვის რეკომენდებული დოზების მიღების შემდეგ შრატში მაქსიმალური დონე მერყეობს 1.5 და 3 მკგ/მლ-ს შორის. მრავალჯერადი დოზების მიღების შემდეგ ცეფიქსიმი მცირე რაოდენობით ან საერთოდ არ აკუმილირდება.

ერთჯერადი 400 მგ ტაბლეტის მიღებისას საშუალო მაქსიმალური კონცეტრაცია არის 3.7 მკგ/მლ (დიაპაზონი 1.3-7.7 მკგ/მლ). შრატში მაქსიმალური კონცენტრაციები მიიღწევა 2-6 საათში.

განაწილება

შრატის ცილასთან შეკავშირება დამახასიათებელია ადამიანის და ცხოველის შრატისთვის; ცეფიქსიმი თითქმის პირდაპირ უკავშირდება ალბუმინის ფრაქციას, საშუალო თავისუფალი ფრაქცია არის დაახლოებით 30%. ცეფიქსიმის ცილასთან შეკავშირება მხოლოდ კონცენტრაციაზე დამოკიდებულია ადამიანის შრატში ძალიან მაღალი კონცენტრაციების შემთხვევაში, რაც არ აღინიშნება კლინიკური დოზების მიღებისას.

14C-მონიშნული ცეფიქსიმის გადატანა მეძუძური ვირთაგვებიდან ნაშიერებზე რძის საშუალებით რაოდენობრივად მცირე იყო (დაახლოებით დედის ორგანიზმში არსებული ცეფიქსიმის 1.5% ნაშიერში). ადამიანის რძეში ცეფიქსიმის გამოყოფის შესახებ მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი.

პლაცენტის საშუალებით ცეფიქსიმის გადატანა მცირე იყო მაკე ვირთაგვებში, რომლებსაც აძლევდნენ მონიშნულ ცეფიქსიმს.

მეტაბოლიზმი

ადამიანებში არ დაფიქსირებულა ცეფიქსიმის მეტაბოლიტების იზოლირება შრატიდან ან შარდიდან.

გამოყოფა

ცეფიქსიმი უპირატესად გამოიყოფა შარდში უცვლელი ფორმით. მთავარ მექანიზმად მიჩნეულია გორგლოვანი ფილტრაცია.

ჯანმრთელ სუბიექტებში შრატიდან ცეფიქსიმის ნახევარ-გამოყოფის პერიოდი 3-4 საათია, მაგრამ შეიძლება მერყეობდეს 9 საათამდე ზოგიერთ ჯანმრთელ მოხალისეში. ხანგრძლივი ნახევარ-გამოყოფის წყალობით შესაძლებელია დღეში ერთჯერ მიღება.

ხანდაზმული პაციენტები

ცეფიქსიმის ფარმაკოინეტიკური მაჩვენებლების მხრივ ჯანმრთელ ხანდაზმულ (>64 წლის) და ახალგაზრდა მოხალისეებში (11-35) მოხდა შედარება 400 მგ დოზების დღეში ერთჯერ 5 დღე მიღებისას. საშუალო Cmax და AUG მაჩვენებლები ოდნავ მაღალი იყო ხანდაზმულებში. ხანდაზმულ პაციენტებში შესაძლებელია იგივე დოზის გამოყენება, რაც მიიღება ზოგად პოპულციაში.

თირკმლის ფუნქციის დარღვევა

თირკმლის ფუნქციის ზომიერი დარღვევების (კრეატინინის კლირენსი 20-40 მლ/წთ) მქონე სუბიექტებში შრატიდან ცეფიქსიმის საშუალო ნახევარ-გამოყოფის პერიოდი ხანგრძლივდება 6.4 საათამდე. თირკმლის ფუნქციის მწვავე დარღვევების (კრეატინინის კლირენსი 5-20 მლ/წთ) დროს ნახევარ-გამოყოფის პერიოდი იზრდება 11.5 საათამდე.

