ოლაჟონი 1 მგ/მლ თვალის წვეთები, ხსნარი გამოიყენება სეზონური ალერგიული კონიუნქივიტის ნიშნების და სიმპტომების სამკურნალოდ.
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ოლოპატადინი (olopatadine)
- ფორმა და შეფუთვა
- 1მგ/მლ 10მლ თვალის წვეთები, ხსნარი დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენის ბოთლი №1
- მწარმოებელი
- Balkanpharma-Razgrad AD, ბულგარეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ოფთალმოლოგიური საშუალებები, ანტიალერგიული სხვა საშუალებები
- ATC კოდი
- S01GX09
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-043175
- რეგისტრირებულია
- 24 აპრილი 2025, მოქმედებს 9 სექტემბერი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Medexport LLC (საქართველო)
- განმცხადებელი
- შპს „რიჩ გრუპ“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ოლაჟონი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ოლაჟონი 1 მგ/მლ თვალის წვეთები, ხსნარი გამოიყენება სეზონური ალერგიული კონიუნქივიტის ნიშნების და სიმპტომების სამკურნალოდ.
მიღების წესი და დოზირება
ეს პრეპარატი ყოველთვის გამოიყენეთ ზუსტად ექიმის მითითებების შესაბამისად. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, გადაამოწმეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
დოზირება
რეკომენდებული დოზა არის ერთი წვეთი თვალში ან თვალებში, დღეში ორჯერ - დილით და საღამოს.
გამოიყენეთ ეს დოზა, თუ ექიმი სხვა დოზას არ დაგინიშნავთ. ოლაჟონი გამოიყენეთ მხოლოდ ორივე თვალში, თუ ექიმმა გითხრათ. გამოიყენეთ ექიმის მიერ დანიშნული ხანგრძლივობით.
ოლაჟონი გამოიყენება მხოლოდ როგორც თვალის წვეთი.
გამოყენების წესი
სურ. 1 სურ. 2
აიღეთ ოლაჟონის ბოთლი და სარკე.
დაიბანეთ ხელები.
აიღეთ ბოთლი და მოხსენით თავსახური.
დაიჭირეთ ბოთლი ცერა და შუა თითებს შორის მიმართულებით ქვემოთ.
თავი უკან გადაწიეთ. სუფთა თითით ქუთუთო ქვემოთ ჩამოწიეთ ისე, რომ ქუთუთოსა და თვალს შორის წარმოიქმნას „ჯიბე“. წვეთი ამ ადგილას ჩავარდება (სურათი 1).
ბოთლის თავი მიიტანეთ თვალთან ახლოს. საჭიროებისას გამოიყენეთ სარკე.
არ შეახოთ საწვეთური თვალს ან ქუთუთოს, მიმდებარე უბნებს ან სხვა ზედაპირებს, რადგან შეიძლება მოხდეს ბოთლში დარჩენილი წვეთების დაინფიცირება.
ბოთლის ძირს მსუბუქად დააწექით ერთ ჯერზე ოლაჟონის ერთი წვეთის გამოსაშვებად.
არ მოუჭიროთ ბოთლს, ის შექმნილია ისე, რომ მსუბუქი დაჭერა ბოთლის ძირზე საკმარისია (სურათი 2).
თუ წვეთებს ორივე თვალში იყენებთ, გაიმეორეთ ეს ეტაპები მეორე თვალის შემთხვევაშიც.
გამოყენების შემდეგ მაშინვე მჭიდროდ დაახურეთ თავსახური ბოთლს.
თუ წვეთი თვალში არ მოხვდა, სცადეთ კიდევ.
თუ გამოიყენეთ იმაზე მეტი ოლაჟონი, ვიდრე უნდა გამოგეყენებინათ
კარგად ამოიბანეთ თვალები თბილი წყლით. წვეთები აღარ ჩაიწვეთოთ შემდეგი დოზის ჩაწვეთებამდე.
თუ დაგავიწყდათ ოლაჟონის გამოყენება
ჩაიწვეთეთ ერთი წვეთი, როგორც კი გაგახსენდებათ, და შემდეგ გააგრძელეთ ჩვეულებრივი დოზირების რეჟიმით მიღება.
თუმცა, თუ მოახლოებულია შემდეგი დოზის დროს, აღარ მიიღოთ გამოტოვებული დოზა და დაუბრუნდით ჩვეულ დოზირების რეჟიმს. არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით.
თუ შეწყვიტეთ ოლაჟონის გამოყენება
არ შეწყვიტოთ ამ პრეპარატის გამოყენება ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
თუ გაქვთ ნებისმიერი დამატებითი შეკითხვა ამ პრეპარატის გამოყენების შესახებ, ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
უკუჩვენებები
თუ გაქვთ ალერგია (მომატებული მგრძნობელობა) ოლაჟონის ან ამ პრეპარატის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი მოცემულია პუნქტში 6).
ოლაჟონი არ უნდა გამოიყენოთ, თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს.
სიფრთხილის ზომები
ოლაჟონის გამოყენების წინ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ოლაჟონის გამოყენების წინ თვალებიდან უნდა ამოიღოთ კონტაქტური ლინზები.
ბავშვები
არ გამოიყენოთ ოლაჟონი 3 წლამდე ასაკის ბავშვებში. ეს პრეპარატი არ გამოიყენება 3 წლამდე ასაკის ბავშვებში, რადგან არ არსებობს მონაცემები, რომ ის უსაფრთხოა და მუშაობს 3 წლამდე ასაკის ბავშვებში.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
უთხარით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იყენებთ, ცოტა ხნის წინ იყენებდით ან შეიძლება გამოიყენოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატი, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემი.
თუ იყენებთ სხვა თვალის წვეთებს ან მალამოს, პრეპარატების გამოყენებებს შორის ინტერვალი უნდა იყოს მინიმუმ 5 წუთი. თვალის მალამო გამოიყენება ყველაზე ბოლოს.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის ყოლას, ამ პრეპარატის გამოყენების წინ რჩევა ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
არ გამოიყენოთ ოლაჟონი ძუძუთი კვების დროს, ამ პრეპარატის გამოყენებამდე რჩევა ჰკითხეთ თქვენს ექიმს.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ოლაჟონის გამოყენების შემდეგ გარკვეული პერიოდი შეიძლება შენიშნოთ მხედველობის დაბინდვა. არ მართოთ ავტომობილი ან მექანიზმები, ვიდრე ეს მოვლენა არ გაივლის.
ოლაჟონი შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს.
ბენზალკონიუმის ქლორიდმა შეიძლება გამოიწვიოს თვალის გაღიზიანება და ცნობილია, რომ ის ცვლის რბილი კონტაქტური ლინზების ფერს. ამიტომ მოერიდეთ შეხებას რბილ კონტაქტურ ლინზებთან. თუ ატარებთ კონტაქტურ ლინზებს, პრეპარატის გამოყენების წინ მოიხსენით კონტაქტური ლინზები და კვლავ გაიკეთეთ მინიმუმ 15 წუთის შემდეგ.
გვერდითი მოვლენები
ყველა პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
ოლაჟონის გამოყენებისას აღინიშნა შემდეგი გვერდითი ეფექტები:
ხშირი: შეიძლება განვითარდეს 10-დან 1 პაციენტში
ეფექტები თვალის მხრივ: თვალის ტკივილი, თვალის გაღიზიანება, თვალის სიმშრალე, უჩვეულო შეგრძნება თვალში, თვალში დისკომფორტი.
ზოგადი გვერდითი ეფექტები: თავის ტკივილი, დაღლილობა, ცხვირის სიმშრალე, ცუდი გემო.
არახშირი: შეიძლება განვითარდეს 100-დან 1-მდე პაციენტში
ეფექტები თვალის მხრივ:მხედველობის დაბინდვა, დაქვეითება ან დარღვევა, რქოვანას დაზიანება, თვალის ზედაპირის ანთება ზედაპირის დაზიანებით ან მის გარეშე, კონიუნქტივას ანთება ან ინფექცია, თვალებიდან გამონადენი, მგრძნობელობა სინათლის მიმართ, ცრემლის წარმოების გაზრდა, თვალების ქავილი, თვალის სიწითლე, ქუთუთოს დაზიანება, ქავილი, სიწითლე, შეშუპება ან ქუთუთოს ქერქით დაფარვა.
ზოგადი გვერდითი ეფექტები: უჩვეულო შეგრძნებები ან შერძნებების დაქვეითება, თავბრუ, ცხვირიდან გამონადენი, კანის სიმშრალე, კანის ანთება.
ცნობილი არ არის: სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით
ეფექტები თვალის მხრივ: თვალის შეშუპება, რქოვანას შეშუპება, თვალის გუგის ზომის ცვლილება.
ზოგადი გვერდითი ეფექტები: ქოშინი, ალერგიული სიმპტომების მომატება, სახის შეშუპება, ძილიანობა, ზოგადი სისუსტე, გულისრევა, ღებინება, სინუსური ინფექცია, კანის სიწითლე და ქავილი.
ძალიან იშვიათ შემთხვევებში, იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ თვალის წინა გამჭვირვალე შრის (რქოვანას) მძიმე დაზიანება, შეიძლება განვითარდეს ბუნდოვანი ლაქები რქოვანაზე მკურნალობის დროს კალციუმის დაგროვების გამო.
საეჭვო უარყოფითი რეაქციების ინფორმირება
თუ განვითარდა ნებისმიერი გვერდითი ეფექტი, მათ შორის ნებისმიერი შესაძლო გვერდითი ეფექტი, რომელიც მითითებული არ არის ამ ფურცელში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ ასევე მიაწოდოთ:
ბულგარეთის წამლის სააგენტოს
8 “დამიან გრუევის” ქ.
1303 სოფია
ტელ.: +359 28903417
website: www.bda.bg.
გვერდითი ეფექტების ინფორმირებით ხელს შეუწყობთ ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მოწოდებას.
ჭარბი დოზა
არ არსებობს მონაცემები ადამიანებში შემთხვევით ან განზრახ ჭარბი დოზის მიღების შესახებ. ოლაჟონის მწვავე ტოქსიკურობა ცხოველებში დაბალია. ოლაჟონის ბოთლის მთლიანი შიგთავსის შემთხვევით შიგნით მიღებისას მაქსიმალური სისტემური ექსპოზიცია არის 5 მგ ოლაჟონი, შესაბამისად საბოლოო დოზა იქნება 0.5მგ/კგ 10 კგ წონის ჩვილში, რაც სავარაუდოდ წარმოადგენს 100% შეწოვას.
ძაღლებში QTc ინტერვალის პროლონგაცია აღინიშნა მხოლოდ იმ ექსპოზიციისას, რომელიც მიიჩნევა ადამიანში მაქსიმალურ ექსპოზიციაზე საკმარისად მეტად, რაც მიუთითებს კლინიკური გამოყენებისათვის მცირე რელევანტობაზე. 5 მგ პერორალური დოზა მიიღებოდა დღეში ორჯერ 2.5 დღის განმავლობაში 102 ახალგაზრდა და ხანდაზმულ მამრობითი და მდედრობითი სქესის ჯანმრთელ მოხალისეებში QTc ინტერვალის მნიშვნელოვანი პროლონგაციის გარეშე პლაცებოსთან შედარებით. ამ კვლევის დროს გამოვლენილი ოლაჟონის უმაღლესი მყარი პლაზმური კონცენტრაციების ფარგლები (35-127 ნგ/მლ) წარმოადგენს ტოპიკალური ოლაჟონის მინიმუმ 70-ჯერ უფრო მაღალ უსაფრთხოების ზღვარს გულის რეპოლარიზაციაზე ეფექტებთან მიმართებაში.
ჭარბი დოზის შემთხვევაში, საჭიროა შესაბამისი მონიტორინგი და პაციენტის მართვა.
- ფარმაკოლოგიური მონაცემები
შემადგენლობა
აქტიური სუბსტანცია არის ოლაჟონი. ხსნარის ყოველი მლ შეიცავს 1 მგ ოლაჟონს (ჰიდროქლორიდის სახით).
სხვა ინგრედიენტებია ბენზალკონიუმის ქლორიდი, დინატრიუმის ფოსფატის დიჰიდრატი (E339), ნატრიუმის ქლორიდი, ჰიდროქლორმჟავა (E507) და/ან ნატრიუმის ჰიდროქსიდი, საინექციო წყალი.
ოლაჟონის გარეგნული აღწერა და შეფუთვის შიგთავსი
ოლაჟონი არის გამჭვირვალე და უფერო ხსნარი, ხილული ნაწილაკების გარეშე.
მზა პროდუქტი შეფუთულია 10 მლ-იან დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენის ბოთლებში ტუჩით და ხრახნიანი თავსახურით დამცავი რგოლით.
ერთი ბოთლი მუყაოს კოლოფში.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
შენახვის პირობები
შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.
არ შეინახოთ 25°C-ზე ზემოთ.
შეინახეთ ბოთლი მჭიდროდ თავდახურული.
ეს პრეპარატი არ გამოიყენოთ ბოთლსა და კოლოფზე EXP ნიშნით მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ნიშნავს მითითებული თვის ბოლო დღეს.
შენახვის ვადა ბოთლის პირველი გახსნის შემდეგ: 28 დღის განმავლობაში არა უმეტეს 25°C-ზე.
არ გადაყაროთ პრეპარატები საყოფაცხოვრებო ან საკანალიზაციო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა გადაყაროთ პრეპარატები, რომლებიც აღარ გჭირდებათ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ოფთალმოლოგიური საშუალებები; დეკონგესტანტები და ანტიალერგიული საშუალებები; სხვა ანტიალერგიული საშუალებები.
ათქ კოდი: S01GX 09
ოლაჟონი არის ძლიერი სელექციური ანტიალერგიული/ანტიჰისტამინური საშუალება, რომლის ეფექტები განპირობებულია მოქმედების მრავალი გამორჩეული მექანიზმით. ის ახდენს ჰისტამინის ანტაგონიზებას (ადამიანებში ალერგიული პასუხის უპირველესი მედიატორი) და ჰისტამინით ინდუცირებული ანთებითი ციტოკინის წარმოების პრევენციას კონიუნქტივას ეპითელიუმის უჯრედების მიერ. In vitro კვლევებიდან მიღებული კვლევები აჩვენებს, რომ მან შეიძლება იმოქმედოს ადამიანში კონიუნქტივალურ მასტოციტურ უჯრდებში და ამგვარად დათრგუნოს პრო-ანთებითი მედიატორების გამოყოფა. პატენტური ნაზოლაკრიმალური სადინრების მქონე პაციენტებში ოლაჟონის ტოპიკალური გამოყენებისას თვალში აღინიშნებოდა ნაზალური ნიშნების და სიმპტომების შემცირება, რომლებიც ხშირად თან ახლავს სეზონურ ალერგიულ კონიუნქტივიტს. არ იწვევს გუგის დიამეტრის კლინიკურად მნიშვნელოვან ცვლილებას.
- 2. ფარმაკოკინეტიკური თვისებები
შეწოვა
ოლაჟონი სისტემურად შეიწოვება, ისევე როგორც ტოპიკალურად მიღებული სხვა სამკურნალო საშუალებები. მიუხედავად ამისა, ტოპიკალურად გამოყენებული ოლაჟონის სისტემური აბსორბცია მინიმალურია, როდესაც პლაზმური კონცენტრაციები რაოდენობრივ ზღვრულ ნორმებზე ნაკლებია (<0.5 ნგ/მლ) 1.3 ნგ/მლ-მდე. ეს კონცენტრაციებია 50-200-ჯერ უფრო დაბალია, ვიდრე ტოლერანტული პერორალური დოზების შემდეგ.
ელიმინაცია
ორალური ფარმაკოკინეტიკური კვლევების მიხედვით, ოლაჟონის ნახევარგამოყოფის პერიოდი პლაზმაში იყო დაახლოებით 8-12 საათი და ძირითადად გამოიყოფოდა თირკმელებით. დოზის დაახლოებით 60-70%-ის აღდგენა ხდებოდა შარდში აქტიური სუბსტანციის სახით. ორი მეტაბოლიტი, მონო-დესმეთილი და N ოქსიდი, შარდში აღმოჩნდა დაბალი კონცენტრაციებით.
ვინაიდან ოლაჟონი გამოიყოფა უპირატესად შარდში უცვლელი აქტიური სუბსტანციის სახით, თირკმლის ფუნქციის დარღვევა ცვლის ოლაჟონის ფარმაკოკინეტიკას და მისი პიკური პლაზმური კონცენტრაციები 2.3-ჯერ უფრო დიდია თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში (საშუალო კრეატინინის კლირენსი 13.0 მლ/წთ), ვიდრე ჯანმრთელ მოზრდილებში. 10 მგ პერორალური დოზის მიღების შემდეგ ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში (შარდის გამოყოფის გარეშე), ოლაჟონის კონცენტრაციები პლაზმაში უფრო დაბალი იყო ჰემოდიალიზის დღეს, ვიდრე არაჰემოდიალიზის დღეს, რაც მიუთითებს, რომ ოლაჟონის გამოყოფა შეიძლება ჰემოდიალიზით.
კვლევებისას, რომლის დროსაც შედარდა ოლაჟონის 10 მგ პერორალური დოზის ფარმაკოკინეტიკა ახალგაზრდებში (საშუალო ასაკი 21 წელი) და ხანდაზმულებში (საშუალო ასაკი 74 წელი), ნაჩვენები არ იყო მნიშვნელოვანი სხვაობები პლaზმურ კონცენტრაციებს შორის (AUC), ცილებთან შეკავშირების ან უცვლელი ძირითადი პრეპარატის და მეტაბოლიტების შარდით გამოყოფის მხრივ.
თირკმლის უკმარისობის კვლევა ოლაჟონის პერორალური დოზის მიღების შემდეგ ჩატარდა თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში. შედეგები აჩვენებს, რომ ამ პოპულაციაში მოსალოდნელია უფრო მაღალი პლაზმური კონცენტრაციები. რადგან თვალში ტოპიკალურად გამოყენების შემდეგ პლაზმური კონცენტრაციები 50-200-ჯერ უფრო დაბალია, ვიდრე კარგად ტოლერანტული პერორალური დოზების შემდეგ, მოსალოდნელი არ არის, რომ დოზის კორექცია აუცილებელი იქნება ხანდაზმულებში ან თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პოპულაციაში. ღვიძლისმიერი მეტაბოლიზმი ელიმინაციის უმნიშვნელო გზა არის. მოსალოდნელი არ არის, რომ დოზის კორექცია აუცილებელი იქნება ღვიძლის უკმარისობისას.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
შეფუთვის ფურცელი: ინფორმაცია პაციენტისთვის
ოლაჟონი 1მგ/მლ თვალის წვეთები, ხსნარი
ოლოპატადინი
ამ პრეპარატის გამოყენების წინ ყურადღებით წაიკითხეთ ეს ფურცელი, რადგან მასში მოცემულია თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია.
შეინახეთ ეს ფურცელი. შეიძლება დაგჭირდეთ მისი კვლავ წაკითხვა.
თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები, ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ეს პრეპარატი დაგენიშნათ მხოლოდ თქვენ. არ მისცეთ ის სხვებს, მან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ მაშინაც კი, თუ მათი დაავადების ნიშნები ისეთივეა, როგორი ტქვენი.
თუ განვითარდა ნებისმიერი გვერდითი ეფექტი, მათ შორის ნებისმიერი შესაძლო გვერდითი ეფექტი, რომელიც მითითებული არ არის ამ ფურცელში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. იხილეთ პუნქტი 4.
ამ ინსტრუქციის ფურცელში:
- რა არის ოლაჟონი და რისთვის გამოიყენება
- რა უნდა იცოდეთ ოლაჟონის გამოყენების წინ
- როგორ გამოიყენება ოლაჟონი
- შესაძლო გვერდითი ეფექტები
როგორ ინახება ოლაჟონი
- შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
- რა არის ოლაჟონი და რისთის გამოიყენება
ოლაჟონი არის პრეპარატი თვალის ალერგიული მდგომარეობების სამკურნალოდ. ის მოქმედებს ალერგიული რეაქციის ინტენსივობის შემცირების გზით.
ოლაჟონი გამოიყენება სეზონური ალერგიული კონიუნქტივიტის ნიშნებისა და სიმპტომების სამკურნალოდ.
ალერგიული კონიუნქტივიტი.
ზოგიერთმა მასალამ (ალერგენებმა), როგორიცაა ყვავილის მტვერი, სახის მტვერი ან ცხოველის ბეწვი, შეიძლება გამოიწვიონ ალერგიული რეაქციები და შედეგად თვალის ქავილი, სიწითლე, აგრეთვე შეშუპება.
- რა უნდა იცოდეთ ოლაჟონის გამოყენების წინ
არ გამოიყენოთ ოლაჟონი
თუ გაქვთ ალერგია (მომატებული მგრძნობელობა) ოლაჟონის ან ამ პრეპარატის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი მოცემულია პუნქტში 6).
ოლაჟონი არ უნდა გამოიყენოთ, თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
ოლაჟონის გამოყენების წინ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ოლაჟონის გამოყენების წინ თვალებიდან უნდა ამოიღოთ კონტაქტური ლინზები.
ბავშვები
არ გამოიყენოთ ოლაჟონი 3 წლამდე ასაკის ბავშვებში. ეს პრეპარატი არ გამოიყენება 3 წლამდე ასაკის ბავშვებში, რადგან არ არსებობს მონაცემები, რომ ის უსაფრთხოა და მუშაობს 3 წლამდე ასაკის ბავშვებში.
სხვა პრეპარატები და ოლაჟონი
უთხარით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იყენებთ, ცოტა ხნის წინ იყენებდით ან შეიძლება გამოიყენოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატი, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემი.
თუ იყენებთ სხვა თვალის წვეთებს ან მალამოს, პრეპარატების გამოყენებებს შორის ინტერვალი უნდა იყოს მინიმუმ 5 წუთი. თვალის მალამო გამოიყენება ყველაზე ბოლოს.
ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილურობა
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის ყოლას, ამ პრეპარატის გამოყენების წინ რჩევა ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
არ გამოიყენოთ ოლაჟონი ძუძუთი კვების დროს, ამ პრეპარატის გამოყენებამდე რჩევა ჰკითხეთ თქვენს ექიმს.
ავტომობილების და მექანიზმების მართვა
ოლაჟონის გამოყენების შემდეგ გარკვეული პერიოდი შეიძლება შენიშნოთ მხედველობის დაბინდვა. არ მართოთ ავტომობილი ან მექანიზმები, ვიდრე ეს მოვლენა არ გაივლის.
ოლაჟონი შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს.
ბენზალკონიუმის ქლორიდმა შეიძლება გამოიწვიოს თვალის გაღიზიანება და ცნობილია, რომ ის ცვლის რბილი კონტაქტური ლინზების ფერს. ამიტომ მოერიდეთ შეხებას რბილ კონტაქტურ ლინზებთან. თუ ატარებთ კონტაქტურ ლინზებს, პრეპარატის გამოყენების წინ მოიხსენით კონტაქტური ლინზები და კვლავ გაიკეთეთ მინიმუმ 15 წუთის შემდეგ.
- როგორ გამოიყენება ოლაჟონი
ეს პრეპარატი ყოველთვის გამოიყენეთ ზუსტად ექიმის მითითებების შესაბამისად. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, გადაამოწმეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
დოზირება
რეკომენდებული დოზა არის ერთი წვეთი თვალში ან თვალებში, დღეში ორჯერ - დილით და საღამოს.
გამოიყენეთ ეს დოზა, თუ ექიმი სხვა დოზას არ დაგინიშნავთ. ოლაჟონი გამოიყენეთ მხოლოდ ორივე თვალში, თუ ექიმმა გითხრათ. გამოიყენეთ ექიმის მიერ დანიშნული ხანგრძლივობით.
ოლაჟონი გამოიყენება მხოლოდ როგორც თვალის წვეთი.
გამოყენების წესი
სურ. 1 სურ. 2
აიღეთ ოლაჟონის ბოთლი და სარკე.
დაიბანეთ ხელები.
აიღეთ ბოთლი და მოხსენით თავსახური.
დაიჭირეთ ბოთლი ცერა და შუა თითებს შორის მიმართულებით ქვემოთ.
თავი უკან გადაწიეთ. სუფთა თითით ქუთუთო ქვემოთ ჩამოწიეთ ისე, რომ ქუთუთოსა და თვალს შორის წარმოიქმნას „ჯიბე“. წვეთი ამ ადგილას ჩავარდება (სურათი 1).
ბოთლის თავი მიიტანეთ თვალთან ახლოს. საჭიროებისას გამოიყენეთ სარკე.
არ შეახოთ საწვეთური თვალს ან ქუთუთოს, მიმდებარე უბნებს ან სხვა ზედაპირებს, რადგან შეიძლება მოხდეს ბოთლში დარჩენილი წვეთების დაინფიცირება.
ბოთლის ძირს მსუბუქად დააწექით ერთ ჯერზე ოლაჟონის ერთი წვეთის გამოსაშვებად.
არ მოუჭიროთ ბოთლს, ის შექმნილია ისე, რომ მსუბუქი დაჭერა ბოთლის ძირზე საკმარისია (სურათი 2).
თუ წვეთებს ორივე თვალში იყენებთ, გაიმეორეთ ეს ეტაპები მეორე თვალის შემთხვევაშიც.
გამოყენების შემდეგ მაშინვე მჭიდროდ დაახურეთ თავსახური ბოთლს.
თუ წვეთი თვალში არ მოხვდა, სცადეთ კიდევ.
თუ გამოიყენეთ იმაზე მეტი ოლაჟონი, ვიდრე უნდა გამოგეყენებინათ
კარგად ამოიბანეთ თვალები თბილი წყლით. წვეთები აღარ ჩაიწვეთოთ შემდეგი დოზის ჩაწვეთებამდე.
თუ დაგავიწყდათ ოლაჟონის გამოყენება
ჩაიწვეთეთ ერთი წვეთი, როგორც კი გაგახსენდებათ, და შემდეგ გააგრძელეთ ჩვეულებრივი დოზირების რეჟიმით მიღება.
თუმცა, თუ მოახლოებულია შემდეგი დოზის დროს, აღარ მიიღოთ გამოტოვებული დოზა და დაუბრუნდით ჩვეულ დოზირების რეჟიმს. არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით.
თუ შეწყვიტეთ ოლაჟონის გამოყენება
არ შეწყვიტოთ ამ პრეპარატის გამოყენება ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
თუ გაქვთ ნებისმიერი დამატებითი შეკითხვა ამ პრეპარატის გამოყენების შესახებ, ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- შესაძლო გვერდითი ეფექტები
ყველა პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
ოლაჟონის გამოყენებისას აღინიშნა შემდეგი გვერდითი ეფექტები:
ხშირი: შეიძლება განვითარდეს 10-დან 1 პაციენტში
ეფექტები თვალის მხრივ: თვალის ტკივილი, თვალის გაღიზიანება, თვალის სიმშრალე, უჩვეულო შეგრძნება თვალში, თვალში დისკომფორტი.
ზოგადი გვერდითი ეფექტები: თავის ტკივილი, დაღლილობა, ცხვირის სიმშრალე, ცუდი გემო.
არახშირი: შეიძლება განვითარდეს 100-დან 1-მდე პაციენტში
ეფექტები თვალის მხრივ:მხედველობის დაბინდვა, დაქვეითება ან დარღვევა, რქოვანას დაზიანება, თვალის ზედაპირის ანთება ზედაპირის დაზიანებით ან მის გარეშე, კონიუნქტივას ანთება ან ინფექცია, თვალებიდან გამონადენი, მგრძნობელობა სინათლის მიმართ, ცრემლის წარმოების გაზრდა, თვალების ქავილი, თვალის სიწითლე, ქუთუთოს დაზიანება, ქავილი, სიწითლე, შეშუპება ან ქუთუთოს ქერქით დაფარვა.
ზოგადი გვერდითი ეფექტები: უჩვეულო შეგრძნებები ან შერძნებების დაქვეითება, თავბრუ, ცხვირიდან გამონადენი, კანის სიმშრალე, კანის ანთება.
ცნობილი არ არის: სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით
ეფექტები თვალის მხრივ: თვალის შეშუპება, რქოვანას შეშუპება, თვალის გუგის ზომის ცვლილება.
ზოგადი გვერდითი ეფექტები: ქოშინი, ალერგიული სიმპტომების მომატება, სახის შეშუპება, ძილიანობა, ზოგადი სისუსტე, გულისრევა, ღებინება, სინუსური ინფექცია, კანის სიწითლე და ქავილი.
ძალიან იშვიათ შემთხვევებში, იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ თვალის წინა გამჭვირვალე შრის (რქოვანას) მძიმე დაზიანება, შეიძლება განვითარდეს ბუნდოვანი ლაქები რქოვანაზე მკურნალობის დროს კალციუმის დაგროვების გამო.
საეჭვო უარყოფითი რეაქციების ინფორმირება
თუ განვითარდა ნებისმიერი გვერდითი ეფექტი, მათ შორის ნებისმიერი შესაძლო გვერდითი ეფექტი, რომელიც მითითებული არ არის ამ ფურცელში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ ასევე მიაწოდოთ:
ბულგარეთის წამლის სააგენტოს
8 “დამიან გრუევის” ქ.
1303 სოფია
ტელ.: +359 28903417
website: www.bda.bg.
გვერდითი ეფექტების ინფორმირებით ხელს შეუწყობთ ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მოწოდებას.
- როგორ ინახება ოლაჟონი
შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.
არ შეინახოთ 25°C-ზე ზემოთ.
შეინახეთ ბოთლი მჭიდროდ თავდახურული.
ეს პრეპარატი არ გამოიყენოთ ბოთლსა და კოლოფზე EXP ნიშნით მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ნიშნავს მითითებული თვის ბოლო დღეს.
შენახვის ვადა ბოთლის პირველი გახსნის შემდეგ: 28 დღის განმავლობაში არა უმეტეს 25°C-ზე.
არ გადაყაროთ პრეპარატები საყოფაცხოვრებო ან საკანალიზაციო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა გადაყაროთ პრეპარატები, რომლებიც აღარ გჭირდებათ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
- შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს ოლაჟონი
აქტიური სუბსტანცია არის ოლაჟონი. ხსნარის ყოველი მლ შეიცავს 1 მგ ოლაჟონს (ჰიდროქლორიდის სახით).
სხვა ინგრედიენტებია ბენზალკონიუმის ქლორიდი, დინატრიუმის ფოსფატის დიჰიდრატი (E339), ნატრიუმის ქლორიდი, ჰიდროქლორმჟავა (E507) და/ან ნატრიუმის ჰიდროქსიდი, საინექციო წყალი.
ოლაჟონის გარეგნული აღწერა და შეფუთვის შიგთავსი
ოლაჟონი არის გამჭვირვალე და უფერო ხსნარი, ხილული ნაწილაკების გარეშე.
მზა პროდუქტი შეფუთულია 10 მლ-იან დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენის ბოთლებში ტუჩით და ხრახნიანი თავსახურით დამცავი რგოლით.
ერთი ბოთლი მუყაოს კოლოფში.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
სავაჭრო ნებართვის მფლობელი
შპს „მედექსპორტი“
№264 ომარ ხიზანიშვილის ქ.
გლდანის რაიონი, 0167, საქართველო
მწარმოებელი
Balkanpharma-Razgrad AD
68 “აპრილსკო ვასტანიე“ ბლვდ.
7200 რაზგრადი, ბულგარეთი
ამ სამკურნალო საშუალების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაუკავშირდეთ სავაჭრო ნებართვის მფლობელის ადგილობრივ წარმომადგენელს:
სავაჭრო ნებართვის მფლობელი
შპს „მედექსპორტი“
№264 ომარ ხიზანიშვილის ქ.
გლდანის რაიონი, 0167, საქართველო
ეს ინსტრუქციის ფურცელი ბოლოს გადაიხედა 06/2018
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


