ოლანზაპინი ნოლიანი
Olanzapina Nolian
ოლანზაპინი ნოლიანი შეიცავს აქტიურ ნივთიერება ოლანზაპინს. ოლანზაპინი ნოლიანი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, ე.წ. ანტიფსიქოზურ საშუალებებს, და გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების სამკურნალოდ: შიზოფრენია, დაავადება ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა სმენითი, მხედველობითი ან მგრძნობელობითი ჰალუცინაციები, მცდარი მსჯელობა. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ოლანზაპინი (olanzapine)
- ფორმა და შეფუთვა
- 10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28
- მწარმოებელი
- Atlantic Pharma - Produções Farmacêuticas, S.A., პორტუგალია
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ფსიქოლეფსური საშუალებები, დიაზეპინები, ოქსაზეპინები, თიაზეპინები და ოქსეპინები
- ATC კოდი
- N05AH03
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-042887
- რეგისტრირებულია
- 5 მარტი 2025, მოქმედებს 5 მარტი 2030-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- სს „გეფა“
- GMP
- -
ოლანზაპინი ნოლიანი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ოლანზაპინი ნოლიანი შეიცავს აქტიურ ნივთიერება ოლანზაპინს. ოლანზაპინი ნოლიანი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, ე.წ. ანტიფსიქოზურ საშუალებებს, და გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების სამკურნალოდ:
შიზოფრენია, დაავადება ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა სმენითი, მხედველობითი ან მგრძნობელობითი ჰალუცინაციები, მცდარი მსჯელობა. უჩვეულო ეჭვიანობა და ემოციური და სოციალური ჩაკეტილობა. ამ დაავადების მქონე ადამიანები ასევე შეიძლება თავს გრძნობდნენ დათრგუნულად, მშფოთვარედ ან დაძაბულად;
ზომიერი ან მძიმე მანიაკალური ეპიზოდები, აგზნების ან ეიფორიის სიმპტომებით მიმდინარე დაავადება;
ოლანზაპინმა ნოლიანმა აჩვენა, რომ ახდენს სიმპტომების რეციდივის პრევენციას ბიპოლარული აშლილობის მქონე პაციენტებში, რომლებშიც მანიის ეპიზოდები დაემორჩილა ოლანზაპინით მკურნალობას.
მიღების წესი და დოზირება
მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
მკურნალი ექიმი განსაზღვრავს რა დოზით და რამდენ ხანს უნდა მიიღოს პაციენტმა ოლანზაპინი ნოლიანი. ოლანზაპინი ნოლიანის რეკომენდებული დოზაა 5 მგ – 20 მგ. საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, თუ სიმპტომები ისევ ვითარდება, თუმცა ამ დროს არ უნდა შეწყდეს ოლანზაპინი ნოლიანის მიღება ექიმის დანიშნულების გარეშე.
ოლანზაპინი ნოლიანის ტაბლეტები მიიღება ერთხელ დღეში ექიმის დანიშნულების მიხედვით. პაციენტი უნდა ეცადოს, რომ ტაბლეტების მიღება მოხდეს ყოველდღე, ერთსა და იმავე დროს. არ აქვს მნიშვნელობა, მისი მიღება მოხდება საკვებთან ერთად, თუ საკვების გარეშე. ოლანზაპინი ნოლიანი განკუთვნილია შიგნით მისაღებად. ოლანზაპინი ნოლიანი უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, წყლის მიყოლებით.
ოლანზაპინი ნოლიანის დოზის გადაჭარბებისას
ოლანზაპინი ნოლიანის დოზის გადაჭარბებისას პაციენტებში განვითარდა შემდეგი სიმპტომები: სწრაფი გულისცემა, აგზნება/აგრესიულობა, მეტყველების პრობლემები, უჩვეულო მოძრაობები (განსაკუთრებით სახის ან ენის) და ცნობიერების დონის დაქვეითება. სხვა სიმპტომები შეიძლება იყოს: ცნობიერების დაბინდვა, კრუნჩხვები (ეპილეფსია), კომა, ცხელების, სწრაფი გულისცემის, ოფლიანობის, კუნთების გაშეშების და გაბრუების ან ძილიანობის კომბინაცია, გულისცემის შენელება, სუნთქვის შენელება, სისხლის მაღალი წნევა ან სისხლის დაბალი წნევა, არითმია. საჭიროა ექიმთან ან ჰოსპიტალში დაუყოვნებლივ მიმართვა, თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი. პაციენტმა ექიმს უნდა აჩვენოს ტაბლეტების შეფუთვა.
ოლანზაპინი ნოლიანის დოზის გამოტოვებისას
ტაბლეტების მიღება უნდა მოხდეს გახსენებისთანავე. დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებულის სანაცვლოდ.
ოლანზაპინი ნოლიანის მიღების შეწყვეტისას
არ უნდა შეწყდეს ტაბლეტების მიღება, მდგომარეობის გაუმჯობესების მიუხედავად. მნიშვნელოვანია, რომ ოლანზაპინი ნოლიანის მიღება გაგრძელდეს ექიმის დანიშნული ხანგრძლივობით.
ოლანზაპინი ნოლიანის მიღების უეცრად შეწყვეტისას შეიძლება განვითარდეს სიმპტომები, როგორიცაა: ოფლიანობა, დაძინების გაძნელება, ტრემორი, შფოთვა ან გულისრევა და ღებინება. ექიმმა შეიძლება დოზა თანდათანობით შეამციროს მკურნალობის სრულად შეწყვეტამდე.
დამატებითი კითხვების არსებობისას ამ მედიკამენტთან დაკავშირებით საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
უკუჩვენებები
თუ პაციენტი ალერგიულია ოლანზაპინის ან პრეპარატის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი იხ. მე-6 პარაგრაფში). ალერგიული რეაქცია შეიძლება გამოვლინდეს გამონაყარით, ქავილით, სახის და ტუჩების შეშუპებით ან ქოშინით. ამ სიმპტომების განვითარებისას საჭიროა ექიმთან მიმართვა;
თუ პაციენტს დიაგნოსტირებული ჰქონდა თვალის პრობლემები, როგორიცაა გარკვეული ტიპის გლაუკომა (თვალშიდა წნევის მომატება).
სიფრთხილის ზომები
ოლანზაპინი ნოლიანის მიღებამდე საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა:
არ არის რეკომენდებული ოლანზაპინი ნოლიანის გამოყენება დემენციის მქონე ხანდაზმულ პაციენტებში, რადგან შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გვერდითი მოვლენები;
ამ ტიპის მედიკამენტებმა შეიძლება გამოიწვიოს უჩვეულო მოძრაობები, ძირითადად სახის ან ენის. ოლანზაპინი ნოლიანის მიღების შემდეგ ამ სიმპტომების განვითარების შემთხვევაში საჭიროა ექიმთან მიმართვა;
ძალიან იშვიათად ამ ტიპის მედიკამენტები იწვევენ ცხელების, აჩქარებული გულისცემის, ოფლიანობის, კუნთების რიგიდობის და გაბრუების ან ძილიანობის კომბინაციას. ასეთ შემთხვევაში საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა;
წონის მომატება აღწერილ იქნა ოლანზაპინის მიმღებ პაციენტებში. პაციენტმა და მკურნალმა ექიმმა უნდა შეამოწმონ წონა რეგულარულად. განხილულ უნდა იქნეს ნუტრიციოლოგთან მიმართვა ან საჭიროების შემთხვევაში დიეტის დაცვა;
სისხლში შაქრის და ცხიმების (ტრიგლიცერიდები და ქოლესტერინი) მაღალი დონე აღწერილ იქნა ოლანზაპინის მიმღებ პაციენტებში. მკურნალი ექიმი აიღებს სისხლის ანალიზებს სისხლში შაქრის და გარკვეული ცხიმების დონის შესამოწმებლად ოლანზაპინი ნოლიანით მკურნალობის დაწყებამდე და რეგულარულად მკურნალობის დროს;
ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტს ან ოჯახის რომელიმე წევრს აქვს სისხლის თრომბოზის ანამნეზი, რადგან ამ ტიპის მედიკამენტები დაკავშირებულია სისხლის თრომბების წარმოქმნასთან.
თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი დაავადება, ექიმს უნდა ეცნობოს დაუყოვნებლივ:
ინსულტი (თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევა) ან “მინი” ინსულტი (თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევის გარდამავალი სიმპტომები);
პარკინსონის დაავადება;
პროსტატის პრობლემები;
ნაწლავის ბლოკირება (პარალიზური ილეუსი);
ღვიძლის ან თირკმლის დაავადება;
სისხლის მაჩვენებლების ცვლილებები;
გულის დაავადება;
დიაბეტი;
კრუნჩხვები.
თუ პაციენტს აღენიშნება დემენცია, მან ან მისმა მომვლელმა ექიმს უნდა აცნობოს, თუ პაციენტს ანამნეზში აქვს ინსულტი ან “მინი” ინსულტი.
რუტინული სიფრთხილის ზომის სახით, თუ პაციენტი 65 წელს ზემოთ ასაკისაა, ექიმი მოახდენს სისხლის წნევის მონიტორინგს.
ბავშვები და მოზარდები
ოლანზაპინი ნოლიანი არ არის განკუთვნილი 18 წლამდე ასაკის პაციენტებისათვის.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
ოლანზაპინი ნოლიანით მკურნალობის დროს უნდა მოხდეს მხოლოდ ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტების მიღება. პაციენტს შეიძლება აღენიშნოს ძილიანობა, თუ ოლანზაპინი ნოლიანი მიიღება ანტიდეპრესანტებთან ან შფოთვის საწინააღმდეგო, ან საძილე მედიკამენტებთან (ტრანკვილიზატორებთან) კომბინაციაში.
მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს ნებისმიერი მედიკამენტის შესახებ, რომელსაც პაციენტი იღებს, ახლო წარსულში იღებდა ან აპირებს, რომ მიიღოს.
კერძოდ, მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს შემდეგ მედიკამენტებს:
პარკინსონის სამკურნალო მედიკამენტები;
კარბამაზეპინი (ანტიეპილეფსიური და გუნება-განწყობის მასტაბილიზებელი პრეპარატი), ფლუვოქსამინი (ანტიდეპრესანტი) ან ციპროფლოქსაცინი (ანტიბიოტიკი) – შეიძლება საჭირო გახდეს ოლანზაპინი ნოლიანის დოზის ცვლილება.
ოლანზაპინი ნოლიანის მიღება ალკოჰოლთან ერთად
არ უნდა მოხდეს ალკოჰოლის მიღება ოლანზაპინ ნოლიანთან ერთად, რადგან ალკოჰოლთან კომბინაციამ შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს, შესაძლო ორსულობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის მიღებამდე.
დაუშვებელია ამ მედიკამენტის მიღება ძუძუთი კვების დროს, რადგან ოლანზაპინის მცირე რაოდენობა გამოიყოფა დედის რძეში.
ქვემოთ მოცემული სიმპტომები შეიძლება განვითარდეს იმ ახალშობილებში, რომელთა დედები იღებდნენ ოლანზაპინს ორსულობის ბოლო ტრიმესტრში (ბოლო სამ თვეში): ტრემორი, კუნთების დაჭიმულობა და/ან სისუსტე, ძილიანობა, აგზნება, სუნთქვის პრობლემები და კვების გაძნელება. თუ ბავშვს აღენიშნება რომელიმე ეს სიმპტომი, საჭიროა ექიმთან მიმართვა.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
არსებობს გაბრუების შეგრძნების განვითარების რისკი ოლანზაპინი ნოლიანის მიღებისას. ასეთ შემთხვევაში დაუშვებელია ავტომობილის ან სხვა მოწყობილობების, ან მექანიზმების მართვა. ეს უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს.
ოლანზაპინი ნოლიანი შეიცავს ლაქტოზას
თუ პაციენტს დადგენილი აქვს რომელიმე შაქრის აუტანლობა, საჭიროა ექიმთან მიმართვა ამ სამკურნალო პროდუქტის მიღებამდე.
გვერდითი მოვლენები
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ეს მედიკამენტიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
ექიმს უნდა ეცნობოს დაუყოვნებლივ, თუ პაციენტს აღენიშნება:
უჩვეულო მოძრაობები (ხშირი გვერდითი მოვლენა, რომელიც შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში), ძირითად სახის ან ენის;
სისხლის თრომბები ვენებში (არახშირი გვერდითი მოვლენა, რომელიც შეიძლება განვითარდეს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში), განსაკუთრებით ქვედა კიდურებში (სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს ფეხების შეშუპებას, ტკივილს და სიწითლეს), რომლებიც სისხლძარვების საშუალებით შეიძლება მოხვდეს ფილტვებში და გამოიწვიოს მკერდის არეში ტკივილი და სუნთქვის გაძნელება. თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ეს სიმპტომი, საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა;
ცხელების, აჩქარებული გულისცემის, ოფლიანობის, კუნთების გაშეშების და გაბრუების ან ძილიანობის კომბინაცია (ამ გვერდითი მოვლენის სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემების საფუძველზე).
ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში) მოიცავს: წონის მატება, უძილობა და პროლაქტინის დონის გაზრდა სისხლში. მკურნალობის ადრეულ სტადიაზე ზოგიერთ პაციენტს აღენიშნება თავბრუსხვევა ან გულისწასვლა (შენელებული გულისცემით), განსაკუთრებით მწოლიარე ან მჯდომარე პოზიციიდან ადგომისას. ეს ჩვეულებრივ თავისით გადის, მაგრამ თუ ისევ გრძელდება, საჭიროა ექიმთან მიმართვა.
ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში) მოიცავს: სისხლის გარკვეული უჯრედების რაოდენობის, მოცირკულირე ცხიმების დონის ცვლილება და მკურნალობის ადრეულ სტადიაზე ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება; სისხლში და შარდში შაქრის დონის მომატება; სისხლში შარდმჟავას და კრეატინფოსფოკინაზას დონის გაზრდა; მადის მომატება; თავბრუსხვევა; მოუსვენრობა; ტრემორი, უჩვეულო მოძრაობები (დისკინეზია); შეკრულობა; პირის სიმშრალე; კანზე გამონაყარი; უღონობა; უკიდურესი დაღლილობა; წყლის შეკავება, რაც იწვევს ხელების, კოჭების ან ტერფების შესივებას; ცხელება; სახსრების ტკივილი; და სქესობრივი დისფუნქცია, როგორიცაა ლიბიდოს დაქვეითება მამაკაცებსა და ქალებში ან ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში.
არახშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში) მოიცავს: ჰიპერმგრძნობელობა (როგორიცაა: პირის და ხორხის შეშუპება, ქავილი, კანის სიწითლე); დიაბეტის განვითარება ან დიაბეტის გაუარესება, ზოგჯერ დაკავშირებული კეტოაციდოზთან (კეტონები სისხლსა და შარდში) ან კომა; კრუნჩხვები, ჩვეულებრივ დაკავშირებულია კრუნჩხვების (ეპილეფსიის) ანამნეზთან; კუნთების რიგიდობა ან სპაზმები (მოიცავს თვალის მოძრაობას); “მოუსვენარი ფეხების” სინდრომი; მეტყველების პრობლემები; ენის დაბმა; შენელებული გულისცემა; მზის სინათლეზე მგრძნობელობა; ცხვირიდან სისხლდენა; მუცლის შებერილობა; ნერწყვდენა; მეხსიერების დაკარგვა ან გულმავიწყობა; შარდის შეუკავებლობა; შარდვის გაძნელება; თმის ცვენა; მენსტრუალური ციკლის არარსებობა ან შემცირება; და სარძევე ჯირკვლების ცვლილებები მამაკაცებსა და ქალებში, როგორიცაა რძის პათოლოგიური წარმოქმნა ან სარძევე ჯირკვლების პათოლოგიური ზრდა.
იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 1000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში) მოიცავს: სხეულის ნორმალური ტემპერატურის დაქვეითება; არითმია; უეცარი აუხსნელი სიკვდილი; პანკრეასის ანთება, რომელიც იწვევს ძლიერ მუცლის ტკივილს, ცხელებას და ღებინებას; ღვიძლის დაავადება, რომელიც ვლინდება კანისა და თვალის სკლერების სიყვითლით; კუნთების დაავადება, რომელიც ვლინდება აუხსნებლი სპაზმებითა და ტკივილებით; და გახანგრძლივებული და/ან მტკივნეული ერექცია.
ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები მოიცავს სერიოზულ ალერგიულ რეაქციებს, როგორიცაა: წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიითა და სისტემური სიმპტომებით (DRESS). DRESS დასაწყისში ვლინდება გრიპის მსგავსი სიმპტომებით, როგორიცაა გამონაყარი სახეზე და შემდეგ გავრცობილი გამონაყარი, მაღალი ტემპერატურით, გადიდებული ლიმფური კვენძებით, ღვიძლის ფერმენტების დონის მომატებით, რომელიც ჩანს სისხლის ანალიზებში და გარკვეული ლეიკოციტების დონის მომატებით (ეოზინოფილია).
ოლანზაპინის მიღებისას დემენციის მქონე ხანდაზმულ პაციენტებში შეიძლება განვითარდეს ინსულტი, პნევმონია, შარდის შეუკავებლობა, დაცემა, უკიდურესი დაღლილობა, ვიზუალური ჰალუცინაციები, სხეულის ტემპერატურის დონის მომატება, კანის სიწითლე და სიარულის გაძნელება. ზოგიერთი ფატალური შემთხვევბი აღწერილ იქნა პაციენტების ამ განსაკუთრებულ ჯგუფში.
პარკინსონის დაავადების მქონე პაციენტებში ოლანზაპინი ნოლიანის მიღებამ შეიძლება გააუარესოს სიმპტომები.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ასევე უშუალოდ შესაძლებელია ინფარმედ ი.პ.-სთვის, კონტაქტი მოცემულია ქვემოთ. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ინფორმაციის შეგროვებას.
ვებგვერდი: http://www.infarmed.pt/web/infarmed/submissaoram (სასურველია)
ან შემდეგ მისამართზე:
მედიკამენტების რისკის მართვის დეპარტამენტი
პარკ და საუდე დე ლისბოა, ავ. ბრაზილ 53
1749-004 ლისაბონი
ტელ.: +351 21 798 7373
მედიკამენტების ცხელი ხაზი: 800222444 (უფასო)
ელ-ფოსტა: [email protected]
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებაა ოლანზაპინი. თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 10 მგ აქტიურ ნივთიერებას.
სხვა დამხმარე ნივთიერებებია: ლაქტოზის მონოჰიდრატი, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, კროსპოვიდონი, მიკროკრისტალური ცელულოზა 101, მაგნიუმის სტეარატი (ტაბლეტის შიგთავსი); ჰიპრომელოზა 6 cps, ტიტანის დიოქსიდი (E171) და მაკროგოლი 400 (ტაბლეტის გარსი).
ოლანზაპინი ნოლიანის ფორმა და შეფუთვის შემცველობა
ოლანზაპინი ნოლიანი 10 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები არის მრგვალი, ამობურცული, თეთრი ფერის გარსით დაფარული ტაბლეტები.
ოლანზაპინი ნოლიანი ტაბლეტები ხელმისაწვდომია შეფუთვით, რომელიც შეიცავს 7, 14, 28, 30, 35, 56, 60, 70 და 98 ტაბლეტს.
ყველა შეფუთვა გასაყიდად შეიძლება არ იყოს წარმოდგენილი.
ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი:
Pentafarma – Sociedade Técnico-Medicinal S.A.
Rua da Tapada Grande, nº 2
Abrunheira
2710-089 Sintra
Portugal
პენტაფარმა –სოსიედადე ტექნიკო-მედიცინალ ს.ა.
რუა და ტაპადა გრანდე, #2
აბრუნჰეირა
2710-089 სინტრა
პორტუგალია
შენახვის პირობები
მედიკამენტი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ინახება არაუმეტეს 30ºC-ზე.
დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება მუყაოს კოლოფზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ. შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
დაუშვებელია მედიკამენტის გამოყენება, თუ შეფუთვაზე აღინიშნება დაზიანება ან გახსნის ხილული ნიშნები.
დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან სახლის ნაგავში. ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისთვის
ოლანზაპინი ნოლიანი 10 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
პრეპარატით მკურნალობის დაწყებამდე, საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან შეიცავს პაციენტისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა, წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.
ნებისმიერი დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა.
პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ პაციენტისათვის. არ შეიძლება მისი მიცემა სხვა პირებისათვის. სიმპტომების მსგავსების მიუხედავად, ის შესაძლოა საზიანო აღმოჩნდეს მათი ჯანმრთელობისთვის.
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. იხ. პარაგრაფი 4
ინსტრუქციაში მოცემულია:
რას წარმოადგენს ოლანზაპინი ნოლიანი და მისი გამოყენება
რა უნდა იცოდეს პაციენტმა ოლანზაპინი ნოლიანის მიღებამდე
ოლანზაპინი ნოლიანის მიღების წესი
შესაძლო გვერდითი მოვლენები
ოლანზაპინი ნოლიანის შენახვის წესი
შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
რას წარმოადგენს ოლანზაპინი ნოლიანი და მისი გამოყენება
ოლანზაპინი ნოლიანი შეიცავს აქტიურ ნივთიერება ოლანზაპინს. ოლანზაპინი ნოლიანი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, ე.წ. ანტიფსიქოზურ საშუალებებს, და გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების სამკურნალოდ:
შიზოფრენია, დაავადება ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა სმენითი, მხედველობითი ან მგრძნობელობითი ჰალუცინაციები, მცდარი მსჯელობა. უჩვეულო ეჭვიანობა და ემოციური და სოციალური ჩაკეტილობა. ამ დაავადების მქონე ადამიანები ასევე შეიძლება თავს გრძნობდნენ დათრგუნულად, მშფოთვარედ ან დაძაბულად;
ზომიერი ან მძიმე მანიაკალური ეპიზოდები, აგზნების ან ეიფორიის სიმპტომებით მიმდინარე დაავადება;
ოლანზაპინმა ნოლიანმა აჩვენა, რომ ახდენს სიმპტომების რეციდივის პრევენციას ბიპოლარული აშლილობის მქონე პაციენტებში, რომლებშიც მანიის ეპიზოდები დაემორჩილა ოლანზაპინით მკურნალობას.
რა უნდა იცოდეს პაციენტმა ოლანზაპინი ნოლიანის მიღებამდე
დაუშვებელია ოლანზაპინი ნოლიანის მიღება
თუ პაციენტი ალერგიულია ოლანზაპინის ან პრეპარატის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი იხ. მე-6 პარაგრაფში). ალერგიული რეაქცია შეიძლება გამოვლინდეს გამონაყარით, ქავილით, სახის და ტუჩების შეშუპებით ან ქოშინით. ამ სიმპტომების განვითარებისას საჭიროა ექიმთან მიმართვა;
თუ პაციენტს დიაგნოსტირებული ჰქონდა თვალის პრობლემები, როგორიცაა გარკვეული ტიპის გლაუკომა (თვალშიდა წნევის მომატება).
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
ოლანზაპინი ნოლიანის მიღებამდე საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა:
არ არის რეკომენდებული ოლანზაპინი ნოლიანის გამოყენება დემენციის მქონე ხანდაზმულ პაციენტებში, რადგან შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გვერდითი მოვლენები;
ამ ტიპის მედიკამენტებმა შეიძლება გამოიწვიოს უჩვეულო მოძრაობები, ძირითადად სახის ან ენის. ოლანზაპინი ნოლიანის მიღების შემდეგ ამ სიმპტომების განვითარების შემთხვევაში საჭიროა ექიმთან მიმართვა;
ძალიან იშვიათად ამ ტიპის მედიკამენტები იწვევენ ცხელების, აჩქარებული გულისცემის, ოფლიანობის, კუნთების რიგიდობის და გაბრუების ან ძილიანობის კომბინაციას. ასეთ შემთხვევაში საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა;
წონის მომატება აღწერილ იქნა ოლანზაპინის მიმღებ პაციენტებში. პაციენტმა და მკურნალმა ექიმმა უნდა შეამოწმონ წონა რეგულარულად. განხილულ უნდა იქნეს ნუტრიციოლოგთან მიმართვა ან საჭიროების შემთხვევაში დიეტის დაცვა;
სისხლში შაქრის და ცხიმების (ტრიგლიცერიდები და ქოლესტერინი) მაღალი დონე აღწერილ იქნა ოლანზაპინის მიმღებ პაციენტებში. მკურნალი ექიმი აიღებს სისხლის ანალიზებს სისხლში შაქრის და გარკვეული ცხიმების დონის შესამოწმებლად ოლანზაპინი ნოლიანით მკურნალობის დაწყებამდე და რეგულარულად მკურნალობის დროს;
ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტს ან ოჯახის რომელიმე წევრს აქვს სისხლის თრომბოზის ანამნეზი, რადგან ამ ტიპის მედიკამენტები დაკავშირებულია სისხლის თრომბების წარმოქმნასთან.
თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი დაავადება, ექიმს უნდა ეცნობოს დაუყოვნებლივ:
ინსულტი (თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევა) ან “მინი” ინსულტი (თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევის გარდამავალი სიმპტომები);
პარკინსონის დაავადება;
პროსტატის პრობლემები;
ნაწლავის ბლოკირება (პარალიზური ილეუსი);
ღვიძლის ან თირკმლის დაავადება;
სისხლის მაჩვენებლების ცვლილებები;
გულის დაავადება;
დიაბეტი;
კრუნჩხვები.
თუ პაციენტს აღენიშნება დემენცია, მან ან მისმა მომვლელმა ექიმს უნდა აცნობოს, თუ პაციენტს ანამნეზში აქვს ინსულტი ან “მინი” ინსულტი.
რუტინული სიფრთხილის ზომის სახით, თუ პაციენტი 65 წელს ზემოთ ასაკისაა, ექიმი მოახდენს სისხლის წნევის მონიტორინგს.
ბავშვები და მოზარდები
ოლანზაპინი ნოლიანი არ არის განკუთვნილი 18 წლამდე ასაკის პაციენტებისათვის.
სხვა მედიკამენტები და ოლანზაპინი ნოლიანი
ოლანზაპინი ნოლიანით მკურნალობის დროს უნდა მოხდეს მხოლოდ ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტების მიღება. პაციენტს შეიძლება აღენიშნოს ძილიანობა, თუ ოლანზაპინი ნოლიანი მიიღება ანტიდეპრესანტებთან ან შფოთვის საწინააღმდეგო, ან საძილე მედიკამენტებთან (ტრანკვილიზატორებთან) კომბინაციაში.
მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს ნებისმიერი მედიკამენტის შესახებ, რომელსაც პაციენტი იღებს, ახლო წარსულში იღებდა ან აპირებს, რომ მიიღოს.
კერძოდ, მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს შემდეგ მედიკამენტებს:
პარკინსონის სამკურნალო მედიკამენტები;
კარბამაზეპინი (ანტიეპილეფსიური და გუნება-განწყობის მასტაბილიზებელი პრეპარატი), ფლუვოქსამინი (ანტიდეპრესანტი) ან ციპროფლოქსაცინი (ანტიბიოტიკი) – შეიძლება საჭირო გახდეს ოლანზაპინი ნოლიანის დოზის ცვლილება.
ოლანზაპინი ნოლიანის მიღება ალკოჰოლთან ერთად
არ უნდა მოხდეს ალკოჰოლის მიღება ოლანზაპინ ნოლიანთან ერთად, რადგან ალკოჰოლთან კომბინაციამ შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა.
ორსულობა, ძუძუთი კვება და რეპროდუქციული უნარი
ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს, შესაძლო ორსულობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის მიღებამდე.
დაუშვებელია ამ მედიკამენტის მიღება ძუძუთი კვების დროს, რადგან ოლანზაპინის მცირე რაოდენობა გამოიყოფა დედის რძეში.
ქვემოთ მოცემული სიმპტომები შეიძლება განვითარდეს იმ ახალშობილებში, რომელთა დედები იღებდნენ ოლანზაპინს ორსულობის ბოლო ტრიმესტრში (ბოლო სამ თვეში): ტრემორი, კუნთების დაჭიმულობა და/ან სისუსტე, ძილიანობა, აგზნება, სუნთქვის პრობლემები და კვების გაძნელება. თუ ბავშვს აღენიშნება რომელიმე ეს სიმპტომი, საჭიროა ექიმთან მიმართვა.
ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა
არსებობს გაბრუების შეგრძნების განვითარების რისკი ოლანზაპინი ნოლიანის მიღებისას. ასეთ შემთხვევაში დაუშვებელია ავტომობილის ან სხვა მოწყობილობების, ან მექანიზმების მართვა. ეს უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს.
ოლანზაპინი ნოლიანი შეიცავს ლაქტოზას
თუ პაციენტს დადგენილი აქვს რომელიმე შაქრის აუტანლობა, საჭიროა ექიმთან მიმართვა ამ სამკურნალო პროდუქტის მიღებამდე.
ოლანზაპინი ნოლიანის მიღების წესი
მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
მკურნალი ექიმი განსაზღვრავს რა დოზით და რამდენ ხანს უნდა მიიღოს პაციენტმა ოლანზაპინი ნოლიანი. ოლანზაპინი ნოლიანის რეკომენდებული დოზაა 5 მგ – 20 მგ. საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, თუ სიმპტომები ისევ ვითარდება, თუმცა ამ დროს არ უნდა შეწყდეს ოლანზაპინი ნოლიანის მიღება ექიმის დანიშნულების გარეშე.
ოლანზაპინი ნოლიანის ტაბლეტები მიიღება ერთხელ დღეში ექიმის დანიშნულების მიხედვით. პაციენტი უნდა ეცადოს, რომ ტაბლეტების მიღება მოხდეს ყოველდღე, ერთსა და იმავე დროს. არ აქვს მნიშვნელობა, მისი მიღება მოხდება საკვებთან ერთად, თუ საკვების გარეშე. ოლანზაპინი ნოლიანი განკუთვნილია შიგნით მისაღებად. ოლანზაპინი ნოლიანი უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, წყლის მიყოლებით.
ოლანზაპინი ნოლიანის დოზის გადაჭარბებისას
ოლანზაპინი ნოლიანის დოზის გადაჭარბებისას პაციენტებში განვითარდა შემდეგი სიმპტომები: სწრაფი გულისცემა, აგზნება/აგრესიულობა, მეტყველების პრობლემები, უჩვეულო მოძრაობები (განსაკუთრებით სახის ან ენის) და ცნობიერების დონის დაქვეითება. სხვა სიმპტომები შეიძლება იყოს: ცნობიერების დაბინდვა, კრუნჩხვები (ეპილეფსია), კომა, ცხელების, სწრაფი გულისცემის, ოფლიანობის, კუნთების გაშეშების და გაბრუების ან ძილიანობის კომბინაცია, გულისცემის შენელება, სუნთქვის შენელება, სისხლის მაღალი წნევა ან სისხლის დაბალი წნევა, არითმია. საჭიროა ექიმთან ან ჰოსპიტალში დაუყოვნებლივ მიმართვა, თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი. პაციენტმა ექიმს უნდა აჩვენოს ტაბლეტების შეფუთვა.
ოლანზაპინი ნოლიანის დოზის გამოტოვებისას
ტაბლეტების მიღება უნდა მოხდეს გახსენებისთანავე. დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებულის სანაცვლოდ.
ოლანზაპინი ნოლიანის მიღების შეწყვეტისას
არ უნდა შეწყდეს ტაბლეტების მიღება, მდგომარეობის გაუმჯობესების მიუხედავად. მნიშვნელოვანია, რომ ოლანზაპინი ნოლიანის მიღება გაგრძელდეს ექიმის დანიშნული ხანგრძლივობით.
ოლანზაპინი ნოლიანის მიღების უეცრად შეწყვეტისას შეიძლება განვითარდეს სიმპტომები, როგორიცაა: ოფლიანობა, დაძინების გაძნელება, ტრემორი, შფოთვა ან გულისრევა და ღებინება. ექიმმა შეიძლება დოზა თანდათანობით შეამციროს მკურნალობის სრულად შეწყვეტამდე.
დამატებითი კითხვების არსებობისას ამ მედიკამენტთან დაკავშირებით საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
შესაძლო გვერდითი მოვლენები
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ეს მედიკამენტიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
ექიმს უნდა ეცნობოს დაუყოვნებლივ, თუ პაციენტს აღენიშნება:
უჩვეულო მოძრაობები (ხშირი გვერდითი მოვლენა, რომელიც შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში), ძირითად სახის ან ენის;
სისხლის თრომბები ვენებში (არახშირი გვერდითი მოვლენა, რომელიც შეიძლება განვითარდეს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში), განსაკუთრებით ქვედა კიდურებში (სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს ფეხების შეშუპებას, ტკივილს და სიწითლეს), რომლებიც სისხლძარვების საშუალებით შეიძლება მოხვდეს ფილტვებში და გამოიწვიოს მკერდის არეში ტკივილი და სუნთქვის გაძნელება. თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ეს სიმპტომი, საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა;
ცხელების, აჩქარებული გულისცემის, ოფლიანობის, კუნთების გაშეშების და გაბრუების ან ძილიანობის კომბინაცია (ამ გვერდითი მოვლენის სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემების საფუძველზე).
ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში) მოიცავს: წონის მატება, უძილობა და პროლაქტინის დონის გაზრდა სისხლში. მკურნალობის ადრეულ სტადიაზე ზოგიერთ პაციენტს აღენიშნება თავბრუსხვევა ან გულისწასვლა (შენელებული გულისცემით), განსაკუთრებით მწოლიარე ან მჯდომარე პოზიციიდან ადგომისას. ეს ჩვეულებრივ თავისით გადის, მაგრამ თუ ისევ გრძელდება, საჭიროა ექიმთან მიმართვა.
ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში) მოიცავს: სისხლის გარკვეული უჯრედების რაოდენობის, მოცირკულირე ცხიმების დონის ცვლილება და მკურნალობის ადრეულ სტადიაზე ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება; სისხლში და შარდში შაქრის დონის მომატება; სისხლში შარდმჟავას და კრეატინფოსფოკინაზას დონის გაზრდა; მადის მომატება; თავბრუსხვევა; მოუსვენრობა; ტრემორი, უჩვეულო მოძრაობები (დისკინეზია); შეკრულობა; პირის სიმშრალე; კანზე გამონაყარი; უღონობა; უკიდურესი დაღლილობა; წყლის შეკავება, რაც იწვევს ხელების, კოჭების ან ტერფების შესივებას; ცხელება; სახსრების ტკივილი; და სქესობრივი დისფუნქცია, როგორიცაა ლიბიდოს დაქვეითება მამაკაცებსა და ქალებში ან ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში.
არახშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში) მოიცავს: ჰიპერმგრძნობელობა (როგორიცაა: პირის და ხორხის შეშუპება, ქავილი, კანის სიწითლე); დიაბეტის განვითარება ან დიაბეტის გაუარესება, ზოგჯერ დაკავშირებული კეტოაციდოზთან (კეტონები სისხლსა და შარდში) ან კომა; კრუნჩხვები, ჩვეულებრივ დაკავშირებულია კრუნჩხვების (ეპილეფსიის) ანამნეზთან; კუნთების რიგიდობა ან სპაზმები (მოიცავს თვალის მოძრაობას); “მოუსვენარი ფეხების” სინდრომი; მეტყველების პრობლემები; ენის დაბმა; შენელებული გულისცემა; მზის სინათლეზე მგრძნობელობა; ცხვირიდან სისხლდენა; მუცლის შებერილობა; ნერწყვდენა; მეხსიერების დაკარგვა ან გულმავიწყობა; შარდის შეუკავებლობა; შარდვის გაძნელება; თმის ცვენა; მენსტრუალური ციკლის არარსებობა ან შემცირება; და სარძევე ჯირკვლების ცვლილებები მამაკაცებსა და ქალებში, როგორიცაა რძის პათოლოგიური წარმოქმნა ან სარძევე ჯირკვლების პათოლოგიური ზრდა.
იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 1000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში) მოიცავს: სხეულის ნორმალური ტემპერატურის დაქვეითება; არითმია; უეცარი აუხსნელი სიკვდილი; პანკრეასის ანთება, რომელიც იწვევს ძლიერ მუცლის ტკივილს, ცხელებას და ღებინებას; ღვიძლის დაავადება, რომელიც ვლინდება კანისა და თვალის სკლერების სიყვითლით; კუნთების დაავადება, რომელიც ვლინდება აუხსნებლი სპაზმებითა და ტკივილებით; და გახანგრძლივებული და/ან მტკივნეული ერექცია.
ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები მოიცავს სერიოზულ ალერგიულ რეაქციებს, როგორიცაა: წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიითა და სისტემური სიმპტომებით (DRESS). DRESS დასაწყისში ვლინდება გრიპის მსგავსი სიმპტომებით, როგორიცაა გამონაყარი სახეზე და შემდეგ გავრცობილი გამონაყარი, მაღალი ტემპერატურით, გადიდებული ლიმფური კვენძებით, ღვიძლის ფერმენტების დონის მომატებით, რომელიც ჩანს სისხლის ანალიზებში და გარკვეული ლეიკოციტების დონის მომატებით (ეოზინოფილია).
ოლანზაპინის მიღებისას დემენციის მქონე ხანდაზმულ პაციენტებში შეიძლება განვითარდეს ინსულტი, პნევმონია, შარდის შეუკავებლობა, დაცემა, უკიდურესი დაღლილობა, ვიზუალური ჰალუცინაციები, სხეულის ტემპერატურის დონის მომატება, კანის სიწითლე და სიარულის გაძნელება. ზოგიერთი ფატალური შემთხვევბი აღწერილ იქნა პაციენტების ამ განსაკუთრებულ ჯგუფში.
პარკინსონის დაავადების მქონე პაციენტებში ოლანზაპინი ნოლიანის მიღებამ შეიძლება გააუარესოს სიმპტომები.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ასევე უშუალოდ შესაძლებელია ინფარმედ ი.პ.-სთვის, კონტაქტი მოცემულია ქვემოთ. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ინფორმაციის შეგროვებას.
ვებგვერდი: http://www.infarmed.pt/web/infarmed/submissaoram (სასურველია)
ან შემდეგ მისამართზე:
მედიკამენტების რისკის მართვის დეპარტამენტი
პარკ და საუდე დე ლისბოა, ავ. ბრაზილ 53
1749-004 ლისაბონი
ტელ.: +351 21 798 7373
მედიკამენტების ცხელი ხაზი: 800222444 (უფასო)
ელ-ფოსტა: [email protected]
ოლანზაპინი ნოლიანის შენახვის წესი
მედიკამენტი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ინახება არაუმეტეს 30ºC-ზე.
დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება მუყაოს კოლოფზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ. შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
დაუშვებელია მედიკამენტის გამოყენება, თუ შეფუთვაზე აღინიშნება დაზიანება ან გახსნის ხილული ნიშნები.
დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან სახლის ნაგავში. ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.
შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს ოლანზაპინი ნოლიანი
აქტიური ნივთიერებაა ოლანზაპინი. თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 10 მგ აქტიურ ნივთიერებას.
სხვა დამხმარე ნივთიერებებია: ლაქტოზის მონოჰიდრატი, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, კროსპოვიდონი, მიკროკრისტალური ცელულოზა 101, მაგნიუმის სტეარატი (ტაბლეტის შიგთავსი); ჰიპრომელოზა 6 cps, ტიტანის დიოქსიდი (E171) და მაკროგოლი 400 (ტაბლეტის გარსი).
ოლანზაპინი ნოლიანის ფორმა და შეფუთვის შემცველობა
ოლანზაპინი ნოლიანი 10 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები არის მრგვალი, ამობურცული, თეთრი ფერის გარსით დაფარული ტაბლეტები.
ოლანზაპინი ნოლიანი ტაბლეტები ხელმისაწვდომია შეფუთვით, რომელიც შეიცავს 7, 14, 28, 30, 35, 56, 60, 70 და 98 ტაბლეტს.
ყველა შეფუთვა გასაყიდად შეიძლება არ იყოს წარმოდგენილი.
ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი:
Pentafarma – Sociedade Técnico-Medicinal S.A.
Rua da Tapada Grande, nº 2
Abrunheira
2710-089 Sintra
Portugal
პენტაფარმა –სოსიედადე ტექნიკო-მედიცინალ ს.ა.
რუა და ტაპადა გრანდე, #2
აბრუნჰეირა
2710-089 სინტრა
პორტუგალია
მწარმოებელი:
Atlantic Pharma – Produçôes Farmacěuticals, S.A.
Rua da Tapada Grande, nº 2
Abrunheira
2710-089 Sintra
Portugal
ატლანტიკ ფარმა – პროდუცეოს ფარმაცევტიკალს, ს.ა.
რუა და ტაპადა გრანდე, #2
აბრუნჰეირა 2710-089 სინტრა
პორტუგალია
ინსტრუქციის შესწორების უკანასკნელი თარიღია: 2020 წლის აგვისტო
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