  • 3 კლინიკამდელი უსაფრთხოების მონაცემები

კლინიკამდელი კვლევების მონაცემებით არ ვლინდება განსაკუთრებული საფრთხე ადამიანებისთვის ფარმაკოლოგიური უსაფრთხოების, განმეორებითი დოზების ტოქსიკურობის, გენოტოქსიკურობის, კარცეროგენურობის, რეპროდუქციული ტოქსიკურობის და განვითარების სტანდარტულ კვლევებზე დაყრდნობით.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

28575247650560070019050პანცეფი® 400 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

ფურცელი-ჩანართი: ინფორმაცია მომხმარებლისთვის

ფურცელი-ჩანართი: ინფორმაცია მომხმარებლისთვის

პანცეფი® 400 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

(ცეფიქსიმი)

პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით გაეცანით ფურცელ-ჩანართს.

შეინახეთ ფურცელი-ჩანართი, შესაძლოა კვლავ დაგჭირდეთ.

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

აღნიშნული პრეპარატი დაგენიშნათ თქვენ. არ გადასცეთ სხვებს, რადგან მიუხედავად მსგავსი სიმპტომებისა შესაძლოა ავნოს მათ.

თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი გამწვავდება ან შენიშნავთ ისეთ გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის მოცემული აღნიშნულ ფურცელ-ჩანართში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ფურცელ-ჩანართში შედის:

  • რა არის პანცეფი და რისთვის გამოიყენება
  • პანცეფის მიღებამდე
  • პანცეფის მიღების წესი
  • შესაძლო გვერდითი ეფექტები
  • პანცეფის შენახვის პირობები
  • სხვა ინფორმაცია
  • რა არის პანცეფი და რისთვის გამოიყენება

პანცეფი შეიცავს ცეფიქსიმს, რომელიც მიეკუთვნება “ცეფალოსპორინების” ჯგუფის ანტიბიოტიკებს.

გამოიყენება ბაქტერიებით გამოწვეული შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ:

ზედა სასუნთქი გზების მწვავე ინფექციები (ფარინგო-ტონზილიტი, სინუსიტი);

შუა ყურის მწვავე ანთება;

ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები (მწვავე ბრონქიტი, ქრონიკული ბრონქიტის მწვავე გართულება, ტრაქეობრონქიტი, პნევმონია);

საშარდე გზების გაურთულებელი და გართულებული ინფექციები, მწვავე პიელონეფრიტის ჩათვლით;

გაურთულებელი გონორეა (ცერვიკალური/ურეთრალური)

  • პანცეფის მიღებამდე

არ მიიღოთ პანცეფი

თუ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) ცეფიქსიმის, ნებისმიერი სხვა ანტიბიოტიკის, მათ შორის პენიცილინის ან პრეპარატის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (იხ. ნაწილი 6: სხვა ინფორმაცია).

ალერგიული რეაქციის სიმპტომებია: გამონაყარი, ყლაპვის ან სუნთქვის პრობლემები, ტუჩების, სახის, ხორხის და ენის შეშუპება.

არ მიიღოთ პრეპარატი თუ გაწუხებთ რომელიმე ზემოთ მოცემული მოვლენა. თუ არ ხართ დარწმუნებული, პანცეფის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

განსაკუთრებული სიფრთხილით მიიღეთ პანცეფი თუ

ოდესმე გაწუხებდათ კოლიტი

გაქვთ თირკმლის პრობლემები ან ნერვული სისტემის პრობლემები (იხ. ნაწილი 4)

პაციენტი 10 წლამდე ასაკის ბავშვია

თუ არ ხართ დარწმუნებული გეხებათ თუ არა რომელიმე ზემოთ მოცემული მოვლენა, პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

სხვა პრეპარატების მიღება

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ ან ბოლო პერიოდში იღებდით სხვა, მათ შორის ურეცეპტოდ შეძენილ პრეპარატებს.

განსაკუთრებით საყურადღებოა თუ იღებთ სისხლის გამათხელებელ პრეპარატებს, როგორიც არის ვარფარინი.

ანალიზები

მკურნალობის პერიოდში ნებისმიერი სახის ანალიზის (სისხლის, შარდის ან დიაგნოსტიკური) საჭიროების შემთხვევაში ექიმმა უნდა იცოდეს, რომ იღებთ პანცეფს.

პანცეფის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

პანცეფი მიიღება კვებისგან დამოუკიდებლად.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

აცნობეთ ექიმს თუ ორსულად ხართ ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს. პრეპარატი არ გამოიყენება ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში თუ ექიმი არ ჩათვლის საჭიროდ.

ტრანსპორტის მართვა და მექანიზმების გამოყენება

პანცეფი არ ახდენს ზეგავლენას ტრანსპორტის მართვის და მექანიზმების გამოყენების უნარზე.

  • პანცეფის მიღების წესი

პანცეფი ყოველთვის მიიღეთ ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ რაიმეში ეჭვი გეპარებათ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

პრეპარატი მიიღეთ პერორალურად.

მნიშვნელოვანია, რომ პრეპარატი მიიღოთ დღის ზუსტ მონაკვეთში.

პრეპარატის მიღება უნდა მოხდეს დანიშნული ხანგრძლივობით. მკურნალობის კურსი ჩვეულებრივ შეადგენს 7 დღეს, რაც ინფექციის სიმწვავიდან გამომდინარე შესაძლოა გაგრძელდეს 14 დღემდე.

სტანდარტული დოზა არის:

მოზრდილები:

მოზრდილები, ხანდაზმულები და 10 წლიდან ან 50კგ-ზე მეტი წონის ბავშვები

400 მგ (1 ტაბლეტი) დღეში ერთჯერადი პერორალური დოზის სახით ან გაყოფილი ორ თანაბარ დოზად 200 მგ (1/2 ტაბლეტი) ყოველ 12 სთ-ში.

თირკმლის პრობლემების მქონე პაციენტები

ექიმმა შესალოა უფრო დაბალი დოზა დანიშნოს.

10 წლამდე ბავშვები

ტაბლეტების ნაცვლად გამოიყენება პანცეფის პერორალური სუსპენზიის მოსამზადებელი ფხვნილი.

თუ მიიღეთ პანცეფის ჭარბი დოზა

თუ მიიღეთ პანცეფის ბევრი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

პანცეფის რეკომენდებულზე მაღალი დოზის მიღებისას არსებობს ცნობიერების დაქვეითების, უჩვეულო მოძრაობებისა და კრუნჩხვების განვითარების რისკი.

ჭარბი დოზის მიღებისას შესაძლოა გაკეთდეს კუჭის ამორეცხვა.

თუ დაგავიწყდათ პანცეფის მიღება:

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული ინდივიდუალური დოზის ანაზღაურების მიზნით.

თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება, მიიღეთ იგი გახსენებისთანავე თუ შემდეგი დოზის დრო მოახლოებული არ არის.

თუ შეწყვეტთ პანცეფის მიღებას

არ შეწყვიტოთ პრეპარატის მიღება ექიმის გარეშე. არ შეწყვიტოთ პანცეფის მიღება მხოლოდ იმიტომ, რომ თავს უკეთესად გრძნობთ, რადგან შესაძლოა ინფექცია კვლავ განმეორდეს ან გართულდეს.

პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებული დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

  • შესაძლო გვერდითი ეფექტები

ყველა პრეპარატის მსგავსად პანცეფმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში.

რომელიმე მოცემული სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში მნიშვნელოვანია აცნობოთ ექიმს, რადგან თუ მათ უყურადღებოდ დატოვებთ შესაძლოა უფრო სერიოზული შედეგები მიიღოთ.

გვერდითი რეაქციები მოცემულია სიხშირის მიხედვით:

ნაკლებად ხშირი (<1/100, მაგრამ >1/1000):

განავლის ცვლილებები, დიარეა,

მუცლის ტკივილი, დისპეფსია ან მეტეორიზმი,

გულისრევა ან ღებინება,

თავის ტკივილი,

თავბრუსხვევა.

იშვიათი (<1/1000, მაგრამ >1/10.000):

გამონაყარი კანზე, ქავილი, სახსრების ტკივილი, მედიკამენტური ცხელება, ჭინჭრის ციება,

სახის, ენის და სასუნთქი მილის შეშუპება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს სუნთქვის ძლიერ გართულება,

ცვლილებები ღვიძლის ფუნქციურ ანალიზებში,

ქავილის შეგრძნება სასქესო ორგანოების ან საშოს არეებში.

ძალიან იშვიათი (<1/10.000, მაგრამ >1/100.000):

ინფექციის მიმართ მომატებული მგრძნობელობა,

სიხლჩაქცევები ან სისხლდენა, რომელიც ადვილად ვლინდება,

მწვავე, მასშტაბური, ბუშტუკოვანი გამონაყარი კანზე,

წყლიანი და მწვავე დიარეა, შესაძლოა სისხლიანიც,

ღვიძლის პრობლემები,

ცვლილებები თირკმლის ფუნქციურ ანალიზებში.

უცნობი (არსებული მონაცემებით სიხშირის დადგენა შეუძლებელია):

ცეფიქსიმით მკურნალობამ, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში ან პაციენტებში თირკმლის ან ნერვული სისტემის სერიოზული დაავადებებით, შესაძლოა გამოიწვიოს ცნობიერების დაქვეითება, მოძრაობის დარღვევები და კრუნჩხვები (ენცეფალოპათია).

თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი გაუარესდება ან შენიშნავთ ისეთ გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის მოცემული აღნიშნულ ფურცელ-ჩანართში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

  • პანცეფის შენახვის პირობები

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

პანცეფი არ გამოიყენება კოლოფზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ (ვადის აღსანიშნავად გამოყენებულია აბრევიატურა). ვარგისიანობის ვადაში იგულისხმება მოცემული თვის ბოლო დღე.

ინახება არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე.

დაუშვებელია პრეპარატების გადაყრა ჩამდინარე წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციისთვის მიმართეთ ფარმაცევტს. აღნიშნული ზომები დაიცავს გარემოს.

  • სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს პანცეფი

აქტიური ნივთიერება არის ცეფიქსიმი.

თითო აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 400 მგ ცეფიქსიმს (ცეფიქსიმის ტრიჰიდრატის სახით).

სხვა ინგრედიენტები: მიკროკრისტალური ცელულოზა; პრეჟელატინიზირებული სახამებელი; კალციუმის ჰიდროგენ ფოსფატის დიჰიდრატი; მაგნიუმის სტეარატი; ჰიპრომელოზა; მაკროგოლი 400; ტიტანის დიოქსიდი.

როგორია პანცეფი ვიზუალურად და რა შედის შეფუთვაში

პანცეფი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები არის თეთრიდან ოდნავ კრემისფერამდე შეფერილობის, მოგრძო ფორმის, ორმხრივ ამობურცული, აპკიანი გარსით დაფარული, გამყოფი ხაზით ტაბლეტის ერთ მხარეზე.

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები მოთავსებულია ბლისტერში. თითო ბლისტერში 5 ტაბლეტია. მუყაოს კოლოფში მოთავსებულია 5 ტაბლეტი (1-ერთი ბლისტერი) და ფურცელი-ჩანართი ან 10 ტაბლეტი (2-ორი ბლისტერი) და ფურცელი-ჩანართი.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი და მწარმოებელი

ალკალოიდ ად სკოპიე (ALKALOID AD Skopje)

ალექსანდრე მაკედონელის ბულვ.12,

1000 სკოპიე, ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა

ტელ: +389 2 31 04 000

ფაქსი: +389 2 31 04 021

www.alkaloid.com.mk

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა