ციკლოდერმი კრემი
CİCLODERM cream
ფართო სპექტრის სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატი, კანის სოკოვანი დაავადებების ადგილობრივი მკურნალობისთვის.
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ციკლოპიროქსი (ciclopirox)
- ფორმა და შეფუთვა
- 1% 15გ კრემი ტუბი №1
- მწარმოებელი
- Trima, Israel Pharmaceutical Products Maabarot Ltd., ისრაელი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტიმიკოზური საშუალებები დერმატოლოგიური გამოყენებისთვის, ადგილობრივი გამოყენების ანტიმიკოზური სხვა საშუალებები
- ATC კოდი
- D01AE14
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-040908
- რეგისტრირებულია
- 2 მაისი 2024, მოქმედებს 2 მაისი 2029-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- სს „გეფა“
- GMP
- -
ციკლოდერმი კრემი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ფართო სპექტრის სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატი, კანის სოკოვანი დაავადებების ადგილობრივი მკურნალობისთვის.
მიღების წესი და დოზირება
საჭიროა პრეპარატის მიღება ექიმის ინსტრუქციის შესაბამისად. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
მხოლოდ ექიმი განსაზღვრავს დოზას და პრეპარატის მიღების ფორმას. პაციენტმა უნდა განაგრძოს მკურნალობა ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად.
ექიმისგან სხვა ინსტრუქციის არარსებობის შემთხვევაში, პრეპარატი გამოიყენება შემდეგნაირად: საჭიროა კრემის დატანა, ან ხსნარის შესხურება დაზიანებული მიდამოს ირგვლივ და მსუბუქი მასაჟი. პაციენტმა პროცედურა უნდა გაიმეოროს დღეში ორჯერ, დილით და საღამოს. მკურნალობა უნდა გაგრძელდეს სოკოვანი ინფექციის სიმპტომების ალაგებამდე და დამატებით ერთი ან ორი კვირა, რათა მოხდეს ინფექციის განმეორების პრევენცია.
ციკლოდერმის ხსნარის შეფუთვა მოციავს დამატებით თავსაცავს, რომლის გამოყენებაც შეიძლება ექიმის ინსტრუქციის შესაბამისად.
თუ პაციენტის მდგომარეობა არ გაუმჯობესდა 30 დღის განმავლობაში, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.
დაუშვებელია რეკომენდებული დოზის გადაჭარბება.
დაუშვებელია პრეპარატის გადაყლაპვა, ის განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი მოხმარებისთვის. პაციენტმა თავიდან უნდა აიცილოს პრეპარატის შეხება თვალთან. არ არის განკუთვნილი ვაგინალური მოხმარებისთვის.
როგორ უნდა წარმართოს პაციენტმა მკურნალობა სწორად?
პაციენტმა უნდა დაასრულოს მკურნალობის კურსი, ექიმის რეკომენდაციების შესაბამისად. სოკოები იზრდებიან ტენიან გარემოში, ასე რომ, საჭიროა დაზიანებული კანის სიმშრალის შენარჩუნება. პრეპარატის გამოყენებამდე საჭიროა დაზიანებული კანის ჩამობანა. ორ თანმიმდევრულ გამოყენებას შორის, პაციენტს შეუძლია გამოიყენოს ტალკი ან სოკოს საწინააღმდეგო პუდრი, დაზიანებული ადგილის სიმშრალისთვის. ტერფების მკურნალობის დროს, საჭიროა კარგად დაბანა და ფრთხილად გაშრობა, განსაკუთრებით, თითებს შორის. სასურველია ბამბის წინდები; პაციენტმა თავიდან უნდა აიცილოს შალის ან სინთეზური მასალის წინდების გამოყენება. სასურველია წინდების გამოცვლა დღის განმავლობაში რამდენიმეჯერ (ოფლიანობის დონის მიხედვით). თუ სეზონი შესაბამისია, სასურველია სანდლების გამოყენება წინდების გარეშე.
დოზის გადაჭარბების, ან ბავშვის მიერ პრეპარატის შემთხვევით გადაყლაპვის შემთხვევაში, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას და თან იქონიოს პრეპარატის შეფუთვა.
დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება სიბნელეში! პაციენტმა ყოველი გამოყენების წინ უნდა გადაამოწმოს პრეპარატის ეტიკეტი და დოზა. საჭიროების შემთხვევაში, პაციენტმა უნდა გამოიყენოს სათვალე.
პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
უკუჩვენებები
პაციენტი მგრძნობიარეა (ალერგიული) აქტიური ნივთიერების ან პრეპარატის სხვა რომელიმე კომპონენტის მიმართ (იხ. პუნქტი 6);
სიფრთხილით
თუ პაციენტი ორსულადაა ან ლაქტაციის პერიოდი აქვს, პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
დამატებითი გაფრთხილებები:
თუ პაციენტი ალერგიულია რომელიმე საკვების ან პრეპარატის მიმართ, ციკლოდერმის გამოყენებამდე უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
პაციენტმა არ უნდა გამოიყენოს მჭიდრო ტანსაცმელი.
ციკლოდერმის კრემი შეიცავს პარაფინს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ლატექსის კონდომის დაზიანება, შესაბამისად, პაციენტმა თავიდან უნდა აიცილოს კრემის გამოყენება ასეთ კონდომთან ერთად.
თუ პაციენტი იღებს, ან ბოლო პერიოდში იღებდა სხვა პრეპარატებს, ურეცეპტოდ მისაღები პრეპარატების და საკვები დანამატების ჩათვლით, ამის შესახებ უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს, ან ფარმაცევტს.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ პაციენტი ორსულადაა ან ლაქტაციის პერიოდი აქვს, პრეპარატის მიღებამდე უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
მოწევა
ციკლოდერმის ხსნარი: არ შეიძლება სიგარეტის ანთება ან ცეცხლთან მიახლოვება ხსნარის სრულად გაშრობამდე.
გვერდითი მოვლენები
სხვა მედიკამენტების მსგავსად, შესაძლოა ციკლოდერმის გამოყენებამაც გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები ზოგ პაციენტში. პაციენტი არ უნდა შეაშფოთოს გვერდითი მოვლენების ჩამონათვალმა. შესაძლოა მას არ გამოუვლინდეს არცერთი მათგანი.
პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს, თუ გამოუვლინდა ადგილობრივი გაღიზიანება, ანთება ან გამონაყარი მკურნალობის ადგილას.
რომელიმე გვერდითი მოვლენის გაუარესების შემთხვევაში, ან თუ პაციენტს აღენიშნება ისეთი გვერდითი მოვლენები, რაც არ არის ინსტრუქციაში აღნიშნული, უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდება
გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდება შეიძლება ჯანდაცვის სამინისტროსთვის (MoH) ლინკზე "პრეპარატის გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდება" გადასვლით, ჯანდაცვის სამინისტროს გვერდზე (www.health.gov.il), რომელიც უკავშირდება გვერდითი მოვლენების შეტყობინების ონლაინ ფორმას. პაციენტს ასევე შეუძლია გადავიდეს ლიკზე: https://forms.gov.il/globaldata/getsequence/[email protected]
შენახვის პირობები
საჭიროა მოწამვლის პრევენცია! მოწამვლის პრევენციისთვის, საჭიროა ამ და ყველა სხვა პრეპარატის შენახვა ბავშვებისთვის და/ან ჩვილებისთვის მიუწვდომელ ადგილას. პაციენტმა არ უნდა გამოიწვიოს ღებინება, თუ ექიმისგან არ აქვს ამის ზუსტი ინსტრუქცია.
პრეპარატი არ გამოიყენება შენახვის ვადის გასვლის შემდეგ (შენახვის ვადა), რომელიც მითითებულია შეფუთვაზე. შენახვის ვადა შეესაბამება აღნიშნული თვის ბოლო დღეს.
ინახება გრილ ადგილას, 25C-მდე ტემპერატურაზე.
ციკლოდერმი კრემი: პრეპარატი გამოიყენება გახსნიდან 6 თვის განმავლობაში.
ციკლოდერმი ხსნარი: დაუშვებელია სიგარეტის ანთება ან ცეცხლთან მიახლოვება ხსნარის სრულად გაშრობამდე.
- დამატებითი ინფორმაცია
აქტიურ ნივთიერებებთან ერთად, ეს პრეპარატი შეიცავს ქვემოთ ჩამოთვლილ არააქტიურ ინგრედიენტებს:
კრემი:
გლიცეროლი, გლიცეროლ მონოსტეარატი, პროპილენ გლიკოლი, კეტოსტეარილ სპირტი, თეთრი ცვილი, გლიცერილ სტეარატი (და) PEG-100 სტეარატი, დიმეთიკონი, გაუწყლოებული ლიმონმჟავა, ქლოროკრეზოლი, გამოხდილი წყალი.
ხსნარი:
პოლიეთილენ გლიკოლი 400, პროპილენ გლიკოლი, იზოპროპანოლი, რძემჟავა, გამოხდილი წყალი.
პრეპარატის გარეგნული სახე და შეფუთვის შემადგენლობა
ციკლოდერმის თითოეული შეფუთვა შეიცავს სპილოსძვლისფერი-თეთრი კრემის 15მგ ტუბს.
ციკლოდერმის ხსნარის თითოეული შეფუთვა შეიცავს უფეროდან მოყვითალომდე სითხის 30 მლ ბოთლს.
გაყიდვის ნებართვის მფლობელი და მწარმოებელი: Trima Israel Pharmaceutical Products Maabarot Ltd, Maabarot 4023000, ისრაელი.
ინსტრუქციის უკანასკნელი განახლების თარიღია: აპრილი 2017
პრეპარატის რეგისტრაციის ნომერი ჯანდაცვის სამინისტროს წამლის ეროვნულ რეესტრში:
ციკლოდერმი კრემი: 062.23.26751.00, ციკლოდერმი ხსნარი: 136.35.28781.00
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
სარეკომენდაციო
გამოყენების ინსტრუქცია
ციკლოდერმი კრემი/ხსნარი
აქტიური ნივთიერება: ციკლოპიროქსის ოლამინი 1%
პრეპარატში შემავალი არააქტიური ნივთიერებები _ იხ. პუნქტი 6 "დამატებითი ინფორმაცია".
პრეპარატის გამოყენებამდე საჭიროა ინსტრუქციის წაკითხვა. ინსტრუქცია შეიცავს პრეპარატის შესახებ მოკლე ინფორმაციას. დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
პრეპარატი განკუთვნილია პირადი მოხმარებისთვის. არ შეიძლება მისი მიცემა სხვისთვის. ის შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს იმ შემთხვევაშიც კი, თუ სიმპტომები ერთნაირია.
პრეპარატის უსაფრთხოება 10 წლამდე ასაკის ბავშვებში არ არის დადგენილი.
თუ პაციენტის მდგომარეობა არ გაუმჯობდესდა 30 დღის განმავლობაში, უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
რისთვის გამოიყენება პრეპარატი?
ფართო სპექტრის სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატი, კანის სოკოვანი დაავადებების ადგილობრივი მკურნალობისთვის.
რა უნდა იცოდეს პაციენტმა პრეპარატის გამოყენებამდე
პრეპარატი არ გამოიყენება თუ:
პაციენტი მგრძნობიარეა (ალერგიული) აქტიური ნივთიერების ან პრეპარატის სხვა რომელიმე კომპონენტის მიმართ (იხ. პუნქტი 6);
სიფრთხილით
თუ პაციენტი ორსულადაა ან ლაქტაციის პერიოდი აქვს, პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
დამატებითი გაფრთხილებები:
თუ პაციენტი ალერგიულია რომელიმე საკვების ან პრეპარატის მიმართ, ციკლოდერმის გამოყენებამდე უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
პაციენტმა არ უნდა გამოიყენოს მჭიდრო ტანსაცმელი.
ციკლოდერმის კრემი შეიცავს პარაფინს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ლატექსის კონდომის დაზიანება, შესაბამისად, პაციენტმა თავიდან უნდა აიცილოს კრემის გამოყენება ასეთ კონდომთან ერთად.
თუ პაციენტი იღებს, ან ბოლო პერიოდში იღებდა სხვა პრეპარატებს, ურეცეპტოდ მისაღები პრეპარატების და საკვები დანამატების ჩათვლით, ამის შესახებ უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს, ან ფარმაცევტს.
ორსულობა და ლაქტაცია
თუ პაციენტი ორსულადაა ან ლაქტაციის პერიოდი აქვს, პრეპარატის მიღებამდე უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
მოწევა
ციკლოდერმის ხსნარი: არ შეიძლება სიგარეტის ანთება ან ცეცხლთან მიახლოვება ხსნარის სრულად გაშრობამდე.
- პრეპარატის გამოყენების წესი
საჭიროა პრეპარატის მიღება ექიმის ინსტრუქციის შესაბამისად. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
მხოლოდ ექიმი განსაზღვრავს დოზას და პრეპარატის მიღების ფორმას. პაციენტმა უნდა განაგრძოს მკურნალობა ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად.
ექიმისგან სხვა ინსტრუქციის არარსებობის შემთხვევაში, პრეპარატი გამოიყენება შემდეგნაირად: საჭიროა კრემის დატანა, ან ხსნარის შესხურება დაზიანებული მიდამოს ირგვლივ და მსუბუქი მასაჟი. პაციენტმა პროცედურა უნდა გაიმეოროს დღეში ორჯერ, დილით და საღამოს. მკურნალობა უნდა გაგრძელდეს სოკოვანი ინფექციის სიმპტომების ალაგებამდე და დამატებით ერთი ან ორი კვირა, რათა მოხდეს ინფექციის განმეორების პრევენცია.
ციკლოდერმის ხსნარის შეფუთვა მოციავს დამატებით თავსაცავს, რომლის გამოყენებაც შეიძლება ექიმის ინსტრუქციის შესაბამისად.
თუ პაციენტის მდგომარეობა არ გაუმჯობესდა 30 დღის განმავლობაში, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.
დაუშვებელია რეკომენდებული დოზის გადაჭარბება.
დაუშვებელია პრეპარატის გადაყლაპვა, ის განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი მოხმარებისთვის. პაციენტმა თავიდან უნდა აიცილოს პრეპარატის შეხება თვალთან. არ არის განკუთვნილი ვაგინალური მოხმარებისთვის.
როგორ უნდა წარმართოს პაციენტმა მკურნალობა სწორად?
პაციენტმა უნდა დაასრულოს მკურნალობის კურსი, ექიმის რეკომენდაციების შესაბამისად. სოკოები იზრდებიან ტენიან გარემოში, ასე რომ, საჭიროა დაზიანებული კანის სიმშრალის შენარჩუნება. პრეპარატის გამოყენებამდე საჭიროა დაზიანებული კანის ჩამობანა. ორ თანმიმდევრულ გამოყენებას შორის, პაციენტს შეუძლია გამოიყენოს ტალკი ან სოკოს საწინააღმდეგო პუდრი, დაზიანებული ადგილის სიმშრალისთვის. ტერფების მკურნალობის დროს, საჭიროა კარგად დაბანა და ფრთხილად გაშრობა, განსაკუთრებით, თითებს შორის. სასურველია ბამბის წინდები; პაციენტმა თავიდან უნდა აიცილოს შალის ან სინთეზური მასალის წინდების გამოყენება. სასურველია წინდების გამოცვლა დღის განმავლობაში რამდენიმეჯერ (ოფლიანობის დონის მიხედვით). თუ სეზონი შესაბამისია, სასურველია სანდლების გამოყენება წინდების გარეშე.
დოზის გადაჭარბების, ან ბავშვის მიერ პრეპარატის შემთხვევით გადაყლაპვის შემთხვევაში, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას და თან იქონიოს პრეპარატის შეფუთვა.
დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება სიბნელეში! პაციენტმა ყოველი გამოყენების წინ უნდა გადაამოწმოს პრეპარატის ეტიკეტი და დოზა. საჭიროების შემთხვევაში, პაციენტმა უნდა გამოიყენოს სათვალე.
პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
- გვერდითი მოვლენები
სხვა მედიკამენტების მსგავსად, შესაძლოა ციკლოდერმის გამოყენებამაც გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები ზოგ პაციენტში. პაციენტი არ უნდა შეაშფოთოს გვერდითი მოვლენების ჩამონათვალმა. შესაძლოა მას არ გამოუვლინდეს არცერთი მათგანი.
პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს, თუ გამოუვლინდა ადგილობრივი გაღიზიანება, ანთება ან გამონაყარი მკურნალობის ადგილას.
რომელიმე გვერდითი მოვლენის გაუარესების შემთხვევაში, ან თუ პაციენტს აღენიშნება ისეთი გვერდითი მოვლენები, რაც არ არის ინსტრუქციაში აღნიშნული, უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდება
გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდება შეიძლება ჯანდაცვის სამინისტროსთვის (MoH) ლინკზე "პრეპარატის გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდება" გადასვლით, ჯანდაცვის სამინისტროს გვერდზე (www.health.gov.il), რომელიც უკავშირდება გვერდითი მოვლენების შეტყობინების ონლაინ ფორმას. პაციენტს ასევე შეუძლია გადავიდეს ლიკზე: https://forms.gov.il/globaldata/getsequence/[email protected]
- პრეპარატის შენახვის წესი
საჭიროა მოწამვლის პრევენცია! მოწამვლის პრევენციისთვის, საჭიროა ამ და ყველა სხვა პრეპარატის შენახვა ბავშვებისთვის და/ან ჩვილებისთვის მიუწვდომელ ადგილას. პაციენტმა არ უნდა გამოიწვიოს ღებინება, თუ ექიმისგან არ აქვს ამის ზუსტი ინსტრუქცია.
პრეპარატი არ გამოიყენება შენახვის ვადის გასვლის შემდეგ (შენახვის ვადა), რომელიც მითითებულია შეფუთვაზე. შენახვის ვადა შეესაბამება აღნიშნული თვის ბოლო დღეს.
ინახება გრილ ადგილას, 25C-მდე ტემპერატურაზე.
ციკლოდერმი კრემი: პრეპარატი გამოიყენება გახსნიდან 6 თვის განმავლობაში.
ციკლოდერმი ხსნარი: დაუშვებელია სიგარეტის ანთება ან ცეცხლთან მიახლოვება ხსნარის სრულად გაშრობამდე.
- დამატებითი ინფორმაცია
აქტიურ ნივთიერებებთან ერთად, ეს პრეპარატი შეიცავს ქვემოთ ჩამოთვლილ არააქტიურ ინგრედიენტებს:
კრემი:
გლიცეროლი, გლიცეროლ მონოსტეარატი, პროპილენ გლიკოლი, კეტოსტეარილ სპირტი, თეთრი ცვილი, გლიცერილ სტეარატი (და) PEG-100 სტეარატი, დიმეთიკონი, გაუწყლოებული ლიმონმჟავა, ქლოროკრეზოლი, გამოხდილი წყალი.
ხსნარი:
პოლიეთილენ გლიკოლი 400, პროპილენ გლიკოლი, იზოპროპანოლი, რძემჟავა, გამოხდილი წყალი.
პრეპარატის გარეგნული სახე და შეფუთვის შემადგენლობა
ციკლოდერმის თითოეული შეფუთვა შეიცავს სპილოსძვლისფერი-თეთრი კრემის 15მგ ტუბს.
ციკლოდერმის ხსნარის თითოეული შეფუთვა შეიცავს უფეროდან მოყვითალომდე სითხის 30 მლ ბოთლს.
გაყიდვის ნებართვის მფლობელი და მწარმოებელი: Trima Israel Pharmaceutical Products Maabarot Ltd, Maabarot 4023000, ისრაელი.
ინსტრუქციის უკანასკნელი განახლების თარიღია: აპრილი 2017
პრეპარატის რეგისტრაციის ნომერი ჯანდაცვის სამინისტროს წამლის ეროვნულ რეესტრში:
ციკლოდერმი კრემი: 062.23.26751.00, ციკლოდერმი ხსნარი: 136.35.28781.00
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


