პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
სიმსუქნის სამკუნალო პრეპარატები

ორლოსი

orlos

ურეცეპტოდ60მგინსტრუქცია ქართულადპოლონეთი
რისთვის გამოიყენება

ორლოსი განკუთვნილია წონის დასაკლებად 18 წლის და ზემოთ ასაკის მოზრდილებში ჭარბი წონის დროს, როცა სხეულის მასის ინდექსი (BMI) შეადგენს 28-ს ან უფრო მეტს. ორლოსი გამოყენებულ უნდა იქნას დაბალკალორიულ, ცხიმების დაბალი შემცველობის დიეტასთან ერთად. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ორლისტატი (orlistat)
ფორმა და შეფუთვა
60მგ კაფსულა №84
მწარმოებელი
Pharmaceutical Works POLPHARMA SA,, პოლონეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
სიმსუქნის სამკურნალო პრეპარატები, გარდა დიეტური პროდუქტებისა, სიმსუქნის საწინააღმდეგო პერიფერიული მოქმედების პრეპარატები
ATC კოდი
A08AB01
რეგისტრაციის ნომერი
რ-035687
რეგისტრირებულია
28 ივნისი 2022, მოქმედებს 28 ივნისი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
სს „გეფა“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებაორლოსი და სხვა წამალი ერთად

ორლოსი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ორლოსი განკუთვნილია წონის დასაკლებად 18 წლის და ზემოთ ასაკის მოზრდილებში ჭარბი წონის დროს, როცა სხეულის მასის ინდექსი (BMI) შეადგენს 28-ს ან უფრო მეტს. ორლოსი გამოყენებულ უნდა იქნას დაბალკალორიულ, ცხიმების დაბალი შემცველობის დიეტასთან ერთად.

სხეულის მასის ინდექსის (BMI) საშუალებით შესაძლებელია განისაზღვროს, პაციენტის ნორმალური წონა და ჭარბი წონა მისი სიმაღლის შესაბამისად.

ქვემოთ მოცემული ცხრილის საშუალებით შესაძლებელია განისაზღვროს პაციენტი ჭარბწონიანია თუ არა და ესაჭიროება, თუ არა მას ორლოსი 60 მგ კაფსულების მიღება.

ცხრილში უნდა ინახოს პაციენტის სიმაღლის მაჩვენებელი. ორლოსის მიღება არ არის რეკომენდებული, თუ პაციენტის წონა ნაკლებია ცხრილში მოცემული მისი სიმაღლის შესაბამის წონასთან შედარებით.

ჭარბწონიანობის რისკი

ჭარბი წონა ზრდის ჯანმრთელობის სხვადასხვა სერიოზული პრობლემების განვითარების რისკს, როგორიცაა დიაბეტი და გულის დაავადებები. ამ მდგომარეობებმა შეიძლება არ გამოიწვიონ პაციენტის ზოგადი მდგომარეობების გაუარესება, ამიტომ საჭიროა ექიმთან ვიზიტი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესამოწმებლად.

ორლოსის მოქმედების მექანიზმი

ორლოსის აქტიური ნივთიერება (ორლისტატი) მოქმედებს საჭმლის მომნელებელ სისტემაში არსებულ ცხიმებზე. კერძოდ, ის აფერხებს საკვებში არსებული ცხიმების, დაახლოებით, მეოთხედი რაოდენობის შეწოვას. შემდეგ ეს ცხიმები ორგანიზმიდან გამოიყოფა განავალთან ერთად,

პაციენტს შეიძლება აღენიშნებოდეს დიეტასთან დაკავშირებული მკურნალობის გვერდითი ეფექტები (იხ. პარაგრაფი 4).

ამიტომ მნიშვნელოვანია, პაციენტმა დაიცვას დაბალკალორიული დიეტა ამ ეფექტების სამართავად. ამ შემთხვევაში კაფსულები ორგანიზმს ეხმარება წონის უფრო მეტად დაქვეითებაში, ვიდრე ეს მოხდებოდა მხოლოდ დიეტის დაცვის შემთხვევაში. ყოველ 2 კგ-ზე (4 ფუნტზე), რომელსაც პაციენტი იკლებს დიეტის დროს, ორლოსის მიღებით დამატებით ხდება 1 კგ (2 ფუნტი) ან მეტი რაოდენობით წონაში დაკლება. საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა, თუ ორლოსის 12 კვირის განმავლობაში მიღების შემდეგ არ ხდება წონაში დაკლება. ამ დროს შეიძლება შეწყდეს ორლოსის მიღება.

სიმაღლე

წონა

სიმაღლე

წონა

  • 50 მ

63 კგ

4’10’’

9 სტოუნი 8 ფუნტი

  • 55 მ
  • 25 კგ

5’0’’

10 სტოუნი 3 ფუნტი

  • 60 მ
  • 75 კგ

5’2’’

10 სტოუნი 13 ფუნტი

  • 65 მ
  • 25 კგ

5’4’’

11 სტოუნი 9 ფუნტი

  • 70 მ

81 კგ

5’6’’

12 სტოუნი 5 ფუნტი

  • 75 მ
  • 75 კგ

5’8’’

13 სტოუნი 2 ფუნტი

  • 80 მ
  • 75 კგ

5’10’’

13 სტოუნი 13 ფუნტი

  • 85 მ
  • 75 კგ

6’0’’

14 სტოუნი 10 ფუნტი

  • 90 მ

101 კგ

6’2’’

15 სტოუნი 8 ფუნტი

მიღების წესი და დოზირება

წონის დასაკლებად მომზადება

შერჩეულ უნდა იქნას თარიღი

შერჩეულ უნდა იქნას დღე, როცა პაციენტი დაიწყებს კაფსულების მიღებას. კაფსულების მიღებამდე, საჭიროა დაბალკალორიული, ცხიმების დაბალი შემცველობის დიეტის დაწყება, რათა ორგანიზმი რამდენიმე დღის განმავლობაში მიეჩვიოს ახალ კვებას. უნდა გაკეთდეს ჩანაწერები, თუ რა საკვებს იღებს პაციენტი. ასეთი ჩანაწერები ძალიან ეფექტურია, რადგან თვალნათლივ ჩანს, თუ რა საკვებს და რა რაოდენობით იღებს პაციენტი, რაც იძლევა ცვლილებების შეტანის საფუძველს.

უნდა განისაზღვროს, თუ რამდენი უნდა დაიკლოს წონაში პაციენტმა

იმისდა მიხედვით, თუ რამდენი უნდა დაიკლოს პაციენტმა წონაში, უნდა განისაზღვროს სამიზნე წონა. რეალისტური მიზანია საწყისი წონის 5%-10%. წონის კლების სიდიდე შეიძლება იცვლებოდეს კვირიდან კვირამდე. წონაში დაკლება უნდა მოხდეს თანდათანობით, დაახლოებით 0.5 კგ (1 ფუნტი) კვირაში.

უნდა განისაზღვროს კალორიების და ცხიმების სამიზნე რაოდენობა

სასურველი წონის მისაღწევად საჭიროა დღიური კალორიებისა და ცხიმების სამიზნე რაოდენობის დადგენა. დამატებითი ინფორმაცია იხ. მე-6 პარაგრაფში.

ორლოსის მიღების წესი

მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ინსტრუქციის შესაბამისად ან ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხევით. საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია, თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული.

18 წლის და ზემოთ ასაკის მოზრდილები

რეკომენდებული დოზაა:

ერთი კაფსულა სამჯერ დღეში

ორლოსის მიიღება უშუალოდ ჭამის წინ, ჭამის დროს ან ჭამიდან ერთი საათის განმავლობაში. ერთი კაფსულა მიიღება საუზმის დროს, შემდეგ -მეორე საუზმის (ლანჩის) დროს და მესამე - სადილის დროს. საკვები უნდა იყოს დაბალანსებული, დაბალკალორიული და ცხიმების დაბალი შემცველობის მქონე;

საკვების გამოტოვებისას, ან თუ საკვები არ შეიცავს ცხიმებს, კაფსულა არ მიიღება. ორლოსი არ მოქმედებს, თუ საკვებში არ არის ცხიმი;

კაფსულა უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, წყალთან ერთად;

დაუშვებელია 3 კაფსულაზე მეტის მიღება დღეში;

უნდა მოხდეს ცხიმების დაბალი შემცველობის მქონე საკვების მიღება, რათა არ განვითარდეს დიეტასთან დაკავშირებული მკურნალობის გერდითი ეფექტები (იხ. პარაგრაფი 4);

კაფსულების მიღებამდე სასურველია პაციენტი იყოს ფიზიკურად აქტიური. ფიზიკური აქტივობა წონის დასაკლები პროგრამის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. საჭიროა ექიმთან ვიზიტი, თუ პაციენტი მანამდე არ ვარჯიშობდა ფიზიკურად;

ორლოსით მკურნალობის განმავლობაში და მის შემდეგ პაციენტი უნდა იყოს აქტიური.

ორლოსის მიღების ხანგრძლივობა

ორლოსი არ მიიღება 6 თვეზე მეტ ხანს;

თუ ორლოსის მიღებიდან 12 კვირის განმავლობაში არ ხდება წონაში დაკლება, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია. შეიძლება საჭიროა გახდეს ორლოსის მიღების შეწყვეტა;

სასურველ წონამდე დაკლება არ ნიშნავს, რომ განსხვავებული კვება უნდა გაგრძელდეს მხოლოდ მცირე ხნის განმავლობაში, სანამ პაციენტი დაუბრუნდება ჩვეულ კვებას. პაციენტები, რომლებიც იკლებენ წონაში და ინარჩუნებენ ამ წონას, იცვლიან ცხოვრების წესს, რომელიც მოიცავს ცვლილებებს კვებასა და ფიზიკურ აქტივობაში.

ორლოსის დოზის გადაჭარბებისას

დაუშვებელია 3 კაფსულაზე მეტის მიღება დღეში.

კაფსულების რაოდენობის გადაჭარბებისას საჭიროა დაუყოვნებლივ მკურნალ ექიმთან მიმართვა.

ორლოსის დოზის გამოტოვებისას

კაფსულის მიღების გამოტოვებისას:

თუ ბოლო ძირითადი კვებიდან გასულია 1 საათზე ნაკლები, უნდა მოხდეს გამოტოვებული კაფსულის მიღება;

თუ ძირითადი კვებიდან გასულია ერთ საათზე მეტი, არ უნდა მოხდეს კაფსულის მიღება. შემდეგი კაფსულის მიღება უნდა მოხდეს შემდეგი ძირითადი კვების დროს, როგორც ჩვეულებრივ.

დაუშვებელია გაორმაგებული დოზის მიღება გამოტოვებულის სანაცვლოდ.

ორლოსით მკურნალობის შეწყვეტისას

დამატებითი კითხვების არსებობისას ამ პროდუქტის გამოყენებასთან დაკავშირებით საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

უკუჩვენებები

თუ პაციენტი ალერგიულია ორლისტატის ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (იხ. მე-6 პარაგრაფი);

ფეხმძიმობისა და ძუძუთი კვების დროს;

თუ პაციენტი იღებს ციკლოსპორინს, რომელიც გამოიყენება ორგანოების გადანერგვის შემდეგ, მძიმე მიმდინარეობის რევმატოიდული ართრიტისა და კანის ზოგიერთი მძიმე პათოლოგიების დროს;

თუ პაციენტი იღებს ვარფარინს ან სისხლის გამათხევადებელ სხვა მედიკამენტებს;

თუ პაციენტს აღენიშნება ქოლესტაზი (მდგომარეობა, რომლის დროსაც ნაღვლის გადმოსვლა ღვიძლიდან ბლოკირებულია);

თუ პაციენტს აღენიშნება საკვების შეწოვის პრობლემები (ქრონიკული მალაბსორბციის სინდრომი), რომელიც დიაგნოსტირებულია ექიმის მიერ.

სიფრთხილის ზომები

საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ორლოსის მიღებამდე:

თუ პაციენტს აღენიშნება დიაბეტი. ექიმს უნდა ეცნობოს, რადგან შეიძლება საჭირო გახდეს დიაბეტის საწინააღმდეგო მედიკამენტების დოზის კორექცია;

თუ პაციენტს აღენიშნება თირკმლის დაავადება. ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტს აღენიშნება თიკმლის პრობლემები. ორლოსის გამოყენება შეიძლება დაკავშირებული იყოს თირკმელებში კენჭების წარმოქმნასთან პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ თირკმელების ქრონიკული დაავადება.

ბავშვები და მოზარდები

მედიკამენტი არ გამოიყენება 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ორლოსმა შეიძლება გავლენა იქონიოს სხვა მედიკამენტების მოქმედებაზე.

მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს ყველა იმ მედიკამენტის შესახებ, რომელთაც პაციენტი იღებს, ახლო წარსულში იღებდა ან აპირებს, რომ მიიღოს.

დაუშვებელია ორლოსის მიღება შემდეგ მედიკამენტებთან ერთად

ციკლოსპორინი: ციკლოსპორინი გამოიყენება ორგანოების გადანერგვის შემდეგ, მძიმე მიმდინარეობის რევმატოიდული ართრიტისა და კანის ზოგიერთი მძიმე პათოლოგიების დროს;

ვარფარინი ან სისხლის სხვა გამათხევადებლები;

ჩასახვის საწინააღმდეგო აბები და ორლოსი

ჩასახვის საწინააღმდეგო აბები შეიძლება ნაკლებ ეფექტური იყოს, თუ პაციენტს აღენიშნება ძლიერი დიარეა. საჭიროა კონტრაცეპციის დამატებითი მეთოდების გამოყენება ძლიერი დიარეის დროს.

მულტივიტამინები და ორლოსი

მულტივიტამინის მიღება უნდა მოხდეს ყოველდღე. ორლოსმა შეიძლება დააქვეითოს ზოგიერთი ვიტამინის დონე, რომელიც შეიწოვება ორგანიზმის მიერ. მულტივიტამინი უნდა შეიცავდეს ვიტამინებს A, D, E და K-ს. მულტივიტამინის მიღება უნდა მოხდეს ძილის წინ, როცა არ მიიღება ორლოსი, რათა მოხდეს მათი შეწოვა.

ორლოსის მიღებამდე მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, რომ პაციენტი იღებს

ამიოდარონი, ანტიარითმიულ საშუალება;

აკარბოზი (ანტიდიაბეტური საშუალება, რომელიც გამოიყენება მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის დროს). ორლოსი არ არის რეკომენდებული პაციენტებისათვის, რომლებიც იღებენ აკარბოზს;

თირეოიდული მედიკამენტი (ლევოთიროქსინი), რადგან შეიძლება საჭირო გახდეს წამლის დოზის კორექცია და მისი მიღება დღის სხვა შუალედში;

ეპილეფსიის საწინააღმდეგო მედიკამენტი, კრუნჩხვების სიხშირისა და სიძლიერის ნებისმიერი ცვლილება უნდა ეცნობოს ექიმს;

აივ-ინფექციის სამკურნალო მედიკამენტები. მნიშვნელოვანია, ორლოსის მიღებამდე პაციენტმა გაიაროს ექიმთან კონსულტაცია, თუ მკურნალობს აივ-ინფექციის გამო;

დეპრესიის, ფსიქიკური დარღვევების ან შფოთვის საწინააღმდეგო მედიკამენტები. მნიშვნელოვანია, რომ ორლოსის მიღებამდე პაციენტმა გაიაროს კონსულტაცია ექიმთან, თუ ის მკურნალობს დეპრესიის, გუნება-განწყობის ცვლილების ან შფოთვითი აშლილობების გამო.

ორლოსის მიღებისას საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია

თუ პაციენტი იღებს ანტიჰიპერტენზიულ მედიკამენტებს, რადგან შეიძლება საჭირო გახდეს მათი დოზის კორექცია;

თუ პაციენტი იღებს მაღალი ქოლესტერინის საწინააღმდეგო მედიკამენტს, რადგან შეიძლება საჭირო გახდეს მისი დოზის კორექცია.

ორლოსის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

ორლოსის მიღება უნდა მოხდეს დაბალკალორიულ, ცხიმების დაბალი შემცველობის დიეტასთან ერთად. უმჯობესია დიეტის დაცვა დაიწყოს ორლოსით მკურნალობის დაწყებამდე. კალორიებისა და ცხიმების შესახებ ინფორმაციისათვის იხ. პარაგრაფი 6.

ორლოსის მიღება შესაძლებელია უშუალოდ ჭამის წინ, ჭამის დროს ან ჭამიდან 1 საათის შემდეგ. კაფსულები უნდა გადაიყლაპოს წყალთან ერთად. ჩვეულებრივ, ერთი კაფსულა მიიღება საუზმის დროს, შემდეგ მეორე საუზმის (ლანჩის) დროს და სადილის დროს. კვების გამოტოვებისას, ან თუ საკვები არ შეიცავს ცხიმებს, კაფსულა არ მიიღება. ორლოსი არ მოქმედებს, თუ საკვებში არ არის ცხიმი. თუ პაციენტი იღებს ცხიმების მაღალი შემცველობის საკვებს, არ უნდა მოხდეს რეკომედებულ დოზაზე მეტი დოზის მიღება. კაფსულის მიღებისას საკვებთან ერთად, რომელიც შეიცავს ცხიმებს დიდი რაოდენობით, იზრდება დიეტასთან დაკავშირებული ეფექტების განვითარების რისკი (იხ. პარაგრაფი 4). ორლოსის კაფსულების მიღებისას თავიდან უნდა იქნას აცილებული ცხიმების მაღალი შემცველობის საკვების მიღება.

ფეხმძიმობა, ძუძუთი კვება და რეპროდუქციულ ფუნქციაზე გავლენა

დაუშვებელია ორლოსის მიღება ფეხმძიმობისა და ძუძუთი კვების დროს.

კვლევებმა არ აჩვენა რაიმე საზიანო გავლენა რეპროდუქციულ ფუნქციაზე.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

არ აღინიშნა რაიმე გავლენა ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.

ამ პრეპარატის თითოეული მყარი კაფსულა შეიცავს 1 მმოლ (23 მგ) ნატრიუმს, რაც უმნიშვნელო რაოდენობაა.

გვერდითი მოვლენები

სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ეს მედიკამენტიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენები, რომლებიც დაკავშირებულია ორლოსის კაფსულების მიღებასთან (მაგ.: მეტეორიზმი ზეთოვან გამონადენთან ერთად ან მის გარეშე, უეცარი ან ხშირი კუჭის მოქმედება, თხევადი განავალი) გამოწვეულია მისი მოქმედების მექანიზმით (იხ. 1-ლი პარაგრაფი). ცხიმების დაბალი შემცველობის საკვების მიღება ხელს უწყობს დიეტასთან დაკავშირებული მკურნალობის გვერდითი ეფექტების მართვას.

სერიოზული გვერდითი მოვლენები (უცნობია მათი განვითარების სიხშირე)

მძიმე ალერგიული რეაქციები

მძიმე ალერგიული რეაქციის ნიშნები მოიცავს: სუნთქვის გაძნელებას, ოფლიანობას, გამონაყარს, ქავილს, სახის შეშუპებას, სწრაფ გულისცემას, კოლაფსს.

ამ დროს უნდა შეწყდეს ორლოსის მიღება და საჭიროა დაუყოვნებლივ სამედიცინო დახმარების გაწევა.

სხვა სერიოზული გვერდითი მოვლენებია

სისხლდენა სწორი ნაწლავიდან;

დივერტიკულიტი (მსხვილი ნაწლავის ანთება). სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს მუცლის ქვედა ნაწილში ტკივილს, განსაკუთებით, მარცხენა მხარეს, შესაძლოა ცხელებასა და შეკრულობასთან ერთად;

პანკრეატიტი (პანკრეასის ანთება). სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს მუცლის ტკივილს ხანდახან ირადიაციით ზურგში, შესაძლოა ცხელებით, გულისრევითა და ღებინებით;

კანზე ბუშტუკების განვითარება (ბუშტუკები შეიძლება გასკდეს);

მუცლის ძლიერი ტკივილი, რომელიც გამოწვეულია ნაღვლის ბუშტის კენჭოვანი დაავადებით;

ჰეპატიტი (ღვიძლის ანთება). სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს კანისა და სკლერების სიყვითლეს, ქავილს, მუქ შარდს, მუცლის ტკივილსა და ღვიძლის გადიდებას (რასაც მიუთითებს ტკივილი ნეკნთა რკალის წინ მარჯვენა მხარეს), ხანდახან მადის დაქვეითებასთან ერთად;

ოქსალატურ ნეფროპათიას (კალციუმის ოქსალატების დაგროვება, რაც იწვევს თირკმლის კენჭების წარმოქმნას). იხ. პარაგრაფი 2 “სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები ორლოსის მიღებისას” (გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები).

ამ მდგომარეობების განვითარების შემთხვევაში უნდა შეწყდეს კაფსულების მიღება და უნდა ეცნობოს ექიმს.

ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში)

მეტეორიზმი ზეთოვან გამონადენთან ერთად ან მის გარეშე

უეცარი კუჭის მოქმედება

ზეთოვანი გამონადენი, ცხიმიანი ან ზეთოვანი განავალი

თხევადი განავალი

საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა, თუ გვერდითი მოვლენები დამძიმდება ან შემაწუხებელი გახდება.

ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)

მუცლის ტკივილი

განავლის შეუკავებლობა

თხევადი განავალი

ხშირი კუჭის მოქმედება

შფოთვა

გვერდითი მოვლენები, რომლებიც ვლინდება სისხლის ანალიზებით

მათი განვითარების სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის დაზუსტება შეუძლებელია)

ღვიძლის ზოგიერთი ფერმენტის დონის მომატება

სისხლის შედედებაზე გავლენა პაციენტებში, რომელბიც იღებენ ვარფარინს ან სისხლის სხვა გამათხევადებლებს (ანტიკოაგულანტებს).

სისხლის ანალიზის აღების წინ ექიმს უნდა ეცნობოს, რომ პაციენტი იღებს ორლოსს.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა, ეს მოიცავს ისეთ გვერდით ეფექტებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია შეტყობინების ეროვნული სისტემის საშუალებით, რომლის მონაცემები მოცემულია ვებ-გვერდზე: https://yellowcard.mhra.gov.uk/ ან google play-ს ან App store-ის ძებნის ველში MHRA yellow Card.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობნება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.

დიეტასთან დაკავშირებული მკურნალობის გვერდითი მოვლენების მართვა

ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენები დაკავშირებულია კაფსულების მოქმედების მექანიზმთან და გამოწვეულია ცხიმის გამოდევნით ორგანიზმიდან. ეს ეფექტები ტიპიურად ვითარდება კაფსულების მიღებიდან რამდენიმე კვირის განმავლობაში, სანამ პაციენტი შეამცირებს ცხიმების რაოდენობას საკვებში. დიეტასთან დაკავშირებული მკურნალობის ასეთი ეფექტები მიუთითებს, რომ პაციენტი იღებს საჭიროზე მეტ ცხიმს.

დიეტასთან დაკავშირებული მკურნალობის გვერდითი ეფექტები მართვა შესაძლებელია ქვემოთ მოცემული გაიდლაინის საშუალებით:

კაფსულების მიღების დაწყებამდე რამდენიმე დღით ან ერთი კვირით ადრე საჭიროა ცხიმების დაბალი შემცველობის დიეტის დაწყება;

საჭიროა განისაზღვროს პაციენტის საყვარელი საკვების ცხიმების შემცველობა და პორციის რაოდენობა;

ცხიმები უნდა გადანაწილდეს მთელი დღის საკვებზე. არ უნდა მოხდეს ცხიმებისა და კალორიების დაზოგვა და შემდეგ მათი დახარჯვა ცხიმიან საკვებზე ან დესერტზე, როგორც ეს შეიძლება ხდება წონის დასაკლებ სხვა პროგრამებში;

პაციენტების უმრავლესობა, რომლებსაც აღენიშნებოდათ ეს გვერდითი მოვლენები, მათ კონტროლს ახერხებდნენ დიეტის დაცვით.

პაციენტს არ აღენიშნება ზემოთ ჩამოთვლილი ეფექტები, არ ნიშნავს, რომ კაფსულები არ მოქმედებენ.

შენახვის პირობები

მედიკამენტი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ინახება არაუმეტეს 25⁰C ტემპერატურაზე. ინახება ორიგინალ შეფუთვით სინათლისა და ნესტისაგან დასაცავად.

დაუშვებელია მედიკამენტის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება სახლის ნაგავში ან საკანალიზაციო წყალში. ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.

შეფუთვა და დამატებითი ინფორმაცია

ორლოსი შეიცავს:

აქტიური ნივთიერებაა ორლისტატი. თითოეული კაფსულა შეიცავს 60 მგ ორლისტატს,

სხვა დამხმარე ნივთიერებებია:

კაფსულის შიგთავსი: მიკროკრისტალური ცელულოზა (E460), ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი (ტიპი A), კოლოიდური უწყლო სილიციუმი, ნატრიუმის ლაურილსულფატი;

კაფსულის გარსი: ჟელატინი, ტიტანიუმის დიოქსიდი (E171), ინდიგო კარმინი (E132).

ორლოსის ფორმა და შეფუთვა

ორლოსი 60 მგ კაფსულებს აქვთ ღია ლურჯი თავსახური და სხეული.

ორლოსი 60 მგ კაფსულები ხელმისაწვდომია ბლისტერებით ან ფლაკონში, რომელიც შეიცავს 42, 60, 84, 90 და 120 კაფსულას.

ყველა შეფუთვა გასაყიდად შეიძლება არ იყოს წარმოდგენილი.

ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი

Crescent Pharma Limited, Units 3&4, Quidhampton Business Units, Polhampton Lane, Overton, Hants, RG25 3 ED, UK

ქრესცენტ ფარმა ლიმითედ, უნიტს 3&4, ქვიდჰამპტონ ბიზნეს უნითს, პოლჰამპტონ ლეინი, ოვერტონი, ჰანტსი, RG25 3ED, გაერთიანებული სამეფო

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისთვის

ორლოსი 60 მგ მყარი კაფსულები

ორლისტატი

პრეპარატით მკურნალობის დაწყებამდე, საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, ვინაიდან შეიცავს პაციენტისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს გამოყენების ინსტრუქციის შესაბამისად ან ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით.

საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.

დამატებითი კითხვების არსებობისას ან რჩევის მისაღებად საჭიროა მიმართვა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან.

აღნიშნული პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ პაციენტისთვის. არ შეიძლება მისი სხვა პირებისათვის გადაცემა. სიმპტომების მსგავსების მიუხედავად, ის შესაძლოა საზიანო აღმოჩნდეს მათი ჯანმრთელობისთვის.

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, მათ შორის, რომლებიც არ არის აღნიშნული ამ ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. იხ, პარაგრაფი 4.

თუ გვერდითი მოვლენები იღებს მძიმე ხასიათს ან ვითარდება ისეთი გვერდითი ეფექტები, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია, თუ ორლისტატის მიღებიდან 12 კვირის შემდეგ არ ხდება წონის კლება. შეიძლება საჭირო გახდეს ორლოსის მიღების შეწყვეტა.

ინსტრუქციაში მოცემულია:

რას წარმოადგენს ორლოსი და მის გამოყენება

რა უნდა იცოდეს პაციენტმა ორლოსის მიღებამდე

ორლოსის მიღების წესი

შესაძლო გვერდითი მოვლენები

ორლოსის შენახვის წესი

შეფუთვა და დამატებითი ინფორმაცია

რას წარმოადგენს ორლოსი და მისი გამოყენება

ორლოსი განკუთვნილია წონის დასაკლებად 18 წლის და ზემოთ ასაკის მოზრდილებში ჭარბი წონის დროს, როცა სხეულის მასის ინდექსი (BMI) შეადგენს 28-ს ან უფრო მეტს. ორლოსი გამოყენებულ უნდა იქნას დაბალკალორიულ, ცხიმების დაბალი შემცველობის დიეტასთან ერთად.

სხეულის მასის ინდექსის (BMI) საშუალებით შესაძლებელია განისაზღვროს, პაციენტის ნორმალური წონა და ჭარბი წონა მისი სიმაღლის შესაბამისად.

ქვემოთ მოცემული ცხრილის საშუალებით შესაძლებელია განისაზღვროს პაციენტი ჭარბწონიანია თუ არა და ესაჭიროება, თუ არა მას ორლოსი 60 მგ კაფსულების მიღება.

ცხრილში უნდა ინახოს პაციენტის სიმაღლის მაჩვენებელი. ორლოსის მიღება არ არის რეკომენდებული, თუ პაციენტის წონა ნაკლებია ცხრილში მოცემული მისი სიმაღლის შესაბამის წონასთან შედარებით.

ჭარბწონიანობის რისკი

ჭარბი წონა ზრდის ჯანმრთელობის სხვადასხვა სერიოზული პრობლემების განვითარების რისკს, როგორიცაა დიაბეტი და გულის დაავადებები. ამ მდგომარეობებმა შეიძლება არ გამოიწვიონ პაციენტის ზოგადი მდგომარეობების გაუარესება, ამიტომ საჭიროა ექიმთან ვიზიტი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესამოწმებლად.

ორლოსის მოქმედების მექანიზმი

ორლოსის აქტიური ნივთიერება (ორლისტატი) მოქმედებს საჭმლის მომნელებელ სისტემაში არსებულ ცხიმებზე. კერძოდ, ის აფერხებს საკვებში არსებული ცხიმების, დაახლოებით, მეოთხედი რაოდენობის შეწოვას. შემდეგ ეს ცხიმები ორგანიზმიდან გამოიყოფა განავალთან ერთად,

პაციენტს შეიძლება აღენიშნებოდეს დიეტასთან დაკავშირებული მკურნალობის გვერდითი ეფექტები (იხ. პარაგრაფი 4).

ამიტომ მნიშვნელოვანია, პაციენტმა დაიცვას დაბალკალორიული დიეტა ამ ეფექტების სამართავად. ამ შემთხვევაში კაფსულები ორგანიზმს ეხმარება წონის უფრო მეტად დაქვეითებაში, ვიდრე ეს მოხდებოდა მხოლოდ დიეტის დაცვის შემთხვევაში. ყოველ 2 კგ-ზე (4 ფუნტზე), რომელსაც პაციენტი იკლებს დიეტის დროს, ორლოსის მიღებით დამატებით ხდება 1 კგ (2 ფუნტი) ან მეტი რაოდენობით წონაში დაკლება. საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა, თუ ორლოსის 12 კვირის განმავლობაში მიღების შემდეგ არ ხდება წონაში დაკლება. ამ დროს შეიძლება შეწყდეს ორლოსის მიღება.

სიმაღლე

წონა

სიმაღლე

წონა

  • 50 მ

63 კგ

4’10’’

9 სტოუნი 8 ფუნტი

  • 55 მ
  • 25 კგ

5’0’’

10 სტოუნი 3 ფუნტი

  • 60 მ
  • 75 კგ

5’2’’

10 სტოუნი 13 ფუნტი

  • 65 მ
  • 25 კგ

5’4’’

11 სტოუნი 9 ფუნტი

  • 70 მ

81 კგ

5’6’’

12 სტოუნი 5 ფუნტი

  • 75 მ
  • 75 კგ

5’8’’

13 სტოუნი 2 ფუნტი

  • 80 მ
  • 75 კგ

5’10’’

13 სტოუნი 13 ფუნტი

  • 85 მ
  • 75 კგ

6’0’’

14 სტოუნი 10 ფუნტი

  • 90 მ

101 კგ

6’2’’

15 სტოუნი 8 ფუნტი

რა უნდა იცოდეს პაციენტმა ორლოსის მიღებამდე

დაუშვებელია ორლოსის მიღება:

თუ პაციენტი ალერგიულია ორლისტატის ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (იხ. მე-6 პარაგრაფი);

ფეხმძიმობისა და ძუძუთი კვების დროს;

თუ პაციენტი იღებს ციკლოსპორინს, რომელიც გამოიყენება ორგანოების გადანერგვის შემდეგ, მძიმე მიმდინარეობის რევმატოიდული ართრიტისა და კანის ზოგიერთი მძიმე პათოლოგიების დროს;

თუ პაციენტი იღებს ვარფარინს ან სისხლის გამათხევადებელ სხვა მედიკამენტებს;

თუ პაციენტს აღენიშნება ქოლესტაზი (მდგომარეობა, რომლის დროსაც ნაღვლის გადმოსვლა ღვიძლიდან ბლოკირებულია);

თუ პაციენტს აღენიშნება საკვების შეწოვის პრობლემები (ქრონიკული მალაბსორბციის სინდრომი), რომელიც დიაგნოსტირებულია ექიმის მიერ.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ორლოსის მიღებამდე:

თუ პაციენტს აღენიშნება დიაბეტი. ექიმს უნდა ეცნობოს, რადგან შეიძლება საჭირო გახდეს დიაბეტის საწინააღმდეგო მედიკამენტების დოზის კორექცია;

თუ პაციენტს აღენიშნება თირკმლის დაავადება. ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტს აღენიშნება თიკმლის პრობლემები. ორლოსის გამოყენება შეიძლება დაკავშირებული იყოს თირკმელებში კენჭების წარმოქმნასთან პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ თირკმელების ქრონიკული დაავადება.

ბავშვები და მოზარდები

მედიკამენტი არ გამოიყენება 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში.

სხვა მედიკამენტები და ორლოსი

ორლოსმა შეიძლება გავლენა იქონიოს სხვა მედიკამენტების მოქმედებაზე.

მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს ყველა იმ მედიკამენტის შესახებ, რომელთაც პაციენტი იღებს, ახლო წარსულში იღებდა ან აპირებს, რომ მიიღოს.

დაუშვებელია ორლოსის მიღება შემდეგ მედიკამენტებთან ერთად

ციკლოსპორინი: ციკლოსპორინი გამოიყენება ორგანოების გადანერგვის შემდეგ, მძიმე მიმდინარეობის რევმატოიდული ართრიტისა და კანის ზოგიერთი მძიმე პათოლოგიების დროს;

ვარფარინი ან სისხლის სხვა გამათხევადებლები;

ჩასახვის საწინააღმდეგო აბები და ორლოსი

ჩასახვის საწინააღმდეგო აბები შეიძლება ნაკლებ ეფექტური იყოს, თუ პაციენტს აღენიშნება ძლიერი დიარეა. საჭიროა კონტრაცეპციის დამატებითი მეთოდების გამოყენება ძლიერი დიარეის დროს.

მულტივიტამინები და ორლოსი

მულტივიტამინის მიღება უნდა მოხდეს ყოველდღე. ორლოსმა შეიძლება დააქვეითოს ზოგიერთი ვიტამინის დონე, რომელიც შეიწოვება ორგანიზმის მიერ. მულტივიტამინი უნდა შეიცავდეს ვიტამინებს A, D, E და K-ს. მულტივიტამინის მიღება უნდა მოხდეს ძილის წინ, როცა არ მიიღება ორლოსი, რათა მოხდეს მათი შეწოვა.

ორლოსის მიღებამდე მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, რომ პაციენტი იღებს

ამიოდარონი, ანტიარითმიულ საშუალება;

აკარბოზი (ანტიდიაბეტური საშუალება, რომელიც გამოიყენება მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის დროს). ორლოსი არ არის რეკომენდებული პაციენტებისათვის, რომლებიც იღებენ აკარბოზს;

თირეოიდული მედიკამენტი (ლევოთიროქსინი), რადგან შეიძლება საჭირო გახდეს წამლის დოზის კორექცია და მისი მიღება დღის სხვა შუალედში;

ეპილეფსიის საწინააღმდეგო მედიკამენტი, კრუნჩხვების სიხშირისა და სიძლიერის ნებისმიერი ცვლილება უნდა ეცნობოს ექიმს;

აივ-ინფექციის სამკურნალო მედიკამენტები. მნიშვნელოვანია, ორლოსის მიღებამდე პაციენტმა გაიაროს ექიმთან კონსულტაცია, თუ მკურნალობს აივ-ინფექციის გამო;

დეპრესიის, ფსიქიკური დარღვევების ან შფოთვის საწინააღმდეგო მედიკამენტები. მნიშვნელოვანია, რომ ორლოსის მიღებამდე პაციენტმა გაიაროს კონსულტაცია ექიმთან, თუ ის მკურნალობს დეპრესიის, გუნება-განწყობის ცვლილების ან შფოთვითი აშლილობების გამო.

ორლოსის მიღებისას საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია

თუ პაციენტი იღებს ანტიჰიპერტენზიულ მედიკამენტებს, რადგან შეიძლება საჭირო გახდეს მათი დოზის კორექცია;

თუ პაციენტი იღებს მაღალი ქოლესტერინის საწინააღმდეგო მედიკამენტს, რადგან შეიძლება საჭირო გახდეს მისი დოზის კორექცია.

ორლოსის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

ორლოსის მიღება უნდა მოხდეს დაბალკალორიულ, ცხიმების დაბალი შემცველობის დიეტასთან ერთად. უმჯობესია დიეტის დაცვა დაიწყოს ორლოსით მკურნალობის დაწყებამდე. კალორიებისა და ცხიმების შესახებ ინფორმაციისათვის იხ. პარაგრაფი 6.

ორლოსის მიღება შესაძლებელია უშუალოდ ჭამის წინ, ჭამის დროს ან ჭამიდან 1 საათის შემდეგ. კაფსულები უნდა გადაიყლაპოს წყალთან ერთად. ჩვეულებრივ, ერთი კაფსულა მიიღება საუზმის დროს, შემდეგ მეორე საუზმის (ლანჩის) დროს და სადილის დროს. კვების გამოტოვებისას, ან თუ საკვები არ შეიცავს ცხიმებს, კაფსულა არ მიიღება. ორლოსი არ მოქმედებს, თუ საკვებში არ არის ცხიმი. თუ პაციენტი იღებს ცხიმების მაღალი შემცველობის საკვებს, არ უნდა მოხდეს რეკომედებულ დოზაზე მეტი დოზის მიღება. კაფსულის მიღებისას საკვებთან ერთად, რომელიც შეიცავს ცხიმებს დიდი რაოდენობით, იზრდება დიეტასთან დაკავშირებული ეფექტების განვითარების რისკი (იხ. პარაგრაფი 4). ორლოსის კაფსულების მიღებისას თავიდან უნდა იქნას აცილებული ცხიმების მაღალი შემცველობის საკვების მიღება.

ფეხმძიმობა, ძუძუთი კვება და რეპროდუქციულ ფუნქციაზე გავლენა

დაუშვებელია ორლოსის მიღება ფეხმძიმობისა და ძუძუთი კვების დროს.

კვლევებმა არ აჩვენა რაიმე საზიანო გავლენა რეპროდუქციულ ფუნქციაზე.

ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა

არ აღინიშნა რაიმე გავლენა ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.

ამ პრეპარატის თითოეული მყარი კაფსულა შეიცავს 1 მმოლ (23 მგ) ნატრიუმს, რაც უმნიშვნელო რაოდენობაა.

ორლოსის მიღების წესი

წონის დასაკლებად მომზადება

შერჩეულ უნდა იქნას თარიღი

შერჩეულ უნდა იქნას დღე, როცა პაციენტი დაიწყებს კაფსულების მიღებას. კაფსულების მიღებამდე, საჭიროა დაბალკალორიული, ცხიმების დაბალი შემცველობის დიეტის დაწყება, რათა ორგანიზმი რამდენიმე დღის განმავლობაში მიეჩვიოს ახალ კვებას. უნდა გაკეთდეს ჩანაწერები, თუ რა საკვებს იღებს პაციენტი. ასეთი ჩანაწერები ძალიან ეფექტურია, რადგან თვალნათლივ ჩანს, თუ რა საკვებს და რა რაოდენობით იღებს პაციენტი, რაც იძლევა ცვლილებების შეტანის საფუძველს.

უნდა განისაზღვროს, თუ რამდენი უნდა დაიკლოს წონაში პაციენტმა

იმისდა მიხედვით, თუ რამდენი უნდა დაიკლოს პაციენტმა წონაში, უნდა განისაზღვროს სამიზნე წონა. რეალისტური მიზანია საწყისი წონის 5%-10%. წონის კლების სიდიდე შეიძლება იცვლებოდეს კვირიდან კვირამდე. წონაში დაკლება უნდა მოხდეს თანდათანობით, დაახლოებით 0.5 კგ (1 ფუნტი) კვირაში.

უნდა განისაზღვროს კალორიების და ცხიმების სამიზნე რაოდენობა

სასურველი წონის მისაღწევად საჭიროა დღიური კალორიებისა და ცხიმების სამიზნე რაოდენობის დადგენა. დამატებითი ინფორმაცია იხ. მე-6 პარაგრაფში.

ორლოსის მიღების წესი

მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ინსტრუქციის შესაბამისად ან ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხევით. საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია, თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული.

18 წლის და ზემოთ ასაკის მოზრდილები

რეკომენდებული დოზაა:

ერთი კაფსულა სამჯერ დღეში

ორლოსის მიიღება უშუალოდ ჭამის წინ, ჭამის დროს ან ჭამიდან ერთი საათის განმავლობაში. ერთი კაფსულა მიიღება საუზმის დროს, შემდეგ -მეორე საუზმის (ლანჩის) დროს და მესამე - სადილის დროს. საკვები უნდა იყოს დაბალანსებული, დაბალკალორიული და ცხიმების დაბალი შემცველობის მქონე;

საკვების გამოტოვებისას, ან თუ საკვები არ შეიცავს ცხიმებს, კაფსულა არ მიიღება. ორლოსი არ მოქმედებს, თუ საკვებში არ არის ცხიმი;

კაფსულა უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, წყალთან ერთად;

დაუშვებელია 3 კაფსულაზე მეტის მიღება დღეში;

უნდა მოხდეს ცხიმების დაბალი შემცველობის მქონე საკვების მიღება, რათა არ განვითარდეს დიეტასთან დაკავშირებული მკურნალობის გერდითი ეფექტები (იხ. პარაგრაფი 4);

კაფსულების მიღებამდე სასურველია პაციენტი იყოს ფიზიკურად აქტიური. ფიზიკური აქტივობა წონის დასაკლები პროგრამის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. საჭიროა ექიმთან ვიზიტი, თუ პაციენტი მანამდე არ ვარჯიშობდა ფიზიკურად;

ორლოსით მკურნალობის განმავლობაში და მის შემდეგ პაციენტი უნდა იყოს აქტიური.

ორლოსის მიღების ხანგრძლივობა

ორლოსი არ მიიღება 6 თვეზე მეტ ხანს;

თუ ორლოსის მიღებიდან 12 კვირის განმავლობაში არ ხდება წონაში დაკლება, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია. შეიძლება საჭიროა გახდეს ორლოსის მიღების შეწყვეტა;

სასურველ წონამდე დაკლება არ ნიშნავს, რომ განსხვავებული კვება უნდა გაგრძელდეს მხოლოდ მცირე ხნის განმავლობაში, სანამ პაციენტი დაუბრუნდება ჩვეულ კვებას. პაციენტები, რომლებიც იკლებენ წონაში და ინარჩუნებენ ამ წონას, იცვლიან ცხოვრების წესს, რომელიც მოიცავს ცვლილებებს კვებასა და ფიზიკურ აქტივობაში.

ორლოსის დოზის გადაჭარბებისას

დაუშვებელია 3 კაფსულაზე მეტის მიღება დღეში.

კაფსულების რაოდენობის გადაჭარბებისას საჭიროა დაუყოვნებლივ მკურნალ ექიმთან მიმართვა.

ორლოსის დოზის გამოტოვებისას

კაფსულის მიღების გამოტოვებისას:

თუ ბოლო ძირითადი კვებიდან გასულია 1 საათზე ნაკლები, უნდა მოხდეს გამოტოვებული კაფსულის მიღება;

თუ ძირითადი კვებიდან გასულია ერთ საათზე მეტი, არ უნდა მოხდეს კაფსულის მიღება. შემდეგი კაფსულის მიღება უნდა მოხდეს შემდეგი ძირითადი კვების დროს, როგორც ჩვეულებრივ.

დაუშვებელია გაორმაგებული დოზის მიღება გამოტოვებულის სანაცვლოდ.

ორლოსით მკურნალობის შეწყვეტისას

დამატებითი კითხვების არსებობისას ამ პროდუქტის გამოყენებასთან დაკავშირებით საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

შესაძლო გვერდითი მოვლენები

სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ეს მედიკამენტიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენები, რომლებიც დაკავშირებულია ორლოსის კაფსულების მიღებასთან (მაგ.: მეტეორიზმი ზეთოვან გამონადენთან ერთად ან მის გარეშე, უეცარი ან ხშირი კუჭის მოქმედება, თხევადი განავალი) გამოწვეულია მისი მოქმედების მექანიზმით (იხ. 1-ლი პარაგრაფი). ცხიმების დაბალი შემცველობის საკვების მიღება ხელს უწყობს დიეტასთან დაკავშირებული მკურნალობის გვერდითი ეფექტების მართვას.

სერიოზული გვერდითი მოვლენები (უცნობია მათი განვითარების სიხშირე)

მძიმე ალერგიული რეაქციები

მძიმე ალერგიული რეაქციის ნიშნები მოიცავს: სუნთქვის გაძნელებას, ოფლიანობას, გამონაყარს, ქავილს, სახის შეშუპებას, სწრაფ გულისცემას, კოლაფსს.

ამ დროს უნდა შეწყდეს ორლოსის მიღება და საჭიროა დაუყოვნებლივ სამედიცინო დახმარების გაწევა.

სხვა სერიოზული გვერდითი მოვლენებია

სისხლდენა სწორი ნაწლავიდან;

დივერტიკულიტი (მსხვილი ნაწლავის ანთება). სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს მუცლის ქვედა ნაწილში ტკივილს, განსაკუთებით, მარცხენა მხარეს, შესაძლოა ცხელებასა და შეკრულობასთან ერთად;

პანკრეატიტი (პანკრეასის ანთება). სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს მუცლის ტკივილს ხანდახან ირადიაციით ზურგში, შესაძლოა ცხელებით, გულისრევითა და ღებინებით;

კანზე ბუშტუკების განვითარება (ბუშტუკები შეიძლება გასკდეს);

მუცლის ძლიერი ტკივილი, რომელიც გამოწვეულია ნაღვლის ბუშტის კენჭოვანი დაავადებით;

ჰეპატიტი (ღვიძლის ანთება). სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს კანისა და სკლერების სიყვითლეს, ქავილს, მუქ შარდს, მუცლის ტკივილსა და ღვიძლის გადიდებას (რასაც მიუთითებს ტკივილი ნეკნთა რკალის წინ მარჯვენა მხარეს), ხანდახან მადის დაქვეითებასთან ერთად;

ოქსალატურ ნეფროპათიას (კალციუმის ოქსალატების დაგროვება, რაც იწვევს თირკმლის კენჭების წარმოქმნას). იხ. პარაგრაფი 2 “სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები ორლოსის მიღებისას” (გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები).

ამ მდგომარეობების განვითარების შემთხვევაში უნდა შეწყდეს კაფსულების მიღება და უნდა ეცნობოს ექიმს.

ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში)

მეტეორიზმი ზეთოვან გამონადენთან ერთად ან მის გარეშე

უეცარი კუჭის მოქმედება

ზეთოვანი გამონადენი, ცხიმიანი ან ზეთოვანი განავალი

თხევადი განავალი

საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა, თუ გვერდითი მოვლენები დამძიმდება ან შემაწუხებელი გახდება.

ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)

მუცლის ტკივილი

განავლის შეუკავებლობა

თხევადი განავალი

ხშირი კუჭის მოქმედება

შფოთვა

საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა, თუ გვერდითი მოვლენები დამძიმდება ან შემაწუხებელი გახდება.

გვერდითი მოვლენები, რომლებიც ვლინდება სისხლის ანალიზებით

მათი განვითარების სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის დაზუსტება შეუძლებელია)

ღვიძლის ზოგიერთი ფერმენტის დონის მომატება

სისხლის შედედებაზე გავლენა პაციენტებში, რომელბიც იღებენ ვარფარინს ან სისხლის სხვა გამათხევადებლებს (ანტიკოაგულანტებს).

სისხლის ანალიზის აღების წინ ექიმს უნდა ეცნობოს, რომ პაციენტი იღებს ორლოსს.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა, ეს მოიცავს ისეთ გვერდით ეფექტებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია შეტყობინების ეროვნული სისტემის საშუალებით, რომლის მონაცემები მოცემულია ვებ-გვერდზე: https://yellowcard.mhra.gov.uk/ ან google play-ს ან App store-ის ძებნის ველში MHRA yellow Card.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობნება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.

დიეტასთან დაკავშირებული მკურნალობის გვერდითი მოვლენების მართვა

ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენები დაკავშირებულია კაფსულების მოქმედების მექანიზმთან და გამოწვეულია ცხიმის გამოდევნით ორგანიზმიდან. ეს ეფექტები ტიპიურად ვითარდება კაფსულების მიღებიდან რამდენიმე კვირის განმავლობაში, სანამ პაციენტი შეამცირებს ცხიმების რაოდენობას საკვებში. დიეტასთან დაკავშირებული მკურნალობის ასეთი ეფექტები მიუთითებს, რომ პაციენტი იღებს საჭიროზე მეტ ცხიმს.

დიეტასთან დაკავშირებული მკურნალობის გვერდითი ეფექტები მართვა შესაძლებელია ქვემოთ მოცემული გაიდლაინის საშუალებით:

კაფსულების მიღების დაწყებამდე რამდენიმე დღით ან ერთი კვირით ადრე საჭიროა ცხიმების დაბალი შემცველობის დიეტის დაწყება;

საჭიროა განისაზღვროს პაციენტის საყვარელი საკვების ცხიმების შემცველობა და პორციის რაოდენობა;

ცხიმები უნდა გადანაწილდეს მთელი დღის საკვებზე. არ უნდა მოხდეს ცხიმებისა და კალორიების დაზოგვა და შემდეგ მათი დახარჯვა ცხიმიან საკვებზე ან დესერტზე, როგორც ეს შეიძლება ხდება წონის დასაკლებ სხვა პროგრამებში;

პაციენტების უმრავლესობა, რომლებსაც აღენიშნებოდათ ეს გვერდითი მოვლენები, მათ კონტროლს ახერხებდნენ დიეტის დაცვით.

პაციენტს არ აღენიშნება ზემოთ ჩამოთვლილი ეფექტები, არ ნიშნავს, რომ კაფსულები არ მოქმედებენ.

ორლოსის შენახვის წესი

მედიკამენტი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ინახება არაუმეტეს 25⁰C ტემპერატურაზე. ინახება ორიგინალ შეფუთვით სინათლისა და ნესტისაგან დასაცავად.

დაუშვებელია მედიკამენტის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება სახლის ნაგავში ან საკანალიზაციო წყალში. ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.

შეფუთვა და დამატებითი ინფორმაცია

ორლოსი შეიცავს:

აქტიური ნივთიერებაა ორლისტატი. თითოეული კაფსულა შეიცავს 60 მგ ორლისტატს,

სხვა დამხმარე ნივთიერებებია:

კაფსულის შიგთავსი: მიკროკრისტალური ცელულოზა (E460), ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი (ტიპი A), კოლოიდური უწყლო სილიციუმი, ნატრიუმის ლაურილსულფატი;

კაფსულის გარსი: ჟელატინი, ტიტანიუმის დიოქსიდი (E171), ინდიგო კარმინი (E132).

ორლოსის ფორმა და შეფუთვა

ორლოსი 60 მგ კაფსულებს აქვთ ღია ლურჯი თავსახური და სხეული.

ორლოსი 60 მგ კაფსულები ხელმისაწვდომია ბლისტერებით ან ფლაკონში, რომელიც შეიცავს 42, 60, 84, 90 და 120 კაფსულას.

ყველა შეფუთვა გასაყიდად შეიძლება არ იყოს წარმოდგენილი.

ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი

Crescent Pharma Limited, Units 3&4, Quidhampton Business Units, Polhampton Lane, Overton, Hants, RG25 3 ED, UK

ქრესცენტ ფარმა ლიმითედ, უნიტს 3&4, ქვიდჰამპტონ ბიზნეს უნითს, პოლჰამპტონ ლეინი, ოვერტონი, ჰანტსი, RG25 3ED, გაერთიანებული სამეფო

მწარმოებელი

Pharmaceutical Works POLPHARMA SA, 19, Pelplinska Street, 83-200 Starogard Gdanski, POLAND

ფარმაცეუტიქალ ვერქს პოლფარმა სა, 19, პელპლინსკას ქ. 83-200 სტაროგარდ გდანსკი, პოლონეთი

ინსტრუქციის შესწორების უკანასკნელი თარიღია 05/2021

დამატებითი სასარგებლო ინფორმაცია

ჭარბწონიანობის რისკი

ჭარბწონიანობა მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე და იზრდება ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების განვითარების რისკი, როგორიცაა:

მაღალი არტერიული წნევა

დიაბეტი

გულის დავადება

ინსულტი

ზოგიერთი ავთვისებიანი სიმსივნე

ოსტეოართრიტი

საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, აქვს თუ არა პაციენტს ამ მდგომარეობების განვითარების რისკი.

წონის დაკლების მნიშვნელობა

წონის დაკლება და მისი შენარჩუნება, მაგალითად კვების გაუმჯობესებითა და ფიზიკური აქტივობის გაზრდით, ხელს უწყობს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების განვითარების რისკის დაქვეითებას და აუმჯობესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას.

სასარგებლო რჩევები დიეტასთან და სამიზნე კალორიებსა და ცხიმებთან დაკავშირებით ორლოსი 60 მგ კაფსულების მიღებისას

ორლოსი 60 მგ კაფსულები გამოყენებულ უნდა იქნას დაბალკალორიულ, ცხიმების დაბალი შემცველობის დიეტასთან ერთად. კაფსულები ხელს უშლიან საკვებში არსებული ზოგიერთი ცხიმის შეწოვას, მიხედავად ამისა, პაციენტს შეუძლია მიიღოს საკვები საკვების ყველა ძირითადი ჯგუფიდან.

თუმცა საჭიროა საკვებში შემავალი კალორიებისა და ცხიმების რაოდენობის დადგენა. ეს მნიშვნელოვანია ბალანსირებული საკვების მისაღებად.

პაციენტმა უნდა შეარჩიოს საკვები, რომელიც შეიცავს სხვადასხვა საკვებ ნივთიერებებს და უნდა იკვებოს ჯანმრთელად ხანგრძლივი დროის განმავლობაში.

კალორიებისა და ცხიმების სამიზნე რაოდენობის დადგენის მნიშვნელობა

კალორიები არის ენერგიის საზომი, რომელსაც საჭიროებს ორგანიზმი. მათ გამოსახავენ კილოკალორიებში ან კკალ-ში. ენერგია შეიძლება გაიზომოს ასევე კილოჯოულებით, რომელიც შეიძლება ინახოს საკვების ეტიკეტზე.

სამიზნე კალორიები არის კალორიების მაქსიმალური რაოდენობა, რომელსაც პაციენტი საკვებით იღებს ყოველდღე. იხ. ქვემოთ მოცემული ცხრილი;

ცხიმების სამიზნე გრამები არის ცხიმების მაქსიმალური რაოდენობა გრამებში, რომელსაც პაციენტი საკვებით იღებს ყოვლედღე. ცხიმების სამიზნე გრამების ცხრილი მოცემულია სამიზნე კალორიების ინფორმაციის ქვემოთ;

სამიზნე ცხიმების გაკონტროლება ძალიან მნიშვნელოვანია კაფსულების მოქმედების მექანიზმის გამო. ორლოსი 60 მგ კაფსულების მიღება ნიშნავს, რომ ორგანიზმიდან გამოიყოფა უფრო მეტი ცხიმი და ამიტომ ორგანიზმი უნდა გაუმკლავდეს საკვებში არსებულ ცხიმებს. ცხიმების სამიზნე რაოდენობის დადგენით ხდება წონის დაკლების მაქსიმალური შედეგის მიღწევა და ამავე დროს ქვეითდება დიეტასთან დაკავშირებული მკურნალობის გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი;

წონის დაკლება უნდა მოხდეს თანდათანობით და მყარად. კვირაში 0.5 კგ (1 ფუნტის) დაკლება არის იდეალური მაჩვენებელი.

სამიზნე კალორიების დადგენა

ქემოთ მოცმეული ცხრილის მიხედვით, სამიზნე კალორიები შეადგენს, დაახლოებით, 500 კალორიაზე ნაკლებს დღეში, ვიდრე ეს საჭიროა ორგანიზმისათვის არსებული წონის შესანარჩუნებლად. ეს შეადგენს 3500 კალორიაზე ნაკლებს კვირაში, ამ რაოდენობას შეიცავს 0.5 კგ (1 ფუნტი) ცხიმები.

სამიზნე კალორიები ხელს უწყობს წონის თანდათანობით, მყარად დაქვეითებას 0.5 კგ (1 ფუნტი)-ით კვირაში, რაც საშუალებას აძლევს პაციენტს, არ იგრძნოს თავი იმედგაცრუებლად.

არ არის რეკომენდებული დღეში 1200 კალორიაზე ნაკლების მიღება.

საჭიროა პაციენტის აქტივობის ცოდნა სამიზნე კალორიების დასადგენად. რაც უფრო აქტიურია პაციენტი, მით უფრო მეტია სამიზნე კალორია.

“დაბალი აქტივობა” ნიშნავს მცირე ხნით სიარულს, კიბეებზე ასვლას, ეზოში მუშაობას ან სხვა ფიზიკურ აქტივობას, რომელიც დაკავშირებულია ყოველდღიურ საქმიანობასთან ან პაციენტი სრულებით არ არის ფიზიკურად აქტიური;

“ზომიერი აქტივობა” ნიშნავს, რომ პაციენტი წვავს დაახლოებით 150 კალორიას დღეში, მაგ.: სამი კილომეტრის (2 მილის) მანძილზე სიარული, 35-45 წუთი მუშაობა ეზოში ან 2 კილომეტრი (1.25 მილი) მანძილზე სირბილი. არჩეულ უნდა იქნას დონე, რომელიც უფრო მეტად შეესაბამება პაციენტის დღიურ აქტივობას. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, რომელ დონეს შეესაბამება, უნდა აირჩიოს “დაბალი აქტივობა”.

ქალები

დაბალი აქტივობა

  • 1 კგ-ის ქვემოთ

10 სტ 10 ფუნტი-ის ქვემოთ

1200 კალორია

  • 1 - 74.7 კგ

10 სტ 10 ფუნტი - 11 სტ 11 ფუნტი

1400 კალორია

  • 8 - 83.9 კგ

11 სტ 3 ფუნტი - 13 სტ 2 ფუნტი

1600 კალორია

  • 0 კგ და ზემოთ

13 სტ 3 ფუნტი და ზემოთ

1800 კალორია

ზომიერი აქტივობა

  • 2 კგ-ის ქვემოთ

9 სტ 9 ფუნტის ქვემოთ

1400 კალორია

  • 3 - 65.7 კგ

9 სტ 9 ფუნტი - 10 სტ 4 ფუნტი

1600 კალორია

  • 8 კგ და ზემოთ

10 სტ 5 ფუნტი და ზემოთ

1800 კალორია

კაცები

დაბალი აქტივობა

  • 7კგ-ის ქვემოთ

10 სტ 4 ფუნტი-ის ქვემოთ

1400 კალორია

  • 8 - 70.2 კგ

10 სტ 5 ფუნტი - 11 სტ

1600 კალორია

  • 3 კგ და ზემოთ

11 სტ 1 ფუნტი და ზემოთ

1800 კალორია

ზომიერი აქტივობა

  • 0 კგ-ის ემოთ

9 სტ 4 ფუნტის ზემოთ

1800 კალორია

სამიზნე ცხიმების დადგენა

ქვემოთ მოცემული ცხრილით მოცემულია სამიზნე ცხიმების დადგენა დღიური კალორიების მიხედვით. პაციენტმა შეიძლება დაგეგმოს დღეში სამჯერ კვება. თუ სამიზნე კალორიები დღეში შეადგენს 1400 კალორიას, ცხიმების მაქსიმალური რაოდენობა საკვებზე შეადგენს 15 გ-ს დღეში. ცხიმების დღიური დოზა შენარჩუნებული რომ იყოს, ჭამებს შორის შუალედში მიღებული მცირე საკვები არ უნდა შეიცავდეს 3 გ-ზე მეტს.

კალორიების დღიური რაოდენობა

ცხიმების მაქსიმალური რაოდენობა ერთ კვებაზე

ცხიმების მაქსიმალური რაოდენობა მცირე საკვებში დღის განმავლობაში

1200

12 გ

3 გ

1400

15 გ

3 გ

1600

17 გ

3 გ

1800

19 გ

3 გ

პაციენტების სამახსოვრო

უნდა დადგინდეს კალორიებისა და ცხიმების რეალისტური სამიზნე რაოდენობა, რადგან ეს წარმოადგენს საუკეთესო გზას დაკლებული წონის შესანარჩუნებლად ხანგრძლივი დროის განმავლობაში;

პაციენტმა უნდა ჩაიწეროს მიღებული საკვები, კალორიებისა და ცხიმების შემცველობის მითითებით;

კაფსულების მიღების დაწყებამდე საჭიროა უფრო მეტი ფიზიკური აქტივობა. ფიზიკური აქტივობა მნიშვნელოვანია წონის კლების პროგრამისათვის. საჭიროა ექიმთან ვიზიტი, თუ პაციენტი მანამდე არ იყო ფიზიკურად აქტიური;

ორლოსი 60 მგ კაფსულებით მკურნალობის პერიოდში და მკურნალობის შემდეგ უნდა გაგრძელდეს ფიზიკური აქტივობა.

ორლოსი 60 მგ კაფსულებით წონის კლების პროგრამა მოიცავს კაფსულების მიღებასთან ერთად კვების გეგმის შემუშავებას, სხვადასხვა ინფორმაციაზე წვდომას, თუ როგორ უნდა მოხდეს დაბალკალორიული, ცხიმების დაბალი შემცველობის საკვების მიღება და რეკომენდაციებს უფრო მეტი აქტივობის შესახებ.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა