პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ფსიქოლეფსური საშუალებები

ოლანზაპინი აკორდი 10 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

Olanzapin Accord 10 mg Filmtabletten

რეცეპტითინსტრუქცია ქართულადდიდი ბრიტანეთი
რისთვის გამოიყენება

ოლანზაპინი აკორდი შეიცავს აქტიურ ნივთიერება ოლანზაპინს. ოლანზაპინი აკორდი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, ე.წ. ანტიფსიქოზურ საშუალებებს, და გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების სამკურნალოდ: შიზოფრენია, დაავადება ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა სმენითი, მხედველობითი ან მგრძნობელობითი ჰალუცინაციები, მცდარი მსჯელობა. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ოლანზაპინი (olanzapine)
ფორმა და შეფუთვა
10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30
მწარმოებელი
Accord Healthcare Limited, დიდი ბრიტანეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ფსიქოლეფსური საშუალებები, დიაზეპინები, ოქსაზეპინები, თიაზეპინები და ოქსეპინები
ATC კოდი
N05AH03
რეგისტრაციის ნომერი
რ-042525
რეგისტრირებულია
16 დეკემბერი 2024, მოქმედებს 16 დეკემბერი 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
სს „გეფა“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებაოლანზაპინი აკორდი 10 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები და სხვა წამალი ერთად

ოლანზაპინი აკორდი 10 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ოლანზაპინი აკორდი შეიცავს აქტიურ ნივთიერება ოლანზაპინს. ოლანზაპინი აკორდი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, ე.წ. ანტიფსიქოზურ საშუალებებს, და გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების სამკურნალოდ:

შიზოფრენია, დაავადება ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა სმენითი, მხედველობითი ან მგრძნობელობითი ჰალუცინაციები, მცდარი მსჯელობა. უჩვეულო ეჭვიანობა და ჩაკეტილობა. ამ დაავადების მქონე ადამიანები ასევე შეიძლება თავს გრძნობდნენ დათრგუნულად, მშფოთვარედ ან დაძაბულად.

ზომიერი ან მძიმე მანიაკალური ეპიზოდები, აგზნების ან ეიფორიის სიმპტომებით მიმდინარე მდგომარეობა.

ოლანზაპინმა აკორდმა აჩვენა, რომ ახდენს ამ სიმპტომების რეციდივის პრევენციას ბიპოლარული დარღვევის მქონე პაციენტებში, რომლებშიც მანიაკალური ეპიზოდი დაემორჩილა ოლანზაპინით მკურნალობას.

მიღების წესი და დოზირება

მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.

მკურნალი ექიმი განსაზღვრავს რა დოზით და რამდენ ხანს უნდა მიიღოს პაციენტმა ოლანზაპინი აკორდი. ოლანზაპინი აკორდის დღიური დოზაა 5 მგ – 20 მგ. საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, თუ სიმპტომები ისევ ვითარდება, თუმცა ამ დროს არ უნდა შეწყდეს ოლანზაპინი აკორდის მიღება ექიმის დანიშნულების გარეშე.

ოლანზაპინი აკორდის მიიღება ერთხელ დღეში ექიმის დანიშნულების მიხედვით. პაციენტი უნდა ეცადოს, რომ ტაბლეტების მიღება მოხდეს ყოველდღე, ერთსა და იმავე დროს. არ აქვს მნიშვნელობა, მისი მიღება როდის მოხდება, საკვებთან ერთად, თუ საკვების გარეშე. ოლანზაპინი აკორდი განკუთვნილია შიგნით მისაღებად. ოლანზაპინი აკორდი უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, წყლის მიყოლებით.

ოლანზაპინი აკორდის დოზის გადაჭარბებისას

ოლანზაპინი აკორდის დოზის გადაჭარბებისას განვითარდა შემდეგი სიმპტომები: სწრაფი გულისცემა, აჟიტირება/აგრესიულობა, მეტყველების გაძნელება, უჩვეულო მოძრაობები (განსაკუთრებით სახის ან ენის) და ცნობიერების დონის დაქვეითება. სხვა სიმპტომები შეიძლება იყოს: ცნობიერების მწვავე დაბინდვა, გულყრები (ეპილეფსია), კომა, ცხელების, სწრაფი გულისცემის, ოფლიანობის, კუნთების გაშეშების და გაბრუების ან ძილიანობის კომბინაცია, გულისცემის შენელება, სუნთქვის შენელება, სისხლის მაღალი წნევა ან სისხლის დაბალი წნევა, არითმია. საჭიროა ექიმთან ან ჰოსპიტალში დაუყოვნებლივ მიმართვა, თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი. პაციენტმა ექიმს უნდა აჩვენოს ტაბლეტების შეფუთვა.

ოლანზაპინი აკორდის დოზის გამოტოვებისას

ტაბლეტების მიღება უნდა მოხდეს გახსენებისთანავე. დაუშვებელია ორი დოზის მიღება დღეში.

ოლანზაპინი აკორდის მიღების შეწყვეტისას

არ უნდა შეწყდეს ტაბლეტების მიღება, მდგომარეობის გაუმჯობესების მიუხედავად. მნიშვნელოვანია, რომ ოლანზაპინი აკორდის მიღება გაგრძელდეს ექიმის დანიშნული ხანგრძლივობით.

ოლანზაპინი აკორდის მიღების უეცრად შეწყვეტისას შეიძლება განვითარდეს სიმპტომები, როგორიცაა; ოფლიანობა, უძილობა, ტრემორი, შფოთვა ან გულისრევა და ღებინება. ექიმმა შეიძლება დოზა თანდათანობით შეამციროს მკურნალობის სრულად შეწყვეტამდე.

დამატებითი კითხვების არსებობისას ამ მედიკამენტთან დაკავშირებით საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.

უკუჩვენებები

თუ პაციენტი ალერგიულია ოლანზაპინის ან მე-6 პარაგრაფში ჩამოთვლილი პრეპარატის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ. ალერგიული რეაქცია შეიძლება გამოვლინდეს გამონაყარით, ქავილით, სახის და ტუჩების შეშუპებით ან ქოშინით. ამ სიმპტომების განვითარებისას საჭიროა ექიმთან მიმართვა;

თუ პაციენტს დიაგნოსტირებული ჰქონდა თვალის პრობლემები, როგორიცაა გარკვეული ტიპის გლაუკომა (თვალშიდა წნევის მომატება).

სიფრთხილის ზომები

ოლანზაპინი აკორდის მიღებამდე საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა:

არ არის რეკომენდებული ოლანზაპინი აკორდის გამოყენება დემენციის მქონე ხანდაზმულ პაციენტებში, რადგან შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გვერდითი მოვლენები;

ამ ტიპის მედიკამენტებმა შეიძლება გამოიწვიოს უჩვეულო მოძრაობები, ძირითადად სახის ან ენის. ოლანზაპინი აკორდის მიღების შემდეგ, ამ სიმპტომების განვითარების შემთხვევაში საჭიროა ექიმთან მიმართვა;

ძალიან იშვიათად ამ ტიპის მედიკამენტები იწვევენ ცხელების, აჩქარებული გულისცემის, ოფლიანობის, კუნთების რიგიდობის და გაბრუების ან ძილიანობის კომბინაციას. ასეთ შემთხვევაში საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა;

წონის მომატება აღწერილ იქნა ოლანზაპინი აკორდის მიმღებ პაციენტებში. პაციენტმა და მკურნალმა ექიმმა უნდა შეამოწმონ წონა რეგულარულად. განხილულ უნდა იქნეს დიეტოლოგთან მიმართვა ან საჭიროების შემთხვევაში დიეტის დაცვა;

სისხლში შაქრის მაღალი დონე და ცხიმების (ტრიგლიცერიდები და ქოლესტერინი) მაღალი დონე აღწერილ იქნა ოლანზაპინი აკორდის მიმღებ პაციენტებში. მკურნალი ექიმი აიღებს სისხლის ანალიზებს სისხლში შაქრის და გარკვეული ცხიმების დონის შესამოწმებლად ოლანზაპინი აკორდით მკურნალობის დაწყებამდე და რეგულარულად მკურნალობის დროს;

ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტს ან ოჯახის რომელიმე წევრს აქვს სისხლის თრომბოზის ანამნეზი, რადგან ამ ტიპის მედიკამენტები დაკავშირებულია სისხლის თრომბების წარმოქმნასთან.

თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი დაავადება, ექიმს უნდა ეცნობოს დაუყოვნებლივ:

ინსულტი ან “მინი” ინსულტი (ინსულტის გარდამავალი სიმპტომები);

პარკინსონის დაავადება;

პროსტატის პრობლემები;

ნაწლავის ბლოკირება (პარალიზური ილეუსი);

ღვიძლის ან თირკმლის დაავადება;

სისხლის მაჩვენებლების ცვლილებები;

გულის დაავადება;

დიაბეტი;

გულყრები;

თუ პაციენტს დადგენილი აქვს მარილების დეფიციტი გახანგრძლივებული მძიმე დიარეის და ღებინების ან დიურეტიკების (შარდმდენების) გამოყენების გამო.

თუ პაციენტს აღენიშნება დემენცია, მან ან მისმა მომვლელმა/ნათესავმა ექიმს უნდა აცნობოს, თუ პაციენტს ანამნეზში აქვს ინსულტი ან “მინი” ინსულტი.

რუტინული სიფრთხილის ზომის სახით, თუ პაციენტი 65 წელს ზემოთ ასაკისაა, ექიმი მოახდენს სისხლის წნევის მონიტორინგს.

ბავშვები და მოზარდები

ოლანზაპინი აკორდი არ არის განკუთვნილი 18 წლამდე ასაკის პაციენტებისათვის.

ოლანზაპინი აკორდის მიღება სხვა მედიკამენტებთან ერთად

ოლანზაპინი აკორდით მკურნალობის დროს უნდა მოხდეს მხოლოდ ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტების მიღება. პაციენტს შეიძლება აღენიშნოს ძილიანობა, თუ ოლანზაპინი აკორდი მიიღება ანტიდეპრესანტებთან ან შფოთვის საწინააღმდეგო, ან საძილე მედიკამენტებთან (ტრანკვილიზატორებთან) კომბინაციაში.

მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს ნებისმიერი მედიკამენტის შესახებ, რომელსაც პაციენტი იღებს, ახლო წარსულში იღებდა ან აპირებს, რომ მიიღოს.

კერძოდ, მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს შემდეგ მედიკამენტებს:

პარკინსონის სამკურნალო მედიკამენტები;

კარბამაზეპინი (ანტიეპილეფსიური და გუნება-განწყობის მასტაბილიზებელი პრეპარატი), ფლუვოქსამინი (ანტიდეპრესანტი) ან ციპროფლოქსაცინი (ანტიბიოტიკი) – შეიძლება საჭირო გახდეს ოლანზაპინი აკორდის დოზის ცვლილება.

ოლანზაპინი აკორდის მიღება ალკოჰოლთან ერთად

არ უნდა მოხდეს ალკოჰოლის მიღება ოლანზაპინ აკორდთან ერთად, რადგან ალკოჰოლთან კომბინაციამ შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა.

ფეხმძიმობა და ძუძუთი კვება

ფეხმძიმობის ან ძუძუთი კვების დროს, შესაძლო ფეხმძიმობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის მიღებამდე. დაუშვებელია ამ მედიკამენტის მიღება ძუძუთი კვების დროს, რადგან ოლანზაპინი აკორდის მცირე რაოდენობა გამოიყოფა დედის რძეში.

ქვემოთ მოცემული სიმპტომები შეიძლება განვითარდეს იმ ახალშობილებში, რომელთა დედები იღებდნენ ოლანზაპინ აკორდს ბოლო ტრიმესტრში (ორსულობის ბოლო სამ თვეში): ტრემორი, კუნთების დაჭიმულობა და/ან სისუსტე, ძილიანობა, აგზნება, სუნთქვის პრობლემები და კვების გაძნელება. თუ ბავშვს აღენიშნება რომელიმე ეს სიმპტომი, საჭიროა ექიმთან მიმართვა.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

! ყურადღება: ამ მედიკამენტმა შეიძლება გააუარესოს პაციენტის რეაგირების და ავტომობილის მართვის უნარი.

არსებობს გაბრუების შეგრძნების განვითარების რისკი ოლანზაპინი აკორდის მიღებისას. ასეთ შემთხვევაში დაუშვებელია ავტომობილის ან სხვა მოწყობილობების ან მექანიზმების მართვა. ეს უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს.

ოლანზაპინი აკორდი შეიცავს ლაქტოზას

თუ პაციენტს დადგენილი აქვს რომელიმე შაქრის აუტანლობა, საჭიროა ექიმთან მიმართვა ამ სამკურნალო პროდუქტის მიღებამდე.

გვერდითი მოვლენები

სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ეს მედიკამენტიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

ექიმს უნდა ეცნობოს დაუყოვნებლივ, თუ პაციენტს აღენიშნება:

უჩვეულო მოძრაობები (ხშირი გვერდითი მოვლენა, რომელიც შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში), ძირითად სახის ან ენის;

სისხლის თრომბები ვენებში (არახშირი გვერდითი მოვლენა, რომელიც შეიძლება განვითარდეს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში), განსაკუთრებით ქვედა კიდურებში (სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს ფეხების შეშუპებას, ტკივილს და სიწითლეს), რომლებიც სისხლძარვების საშუალებით შეიძლება მოხვდეს ფილტვებში და გამოიწვიოს მკერდის არეში ტკივილი და სუნთქვის გაძნელება. თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ეს სიმპტომი, საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა;

ცხელების, აჩქარებული გულისცემის, ოფლიანობის, კუნთების გაშეშების და გაბრუების ან ძილიანობის კომბინაცია (ამ გვერდითი მოვლენის სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემების საფუძველზე).

ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში): წონის მატება, უძილობა და პროლაქტინის დონის გაზრდა სისხლში. მკურნალობის ადრეულ სტადიაზე ზოგიერთ პაციენტს აღენიშნება თავბრუსხვევა ან გულისწასვლა (შენელებული გულისცემით), განსაკუთრებით მწოლიარე ან მჯდომარე პოზიციიდან ადგომისას. ეს ჩვეულებრივ თავისით გადის, მაგრამ თუ ისევ გრძელდება, საჭიროა ექიმთან მიმართვა.

ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):

სისხლის გარკვეული უჯრედების რაოდენობის, მოცირკულირე ცხიმების დონის ცვლილება და მკურნალობის ადრეულ სტადიაზე ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება; სისხლში და შარდში შაქრის დონის მომატება; სისხლში შარდმჟავას და კრეატინფოსფოკინაზას დონის გაზრდა; შიმშილის შეგრძნება; თავბრუსხვევა; მოუსვენრობა; ტრემორი, უჩვეულო მოძრაობები (დისკინეზია); შეკრულობა; პირის სიმშრლე; გამონაყარი; უღონობა; უკიდურესი დაღლილობა; წყლის შეკავება, რაც იწვევს ხელების, კოჭების ან ტერფების შესივებას; ცხელება; სახსრების ტკივილი; და სქესობრივი დისფუნქცია, როგორიცაა ლიბიდოს დაქვეითება მაკაცებსა და ქალებში ან ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში.

არახშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში): ჰიპერმგრძნობელობა (როგორიცაა: პირის და ხორხის შეშუპება, ქავილი, გამონაყარი); დიაბეტი ან დიაბეტის გაუარესება, ზოგჯერ დაკავშირებული კეტოაციდოზთან (კეტონები სისხლსა და შარდში) ან კომა; გულყრები, ჩვეულებრივ დაკავშირებულია გულყრების (ეპილეფსიის) ანამნეზთან; კუნთების რიგიდობა ან სპაზმები (მოიცავს თვალის მოძრაობას); “მოუსვენარი ფეხების” სინდრომი; მეტყველების პრობლემები; ენის დაბმა; შენელებული გულისცემა; მზის სინათლეზე მგრძნობელობა; ცხვირიდან სისხლდენა; მუცლის შებერილობა; ნერწყვდენა; მეხსიერების დაკარგვა ან გულმავიწყობა; შარდის შეუკავებლობა; შარდვის გაძნელება; თმის ცვენა; მენსტრუალური ციკლის არარსებობა ან შემცირება; და სარძევე ჯირკვლების ცვლილებები მამაკაცებსა და ქალებში, როგორიცაა რძის პათოლოგიური წარმოქმნა ან სარძევე ჯირკვლების პათოლოგიური ზრდა.

იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 1000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში): სხეულის ნორმალური ტემპერატურის დაქვეითება; არითმია; უეცარი აუხსნელი სიკვდილი; პანკრეასის ანთება, რომელიც იწვევს ძლიერ მუცლის ტკივილს, ცხელებას და ღებინებას; ღვიძლის დაავადება, რომელიც ვლინდება კანისა და თვალის სკლერების სიყვითლით; კუნთების დაავადება, რომელიც ვლინდება აუხსნებლი სპაზმებითა და ტკივილებით; და გახანგრძლივებული და/ან მტკივნეული ერექცია.

ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები მოიცავს სერიოზულ ალერგიულ რეაქციებს, როგორიცაა: წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიითა და სისტემური სიმპტომებით (DRESS). DRESS დასაწყისში ვლინდება გრიპის მსგავსი სიმპტომებით, როგორიცაა გამონაყარი სახეზე და შემდეგ გავრცობილი გამონაყარი, მაღალი ტემპერატურით, გადიდებული ლიმფური კვენძებით, ღვიძლის ფერმენტების დონის მომატებით, რომელიც ჩანს სისხლის ანალიზებში და გარკვეული ლეიკოციტების დონის მომატებით (ეოზინოფილია).

ოლანზაპინის მიღებისას დემენციის მქონე ხანდაზმულ პაციენტებში შეიძლება განვითარდეს ინსულტი, პნევმონია, შარდის შეუკავებლობა, დაცემა, უკიდურესი დაღლილობა, ვიზუალური ჰალუცინაციები, სხეულის ტემპერატურის დონის მომატება. კანის სიწითლე და სიარულის გაძნელება. ზოგიერთი ფატალური შემთხვევბი აღწერილ იქნა პაციენტების ამ განსაკუთრებულ ჯგუფში.

პარკინსონის დაავადების მქონე პაციენტებში ოლანზაპინი აკორდის მიღებამ შეიძლება გააუარესოს სიმპტომები.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ასევე უშუალოდ შესაძლებელია:

ჯანდაცვის სისტემის უსაფრთხოების ფედერალურ სამმართველოში:

თრაიზენგასე 5

1200 ვენა

ავსტრია

ფაქსი: +43 (0) 50 555 36207

ვებგვერდი: http://www.basg.gv.at/anzeigen

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელი უწყობს ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ინფორმაციის შეგროვებას.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერებაა ოლანზაპინი.

თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 2.5 მგ. 5 მგ. 10 მგ ან 15 მგ ოლანზაპინს.

ტაბლეტი ასევე შეიცავს: ლაქტოზის მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, კროსპოვიდონი, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი.

ტაბლეტიის აპკიანი გარსი შეიცავს: ჰიპრომელოზა (E464), ტიტანის დიოქსიდი (E171), მაკროგოლი 400, პოლისორბატი 80 (E433). გარდა ამისა, 15 მგ ტაბლეტების აპკიანი გარსი ასევე შეიცავს ინდიგო კარმინ ალუმინუმ ლეიქს (E132).

ოლანზაპინი აკორდის ფორმა და შეფუთვის შემცველობა

ოლანზაპინი აკორდი 2.5 მგ: თეთრი ან მოთეთრო ფერის, მრგვალი, ორმხრივამობურცული, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, ორივე მხარეს სადა ზედაპირით.

ოლანზაპინი აკორდი 5 მგ: თეთრი ან მოთეთრო ფერის, მრგვალი, ორმხრივამობურცული, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, ცალ მხარეს ამოტვიფრულია “01” და მეორე მხარე სადა ზედაპირით.

ოლანზაპინი აკორდი 10 მგ: თეთრი ან მოთეთრო ფერის, მრგვალი, ორმხრივამობურცული, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, ცალ მხარეს ამოტვიფრულია “03” და მეორე მხარე სადა ზედაპირით.

ოლანზაპინი აკორდი 15 მგ: ღია ცისფერი, მრგვალი, ორმხრივამობურცული, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, ორივე მხარე სადა ზედაპირით.

ოლანზაპინი აკორდი ხელმისაწვდომია შეფუთვის ზომებით: 15, 28, 30, 35, 56 ან 70 ტაბლეტი მუყაოს კოლოფში.

ყველა შეფუთვა გასაყიდად შეიძლება არ იყოს წარმოდგენილი.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი -II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი:

Accord Healthcare B.V.

Winthontlaan 200,

3526 KV Utrecht,

The Netherlands

აკორდ ჰელსქეა ბ.ვ.

ვინთონტლაან 200,

3526 KV უტრეხტი,

ნიდერლანდები

შენახვის პირობები

მედიკამენტი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება ბლისტერზე და ასევე მუყაოს კოლოფზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ. შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

ინახება არაუმეტეს 30°C-ზე.

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან სახლის ნაგავში. ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

სარეკომენდაციო ვერსია

გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისთვის

ოლანზაპინი აკორდი 2.5 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

ოლანზაპინი აკორდი 5 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

ოლანზაპინი აკორდი 10 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

ოლანზაპინი აკორდი 15 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

აქტიური ნივთიერება: ოლანზაპინი

პრეპარატით მკურნალობის დაწყებამდე, საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან შეიცავს პაციენტისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა, წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.

ნებისმიერი დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ პაციენტისათვის. არ შეიძლება მისი მიცემა სხვა პირებისათვის. სიმპტომების მსგავსების მიუხედავად, ის შესაძლოა საზიანო აღმოჩნდეს მათი ჯანმრთელობისთვის.

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. იხ. პარაგრაფი 4

ინსტრუქციაში მოცემულია:

რას წარმოადგენს ოლანზაპინი აკორდი და მისი გამოყენება

რა უნდა იცოდეს პაციენტმა ოლანზაპინი აკორდის მიღებამდე

ოლანზაპინი აკორდის მიღების წესი

შესაძლო გვერდითი მოვლენები

ოლანზაპინი აკორდის შენახვის წესი

შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

რას წარმოადგენს ოლანზაპინი აკორდი და მისი გამოყენება

ოლანზაპინი აკორდი შეიცავს აქტიურ ნივთიერება ოლანზაპინს. ოლანზაპინი აკორდი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, ე.წ. ანტიფსიქოზურ საშუალებებს, და გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების სამკურნალოდ:

შიზოფრენია, დაავადება ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა სმენითი, მხედველობითი ან მგრძნობელობითი ჰალუცინაციები, მცდარი მსჯელობა. უჩვეულო ეჭვიანობა და ჩაკეტილობა. ამ დაავადების მქონე ადამიანები ასევე შეიძლება თავს გრძნობდნენ დათრგუნულად, მშფოთვარედ ან დაძაბულად.

ზომიერი ან მძიმე მანიაკალური ეპიზოდები, აგზნების ან ეიფორიის სიმპტომებით მიმდინარე მდგომარეობა.

ოლანზაპინმა აკორდმა აჩვენა, რომ ახდენს ამ სიმპტომების რეციდივის პრევენციას ბიპოლარული დარღვევის მქონე პაციენტებში, რომლებშიც მანიაკალური ეპიზოდი დაემორჩილა ოლანზაპინით მკურნალობას.

რა უნდა იცოდეს პაციენტმა ოლანზაპინი აკორდის მიღებამდე

დაუშვებელია ოლანზაპინი აკორდის მიღება

თუ პაციენტი ალერგიულია ოლანზაპინის ან მე-6 პარაგრაფში ჩამოთვლილი პრეპარატის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ. ალერგიული რეაქცია შეიძლება გამოვლინდეს გამონაყარით, ქავილით, სახის და ტუჩების შეშუპებით ან ქოშინით. ამ სიმპტომების განვითარებისას საჭიროა ექიმთან მიმართვა;

თუ პაციენტს დიაგნოსტირებული ჰქონდა თვალის პრობლემები, როგორიცაა გარკვეული ტიპის გლაუკომა (თვალშიდა წნევის მომატება).

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

ოლანზაპინი აკორდის მიღებამდე საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა:

არ არის რეკომენდებული ოლანზაპინი აკორდის გამოყენება დემენციის მქონე ხანდაზმულ პაციენტებში, რადგან შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გვერდითი მოვლენები;

ამ ტიპის მედიკამენტებმა შეიძლება გამოიწვიოს უჩვეულო მოძრაობები, ძირითადად სახის ან ენის. ოლანზაპინი აკორდის მიღების შემდეგ, ამ სიმპტომების განვითარების შემთხვევაში საჭიროა ექიმთან მიმართვა;

ძალიან იშვიათად ამ ტიპის მედიკამენტები იწვევენ ცხელების, აჩქარებული გულისცემის, ოფლიანობის, კუნთების რიგიდობის და გაბრუების ან ძილიანობის კომბინაციას. ასეთ შემთხვევაში საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა;

წონის მომატება აღწერილ იქნა ოლანზაპინი აკორდის მიმღებ პაციენტებში. პაციენტმა და მკურნალმა ექიმმა უნდა შეამოწმონ წონა რეგულარულად. განხილულ უნდა იქნეს დიეტოლოგთან მიმართვა ან საჭიროების შემთხვევაში დიეტის დაცვა;

სისხლში შაქრის მაღალი დონე და ცხიმების (ტრიგლიცერიდები და ქოლესტერინი) მაღალი დონე აღწერილ იქნა ოლანზაპინი აკორდის მიმღებ პაციენტებში. მკურნალი ექიმი აიღებს სისხლის ანალიზებს სისხლში შაქრის და გარკვეული ცხიმების დონის შესამოწმებლად ოლანზაპინი აკორდით მკურნალობის დაწყებამდე და რეგულარულად მკურნალობის დროს;

ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტს ან ოჯახის რომელიმე წევრს აქვს სისხლის თრომბოზის ანამნეზი, რადგან ამ ტიპის მედიკამენტები დაკავშირებულია სისხლის თრომბების წარმოქმნასთან.

თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი დაავადება, ექიმს უნდა ეცნობოს დაუყოვნებლივ:

ინსულტი ან “მინი” ინსულტი (ინსულტის გარდამავალი სიმპტომები);

პარკინსონის დაავადება;

პროსტატის პრობლემები;

ნაწლავის ბლოკირება (პარალიზური ილეუსი);

ღვიძლის ან თირკმლის დაავადება;

სისხლის მაჩვენებლების ცვლილებები;

გულის დაავადება;

დიაბეტი;

გულყრები;

თუ პაციენტს დადგენილი აქვს მარილების დეფიციტი გახანგრძლივებული მძიმე დიარეის და ღებინების ან დიურეტიკების (შარდმდენების) გამოყენების გამო.

თუ პაციენტს აღენიშნება დემენცია, მან ან მისმა მომვლელმა/ნათესავმა ექიმს უნდა აცნობოს, თუ პაციენტს ანამნეზში აქვს ინსულტი ან “მინი” ინსულტი.

რუტინული სიფრთხილის ზომის სახით, თუ პაციენტი 65 წელს ზემოთ ასაკისაა, ექიმი მოახდენს სისხლის წნევის მონიტორინგს.

ბავშვები და მოზარდები

ოლანზაპინი აკორდი არ არის განკუთვნილი 18 წლამდე ასაკის პაციენტებისათვის.

ოლანზაპინი აკორდის მიღება სხვა მედიკამენტებთან ერთად

ოლანზაპინი აკორდით მკურნალობის დროს უნდა მოხდეს მხოლოდ ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტების მიღება. პაციენტს შეიძლება აღენიშნოს ძილიანობა, თუ ოლანზაპინი აკორდი მიიღება ანტიდეპრესანტებთან ან შფოთვის საწინააღმდეგო, ან საძილე მედიკამენტებთან (ტრანკვილიზატორებთან) კომბინაციაში.

მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს ნებისმიერი მედიკამენტის შესახებ, რომელსაც პაციენტი იღებს, ახლო წარსულში იღებდა ან აპირებს, რომ მიიღოს.

კერძოდ, მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს შემდეგ მედიკამენტებს:

პარკინსონის სამკურნალო მედიკამენტები;

კარბამაზეპინი (ანტიეპილეფსიური და გუნება-განწყობის მასტაბილიზებელი პრეპარატი), ფლუვოქსამინი (ანტიდეპრესანტი) ან ციპროფლოქსაცინი (ანტიბიოტიკი) – შეიძლება საჭირო გახდეს ოლანზაპინი აკორდის დოზის ცვლილება.

ოლანზაპინი აკორდის მიღება ალკოჰოლთან ერთად

არ უნდა მოხდეს ალკოჰოლის მიღება ოლანზაპინ აკორდთან ერთად, რადგან ალკოჰოლთან კომბინაციამ შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა.

ფეხმძიმობა და ძუძუთი კვება

ფეხმძიმობის ან ძუძუთი კვების დროს, შესაძლო ფეხმძიმობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის მიღებამდე. დაუშვებელია ამ მედიკამენტის მიღება ძუძუთი კვების დროს, რადგან ოლანზაპინი აკორდის მცირე რაოდენობა გამოიყოფა დედის რძეში.

ქვემოთ მოცემული სიმპტომები შეიძლება განვითარდეს იმ ახალშობილებში, რომელთა დედები იღებდნენ ოლანზაპინ აკორდს ბოლო ტრიმესტრში (ორსულობის ბოლო სამ თვეში): ტრემორი, კუნთების დაჭიმულობა და/ან სისუსტე, ძილიანობა, აგზნება, სუნთქვის პრობლემები და კვების გაძნელება. თუ ბავშვს აღენიშნება რომელიმე ეს სიმპტომი, საჭიროა ექიმთან მიმართვა.

ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა

! ყურადღება: ამ მედიკამენტმა შეიძლება გააუარესოს პაციენტის რეაგირების და ავტომობილის მართვის უნარი.

არსებობს გაბრუების შეგრძნების განვითარების რისკი ოლანზაპინი აკორდის მიღებისას. ასეთ შემთხვევაში დაუშვებელია ავტომობილის ან სხვა მოწყობილობების ან მექანიზმების მართვა. ეს უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს.

ოლანზაპინი აკორდი შეიცავს ლაქტოზას

თუ პაციენტს დადგენილი აქვს რომელიმე შაქრის აუტანლობა, საჭიროა ექიმთან მიმართვა ამ სამკურნალო პროდუქტის მიღებამდე.

ოლანზაპინი აკორდის მიღების წესი

მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.

მკურნალი ექიმი განსაზღვრავს რა დოზით და რამდენ ხანს უნდა მიიღოს პაციენტმა ოლანზაპინი აკორდი. ოლანზაპინი აკორდის დღიური დოზაა 5 მგ – 20 მგ. საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, თუ სიმპტომები ისევ ვითარდება, თუმცა ამ დროს არ უნდა შეწყდეს ოლანზაპინი აკორდის მიღება ექიმის დანიშნულების გარეშე.

ოლანზაპინი აკორდის მიიღება ერთხელ დღეში ექიმის დანიშნულების მიხედვით. პაციენტი უნდა ეცადოს, რომ ტაბლეტების მიღება მოხდეს ყოველდღე, ერთსა და იმავე დროს. არ აქვს მნიშვნელობა, მისი მიღება როდის მოხდება, საკვებთან ერთად, თუ საკვების გარეშე. ოლანზაპინი აკორდი განკუთვნილია შიგნით მისაღებად. ოლანზაპინი აკორდი უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, წყლის მიყოლებით.

ოლანზაპინი აკორდის დოზის გადაჭარბებისას

ოლანზაპინი აკორდის დოზის გადაჭარბებისას განვითარდა შემდეგი სიმპტომები: სწრაფი გულისცემა, აჟიტირება/აგრესიულობა, მეტყველების გაძნელება, უჩვეულო მოძრაობები (განსაკუთრებით სახის ან ენის) და ცნობიერების დონის დაქვეითება. სხვა სიმპტომები შეიძლება იყოს: ცნობიერების მწვავე დაბინდვა, გულყრები (ეპილეფსია), კომა, ცხელების, სწრაფი გულისცემის, ოფლიანობის, კუნთების გაშეშების და გაბრუების ან ძილიანობის კომბინაცია, გულისცემის შენელება, სუნთქვის შენელება, სისხლის მაღალი წნევა ან სისხლის დაბალი წნევა, არითმია. საჭიროა ექიმთან ან ჰოსპიტალში დაუყოვნებლივ მიმართვა, თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი. პაციენტმა ექიმს უნდა აჩვენოს ტაბლეტების შეფუთვა.

ოლანზაპინი აკორდის დოზის გამოტოვებისას

ტაბლეტების მიღება უნდა მოხდეს გახსენებისთანავე. დაუშვებელია ორი დოზის მიღება დღეში.

ოლანზაპინი აკორდის მიღების შეწყვეტისას

არ უნდა შეწყდეს ტაბლეტების მიღება, მდგომარეობის გაუმჯობესების მიუხედავად. მნიშვნელოვანია, რომ ოლანზაპინი აკორდის მიღება გაგრძელდეს ექიმის დანიშნული ხანგრძლივობით.

ოლანზაპინი აკორდის მიღების უეცრად შეწყვეტისას შეიძლება განვითარდეს სიმპტომები, როგორიცაა; ოფლიანობა, უძილობა, ტრემორი, შფოთვა ან გულისრევა და ღებინება. ექიმმა შეიძლება დოზა თანდათანობით შეამციროს მკურნალობის სრულად შეწყვეტამდე.

დამატებითი კითხვების არსებობისას ამ მედიკამენტთან დაკავშირებით საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.

შესაძლო გვერდითი მოვლენები

სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ეს მედიკამენტიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

ექიმს უნდა ეცნობოს დაუყოვნებლივ, თუ პაციენტს აღენიშნება:

უჩვეულო მოძრაობები (ხშირი გვერდითი მოვლენა, რომელიც შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში), ძირითად სახის ან ენის;

სისხლის თრომბები ვენებში (არახშირი გვერდითი მოვლენა, რომელიც შეიძლება განვითარდეს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში), განსაკუთრებით ქვედა კიდურებში (სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს ფეხების შეშუპებას, ტკივილს და სიწითლეს), რომლებიც სისხლძარვების საშუალებით შეიძლება მოხვდეს ფილტვებში და გამოიწვიოს მკერდის არეში ტკივილი და სუნთქვის გაძნელება. თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ეს სიმპტომი, საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა;

ცხელების, აჩქარებული გულისცემის, ოფლიანობის, კუნთების გაშეშების და გაბრუების ან ძილიანობის კომბინაცია (ამ გვერდითი მოვლენის სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემების საფუძველზე).

ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში): წონის მატება, უძილობა და პროლაქტინის დონის გაზრდა სისხლში. მკურნალობის ადრეულ სტადიაზე ზოგიერთ პაციენტს აღენიშნება თავბრუსხვევა ან გულისწასვლა (შენელებული გულისცემით), განსაკუთრებით მწოლიარე ან მჯდომარე პოზიციიდან ადგომისას. ეს ჩვეულებრივ თავისით გადის, მაგრამ თუ ისევ გრძელდება, საჭიროა ექიმთან მიმართვა.

ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):

სისხლის გარკვეული უჯრედების რაოდენობის, მოცირკულირე ცხიმების დონის ცვლილება და მკურნალობის ადრეულ სტადიაზე ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება; სისხლში და შარდში შაქრის დონის მომატება; სისხლში შარდმჟავას და კრეატინფოსფოკინაზას დონის გაზრდა; შიმშილის შეგრძნება; თავბრუსხვევა; მოუსვენრობა; ტრემორი, უჩვეულო მოძრაობები (დისკინეზია); შეკრულობა; პირის სიმშრლე; გამონაყარი; უღონობა; უკიდურესი დაღლილობა; წყლის შეკავება, რაც იწვევს ხელების, კოჭების ან ტერფების შესივებას; ცხელება; სახსრების ტკივილი; და სქესობრივი დისფუნქცია, როგორიცაა ლიბიდოს დაქვეითება მაკაცებსა და ქალებში ან ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში.

არახშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში): ჰიპერმგრძნობელობა (როგორიცაა: პირის და ხორხის შეშუპება, ქავილი, გამონაყარი); დიაბეტი ან დიაბეტის გაუარესება, ზოგჯერ დაკავშირებული კეტოაციდოზთან (კეტონები სისხლსა და შარდში) ან კომა; გულყრები, ჩვეულებრივ დაკავშირებულია გულყრების (ეპილეფსიის) ანამნეზთან; კუნთების რიგიდობა ან სპაზმები (მოიცავს თვალის მოძრაობას); “მოუსვენარი ფეხების” სინდრომი; მეტყველების პრობლემები; ენის დაბმა; შენელებული გულისცემა; მზის სინათლეზე მგრძნობელობა; ცხვირიდან სისხლდენა; მუცლის შებერილობა; ნერწყვდენა; მეხსიერების დაკარგვა ან გულმავიწყობა; შარდის შეუკავებლობა; შარდვის გაძნელება; თმის ცვენა; მენსტრუალური ციკლის არარსებობა ან შემცირება; და სარძევე ჯირკვლების ცვლილებები მამაკაცებსა და ქალებში, როგორიცაა რძის პათოლოგიური წარმოქმნა ან სარძევე ჯირკვლების პათოლოგიური ზრდა.

იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 1000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში): სხეულის ნორმალური ტემპერატურის დაქვეითება; არითმია; უეცარი აუხსნელი სიკვდილი; პანკრეასის ანთება, რომელიც იწვევს ძლიერ მუცლის ტკივილს, ცხელებას და ღებინებას; ღვიძლის დაავადება, რომელიც ვლინდება კანისა და თვალის სკლერების სიყვითლით; კუნთების დაავადება, რომელიც ვლინდება აუხსნებლი სპაზმებითა და ტკივილებით; და გახანგრძლივებული და/ან მტკივნეული ერექცია.

ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები მოიცავს სერიოზულ ალერგიულ რეაქციებს, როგორიცაა: წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიითა და სისტემური სიმპტომებით (DRESS). DRESS დასაწყისში ვლინდება გრიპის მსგავსი სიმპტომებით, როგორიცაა გამონაყარი სახეზე და შემდეგ გავრცობილი გამონაყარი, მაღალი ტემპერატურით, გადიდებული ლიმფური კვენძებით, ღვიძლის ფერმენტების დონის მომატებით, რომელიც ჩანს სისხლის ანალიზებში და გარკვეული ლეიკოციტების დონის მომატებით (ეოზინოფილია).

ოლანზაპინის მიღებისას დემენციის მქონე ხანდაზმულ პაციენტებში შეიძლება განვითარდეს ინსულტი, პნევმონია, შარდის შეუკავებლობა, დაცემა, უკიდურესი დაღლილობა, ვიზუალური ჰალუცინაციები, სხეულის ტემპერატურის დონის მომატება. კანის სიწითლე და სიარულის გაძნელება. ზოგიერთი ფატალური შემთხვევბი აღწერილ იქნა პაციენტების ამ განსაკუთრებულ ჯგუფში.

პარკინსონის დაავადების მქონე პაციენტებში ოლანზაპინი აკორდის მიღებამ შეიძლება გააუარესოს სიმპტომები.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ასევე უშუალოდ შესაძლებელია:

ჯანდაცვის სისტემის უსაფრთხოების ფედერალურ სამმართველოში:

თრაიზენგასე 5

1200 ვენა

ავსტრია

ფაქსი: +43 (0) 50 555 36207

ვებგვერდი: http://www.basg.gv.at/anzeigen

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელი უწყობს ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ინფორმაციის შეგროვებას.

ოლანზაპინი აკორდის შენახვის წესი

მედიკამენტი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება ბლისტერზე და ასევე მუყაოს კოლოფზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ. შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

ინახება არაუმეტეს 30°C-ზე.

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან სახლის ნაგავში. ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.

შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს ოლანზაპინი აკორდი

აქტიური ნივთიერებაა ოლანზაპინი.

თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 2.5 მგ. 5 მგ. 10 მგ ან 15 მგ ოლანზაპინს.

ტაბლეტი ასევე შეიცავს: ლაქტოზის მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, კროსპოვიდონი, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი.

ტაბლეტიის აპკიანი გარსი შეიცავს: ჰიპრომელოზა (E464), ტიტანის დიოქსიდი (E171), მაკროგოლი 400, პოლისორბატი 80 (E433). გარდა ამისა, 15 მგ ტაბლეტების აპკიანი გარსი ასევე შეიცავს ინდიგო კარმინ ალუმინუმ ლეიქს (E132).

ოლანზაპინი აკორდის ფორმა და შეფუთვის შემცველობა

ოლანზაპინი აკორდი 2.5 მგ: თეთრი ან მოთეთრო ფერის, მრგვალი, ორმხრივამობურცული, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, ორივე მხარეს სადა ზედაპირით.

ოლანზაპინი აკორდი 5 მგ: თეთრი ან მოთეთრო ფერის, მრგვალი, ორმხრივამობურცული, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, ცალ მხარეს ამოტვიფრულია “01” და მეორე მხარე სადა ზედაპირით.

ოლანზაპინი აკორდი 10 მგ: თეთრი ან მოთეთრო ფერის, მრგვალი, ორმხრივამობურცული, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, ცალ მხარეს ამოტვიფრულია “03” და მეორე მხარე სადა ზედაპირით.

ოლანზაპინი აკორდი 15 მგ: ღია ცისფერი, მრგვალი, ორმხრივამობურცული, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, ორივე მხარე სადა ზედაპირით.

ოლანზაპინი აკორდი ხელმისაწვდომია შეფუთვის ზომებით: 15, 28, 30, 35, 56 ან 70 ტაბლეტი მუყაოს კოლოფში.

ყველა შეფუთვა გასაყიდად შეიძლება არ იყოს წარმოდგენილი.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი -II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი:

Accord Healthcare B.V.

Winthontlaan 200,

3526 KV Utrecht,

The Netherlands

აკორდ ჰელსქეა ბ.ვ.

ვინთონტლაან 200,

3526 KV უტრეხტი,

ნიდერლანდები

მწარმოებელი:

Accord Healthcare Polska Sp.z o.o.,

ul. Lutomierska 50, 95-200 Pabianice, Poland

აკორდ ჰელსქეა პოლსკა სპ.ზ.ო.ო.

ულ. ლუტომიერსკა 50, 95-200 პაბიანიცე, პოლონეთი

ვაჭრობის ლიცენზიის ნომრები:

ოლანზაპინი აკორდი 2.5 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები: 1-31232

ოლანზაპინი აკორდი 5 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები: 1-31233

ოლანზაპინი აკორდი 10 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები: 1-31235

ოლანზაპინი აკორდი 15 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები: 1-31236

ეს სამკურნალო პროდუქტი ევროპის ეკონომიკური ზონის წევრ სახელმწიფოებში და გაერთიანებულ სამეფოში (ჩრდილოეთ ირლანდია) წარმოდგენილია შემდეგი სახელწოდებით:

ქვეყანა

შემოთავაზებული სახელწოდება

ბულგარეთი

ოლანზაპინი აკორდი 5/10 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

დანია

ოლანზაპინი აკორდი

ესტონეთი

ოლანზაპინი აკორდი

ფინეთი

ოლანზაპინი აკორდი 2.5/5/7.5/10/15/20 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

ლატვია

ოლანზაპინი აკორდი 5/10/15 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

ლიეტუვა

ოლანზაპინი აკორდი 5/10/15 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

ნორვეგია

ოლანზაპინი აკორდი 2.5/5/7.5/10/15/20 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

შვედეთი

გაერთიანებული სამეფო (ჩრდილოეთ ირლანდია)

ოლანზაპინი 2.5/5/7.5/10/15/20 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

ავსტრია

ოლანზაპინი აკორდი 2.5/5/10/15 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

კვიპროსი

ოლანზაპინი აკორდი 5/10 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

ირლანდია

ოლანზაპინი აკორდი 2.5/5//7/5/10/15 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

იტალია

ოლანზაპინი აკორდი

მალტა

ოლანზაპინი აკორდი 2.5/5/7.5/10/15 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

სლოვაკეთის რესპუბლიკა

ოლანზაპინი აკორდი 5/10 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

ინსტრუქციის შესწორების უკანასკნელი თარიღია: 2022 წლის ნოემბერი.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა