პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტიმიკოზური საშუალებები დერმატოლოგიური გამოყენებისთვის

ონილაკი

ONYLAC

ურეცეპტოდ80მგ/გინსტრუქცია ქართულადთურქეთი
რისთვის გამოიყენება

ინიშნება ფრჩხილების სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ.

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ციკლოპიროქსი (ciclopirox)
ფორმა და შეფუთვა
80მგ/გ 3გ ფრჩხილის ლაქი მინის ფლაკონი №1 + სპირტიანი საფენი №30 + ფრჩხილის ქლიბი №14 შეფუთვაში
მწარმოებელი
Abdi Ibrahim Ilac San ve Tic A.S., თურქეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიმიკოზური საშუალებები დერმატოლოგიური გამოყენებისთვის, ადგილობრივი გამოყენების ანტიმიკოზური სხვა საშუალებები
ATC კოდი
D01AE14
რეგისტრაციის ნომერი
რ-037656
რეგისტრირებულია
23 მარტი 2023, მოქმედებს 23 მარტი 2028-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Abdi Ibrahim Ilac San. ve Tic A.S. (თურქეთი)
განმცხადებელი
სს აბდი იბრაჰიმ ილაჩ სანაი ვე ტიკარეტ ანონიმ შირკეტის საქართველოს წარმომადგენლობა
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაონილაკი და სხვა წამალი ერთად

ონილაკი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ინიშნება ფრჩხილების სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ.

მიღების წესი და დოზირება

Tu sxvagvarad ar aris rekomendebuli, onilakis frCxilis laqi gamoiyeneba dazianebul frCxilebze Txeli fenis dRegamoSvebiT wasmis saxiT, erTi Tvis ganmavlobaSi. am periodis ganmavlobaSi frTxili gajerdeba prepratiT. Semdeg mkurnalobis sixSire SeiZleba Semcirdes, magram ar unda iyos kviraSi or jerze naklebi meore Tvis ganmavlobaSi da kviraSi erT jerze naklebi mesame TveSi.

გამოყენების მთელი პერიოდის განმავლობაში კვირაში ერთხელ ლაქის მთელი ფენა იწმინდება სპირტიანი საფენებით. ამ პროცედურის შემდეგ, ინფიცირებული ფრჩხილის მონაკვეთი შეძლებისდაგვარად უნდა მოიქლიბოს ფრჩხილის ქლიბის დახმარებით. თუ ამ დროის განმავლობაში ლაქის ფენა გაფუჭდა, მიზანშეწონილია ონილაკი ფრჩხილის ლაქი კვლავ წაისვათ დაზიანებულ უბნებზე.

მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ინფექციის სიმძიმეზე, მაგრამ არ უნდა გადააჭარბოს მკურნალობის ექვსთვიანი პერიოდს.

გამოყენების გზა

ონილაკი ფრჩხილის ლაქის პირველად წასმამდე, დაზარალებული ფრჩხილს მაქსიმალურად მოკლედ იჭრება ფრჩხილის მაკრატლით, ხოლო დარჩენილი ინფიცირებული ფრჩხილის მონაკვეთი იქლიბება.

ხსნარის გამოშრობის თავიდან ასაცილებლად, გამოყენების შემდეგ სახურავი მჭიდროდ უნდა დაიხუროს.

სახურავის ბოთლზე მიწებების თავიდან ასაცილებლად, ხსნარის გაჟონვა არ უნდა მოხდეს ბოთლის შიდა კიდეების ღარებში.

დამატებითი ინფორმაცია სპეციალური პოპულაციებისთვის

პედიატრიული პოპულაცია:

ის არ უნდა იქნას გამოყენებული ბავშვებში, რადგან არ არსებობს კლინიკური გამოცდილება.

გერიატრიული პოპულაცია:

არ არის საკმარისი მონაცემები იმის დასადასტურებლად, რომ 65 წლის და უფროსი ასაკის გერიატრიული პაციენტები განსხვავებულად რეაგირებენ, ვიდრე ზოგადად ზრდასრული პაციენტები.

