პრეპარატი გამოიყენება სეზონური ალერგიული რინიტის სიმპტომების შესამსუბუქებლად მოზრდილებში, ბავშვებში 6 წლიდან და უფროსებში.
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ოლოპატადინი (olopatadine)
- ფორმა და შეფუთვა
- 665მკგ/დოზა 240დოზა 30მლ ნაზალური სპრეი, ხსნარი მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის ფლაკონი №1 მადოზირებელი მოწყობილობით
- მწარმოებელი
- „WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S.“, თურქეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ნაზალური პრეპარატები, ანტიალერგიული საშუალებები, გარდა კორტიკოსტროიდებისა
- ATC კოდი
- R01AC08
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-035024
- რეგისტრირებულია
- 20 აპრილი 2022, მოქმედებს 20 აპრილი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- „WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S.“ (თურქეთი)
- განმცხადებელი
- შპს „გლობალფარმი“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
პალადა-NS — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
პრეპარატი გამოიყენება სეზონური ალერგიული რინიტის სიმპტომების შესამსუბუქებლად მოზრდილებში, ბავშვებში 6 წლიდან და უფროსებში.
მიღების წესი და დოზირება
პრეპარატი პალადა-NS გამოიყენება მხოლოდ ინტრანაზალურად.
პრეპარატის პალადა-NS პირველ გამოყენებამდე ტარდება მომზადება 5 გამოფრქვევის გზით ან წვრილდისპერსიული ნისლის გაჩენამდე. თუ პრეპარატი არ იქნა გამოყენებული 7 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში, მაშინ ტარდება განმეორებითი მომზადება 2 გამოფრქვევით. მოერიდეთ პალადა-NS თვალებში შესხურებას.
6 წლამდე ასაკის ბავშვები
პალადა-NS-ის ეფექტურობა და უსაფრთხოება 6 წლამდე ასაკის ბავშვებში დადგენილი არ არის.
6-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვები
რეკომენდებული დოზა შეადგენს ერთ შესხურებას თითოეულ ნესტოში დღე-ღამეშ ორჯერ.
მოზრდილები, 12 წლის მოზარდები და უფროსები
რეკომენდებული დოზაა 2 შესხურება თითოეულ ნესტოში დღე-ღამეში ორჯერ.
ხანდაზმული პაციენტები
სიფრთხილეა საჭირო ხანდაზმული პაციენტებისთვის დოზის არჩევისას, ღვიძლის, თირკმელების ან გულის ფუნქციის დაქვეითების მაღალი სიხშირის და თანმხლები დაავადებების გაჩენის ან სხვა მედიკამენტებით მკურნალობის გათვალისწინებით.
უკუჩვენებები
მონაცემები უკუჩვენებების შესახებ არ არსებობს.
სიფრთხილის ზომები
პრეპარატის გამოყენებისას შეიძლება აღინიშნებოდეს ცხვირიდან სისხლდენა და პირის ღრუს დაწყლულება, ცხვირის ძგიდის პერფორაცია.
პრეპარატ პალადა-NS-ით მკურნალობის დაწყების წინ აუცლებელია ცხვირის ღრუს გამოკვლევა, ალერგიული რინიტის გარდა, ცხვირის ღრუს სხვა დაავადებების არსებობის გამორიცხვის მიზნით. აუცილებელია ცხვირის ღრუს რეგულარული შემოწმება ლორწოვან გარსზე არასასურველი ზემოქმედების ნიშნების გამოსავლენად და მიზანშეწონილია პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტა, თუ პაციენტებს განუვითარდებათ ცხვირის წყლულები.
უნდა მოერიდოთ პრეპარატ პალადა-NS-ის გამოყენება ალკოჰოლთან ან სხვა საშუალებებთან, რომლებიც თრგუნავენ ცენტრალურ ნერვულ სისტემას, ყურადღების დაქვეითებისა და ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციონირების შესაძლო დარღვევის გამო.
ბენზალკონიუმის ქლორიდმა შეიძლება გამოიწვიოს ცხვირის ღრუს გაღიზიანება ან შეშუპება, განსაკუთრებით ხანგრძლივი გამოყენებისას.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
პრეპარატ პალადა-NS-ისთვის სამკურნალო პრეპარატებს შორის ურთიერთქმედების შემსწავლელი ოფიციალური კვლევები არ ჩატარებულა. ღვიძლის ფერმენტების ინჰიბიტორებთან ურთიერთქმედების განვითარება მოსალოდნელი არ არის, ვინაიდან ოლოპატადინი ძირითადად თირკმლების საშუალებით გამოიყენება. ასევე, არ არის მოსალოდნელი წამლის ურთიერთქმედება, რომელიც მოიცავს ციტოქრომ P450 ინჰიბირებას და პლაზმის ცილებთან შეკავშირებას.
ორსულობა და ძუძუთი კვება
რისკების მიმოხილვა
ანალოგიური მოქმედების მექანიზმის მქონე ანტიჰისტამინური პრეპარატების რეგისტრაციის შემდგომი გამოყენების შესახებ გამოქვეყნებულმა მონაცემებმა არ გამოავლინა მძიმე თანდაყოლილი მანკების, სპონტანური აბორტის ან დედისა თუ ნაყოფისათვის უარყოფითი ზეგავლენის განვითრების რისკები. მიუხედავად ამისა, ადამიანებში ოლოპატადინის ნაზალური სპრეის სახით გამოყენების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს. ცხოველებზე ჩატარებულ რეპროდუქციულ კვლევებში, ოლოპატადინის პერორალური გამოყენება ორსულ ვირთაგვებსა და კურდღლებში იწვევს ცოცხალი ნაყოფის რაოდენობის შემცირება დედის დოზებზე, რომლებიც 110 და 1460-ჯერ აღემატებოდა მაქსიმალურ რეკომენდებულ დღიურ დოზას ინტრანაზალური გამოყენებისათვის ადამიანში (MRHDID), დაანგარიშებული მგ/მ2-ზე, შესაბამისად.
ძირითადი თანდაყოლილი დეფექტების და სპონტანური აბორტის სავარაუდო რისკი სამიზნე პოპულაციაში უცნობია. ყველა ორსულობას აქვს თანდაყოლილი დეფექტების, სპონტანური აბორტის ან სხვა არასასურველი შედეგების განვითარების რისკი. ამერიკის შეერთებული შტატების ზოგად პოპულაციაში, კლინიკურად დიაგნოსტირებული ორსულობის დროს მძიმე თანდაყოლილი მანკების და სპონტანური აბორტის ფონური რისკი არის 2-4% და 15-20%, შესაბამისად.
მონაცემები
მონაცემები ცხოველებისათვის
ემბრიო-ფეტალური განვითარების კვლევაში პერორალური მკურნალობისას, ორსული კურდღლები ორგანოგენეზის პერიოდში ღებულობდნენ დოზებს 400 მგ/კგ-მდე დღეში. ცოცხალი ნაყოფების რაოდენობის შემცირება აღინიშნებოდა 400 მგ/კგ/დდღეში დოზებზე (რაც 1460-ჯერ აღემატებოდა MRHDID-ს, დაანგარიშებული მგ/მ2-ზე).
ემბრიო-ფეტალური განვითარების კვლევაში პერორალური მკურნალობისას, ორსული ვირთაგვები ორგანოგენეზის პერიოდში ღებულობდნენ დოზებს 600 მგ/კგ-მდე დღეში. ტოქსიურობა დედის ორგანიზმისათვის, რომელიც იწვევდა სიკვდილს ან დედაში სხეულის მასის შემცირებას აღინიშნებოდა 600 მგ/კგ/დდღეში დოზებზე (რაც დაახლოებით 1100-ჯერ აღემატებოდა MRHDID-ს, დაანგარიშებული მგ/მ2-ზე). ოლოპატადინი იწვევს სასის გახლეჩვას 60 მგ/კგ/დრეში დოზაზე 400 მგ/კგ/დდღეში დოზებზე (რაც დაახლოებით 110-ჯერ აღემატებოდა MRHDID-ს, დაანგარიშებული მგ/მ2-ზე), და ამცირებდა ემბრიოფეტალურ სიცოცხლისუნარიანობას და ვირთაგვების ნაყოფის წონას 600 მგ/კგ/დდღეში დოზებზე (რაც 1100-ჯერ აღემატებოდა MRHDID-ს, დაანგარიშებული მგ/მ2-ზე).
პერი-და პოსტნატალური ტოქსიურობის კვლევებში ორსული ვირთაგვები ღებულობდნენ ოლოპატადინის პერორალურ დოზებს 600 მგ/კგ-მდე დღეში ორსულობის გვიან ვადებზე და ლაქტაციის მთელი პერიოდის განმავლობაში. ოლოპატადინი იწვევდა ახალშობილების სიცოცხლის ხანგრძლივობის შემცირებას დოზით 60 მგ/კგ დღეში (რაც დაახლოებით 110-ჯერ აღემატებოდა MRHDID-ს, დაანგარიშებული მგ/მ2-ზე) და ამცირებდა მასის მატებას ნაშიერებში დოზაზე 4 მგ/კგ/დღეში (რაც დაახლოებით 7-ჯერ აღემატებოდა MRHDID-ს, დაანგარიშებული მგ/მ2-ზე). ეს ეფექტები, სავარაუდოდ, დაკავშირებული იყო პრეპარატის ზემოქმედებასთან ნაშიერებზე რძიდან, რაც ნაჩვენები იყო კვლევაში ჯვარედინი ძუძუთი კვებით, როდესაც არანამკურნალევი მდედრების შვილებს ძუძუთი კვებავდნენ მდედრები, რომლებიც ოლოპატადინს ღებულობდნენ დოზით 60 მგ/კგ/დღეში ლაქტაციის პერიოდში, ავლენდნენ სხეულის მასის მატების შემცირების.
ლაქტაციები
რისკების მიმოხილვა
არ არსებობს ინფორმაცია დედის რძეში ოლოპატადინის არსებობის, მეძუძურ ჩვილებზე ზემოქმედების ან რძის წარმოებაზე ზემოქმედების შესახებ. პერორალური დოზის შემდეგ ვირთხების რძეში ოლოპატადინის არსებობის მიუხედავად, არ არსებობს ინფორმაცია ოლოპატადინის ნაზალური შეყვანის შესახებ.
არ არის ცნობილი, შეუძლია თუ არა ადგილობრივმა ნაზალურმა გამოყენებამ უზრუნველყოს საკმარისი სისტემური აბსორბცია დედის რძეში ნივთიერების რაოდენობის მისაღწევად.
გასათვალისწინებელია ძუძუთი კვების სარგებელი განვითარებისა და ჯანმრთელობისათვის, დედისთვის პალადა-NS-ის კლინიკურ საჭიროებასთან ერთად და პრეპარატ პალადა-NS-ის ნებისმიერი პოტენციური არასასურველი ეფექტი ან დედის დააავდება მეძუძურ ჩვილთან მიმართებაში.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
პრეპარატ პალადა-NS-ის გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს ძილიანობა. ამიტომ პრეპარატის გამოყენების შემდეგ არ შეიძლება ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვა ან სხვა მექანიზმებთან მუშაობა, რომლებიც ფსიქომოტორული რეაქციების მაღალ სიჩქარეს საჭიროებენ.
გვერდითი მოვლენები
ძალიან ხშირი (≥ 1/10); ხშირი (≥ 1/100; < 1/10); არახშირი (≥ 1/1000, < 1/100); იშვიათი (≥ 1/10000, < 1/1000); ძალიან იშვიათი (< 1/10000); სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებით შეფასება ვერ ხერხდება).
არასასურველი მოვლენები გამოხატული კლინიკური მნიშვნელობით მოიცავს ცხვირიდან სისხლდენას, ცხვირის ღრუს დაწყლულებას და ცხვირის ძგიდის პერფორაციას, ძილიანობასა და გონებრივი აქტივობის დარღვევას.
12 წლის და უფროსი ასაკის პაციენტებში აღწერილი არასასურველი მოვლენები
ინფექციური და პარაზიტული დაავადებები: არახშირი - გრიპი.
ნერვული სისტემის მხრივ: ძალიან ხშირი - მწარე გემო პირში; ხშირი - თავის ტკივილი; არახშირი - ძილიანობა;
სასუნთქვი სისტემის, გულმკერდის ორგანოებისა და შუასაყრის მხრივ: ხშირი - ცხვირიდან სისხლდენა, ფარინგოლარინგეალური ტკივილი, პოსტნაზალური შეშუპების სინდრომი, ხველა; არახშირი - ყელის გაღიზიანება, ნაზოფარინგიტი.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: არახშირი - პირის სიმშრალე.
თირკმლებისა და შარდგამომყოფი გზების მხრივ: ხშირი - შარდგამომყოფი გზების ინფექცია.
ზოგადი დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილზე: არახშირი - დაღლილობა.
ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების შედეგებზე გავლენა: არახშირი - კრეატინფოსფოკინაზას დონის მომატება.
6-დან 11 წლამდე ასაკის პაციანტებში აღწერილი არასასურველი მოვლენები
ნერვული სისტემის მხრივ: ხშირი - თავის ტკივილი, მწარე გემო პირში.
სასუნთქი სისტემის, გულმკერდის ორგანოებისა და შუასაყრის მხრივ: ხშირი - ცხვირიდან სისხლდენა, ზედა სასუნთქი გზების ინფექციები.
კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: ხშირი - გამონაყარი.
ზოგადი დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილზე: ხშირი - ცხელება.
საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინებები
საეჭვო არასასურველი მოვლენების შესახებ შეტყობინება პრეპარატის რეგისტრაციის შემდეგ მნიშვნელოვანია. თუ პაციენტს გამოუვლინდა მძიმე არასასურველი მოვლენა ან ახალი არასასურველი მოვლენა, რომელიც არ არის აღწერილი ამ ნაწილში გთხოვთ, აცნობოთ ფარმაკოზედამხედველობის ეროვნულ სისტემას.
ჭარბი დოზა
პრეპარატის პალადა-NS-ის გამოყენებისას დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.
ანტიჰისტამინური პრეპარატების ჭარბი დოზირების სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს ძილიანობას როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში. აღგზნება მოუსვენრობით და შემდგომი ძილიანობით შეიძლება გამოვლინდეს ბავშვებში. სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს. ჭარბი დოზირების შემთხვევაში რეკომენდებულია სიმპტომური ან დამხმარე მკურნალობის ჩატარება, ერთდროულად მიღებული სხვა პრეპარატების გათვალისწინებით.
შემადგენლობა
თითოეული დოზა შეიცავს
აქტიური ნივთიერება: ოლოპატადინის ჰიდროქლორიდი 665 მკგ.
დამხმარე ნივთიერებები: დინატრიუმის ფოსფატი უწყლო, ნატრიუმის ქლორიდი, დინატრიუმის ედეტატი, ქლორწყალბმჟავა ან ნატრიუმის ჰიდროქსიდი, ბენზალკონიუმის ქლორიდი, გასუფთავებული წყალი.
პრეპარატის ათქ კოდი R01AC08
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 25°С ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
ვარგისობის ვადა
3 წელი წარმოების თარიღიდან.
არ გამოიყენება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
წარმოებულია
„ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე. ტიჯ. ა.შ.“-ს მიერ, თურქეთი
(15 თემუზ მახ. ჯამი იოლუ ჯად. № 50 გიუნეშლი, ბაგჯილარ/სტამბული)
“WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TİC. А.Ş.”, TURKEY
(15 Temmuz Mah. Cami Yolu Cad. No: 50 Güneşli Bağcılar / İstanbul).
ფარმაკოლოგიური თვისებები
დეკონგესტანტები და ნაზალური გამოყენების სხვა პრეპარატები. ანტიალერგიული საშუალებები, კორტიკოსტეროიდების გარდა.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
ოლოპატადინი, პრეპარატ პალადა-NS-ის აქტიური ნივთიერება, წარმოადგენს H1-ჰისტამინის რეცეპტორების შერჩევით ინჰიბიტორს. ავლენს გამოხატულს ანტიალერგიულ ეფექტს.
გულის ელექტროფიზიოლოგია
გულ-სისხლძარღვთან უსაფრთხოების პლაცებო კონტროლირებულ კვლევაში, 32 ჯანმრთელმა მოხალისემ მიიღო 20 მგ ოლოპატადინის პერორალური ხსნარი დღეში ორჯერ 14 დღის განმავლობაში (დოზა 8-ჯერ აღემატებოდა რეკომენდებულ დღიური ნაზალურ დოზას). QTcF ინტერვალის საშუალო ცვლილება (ფრედერიკის მეთოდით კორექტირებული QT ინტერვალი გულის შეკუმშვათა სიხშირესთან მიმართებაში) საწყისი მაჩვენებლიდან იყო -2.7 მწმ და -3.8 მწმ ოლოპატადინისა და პლაცებოსთვის, შესაბამისად. ამ კვლევაში, 8 პირმა, რომლებიც მკურნალობდნენ ოლოპატადინით, აჩვენა QTcF ცვლილება საწყისიდან 30-60 მწმ, 1 პირმა აჩვენა QTcF ცვლილება საწყისიდან 60 მწმ-ზე მეტი, და არც ერთ პირს არ ჰქონდა QTcF მნიშვნელობები 500 მწმ-ზე მეტი. რვა პირმა, რომელიც პლაცებოს ღებულობდა, აჩვენა QTcF ცვლილება საწყისი მაჩვენებლიდან 30-60 მწმ-ით, არცერთმა პირმა არ აჩვენა QTcF ცვლილება საწყისიდან 60 მწმ-ზე მეტი, და არც ერთ პირს არ ჰქონდა QTcF მნიშვნელობები 500 მწმ-ზე მეტი. მუდვმივი ალერგიული რინიტის მქონე 429 პაციენტის 12-თვიანი კვლევის მონაცემების თანახმად, ოლოპატადინით მკურნალობისას ნაზალური სპრეით დოზით 2 შესხურება თითოეულ ნესტოში დღეში ორჯერ, ოლოპატადინის ჰიდროქლორიდის გავლენა QT ინტერვალის გახანგრძლივებაზე არ დაფიქსირებულა.
ფარმაკოკინეტიკა
ოლოპატადინის ფარმაკოკინეტიკური თვისებები შეისწავლე ნაზალური, პერორალური, ინტრავენური და თვალში ადგილობრივი გამოყენების შემდეგ. ოლოპატადინი ავლენდა ხაზოვან ფარმაკოკინეტიკას გამოყენების ყველა მეთოდის დროს დოზის ფართო დიაპაზონში.
შეწოვა
ჯანმრთელი პირები: ოლოპატადინის შეწოვის დროს, ინტრანაზალური გამოყენების შემდეგ დღეში ორჯერ, სისხლის პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაციები 30 წუთი - 1 საათის განმავლობაში აღინიშნება. სისხლის პლაზმაში ოლოპატადინის საშუალო (± СО) წონასწორული მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) შეადგენს 16,0 ± 8,99 ნგ/მლ-ს. სისტემური ზემოქმედება, გამოხატული მრუდის ქვეშ ფართობით (AUC0-12), საშუალოდ 66,0 ± 26,8 ნგ/მლ-ს შეადგენს. ოლოპატადინის საშუალო აბსოლუტური ბიოშეღწევადობა ინტრანაზალური გამოყენების დროს - 57%-ია. დაგროვების საშუალო მაჩვენებელი მრავალჯერადი ინტრანაზალური გამოყენების შემდეგ შეადგენდა დაახლოებით 1,3-ს.
პაციენტები სეზონური ალერგიული რინიტით: ოლოპატადინის სისტემური გავლენა პაციენტებში სეზონური ალერგიული რინიტით დღეში ორჯერ ინტრანაზალური გამოყენების შემდეგ მსგავსი იყო ზემოქმდებისა ჯანმრთელ მოხალისეებში. ოლოპატადინის შეწოვისას, სისხლის პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაციები აღინიშნება 15 წუთი - 2 საათის განმავლობაში. Сmax საშუალო წონასწური მაჩვენებელი 23,3 ± 6,2 ნგ/მლ, ხოლო საშუალო AUC0-12 - 78,0 ± 13,9 ნგ/მლ.
განაწილება
პლაზმის ცილებთან შეკავშირება - ზომიერი და შეადგენს დაახლოებით 55%-ს ადამიანის სისხლის შრატში. ნივთიერების კონცენტრაციისგან დამოუკიდებლად 0,1-დან 1000 ნგ/მლ-მდე დიაპაზონში. ოლოპატადინი უპირატესად უკავშირდებოდა ადამიანის სისხლის შრატის ალბუმინს.
მეტაბოლიზმი
ოლოპატადინი არ განიცდის ინტენსიურ მეტაბოლიზმს. [14С]-ოლპატადინის პერორალური გამოყენების შემდეგ, სისხლის პლაზმაში მეტაბოლიტების პროფილის საფუძველზე გამოვლინდა სულ მცირე ექვსი მეორეხარისხოვანი მეტაბოლიტი, რომელიც ცირკულირებდა ადამიანის სიხლის პლაზმაში. ოლოპატადინი სისხლის პლაზმაში ავლენს საერთო მაქსიმალური რადიოაქტივობის 77%-ს, ხოლო ყველა მეტაბოლიტი ერთად - <6%. ორი მეტაბოლიტი იდენტიფიცირებული იყო, როგორც ოლოპატადინი-N-ოქსიდი და N-დესმეთილ-ოლოპატადინი. In vitro კვლევებში ციტროქრომ Р450 (CYP) იზოფერმენტებით გამოხატული ადამიანის cDNA-ი და ფლავინ-შემცველი მონოოქსიგენაზებით (FMO) N-დესმეთილ-ოლოპატადინის (M1) წარმოქმნა კატალიზდებოდა უპირატესად CYP3A4-ს საშუალებით, მაშინ როდესაც ლოპატადინ-N-ოქსიდის (M3) წარმოქმნა ძირითადად კატალიზდებოდა FMO1 და FMO3-ს საშუალებით.ოლოპატადინი კონცენტრაციებში 33 900 ნგ/მლ-მდე, in vitro არ აინჰიბირებდა CYP1A2, CYP2C9, CYP2C19, CYP2D6, CYP2E1 და CYP3A4-ების სპეციფიკური სუბსტრატების მეტაბოლიზმს. ოლოპატადინითა და მისი მეტაბოლიტებით CYP ფერმენტების ინდუქციის პოტენციალი არ შეფასებულა.
გამოყოფა
სისხლის პლაზმიდან ოლოპატადინის ნახევრგამოყოფის პერიოდი შეადგენს 8-დან 12 საათამდე. ოლოპატადინი ძირითადად შარდით გამოიყოფა. [14С]-ოლოპატადინის ჰიდროქლორიდის პერორალური დოზის დაახლოებით 70% ვლინდებოდა შარდში, ხოლო 17% - განავალში. პირველი 24 საათის განმავლობაში შარდში გამოვლენილი ნივთიერების 86% შეადგებოდა შეუცვლელი ოლოპატადინისაგან, ხოლო დანარჩენი N-ოქსიდისა და N-დესმეთილ-ოლოპატადინისაგან.
განსაკუთრებული ჯგუფები
პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევებით
ღვიძლის ფუნქციის დარღვევებზე ზეგავლენის შემსწავლელი სპეციალური ფარმაკოკინეტიკური კვლევები არ ჩატარებულა. ვინაიდან ღვიძლში მეტაბოლიზმი ოლოპატადინის გამოყოფის მეორეხარისხოვანი გზაა, პრეპარატ პალადა-NS-ის დოზირების რეჟიმის კორექცია ღვიძლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში საჭირო არ არის.
პაციენტები თირკმლის ფუნქციის დარღვევებით
Сmax საშუალო მაჩვენებელი ოლოპატადინისათვის ერთჯერადი ინტრანაზალური გამოყენების შემდეგ მნიშვნელოვნად არ განსხვავდებოდა მაჩვენებლისაგან ჯანმრთელი პირებში (18,1 ნგ/მლ) და თირკმლის ფუნქციის მსუბუქი, ზომიერი და მძიმე დარღვევების მქონე პაციენტებში (დიაპაზონი 15,5-დან 21,6 ნგ/მლ-მდე). AUC0-12 -ს საშუალო მაჩვენებელი სისხლის პლაზმაში პაციენტებში თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევებით (კრეატინინის კლირენსი < 30 მლ/წთ/1,73 მ2) 2-ჯერ უფრო მაღალი იყო. სისხლის პლაზმაში ოლოპატადინის მაქსიმალური წონასწორული კონცენტრაციები აღნიშნულ პაციენტებში დაახლოებით 10-ჯერ უფრო დაბალი იყო, ვიდრე მაჩვენებლები, რომლებიც აღინიშნებოდა კარგი ტოლერანტობის მქონე უფრო მაღალი დოზების 20 მგ დღეში ორჯერ პერორალური მიღების შემდეგ. აღნიშნული შედეგები აჩვენებენ, რომ პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დარღვევებით არ საჭიროებენ პრეპარატის დოზირების რეჟიმის კორექციას.
მდედრობითი და მამრობითი სქესის პაციენტები
საშუალო სისტემური ზემოქმედება (Cmax და AUC0-12) ქალებში სეზონური ალერგიული რინიტით ოლოპატადინის მრავალჯერადი გამოყენების შემდეგ იყო 40% და 27%-ით უფრო მაღალი, შესაბამისად, ვიდრე მამაკაცებისათვის, სეზონური ალერგიული რინიტით.
რასა ან ეთნიკური ჯგუფები
ოლოპატადინის ფარმაკოკინეტიკაზე რასის ზეგავლენის ადექვატური კვლევები არ ჩატარებულა.
6-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვები
ოლოპატადინის, ოლოპატადინ-N-ოქსიდისა და N-დესმეთილ-ოლოპატადინის სისტემური ფარმაკოკინეტიკა 6-დან 11 წლამდე ასაკის პაციენტებში შეფასდა 42 ბავშვისგან მიღებული მონაცემების გამოყენებით. ბავშვები ღებულობდნენ ოლოპატადინს ნაზალური სპრეის სახით, დოზით 1 შესხურება თითო ნესტოში დღეში ორჯერ სულ მცირე 14 დღის განმავლობაში. ოლოპატადინის საშუალო მაჩვენებელი Cmax (15,4 ± 7,3 ნგ/მლ) დაახლოებით 2-ჯერ უფრო დაბალი იყო, ვიდრე ზრდასრულებში (78,0 ± 13,9 ნგ∙სთ/მლ). ოლოპატადინი-N-ოქსიდის Cmax და AUC0-12 მაჩვენებლები მსგავსი იყო უფროსების ანალოგიური მაჩვენებლებით. N-დესმეთილ-ოლოპატადინის Cmax და AUC0-12 მაჩვენებლები დაახლოებით 18% და 37% უფრო მაღალი იყო, ვიდრე ზრდასრულებში, შესაბამისად.
2-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვები
ოლოპატადინის, ოლოპატადინ-N-ოქსიდის და N-დესმეთილ-ოლოპატადინის სისტემური ფარმაკოკინეტიკა დახასიათებული იყო პოპულაციის ფარმაკოკინეტიკური მეთოდების გამოყენებით, რომლებიც გამოყენებული იყო დისპერსიულ მონაცემებზე (დაახლოებით 5 ნიმუში თითო პაციენტზე) 66 ბავშვისგან (2-დან თითქმის 6 წლამდე), რომლებმაც მიიღეს ზრდასრულისათვის რეკომენდებული დოზის ნახევარი (1 შესხურება თითო ნესტოში) დღეში ორჯერ მინიმუმ 14 დღის განმავლობაში. ოლოპატადინის საშუალო Cmax და AUC0-12 მნიშვნელობები იყო 13,4 ± 4,6 ნგ/მლ და 75,0 ± 26,4 ნგ სთ/მლ, შესაბამისად. საშუალო Cmax და AUC0-12 მნიშვნელობები ოლოპატადინ-N-ოქსიდისთვის და N-დესმეთილ-ოლოპატადინისთვის მსგავსი იყო 6-დან 11 წლამდე ასაკის პაციენტების მნიშვნელობების .
სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედების კვლევები
პრეპარატის ურთიერთქმედება ღვიძლის ფერმენტების ინჰიბიტორებთან მოსალოდნელი არ არის, ვინაიდან ოლოპატადინი ძირითადად თირკმელებით გამოიყოფა. ოლოპატადინი არ თრგუნავს CYP1A2, CYP2C9, CYP2C19, CYP2D6, CYP2E1 და CYP3A4 სპეციფიკური სუბსტრატების მეტაბოლიზმს in vitro. აღნიშნული შედეგების საფუძველზე, არ არის მოსალოდნელი სამკურნალო საშუალებების ურთიერთქმედება ციტოქრომ P450-ის ინჰიბირებით. ცილებთან ოლოპატადინის ზომიერი შეკავშირების გამო (55%), ასევე არ არის მოსალოდნელი სამკურნალო საშუალებების ურთიერთქმედება ცილებთან შეკავშირების ადგილებიდან გამოდევნის გზით.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
სამკურნალო პრეპარატის
სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია
პალადა-NS
სავაჭრო დასახელება
პალადა-NS, Pallada-NS
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება
ოლოპატადინი, Olopatadine
წამლის ფორმა
ნაზალური სპრეი, დოზირებული
აღწერილობა: გამჭვირვალე, უფერო ხსნარი.
შემადგენლობა
თითოეული დოზა შეიცავს
აქტიური ნივთიერება: ოლოპატადინის ჰიდროქლორიდი 665 მკგ.
დამხმარე ნივთიერებები: დინატრიუმის ფოსფატი უწყლო, ნატრიუმის ქლორიდი, დინატრიუმის ედეტატი, ქლორწყალბმჟავა ან ნატრიუმის ჰიდროქსიდი, ბენზალკონიუმის ქლორიდი, გასუფთავებული წყალი.
პრეპარატის ათქ კოდი R01AC08
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

გამოყენების ჩვენებები
პრეპარატი გამოიყენება სეზონური ალერგიული რინიტის სიმპტომების შესამსუბუქებლად მოზრდილებში, ბავშვებში 6 წლიდან და უფროსებში.
გამოყენების წესი და დოზირება
პრეპარატი პალადა-NS გამოიყენება მხოლოდ ინტრანაზალურად.
პრეპარატის პალადა-NS პირველ გამოყენებამდე ტარდება მომზადება 5 გამოფრქვევის გზით ან წვრილდისპერსიული ნისლის გაჩენამდე. თუ პრეპარატი არ იქნა გამოყენებული 7 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში, მაშინ ტარდება განმეორებითი მომზადება 2 გამოფრქვევით. მოერიდეთ პალადა-NS თვალებში შესხურებას.
6 წლამდე ასაკის ბავშვები
პალადა-NS-ის ეფექტურობა და უსაფრთხოება 6 წლამდე ასაკის ბავშვებში დადგენილი არ არის.
6-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვები
რეკომენდებული დოზა შეადგენს ერთ შესხურებას თითოეულ ნესტოში დღე-ღამეშ ორჯერ.
მოზრდილები, 12 წლის მოზარდები და უფროსები
რეკომენდებული დოზაა 2 შესხურება თითოეულ ნესტოში დღე-ღამეში ორჯერ.
ხანდაზმული პაციენტები
სიფრთხილეა საჭირო ხანდაზმული პაციენტებისთვის დოზის არჩევისას, ღვიძლის, თირკმელების ან გულის ფუნქციის დაქვეითების მაღალი სიხშირის და თანმხლები დაავადებების გაჩენის ან სხვა მედიკამენტებით მკურნალობის გათვალისწინებით.
უკუჩვენებები
მონაცემები უკუჩვენებების შესახებ არ არსებობს.
არასასურველი მოვლენები
არასასურველი მოვლენების სიხშირის პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირი (≥ 1/10); ხშირი (≥ 1/100; < 1/10); არახშირი (≥ 1/1000, < 1/100); იშვიათი (≥ 1/10000, < 1/1000); ძალიან იშვიათი (< 1/10000); სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებით შეფასება ვერ ხერხდება).
არასასურველი მოვლენები გამოხატული კლინიკური მნიშვნელობით მოიცავს ცხვირიდან სისხლდენას, ცხვირის ღრუს დაწყლულებას და ცხვირის ძგიდის პერფორაციას, ძილიანობასა და გონებრივი აქტივობის დარღვევას.
12 წლის და უფროსი ასაკის პაციენტებში აღწერილი არასასურველი მოვლენები
ინფექციური და პარაზიტული დაავადებები: არახშირი - გრიპი.
ნერვული სისტემის მხრივ: ძალიან ხშირი - მწარე გემო პირში; ხშირი - თავის ტკივილი; არახშირი - ძილიანობა;
სასუნთქვი სისტემის, გულმკერდის ორგანოებისა და შუასაყრის მხრივ: ხშირი - ცხვირიდან სისხლდენა, ფარინგოლარინგეალური ტკივილი, პოსტნაზალური შეშუპების სინდრომი, ხველა; არახშირი - ყელის გაღიზიანება, ნაზოფარინგიტი.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: არახშირი - პირის სიმშრალე.
თირკმლებისა და შარდგამომყოფი გზების მხრივ: ხშირი - შარდგამომყოფი გზების ინფექცია.
ზოგადი დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილზე: არახშირი - დაღლილობა.
ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების შედეგებზე გავლენა: არახშირი - კრეატინფოსფოკინაზას დონის მომატება.
6-დან 11 წლამდე ასაკის პაციანტებში აღწერილი არასასურველი მოვლენები
ნერვული სისტემის მხრივ: ხშირი - თავის ტკივილი, მწარე გემო პირში.
სასუნთქი სისტემის, გულმკერდის ორგანოებისა და შუასაყრის მხრივ: ხშირი - ცხვირიდან სისხლდენა, ზედა სასუნთქი გზების ინფექციები.
კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: ხშირი - გამონაყარი.
ზოგადი დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილზე: ხშირი - ცხელება.
საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინებები
საეჭვო არასასურველი მოვლენების შესახებ შეტყობინება პრეპარატის რეგისტრაციის შემდეგ მნიშვნელოვანია. თუ პაციენტს გამოუვლინდა მძიმე არასასურველი მოვლენა ან ახალი არასასურველი მოვლენა, რომელიც არ არის აღწერილი ამ ნაწილში გთხოვთ, აცნობოთ ფარმაკოზედამხედველობის ეროვნულ სისტემას.
განსაკუთრებული მითითები
პრეპარატის გამოყენებისას შეიძლება აღინიშნებოდეს ცხვირიდან სისხლდენა და პირის ღრუს დაწყლულება, ცხვირის ძგიდის პერფორაცია.
პრეპარატ პალადა-NS-ით მკურნალობის დაწყების წინ აუცლებელია ცხვირის ღრუს გამოკვლევა, ალერგიული რინიტის გარდა, ცხვირის ღრუს სხვა დაავადებების არსებობის გამორიცხვის მიზნით. აუცილებელია ცხვირის ღრუს რეგულარული შემოწმება ლორწოვან გარსზე არასასურველი ზემოქმედების ნიშნების გამოსავლენად და მიზანშეწონილია პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტა, თუ პაციენტებს განუვითარდებათ ცხვირის წყლულები.
უნდა მოერიდოთ პრეპარატ პალადა-NS-ის გამოყენება ალკოჰოლთან ან სხვა საშუალებებთან, რომლებიც თრგუნავენ ცენტრალურ ნერვულ სისტემას, ყურადღების დაქვეითებისა და ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციონირების შესაძლო დარღვევის გამო.
ბენზალკონიუმის ქლორიდმა შეიძლება გამოიწვიოს ცხვირის ღრუს გაღიზიანება ან შეშუპება, განსაკუთრებით ხანგრძლივი გამოყენებისას.
ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ზეგავლენა
პრეპარატ პალადა-NS-ის გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს ძილიანობა. ამიტომ პრეპარატის გამოყენების შემდეგ არ შეიძლება ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვა ან სხვა მექანიზმებთან მუშაობა, რომლებიც ფსიქომოტორული რეაქციების მაღალ სიჩქარეს საჭიროებენ.
გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს
ორსულობა
რისკების მიმოხილვა
ანალოგიური მოქმედების მექანიზმის მქონე ანტიჰისტამინური პრეპარატების რეგისტრაციის შემდგომი გამოყენების შესახებ გამოქვეყნებულმა მონაცემებმა არ გამოავლინა მძიმე თანდაყოლილი მანკების, სპონტანური აბორტის ან დედისა თუ ნაყოფისათვის უარყოფითი ზეგავლენის განვითრების რისკები. მიუხედავად ამისა, ადამიანებში ოლოპატადინის ნაზალური სპრეის სახით გამოყენების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს. ცხოველებზე ჩატარებულ რეპროდუქციულ კვლევებში, ოლოპატადინის პერორალური გამოყენება ორსულ ვირთაგვებსა და კურდღლებში იწვევს ცოცხალი ნაყოფის რაოდენობის შემცირება დედის დოზებზე, რომლებიც 110 და 1460-ჯერ აღემატებოდა მაქსიმალურ რეკომენდებულ დღიურ დოზას ინტრანაზალური გამოყენებისათვის ადამიანში (MRHDID), დაანგარიშებული მგ/მ2-ზე, შესაბამისად.
ძირითადი თანდაყოლილი დეფექტების და სპონტანური აბორტის სავარაუდო რისკი სამიზნე პოპულაციაში უცნობია. ყველა ორსულობას აქვს თანდაყოლილი დეფექტების, სპონტანური აბორტის ან სხვა არასასურველი შედეგების განვითარების რისკი. ამერიკის შეერთებული შტატების ზოგად პოპულაციაში, კლინიკურად დიაგნოსტირებული ორსულობის დროს მძიმე თანდაყოლილი მანკების და სპონტანური აბორტის ფონური რისკი არის 2-4% და 15-20%, შესაბამისად.
მონაცემები
მონაცემები ცხოველებისათვის
ემბრიო-ფეტალური განვითარების კვლევაში პერორალური მკურნალობისას, ორსული კურდღლები ორგანოგენეზის პერიოდში ღებულობდნენ დოზებს 400 მგ/კგ-მდე დღეში. ცოცხალი ნაყოფების რაოდენობის შემცირება აღინიშნებოდა 400 მგ/კგ/დდღეში დოზებზე (რაც 1460-ჯერ აღემატებოდა MRHDID-ს, დაანგარიშებული მგ/მ2-ზე).
ემბრიო-ფეტალური განვითარების კვლევაში პერორალური მკურნალობისას, ორსული ვირთაგვები ორგანოგენეზის პერიოდში ღებულობდნენ დოზებს 600 მგ/კგ-მდე დღეში. ტოქსიურობა დედის ორგანიზმისათვის, რომელიც იწვევდა სიკვდილს ან დედაში სხეულის მასის შემცირებას აღინიშნებოდა 600 მგ/კგ/დდღეში დოზებზე (რაც დაახლოებით 1100-ჯერ აღემატებოდა MRHDID-ს, დაანგარიშებული მგ/მ2-ზე). ოლოპატადინი იწვევს სასის გახლეჩვას 60 მგ/კგ/დრეში დოზაზე 400 მგ/კგ/დდღეში დოზებზე (რაც დაახლოებით 110-ჯერ აღემატებოდა MRHDID-ს, დაანგარიშებული მგ/მ2-ზე), და ამცირებდა ემბრიოფეტალურ სიცოცხლისუნარიანობას და ვირთაგვების ნაყოფის წონას 600 მგ/კგ/დდღეში დოზებზე (რაც 1100-ჯერ აღემატებოდა MRHDID-ს, დაანგარიშებული მგ/მ2-ზე).
პერი-და პოსტნატალური ტოქსიურობის კვლევებში ორსული ვირთაგვები ღებულობდნენ ოლოპატადინის პერორალურ დოზებს 600 მგ/კგ-მდე დღეში ორსულობის გვიან ვადებზე და ლაქტაციის მთელი პერიოდის განმავლობაში. ოლოპატადინი იწვევდა ახალშობილების სიცოცხლის ხანგრძლივობის შემცირებას დოზით 60 მგ/კგ დღეში (რაც დაახლოებით 110-ჯერ აღემატებოდა MRHDID-ს, დაანგარიშებული მგ/მ2-ზე) და ამცირებდა მასის მატებას ნაშიერებში დოზაზე 4 მგ/კგ/დღეში (რაც დაახლოებით 7-ჯერ აღემატებოდა MRHDID-ს, დაანგარიშებული მგ/მ2-ზე). ეს ეფექტები, სავარაუდოდ, დაკავშირებული იყო პრეპარატის ზემოქმედებასთან ნაშიერებზე რძიდან, რაც ნაჩვენები იყო კვლევაში ჯვარედინი ძუძუთი კვებით, როდესაც არანამკურნალევი მდედრების შვილებს ძუძუთი კვებავდნენ მდედრები, რომლებიც ოლოპატადინს ღებულობდნენ დოზით 60 მგ/კგ/დღეში ლაქტაციის პერიოდში, ავლენდნენ სხეულის მასის მატების შემცირების.
ლაქტაციები
რისკების მიმოხილვა
არ არსებობს ინფორმაცია დედის რძეში ოლოპატადინის არსებობის, მეძუძურ ჩვილებზე ზემოქმედების ან რძის წარმოებაზე ზემოქმედების შესახებ. პერორალური დოზის შემდეგ ვირთხების რძეში ოლოპატადინის არსებობის მიუხედავად, არ არსებობს ინფორმაცია ოლოპატადინის ნაზალური შეყვანის შესახებ.
არ არის ცნობილი, შეუძლია თუ არა ადგილობრივმა ნაზალურმა გამოყენებამ უზრუნველყოს საკმარისი სისტემური აბსორბცია დედის რძეში ნივთიერების რაოდენობის მისაღწევად.
გასათვალისწინებელია ძუძუთი კვების სარგებელი განვითარებისა და ჯანმრთელობისათვის, დედისთვის პალადა-NS-ის კლინიკურ საჭიროებასთან ერთად და პრეპარატ პალადა-NS-ის ნებისმიერი პოტენციური არასასურველი ეფექტი ან დედის დააავდება მეძუძურ ჩვილთან მიმართებაში.
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება
პრეპარატ პალადა-NS-ისთვის სამკურნალო პრეპარატებს შორის ურთიერთქმედების შემსწავლელი ოფიციალური კვლევები არ ჩატარებულა. ღვიძლის ფერმენტების ინჰიბიტორებთან ურთიერთქმედების განვითარება მოსალოდნელი არ არის, ვინაიდან ოლოპატადინი ძირითადად თირკმლების საშუალებით გამოიყენება. ასევე, არ არის მოსალოდნელი წამლის ურთიერთქმედება, რომელიც მოიცავს ციტოქრომ P450 ინჰიბირებას და პლაზმის ცილებთან შეკავშირებას.
ჭარბი დოზირება
პრეპარატის პალადა-NS-ის გამოყენებისას დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.
ანტიჰისტამინური პრეპარატების ჭარბი დოზირების სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს ძილიანობას როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში. აღგზნება მოუსვენრობით და შემდგომი ძილიანობით შეიძლება გამოვლინდეს ბავშვებში. სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს. ჭარბი დოზირების შემთხვევაში რეკომენდებულია სიმპტომური ან დამხმარე მკურნალობის ჩატარება, ერთდროულად მიღებული სხვა პრეპარატების გათვალისწინებით.
გამოშვების ფორმა
ნაზალური სპრეი 30 მლ (240 დოზა) თეთრი ფერის პლასტმასის ფლაკონში მადოზირებელი მოწყობილობით და დამცავი თავსახურით.
1 ფლაკონი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 25°С ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
ვარგისობის ვადა
3 წელი წარმოების თარიღიდან.
არ გამოიყენება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
წარმოებულია
„ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე. ტიჯ. ა.შ.“-ს მიერ, თურქეთი
(15 თემუზ მახ. ჯამი იოლუ ჯად. № 50 გიუნეშლი, ბაგჯილარ/სტამბული)
“WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TİC. А.Ş.”, TURKEY
(15 Temmuz Mah. Cami Yolu Cad. No: 50 Güneşli Bağcılar / İstanbul).
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.