რა არის პეგილირებული ლიპოსომური ონივაიდი და როგორ მოქმედებს იგი პეგილირებული ლიპოსომური ონივაიდი არის კიბოს სამკურნალო საშუალება, რომელიც შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ირინოტეკანს. ეს აქტიური ნივთიერება შეყვანილია პატარა ლიპიდურ (ცხიმოვან) ნაწილაკებში, რომლებსაც ლიპოსომები ეწოდება. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ირინოტეკანი (irinotecan)
- ფორმა და შეფუთვა
- 4.3მგ/მლ 10მლ პეგილირებული ლიპოსომური კონცენტრატი ი.ვ. საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად მინის ფლაკონი №1
- მწარმოებელი
- Ipsen Pharma Biotech, საფრანგეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტინეოპლაზური საშუალებები, ტოპოიზომერაზა 1 -ის (TOP1) ინჰიბიტორები
- ATC კოდი
- L01CE02
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-037383
- რეგისტრირებულია
- 21 თებერვალი 2023, მოქმედებს 21 თებერვალი 2028-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Les Laboratoires Servier (საფრანგეთი)
- განმცხადებელი
- ლე ლაბორატუა სერვიეს წარმომადგენლობა
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ონივაიდი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
რა არის პეგილირებული ლიპოსომური ონივაიდი და როგორ მოქმედებს იგი
პეგილირებული ლიპოსომური ონივაიდი არის კიბოს სამკურნალო საშუალება, რომელიც შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ირინოტეკანს. ეს აქტიური ნივთიერება შეყვანილია პატარა ლიპიდურ (ცხიმოვან) ნაწილაკებში, რომლებსაც ლიპოსომები ეწოდება.
ირინოტეკანი მიეკუთვნება კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატების ჯგუფს, რომელსაც ეწოდება "ტოპოიზომერაზას ინჰიბიტორები". ის ბლოკავს ფერმენტს, სახელწოდებით ტოპოიზომერაზა I, რომელიც მონაწილეობს უჯრედული დნმ-ის დაყოფაში. ეს ხელს უშლის კიბოს უჯრედების გამრავლებას და ზრდას და ისინი საბოლოოდ ნადგურდებიან.
მოსალოდნელია, რომ ლიპოსომები დაგროვდება სიმსივნეში და დროთა განმავლობაში ნელა გამოათავისუფლებს წამალს, რაც საშუალებას მისცემს მას იმოქმედოს უფრო ხანგრძლივად.
რისთვის გამოიყენება პეგილირებული ლიპოსომური ონივაიდი
პეგილირებული ლიპოსომური ონივაიდი გამოიყენება მოზრდილი პაციენტების სამკურნალოდ, რომლებსაც აქვთ კუჭქვეშა ჯირკვლის მეტასტაზური კიბო (კუჭქვეშა ჯირკვლის კიბო, რომელიც უკვე გავრცელდა სხეულის სხვა ნაწილებში), რომელთა კიბო ადრე არ იყო ნამკურნალები ან რომელთა კიბოს ადრე მკურნალობა მოიცავდა გემციტაბინს. პაციენტებისთვის, რომლებსაც კიბოს ადრე არ ჩაუტარებიათ მკურნალობა, პეგილირებული ლიპოსომური ონივაიდის გამოიყენება კიბოს სამკურნალო სხვა საშუალებებთან ერთად, სახელწოდებით ოქსალიპლატინი, 5 ფტორურაცილი და ლეიკოვორინი.
პაციენტებისთვის, რომლებიც ადრე მკურნალობდნენ გემციტაბინით, ონივიდის პეგილირებული ლიპოსომალი გამოიყენება კიბოს სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად, სახელწოდებით 5 ფტორურაცილი და ლეიკოვორინი.
თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვა იმის შესახებ, თუ როგორ მოქმედებს პეგილირებული ლიპოსომური ონივაიდი ან რატომ დაგინიშნეს ეს პრეპარატი, მიმართეთ თქვენს ექიმს.
მიღების წესი და დოზირება
პეგილირებული ლიპოსომური ონივაიდი უნდა დაინიშნოს მხოლოდ ჯანდაცვის სპეციალისტების მიერ, რომლებსაც გავლილი აქვთ სწავლება კიბოს საწინააღმდეგო მედიკამენტების დანიშვნის შესახებ.
ყურადღებით მიჰყევით ყველა ინსტრუქციას, რომელიც მიცემულია თქვენი ექიმის ან ექთნის მიერ.
თქვენი ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას თქვენს მიერ მისაღები დოზების შესახებ.
პეგილირებული ლიპოსომური ონივაიდი შეჰყავთ წვეთოვანი (ინფუზიის) სახით ვენაში, რომელიც უნდა გაგრძელდეს სულ მცირე 90 წუთი და მიიღება ერთჯერადი დოზის სახით.
თუ თქვენი კიბო ადრე არ იყო ნამკურნალები, პეგილირებული ლიპოსომური ონივაიდის მიღების შემდეგ თქვენ მოგცემენ სამ სხვა მედიკამენტს, ოქსალიპლატინს, ლეიკოვორინს და 5 ფტორურაცილს.
თუ თქვენს კიბოს ადრე მკურნალობდნენ გემციტაბინით, პეგილირებული ლიპოსომური ონივაიდის მიღების შემდეგ თქვენ მოგცემენ ორ სხვა მედიკამენტს, ლეიკოვორინს და 5 ფტორურაცილს.
მკურნალობა განმეორდება ყოველ ორ კვირაში.
ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს უფრო დაბალი დოზები ან დოზირების უფრო გრძელი ინტერვალები.
შეიძლება ჩაიტაროთ პრემედიკაცია გულისრევისა და ღებინების საწინააღმდეგოდ. თუ თქვენ ადრე გქონდათ ოფლიანობა, სპაზმები მუცელში და ნერწყვდენა ხშირ და თხევად განავალთან ერთად პეგილირებული ლიპოსომური ონივაიდით მკურნალობისას, შეგიძლიათ მიიღოთ დამატებითი მედიკამენტები პეგილირებული ლიპოსომური ონივაიდის მიღებამდე, რათა თავიდან აიცილოთ ან შეამციროთ ეს მკურნალობის შემდგომ ციკლებში.
თუ თქვენ გაქვთ დამატებითი კითხვები ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ექთანს.
უკუჩვენებები
თუ ანამნეზში გქონდათ ძლიერი ალერგია ირინოტეკანზე ან ამ პრეპარატში შემავალ რომელიმე სხვა ინგრედიენტზე (ჩამოთვლილია ნაწილში 6).
თუ ძუძუთი კვებავთ.
სიფრთხილის ზომები
გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ექთანს პეგილირებული ლიპოსომური ონივაიდის მიღებამდე
თუ ოდესმე გქონიათ ღვიძლის პრობლემები ან სიყვითლე
თუ ოდესმე გქონიათ ფილტვის დაავადება ან ადრე მიგიღიათ პრეპარატები (კოლონიის მასტიმულირებელი ფაქტორები), თქვენი სისხლის უჯრედების რაოდენობის გაზრდის მიზნით, ან სხივური თერაპია
თუ იღებთ სხვა პრეპარატებს (იხილეთ ნაწილი „სხვა მედიკამენტები და პეგილირებული ლიპოსომური ონივაიდი“)
თუ გეგმავთ ვაქცინაციას, რადგან ქიმიოთერაპიის დროს არ უნდა ჩატარდეს ბევრი აცრა
თუ თქვენ იცავთ ნატრიუმის კონტროლირებად დიეტას, რადგან ეს პრეპარატი შეიცავს ნატრიუმს.
დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ექთანს პეგილირებული ლიპოსომური ონივაიდით მკურნალობის დროს
თუ თქვენ გაქვთ უეცარი ქოშინი, წამოწითლება, თავის ტკივილი, გამონაყარი კანზე ან ჭინჭრის ციება (ქავილიანი გამონაყარი კანზე შეშუპებული წითელი მუწუკებით, რომლებიც მოულოდნელად ვითარდება), ქავილი, შეშუპება თვალების ირგვლივ, შებოჭილობა გულმკერდის ან ყელის არეში ინფუზიის დროს ან ხანმოკლედ მის შემდეგ
თუ გაქვთ ცხელება, შემცივნება ან ინფექციის სხვა სიმპტომები
თუ გაწუხებთ დიარეა ხშირი თხევადი განავლით და ვერ აკონტროლებთ მას მკურნალობიდან 12-24 საათის შემდეგ (იხ. ქვემოთ)
თუ გაწუხებთ ქოშინი ან ხველა.
თუ გაქვთ სისხლის შედედების ნიშნები ან სიმპტომები, როგორიცაა უეცარი ტკივილი და შეშუპება ფეხის ან ხელის არეში, ხველების უეცარი დაწყება, გულმკერდის ტკივილი ან სუნთქვის გაძნელება.
რა უნდა მოიმოქმედოთ დიარეის შემთხვევაში
როგორც კი გამოვლინდება პირველი თხევადი განავალი, დაიწყეთ რეჰიდრატაციის სითხეების დიდი მოცულობით დალევა (მაგ., წყალი, სოდიანი წყალი, გაზიანი სასმელები, წვნიანი), რათა თავიდან აიცილოთ ზედმეტად სითხისა და მარილების დაკარგვა თქვენი ორგანიზმიდან. დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს, რომ დაგინიშნოთ შესაბამისი მკურნალობა. ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ პრეპარატი, რომელიც შეიცავს ლოპერამიდს, სახლის პირობებში მკურნალობის დასაწყებად, მაგრამ ის არ უნდა გამოიყენოთ ზედიზედ 48 საათზე ხანგრძლივი დროის განმავლობაში. თუ ნარჩუნდება თხევადი განავალი, მიმართეთ ექიმს.
სისხლის ანალიზები და სამედიცინო გამოკვლევები
სანამ დაიწყებთ მკურნალობას პეგილირებული ლიპოსომური ონივაიდით, თქვენი ექიმი ჩაატარებს სისხლის ანალიზს (ან სხვა სამედიცინო გამოკვლევებს) თქვენთვის საუკეთესო საწყისი დოზის დასადგენად.
მკურნალობის დროს დაგჭირდებათ (სისხლის ან სხვა) ტესტების ჩატარება, რათა ექიმმა შეძლოს თქვენი სისხლის უჯრედების მონიტორინგი და შეაფასოს, თუ როგორ რეაგირებთ მკურნალობაზე. თქვენს ექიმს შეიძლება დასჭირდეს დოზის ან თქვენი მკურნალობის კორექტირება.
ბავშვები და მოზარდები
პეგილირებული ლიპოსომური ონივაიდის გამოყენება არ არის რეკომენდებული მოზარდებში და 18 წლამდე ასაკის ბავშვებში.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ, ახლახანს მიიღეთ ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, აცნობოთ თქვენს ექიმს, თუ მიგიღიათ ადრე ირინოტეკანი რაიმე ფორმით.
პეგილირებული ლიპოსომური ონივაიდი არ უნდა იქნას გამოყენებული ირინოტეკანის შემცველი სხვა სამკურნალო საშუალებების ნაცვლად, რადგან ის განსხვავებულად მოქმედებს ლიპოსომების შემადგენლობაში ყოფნისას, ვიდრე თავისუფალი ფორმით შეყვანისას.
აცნობეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს, თუ თქვენ უკვე იტარებთ ან ახლახან ჩაიტარეთ ქიმიოთერაპია და/ან რადიოთერაპია ან მკურნალობდით სოკოს საწინააღმდეგო მედიკამენტით ფლუციტოზინით.
ასევე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, აცნობოთ ექიმს, თუ თქვენ იღებთ ასევე შემდეგ სამკურნალო საშუალებებს, რადგან ისინი ამცირებენ ირინოტეკანის დონეს თქვენს ორგანიზმში:
ფენიტოინი, ფენობარბიტალი ან კარბამაზეპინი (პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება კრუნჩხვების და გულყრის სამკურნალოდ)
რიფამპიცინი და რიფაბუტინი (ტუბერკულოზის სამკურნალო საშუალებები)
კრაზანა (მცენარეული პრეპარატი, რომელიც გამოიყენება დეპრესიისა და გუნება–განწყობის დაქვეითების სამკურნალოდ)
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აცნობოთ ექიმს, თუ თქვენ ასევე იღებთ შემდეგ მედიკამენტებს, რადგან ისინი ზრდის ირინოტეკანის დონეს თქვენს ორგანიზმში:
კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი ან ვორიკონაზოლი (პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ)
კლარითრომიცინი (ანტიბიოტიკი, რომელიც გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ)
ინდინავირი, ლოპინავირი, ნელფინავირი, რიტონავირი, საქვინავირი, ატაზანავირი (აივ ინფექციის საწინააღმდეგო პრეპარატები)
რეგორაფენიბი (კიბოს გარკვეული ფორმების საწინააღმდეგო პრეპარატები)
ტელაპრევირი (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ღვიძლის დაავადების სამკურნალოდ, რომელსაც ეწოდება C ჰეპატიტი)
ნეფაზოდონი (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება დეპრესიის, გუნება–განწყობის დაქვეითების სამკურნალოდ)
გემფიბროზილი (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება სისხლში ცხიმის მაღალი დონის სამკურნალოდ)
პეგილირებული ლიპოსომური ონივაიდი საკვებთან და სასმელთან ერთად
მოერიდეთ გრეიფრუტის და გრეიფრუტის წვენის მიღებას პეგილირებული ლიპოსომური ონივაიდის მიღებისას, რადგან შეიძლება გაიზარდოს ირინოტეკანის დონე თქვენს ორგანიზმში.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ორსულად ხართ, არ უნდა მიიღოთ პეგილირებული ლიპოსომური ონივაიდი, რადგან ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს ბავშვს. აცნობეთ ექიმს, თუ ხართ ან ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ. ჰკითხეთ ექიმს რჩევა, თუ გეგმავთ ბავშვის გაჩენას. თუ თქვენ იღებთ პეგილირებულ ლიპოსომურ ონივაიდს, თქვენ არ უნდა კვებოთ ძუძუთი ბოლო დოზის მიღების შემდეგ ერთი თვის განმავლობაში.
პეგილირებული ლიპოსომური ონივაიდით მკურნალობის დროს და შემდგომ ერთი თვის განმავლობაში თქვენ უნდა აირჩიოთ ჩასახვის საწინააღმდეგო ეფექტური მეთოდი, რომელიც თქვენთვის შესაფერისია ორსულობის თავიდან ასაცილებლად ამ პერიოდში. მამაკაცებმა უნდა გამოიყენონ პრეზერვატივი პეგილირებული ლიპოსომური ონივაიდით მკურნალობის დროს და შემდგომ 4 თვის განმავლობაში.
აცნობეთ ექიმს, თუ ძუძუთი კვებავთ. თქვენ არ უნდა მიიღოთ პეგილირებული ლიპოსომური ონივაიდი, თუ ძუძუთი კვებავთ, რადგან ეს შეიძლება საზიანო იყოს თქვენი ბავშვისთვის.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
პეგილირებულმა ლიპოსომურმა ონივაიდმა შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენს უნარზე მართოთ ავტომობილი და გამოიყენოთ მექანიზმები (რადგან შეიძლება გქონდეთ ძილიანობა, თავბრუსხვევა და დაღლილობა პეგილირებული ლიპოსომური ონივაიდის გამოყენებისას). თქვენ უნდა მოერიდოთ ავტომობილის მართვას, მექანიზმების გამოყენებას ან სხვა დავალებების შესრულებას, რომლებიც საჭიროებენ სრულ ყურადღებას, თუ გრძნობთ ძილიანობას, თავბრუსხვევას და დაღლილობას.
პეგილირებული ლიპოსომური ონივაიდი შეიცავს ნატრიუმს
ეს პრეპარატი შეიცავს 33,1 მგ ნატრიუმს (სამზარეულოს/სუფრის მარილის ძირითადი კომპონენტი) თითოეულ ფლაკონში. ეს მოზრდილებისთვის ნატრიუმის რეკომენდებული მაქსიმალური დღიური ნორმის მოხმარების 1,65%-ის ეკვივალენტურია.
გვერდითი მოვლენები
ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველასთან არ ვლინდება. მნიშვნელოვანია იცოდეთ, როგორი გვერდითი ეფექტები შეიძლება განვითარდეს.
თქვენმა ექიმმა შესაძლოა დაგინიშნოთ სხვა პრეპარატები თქვენი გვერდითი ეფექტების გასაკონტროლებლად.
დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან ექთანს რომელიმე შემდეგი სერიოზული გვერდითი ეფექტის შესახებ:
თუ თქვენ გაქვთ კანის ქვეშ შეშუპება (ანგიოედემა) და/ან შესაძლო ანაფილაქსიური/ანაფილაქტოიდური რეაქციების სიმპტომები, როგორიცაა უეცარი ქოშინი, წამოწითლება, გულისრევა, თავის ტკივილი, გამონაყარი კანზე ან ჭინჭრის ციება (ქავილიანი გამონაყარი კანზე შეშუპებული წითელი მუწუკებით, რომლებიც მოულოდნელად ვითარდება), ქავილი, შეშუპება თვალების ირგვლივ, შებოჭილობა გულმკერდის ან ყელის არეში ინფუზიის დროს ან ცოტა ხნის შემდეგ. მძიმე ალერგიული რეაქციები შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში იყოს. შესაძლოა დაგჭირდეთ ინფუზიის შეწყვეტა და შეიძლება დაგჭირდეთ მკურნალობა ან დაკვირვება გვერდითი ეფექტების გამო.
თუ გაქვთ ცხელება, შემცივნება და ინფექციის ნიშნები (რადგან შეიძლება საჭირო გახდეს დაუყოვნებელი მკურნალობა)
თუ გაქვთ მძიმე მუდმივი დიარეა (თხევადი და ხშირი განავალი) - იხილეთ ნაწილი 2
შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი სხვა გვერდითი ეფექტები:
ძალიან ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანთან)
ლაბორატორიული ტესტების ცვლილებები
სისხლის თეთრი უჯრედების დაბალი დონე (ნეიტროპენია და ლეიკოპენია), სისხლის წითელი უჯრედების დაბალი დონე (ანემია)
სისხლში თრომბოციტების დაბალი დონე (თრომბოციტოპენია)
ორგანიზმში მარილების დაბალი დონე (მაგ. კალიუმი, მაგნიუმი)
კუჭი და ნაწლავები
დიარეა (თხელი ან წყლიანი და ხშირი განავალი)
გულისრევა და ღებინება
ტკივილი კუჭის ან ნაწლავის მიდამოში
მტკივნეული პირის ღრუ
საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ლორწოვანი გარსის ტკივილი და შეშუპება (ლორწოვანის ანთება)
ზოგადი
წონის დაკლება
მადის დაკარგვა
სხეულის სითხის დაკარგვა (დეჰიდრატაცია)
- დაღლილობა და გენერალიზებული სისუსტე
- ორგანიზმში სითხის არანორმალური შეკავება, რაც იწვევს დაზიანებულ ქსოვილებში შეშუპებას (შეშუპება)
- ცხელება
- უჩვეულო თმის ცვენა
ნერვული სისტემა
- თავბრუსხვევა
- ნერვის დაზიანება ხელებსა და ფეხებში, რაც იწვევს ტკივილს ან დაბუჟებას, წვას და ჩხვლეტას (პერიფერიული ნეიროპათია)
- პარესთეზია, ისეთი შეგრძნება, როგორიცაა დაბუჟება, ჩხვლეტა, ქინძისთავების ჩხხვლეტა
- ცუდი გემო პირში
ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-მდე ადამიანთან)
ლაბორატორიული ტესტები იცვლება
- სისხლის თეთრი უჯრედების დაბალი დონე, რომელსაც ეწოდება ლიმფოციტები, რომლებსაც აქვთ მნიშვნელოვანი ფუნქცია იმუნური სისტემისთვის (ლიმფოპენია)
სისხლში შაქრის დაბალი დონე (ჰიპოგლიკემია)
სისხლში ალბუმინის (მთავარი ცილა ორგანიზმში) არანორმალურად დაბალი დონე
ღვიძლის ფერმენტების (ალანინამინტრანსფერაზა ან ასპარტატამინოტრანსფერაზა ან გამა-გლუტამილტრანსფერაზა) მატება სისხლის ლაბორატორიულ ანალიზებში.
სისხლში ტუტე ფოსფატაზას მაღალი დონე, ცილა, რომელიც ეხმარება ორგანიზმში სპეციფიკურ ქიმიურ პროცესებს, რომლებიც გვხვდება თქვენი სხეულის ბევრ ნაწილში. სისხლში ტუტეფოსფატაზას მაღალი დონე შეიძლება იყოს ღვიძლის ან ძვლების მხრივ დარღვევის ნიშანი
ბილირუბინის დონის მატება (ნარინჯისფერი ყვითელი პიგმენტი, სისხლის წითელი უჯრედების ნორმალური დაშლის ნარჩენი პროდუქტი) ღვიძლის ფუნქციასთან დაკავშირებულ სხვა ლაბორატორიულ ტესტებში
სისხლის შედედების სისტემის ფუნქციასთან დაკავშირებული სხვა ლაბორატორიული გაზომვების ზრდა (გაზრდილი საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობა).
სისხლში მომატებული კრეატინინი, პროდუქტი, რომელიც აჩვენებს, რომ თირკმელები კარგად არ ფუნქციონირებს
კუჭი და ნაწლავები
- კუჭისა და ნაწლავების ანთება (გასტროენტერიტი)
- ნაწლავის ანთება (კოლიტი), ნაწლავის ანთება, რომელიც იწვევს დიარეას (ენტეროკოლიტი), აირები, მუცლის შებერვა
- საჭმლის მონელების დარღვევა
- ყაბზობა
- დაავადება, როდესაც კუჭში წვენი გადადის საყლაპავ მილში (გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება)
- ყლაპვის გაძნელება (დისფაგია)
- ბუასილი (ჰემოროიდები)
- პირის სიმშრალე
ზოგადი
- შემცივნება
- უძილობა
- არანორმალური რეაქცია ინფუზიაზე, რომელიც იწვევს სიმპტომებს, როგორიცაა ქოშინი, სიწითლე, თავის ტკივილი, შებოჭილობა გულმკერდის ან ყელის არეში
- აჩქარებული გულისცემა
- ბუნდოვანი მხედველობა
- თავის ტკივილი
კანი
- ქავილი
- მშრალი კანი
- კანის გამონაყარი
- ხელისგულ-ფეხისგულის სინდრომი - სიწითლე, შეშუპება და/ან ტკივილი ხელის გულებზე და/ან ტერფებზე
- კანის მუქი უბნები (ჰიპერპიგმენტაცია)
ნერვული სისტემა
- სინდრომი, რომელსაც ეწოდება ქოლინერგული სინდრომი, ოფლიანობა, ნერწყვდენა და მუცლის სპაზმები.
- ნევროლოგიური აშლილობის გამომწვევი ტოქსიკურობა
- უსიამოვნო და არანორმალური შეგრძნება შეხებისას
- კანკალი
ინფექციები
- ინფექციები, მაგალითად სოკოვანი ინფექციები პირის ღრუში (ორალური კანდიდოზი), ცხელება ნეიტროფილების დაბალი შემცველობით სისხლის თეთრ უჯრედებში (ფებრილური ნეიტროპენია), ინფექციები, რომლებიც დაკავშირებულია პროდუქტის ვენაში შეყვანასთან.
- ინფექციაზე მთელი სხეულის რეაქციის პოტენციურად სიცოცხლისათვის საშიში გართულება (სეპტიური შოკი)
- ფილტვების ინფექცია (პნევმონია)
- საშარდე გზების ინფექცია
სისხლძარღვები
- დაბალი არტერიული წნევა (ჰიპოტენზია)
- თრომბოემბოლიური მოვლენები, სისხლძარღვში (ვენაში ან არტერიაში) თრომბის წარმოქმნა ან ფილტვის მთავარი არტერიის ან მისი ერთ-ერთი განშტოების ბლოკირება (ფილტვის ემბოლია) ან ბლოკირება სისხლის ნაკადში სხვა ადგილას თრომბის გამო (ემბოლია)
ფილტვები და სასუნთქი გზები
- ხმის მხრივ დარღვევა, ჩახლეჩილი ან ზედმეტად ჩახლეჩილი ხმა
- ქოშინი
- ცხვირ-ხახის ანთება
- სლოკინი
- ცხვირიდან სისხლდენა
თირკმელი
- თირკმლის ფუნქციის უეცარი პრობლემები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თირკმელების ფუნქციის გაუარესება ან დაკარგვა
კუნთები
კუნთების სისუსტე, კუნთების ტკივილი, კუნთების არანორმალური შეკუმშვა
არახშირი (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1 ადამიანთან)
ლაბორატორიული ტესტების ცვლილება
- ყველა ტიპის სისხლის უჯრედების დაბალი დონე (პანციტოპენია)
- ჰემოლიზური ანემია, სისხლის წითელი უჯრედების გადაჭარბებული დაშლა
- გაზრდილი მონოციტების რაოდენობა, სისხლში მონოციტების დონის მომატება (სისხლის თეთრი უჯრედების ქვეტიპი)
- სისხლში ტროპონინ I-ის დონის მატება, პროტეინი, რომელიც აჩვენებს აქვს ტუ არა ადგილი გულის დაზიანებას
- მთლიანი ცილის დაქვეითება, სისხლში ცილის დონის დაქვეითება, რომელიც დაკავშირებულია თირკმელების ან ღვიძლის ფუნქციასთან ან მალაბსორბციასთან
- კრეატინინის თირკმლის კლირენსის შემცირება, კრეატინინის კლირენსის დაქვეითება, რაც აჩვენებს, რომ თირკმელები არ მუშაობს გამართულად
- ჭარბი ცილა შარდში
- სისხლში მარილების არანორმალური დონე
- სისხლში ქლორის დაბალი დონე (ჰიპოქლორემია)
- შარდმჟავას მაღალი დონე სისხლში, რაც იწვევს სახსრების მხრივ სიმპტომებს, განსაკუთრებით მტკივნეულ ანთებას (პოდაგრა)
- სისხლში შაქრის მაღალი დონე (ჰიპერგლიკემია)
- რკინის დეფიციტი სისხლში
კუჭი და ნაწლავები
- საყლაპავის (საკვების მილის) ანთება
- სწორი ნაწლავის ლორწოვანი გარსის ანთება (მსხვილი ნაწლავის ბოლო)
- ნაწლავის კუჭიდან გამომავალი ნაწილის ბლოკირება (თორმეტგოჯა ნაწლავის ობსტრუქცია)
- კუნთების არანორმალური შეკუმშვა საყლაპავში (მილი, რომელიც მიდის პირიდან კუჭისკენ)
- ნაწლავის კუნთებში მოძრაობის დაკარგვა (პარალიზური გაუვალობა)
- განავლის გადინების კონტროლის ნაკლებობა (ანალური შეუკავებლობა), ანუსის გაგლეჯვა, გაძნელებული დეფეკაცია (ტკივილი, ჭინთვები ან დეფეკაციის შეფერხება)
- სისხლის გავლა ტანში (ჰემატოქეზია)
- რექტალური სისხლდენა
- მტკივნეული წყლული პირის ღრუში (აფთოზური წყლული), არანორმალური და უსიამოვნო შეგრძნება პირში, შეგრძნებები, როგორიცაა დაბუჟება, ჩხვლეტის შეგრძნება, ქინძისთავები და ნემსები პირში, პირის კუთხეების ანთება (ორალური ნაკერების), პირის ღრუს ქსოვილის დაკარგვა ან ეროზია (პირის ღრუს წყლულები)
- ენის მხრივ დარღვევა
- კბილების კარიესი, ღრძილების მხრივ დარღვევა, ღრძილების დაავადება, კბილების მომატებული მგრძნობელობა, ღრძილების სერიოზული ანთება
- კუჭის მხრივ დარღვევა, კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება (გასტრიტი)
- ბოყინი (ერუქცია)
- დივერტიკულიტი (დაავადება, რომელიც გავლენას ახდენს ნაწლავებზე)
ზოგადი
- ალერგიული რეაქცია აქტიურ ნივთიერებაზე ან დამხმარე ნივთიერებებზე
- თვალის გაღიზიანება, მხედველობის სიმკვეთრის დაქვეითება, კონიუნქტივიტი, სიწითლე და დისკომფორტი თვალში
- თავბრუსხვევა, ტრიალის შეგრძნება
- ზოგადად უსიამოვნო შეგრძნება (სისუსტე)
- ზოგადი ფიზიკური ჯანმრთელობის გაუარესება
- წითელი, მტკივნეული და ხშირად შეშუპებული ადგილები სხეულის ნაწილზე (ანთება)
- ერთი ან რამდენიმე ორგანოს ერთდროული უკმარისობა
- ტემპერატურის შეგრძნების დარღვევები, სხეულის ტემპერატურა 35 °C-ზე დაბალი (ჰიპოთერმია)
- ტუჩის და სახის შეშუპება
- გრიპის მსგავსი სიმპტომები, როგორიცაა მაღალი ტემპერატურა, ყელის ტკივილი, სურდო, ხველა და შემცივნება
- სათანადო კვების ნაკლებობა
- სითხის შეკავება სიმსივნის ირგვლივ
- ჭარბი ოფლიანობა
- კიდურებში სიცივის შეგრძნება
კანი
- ჭინჭრის ციება (შეშყუპებული წითელი მუწუკები)
- ფრჩხილის მხრივ დარღვევების გამომწვევი ტოქსიკურობა, ფრჩხილის ფირფიტების ფერის შეცვლა
- კანის დაზიანება, კანის სიწითლე (ერითემა), კანის სიმშრალე, მგრძნობიარე კანი
- გამონაყარი, ჩირქით სავსე ბუშტუკების მსგავსი დაზიანებებით (პუსტულური გამონაყარი)
- კანის ანთება ბულოებით (ბულოზური დერმატიტი)
- ექსფოლიაციური გენერალიზებული დერმატიტი, კანის ქერცლები ან აქერცვლა
- პეტექიები, სისხლის წვრილი ლაქები კანის ქვეშ და ტელანგიექტაზია, ხილული წვრილი ხაზოვანი წითელი სისხლძარღვები
- ანთებითი დაავადება, რომელიც იწვევს წითელ, ქერცლიან ლაქებს კანზე (ფსორიაზი)
- ვულვიას და საშოს სიმშრალე
ნერვული სისტემა
- კრუნჩხვა
- თავის ტვინში სისხლდენა (ცერებრალური სისხლდენა), თავის ტვინში სისხლის ნაკადის უეცარი შეწყვეტა, გამოწვეული თავის ტვინის ნაწილის სისხლის მიწოდების დაბლოკვით (იშემიური ინსულტი), თავის ტვინში სისხლის ნაკადის დროებითი შეწყვეტა (გარდამავალი იშემიური შეტევა)
- ყნოსვის დაკარგვა (ანოსმია), ენის გემოვნების ფუნქციების დაკარგვა (აგევზია)
- არასტაბილურობის ან თავბრუსხვევის შეგრძნება (ბალანსის დარღვევა)
- გადაჭარბებული ძილიანობა
- შეხების, ტკივილისა და ტემპერატურის მგრძნობელობის დაქვეითება
- შემეცნებითი ფუნქციონირებისა და უნარების შეზღუდვა (ინტელექტუალური უნარშეზღუდულობა) და ენერგიისა და გონებრივი სიმწვავის უჩვეულო ნაკლებობა (ლეტარგია)
- საგნების დამახსოვრების უნარის შემცირება
- ცნობიერების დაკარგვის გარდაუვალი, გარდამავალი განცდა (პრესინკოპე) და სისუსტე (სინკოპე)
- დაბნეულობის შეგრძნება
- ნევროზი (ფსიქიკური აშლილობა მაღალი დონის შფოთვით) და დეპრესია
ინფექციები
- სხეულის სისტემური ანთება, გამოწვეული ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე გზების ინფექციით (ბილიარული სეფსისი)
- ინფექციით გამოწვეული ცხელება
- ბაქტერიული ინფექცია გამოწვეული მიკრობიტ - Clostridium difficile
- ლორწოვანის ინფექცია (სხეულის ღრუს ლორწოვანი გარსის ინფექცია)
- ფურუნკული (boil), თმის ფოლიკულების ბაქტერიული ინფექცია
- ხმის აპარატის ინფექცია (ლარინგიტი)
- სინუსიტი, სინუსების ანთება
- კბილის ინფექცია
- პირის ღრუს სოკოვანი ინფექცია
- ჰერპეს სიმპლექსი, პირის ღრუს (როგორიცაა გაციება) ან სასქესო ორგანოების ვირუსული ინფექცია
- ვულვასა და საშოს მიკოზური ინფექცია
- ანალური აბსცესი, შეშუპებული ანალური უბანი, სადაც გროვდება ჩირქი
ფილტვები და სასუნთქი გზები
- სხეულის ქსოვილებში ჟანგბადის შემცირებული ხელმისაწვდომობა ან სხეულის ქსოვილებისა და ორგანოების ჟანგბადის მიწოდების გაზრდა.
- ხველა
- ცხვირის ანთება
- ფილტვის მთლიანი ან ნაწილის კოლაფსი (ატელექტაზი)
- ფილტვების ანთება (პნევმონიტი, ფილტვის ინტერსტიციული დაავადება))
ტკივილი
- ტკივილი, გულმკერდის (არა გულის მიზეზით) ტკივილი, ტკივილი იღლიის არეში, სახსრების ტკივილი, ზურგის ტკივილი, ძვლების ტკივილი, კიდურების ტკივილი, ტკივილი და ანთება რამდენიმე სახსარში (პოლიართრიტი),პირის ღრუსა და ყელის ტკივილი (ოოფარინგეალური ტკივილი)
- მკერდის არეში ტკივილი
- ტკივილი პირის ღრუში (პარესთეზია ორალური)
- ღრძილების ტკივილი
- მტკივნეული შარდვა
გული და სისხლძარღვები
- სტენოკარდია - ტკივილი გულმკერდის, ყბის და ზურგის არეში, გამოწვეული ფიზიკური დატვირთვით და გულში სისხლის მიმოქცევის პრობლემების გამო.
- გულის შეტევა
- ძლიერი გულისცემა, რომელიც შეიძლება იყოს სწრაფი ან არარეგულარული
- გულის არანორმალური ელექტრული აქტივობა, რომელიც გავლენას ახდენს მის რიტმზე, (ელექტროკარდიოგრამაზე QT გახანგრძლივება)
- მაღალი წნევა (ჰიპერტენზია)
- ვენის ანთება (ფლებიტი)
- სისხლის დაგროვება კანქვეშ (ჰემატომა)
ღვიძლი
- ნაღვლის სადინარის ანთება, ჩვეულებრივ გამოწვეული ბაქტერიებით (ქოლანგიტი)
- ღვიძლის ანთება გარკვეულ ნივთიერებებზე პასუხად
- ღვიძლისგან ნაღვლის გადინების დაქვეითება ბლოკირების გამო (ქოლესტაზი)
- ღვიძლის ციტოლიზი, ღვიძლის ანთებით სისხლში ტრანსამინაზების მომატებული დონეებით, ქიმიური ნივთიერებებით ღვიძლიდან სისხლში, რომლებიც გვამცნობენ, როგორ მუშაობს ღვიძლი.
შეტყობინება გვერდითი ეფექტების შესახებ
თუ თქვენ გაქვთ რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ექთანს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელ-ჩანართში. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი ეფექტების შესახებ პირდაპირ ანგარიშგების ეროვნული სისტემის მეშვეობით, რომელიც ჩამოთვლილია დანართში V. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით თქვენ შეგიძლიათ მიაწოდოთ მეტი ინფორმაცია ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.
ჭარბი დოზა
კლინიკურ კვლევებში პეგილირებული ლიპოსომური ონივაიდი შეყვანილი იყო 210 მგ/მ2-მდე დოზით სხვადასხვა ტიპის კიბოს მქონე პაციენტებში. ამ პაციენტებში გამოვლენილი გვერდითი რეაქციები იყო რეკომენდირებული დოზისა და რეჟიმის დროს გამოვლენილი გვერდითი რეაქციების მსგავსი.
არსებობს შეტყობინებები არა–ლიპოსომული ირინოტეკანის დოზის გადაჭარბების შესახებ, რომლებიც დაახლოებით ორჯერ აღემატებოდა რეკომენდებულ თერაპიულ დოზებს, რომელიც შესაძლებელია ყოფილიყო ფატალური. ყველაზე მნიშვნელოვანი გვერდითი მოვლენა იყო მძიმე ნეიტროპენია და მძიმე ფაღარათი.
არ არის ცნობილი ანტიდოტი პეგილირებული ლიპოსომური ონივაიდის დოზის გადაჭარბებისთვის. მაქსიმალური შემანარჩუნებელი ზომები უნდა გატარდეს დიარეით გამოწვეული დეჰიდრატაციის თავიდან ასაცილებლად და ნებისმიერი ინფექციური გართულების სამკურნალოდ.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებაა ირინოტეკანი. კონცენტრატის ერთი 10 მლ ფლაკონი შეიცავს 43 მგ ირინოტეკანის უწყლო თავისუფალ ფუძეს (როგორც სუკროზოფატის მარილი პეგილირებულ ლიპოსომურ ფორმაში).
სხვა ინგრედიენტებია: 1,2 დისტეაროილ-სნ-გლიცერო-3-ფოსფოქოლინი (DSPC); ქოლესტერინი, N-(კარბონილის მეთოქსიპოლიეთილენგლიკოლი 2000)-1,2 დისტეაროლი-სნ-გლიცერო-3-ფოსფოეთანოლამინი (MPEG-2000-DSPE); საქაროზას ოქტასულფატი; 2 [4-(2-ჰიდროქსიეთილ)პიპერაზინი-1-ილ]ეთანსულფონის მჟავა (HEPES ბუფერი); ნატრიუმის ქლორიდი და საინექციო წყალი. პეგილირებული ლიპოსომური ონივაიდი შეიცავს ნატრიუმს, თუ თქვენ იცავთ ნატრიუმის კონტროლირებად დიეტას, იხილეთ ნაწილი 2.
როგორ გამოიყურება პეგილირებული ლიპოსომური ონივაიდი და შეფუთვის შიგთავსი
პეგილირებული ლიპოსომური ონივაიდი წარმოდგენილია მინის ფლაკონში თეთრიდან ოდნავ მოყვითალო გაუმჭვირვალე იზოტონური ლიპოსომური დისპერსიის სახით.
თითოეული შეფუთვა შეიცავს ერთ ფლაკონს 10 მლ კონცენტრატით.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
შენახვის პირობები
შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის უხილავ და მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს კოლოფზე და ფლაკონზე „EXP“-ის შემდეგ. ვარგისობის ვადა ეხება იმ თვის ბოლო დღეს.
ინახება მაცივარში (2°C - 8°C).
არ შეიძლება გაყინვა.
შეინახეთ ფლაკონი მუყაოს კოლოფში სინათლისგან დასაცავად.
საინფუზიო კონცენტრატის განზავების შემდეგ 5% გლუკოზის საინექციო ხსნარით ან ნატრიუმის ქლორიდის 9 მგ/მლ (0.9%) საინექციო ხსნარით, დისპერსია უნდა იქნას გამოყენებული რაც შეიძლება მალე, მაგრამ შეიძლება ინახებოდეს გარემოს ტემპერატურაზე (15°C-დან 25°C-მდე) 6 საათამდე. საინფუზიოდ განზავებული დისპერსია შეიძლება შეინახოს მაცივარში (2°C - 8°C) გამოყენებამდე არაუმეტეს 24 საათის განმავლობაში. ის დაცული უნდა იყოს სინათლისგან და არ უნდა გაიყინოს.
არ გადააგდოთ ეს პრეპარატი კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადააგდოთ წამლები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ტოპოიზომერაზა 1-ის (TOP1) ინჰიბიტორები.
ათქ–კოდი: L01CE02.
მოქმედების მექანიზმი
პეგილირებული ლიპოსომური ონივაიდის აქტიური ნივთიერება არის ირინოტეკანი (ტოპოიზომერაზა 1-ის ინჰიბიტორი), რომელიც ჩასმულია ორშრიან ლიპიდურ ვეზიკულაში ან ლიპოსომაში.
ირინოტეკანი არის კამპტოთეკინის წარმოებული. კამპტოთეკინი მოქმედებს დნმ ტოპოიზომერაზა I-ის სპეციფიკური ინჰიბიტორის სახით. ირინოტეკანი და მისი აქტიური მეტაბოლიტი SN-38 შექცევადად უკავშირდება ტოპოიზომერაზას I–დნმ კომპლექსს და ასტიმულირებს ერთ-ჯაჭვიანი დნმ-ის კერებს, რომლებიც აბლოკირებენ დნმ-ის რეპლიკაციას და ციტოტოქსიურობაზე არიან პასუხისმგებელნი. ირინოტეკანი მეტაბოლიზდება კარბოქსილესთერაზას მიერ SN38–მდე. SN-38 ირინოტეკანზე დაახლოებით 1000-ჯერ ძლიერია როგორც ტოპოიზომერაზა I-ის ინჰიბიტორი, რომელიც მიღებულია ადამიანების და მღრღნელების სიმსივნური უჯრედების ხაზიდან.
ფარმაკოდინამიკური ეფექტები
ცხოველურ მოდელებში ნაჩვენებია, რომ პეგილირებული ლიპოსომური ონივაიდი ახანგრძლივებს ირინოტეკანის შემცველობას პლაზმაში და სიმსივნის ადგილას ახანგრძლივებს აქტიური მეტაბოლიტის SN–38–ის ზემოქმედებას.
კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება
NAPOLI-3:
პეგილირებული ლიპოსომური ონივაიდის უსაფრთხოება და ეფექტურობა ოქსალიპლატინთან, 5-ფტორურაცილთან და ლეიკოვორინთან (NALIRIFOX) კომბინაციაში გამოყენებისას შეფასებული იყო NAPOLI-3-ში, რანდომიზირებულ, მულტიცენტრულ, ღია, აქტიურ–კონტროლირებად კვლევაში, რომელიც მოიცავდა 770 პაციენტს პანკრეასის მეტასტაზური კარცინომით, რომლებიც არ იღებდნენ წინასწარ ქიმიოთერაპიას მეტასტაზურ სტადიაში. რანდომიზაცია სტრატიფიცირებული იყო რეგიონის, ღვიძლის მეტასტაზებისა და ECOG შესრულების სტატუსის მიხედვით. პაციენტები იყო რანდომიზირებული (1:1), რომ მიეღოთ ერთ-ერთი შემდეგი მკურნალობის ჯგუფი:
NALIRIFOX: პეგილირებული ლიპოსომური ონივაიდის 50 მგ/მ2 ინტრავენური ინფუზიის სახით 90 წუთის განმავლობაში, შემდგომ ოქსალიპლატინი 60 მგ/მ2 ინტრავენური ინფუზიის სახით 120 წუთის განმავლობაში, რასაც მოჰყვება ლეიკოვორინი 400 მგ/მ2 ინტრავენურად 30 წუთის განმავლობაში, შემდგომ 5-FU 2,400 მგ/მ2 ინტრავენურად 46 საათის განმავლობაში, შეყვანილი ყოველ 2 კვირაში.
Gem+NabP: Nab-პაკლიტაქსელი 125 მგ/მ2 ინტრავენური ინფუზიის სახით 35 წუთის განმავლობაში, რასაც მოჰყვება გემციტაბინი 1000 მგ/მ2 ინტრავენურად 30 წუთის განმავლობაში ყოველი 28-დღიანი ციკლის 1, 8 და 15 დღეებში.
UGT1A1*28 ალელთან მიმართებაში ჰომოზიგოტურმა პაციენტებმა დაიწყეს მკურნალობა პეგილირებული ლიპოსომური ონივაიდის იმავე დოზით (50 მგ/მ2 პეგილირებული ლიპოსომური ონივაიდი) და უსაფრთხოების მიზნით საგულდაგულო მონიტორინგის ქვეშ იმყოფებოდნენ.
მკურნალობა გაგრძელდა მანამ, სანამ RECIST V1.1 არ განსაზღვრავდა დაავადების პროგრესირებას ან მიუღებელ ტოქსიკურობას. სიმსივნის სტატუსის შეფასებები ტარდებოდა საწყის ეტაპზე და ყოველ 8 კვირაში, იმის შემდეგ, რაც შეფასდებოდა მკვლევარის მიერ RECIST v1.1 მიხედვით.
ეფექტურობის შედეგის ძირითადი მაჩვენებელი იყო საერთო გადარჩენა (OS), პროგრესირების გარეშე გადარჩენა (PFS) და ობიექტური საპასუხო რეაქციის მაჩვენებელი (ORR).
საწყის დემოგრაფიულ მონაცემებს და პაციენტის მახასიათებლებს წარმოადგენდა: საშუალო ასაკი 65 წელი (დიაპაზონი: 20-85); 50% 65 წლის ან უფროსი ასაკის; 56% მამაკაცი; 83% თეთრი; 5% აზიატი; 3% შავკანიანი ან აფროამერიკელი; ECOG შესრულების სტატუსი იყო 0 43%-ში ან 1 57% პაციენტში; 87% ღვიძლის მეტასტაზები.
NAPOLI-3-მა აჩვენა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი გაუმჯობესება OS-სა და PFS-ში NALIRIFOX-ის ჯგუფისთვის Gem+NabP-ის ჯგუფთან შედარებით, სტატისტიკური ანალიზის გეგმაში სტრატების თავდაპირველი განმარტების მიხედვით. მედიანური OS იყო 11.1 თვე (95% CI: 10.0, 12.1; HR 0.84 (95% CI: 0.71, 0.99); p=0.04) NALIRIFOX-ის ჯგუფისთვის და 9.2 თვე (95% CI: 8.3, 10.6) Gem+NabP-ის ჯგუფისთვის საბოლოო ანალიზისას. განახლებული OS ანალიზის შედეგები შეჯამებულია ცხრილში 5 და სურათზე 1 (OS).
ცხრილი 5: NAPOLI-3 კლინიკური კვლევის ეფექტურობის შედეგები
NALIRIFOX
(N=383)
Gem+NabP
(N=387)
განახლებული საერთო გადარჩენა, წყვეტა = 2023 წლის 03 ოქტომბერი
სიკვდილის შემთხვევების რაოდენობა, n (%)
328 (85.6)
345 (89.1)
მედიანური საერთო გადარჩენა (თვეები)
- 1
- 2
(95% CI)
(10.0, 12.1)
(8.3, 10.6)
რისკის კოეფიციენტი (95% CI) *
- 85 (0.73, 0.99)
პროგრესირების გარეშე გადარჩენა, წყვეტა = 2022 წლის 23 ივლისი**
სიკვდილი ან პროგრესირება, n (%)
249 (65)
259 (67)
საშუალო გადარჩენა პროგრესირების გარეშე (თვეები)
- 4
- 6
(95% CI)
(6.0, 7.7)
(5.3, 5.8)
რისკის კოეფიციენტი (95% CI) *
- 70 (0.59, 0.84)
p-მნიშვნელობა†
- 0001
ობიექტური საპასუხო რეაქციის მაჩვენებელი, წყვეტა = 2022 წლის 23 ივლისი
ORR (95% CI)
- 8 (36.8, 46.9)
- 2 (31.4, 41.2)
CR, n (%)
1 (0.3)
1 (0.3)
PR, n (%)
159 (41.5)
138 (35.9)
NALIRIFOX = პეგილირებული ლიპოსომური ონივაიდი + ოქსალიპლატინი/5-ფტორურაცილი/ ლეიკოვორინი;
Gem+NabP=გემციტაბინი + Nab-პაკლიტაქსელი
- კოქსის სტრატიფიცირებულ პროპორციულ საფრთხეთა მოდელზე დაფუძნებული საწყისი ECOG შესრულების სტატუსის, რეგიონის (ჩრდილოეთი ამერიკა, აღმოსავლეთი აზია და დანარჩენი მსოფლიო) და ღვიძლის მეტასტაზების მიხედვით
- * პაციენტები გარიცხულნი იყვნენ, როდესაც დაწყებული იყო შემდგომი კიბოს საწინააღმდეგო თერაპია ან გაუქმდა კვლევაზე თანხმობა, ან დაიკარგა FU ან თუ სიმსივნის 2 თანმიმდევრული შეფასება გამოტოვებული იყო და რასაც მოჰყვა პროგრესირება ან სიკვდილი
† სტრატიფიცირებული ლოგ-რანგის ტესტის საფუძველზე.
აბრევიატურები: CR=სრული პასუხი, PR=ნაწილობრივი პასუხი; CI = სანდოობის ინტერვალი
სურათი 1: კაპლან-მაიერის მრუდი განახლებული საერთო გადარჩენისთვის, წყვეტა = 2023 წლის 03 ოქტომბერი NAPOLI-3-ში
საერთო გადარჩენის შესაძლებლობა (+/–)
No. რისკის ქვეშ:
NALIRIFOX
Gem+NabP
NAPOLI-1:
პეგილირებული ლიპოსომური ონივაიდის უსაფრთხოება და ეფექტურობა გამოკვლეული იყო საერთაშორისო რანდომიზებულ ღია ეტიკეტიან კონტროლირებად კლინიკურ კვლევაში (NAPOLI - 1), რომელიც ამოწმებდა მკურნალობის ორ სქემას პანკრეასის მეტასტაზური ადენოკარცინომის მქონე პაციენტებისთვის, რომლებსაც ჰქონდათ დაავადების პროგრესირება გემციტაბინის ან გემციტაბინის შემცველი თერაპიის შემდეგ. კვლევა შემუშავებული იყო პეგილირებული ლიპოსომური ონივაიდის მონოთერაპიის ან პეგილირებული ლიპოსომური ონივაიდი + 5 FU/LV–ის კლინიკური ეფექტურობისა და უსაფრთხოების შესაფასებლად 5–FU/LV–ის აქტიურ საკონტროლო ჯგუფთან შედარებით.
პაციენტები, რომლებიც რანდომიზებულნი იყვნენ პეგილირებული ლიპოსომური ონივაიდი + 5 FU/LV–ის ჯგუფში, მიიღეს პეგილირებული ლიპოსომური ონივაიდის 70 მგ/მ2 ინტრავენური ინფუზიის სახით 90 წუთის განმავლობაში, რასაც მოჰყვა LV 400 მგ/მ2 ინტრავენურად 30 წუთის განმავლობაში, და შემდეგ 5FU 2,400 მგ/მ2 ინტრავენურად 46 საათზე მეტი ხნის განმავლობაში, და ეს სქემა ინიშნებოდა ყოველ 2 კვირაში. UGT1A1* 28 ალელისთვის ჰომოზიგოტური პაციენტები ღებულობდნენ პეგილირებული ლიპოსომური ონივაიდის უფრო დაბალ საწყის დოზას (იხ. ნაწილი 4.2). 5–FU/LV-ზე რანდომიზებული პაციენტები იღებდნენ ლეიკოვორინს 200 მგ/მ2 ინტრავენურად 30 წუთის განმავლობაში, რასაც მოჰყვა 5–FU 2000 მგ/მ2 ინტრავენურად 24 საათის განმავლობაში, შეყვანილი 6-კვირიანი ციკლის 1, 8, 15 და 22 დღეებში. პაციენტები, რომლებიც რანდომიზებულნი იყვნენ პეგილირებული ლიპოსომური ონივაიდის მონოთერაპიაზე, იღებდნენ დოზას 100 მგ/მ2 ინტრავენური ინფუზიის სახით 90 წუთის განმავლობაში, ყოველ 3 კვირაში.
ჩართვის ძირითადი კრიტერიუმები პანკრეასის მეტასტაზური ადენოკარცინომის მქონე პაციენტებისთვის NAPOLI 1 კლინიკურ კვლევაში იყო კარნოფსკის ფუნქციური სკალა (KPS) ≥70, ბილირუბინის ნორმალური დონე, ტრანსამინაზების დონეები ≤2,5-ჯერ ULN-ზე ან ≤5-ჯერ პაციენტებისთვის ღვიძლის მეტასტაზებით და ალბუმინი ≥3.0 გ/დლ.
სულ 417 პაციენტი რანდომიზირებული იყო პეგილირებული ლიპოსომური ონივაიდი + 5 FU/LV–ის ჯგუფში (N=117), პეგილირებული ლიპოსომური ონივაიდის მონოთერაპიის ჯგუფში (N=151) და 5 FU/LV–ის ჯგუფში (N=149). პაციენტის დემოგრაფიული და ჩართვის ეტაპზე არსებული დაავადების მახასიათებლები კარგად იყო დაბალანსებული საკვლევ ჯგუფებს შორის.
სრული პოპულაციის მკურნალობის მიზნით (ყველა რანდომიზირებული პაციენტი), კვლევაში ჩართული პაციენტების საშუალო ასაკი იყო 63 წელი (31–87 წლის დიაპაზონში), მამაკაცი იყო 57%, 61% იყო კავკასიელი და 33% აზიელი. ალბუმინის საშუალო საწყისი დონე იყო 3.6 გ/დლ, ხოლო საწყისი KPS პაციენტების 55%-ში იყო 90–100. დაავადების მახასიათებლები მოიცავდა ღვიძლში მეტასტაზების მქონე 68% და ფილტვებში მეტასტაზების მქონე 31% პაციენტებს; პაციენტთა 12%-ს არ ჰქონდა მეტასტაზური თერაპია ჩატარებული, პაციენტთა 56%-ს ჰქონდა ჩატარებული მეტასტაზური თერაპიის 1 წინა კურსი, პაციენტთა 32%-ს ჰქონდა ჩატარებული მეტასტაზური თერაპიის 2 ან მეტი კურსი.
პაციენტები იღებდნენ მკურნალობას დაავადების პროგრესირებამდე ან დაუშვებელი ტოქსიკურობის მიღწევამდე. პირველადი შედეგის შეფასების კრიტერიუმი იყო საერთო გადარჩენა (OS). შეფასების დამატებითი კრიტერიუმები მოიცავდა პროგრესირების გარეშე გადარჩენას (PFS) და ობიექტური საპასუხო რეაქციის მაჩვენებელს (ORR). შედეგები ნაჩვენებია ცხრილში 6. საერთო გადარჩენა ილუსტრირებულია სურათზე 2.
ცხრილი 6: ეფექტურობის მონაცემები NAPOLI1 კლინიკური კვლევიდან
ონივაიდი პეგილირებული ლიპოსოსმური + 5FU/LV
(N = 117)
5FU/LV
(N = 119)
საერთო გადარჩენა11
სიკვდილის რაოდენობა, n (%)
75 (64)
80 (67)
საშუალო OS (თვეები)
- 1
- 2
(95% სანდოობის ინტერვალი (CI))
(4.8, 8.9)
(3.3, 5.3)
რისკის კოეფიციენტი (95% CI)3
- 67 (0.490.92)
pმნიშვნელობა4
- 0122
პროგრესირების გარეშე გადარჩენა1,2
სიკვდილი ან პროგრესირება, n (%)
83 (71)
92 (77)
საშუალო PFS (თვეები)
- 1
- 5
(95% CI)
(2.7, 4.2)
(1.4, 1.8)
რისკის კოეფიციენტი (95% CI)3
- 56 (0.410.75)
pმნიშვნელობა4
- 0001
ობიექტური საპასუხო რეაქციის მაჩვენებელი2
N
19
1
ORR (%)
- 2
- 8
95% CI of Rate5
- 6, 22.9
- 0, 2.5
მაჩვენებლების სხვაობა (95% CI)5
- 4 (8.5, 22.3)
pმნიშვნელობა6
< 0.0001
1 მედიანა არის გადარჩენის საშუალო დროის მაჩვენებელი კაპლან–მაიერის შეფასებით
2 RECIST გაიდლაინის მიხედვით, v 1.1.
3 კოქსის მოდელის ანალიზი
4 არასტრატიფიცირებული ლოგრანგის ტესტი
5 ეფუძნება ნორმალურ მიახლოვებას
6 ფიშერის ექსტრაქტ–ტესტი
აბრევიატურა: 5FU/LV = 5ფტორურაცილი/ლეიკოვორინი; CI = სანდოობის ინტერვალი
სურათი 2: კაპლან-მაიერის მრუდი საერთო გადარჩენისთვის NAPOLI-1-ში
შეზღუდული რაოდენობის პაციენტებს, რომლებსაც ადრე ჰქონდათ მიღებული არა–ლიპოსომური ირინოტეკანი, პეგილირებული ლიპოსომური ონივაიდის მიღების შედეგად უპირატესობა არ ჰქონიათ.
პედიატრიული პოპულაცია
ევროპის მედიკამენტების სააგენტო ათავისუფლებს პეგილირებული ლიპოსომური ონივაიდის პედიატრიული პოპულაციის ყველა ქვეჯგუფში პანკრეასის ადენოკარცინომის კვლევების შედეგების წარდგენის ვალდებულებისგან (იხ. პუნქტი 4.2 ინფორმაციისთვის პედიატრიაში გამოყენების შესახებ).
- 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები
აბსორბცია
ირინოტეკანის ლიპოსომური ინკაფსულირებული ფორმა ახანგრძლივებს მის ცირკულირებას და ზღუდავს განაწილებას არა–ლიპოსომური ირინოტეკანის იგივე მაჩვენებლებთან შედარებით.
საერთო ირინოტეკანისა და საერთო SN–38-ის პლაზმური ფარმაკოკინეტიკა შეფასებული იყო კიბოს მქონე პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ პეგილირებულ ლიპოსომურ ონივაიდს, როგორც ცალკე, ასევე კომბინირებული ქიმიოთერაპიის შემადგენლობაში, დოზებით 35-დან 155 მგ/მ2-მდე კიბოს მქონე 1058 პაციენტში პოპულაციის ფარმაკოკინეტიკური ანალიზის გამოყენებით. საერთო ირინოტეკანისა და SN–38–ანალიტების ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები პეგილირებული ლიპოსომური ონივაიდის 70 მგ/მ2, როგორც ერთადერთი საშუალების ან კომბინირებული ქიმიოთერაპიის ნაწილის, და 50 მგ/მ2 NALIRIFOX–ის რეჟიმში (პეგილირებულ ლიპოსომურ ონივაიდი/ოქსალიპლატინი/5–FU/LV) შეყვანის შემდეგ წარმოდგენილია ცხრილში 7.
ცხრილი 7: საერთო ირინოტეკანის და საერთო SN-38–ის გეომეტრიული საშუალოს შეჯამება (გეომეტრიული CV)
საწყისი დოზა (მგ/მ2)
აღწერითი სტატისტიკა
საერთო ირინოტეკანი
საერთო SN-38
Cmax
(მკგ/მლ]
AUCSS
[დღე∙მკგ/ მლ]
t1/2
[დღე]
Cmax
[ნგ/მლ]
AUCSS
[დღე∙ნგ/მლ]
50*
N
360
360
360
360
360
გეომეტრიული საშუალო
- 1
- 8
- 93
- 09
- 1
გეომეტრიული CV (%)
- 5
- 6
14
- 1
- 6
70**
N
116
116
116
116
116
გეომეტრიული საშუალო
- 0
- 6
- 91
- 50
- 5
გეომეტრიული CV (%)
- 6
- 3
- 4
- 3
- 0
AUCSS: პლაზმური კონცენტრაციის მრუდის ქვეშ არსებული ფართობი წონასწორულ მდგომარეობაში ორი კვირის მანძილზე
t1/2: ტერმინალური ნახევარგამოყოფის პერიოდი
Cmax = მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია
CV = ვარიაციის კოეფიციენტი
- პეგილირებული ლიპოსომური ონივაიდი/ოქსალიპლატინი/5-FU/ლეიკოვორინი (NAPOLI-3)
- * პეგილირებული ლიპოსომური ონივაიდი/5-FU/ლეიკოვორინი (NAPOLI-1)
განაწილება
ლიპოსომური ირინოტეკანის პირდაპირი გაზომვა აჩვენებს, რომ ირინოტეკანის 95% ცირკულაციის დროს რჩება ლიპოსომაში ინკაფსულირებული სახით. არა–ლიპოსომული ირინოტეკანი ავლენს განაწილების დიდ მოცულობას (138 ლ/მ2). პეგილირებული ლიპოსომური ონივაიდის განაწილების მოცულობა არის 4 ლ (მიღებული პოპულაციური ფარმაკოკინეტიკური ანალიზიდან), რაც სავარაუდოთ ნიშნავს იმას, რომ პეგილირებული ლიპოსომური ონივაიდი ძირითადად ნაწილდება სისხლძარღვთაშიდა სითხეში.
პეგილირებული ლიპოსომური ონივაიდის პლაზმის ცილებთან შეკავშირება უმნიშვნელოა (პეგილირებული ლიპოსომური ონივაიდის მთლიანი ირინოტეკანის 0.44%–ზე ნაკლები). არა–ლიპოსომული ირინოტეკანის პლაზმის ცილებთან შეკავშირება ზომიერია (30% - 68%), ხოლო SN–38 მჭიდროდ უკავშირდება ადამიანის პლაზმის ცილებს (დაახლოებით 95%).
ბიოტრასფორმაცია
ირინოტეკანი, რომელიც გამოიყოფა ინკაფსულირებული ლიპოსომიდან, ექვემდებარება მსგავს მეტაბოლიზმს, რომელიც აღწერილია არა–ლიპოსომური ირინოტეკანისთვის.
ირინოტეკანის მეტაბოლური გარდაქმნა აქტიურ მეტაბოლიტ SN–38-ად განპირობებულია კარბოქსილესტერაზას ფერმენტებით. In vitro კვლევებმა აჩვენა, რომ ირინოტეკანი, SN–38 და სხვა მეტაბოლიტი – ამინოპენტან კარბოქსილის მჟავა (APC), არ აინჰიბირებს ციტოქრომ P450 იზოფერმენტებს. SN–38 შემდგომში კონიუგირდება ძირითადად ფერმენტ UDP–გლუკურონოსილ ტრანსფერაზა 1A1 (UGT1A1)–ს მეშვეობით, გლუკურონიდის მეტაბოლიტის წარმოქმნით. UGT1A1 აქტივობა მცირდება გენეტიკური პოლიმორფიზმის მქონე ინდივიდებში, რაც იწვევს ფერმენტის აქტივობის შემცირებას, როგორიცაა მაგალითად UGT1A1*28 პოლიმორფიზმი.
ელიმინაცია
პეგილირებული ლიპოსომური ონივაიდის და არა–ლიპოსომული ირინოტეკანის განაწილება ადამიანებში ბოლომდე არ არის შესწავლილი.
არა–ლიპოსომული ირინოტეკანის გამოყოფა შარდით შეადგენს 11%-დან 20%-მდე; SN–38–ის <1%–ზე; ხოლო SN–38 გლუკურონიდის არის 3%. ირინოტეკანისა და მისი მეტაბოლიტების (SN–38 და SN–38 გლუკურონიდი) კუმულაციური ბილიარული და შარდით გამოყოფა, ორ პაციენტში არა–ლიპოსომური ირინოტეკანის შეყვანიდან 48 საათის განმავლობაში, მერყეობდა დაახლოებით 25%-დან (100 მგ/მ2) 50%-მდე (300 მგ/მ2).
თირკმლის დაზიანება
თირკმელების უკმარისობის მქონე პაციენტებში სპეციალური ფარმაკოკინეტიკური კვლევა არ ჩატარებულა. კრეატინინის კლირენსი არ იქნა აღმოჩენილი, როგორც მნიშვნელოვანი კოვარიატი SN–38–ის კლირენსზე. თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში (CLcr <30 მლ/წთ) ფარმაკოკინეტიკაზე ზემოქმედების შესაფასებლად მონაცემები საკმარისი არ იყო (იხ. პუნქტები 4.2 და 4.4).
ღვიძლის დაზიანება
ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში სპეციალური ფარმაკოკინეტიკური კვლევა არ ჩატარებულა. პოპულაციის ფარმაკოკინეტიკური ანალიზის დროს, ბილირუბინის მომატებული დონე ასოცირებული იყო SN-38 კლირენსის დაქვეითებასთან. ბილირუბინის დონე 1,14 მგ/დლ (საერთო პოპულაციის 95 პროცენტილი) იწვევს SN-38 AUC-ის 32%-ით ზრდას ბილირუბინის მედიანურ დონესთან 0,44 მგ/დლ შედარებით (მოდელში შეფასებული 1055 პაციენტიდან 54-ს ჰქონდა ბილირუბინის დონე ≥ 1.14 მგ/დლ). პაციენტებისთვის ბილირუბინის დონით >2.8 მგ/დლ მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი). მომატებული ALT/AST კონცენტრაციის ზემოქმედება მთლიან SN–38 კონცენტრაციაზე არ აღინიშნებოდა. მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი პაციენტებისთვის, რომელთა საერთო ბილირუბინი 2-ჯერ აღემატება ULN-ს.
სხვა განსაკუთრებული პოპულაციები
ასაკი და სქესი
20-დან 87 წლამდე ასაკის პაციენტებში, რომელთაგან 11% წინა კვლევებში და 6.9% NAPOLI-3–ში იყო ≥75 წლის, პოპულაციის ფარმაკოკინეტიკური ანალიზის მიხედვით ნაჩვენებია, რომ ასაკს არ აქვს კლინიკურად მნიშვნელოვანი გავლენა ირინოტეკანისა და SN–38-ის ექსპოზიციაზე.
სქესი აღმოჩნდა როგორც მნიშვნელოვანი კოვარიატი პოპულაციურ PK ანალიზში ირინოტეკანის AUC–ის 28% ზრდით და კლინიკურად მნიშვნელოვანი SN-38–ის AUC–ის 32% ზრდით ქალებში, რომელიმე სხვა კოვარიატის გათვალისწინების გარეშე.
ეთნიკურობა
პოპულაციური ფარმაკოკინეტიკური ანალიზი აჩვენებს, რომ ირინოტეკანის AUC არის 32%-ით დაბალი, რაც კლინიკურად მნიშვნელოვანია აზიური ეთნიკური წარმომავლობის მონაწილეებში, ვიდრე სხვა ეთნიკური წარმომავლობის მონაწილეებში.
ფარმაკოკინეტიკური/ფარმაკოდინამიკური ურთიერთქემდება
NAPOLI-3:
ექსპოზიცია-უსაფრთხოების ანალიზში, რომელიც ფოკუსირებული იყო 360 სუბიექტის მონაცემებზე, რომლებიც ჩართულნი იყვნენ NAPOLI-3 კვლევაში და მკურნალობდნენ 50 მგ/მ² პეგილირებული ლიპოსომური ონივაიდით კომბინაციაში 5-FU, LV და ოქსალიპლატინთან, 3 და უფრო მაღალი ხარისხის დიარეის ან 3 ხარისხის ან უფრო მაღალი ხარისხის ნეიტროპენიის ალბათობა, როგორც ჩანს, იზრდებოდა როგორც ირინოტეკანის, ისევე SN-38–ის ექსპოზიციის გაზრდით. ექსპოზიცია-ეფექტურობის თაანაფარდობა არ იქნა მიჩნეული როგორც სტატისტიკურად მნიშვნელოვანი.
NAPOLI-1:
353 პაციენტზე ჩატარებულ გაერთიანებულ ანალიზში, SN–38–ის Cmax უფრო მაღალი შემცველობა პლაზმაში ასოცირდებოდა ნეიტროპენიის განვითარების მეტ ალბათობასთან, ხოლო საერთო ირინოტეკანის Cmax უფრო მაღალი შემცველობა პლაზმაში ასოცირდებოდა დიარეის განვითარების მეტ ალბათობასთან.
NAPOLI-1–ში საერთო ირინოტეკანისა და SN–38-ის მაღალი პლაზმური ექსპოზიცია პეგილირებული ლიპოსომური ონივაიდი + 5 FU/LV–ის სამკურნალო ჯგუფის პაციენტებისთვის ასოცირდებოდა უფრო ხანგრძლივ OS და PFS-თან, ასევე უფრო მაღალ ORR-თან (ობიექტური საპასუხო რეაქციის მაჩვენებელი).
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
B. ფურცელი-ჩანართიფურცელი-ჩანართი: ინფორმაცია მომხმარებლისთვის
ონივაიდი®
პეგილირებული ლიპოსომური 4.3 მგ/მლ კონცენტრატი საინფუზიო დისპერსიის მოსამზადებლად
ირინოტეკანი
ამ პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ მთლიანად ეს ფურცელი–ჩანართი, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ ეს ფურცელი-ჩანართი. თქვენ შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
თუ თქვენ გაქვთ რაიმე დამატებითი შეკითხვები, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ექთანს.
თუ თქვენ გაქვთ რაიმე გვერდითი ეფექტები, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ექთანს. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელ–ჩანართში. იხილეთ ნაწილი 4.
ამ ფურცელ–ჩანართში
- რას წარმოადგენს პეგილირებული ლიპოსომური ონივაიდი და რისთვის გამოიყენება
- რა უნდა იცოდეთ პეგილირებული ლიპოსომური ონივაიდის გამოყენებამდე
- როგორ გამოიყენება პეგილირებული ლიპოსომური ონივაიდი
- შესაძლო გვერდითი ეფექტები
- როგორ ინახება პეგილირებული ლიპოსომური ონივაიდი
- შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
- რას წარმოადგენს პეგილირებული ლიპოსომური ონივაიდი და რისთვის გამოიყენება
რა არის პეგილირებული ლიპოსომური ონივაიდი და როგორ მოქმედებს იგი
პეგილირებული ლიპოსომური ონივაიდი არის კიბოს სამკურნალო საშუალება, რომელიც შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ირინოტეკანს. ეს აქტიური ნივთიერება შეყვანილია პატარა ლიპიდურ (ცხიმოვან) ნაწილაკებში, რომლებსაც ლიპოსომები ეწოდება.
ირინოტეკანი მიეკუთვნება კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატების ჯგუფს, რომელსაც ეწოდება "ტოპოიზომერაზას ინჰიბიტორები". ის ბლოკავს ფერმენტს, სახელწოდებით ტოპოიზომერაზა I, რომელიც მონაწილეობს უჯრედული დნმ-ის დაყოფაში. ეს ხელს უშლის კიბოს უჯრედების გამრავლებას და ზრდას და ისინი საბოლოოდ ნადგურდებიან.
მოსალოდნელია, რომ ლიპოსომები დაგროვდება სიმსივნეში და დროთა განმავლობაში ნელა გამოათავისუფლებს წამალს, რაც საშუალებას მისცემს მას იმოქმედოს უფრო ხანგრძლივად.
რისთვის გამოიყენება პეგილირებული ლიპოსომური ონივაიდი
პეგილირებული ლიპოსომური ონივაიდი გამოიყენება მოზრდილი პაციენტების სამკურნალოდ, რომლებსაც აქვთ კუჭქვეშა ჯირკვლის მეტასტაზური კიბო (კუჭქვეშა ჯირკვლის კიბო, რომელიც უკვე გავრცელდა სხეულის სხვა ნაწილებში), რომელთა კიბო ადრე არ იყო ნამკურნალები ან რომელთა კიბოს ადრე მკურნალობა მოიცავდა გემციტაბინს. პაციენტებისთვის, რომლებსაც კიბოს ადრე არ ჩაუტარებიათ მკურნალობა, პეგილირებული ლიპოსომური ონივაიდის გამოიყენება კიბოს სამკურნალო სხვა საშუალებებთან ერთად, სახელწოდებით ოქსალიპლატინი, 5 ფტორურაცილი და ლეიკოვორინი.
პაციენტებისთვის, რომლებიც ადრე მკურნალობდნენ გემციტაბინით, ონივიდის პეგილირებული ლიპოსომალი გამოიყენება კიბოს სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად, სახელწოდებით 5 ფტორურაცილი და ლეიკოვორინი.
თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვა იმის შესახებ, თუ როგორ მოქმედებს პეგილირებული ლიპოსომური ონივაიდი ან რატომ დაგინიშნეს ეს პრეპარატი, მიმართეთ თქვენს ექიმს.
- რა უნდა იცოდეთ პეგილირებული ლიპოსომური ონივაიდის გამოყენებამდე
ყურადღებით მიჰყევით ექიმის მიერ გაცემულ ყველა ინსტრუქციას. ისინი შეიძლება განსხვავდებოდეს ამ ფურცელ–ჩანართში მოცემული ზოგადი ინფორმაციისგან.
არ გამოიყენოთ პეგილირებული ლიპოსომური ონივაიდი
თუ ანამნეზში გქონდათ ძლიერი ალერგია ირინოტეკანზე ან ამ პრეპარატში შემავალ რომელიმე სხვა ინგრედიენტზე (ჩამოთვლილია ნაწილში 6).
თუ ძუძუთი კვებავთ.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ექთანს პეგილირებული ლიპოსომური ონივაიდის მიღებამდე
თუ ოდესმე გქონიათ ღვიძლის პრობლემები ან სიყვითლე
თუ ოდესმე გქონიათ ფილტვის დაავადება ან ადრე მიგიღიათ პრეპარატები (კოლონიის მასტიმულირებელი ფაქტორები), თქვენი სისხლის უჯრედების რაოდენობის გაზრდის მიზნით, ან სხივური თერაპია
თუ იღებთ სხვა პრეპარატებს (იხილეთ ნაწილი „სხვა მედიკამენტები და პეგილირებული ლიპოსომური ონივაიდი“)
თუ გეგმავთ ვაქცინაციას, რადგან ქიმიოთერაპიის დროს არ უნდა ჩატარდეს ბევრი აცრა
თუ თქვენ იცავთ ნატრიუმის კონტროლირებად დიეტას, რადგან ეს პრეპარატი შეიცავს ნატრიუმს.
დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ექთანს პეგილირებული ლიპოსომური ონივაიდით მკურნალობის დროს
თუ თქვენ გაქვთ უეცარი ქოშინი, წამოწითლება, თავის ტკივილი, გამონაყარი კანზე ან ჭინჭრის ციება (ქავილიანი გამონაყარი კანზე შეშუპებული წითელი მუწუკებით, რომლებიც მოულოდნელად ვითარდება), ქავილი, შეშუპება თვალების ირგვლივ, შებოჭილობა გულმკერდის ან ყელის არეში ინფუზიის დროს ან ხანმოკლედ მის შემდეგ
თუ გაქვთ ცხელება, შემცივნება ან ინფექციის სხვა სიმპტომები
თუ გაწუხებთ დიარეა ხშირი თხევადი განავლით და ვერ აკონტროლებთ მას მკურნალობიდან 12-24 საათის შემდეგ (იხ. ქვემოთ)
თუ გაწუხებთ ქოშინი ან ხველა.
თუ გაქვთ სისხლის შედედების ნიშნები ან სიმპტომები, როგორიცაა უეცარი ტკივილი და შეშუპება ფეხის ან ხელის არეში, ხველების უეცარი დაწყება, გულმკერდის ტკივილი ან სუნთქვის გაძნელება.
რა უნდა მოიმოქმედოთ დიარეის შემთხვევაში
როგორც კი გამოვლინდება პირველი თხევადი განავალი, დაიწყეთ რეჰიდრატაციის სითხეების დიდი მოცულობით დალევა (მაგ., წყალი, სოდიანი წყალი, გაზიანი სასმელები, წვნიანი), რათა თავიდან აიცილოთ ზედმეტად სითხისა და მარილების დაკარგვა თქვენი ორგანიზმიდან. დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს, რომ დაგინიშნოთ შესაბამისი მკურნალობა. ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ პრეპარატი, რომელიც შეიცავს ლოპერამიდს, სახლის პირობებში მკურნალობის დასაწყებად, მაგრამ ის არ უნდა გამოიყენოთ ზედიზედ 48 საათზე ხანგრძლივი დროის განმავლობაში. თუ ნარჩუნდება თხევადი განავალი, მიმართეთ ექიმს.
სისხლის ანალიზები და სამედიცინო გამოკვლევები
სანამ დაიწყებთ მკურნალობას პეგილირებული ლიპოსომური ონივაიდით, თქვენი ექიმი ჩაატარებს სისხლის ანალიზს (ან სხვა სამედიცინო გამოკვლევებს) თქვენთვის საუკეთესო საწყისი დოზის დასადგენად.
მკურნალობის დროს დაგჭირდებათ (სისხლის ან სხვა) ტესტების ჩატარება, რათა ექიმმა შეძლოს თქვენი სისხლის უჯრედების მონიტორინგი და შეაფასოს, თუ როგორ რეაგირებთ მკურნალობაზე. თქვენს ექიმს შეიძლება დასჭირდეს დოზის ან თქვენი მკურნალობის კორექტირება.
ბავშვები და მოზარდები
პეგილირებული ლიპოსომური ონივაიდის გამოყენება არ არის რეკომენდებული მოზარდებში და 18 წლამდე ასაკის ბავშვებში.
სხვა მედიკამენტები და პეგილირებული ლიპოსომური ონივაიდი
აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ, ახლახანს მიიღეთ ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, აცნობოთ თქვენს ექიმს, თუ მიგიღიათ ადრე ირინოტეკანი რაიმე ფორმით.
პეგილირებული ლიპოსომური ონივაიდი არ უნდა იქნას გამოყენებული ირინოტეკანის შემცველი სხვა სამკურნალო საშუალებების ნაცვლად, რადგან ის განსხვავებულად მოქმედებს ლიპოსომების შემადგენლობაში ყოფნისას, ვიდრე თავისუფალი ფორმით შეყვანისას.
აცნობეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს, თუ თქვენ უკვე იტარებთ ან ახლახან ჩაიტარეთ ქიმიოთერაპია და/ან რადიოთერაპია ან მკურნალობდით სოკოს საწინააღმდეგო მედიკამენტით ფლუციტოზინით.
ასევე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, აცნობოთ ექიმს, თუ თქვენ იღებთ ასევე შემდეგ სამკურნალო საშუალებებს, რადგან ისინი ამცირებენ ირინოტეკანის დონეს თქვენს ორგანიზმში:
ფენიტოინი, ფენობარბიტალი ან კარბამაზეპინი (პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება კრუნჩხვების და გულყრის სამკურნალოდ)
რიფამპიცინი და რიფაბუტინი (ტუბერკულოზის სამკურნალო საშუალებები)
კრაზანა (მცენარეული პრეპარატი, რომელიც გამოიყენება დეპრესიისა და გუნება–განწყობის დაქვეითების სამკურნალოდ)
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აცნობოთ ექიმს, თუ თქვენ ასევე იღებთ შემდეგ მედიკამენტებს, რადგან ისინი ზრდის ირინოტეკანის დონეს თქვენს ორგანიზმში:
კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი ან ვორიკონაზოლი (პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ)
კლარითრომიცინი (ანტიბიოტიკი, რომელიც გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ)
ინდინავირი, ლოპინავირი, ნელფინავირი, რიტონავირი, საქვინავირი, ატაზანავირი (აივ ინფექციის საწინააღმდეგო პრეპარატები)
რეგორაფენიბი (კიბოს გარკვეული ფორმების საწინააღმდეგო პრეპარატები)
ტელაპრევირი (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ღვიძლის დაავადების სამკურნალოდ, რომელსაც ეწოდება C ჰეპატიტი)
ნეფაზოდონი (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება დეპრესიის, გუნება–განწყობის დაქვეითების სამკურნალოდ)
გემფიბროზილი (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება სისხლში ცხიმის მაღალი დონის სამკურნალოდ)
პეგილირებული ლიპოსომური ონივაიდი საკვებთან და სასმელთან ერთად
მოერიდეთ გრეიფრუტის და გრეიფრუტის წვენის მიღებას პეგილირებული ლიპოსომური ონივაიდის მიღებისას, რადგან შეიძლება გაიზარდოს ირინოტეკანის დონე თქვენს ორგანიზმში.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ორსულად ხართ, არ უნდა მიიღოთ პეგილირებული ლიპოსომური ონივაიდი, რადგან ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს ბავშვს. აცნობეთ ექიმს, თუ ხართ ან ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ. ჰკითხეთ ექიმს რჩევა, თუ გეგმავთ ბავშვის გაჩენას. თუ თქვენ იღებთ პეგილირებულ ლიპოსომურ ონივაიდს, თქვენ არ უნდა კვებოთ ძუძუთი ბოლო დოზის მიღების შემდეგ ერთი თვის განმავლობაში.
პეგილირებული ლიპოსომური ონივაიდით მკურნალობის დროს და შემდგომ ერთი თვის განმავლობაში თქვენ უნდა აირჩიოთ ჩასახვის საწინააღმდეგო ეფექტური მეთოდი, რომელიც თქვენთვის შესაფერისია ორსულობის თავიდან ასაცილებლად ამ პერიოდში. მამაკაცებმა უნდა გამოიყენონ პრეზერვატივი პეგილირებული ლიპოსომური ონივაიდით მკურნალობის დროს და შემდგომ 4 თვის განმავლობაში.
აცნობეთ ექიმს, თუ ძუძუთი კვებავთ. თქვენ არ უნდა მიიღოთ პეგილირებული ლიპოსომური ონივაიდი, თუ ძუძუთი კვებავთ, რადგან ეს შეიძლება საზიანო იყოს თქვენი ბავშვისთვის.
ავტომობილის მართვა და მექანიზმების გამოყენება
პეგილირებულმა ლიპოსომურმა ონივაიდმა შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენს უნარზე მართოთ ავტომობილი და გამოიყენოთ მექანიზმები (რადგან შეიძლება გქონდეთ ძილიანობა, თავბრუსხვევა და დაღლილობა პეგილირებული ლიპოსომური ონივაიდის გამოყენებისას). თქვენ უნდა მოერიდოთ ავტომობილის მართვას, მექანიზმების გამოყენებას ან სხვა დავალებების შესრულებას, რომლებიც საჭიროებენ სრულ ყურადღებას, თუ გრძნობთ ძილიანობას, თავბრუსხვევას და დაღლილობას.
პეგილირებული ლიპოსომური ონივაიდი შეიცავს ნატრიუმს
ეს პრეპარატი შეიცავს 33,1 მგ ნატრიუმს (სამზარეულოს/სუფრის მარილის ძირითადი კომპონენტი) თითოეულ ფლაკონში. ეს მოზრდილებისთვის ნატრიუმის რეკომენდებული მაქსიმალური დღიური ნორმის მოხმარების 1,65%-ის ეკვივალენტურია.
- როგორ გამოიყენება პეგილირებული ლიპოსომური ონივაიდი
პეგილირებული ლიპოსომური ონივაიდი უნდა დაინიშნოს მხოლოდ ჯანდაცვის სპეციალისტების მიერ, რომლებსაც გავლილი აქვთ სწავლება კიბოს საწინააღმდეგო მედიკამენტების დანიშვნის შესახებ.
ყურადღებით მიჰყევით ყველა ინსტრუქციას, რომელიც მიცემულია თქვენი ექიმის ან ექთნის მიერ.
თქვენი ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას თქვენს მიერ მისაღები დოზების შესახებ.
პეგილირებული ლიპოსომური ონივაიდი შეჰყავთ წვეთოვანი (ინფუზიის) სახით ვენაში, რომელიც უნდა გაგრძელდეს სულ მცირე 90 წუთი და მიიღება ერთჯერადი დოზის სახით.
თუ თქვენი კიბო ადრე არ იყო ნამკურნალები, პეგილირებული ლიპოსომური ონივაიდის მიღების შემდეგ თქვენ მოგცემენ სამ სხვა მედიკამენტს, ოქსალიპლატინს, ლეიკოვორინს და 5 ფტორურაცილს.
თუ თქვენს კიბოს ადრე მკურნალობდნენ გემციტაბინით, პეგილირებული ლიპოსომური ონივაიდის მიღების შემდეგ თქვენ მოგცემენ ორ სხვა მედიკამენტს, ლეიკოვორინს და 5 ფტორურაცილს.
მკურნალობა განმეორდება ყოველ ორ კვირაში.
ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს უფრო დაბალი დოზები ან დოზირების უფრო გრძელი ინტერვალები.
შეიძლება ჩაიტაროთ პრემედიკაცია გულისრევისა და ღებინების საწინააღმდეგოდ. თუ თქვენ ადრე გქონდათ ოფლიანობა, სპაზმები მუცელში და ნერწყვდენა ხშირ და თხევად განავალთან ერთად პეგილირებული ლიპოსომური ონივაიდით მკურნალობისას, შეგიძლიათ მიიღოთ დამატებითი მედიკამენტები პეგილირებული ლიპოსომური ონივაიდის მიღებამდე, რათა თავიდან აიცილოთ ან შეამციროთ ეს მკურნალობის შემდგომ ციკლებში.
თუ თქვენ გაქვთ დამატებითი კითხვები ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ექთანს.
შესაძლო გვერდითი ეფექტები
ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველასთან არ ვლინდება. მნიშვნელოვანია იცოდეთ, როგორი გვერდითი ეფექტები შეიძლება განვითარდეს.
თქვენმა ექიმმა შესაძლოა დაგინიშნოთ სხვა პრეპარატები თქვენი გვერდითი ეფექტების გასაკონტროლებლად.
დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან ექთანს რომელიმე შემდეგი სერიოზული გვერდითი ეფექტის შესახებ:
თუ თქვენ გაქვთ კანის ქვეშ შეშუპება (ანგიოედემა) და/ან შესაძლო ანაფილაქსიური/ანაფილაქტოიდური რეაქციების სიმპტომები, როგორიცაა უეცარი ქოშინი, წამოწითლება, გულისრევა, თავის ტკივილი, გამონაყარი კანზე ან ჭინჭრის ციება (ქავილიანი გამონაყარი კანზე შეშუპებული წითელი მუწუკებით, რომლებიც მოულოდნელად ვითარდება), ქავილი, შეშუპება თვალების ირგვლივ, შებოჭილობა გულმკერდის ან ყელის არეში ინფუზიის დროს ან ცოტა ხნის შემდეგ. მძიმე ალერგიული რეაქციები შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში იყოს. შესაძლოა დაგჭირდეთ ინფუზიის შეწყვეტა და შეიძლება დაგჭირდეთ მკურნალობა ან დაკვირვება გვერდითი ეფექტების გამო.
თუ გაქვთ ცხელება, შემცივნება და ინფექციის ნიშნები (რადგან შეიძლება საჭირო გახდეს დაუყოვნებელი მკურნალობა)
თუ გაქვთ მძიმე მუდმივი დიარეა (თხევადი და ხშირი განავალი) - იხილეთ ნაწილი 2
შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი სხვა გვერდითი ეფექტები:
ძალიან ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანთან)
ლაბორატორიული ტესტების ცვლილებები
სისხლის თეთრი უჯრედების დაბალი დონე (ნეიტროპენია და ლეიკოპენია), სისხლის წითელი უჯრედების დაბალი დონე (ანემია)
სისხლში თრომბოციტების დაბალი დონე (თრომბოციტოპენია)
ორგანიზმში მარილების დაბალი დონე (მაგ. კალიუმი, მაგნიუმი)
კუჭი და ნაწლავები
დიარეა (თხელი ან წყლიანი და ხშირი განავალი)
გულისრევა და ღებინება
ტკივილი კუჭის ან ნაწლავის მიდამოში
მტკივნეული პირის ღრუ
საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ლორწოვანი გარსის ტკივილი და შეშუპება (ლორწოვანის ანთება)
ზოგადი
წონის დაკლება
მადის დაკარგვა
სხეულის სითხის დაკარგვა (დეჰიდრატაცია)
- დაღლილობა და გენერალიზებული სისუსტე
- ორგანიზმში სითხის არანორმალური შეკავება, რაც იწვევს დაზიანებულ ქსოვილებში შეშუპებას (შეშუპება)
- ცხელება
- უჩვეულო თმის ცვენა
ნერვული სისტემა
- თავბრუსხვევა
- ნერვის დაზიანება ხელებსა და ფეხებში, რაც იწვევს ტკივილს ან დაბუჟებას, წვას და ჩხვლეტას (პერიფერიული ნეიროპათია)
- პარესთეზია, ისეთი შეგრძნება, როგორიცაა დაბუჟება, ჩხვლეტა, ქინძისთავების ჩხხვლეტა
- ცუდი გემო პირში
ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-მდე ადამიანთან)
ლაბორატორიული ტესტები იცვლება
- სისხლის თეთრი უჯრედების დაბალი დონე, რომელსაც ეწოდება ლიმფოციტები, რომლებსაც აქვთ მნიშვნელოვანი ფუნქცია იმუნური სისტემისთვის (ლიმფოპენია)
სისხლში შაქრის დაბალი დონე (ჰიპოგლიკემია)
სისხლში ალბუმინის (მთავარი ცილა ორგანიზმში) არანორმალურად დაბალი დონე
ღვიძლის ფერმენტების (ალანინამინტრანსფერაზა ან ასპარტატამინოტრანსფერაზა ან გამა-გლუტამილტრანსფერაზა) მატება სისხლის ლაბორატორიულ ანალიზებში.
სისხლში ტუტე ფოსფატაზას მაღალი დონე, ცილა, რომელიც ეხმარება ორგანიზმში სპეციფიკურ ქიმიურ პროცესებს, რომლებიც გვხვდება თქვენი სხეულის ბევრ ნაწილში. სისხლში ტუტეფოსფატაზას მაღალი დონე შეიძლება იყოს ღვიძლის ან ძვლების მხრივ დარღვევის ნიშანი
ბილირუბინის დონის მატება (ნარინჯისფერი ყვითელი პიგმენტი, სისხლის წითელი უჯრედების ნორმალური დაშლის ნარჩენი პროდუქტი) ღვიძლის ფუნქციასთან დაკავშირებულ სხვა ლაბორატორიულ ტესტებში
სისხლის შედედების სისტემის ფუნქციასთან დაკავშირებული სხვა ლაბორატორიული გაზომვების ზრდა (გაზრდილი საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობა).
სისხლში მომატებული კრეატინინი, პროდუქტი, რომელიც აჩვენებს, რომ თირკმელები კარგად არ ფუნქციონირებს
კუჭი და ნაწლავები
- კუჭისა და ნაწლავების ანთება (გასტროენტერიტი)
- ნაწლავის ანთება (კოლიტი), ნაწლავის ანთება, რომელიც იწვევს დიარეას (ენტეროკოლიტი), აირები, მუცლის შებერვა
- საჭმლის მონელების დარღვევა
- ყაბზობა
- დაავადება, როდესაც კუჭში წვენი გადადის საყლაპავ მილში (გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება)
- ყლაპვის გაძნელება (დისფაგია)
- ბუასილი (ჰემოროიდები)
- პირის სიმშრალე
ზოგადი
- შემცივნება
- უძილობა
- არანორმალური რეაქცია ინფუზიაზე, რომელიც იწვევს სიმპტომებს, როგორიცაა ქოშინი, სიწითლე, თავის ტკივილი, შებოჭილობა გულმკერდის ან ყელის არეში
- აჩქარებული გულისცემა
- ბუნდოვანი მხედველობა
- თავის ტკივილი
კანი
- ქავილი
- მშრალი კანი
- კანის გამონაყარი
- ხელისგულ-ფეხისგულის სინდრომი - სიწითლე, შეშუპება და/ან ტკივილი ხელის გულებზე და/ან ტერფებზე
- კანის მუქი უბნები (ჰიპერპიგმენტაცია)
ნერვული სისტემა
- სინდრომი, რომელსაც ეწოდება ქოლინერგული სინდრომი, ოფლიანობა, ნერწყვდენა და მუცლის სპაზმები.
- ნევროლოგიური აშლილობის გამომწვევი ტოქსიკურობა
- უსიამოვნო და არანორმალური შეგრძნება შეხებისას
- კანკალი
ინფექციები
- ინფექციები, მაგალითად სოკოვანი ინფექციები პირის ღრუში (ორალური კანდიდოზი), ცხელება ნეიტროფილების დაბალი შემცველობით სისხლის თეთრ უჯრედებში (ფებრილური ნეიტროპენია), ინფექციები, რომლებიც დაკავშირებულია პროდუქტის ვენაში შეყვანასთან.
- ინფექციაზე მთელი სხეულის რეაქციის პოტენციურად სიცოცხლისათვის საშიში გართულება (სეპტიური შოკი)
- ფილტვების ინფექცია (პნევმონია)
- საშარდე გზების ინფექცია
სისხლძარღვები
- დაბალი არტერიული წნევა (ჰიპოტენზია)
- თრომბოემბოლიური მოვლენები, სისხლძარღვში (ვენაში ან არტერიაში) თრომბის წარმოქმნა ან ფილტვის მთავარი არტერიის ან მისი ერთ-ერთი განშტოების ბლოკირება (ფილტვის ემბოლია) ან ბლოკირება სისხლის ნაკადში სხვა ადგილას თრომბის გამო (ემბოლია)
ფილტვები და სასუნთქი გზები
- ხმის მხრივ დარღვევა, ჩახლეჩილი ან ზედმეტად ჩახლეჩილი ხმა
- ქოშინი
- ცხვირ-ხახის ანთება
- სლოკინი
- ცხვირიდან სისხლდენა
თირკმელი
- თირკმლის ფუნქციის უეცარი პრობლემები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თირკმელების ფუნქციის გაუარესება ან დაკარგვა
კუნთები
კუნთების სისუსტე, კუნთების ტკივილი, კუნთების არანორმალური შეკუმშვა
არახშირი (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1 ადამიანთან)
ლაბორატორიული ტესტების ცვლილება
- ყველა ტიპის სისხლის უჯრედების დაბალი დონე (პანციტოპენია)
- ჰემოლიზური ანემია, სისხლის წითელი უჯრედების გადაჭარბებული დაშლა
- გაზრდილი მონოციტების რაოდენობა, სისხლში მონოციტების დონის მომატება (სისხლის თეთრი უჯრედების ქვეტიპი)
- სისხლში ტროპონინ I-ის დონის მატება, პროტეინი, რომელიც აჩვენებს აქვს ტუ არა ადგილი გულის დაზიანებას
- მთლიანი ცილის დაქვეითება, სისხლში ცილის დონის დაქვეითება, რომელიც დაკავშირებულია თირკმელების ან ღვიძლის ფუნქციასთან ან მალაბსორბციასთან
- კრეატინინის თირკმლის კლირენსის შემცირება, კრეატინინის კლირენსის დაქვეითება, რაც აჩვენებს, რომ თირკმელები არ მუშაობს გამართულად
- ჭარბი ცილა შარდში
- სისხლში მარილების არანორმალური დონე
- სისხლში ქლორის დაბალი დონე (ჰიპოქლორემია)
- შარდმჟავას მაღალი დონე სისხლში, რაც იწვევს სახსრების მხრივ სიმპტომებს, განსაკუთრებით მტკივნეულ ანთებას (პოდაგრა)
- სისხლში შაქრის მაღალი დონე (ჰიპერგლიკემია)
- რკინის დეფიციტი სისხლში
კუჭი და ნაწლავები
- საყლაპავის (საკვების მილის) ანთება
- სწორი ნაწლავის ლორწოვანი გარსის ანთება (მსხვილი ნაწლავის ბოლო)
- ნაწლავის კუჭიდან გამომავალი ნაწილის ბლოკირება (თორმეტგოჯა ნაწლავის ობსტრუქცია)
- კუნთების არანორმალური შეკუმშვა საყლაპავში (მილი, რომელიც მიდის პირიდან კუჭისკენ)
- ნაწლავის კუნთებში მოძრაობის დაკარგვა (პარალიზური გაუვალობა)
- განავლის გადინების კონტროლის ნაკლებობა (ანალური შეუკავებლობა), ანუსის გაგლეჯვა, გაძნელებული დეფეკაცია (ტკივილი, ჭინთვები ან დეფეკაციის შეფერხება)
- სისხლის გავლა ტანში (ჰემატოქეზია)
- რექტალური სისხლდენა
- მტკივნეული წყლული პირის ღრუში (აფთოზური წყლული), არანორმალური და უსიამოვნო შეგრძნება პირში, შეგრძნებები, როგორიცაა დაბუჟება, ჩხვლეტის შეგრძნება, ქინძისთავები და ნემსები პირში, პირის კუთხეების ანთება (ორალური ნაკერების), პირის ღრუს ქსოვილის დაკარგვა ან ეროზია (პირის ღრუს წყლულები)
- ენის მხრივ დარღვევა
- კბილების კარიესი, ღრძილების მხრივ დარღვევა, ღრძილების დაავადება, კბილების მომატებული მგრძნობელობა, ღრძილების სერიოზული ანთება
- კუჭის მხრივ დარღვევა, კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება (გასტრიტი)
- ბოყინი (ერუქცია)
- დივერტიკულიტი (დაავადება, რომელიც გავლენას ახდენს ნაწლავებზე)
ზოგადი
- ალერგიული რეაქცია აქტიურ ნივთიერებაზე ან დამხმარე ნივთიერებებზე
- თვალის გაღიზიანება, მხედველობის სიმკვეთრის დაქვეითება, კონიუნქტივიტი, სიწითლე და დისკომფორტი თვალში
- თავბრუსხვევა, ტრიალის შეგრძნება
- ზოგადად უსიამოვნო შეგრძნება (სისუსტე)
- ზოგადი ფიზიკური ჯანმრთელობის გაუარესება
- წითელი, მტკივნეული და ხშირად შეშუპებული ადგილები სხეულის ნაწილზე (ანთება)
- ერთი ან რამდენიმე ორგანოს ერთდროული უკმარისობა
- ტემპერატურის შეგრძნების დარღვევები, სხეულის ტემპერატურა 35 °C-ზე დაბალი (ჰიპოთერმია)
- ტუჩის და სახის შეშუპება
- გრიპის მსგავსი სიმპტომები, როგორიცაა მაღალი ტემპერატურა, ყელის ტკივილი, სურდო, ხველა და შემცივნება
- სათანადო კვების ნაკლებობა
- სითხის შეკავება სიმსივნის ირგვლივ
- ჭარბი ოფლიანობა
- კიდურებში სიცივის შეგრძნება
კანი
- ჭინჭრის ციება (შეშყუპებული წითელი მუწუკები)
- ფრჩხილის მხრივ დარღვევების გამომწვევი ტოქსიკურობა, ფრჩხილის ფირფიტების ფერის შეცვლა
- კანის დაზიანება, კანის სიწითლე (ერითემა), კანის სიმშრალე, მგრძნობიარე კანი
- გამონაყარი, ჩირქით სავსე ბუშტუკების მსგავსი დაზიანებებით (პუსტულური გამონაყარი)
- კანის ანთება ბულოებით (ბულოზური დერმატიტი)
- ექსფოლიაციური გენერალიზებული დერმატიტი, კანის ქერცლები ან აქერცვლა
- პეტექიები, სისხლის წვრილი ლაქები კანის ქვეშ და ტელანგიექტაზია, ხილული წვრილი ხაზოვანი წითელი სისხლძარღვები
- ანთებითი დაავადება, რომელიც იწვევს წითელ, ქერცლიან ლაქებს კანზე (ფსორიაზი)
- ვულვიას და საშოს სიმშრალე
ნერვული სისტემა
- კრუნჩხვა
- თავის ტვინში სისხლდენა (ცერებრალური სისხლდენა), თავის ტვინში სისხლის ნაკადის უეცარი შეწყვეტა, გამოწვეული თავის ტვინის ნაწილის სისხლის მიწოდების დაბლოკვით (იშემიური ინსულტი), თავის ტვინში სისხლის ნაკადის დროებითი შეწყვეტა (გარდამავალი იშემიური შეტევა)
- ყნოსვის დაკარგვა (ანოსმია), ენის გემოვნების ფუნქციების დაკარგვა (აგევზია)
- არასტაბილურობის ან თავბრუსხვევის შეგრძნება (ბალანსის დარღვევა)
- გადაჭარბებული ძილიანობა
- შეხების, ტკივილისა და ტემპერატურის მგრძნობელობის დაქვეითება
- შემეცნებითი ფუნქციონირებისა და უნარების შეზღუდვა (ინტელექტუალური უნარშეზღუდულობა) და ენერგიისა და გონებრივი სიმწვავის უჩვეულო ნაკლებობა (ლეტარგია)
- საგნების დამახსოვრების უნარის შემცირება
- ცნობიერების დაკარგვის გარდაუვალი, გარდამავალი განცდა (პრესინკოპე) და სისუსტე (სინკოპე)
- დაბნეულობის შეგრძნება
- ნევროზი (ფსიქიკური აშლილობა მაღალი დონის შფოთვით) და დეპრესია
ინფექციები
- სხეულის სისტემური ანთება, გამოწვეული ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე გზების ინფექციით (ბილიარული სეფსისი)
- ინფექციით გამოწვეული ცხელება
- ბაქტერიული ინფექცია გამოწვეული მიკრობიტ - Clostridium difficile
- ლორწოვანის ინფექცია (სხეულის ღრუს ლორწოვანი გარსის ინფექცია)
- ფურუნკული (boil), თმის ფოლიკულების ბაქტერიული ინფექცია
- ხმის აპარატის ინფექცია (ლარინგიტი)
- სინუსიტი, სინუსების ანთება
- კბილის ინფექცია
- პირის ღრუს სოკოვანი ინფექცია
- ჰერპეს სიმპლექსი, პირის ღრუს (როგორიცაა გაციება) ან სასქესო ორგანოების ვირუსული ინფექცია
- ვულვასა და საშოს მიკოზური ინფექცია
- ანალური აბსცესი, შეშუპებული ანალური უბანი, სადაც გროვდება ჩირქი
ფილტვები და სასუნთქი გზები
- სხეულის ქსოვილებში ჟანგბადის შემცირებული ხელმისაწვდომობა ან სხეულის ქსოვილებისა და ორგანოების ჟანგბადის მიწოდების გაზრდა.
- ხველა
- ცხვირის ანთება
- ფილტვის მთლიანი ან ნაწილის კოლაფსი (ატელექტაზი)
- ფილტვების ანთება (პნევმონიტი, ფილტვის ინტერსტიციული დაავადება))
ტკივილი
- ტკივილი, გულმკერდის (არა გულის მიზეზით) ტკივილი, ტკივილი იღლიის არეში, სახსრების ტკივილი, ზურგის ტკივილი, ძვლების ტკივილი, კიდურების ტკივილი, ტკივილი და ანთება რამდენიმე სახსარში (პოლიართრიტი),პირის ღრუსა და ყელის ტკივილი (ოოფარინგეალური ტკივილი)
- მკერდის არეში ტკივილი
- ტკივილი პირის ღრუში (პარესთეზია ორალური)
- ღრძილების ტკივილი
- მტკივნეული შარდვა
გული და სისხლძარღვები
- სტენოკარდია - ტკივილი გულმკერდის, ყბის და ზურგის არეში, გამოწვეული ფიზიკური დატვირთვით და გულში სისხლის მიმოქცევის პრობლემების გამო.
- გულის შეტევა
- ძლიერი გულისცემა, რომელიც შეიძლება იყოს სწრაფი ან არარეგულარული
- გულის არანორმალური ელექტრული აქტივობა, რომელიც გავლენას ახდენს მის რიტმზე, (ელექტროკარდიოგრამაზე QT გახანგრძლივება)
- მაღალი წნევა (ჰიპერტენზია)
- ვენის ანთება (ფლებიტი)
- სისხლის დაგროვება კანქვეშ (ჰემატომა)
ღვიძლი
- ნაღვლის სადინარის ანთება, ჩვეულებრივ გამოწვეული ბაქტერიებით (ქოლანგიტი)
- ღვიძლის ანთება გარკვეულ ნივთიერებებზე პასუხად
- ღვიძლისგან ნაღვლის გადინების დაქვეითება ბლოკირების გამო (ქოლესტაზი)
- ღვიძლის ციტოლიზი, ღვიძლის ანთებით სისხლში ტრანსამინაზების მომატებული დონეებით, ქიმიური ნივთიერებებით ღვიძლიდან სისხლში, რომლებიც გვამცნობენ, როგორ მუშაობს ღვიძლი.
შეტყობინება გვერდითი ეფექტების შესახებ
თუ თქვენ გაქვთ რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ექთანს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელ-ჩანართში. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი ეფექტების შესახებ პირდაპირ ანგარიშგების ეროვნული სისტემის მეშვეობით, რომელიც ჩამოთვლილია დანართში V. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით თქვენ შეგიძლიათ მიაწოდოთ მეტი ინფორმაცია ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.
- როგორ ინახება პეგილირებული ლიპოსომური ონივაიდი
შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის უხილავ და მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს კოლოფზე და ფლაკონზე „EXP“-ის შემდეგ. ვარგისობის ვადა ეხება იმ თვის ბოლო დღეს.
ინახება მაცივარში (2°C - 8°C).
არ შეიძლება გაყინვა.
შეინახეთ ფლაკონი მუყაოს კოლოფში სინათლისგან დასაცავად.
საინფუზიო კონცენტრატის განზავების შემდეგ 5% გლუკოზის საინექციო ხსნარით ან ნატრიუმის ქლორიდის 9 მგ/მლ (0.9%) საინექციო ხსნარით, დისპერსია უნდა იქნას გამოყენებული რაც შეიძლება მალე, მაგრამ შეიძლება ინახებოდეს გარემოს ტემპერატურაზე (15°C-დან 25°C-მდე) 6 საათამდე. საინფუზიოდ განზავებული დისპერსია შეიძლება შეინახოს მაცივარში (2°C - 8°C) გამოყენებამდე არაუმეტეს 24 საათის განმავლობაში. ის დაცული უნდა იყოს სინათლისგან და არ უნდა გაიყინოს.
არ გადააგდოთ ეს პრეპარატი კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადააგდოთ წამლები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
- შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს პეგილირებული ლიპოსომური ონივაიდი
აქტიური ნივთიერებაა ირინოტეკანი. კონცენტრატის ერთი 10 მლ ფლაკონი შეიცავს 43 მგ ირინოტეკანის უწყლო თავისუფალ ფუძეს (როგორც სუკროზოფატის მარილი პეგილირებულ ლიპოსომურ ფორმაში).
სხვა ინგრედიენტებია: 1,2 დისტეაროილ-სნ-გლიცერო-3-ფოსფოქოლინი (DSPC); ქოლესტერინი, N-(კარბონილის მეთოქსიპოლიეთილენგლიკოლი 2000)-1,2 დისტეაროლი-სნ-გლიცერო-3-ფოსფოეთანოლამინი (MPEG-2000-DSPE); საქაროზას ოქტასულფატი; 2 [4-(2-ჰიდროქსიეთილ)პიპერაზინი-1-ილ]ეთანსულფონის მჟავა (HEPES ბუფერი); ნატრიუმის ქლორიდი და საინექციო წყალი. პეგილირებული ლიპოსომური ონივაიდი შეიცავს ნატრიუმს, თუ თქვენ იცავთ ნატრიუმის კონტროლირებად დიეტას, იხილეთ ნაწილი 2.
როგორ გამოიყურება პეგილირებული ლიპოსომური ონივაიდი და შეფუთვის შიგთავსი
პეგილირებული ლიპოსომური ონივაიდი წარმოდგენილია მინის ფლაკონში თეთრიდან ოდნავ მოყვითალო გაუმჭვირვალე იზოტონური ლიპოსომური დისპერსიის სახით.
თითოეული შეფუთვა შეიცავს ერთ ფლაკონს 10 მლ კონცენტრატით.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი
Les Laboratoires Servier
50, rue Carnot
92284 Suresnes cedex
საფრანგეთი
მწარმოებელი
Ipsen Pharma Biotech
Parc d’Activités du Plateau de Signes
Chemin Départemental n°402 Signes 83870
საფრანგეთი
- 2025
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


