ეგოლანზა მიეკუთვნება სამკურნალო საშუალებების ჯგუფს, რომელსაც ანტიფსიქოზური ეწოდება. პრეპარატი ეგოლანზა გამოიყენება შიზოფრენიის სამკურნალოდ, ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა ვიზუალური, სმენითი ან ტაქტილური შეგრძნებები, რომლებიც რეალურად არ არსებობს, ავადმყოფთა მცდარი წარმოდგენების, უჩვეულო ეჭვიანობის და განკერძოებულობის …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ოლანზაპინი (olanzapine)
- ფორმა და შეფუთვა
- 5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28 (4X7)
- მწარმოებელი
- EGIS Pharmaceuticals PLC, უნგრეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ფსიქოლეფსური საშუალებები, დიაზეპინები, ოქსაზეპინები, თიაზეპინები და ოქსეპინები
- ATC კოდი
- N05AH03
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-041656
- რეგისტრირებულია
- 18 ივლისი 2024, მოქმედებს 18 ივლისი 2029-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- EGIS Pharmaceuticals PLC (უნგრეთი)
- განმცხადებელი
- დახურული სააქციო საზოგადოება ეგის ფარმაცეუტიკალს წარმომადგენლობა საქართველოში
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ეგოლანზა — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ეგოლანზა მიეკუთვნება სამკურნალო საშუალებების ჯგუფს, რომელსაც ანტიფსიქოზური ეწოდება.
პრეპარატი ეგოლანზა გამოიყენება შიზოფრენიის სამკურნალოდ, ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა ვიზუალური, სმენითი ან ტაქტილური შეგრძნებები, რომლებიც რეალურად არ არსებობს, ავადმყოფთა მცდარი წარმოდგენების, უჩვეულო ეჭვიანობის და განკერძოებულობის სამკურნალოდ. ასეთი დაავადების დროს ადამიანები შეიძლება იმყოფებოდნენ დეპრესიის, შიშის ან შფოთვის მდგომარეობაში.
პრეპარატი ეგოლანზა გამოიყენება მანიის ეპიზოდების სამკურნალოდ, რომლებიც ხასიათდება ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა გადაჭარბებულად ამაღლებული განწყობა, ღელვა ან ეიფორია.
პრეპარატი ეგოლანზა გამოიყენება ზემოაღნიშნული სიმპტომების რეციდივის თავიდან ასაცილებლად ბიპოლარული აშლილობის მქონე პაციენტებში, რომლებსაც ქონდათ მანიის ეპიზოდებისთვის ოლანზაპინით მკურნალობაზე პასუხი.
რისი ცოდნაა საჭირო პრეპარატის ეგოლანზა გარსით დაფარული ტაბლეტები გამოყენების დაწყებამდე
ნუ მიიღებთ პრეპარატს ეგოლანზა, გარსით დაფარული ტაბლეტები, შემდეგ შემთხვევებში:
თუ გაქვთ ალერგია ოლანზაპინის (პრეპარატის მოქმედი ნივთიერების) ან პრეპარატის ეგოლანზა, გარსით დაფარული ტაბლეტები, მე-8 ნაწილში მოყვანილი ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ. ალერგიული რეაქცია შეიძლება გამოვლინდეს გამონაყარის, ქავილის, სახის, ტუჩების შეშუპების ან ქოშინის მიხედვით. თუ აღგენიშნებათ ეს სომპტომები, მიმართეთ ექიმს.
თუ ადრე გაწუხებდათ თვალების დაავადებები, მაგალითად, გლაუკომის ზოგიერთი სახეობები (მომატებული თვალშიდა წნევა).
მიღების წესი და დოზირება
თქვენი მკურნალი ექიმი გეტყვით, პრეპარატის ეგოლანზა გარსით დაფარული ტაბლეტების რამდენი რაოდენობა უნდა მიიღოთ თქვენ და რამდენი ხანი გაგრძელდება მკურნალობის კურსი. პრეპარატ ეგოლანზას დღიური დოზა შეადგენს 5-20 მგ-ს. ჩაიტარეთ კონსულტაცია ექიმთან, თუ დაავადების სიმპტომები ხელახლა აღინიშნება, მაგრამ არ შეწყვიტოთ პრეპარატ ეგოლანზას მიღება, სანამ თქვენი ექიმი არ შემოგთავაზებთ ამის გაკეთებას.
გამოყენების წესი
გარსით დაფარული ტაბლეტები შიგნით მისაღებად.
თქვენ უნდა მიიღოთ პრეპარატი ეგოლანზა დღეში ერთხელ ექიმის დანიშნულებისამებრ. ეცადეთ მიიღოთ ტაბლეტები ყოველდღე დაახლოებით ერთსა და იმავე დროს. პრეპარატის მიღება შეიძლება საკვების მიღების მიუხედავად. თქვენ უნდა გადაყლაპოთ ეგოლანზას ტაბლეტი მთლიანად წყლის დაყოლებით.
შეიძლება 5 მგ ეგოლანზას ტაბლეტის ორ თანაბარ დოზად გაყოფა.
ბავშვები და 18 წლამდე ასაკის მოზარდები
პრეპარატი ეგოლანზა არ არის განკუთვნილი 18 წლამდე ასაკის პაციენტებისთვის.
თუ თქვენ მიიღეთ დანიშნულზე მეტი პრეპარატი ეგოლანზა გარსით დაფარული ტაბლეტები
პრეპარატ ეგოლანზას ჭარბი რაოდენობის მიღების შემდეგ შეიძლება აღინიშნოს შემდეგი სიმპტომები: გახშირებული გულისცემა. აგზნება ან აგრესიულობა, მეტყველების დარღვევა, უჩვეულო მოძრაობები (განსაკუთრებით სახის ან ენის) და ცნობიერების დაქვეითებული დონე. სხვა შესაძლო სიმპტომები: ცნობიერების მწვავე დაბინდვა, კრუნჩხვითი შეტევები (ეპილეფსია), კომა, ცხელების კომბინირება გახშირებულ სუნთქვასთან, ოფლიანობასთან, კუნთების შებოჭილობასთან, თვლემასა ან ძილიანობასთან; ხანდახან აღინიშნება სუნთქვის სიხშირის დაქვეითება, სასუნთქ გზებში უცხო სხეულების მოხვედრა, არტერიული წნევის მომატება ან დაქვეითება, გულის რითმის დარღვევა. დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან საავადმყოფოში. აჩვენეთ ექიმს კოლოფი ტაბლეტებით.
თუ თქვენ დაგავიწყდათ პრეპარატის ეგოლანზა გარსით დაფარული ტაბლეტები მიღება
მიიღეთ ტაბლეტები გახსენებისთანავე.
თუ ახლოვდება მომდევნო ტაბლეტის მიღების დრო, ნუ მიიღებთ ორმად დოზას გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად, რადგანაც თქვენ ვერ შეძლებთ გამოტოვებული დოზის შევსებას, მაგრამ გაზრდით ჭარბი დოზირების განვითარების რისკს.
თუ თქვენ შეწყვიტეთ პრეპარატ ეგოლანზას გარსით დაფარული ტაბლეტები მიღება
არ შეწყვიტოთ ამ ტაბლეტების მიღება მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენი მდგომარეობა გაუმჯობესდა. მნიშველოვანია ეგოლანზას ტაბლეტების მიღების გაგრძელება ექიმის მიერ დანიშნული მთელი ვადის განმავლობაში.
თუ თქვენ უეცრად შეწყვეტთ პრეპარატ ეგოლანზას მიღებას, შეიძლება აღინიშნოს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ოფლიანობა, უძილობა, ტრემორი, შფოთვა, გულისრევა ან ღებინება. თქვენმა მკურნალმა ექიმმა შეიძლება გირჩიოთ დოზის თანდათან შეცირება პრეპარატის მიღების დასრულების წინ.
თუ გაგიჩნდებათ დამატებითი კითხვები ამ პრეპარატის გამოყენების შესახებ, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ნივთიერების ან ნებისმიერი დამხამრე ნივთიერებების მიმართ, რომელიც ჩამოთვლილია 6.1 პარაგრაფში.
დადგენილი რისკ-ფაქტორები პაცინეტებისთვის, რომელთაც აქვთ დახურულკუთხოვანი გლაუკომა.
სიფრთხილის ზომები
პრეპარატის ეგოლანზა გარსით დაფარული ტაბლეტები, გამოყენების დაწყების წინ გაიარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან. ფარმაცევტთან ან პირთან, რომელიც გიწევთ დახმარებას.
ქვემოთ აღწერილ შემთხვევებში აუცილებლად შეატყობინეთ ექიმს, თუ ქვემოთ ჩამოთვლილი პუნქტებიდან რომელიმე გეხებათ თქვენ:
ამ ტიპის სამკურნალო საშუალებამ შეიძლება გამოიწვიოს უჩვეულო მოძრაობები, ძირითადად სახის ან ენის. თუ პრეპარატ ეგოლანზას მიღების შემდეგ თქვენ აღგენიშნებათ ეს სიმპტომები, მიმართეთ ექიმს.
ძალიან იშვიათ შემთხვევებში ამ ტიპის წამლები იწვევენ ცხელების, სუნთქვის გახშირების, ოფლიანობის, კუნთების შებოჭილობის, თვლემის და ძილიანობის კომბინაციას. თუ ეს მოხდება, აუცილებელია დაუყოვნებლივ ექიმთან მიმართვა.
თუ თქვენ ან თქვენ ნათესავებს ადრე აღგენიშნებოდათ თრომბოზი (სისხლძარღვებში სისხლის კოლტების წარმოქმნა), რადგანაც ამ ტიპის პრეპარატებს შეუძლია სისხლძარღვების თრომბოზის გამოწვევა.
პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ეგოლანზას, აღინიშნებოდა სხეულის მასის მომატება. თქვენ და თქვენმა მკურნალმა ექიმმა რეგულარულად უნდა გააკონტროლოთ თქვენი სხეულის მასა. საჭიროა მიზანმიმართულად მიმართოთ დიეტოლოგს და შეადგინოთ დიეტის გეგმა.
პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ეგოლანზას, აღინიშნებოდა სისხლში შაქრის და ცხიმების (ტრიგლიცერიდების და ქოლესტერინის) დონის ზრდა. თქვენმა მკურნალმა ექიმმა რეგულარულად უნდა აკონტროლოს სისხლში შაქრის და ცხიმების დონე მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის დროს.
არ არის რეკომენდირებული პრეპარატ ეგოლანზას გამოყენება ხანდაზმულ ადამიანებში დემენციით (გონებრივი უნარის გაუარესება), რადგანაც შეიძლეა გამოიწვიოს მძიმე გვერდითი რეაქციები.
თუ თქვენ გაწუხებთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი დაავადება, რაც შეიძლება სწრაფად შეატყობინეთ ამის შესახებ ექიმს:
დიაბეტი
გულის დაავადება
ღვიძლის ან თირკმელების დაავადება
პარკინსონის დაავადება
კრუნჩხვითი შეტევები
წინამდებარე ჯირკვლის დაავადება
ნაწლავთა გაუვალობა (პარალიზური)
სისხლის დაავადებები
ინსულტი ან მცირე ინსულტი (ინსულტის გარდამავალი სიმპტომებით)
თუ თქვენთვის ცნობილია, რომ გაქვთ მარილის უკმარისობა ხანგრძლივი და მძიმე ფაღარათის და ღებინების, ან შარდმდენი საშუალებების მიღების შედეგად.
თუ თქვენ გაწუხებთ დემენცია, თქვენ ან პირმა, რომელიც გიწევთ დახმარებას, ან თქვენმა ნათესავმა უნდა შეატყობინოთ ექიმს, გადაგიტინიათ თუ არა თქვენ ოდესმე ინსულტი ან “მცირე ინსულტი.
თუ თქვენ ხართ 65 წელზე უფროსი ასაკის პირი, ექიმი უსაფრთხოების ჩვეულებრივი ზომების სახით, უნდა აკვირდებოდეს თქვენს არტერიულ წნევას.
ბავშვები და 18 წლამდე ასაკის მოზარდები
პრეპარატი ეგოლანზა არ არის განკუთვნილი 18 წელზე ახარგაზრდა ასაკის პაციენტებისთვის.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
შეატყობინეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს ნებისმიერი სამკურნალო საშუალებების შესახებ, რომლებსაც თქვენ იღებთ, ახლახან იღებდით ან გეგმავთ მიღებას, რეცეპტის გარეშე გაცემული პრეპარატების ჩათვლით.
პრეპარატით ეგოლანზა მკურნალობის კურსის დროს მიიღეთ სხვა სამკურნალო საშუალებები მხოლოდ ექიმის ნებართვით. პრეპარატ ეგოლანზას ერთდროულად მიღების შემთხვევაში ანტიდეპრესანტებთან ან წამლებთან, რომლებიც ხსნიან შფოთვას ან ხელს უწყობენ დაძინებას (ტრანკვილიზატორები), შეიძლება აღინიშნოს ძილიანობა.
აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ ღებულობთ შემდეგ სამკურნალო საშუალებებს:
მედიკამეტები პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ
კარბამაზეპინი (ეპილეფსიის საწინააღმდეგო პრეპარატი და ხასიათის სტაბილიზატორი), ფლუვოქსამინი (ანტიდეპრესანტი) ან ციპროფლოქსაცინი (ანტიბიოტიკი), რადგანაც შეიძლება გაჩნდეს პრეპარატის ეგოლანზა დოზის ცვლილების აუცილებლობა.
პრეპარატის ეგოლანზა გარსით დაფარული ტაბეტები მიღება საკვებთან, სასმელებთან და ალკოჰოლთან ერთად
ნუ გამოიყენებთ სპირტიან სასმელებს პრეპარატით ეგოლანზა მკურნალობის დროს, ვინაიდან ალკოჰოლთან ამ პრეპარატის კომბინირებამ შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად, კვებავთ ძუძუთი, ვარაუდობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას, შეატყობინეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფატმაცევტს ამ პრეპარატის მიღების დაწყებამდე.
ორსულობა
ორსულობის დროს არ შეიძლება ამ პრეპარატის მიღება ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
ძუძუთი კვება
თქვენ არ უნდა მიიღოთ ეს პრეპარატი, რადგანაც პრეპარატ ეგოლანზას მცირე რაოდენობამ შეიძლება შეაღწიოს დედის რძეში.
თუ დედა ღებულობდა ეგოლანზას ორსულობის ბოლო ტრიმესტრში, მაშინ ახალშობილს შეიძლება განუვითარდეს შემდეგი სიმპტომები: კანკალი, კუნთების რიგიდობა და/ან სისუსტე, ძილიანობა, აგზნებული მდგომარეობა, სუნთქვის დარღვევა, საკვების მიღებასთან დაკავშირებული სიმპტომები. თუ თქვენს ბავშვს უვითარდება ასეთი სიმპტომები, საჭიროა მიმართოთ ექიმს.
ნებისმიერი სამკურნალო საშუალების მიღების წინ გაიარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან, თუ ხართ ორსულად ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
პრეპარატ ეგოლანზას მიღების დროს შეილება აღინიშნოს ძილიანობა. თუ ეს მოხდება, არ მართოთ სატრანსორტო საშუალებები და არ იმუშაოთ სახიფათო ინსტრუმენტებთან ან მექანიზმებთან. შეატყობინეთ ამის შესახებ ექიმს.
პრეპარატი ეგოლანზა გარსით დაფარული ტაბლეტები შეიცავს ლაქტოზას
სამკურნალო პრეპარატი ეგოლანზა შეიცავს ლაქტოზას. თუ თქვენმა მკურნალმა ექიმმა გაცნობათ თქვენი აუტანლობის შესახებ ზოგიერთი შაქრების მიმართ, მიმართეთ მას ამ სამკურნალო საშუალების გამოყენებამდე.
როგორ უნდა იქნას მიღებული ეგოლანზა გარსით დაფარული ტაბლეტები
ყოველთვის მიიღეთ პრეპარატი ეგოლანზა მკაცრად ექიმის დანიშნულებით. თუ გაგიჩნდებათ რაიმე კითხვები, მიმართეთ ექიმს.
გვერდითი მოვლენები
სხვა სამკურალო პრეპარატების მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გვერდითი ეფექტების გამოწვევა, მაგრამ ისინი ყველა პაციენტს არ აღენიშნება.
ქვემოთ ჩამოთვლილიდან ნებისმიერი მოვლენის აღნიშვნისას, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს:
უჩვეულო მოძრაობები, განსაკუთრებით სახის და ენის (ხშირი გვერდითი ეფექტი, გხვდება არაუმეტეს 10-დან 1 პაციენტში).
სისხლის კოლტების ფორმირება ვენებში (არახშირი გვერდითი ეფექტი, გვხვდება არაუმეტეს 100-დან ერთ პაციენტში), განსაკუთრებით ქვედა კიდურებში). სიმპტომებს მიეკუთვნება: შეშუპება, მტკივნეულობა და ქვედა კიდურების გაწითლება. სისხლძარღვებით სისხლის კოლტები შეიძლება მოხვდეს ფილტვებში, გულმკერდში ტკივილის და გაძნელებული სუნთქვის გამოწვევით. თუ თქვენს განგივითარდათ ასეთი სიმპტომები, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
ცხელების, გახშირებული სუნთქვის, ოფლიანობის, კუნთების შებოჭილობის, თვლემისა და ძილიანობის მდგომარეობის კომბინირება (ამ გვერდითი რეაქციის განვითარების სიხშირე არსებული მონაცემების საფუძველზე ვერ იქნება განსაზღვრული).
ძალიან ხშირი გვერდითი ეფექტები (გვხვდება 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში):
სხეულის მასის მომატება
ძილიანობა
სისხლში პროლაქტინის დონის მომატება (ჰორმონისა. რომელიც ასტიმულირებს რძის გამოყოფას)
მკურნალობის დასაწყისში შეიძლება აღინიშნოს თავბრუსხვევა და გონების დაკარგვა (გულის შეკუმშვათა შენელებული სიხშირით), განსაკუთრებით მწოლიარე ან მჯდომარე მდგომარეობიდან ადგომის დროს. ეს მოვლენა ჩვეულებრივ გადის ჩარევის გარეშე, თუკი არ გადის, შეატყობინეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს.
ხშირი გვერდითი ეფექტები გვხვდება არაუმეტეს 10-დან ერთ პაციენტში:
მოცირკულირე სისხლის ცხიმების და სისხლის ზოგიერთი უჯრედების რაოდენობის ცვლილებები
მკურნალობის საწყის ეტაპზე ღვიძლის ფერმენტების დონის დროებითი მომატება
სისხლში და შარდში შაქრის დონის მომატება
სისხლში შარდმჟავას და კრეატინინის ფოსფოკინაზას დონის მომატება
შიმშილის მომატებული შეგრძნება
თავბრუსხვევა
მოუსვენრობა
ტრემორი
ყაბზობა
სიმშრალე პირში
გამონაყარი
სისუსტე
გამოხატული დაღლილობა
სითხის შეკავება, ხელის მტევნების, კოჭების და ტერფების შეშუპებით
ცხელება
სახსრების ტკივილი
სქესობრივი ფუნქციის დარღვევა, როგორიც არის ლიბიდოს დაქვეითება მამაკაცებში და ქალებში და მამაკაცებში ერექციის ფუნქციის დარღვევა
არახშირი გვერდითი ეფექტები (გვხვდება არაუმეტეს 100-დან 1 პაციენტში):
ალერგიული რეაქციები (მაგალითად, ენის, ტუჩების, ყელის შეშუპება, ქავილი, გამონაყარი კანზე)
შაქრიანი დიაბეტი ან არსებული დიაბეტის გამწვავება, რასაც ხანდახან ახლავს კეტოაციდოზი (სისხლში და შარდში კეტონური სხეულის გაჩენა) ან კომა
კრუნჩხვითი შეტევები, განსაკუთრებით ავადმყოფებში, რომლებსაც ადრე აწუხენდათ კრუნჩხვითი შეტევები (ეპილეფსია)
კუნთების რიგიდობა ან სპაზმი (თვალების მამოძრავებელი კუნთების სპაზმი)
მოუსვენარი ფეხების სინდრომი
ენაბლუობა
მეტყველების დარღვევა
გულის რითმის სიხშირის დაქვეითება
მზის სინათლისადმი მგრძნობელობის მომატება
სისხლდენა ცხვირიდან
მუცლის შებერვა
ნერწყვდენის მომატება
მეხსიერების დაკარგვა ან გულმავიწყობა
შარდის შეუკავებლობა (შარდის გამოყოფის შეკავების უუნარობა)
გაძნელებული შარდვა
თმის ცვენა
მენსრუაციის გამოტოვება ან ხანმოკლე მენსტრუაციები
ცვლილებები სარძევე ჯირკვლის მხრივ ქალებსა და მამაკაცებში, (მაგალითად, დედის რძის არანორმალური გამოყოფა ან სარძევე ჯირკვლის ზრდა)
იშვიათი გვერდითი ეფექტები (აღინიშნება არაუმეტეს 1000-დან 1 პაციენტში):
სხეულის ნორმალური ტემპერატურის დაქვეითება
გულის რითმის დარღვევა
უეცარი მოულოდნელი სიკვდილი
კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება, რომელიც იწვევს მუცლის ძლიერ ტკივილს, ცხელებას და ღებინებას
ღვიძლის დაავადება, რაც ვლინდება კანის და თვალების თეთრი გარსის გაყვითლებაში
კუნთების დაავადება, რაც ვლინდება აუხსნელი ტკივილით
ხანგრძლივი და/ან მტკივნეული ერექცია
ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები:
არსებობს ცნობები მძიმე ალერგიული რეაქციების შესახებ, მათ შორის ისეთის როგორიც არის წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS). თავიდან ეს რეაქცია ვლინდება გრიპისმაგვარი სიმპტომების ფორმით, რომელსაც თან ახლავს გამონაყარი სახეზე. შემდგომ გამონაყარი მნიშვნელოვან წილად ვრცელდება. სხვა სიმპტომებს მიეკუთვნება: ცხელება, ლიმფური ჯირკვლების გადიდება, ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება, რომლებიც განისაზღვრება სისხლის ანალიზით და განსაზღვრული ტიპის სისხლის თეთრი უჯრედების მომატება (ეოზინოფილია).
პრეპარატით ეგოლანზა მკურნალობის კურსის განმავლობაში ხანდაზმული (65 წელზე მეტი) ასაკის პაციენტებში დემენციით შეიძლება აღინიშნოს ინსულტი, პნევმონია, შარდის შეუკავებლობა, დაცემა, უკიდურესი დაღლილობა, მხედველობითი ჰაკუცინაციები, სხეულის ტემპერატურის მომატება, კანის გაწითლება და სიარულის დარღვევა. პაციენტების ამ ჯგუფში დარეგისტრირებულია სიკვდილის რამდენიმე შემთხვევა.
ეგოლანზას შეუძლია პარკინსონის დაავადების სიმპტომების გაძლიერება.
შეტყობინება შესაძლო გვერდითი რეაქციების შესახებ
თუ თქვენ გაგივითარდათ რომელიმე არასასურველი რეაქცია, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. მოცემული რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ არასასურველ რეაქციაზე, მათ შორის ისეთის, რომელიც არ არის ნახსენები ამ ინსტრუქციაში. არასასურველი რეაქციების შესახებ თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ პრეპარატების არასასურველი რეაქციების (მოქმედების) მონაცემთა ინფორმაციულ ბაზას, მათ შორის პრეპარატის არაეფექტურობის შესახებაც.
არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინებით, თქვენ დაგვეხმარებით ამ სამკურნალო საშუალების უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღებაში.
როგორ უნდა იქნას შენახული პრეპარატი ეგოლანზა გარსით დაფარული ტაბლეტები
პრეპარატი ინახება არაუმეტეს 30° C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!
ნუ მიიღებთ პრეპარატ ეგოლანზას, თუ აღმოაჩენთ გაფუჭების ხილულ ნიშნებს (მაგალითად, ფერის ცვლილება).
ჭარბი დოზა
სიმპტომები და ნიშნები
დოზის გადაჭარბების ყველაზე ხშირ სიმპტომებს (10%-ზე მეტი) წარმოადგენს: ტაქიკარდია, აღგზნებადობა/აგრესიულობა, დიზართრია, სხვადასხვა ექსტრაპირამიდული სიმპტომები და სიფხიზლის დონის შემცირება (სედატიური ეფექტიდან კომამდე).
სხვა, მედიცინის თვალსაზრისით, დოზის გადაჭარბების მნიშვნელოვან თანმდევ მოვლენებს წარმოადგენს: დელირიუმი, კრუნჩხვები, კომა, შესაძლებელია ავთვისებიანი ნეიროლეპტიური სინდრომი, სუნთქვის უკმარისობა, ასპირაცია, ჰიპერტენზია ან ჰიპოტენზია, გულის არითმიები (დოზის გადაჭარბების 2%-ზე ნაკლები შემთხვევა) და სუნთქვის და სისხლის მიმოქცევის შეწყვეტა. ლეტალური შედეგი დარეგისტრირდა მწვავე დოზის გადაჭარბების დროს, არაუმეტეს 450 მგ. თუმცა, აღწერილია შემთხვევა, როდესაც პაციენტი გადარჩა მწვავე დოზის გადაჭარბების შემდეგ - 2მგ.
დოზის გადაჭარბების მკურნალობა
ოლანზაპინის სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს. ღებინების გამოწვევა არ არის რეკომენდებული. შეიძლება გამოყენებულ იქნას დოზის გადაჭარბების დროს მიღებული სტანდარტული პროცედურები (მაგალითად, კუჭის ამორეცხვა და აქტივირებული ნახშირის შეყვანა). ნაჩვენებია, რომ აქტივირებული ნახშირის ერთდროული, პერორალურად მიღება ამცირებს ოლანზაპინის ბიოშეღწევადობას 50-60%-ით.
მიზანშეწონილია სიმპტომური თერაპიის ჩატარება და ორგანოების უმნიშვნელოვანესი ფუნქციების მონიტორინგი, პაციენტის კლინიკური მდგომარეობის შესაბამისად. ასეთ ზომებს განეკუთვნება: ჰიპოტენზიის და სისხლის მიმოქცევის კოლაფსის აღმოფხვრა, ასევე, სუნთქვითი ფუნქციის მხარდაჭერა. არ არის რეკომენდებული ადრენალინის, დოფამინის და სხვა სიმპატომიმეტიკების (ბეტა-აგონისტური მოქმედებით) გამოყენება, ვინაიდან ბეტა-რეცეპტორების სტიმულაციამ შეიძლება გაამწვავოს ჰიპოტენზია. შესაძლო არითმიების აღმოსაჩენად, აუცილებელია გულ-სისხლძარღვთა სისტემის მონიტორინგი. საგულდაგულო ზედამხედველობა და მონიტორინგი უნდა გაგრძელდეს პაციენტის გამოჯანმრთელებამდე.
ბავშვები და მოზარდები
ბავშვებში და მოზარდებში დოზის გადაჭარბების შესახებ არ მოიპოვება მონაცემები.
შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერება: ოლანზაპინი. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 5მგ, 7.5მგ, 10მგ, 15მგ ან 20მგ მოქმედ ნივთიერებას. ზუსტი შემცველობა მოცემულია შეფუთვაზე.
დამხმარე ნივთიერებები:
ეგოლანზა გარსით დაფარული ტაბლეტები 5 მგ
ბირთვი: მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზას მონოჰიდრატი (40,98 მგ), ჰიპროლოზა (ჰიდროქსი-პროპილცელულოზა), კროსპოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი
გარსი: ჰიპრომელოზა, ქინოლინის ყვითელი CI47005 (E104), Opadry Y-1-7000 თეთრი (ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი (E121), მაკროგოლი 400)
ეგოლანზა გარსით დაფარული ტაბლეტები 7,5 მგ
ბირთვი: მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზას მონოჰიდრატი (61,47 მგ), ჰიპროლოზა (ჰიდროქსი-პროპილცელულოზა), კროსპოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი

ეგოლანზა გარსით დაფარული ტაბლეტები 10 მგ
ბირთვი: მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზას მონოჰიდრატი (81,97 მგ), ჰიპროლოზა (ჰიდროქსი-პროპილცელულოზა), კროსპოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი

ეგოლანზა გარსით დაფარული ტაბლეტები 15 მგ
ბირთვი: მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზას მონოჰიდრატი (122,95 მგ), ჰიპროლოზა (ჰიდროქსი-პროპილცელულოზა), კროსპოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი

ეგოლანზა გარსით დაფარული ტაბლეტები 20 მგ
ბირთვი: მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზას მონოჰიდრატი (163,94 მგ), ჰიპროლოზა (ჰიდროქსი-პროპილცელულოზა), კროსპოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი

პრეპარატ ეგოლანზა გარსით დაფარული ტაბლეტების აღწერა და შეფუთვის შიგთავსი
პრეპარატის აღწერილობა
ეგოლანზა გარსით დაფარული ტაბლეტები 5 მგ
ყვითელი ფერის, მოგრძო ფორმის ორმხრივამობურცული, გარსით დაფარული ტაბლეტები გამყოფი ღარით, სუნის გარეშე ან თითქმის უსუნო, გრავირებით სტილიზებული ასოთი E და ციფრით 402 ტაბლეტის ერთ მხარეზე. Gამყოფი ღარის საშუალებით შესაძლებელია ტაბლეტის ორ თანაბარ დოზად გაყოფა.

ყვითელი ფერის, მრგვალი, ორმხრივამობურცული, გარსით დაფარული ტაბლეტები, სუნის გარეშე ან თითქმის უსუნო, გრავირებით სტილიზებული ასოთი E და ციფრით 403 ტაბლეტის ერთ მხარეზე.

ყვითელი ფერის, მრგვალი, ორმხრივამობურცული, გარსით დაფარული ტაბლეტები, სუნის გარეშე ან თითქმის უსუნო, გრავირებით სტილიზებული ასოთი E და ციფრით 404 ტაბლეტის ერთ მხარეზე.

ყვითელი ფერის, მრგვალი, ორმხრივამობურცული, გარსით დაფარული ტაბლეტები, სუნის გარეშე ან თითქმის უსუნო, გრავირებით სტილიზებული ასოთი E და ციფრით 405 ტაბლეტის ერთ მხარეზე.

ყვითელი ფერის, მრგვალი, ორმხრივამობურცული, გარსით დაფარული ტაბლეტები, სუნის გარეშე ან თითქმის უსუნო, გრავირებით სტილიზებული ასოთი E და ციფრით 406 ტაბლეტის ერთ მხარეზე.
შეფუთვა:
გარსით დაფარული 7 ტაბლეტი ბლისტერში. 4 ან 8 ბლისტერი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
შენახვის პირობები
ნუ გამოიყენებთ პრეპარატ ეგოლანზას შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
ვარგისიანობის ვადის გასვლის თარიღს წარმოადგენს მითითებული თვის ბოლო დღე.
არ არის რეკომენდირებული სამკურნალო საშუალებების საყოფაცხოვრებო ნარჩენებში ან ჩამდინარე წყლებში გადაგდება. თუ აუცილებელია პრეპარატის, რომელიც აღარ არის საჭირო, მოცილება ნარჩენებში, ჩაიტარეთ კონსულტაცია ფარმაცევტთან. ეს ზომები დაგვეხმარება გარემოს დაბინძურების თავიდან აცილებაში.
- აფთიაქიდან გაცემის პირობები
გაიცემა ექიმის რეცეპტით.
ფარმაკოლოგიური თვისებები
- 1 ფარმაკოდინამიური თავისებურება
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიფსიქოზური საშუალება, ათქ კოდი: N05A H03
მოქმედების მექანიზმი
ოლანზაპინი არის ფსიქოზების, მანიაკალური ეპიზოდების სამკურნალო საშუალება და ხასიათის სტაბილიზატორი. მას აქვს ფართო ფარმაკოლოგიური პროფილი ბევრი რეცეპტორული სისტემის მხრივ.
ფარმაკოდინამიური ეფექტები
კლინიკამდელ კვლევებში ოლანზაპინმა გამოავლინა აფინობა სეროტონინის 5HT2A/2C, 5HT3, 5HT6; დოფამინის D1, D2, D3, D4, D5, მრავალი რეცეპტორის (Ki; <100 ნმ) მიმართ, მუსკარინის ქოლინერგიული რეცეპტორის m1-m5 მიმართ; α1 ადრენერგიული და ჰისტამინის H1 რეცეპტორების მიმართ. ცხოველების ქცევის კვლევამ, რომელთაც მიიღეს ოლანზაპინი, გამოავლინა მისი ანტაგონიზმი სეროტონინის, დოფამინის და ქოლინერგიული სისტემების მიმართ, რაც ემთხვევა რეცეპტორების შემაკავშირებელ პროფილს. ოლანზაპინს in votro აქვს უფრო მაღალი აფინობა სეროტონინის 5HT2 რეცეპტორის მიმართ, ვიდრე დოფამინის D2 რეცეპტორის მიმართ და in vivo მოდელებში უფრო მაღალი აქტივობა 5HT2-თან მიმართებაში ვიდრე D2-თან. ელექტროფიზიოლოგიურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ოლანზაპინი შერჩევით ამცირებდა მეზოლიმბური (A10) დოფამინერგული ნეირონების განმუხტვის სიხშირეს და ჰქონდა ძალიან სუსტი ზემოქმედება სტრიარულ (A9) ექსტრაპირამიდულ გზებზე, რომლებიც მონაწილეობენ მოძრაობის ფუნქციების განხორციელებაში. ოლანზაპინი ასუსტებდა გაქცევის პირობით რეაქციას, რომელიც არის ანტიფსიქოზური აქტივობის ინდიკატორი, იმ დოზებში, რომლითაც არ იწვევს კატალეფსიას, რომელიც არის მოძრაობის გვერდითი მოვლენების ინდიკატორი. სხვა ანტფსიქოზური საშაულებებისგან განსხვავებით, ოლანზაპინი აძლიერებს საპასუხო რეაქციას “ ანქსიოციტური“ მოქმედების ტესტში.
პერორალურად ერთჯერადად მიღების შემდეგ (10 მგ), ჯანმრთელი მოხალისეების კვლევაში პოზიტრონ-ემისიურმა ტომოგრაფიამ აჩვენა, რომ ოლანზაპინს სეროტონინის 5HT2 რეცეპტორის მიმართ ჰქონდა გაცილებით მაღალი აფინობა, ვიდრე დოფამინის D2 რეცეპტორის მიმართ. გარდა ამისა, შიზოფრენიით დაავადებულის თავის ტვინის ერთფოტონიანმა ემისიურმა კომპიუტერულმა ტომოგრაფიამ აჩვენა, რომ ოლანზაპინზე რეაქციის მქონე პაციენტებში, სტრიარული D2 რეცეპტორების ბლოკადა იყო ნაკლებად გამოხატული, იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებიც პასუხობენ ზოგიერთ სხვა ანტიფსიქოზურ პრეპარატებზე და რისპერიდონზე, თუმცა, ამ პარამატრით იგი ედარება პაციენიტებს, რომლებიც პასუხობენ კლოზაპინზე.
კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება
ორ პლაცებო-კონტროლირებად კვლევაში და პრეპარატის შედარების სამიდან ორ კვლევაში, რომლებშიც მონაწილეობდა 2900-ზე მეტი, როგორც დადებითი, ასევე ნეგატიური სიმპტომების მქონე შიზოფრენიით დაავადებული, ოლანზაპინმა გამოიწვია სტატისტიკურად დადასტურებული უფრო მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, როგორც ნეგატიურ, ასევე პოზიტიურ სიმპტომებში.
მულტი-ცენტრულ, ორმაგ-ბრმა, შიზოფრენიის, შიზოაფექტური აშლილობის და მასთან დაკავშირებული აშლილობების შედარებით კვლევაში, სადაც მონაწილეობდა 1481 - დეპრესიასთან ასოცირებული სხვადასხვა ხარისხის სიმპტომების მქონე პაციენტი (საშუალო საბოლოო მაჩვენებელი მონტგომერი-ასბერგის დეპრესიის შეფასების შკალაზე უდრის 16,6), ხასიათის ცვლილების რაოდნობრივი შეფასების პროსპექტულმა მეორადმა ანალიზმა, საწყისი მდგომარეობიდან საბოლოო წერტილამდე, გამოავლინა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი გაუმჯობესება (P=0,001), ოლანზეპინის მიღების შემთხვევაში (-6,0), გალოპერიდოლთან შედარებით (-3,1).
ბიპოლარული აშლილობის მანიაკალური ან შერეული ეპიზოდების მქონე პაციენტებში ოლანზაპინი იყო გაცილებით ეფექტური, ვიდრე პლაცებო ან ვალპროის მჟავას ნატრიუმიანი მარილი (დივალპროექსი), 3 კვირის მანძილზე მანიაკალური სიმპტომების კონტროლის თვალსაზრისით. ოლანზაპინმა, ასევე, აჩვენა ეფექტურობა გალოპერიდოლთან შედარებით, მანიაკალური და დეპრესიული სიმპტომების რემისიის მქონე პაციენტების პროცენტულობის კუთხით მე-6 და მე-12 კვირებზე. ლითიუმის შემცველ პრეპარატებთან ან ვალპროატთან კომბინაციის კვლევაში, 10 მგ ოლანზაპინის დამატება (ლითიუმის შემცველ პრეპარატებთან ან ვალპროატთან კომბინაციაში) არა ნაკლებ 2 კვირის განმავლობაში, იწვევდა მანიაკალური სიმპტომების უფრო მნიშვნელოვან შესუსტებას, ვიდრე ლითიუმის შემცველი პრეპარატების ან ვალპროატის მონოთერაპია, 6 კვირიანი მკურნალობის შემდეგ.
მანიაკალური ეპიზოდების რეციდივის პროფილაქტიკის 12 თვიანი კვლევის მონაწილე პაციენტებში, რომელთაც მიაღწიეს რემისიას ოლანზაპინით და შემდეგ იყვნენ რანდომიზირებულნი ოლანზაპინის ან პლაცებოს მისაღებად, გამოვლინდა ოლანზაპინის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი უპირატესობა პლაცებოზე ბიპოლარული აშლილობის რეციდივის პირველადი საბოლოო წერილის თვალსაზრისით. ასევე, გამოვლინდა ოლანზაპინის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი უპირატესობა პლაცებოზე მანიაკალური ან დეპრესიული ეპიზოდების რეციდივების პროფილაქტიკაშიც.
მანიაკალური ეპიზოდების რეციდივის პროფილაქტიკის მეორე 12 თვიანი კვლევის მონაწილე პაციენტებში, რომელთაც მიაღწიეს რემისიას ოლანზაპინის და ლითიუმის კომბინაციით და იყვნენ რანდომიზირებულნი ოლანზაპინის მონოთერაპიის მისაღებად, გამოვლინდა არც თუ ისე ცუდი, სტატისტიკურად მნიშვნელოვანი ოლანზაპინის მიღების შედეგები ლითიუმთან შედარებით, ბიპოლარული აშლილობის რეციდივის პირველადი საბოლოო წერილის თვალსაზრისით (30,0% ოლანზაპინზე, 38,3% ლითიუმზე, P=,0,055).
მანიაკალური ან შერეული ეპიზოდების კომბინირებული თერაპიის 18 თვიანი კვლევის მონაწილე პაციენტებში, რომელთა მდგომარეობაც დასტაბილურდა ოლანზაპინის და ხასიათის სტაბილიზატორების კომბინაციით (ლითიუმით ან ვალპროატით), ოლანზაპინის და ლითიუმის ან ვალპროატის კომბინირებული ხანგრძლივი მკურნალობის შედეგებს არ ჰქონდათ სტატისტიკურად დადასტურებული უპირატესობა ლითიუმის ან ვალპროატის მონოთერაპიაზე, ბიპოლარული აშლილობის განმეორების პერიოდის თვალსაზრისით, რომელიც განისაზღვრება სინდრომული (დიაგნოსტიკური) კრიტერიუმებით.
ბავშვები და მოზარდები 18 წლამდე
პრეპარატის გამოყენების გამოცდილება მოზარდებში (13-დან 17 წლამდე) შეზღუდულია შიზოფრენიის (6 კვირა) და ბიპოლარული აშლილობის 1-ლი ტიპის (3 კვირა) დროს მოკლევადიანი ეფექტურობის მონაცემებით, 200-ზე ნაკლებ მოზარდში. ოლანზაპინს ღებულობდნენ ცვლადი დოზებით 2,5 მგ-დან 2 მგ-მდე დღე-ღამეში. ოლანზაპინის მიღების დროს მოზარდებში გამოვლინდა სხეულის მასის მნიშვნელოვნად უფრო სწრაფი მომატება, მოზრდილებთან შედარებით. მოზარდებს, მოზრდილებთან შედარებით, ჰქონდათ უფრო გამოხატული საერთო ქოლესტერინის (უზმოზე), დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების, ტრიგლიცერიდების და პროლაქტინის დონის ცვლილება (იხ. პარაგრაფი 4.4 და 4.8). ეფექტის შენარჩუნების შესახებ მონაცემები არ მოიპოვება, ხოლო მონაცემები გრძელვადიანი უსაფრთოხების შესახებ არ არის საკმარისი (იხ. პარაგრაფი 4.4 და 4.8).
- 2 ფარმაკოკინეტიკური თავისებურებები
შეწოვა
ოლანზაპინი კარგად შეიწოვება შიგნით მიღების შემდეგ და პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა 5-8 საათის შემდეგ. საკვები არ მოქმედებს პრეპარატის შეწოვაზე. აბსოლუტური ბიოშეღწევადობა პერორალურად მიღების შედეგად, ინტრავენურ შეყვანასთან შედარებით, არ არის განსაზღვრული.
განაწილება
ოლანზაპინი უკავშირდება პლაზმურ ცილებს დაახლოებით 93%-ით, 7-დან 1000-მდე ნგ/მლ კონცენტრაციის დიაპაზონში. ოლანზაპინი უკავშირდება უპირატესად ალბუმინს და ალფა -1-მჟავა გლიკოპროტეინებს.
ბიოგარდაქმნა
ოლანზაპინი მეტაბოლიზირდება ღვიძლში, კონიუგაციის და დაჟანგვის გზით. ძირითადი მეტაბოლიტი ცირკულირებად სისხლში არის 10-N-გლუკურონიდი, რომელიც ვერ აღწევს ჰემატოენცეფალიურ ბარიერში. P450-CYP1A2 და P450-CYP2D6 ციტოქრომები მონაწილეობენ N-დემეთილირებულ და 2-ჰიდროქსი-მეთილირებულ მეტაბოლიტების წარმოქმნაში; ცხოველებზე ჩატარებულ ექსპერიმენტებში, in vivo, ორივე ამ ჯგუფს აქვს მნიშვნელოვნად უფრო დაბალი ფარმაკოლოგიური აქტივობა, ვიდრე ოლანზაპინს. ძირითად ფარმაკოლოგიურ აქტივობას ფლობს ძირითადი ნივთიერება - ოლანზაპინი.
გამოყოფა
ოლანზაპინის შიგნით მიღების შემდეგ, მისი საშუალო საბოლოო ნახევარგამოყოფის პერიოდი, ჯანმრთელ პირებში იცვლებოდა ასაკის და სქესის მიხედვით.
ჯანმრთელ ხანდაზმულებში (65 წელი და ზემოთ), ახალგაზრდა კვლევის მონაწილეებთან შედარებით, ნახევარგამოყოფის საშუალო დრო იყო გახანგრძლივებული (51,8 სთ 33,8 სთ-თან შედარებით) და კლირენსიც იყო შემცირებული (17,5 ლ/სთ 18,2 ლ/სთ-თან შედარებით). ფარმაკოკინეტიკა ხანდაზმულ კვლევის მონაწილეებში ვარირებდა იმ ფარგლებში, რომელიც დამახასიათებელია ახალგაზრდებისთვის. 65 წელს ზემოთ, შიზოფრენიით დაავადებულ პაციენტებში 5-დან 20 მგ-მდე დოზის მიღება დღე-ღამეში არ უკავშირდებოდა რაიმე განსაკუთრებული გვერდითი მოვლენების პროფილს, რომელიც განსხვავებული იქნებოდა უფრო ახალგაზრდა პაციენტების პროფილისგან.
ქალების მამაკაცებთან შედარებისას, გამოვლინდა, რომ ნახევარგამოყოფის საშუალო დრო იყო რამდენადმე გახანგრძლივებული (36,7 სთ 32,3 სთ-თან შედარებით) და კლირენსიც იყო შემცირებული (18,9 ლ/სთ 27,3 ლ/სთ-თან შედარებით). თუმცა, ოლანზაპინს (5-20 მგ) ჰქონდა უსაფრთხოების შედარებადი პროფილი ქალებში (n=467) და მამაკაცებში (n=869).
თირკმლის ფუნქციის დარღვევა
თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებს (კრეატინინის კლირენსი 10 მლ/წთ-ზე ნაკლები), ჯანმრთელ კვლევის მონაწილეებთან შედარებით, არ ჰქონდათ ნახევარგამოყოფის საშუალო დროში (37,7 სთ 32,4 სთ-თან შედარებით) ან კლირენსში (21,2 ლ/სთ 25,0 ლ/სთ-თან შედარებით) სხვაობა. მასის ბალანსის კვლევამ აჩვენა, რომ ოლანზაპინის დაახლოებით 57%, რადიოაქტიური ნიშნით გამოიყოფოდა შარდთან ერთად, ძირითადად მეტაბოლიტების სახით.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
ღვიძლის ფუნქციის დარღვევის ეფექტის მცირე კლინიკურმა კვლევამ 6 პაციენტში კლინიკურად გამოხატული ციროზით (Child Pugh კლასი A (n = 5) და კლასი B (n = 1)) გამოავლინა მხოლოდ უმნიშვნელო გავლენა ოლანზაპინის ერთჯერადი დოზის მიღებისას (2.5 - 7.5 მგ): ღვიძლის მსუბუქი და ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში აღინიშნა სისტემური კლირენსის უმნიშვნელო მატება და ნახევარგამოყოფის ხანმოკლე პერიოდი ღვიძლის ნორმალური ფუნქციის მქონე პირებთან შედარებით (n = 3). ციროზის მქონე პაციენტებში უფრო მეტი მწეველი იყო (4/6; 67%), ვიდრე ღვიძლის ნორმალური ფუნქციის მქონე მონაწილეებში (0/3; 0%).
მოწევა
არამწეველებში, მწეველებთან შედარებით (ქალებში და მამაკაცებში) ნახევარგამოყოფის საშუალო დრო იყო გახანგრძლივებული (38,6 სთ 30,4 სთ-თან შედარებით) და კლირენსიც იყო შემცირებული (18,6 ლ/სთ 27,7 ლ/სთ-თან შედარებით).
ოლანზაპინის კლირენსი პლაზმიდან იყო შემცირებული ხანდაზმულ კვლევის მონაწილეებში ახალგაზრდებთან შედარებით, ქალებში მამაკაცებთან შედარებით და არამწეველებში მწეველებთან შედარებით. თუმცა ასაკის, სქესის ან მოწევის ზეგავლენის ხარისხი, კლირენსზე და ოლანზაპინის ნახევარგამოყოფის პერიოდზე, ნაკლებია მონაცემების საერთო ინდივიდვალურ ვარირებასთან შედარებით.
ეთნიკური კუთვნილება
ევროპეიდული რასის, იაპონიასა და ჩინეთში დაბადებულების კვლევისას არ გამოვლენილა ფარმაკოკინეტიკური პარამეტრების სხვაობა სამ პოპულაციას შორის.
ბავშვები და მოზარდები 18 წლამდე
მოზარდები (13-დან 17 წლამდე): ოლანზაპინის ფარმაკოკინეტიკა მოზარდებში არის მოზრდილების ფარმაკოკინეტიკის მსგავსი. კლინიკურ კვლევებში, ოლანზაპინის საშუალო ექსპოზიცია მოზარდებში იყო დაახლოებით 27%-ით მეტი. მოზარდებისა და მოზრდილების დემოგრაფიული მაჩვენებლების სხვაობას განეკუთვნება სხეულის მასის ნაკლები მაჩვნენებელი და ნაკლები მწეველები მოზარდებს შორის. ამ ფაქტორებმა შეიძლება იქონიონ ზეგავლენა მოზარდებში აღმოჩენილ საშუალო ექსპოზიციის უფრო მაღალ მნიშნვნელობაზე.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
პრეპარატის სამედიცინო გამოყენების
ინსტრუქცია
(ინფორმაცია პაციენტებისთვის)
ეგოლანზა®
გარსით დაფარული ტაბლეტები
5მგ, 7,5 მგ, 10 მგ, 15მგ, 20მგ
(ოლანზაპინი)
მთლიანად და ყურადღებით წაიკითხეთ წინამდებარე ინსტრუქცია ამ პრეპარატის მიღების დაწყებამდე.
შეინახეთ ეს ჩანართი-ფურცელი. შესაძლოა თქვენ დაგჭირდეთ ხელმეორედ მისი წაკითხვა.
თუ გაგიჩნდებათ დამატებითი შეკითხვები, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს ან პირს, რომელიც გიწევთ დახმარებას.
ეს სამკურალო საშუალება დანიშნულია თქვენთვის, ნუ გადასცემთ მას სხვა პირებს. მან შეიძლება ავნოთ მათ, დაავადების სიმპტომების მსგავსების მიუხედავად.
რომელიმე გვერდითი ეფექტის აღნიშვნის, ან ისეთი გვერდითი ეფექტის აღნიშვნის შემთხვევაში, რომელიც არ არის მითითებული წინამდებარე ინსტრუქციაში, შეატყობინეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს (იხ. ნაწილი 4).
წინამდებარე ჩანართი-ფურცელი შეიცავს შემდეგ ინფორმაციას:
რას წარმოადგენს პრეპარატი ეგოლანზა გარსით დაფარული ტაბლეტები და რისთვის გამოიყენებენ მას
რისი ცოდნაა საჭირო პრეპარატის ეგოლანზა გარსით დაფარული ტაბლეტები გამოყენების დაწყებამდე
როგორ უნდა იქნას მიღებული პრეპარატი ეგოლანზა გარსით დაფარული ტაბლეტები
შესაძლო გვერდითი ეფექტები
როგორ უნდა იქნას შენახული პრეპარატი ეგოლანზა გარსით დაფარული ტაბლეტები
ვარგისობის ვადა
აფთიაქიდან გაცემის პირობები
შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია.
რას წარმოადგენს პრეპარატი ეგოლანზა გარსით დაფარული ტაბლეტები და რისთვის გამოიყენებენ მას
ეგოლანზა მიეკუთვნება სამკურნალო საშუალებების ჯგუფს, რომელსაც ანტიფსიქოზური ეწოდება.
პრეპარატი ეგოლანზა გამოიყენება შიზოფრენიის სამკურნალოდ, ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა ვიზუალური, სმენითი ან ტაქტილური შეგრძნებები, რომლებიც რეალურად არ არსებობს, ავადმყოფთა მცდარი წარმოდგენების, უჩვეულო ეჭვიანობის და განკერძოებულობის სამკურნალოდ. ასეთი დაავადების დროს ადამიანები შეიძლება იმყოფებოდნენ დეპრესიის, შიშის ან შფოთვის მდგომარეობაში.
პრეპარატი ეგოლანზა გამოიყენება მანიის ეპიზოდების სამკურნალოდ, რომლებიც ხასიათდება ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა გადაჭარბებულად ამაღლებული განწყობა, ღელვა ან ეიფორია.
პრეპარატი ეგოლანზა გამოიყენება ზემოაღნიშნული სიმპტომების რეციდივის თავიდან ასაცილებლად ბიპოლარული აშლილობის მქონე პაციენტებში, რომლებსაც ქონდათ მანიის ეპიზოდებისთვის ოლანზაპინით მკურნალობაზე პასუხი.
რისი ცოდნაა საჭირო პრეპარატის ეგოლანზა გარსით დაფარული ტაბლეტები გამოყენების დაწყებამდე
ნუ მიიღებთ პრეპარატს ეგოლანზა, გარსით დაფარული ტაბლეტები, შემდეგ შემთხვევებში:
თუ გაქვთ ალერგია ოლანზაპინის (პრეპარატის მოქმედი ნივთიერების) ან პრეპარატის ეგოლანზა, გარსით დაფარული ტაბლეტები, მე-8 ნაწილში მოყვანილი ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ. ალერგიული რეაქცია შეიძლება გამოვლინდეს გამონაყარის, ქავილის, სახის, ტუჩების შეშუპების ან ქოშინის მიხედვით. თუ აღგენიშნებათ ეს სომპტომები, მიმართეთ ექიმს.
თუ ადრე გაწუხებდათ თვალების დაავადებები, მაგალითად, გლაუკომის ზოგიერთი სახეობები (მომატებული თვალშიდა წნევა).
სიფრთხილის ზომები სამედიცინო გამოყენების წინ
პრეპარატის ეგოლანზა გარსით დაფარული ტაბლეტები, გამოყენების დაწყების წინ გაიარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან. ფარმაცევტთან ან პირთან, რომელიც გიწევთ დახმარებას.
ქვემოთ აღწერილ შემთხვევებში აუცილებლად შეატყობინეთ ექიმს, თუ ქვემოთ ჩამოთვლილი პუნქტებიდან რომელიმე გეხებათ თქვენ:
ამ ტიპის სამკურნალო საშუალებამ შეიძლება გამოიწვიოს უჩვეულო მოძრაობები, ძირითადად სახის ან ენის. თუ პრეპარატ ეგოლანზას მიღების შემდეგ თქვენ აღგენიშნებათ ეს სიმპტომები, მიმართეთ ექიმს.
ძალიან იშვიათ შემთხვევებში ამ ტიპის წამლები იწვევენ ცხელების, სუნთქვის გახშირების, ოფლიანობის, კუნთების შებოჭილობის, თვლემის და ძილიანობის კომბინაციას. თუ ეს მოხდება, აუცილებელია დაუყოვნებლივ ექიმთან მიმართვა.
თუ თქვენ ან თქვენ ნათესავებს ადრე აღგენიშნებოდათ თრომბოზი (სისხლძარღვებში სისხლის კოლტების წარმოქმნა), რადგანაც ამ ტიპის პრეპარატებს შეუძლია სისხლძარღვების თრომბოზის გამოწვევა.
პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ეგოლანზას, აღინიშნებოდა სხეულის მასის მომატება. თქვენ და თქვენმა მკურნალმა ექიმმა რეგულარულად უნდა გააკონტროლოთ თქვენი სხეულის მასა. საჭიროა მიზანმიმართულად მიმართოთ დიეტოლოგს და შეადგინოთ დიეტის გეგმა.
პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ეგოლანზას, აღინიშნებოდა სისხლში შაქრის და ცხიმების (ტრიგლიცერიდების და ქოლესტერინის) დონის ზრდა. თქვენმა მკურნალმა ექიმმა რეგულარულად უნდა აკონტროლოს სისხლში შაქრის და ცხიმების დონე მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის დროს.
არ არის რეკომენდირებული პრეპარატ ეგოლანზას გამოყენება ხანდაზმულ ადამიანებში დემენციით (გონებრივი უნარის გაუარესება), რადგანაც შეიძლეა გამოიწვიოს მძიმე გვერდითი რეაქციები.
თუ თქვენ გაწუხებთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი დაავადება, რაც შეიძლება სწრაფად შეატყობინეთ ამის შესახებ ექიმს:
დიაბეტი
გულის დაავადება
ღვიძლის ან თირკმელების დაავადება
პარკინსონის დაავადება
კრუნჩხვითი შეტევები
წინამდებარე ჯირკვლის დაავადება
ნაწლავთა გაუვალობა (პარალიზური)
სისხლის დაავადებები
ინსულტი ან მცირე ინსულტი (ინსულტის გარდამავალი სიმპტომებით)
თუ თქვენთვის ცნობილია, რომ გაქვთ მარილის უკმარისობა ხანგრძლივი და მძიმე ფაღარათის და ღებინების, ან შარდმდენი საშუალებების მიღების შედეგად.
თუ თქვენ გაწუხებთ დემენცია, თქვენ ან პირმა, რომელიც გიწევთ დახმარებას, ან თქვენმა ნათესავმა უნდა შეატყობინოთ ექიმს, გადაგიტინიათ თუ არა თქვენ ოდესმე ინსულტი ან “მცირე ინსულტი.
თუ თქვენ ხართ 65 წელზე უფროსი ასაკის პირი, ექიმი უსაფრთხოების ჩვეულებრივი ზომების სახით, უნდა აკვირდებოდეს თქვენს არტერიულ წნევას.
ბავშვები და 18 წლამდე ასაკის მოზარდები
პრეპარატი ეგოლანზა არ არის განკუთვნილი 18 წელზე ახარგაზრდა ასაკის პაციენტებისთვის.
სხვა სამკურნალო საშუალებები და პრეპარატი ეგოლანზა გარსით დაფარული ტაბლეტები
შეატყობინეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს ნებისმიერი სამკურნალო საშუალებების შესახებ, რომლებსაც თქვენ იღებთ, ახლახან იღებდით ან გეგმავთ მიღებას, რეცეპტის გარეშე გაცემული პრეპარატების ჩათვლით.
პრეპარატით ეგოლანზა მკურნალობის კურსის დროს მიიღეთ სხვა სამკურნალო საშუალებები მხოლოდ ექიმის ნებართვით. პრეპარატ ეგოლანზას ერთდროულად მიღების შემთხვევაში ანტიდეპრესანტებთან ან წამლებთან, რომლებიც ხსნიან შფოთვას ან ხელს უწყობენ დაძინებას (ტრანკვილიზატორები), შეიძლება აღინიშნოს ძილიანობა.
აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ ღებულობთ შემდეგ სამკურნალო საშუალებებს:
მედიკამეტები პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ
კარბამაზეპინი (ეპილეფსიის საწინააღმდეგო პრეპარატი და ხასიათის სტაბილიზატორი), ფლუვოქსამინი (ანტიდეპრესანტი) ან ციპროფლოქსაცინი (ანტიბიოტიკი), რადგანაც შეიძლება გაჩნდეს პრეპარატის ეგოლანზა დოზის ცვლილების აუცილებლობა.
პრეპარატის ეგოლანზა გარსით დაფარული ტაბეტები მიღება საკვებთან, სასმელებთან და ალკოჰოლთან ერთად
ნუ გამოიყენებთ სპირტიან სასმელებს პრეპარატით ეგოლანზა მკურნალობის დროს, ვინაიდან ალკოჰოლთან ამ პრეპარატის კომბინირებამ შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა.
ფერტილობა, ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად, კვებავთ ძუძუთი, ვარაუდობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას, შეატყობინეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფატმაცევტს ამ პრეპარატის მიღების დაწყებამდე.
ორსულობა
ორსულობის დროს არ შეიძლება ამ პრეპარატის მიღება ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
ძუძუთი კვება
თქვენ არ უნდა მიიღოთ ეს პრეპარატი, რადგანაც პრეპარატ ეგოლანზას მცირე რაოდენობამ შეიძლება შეაღწიოს დედის რძეში.
თუ დედა ღებულობდა ეგოლანზას ორსულობის ბოლო ტრიმესტრში, მაშინ ახალშობილს შეიძლება განუვითარდეს შემდეგი სიმპტომები: კანკალი, კუნთების რიგიდობა და/ან სისუსტე, ძილიანობა, აგზნებული მდგომარეობა, სუნთქვის დარღვევა, საკვების მიღებასთან დაკავშირებული სიმპტომები. თუ თქვენს ბავშვს უვითარდება ასეთი სიმპტომები, საჭიროა მიმართოთ ექიმს.
ნებისმიერი სამკურნალო საშუალების მიღების წინ გაიარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან, თუ ხართ ორსულად ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ.
ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
პრეპარატ ეგოლანზას მიღების დროს შეილება აღინიშნოს ძილიანობა. თუ ეს მოხდება, არ მართოთ სატრანსორტო საშუალებები და არ იმუშაოთ სახიფათო ინსტრუმენტებთან ან მექანიზმებთან. შეატყობინეთ ამის შესახებ ექიმს.
პრეპარატი ეგოლანზა გარსით დაფარული ტაბლეტები შეიცავს ლაქტოზას
სამკურნალო პრეპარატი ეგოლანზა შეიცავს ლაქტოზას. თუ თქვენმა მკურნალმა ექიმმა გაცნობათ თქვენი აუტანლობის შესახებ ზოგიერთი შაქრების მიმართ, მიმართეთ მას ამ სამკურნალო საშუალების გამოყენებამდე.
როგორ უნდა იქნას მიღებული ეგოლანზა გარსით დაფარული ტაბლეტები
ყოველთვის მიიღეთ პრეპარატი ეგოლანზა მკაცრად ექიმის დანიშნულებით. თუ გაგიჩნდებათ რაიმე კითხვები, მიმართეთ ექიმს.
დოზირების რეჟიმი
თქვენი მკურნალი ექიმი გეტყვით, პრეპარატის ეგოლანზა გარსით დაფარული ტაბლეტების რამდენი რაოდენობა უნდა მიიღოთ თქვენ და რამდენი ხანი გაგრძელდება მკურნალობის კურსი. პრეპარატ ეგოლანზას დღიური დოზა შეადგენს 5-20 მგ-ს. ჩაიტარეთ კონსულტაცია ექიმთან, თუ დაავადების სიმპტომები ხელახლა აღინიშნება, მაგრამ არ შეწყვიტოთ პრეპარატ ეგოლანზას მიღება, სანამ თქვენი ექიმი არ შემოგთავაზებთ ამის გაკეთებას.
გამოყენების წესი
გარსით დაფარული ტაბლეტები შიგნით მისაღებად.
თქვენ უნდა მიიღოთ პრეპარატი ეგოლანზა დღეში ერთხელ ექიმის დანიშნულებისამებრ. ეცადეთ მიიღოთ ტაბლეტები ყოველდღე დაახლოებით ერთსა და იმავე დროს. პრეპარატის მიღება შეიძლება საკვების მიღების მიუხედავად. თქვენ უნდა გადაყლაპოთ ეგოლანზას ტაბლეტი მთლიანად წყლის დაყოლებით.
შეიძლება 5 მგ ეგოლანზას ტაბლეტის ორ თანაბარ დოზად გაყოფა.
ბავშვები და 18 წლამდე ასაკის მოზარდები
პრეპარატი ეგოლანზა არ არის განკუთვნილი 18 წლამდე ასაკის პაციენტებისთვის.
თუ თქვენ მიიღეთ დანიშნულზე მეტი პრეპარატი ეგოლანზა გარსით დაფარული ტაბლეტები
პრეპარატ ეგოლანზას ჭარბი რაოდენობის მიღების შემდეგ შეიძლება აღინიშნოს შემდეგი სიმპტომები: გახშირებული გულისცემა. აგზნება ან აგრესიულობა, მეტყველების დარღვევა, უჩვეულო მოძრაობები (განსაკუთრებით სახის ან ენის) და ცნობიერების დაქვეითებული დონე. სხვა შესაძლო სიმპტომები: ცნობიერების მწვავე დაბინდვა, კრუნჩხვითი შეტევები (ეპილეფსია), კომა, ცხელების კომბინირება გახშირებულ სუნთქვასთან, ოფლიანობასთან, კუნთების შებოჭილობასთან, თვლემასა ან ძილიანობასთან; ხანდახან აღინიშნება სუნთქვის სიხშირის დაქვეითება, სასუნთქ გზებში უცხო სხეულების მოხვედრა, არტერიული წნევის მომატება ან დაქვეითება, გულის რითმის დარღვევა. დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან საავადმყოფოში. აჩვენეთ ექიმს კოლოფი ტაბლეტებით.
თუ თქვენ დაგავიწყდათ პრეპარატის ეგოლანზა გარსით დაფარული ტაბლეტები მიღება
მიიღეთ ტაბლეტები გახსენებისთანავე.
თუ ახლოვდება მომდევნო ტაბლეტის მიღების დრო, ნუ მიიღებთ ორმად დოზას გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად, რადგანაც თქვენ ვერ შეძლებთ გამოტოვებული დოზის შევსებას, მაგრამ გაზრდით ჭარბი დოზირების განვითარების რისკს.
თუ თქვენ შეწყვიტეთ პრეპარატ ეგოლანზას გარსით დაფარული ტაბლეტები მიღება
არ შეწყვიტოთ ამ ტაბლეტების მიღება მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენი მდგომარეობა გაუმჯობესდა. მნიშველოვანია ეგოლანზას ტაბლეტების მიღების გაგრძელება ექიმის მიერ დანიშნული მთელი ვადის განმავლობაში.
თუ თქვენ უეცრად შეწყვეტთ პრეპარატ ეგოლანზას მიღებას, შეიძლება აღინიშნოს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ოფლიანობა, უძილობა, ტრემორი, შფოთვა, გულისრევა ან ღებინება. თქვენმა მკურნალმა ექიმმა შეიძლება გირჩიოთ დოზის თანდათან შეცირება პრეპარატის მიღების დასრულების წინ.
თუ გაგიჩნდებათ დამატებითი კითხვები ამ პრეპარატის გამოყენების შესახებ, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
შესაძლო გვერდითი ეფექტები
სხვა სამკურალო პრეპარატების მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გვერდითი ეფექტების გამოწვევა, მაგრამ ისინი ყველა პაციენტს არ აღენიშნება.
ქვემოთ ჩამოთვლილიდან ნებისმიერი მოვლენის აღნიშვნისას, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს:
უჩვეულო მოძრაობები, განსაკუთრებით სახის და ენის (ხშირი გვერდითი ეფექტი, გხვდება არაუმეტეს 10-დან 1 პაციენტში).
სისხლის კოლტების ფორმირება ვენებში (არახშირი გვერდითი ეფექტი, გვხვდება არაუმეტეს 100-დან ერთ პაციენტში), განსაკუთრებით ქვედა კიდურებში). სიმპტომებს მიეკუთვნება: შეშუპება, მტკივნეულობა და ქვედა კიდურების გაწითლება. სისხლძარღვებით სისხლის კოლტები შეიძლება მოხვდეს ფილტვებში, გულმკერდში ტკივილის და გაძნელებული სუნთქვის გამოწვევით. თუ თქვენს განგივითარდათ ასეთი სიმპტომები, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
ცხელების, გახშირებული სუნთქვის, ოფლიანობის, კუნთების შებოჭილობის, თვლემისა და ძილიანობის მდგომარეობის კომბინირება (ამ გვერდითი რეაქციის განვითარების სიხშირე არსებული მონაცემების საფუძველზე ვერ იქნება განსაზღვრული).
ძალიან ხშირი გვერდითი ეფექტები (გვხვდება 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში):
სხეულის მასის მომატება
ძილიანობა
სისხლში პროლაქტინის დონის მომატება (ჰორმონისა. რომელიც ასტიმულირებს რძის გამოყოფას)
მკურნალობის დასაწყისში შეიძლება აღინიშნოს თავბრუსხვევა და გონების დაკარგვა (გულის შეკუმშვათა შენელებული სიხშირით), განსაკუთრებით მწოლიარე ან მჯდომარე მდგომარეობიდან ადგომის დროს. ეს მოვლენა ჩვეულებრივ გადის ჩარევის გარეშე, თუკი არ გადის, შეატყობინეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს.
ხშირი გვერდითი ეფექტები გვხვდება არაუმეტეს 10-დან ერთ პაციენტში:
მოცირკულირე სისხლის ცხიმების და სისხლის ზოგიერთი უჯრედების რაოდენობის ცვლილებები
მკურნალობის საწყის ეტაპზე ღვიძლის ფერმენტების დონის დროებითი მომატება
სისხლში და შარდში შაქრის დონის მომატება
სისხლში შარდმჟავას და კრეატინინის ფოსფოკინაზას დონის მომატება
შიმშილის მომატებული შეგრძნება
თავბრუსხვევა
მოუსვენრობა
ტრემორი
ყაბზობა
სიმშრალე პირში
გამონაყარი
სისუსტე
გამოხატული დაღლილობა
სითხის შეკავება, ხელის მტევნების, კოჭების და ტერფების შეშუპებით
ცხელება
სახსრების ტკივილი
სქესობრივი ფუნქციის დარღვევა, როგორიც არის ლიბიდოს დაქვეითება მამაკაცებში და ქალებში და მამაკაცებში ერექციის ფუნქციის დარღვევა
არახშირი გვერდითი ეფექტები (გვხვდება არაუმეტეს 100-დან 1 პაციენტში):
ალერგიული რეაქციები (მაგალითად, ენის, ტუჩების, ყელის შეშუპება, ქავილი, გამონაყარი კანზე)
შაქრიანი დიაბეტი ან არსებული დიაბეტის გამწვავება, რასაც ხანდახან ახლავს კეტოაციდოზი (სისხლში და შარდში კეტონური სხეულის გაჩენა) ან კომა
კრუნჩხვითი შეტევები, განსაკუთრებით ავადმყოფებში, რომლებსაც ადრე აწუხენდათ კრუნჩხვითი შეტევები (ეპილეფსია)
კუნთების რიგიდობა ან სპაზმი (თვალების მამოძრავებელი კუნთების სპაზმი)
მოუსვენარი ფეხების სინდრომი
ენაბლუობა
მეტყველების დარღვევა
გულის რითმის სიხშირის დაქვეითება
მზის სინათლისადმი მგრძნობელობის მომატება
სისხლდენა ცხვირიდან
მუცლის შებერვა
ნერწყვდენის მომატება
მეხსიერების დაკარგვა ან გულმავიწყობა
შარდის შეუკავებლობა (შარდის გამოყოფის შეკავების უუნარობა)
გაძნელებული შარდვა
თმის ცვენა
მენსრუაციის გამოტოვება ან ხანმოკლე მენსტრუაციები
ცვლილებები სარძევე ჯირკვლის მხრივ ქალებსა და მამაკაცებში, (მაგალითად, დედის რძის არანორმალური გამოყოფა ან სარძევე ჯირკვლის ზრდა)
იშვიათი გვერდითი ეფექტები (აღინიშნება არაუმეტეს 1000-დან 1 პაციენტში):
სხეულის ნორმალური ტემპერატურის დაქვეითება
გულის რითმის დარღვევა
უეცარი მოულოდნელი სიკვდილი
კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება, რომელიც იწვევს მუცლის ძლიერ ტკივილს, ცხელებას და ღებინებას
ღვიძლის დაავადება, რაც ვლინდება კანის და თვალების თეთრი გარსის გაყვითლებაში
კუნთების დაავადება, რაც ვლინდება აუხსნელი ტკივილით
ხანგრძლივი და/ან მტკივნეული ერექცია
ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები:
არსებობს ცნობები მძიმე ალერგიული რეაქციების შესახებ, მათ შორის ისეთის როგორიც არის წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS). თავიდან ეს რეაქცია ვლინდება გრიპისმაგვარი სიმპტომების ფორმით, რომელსაც თან ახლავს გამონაყარი სახეზე. შემდგომ გამონაყარი მნიშვნელოვან წილად ვრცელდება. სხვა სიმპტომებს მიეკუთვნება: ცხელება, ლიმფური ჯირკვლების გადიდება, ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება, რომლებიც განისაზღვრება სისხლის ანალიზით და განსაზღვრული ტიპის სისხლის თეთრი უჯრედების მომატება (ეოზინოფილია).
პრეპარატით ეგოლანზა მკურნალობის კურსის განმავლობაში ხანდაზმული (65 წელზე მეტი) ასაკის პაციენტებში დემენციით შეიძლება აღინიშნოს ინსულტი, პნევმონია, შარდის შეუკავებლობა, დაცემა, უკიდურესი დაღლილობა, მხედველობითი ჰაკუცინაციები, სხეულის ტემპერატურის მომატება, კანის გაწითლება და სიარულის დარღვევა. პაციენტების ამ ჯგუფში დარეგისტრირებულია სიკვდილის რამდენიმე შემთხვევა.
ეგოლანზას შეუძლია პარკინსონის დაავადების სიმპტომების გაძლიერება.
შეტყობინება შესაძლო გვერდითი რეაქციების შესახებ
თუ თქვენ გაგივითარდათ რომელიმე არასასურველი რეაქცია, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. მოცემული რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ არასასურველ რეაქციაზე, მათ შორის ისეთის, რომელიც არ არის ნახსენები ამ ინსტრუქციაში. არასასურველი რეაქციების შესახებ თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ პრეპარატების არასასურველი რეაქციების (მოქმედების) მონაცემთა ინფორმაციულ ბაზას, მათ შორის პრეპარატის არაეფექტურობის შესახებაც.
არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინებით, თქვენ დაგვეხმარებით ამ სამკურნალო საშუალების უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღებაში.
როგორ უნდა იქნას შენახული პრეპარატი ეგოლანზა გარსით დაფარული ტაბლეტები
პრეპარატი ინახება არაუმეტეს 30° C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!
ნუ მიიღებთ პრეპარატ ეგოლანზას, თუ აღმოაჩენთ გაფუჭების ხილულ ნიშნებს (მაგალითად, ფერის ცვლილება).
ვარგისობის ვადა
ვარგისობის ვადა მითითებულია შეფუთვაზე.
ნუ გამოიყენებთ პრეპარატ ეგოლანზას შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
ვარგისიანობის ვადის გასვლის თარიღს წარმოადგენს მითითებული თვის ბოლო დღე.
არ არის რეკომენდირებული სამკურნალო საშუალებების საყოფაცხოვრებო ნარჩენებში ან ჩამდინარე წყლებში გადაგდება. თუ აუცილებელია პრეპარატის, რომელიც აღარ არის საჭირო, მოცილება ნარჩენებში, ჩაიტარეთ კონსულტაცია ფარმაცევტთან. ეს ზომები დაგვეხმარება გარემოს დაბინძურების თავიდან აცილებაში.
- აფთიაქიდან გაცემის პირობები
გაიცემა ექიმის რეცეპტით.
- შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს პრეპარატის ეგოლანზა გარსით დაფარული ტაბლეტები
მოქმედი ნივთიერება: ოლანზაპინი. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 5მგ, 7.5მგ, 10მგ, 15მგ ან 20მგ მოქმედ ნივთიერებას. ზუსტი შემცველობა მოცემულია შეფუთვაზე.
დამხმარე ნივთიერებები:
ეგოლანზა გარსით დაფარული ტაბლეტები 5 მგ
ბირთვი: მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზას მონოჰიდრატი (40,98 მგ), ჰიპროლოზა (ჰიდროქსი-პროპილცელულოზა), კროსპოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი
გარსი: ჰიპრომელოზა, ქინოლინის ყვითელი CI47005 (E104), Opadry Y-1-7000 თეთრი (ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი (E121), მაკროგოლი 400)
ეგოლანზა გარსით დაფარული ტაბლეტები 7,5 მგ
ბირთვი: მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზას მონოჰიდრატი (61,47 მგ), ჰიპროლოზა (ჰიდროქსი-პროპილცელულოზა), კროსპოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი
გარსი: ჰიპრომელოზა, ქინოლინის ყვითელი CI47005 (E104), Opadry Y-1-7000 თეთრი (ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი (E121), მაკროგოლი 400)
ეგოლანზა გარსით დაფარული ტაბლეტები 10 მგ
ბირთვი: მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზას მონოჰიდრატი (81,97 მგ), ჰიპროლოზა (ჰიდროქსი-პროპილცელულოზა), კროსპოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი
გარსი: ჰიპრომელოზა, ქინოლინის ყვითელი CI47005 (E104), Opadry Y-1-7000 თეთრი (ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი (E121), მაკროგოლი 400)
ეგოლანზა გარსით დაფარული ტაბლეტები 15 მგ
ბირთვი: მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზას მონოჰიდრატი (122,95 მგ), ჰიპროლოზა (ჰიდროქსი-პროპილცელულოზა), კროსპოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი
გარსი: ჰიპრომელოზა, ქინოლინის ყვითელი CI47005 (E104), Opadry Y-1-7000 თეთრი (ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი (E121), მაკროგოლი 400)
ეგოლანზა გარსით დაფარული ტაბლეტები 20 მგ
ბირთვი: მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზას მონოჰიდრატი (163,94 მგ), ჰიპროლოზა (ჰიდროქსი-პროპილცელულოზა), კროსპოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი
გარსი: ჰიპრომელოზა, ქინოლინის ყვითელი CI47005 (E104), Opadry Y-1-7000 თეთრი (ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი (E121), მაკროგოლი 400)
პრეპარატ ეგოლანზა გარსით დაფარული ტაბლეტების აღწერა და შეფუთვის შიგთავსი
პრეპარატის აღწერილობა
ეგოლანზა გარსით დაფარული ტაბლეტები 5 მგ
ყვითელი ფერის, მოგრძო ფორმის ორმხრივამობურცული, გარსით დაფარული ტაბლეტები გამყოფი ღარით, სუნის გარეშე ან თითქმის უსუნო, გრავირებით სტილიზებული ასოთი E და ციფრით 402 ტაბლეტის ერთ მხარეზე. Gამყოფი ღარის საშუალებით შესაძლებელია ტაბლეტის ორ თანაბარ დოზად გაყოფა.
ეგოლანზა გარსით დაფარული ტაბლეტები 7,5 მგ
ყვითელი ფერის, მრგვალი, ორმხრივამობურცული, გარსით დაფარული ტაბლეტები, სუნის გარეშე ან თითქმის უსუნო, გრავირებით სტილიზებული ასოთი E და ციფრით 403 ტაბლეტის ერთ მხარეზე.
ეგოლანზა გარსით დაფარული ტაბლეტები 10 მგ
ყვითელი ფერის, მრგვალი, ორმხრივამობურცული, გარსით დაფარული ტაბლეტები, სუნის გარეშე ან თითქმის უსუნო, გრავირებით სტილიზებული ასოთი E და ციფრით 404 ტაბლეტის ერთ მხარეზე.
ეგოლანზა გარსით დაფარული ტაბლეტები 15 მგ
ყვითელი ფერის, მრგვალი, ორმხრივამობურცული, გარსით დაფარული ტაბლეტები, სუნის გარეშე ან თითქმის უსუნო, გრავირებით სტილიზებული ასოთი E და ციფრით 405 ტაბლეტის ერთ მხარეზე.
ეგოლანზა გარსით დაფარული ტაბლეტები 20 მგ
ყვითელი ფერის, მრგვალი, ორმხრივამობურცული, გარსით დაფარული ტაბლეტები, სუნის გარეშე ან თითქმის უსუნო, გრავირებით სტილიზებული ასოთი E და ციფრით 406 ტაბლეტის ერთ მხარეზე.
შეფუთვა:
გარსით დაფარული 7 ტაბლეტი ბლისტერში. 4 ან 8 ბლისტერი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
დსს “ფარმაცევტული ქარხანა ეგისი”
1106 ბუდაპეშტი, კერესტურის ქ., 30-38
უნგრეთი
საწარმოო მოედანი
დსს “ფარმაცევტული ქარხანა ეგისი”
1165 ბუდაპეშტი, ბიოკენფელდის ქ., 118-10
უნგრეთი
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.