მინოქსი 5 არის გარეგანი გამოყენების სამკურნალო საშუალება, რომელიც წარმოდგენილია კანზე გამოსაყენებელი ჰიდროალკოჰოლური ხსნარის სახით აქტიური სუბსტანციის 50 მგ/მლ მინოქსიდილის შემცველობით. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- მინოქსიდილი (minoxidil)
- ფორმა და შეფუთვა
- 50მგ/მლ 100მლ ადგილობრივი გამოყენების ხსნარი საწვეთურიანი ბოთლი №1
- მწარმოებელი
- Laboratório Edol-Produtos Farmacêuticos, S.A., პორტუგალია
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- სხვა დერმატოლოგიური საშუალებები, სხვა დერმატოლოგიურები
- ATC კოდი
- D11AX01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-026621
- რეგისტრირებულია
- 30 ოქტომბერი 2018, მოქმედებს 30 ოქტომბერი 2028-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- შპს „რიჩ ფარმა ოფთალმოლოჯი გეო“
- GMP
- -
მინოქსი 5 — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
მინოქსი 5 არის გარეგანი გამოყენების სამკურნალო საშუალება, რომელიც წარმოდგენილია კანზე გამოსაყენებელი ჰიდროალკოჰოლური ხსნარის სახით აქტიური სუბსტანციის 50 მგ/მლ მინოქსიდილის შემცველობით. მინოქსი 5 ნაჩვენებია მამაკაცებსა და ქალებში სიმელოტის სამკურნალოდ, რაც ცნობილია, როგორც ანდროგენური ალოპეცია და ალოპეცია areata, აგრეთვე ცნობილი, როგორიც წერტილოვანი სიმელოტე.
მიღების წესი და დოზირება
ეს პრეპარატი უნდა გამოიყენოთ ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის მითითებების შესაბამისად. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, გადაამოწმეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
მინოქსი 5 ნაჩვენებია გარეგანი გამოყენებისათვის და გამოიყენება მხოლოდ სკალპზე, დღეში 2-ჯერ (12/12 სთ), მშრალ თმაზე.
მინოქსი 5 ბოთლი საწვეთურით: 1 მლ შეესაბამება 30 წვეთს.
რეკომენდებული დოზა ყოველ გამოყენებაზე არის ხსნარის 1 მლ (შეესაბამება 30 წვეთს), სამკურნალო უბნის ზომის მიუხედავად. პროდუქტი თითების საშუალებით უნდა გადანაწილდეს სკალპის ცენტრიდან კიდეებისკენ.
არ შეიძლება 2 მლ რეკომენდებული სადღეღამისო დოზის გადამეტება.
პრეპარატის წასმის შემდეგ დაიბანეთ ხელები.
მოერიდეთ თვალებთან, ლორწოვანასთან და კანის დაზიანებულ უბნებთან შეხებას.
მინოქსი 5-ის ღამით წასმისას, დაიცადეთ 30 წუთი დაწოლამდე, რათა არ მოხდეს პრეპარატის დაკარგვა ბალიშზე.
როგორც წესი, მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს დაახლოებით ერთ წელს; საუკეთესო შედეგები ვლინდება ამ პერიოდის დასრულების შემდეგ. ამ დროს, მინოქსი 5 გამოყენებული უნდა იყოს კლინიკური შეფასების მიხედვით.
მიღწეული შედეგის შენარჩუნებისა და გაუმჯობესების მიზნით, მინოქსი 5-ის მიღება უნდა გაგრძელდეს დღეში ორჯერ, შემტევი ფაზის შემდეგ.
გამოცდილება აჩვენებს, რომ უკეთესი შედეგები მიიღწევა, რაც უფრო ადრე დაიწყება მკურნალობა, ვინაიდან ამ დროს უფრო მეტია პრეპერატის მოქმედებაზე მორეაგირე თმის ფოლიკული.
თუ გამოიყენეთ იმაზე მეტი მინოქსი 5, ვიდრე უნდა გამოგეყენებინათ
უკუჩვენებები
თუ გაქვთ ალერგია (მომატებული მგრძნობელობა) მინოქსიდილის ან ამ პრეპარატის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი მოცემულია პუნქტში 6).
თუ გაქვთ არტერიული ჰიპერტენზია ან გულის დაავადება, მაგალითად, კორონარული უკმარისობა.
თუ გაქვთ სკალპის ფსორიაზი, სებორეული დერმატიტი, მზისგან დამწვრობა, სკალპის გაღიზიანება ან აბრაზია.
თუ ხართ 18 წლამდე ასაკის.
სიფრთხილის ზომები
მინოქსი 5-ის გამოყენების წინ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
რჩევა ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს რომელიმე შემდეგი შემთხვევის დროს:
თუ გაქვთ ღვიძლის და/ან თირკმლის უკმარისობა.
თუ ხართ ხანდაზმული.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
უთხარით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს:
თუ ამჟამად იყენებთ, ცოტა ხნის წინ იყენებდით ან შეიძლება მიიღოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატი.
თუ სკალპზე იყენებთ რომელიმე შემდეგ სუბსტანციას: კორტიკოსტეროიდები, ვაზელინი ან რეტინოიდები, ან თუ იღებთ აქტიური სუბსტანციის სახით მინოქსიდილის შემცველ ნებისმიერ სხვა პრეპარატს.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის ყოლას, ამ პრეპარატის მიღების წინ რჩევა ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ორსულობა
იმ ქალებში, რომლებიც გეგმავენ ბავშვის ყოლას, რეკომენდებულია მინოქსი 5-ით მკურნალობის შეწყვეტა მინიმუმ ერთი თვით ადრე.
ძუძუთი კვება
მინოქსი 5-ის გამოყენება ძუძუთი კვების დროს რეკომენდებული არ არის.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ცნობილი არ არის ავტომობილებისა და მექანიზმების მართვის უნარზე ეფექტების შესახებ.
მინოქსი 5 შეიცავს პროპილენგლიკოლს.
პრეპარატი შეიცავს პროპილენგლიკოლს. შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება.
გვერდითი მოვლენები
ყველა პრეპარატის მსგავსად ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს, თუ შენიშნავთ ნებისმიერ შემდეგ სიმპტომს - შეიძლება დაგჭირდეთ გადაუდებელი სამედიცინო მკურნალობა.
სახის, ტუჩების ან ყელის შეშუპება, რაც აძნელებს ყლაპვას ან სუნთქვას. ეს შეიძლება იყოს მძიმე ალერგიული რეაქციის ნიშანი (სიხშირე უცნობია, შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემეით).
მინოქსიდილის გარეგანი გამოყენების ხსნარმა სკალპზე გამოყენებისას არ უნდა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, ვინაიდან ის თითქმის არ აბსორბირდება.
გვერდითი ეფექტებია:
სიხშირე
გვერდითი ეფექტები
ხშირი (>1/100, <1/10)
ყველაზე ხშირი უარყოფითი რეაქციები მცირე დერმატოლოგიური რეაქციები, რაც არ უშლის ხელს მკურნალობის გაგრძლებას, თუმცა უნდა ეცნობოს თქვენს ექიმს (დერმატოლოგის კონსულტაცია)
კანი - სკალპი
ქავილი, კანის სიმშრალე, აქერცვლა;
გაღიზიანება და გაღიზიანებითი დერმატიტი;
წვის შეგრძნება;
შექცევადი დიფუზური ჰიპერტრიქოზი (სახე, წარბები, ყურები, მკლავები)
არახშირი (>1/1.000, <1/100)
კანი - სკალპი
ეგზემა, ფოლიკულიტი, ლოკალური ერითემა;
სებორეული დერმატიტის გამწვავება;
ალერგიული კონტაქტური დერმატიტი
ორგანიზმი
შეშუპება (მარილისა და სითხის შეკავება)
კარდიოვასკულარული სისტემა
პალპიტაცია, ტკივილი გულის არეში (ანგინა), ტაქიკარდია
ცვლილებები ელექტროკარდიოგრამაზე (ეკგ)
გულის სიხშირის ზრდა
გულის დარტყმების გაზრდა
შენიშვნა: მიზეზ-შედეგობრივი კავშირი კარდიოვასკულარულ ეფექტებსა და მინოქსიდილის ტოპიკალურად გამოყენებას შორის დადგენილი არ არის
იშვიათი (>1/10.000, <1/1.000)
კანი - სკალპი
ალერგიული კონტაქტური დერმატიტი;
სიმელოტე, კაპილარული ცვლილებები
ნერვული სისტემა
ცეფალგია (თავის ტკივილი), სისუსტე, თავბრუსხვევა, ვერტიგო, ასთენია;
დელუზიები, აგზნება
რეპროდუქციული/საშარდე სისტემა
საშარდე ტრაქტის ინფექციები, კენჭები თირკმელში
სქესობრივი დისფუნქცია
თვალები
მხედველობის მხრივ დარღვევები (მხედველობის სიმკვეთრის დაქვეითება);
კონიუნქტივიტი
ყურები
ხმაურის შეგრძნება, გარე ოტიტი
შენიშვნა: დადგენილი არ არის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ნერვული, რეპროდუქციული და საშარდე სისტემის, თვალების მხრივ ეფექტებსა და მინოდიქსილის ტოპიკალურად გამოყენებას შორი.
სისტემური აბსორბციის ნიშნები და სიმპტომები
ტკივილი გულის არეში (ანგინა), არარეგულარული და აჩქარებული გულისცემა, ჰიპოტენზია, ნევრიტი, შეშუპება, ვაზოდილატაცია
პალპიტაციების, გულის არეში ტკივილის, თავბრუსხვევის ან ცეფალგიის შემთხვევაში, შეწყვიტეთ მინოქსი 5-ის გამოყენება და მიმართეთ თქვენს ექიმს.
რომელიმე გვერდითი ეფექტის განვითარებისას, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ყველა იმ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც მითითებული არ არის ამ ინსტრუქციის ფურცელში.
ჭარბი დოზა
თუ დაგავიწყდათ მინოქსი 5-ის მიღება
თუ დაგავიწყდათ კანზე ხსნარის წასმა დადგენილ დროს, წაისვით როგორც კი გაგახსენდებათ, შემდეგ კი გააგრძელეთ გამოყენება განსაზღვრული რეჟიმით. გამოტოვეული დოზის კომპენსირების მიზნით არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა და არ წაისვათ დღეში ერთჯერ მეტად.
თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ პრეპარატის გამოყენების შესახებ, ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
შემადგენლობა
აქტიური სუბსტანცია არის მინოქსიდილი. გარეგანი გამოყენების ხსნარის ერთი მილილიტრი შეიცავს 50 მგ მინოქსიდილს.
სხვა ინგრედიენტებია: სალიცილმჟავა, იზოპროპილის სპირტი, 96% ეთანოლი, პროპილენგლიკოლი და გასუფთავებული წყალი.
პრეპარატების გადაყრა საკანალიზაციო ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად არ შეიძლება. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა გადაყაროთ პრეპარატები, რომლებიც აღარ გჭირდებათ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
მინოქსი 5-ის აღწერა და შეფუთვის შემცველობა
მინოქსი 5 წარმოდგენილია გამჭვირვალე, უფერო ან ღია ყვითელი ფერის გარეგანი გამოყენების ხსნარით, რომელსაც აქვს ალკოჰოლის დამახასიათებელი სუნი.
გარეგანი გამოყენების ხსნარი მოწოდებულია დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენის თეთრ ბოთლში საწვეთურით და მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის თავსახურით.
მინოქსი 5 მოთავსებულია 60 მლ ან 1,2 ან 3 ბოთლი 100 მლ ბოთლში გარეგანი გამოყენების ხსნარის შემცველობით.
ბოთლები მოთავსებულია სათანადოდ დაბეჭდილ მუყაოს კოლოფებში საინფორმაციო ფურცელ ჩანართთან ერთად.
ყველა შეფუთვის ზომა არ არის ბაზარზე წარმოდგენილი
შენახვის პირობები
შეინახეთ 250C-მდე. ბოთლი შეინახეთ გარეთა კოლოფში სინათლისაგან დაცვის მიზნით.
პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილს.
ეს პრეპარატი არ გამოიყენება ეტიკეტსა და კოლოფზე „EXP“ ნიშნით მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ნიშნავს მითითებული თვის ბოლო დღეს.
ბოთლის გამოყენება სხვა მიზნებისთვის არ შეიძლება.
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი, თუ შენიშნავთ მისი ხარისხის გაუარესების ხილულ ნიშნებს.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
სარეკომენდაციო ვერსია
მინოქსი® 5
მინოქსიდილი 50 მგ/მლ გარეგანი ხსნარი
ფურცელ ჩანართი : ინფორმაცია მომხმარებლისთვის
ამ პრეპარატის გამოყენების წინ ყურადღებით წაიკითხეთ ეს ფურცელ ჩანართი, ვინაიდან მასში მოცემულია თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ეს პრეპარატი ყოველთვის გამოიყენეთ ზუსტად აქ მოცემული ინსტრუქციების ან ექიმის ან ფარმაცევტის მითითებების შესაბამისად.
შეინახეთ ეს ფურცელ ჩანართი. შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
დამატებითი ინფორმაციის ან რჩევის მისაღებად, მიმართეთ თქვენს ფარმაცევტს.
თუ განვითარდა რომელიმე გვერდითი ეფექტი, მათ შორის ისეთი შესაძლო გვერდითი შეინახეთესინსტრუქცია. შეიძლებადაგჭირდეთმისიკვლავწაკითხვა.
დამატებითიკითხვებისშემთხვევაში, მიმართეთთქვენსექიმსან
გვერდითიეფექტებისგანვითარებისას, მათშორისისეთიგვერდითი
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის განვითარებისას, მათ შორის ისეთი გვერდითი ეფექტების, რომლებიც მითითებული არ არის ამ ინსტრუქციის ფურცელში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
მიმართეთთქვენსექიმს, თუთავსუკეთარიგრძნობთანთუთავს
მიმართეთ ექიმს, თუ თავს უკეთ არ გრძნობთ ან უარესად თუ გრძნობთ თავს.
რა არის ამ ფურცელ ჩანართში:
- რა არის მინოქსი 5 და რისთვის გამოიყენება
- რა უნდა იცოდეთ მინოქსი 5-ის გამოყენების წინ
- როგორ გამოიყენება მინოქსი 5
- შესაძლო გვერდითი ეფექტები
- როგორ ინახება მინოქსი 5
- შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
- რა არის მინოქსი 5 და რისთვის გამოიყენება
მინოქსი 5 არის გარეგანი გამოყენების სამკურნალო საშუალება, რომელიც წარმოდგენილია კანზე გამოსაყენებელი ჰიდროალკოჰოლური ხსნარის სახით აქტიური სუბსტანციის 50 მგ/მლ მინოქსიდილის შემცველობით. მინოქსი 5 ნაჩვენებია მამაკაცებსა და ქალებში სიმელოტის სამკურნალოდ, რაც ცნობილია, როგორც ანდროგენური ალოპეცია და ალოპეცია areata, აგრეთვე ცნობილი, როგორიც წერტილოვანი სიმელოტე.
- რა უნდა იცოდეთ მინოქსი 5-ის გამოყენების წინ
მინოქსი 5 არ გამოიყენება:
თუ გაქვთ ალერგია (მომატებული მგრძნობელობა) მინოქსიდილის ან ამ პრეპარატის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი მოცემულია პუნქტში 6).
თუ გაქვთ არტერიული ჰიპერტენზია ან გულის დაავადება, მაგალითად, კორონარული უკმარისობა.
თუ გაქვთ სკალპის ფსორიაზი, სებორეული დერმატიტი, მზისგან დამწვრობა, სკალპის გაღიზიანება ან აბრაზია.
თუ ხართ 18 წლამდე ასაკის.
გაფრთხილებები და სიფთრხილის ზომები გამოყენებისას
მინოქსი 5-ის გამოყენების წინ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
რჩევა ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს რომელიმე შემდეგი შემთხვევის დროს:
თუ გაქვთ ღვიძლის და/ან თირკმლის უკმარისობა.
თუ ხართ ხანდაზმული.
სხვა პრეპარატები და მინოქსი 5
უთხარით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს:
თუ ამჟამად იყენებთ, ცოტა ხნის წინ იყენებდით ან შეიძლება მიიღოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატი.
თუ სკალპზე იყენებთ რომელიმე შემდეგ სუბსტანციას: კორტიკოსტეროიდები, ვაზელინი ან რეტინოიდები, ან თუ იღებთ აქტიური სუბსტანციის სახით მინოქსიდილის შემცველ ნებისმიერ სხვა პრეპარატს.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის ყოლას, ამ პრეპარატის მიღების წინ რჩევა ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ორსულობა
იმ ქალებში, რომლებიც გეგმავენ ბავშვის ყოლას, რეკომენდებულია მინოქსი 5-ით მკურნალობის შეწყვეტა მინიმუმ ერთი თვით ადრე.
ძუძუთი კვება
მინოქსი 5-ის გამოყენება ძუძუთი კვების დროს რეკომენდებული არ არის.
ავტომობილებისა და მექანიზმების მართვა
ცნობილი არ არის ავტომობილებისა და მექანიზმების მართვის უნარზე ეფექტების შესახებ.
მინოქსი 5 შეიცავს პროპილენგლიკოლს.
პრეპარატი შეიცავს პროპილენგლიკოლს. შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება.
- როგორ გამოიყენება მინოქსი 5
ეს პრეპარატი უნდა გამოიყენოთ ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის მითითებების შესაბამისად. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, გადაამოწმეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
მინოქსი 5 ნაჩვენებია გარეგანი გამოყენებისათვის და გამოიყენება მხოლოდ სკალპზე, დღეში 2-ჯერ (12/12 სთ), მშრალ თმაზე.
მინოქსი 5 ბოთლი საწვეთურით: 1 მლ შეესაბამება 30 წვეთს.
რეკომენდებული დოზა ყოველ გამოყენებაზე არის ხსნარის 1 მლ (შეესაბამება 30 წვეთს), სამკურნალო უბნის ზომის მიუხედავად. პროდუქტი თითების საშუალებით უნდა გადანაწილდეს სკალპის ცენტრიდან კიდეებისკენ.
არ შეიძლება 2 მლ რეკომენდებული სადღეღამისო დოზის გადამეტება.
პრეპარატის წასმის შემდეგ დაიბანეთ ხელები.
მოერიდეთ თვალებთან, ლორწოვანასთან და კანის დაზიანებულ უბნებთან შეხებას.
მინოქსი 5-ის ღამით წასმისას, დაიცადეთ 30 წუთი დაწოლამდე, რათა არ მოხდეს პრეპარატის დაკარგვა ბალიშზე.
როგორც წესი, მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს დაახლოებით ერთ წელს; საუკეთესო შედეგები ვლინდება ამ პერიოდის დასრულების შემდეგ. ამ დროს, მინოქსი 5 გამოყენებული უნდა იყოს კლინიკური შეფასების მიხედვით.
მიღწეული შედეგის შენარჩუნებისა და გაუმჯობესების მიზნით, მინოქსი 5-ის მიღება უნდა გაგრძელდეს დღეში ორჯერ, შემტევი ფაზის შემდეგ.
გამოცდილება აჩვენებს, რომ უკეთესი შედეგები მიიღწევა, რაც უფრო ადრე დაიწყება მკურნალობა, ვინაიდან ამ დროს უფრო მეტია პრეპერატის მოქმედებაზე მორეაგირე თმის ფოლიკული.
თუ გამოიყენეთ იმაზე მეტი მინოქსი 5, ვიდრე უნდა გამოგეყენებინათ
ჭარბი დოზირების შემთხვევების შესახებ ცნობილი არ არის.
თუ დაგავიწყდათ მინოქსი 5-ის მიღება
თუ დაგავიწყდათ კანზე ხსნარის წასმა დადგენილ დროს, წაისვით როგორც კი გაგახსენდებათ, შემდეგ კი გააგრძელეთ გამოყენება განსაზღვრული რეჟიმით. გამოტოვეული დოზის კომპენსირების მიზნით არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა და არ წაისვათ დღეში ერთჯერ მეტად.
თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ პრეპარატის გამოყენების შესახებ, ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- შესაძლო გვერდითი ეფექტები
ყველა პრეპარატის მსგავსად ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს, თუ შენიშნავთ ნებისმიერ შემდეგ სიმპტომს - შეიძლება დაგჭირდეთ გადაუდებელი სამედიცინო მკურნალობა.
სახის, ტუჩების ან ყელის შეშუპება, რაც აძნელებს ყლაპვას ან სუნთქვას. ეს შეიძლება იყოს მძიმე ალერგიული რეაქციის ნიშანი (სიხშირე უცნობია, შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემეით).
მინოქსიდილის გარეგანი გამოყენების ხსნარმა სკალპზე გამოყენებისას არ უნდა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, ვინაიდან ის თითქმის არ აბსორბირდება.
გვერდითი ეფექტებია:
სიხშირე
გვერდითი ეფექტები
ხშირი (>1/100, <1/10)
ყველაზე ხშირი უარყოფითი რეაქციები მცირე დერმატოლოგიური რეაქციები, რაც არ უშლის ხელს მკურნალობის გაგრძლებას, თუმცა უნდა ეცნობოს თქვენს ექიმს (დერმატოლოგის კონსულტაცია)
კანი - სკალპი
ქავილი, კანის სიმშრალე, აქერცვლა;
გაღიზიანება და გაღიზიანებითი დერმატიტი;
წვის შეგრძნება;
შექცევადი დიფუზური ჰიპერტრიქოზი (სახე, წარბები, ყურები, მკლავები)
არახშირი (>1/1.000, <1/100)
კანი - სკალპი
ეგზემა, ფოლიკულიტი, ლოკალური ერითემა;
სებორეული დერმატიტის გამწვავება;
ალერგიული კონტაქტური დერმატიტი
ორგანიზმი
შეშუპება (მარილისა და სითხის შეკავება)
კარდიოვასკულარული სისტემა
პალპიტაცია, ტკივილი გულის არეში (ანგინა), ტაქიკარდია
ცვლილებები ელექტროკარდიოგრამაზე (ეკგ)
გულის სიხშირის ზრდა
გულის დარტყმების გაზრდა
შენიშვნა: მიზეზ-შედეგობრივი კავშირი კარდიოვასკულარულ ეფექტებსა და მინოქსიდილის ტოპიკალურად გამოყენებას შორის დადგენილი არ არის
იშვიათი (>1/10.000, <1/1.000)
კანი - სკალპი
ალერგიული კონტაქტური დერმატიტი;
სიმელოტე, კაპილარული ცვლილებები
ნერვული სისტემა
ცეფალგია (თავის ტკივილი), სისუსტე, თავბრუსხვევა, ვერტიგო, ასთენია;
დელუზიები, აგზნება
რეპროდუქციული/საშარდე სისტემა
საშარდე ტრაქტის ინფექციები, კენჭები თირკმელში
სქესობრივი დისფუნქცია
თვალები
მხედველობის მხრივ დარღვევები (მხედველობის სიმკვეთრის დაქვეითება);
კონიუნქტივიტი
ყურები
ხმაურის შეგრძნება, გარე ოტიტი
შენიშვნა: დადგენილი არ არის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ნერვული, რეპროდუქციული და საშარდე სისტემის, თვალების მხრივ ეფექტებსა და მინოდიქსილის ტოპიკალურად გამოყენებას შორი.
სისტემური აბსორბციის ნიშნები და სიმპტომები
ტკივილი გულის არეში (ანგინა), არარეგულარული და აჩქარებული გულისცემა, ჰიპოტენზია, ნევრიტი, შეშუპება, ვაზოდილატაცია
პალპიტაციების, გულის არეში ტკივილის, თავბრუსხვევის ან ცეფალგიის შემთხვევაში, შეწყვიტეთ მინოქსი 5-ის გამოყენება და მიმართეთ თქვენს ექიმს.
რომელიმე გვერდითი ეფექტის განვითარებისას, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ყველა იმ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც მითითებული არ არის ამ ინსტრუქციის ფურცელში.
- როგორ ინახება მინოქსი 5
შეინახეთ 250C-მდე. ბოთლი შეინახეთ გარეთა კოლოფში სინათლისაგან დაცვის მიზნით.
პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილს.
ეს პრეპარატი არ გამოიყენება ეტიკეტსა და კოლოფზე „EXP“ ნიშნით მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ნიშნავს მითითებული თვის ბოლო დღეს.
ბოთლის გამოყენება სხვა მიზნებისთვის არ შეიძლება.
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი, თუ შენიშნავთ მისი ხარისხის გაუარესების ხილულ ნიშნებს.
- შეფუთვის შემცველობა და დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს მინოქსი 5
აქტიური სუბსტანცია არის მინოქსიდილი. გარეგანი გამოყენების ხსნარის ერთი მილილიტრი შეიცავს 50 მგ მინოქსიდილს.
სხვა ინგრედიენტებია: სალიცილმჟავა, იზოპროპილის სპირტი, 96% ეთანოლი, პროპილენგლიკოლი და გასუფთავებული წყალი.
პრეპარატების გადაყრა საკანალიზაციო ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად არ შეიძლება. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა გადაყაროთ პრეპარატები, რომლებიც აღარ გჭირდებათ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
მინოქსი 5-ის აღწერა და შეფუთვის შემცველობა
მინოქსი 5 წარმოდგენილია გამჭვირვალე, უფერო ან ღია ყვითელი ფერის გარეგანი გამოყენების ხსნარით, რომელსაც აქვს ალკოჰოლის დამახასიათებელი სუნი.
გარეგანი გამოყენების ხსნარი მოწოდებულია დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენის თეთრ ბოთლში საწვეთურით და მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის თავსახურით.
მინოქსი 5 მოთავსებულია 60 მლ ან 1,2 ან 3 ბოთლი 100 მლ ბოთლში გარეგანი გამოყენების ხსნარის შემცველობით.
ბოთლები მოთავსებულია სათანადოდ დაბეჭდილ მუყაოს კოლოფებში საინფორმაციო ფურცელ ჩანართთან ერთად.
ყველა შეფუთვის ზომა არ არის ბაზარზე წარმოდგენილი
სავაჭრო ნებართვის მფლობელი და მწარმოებელი
LaboratórioEdol – ProdutosFarmacêuticos, S.A.
ავ. 25 დე აბრილ, 6-6ა
2795-225 ლინდა-ა-ველია
პორტუგალია
ტელ: +351 21 415 81 30
ფაქსი: +351 21 415 81 31
ელ-ფოსტა: [email protected]
წინამდებარე ინსტრუქციიის ფურცელი შესწორდა 2016 წლის ოქტომბერში
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.




