ოფერტა-სანოველი მიეკუთვნება ანტიფსიქოზური მედიკამენტების ჯგუფს. ოფერტა-სანოველი გამოიყენება დაავადების სამკურნალოდ, რომელსაც ახასიათებს შემდგომი სიმპტომები: რეალურად არარსებულის გაგება, დანახვა ან შეგრძნება, მცდარი რწმენები, უჩვეულო ეჭვიანობები და იზოლაცია. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ოლანზაპინი (olanzapine)
- ფორმა და შეფუთვა
- 5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28 (2X14)
- მწარმოებელი
- Sanovel Ilac Sanayi ve Ticaret A.S., თურქეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ფსიქოლეფსური საშუალებები, დიაზეპინები, ოქსაზეპინები, თიაზეპინები და ოქსეპინები
- ATC კოდი
- N05AH03
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-042960
- რეგისტრირებულია
- 18 მარტი 2025, მოქმედებს 18 მარტი 2030-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Sanovel Ilac Sanayi ve Ticaret A.S. (თურქეთი)
- განმცხადებელი
- ეკატერინე მიქაბერიძე
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ოფერტა-სანოველი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ოფერტა-სანოველი მიეკუთვნება ანტიფსიქოზური მედიკამენტების ჯგუფს.
ოფერტა-სანოველი გამოიყენება დაავადების სამკურნალოდ, რომელსაც ახასიათებს შემდგომი სიმპტომები: რეალურად არარსებულის გაგება, დანახვა ან შეგრძნება, მცდარი რწმენები, უჩვეულო ეჭვიანობები და იზოლაცია. ამ დაავადების მქონე ადამიანები შესაძლოა აგრეთვე უჩიოდნენ დეპრესიას, შფოთვას ან დაძაბულობას.
ოფერტა-სანოველი გამოიყენება პათოლოგიის სამკურნალოდ, რომელსაც ახასიათებს შემდგომი სიმპტომები: ამაღლებული გუნებ-განწყობა, მომატებული ენერგია, ძილის ჩვეულ მდგომარეობასთან შედარებით დაქვეითებული მოთხოვნილება, სწრაფი საუბარი სწრაფად ცვლადი აზრებით და ზოგჯერ მძიმე გაღიზიანებადობა. ის აგრეთვე წარმოადგენს გუნებ-განწყობის სტაბილიზატორს, რომელიც ხელს უშლის გუნებ-განწყობის ამ პათოლოგიასთან დაკავშირებული აწევის და დაქვეითების (დეპრესია) მძიმე სიმპტომების შემდგომ განვითარებას.
მიღების წესი და დოზირება
სწორი გამოყენების ინსტრუქცია და დოზა/მიღების სიხშირე:
ოფერტა-სანოველი ყოველთვის ზუსტად ექიმის მითითების დაცვით უნდა მიიღოთ. თუ რაიმე გაურკვეველია უნდა მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თქვენი ექიმი გეტყვით ოფერტა-სანოველის რამდენი ტაბლეტი უნდა მიიღოთ და რა ხანგრძლივობით უნდა მიიღოთ ის. ოფერტა-სანოველის დღიური დოზა 5 და 20 მგ-ის ფარგლებში მერყეობს. გაესაუბრეთ თქვენს ექიმს სიმპტომების ხელახალი განვითარების შემთხვევაში, მაგრამ არ შეწყვიტოთ ოფერტა-სანოველის მიღება ექიმის მითითების გარეშე.
ოფერტა-სანოველის ტაბლეტები უნდა მიიღოთ დღეში ერთხელ თქვენი ექიმის მითითებების დაცვით. ეცადეთ ტაბლეტები ყოველდღე ერთსა და იმავე დროს მიიღოთ. არ აქვს მნიშვნელობა მათ საკვებთან ერთად მიიღებთ თუ საკვების გარეშე.
მიღების გზა და მეთოდი
ოფერტა-სანოველის შემოგარსული ტაბლეტები ორალური გამოყენებისთვის არის განკუთვნილი. ოფერტა-სანოველის ტაბლეტები უნდა გადაყლაპოთ მთლიანად წყალთან ერთად.
- 5 მგ დოზა დასაშვებია მიიღოთ 5 მგ ტაბლეტების გამყოფ ხაზზე გატეხვის გზით.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
პედიატრიული გამოყენება:
არ არის განკუთვნილი 18 წელზე უმცროსი ასაკის პაციენტებისთვის.
განსაკუთრებული გამოყენებები:
განსაკუთრებული გამოყენების გარეშე.
თუ გრძნობთ რომ ოფერტა-სანოველი ზედმეტად ძლიერი ან ზედმეტად სუსტია, შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ მიიღეთ ოფერტა-სანოველის საჭიროზე დიდი რაოდენობა
ოფერტა-სანოველის საჭიროზე მეტი რაოდენობით მიღების შემთხვევაში, პაციენტებს აღენიშნებათ შემდეგი სიმპტომები: სწრაფი გულისცემა, აგზნება/აგრესიულობა, მეტყველების პრობლემები, უჩვეულო მოძრაობები (განსაკუთრებით სახის და ენის) და ცნობიერების დონის დაქვეითება. სხვა შესაძლო სიმპტომებია: მწვავე დეზორიენტაცია, გულყრები (ეპილეფსია), კომა; ცხელების, სწრაფი სუნთქვის, ოფლიანობის, კუნთების დაჭიმულობის და მოთენთილობის ან ძილიანობის კომბინაცია; სუნთქვის სიხშირის შენელება, ასპირაცია, მაღალი არტერიული წნევა ან დაბალი არტერიული წნევა, გულის პათოლოგიური რიტმები. დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან საავადმყოფოს. აჩვენეთ ექიმს თქვენი ტაბლეტების შეფუთვა.
თუ მიიღეთ ოფერტა-სანოველის საჭიროზე დიდი რაოდენობა, შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ ოფერტა-სანოველის მიღება
მიიღეთ ტაბლეტები როგორც კი გაგახსენდებათ.
არ მიიღოთ ერთ დღეში ორი დოზა გამოტოვებული დოზების ასანაზღაურებლად.
თუ შეწყვეტთ ოფერტა-სანოველის მიღებას
არ შეტყვიტოთ ტაბლეტების მიღება მხოლოდ იმიტომ რომ თავს უკეთ გრძნობთ. მნიშვნელოვანია ოფერტა-სანოველის მიღება გააგრძელოთ ექიმის დანიშნული ხანგრძლივობით.
თუ უეცრად შეწყვეტთ ოფერტა-სანოველის მიღებას, შესაძლოა განვითარდეს შემდეგი სიმპტომები: ოფლიანობა, უძილობა, ტრემორი, შფოთვა ან გულისრევა და ღებინება. თქვენმა ექიმმა შესაძლოა გირჩიოთ დოზის თანდათანობით შემცირება მკურნალობის სრულ შეწყვეტამდე.
თუ ამ პროდუქტის გამოყენებასთან დაკავშირებით გაგიჩნდებათ დამატებითი შეკითხვები, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
უკუჩვენებები
- თუ ალერგიული ხართ (გაქვთ მომატებული მგრძნობელობა) ოლანზაპინის ან ოფერტა-სანოველის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ. ალერგიული რეაქცია გამოვლინდება გამონაყარით, ქავილით, სახის შესიებით, ტუჩების შესიებით ან სუნთქვის გაძნელებით. თუ გაგივითარდებათ ეს სიმპტომები, შეატყობინეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს.
- თუ მანამდე დაგიდგინდათ თვალის ზოგიერთი პათოლოგია, მაგალითად ზოგიერთი ტიპის გლაუკომა (თვალის შიგნით წნევის მომატება).
ოფერტა-სანოველის მიღებისას განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა დაიცვათ
ოფერტა-სანოველის მიღებამდე გაესაუბრეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
დემენციის მქონე მოხუცებულ პაციენტებში ოფერტა-სანოველის გამოყენება არ არის რეკომენდირებული, რადგან მან შესაძლოა სერიოზული გვერდითი ეფექტები გამოიწვიოს.
ძალიან იშვიათად, ამ ტიპის მედიკამენტები იწვევენ ცხელების, სუნთქვის გახშირების, ოფლიანობის, კუნთების დაჭიმულობის და მოთენთილობის და ძილიანობის სიმპტომების კომბინაციას. თუ შენიშნეთ ეს სიმპტომები, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს მკურნალ ექიმს.
ამ ტიპის მედიკამენტებმა შესაძლოა გამოიწვიონ უჩვეულო მოძრაობები, უპირატესად სახის და ენის. თუ ოფერტა-სანოველის მიღების შემდეგ ეს სიმპტომი შენიშნეთ, შეატყობინეთ თქვენს ექიმს.
ოლანზაპინით მკურნალობისას პაციენტებში აღწერილია წონაში მატება. თქვენ და თქვენმა მკურნალმა ექიმმა რეგულარულად უნდა აკონტროლოთ თქვენი წონა. აუცილებლობის შემთხვევაში იფიქრეთ დიეტოლოგთან მიმართვაზე ან დიეტის დაგეგმვაზე.
ოლანზაპინით მკურნალობის დროს აღწერილია სისხლში შაქრის და ცხიმების (ტრიგლიცერიდები და ქოლესტერინი) დონეების მომატება. თქვენმა მკურნალმა ექიმმა უნდა ჩაატაროს სისხლის ანალიზები სისხლში შაქრის და ზოგიერთი ცხიმის დონის განსასაზღვრად ოლანზაპინის მიღების დაწყებამდე და მკურნალობის მიმდინარეობისას რეგულარულად.
შეატყობინეთ ექიმს თუ თქვენ ან თქვენი ოჯახის სხვა წევრს აქვს თრომბოზის ანამნეზი, რადგან მსგავსი მედიკამენტების გამოყენება თრომბების წარმოქმნასთან არის დაკავშირებული.
წამლის გამოყენების დროს სიფრთხილე უნდა დაიცვათ თუ უჩივით ძილის აპნოეს ან თუ იღებთ ისეთ მედიკამენტებს (დეპრესანტებს), რომლებიც ანელებენ ტვინის აქტივობას.
თუ გაქვთ ჩამოთვლილიდან ნებისმიერი ავადმყოფობა, ამის შესახებ თქვენს ექიმს რაც შეიძლება მალე უნდა აცნობოთ:
დიაბეტი
გულის დაავადება
ღვიძლის ან თირკმლის დაავადება
პარკინსონის დაავადება
გულყრები
პროსტატის პრობლემები
ნაწლავის გაუვალობა (პარალიზური გაუვალობა)
სისხლის პათოლოგიები
ინსულტი ან „მინი“ ინსულტი (ინსულტის გარდამავალი სიმპტომები)
თუ იცით რომ გრძელვადიანი, მძიმე ფაღარათის და ღებინების (გულისრევის) ან დიურეტიკების გამოყენების შედეგად დაკარგავთ მარილებს
თუ გაქვთ დემენცია და წარსულში გადატანილი გაქვთ ინსულტი ან „მინი“ ინსულტი, ამის შესახებ თქვენ ან თქვენმა მომვლელმა/ნათესავმა თქვენს ექიმს უნდა შეატყობინოთ.
თუ 65 წელზე უფროსი ასაკის ხართ, სიფრთხილის მიზნით თქვენმა მკურნალმა ექიმმა შესაძლოა ჩაატაროს თქვენი არტერიული წნევის რუტინული მონიტორინგი.
თუ ზემოთ მოცემული შემთხვევები თქვენ შეგეხებათ (ან წარსულში ნებისმიერ დროს აღგენიშნებოდათ), შეატყობინეთ თქვენს მკურნალ ექიმს.
ბავშვები და მოზარდები
ოფერტა-სანოველი არ გამოიყენება 18 წელზე უმცროსი ასაკის პაციენტებში.
ოფერტა-სანოველის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
თუ დაგენიშნათ ოფერტა-სანოველი, სრულად უარი უნდა თქვათ ალკოჰოლზე, რადგან მათმა ერთდროულმა გამოყენებამ შესაძლოა მოთენთლობა გამოიწვიოს.
სიფრთხილის ზომები
ანტიფსიქოზური მკურნალობის მიმდინარეობისას, პაციენტის კლინიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას შესაძლოა რამდენიმე დღიდან რამდენიმე კვირამდე დაჭირდეს. ამ პერიოდის განმავლობაში პაციენტებს ინტენსიური მეთვალყურეობა უნდა ჩაუტარდეთ.
დემენციასთან დაკავშირებული ფსიქოზი და/ან ქცევითი დარღვევები
ოლანზაპინი არ არის დამტკიცებული დემენციასთან დაკავშირებული ფსიქოზის და/ან ქცევითი დარღვევების მკურნალობისთვის და მისი გამოყენება არ არის რეკომენდირებული პაციენტების ამ კონკრეტულ ჯგუფში სიკვდილიანობის და ცერებროვასკულური მოვლენების რისკის მომატების გამო. დემენციასთან დაკავშირებული ფსიქოზის და ქცევითი დაღვევების მქონე ასაკოვანი პაციენტების (საშუალო ასაკი 78 წელი) პლაცებოთი კონტროლირებულ კლინიკურ კვლევებში (6-12 კვირის ხანგრძლივობა), ოლანზაპინით ნამკურნალებ პაციენტებში პლაცებოთი ნამკურნალებ პაციენტებთან შედარებით აღინიშნებოდა სიკვდილიანობის სიხშირის 2-ჯერადი ზრდა (3.5% და 1.5%, შესაბამისად). სიკვდილიანობის უფრო მაღალი სიხშირე ოლანზაპინის დოზასთან (საშუალო დღიური დოზა 4.4 მგ) ან მკურნალობის ხანგრძლივობასთან არ იყო დაკავშირებული. პაციენტების ამ პოპულაციაში სიკვდილიანობის მომატების რისკ-ფაქტორები მოიცავს: ასაკი > 65 წელი, დისფაგია, სედაცია, კვების უკმარისობა და დეჰიდრატაცია, ფილტვის პათოლოგიები (მაგ., პნევმონია, ასპირაციით ან მის გარეშე), ან ბენზოდიაზეპინების თანადროული გამოყენება.
თუმცა, სიკვდილიანობის სიხშირე ოლანზაპინით ნამკურნალებ პაციენტებში პლაცებოთი ნამკურნალებ პაციენტებთან შედარებით უფრო მაღალი იყო ამ რისკ-ფაქტორებისგან დამოუკიდებლად.
იგივე კლინიკურ კვლევებში აღიწერა ცერებროვასკულური არასასურველი მოვლენები (CVAE მაგ., ინსულტი, გარდამავალი იშემიური შეტევა), მათ შორის ზოგიერთი ფატალური გამოსავლით. ოლანზაპინით ნამკურნალებ პაციენტებში პლაცებოთი ნამკურნალებ პაციენტებთან შედარებით CVAE მოვლენები 3-ჯერ ხშირი იყო (1.3% და 0.4%, შესაბამისად). ოლანზაპინით და პლაცებოთი ნამკურნალებ ყველა პაციენტს, რომელსაც ცერებროვასკულური მოვლენა განუვითარდა, უკვე აღენიშნებოდა მანამდე არსებული რისკ-ფაქტორები. ასაკი > 75 წელი და ვასკულური/შერეული ტიპის დემენცია ოლანზაპინის მკურნალობასთან დაკავშირებული CVAE-თვის რისკ-ფაქტორებად დადგინდა. ოლანზაპინის ეფექტურობა ამ კლინიკურ კვლევებში არ შეფასებულა.
პარკინსონის დაავადება
პარკინსონის დაავადების მქონე პაციენტებში დოფამინის აგონისტთან დაკავშირებული ფსიქოზის სამკურნალოდ ოლანზაპინის გამოყენება არ არის რეკომენდირებული. კლინიკურ კვლევებში ძალიან ხშირად აღინიშნებოდა პარკინსონის დაავადების სიმპტომების გაუარესება და ჰალუცინაციები და უფრო ხშირი იყო ვიდრე პლაცებოსთვის (იხილეთ მონაკვეთი 4.8), და ოლანზაპინი ფსიქოზური სიმპტომების მკურნალობაში პლაცებოზე ეფექტური არ იყო. ამ კვლევებში თავდაპირველი მოთხოვნა იყო პაციენტები სტაბილურნი ყოფილიყვნენ პარკინსონის საწინააღმდეგო სამკურნალო პროდუქტების მინიმალურ ეფექტურ დოზაზე (დოფამინის აგონისტი) და კვლევის განმავლობაში მიეღოთ იგივე პარკინსონის საწინააღმდეგო სამკურნალო პროდუქტები დაა დოზები. ოლანზაპინით მკურნალობა დაიწყო 2.5 მგ/დღეში დოზაზე და მკვლევარის განსჯით თანდათანობით გაიზარდა 15 მგ/დღეში დოზამდე.
ავთვისებიანი ნეიროლეფსიური სინდრომი (NMS)
NMS წარმოადგენს პოტენციურად სიცოცხლისთვის საშიშ პათოლოგიას რომელიც ანტიფსიქოზური სამკურნალო პროდუქტების გამოყენებასთან არის დაკავშირებული. იშვიათად NMS-ის შემთხვევები ოლანზაპინთან დაკავშირებითაც არის აღწერილი. NMS კლინიკურად ვლინდება როგორც ჰიპერპირექსია, კუნთების რიგიდულობა, ცნობიერების სტატუსის ცვლილება, და აუტონომიური არასტაბილურობის ნიშნები (არარეგულარული პულსი ან სისხლის წნევა, ტაქიკარდია, ოფლიანობა და გულის დისრითმია). დამატებითი ნიშნები შესაძლოა მოიცავდეს კრეატინინ ფოსფოკინაზას მომატებას, მიოგლობინურიას (რაბდომიოლიზი), და თირკმლის მწვავე უკმარისობას. თუ პაციენტს განუვითარდა NMS-ის საეჭვო ნიშნები და სიმპტომები, ან გამოუვლინდა დაუდგენელი მიზეზის მაღალი სიცხე NMS-ის დამატებითი კლინიკური გამოვლინებების გარეშე, უნდა შეწყდეს ყველა ანტიფსიქოზური მედიკამენტის, მათ შორის ოლანზაპინის მიღება.
ჰიპერგლიკემია და დიაბეტი
ჰიპერგლიკემია და/ან დიაბეტის განვითარება ან გამწვავება, რომელიც ზოგჯერ კეტოაციდოზთან ან კომასთან არის დაკავშირებული, იშვიათად არის აღწერილი და მოიცავდა ფატალურ შემთხვევებს (იხილეთ მონაკვეთი 4.8). ზოგიერთ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა სხეულის მასის მანამდელ მატებას, რაც შესაძლოა მაპროვოცირებელი ფაქტორი იყოს. რეკომენდირებულია ჩატარდეს ადეკვატური კლინიკური მონიტორინგი განსაკუთრებით დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში და დიაბეტის განვითარების რისკ-ფაქტორების მქონე პაციენტებში რომელთათვისაც რეკომენდირებულია გლუკოზის რეგულარული კონტროლი (მაგ. სისხლის გლუკოზის განსაზღვრა საბაზისო დონეზე, ოლანზაპინით მკურნალობის დაწყებიდან 12 კვირის შემდეგ და შემდგომში ყოველწლიურად). ნებისმიერი ანტიფსიქოზური მედიკამენტით ნამკურნალები ყველა პაციენტი უნდა გაკონტროლდეს ჰიპერგლიკემიის ნიშნების და სიმპტომების გამოსავლენად (როგორიცაა პოლიდიფსია, პოლიურია, პოლიფაგია, და სისუსტე) და პაციენტებს დიაბეტით ან დიაბეტის რისკ-ფაქტორებით უნდა ჩაუტარდეთ რეგულარული მონიტორინგი გლუკოზის კონტროლის გაუარესების გამოსავლენად. წონა უნდა გაკონტროლდეს რეგულარულად, მაგ. საბაზისო დონეზე, ოლანზაპინით მკურნალობის დაწყებიდან 4, 8 და 12 კვირის შემდეგ და შემდგომში კვარტალურად.
ლიპიდების ცვლილებები
პლაცებოთი კონტროლირებულ კლინიკურ კვლევებში ოლანზაპინით ნამკურნალებ პაციენტებში გამოვლინდა ლიპიდების დონეების არასასურველი ცვლილებები (იხილეთ მონაკვეთი 4.8). ლიპიდების ცვლილებები კლინიკური ჩვენების მიხედვით უნდა იმართოს, განსაკუთრებით დისლიპიდემიურ პაციენტებში და ლიპიდების დარღვევების განვითარების რისკ-ფაქტორების მქონე პაციენტებში. ნებისმიერი ანტიფსიქოზური მედიკამენტით, მათ შორის ოლანზაპინის შემოგარსული ტაბლეტებით ნამკურნალებ ყველა პაციენტს უნდა ჩაუტარდეს ლიპიდების რეგულარული მონიტორინგი გამოყენებული ანტიფსიქოზური საშუალების შესაბამისი გაიდლაინების დაცვით, მაგ. საბაზისო დონეზე, ოლანზაპინით მკურნალობის დაწყებიდან 12 კვირის შემდეგ და შემდგომში ყოველ 5 წელიწადში.
ანტიქოლინერგული აქტივობა
მიუხედავად იმისა, რომ ოლანზაპინმა გამოავლინა ანტიქოლინერგული აქტივობა ინ ვიტრო, კლინიკური კვლევების გამოცდილებამ ამასთან დაკავშირებული მოვლენების დაბალი სიხშირე აჩვენა. თუმცა რადგან თანმხლები დაავადების მქონე პაციენტებში ოლანზაპინთან დაკავშირებული კლინიკური გამოცდილება შეზღუდულია, პროსტატის ჰიპერტროფიის, ან პარალიზური გაუვალობის და მისი მონათესავე პათოლოგიების მქონე პაციენტებში მისი დანიშვნის დროს სიფრთხილე უნდა დაიცვათ.
ღვიძლის ფუნქცია
ღვიძლის ტრანსამინაზების, ALT, AST დონეების გარდამავალი, ასიმპტომური მომატებები ხშირად არის აღწერილი, განსაკუთრებით მკურნალობის ადრეულ პერიოდში. სიფრთხილე უნდა დაიცვათ ALT და/ან AST მომატებული დონეების მქონე პაციენტებში, ღვიძლის ფუნქციის დარღვევის ნიშნების და სიმპტომების მქონე პაციენტებში, პაციენტებში ღვიძლის შეზღუდულ ფუნქციურ რეზერვთან დაკავშირებული წინა პათოლოგიებით, და პაციენტებში რომელთაც პოტენციურად ჰეპატოტოქსიური მედიკამენტებით უტარდებათ მკურნალობა. მკურნალობის მიმდინარეობისას ALT და/ან AST დონეების მომატების შემთხვევაში უნდა დაიგეგმოს მომდევნო მეთვალყურეობა და უნდა იფიქროთ დოზის შემცირებაზე. თუ დადგინდა ჰეპატიტის დიაგნოზი (მათ შორის ჰეპატოცელულური, ქოლესტაზური ან ღვიძლის შერეული დაზიანება), ოლანზაპინით მკურნალობა უნდა შეწყდეს.
ნეიტროპენია
სიფრთხილე უნდა დაიცვათ პაციენტებში ლეიკოციტების და/ან ნეიტროფილების რაოდენობის ნებისმიერი მიზეზით გამოწვეული დაქვეითებით, პაციენტებში რომლებიც იღებენ დადგენილი ნეიტროპენიური მოქმედების მედიკამენტებს, პაციენტებში ძვლის ტვინის წამლისმიერი დეპრესიის/ტოქსიურობის ანამნეზით, პაციენტებში თანმხლები ავადმყოფობით, სხივური თერაპიით ან ქიმიოთერაპიით გამოწვეული ძვლის ტვინის დეპრესიით და პაციენტებში ჰიპერეოზინოფილური პათოლოგიებით ან მიელოპროლიფერაციული დაავადებით. ნეიტროპენია ხშირად ვლინდებოდა ოლანზაპინის და ვალპროატის ერთდროული გამოყენების შემთხვევაში (იხილეთ მონაკვეთი 4.8).
მკურნალობის შეწყვეტა
ოლანზაპინის უეცარი შეწყვეტის დროს მწვავე სიმპტომების განვითარება (როგორიცაა ოფლიანობა, უძილობა, ტრემორი, შფოთვა, გულისრევა ან ღებინება) ძალიან იშვიათად (>0.01% და < 0.1%) არის აღწერილი.
QT ინტერვალი
კლინიკურ კვლევებში კლინიკურად მნიშვნელოვანი QTc პროლონგირებები (ფრიდერიციათი კორეგირებული QT [QTcF] ≥ 500 მილიწამი [მწმ] ნებისმიერ დროს საბაზისო დონის შემდეგ პაციენტებში საბაზისო QTcF-ით < 500 მწმ) ოლნზაპინით ნამკურნალებ პაციენტებში ხშირი არ იყო (0.1% - 1%), ასოცირებული კარდიალური მოვლენების უმნიშვნელო სხვაობებით პლაცებოსთან შედარებით. თუმცა, როგორც სხვა ანტიფსიქოზური საშუალებებისთვის, სიფრთხილე უნდა დაიცვათ ოლანზაპინის დანიშვნისას დადგენილი QTc ინტერვალის გამახანგრძლივებელი მოქმედების მედიკამენტებთან ერთად, განსაკუთრებით მოხუცებულებში, პაციენტებში თანდაყოლილი ხანგრძლივი QT სინდრომით, გულის შეგუბებითი უკმარისობით, გულის ჰიპერტროფიით, ჰიპოკალემიით ან ჰიპომაგნემიით.
თრომბოემბოლია
ოლანზაპინის მკურნალობის და ვენური თრომბოემბოლიის დროში კავშირი ძალიან იშვიათად არის აღწერილი. ვენური თრომბოემბოლიის და ოლანზაპინით მკურნალობის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი დადგენილი არ არის. თუმცა რადგან შიზოფრენიით დაავადებულ პაციენტებს ხშირად აღენიშნებათ ვენური თრომბოემბოლიის განვითარების შეძენილი რისკ-ფაქტორები, უნდა დადგინდეს ვენური თრომბოემბოლიის ყველა შესაძლო რისკ-ფაქტორი (მაგ. პაციენტების იმობილიზაცია) და მიღებული უნდა იქნას შესაბამისი პროფილაქტიკური ზომები.
ზოგადი ცნს აქტივობა
ოლანზაპინის პირველადი ცნს აქტივობის გათვალისწინებით, სიფრთხილე უნდა დაიცვათ მისი სხვა ცენტრალურად მოქმედ მედიკამენტებთან და ალკოჰოლთან კომბინაციაში გამოყენების დროს. რადგან ის ავლენს ინ ვიტრო დოფამინის ანტაგონიზმს, ოლანზაპინმა შესაძლოა დოფამინის პირდაპირი და არაპირდაპირი აგონისტების ეფექტებზე ანტაგონისტურად იმოქმედოს.
გულყრები
ოლანზაპინი ფრთხილად უნდა გამოიყენოთ პაციენტებში რომელთაც აქვთ გულყრების ანამეზი ან თუ მათზე ზემოქმედებს ფაქტორები, რომელთაც შესაძლოა გულყრების ზღურბლი დააქვეითონ. ოლანზაპინით ნამკურნალებ პაციენტებში გულყრების განვითარება იშვიათად არის აღწერილი. ამ შემთხვევებიდან უმეტესობაში აღწერილი იყო გულყრების ანამნეზი ან არსებობდა გულყრების რისკ-ფაქტორები.
მოგვიანებითი დისკინეზია
ერთი წლის ან ნაკლები ხანგრძლივობის შესადარებელი პრეპარატის კვლევებში, ოლანზაპინი დაკავშირებული იყო მკურნალობასთან ერთად აღმოცენებული დისკინეზიის სტატისტიკურად მნიშვნელოვნად დაბალ სიხშირესთან. თუმცა მოგვიანებითი დისკინეზიის რისკი გრძელვადიან ექსპოზიციასთან ერთად იზრდება და შესაბამისად თუ ოლანზაპინის თერაპიაზე მყოფ პაციენტში მოგვიანებითი დისკინეზიის ნიშნები ან სიმპტომები ვლინდება, უნდა იფიქროთ დოზის შემცირებაზე ან მიღების შეწყვეტაზე. ეს სიმპტომები შესაძლოა დროებით გაუარესდეს ან მკურნალობის შეწყვეტის შემდეგაც კი განვითარდეს.
პოსტურალური ჰიპოტენზია
ოლანზაპინის კლინიკურ კვლევებში ასაკოვან პაციენტებში პოსტურალური ჰიპოტენზია იშვიათად ვლინდებოდა. როგორც სხვა ანტიფსიქოზური საშუალებებისთვის, ამ შემთხვევაშიც რეკომენდირებულია 65 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში პერიოდულად განისაზღვროს არტერიული წნევა.
უეცარი კარდიალური სიკვდილი
ოლანზაპინის პოსტმარკეტინგულ ანაგრიშებში, ოლანზაპინის თერაპიაზე მყოფ პაციენტებში უეცარი კარდიალური სიკვდილის მოვლენა აღწერილია. ობსერვაციული კოჰორტის რეტროსპექტულ კვლევაში, სავარაუდო უეცარი კარდიალური სიკვდილის რისკი ოლანზაპინით ნამკურნლებ პაციენტებში დაახლოებით ორჯერ მაღალი იყო იმ პაციენტებთან შედარებით რომლებიც ანტიფსიქოზურ მედიკამენტებს არ იყენებდნენ. მოცემულ კვლევაში ოლანზაპინთან დაკავშირებული რისკი ჯგუფურ ანალიზში შეტანილი ატიპიური ანტიფსიქოზური პრეპარატების რისკის ანალოგიური იყო.
პედიატრიული პოპულაცია
ოლანზაპინის გამოყენება არ არის ნაჩვენები ბავშვების და მოზარდების მკურნალობაში. კვლევებმა 13-17 წლის ასაკის პაციენტებში სხვადასხვა არასასურველი რეაციები გამოავლინა, მათ შორის წონაში მატება, მეტაბოლური პარამეტრების ცვლილებები და პროლაქტინის დონის მომატება. (იხილეთ მონაკვეთები 4.8 და 5.1).
ლაქტოზა
ოფერტა-სანოველის ტაბლეტები შეიცავს ლაქტოზას. პაციენტებმა გალაქტოზას აუტანლობის იშვიათი მემკვიდრული პრობლემებით, ლაპ ლაქტაზას დეფიციტით ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციით ეს სამკურნალო პროდუქტი არ უნდა მიიღონ.
სიფრთხილე უნდა დაიცვათ თირკმლის დაავადების და ძუძუს პროლაქტინ-დამოკიდებული სიმსივნეების მქონე პაციენტებში.
ძილის აპნოეს სინდრომი
ოლანზაპინით ნამკურნალებ პაციენტებში აღწერილია ძილის აპნოეს სინდრომის შემთხვევები. ოლანზაპინის გამოყენების დროს სიფრთხილე უნდა დაიცვათ პაციენტებში რომლებიც იღებენ ცენტრალური ნერვული სისტემის დეპრესანტებს და პაციენტებში ძილის აპნოეს ანამნეზით ან ძილის აპნოეს რისკ-ფაქტორებით (მაგ. ჭარბწონიანი/მსუქანი მამრობითი სქესის პაციენტები).
- 5 სხვა სამკურნალო პროდუქტებთან ურთიერთქმედება და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
მოზრდილებში ურთიერთქმედების კვლევები ჩატარებული არ არის.
ოლანზაპინზე მოქმედი პოტენციური ურთიერთქმედებები
რადგან ოლანზაპინი მეტაბოლიზდება CYP1A2-ის საშუალებით. ნივთიერებებმა, რომლებიც სპეციფიურად აინდუცირებენ ან აინჰიბირებენ ამ იზოენზიმს შესაძლოა ოლანზაპინის ფარმაკოკინეტიკაზე გავლენა მოახდინონ.
CYP1A2 ინდუქცია
ოლანზაპინის მეტაბოლიზმის ინდუცირება შესაძლოა მოახდინოს მოწევამ და კარბამაზეპინმა, რამაც შესაძლოა ოლანზაპინის კონცენტრაციების დაქვეითება გამოიწვიოს. გამოვლინდა ოლანზაპინის კლირენსის მხოლოდ მსუბუქი ან საშუალო ხარისხის ზრდა. კლინიკური შედეგები სავარაუდოდ შეზღუდულია, მაგრამ რეკომენდირებულია კლინიკური მონიტორინგი და აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლოა განიხილოთ ოლანზაპინის დოზის გაზრდა (იხილეთ მონაკვეთი 4.2).
CYP1A2 ინჰიბირება
დადგენილია რომ ფლუვოქსამინი, CYP1A2 სპეციფიური ინჰიბიტორი, მნიშვნელოვნად აინჰიბირებს ოლანზაპინის მეტაბოლიზმს. ოლანზაპინის Cmax-ის საშუალო ნამატი ფლუვოქსამინის შემდეგ იყო 54 % მდედრობითი სქესის არამწეველებში და 77% მამრობითი სქესის მწეველებში. ოლანზაპინის AUC-ის (კონცენტრაცია-დროის მრუდის ქვეშ ფართობი) საშუალო ნამატი იყო 52% და 108%, შესაბამისად. პაციენტებში, რომლებიც იღებენ ფლუვოქსამინს ან ნემისმიერ სხვა CYP1A2-ის ინჰიბიტორს, მაგალითად ციპროფლოქსაცინს, უნდა იფიქროთ ოლანზაპინის უფრო დაბალი საწყისი დოზის დანიშვნაზე. თუ პაციენტი იწყებს CYP1A2-ის ინჰიბიტორით მკურნალობას, უნდა იფიქროთ ოლანზაპინის დოზის შემცირებაზე.
დაქვეითებული ბიოშეღწევადობა
აქტივირებული ნახშირი აქვეითებს ორალური ოლანზაპინის ბიოშეღწევადობას დაახლოებით 50%-დან 60%-მდე და პაციენტებმა ის უნდა მიიღონ ოლანზაპინის მიღებამდე ან მიღებიდან მინიმუმ 2 საათის შუალედით.
ფლუოქსეტინი (CYP2D6 ინჰიბიტორი), ანტაციდის ერთჯერადი დოზები (ალუმინი, მაგნიუმი) ან ციმეტიდინი დადგენილია რომ მნიშვნელოვნად არ მოქმედებს ოლანზაპინის ფარმაკოკინეტიკაზე.
ოლანზაპინის სხვა სამკურნალო პროდუქტებზე გავლენის უნარი
ოლანზაპინს შესაძლოა დოფამინის პირდაპირი და არაპირდაპირი აგონისტების ეფექტების ანტაგონისტური მოქმედება ახასიათებდეს.
ოლანზაპინი არ აინჰიბირებს მთავარ CYP450 იზოენზიმებს ინ ვიტრო (მაგ. 1A2, 2D6, 2C9, 2C19, 3A4). შესაბამისად არ არის მოსალოდნელი რაიმე კონკრეტული ურთიერთქმედება რასაც ადასტურებს ჩატარებული ინ ვივო კვლევები, სადაც არ დადგინდა შემდგომი აქტიური ნივთიერებების მეტაბოლიზმის ინჰიბირება: ტრიციკლური ანტიდეპრესანტი (წარმოადგენდა უპირატესად CYP2D6 გზას), ვარფარინი (CYP2C9), თეოფილინი (CYP1A2) ან დიაზეპამი (CYP3A4 და 2C19).
ოლანზაპინმა არ აჩვენა ურთიერთქმედება ლითიუმთან ან ბიპერიდენთან მათი ერთდროულად გამოყენების დროს.
ვალპროატის პლაზმური დონეების თერაპიულმა მონიტორინგმა არ გამოავლინა ვალპროატის დოზის მოდიფიკაციის საჭიროება თანმხლები ოლანზაპინის დაწყების შემდეგ.
ზოგადი ცნს აქტივობა
სიფრთხილე უნდა დაიცვათ პაციენტებში რომლებიც იღებენ ალკოჰოლს ან ისეთ სამკურნალო პროდუქტებს რომელთაც შესაძლოა ცენტრალური ნერვული სისტემის დეპრესია გამოიწვიონ.
ოლანზაპინის თანადროული გამოყენება პარკინსონის საწინააღმდეგო სამკურნალო პროდუქტებთან ერთად პარკინსონის დაავადების და დემენციის მქონე პაციენტებში რეკომენდირებული არ არის (იხილეთ მონაკვეთი 4.4).
QTc ინტერვალი
QTc ინტერვალის გამახანგრძლივებელ სამკურნალო პროდუქტებთან ერთად ოლანზაპინის დანიშვნისას სიფრთხილე უნდა დაიცვათ (იხილეთ მონაკვეთი 4.4).
დამატებითი ინფორმაცია განსაკუთრებული პოპულაციების შესახებ
განსაკუთრებულ პოპულაციებზე ურთიერთქმედების კვლევები ჩატარებული არ არის.
პედიატრიული პოპულაცია:
18 წელზე უმცროსი ასაკის პედიატრიულ პოპულაციაში ოლანზაპინის ეფექტურობის და უსაფრთხოების კვლევა ჩატარებული არ არის.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ამ წამლის გამოყენებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ ორსულად ხართ ან გეგმავთ დაორსულებას, ამის შესახებ რაც შეიძლება მალე უნდა შეატყობინოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ბოლო ტრიმერსტრში (ორსულობის ბოლო სამ თვეში) ოფერტა-სანოველის თერაპიაზე მყოფი დედების ახალშობილებში შესაძლოა განვითარდეს შემდგომი სიმპტომები: კანკალი, კუნთების დაჭიმულობა და/ან სისუსტე, ძილიანობა, აგზნება, სუნთქვის პრობლემები და კვების გაძნელება. თუ თქვენს ბავშვს განუვითარდა ამ სიმპტომებიდან რომელიმე, აუცილებლად დაუკავშირდით თქვენს მკურნალ ექიმს.
თუ მკურნალობის მიმდინარეობისას დაგიდგინდათ ორსულობა, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ძუძუთი კვება
ამ წამლის გამოყენებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ძუძუთი კვების დროს ამ მედიკამენტის დანიშვნა დაუშვებელია, რადგან ოფერტა-სანოველი მცირე რაოდენობით გამოიყოფა რძით.
ორსულობისას ეს მედიკამენტი არ უნდა მიიღოთ თქვენს მკურნალ ექიმთან წინასწარი შეთანხმების გარეშე.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ოფერტა-სანოველის მიღებისას არსებობს მოთენთილობის რისკი. თუ ეს შენიშნეთ, არ მართოთ ავტომობილი და არ გამოიყენოთ დანადგარები. გაესაუბრეთ თქვენს ექიმს.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ოფერტა-სანოველის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
ოფერტა-სანოველი შეიცავს ლაქტოზას. თუ ექიმმა გითხრათ რომ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა გაქვთ, ამ სამკურნალო პროდუქტის მიღებამდე უნდა გაესაუბროთ თქვენს მკურნალ ექიმს.
სხვა მედიკამენტების მიღება
ოფერტა-სანოველით მკურნალობისას სხვა მედიკამენტები მხოლოდ ექიმის ნებართვით უნდა მიიღოთ. ანტიდეპრესანტებთან ან შფოთვის საწინააღმდეგო მედიკამენტებთან ან საძილე საშუალებებთან (ტრანკვილიზატორები) ერთად ოფერტა-სანოველის მიღებამ შესაძლოა მოთენთილობა გამოიწვიოს.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შეატყობინოთ თქვენს ექიმს, თუ თქვენ იღებთ:
მედიკამენტებს პარკინსონის დაავადებისთვის.
კარბამაზეპინს (ანტიეპილეფსიური საშუალება და გუნებ-გაწყობის სტაბილიზატორი), ფლუვოქსამინს (ანტიდეპრესანტი) ან ციპროფლოქსაცინს (ანტიბიოტიკი) - შეიძლება საჭირო იყოს ოფერტა-სანოველის დოზის ცვლილება.
გთხოვთ უთხრათ თქვენს ექიმს თუ ამჟამად იღებთ ან ცოტა ხნის წინ იღებდით ნებისმიერ სხვა მედიკამენტს, მათ შორის არარეცეპტულ მედიკამენტებს.
გვერდითი მოვლენები
როგორც ყველა სხვა მედიკამენტი, ეს წამალიც იწვევს შესაძლო გვერდით ეფექტებს მის შემადგენლობაში შემავალი ნივთიერებების გამო.
თუ შენიშნეთ ქვემოთ ჩამოთვლილიდან რომელიმე, შეწყვიტეთ ოფერტა-სანოველის მიღება და დაუყოვნებლივ შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას:
უჩვეულო მოძრაობა (ხშირი გვერდითი ეფექტი რომელიც შესაძლოა აღინიშნოს 10 ადამიანიდან დაახლოებით 1-ში), უპირატესად სახის ან ენის;
ვენებში თრომბების ჩამოყალიბება (ნაკლებად ხშირი გვერდითი მოვლენა რომელიც შესაძლოა განვითარდეს 100 ადამიანიდან დაახლოებით 1-ში), განსაკუთრებით ფეხებში (სიმპტომები მოიცავს შეშუპებას, ტკივილს და სიწითლეს ფეხის მიდამოში), რომელიც სისხლძარღვების გავლით ფილტვებში გადაადგილება და იწვევს გულმკერდის ტკივილს და სუნთქვის გაძნელებას. თუ შენიშნეთ ამ სიმპტომებიდან რომელიმე, დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას;
ცხელების, გახშირებული სუნთქვის, ოფლიანობის, კუნთების დაჭიმულობის და მოთენთილობის ან ძილიანობის კომბინაცია (ამ გვერდით ეფექტის სიხშირის განსაზღვრა არსებული მონაცემების საფუძველზე შეუძლებელია).
ყველა სხვა მედიკამენტის მსგავსად, ოფერტა-სანოველმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები მის შემადგენლობაში შემავალი ნივთიერებების გამო.
ძალიან ხშირი გვერდითი ეფექტები: ვითარდება 10 ადამიანიდან მინიმუმ 1-ში
ხშირი გვერდითი ეფექტები: ვითარდება 10 ადამიანიდან 1-ზე ნაკლებში, მაგრამ 100 ადამიანიდან 1-ზე მეტში
ნაკლებად ხშირი გვერდით ეფექტები: ვითარდება 100 ადამიანიდან 1-ზე ნაკლებში, მაგრამ 1,000 ადამიანიდან 1-ზე მეტში
იშვიათი გვერდითიი ეფექტები: ვითარდება 1,000 ადამიანიდან 1-ზე ნაკლებში, მაგრამ 10,000 ადამიანიდან 1-ზე მეტში
ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები: ვითარდება 10,000 ადამიანიდან 1-ზე ნაკლებში
სხვა შესაძლო გვერდითი ეფექტები: არსებული მონაცემებით სიხშირის დადგენა შეუძლებელია.
თუ შენიშნავთ ქვემოთ ჩამოთვლილიდან რომელიმეს, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს:
ძალიან ხშირი გვერდითი ეფექტები (შესაძლოა განვითარდეს 10 ადამიანიდან 1-ზე მეტში) მოიცავს წონაში მატებას, ძილიანობას; სისხლში პროლაქტინის დონის მომატებას. მკურნალობის ადრეულ სტადიებზე ზოგიერთი ადამიანი შესაძლოა უჩიოდეს თავბრუსხვევას ან გულისწასვლას (გულისცემის სიხშირის შენელებით), განსაკუთრებით მწოლიარე ან მჯდომარე პოზიციიდან ადგომისას. ეს როგორც წესი თავისით გაივლის, მაგრამ თუ ეს არ მოხდა, უთხარით თქვენს ექიმს.
ხშირი გვერდით ეფექტები (შესაძლოა განვითარდეს 10 ადამიანიდან დაახლოებით 1-ში) მოიცავს სისხლის ზოგიერთი უჯრედის და მოცირკულირე ცხიმების დონის ცვლილებებს და ადრეული მკურნალობის დროს, ღვიძლის ფერმენტების დონეების მომატებას; სისხლსა და შარდში შაქრის დონის მომატებას; სისხლში შარდის მჟავის და კრეატინ ფოსფოკინაზას დონის მომატებას; მომატებულ შიმშილის გრძნობას; თავბრუსხვევას; მოუსვენრობას; ტრემორს; უჩვეულო მოძრაობებს (დისკინეზიებს); შეკრულობას; პირის სიმშრალეს; გამონაყარს; ძალის დაქვეითებას; გაუსაძლის დაღლილობას; წყლის შეკავებას - შედეგად ხელების, კოჭების ან ტერფების შესიებას; ცხელებას; სახსრების ტკივილს; და სექსუალურ დისფუნქციებს, როგორიცაა ლიბიდოს დაქვეითება მამრობით და მდედრობით სქესში ან ერექტილური დისფუნქცია მამრობით სქესში.
ნაკლებად ხშირი გვერდითი ეფექტები (შესაძლოა განვითარდეს 100 ადამიანიდან დაახლოებით 1-ში) მოიცავს მომატებულ მგრძნობელობას (მაგ. პირის და ყელის შეშუპებას, ქავილს, გამონაყარს); დიაბეტს ან დიაბეტის გამწვავებას, რაც ზოგიერთ შემთხვევაში კეტოაციდოზთან არის დაკავშირებული (კეტონები სისხლსა და შარდში) ან კომას; გულყრებს, როგორც წესი გულყრების (ეპილეფსიის) ანამნეზის არსებობისას; კუნთების დაჭიმულობას ან სპაზმებს (თვალების მოძრაობების ჩათვლით); მოუსვენარი ფეხების სინდრომს; მეტყველების პრობლემებს; გულისცემის სიხშირის შენელებას; ფოტომგრძნობელობას; ცხვრიდან სისხლდენას; მუცლის შებერილობას; მეხსიერების დაკარგვას ან გულმავიწყობას; შარდის შეუკავებლობას; მოშარდვის უუნარობას; თმის ცვენას; მენსტრუალური ციკლის გაქრობას ან შემცირებას; და სარძევე ჯირკვლის ცვლილებებს მამრობით და მდედრობით სქესში, მაგალითად რძის პათოლოგიურ გამოყოფას და ჯირკვლის პათოლოგიურ ზრდას.
იშვიათი გვერდითი ეფექტები (შესაძლოა განვითარდეს 1000 ადამიანიდან დაახლოებით 1-ში) მოიცავს სხეულის ნორმალური ტემპერატურის დაქვეითებას; გულის პათოლოგიურ რიტმებს; უეცარ დაუდგენელი მიზეზით გამოწვეულ სიკვდილს; პანკრეასის ანთებას რომელიც იწვევს მუცლის მძიმე ტკივილს, ცხელებას და ღებინებას; ღვიძლის დაავადებას რომელიც კანის და თვალების თეთრი ნაწილების გაყვითლებით ვლინდება; კუნთების დაავადება რომელიც ვლინდება გაურკვეველი მიზეზის ტკივილებით; და მტკივნეულ ერექციას და/ან ერექციის გახანგრძლივებას.
ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები მოიცავს სერიოზულ ალერგიულ რეაქციებს, როგორიცაა წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიითა და სისტემური სიმპტომებით (DRESS). DRESS თავდაპირველად გრიპისმაგვარი სიმპტომებით გამოვლინდება, სახეზე გამონაყარით და შემდგომ გამონაყარის გავრცელებით, მაღალი ტემპერატურით, ლიმფური კვანძების გადიდებით, სისხლის ანალიზებში ღვიძლის ფერმენტების დონეების მომატებით და სისხლის თეთრი უჯრედების ერთერთი ტიპის რაოდენობის მომატებით (ეოზინოფილია).
ოლანზაპინით მკურნალობის მიმდინარეობისას, დემენციის მქონე ასაკოვან პაციენტებს შესაძლოა განუვითარდეთ ინსულტი, პნევმონია, შარდის შეუკავებლობა, ხშირი დაცემა, გაუსაძლისი დაღლილობა, ვიზუალური ჰალუცინაციები, სხეულის ტემპერატურის მომატება, კანის სიწითლე და სიარულის გაძნელება. პაციენტების ამ კონკრეტულ ჯგუფში აღწერილია სიკვდილიანობის ზოგიერთი შემთხვევაც.
პარკინსონის დაავადების მქონე პაციენტებში ოფერტა-სანოველმა შესაძლოა სიმპტომები გააუარესოს.
თუ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით ეფექტს რომელიც ამ ბროშურაში არ არის მოცემული, გთხოვთ შეატყობინოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ჭარბი დოზა
ნიშნები და სიმპტომები
დოზის გადაჭარბების დროს ძალიან ხშირი სიმპტომები (>10% სიხშირე) მოიცავს ტაქიკარდიას, აგზნებას/აგრესიულობას, დისართრიას, სხვადასხვა ექსტრაპირამიდულ სიმპტომებს და ცნობიერების დონის დაქვეითებას სედაციიდან კომამდე.
დოზის გადაჭარბების სხვა სამედიცინო თვალსაზრისით მნიშვნელოვანი შედეგები მოიცავს დელირიუმს, კრუნჩხვას, კომას, შესაძლო ავთვისებიან ნეიროლეფსიურ სინდრომს, რესპირატორულ დეპრესიას, ასპირაციას, ჰიპერტენზიას ან ჰიპოტენზიას, გულის არითმიებს (ზედოზირების შემთხვევების < 2%) და კარდიოპულმონარულ არესტს. ფატალური გამოსავალი აღწერილია დოზის მწვავე გადაჭარბების დროს 450 მგ დაბალი დოზებისთვის, მაგრამ აგრეთვე აღწერილია გადარჩენის შემთხვევები 2 გ დოზის მწვავე გადაჭარბების შემდეგაც.
დოზის გადაჭარბების მართვა
ოლანზაპინისთვის არ არსებობს სპეციფიური ანტიდოტი. ღებინების სტიმულირება არ არის რეკომენდირებული. შესაძლოა ნაჩვენები იყოს ზედოზირების მართვის სტანდარტული პროცედურები (მაგ., კუჭის ამორეცხვა, აქტივირებული ნახშირის მიწოდება). დადგენილია რომ აქტივირებული ნახშირის თანადროული მიწოდება 50%-დან 60%-მდე ამცირებს ოლანზაპინის ორალურ ბიოშეღწევადობას.
კლინიკური გამოვლინებების მიხედვით უნდა ჩატარდეს სიმპტომური მკურნალობა და სასიცოცხლო ორგანოების ფუნქციის მონიტორინგი, მათ შორის ჰიპოტენზიის და ცირკულაციური კოლაფსის მკურნალობა და სასუნთქი ფუნქციის მხარდაჭერა. არ გამოიყენოთ ეპინეფრინი, დოფამინი, ან სხვა სიმპატომიმეტიკური საშუალებები ბეტა-აგონისტური მოქმედებით, რადგან ბეტა სტიმულაციამ შესაძლოა ჰიპოტენზია გააუარესოს. კარდიოვასკულური მონიტირინგი აუცილებელია შესაძლო არითმიების აღმოსაჩენად. ინტენსიური სამედიცინო მეთვალყურეობა პაციენტის გამოჯანმრთელებამდე უნდა გაგრძელდეს.
შემადგენლობა
- აქტიური ნივთიერება არის ოლანზაპინი. ოფერტა-სანოველის თითოეული ტაბლეტი შეიცავს 5 მგ, 7.5 მგ, 10 მგ ან 15 მგ აქტიურ ნივთიერებას. ზუსტი რაოდენობა ნაჩვენებია ოფერტა-სანოველის ტაბლეტების შეფუთვაზე.
- დანარჩენი ინგრედიენტები მოიცავს შემდეგს
- (ტაბლეტის გული) ლაქტოზას მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა PH 101, კროსპოვიდონი CL, ჰიდროქსიპროპილცელულოზა LF, მაგნიუმის სტეარატი და
- (ტაბლეტის გარსი) პოლივინილალკოჰოლი, ტიტანის დიოქსიდი, ტალკი
- დამატებით, ოფერტა-სანოველის ტაბლეტის სხვადასხვა დოზები აგრეთვე შეიცავს შემდეგ ინგრედიენტებს:
ტაბლეტის დოზა
სხვა ინგრედიენტები
ოფერტა-სანოველის 5 მგ, 7.5 მგ და 10 მგ შემოგარსული ტაბლეტები
(ტაბლეტის გარსი)
PEG (პოლიეთილენგლიკოლი) 3000 (4000) ფხვნილი
ოფერტა-სანოველის 15 მგ შემოგარსული ტაბლეტები
(ტაბლეტის გარსი)
მაკროგოლი /PEG 3350 ფხვნილი , FD&C ლურჯი #2/ ინდიგო კარმინის ალუმინის პიგმენტი, ქვინოლინის ყვითელის ალუმინის პიგმენტი
როგორ გამოიყურება ოფერტა-სანოველი და შეფუთვის შიგთავსი
ოფერტა-სანოველის 5 მგ, 7.5 მგ და 10 მგ შემოგარსული ტაბლეტები არის თეთრი ფერის.
ოფერტა-სანოველის 15 მგ შემოგარსული ტაბლეტები არის ლურჯი ფერის.
ოფერტა-სანოველის ტაბლეტები ხელმისაწვდომია 28 და 56 ტაბლეტიანი შეფუთვების სახით.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
საბაზრო წარმოების ნებართვის მფლობელი :
Sanovel İlaç San. ve Tic. A.Ş.
34460 ისტინიე – სტამბული / თურქეთი
შენახვის პირობები
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ და დაფარულ ადგილზე.
არ გამოიყენოთ ოფერტა-სანოველი კოლოფზე მოცემული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
სინათლისგან და ნესტისგან დასაცავად ოფერტა-სანოველი თავისივე შეფუთვაში უნდა შეინახოთ.
გთხოვთ დაუბრუნოთ დარჩენილი ზედმეტი მედიკამენტი ფარმაცევტს. მედიკამენტები არ უნდა გადააგდოთ გამდინარე წყალთან ან საყოფაცხოვრებო ნაგავთან ერთად. შეეკითხეთ თქვენს ფარმაცევტს როგორ უნდა მოიშოროთ არასაჭირო მედიკამენტები. ეს ზომები გარემოს დაცვას შეუწყობს ხელს.
- დამატებითი ინფორმაცია
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფსიქოლეპტიკები, დიაზეპინები, ოქსაზეპინები, თიაზეპინები და ოქსეპინები
ATC-კოდი : N05A H03
მოქმედების მექანიზმი:
ოლანზაპინი წარმოადგენს ანტიფსიქოზურ, მანიის საწინააღმდეგო და გუნებ-განწყობის მასტაბილიზებელ საშუალებას რომელსაც ახასიათებს ფართო ფარმაკოლოგიური პროფილი მრავალ რეცეპტორულ სისტემაზე მოქმედებით.
პრეკლინიკურ კვლევებში, ოლანზაპინს ახასიათებდა რეცეპტორების ფართო აფინურობა (Ki; < 100 ნმ) სეროტონინის 5 HT2A/2C, 5 HT3, 5 HT6; დოფამინის D1, D2, D3, D4, D5; ქოლინერგული მუსკარინული რეცეპტორების m1-m5; α1 ადრენერგული; და ჰისტამინის H1 რეცეპტორების მიმართ. ოლანზაპინთან დაკავშირებით ცხოველებში ჩატარებული ქცევითი კვლევები 5HT, დოფამინის და ქოლინერგულ ანტაგონიზმზე მიუთითებდა, რაც რეცეპტორთან შეკავშირების პროფილს შეესაბამებოდა. ოლანზაპინმა აჩვენა უფრო მაღალი ინ-ვიტრო აფინურობა სეროტონინის 5HT2 რეცეპტორის მიმართ დოფამინის D2 რეცეპტორებთან შედარებით და უფრო მაღალი 5 HT2 აქტივობა D2 აქტივობასთან შედარებით ინ ვივო მოდელებში. ელექტროფიზიოლოგიურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ოლანზაპინი სელექტიურად ამცირებდა მეზოლიმბური (A10) დოფამინერგული ნეირონების განმუხტვის სიხშირეს, მაგრამ ზოლიანი სხეულის (A9) მოტორულ ფუნქციაში მონაწილე გზებზე მცირე ეფექტით ხასიათდებოდა. ოლანზაპინი ამცირებდა არიდების პირობით რეაქციას (ეს ტესტი ანტიფსიქოზურ აქტივობაზე მიუთითებს) კატალეფსიის გამომწვევ დოზებზე დაბალი რაოდენობით (ეს ეფექტი მოტორულ გვერდით მოვლენებზე მიუთითებს). ზოგიერთი სხვა ანტიფსიქოზური საშუალებებისგან განსხვავებით, ოლანზაპინი ზრდის რეაქტიულობას “ანქსიოლიზურ” ტესტში.
ფარმაკოდინამიკური ეფექტები:
ერთჯერადი ორალური დოზებისთვის (10 მგ) პოზიტრონ ემისიური ტომოგრაფიით (PET) კვლევის დროს ჯანმრთელ მოხალისეებში, ოლანზაპინს ახასიათებდა 5 HT2A რეცეპტორების უფრო მაღალი შეკავშირება დოფამინის D2 რეცეპტორებთან შედარებით. დამატებით, შიზოფრენიის მქონე პაციენტებში SPECT ვიზუალიზაციური კვლევით, ოლანზაპინზე ეფექტის მქონე პაციენტებს ზოლიანი სხეულის D2 რეცეპტორების უფრო დაბალი შეკავშირება ახასიათებდათ ზოგიერთ სხვა ანტიფსიქოზურ საშუალებაზე და რისპერიდონზე ეფექტის მქონე პაციენტებთან შედარებით, და ის კლოზაპინზე ეფექტის მქონე პაციენტების ანალოგიური იყო.
კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება:
პლაცებოს ორიდან ორ და შესადარებელ ნაერთთან კონტროლირებულ სამიდან ორ კვლევაში, შიზოფრენიით დაავადებულ 2,900-ზე მეტ პაციენტში რომელთაც აღენიშნებოდათ როგორც დადებითი ასევე უარყოფითი სიმპტომები, ოლანზაპინი დაკავშირებული იყო მდგომარეობის სტატისტიკურად მნიშვნელოვნად უფრო მაღალ გაუმჯობესებასთან როგორც ნეგატიური აგრეთვე პოზიტიური სიმპტომების შემთხვევაში.
შიზოფრენიის, შიზოაფექტური აშლილობის და მონათერავე პათოლოგიების შესადარებელ მულტინაციონალურ, ორმაგად ბრმა კვლევაში, რომელიც მოიცავდა 1,481 პაციენტს ასოცირებული დეპრესიული სიმპტომების სხვადასხვა ხარისხით (საბაზისო დონეზე მონტგომერი-ასბერგის დეპრესიის შეფასების შკალის საშუალო ქულა 16.6), გუნებ-განწყობის ქულის საბაზისო დონიდან საბოლოო წერტილამდე ცვლილების პროსპექტულმა მეორეულმა ანალიზმა აჩვენა სტატისტიკურად თვალსაჩინო გაუმჯობესება (p=0.001) ოლანზაპინის სასარგებლოდ (-6.0) ჰალოპერიდოლთან შედარებით (-3.1).
ბიპოლარული აშლილობის მანიის ან შერეული ეპიზოდის მქონე პაციენტებში, ოლანზაპინმა გამოავლინა უპირატესი ეფექტურობა პლაცებოსთან და ვალპროატ სემინატრიუმთან (დივალპროექსი) შედარებით 3 კვირის განმავლობაში მანიის სიმპტომების შემცირების თვალსაზრისით. ოლანზაპინმა ასევე აჩვენა ჰალოპერიდოლის ანალოგიური ეფექტურობა 6 და 12 კვირაზე მანიის და დეპრესიის სიმპტომური რემისიის მქონე პაციენტების პროპორციის თვალსაზრისით. ლითიუმით ან ვალპროატით მინიმუმ 2 კვირის განმავლობაში ნამკურნალები პაციენტების კოთერაპიის კვლევაში, 10 მგ ოლანზაპინის დამატება (კოთერაპია ლითიუმთან ან ვალპროატთან) იწვევდა მანიის სიმპტომების უფრო მნიშვნელოვან შემცირებას ლითიუმის ან ვალპროატის მონოთერაპიასთან შედარებით 6 კვირის შემდეგ.
რეციდივის პროფილაქტიკის 12-თვიან კვლევაში მანიის ეპიზოდის მქონე პაციენტებში რომელთაც ოლანზაპინის ფონზე რემისიას მიაღწიეს და შემდეგ რანდომიზდნენ ოლანზაპინის ან პლაცებოს ჯგუფებში, ოლანზაპინმა აჩვენა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი უპირატესობა პლაცებოსთან შედარებით ბიპოლარული რეციდივის განვითარების პირველადი საბოლოო წერტილის თვალსაზრისით. ოლანზაპინმა აგრეთვე აჩვენა სტატისტიკურად თვალსაჩინო უპირატესობა პლაცებოსთან შედარებით როგორც მანიის ასევე დეპრესიის რეციდივის პროფილაქტიკის თვალსაზრისით.
რეციდივის პროფილაქტიკის მეორე 12-თვიან კვლევაში მანიის ეპიზოდის მქონე პაციენტებში, რომელთაც მიაღწიეს რემისიას ოლანზაპინის და ლითიუმის კომბინაციით და შემდეგ რანდომიზდნენ ოლანზაპინის ან ლითიუმის მონოთერაპიის ჯგუფებში, ოლანზაპინი სტატისტიკურად არ ჩამოუვარდებოდა ლითიუმს ბიპოლარული რეციდივის პირველადი საბოლოო წერტილის თვალსაზრისით (ოლანზაპინი 30.0%, ლითიუმი 38.3%; p = 0.055).
კოთერაპიის 18-თვიან კვლევაში მანიის ან შერეული ეპიზოდის მქონე პაციენტებში რომლებიც სტაბილიზდნენ ოლანზაპინი პლუს გუნებ-განწყობის სტაბილიზატორის (ლითიუმი ან ვალპროატი) ფონზე, ოლანზაპინის გრძელვადიანი კოთერაპია ლითიუმთან ან ვალპროატთან ერთად სტატისტიკურად მნიშვნელოვნად არ აღემატებოდა ლითიუმს ან ვალპროატს მონოთერაპიის სახით ბიპოლარული რეციდივის განვითარების გადავადების თვალსაზრისით, რაც სინდრომული (დიაგნოსტიკური) კრიტერიუმებით განისაზღვრებოდა.
პედიატრიული პოპულაცია
მოზარდებში (ასაკი 13-დან 17 წლამდე) გამოცდილება შეზღუდულია შიზოფრენიის (6 კვირა) და I ტიპის ბიპოლარულ აშლილობასთან დაკავშირებული მანიის (3 კვირა) მოკლევადიანი ეფექტურობის მონაცემებით, რომლებიც ჯამში 200-ზე ნაკლებ მოზარდს მოიცავდა. ოლანზაპინი გამოიყენებოდა ცვლადი დოზით საწყის დონეზე 2.5 და მაქსიმუმ 20 მგ/დღეში სიდიდემდე. ოლანზაპინით მკურნალობის მიმდინარეობისას, მოზრდებმა მნიშვნელოვნად მეტი წონა მოიმატეს მოზრდილებთან შედარებით. უზმოზე საერთო ქოლესტერინის, LDL ქოლესტერინის, ტრიგლიცერიდების, და პროლაქტინის ცვლილებების მასშტაბი (იხილეთ მონაკვეთები 4.4 და 4.8) მოზარდებში მოზრდილებთან შედარებით უფრო დიდი იყო. ეფექტის შენარჩუნების შესახებ მონაცემები არ არსებობს და გრძელვადიანი უსაფრთხოების შესახებ მონაცემები შეზღუდულია (იხილეთ მონაკვეთები 4.4 და 4.8).
- 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები
ზოგადი თვისებები
აბსორბცია:
ოლანზაპინი ორალური მიღების შემდეგ კარგად შეიწოვება და პლაზმაში პიკურ კონცენტრაციას 5-8 საათში აღწევს. აბსორბციაზე საკვები გავლენას არ ახდენს. აბსოლუტური ორალური ბიოშეღწევადობა ინტრავენურ მიღებასთან შედარებით დადგენილი არ არის.
განაწილება:
ოლანზაპინის პლაზმის ცილებთან დაკავშირება დაახლოებით 93% იყო 7-დან დაახლოებით 1000 ნგ/მლ-მდე კონცენტრაციის ფარგლებში. ოლანზაპინი უპირატესად ალბუმინსა და α1-მჟავა-გლიკოპროტეინს უკავშირდება.
ბიოტრანსფორმაცია:
ოლანზაპინი მეტაბოლიზდება ღვიძლში მაკონიუგირებელი და ოქსიდაციური გზების საშუალებით. მთავარი მოცირკულირე მეტაბოლიტი არის 10-N-გლუკურონიდი, რომელიც არ გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერს. ციტოქრომები P450-CYP1A2 და P450-CYP2D6 მონაწილეობენ N-დესმეთილის და 2-ჰიდროქსიმეთილის მეტაბოლიტების ფორმირებაში, ორივეს ახასიათებდა ნაკლები ინ ვივო ფარმაკოლოგიური აქტივობა ვიდრე ოლანზაპინს ცხოველების კვლევებში. წამყვანი ფარმაკოლოგიური მოქმედება საწყისი ოლანზაპინიდან მომდინარეობს.
ელიმინაცია:
ორალური მიღების შემდეგ, ჯანმრთელ სუბიექტებში ოლანზაპინის საშუალო ტერმინალური ნახევარდაშლის პერიოდი ასაკისა და სქესის მიხედვით ვარირებდა.
მდედრობითი სქესის სუბიექტებში მამრობითი სქესის სუბიექტებთან შედარებით ელიმინაციის საშუალო ნახევარდაშლის პერიოდი რამდენადმე გახანგრძლივებული იყო (36.7 და 32.3 სთ) და კლირენსი დაქვეითებული იყო (18.9 და 27.3 1/სთ). თუმცა, ოლნზაპინს (5-20 მგ) მდედრობითი (n=467) და მამრობითი სქესის (n=869) პაციენტებში ანალოგიური უსაფრთხოების პროფილი ჰქონდა.
წრფივი/არა-წრფივი ფარმაკოკინეტიკა:
მონაცემები არ მოიპოვება.
განსაკუთრებული თავისებურებები პაციენტებში
გერიატრიული პოპულაცია:
ჯანმრთელ მოხუცებულებში (65 წლის და უფროსი ასაკის) არა-მოხუცებულ სუბიექტებთან შედარებით, ელიმინაციის საშუალო ნახევარდაშლის პერიოდი გახანგრძლივებული იყო (51.8 და 33.8 სთ) და კლირენსი დაქვეითებული იყო (17.5 და 18.2 1/სთ). მოხუცებულებში ნანახი ფარმაკოკინეტიკური მერყეობა არა-მოხუცებულების მერყეობების ფარგლებშია. შიზოფრენიის მქონე > 65 წლის ასაკის 44 პაციენტში, 5-დან 20 მგ/დღეში დოზირება არასასურველი მოვლენების განსხვავებულ პროფილთან არ იყო დაკავშირებული.
თირკმლის ფუნქციის დაქვეითება:
თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი < 10 მლ/წთ) ჯანმრთელ სუბიექტებთან შედარებით არ ვლინდებოდა ელიმინაციის საშუალო ნახევარდაშლის პერიოდის (37.7 და 32.4 სთ) ან კლირენსის (21.2 და 25.0 1/სთ) მნიშვნელოვანი სხვაობები. მასის წონასწორობის კვლევამ აჩვენა, რომ რადიოაქტიურად მონიშნული ოლანზაპინის დაახლოებით 57% გამოიყოფოდა შარდში, უპირატესად მეტაბოლიტების სახით.
ღვიძლის ფუნქციის დაქვეითება:
მწეველ სუბიექტებში ღვიძლის მსუბუქი დისფუნქციით, ელიმინაციის საშუალო ნახევარდაშლის პერიოდი (39.3 სთ) გახანგრძლივებული იყო და კლირენსი (18.0 1/სთ) დაქვეითებული იყო არა-მწეველი ჯანმრთელი სუბიექტების ანალოგიურად (48.8 სთ და 14.1 1/სთ, შესაბამისად).
რასა:
თეთრკანიანი, იაპონელი და ჩინელი სუბიექტების კვლევაში, ამ სამ პოპულაციას შორის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრების სხვაობები არ ვლინდებოდა.
პედიატრიული პოპულაცია:
მოზარდები (ასაკი 13-დან 17 წლამდე): ოლანზაპინის ფარმაკოკინეტიკა მოზრდილებსა და მოზარდებში ანალოგიურია. კლინიკურ კვლევებში, ოლანზაპინის საშუალო ექსპოზიცია დაახლოებით 27%-ით მაღალი იყო მოზარდებში. დემოგრაფიული სხვაობები მოზრდილებსა და მოზარდებში მოიცავს სხეულის უფრო დაბალ საშუალო მასას და უფრო ნაკლები მოზარდი იყო მწეველი. ასეთი ფაქტორები სავარაუდოდ გავლენას ახდენს მოზარდებში ნანახ უფრო მაღალ ექსპოზიციაზე.
მწეველები:
არამწეველებში მწეველ სუბიექტებთან შედარებით (მამრობითი და მდედრობითი სქესის სუბიექტები) ელიმინაციის საშუალო ნახევარდაშლის პერიოდი გახანგრძლივებული იყო (38.6 და 30.4 სთ) და კლირენსი დაქვეითებული იყო (18.6 და 27.7 1/სთ).
ოლანზაპინის პლაზმური კლირენსი უფრო დაბალია მოხუცებულებში ახალგაზრდა სუბიექტებთან შედარებით, მდედრობით სქესში მამრობით სქესთან შედარებით, და არამწეველებში მწეველებთან შედარებით. თუმცა, ასაკის, სქესის, ან მწეველობის გავლენის მასშტაბი ოლანზაპინის კლირენსზე და ნახევარდაშლის პერიოდზე ინდივიდებს შორის საერთო ვარიაციასთან შედარებით დაბალია.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
შეფუთვის ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტებისთვის
ოფერტა-სანოველი 5 მგ შემოგარსული ტაბლეტები
ოფერტა-სანოველი 7.5 მგ შემოგარსული ტაბლეტები
ოფერტა-სანოველი 10 მგ შემოგარსული ტაბლეტები
ოფერტა-სანოველი 15 მგ შემოგარსული ტაბლეტები
ამ წამლის მიღების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ მთლიანი ინსტრუქცია.
- შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შესაძლოა მისი წაკითხვა კიდევ დაგჭირდეთ.
- თუ გაგიჩნდებათ დამატებითი კითხვები, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
- ეს წამალი დაგენიშნათ კონკრეტულად თქვენ. არ გადასცეთ ის სხვებს. ამან შეიძლება მათ ზიანი მოუტანოს, მაშინაც კი, თუ მათი სიმპტომები თქვენი ჩივილების ანალოგიურია.
- თუ გვერდითი ეფექტებიდან რომელიმე დამძიმდება, ან თუ შენიშნავთ ისეთ გვერდით ეფექტს, რომელიც ამ ბროშურაში არ არის მოცემული, გთხოვთ ამის შესახებ შეატყობინოთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
ამ ბროშურაში იხილავთ:
- რა არის ოფერტა-სანოველი და რისთვის გამოიყენება ის
- რა უნდა იცოდეთ ოფერტა-სანოველის მიღებამდე
- როგორ მიიღება ოფერტა-სანოველი
- შესაძლო გვერდითი ეფექტები
- როგორ ინახება ოფერტა-სანოველი
- დამატებითი ინფორმაცია
- რა არის ოფერტა-სანოველი და რისთვის გამოიყენება ის
ოფერტა-სანოველი მიეკუთვნება ანტიფსიქოზური მედიკამენტების ჯგუფს.
ოფერტა-სანოველი გამოიყენება დაავადების სამკურნალოდ, რომელსაც ახასიათებს შემდგომი სიმპტომები: რეალურად არარსებულის გაგება, დანახვა ან შეგრძნება, მცდარი რწმენები, უჩვეულო ეჭვიანობები და იზოლაცია. ამ დაავადების მქონე ადამიანები შესაძლოა აგრეთვე უჩიოდნენ დეპრესიას, შფოთვას ან დაძაბულობას.
ოფერტა-სანოველი გამოიყენება პათოლოგიის სამკურნალოდ, რომელსაც ახასიათებს შემდგომი სიმპტომები: ამაღლებული გუნებ-განწყობა, მომატებული ენერგია, ძილის ჩვეულ მდგომარეობასთან შედარებით დაქვეითებული მოთხოვნილება, სწრაფი საუბარი სწრაფად ცვლადი აზრებით და ზოგჯერ მძიმე გაღიზიანებადობა. ის აგრეთვე წარმოადგენს გუნებ-განწყობის სტაბილიზატორს, რომელიც ხელს უშლის გუნებ-განწყობის ამ პათოლოგიასთან დაკავშირებული აწევის და დაქვეითების (დეპრესია) მძიმე სიმპტომების შემდგომ განვითარებას.
- რა უნდა იცოდეთ ოფერტა-სანოველის მიღებამდე
არ მიიღოთ ოფერტა-სანოველი
- თუ ალერგიული ხართ (გაქვთ მომატებული მგრძნობელობა) ოლანზაპინის ან ოფერტა-სანოველის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ. ალერგიული რეაქცია გამოვლინდება გამონაყარით, ქავილით, სახის შესიებით, ტუჩების შესიებით ან სუნთქვის გაძნელებით. თუ გაგივითარდებათ ეს სიმპტომები, შეატყობინეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს.
- თუ მანამდე დაგიდგინდათ თვალის ზოგიერთი პათოლოგია, მაგალითად ზოგიერთი ტიპის გლაუკომა (თვალის შიგნით წნევის მომატება).
ოფერტა-სანოველის მიღებისას განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა დაიცვათ
ოფერტა-სანოველის მიღებამდე გაესაუბრეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
დემენციის მქონე მოხუცებულ პაციენტებში ოფერტა-სანოველის გამოყენება არ არის რეკომენდირებული, რადგან მან შესაძლოა სერიოზული გვერდითი ეფექტები გამოიწვიოს.
ძალიან იშვიათად, ამ ტიპის მედიკამენტები იწვევენ ცხელების, სუნთქვის გახშირების, ოფლიანობის, კუნთების დაჭიმულობის და მოთენთილობის და ძილიანობის სიმპტომების კომბინაციას. თუ შენიშნეთ ეს სიმპტომები, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს მკურნალ ექიმს.
ამ ტიპის მედიკამენტებმა შესაძლოა გამოიწვიონ უჩვეულო მოძრაობები, უპირატესად სახის და ენის. თუ ოფერტა-სანოველის მიღების შემდეგ ეს სიმპტომი შენიშნეთ, შეატყობინეთ თქვენს ექიმს.
ოლანზაპინით მკურნალობისას პაციენტებში აღწერილია წონაში მატება. თქვენ და თქვენმა მკურნალმა ექიმმა რეგულარულად უნდა აკონტროლოთ თქვენი წონა. აუცილებლობის შემთხვევაში იფიქრეთ დიეტოლოგთან მიმართვაზე ან დიეტის დაგეგმვაზე.
ოლანზაპინით მკურნალობის დროს აღწერილია სისხლში შაქრის და ცხიმების (ტრიგლიცერიდები და ქოლესტერინი) დონეების მომატება. თქვენმა მკურნალმა ექიმმა უნდა ჩაატაროს სისხლის ანალიზები სისხლში შაქრის და ზოგიერთი ცხიმის დონის განსასაზღვრად ოლანზაპინის მიღების დაწყებამდე და მკურნალობის მიმდინარეობისას რეგულარულად.
შეატყობინეთ ექიმს თუ თქვენ ან თქვენი ოჯახის სხვა წევრს აქვს თრომბოზის ანამნეზი, რადგან მსგავსი მედიკამენტების გამოყენება თრომბების წარმოქმნასთან არის დაკავშირებული.
წამლის გამოყენების დროს სიფრთხილე უნდა დაიცვათ თუ უჩივით ძილის აპნოეს ან თუ იღებთ ისეთ მედიკამენტებს (დეპრესანტებს), რომლებიც ანელებენ ტვინის აქტივობას.
თუ გაქვთ ჩამოთვლილიდან ნებისმიერი ავადმყოფობა, ამის შესახებ თქვენს ექიმს რაც შეიძლება მალე უნდა აცნობოთ:
დიაბეტი
გულის დაავადება
ღვიძლის ან თირკმლის დაავადება
პარკინსონის დაავადება
გულყრები
პროსტატის პრობლემები
ნაწლავის გაუვალობა (პარალიზური გაუვალობა)
სისხლის პათოლოგიები
ინსულტი ან „მინი“ ინსულტი (ინსულტის გარდამავალი სიმპტომები)
თუ იცით რომ გრძელვადიანი, მძიმე ფაღარათის და ღებინების (გულისრევის) ან დიურეტიკების გამოყენების შედეგად დაკარგავთ მარილებს
თუ გაქვთ დემენცია და წარსულში გადატანილი გაქვთ ინსულტი ან „მინი“ ინსულტი, ამის შესახებ თქვენ ან თქვენმა მომვლელმა/ნათესავმა თქვენს ექიმს უნდა შეატყობინოთ.
თუ 65 წელზე უფროსი ასაკის ხართ, სიფრთხილის მიზნით თქვენმა მკურნალმა ექიმმა შესაძლოა ჩაატაროს თქვენი არტერიული წნევის რუტინული მონიტორინგი.
თუ ზემოთ მოცემული შემთხვევები თქვენ შეგეხებათ (ან წარსულში ნებისმიერ დროს აღგენიშნებოდათ), შეატყობინეთ თქვენს მკურნალ ექიმს.
ბავშვები და მოზარდები
ოფერტა-სანოველი არ გამოიყენება 18 წელზე უმცროსი ასაკის პაციენტებში.
ოფერტა-სანოველის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
თუ დაგენიშნათ ოფერტა-სანოველი, სრულად უარი უნდა თქვათ ალკოჰოლზე, რადგან მათმა ერთდროულმა გამოყენებამ შესაძლოა მოთენთლობა გამოიწვიოს.
ორსულობა
ამ წამლის გამოყენებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ ორსულად ხართ ან გეგმავთ დაორსულებას, ამის შესახებ რაც შეიძლება მალე უნდა შეატყობინოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ბოლო ტრიმერსტრში (ორსულობის ბოლო სამ თვეში) ოფერტა-სანოველის თერაპიაზე მყოფი დედების ახალშობილებში შესაძლოა განვითარდეს შემდგომი სიმპტომები: კანკალი, კუნთების დაჭიმულობა და/ან სისუსტე, ძილიანობა, აგზნება, სუნთქვის პრობლემები და კვების გაძნელება. თუ თქვენს ბავშვს განუვითარდა ამ სიმპტომებიდან რომელიმე, აუცილებლად დაუკავშირდით თქვენს მკურნალ ექიმს.
თუ მკურნალობის მიმდინარეობისას დაგიდგინდათ ორსულობა, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ძუძუთი კვება
ამ წამლის გამოყენებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ძუძუთი კვების დროს ამ მედიკამენტის დანიშვნა დაუშვებელია, რადგან ოფერტა-სანოველი მცირე რაოდენობით გამოიყოფა რძით.
ორსულობისას ეს მედიკამენტი არ უნდა მიიღოთ თქვენს მკურნალ ექიმთან წინასწარი შეთანხმების გარეშე.
ავტომობილის მართვა და დანადგარების გამოყენება
ოფერტა-სანოველის მიღებისას არსებობს მოთენთილობის რისკი. თუ ეს შენიშნეთ, არ მართოთ ავტომობილი და არ გამოიყენოთ დანადგარები. გაესაუბრეთ თქვენს ექიმს.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ოფერტა-სანოველის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
ოფერტა-სანოველი შეიცავს ლაქტოზას. თუ ექიმმა გითხრათ რომ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა გაქვთ, ამ სამკურნალო პროდუქტის მიღებამდე უნდა გაესაუბროთ თქვენს მკურნალ ექიმს.
სხვა მედიკამენტების მიღება
ოფერტა-სანოველით მკურნალობისას სხვა მედიკამენტები მხოლოდ ექიმის ნებართვით უნდა მიიღოთ. ანტიდეპრესანტებთან ან შფოთვის საწინააღმდეგო მედიკამენტებთან ან საძილე საშუალებებთან (ტრანკვილიზატორები) ერთად ოფერტა-სანოველის მიღებამ შესაძლოა მოთენთილობა გამოიწვიოს.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შეატყობინოთ თქვენს ექიმს, თუ თქვენ იღებთ:
მედიკამენტებს პარკინსონის დაავადებისთვის.
კარბამაზეპინს (ანტიეპილეფსიური საშუალება და გუნებ-გაწყობის სტაბილიზატორი), ფლუვოქსამინს (ანტიდეპრესანტი) ან ციპროფლოქსაცინს (ანტიბიოტიკი) - შეიძლება საჭირო იყოს ოფერტა-სანოველის დოზის ცვლილება.
გთხოვთ უთხრათ თქვენს ექიმს თუ ამჟამად იღებთ ან ცოტა ხნის წინ იღებდით ნებისმიერ სხვა მედიკამენტს, მათ შორის არარეცეპტულ მედიკამენტებს.
- როგორ მიიღება ოფერტა-სანოველი
სწორი გამოყენების ინსტრუქცია და დოზა/მიღების სიხშირე:
ოფერტა-სანოველი ყოველთვის ზუსტად ექიმის მითითების დაცვით უნდა მიიღოთ. თუ რაიმე გაურკვეველია უნდა მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თქვენი ექიმი გეტყვით ოფერტა-სანოველის რამდენი ტაბლეტი უნდა მიიღოთ და რა ხანგრძლივობით უნდა მიიღოთ ის. ოფერტა-სანოველის დღიური დოზა 5 და 20 მგ-ის ფარგლებში მერყეობს. გაესაუბრეთ თქვენს ექიმს სიმპტომების ხელახალი განვითარების შემთხვევაში, მაგრამ არ შეწყვიტოთ ოფერტა-სანოველის მიღება ექიმის მითითების გარეშე.
ოფერტა-სანოველის ტაბლეტები უნდა მიიღოთ დღეში ერთხელ თქვენი ექიმის მითითებების დაცვით. ეცადეთ ტაბლეტები ყოველდღე ერთსა და იმავე დროს მიიღოთ. არ აქვს მნიშვნელობა მათ საკვებთან ერთად მიიღებთ თუ საკვების გარეშე.
მიღების გზა და მეთოდი
ოფერტა-სანოველის შემოგარსული ტაბლეტები ორალური გამოყენებისთვის არის განკუთვნილი. ოფერტა-სანოველის ტაბლეტები უნდა გადაყლაპოთ მთლიანად წყალთან ერთად.
- 5 მგ დოზა დასაშვებია მიიღოთ 5 მგ ტაბლეტების გამყოფ ხაზზე გატეხვის გზით.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
პედიატრიული გამოყენება:
არ არის განკუთვნილი 18 წელზე უმცროსი ასაკის პაციენტებისთვის.
განსაკუთრებული გამოყენებები:
განსაკუთრებული გამოყენების გარეშე.
თუ გრძნობთ რომ ოფერტა-სანოველი ზედმეტად ძლიერი ან ზედმეტად სუსტია, შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ მიიღეთ ოფერტა-სანოველის საჭიროზე დიდი რაოდენობა
ოფერტა-სანოველის საჭიროზე მეტი რაოდენობით მიღების შემთხვევაში, პაციენტებს აღენიშნებათ შემდეგი სიმპტომები: სწრაფი გულისცემა, აგზნება/აგრესიულობა, მეტყველების პრობლემები, უჩვეულო მოძრაობები (განსაკუთრებით სახის და ენის) და ცნობიერების დონის დაქვეითება. სხვა შესაძლო სიმპტომებია: მწვავე დეზორიენტაცია, გულყრები (ეპილეფსია), კომა; ცხელების, სწრაფი სუნთქვის, ოფლიანობის, კუნთების დაჭიმულობის და მოთენთილობის ან ძილიანობის კომბინაცია; სუნთქვის სიხშირის შენელება, ასპირაცია, მაღალი არტერიული წნევა ან დაბალი არტერიული წნევა, გულის პათოლოგიური რიტმები. დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან საავადმყოფოს. აჩვენეთ ექიმს თქვენი ტაბლეტების შეფუთვა.
თუ მიიღეთ ოფერტა-სანოველის საჭიროზე დიდი რაოდენობა, შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ ოფერტა-სანოველის მიღება
მიიღეთ ტაბლეტები როგორც კი გაგახსენდებათ.
არ მიიღოთ ერთ დღეში ორი დოზა გამოტოვებული დოზების ასანაზღაურებლად.
თუ შეწყვეტთ ოფერტა-სანოველის მიღებას
არ შეტყვიტოთ ტაბლეტების მიღება მხოლოდ იმიტომ რომ თავს უკეთ გრძნობთ. მნიშვნელოვანია ოფერტა-სანოველის მიღება გააგრძელოთ ექიმის დანიშნული ხანგრძლივობით.
თუ უეცრად შეწყვეტთ ოფერტა-სანოველის მიღებას, შესაძლოა განვითარდეს შემდეგი სიმპტომები: ოფლიანობა, უძილობა, ტრემორი, შფოთვა ან გულისრევა და ღებინება. თქვენმა ექიმმა შესაძლოა გირჩიოთ დოზის თანდათანობით შემცირება მკურნალობის სრულ შეწყვეტამდე.
თუ ამ პროდუქტის გამოყენებასთან დაკავშირებით გაგიჩნდებათ დამატებითი შეკითხვები, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- შესაძლო გვერდითი ეფექტები
როგორც ყველა სხვა მედიკამენტი, ეს წამალიც იწვევს შესაძლო გვერდით ეფექტებს მის შემადგენლობაში შემავალი ნივთიერებების გამო.
თუ შენიშნეთ ქვემოთ ჩამოთვლილიდან რომელიმე, შეწყვიტეთ ოფერტა-სანოველის მიღება და დაუყოვნებლივ შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას:
უჩვეულო მოძრაობა (ხშირი გვერდითი ეფექტი რომელიც შესაძლოა აღინიშნოს 10 ადამიანიდან დაახლოებით 1-ში), უპირატესად სახის ან ენის;
ვენებში თრომბების ჩამოყალიბება (ნაკლებად ხშირი გვერდითი მოვლენა რომელიც შესაძლოა განვითარდეს 100 ადამიანიდან დაახლოებით 1-ში), განსაკუთრებით ფეხებში (სიმპტომები მოიცავს შეშუპებას, ტკივილს და სიწითლეს ფეხის მიდამოში), რომელიც სისხლძარღვების გავლით ფილტვებში გადაადგილება და იწვევს გულმკერდის ტკივილს და სუნთქვის გაძნელებას. თუ შენიშნეთ ამ სიმპტომებიდან რომელიმე, დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას;
ცხელების, გახშირებული სუნთქვის, ოფლიანობის, კუნთების დაჭიმულობის და მოთენთილობის ან ძილიანობის კომბინაცია (ამ გვერდით ეფექტის სიხშირის განსაზღვრა არსებული მონაცემების საფუძველზე შეუძლებელია).
ყველა სხვა მედიკამენტის მსგავსად, ოფერტა-სანოველმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები მის შემადგენლობაში შემავალი ნივთიერებების გამო.
ძალიან ხშირი გვერდითი ეფექტები: ვითარდება 10 ადამიანიდან მინიმუმ 1-ში
ხშირი გვერდითი ეფექტები: ვითარდება 10 ადამიანიდან 1-ზე ნაკლებში, მაგრამ 100 ადამიანიდან 1-ზე მეტში
ნაკლებად ხშირი გვერდით ეფექტები: ვითარდება 100 ადამიანიდან 1-ზე ნაკლებში, მაგრამ 1,000 ადამიანიდან 1-ზე მეტში
იშვიათი გვერდითიი ეფექტები: ვითარდება 1,000 ადამიანიდან 1-ზე ნაკლებში, მაგრამ 10,000 ადამიანიდან 1-ზე მეტში
ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები: ვითარდება 10,000 ადამიანიდან 1-ზე ნაკლებში
სხვა შესაძლო გვერდითი ეფექტები: არსებული მონაცემებით სიხშირის დადგენა შეუძლებელია.
თუ შენიშნავთ ქვემოთ ჩამოთვლილიდან რომელიმეს, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს:
ძალიან ხშირი გვერდითი ეფექტები (შესაძლოა განვითარდეს 10 ადამიანიდან 1-ზე მეტში) მოიცავს წონაში მატებას, ძილიანობას; სისხლში პროლაქტინის დონის მომატებას. მკურნალობის ადრეულ სტადიებზე ზოგიერთი ადამიანი შესაძლოა უჩიოდეს თავბრუსხვევას ან გულისწასვლას (გულისცემის სიხშირის შენელებით), განსაკუთრებით მწოლიარე ან მჯდომარე პოზიციიდან ადგომისას. ეს როგორც წესი თავისით გაივლის, მაგრამ თუ ეს არ მოხდა, უთხარით თქვენს ექიმს.
ხშირი გვერდით ეფექტები (შესაძლოა განვითარდეს 10 ადამიანიდან დაახლოებით 1-ში) მოიცავს სისხლის ზოგიერთი უჯრედის და მოცირკულირე ცხიმების დონის ცვლილებებს და ადრეული მკურნალობის დროს, ღვიძლის ფერმენტების დონეების მომატებას; სისხლსა და შარდში შაქრის დონის მომატებას; სისხლში შარდის მჟავის და კრეატინ ფოსფოკინაზას დონის მომატებას; მომატებულ შიმშილის გრძნობას; თავბრუსხვევას; მოუსვენრობას; ტრემორს; უჩვეულო მოძრაობებს (დისკინეზიებს); შეკრულობას; პირის სიმშრალეს; გამონაყარს; ძალის დაქვეითებას; გაუსაძლის დაღლილობას; წყლის შეკავებას - შედეგად ხელების, კოჭების ან ტერფების შესიებას; ცხელებას; სახსრების ტკივილს; და სექსუალურ დისფუნქციებს, როგორიცაა ლიბიდოს დაქვეითება მამრობით და მდედრობით სქესში ან ერექტილური დისფუნქცია მამრობით სქესში.
ნაკლებად ხშირი გვერდითი ეფექტები (შესაძლოა განვითარდეს 100 ადამიანიდან დაახლოებით 1-ში) მოიცავს მომატებულ მგრძნობელობას (მაგ. პირის და ყელის შეშუპებას, ქავილს, გამონაყარს); დიაბეტს ან დიაბეტის გამწვავებას, რაც ზოგიერთ შემთხვევაში კეტოაციდოზთან არის დაკავშირებული (კეტონები სისხლსა და შარდში) ან კომას; გულყრებს, როგორც წესი გულყრების (ეპილეფსიის) ანამნეზის არსებობისას; კუნთების დაჭიმულობას ან სპაზმებს (თვალების მოძრაობების ჩათვლით); მოუსვენარი ფეხების სინდრომს; მეტყველების პრობლემებს; გულისცემის სიხშირის შენელებას; ფოტომგრძნობელობას; ცხვრიდან სისხლდენას; მუცლის შებერილობას; მეხსიერების დაკარგვას ან გულმავიწყობას; შარდის შეუკავებლობას; მოშარდვის უუნარობას; თმის ცვენას; მენსტრუალური ციკლის გაქრობას ან შემცირებას; და სარძევე ჯირკვლის ცვლილებებს მამრობით და მდედრობით სქესში, მაგალითად რძის პათოლოგიურ გამოყოფას და ჯირკვლის პათოლოგიურ ზრდას.
იშვიათი გვერდითი ეფექტები (შესაძლოა განვითარდეს 1000 ადამიანიდან დაახლოებით 1-ში) მოიცავს სხეულის ნორმალური ტემპერატურის დაქვეითებას; გულის პათოლოგიურ რიტმებს; უეცარ დაუდგენელი მიზეზით გამოწვეულ სიკვდილს; პანკრეასის ანთებას რომელიც იწვევს მუცლის მძიმე ტკივილს, ცხელებას და ღებინებას; ღვიძლის დაავადებას რომელიც კანის და თვალების თეთრი ნაწილების გაყვითლებით ვლინდება; კუნთების დაავადება რომელიც ვლინდება გაურკვეველი მიზეზის ტკივილებით; და მტკივნეულ ერექციას და/ან ერექციის გახანგრძლივებას.
ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები მოიცავს სერიოზულ ალერგიულ რეაქციებს, როგორიცაა წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიითა და სისტემური სიმპტომებით (DRESS). DRESS თავდაპირველად გრიპისმაგვარი სიმპტომებით გამოვლინდება, სახეზე გამონაყარით და შემდგომ გამონაყარის გავრცელებით, მაღალი ტემპერატურით, ლიმფური კვანძების გადიდებით, სისხლის ანალიზებში ღვიძლის ფერმენტების დონეების მომატებით და სისხლის თეთრი უჯრედების ერთერთი ტიპის რაოდენობის მომატებით (ეოზინოფილია).
ოლანზაპინით მკურნალობის მიმდინარეობისას, დემენციის მქონე ასაკოვან პაციენტებს შესაძლოა განუვითარდეთ ინსულტი, პნევმონია, შარდის შეუკავებლობა, ხშირი დაცემა, გაუსაძლისი დაღლილობა, ვიზუალური ჰალუცინაციები, სხეულის ტემპერატურის მომატება, კანის სიწითლე და სიარულის გაძნელება. პაციენტების ამ კონკრეტულ ჯგუფში აღწერილია სიკვდილიანობის ზოგიერთი შემთხვევაც.
პარკინსონის დაავადების მქონე პაციენტებში ოფერტა-სანოველმა შესაძლოა სიმპტომები გააუარესოს.
თუ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით ეფექტს რომელიც ამ ბროშურაში არ არის მოცემული, გთხოვთ შეატყობინოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- როგორ ინახება ოფერტა-სანოველის ტაბლეტები
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ და დაფარულ ადგილზე.
არ გამოიყენოთ ოფერტა-სანოველი კოლოფზე მოცემული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
სინათლისგან და ნესტისგან დასაცავად ოფერტა-სანოველი თავისივე შეფუთვაში უნდა შეინახოთ.
გთხოვთ დაუბრუნოთ დარჩენილი ზედმეტი მედიკამენტი ფარმაცევტს. მედიკამენტები არ უნდა გადააგდოთ გამდინარე წყალთან ან საყოფაცხოვრებო ნაგავთან ერთად. შეეკითხეთ თქვენს ფარმაცევტს როგორ უნდა მოიშოროთ არასაჭირო მედიკამენტები. ეს ზომები გარემოს დაცვას შეუწყობს ხელს.
- დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს ოფერტა-სანოველი
- აქტიური ნივთიერება არის ოლანზაპინი. ოფერტა-სანოველის თითოეული ტაბლეტი შეიცავს 5 მგ, 7.5 მგ, 10 მგ ან 15 მგ აქტიურ ნივთიერებას. ზუსტი რაოდენობა ნაჩვენებია ოფერტა-სანოველის ტაბლეტების შეფუთვაზე.
- დანარჩენი ინგრედიენტები მოიცავს შემდეგს
- (ტაბლეტის გული) ლაქტოზას მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა PH 101, კროსპოვიდონი CL, ჰიდროქსიპროპილცელულოზა LF, მაგნიუმის სტეარატი და
- (ტაბლეტის გარსი) პოლივინილალკოჰოლი, ტიტანის დიოქსიდი, ტალკი
- დამატებით, ოფერტა-სანოველის ტაბლეტის სხვადასხვა დოზები აგრეთვე შეიცავს შემდეგ ინგრედიენტებს:
ტაბლეტის დოზა
სხვა ინგრედიენტები
ოფერტა-სანოველის 5 მგ, 7.5 მგ და 10 მგ შემოგარსული ტაბლეტები
(ტაბლეტის გარსი)
PEG (პოლიეთილენგლიკოლი) 3000 (4000) ფხვნილი
ოფერტა-სანოველის 15 მგ შემოგარსული ტაბლეტები
(ტაბლეტის გარსი)
მაკროგოლი /PEG 3350 ფხვნილი , FD&C ლურჯი #2/ ინდიგო კარმინის ალუმინის პიგმენტი, ქვინოლინის ყვითელის ალუმინის პიგმენტი
როგორ გამოიყურება ოფერტა-სანოველი და შეფუთვის შიგთავსი
ოფერტა-სანოველის 5 მგ, 7.5 მგ და 10 მგ შემოგარსული ტაბლეტები არის თეთრი ფერის.
ოფერტა-სანოველის 15 მგ შემოგარსული ტაბლეტები არის ლურჯი ფერის.
ოფერტა-სანოველის ტაბლეტები ხელმისაწვდომია 28 და 56 ტაბლეტიანი შეფუთვების სახით.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
საბაზრო წარმოების ნებართვის მფლობელი :
Sanovel İlaç San. ve Tic. A.Ş.
34460 ისტინიე – სტამბული / თურქეთი
მწარმოებელი :
Sanovel İlaç San. ve Tic. A.Ş.
34580 სილივრი - სტამბული / თურქეთი
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


