სეზონური ალერგიული კონიუნქტივიტის ოფთალმოლოგიური გამოვლინებებისა და სიმპტომების მკურნალობა.
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ოლოპატადინი (olopatadine)
- ფორმა და შეფუთვა
- 0.1% 5მლ თვალის წვეთები, ხსნარი პოლიეთილენის საწვეთურიანი ფლაკონი №1
- მწარმოებელი
- World Medicine Ilac San. ve Tic. A.S., თურქეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ოფთალმოლოგიური საშუალებები, ანტიალერგიული სხვა საშუალებები
- ATC კოდი
- S01GX09
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-034960
- რეგისტრირებულია
- 13 აპრილი 2022, მოქმედებს 13 აპრილი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- World Medicine Ilac San. ve Tic. A.S. (თურქეთი)
- განმცხადებელი
- შპს „გლობალფარმი“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
პალადა — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
სეზონური ალერგიული კონიუნქტივიტის ოფთალმოლოგიური გამოვლინებებისა და სიმპტომების მკურნალობა.
მიღების წესი და დოზირება
პრეპარატ პალადას დოზირება შეადგენს 1 წვეთს დაავადებული თვალის (თვალების) კონიუნქტივალურ პარკში 2-ჯერ დღეში, 8 საათის ინტერვალით. საჭიროების შემთხვევაში მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს 4 თვემდე.
გამოყენება ხანდაზმულ პაციენტებში
ხანდაზმულ პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის.
გამოყენება ბავშვებში
პალადა გამოიყენება 3 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებში იმავე დოზით, როგორც მოზრდილებში. 3 წლამდე ასაკის ბავშვებში სამკურნალო პრეპარატის ეფექტურობა და უსაფრთხოება დადგენილი არ არის, არ არსებობს შესაბამისი მონაცემები.
გამოყენება თირკმელების და ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში
თირკმელების ან ღვიძლის დაავადების მქონე პაციენტებში პრეპარატის თვალის წვეთების სახით გამოყენება არ არის შესწავლილი. მიუხედავად ამისა, არ არის საჭირო დოზის კორექცია ღვიძლის ან თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში.
გამოყენების წესი
პრეპარატი პალადა განკუთვნილია მხოლოდ ადგილობრივი გამოყენებისთვის ოფთალმოლოგიაში.
მოხსენით თავსახური ფლაკონს; პრეპარატის გამოყენებამდე მოხსენით უსაფრთხოების რგოლი. ფლაკონი-საწვეთურის წვერის და ხსნარის დაბინძურების თავიდან ასაცილებლად, არ დაუშვათ წვერის შეხება ქუთუთოებთან, მიმდებარე ქსოვილებთან ან სხვა ზედაპირებთან.
შეინახეთ ფლაკონი მჭიდროდ დახურულ მდგომარეობაში.
ოლოპატადინი არ უნდა შეერიოს სხვა სამკურნალო საშუალებებს შესაბამისი კვლევების არარსებობის გამო.
სხვა ოფთალმოლოგიურ პრეპარატებთან კომბინირებული გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში, ინსტილაციებს შორის ინტერვალი უნდა შეადგენდეს მინიმუმ 5 წუთს. თვალის მალამოები ბოლოს უნდა იქნას გამოყენებული.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა ოლოპატადინის ან პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.
სიფრთხილის ზომები
ოლოპატადინი არის ანტიალერგიული/ანტიჰისტამინური საშუალება, რომელიც ადგილობრივი გამოყენებისას ექვემდებარება სისტემურ აბსორბციას. მძიმე არასასურველი რეაქციების ნიშნების ან ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების განვითარების დროს, პალადის გამოყენება უნდა შეწყდეს.
პრეპარატი შეიცავს კონსერვანტს ბენზალკონიუმის ქლორიდს (პრეპარატის 1 მლ შეიცავს 0,10 მგ ბენზალკონიუმის ქლორიდს), რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს თვალის გაღიზიანება. ბენზალკონიუმის ქლორიდმა შეიძლება გამოიწვიოს წერტილოვანი კერატოპათიის და/ან ტოქსიკური წყლულოვანი კერატოპათიის განვითარება. ამასთან დაკავშირებით, რეკომენდებულია სათანადო დაკვირვება პაციენტზე „მშრალი თვალის“ სინდრომით და რქოვანას დაზიანებებით, რომლებიც ხშირად ან დიდი ხნის განმავლობაში იყენებენ პალადას.
კონტაქტური ლინზები
ბენზალკონიუმის ქლორიდს შეუძლია რბილი კონტაქტური ლინზების ფერის შეცვლა. არ უნდა მოხდეს პრეპარატის შეხება რბილ კონტაქტურ ლინზებთან. პაციენტები ინფორმირებულნი უნდა იყვნენ, რომ პალადას გამოყენებამდე კონტაქტური ლინზები უნდა მოიხსნას და მათი ჩასმა შესაძლებელია ჩაწვეთებიდან არაუადრეს 15 წუთის შემდეგ.
დამხმარე ნივთიერებები
პალადას 1 მლ შეიცავს 3,35 მგ ფოსფატებს.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
არ ჩატარებულა ოლოპატადინის სხვა სამკურნალო პრეპარატებთან ურთიერთქმედების შესახებ კვლევები.
In vitro კვლევებში დადგენილია, რომ ოლოპატადინი არ აინჰიბირებს მეტაბოლურ რეაქციებს ციტოქრომ P-450 იზოფერმენტების - 1A2, 2C8, 2C9, 2C19, 2D6, 2E1 და 3A4 მონაწილეობით. მიღებული მონაცემები მიუთითებს ოლოპატადინის ზემოქმედების დაბალ ალბათობაზე მასთან ერთად დანიშნული სხვა სამკურნალო საშუალებების მეტაბოლიზმზე.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ცნობები ოლოპატადინის ოფთალმოლოგიური გამოყენების შესახებ ორსულ ქალებში არ არსებობს ან შეზღუდულია.
ცხოველებზე ჩატარებული კვლევებით დადგინდა, რომ ოლოპატადინი სისტემური შეყვანისას ახდენს ტოქსიკურ გავლენას რეპროდუქციულ ფუნქციაზე.
არ არის რეკომენდებული პალადას გამოყენება ორსულობის დროს და რეპროდუქციული ასაკის ქალებში, რომლებიც არ იყენებენ კონტრაცეფციის საიმედო მეთოდებს.
ლაქტაცია
ცხოველებზე ჩატარებული კვლევებით დადგინდა, რომ ოლოპატადინი აღწევს დედის რძეში პერორალური მიღების შემდეგ.
არ არის გამორიცხული არასასურველი რეაქციების განვითარება ახალშობილებსა და ბუნებრივ კვებაზე მყოფ ბავშვებში.
არ არის რეკომენდებული პალადას გამოყენება ლაქტაციის პერიოდში.
ფერტილობა
ადამიანის ფერტილობაზე ადგილობრივად ოლოპატადინის გამოყენების ზეგავლენის შესაფასებელი კვლევები არ ჩატარებულა.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
პრეპარატი არ ახდენს ან უმნიშვნელოდ მოქმედებს ავტოტრანსპორტის ან მექანიზმების მართვის უნარზე. ნებისმიერი თვალის წვეთების მსგავსად, პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის მკაფიოობის დროებითი დაქვეითება ან მხედველობის სხვა დარვევები და გავლენა მოახდინოს სატრანსპორტო საშუალებების ან მექანიზმების მართვის უნარზე. თუ პაციენტს პალადას გამოყენების შემდეგ დროებით დაუქვეითდა მხედველობის სიმახვილე, არ არის რეკომენდირებული ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვა მის სრულ აღდგენამდე.
ფერტილობა, გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში
გვერდითი მოვლენები
არასასურველი რეაქციები, რომელთა შესახებ ინფორმაცია მიღებულია სხვადასხვა წყაროდან (კლინიკური და პოსტმარკეტინგული კვლევები), ჩამოთვლილია ქვემოთ MedDRA-ს მიხედვით სისტემურ-ორგანული კლასების შესაბამისად. თითოეული კატეგორიის ფარგლებში არასასურველი რეაქციები კლასიფიცირდება სიხშირის მიხედვით და წარმოდგენილია კლების თანმიმდევრობით.
არასასურველი რეაქციების სიხშირის პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირად (≥ 1/10); ხშირად (≥ 1/100, მაგრამ < 1/10); არახშირად (≥ 1/1000, მაგრამ < 1/100); იშვიათად (≥ 1/10000 მაგრამ < 1/1000); ძალიან იშვიათად (< 1/10000); სიხშირე უცნობია (შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემებით).
უსაფრთხოების პროფილის მოკლე აღწერა
კლინიკურ კვლევებში 1680-ზე მეტი პაციენტის მონაწილეობით, რომლებიც იღებდნენ ოლოპატადინს მონოთერაპიის სახით (ინსტილაცია 2-4-ჯერ დღეში ორივე თვალში) ან ლორატადინთან ერთად 10 მგ დოზით ოთხი თვის განმავლობაში, მოსალოდნელი იყო, რომ არასასურველი რეაქციები, დაკავშირებული ოლოპატადინის გამოყენებასთან, შესაძლოა განვითარდეს პაციენტების 4,5%-ში; თუმცა, პაციენტების მხოლოდ 1.6%-მა განაცხადა უარი კვლევებში მონაწილეობაზე არასასურველი რეაქციების გამოვლენის გამო. ამ კლინიკურ კვლევებში ოლოპატადინის გამოყენებასთან დაკავშირებული სერიოზული ოფთალმოლოგიური ან სისტემური არასასურველი რეაქციები არ აღნიშნულა. ყველაზე გავრცელებული არასასურველი რეაქციაა თვალის ტკივილი, რომელიც დაფიქსირდა პაციენტების 0,7%-ში.
ინფექციური და პარაზიტული დაავადებები: იშვიათად - რინიტი.
იმუნური სისტემის მხრივ: სიხშირე უცნობია - ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, სახის შეშუპება.
ნერვული სისტემის მხრივ: ხშირად - თავის ტკივილი, დისგევზია; არახშირად - თავბრუსხვევა, ჰიპესთეზია; სიხშირე უცნობია - ძილიანობა.
მხედველობის ორგანოს მხრივ: ხშირად - თვალის ტკივილი, თვალის გაღიზიანება, თვალების სიმშრალე, თვალის მგრძნობელობის დარღვევა; არახშირად - რქოვანას ეროზია, რქოვანას ეპითელიუმის დაზიანება, დარღვევები რქოვანას ეპითელიუმის მხრივ, წერტილოვანი კერატიტი, კერატიტი, რქოვანაზე ლაქების გაჩენა, თვალებიდან გამონადენი, ფოტოფობია, მხედველობის მკაფიოობის დარღვევა, მხედველობის სიმახვილის დაქვეითება, ბლეფაროსპაზმი, დისკომფორტის შეგრძნება თვალებში, ქავილი, კონიუნქტივის ფოლიკულების წარმოქმნა, დარღვევები კონიუნქტივის მხრივ, უცხო სხეულის შეგრძნება თვალებში, ცრემლდენის მომატება, ქუთუთოების ერითემა, ქუთუთოების შეშუპება, დარღვევები ქუთუთოების მხრივ, თვალის ჰიპერემია; სიხშირე უცნობია - რქოვანას შეშუპება, თვალების შეშუპება, თვალების შესივება, კონიუნქტივიტი, მიდრიაზი, მხედველობის დარღვევა, ქუთუთოების კიდეებზე ქერქის წარმოქმნა.
სასუნთქი სისტემის, გულმკერდის ორგანოებისა და შუასაყარის მხრივ: ხშირად - ცხვირის სიმშრალე; სიხშირე უცნობია - ქოშინი, სინუსიტი.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: სიხშირე უცნობია - ღებინება, გულისრევა.
კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: არახშირად - კონტაქტური დერმატიტი, კანის წვის შეგრძნება, კანის სიმშრალე; სიხშირე უცნობია - დერმატიტი, ერითემა.
ზოგადი დარღვევები: ხშირად - დაღლილობა; სიხშირე უცნობია - ასთენია, შეუძლოდ ყოფნა.
ძალიან იშვიათად იყო შეტყობინებები რქოვანას კალციფიკაციის შემთხვევების შესახებ ფოსფატის შემცველი თვალის წვეთების გამოყენებისას ზოგიერთ პაციენტში რქოვანას მნიშვნელოვანი დაზიანებებით.
შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ
საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინებები სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ მნიშვნელოვანია. თუ პაციენტს გამოუვლინდა სერიოზული არასასურველი რეაქცია სამკურნალო საშუალებაზე ან ახალი არასასურველი რეაქციის აღნიშვნისას, რომელიც არ არის აღწერილი ამ ნაწილში, გთხოვთ მოახდინოთ ინფორმირება ფარმაკოზედამედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.
ჭარბი დოზა
არ არსებობს მონაცემები ადამიანებში პრეპარატის შემთხვევით ან განზრახ ჭარბი დოზირების შესახებ. ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში ოლოპატადინმა გამოავლინა მწვავე ტოქსიურობის დაბალი მაჩვენებელი. სამკურნალო პრეპარატის ფლაკონის მთელი შიგთავსის შემთხვევით გადაყლაპვის შემთხვევაში, ოლოპატადინის მაქსიმალური რაოდენობა, რომელმაც შეიძლება შეაღწიოს სისტემურ სისხლის მიმოქცევაში, შეადგენს 5 მგ, რაც შეესაბამება 0,5 მგ/კგ დოზას 10 კგ სხეულის მასის ბავშვისთვის, იმ პირობით, რომ სამკურნალო საშუალების შეწოვა მოხდება 100%-ით.
ძაღლებში ოლოპატადინმა გამოიწვია QTc ინტერვალის მნიშვნელოვანი გახანგრძლივება მხოლოდ პერორალური მიღების შემდეგ დოზებით, რომლებიც ბევრად აღემატება მაქსიმალურ დოზას ადამიანისთვის, რაც მიუთითებს არ არსებულ კლინიკურ მნიშვნელობაზე. 5 მგ ოლოპატადინის პერორალური მიღების შემდეგ ორჯერ დღეში 2,5 დღის განმავლობაში, 102 ჯანმრთელ მოხალისეს, მამრობითი და მდედრობითი სქესის ახალგაზრდების და ხანდაზმულების ჩათვლით, არ ყოფილა QTc ინტერვალის მნიშვნელოვანი გახანგრძლივება პლაცებოს ჯგუფთან შედარებით. ამ კვლევაში დადგენილი მაქსიმალური მნიშვნელობების დიაპაზონმა სისხლის პლაზმაში სამკურნალო საშუალების სტაციონარული კონცენტრაციების მიღწევისას შეადგინა 35-127 ნგ/მლ, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხოების მინიმუმ 70-ჯერად ეფექტს მიოკარდიუმის რეპოლარიზაციაზე ზემოქმედებასთან მიმართებაში, ოლოპატადინის ადგილობრივ გამოყენებასთან შედარებით.
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში აუცილებელია პაციენტის მდგომარეობის სათანადო კონტროლი, საჭიროების შემთხვევაში უნდა დაინიშნოს შესაბამისი მკურნალობა.
შემადგენლობა
პრეპარატის 1 მლ შეიცავს
აქტიური ნივთიერება: ოლოპატადინი (ოლოპატადინის ჰიდროქლორიდის ფორმით) 1 მგ. დამხმარე ნივთიერებები: ბენზალკონიუმის ქლორიდი, დინატრიუმის უწყლო ფოსფატი, ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი ან ქლორწყალბადმჟავა, საინექციო წყალი.
პრეპარატის ათქ კოდი S01GX09
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
ფლაკონის გახსნის შემდეგ, პრეპარატი გამოიყენება 28 დღის განმავლობაში.
ვარგისიანობის ვადა:
3 წელი წარმოების თარიღიდან.
არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
წარმოებულია
„ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ.-ს მიერ“, თურქეთი
(15 თემუზ მახ. ჯამი იოლუ ჯად. № 50 გიუნეშლი ბაგჯილარ / (სტამბოლი)
“WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TİC. А.Ş.”, TURKEY
(15 Temmuz Mah. Cami Yolu Cad. No: 50 Güneşli Bağcılar / İstanbul).
ფარმაკოლოგიური თვისებები
ოფთალმოლოგიაში გამოსაყენებელი საშუალებები. დეკონგესტანტები და ანტიალერგიული საშუალებები. ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატები.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა ოლოპატადინი არის ძლიერი სელექტიური ანტიალერგიული/ანტიჰისტამინური პრეპარატი, რომლის ფარმაკოლოგიური ეფექტი ვლინდება მოქმედების რამდენიმე განსხვავებული მექანიზმის საშუალებით. ის არის ჰისტამინის ანტაგონისტი (ერთ-ერთი მთავარი მედიატორი, რომელიც პასუხისმგებელია ადამიანებში ალერგიული რეაქციების განვითარებაზე) და აფერხებს კონიუნქტივის ეპითელური უჯრედებიდან ჰისტამინით განპირობებულ პროანთებითი ციტოკინების გამოთავისუფლების პროცესს. In vitro კვლევებში მიღებული მონაცემები იძლევა იმის ვარაუდის საშუალებას, რომ ოლოპატადინს შეუძლია იმოქმედოს ადამიანის კონიუნქტივის პოხიერ უჯრედებზე და შეაფერხოს პროანთებითი მედიატორების გამოთავისუფლება. პაციენტებში ოლოპატადინის კონიუნქტივალური ინსტილაციის შემდეგ (როცა ნაზოლაკრიმალური სადინარი გამტარია), მცირდება ნაზალური სიმპტომებიც, რომლებიც ხშირად თან ახლავს სეზონურ ალერგიულ კონიუნქტივიტს. ოლოპატადინი არ ახდენს კლინიკურად მნიშვნელოვან გავლენას გუგის დიამეტრზე.
ფარმაკოკინეტიკა
შეწოვა
ოლოპატადინი, ადგილობრივი გამოყენების სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, შეიძლება მოხვდეს სისტემურ სისხლის მიმოქცევაში. თუმცა, ოლოპატადინის შეწოვის ხარისხი უმნიშვნელოა, კონცენტრაცია პლაზმაში შეიძლება ვარირებდეს დიაპაზონში დონიდან, რომელიც მნიშვნელოვნად დაბალია ანალიზატორების მგრძნობელობაზე (0,5 ნგ/მლ-ზე ნაკლები) 1,3 ნგ/მლ-მდე. ეს კონცენტრაციები 50-200-ჯერ დაბალია კონცენტრაციებზე, რომლებიც მიიღწეოდა ოლოპატადინის ისეთი დოზების პერორალური მიღების შემდეგ, რომლებიც კარგად გადაიტანებოდა.
გამოყოფა
ფარმაკოკინეტიკური პარამეტრების კვლევებით დადგენილია, რომ ოლოპატადინის პერორალური მიღებისას მისი ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 8-12 საათს. ოლოპატადინი ორგანიზმიდან გამოიყოფა ძირითადად თირკმელებით, მიღებული დოზის დაახლოებით 60-70% უცვლელი სახით აღინიშნება შარდში. ასევე შარდში დაბალი კონცენტრაციით აღინიშნება მისი ორი მეტაბოლიტი - მონოდესმეთილი და N-ოქსიდი.
ვინაიდან სამკურნალო პრეპარატი ძირითადად უცვლელი სახით გამოიყოფა თირკმელებით, თირკმლის ფუნქციის დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს მისი ფარმაკოკინეტიკური პარამეტრების ცვლილება. ამრიგად, თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში (კრეატინინის საშუალო კლირენსი - 13,0 მლ/წთ), ოლოპატადინის მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში 2,3-ჯერ მეტია, ვიდრე პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დარღვევის გარეშე. ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში 10 მგ ოლოპატადინის პერორალური მიღების შემდეგ (ანურიის შედეგად), მისი კონცენტრაცია პლაზმაში მნიშვნელოვნად დაბალი იყო პროცედურის ჩატარების დღეს, ვიდრე სხვა დღეებში. ამასთან დაკავშირებით, არსებობს ვარაუდი, რომ ოლოპატადინი ორგანიზმიდან შეიძლება გამოიდევნოს ჰემოდიალიზის გზით.
ფარმაკოკინეტიკური პარამეტრების შედარებით კვლევებში 10 მგ ოლოპატადინის პერორალური მიღების შემდეგ ახალგაზრდა ასაკის სუბიექტებში (საშუალო ასაკი 21 წელი) და ხანდაზმულებში (საშუალო ასაკი 74 წელი) მნიშვნელოვანი განსხვავებები არ გამოვლენილა სისხლის პლაზმაში სამკურნალო საშუალების პლაზმურ კონცენტრაციებს (AUC), სისხლის პლაზმის ცილებთან შეკავშირების ხარისხს, შარდით აქტიური ნივთიერების უცვლელი და მეტაბოლიტების სახით გამოყოფის ხარისხს შორის.
ჩატარებული კვლევების შედეგები თირკმელების მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ პერორალურად ოლოპატადინს, მიუთითებს იმაზე, რომ პაციენტების ამ ჯგუფში სამკურნალო პრეპარატის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში შეიძლება რამდენადმე გაიზარდოს. ვინაიდან ოლოპატადინის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში ადგილობრივი გამოყენების შემდეგ 50-200-ჯერ დაბალია, ვიდრე ოლოპატადინის პერორალური ისეთი დოზების შემდეგ, რომლებიც კარგად გადაიტანებოდა, ხანდაზმულ პაციენტებში ან თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში დანიშვნისას, პრეპარატის დოზის კორექცია საჭირო არ არის. ღვიძლისმიერი მეტაბოლიზმი პრეპარატის ელიმინაციის მეორეხარისხოვანი გზაა. ღვიძლის ფუნქციის დარღვევისას დოზის კორექცია საჭირო არ არის.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
სამკურნალო პრეპარატის
სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია
პალადა
სავაჭრო დასახელება
პალადა, Pallada
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება
ოლოპატადინი, Olopatadine
სამკურნალო ფორმა
თვალის წვეთები 0,1%. აღწერილობა: გამჭვირვალე, უფერო ხსნარი
შემადგენლობა: პრეპარატის 1 მლ შეიცავს
აქტიური ნივთიერება: ოლოპატადინი (ოლოპატადინის ჰიდროქლორიდის ფორმით) 1 მგ. დამხმარე ნივთიერებები: ბენზალკონიუმის ქლორიდი, დინატრიუმის უწყლო ფოსფატი, ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი ან ქლორწყალბადმჟავა, საინექციო წყალი.
პრეპარატის ათქ კოდი S01GX09
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ოფთალმოლოგიაში გამოსაყენებელი საშუალებები. დეკონგესტანტები და ანტიალერგიული საშუალებები. ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატები.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა ოლოპატადინი არის ძლიერი სელექტიური ანტიალერგიული/ანტიჰისტამინური პრეპარატი, რომლის ფარმაკოლოგიური ეფექტი ვლინდება მოქმედების რამდენიმე განსხვავებული მექანიზმის საშუალებით. ის არის ჰისტამინის ანტაგონისტი (ერთ-ერთი მთავარი მედიატორი, რომელიც პასუხისმგებელია ადამიანებში ალერგიული რეაქციების განვითარებაზე) და აფერხებს კონიუნქტივის ეპითელური უჯრედებიდან ჰისტამინით განპირობებულ პროანთებითი ციტოკინების გამოთავისუფლების პროცესს. In vitro კვლევებში მიღებული მონაცემები იძლევა იმის ვარაუდის საშუალებას, რომ ოლოპატადინს შეუძლია იმოქმედოს ადამიანის კონიუნქტივის პოხიერ უჯრედებზე და შეაფერხოს პროანთებითი მედიატორების გამოთავისუფლება. პაციენტებში ოლოპატადინის კონიუნქტივალური ინსტილაციის შემდეგ (როცა ნაზოლაკრიმალური სადინარი გამტარია), მცირდება ნაზალური სიმპტომებიც, რომლებიც ხშირად თან ახლავს სეზონურ ალერგიულ კონიუნქტივიტს. ოლოპატადინი არ ახდენს კლინიკურად მნიშვნელოვან გავლენას გუგის დიამეტრზე.
ფარმაკოკინეტიკა
შეწოვა
ოლოპატადინი, ადგილობრივი გამოყენების სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, შეიძლება მოხვდეს სისტემურ სისხლის მიმოქცევაში. თუმცა, ოლოპატადინის შეწოვის ხარისხი უმნიშვნელოა, კონცენტრაცია პლაზმაში შეიძლება ვარირებდეს დიაპაზონში დონიდან, რომელიც მნიშვნელოვნად დაბალია ანალიზატორების მგრძნობელობაზე (0,5 ნგ/მლ-ზე ნაკლები) 1,3 ნგ/მლ-მდე. ეს კონცენტრაციები 50-200-ჯერ დაბალია კონცენტრაციებზე, რომლებიც მიიღწეოდა ოლოპატადინის ისეთი დოზების პერორალური მიღების შემდეგ, რომლებიც კარგად გადაიტანებოდა.
გამოყოფა
ფარმაკოკინეტიკური პარამეტრების კვლევებით დადგენილია, რომ ოლოპატადინის პერორალური მიღებისას მისი ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 8-12 საათს. ოლოპატადინი ორგანიზმიდან გამოიყოფა ძირითადად თირკმელებით, მიღებული დოზის დაახლოებით 60-70% უცვლელი სახით აღინიშნება შარდში. ასევე შარდში დაბალი კონცენტრაციით აღინიშნება მისი ორი მეტაბოლიტი - მონოდესმეთილი და N-ოქსიდი.
ვინაიდან სამკურნალო პრეპარატი ძირითადად უცვლელი სახით გამოიყოფა თირკმელებით, თირკმლის ფუნქციის დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს მისი ფარმაკოკინეტიკური პარამეტრების ცვლილება. ამრიგად, თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში (კრეატინინის საშუალო კლირენსი - 13,0 მლ/წთ), ოლოპატადინის მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში 2,3-ჯერ მეტია, ვიდრე პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დარღვევის გარეშე. ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში 10 მგ ოლოპატადინის პერორალური მიღების შემდეგ (ანურიის შედეგად), მისი კონცენტრაცია პლაზმაში მნიშვნელოვნად დაბალი იყო პროცედურის ჩატარების დღეს, ვიდრე სხვა დღეებში. ამასთან დაკავშირებით, არსებობს ვარაუდი, რომ ოლოპატადინი ორგანიზმიდან შეიძლება გამოიდევნოს ჰემოდიალიზის გზით.
ფარმაკოკინეტიკური პარამეტრების შედარებით კვლევებში 10 მგ ოლოპატადინის პერორალური მიღების შემდეგ ახალგაზრდა ასაკის სუბიექტებში (საშუალო ასაკი 21 წელი) და ხანდაზმულებში (საშუალო ასაკი 74 წელი) მნიშვნელოვანი განსხვავებები არ გამოვლენილა სისხლის პლაზმაში სამკურნალო საშუალების პლაზმურ კონცენტრაციებს (AUC), სისხლის პლაზმის ცილებთან შეკავშირების ხარისხს, შარდით აქტიური ნივთიერების უცვლელი და მეტაბოლიტების სახით გამოყოფის ხარისხს შორის.
ჩატარებული კვლევების შედეგები თირკმელების მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ პერორალურად ოლოპატადინს, მიუთითებს იმაზე, რომ პაციენტების ამ ჯგუფში სამკურნალო პრეპარატის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში შეიძლება რამდენადმე გაიზარდოს. ვინაიდან ოლოპატადინის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში ადგილობრივი გამოყენების შემდეგ 50-200-ჯერ დაბალია, ვიდრე ოლოპატადინის პერორალური ისეთი დოზების შემდეგ, რომლებიც კარგად გადაიტანებოდა, ხანდაზმულ პაციენტებში ან თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში დანიშვნისას, პრეპარატის დოზის კორექცია საჭირო არ არის. ღვიძლისმიერი მეტაბოლიზმი პრეპარატის ელიმინაციის მეორეხარისხოვანი გზაა. ღვიძლის ფუნქციის დარღვევისას დოზის კორექცია საჭირო არ არის.
გამოყენების ჩვენებები
სეზონური ალერგიული კონიუნქტივიტის ოფთალმოლოგიური გამოვლინებებისა და სიმპტომების მკურნალობა.
გამოყენების წესი და დოზირება
დოზირება
პრეპარატ პალადას დოზირება შეადგენს 1 წვეთს დაავადებული თვალის (თვალების) კონიუნქტივალურ პარკში 2-ჯერ დღეში, 8 საათის ინტერვალით. საჭიროების შემთხვევაში მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს 4 თვემდე.
გამოყენება ხანდაზმულ პაციენტებში
ხანდაზმულ პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის.
გამოყენება ბავშვებში
პალადა გამოიყენება 3 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებში იმავე დოზით, როგორც მოზრდილებში. 3 წლამდე ასაკის ბავშვებში სამკურნალო პრეპარატის ეფექტურობა და უსაფრთხოება დადგენილი არ არის, არ არსებობს შესაბამისი მონაცემები.
გამოყენება თირკმელების და ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში
თირკმელების ან ღვიძლის დაავადების მქონე პაციენტებში პრეპარატის თვალის წვეთების სახით გამოყენება არ არის შესწავლილი. მიუხედავად ამისა, არ არის საჭირო დოზის კორექცია ღვიძლის ან თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში.
გამოყენების წესი
პრეპარატი პალადა განკუთვნილია მხოლოდ ადგილობრივი გამოყენებისთვის ოფთალმოლოგიაში.
მოხსენით თავსახური ფლაკონს; პრეპარატის გამოყენებამდე მოხსენით უსაფრთხოების რგოლი. ფლაკონი-საწვეთურის წვერის და ხსნარის დაბინძურების თავიდან ასაცილებლად, არ დაუშვათ წვერის შეხება ქუთუთოებთან, მიმდებარე ქსოვილებთან ან სხვა ზედაპირებთან.
შეინახეთ ფლაკონი მჭიდროდ დახურულ მდგომარეობაში.
ოლოპატადინი არ უნდა შეერიოს სხვა სამკურნალო საშუალებებს შესაბამისი კვლევების არარსებობის გამო.
სხვა ოფთალმოლოგიურ პრეპარატებთან კომბინირებული გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში, ინსტილაციებს შორის ინტერვალი უნდა შეადგენდეს მინიმუმ 5 წუთს. თვალის მალამოები ბოლოს უნდა იქნას გამოყენებული.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა ოლოპატადინის ან პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.
არასასურველი რეაქციები
არასასურველი რეაქციები, რომელთა შესახებ ინფორმაცია მიღებულია სხვადასხვა წყაროდან (კლინიკური და პოსტმარკეტინგული კვლევები), ჩამოთვლილია ქვემოთ MedDRA-ს მიხედვით სისტემურ-ორგანული კლასების შესაბამისად. თითოეული კატეგორიის ფარგლებში არასასურველი რეაქციები კლასიფიცირდება სიხშირის მიხედვით და წარმოდგენილია კლების თანმიმდევრობით.
არასასურველი რეაქციების სიხშირის პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირად (≥ 1/10); ხშირად (≥ 1/100, მაგრამ < 1/10); არახშირად (≥ 1/1000, მაგრამ < 1/100); იშვიათად (≥ 1/10000 მაგრამ < 1/1000); ძალიან იშვიათად (< 1/10000); სიხშირე უცნობია (შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემებით).
უსაფრთხოების პროფილის მოკლე აღწერა
კლინიკურ კვლევებში 1680-ზე მეტი პაციენტის მონაწილეობით, რომლებიც იღებდნენ ოლოპატადინს მონოთერაპიის სახით (ინსტილაცია 2-4-ჯერ დღეში ორივე თვალში) ან ლორატადინთან ერთად 10 მგ დოზით ოთხი თვის განმავლობაში, მოსალოდნელი იყო, რომ არასასურველი რეაქციები, დაკავშირებული ოლოპატადინის გამოყენებასთან, შესაძლოა განვითარდეს პაციენტების 4,5%-ში; თუმცა, პაციენტების მხოლოდ 1.6%-მა განაცხადა უარი კვლევებში მონაწილეობაზე არასასურველი რეაქციების გამოვლენის გამო. ამ კლინიკურ კვლევებში ოლოპატადინის გამოყენებასთან დაკავშირებული სერიოზული ოფთალმოლოგიური ან სისტემური არასასურველი რეაქციები არ აღნიშნულა. ყველაზე გავრცელებული არასასურველი რეაქციაა თვალის ტკივილი, რომელიც დაფიქსირდა პაციენტების 0,7%-ში.
ინფექციური და პარაზიტული დაავადებები: იშვიათად - რინიტი.
იმუნური სისტემის მხრივ: სიხშირე უცნობია - ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, სახის შეშუპება.
ნერვული სისტემის მხრივ: ხშირად - თავის ტკივილი, დისგევზია; არახშირად - თავბრუსხვევა, ჰიპესთეზია; სიხშირე უცნობია - ძილიანობა.
მხედველობის ორგანოს მხრივ: ხშირად - თვალის ტკივილი, თვალის გაღიზიანება, თვალების სიმშრალე, თვალის მგრძნობელობის დარღვევა; არახშირად - რქოვანას ეროზია, რქოვანას ეპითელიუმის დაზიანება, დარღვევები რქოვანას ეპითელიუმის მხრივ, წერტილოვანი კერატიტი, კერატიტი, რქოვანაზე ლაქების გაჩენა, თვალებიდან გამონადენი, ფოტოფობია, მხედველობის მკაფიოობის დარღვევა, მხედველობის სიმახვილის დაქვეითება, ბლეფაროსპაზმი, დისკომფორტის შეგრძნება თვალებში, ქავილი, კონიუნქტივის ფოლიკულების წარმოქმნა, დარღვევები კონიუნქტივის მხრივ, უცხო სხეულის შეგრძნება თვალებში, ცრემლდენის მომატება, ქუთუთოების ერითემა, ქუთუთოების შეშუპება, დარღვევები ქუთუთოების მხრივ, თვალის ჰიპერემია; სიხშირე უცნობია - რქოვანას შეშუპება, თვალების შეშუპება, თვალების შესივება, კონიუნქტივიტი, მიდრიაზი, მხედველობის დარღვევა, ქუთუთოების კიდეებზე ქერქის წარმოქმნა.
სასუნთქი სისტემის, გულმკერდის ორგანოებისა და შუასაყარის მხრივ: ხშირად - ცხვირის სიმშრალე; სიხშირე უცნობია - ქოშინი, სინუსიტი.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: სიხშირე უცნობია - ღებინება, გულისრევა.
კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: არახშირად - კონტაქტური დერმატიტი, კანის წვის შეგრძნება, კანის სიმშრალე; სიხშირე უცნობია - დერმატიტი, ერითემა.
ზოგადი დარღვევები: ხშირად - დაღლილობა; სიხშირე უცნობია - ასთენია, შეუძლოდ ყოფნა.
ძალიან იშვიათად იყო შეტყობინებები რქოვანას კალციფიკაციის შემთხვევების შესახებ ფოსფატის შემცველი თვალის წვეთების გამოყენებისას ზოგიერთ პაციენტში რქოვანას მნიშვნელოვანი დაზიანებებით.
შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ
საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინებები სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ მნიშვნელოვანია. თუ პაციენტს გამოუვლინდა სერიოზული არასასურველი რეაქცია სამკურნალო საშუალებაზე ან ახალი არასასურველი რეაქციის აღნიშვნისას, რომელიც არ არის აღწერილი ამ ნაწილში, გთხოვთ მოახდინოთ ინფორმირება ფარმაკოზედამედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.
განსაკუთრებული მითითებები
ოლოპატადინი არის ანტიალერგიული/ანტიჰისტამინური საშუალება, რომელიც ადგილობრივი გამოყენებისას ექვემდებარება სისტემურ აბსორბციას. მძიმე არასასურველი რეაქციების ნიშნების ან ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების განვითარების დროს, პალადის გამოყენება უნდა შეწყდეს.
პრეპარატი შეიცავს კონსერვანტს ბენზალკონიუმის ქლორიდს (პრეპარატის 1 მლ შეიცავს 0,10 მგ ბენზალკონიუმის ქლორიდს), რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს თვალის გაღიზიანება. ბენზალკონიუმის ქლორიდმა შეიძლება გამოიწვიოს წერტილოვანი კერატოპათიის და/ან ტოქსიკური წყლულოვანი კერატოპათიის განვითარება. ამასთან დაკავშირებით, რეკომენდებულია სათანადო დაკვირვება პაციენტზე „მშრალი თვალის“ სინდრომით და რქოვანას დაზიანებებით, რომლებიც ხშირად ან დიდი ხნის განმავლობაში იყენებენ პალადას.
კონტაქტური ლინზები
ბენზალკონიუმის ქლორიდს შეუძლია რბილი კონტაქტური ლინზების ფერის შეცვლა. არ უნდა მოხდეს პრეპარატის შეხება რბილ კონტაქტურ ლინზებთან. პაციენტები ინფორმირებულნი უნდა იყვნენ, რომ პალადას გამოყენებამდე კონტაქტური ლინზები უნდა მოიხსნას და მათი ჩასმა შესაძლებელია ჩაწვეთებიდან არაუადრეს 15 წუთის შემდეგ.
დამხმარე ნივთიერებები
პალადას 1 მლ შეიცავს 3,35 მგ ფოსფატებს.
ზეგავლენა ავტოტრანსპორტის ტარების და მექანიზმების მართვის უნარზე
პრეპარატი არ ახდენს ან უმნიშვნელოდ მოქმედებს ავტოტრანსპორტის ან მექანიზმების მართვის უნარზე. ნებისმიერი თვალის წვეთების მსგავსად, პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის მკაფიოობის დროებითი დაქვეითება ან მხედველობის სხვა დარვევები და გავლენა მოახდინოს სატრანსპორტო საშუალებების ან მექანიზმების მართვის უნარზე. თუ პაციენტს პალადას გამოყენების შემდეგ დროებით დაუქვეითდა მხედველობის სიმახვილე, არ არის რეკომენდირებული ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვა მის სრულ აღდგენამდე.
ფერტილობა, გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში
ორსულობა
ცნობები ოლოპატადინის ოფთალმოლოგიური გამოყენების შესახებ ორსულ ქალებში არ არსებობს ან შეზღუდულია.
ცხოველებზე ჩატარებული კვლევებით დადგინდა, რომ ოლოპატადინი სისტემური შეყვანისას ახდენს ტოქსიკურ გავლენას რეპროდუქციულ ფუნქციაზე.
არ არის რეკომენდებული პალადას გამოყენება ორსულობის დროს და რეპროდუქციული ასაკის ქალებში, რომლებიც არ იყენებენ კონტრაცეფციის საიმედო მეთოდებს.
ლაქტაცია
ცხოველებზე ჩატარებული კვლევებით დადგინდა, რომ ოლოპატადინი აღწევს დედის რძეში პერორალური მიღების შემდეგ.
არ არის გამორიცხული არასასურველი რეაქციების განვითარება ახალშობილებსა და ბუნებრივ კვებაზე მყოფ ბავშვებში.
არ არის რეკომენდებული პალადას გამოყენება ლაქტაციის პერიოდში.
ფერტილობა
ადამიანის ფერტილობაზე ადგილობრივად ოლოპატადინის გამოყენების ზეგავლენის შესაფასებელი კვლევები არ ჩატარებულა.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
არ ჩატარებულა ოლოპატადინის სხვა სამკურნალო პრეპარატებთან ურთიერთქმედების შესახებ კვლევები.
In vitro კვლევებში დადგენილია, რომ ოლოპატადინი არ აინჰიბირებს მეტაბოლურ რეაქციებს ციტოქრომ P-450 იზოფერმენტების - 1A2, 2C8, 2C9, 2C19, 2D6, 2E1 და 3A4 მონაწილეობით. მიღებული მონაცემები მიუთითებს ოლოპატადინის ზემოქმედების დაბალ ალბათობაზე მასთან ერთად დანიშნული სხვა სამკურნალო საშუალებების მეტაბოლიზმზე.
ჭარბი დოზირება
არ არსებობს მონაცემები ადამიანებში პრეპარატის შემთხვევით ან განზრახ ჭარბი დოზირების შესახებ. ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში ოლოპატადინმა გამოავლინა მწვავე ტოქსიურობის დაბალი მაჩვენებელი. სამკურნალო პრეპარატის ფლაკონის მთელი შიგთავსის შემთხვევით გადაყლაპვის შემთხვევაში, ოლოპატადინის მაქსიმალური რაოდენობა, რომელმაც შეიძლება შეაღწიოს სისტემურ სისხლის მიმოქცევაში, შეადგენს 5 მგ, რაც შეესაბამება 0,5 მგ/კგ დოზას 10 კგ სხეულის მასის ბავშვისთვის, იმ პირობით, რომ სამკურნალო საშუალების შეწოვა მოხდება 100%-ით.
ძაღლებში ოლოპატადინმა გამოიწვია QTc ინტერვალის მნიშვნელოვანი გახანგრძლივება მხოლოდ პერორალური მიღების შემდეგ დოზებით, რომლებიც ბევრად აღემატება მაქსიმალურ დოზას ადამიანისთვის, რაც მიუთითებს არ არსებულ კლინიკურ მნიშვნელობაზე. 5 მგ ოლოპატადინის პერორალური მიღების შემდეგ ორჯერ დღეში 2,5 დღის განმავლობაში, 102 ჯანმრთელ მოხალისეს, მამრობითი და მდედრობითი სქესის ახალგაზრდების და ხანდაზმულების ჩათვლით, არ ყოფილა QTc ინტერვალის მნიშვნელოვანი გახანგრძლივება პლაცებოს ჯგუფთან შედარებით. ამ კვლევაში დადგენილი მაქსიმალური მნიშვნელობების დიაპაზონმა სისხლის პლაზმაში სამკურნალო საშუალების სტაციონარული კონცენტრაციების მიღწევისას შეადგინა 35-127 ნგ/მლ, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხოების მინიმუმ 70-ჯერად ეფექტს მიოკარდიუმის რეპოლარიზაციაზე ზემოქმედებასთან მიმართებაში, ოლოპატადინის ადგილობრივ გამოყენებასთან შედარებით.
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში აუცილებელია პაციენტის მდგომარეობის სათანადო კონტროლი, საჭიროების შემთხვევაში უნდა დაინიშნოს შესაბამისი მკურნალობა.
გამოშვების ფორმა
0,1%-იანი თვალის წვეთები, 5 მლ-იან თეთრ პოლიეთილენის ფლაკონ-საწვეთურში თეთრი ხრახნიანი დამცავი თავსახურით, რომელიც აღჭურვილია დამცავი რგოლით.
1 ფლაკონი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
ფლაკონის გახსნის შემდეგ, პრეპარატი გამოიყენება 28 დღის განმავლობაში.
ვარგისიანობის ვადა:
3 წელი წარმოების თარიღიდან.
არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
წარმოებულია
„ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ.-ს მიერ“, თურქეთი
(15 თემუზ მახ. ჯამი იოლუ ჯად. № 50 გიუნეშლი ბაგჯილარ / (სტამბოლი)
“WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TİC. А.Ş.”, TURKEY
(15 Temmuz Mah. Cami Yolu Cad. No: 50 Güneşli Bağcılar / İstanbul).
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