უკუჩვენებები

ონილაკი ფრჩხილის ლაქი არ უნდა იქნას გამოყენებული ბავშვებში, რომლებსაც აქვთ ჰიპერმგრძნობელობა მისი რომელიმე ინგრედიენტის მიმართ და კლინიკური გამოცდილების ნაკლებობის გამო.

სიფრთხილის ზომები

არ არის განკუთვნილი ოფთალმოლოგიური გამოყენებისთვის.

ის არ უნდა იქნას გამოყენებული ღია ჭრილობებზე.

თუ გამოყენების უბანში შესაძლო მგრძნობელობის გამო სახეზეა მომატებული გაღიზიანება, უნდა აცნობოთ ექიმს.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ზოგადი რეკომენდაციები

ორსულობის კატეგორია: B

რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალები/ჩასახვის კონტროლი (კონტრაცეფცია)

არ არსებობს ინფორმაცია რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალებში გამოყენების შესახებ და პრეპარატის ზემოქმედების შესახებ ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდებზე.

ორსულობის პერიოდი

გავლენა ავტომობილის მართვაზე

არ არის საჭირო განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები ავტომობილის და მექანიზმების გამოყენებასთან დაკავშირებით.

გვერდითი მოვლენები

სიხშირეები განისაზღვრება შემდეგნაირად:

ძალიან ხშირი (≥1/10); ხშირი (≥1/100-დან <1/10-მდე); არახშირი (≥1/1000-დან <1/100-მდე); იშვიათი (≥1/10.000-დან <1/1.000-მდე); ძალიან იშვიათი (<1/10.000), უცნობი (არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით).

იმუნური სისტემის დაავადებები

იშვიათი: კონტაქტური ალერგიული დერმატიტი

კანისა და კანქვეშა ქსოვილის დაავადებები

ძალიან იშვიათად: ონილაკის კონტაქტის შემთხვევაში ფრჩხილის მიმდებარე კანთან, სიწითლე, აქერცვლა ამ მიდამოში.

საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება

ავტორიზაციის შემდგომ საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინებას დიდი მნიშვნელობა აქვს. შეტყობინება უზრუნველყოფს წამლის სარგებელი/რისკის ბალანსის მუდმივ მონიტორინგს. ჯანდაცვის პროფესიონალებმა ნებისმიერი საეჭვო გვერდითი რეაქცია უნდა შეატყობინონ თურქეთის ფარმაკოზედამხედველობის ცენტრს (TÜFAM) (www.titck.gov.tr; ელ. ფოსტა:[email protected]; ტელეფონი: 0 800 314 0 8; ფაქსი: 0 312 218 35 99)

ჭარბი დოზა

ციკლოპიროქსის პრეპარატების დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ არსებობს. არ არის მოსალოდნელი, რომ სისტემური ეფექტები განვითარდება დიდ ზედაპირებზე გამოყენებისას ან მისი ხშირი გამოყენების შემთხვევაში.

შემადგენლობა

წამლის სუბსტანცია:

ციკლოპიროქსი 80 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

დამხმარე ნივთიერებებისთვის იხილეთ 6.1.

შენახვის პირობები

36 თვე

  • 4. განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვისას

ის დაცული უნდა იყოს სინათლისგან (მაგ. ბოთლი უნდა ინახებოდეს ყუთში ან მოთავსდეს ყუთში გამოყენების შემდეგ). ბოთლის გახსნის შემდეგ, თუ ის ინახება რეკომენდაციებუის შესაბამისად, ვარგისია 6 თვემდე.

ინახება 25ºC-ზე დაბალ ტემპერატურაზე და თავის შეფუთვაში.

  • 5. შეფუთვის ხარისხი და შემადგენლობა

ონილაკი ფრჩხილის ლაქის ნაკრები:

3 გ ფრჩხილის ლაქის ხსნარი

30 სპირტიანი საფენი

14 ფრჩხილის ქლიბი

  • 6. ადამიანის სამკურნალო პროდუქტიდან დარჩენილი მასალების განადგურება და სხვა განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები

გამოუყენებელი პროდუქტები ან ნარჩენები უნდა განადგურდეს „სამედიცინო ნარჩენების კონტროლის შესახებ“ და „შეფუთვისა და შეფუთვის ნარჩენების კონტროლის შესახებ დებულების“ შესაბამისად.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

ფარმაკოლოგიური თვისებები

სხვა ანტიფუნგური საშუალებები ადგილობრივი გამოყენებისთვის

ათქ კოდი: D01AE14

in vitro ნაჩვენებია, რომ ციკლოპიროქსი არის როგორც ფუნგიციდური, ასევე ფუნგისტატიკური, ასევე აქვს სპორიციდური მოქმედება.

მოქმედების მექანიზმის შესასწავლად ჩატარებული კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ციკლოპიროქსოლამინის ფუნგიციდური მოქმედება ეფუძნება უჯრედის მიერ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კომპონენტების მიტაცების ინჰიბირებას და ამავდროულად ირთვება სხვა აუცილებელი უჯრედული მექანიზმების დიფუზია.

ციკლოპიროქსოლამინი გროვდება ძირითადად სოკოს უჯრედის შიგნით; სადაც ის შეუქცევადად არის მიმაგრებული გარკვეულ სტრუქტურებსა და ორგანელებზე, როგორიცაა უჯრედის კედელი, უჯრედის მემბრანა, მიტოქონდრია, რიბოსომები და მიკროსომები.

არ არსებობს არანაირი მითითება, რომ ციკლოპიროქსოლამინი მეტაბოლიზდება სოკოს უჯრედში.

შედარებითმა კვლევებმა აჩვენა, რომ ციკლოპიროქსს და ციკლოპიროქსოლამინს აქვთ ერთი და იგივე ტიპის ანტიმიკრობული მოქმედება დერმატომიკოზის გამომწვევების ფათოგენების შესაბამისი სპექტრის მიმართ.

  • 2. ფარმაკოკინეტიკური თვისებები

ზოგადი თვისებები

აბსორბცია:

14C-ნიშნული აქტიური ნივთიერების გამოყენება ფრჩხილის ლაქის სახით და ონიქომიკოზისგან გაწმენდილ ფრჩხილებში შეღწევა, 24-48 საათის განმავლობაში, იძლევა ფრჩხილის ქვედა ფენების ქსოვილში კონცენტრაციას, რომელიც არის 2-დან 10-ჯერამდე მეტია მინიმალურ მაინჰიბირებელ კონცენტრაციაზე.

ციკლოპიროქსის შეღწევა ფრჩხილის ფირფიტაზე ფრჩხილის ლაქით, შესწავლილია ჯანსაღ ფრჩხილებში, რადგან გაწმენდილი ფრჩხილის პირობები უზრუნველყოფს in vivo პირობების ძალიან შეზღუდულ ასახვას. აქტიური ნივთიერების არსებობა განისაზღვრა ბიოტესტით (Candida pseudotropicalis ზრდის ინჰიბირება). ამ ტესტმა აჩვენა, რომ ციკლოპიროქსის კონცენტრაცია ქსოვილში საკმარისია, რათა მთლიანად დათრგუნოს სატესტო პათოგენის ზრდა ფრჩხილის ფირფიტის სხვადასხვა ფენებში. დიფუზიის გრადიენტის არასტაბილური მდგომარეობა დასრულდა 14 დღის განმავლობაში. გარდა ამისა, აქტიური ნივთიერების განაწილება ფრჩხილის მთელ ფენაში იყო შედარებით ერთგვაროვანი, ყოველ შემთხვევაში დისტალურ ნაწილში. ამ კვლევამ აჩვენა, რომ ციკლოპიროქსი, რომელიც აღწევს ფრჩხილის შრეში, რჩება მიკრობიოლოგიურად აქტიური.

მონაცემები ფრჩხილის ფირფიტიდან ციკლოპიროქსის შეწოვისა და სისტემური შეწოვის შესახებ ხელმისაწვდომი არ არის, მაგრამ ეს უნდა იყოს 1,3%-ზე ნაკლები (კანიდან შეწოვა).

არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ციკლოპიროქსოლამინის ტოქსიკოლოგიური მონაცემები არ შეიძლება იყოს ექსტრაპოლირებული ციკლოპიროქსის გამოყენებაზე.

განაწილება:

მიღებიდან 6 საათის შემდეგ (შეწოვის 5 სთ) შრატისმიერი დონე გაზომილი იყო როგორც 0,012 მკგ/მლ.

ბიოტრანსფორმაცია:

10მგ 14C-ნიშნული ციკლოპიროქსოლამინის/კგ პერორალური მიღების შემდეგ, ძაღლების მეტაბოლიზმზე კვლევებმა აჩვენა, რომ 12% გამოიყოფა და 75% გამოიყოფა გლუკურონატ ციკლოპიროქსოლამინის სახით. მისი დაახლოებით 6% კონვერტირდება 3-ზე მეტ მეტაბოლიტად.

ელიმინაცია:

შეყვანილი წამლის სუბსტანციის 1.1% და 1.6% გამოვლინდა 4 დღის განმავლობაში და შარდში რეზორბცირებული დოზა იყო საშუალოდ 1.3%. დაავადებულ კანზე ადგილობრივი გამოყენებისას გამოთვლილი მაჩვენებლები საშუალოდ 11.3%-ია, მერყეობს 3.6%-დან 13.9%-მდე.

ხაზოვნება/არახაზოვნება: მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · პროდუქტის მახასიათებლები (ექიმისთვის)

პროდუქტის შემაჯამებელი დახასიათება

  • ადამიანის სამკურნალო პროდუქტის დასახელება

ონილაკი 80 მგ/გ ფრჩხილის ლაქის ნაკრები

  • ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა

წამლის სუბსტანცია:

ციკლოპიროქსი 80 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

დამხმარე ნივთიერებებისთვის იხილეთ 6.1.

  • ფარმაცევტული ფორმა

ფრჩხილის ლაქის ხსნარი.

უფერო ან ღია ყვითელი ფერის, დამახასიათებელი სუნით, გამჭვირვალე სითხე ხილული ნაწილაკების გარეშე

  • კლინიკური მახასიათებლები
  • 1. თერაპიული ჩვენებები

ინიშნება ფრჩხილების სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ.

  • 2. დოზირება და მიღების გზა

დოზირება/შეყვანის სიხშირე და პერიოდი

Tu sxvagvarad ar aris rekomendebuli, onilakis frCxilis laqi gamoiyeneba dazianebul frCxilebze Txeli fenis dRegamoSvebiT wasmis saxiT, erTi Tvis ganmavlobaSi. am periodis ganmavlobaSi frTxili gajerdeba prepratiT. Semdeg mkurnalobis sixSire SeiZleba Semcirdes, magram ar unda iyos kviraSi or jerze naklebi meore Tvis ganmavlobaSi da kviraSi erT jerze naklebi mesame TveSi.

გამოყენების მთელი პერიოდის განმავლობაში კვირაში ერთხელ ლაქის მთელი ფენა იწმინდება სპირტიანი საფენებით. ამ პროცედურის შემდეგ, ინფიცირებული ფრჩხილის მონაკვეთი შეძლებისდაგვარად უნდა მოიქლიბოს ფრჩხილის ქლიბის დახმარებით. თუ ამ დროის განმავლობაში ლაქის ფენა გაფუჭდა, მიზანშეწონილია ონილაკი ფრჩხილის ლაქი კვლავ წაისვათ დაზიანებულ უბნებზე.

მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ინფექციის სიმძიმეზე, მაგრამ არ უნდა გადააჭარბოს მკურნალობის ექვსთვიანი პერიოდს.

გამოყენების გზა

ონილაკი ფრჩხილის ლაქის პირველად წასმამდე, დაზარალებული ფრჩხილს მაქსიმალურად მოკლედ იჭრება ფრჩხილის მაკრატლით, ხოლო დარჩენილი ინფიცირებული ფრჩხილის მონაკვეთი იქლიბება.

ხსნარის გამოშრობის თავიდან ასაცილებლად, გამოყენების შემდეგ სახურავი მჭიდროდ უნდა დაიხუროს.

სახურავის ბოთლზე მიწებების თავიდან ასაცილებლად, ხსნარის გაჟონვა არ უნდა მოხდეს ბოთლის შიდა კიდეების ღარებში.

დამატებითი ინფორმაცია სპეციალური პოპულაციებისთვის

პედიატრიული პოპულაცია:

ის არ უნდა იქნას გამოყენებული ბავშვებში, რადგან არ არსებობს კლინიკური გამოცდილება.

გერიატრიული პოპულაცია:

არ არის საკმარისი მონაცემები იმის დასადასტურებლად, რომ 65 წლის და უფროსი ასაკის გერიატრიული პაციენტები განსხვავებულად რეაგირებენ, ვიდრე ზოგადად ზრდასრული პაციენტები.

  • 3. უკუჩვენებები

ონილაკი ფრჩხილის ლაქი არ უნდა იქნას გამოყენებული ბავშვებში, რომლებსაც აქვთ ჰიპერმგრძნობელობა მისი რომელიმე ინგრედიენტის მიმართ და კლინიკური გამოცდილების ნაკლებობის გამო.

  • 4. სპეციალური გაფრთხილებები გამოყენებისა და სიფრთხილის ზომების შესახებ

არ არის განკუთვნილი ოფთალმოლოგიური გამოყენებისთვის.

ის არ უნდა იქნას გამოყენებული ღია ჭრილობებზე.

თუ გამოყენების უბანში შესაძლო მგრძნობელობის გამო სახეზეა მომატებული გაღიზიანება, უნდა აცნობოთ ექიმს.

  • 5. ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები

სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება ჯერ არ გამოვლენილა.

  • 6. ორსულობა და ლაქტაცია

ზოგადი რეკომენდაციები

ორსულობის კატეგორია: B

რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალები/ჩასახვის კონტროლი (კონტრაცეფცია)

არ არსებობს ინფორმაცია რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალებში გამოყენების შესახებ და პრეპარატის ზემოქმედების შესახებ ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდებზე.

ორსულობის პერიოდი

კლინიკური მონაცემები ორსულობის დროს ციკლოპიროქსის ზემოქმედების შესახებ არ არის ხელმისაწვდომი.

ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა არ აჩვენა რაიმე პირდაპირი ან ირიბი მავნე ზემოქმედება ორსულობაზე / ემბრიონულ / ნაყოფის განვითარებაზე / მშობიარობაზე ან პოსტნატალურ განვითარებაზე.

იმის გამო, რომ არ არსებობს კლინიკური გამოცდილება, ონილაკი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს.

კონტრაცეფცია შეიძლება ჩაითვალოს დამატებით ღონისძიებად.

ლაქტაციის პერიოდი

არ არსებობს ზუსტი მონაცემები ლაქტატში ციკლოპიროქსის სეკრეციის შესახებ. ამიტომ ლაქტაციის პერიოდში არ უნდა იქნას გამოყენებული.

რეპროდუქციული შესაძლებლობები/ფერტილობა

არ არსებობს კლინიკური გამოცდილება ციკლოპიროქსის გავლენის შესახებ ფერტილობაზე.

  • 7. ზემოქმედება ავტომობილის მართვასა და მექანიზმებთან მუშაობაზე

არ არის საჭირო განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები ავტომობილის და მექანიზმების გამოყენებასთან დაკავშირებით.

  • 8. არასასურველი ეფექტები

სიხშირეები განისაზღვრება შემდეგნაირად:

ძალიან ხშირი (≥1/10); ხშირი (≥1/100-დან <1/10-მდე); არახშირი (≥1/1000-დან <1/100-მდე); იშვიათი (≥1/10.000-დან <1/1.000-მდე); ძალიან იშვიათი (<1/10.000), უცნობი (არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით).

იმუნური სისტემის დაავადებები

იშვიათი: კონტაქტური ალერგიული დერმატიტი

კანისა და კანქვეშა ქსოვილის დაავადებები

ძალიან იშვიათად: ონილაკის კონტაქტის შემთხვევაში ფრჩხილის მიმდებარე კანთან, სიწითლე, აქერცვლა ამ მიდამოში.

საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება

ავტორიზაციის შემდგომ საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინებას დიდი მნიშვნელობა აქვს. შეტყობინება უზრუნველყოფს წამლის სარგებელი/რისკის ბალანსის მუდმივ მონიტორინგს. ჯანდაცვის პროფესიონალებმა ნებისმიერი საეჭვო გვერდითი რეაქცია უნდა შეატყობინონ თურქეთის ფარმაკოზედამხედველობის ცენტრს (TÜFAM) (www.titck.gov.tr; ელ. ფოსტა:[email protected]; ტელეფონი: 0 800 314 0 8; ფაქსი: 0 312 218 35 99)

  • 9. ჭარბი დოზირება

ციკლოპიროქსის პრეპარატების დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ არსებობს. არ არის მოსალოდნელი, რომ სისტემური ეფექტები განვითარდება დიდ ზედაპირებზე გამოყენებისას ან მისი ხშირი გამოყენების შემთხვევაში.

  • ფარმაკოლოგიური თვისებები
  • 1. ფარმაკოდინამიკური თვისებები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სხვა ანტიფუნგური საშუალებები ადგილობრივი გამოყენებისთვის

ათქ კოდი: D01AE14

in vitro ნაჩვენებია, რომ ციკლოპიროქსი არის როგორც ფუნგიციდური, ასევე ფუნგისტატიკური, ასევე აქვს სპორიციდური მოქმედება.

მოქმედების მექანიზმის შესასწავლად ჩატარებული კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ციკლოპიროქსოლამინის ფუნგიციდური მოქმედება ეფუძნება უჯრედის მიერ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კომპონენტების მიტაცების ინჰიბირებას და ამავდროულად ირთვება სხვა აუცილებელი უჯრედული მექანიზმების დიფუზია.

ციკლოპიროქსოლამინი გროვდება ძირითადად სოკოს უჯრედის შიგნით; სადაც ის შეუქცევადად არის მიმაგრებული გარკვეულ სტრუქტურებსა და ორგანელებზე, როგორიცაა უჯრედის კედელი, უჯრედის მემბრანა, მიტოქონდრია, რიბოსომები და მიკროსომები.

არ არსებობს არანაირი მითითება, რომ ციკლოპიროქსოლამინი მეტაბოლიზდება სოკოს უჯრედში.

შედარებითმა კვლევებმა აჩვენა, რომ ციკლოპიროქსს და ციკლოპიროქსოლამინს აქვთ ერთი და იგივე ტიპის ანტიმიკრობული მოქმედება დერმატომიკოზის გამომწვევების ფათოგენების შესაბამისი სპექტრის მიმართ.

  • 2. ფარმაკოკინეტიკური თვისებები

ზოგადი თვისებები

აბსორბცია:

14C-ნიშნული აქტიური ნივთიერების გამოყენება ფრჩხილის ლაქის სახით და ონიქომიკოზისგან გაწმენდილ ფრჩხილებში შეღწევა, 24-48 საათის განმავლობაში, იძლევა ფრჩხილის ქვედა ფენების ქსოვილში კონცენტრაციას, რომელიც არის 2-დან 10-ჯერამდე მეტია მინიმალურ მაინჰიბირებელ კონცენტრაციაზე.

ციკლოპიროქსის შეღწევა ფრჩხილის ფირფიტაზე ფრჩხილის ლაქით, შესწავლილია ჯანსაღ ფრჩხილებში, რადგან გაწმენდილი ფრჩხილის პირობები უზრუნველყოფს in vivo პირობების ძალიან შეზღუდულ ასახვას. აქტიური ნივთიერების არსებობა განისაზღვრა ბიოტესტით (Candida pseudotropicalis ზრდის ინჰიბირება). ამ ტესტმა აჩვენა, რომ ციკლოპიროქსის კონცენტრაცია ქსოვილში საკმარისია, რათა მთლიანად დათრგუნოს სატესტო პათოგენის ზრდა ფრჩხილის ფირფიტის სხვადასხვა ფენებში. დიფუზიის გრადიენტის არასტაბილური მდგომარეობა დასრულდა 14 დღის განმავლობაში. გარდა ამისა, აქტიური ნივთიერების განაწილება ფრჩხილის მთელ ფენაში იყო შედარებით ერთგვაროვანი, ყოველ შემთხვევაში დისტალურ ნაწილში. ამ კვლევამ აჩვენა, რომ ციკლოპიროქსი, რომელიც აღწევს ფრჩხილის შრეში, რჩება მიკრობიოლოგიურად აქტიური.

მონაცემები ფრჩხილის ფირფიტიდან ციკლოპიროქსის შეწოვისა და სისტემური შეწოვის შესახებ ხელმისაწვდომი არ არის, მაგრამ ეს უნდა იყოს 1,3%-ზე ნაკლები (კანიდან შეწოვა).

არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ციკლოპიროქსოლამინის ტოქსიკოლოგიური მონაცემები არ შეიძლება იყოს ექსტრაპოლირებული ციკლოპიროქსის გამოყენებაზე.

განაწილება:

მიღებიდან 6 საათის შემდეგ (შეწოვის 5 სთ) შრატისმიერი დონე გაზომილი იყო როგორც 0,012 მკგ/მლ.

ბიოტრანსფორმაცია:

10მგ 14C-ნიშნული ციკლოპიროქსოლამინის/კგ პერორალური მიღების შემდეგ, ძაღლების მეტაბოლიზმზე კვლევებმა აჩვენა, რომ 12% გამოიყოფა და 75% გამოიყოფა გლუკურონატ ციკლოპიროქსოლამინის სახით. მისი დაახლოებით 6% კონვერტირდება 3-ზე მეტ მეტაბოლიტად.

ელიმინაცია:

შეყვანილი წამლის სუბსტანციის 1.1% და 1.6% გამოვლინდა 4 დღის განმავლობაში და შარდში რეზორბცირებული დოზა იყო საშუალოდ 1.3%. დაავადებულ კანზე ადგილობრივი გამოყენებისას გამოთვლილი მაჩვენებლები საშუალოდ 11.3%-ია, მერყეობს 3.6%-დან 13.9%-მდე.

ხაზოვნება/არახაზოვნება: მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი.

  • 3. პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები

მწვავე ტოქსიკურობა:

1% ციკლოპიროქსოლამინის ხსნარის ერთჯერადი დოზა PEG 400-ში არ იწვევდა ადგილობრივ ან სისტემურ ტოქსიკურ ეფექტებს, 24 საათის განმავლობაში ბოცვრის კანიდან შეყვანისას.

განმეორებითი დოზის ტოქსიკურობა:

განმეორებითი დოზის ტოქსიკურობის კვლევები ჩატარდა თაგვებში, ვირთაგვებში, ზღვის გოჭებში, ძაღლებში და ბოცვრებში, ციკლოპიროქსოლამინის შეყვანით (კანში, კანქვეშა და პერორალური). ციკლოპიროქსის კრემისა და ციკლოპიროქსის ხსნარის კანზე გამოყენების შედეგად, ზოგიერთი ადგილობრივი რეაქცია (ეპითელური ქსოვილის გასქელება, ჰიპერკერატოზი, დერმის ქრონიკული ანთება) განვითარდა სისტემური ტოქსიკურობის გარეშე. ეს რეაქციები მთლიანად გაქრა მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ. კანქვეშა ინექციების შემდეგ დაფიქსირდა ადგილობრივი რეაქციები. არანაირი ეფექტი არ დაფიქსირებულა ქრონიკული ორალური ტოქსიკურობის კვლევებში ვირთაგვებში და ძაღლებში 10 მგ/კგ დოზით დღეში.

გენოტოქსიურობა:

In vitro და in vivo გენოტოქსიურობის კვლევები მიუთითებს, რომ ციკლოპიროქსის (ოლამინი და თავისუფალი მჟავა) გენოტოქსიური პოტენციალი შეიძლება გამოირიცხოს კლინიკური გამოყენების პირობებში.

კანცეროგენულობა:

18-თვიანი კანის კანცეროგენურობის კვლევა ჩატარდა თაგვებში ციკლოპიროქსოლამინის გამოყენებით და არ დაფიქსირებულა ასოცირებული კანცეროგენობა.

რეპროდუქციული და განვითარების ტოქსიკურობა:

რეპროდუქციული და განვითარების ტოქსიკურობის კვლევები ჩატარდა ციკლოპიროქსის (ოლამინი და თავისუფალი მჟავა) (პერორალურად, კანქვეშ ან კანქში) შეყვანით სხვადასხვა სახეობებში (თაგვები, ვირთაგვები, ბოცვრები და მაიმუნები) და ემბრიოტოქსიური ან ტერატოგენული ეფექტები არ გამოვლენილა.

ადგილობრივი ტოლერანტობა:

ციკლოპიროქსი არის ძლიერი პირველადი თვალის გამაღიზიანებელი, მაგრამ ზოგადად აიტანება თერაპიული გამოყენების პრეპარატებში (არაგამაღიზიანებელი-მსუბუქი გამაღიზიანებელი).

ტოქსიკურობის სხვა კვლევები:

ციკლოპიროქსოლამინი შემოწმებულია ანტიგენურ პოტენციალზე ზღვის გოჭებში და არ იწვევს კონტაქტურ ალერგიას, აქტიურ სისტემურ ან კანის პასიურ ანაფილაქსიას ცხოველებში.

  • ფარმაცევტული თვისებები
  • 1. დამხმარე ნივთიერებების სია

Gantrez ES-435 პოლიმერი

(მეთილვინილის ეთერი და მალეინის მჟავის მონობუთილის ეთერის კოპოლიმერი)

ეთილ აცეტატი

იზოპროპილის სპირტი

  • 2. შეუთავსებლობა

არ არის წარმოდგენილი

  • 3. ვარგისობის ვადა

36 თვე

  • 4. განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვისას

ის დაცული უნდა იყოს სინათლისგან (მაგ. ბოთლი უნდა ინახებოდეს ყუთში ან მოთავსდეს ყუთში გამოყენების შემდეგ). ბოთლის გახსნის შემდეგ, თუ ის ინახება რეკომენდაციებუის შესაბამისად, ვარგისია 6 თვემდე.

ინახება 25ºC-ზე დაბალ ტემპერატურაზე და თავის შეფუთვაში.

  • 5. შეფუთვის ხარისხი და შემადგენლობა

ონილაკი ფრჩხილის ლაქის ნაკრები:

3 გ ფრჩხილის ლაქის ხსნარი

30 სპირტიანი საფენი

14 ფრჩხილის ქლიბი

  • 6. ადამიანის სამკურნალო პროდუქტიდან დარჩენილი მასალების განადგურება და სხვა განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები

გამოუყენებელი პროდუქტები ან ნარჩენები უნდა განადგურდეს „სამედიცინო ნარჩენების კონტროლის შესახებ“ და „შეფუთვისა და შეფუთვის ნარჩენების კონტროლის შესახებ დებულების“ შესაბამისად.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

  • სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი

Abdi İbrahim İlaç San. ve Tic. A.Ş.

Reşitpaşa Mah. Eski Büyükdere Cad.

No:4 34467 Maslak / Sarıyer / İstanbul

  • რეგისტრაციის ნომერი
  • პირველი რეგისტრაციის თარიღი/ხელახალი რეგისტრაციის თარიღი
  • პროდუქტის შემაჯამებელი დახასიათების განახლების თარიღი
  • 01.2022წ

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა