პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
დერმატოლოგიური სხვა პრეპარატები

ნორმოპილი 20 მგ/მლ გარეგანი ხსნარი

normopil® 20 mg/ml solución cutánea

ურეცეპტოდინსტრუქცია ქართულადესპანეთი
რისთვის გამოიყენება

ნორმოპილი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს მინოქსიდილს და წარმოადგენს ხსნარს, რომელიც გამოიყენება თავის ქალის კანზე თმის ზრდის სტიმულირებისათვის ანდროგენული ალოპეციის (სიმელოტის ყველაზე ხშირი ფორმის) მქონე პირებში ადგილობრივი გამოყენებისას. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
მინოქსიდილი (minoxidil)
ფორმა და შეფუთვა
20მგ/მლ 90მლ ადგილობრივი გამოყენების სპრეი, ხსნარი ბოთლი №1 გამფრქვევი მოწყობილობით და საზომი შპრიცით
მწარმოებელი
LABORATORIOS NORMON, S.A., ესპანეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
დერმატოლოგიური სხვა პრეპარატები, დერმატოლოგიური სხვა საშუალებები
ATC კოდი
D11AX01
რეგისტრაციის ნომერი
რ-041573
რეგისტრირებულია
16 ივლისი 2024, მოქმედებს 16 ივლისი 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
სს „გეფა“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებანორმოპილი 20 მგ/მლ გარეგანი ხსნარი და სხვა წამალი ერთად

ნორმოპილი 20 მგ/მლ გარეგანი ხსნარი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ნორმოპილი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს მინოქსიდილს და წარმოადგენს ხსნარს, რომელიც გამოიყენება თავის ქალის კანზე თმის ზრდის სტიმულირებისათვის ანდროგენული ალოპეციის (სიმელოტის ყველაზე ხშირი ფორმის) მქონე პირებში ადგილობრივი გამოყენებისას.

მედიკამენტი ნაჩვენებია ანდროგენული ეტიოლოგიის თმის ზომიერი ცვენის სამკურნალოდ მოზრდილებში.

მიღების წესი და დოზირება

მედიკამენტის გამოყენება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ინსტრუქციის მიხედვით ან ექიმისა და ფარმაცევტის მითითებების შესაბამისად. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს.

რეკომენდებული დოზაა 2 მლ დღეში. დაიტანება დღეში 2-ჯერ: 1 მლ დილით და 1 მლ - საღამოს.

გამოყენების ინსტრუქცია:

გამოყენების ინსტრუქცია დამოკიდებულია გამოყენებული აპლიკატორის ტიპზე.

ა. შპრიცი

ბ. გრძელი თავის მქონე გამომფრქვევი აპლიკატორი

გამოყენებამდე საჭიროა ხელების კარგად დაბანა.

პროდუქტის დატანამდე თმა და სკალპი უნდა იყოს სრულად მშრალი.

ა. შპრიცი (1 მლ)

რეკომენდებულია თავის ქალის დიდ უბანზე დასატანად.

უნდა მოიხსნას ბოთლის თავსახური (სურ. 1).

შპრიცი უნდა მოთავსდეს ბოთლში და შეივსოს 1 მლ პროდუქტით (სურ. 2).

1 მლ ხსნარი დატანილ უნდა იქნას შპრიცის საშუალებით (სურ. 3).

ხსნარის გადანაწილება ხდება თითებით სამკურნალო ზონაში, იწყება გამელოტებული ადგილის ცენტრიდან (სურ. 4). არ უნდა იქნას დატანილი სხეულის სხვა ნაწილებში.

გამოყენების შემდეგ ბოთლს უნდა დაეხუროს თავსახური.

ბ. გრძელი თავის მქონე გამომფრქვევი აპლიკატორი (1 მლ = 5 გამოფრქვევა)

რეკომენდებულია თავის ქალის მცირე უბნებზე გამოსაყენებლად.

კანულა თავსდება დგუშში: საჭიროა დგუშის სწორად დაჭერა, თითების ღილაკზე მოთავსებით (სურ. 1).

ბოთლიდან უნდა ამოიხრახნოს და მოიხსნას თავსახური (სურ. 2).

ბოთლს უნდა მოერგოს გასაფრქვევი აპლიკატორი (სურ. 3) და მჭიდროდ ჩაეხრახნოს მას (სურ. 4).

გამოყენება: გამომფრქვევი მიმართული უნდა იყოს სამკურნალო ზონისკენ (სურ. 5). დგუშს უნდა დაეჭიროს ერთხელ და პროდუქტი თითებით უნდა გადანაწილდეს დასამუშავებელ არეზე, გამელოტებული ადგილის ცენტრიდან პერიფერიისკენ. 1 მლ ხსნარის დასატანად საჭიროა პროცედურის 5-ჯერ გამეორება.

საჭიროა მოიხსნას გრძელთავა გამომფრქვევი აპლიკატორი ბოთლს.

არ უნდა იქნას გამოყენებული თმის საშრობი, პროდუქტის გაშრობის დასაჩქარებლად.

პრეპარატის გამოყენების შემდეგ საჭიროა ხელების კარგად დაბანა, არასასურველ ადგილებში თმის ზრდის თავიდან ასაცილებლად.

სხვა პრეპარატების მსგავსად, მკურნალობის შედეგი ინდივიდუალურია და დამოკიდებულია ცალკეულ პაციენტზე; ამიტომ 4-თვიანი მკურნალობის კურსის ჩატარება აუცილებელია, რათა თმამ ხელახლა დაიწყოს ზრდა.

მიუხედავად ალოპეციის ხარისხისა საჭიროა რეკომენდებული დღიური დოზის მკაცრი დაცვა. დაუშვებელია დოზის ან გამოყენების სიხშირის გაზრდა.

მკურნალობა არ უნდა შეწყდეს ნაადრევად, რადგან მონაცემების თანახმად, 3-4 თვის განმავლობაში მკურნალობის შეჩერების შემთხვევაში პაციენტები შეიძლება დაუბრუნდნენ მკურნალობამდე არსებულ ალოპეციის საწყის მდგომარეობას.

65 წელს ზემოთ ასაკის პაციენტებში გამოყენება

ნორმოპილის გამოყენება 65 წელს ზემოთ ასაკის პაციენტებში არ არის რეკომენდებული ამ ასაკობრივ ჯგუფში კვლევების არარსებობის გამო.

ნორმოპილის დოზის გადაჭარბებისას

ნორმოპილის დოზის გადაჭარბებისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან დაუყოვნებლივ მიმართვა.

მინოქსიდილის ადგილობრივი გამოყენებისას უნებლიედ ან წინასწარ განზრახვით დოზის გადაჭარბების შემთხვევაში იზრდება დერმატოლოგიური გვერდითი ეფექტების სიმძიმე, კერძოდ ქავილი, სიმშრალე, კანის გაღიზიანება და ეგზემა (კანის მწვავე ან ქრონიკული ანთებითი მდგომარეობა).

უნებლიე ან წინასწარ განზრახული გადაყლაპვისას ნიშნები და სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს (მაგრამ არ შემოიფარგლება) ჰიპოტენზიას (სისხლის წნევის დაქვეითება), ტაქიკარდიას (გულისცემის სიხშირის მომატება), შეშუპებას (შესივება, ჭარბი სითხის შეკავება ორგანიზმში) და გულის შეგუბებით უკმარისობას.

დოზის გადაჭარბების ან შემთხვევით გადაყლაპვის შემთხვევაში საჭიროა დაუყოვნებლივ ექიმთან ან ფარმაცევტთან, ან სამედიცინო ცენტრში მიმართვა, ან ტოქსიკოლოგიის საინფორმაციო სამსხურში დარეკვა, ტელ.: +34 91 562 04 20, მედიკამენტის სახელწოდებისა და მიღებული რაოდენობის მითითებით.

ნორმოპილის დოზის გამოტოვებისას

დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებული დოზის სანაცვლოდ.

მკურნალობის დასაწყისში:

საჭიროა დატანილ იქნეს გამოტოვებული დოზა შესაძლებლობისთანავე და შემდეგ ჩვეულებრივ გაგრძელდეს ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებულის სანაცვლოდ.

შემანარჩუნებელი მკურნალობის პერიოდში:

საჭიროა შემდგომი დოზის დატანა ჩვეულ დროს და შემდეგ მკურნალობის ჩვეულებრივ გაგრძელება.

ნორმოპილის გამოყენების შეწყვეტისას

3-4 თვის განმავლობაში მკურნალობის შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს მკურნალობამდე არსებული ალოპეციის ხარისხის დაბრუნება.

აღწერილი სიმპტომების განვითარების შემთხვევაში საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.

თუ ვითარდება აღწერილი სიმპტომები, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.

სიფრთხილის ზომები

ნორმოპილის გამოყენება არ შეიძლება

თუ პაციენტი ალერგიულია (ჰიპერმგრძნობიარეა) მინოქსიდილის ან მედიკამენტის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი იხ. მე-6 პარაგრაფში).

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა ნორმოპილის გამოყენებამდე.

გულის დაავადებების არსებობის შემთხვევაში, მათ შორის წარსულში, მინოქსიდილის პირველად გამოყენებამდე აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია;

ნორმოპილით მკურნალობის დაწყებამდე პაციენტმა უნდა გაიაროს სრული კლინიკური გამოკვლევა;

თუ პაციენტს აღენიშნება თავის ქალის კანზე პრობლემა ან ჭრილობა, შესაძლოა მოხდეს მედიკამენტის დიდი რაოდენობით შეწოვა, ამიტომ გამოყენებამდე საჭიროა დადგინდეს, რომ არ არსებობს ეს პრობლემები;

თუ თავის ქალის კანზე აღინიშნება სიწითლე, ანთება, ინფექცია, გაღიზიანება, ტკივილი ან პაციენტი იყენებს თავის ქალისთვის განკუთვნილ სხვა მედიკამენტებს;

თუ პაციენტს არ აღენიშნება თმის ცვენის ოჯახური ისტორია, თმის ცვენა არის მოულოდნელი და/ან არარეგულარული, მშობიარობის შემდგომი ან უცნობი მიზეზით განვითარებული;

თუ პაციენტს ანამნეზში ან ამჟამად აღენიშნება სისხლძარღვთა ან გულის რაიმე დაავადება, რადგან ამ დროს რეკომენდებულია არტერიული წნევისა და გულისცემის სიხშირის მონიტორინგი.

თუ პაციენტს აღენიშნება არტერიული წნევის დაქვეითება, გულმკერდის არეში ტკივილი, გულისცემის გახშირება, გულის თრთოლვა, გულისწასვლა ან თავბრუსხვევა, სხეულის მასის მოულოდნელი, აუხსნელი მატება, ხელებისა და ტერფების შეშუპება, თავის ქალის კანის მუდმივი სიწითლე და გაღიზიანება, უნდა შეწყდეს მკურნალობა და საჭიროა ექიმთან კონსულტაცია;

თუ პაციენტი ქალია, საჭიროა სიფრთხილის სპეციალური ზომების მიღება, კერძოდ პროდუქტის სკალპზე გამოყენების შემდეგ ხელების დაბანა, რადგან პროდუქტის კონტაქტისას სხეულის სხვა ნაწილებთან არსებობს თმის ზრდის რისკი სხულის სხვა ნაწილებში;

მედიკამენტი არ უნდა მოხვდეს თვალებში. პრეპარატის თვალებთან კონტაქტისას საჭიროა თვალების დიდი რაოდენობის წყლით ჩამობანა;

დამუშავებული ადგილები დაცული უნდა იყოს მზის სხივების (მაშინაც კი, თუ ღრუბლიან ამინდშია) და ულტრაიისფერი სხივების ნათურების ზემოქმედებისაგან;

თუ პაციენტს აღენიშნება რაიმე სხვა ეფექტი ზოგად მდგომარეობაზე ან კანზე, უნდა შეწყდეს მკურნალობა და საჭიროა კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან;

უნებლიედ გადაყლაპვამ შეიძლება გამოიწვიოს გულის სერიოზული გვერდითი მოვლენები. ამიტომ, პრეპარატი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ბავშვები

მედიკამენტის გამოყენება არ არის რეკომენდებული ბავშვებში, რადგან არ ჩატარებულა კვლევები ამ პოპულაციაში.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს, უახლოეს წარსულში იღებდა ან აპირებს, მიიღოს ნებისმიერი სხვა მედიკამენტი.

ნორმოპილის გამოყენება პერიფერიულ ვაზოდილატატორებთან (გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალო საშუალებები) და არტერიული წნევის სამკურნალო პრეპარატებთან ერთად იწვევს არტერიული წნევის მკვეთრ დაქვეითებას. ასევე, დაუშვებელია მისი გამოყენება სხვა ადგილობრივი გამოყენების პროდუქტებთან ერთად, როგორიცაა: ტრეტინოინი, ანთრალინი ან ბეტამეტაზონის დიპროპიონატი, რადგან ისინი ცვლიან სისხლში მოხვედრილი მინოქსიდილის კონცენტრაციის რაოდენობას.

ფეხმძიმობა, ძუძუთი კვება და რეპროდუქციულ უნარზე გავლენა

ფეხმძიმობის ან ძუძუთი კვების, სავარაუდო ფეხმძიმობის ან ფეხმძიმობის დაგეგმვის შემთხვევაში საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია მედიკამენტის მიღებამდე.

ნორმოპილის გამოყენება არ არის რეკომენდებული ფეხმძიმობისა და ძუძუთი კვების დროს.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

არ არის მოსალოდნელი გამოიწვიოს რაიმე გვერდითი მოვლენა.

ნორმოპილი შეიცავს პროპილენგლიკოლს (E1520) და ეთანოლს

ეს მედიკამენტი შეიცავს 100 მგ პროპილენგლიკოლს 1 მლ-ში.

პროპილენგლიკოლმა შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება.

არ უნდა იქნას გამოყენებული ღია ჭრილობებზე ან დაზიანებული კანის ფართო უბნებზე (როგორიცაა დამწვრობები) ექიმთან ან ფარმაევტთან კონსულტაციის გარეშე.

მედიკამენტი შეიცავს 583 მგ სპირტს (96% ეთანოლს) თითოეულ მილილიტრიში.

მან შეიძლება გამოიწვიოს წვის შეგრძნება დაზიანებულ კანზე.

ახალშობილებში (დღენაკლული და დროული ჩვილები), ეთანოლის მაღალმა დონემ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული ადგილობრივი რეაქციები და სისტემური ტოქსიკურობა, მოუმწიფებელი კანიდან მნიშვნელოვანი შეწოვის გამო (განსაკუთრებით, ოკლუზიის შემთხვევაში).

პროდუქტები, რომლებიც შეიცავენ ეთანოლს, აალებად ნივთიერებას, არ უნდა იქნას გამოყენებული ღია ალის, ანთებული სიგარეტის ან ზოგიერთი მოწყობილობის (როგორიცაა თმის საშრობი) ახლოს.

გვერდითი მოვლენები

ყველა სხვა მედიკამენტის მსგავსად, ეს მედიკამენტიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა არა ყველა პაციენტში.

საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ კონსულტაცია, თუ განვითარდა რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი, რადგან შეიძლება საჭირო გახდეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება:

სახის, ტუჩების ან ხორხის შეშუპება, რაც იწვევს ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელებას. ეს შეიძლება მძიმე ალერგიულ რეაქციის ნიშნები იყოს (სიხშირე უცნობია, არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის დადგენა შეუძლებელია).

ყველაზე ხშირი გვერდითი ეფექტებია: ქავილი, დერმატიტი (სიწითლე), სიმშრალე, კანის გაღიზიანება, ეგზემა (კანის ანთებითი მდგომარეობა), ჰიპერტრიქოზი (თმის ზრდა კანზე). ჩვეულებრივ ისინი მსუბუქი ან საშუალო სიმძიმისაა და უკუვითარდება მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.

ხშირი (შეილება აღინიშნოს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):

კანის ლოკალური გაღიზიანება (აქერცვლა და სიწითლე)

კონტაქტური დერმატიტი

კანის სიმშრალე

შეშუპება (სითხის ჭარბი დაგროვება)

წვის და ჩხვლეტის შეგრძნება კანზე

ჰიპერტრიქოზი (თმის ზრდა კანზე)

არახშირი (შეილება აღინიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):

ალერგიული რექციები

ეგზემა (კანის ანთებითი მდგომარეობა)

თავის ტკივილი და პარესთეზია (ხელების და ფეხების დაბუჟება)

თავბრუსხვევა, სისუსტე, დისკომფორტი

ნევრიტი (ნერვის ანთება) და გემოს ცვლილებები

თვალის გაღიზიანება, მხედველობის ცვლილებები

ოტიტი (ყურის ანთება) (განსაკუთრებით, გარეთა ყურის ანთება)

ძალიან იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 10,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)

სისხლის წნევისა და გულისცემის სიხშირის ცვლილებები

ალოპეცია, არათანაბარი თმა

ტკივილი მკერდის არეში

სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის დადგენა შეუძლებელია):

ქოშინი (სუნთქვის გაძნელება)

დეპრესია

პერიფერიული შეშუპება (შეშუპება სითხის დაგროვების გამო)

ძვლებისა და კუნთების ტკივილი

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია ესპანეთის ადამიანისათვის განკუთვნილი სამკურნალო საშუალებების ფარმაკოზედამხედევლობის სისტემის საშუალებით: https://www.noificaRAM.es.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერებაა მინოქსიდილი. თითოეული მლ ხსნარი შეიცავს 20 მგ მინოქსიდილს.

დამხმარე ნივთიერებებია: ეთანოლი, პროპილენგლიკოლი (E1520) და გაწმენდილი წყალი.

ნორმოპილის გამოშვების ფორმა და შეფუთვის შემცველობა

ხსნარი არის გამჭვირვალე, უფერო ან ოდნავ მოყვითალო ფერის.

შეფუთვა შეიცავს 1 ბოთლს 90 მლ ან 3 ბოთლს 90 მლ ხსნარით და პლასტიკურ ჩანთას, რომელიც მოიცავს გრძელი თავის მქონე გამომფრქვევ აპლიკატორსა და შპრიცს (1 მლ უდრის 5 გამოფრქვევას).

შენახვის პირობები

მედიკამენტი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.

ნორმოპილი არ გამოიყენება კონტეინერზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ. შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

ხსნარი შეიძლება ოდნავ მოყვითალო ფერის გახდეს. ფერის ცვლილება გავლენას არ ახდენს მის ეფექტიანობაზე.

სამკურნალო პროდუქტის შენახვის ვადა ბოთლის პირველი გახსნის შემდეგ შეადგენს 40 დღეს.

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საყოფაცხოვრებო ნაგავში ან საკანალიზაციო წყალში. ნებისმიერი გამოუყენებელი შეფუთვის ან პრეპარატის გადაგდება უნდა მოხდეს აფთიაქებში არსებულ SIGRE + სიმბოლოთი აღნიშნულ ადგილას. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად უნდა მიმართოს ფარმაცევტს. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

სარეკომენდაციო ვერსია

გამოყენების ინსტრუქცია - ინფორმაცია მომხმარებლებისთვის

ნორმოპილი 20 მგ/მლ გარეგანი გამოყენების ხსნარი

მინოქსიდილი

მედიკამენტის გამოყენებამდე საჭიროა ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან შეიცავს პაციენტისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

მედიკამენტის გამოყენება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ინსტრუქციის მიხედვით ან ექიმის, ფარმაცევტის, ან ექთნის მითითებების შესაბამისად.

საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა, წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.

დამატებითი ინფორმაციის ან რჩევის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა.

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს მოიცავს ისთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში (იხ. პარაგრაფი 4).

საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, თუ პაციენტის მდგომარეობა არ უმჯობესდება, ან უარესდება 30 დღის შემდეგ.

ინსტრუქციაში მოცემულია:

რას წარმოადგენს ნორმოპილი და მისი გამოყენება;

რა უნდა იცოდეს პაციენტმა ნორმოპილის გამოყენებამდე;

ნორმოპილის გამოყენების წესი;

შესაძლო გვერდითი მოვლენები;

ნორმოპილის შენახვის წესი;

შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია.

  • რას წარმოადგენს ნორმოპილი და მისი გამოყენება

ნორმოპილი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს მინოქსიდილს და წარმოადგენს ხსნარს, რომელიც გამოიყენება თავის ქალის კანზე თმის ზრდის სტიმულირებისათვის ანდროგენული ალოპეციის (სიმელოტის ყველაზე ხშირი ფორმის) მქონე პირებში ადგილობრივი გამოყენებისას.

მედიკამენტი ნაჩვენებია ანდროგენული ეტიოლოგიის თმის ზომიერი ცვენის სამკურნალოდ მოზრდილებში.

რა უნდა იცოდეს პაციენტმა ნორმოპილის გამოყენებამდე

ნორმოპილის გამოყენება არ შეიძლება

თუ პაციენტი ალერგიულია (ჰიპერმგრძნობიარეა) მინოქსიდილის ან მედიკამენტის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი იხ. მე-6 პარაგრაფში).

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა ნორმოპილის გამოყენებამდე.

გულის დაავადებების არსებობის შემთხვევაში, მათ შორის წარსულში, მინოქსიდილის პირველად გამოყენებამდე აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია;

ნორმოპილით მკურნალობის დაწყებამდე პაციენტმა უნდა გაიაროს სრული კლინიკური გამოკვლევა;

თუ პაციენტს აღენიშნება თავის ქალის კანზე პრობლემა ან ჭრილობა, შესაძლოა მოხდეს მედიკამენტის დიდი რაოდენობით შეწოვა, ამიტომ გამოყენებამდე საჭიროა დადგინდეს, რომ არ არსებობს ეს პრობლემები;

თუ თავის ქალის კანზე აღინიშნება სიწითლე, ანთება, ინფექცია, გაღიზიანება, ტკივილი ან პაციენტი იყენებს თავის ქალისთვის განკუთვნილ სხვა მედიკამენტებს;

თუ პაციენტს არ აღენიშნება თმის ცვენის ოჯახური ისტორია, თმის ცვენა არის მოულოდნელი და/ან არარეგულარული, მშობიარობის შემდგომი ან უცნობი მიზეზით განვითარებული;

თუ პაციენტს ანამნეზში ან ამჟამად აღენიშნება სისხლძარღვთა ან გულის რაიმე დაავადება, რადგან ამ დროს რეკომენდებულია არტერიული წნევისა და გულისცემის სიხშირის მონიტორინგი.

თუ პაციენტს აღენიშნება არტერიული წნევის დაქვეითება, გულმკერდის არეში ტკივილი, გულისცემის გახშირება, გულის თრთოლვა, გულისწასვლა ან თავბრუსხვევა, სხეულის მასის მოულოდნელი, აუხსნელი მატება, ხელებისა და ტერფების შეშუპება, თავის ქალის კანის მუდმივი სიწითლე და გაღიზიანება, უნდა შეწყდეს მკურნალობა და საჭიროა ექიმთან კონსულტაცია;

თუ პაციენტი ქალია, საჭიროა სიფრთხილის სპეციალური ზომების მიღება, კერძოდ პროდუქტის სკალპზე გამოყენების შემდეგ ხელების დაბანა, რადგან პროდუქტის კონტაქტისას სხეულის სხვა ნაწილებთან არსებობს თმის ზრდის რისკი სხულის სხვა ნაწილებში;

მედიკამენტი არ უნდა მოხვდეს თვალებში. პრეპარატის თვალებთან კონტაქტისას საჭიროა თვალების დიდი რაოდენობის წყლით ჩამობანა;

დამუშავებული ადგილები დაცული უნდა იყოს მზის სხივების (მაშინაც კი, თუ ღრუბლიან ამინდშია) და ულტრაიისფერი სხივების ნათურების ზემოქმედებისაგან;

თუ პაციენტს აღენიშნება რაიმე სხვა ეფექტი ზოგად მდგომარეობაზე ან კანზე, უნდა შეწყდეს მკურნალობა და საჭიროა კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან;

უნებლიედ გადაყლაპვამ შეიძლება გამოიწვიოს გულის სერიოზული გვერდითი მოვლენები. ამიტომ, პრეპარატი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ბავშვები

მედიკამენტის გამოყენება არ არის რეკომენდებული ბავშვებში, რადგან არ ჩატარებულა კვლევები ამ პოპულაციაში.

სხვა მედიკამენტები და ნორმოპილი

მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს, უახლოეს წარსულში იღებდა ან აპირებს, მიიღოს ნებისმიერი სხვა მედიკამენტი.

ნორმოპილის გამოყენება პერიფერიულ ვაზოდილატატორებთან (გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალო საშუალებები) და არტერიული წნევის სამკურნალო პრეპარატებთან ერთად იწვევს არტერიული წნევის მკვეთრ დაქვეითებას. ასევე, დაუშვებელია მისი გამოყენება სხვა ადგილობრივი გამოყენების პროდუქტებთან ერთად, როგორიცაა: ტრეტინოინი, ანთრალინი ან ბეტამეტაზონის დიპროპიონატი, რადგან ისინი ცვლიან სისხლში მოხვედრილი მინოქსიდილის კონცენტრაციის რაოდენობას.

ფეხმძიმობა, ძუძუთი კვება და რეპროდუქციულ უნარზე გავლენა

ფეხმძიმობის ან ძუძუთი კვების, სავარაუდო ფეხმძიმობის ან ფეხმძიმობის დაგეგმვის შემთხვევაში საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია მედიკამენტის მიღებამდე.

ნორმოპილის გამოყენება არ არის რეკომენდებული ფეხმძიმობისა და ძუძუთი კვების დროს.

ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა:

არ არის მოსალოდნელი გამოიწვიოს რაიმე გვერდითი მოვლენა.

ნორმოპილი შეიცავს პროპილენგლიკოლს (E1520) და ეთანოლს

ეს მედიკამენტი შეიცავს 100 მგ პროპილენგლიკოლს 1 მლ-ში.

პროპილენგლიკოლმა შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება.

არ უნდა იქნას გამოყენებული ღია ჭრილობებზე ან დაზიანებული კანის ფართო უბნებზე (როგორიცაა დამწვრობები) ექიმთან ან ფარმაევტთან კონსულტაციის გარეშე.

მედიკამენტი შეიცავს 583 მგ სპირტს (96% ეთანოლს) თითოეულ მილილიტრიში.

მან შეიძლება გამოიწვიოს წვის შეგრძნება დაზიანებულ კანზე.

ახალშობილებში (დღენაკლული და დროული ჩვილები), ეთანოლის მაღალმა დონემ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული ადგილობრივი რეაქციები და სისტემური ტოქსიკურობა, მოუმწიფებელი კანიდან მნიშვნელოვანი შეწოვის გამო (განსაკუთრებით, ოკლუზიის შემთხვევაში).

პროდუქტები, რომლებიც შეიცავენ ეთანოლს, აალებად ნივთიერებას, არ უნდა იქნას გამოყენებული ღია ალის, ანთებული სიგარეტის ან ზოგიერთი მოწყობილობის (როგორიცაა თმის საშრობი) ახლოს.

ნორმოპილის გამოყენების წესი

მედიკამენტის გამოყენება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ინსტრუქციის მიხედვით ან ექიმისა და ფარმაცევტის მითითებების შესაბამისად. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს.

რეკომენდებული დოზაა 2 მლ დღეში. დაიტანება დღეში 2-ჯერ: 1 მლ დილით და 1 მლ - საღამოს.

გამოყენების ინსტრუქცია:

გამოყენების ინსტრუქცია დამოკიდებულია გამოყენებული აპლიკატორის ტიპზე.

ა. შპრიცი

ბ. გრძელი თავის მქონე გამომფრქვევი აპლიკატორი

გამოყენებამდე საჭიროა ხელების კარგად დაბანა.

პროდუქტის დატანამდე თმა და სკალპი უნდა იყოს სრულად მშრალი.

ა. შპრიცი (1 მლ)

რეკომენდებულია თავის ქალის დიდ უბანზე დასატანად.

უნდა მოიხსნას ბოთლის თავსახური (სურ. 1).

შპრიცი უნდა მოთავსდეს ბოთლში და შეივსოს 1 მლ პროდუქტით (სურ. 2).

1 მლ ხსნარი დატანილ უნდა იქნას შპრიცის საშუალებით (სურ. 3).

ხსნარის გადანაწილება ხდება თითებით სამკურნალო ზონაში, იწყება გამელოტებული ადგილის ცენტრიდან (სურ. 4). არ უნდა იქნას დატანილი სხეულის სხვა ნაწილებში.

გამოყენების შემდეგ ბოთლს უნდა დაეხუროს თავსახური.

ბ. გრძელი თავის მქონე გამომფრქვევი აპლიკატორი (1 მლ = 5 გამოფრქვევა)

რეკომენდებულია თავის ქალის მცირე უბნებზე გამოსაყენებლად.

კანულა თავსდება დგუშში: საჭიროა დგუშის სწორად დაჭერა, თითების ღილაკზე მოთავსებით (სურ. 1).

ბოთლიდან უნდა ამოიხრახნოს და მოიხსნას თავსახური (სურ. 2).

ბოთლს უნდა მოერგოს გასაფრქვევი აპლიკატორი (სურ. 3) და მჭიდროდ ჩაეხრახნოს მას (სურ. 4).

გამოყენება: გამომფრქვევი მიმართული უნდა იყოს სამკურნალო ზონისკენ (სურ. 5). დგუშს უნდა დაეჭიროს ერთხელ და პროდუქტი თითებით უნდა გადანაწილდეს დასამუშავებელ არეზე, გამელოტებული ადგილის ცენტრიდან პერიფერიისკენ. 1 მლ ხსნარის დასატანად საჭიროა პროცედურის 5-ჯერ გამეორება.

საჭიროა მოიხსნას გრძელთავა გამომფრქვევი აპლიკატორი ბოთლს.

გამოყენების შემდეგ ბოთლს უნდა დაეხუროს თავსახური.

არ უნდა იქნას გამოყენებული თმის საშრობი, პროდუქტის გაშრობის დასაჩქარებლად.

პრეპარატის გამოყენების შემდეგ საჭიროა ხელების კარგად დაბანა, არასასურველ ადგილებში თმის ზრდის თავიდან ასაცილებლად.

სხვა პრეპარატების მსგავსად, მკურნალობის შედეგი ინდივიდუალურია და დამოკიდებულია ცალკეულ პაციენტზე; ამიტომ 4-თვიანი მკურნალობის კურსის ჩატარება აუცილებელია, რათა თმამ ხელახლა დაიწყოს ზრდა.

მიუხედავად ალოპეციის ხარისხისა საჭიროა რეკომენდებული დღიური დოზის მკაცრი დაცვა. დაუშვებელია დოზის ან გამოყენების სიხშირის გაზრდა.

მკურნალობა არ უნდა შეწყდეს ნაადრევად, რადგან მონაცემების თანახმად, 3-4 თვის განმავლობაში მკურნალობის შეჩერების შემთხვევაში პაციენტები შეიძლება დაუბრუნდნენ მკურნალობამდე არსებულ ალოპეციის საწყის მდგომარეობას.

65 წელს ზემოთ ასაკის პაციენტებში გამოყენება

ნორმოპილის გამოყენება 65 წელს ზემოთ ასაკის პაციენტებში არ არის რეკომენდებული ამ ასაკობრივ ჯგუფში კვლევების არარსებობის გამო.

ნორმოპილის დოზის გადაჭარბებისას

ნორმოპილის დოზის გადაჭარბებისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან დაუყოვნებლივ მიმართვა.

მინოქსიდილის ადგილობრივი გამოყენებისას უნებლიედ ან წინასწარ განზრახვით დოზის გადაჭარბების შემთხვევაში იზრდება დერმატოლოგიური გვერდითი ეფექტების სიმძიმე, კერძოდ ქავილი, სიმშრალე, კანის გაღიზიანება და ეგზემა (კანის მწვავე ან ქრონიკული ანთებითი მდგომარეობა).

უნებლიე ან წინასწარ განზრახული გადაყლაპვისას ნიშნები და სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს (მაგრამ არ შემოიფარგლება) ჰიპოტენზიას (სისხლის წნევის დაქვეითება), ტაქიკარდიას (გულისცემის სიხშირის მომატება), შეშუპებას (შესივება, ჭარბი სითხის შეკავება ორგანიზმში) და გულის შეგუბებით უკმარისობას.

დოზის გადაჭარბების ან შემთხვევით გადაყლაპვის შემთხვევაში საჭიროა დაუყოვნებლივ ექიმთან ან ფარმაცევტთან, ან სამედიცინო ცენტრში მიმართვა, ან ტოქსიკოლოგიის საინფორმაციო სამსხურში დარეკვა, ტელ.: +34 91 562 04 20, მედიკამენტის სახელწოდებისა და მიღებული რაოდენობის მითითებით.

ნორმოპილის დოზის გამოტოვებისას

დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებული დოზის სანაცვლოდ.

მკურნალობის დასაწყისში:

საჭიროა დატანილ იქნეს გამოტოვებული დოზა შესაძლებლობისთანავე და შემდეგ ჩვეულებრივ გაგრძელდეს ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებულის სანაცვლოდ.

შემანარჩუნებელი მკურნალობის პერიოდში:

საჭიროა შემდგომი დოზის დატანა ჩვეულ დროს და შემდეგ მკურნალობის ჩვეულებრივ გაგრძელება.

ნორმოპილის გამოყენების შეწყვეტისას

3-4 თვის განმავლობაში მკურნალობის შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს მკურნალობამდე არსებული ალოპეციის ხარისხის დაბრუნება.

აღწერილი სიმპტომების განვითარების შემთხვევაში საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.

თუ ვითარდება აღწერილი სიმპტომები, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.

შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა სხვა მედიკამენტის მსგავსად, ეს მედიკამენტიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა არა ყველა პაციენტში.

საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ კონსულტაცია, თუ განვითარდა რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი, რადგან შეიძლება საჭირო გახდეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება:

სახის, ტუჩების ან ხორხის შეშუპება, რაც იწვევს ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელებას. ეს შეიძლება მძიმე ალერგიულ რეაქციის ნიშნები იყოს (სიხშირე უცნობია, არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის დადგენა შეუძლებელია).

ყველაზე ხშირი გვერდითი ეფექტებია: ქავილი, დერმატიტი (სიწითლე), სიმშრალე, კანის გაღიზიანება, ეგზემა (კანის ანთებითი მდგომარეობა), ჰიპერტრიქოზი (თმის ზრდა კანზე). ჩვეულებრივ ისინი მსუბუქი ან საშუალო სიმძიმისაა და უკუვითარდება მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.

ხშირი (შეილება აღინიშნოს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):

კანის ლოკალური გაღიზიანება (აქერცვლა და სიწითლე)

კონტაქტური დერმატიტი

კანის სიმშრალე

შეშუპება (სითხის ჭარბი დაგროვება)

წვის და ჩხვლეტის შეგრძნება კანზე

ჰიპერტრიქოზი (თმის ზრდა კანზე)

არახშირი (შეილება აღინიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):

ალერგიული რექციები

ეგზემა (კანის ანთებითი მდგომარეობა)

თავის ტკივილი და პარესთეზია (ხელების და ფეხების დაბუჟება)

თავბრუსხვევა, სისუსტე, დისკომფორტი

ნევრიტი (ნერვის ანთება) და გემოს ცვლილებები

თვალის გაღიზიანება, მხედველობის ცვლილებები

ოტიტი (ყურის ანთება) (განსაკუთრებით, გარეთა ყურის ანთება)

ძალიან იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 10,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)

სისხლის წნევისა და გულისცემის სიხშირის ცვლილებები

ალოპეცია, არათანაბარი თმა

ტკივილი მკერდის არეში

სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის დადგენა შეუძლებელია):

ქოშინი (სუნთქვის გაძნელება)

დეპრესია

პერიფერიული შეშუპება (შეშუპება სითხის დაგროვების გამო)

ძვლებისა და კუნთების ტკივილი

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია ესპანეთის ადამიანისათვის განკუთვნილი სამკურნალო საშუალებების ფარმაკოზედამხედევლობის სისტემის საშუალებით: https://www.noificaRAM.es.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.

ნორმოპილის შენახვის წესი

მედიკამენტი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.

ნორმოპილი არ გამოიყენება კონტეინერზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ. შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

ხსნარი შეიძლება ოდნავ მოყვითალო ფერის გახდეს. ფერის ცვლილება გავლენას არ ახდენს მის ეფექტიანობაზე.

სამკურნალო პროდუქტის შენახვის ვადა ბოთლის პირველი გახსნის შემდეგ შეადგენს 40 დღეს.

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საყოფაცხოვრებო ნაგავში ან საკანალიზაციო წყალში. ნებისმიერი გამოუყენებელი შეფუთვის ან პრეპარატის გადაგდება უნდა მოხდეს აფთიაქებში არსებულ SIGRE + სიმბოლოთი აღნიშნულ ადგილას. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად უნდა მიმართოს ფარმაცევტს. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.

შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს ნორმოპილი

აქტიური ნივთიერებაა მინოქსიდილი. თითოეული მლ ხსნარი შეიცავს 20 მგ მინოქსიდილს.

დამხმარე ნივთიერებებია: ეთანოლი, პროპილენგლიკოლი (E1520) და გაწმენდილი წყალი.

ნორმოპილის გამოშვების ფორმა და შეფუთვის შემცველობა

ხსნარი არის გამჭვირვალე, უფერო ან ოდნავ მოყვითალო ფერის.

შეფუთვა შეიცავს 1 ბოთლს 90 მლ ან 3 ბოთლს 90 მლ ხსნარით და პლასტიკურ ჩანთას, რომელიც მოიცავს გრძელი თავის მქონე გამომფრქვევ აპლიკატორსა და შპრიცს (1 მლ უდრის 5 გამოფრქვევას).

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

LABORATORIOS NORMON, S.A.

Ronda de Valdecarrizo, 6 - 28760 Tres Cantos - Madrid (SPAIN)

ლაბორატორიოს ნორმონ, ს.ა.

რონდა დე ვალდეკარიზო, 6-28760 ტრეს კანტოს - მადრიდი (ესპანეთი)

ინსტრუქციის გადახედვის უკანასკნელი თარიღია: 2022 წლის სექტემბერი

პრეპარატის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ესპანეთის წამლებისა და სამედიცინო პროდუქტების სააგენტოს (AEMPS) ვებგვერდზე: http://www.aemps.gob.es

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა