სიმსუქნე და სხეულის ჭარბი წონა (ზომიერად ჰიპოკალორიულ დიეტასთან ერთად).
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ორლისტატი (orlistat)
- ფორმა და შეფუთვა
- 60მგ მყარი კაფსულა №30 (3X10)
- მწარმოებელი
- GM Pharmaceuticals Ltd, საქართველო
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- სიმსუქნის სამკუნალო პრეპარატები, გარდა დიეტური პროდუქტებისა, სიმსუქნის საწინააღმდეგო პერიფერიული მოქმედების პრეპარატები
- ATC კოდი
- A08AB01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-043456
- რეგისტრირებულია
- 24 ივნისი 2025, მოქმედებს 24 ივნისი 2030-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- GM Pharmaceuticals Ltd (საქართველო)
- განმცხადებელი
- შპს „ჯი ემ ფარმასიუთიქალს“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ორლიპი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
სიმსუქნე და სხეულის ჭარბი წონა (ზომიერად ჰიპოკალორიულ დიეტასთან ერთად).
მიღების წესი და დოზირება
ორლიპი ინიშნება თითო კაფსულა (60 მგ) დღეში 3-ჯერ თითოეულ კვებაზე.
არასაკმარისი ეფექტის შემთხვევაში ინიშნება თითო კაფსულა (120 მგ) დღეში 3-ჯერ თითოეულ კვებაზე.
პრეპარატი უნდა მიიღონ ჭამის დროს ან ჭამიდან არაუგვიანეს 1 საათისა. თუ კვებას გამოტოვებენ ან საკვები არ შეიცავს ცხიმს, შესაძლებელია პრეპარატის მიღების გამოტოვებაც.
პრეპარატის რეკომენდებულ დოზაზე მეტის მიღება არ ზრდის მის თერაპიულ ეფექტურობას.
უკუჩვენებები
ქრონიკული მალაბსორბციის სინდრომი;
ქოლესტაზი;
ორლისტატისადმი მომატებული მგრძნობელობა.
სიფრთხილის ზომები
ორლისტატით მკურნალობის ფონზე პაციენტი უნდა იმყოფებოდეს ბალანსირებულ და ზომიერად ჰიპოკალორიულ დიეტაზე (არაუმეტეს 30% ცხიმების შემცველობით). კვების რაციონში ცხიმების უფრო მეტი შემცველობისას იზრდება კუჭ-ნაწლავის მხრივ გვერდითი ეფექტების გამოვლინების ალბათობა. ორლისტატით მკურნალობის ფონზე რეკომენდებულია ცხიმების დღიური რაოდენობა შეძლებისდაგვარად თანაბრად გადანაწილდეს თითოეულ კვებაზე.
პრეპარატით მკურნალობის შედეგად პაციენტის წონის დაკლების ფონზე შესაძლოა გაუმჯობესდეს სიმსუქნის თანმდევი პათოლოგიების – არტერიული ჰიპერტენზიის, ლიპიდური ცვლის დარღვევის, შაქრიანი დიაბეტის (ამ შემთხვევაში საჭიროა პერორალური ანტიდიაბეტური საშუალებების დოზის შემცირება) მიმდინარეობა.
ორლისტატის უსაფრთხოება და ეფექტურობა, პაციენტებში ღვიძლის და/ან თირკმლების ფუნქციური უკმარისობით, დადგენილი არ არის.
პრეპარატის უსაფრთხოება ბავშვთა ასაკში და 18 წლამდე პაციენტებში შესწავლილი არ არის.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
ერთდროული მიღებისას დადგენილი არ არის ორლისტატისა და დიგოქსინის, ვარფარინის, პერორალური კონტრაცეპტივების, ნიფედიპინის, ფენიტოინის, პრავასტატინისა და ეთანოლის
ურთიერთგავლენა.
ორლისტატის მიღებისას, კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან შესაძლოა შემცირდეს ცხიმში ხსნადი ვიტამინების (A, D, E, K) და ბეტა-კაროტინის შეწოვა.
ორლისტატისა და ციკლოსპორინის ერთდროული მიღებისას, შესაძლებელია სისხლის პლაზმაში ციკლოსპორინის კონცენტრაციის შემცირება.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ორლისტატი არ ინიშნება ორსულობის პერიოდში (უსაფრთხოების კლინიკური მტკიცებულებების არარსებობის გამო).
ორლისტატის დანიშვნა ლაქტაციის (ძუძუთი კვების) პერიოდში არ არის რეკომენდებული, რადგან დაუდგენელია გამოიყოფა თუ არა იგი დედის რძესთან ერთად.
გვერდითი მოვლენები
პრეპარატის გვერდითი ეფექტები ძირითადად კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ ვლინდება და გარდამავალი ხასიათისაა.
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: დეფეკაციის გახშირება, განავლის გათხიერება და მასში ცხიმის რაოდენობის გაზრდა, ტკივილი ან დისკომფორტი მუცლის და სწორი ნაწლავის არეში, მეტეორიზმი, დეფეკაციის იმპერატიული მოთხოვნილება (როგორც წესი აღნიშნული მოვლენები არასისტემური ხასიათისაა და ვლინდება მკურნალობის დაწყებიდან პირველი 3 თვის განმავლობაში).
ალერგიული რეაქციები: კანზე გამონაყარი, ქავილი, ანგიონევროზული შეშუპება, ანაფილაქსიური რეაქციები.
ჭარბი დოზა
ორლისტატის დოზის გადაჭარბების შემთხვევები აღწერილი არ არის.
ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვაზე გავლენა
ორლიპი გავლენას არ ახდენს ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვაზე.
შემადგენლობა
პრეპარატის ერთი კაფსულა შეიცავს აქტიური ნივთიერების - ორლისტატის 60 მგ-ს ან 120 მგ-ს.
დამხმარე ნივთიერებები: სახამებლის ნატრიუმგლიკოლატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის ლაურილსულფატი, ხსნადი პოლივინილპიროლიდონი, ტალკი.
მოქმედების მექანიზმი
სიმსუქნის საწინააღმდეგო საშუალება - გასტრო-ინტესტინალური ლიპაზების ინჰიბიტორი. მოქმედების მექანიზმი დამყარებულია კუჭისა და წვრილი ნაწლავის სანათურში ლიპაზების აქტიურ უბნებთან კოვალენტური ბმების წარმოქმნაზე, რის შედეგადაც ხდება ლიპაზების ინაქტივაცია, ირღვევა საკვების ცხიმების დაშლა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან მათი აბსორბცია. პრეპარატის სისტემატური გამოყენებისას აღნიშნული ეფექტი იწვევს სიმსუქნით დაავადებული პაციენტების წონის შემცირებას.
მიღების შემდეგ ორლისტატი პრაქტიკულად არ აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. მიღებული დოზის 97% გამოიყოფა ფეკალური მასებით, მათ შორის 83% - შეუცვლელი სახით. ორლისტატის სრული ელიმინაციის დრო შეადგენს 3-5 დღეს.
შენახვის პირობები
პრეპარატის ვარგისობის ვადა - 3 წელი.
ორლიპი 60მგ #30 კაფსულა - ინახება 10-200C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!
ორლიპი 120მგ #30 კაფსულა - ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია
ორლიპი
(ORLISTAT)
შემადგენლობა
პრეპარატის ერთი კაფსულა შეიცავს აქტიური ნივთიერების - ორლისტატის 60 მგ-ს ან 120 მგ-ს.
დამხმარე ნივთიერებები: სახამებლის ნატრიუმგლიკოლატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის ლაურილსულფატი, ხსნადი პოლივინილპიროლიდონი, ტალკი.
მოქმედების მექანიზმი
სიმსუქნის საწინააღმდეგო საშუალება - გასტრო-ინტესტინალური ლიპაზების ინჰიბიტორი. მოქმედების მექანიზმი დამყარებულია კუჭისა და წვრილი ნაწლავის სანათურში ლიპაზების აქტიურ უბნებთან კოვალენტური ბმების წარმოქმნაზე, რის შედეგადაც ხდება ლიპაზების ინაქტივაცია, ირღვევა საკვების ცხიმების დაშლა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან მათი აბსორბცია. პრეპარატის სისტემატური გამოყენებისას აღნიშნული ეფექტი იწვევს სიმსუქნით დაავადებული პაციენტების წონის შემცირებას.
მიღების შემდეგ ორლისტატი პრაქტიკულად არ აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. მიღებული დოზის 97% გამოიყოფა ფეკალური მასებით, მათ შორის 83% - შეუცვლელი სახით. ორლისტატის სრული ელიმინაციის დრო შეადგენს 3-5 დღეს.
ჩვენება
სიმსუქნე და სხეულის ჭარბი წონა (ზომიერად ჰიპოკალორიულ დიეტასთან ერთად).
უკუჩვენება
ქრონიკული მალაბსორბციის სინდრომი;
ქოლესტაზი;
ორლისტატისადმი მომატებული მგრძნობელობა.
უსაფრთხოების ზომები
ორლისტატით მკურნალობის ფონზე პაციენტი უნდა იმყოფებოდეს ბალანსირებულ და ზომიერად ჰიპოკალორიულ დიეტაზე (არაუმეტეს 30% ცხიმების შემცველობით). კვების რაციონში ცხიმების უფრო მეტი შემცველობისას იზრდება კუჭ-ნაწლავის მხრივ გვერდითი ეფექტების გამოვლინების ალბათობა. ორლისტატით მკურნალობის ფონზე რეკომენდებულია ცხიმების დღიური რაოდენობა შეძლებისდაგვარად თანაბრად გადანაწილდეს თითოეულ კვებაზე.
პრეპარატით მკურნალობის შედეგად პაციენტის წონის დაკლების ფონზე შესაძლოა გაუმჯობესდეს სიმსუქნის თანმდევი პათოლოგიების – არტერიული ჰიპერტენზიის, ლიპიდური ცვლის დარღვევის, შაქრიანი დიაბეტის (ამ შემთხვევაში საჭიროა პერორალური ანტიდიაბეტური საშუალებების დოზის შემცირება) მიმდინარეობა.
ორლისტატის უსაფრთხოება და ეფექტურობა, პაციენტებში ღვიძლის და/ან თირკმლების ფუნქციური უკმარისობით, დადგენილი არ არის.
პრეპარატის უსაფრთხოება ბავშვთა ასაკში და 18 წლამდე პაციენტებში შესწავლილი არ არის.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
ორლისტატი არ ინიშნება ორსულობის პერიოდში (უსაფრთხოების კლინიკური მტკიცებულებების არარსებობის გამო).
ორლისტატის დანიშვნა ლაქტაციის (ძუძუთი კვების) პერიოდში არ არის რეკომენდებული, რადგან დაუდგენელია გამოიყოფა თუ არა იგი დედის რძესთან ერთად.
დოზის გადაჭარბება
ორლისტატის დოზის გადაჭარბების შემთხვევები აღწერილი არ არის.
ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვაზე გავლენა
ორლიპი გავლენას არ ახდენს ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვაზე.
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება
ერთდროული მიღებისას დადგენილი არ არის ორლისტატისა და დიგოქსინის, ვარფარინის, პერორალური კონტრაცეპტივების, ნიფედიპინის, ფენიტოინის, პრავასტატინისა და ეთანოლის
ურთიერთგავლენა.
ორლისტატის მიღებისას, კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან შესაძლოა შემცირდეს ცხიმში ხსნადი ვიტამინების (A, D, E, K) და ბეტა-კაროტინის შეწოვა.
ორლისტატისა და ციკლოსპორინის ერთდროული მიღებისას, შესაძლებელია სისხლის პლაზმაში ციკლოსპორინის კონცენტრაციის შემცირება.
დოზირება და მიღების წესი
ორლიპი ინიშნება თითო კაფსულა (60 მგ) დღეში 3-ჯერ თითოეულ კვებაზე.
არასაკმარისი ეფექტის შემთხვევაში ინიშნება თითო კაფსულა (120 მგ) დღეში 3-ჯერ თითოეულ კვებაზე.
პრეპარატი უნდა მიიღონ ჭამის დროს ან ჭამიდან არაუგვიანეს 1 საათისა. თუ კვებას გამოტოვებენ ან საკვები არ შეიცავს ცხიმს, შესაძლებელია პრეპარატის მიღების გამოტოვებაც.
პრეპარატის რეკომენდებულ დოზაზე მეტის მიღება არ ზრდის მის თერაპიულ ეფექტურობას.
გვერდითი მოვლენები
პრეპარატის გვერდითი ეფექტები ძირითადად კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ ვლინდება და გარდამავალი ხასიათისაა.
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: დეფეკაციის გახშირება, განავლის გათხიერება და მასში ცხიმის რაოდენობის გაზრდა, ტკივილი ან დისკომფორტი მუცლის და სწორი ნაწლავის არეში, მეტეორიზმი, დეფეკაციის იმპერატიული მოთხოვნილება (როგორც წესი აღნიშნული მოვლენები არასისტემური ხასიათისაა და ვლინდება მკურნალობის დაწყებიდან პირველი 3 თვის განმავლობაში).
ალერგიული რეაქციები: კანზე გამონაყარი, ქავილი, ანგიონევროზული შეშუპება, ანაფილაქსიური რეაქციები.
ვარგისობა და შენახვის პირობები
პრეპარატის ვარგისობის ვადა - 3 წელი.
ორლიპი 60მგ #30 კაფსულა - ინახება 10-200C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!
ორლიპი 120მგ #30 კაფსულა - ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!
გამოშვების ფორმა
კაფსულა 60 მგ; 30 კაფსულა ბლისტერებში; მეორადი შეფუთვა - მუყაოს კოლოფში.
კაფსულა 120 მგ; 30 კაფსულა ბლისტერებში; მეორადი შეფუთვა - მუყაოს კოლოფში.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ორლიპი 60მგ #30 კაფსულა - ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე;
ორლიპი 120მგ #30 კაფსულა - ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა #3 რეცეპტით.
მწარმოებელი:
შპს ჯი ემ ფარმასიუთიქალს
მისამართი:
რუსთავის გზატკეცილი 52, თბილისი, საქართველო
ტელ.: 2404383
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.



