პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებები

ნორმოკაინი 40/0.01 მგ/მლ

normocain 40/0.01 mg/ml

რეცეპტითინსტრუქცია ქართულადესპანეთი
რისთვის გამოიყენება

ადგილობრივი და ადგილობრივ-რეგიონული ანესთეზია სტომატოლოგიური პროცედურების დროს. ნორმოკაინი 40/0.01 მგ/მლ საინექციო ხსნარი ნაჩვენებია ზრდასრულებში, მოზარდებსა და 4 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებში (ან 20 კგ (44 ფუნტი) და მეტი სხეულის წონით).

სრულად
ფორმა და შეფუთვა
(40მგ+0,01მგ)/მლ 1,7მლ საინექციო ხსნარი ინფილტრაციული და გამტარი ანესთეზიისათვის კარტრიჯი №100 (10X10)
მწარმოებელი
LABORATORIOS NORMON, S.A., ესპანეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებები, ამიდები
ATC კოდი
N01BB58
რეგისტრაციის ნომერი
რ-041668
რეგისტრირებულია
19 ივლისი 2024, მოქმედებს 19 ივლისი 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
LABORATORIOS NORMON, S.A. (ესპანეთი)
განმცხადებელი
სს „გეფა“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებანორმოკაინი 40/0.01 მგ/მლ და სხვა წამალი ერთად

ნორმოკაინი 40/0.01 მგ/მლ — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ადგილობრივი და ადგილობრივ-რეგიონული ანესთეზია სტომატოლოგიური პროცედურების დროს.

ნორმოკაინი 40/0.01 მგ/მლ საინექციო ხსნარი ნაჩვენებია ზრდასრულებში, მოზარდებსა და 4 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებში (ან 20 კგ (44 ფუნტი) და მეტი სხეულის წონით).

მიღების წესი და დოზირება

განკუთვნილია მხოლოდ ექიმების ან სტომატოლოგების მიერ პროფესიონალური გამოყენებისათვის.

დოზირება

ყველა პოპულაციაში უნდა გაკეთდეს ხსნარის უმცირესი დოზა, რომელიც გამოიწვევს ეფექტიან ანესთეზიას.

საჭირო დოზა განისაზღვრება ინდივიდუალურად.

რუტინული პროცედურისათვის ჩვეულებრივი დოზა ზრდასრული პაციენტებისათვის შეადგენს 1 კარტრიჯს, თუმცა შეიძლება კარტრიჯის მთლიანი რაოდენობა არ გახდეს საჭირო ეფექტიანი ანესთეზიისათვის. სტომატოლოგის გადაწყვეტილებით, კარტრიჯების უფრო მეტი რაოდენობა შეიძლება საჭირო გახდეს უფრო რთული პროცედურების დროს, თუმცა არ უნდა იქნეს გადაჭარბებული მაქსიმალური რეკომენდებული დოზა.

უმეტესობა რუტინული სტომატოლოგიური პრეცედურებისათვის უმჯობესია გამოყენებულ იქნეს არტიკაინი ადრენალინით 40/0.005 მგ/მლ.

უფრო რთული პროცედურებისათვის, მაგ.: რომელიც მოითხოვს გამოხატულ ჰემოსტაზს, უმჯობესია გამოყენებულ იქნეს ნორმოკაინი 40/0.01 მგ/მლ საინექციო ხსნარი.

სედატიური საშუალებების თანმხლები გამოყენება პაციენტის შფოთვის შესამცირებლად:

ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებების მაქსიმალური უსაფრთხო დოზა შეიძლება შემცირდეს სედატირებულ პაციენტებში ცენტრალური ნერვული სისტემის დეპრესიის დამატებითი ეფექტის გამო (იხ. პარაგრაფი 4.5).

ზრდასრულები და მოზარდები (12-18 წლის ასაკი)

ზრდასრულებსა და მოზარდებში არტიკაინის მაქსიმალური დოზაა 7 მგ/კგ არტიკაინის მთლიანი მაქსიმალური დოზით 500 მგ. 500 მგ არტიკაინის მაქსიმალური დოზა შეესაბამება 70 კგ და მეტი წონის მქონე ჯანმრთელ ზრდასრულს.

ქვემოთ ცხრილში მოცემულია მაქსიმალური რეკომენდებული დოზები:

პაციენტის სხეულის წონა (კგ)

არტიკაინის ჰიდროქლორიდის მაქსიმალური დოზა (მგ)

ადრენალინის დოზა (მგ)

მთლიანი მოცულობა (მლ) და კარტრიჯების (1.7 მლ) ექვივალენტური რაოდენობა

40

280

  • 070
  • 0 (4.1 კარტრიჯი)

50

350

  • 088
  • 8 (5.2 კარტრიჯი)

60

420

  • 105
  • 5 (6.2 კარტრიჯი)

70 ან მეტი

490

  • 123
  • 3 (7.0 კარტრიჯი)

ბავშვები (4-11 წლის ასაკი)

ნორმოკაინის უსაფრთხოება 4 წლამდე ასაკის ბავშვებში დადგენილი არ არის. არ არის ხელმისაწვდომი მონაცემები.

ინექციის რაოდენობა განისაზღვრება ბავშვის ასაკისა და წონის და ოპერაციის სიდიდის მიხედვით. არტიკაინის საშუალო ეფექტიანი დოზაა 2 მგ/კგ და 4 მგ/კგ მარტივი და რთული პროცედურებისათვის, შესაბამისად. გამოყენებულ უნდა იქნეს უმცირესი დოზა, რომელიც იწვევს ეფექტიან დენტალურ ანესთეზიას. 4 წლის (ან 20 კგ (44 ფუნტი) და მეტი სხეულის წონის მქონე) და მეტი ასაკის ბავშვებში არტიკაინის მაქსიმალური დოზაა 7 მგ/კგ არტიკაინის მთლიანი მაქსიმალური დოზით 385 მგ, რომელიც შეესაბამება 55 კგ სხეულის წონის მქონე ჯანმრთელ ბავშვს.

20

140

  • 035
  • 5 (2.1 კარტრიჯი)

30

210

  • 053
  • 3 (3.1 კარტრიჯი)

40

280

  • 070
  • 0 (4.1 კარტრიჯი)

55

385

  • 096
  • 6 (5.6 კარტრიჯი)

სპეციალური პოპულაციები

ხანდაზმული და თირკმლის დარღვევების მქონე პაციენტები:

კლინიკური მონაცემების სიმცირის გამო განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო, რათა გამოყენებულ იქნეს უმცირესი დოზა, რომელიც იწვევს ეფექტიან ანესთეზიას ხანდაზმულ და თირკმლის დარღვევების მქონე პაციენტებში (პარაგრაფები 4.4 და 5.2). ამ პაციენტებში შეიძლება აღინიშნოს პლაზმაში პროდუქტის დონის მომატება, განსაკუთრებით, განმეორებითი გამოყენების დროს. ხელახალი ინექციის საჭიროების შემთხვევაში საჭიროა პაციენტის მკაცრი მონიტორინგი, რათა გამოვლენილ იქნეს დოზის გადაჭარბების რაიმე ნიშანი (იხ. პარაგრაფი 4.9).

ღვიძლის დაზიანების მქონე პაციენტები:

განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო, რათა გამოყენებულ იქნეს ეფექტიანი ანესთეზიისათვის საკმარისი უმცირესი დოზა ღვიძლის დაზიანების მქონე პაციენტებში, განსაკუთრებით განმეორებითი გამოყენებისას, მიუხედავად იმისა, რომ არტიკაინის 90% პირველად ინაქტივირდება პლაზმის არასპეციფიკური ესთერაზებით ქსოვილსა და სისხლში.

პლაზმის ქოლინესთერაზის დეფიციტის მქონე პაციენტები:

პლაზმაში პროდუქტის მომატებული დონე შეიძლება აღინიშნოს პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ქოლინესთერაზის დეფიციტი ან იტარებენ აცეტილქოლინესთერაზის ინჰიბიტორებით თერაპიას, რადგან პროდუქტის 90% ინაქტივირდება პლაზმური ესთერაზებით (იხ. პარაგრაფები 4.4 და 5.2). ამიტომ, გამოყენებულ უნდა იქნეს უმცირესი დოზა ეფექტიანი ანესთეზიისათვის.

გამოყენების მეთოდი

პირის ღრუს ინფილტრაციისა და პერინერვული გამოყენებისათვის.

ლოკალური საანესთეზიო საშუალებების ინექცია უნდა მოხდეს სიფრთხილით ინექციის ადგილის ანთების და/ან ინფექციის დროს. ინექციის სიჩქარე უნდა იყოს ძალიან ნელი (1 მლ/წთ).

უკუჩვენებები

არტიკაინის (ან ამიდის ტიპის ნებისმიერი ადგილობრივი საანესთეზიო საშუალების), ადრენალინის ან 6.1. პარაგრაფში ჩამოთვლილი რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა;

ეპილეფსიის მქონე პაციენტები, რომლებშიც დაავადება არ არის გაკონტროლებული მკურნალობით.

სიფრთხილის ზომები

სამკურნალო პროდუქტის გამოყენებამდე მნიშვნელოვანია:

პაციენტის გამოკითხვა მიმდინარე მკურნალობისა და ანამნეზის შესახებ;

პაციენტთან ვერბალური კონტაქტის შენარჩუნება;

რეანიმაციული მოწყობილობების ხელმისაწვდომობა (იხ. პარაგრაფი 4.9).

განსაკუთრებული გაფრთხილებები

ეს სამკურნალო პროდუქტი განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა იქნეს გამოყენებული პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ქვემოთ ჩამოთვლილი პათოლოგიები და სტომატოლოგიური ოპერაცია უნდა გადაიდოს, თუ მიიჩნევა, რომ მდგომარეობა მძიმე და/ან არასტაბილურია.

გულ-სისხლძარღვთა დარღვევების მქონე პაციენტები

უმცირესი დოზა, რომელიც იწვევს ეფექტიან ანესთეზიას, უნდა იქნეს გამოყენებული შემდეგ შემთხვევებში:

გულის იმპულსის წარმოქმნისა და გამტარებლობის მძიმე დარღვევა (მაგ.: II ან III ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკი ან გამოხატული ბრადიკარდია);

გულის მწვავე დეკომპენსირებული უკმარისობა (გულის მწვავე შეგუბებითი უკმარისობა);

ჰიპოტენზია;

პაროქსიზმული ტაქიკარდია ან არითმია გულისცემის აჩქარებით;

არასტაბილური სტენოკარდია ან უკანასკნელ პერიოდში (6 თვეზე ნაკლები) გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი;

უკანსკნელ პერიოდში (3 თვე) ჩატარებული აორტო-კორონარული შუნტირების ოპერაცია;

არაკარდიოსელექტიური ბეტა-ბლოკატორების (მაგ.: პროპრანოლოლის) მიღების შემთხვევაში (ჰიპერტენზიური კრიზის ან ძლიერი ბრადიკარდიის რისკი), (იხ. პარაგრაფი 4.5);

გაუკონტროლებელი ჰიპერტენზია;

ტრიციკლური ანტიდეპრესანტების ერთდროული მიღება, რადგან აქტიურმა ნივთიერებებმა შეიძლება გააძლიერონ ადრენალინის კარდიოვასკულარული ეფექტები (იხ. პარაგრაფი 4.5).

ეს სამკურნალო პროდუქტი გამოყენებულ უნდა იქნეს სიფრთხილით შემდეგი პათოლოგიების დროს:

ეპილეფსიის მქონე პაციენტები

კონვულსიური მოქმედების გამო, ყველა ადგილობრივი საანესთეზიო საშუალება გამოყენებულ უნდა იქნეს დიდი სიფრთხილით.

პლაზმური ქოლინესთერაზის დეფიციტის მქონე პაციენტები

პლაზმური ქოლინესთერაზის დეფიციტზე ეჭვი შეიძლება მიტანილ იქნეს, როცა დოზის გადაჭარბების კლინიკური ნიშნები ვითარდება ანესთეზიის ჩვეულებრივი დოზირების დროს და როცა ვასკულარული ინექცია გამორიცხულია. ამ შემთხვევაში სიფრთხილეა საჭირო შემდეგი ინექციის დროს და გამოყენებულ უნდა იქნეს შემცირებული დოზა.

თირკმლის დაავადების მქონე პაციენტები

გამოყენებულ უნდა იქნეს უმცირესი დოზა, რომელიც იწვევს ეფექტიან ანესთეზიას.

ღვიძლის მძიმე დაავადების მქონე პაციენტები

ეს სამკურნალო პროდუქტი სიფრთხილით უნდა იქნეს გამოყენებული ღვიძლის დაავადების დროს, რადგან არტიკაინის 90% პირველადად ინაქტივირდება არასპეციფიკური პლაზმური ესთერაზებით ქსოვილსა და სისხლში.

მიასთენია გრავისის მქონე პაციენტები, რომლებიც მკურნალობენ აცეტილქოლინესთერაზის ინჰიბიტორებით

პორფირიის მქონე პაციენტები

ნორმოკაინი 40/0.01 მგ/მლ საინექციო ხსნარი მხოლოდ მაშინ უნდა იქნეს გამოყენებული მწვავე პორფირიის მქონე პაციენტებში, როცა არ არის ხელმისაწვდომი სხვა უსაფრთხო ალტერნატივა. შესაბამისი სიფრთხილის ზომები უნდა იქნეს მიღებული პორფირიის მქონე ყველა პაციენტში, რადგან ეს სამკურნალო პროდუქტი შეიძლება პორფირიის ტრიგერი გახდეს.

პაციენტები, რომლებიც ერთდროულად მკურნალობენ ჰალოგენიზირებული საინჰალაციო საანესთეზიო საშუალებებით

გამოყენებულ უნდა იქნეს სამკურნალო პროდუქტის უმცირესი დოზა, რომელიც იწვევს ეფექტიან ანესთეზიას (იხ. პარაგრაფი 4.5).

პაციენტები, რომლებიც მკურნალობენ თრომბოციტების აგრეგაციის საწინააღმდეგო საშუალებებით/ანტიკოაგულანტებით

ნორმოკაინი 40/0.01 მგ/მლ საინექციო ხსნარი სიფრთხილით უნდა იქნეს გამოყენებული პაციენტებში, რომლებიც იღებენ თრომბოციტების აგრეგაციის საწინააღმდეგო მედიკამენტებს/ანტიკოაგულანტებს ან აღენიშნებათ სისხლის შედედების დარღვევები, რადგან მაღალია სისხლდენის რისკი. სისხლდენის მაღალი რისკი უფრო დაკავშირებულია პროცედურასთან, ვიდრე მედიკამენტთან.

ხანდაზმული პაციენტები

პროდუქტის მაღალი დონე პლაზმაში შეიძლება აღინიშნოს ხანდაზმულ პაციენტებში, განსაკუთრებით, განმეორებითი გამოყენებისას. ხელახალი ინექციის შემთხვევაში საჭიროა პაციენტის მკაცრი მონიტორინგი დოზის გადაჭარბების ნებისმიერი ნიშნის იდენტიფიცირებისათვის (იხ. პარაგრაფი 4.9).

ამიტომ, გამოყენებულ უნდა იქნეს უმცირესი დოზა, რომელიც იწვევს ეფექტიან ანესთეზიას.

არტიკაინის ეპინეფრინთან ერთად 40/0.005 მგ/მლ საინექციო ხსნარის გამოყენება განხილულ უნდა იქნეს ნორმოკაინი 40/0..01 მგ/მლ საინექციო ხსნარის ნაცვლად, მასში ადრენალინის დაბალი შემცველობის გამო - 0.005 მგ/მლ, შემდეგ შემთხვევებში:

გულსისხლძარღვთა დაავადებების მქონე პაციენტები (მაგ.: გულის უკმარისობა, გულის კორონარების დაავადება, მიოკარდიუმის ინფარქტის ანამნეზი, გულის არითმია, ჰიპერტენზია)

ცერებრული ცირკულაციის დარღვევის, ინსულტის ანამნეზის მქონე პაციენტები

რეკომენდებულია, რომ სტომატოლოგიური მკურნალობა არტიკაინი/ადრენალინით არ ჩატარდეს ინსულტიდან ექვსი თვის განმავლობაში ინსულტის რეციდივის გაზრდილი რისკის გამო.

გაუკონტროლებელი დიაბეტის მქონე პაციენტები

ეს სამკურნალო პროდუქტი სიფრთხილით უნდა იქნეს გამოყენებული ადრენალინის ჰიპერგლიკემიური ეფექტის გამო.

თირეოტოქსიკოზის მქონე პაციენტები

ეს სამკურნალო პროდუქტი სიფრთხილით უნდა იქნეს გამოყენებული ადრენალინის შემცველობის გამო.

ფეოქრომოციტომის მქონე პაციენტები

დახურულკუთხოვანი გლაუკომის მიმართ მგრძნობიარე პაციენტები:

ეს სამკურნალო პროდუქტი უსაფრთხოდ და ეფექტიანად უნდა იქნეს გამოყენებული შესაბამისი პირობებით:

ადრენალინი აზიანებს ღრძილებში სისხლის დინებას, რაც პოტენციურად იწვევს ქსოვილების ადგილობრივ ნეკროზს.

ძალიან იშვიათ შემთხვევებში ნერვის გახანგრძლივებული და შეუქცევადი დაზიანება და გემოს დაკარგვა აღინიშნა ქვედა ყბის ბლოკადური ანალგეზიის შემდეგ.

ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებების ეფექტები შეიძლება შემცირდეს, როცა სამკურნალო პროდუქტის ინექცია ხდება ანთებით ან ინფიცირებულ არეში.

დოზა შეიძლება შემცირდეს ჰიპოქსიის, ჰიპერკალიემიის და მეტაბოლური აციდოზის შემთხვევაში.

კბენის ტრავმის (ტუჩების, ლოყების, ლორწოვანი გარსის და ენის) რისკი არსებობს, განსაკუთრებით ბავშვებში; პაციენტებს უნდა მიეცეთ რეკომენდაცია, რომ არ დაღეჭონ საღეჭი რეზინი, ან არ ჭამონ, სანამ არ აღდგება ნორმალური მგრძნობელობა.

გაფრთხილება დამხმარე ნივთიერებების შესახებ

ამ მედიკამენტმა შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული ალერგიული რეაქციები და ბრონქოსპაზმი, რადგან შეიცავს ნატრიუმის მეტაბისულფიტს.

ეს სამკურნალო პროდუქტი შეიცავს 23 მგ-ზე (1 მმოლი) ნაკლებ ნატრიუმს ერთ კარტრიჯში, რაც ნიშნავს, რომ ფაქტობრივად “ნატრიუმისგან თავისუფალია”.

თუ არსებობს ალერგიული რეაქციის რაიმე რისკი, ანესთეზიისათვის შერჩეულ უნდა იქნეს განსხვავებული მედიკამენტი (იხ. პარაგრაფი 4.3).

თუ არსებობს ალერგიული რეაქციის რაიმე რისკი, შერჩეულ უნდა იქნეს სხვა მედიკამენტი ანესთეზიისათვის (იხ. პარაგრაფი 4.3).

სიფრთხილის ზომები გამოყენებისას

შემთხვევით ინტრავასკულარულ ინექციასთან დაკავშირებული რისკი:

შემთხვევითმა ინტრავასკულარულმა ინექციამ შეიძლება გამოიწვიოს ადრენალინისა და არტიკაინის უეცარი მაღალი დონე სისტემურ ცირკულაციაში, რაც შეიძლება დაკავშირებული იყო მძიმე გვერდით რეაქციებთან, როგორიცაა კრუნჩხვები, რომელსაც მოსდევს ცენტრალური ნერვული სისტემისა და კარდიორესპირატორული დეპრესია, და კომა, რომელიც პროგრესირებს სუნთქვისა და ცირკულაციის გაჩერებამდე.

ამიტომ, ნემსი რომ არ მოხვდეს სისხლძარღვში ინექციის დროს, უნდა შესრულდეს ასპირაცია, სანამ მოხდება ადგილობრივი საანესთეზიო სამკურნალო პროდუქტის ინექცია. თუმცა, სისხლის არარსებობა შპრიცში არ არის იმის გარანტია, რომ არ მოხდება ინტრავასკულარული ინექცია.

ინტრანერვულ ინექციასთან დაკავშირებული რისკი:

შემთხვევითმა ინტრანერვულმა ინექციამ შეიძლება გამოიწვიოს წამლის მოძრაობა რეტროგრადულად, ნერვის გასწვრივ.

ინტრანერვული ინექციისა და ნერვის დაზიანების თავიდან ასაცილებლად ნერვის ბლოკადის დროს, ნემსი ყოველთვის ნელა უნდა იქნეს ამოღებული, თუ ელექტრული შოკის მსგავსი შეგრძნება აქვს პაციენტს ინექციის დროს, ან ინექცია განსაკუთრებით მტიკივნეულია. თუ ვითარდება ნერვის ნემსით დაზიანება, ნეიროტოქსიკური ეფექტი შეიძლება გაძლიერდეს არტიკაინის პოტენციური ქიმიური ნეიროტოქსიკურობის და ადრენალინის არსებობის გამო, რადგან მან შეიძლება დააზიანოს პერინერვულად სისხლის მიწოდება და ხელი შეუშალოს არტიკაინის ლოკალურ გამოდევნას.

სხვა სამკურნალო პროდუქტებთან ურთიერთქმედება და ურთიერთქმედების სხვა ფორმები

ურთიერთქმედებები არტიკაინთან

ურთიერთქმედებები, რომელიც მოითხოვს სიფრთხილის ზომებს გამოყენებისას:

სხვა ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებები

ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებების ტოქსიკურობა ემატება პრეპარატის ეფექტს.

გამოყენებული ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებების მთლიანი დოზა არ უნდა აჭარბებდეს გამოყენებული მედიკამენტების მაქსიმალურ რეკომენდებულ დოზას.

სედაციური საშუალებები (ცენტრალური ნერვული სისტემის დეპრესანტები, მაგ.: ბენზოდიაზეპინები, ოპიოიდები):

თუ სედაციური საშუალებები გამოიყენება პაციენტის შფოთვის შესამცირებლად, გამოყენებულ უნდა იქნეს საანესთეზიო საშუალებების შემცირებული დოზები, რადგან ლოკალური ადგილობრივი საანესთეზიო აგენტები, სედატივების მსგავსად, არიან ცენტრალური ნერვული სისტემის დეპრესანტები, რომლებიც კომბინაციაში აძლიერებენ ამ ეფექტს (იხ. პარაგრაფი 4.2).

ურთიერთქმედებები ადრენალინთან

ჰალოგენიზირებული აქროლადი საანესთეზიო საშუალებები (მაგ.: ჰალოთანი):

სამკურნალო პროდუქტის შემცირებული დოზები უნდა იქნეს გამოყენებული კატექოლამინების არითმოგენული ეფექტებისადმი გულის სენსიტიზაციის გამო: არსებობს მძიმე პარკუჭოვანი არითმიის რისკი.

ზოგადი ანესთეზიის დროს რეკომენდებულია ანესთეზიოლოგთან განხილვა ადგილობრივი ანესთეზიის გაკეთებამდე.

პოსტგანგლიოზური ადრენერგული ბლოკატორები (მაგ.: გუანადრელი, გუანეთიდინი და რაუვოლფიას ალკალოიდები):

ამ სამკურნალო პროდუქტის შემცირებული დოზები გამოყენებულ უნდა იქნეს მკაცრი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ, ფრთხილი ასპირაციით, ადრენერგული ვაზოკონსტრიქციისადმი შესაძლო გაზრდილი პასუხის გამო: ჰიპერტენზიის რისკი და სხვა კარდიოვასკულარული ეფექტები.

არასელექტიური ბეტა-ადრენერგული ბლოკატორები (მაგ.: პროპრანოლოლი, ნადოლოლი):

სამკურნალო პროდუქტის შემცირებული დოზები გამოყენებულ უნდა იქნეს არტერიული წნევის შესაძლო მომატებისა და ბრადიკარდიის გაზრდილი რისკის გამო.

(ტცა) ტრიციკლური ანტიდეპრესანტები (მაგ.: ამიტრიპტილინი, დეზიპრამინი, იმიპრამინი, ნორტრიპტილინი, მაპროტილინი და პროტრიპტილინი):

სამკურნალო პროდუქტის დოზა და სიჩქარე უნდა შემცირდეს მძიმე ჰიპერტენზიის გაზრდილი რისკის გამო.

კომტ ინჰიბიტორები (კატექოლ-ო-მეთილ ტრანსფერაზას ინჰიბიტორები) (მაგ.: ენტაკაპონი, ტოლკაპონი):

შეიძლება განვითარდეს არითმიები, გულისცემის გაზრდილი სიხშირე და არტერიული წნევის ცვლილება.

ადრენალინის შემცირებული რაოდენობა სტომატოლოგიური ანესთეზიის დროს გამოყენებულ უნდა იქნეს პაციენტებში, რომლებიც იღებენ კომტ ინჰიბიტორებს.

მაო ინჰიბიტორები (როგორც A-სელექტიური (მაგ.: მოკლობემიდი), ისე არასელექტიური (მაგ.: ფენელზინი, ტრანილკოპრომინი, ლინეზოლიდი):

თუ ამ აგენტების ერთდროული გამოყენება აუცილებელია, პროდუქტის დოზა და შეყვანის სიჩქარე უნდა შემცირდეს და პროდუქტი გამოყენებულ უნდა იქნეს ექიმის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ ადრენალინის ეფექტის შესაძლო გაძლიერების გამო, რომელიც იწვევს ჰიპერტენზიული კრიზის რისკს.

არითმიის გამომწვევი მედიკამენტები (მაგ.: ანტიარითმიული საშუალებები, როგორიცაა სათითურას პრეპარატები, ქინიდინი):

სამკურნალო პროდუქტის დოზა უნდა შემცირდეს არითმიის გაზრდილი რისკის გამო, როცა პაციენტებში ერთდროულად ინიშნება ადრენალინი და საგულე გლიკოზიდები. შეყვანამდე რეკომენდებულია ფრთხილი ასპირაცია.

ჭვავის რქის ტიპის ოქსიტოცური მედიკამენტები (მაგ.: მეთისერგიდი, ერგოტამინი, ერგონოვინი):

სამკურნალო პროდუქტის გამოყენება უნდა მოხდეს ექიმის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ არტერიული წნევის დამატებით ან სინერგისტული მომატების და/ან იშემიური პასუხის გამო.

სიმპათომიმეტიკური ვაზოპრესორები (მაგ.: ძირითადად კოკაინი, მაგრამ ასევე ამფეტამინები, ფენილეფრინი, ფსევდოეფედრინი, ოქსიმეტაზოლინი):

არსებობს ადრენერგული ტოქსიკურობის რისკი.

თუ რომელიმე სიმპათომიმეტიკური ვაზოპრესორი გამოყენებულ იქნა 24 საათის განმავლობაში, დაგეგმილი სტომატოლოგიური მკურნალობა უნდა გადაიდოს.

ფენოთიაზიანები (და სხვა ნეიროლეფსური საშუალებები):

სიფრთხილით უნდა იქნეს გამოყენებული იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ ფენოთიაზინებს, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ჰიპოტენზიის რისკი ადრენალინის ეფექტის შესაძლო დათრგუნვის გამო.

რეპროდუქციულ უნარზე გავლენა, ორსულობა და ლაქტაცია

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

სტომატოლოგს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს, უხლოეს წარსულში იღებდა ან აპირებს, მიიღოს ნებისმიერი სხვა მედიკამენტი..

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სტომატოლოგს ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს შემდეგ მედიკამენტებს:

სხვა ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებები, რომლებიც იწვევენ მგრძნობელობის შექცევად დაკარგვას (მათ შორის, აქროლადი საანესთეზიო საშუალებები, როგორიცაა ჰალოთანი);

სედაციური საშუალებები (როგორიცაა ბენზოდიაზეპინი, ოპიატები), მაგალითად, გამოიყენება შფოთვის შესამცირებლად სტომატოლოგიური პროცედურების ჩატარებამდე;

საგულე და არტერიული წნევის დამწევი მედიკამენტები (როგორიცაა გუანადრელი, გუანეთიდინი, პროპრანოლოლი, ნადოლოლი);

ტრიციკლური ანტიდეპრესანტები დეპრესიის სამკურნალოდ (როგორიცაა ამიტრიპტილინი, დეზიპრამინი, იმიპრამინი, ნორტრიპტილინი, მაპროტილინი და პროტრიპტილინი);

კომტ ინჰიბიტორები პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ (როგორიცაა ენტაკაპონი ან ტოლკაპონი);

მაო ინჰიბიტორები დეპრესიული ან შფოთვითი დარღვევების სამკურნალოდ (როგორიცაა: მოკლობემიდი, ფენელზინი, ტრანილციპრომინი, ლინეზოლიდი);

არითმიის სამკურნალო მედიკამენტები (როგორიცაა: სათითურას პრეპარატები, ქინიდინი);

შაკიკის შეტევების სამკურნალო მედიკამენტები (როგორიცაა: მეთისერგიდი ან ერგოტამინი);

სიმპათომიმეტური ვაზოპრესორები (როგორიცაა: კოკაინი, ამფეტამინები, ფენილეფრინი, ფსევდოეფედრინი, ოქსიმეტაზოლინი), გამოიყენება არტერიული წნევის ასაწევად: თუ ეს მედიკამენტები მიღებულია დაგეგმილ სტომატოლოგიურ მკურნალობამდე 24 საათის განმავლობაში, პროცედურა უნდა გადაიდოს;

ნეიროლეფსური პრეპარატები (მაგ.: ფენოთიაზინები).

ნორმოკაინი 40/0.01 მგ/მლ საინექციო ხსნარის გამოყენება საკვებთან ერთად

არ არის რეკომენდებული ჭამა, მათ შორის საღეჭი რეზინის დაღეჭვა, სანამ არ აღდგება ნორმალური მგრძნობელობა. წინააღმდეგ შემთხვევაში არსებობს ტუჩების, ლოყების ან ენის კბენის რისკი, განსაკუთრებით, ბავშვებში.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ცხოველებზე კვლევებში არტიკაინს 40 მგ/მლ + ადრენალინი 0.01 მგ/მლ, ასევე მხოლოდ არტიკაინს, არ ჰქონდათ გვერდითი ეფექტები ორსულობაზე, ჩანასახის/ნაყოფის განვითარებაზე, მშობიარობაზე ან პოსტნატალურ განვითარებაზე (იხ. პარაგრაფი 5.3).

ცხოველებზე კვლევებმა არ აჩვენა, რომ ადრენალინი ტოქსიკურია რეპროდუქციაზე მაქსიმალურ რეკომენდებულ დოზებზე მაღალი დოზებით გამოყენებისას (იხ. პარაგრაფი 5.3).

არ არის გამოცდილება ორსულ ქალებში არტიკაინის გამოყენების შესახებ, გარდა მშობიარობის დროს. ადრენალინი და არტიკაინი გადიან პლაცენტარულ ბარიერს, თუმცა არტიკაინი უფრო ნაკლები მოცულობით გადის, ვიდრე სხვა ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებები. ახალშობილებში არტიკაინის კონცენტრაცია შრატში დედისეული დონის დაახლოებით 30% იყო. არაწინასწარ განზრახული ინტრავასკულარული შეყვანის შემთხვევაში დედებში ადრენალინმა შეიძლება შეამციროს საშვილოსნოს პერფუზია.

ორსულობის დროს ნორმოკაინი 40/0.01 მგ/მლ საინექციო ხსნარი გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ სარგებელი-რისკის შეფარდების ფრთხილი ანალიზის შემდეგ.

ადრენალინის უფრო დაბალი შემცველობის გამო, უპირატესობა უნდა მიენიჭოს არტიკაინი ადრენალინით 40/0.005 მგ/მლ საინექციო ხსნარს ნორმოკაინი 40/0.01 მგ/მლ საინექციო ხსნართან შედარებით.

ძუძუთი კვება

შრატში არტიკაინის დონის სწრაფი დაცემისა და სწრაფი გამოყოფის შედეგად არტიკაინის კლინიკურად მნიშვნელოვანი დონე არ აღინიშნება დედის რძეში. ადრენალინი აღწევს დედის რძეში, თუმცა ასევე აქვს ხანმოკლე ნახევარდაშლის პერიოდი.

ჩვეულებრივ, არ არის საჭირო ძუძუთი კვების გადადება ხანმოკლე გამოყენებისას, ძუძუთი კვება შეიძლება დაიწყოს ანესთეზიიდან 5 საათის შემდეგ.

რეპროდუქციული უნარი

ცხოველებზე კვლევებმა არტიკაინი 40 მგ/მლ + ადრენალინი 0.01 მგ/მლ-ით არ აჩვენა რაიმე გავლენა რეპროდუქციულ უნარზე (იხ. პარაგრაფი 5.3). თერაპიულ დოზებზე გვერდითი ეფექტები ადამიანის რეპროდუქციულ უნარზე არ არის მოსალოდნელი.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

არტიკაინის ჰიდროლოქრიდის ადრენალინთან კომბინაციის საინექციო ხსნარს შეიძლება მცირე გავლენა ჰქონდეს ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე. თავბრუსხვევა (მათ შორის ვერტიგო, მხედველობის დარღვევა და დაღლილობა) შეიძლება აღინიშნოს ნორმოკაინის გამოყენების შემდეგ (იხ. პარაგრაფი 4.8). ამიტომ პაციენტმა არ უნდა დატოვოს სტომტოლოგიური კაბინეტი, სანამ არ აღდგება მათი უნარები (ძირითადად, 30 წუთის განმავლობაში) სტომატოლოგიური პროცედურის შემდეგ.

გვერდითი მოვლენები

უსაფრთხოების პროფილის შეჯამება

არტიკაინი/ადრენალინის გამოყენების შემდე გვერდითი რეაქციები მსგავსია სხვა ადგილობრივი ამიდის ტიპის საანესთეზიო საშუალებების/ვაზოკონსტრიქტორების გამოყენების შემდეგ განვითარებული მოვლენების. გვერდითი რეაქციები ზოგადად დოზაზეა დამოკიდებული. ისინი ასევე შეიძლება იყოს ჰიპერმგრძნობელობის, იდიოსინკრაზიის ან პაციენტის დაქვეითებული ამტანობის შედეგი. ნერვული სისტემის დარღვევები, ინექციის ადგილის ადგილობრივი რეაქციები, ჰიპერმგრძნობელობა, გულისა და სისხლძარღვთა დარღვევები ყველაზე ხშირი გვერდითი რეაქციებია.

სერიოზული გვერდითი რეაქციები ძირითადად სისტემური ხასიათისაა.

ცხრილში მოცემული გვერდითი რეაქციები

დაფიქსირებული გვერდითი რეაქციები მიღებულია სპონტანური შეტყობინებებიდან, კლინიკური კვლევებიდან და ლიტერატურიდან.

სიხშირის კლასიფიკაცია დაფუძნებულია შემდეგ შეთანხმებაზე: ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥1/100, <1/10), არახშირი (≥1/1,000, <1/100), იშვიათი (≥1/10,000, <1/1,000), ძალიან იშვიათი (<1/10,000), სიხშირე უცნობია (სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე).

MedRa კლასიფიკაციით ორგანოთა სისტემების კლასები

სიხშირე

გვერდითი რეაქციები

ინფექციები და ინვაზიები

ხშირი

გინგივიტი

იმუნური სისტემის დარღვევები

იშვიათი

ალერგიული1, ანაფილაქსიური/

ანაფილაქტოიდური რეაქციები

ფსიქიკური დარღვევები

იშვიათი

ნევროზულობა/შფოთვა4

სიხშირე უცნობია

ეიფორიული განწყობა

ნერვული სისტემის დარღვევები

ხშირი

ნეიროპათია:

ნევრალგია (ნეიროპათიური ტკივილი)

ჰიპოესთეზია/ დაბუჟება (ორალური და პერიორალური)4

ჰიპერესთეზია

დისესთეზია (ორალური და პერიორალური), მათ შორის დისგეზია (მაგ.: მეტალის გემო, გემოს დარღვევები)

აგეზია

ალოდინია

თერმოჰიპერესთეზია

თავის ტკივილი

არახშირი

წვის შეგრძნება

იშვიათი

სახის ნერვის პათოლოგია2 (დამბლა და პარეზი)

ჰორნერის სინდრომი (ქუთუთოს ფტოზი, ენოფთალმი, მიოზი)

სომნოლენცია (ძილიანობა)

ნისტაგმი

ძალიან იშვიათი

პარესთეზია3 (მუდმივი ჰიპოესთეზია და გემოს დაკარგვა) მანდიბულარული ან ქვედა ალვეოლარული ნერვის ბლოკადის შემდეგ

თვალის დარღვევები

იშვიათი

დიპლოპია (ოკულომოტორული კუნთების დამბლა)4

მხედველობის დაზიანება (დროებითი სიბრმავე)4

ფტოზი

მიოზი

ენოფთალმი

ყურისა და ლაბირინთის დარღვევები

იშვიათი

ჰიპერაკუზია

ტინიტუსი4

გულის დარღვევები

ხშირი

ბრადიკარდია

ტაქიკარდია

იშვიათი

გულის ფრიალი

არ არის ცნობილი

გამტარებლობის დარღვევები (ატრიოვენტრიკულური ბლოკი)

სისხლძარღვთა დარღვევები

ხშირი

ჰიპოტენზია (შესაძლო ცირკულატორული კოლაფსით)

არახშირი

ჰიპერტენზია

იშვიათი

ალები

სიხშირე უცნობია

ადგილობრივი/რეგიონული ჰიპერემია

ვაზოდილატაცია

ვაზოკონსტრიქცია

რესპირატორული, თორაკალური და მედიასტინალური დარღვევები

იშვიათი

ბრონქოსპაზმი/ასთმა

ქოშინი2

სიხშირე უცნობია

დისფონია (ხმის ჩახლეჩა)1

გასტროინტესტინალური დარღვევები

ხშირი

ენის, ტუჩების, ღრძილების შეშუპება

არახშირი

სტომატიტი, გლოსიტი, გულისრევა, ღებინება, დიარეა

იშვიათი

ღრძილების/პირის ღრუს ლორწოვანის ექსფოლიაცია

(აქერცვლა)/ დაწყლულება

სიხშირე უცნობია

დისფაგია

ლოყების შეშუპება

გლოსოდინია

კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები

არახშირი

გამონაყარი კანზე

ქავილი

იშვიათი

ანგიონევროზული შეშუპება

(სახის/ენის/ტუჩების/ ხახის/ ხორხის/ პერიორბიტალური შეშუპება)

ჭინჭრის ციება

სიხშირე უცნობია

ერითემა

ჰიპერჰიდროზი

ჩონჩხ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის დარღვევები

არახშირი

კისრის ტკივილი

იშვიათი

კუნთების უნებლიე შეკუმშვა4

სიხშირე უცნობია

ნეიროკუნთოვანი მანიფესტაციების აგრავაცია კერნს-საირის სინდრომის დროს

ტრიზმი

ზოგადი დარღვევები და მიღების ადგილის პათოლოგიები

არახშირი

ინექციის ადგილის ტკივილი

იშვიათი

ინექციის ადგილის ექსფოლიაცია/ნეკროზი

დაღლილობა, ასთენია (სისუსტე)/ შემცივნება

სიხშირე უცნობია

ადგილობრივი შეშუპება

სიცხის შეგრძნება

სიცივის შეგრძნება

გარკვეული გვერდითი მოვლენების აღწერა

1 ალერგიული რეაქციების არევა არ უნდა მოხდეს სინკოპეს ეპიზოდთან (გულის ფრიალი ადრენალინის გამო);

2 სახის დამბლის განვითარება აღწერილ იქნა არტიკაინის ადრენალინთან კომბინაციაში გამოყენებიდან 2 კვირის შემდეგ, მდგომარეობა უცვლელი იყო 6 თვის შემდეგ;

3 ეს ნერვული პათოლოგიები შეიძლება განვითარდეს პათოლოგიური შეგრძნებების სხვადასხვა სიმპტომებთან ერთად. პარესთეზია შეიძლება განისაზღვროს, როგორც სპონტანური, პათოლოგიური, ჩვეულებრივ უმტკივნეულო შეგრძნება (მაგ.: წვის, ჩხვლეტის ან ქავილის) ანესთეზიის მოსალოდნელი ხანგრძლივობის შემდეგ. პარესთეზიის უმეტესი შემთხვევები, რომლებიც აღინიშნა სტომატოლოგიური მკურნალობის შემდეგ, არის გარდამავალი და თავისით გადის რამდენიმე დღეში, კვირაში ან თვეში.

მუდმივი პარესთეზია, უმეტესად აღინიშნება ქვედა ყბის ნერვის ბლოკადის შემდეგ და ხასიათდება ნელი, არასრული ან გამოჯანმრთელების ნაკლებობით.

4 სხვადასხვა გვერდითი მოვლენები, როგორიცაა აგზნება, შფოთვა/ნევროზულობა, ტრემორი ან მეტყველების დარღვევა შეიძლება ცნს-ის დეპრესიის გამაფრთხილებელი ნიშანი იყოს. ამ ნიშნების არსებობისას, პაციენტი საჭიროებს ჰიპერვენტილაციასა და მეთვალყურეობას (იხ. პარაგრაფი 4.9).

პედიატრიული პოპულაცია

უსაფრთხოების პროფილი ზრდასრულების მსგავსი იყო 4-18 წლის ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში. თუმცა, შემთხვევით ქსოვილის დაზიანება აღინიშნა უფრო ხშირად, განსაკუთრებით, 3-7 წლის ასაკის ბავშვებში რბილი ქსოვილის ხანგრძლივი ანესთეზიის გამო.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

სამკურნალო პროდუქტის ლიცენზირების შემდეგ სავარაუდო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება მნიშვნელოვანია. ეს ხელს უწყობს სამკურნალო პროდუქტის სარგებელი/რისკის ბალანსის მონიტორინგს.

ჭარბი დოზა

ადგილობრივი საანესთეზიო საშუალების დოზის გადაჭარბება ხშირად აღიწერება შემდეგი სახით:

დოზის აბსოლუტური გადაჭარბება

დოზის შედარებითი გადაჭარბება, როგორიცაა:

არაწინასწარ განზრახული ინექცია სისხლძარღვში;

პათოლოგიურდ სწრაფი აბსორბცია სისტემურ ცირკულაციაში;

წამლის დაყოვნებული მეტაბოლიზმი და გამოყოფა.

დოზის შედარებითი გადაჭარბების დროს პაციენტებს, ძირითადად, სიმპტომები უვითარდებათ პირველ წუთებში. მაშინ როცა დოზის აბსოლუტური გადაჭარბების დროს ინტოქსიკაციის ნიშნები დამოკიდებულია ინექციის ადგილზე და ვითარდება ინექციის შემდეგ მოგვიანებით.

სიმპტომები

დოზის გადაჭარბების (აბსოლუტური ან შედარებითი) გამო აგზნება შეიძლება იყოს გარდამავალი ან საერთოდ არ აღინიშნებოდეს, პირველი მანიფესტაციები შეიძლება იყოს ძილიანობა, რომელიც ღრმავდება ცნობიერების დაკარგვითა და სუნთქვის გაჩერებით.

არტიკაინის შემცველობის გამო:

სიმპტომები დოზაზეა დამოკიდებული და ახასიათებს პროგრესული დამძიმება ნევროლოგიური გამოვლინებების მხრივ (პრესინკოპე, სინკოპე, თავის ტკივილი, მოუსვენრობა, აგზნება, ცნობიერების დაბინდვა, დეზორიენტაცია, თაბრუსხვევა (გაბრუება), ტრემორი, სტუპორი, ცნს-ის ღრმა დეპრესია, ცნობიერების დაკარგვა, კომა, კრუნჩხვები (მათ შორის ტონურ-კლონური გულყრები), მეტყველების დარღვევა (როგორიცაა, მაგ.: დიზართრია, ლოგორეა), ვერტიგო, წონასწორობის დარღვევა (დისექვილიბრიუმი), თვალების მხრივ დარღვევები (მიდრიაზი, მხედველობის დაბინდვა, აკომოდაციის დარღვევა), რომელსაც მოსდევს სისხლძარღვოვანი (სიფერმკრთალე (ადგილობრივი, რეგიონული, ზოგადი)), რესპირატორული (აპნოე (სუნთქვის გაჩერება)), ბრადიპნოე, ტაქიპნოე, მთქნარება, რესპირატორული დეპრესია) და საბოლოოდ კარდიალური (გულის გაჩერება, მიოკარდის დეპრესია) ტოქსიკურობა.

აციდოზი აძლიერებს ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებების ტოქსიკურ ეფექტებს.

ადრენალინის შემცველობის გამო:

სიმპტომები დოზაზეა დამოკიდებულია და ახასიათებს პროგრესული დამძიმება ნევროლოგიური გამოვლინებების მხრივ (მოუსვენრობა, აგზნება, პრესინკოპე, სინკოპე), რომელსაც მოსდევს სისხლძარღვოვანი (სიფერმკრთალე (ადგილობრივი, რეგიონული, ზოგადი)), რესპირატორული (აპნოე (სუნთქვის გაჩერება), ბრადიპნოე, ტაქიპნოე, რესპირატორული დეპრესია) და საბოლოოდ კარდიალური (გულის გაჩერება, მიოკარდის დეპრესია) ტოქსიკურობა.

დოზის გადაჭარბების მკურნალობა

რეანიმაციული მოწყობილობები და პრეპარატები ხელმისაწვდომი უნდა იყოს რეგონული ანესთეზიის გაკეთებისას ადგილობრივ საანესთეზიო საშუალებებთან ერთად, რათა შესაძლებელი იყოს ნებისმიერი რესპირატორული და კარდიოვასკულარული გადაუდებელი მდგომარეობების სწრაფი მკურნალობა. დოზის გადაჭარბების სიმპტომების სიმძიმე უნდა შეაფასონ ექიმებმა/სტომატოლოგებმა და გამოიყენონ პროტოკოლები, რათა დროულად განსაზღვრონ სასუნთქი გზების უსაფრთხოებისა და ხელოვნური ვენტილაციის საჭიროება. პაციენტის ცნობიერების მდგომარეობის მონიტორინგი საჭიროა ადგილობრივი საანესთეზიო საშუალების ყოველი ინექციის შემდეგ. თუ ვითარდება სისტემური მწვავე ინტოქსიკაციის ნიშნები, ადგილობრივი საანესთეზიო საშუალების ინექცია დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. საჭიროების შემთხვევაში პაციენტი უნდა მოთავსდეს სუპინაციის პოზიციაში. ცნს-ის სიმპტომების (კრუნჩხვები, ცნს-ის დეპრესია) მკურნალობა სწრაფად უნდა მოხდეს სასუნთქი გზების/რესპირატორული სისტემის შესაბამისი მხარდაჭერითა და ანტიკონვულსანტების გამოყენებით. ოპტიმალური ოქსიგენაცია და ვენტილაცია, და ცირკულატორული სისტემის მხარდაჭერა, ასევე აციდოზის მკურნალობა, ახდენს გულის გაჩერების პრევენციას. თუ ვითარდება კარდიოვასკულარული დეპრესია (ჰიპოტენზია, ბრადიკარდია), შესაბამისი მკურნალობა ინტრავენური სითხეებით, ვაზოპრესორებით და/ან ინოტროპული აგენტებით უნდა იქნეს განხილული. ბავშვებში უნდა გაკეთდეს ასაკისა და წონის შესაბამისი დოზები. გულის გაჩერების შემთხვევაში, უნდა ჩატარდეს დაუყოვნებლივი კარდიოპულმონარული რეანიმაციული ღონისძიებები.

შემადგენლობა

1 მლ საინექციო ხსნარი შეიცავს 40 მგ არტიკაინის ჰიდროქლორიდს და 0.01 მგ ადრენალინს (ეპინეფრინს).

თითოეული კარტრიჯი 1.7 მლ საინექციო ხსნარით შეიცავს 68 მგ არტიკაინის ჰიდროქლორიდს და 0.017 მგ ადრენალინს (ეპინეფრინს).

დამხმარე ნივთიერებები ცნობილი ეფექტით:

ნატრიუმის მეტაბისულფიტი (E-223) 0.5 მგ 0.85 მგ

დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალი იხ. პარაგრაფში 6.1.

შენახვის პირობები

24 თვე

შენახვის განსაკუთრებული პირობები

ინახება 250C-ის ქვემოთ.

დაუშვებელია გაყინვა.

კარტრიჯები ინახება მჭიდროდ თავდახურული მუყაოს კოლოფში სინათლისაგან დასაცავად.

კონტეინერის ფორმა და შემცველობა

I ტიპის მინის ცილინრული კარტრიჯები, განკუთვნილი ერთჯერადი გამოყენებისათვის, რომლებიც ჰერმეტულად დახურულია მოხსნადი რეზინის საცობით და რეზინის საცობს აქვს ალუმინის თავსახური.

ნორმოკაინი 40/0.01 მგ/მლ საინექციო ხსნარი: შეფუთვა მოიცავს I ტიპის მინის 1 ან 100 კარტრიჯს 1.7 მლ-ით.

ყველა შეფუთვა ყველა ქვეყნის ბაზარზე შეიძლება არ იყოს წარმოდგენილი.

განადგურებისა და მოხმარების სხვა განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები

ინფექციის რისკის (მაგ.: ჰეპატიტის გადაცემა) თავიდან ასაცილებლად შპრიცები და ნემსები, რომლებიც გამოიყენება ხსნარის ამოსაღებად, ყოველთვის უნდა იყოს ახალი და სტერილური.

ეს სამკურნალო პროდუქტი არ უნდა იქნეს გამოყენებული, თუ ხსნარი მღვრიეა ან ფერი აქვს შეცვლილი.

კარტრიჯები განკუთვნილია ერთჯერადი მოხმარებისათვის. თუ გამოიყენება კარტრიჯის მხოლოდ ნაწილი, დარჩენილი უნდა იქნეს გადაგდებული.

კარტრიჯი გახსნის შემდეგ გამოყენებულ უნდა იქნეს მაშინათვე.

ნებისმიერი გამოყენებული სამკურნალო პროდუქტი და ყველა მასალა, რომელიც კონტაქტში იყო პრეპარატთან, გადაგდებულ უნდა იქნეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.

ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი

LABORATORIOS NORMON, S.A.

Ronda de Valdecarrizo, 6 - 28760 Tres Cantos - Madrid (SPAIN)

ლაბორატორიოს ნორმონ, ს.ა.

რონდა დე ვალდეკარიზო, 6 - 28760 ტრეს კანტოსი – მადრიდი (ესპანეთი)

გაცემის წესი - ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

ტექსტის შესწორების უკანასკნელი თარიღი

2024 წლის ოქტომბერი

ფარმაკოლოგიური თვისებები

ნერვული სისტემა/ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებები/ ამიდები/ არტიკაინი, კომბინაციები, ათქ კოდი: N01BB58.

მოქმედების მექანიზმი და ფარმაკოდინამიკური ეფექტები

არტიკაინი არის ადგილობრივი ამიდის ტიპის საანესთეზიო საშუალება, რომელიც შექცევადად ბლოკავს ნერვის გამტარებლობას კარგად ცნობილი მექანიზმის საშუალებით, რომელიც აღინიშნება სხვა ლოკალური ამიდის ტიპის საანესთეზიო საშუალებების დროს. ეს მოიცავს ნატრიუმის (Na+) მიმართ მებრანის განვლადობის შემცირებას ან დროებითი დიდი ზრდის პრევენციას, რომელიც ნორმალურად ვითარდება მემბრანის სუსტი დეპოლარიზაციის დროს. ეს მოქმედება იწვევს ანესთეზიურ ეფექტს. რადგან ანესთეზიური მოქმედება პროგრესულად ვითარდება ნერვში, ელექტრული აგზნებადობის ზღურბლი თანდათან იზრდება, მოქმედების პოტენციალის აღმოცენების სიჩქარე ქვეითდება, იმპულსის გატარება ნელდება. არტიკაინის pKa შეფასებულია, როგორც 7.8.

ადრენალინი, როგორც ვაზოკონსტრიქტორი, პირდაპირ მოქმედებს ალფა და ბეტა-ადრენერგულ რეცეპტორებზე; ბეტა-ადრენერგული ეფექტები უპირატესია. ადრენალინი ახანგრძლივებს არტიკაინის მოქმედების ხანგრძლივობას და ამცირებს არტიკაინის ჭარბი უკუმიტაცების რისკს სისტემურ ცირკულაციაში.

კლინიკური ეფექტიანობა და უსაფრთხოება

ნორმოკაინის დაწყების დრო არის 1,5-1,8 წთ ინფილტრაციისათვის და 1,4-3,6 წთ ნერვის ბლოკადისათვის.

არტიკაინის 40 მგ/მლ ადრენალინით 1:100 000 ანესთეზიის ხანგრძლივობა 60-75 წუთია პულპური ანესთეზიის დროს და 180-360 წუთია რბილი ქსოვილების ანესთეზიის დროს.

არტიკაინის 40 მგ/მლ ადრენალინით 1:200 000 ანესთეზიის ხანგრძლივობა არის 45-60 წუთი პულპური ანესთეზიის დროს და 120-300 წუთი რბილი ქსოვილების ანესთეზიის დროს.

არ აღინიშნა განსხვავება ფარმაკოდინამიკურ თვისებებში ზრდასრულებსა და პედიატრიულ პოპულაციაში.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

არტიკაინი

შეწოვა

სამ გამოქვეყნებულ კლინიკურ კვლევაში, სადაც აღწერილია 40 მგ/მლ არტიკაინის ჰიდროქლორიდის 0.01 ან 0.005 მგ/მლ ადრენალინთან კომბინაციის ფარმაკოკინეტიკური პროფილი, Tmax სიდიდეები იყო 10 და 12 წუთს შორის, Cmax სიდიდეების იტერვალი იყო 400-2100 ნგ/მლ.

ბავშვებში ჩატარებულ კლინიკურ კვლევებში Cmax იყო 1382 ნგ/მლ და Tmax – 7,78 წთ ინფილტრაციის შემდეგ დოზით 2 მგ/კგ სხეულის წონის.

განაწილება

ცილებთან არტიკაინის მაღალი დაკავშირება აღინიშნა ადამიანის შრატის ალბუმინთან (68.5-80.8%) და ∝/β- გლობულინთან (62.5-73.4%). γ –გლობულინთან (8.6-23.7%) დაკავშირება იყო გაცილებით დაბალი. ადრენალინი არის ვაზოკონსტრიქტორი, რომელიც ემატება არტიკაინს სისტემურ ცირკულაციაში აბსორბციის შესანელებლად და შედეგად, ახანგრძლივებს აქტიური არტიკაინის ქსოვილში კონცენტრაციის შენარჩუნებას. განაწილების მოცულობა პლაზმაში დაახლოებით არის 4 ლ/კგ.

ბიოტრანსფორმაცია

არტიკაინი ექვემდებარება ჰიდროლიზს არასპეციფიკური ესთერაზებით ქსოვილსა და სისხლში, მასში არსებული კარბოქსილის ჯგუფის გამო. რადგან ჰიდროლიზი ძალიან სწრაფად მიმდინარეობს, არტიკაინის დაახლოებით 90% ინაქტივირდება ამ გზით. არტიკაინი დამატებით მეტაბოლიზდება ღვიძლის მიკროსომებით. არტიკაინის მჟავა ციტოქრომა P450-ით ინდუცირებული არტიკაინის მეტაბოლიზმის მთავარი პროდუქტია, შემდგომში ის მეტაბოლიზდება არტიკაინის მჟავის გლუკორონიდად.

გამოყოფა

დენტალური ინექციის შემდეგ, არტიკაინის ნახევარდაშლის პერიოდი არის 20-40 წთ. კლინიკურ კვლევაში არტიკაინისა და არტიკაინის მჟავის პლაზმური კონცენტრაცია სწრაფად დაქვეითდა ლორწოვანქვეშა ინექციის შემდეგ. ძალიან მცირე არტიკაინი აღინიშნა პლაზმაში ინექციიდან 12-24 საათის შემდეგ. დოზის 50%-ზე მეტი გამოიყოფა შარდით, აქედან 95% გამოიყოფა არტიკაინის მჟავის სახით შეყვანიდან 8 საათში. 24 საათის განმავლობაში დოზის დაახლოებით 57% (68 მგ) და 53% (204 მგ) გამოიყოფა შარდში. უცვლელი სახით არტიკაინის თირკმლისმიერი გამოყოფა შეადგენს მთლიანი გამოყოფის დაახლოებით 2%-ს.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

პროდუქტის მახასიათებლების შეჯამება

სამკურნალო პროდუქტის სახელწოდება

ნორმოკაინი 40/0.01 მგ/მლ საინექციო ხსნარი

თვისობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა

1 მლ საინექციო ხსნარი შეიცავს 40 მგ არტიკაინის ჰიდროქლორიდს და 0.01 მგ ადრენალინს (ეპინეფრინს).

თითოეული კარტრიჯი 1.7 მლ საინექციო ხსნარით შეიცავს 68 მგ არტიკაინის ჰიდროქლორიდს და 0.017 მგ ადრენალინს (ეპინეფრინს).

დამხმარე ნივთიერებები ცნობილი ეფექტით:

ნატრიუმის მეტაბისულფიტი (E-223) 0.5 მგ 0.85 მგ

დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალი იხ. პარაგრაფში 6.1.

ფარმაცევტული ფორმა

საინექციო ხსნარი

გამჭვირვალე, უფერო ხსნარი

კლინიკური მახასიათებლები

თერაპიული ჩვენებები

ადგილობრივი და ადგილობრივ-რეგიონული ანესთეზია სტომატოლოგიური პროცედურების დროს.

ნორმოკაინი 40/0.01 მგ/მლ საინექციო ხსნარი ნაჩვენებია ზრდასრულებში, მოზარდებსა და 4 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებში (ან 20 კგ (44 ფუნტი) და მეტი სხეულის წონით).

დოზირება და მიღების მეთოდი

განკუთვნილია მხოლოდ ექიმების ან სტომატოლოგების მიერ პროფესიონალური გამოყენებისათვის.

დოზირება

ყველა პოპულაციაში უნდა გაკეთდეს ხსნარის უმცირესი დოზა, რომელიც გამოიწვევს ეფექტიან ანესთეზიას.

საჭირო დოზა განისაზღვრება ინდივიდუალურად.

რუტინული პროცედურისათვის ჩვეულებრივი დოზა ზრდასრული პაციენტებისათვის შეადგენს 1 კარტრიჯს, თუმცა შეიძლება კარტრიჯის მთლიანი რაოდენობა არ გახდეს საჭირო ეფექტიანი ანესთეზიისათვის. სტომატოლოგის გადაწყვეტილებით, კარტრიჯების უფრო მეტი რაოდენობა შეიძლება საჭირო გახდეს უფრო რთული პროცედურების დროს, თუმცა არ უნდა იქნეს გადაჭარბებული მაქსიმალური რეკომენდებული დოზა.

უმეტესობა რუტინული სტომატოლოგიური პრეცედურებისათვის უმჯობესია გამოყენებულ იქნეს არტიკაინი ადრენალინით 40/0.005 მგ/მლ.

უფრო რთული პროცედურებისათვის, მაგ.: რომელიც მოითხოვს გამოხატულ ჰემოსტაზს, უმჯობესია გამოყენებულ იქნეს ნორმოკაინი 40/0.01 მგ/მლ საინექციო ხსნარი.

სედატიური საშუალებების თანმხლები გამოყენება პაციენტის შფოთვის შესამცირებლად:

ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებების მაქსიმალური უსაფრთხო დოზა შეიძლება შემცირდეს სედატირებულ პაციენტებში ცენტრალური ნერვული სისტემის დეპრესიის დამატებითი ეფექტის გამო (იხ. პარაგრაფი 4.5).

ზრდასრულები და მოზარდები (12-18 წლის ასაკი)

ზრდასრულებსა და მოზარდებში არტიკაინის მაქსიმალური დოზაა 7 მგ/კგ არტიკაინის მთლიანი მაქსიმალური დოზით 500 მგ. 500 მგ არტიკაინის მაქსიმალური დოზა შეესაბამება 70 კგ და მეტი წონის მქონე ჯანმრთელ ზრდასრულს.

ქვემოთ ცხრილში მოცემულია მაქსიმალური რეკომენდებული დოზები:

პაციენტის სხეულის წონა (კგ)

არტიკაინის ჰიდროქლორიდის მაქსიმალური დოზა (მგ)

ადრენალინის დოზა (მგ)

მთლიანი მოცულობა (მლ) და კარტრიჯების (1.7 მლ) ექვივალენტური რაოდენობა

40

280

  • 070
  • 0 (4.1 კარტრიჯი)

50

350

  • 088
  • 8 (5.2 კარტრიჯი)

60

420

  • 105
  • 5 (6.2 კარტრიჯი)

70 ან მეტი

490

  • 123
  • 3 (7.0 კარტრიჯი)

ბავშვები (4-11 წლის ასაკი)

ნორმოკაინის უსაფრთხოება 4 წლამდე ასაკის ბავშვებში დადგენილი არ არის. არ არის ხელმისაწვდომი მონაცემები.

ინექციის რაოდენობა განისაზღვრება ბავშვის ასაკისა და წონის და ოპერაციის სიდიდის მიხედვით. არტიკაინის საშუალო ეფექტიანი დოზაა 2 მგ/კგ და 4 მგ/კგ მარტივი და რთული პროცედურებისათვის, შესაბამისად. გამოყენებულ უნდა იქნეს უმცირესი დოზა, რომელიც იწვევს ეფექტიან დენტალურ ანესთეზიას. 4 წლის (ან 20 კგ (44 ფუნტი) და მეტი სხეულის წონის მქონე) და მეტი ასაკის ბავშვებში არტიკაინის მაქსიმალური დოზაა 7 მგ/კგ არტიკაინის მთლიანი მაქსიმალური დოზით 385 მგ, რომელიც შეესაბამება 55 კგ სხეულის წონის მქონე ჯანმრთელ ბავშვს.

ქვემოთ ცხრილში მოცემულია მაქსიმალური რეკომენდებული დოზები:

პაციენტის სხეულის წონა (კგ)

არტიკაინის ჰიდროქლორიდის მაქსიმალური დოზა (მგ)

ადრენალინის დოზა (მგ)

მთლიანი მოცულობა (მლ) და კარტრიჯების (1.7 მლ) ექვივალენტური რაოდენობა

20

140

  • 035
  • 5 (2.1 კარტრიჯი)

30

210

  • 053
  • 3 (3.1 კარტრიჯი)

40

280

  • 070
  • 0 (4.1 კარტრიჯი)

55

385

  • 096
  • 6 (5.6 კარტრიჯი)

სპეციალური პოპულაციები

ხანდაზმული და თირკმლის დარღვევების მქონე პაციენტები:

კლინიკური მონაცემების სიმცირის გამო განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო, რათა გამოყენებულ იქნეს უმცირესი დოზა, რომელიც იწვევს ეფექტიან ანესთეზიას ხანდაზმულ და თირკმლის დარღვევების მქონე პაციენტებში (პარაგრაფები 4.4 და 5.2). ამ პაციენტებში შეიძლება აღინიშნოს პლაზმაში პროდუქტის დონის მომატება, განსაკუთრებით, განმეორებითი გამოყენების დროს. ხელახალი ინექციის საჭიროების შემთხვევაში საჭიროა პაციენტის მკაცრი მონიტორინგი, რათა გამოვლენილ იქნეს დოზის გადაჭარბების რაიმე ნიშანი (იხ. პარაგრაფი 4.9).

ღვიძლის დაზიანების მქონე პაციენტები:

განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო, რათა გამოყენებულ იქნეს ეფექტიანი ანესთეზიისათვის საკმარისი უმცირესი დოზა ღვიძლის დაზიანების მქონე პაციენტებში, განსაკუთრებით განმეორებითი გამოყენებისას, მიუხედავად იმისა, რომ არტიკაინის 90% პირველად ინაქტივირდება პლაზმის არასპეციფიკური ესთერაზებით ქსოვილსა და სისხლში.

პლაზმის ქოლინესთერაზის დეფიციტის მქონე პაციენტები:

პლაზმაში პროდუქტის მომატებული დონე შეიძლება აღინიშნოს პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ქოლინესთერაზის დეფიციტი ან იტარებენ აცეტილქოლინესთერაზის ინჰიბიტორებით თერაპიას, რადგან პროდუქტის 90% ინაქტივირდება პლაზმური ესთერაზებით (იხ. პარაგრაფები 4.4 და 5.2). ამიტომ, გამოყენებულ უნდა იქნეს უმცირესი დოზა ეფექტიანი ანესთეზიისათვის.

გამოყენების მეთოდი

პირის ღრუს ინფილტრაციისა და პერინერვული გამოყენებისათვის.

ლოკალური საანესთეზიო საშუალებების ინექცია უნდა მოხდეს სიფრთხილით ინექციის ადგილის ანთების და/ან ინფექციის დროს. ინექციის სიჩქარე უნდა იყოს ძალიან ნელი (1 მლ/წთ).

სიფრთხილის ზომები, რომლებიც მიღებულ უნდა იქნეს სამკურნალო პროდუქტის მოხმარებამდე ან გამოყენებამდე

ეს სამკურნალო პროდუქტი გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ ექიმის ან სტომატოლოგის მიერ ან მათი ზედამხედველობის ქვეშ, რომლებიც საკმარისად ფლობენ და შეუძლიათ სისტემური ინტოქსიკაციის დიაგნოზის დასმა და მკურნალობა. შესაბამისი სარეანიმაციო მოწყობილობა და მედიკამენტები ხელმისაწვდომი უნდა იყოს ლოკალური საანესთეზიო საშუალებებით რეგიონული ანესთეზიის ინდუქციამდე, რათა შესაძლებელი იყოს რესპირატორული და გულ-სისხლძარღვთა გადაუდებელი მდგომარეობების სწრაფი მკურნალობა. საჭიროა პაციენტის ცნობიერების სტატუსის მონიტორინგი ადგილობრივი ანესთეზიის თითოეული ინექციის შემდეგ.

ნორმოკაინი 40/0.01 მგ/მლ საინექციო ხსნარის გამოყენებისას ინფილტრაციის ან რეგიონული ბლოკადური ანესთეზიისათვის, ინექცია ყოველთვის უნდა გაკეთდეს ნელა და წინასწარი ასპირაციით.

სამკურნალო პროდუქტის გამოყენებამდე მოხმარების ინსტრუქციები, იხ. პარაგრაფში 6.6.

უკუჩვენებები

არტიკაინის (ან ამიდის ტიპის ნებისმიერი ადგილობრივი საანესთეზიო საშუალების), ადრენალინის ან 6.1. პარაგრაფში ჩამოთვლილი რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა;

ეპილეფსიის მქონე პაციენტები, რომლებშიც დაავადება არ არის გაკონტროლებული მკურნალობით.

სპეციალური გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას

სამკურნალო პროდუქტის გამოყენებამდე მნიშვნელოვანია:

პაციენტის გამოკითხვა მიმდინარე მკურნალობისა და ანამნეზის შესახებ;

პაციენტთან ვერბალური კონტაქტის შენარჩუნება;

რეანიმაციული მოწყობილობების ხელმისაწვდომობა (იხ. პარაგრაფი 4.9).

განსაკუთრებული გაფრთხილებები

ეს სამკურნალო პროდუქტი განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა იქნეს გამოყენებული პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ქვემოთ ჩამოთვლილი პათოლოგიები და სტომატოლოგიური ოპერაცია უნდა გადაიდოს, თუ მიიჩნევა, რომ მდგომარეობა მძიმე და/ან არასტაბილურია.

გულ-სისხლძარღვთა დარღვევების მქონე პაციენტები

უმცირესი დოზა, რომელიც იწვევს ეფექტიან ანესთეზიას, უნდა იქნეს გამოყენებული შემდეგ შემთხვევებში:

გულის იმპულსის წარმოქმნისა და გამტარებლობის მძიმე დარღვევა (მაგ.: II ან III ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკი ან გამოხატული ბრადიკარდია);

გულის მწვავე დეკომპენსირებული უკმარისობა (გულის მწვავე შეგუბებითი უკმარისობა);

ჰიპოტენზია;

პაროქსიზმული ტაქიკარდია ან არითმია გულისცემის აჩქარებით;

არასტაბილური სტენოკარდია ან უკანასკნელ პერიოდში (6 თვეზე ნაკლები) გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი;

უკანსკნელ პერიოდში (3 თვე) ჩატარებული აორტო-კორონარული შუნტირების ოპერაცია;

არაკარდიოსელექტიური ბეტა-ბლოკატორების (მაგ.: პროპრანოლოლის) მიღების შემთხვევაში (ჰიპერტენზიური კრიზის ან ძლიერი ბრადიკარდიის რისკი), (იხ. პარაგრაფი 4.5);

გაუკონტროლებელი ჰიპერტენზია;

ტრიციკლური ანტიდეპრესანტების ერთდროული მიღება, რადგან აქტიურმა ნივთიერებებმა შეიძლება გააძლიერონ ადრენალინის კარდიოვასკულარული ეფექტები (იხ. პარაგრაფი 4.5).

ეს სამკურნალო პროდუქტი გამოყენებულ უნდა იქნეს სიფრთხილით შემდეგი პათოლოგიების დროს:

ეპილეფსიის მქონე პაციენტები

კონვულსიური მოქმედების გამო, ყველა ადგილობრივი საანესთეზიო საშუალება გამოყენებულ უნდა იქნეს დიდი სიფრთხილით.

პლაზმური ქოლინესთერაზის დეფიციტის მქონე პაციენტები

პლაზმური ქოლინესთერაზის დეფიციტზე ეჭვი შეიძლება მიტანილ იქნეს, როცა დოზის გადაჭარბების კლინიკური ნიშნები ვითარდება ანესთეზიის ჩვეულებრივი დოზირების დროს და როცა ვასკულარული ინექცია გამორიცხულია. ამ შემთხვევაში სიფრთხილეა საჭირო შემდეგი ინექციის დროს და გამოყენებულ უნდა იქნეს შემცირებული დოზა.

თირკმლის დაავადების მქონე პაციენტები

გამოყენებულ უნდა იქნეს უმცირესი დოზა, რომელიც იწვევს ეფექტიან ანესთეზიას.

ღვიძლის მძიმე დაავადების მქონე პაციენტები

ეს სამკურნალო პროდუქტი სიფრთხილით უნდა იქნეს გამოყენებული ღვიძლის დაავადების დროს, რადგან არტიკაინის 90% პირველადად ინაქტივირდება არასპეციფიკური პლაზმური ესთერაზებით ქსოვილსა და სისხლში.

მიასთენია გრავისის მქონე პაციენტები, რომლებიც მკურნალობენ აცეტილქოლინესთერაზის ინჰიბიტორებით

გამოყენებულ უნდა იქნეს უმცირესი დოზა, რომელიც იწვევს ეფექტიან ანესთეზიას.

პორფირიის მქონე პაციენტები

ნორმოკაინი 40/0.01 მგ/მლ საინექციო ხსნარი მხოლოდ მაშინ უნდა იქნეს გამოყენებული მწვავე პორფირიის მქონე პაციენტებში, როცა არ არის ხელმისაწვდომი სხვა უსაფრთხო ალტერნატივა. შესაბამისი სიფრთხილის ზომები უნდა იქნეს მიღებული პორფირიის მქონე ყველა პაციენტში, რადგან ეს სამკურნალო პროდუქტი შეიძლება პორფირიის ტრიგერი გახდეს.

პაციენტები, რომლებიც ერთდროულად მკურნალობენ ჰალოგენიზირებული საინჰალაციო საანესთეზიო საშუალებებით

გამოყენებულ უნდა იქნეს სამკურნალო პროდუქტის უმცირესი დოზა, რომელიც იწვევს ეფექტიან ანესთეზიას (იხ. პარაგრაფი 4.5).

პაციენტები, რომლებიც მკურნალობენ თრომბოციტების აგრეგაციის საწინააღმდეგო საშუალებებით/ანტიკოაგულანტებით

ნორმოკაინი 40/0.01 მგ/მლ საინექციო ხსნარი სიფრთხილით უნდა იქნეს გამოყენებული პაციენტებში, რომლებიც იღებენ თრომბოციტების აგრეგაციის საწინააღმდეგო მედიკამენტებს/ანტიკოაგულანტებს ან აღენიშნებათ სისხლის შედედების დარღვევები, რადგან მაღალია სისხლდენის რისკი. სისხლდენის მაღალი რისკი უფრო დაკავშირებულია პროცედურასთან, ვიდრე მედიკამენტთან.

ხანდაზმული პაციენტები

პროდუქტის მაღალი დონე პლაზმაში შეიძლება აღინიშნოს ხანდაზმულ პაციენტებში, განსაკუთრებით, განმეორებითი გამოყენებისას. ხელახალი ინექციის შემთხვევაში საჭიროა პაციენტის მკაცრი მონიტორინგი დოზის გადაჭარბების ნებისმიერი ნიშნის იდენტიფიცირებისათვის (იხ. პარაგრაფი 4.9).

ამიტომ, გამოყენებულ უნდა იქნეს უმცირესი დოზა, რომელიც იწვევს ეფექტიან ანესთეზიას.

არტიკაინის ეპინეფრინთან ერთად 40/0.005 მგ/მლ საინექციო ხსნარის გამოყენება განხილულ უნდა იქნეს ნორმოკაინი 40/0..01 მგ/მლ საინექციო ხსნარის ნაცვლად, მასში ადრენალინის დაბალი შემცველობის გამო - 0.005 მგ/მლ, შემდეგ შემთხვევებში:

გულსისხლძარღვთა დაავადებების მქონე პაციენტები (მაგ.: გულის უკმარისობა, გულის კორონარების დაავადება, მიოკარდიუმის ინფარქტის ანამნეზი, გულის არითმია, ჰიპერტენზია)

ცერებრული ცირკულაციის დარღვევის, ინსულტის ანამნეზის მქონე პაციენტები

რეკომენდებულია, რომ სტომატოლოგიური მკურნალობა არტიკაინი/ადრენალინით არ ჩატარდეს ინსულტიდან ექვსი თვის განმავლობაში ინსულტის რეციდივის გაზრდილი რისკის გამო.

გაუკონტროლებელი დიაბეტის მქონე პაციენტები

ეს სამკურნალო პროდუქტი სიფრთხილით უნდა იქნეს გამოყენებული ადრენალინის ჰიპერგლიკემიური ეფექტის გამო.

თირეოტოქსიკოზის მქონე პაციენტები

ეს სამკურნალო პროდუქტი სიფრთხილით უნდა იქნეს გამოყენებული ადრენალინის შემცველობის გამო.

ფეოქრომოციტომის მქონე პაციენტები

ეს სამკურნალო პროდუქტი სიფრთხილით უნდა იქნეს გამოყენებული ადრენალინის შემცველობის გამო.

დახურულკუთხოვანი გლაუკომის მიმართ მგრძნობიარე პაციენტები:

ეს სამკურნალო პროდუქტი სიფრთხილით უნდა იქნეს გამოყენებული ადრენალინის შემცველობის გამო.

გამოყენებულ უნდა იქნეს უმცირესი დოზა, რომელიც იწვევს ეფექტიან ანესთეზიას.

ეს სამკურნალო პროდუქტი უსაფრთხოდ და ეფექტიანად უნდა იქნეს გამოყენებული შესაბამისი პირობებით:

ადრენალინი აზიანებს ღრძილებში სისხლის დინებას, რაც პოტენციურად იწვევს ქსოვილების ადგილობრივ ნეკროზს.

ძალიან იშვიათ შემთხვევებში ნერვის გახანგრძლივებული და შეუქცევადი დაზიანება და გემოს დაკარგვა აღინიშნა ქვედა ყბის ბლოკადური ანალგეზიის შემდეგ.

ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებების ეფექტები შეიძლება შემცირდეს, როცა სამკურნალო პროდუქტის ინექცია ხდება ანთებით ან ინფიცირებულ არეში.

დოზა შეიძლება შემცირდეს ჰიპოქსიის, ჰიპერკალიემიის და მეტაბოლური აციდოზის შემთხვევაში.

კბენის ტრავმის (ტუჩების, ლოყების, ლორწოვანი გარსის და ენის) რისკი არსებობს, განსაკუთრებით ბავშვებში; პაციენტებს უნდა მიეცეთ რეკომენდაცია, რომ არ დაღეჭონ საღეჭი რეზინი, ან არ ჭამონ, სანამ არ აღდგება ნორმალური მგრძნობელობა.

გაფრთხილება დამხმარე ნივთიერებების შესახებ

ამ მედიკამენტმა შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული ალერგიული რეაქციები და ბრონქოსპაზმი, რადგან შეიცავს ნატრიუმის მეტაბისულფიტს.

ეს სამკურნალო პროდუქტი შეიცავს 23 მგ-ზე (1 მმოლი) ნაკლებ ნატრიუმს ერთ კარტრიჯში, რაც ნიშნავს, რომ ფაქტობრივად “ნატრიუმისგან თავისუფალია”.

თუ არსებობს ალერგიული რეაქციის რაიმე რისკი, ანესთეზიისათვის შერჩეულ უნდა იქნეს განსხვავებული მედიკამენტი (იხ. პარაგრაფი 4.3).

თუ არსებობს ალერგიული რეაქციის რაიმე რისკი, შერჩეულ უნდა იქნეს სხვა მედიკამენტი ანესთეზიისათვის (იხ. პარაგრაფი 4.3).

სიფრთხილის ზომები გამოყენებისას

შემთხვევით ინტრავასკულარულ ინექციასთან დაკავშირებული რისკი:

შემთხვევითმა ინტრავასკულარულმა ინექციამ შეიძლება გამოიწვიოს ადრენალინისა და არტიკაინის უეცარი მაღალი დონე სისტემურ ცირკულაციაში, რაც შეიძლება დაკავშირებული იყო მძიმე გვერდით რეაქციებთან, როგორიცაა კრუნჩხვები, რომელსაც მოსდევს ცენტრალური ნერვული სისტემისა და კარდიორესპირატორული დეპრესია, და კომა, რომელიც პროგრესირებს სუნთქვისა და ცირკულაციის გაჩერებამდე.

ამიტომ, ნემსი რომ არ მოხვდეს სისხლძარღვში ინექციის დროს, უნდა შესრულდეს ასპირაცია, სანამ მოხდება ადგილობრივი საანესთეზიო სამკურნალო პროდუქტის ინექცია. თუმცა, სისხლის არარსებობა შპრიცში არ არის იმის გარანტია, რომ არ მოხდება ინტრავასკულარული ინექცია.

ინტრანერვულ ინექციასთან დაკავშირებული რისკი:

შემთხვევითმა ინტრანერვულმა ინექციამ შეიძლება გამოიწვიოს წამლის მოძრაობა რეტროგრადულად, ნერვის გასწვრივ.

ინტრანერვული ინექციისა და ნერვის დაზიანების თავიდან ასაცილებლად ნერვის ბლოკადის დროს, ნემსი ყოველთვის ნელა უნდა იქნეს ამოღებული, თუ ელექტრული შოკის მსგავსი შეგრძნება აქვს პაციენტს ინექციის დროს, ან ინექცია განსაკუთრებით მტიკივნეულია. თუ ვითარდება ნერვის ნემსით დაზიანება, ნეიროტოქსიკური ეფექტი შეიძლება გაძლიერდეს არტიკაინის პოტენციური ქიმიური ნეიროტოქსიკურობის და ადრენალინის არსებობის გამო, რადგან მან შეიძლება დააზიანოს პერინერვულად სისხლის მიწოდება და ხელი შეუშალოს არტიკაინის ლოკალურ გამოდევნას.

სხვა სამკურნალო პროდუქტებთან ურთიერთქმედება და ურთიერთქმედების სხვა ფორმები

ურთიერთქმედებები არტიკაინთან

ურთიერთქმედებები, რომელიც მოითხოვს სიფრთხილის ზომებს გამოყენებისას:

სხვა ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებები

ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებების ტოქსიკურობა ემატება პრეპარატის ეფექტს.

გამოყენებული ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებების მთლიანი დოზა არ უნდა აჭარბებდეს გამოყენებული მედიკამენტების მაქსიმალურ რეკომენდებულ დოზას.

სედაციური საშუალებები (ცენტრალური ნერვული სისტემის დეპრესანტები, მაგ.: ბენზოდიაზეპინები, ოპიოიდები):

თუ სედაციური საშუალებები გამოიყენება პაციენტის შფოთვის შესამცირებლად, გამოყენებულ უნდა იქნეს საანესთეზიო საშუალებების შემცირებული დოზები, რადგან ლოკალური ადგილობრივი საანესთეზიო აგენტები, სედატივების მსგავსად, არიან ცენტრალური ნერვული სისტემის დეპრესანტები, რომლებიც კომბინაციაში აძლიერებენ ამ ეფექტს (იხ. პარაგრაფი 4.2).

ურთიერთქმედებები ადრენალინთან

ურთიერთქმედებები, რომელიც მოითხოვს სიფრთხილის ზომებს გამოყენებისას:

ჰალოგენიზირებული აქროლადი საანესთეზიო საშუალებები (მაგ.: ჰალოთანი):

სამკურნალო პროდუქტის შემცირებული დოზები უნდა იქნეს გამოყენებული კატექოლამინების არითმოგენული ეფექტებისადმი გულის სენსიტიზაციის გამო: არსებობს მძიმე პარკუჭოვანი არითმიის რისკი.

ზოგადი ანესთეზიის დროს რეკომენდებულია ანესთეზიოლოგთან განხილვა ადგილობრივი ანესთეზიის გაკეთებამდე.

პოსტგანგლიოზური ადრენერგული ბლოკატორები (მაგ.: გუანადრელი, გუანეთიდინი და რაუვოლფიას ალკალოიდები):

ამ სამკურნალო პროდუქტის შემცირებული დოზები გამოყენებულ უნდა იქნეს მკაცრი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ, ფრთხილი ასპირაციით, ადრენერგული ვაზოკონსტრიქციისადმი შესაძლო გაზრდილი პასუხის გამო: ჰიპერტენზიის რისკი და სხვა კარდიოვასკულარული ეფექტები.

არასელექტიური ბეტა-ადრენერგული ბლოკატორები (მაგ.: პროპრანოლოლი, ნადოლოლი):

სამკურნალო პროდუქტის შემცირებული დოზები გამოყენებულ უნდა იქნეს არტერიული წნევის შესაძლო მომატებისა და ბრადიკარდიის გაზრდილი რისკის გამო.

(ტცა) ტრიციკლური ანტიდეპრესანტები (მაგ.: ამიტრიპტილინი, დეზიპრამინი, იმიპრამინი, ნორტრიპტილინი, მაპროტილინი და პროტრიპტილინი):

სამკურნალო პროდუქტის დოზა და სიჩქარე უნდა შემცირდეს მძიმე ჰიპერტენზიის გაზრდილი რისკის გამო.

კომტ ინჰიბიტორები (კატექოლ-ო-მეთილ ტრანსფერაზას ინჰიბიტორები) (მაგ.: ენტაკაპონი, ტოლკაპონი):

შეიძლება განვითარდეს არითმიები, გულისცემის გაზრდილი სიხშირე და არტერიული წნევის ცვლილება.

ადრენალინის შემცირებული რაოდენობა სტომატოლოგიური ანესთეზიის დროს გამოყენებულ უნდა იქნეს პაციენტებში, რომლებიც იღებენ კომტ ინჰიბიტორებს.

მაო ინჰიბიტორები (როგორც A-სელექტიური (მაგ.: მოკლობემიდი), ისე არასელექტიური (მაგ.: ფენელზინი, ტრანილკოპრომინი, ლინეზოლიდი):

თუ ამ აგენტების ერთდროული გამოყენება აუცილებელია, პროდუქტის დოზა და შეყვანის სიჩქარე უნდა შემცირდეს და პროდუქტი გამოყენებულ უნდა იქნეს ექიმის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ ადრენალინის ეფექტის შესაძლო გაძლიერების გამო, რომელიც იწვევს ჰიპერტენზიული კრიზის რისკს.

არითმიის გამომწვევი მედიკამენტები (მაგ.: ანტიარითმიული საშუალებები, როგორიცაა სათითურას პრეპარატები, ქინიდინი):

სამკურნალო პროდუქტის დოზა უნდა შემცირდეს არითმიის გაზრდილი რისკის გამო, როცა პაციენტებში ერთდროულად ინიშნება ადრენალინი და საგულე გლიკოზიდები. შეყვანამდე რეკომენდებულია ფრთხილი ასპირაცია.

ჭვავის რქის ტიპის ოქსიტოცური მედიკამენტები (მაგ.: მეთისერგიდი, ერგოტამინი, ერგონოვინი):

სამკურნალო პროდუქტის გამოყენება უნდა მოხდეს ექიმის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ არტერიული წნევის დამატებით ან სინერგისტული მომატების და/ან იშემიური პასუხის გამო.

სიმპათომიმეტიკური ვაზოპრესორები (მაგ.: ძირითადად კოკაინი, მაგრამ ასევე ამფეტამინები, ფენილეფრინი, ფსევდოეფედრინი, ოქსიმეტაზოლინი):

არსებობს ადრენერგული ტოქსიკურობის რისკი.

თუ რომელიმე სიმპათომიმეტიკური ვაზოპრესორი გამოყენებულ იქნა 24 საათის განმავლობაში, დაგეგმილი სტომატოლოგიური მკურნალობა უნდა გადაიდოს.

ფენოთიაზიანები (და სხვა ნეიროლეფსური საშუალებები):

სიფრთხილით უნდა იქნეს გამოყენებული იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ ფენოთიაზინებს, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ჰიპოტენზიის რისკი ადრენალინის ეფექტის შესაძლო დათრგუნვის გამო.

რეპროდუქციულ უნარზე გავლენა, ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობა

ცხოველებზე კვლევებში არტიკაინს 40 მგ/მლ + ადრენალინი 0.01 მგ/მლ, ასევე მხოლოდ არტიკაინს, არ ჰქონდათ გვერდითი ეფექტები ორსულობაზე, ჩანასახის/ნაყოფის განვითარებაზე, მშობიარობაზე ან პოსტნატალურ განვითარებაზე (იხ. პარაგრაფი 5.3).

ცხოველებზე კვლევებმა არ აჩვენა, რომ ადრენალინი ტოქსიკურია რეპროდუქციაზე მაქსიმალურ რეკომენდებულ დოზებზე მაღალი დოზებით გამოყენებისას (იხ. პარაგრაფი 5.3).

არ არის გამოცდილება ორსულ ქალებში არტიკაინის გამოყენების შესახებ, გარდა მშობიარობის დროს. ადრენალინი და არტიკაინი გადიან პლაცენტარულ ბარიერს, თუმცა არტიკაინი უფრო ნაკლები მოცულობით გადის, ვიდრე სხვა ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებები. ახალშობილებში არტიკაინის კონცენტრაცია შრატში დედისეული დონის დაახლოებით 30% იყო. არაწინასწარ განზრახული ინტრავასკულარული შეყვანის შემთხვევაში დედებში ადრენალინმა შეიძლება შეამციროს საშვილოსნოს პერფუზია.

ორსულობის დროს ნორმოკაინი 40/0.01 მგ/მლ საინექციო ხსნარი გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ სარგებელი-რისკის შეფარდების ფრთხილი ანალიზის შემდეგ.

ადრენალინის უფრო დაბალი შემცველობის გამო, უპირატესობა უნდა მიენიჭოს არტიკაინი ადრენალინით 40/0.005 მგ/მლ საინექციო ხსნარს ნორმოკაინი 40/0.01 მგ/მლ საინექციო ხსნართან შედარებით.

ძუძუთი კვება

შრატში არტიკაინის დონის სწრაფი დაცემისა და სწრაფი გამოყოფის შედეგად არტიკაინის კლინიკურად მნიშვნელოვანი დონე არ აღინიშნება დედის რძეში. ადრენალინი აღწევს დედის რძეში, თუმცა ასევე აქვს ხანმოკლე ნახევარდაშლის პერიოდი.

ჩვეულებრივ, არ არის საჭირო ძუძუთი კვების გადადება ხანმოკლე გამოყენებისას, ძუძუთი კვება შეიძლება დაიწყოს ანესთეზიიდან 5 საათის შემდეგ.

რეპროდუქციული უნარი

ცხოველებზე კვლევებმა არტიკაინი 40 მგ/მლ + ადრენალინი 0.01 მგ/მლ-ით არ აჩვენა რაიმე გავლენა რეპროდუქციულ უნარზე (იხ. პარაგრაფი 5.3). თერაპიულ დოზებზე გვერდითი ეფექტები ადამიანის რეპროდუქციულ უნარზე არ არის მოსალოდნელი.

ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე გავლენა

არტიკაინის ჰიდროლოქრიდის ადრენალინთან კომბინაციის საინექციო ხსნარს შეიძლება მცირე გავლენა ჰქონდეს ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე. თავბრუსხვევა (მათ შორის ვერტიგო, მხედველობის დარღვევა და დაღლილობა) შეიძლება აღინიშნოს ნორმოკაინის გამოყენების შემდეგ (იხ. პარაგრაფი 4.8). ამიტომ პაციენტმა არ უნდა დატოვოს სტომტოლოგიური კაბინეტი, სანამ არ აღდგება მათი უნარები (ძირითადად, 30 წუთის განმავლობაში) სტომატოლოგიური პროცედურის შემდეგ.

გვერდითი მოვლენები

უსაფრთხოების პროფილის შეჯამება

არტიკაინი/ადრენალინის გამოყენების შემდე გვერდითი რეაქციები მსგავსია სხვა ადგილობრივი ამიდის ტიპის საანესთეზიო საშუალებების/ვაზოკონსტრიქტორების გამოყენების შემდეგ განვითარებული მოვლენების. გვერდითი რეაქციები ზოგადად დოზაზეა დამოკიდებული. ისინი ასევე შეიძლება იყოს ჰიპერმგრძნობელობის, იდიოსინკრაზიის ან პაციენტის დაქვეითებული ამტანობის შედეგი. ნერვული სისტემის დარღვევები, ინექციის ადგილის ადგილობრივი რეაქციები, ჰიპერმგრძნობელობა, გულისა და სისხლძარღვთა დარღვევები ყველაზე ხშირი გვერდითი რეაქციებია.

სერიოზული გვერდითი რეაქციები ძირითადად სისტემური ხასიათისაა.

ცხრილში მოცემული გვერდითი რეაქციები

დაფიქსირებული გვერდითი რეაქციები მიღებულია სპონტანური შეტყობინებებიდან, კლინიკური კვლევებიდან და ლიტერატურიდან.

სიხშირის კლასიფიკაცია დაფუძნებულია შემდეგ შეთანხმებაზე: ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥1/100, <1/10), არახშირი (≥1/1,000, <1/100), იშვიათი (≥1/10,000, <1/1,000), ძალიან იშვიათი (<1/10,000), სიხშირე უცნობია (სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე).

MedRa კლასიფიკაციით ორგანოთა სისტემების კლასები

სიხშირე

გვერდითი რეაქციები

ინფექციები და ინვაზიები

ხშირი

გინგივიტი

იმუნური სისტემის დარღვევები

იშვიათი

ალერგიული1, ანაფილაქსიური/

ანაფილაქტოიდური რეაქციები

ფსიქიკური დარღვევები

იშვიათი

ნევროზულობა/შფოთვა4

სიხშირე უცნობია

ეიფორიული განწყობა

ნერვული სისტემის დარღვევები

ხშირი

ნეიროპათია:

ნევრალგია (ნეიროპათიური ტკივილი)

ჰიპოესთეზია/ დაბუჟება (ორალური და პერიორალური)4

ჰიპერესთეზია

დისესთეზია (ორალური და პერიორალური), მათ შორის დისგეზია (მაგ.: მეტალის გემო, გემოს დარღვევები)

აგეზია

ალოდინია

თერმოჰიპერესთეზია

თავის ტკივილი

არახშირი

წვის შეგრძნება

იშვიათი

სახის ნერვის პათოლოგია2 (დამბლა და პარეზი)

ჰორნერის სინდრომი (ქუთუთოს ფტოზი, ენოფთალმი, მიოზი)

სომნოლენცია (ძილიანობა)

ნისტაგმი

ძალიან იშვიათი

პარესთეზია3 (მუდმივი ჰიპოესთეზია და გემოს დაკარგვა) მანდიბულარული ან ქვედა ალვეოლარული ნერვის ბლოკადის შემდეგ

თვალის დარღვევები

იშვიათი

დიპლოპია (ოკულომოტორული კუნთების დამბლა)4

მხედველობის დაზიანება (დროებითი სიბრმავე)4

ფტოზი

მიოზი

ენოფთალმი

ყურისა და ლაბირინთის დარღვევები

იშვიათი

ჰიპერაკუზია

ტინიტუსი4

გულის დარღვევები

ხშირი

ბრადიკარდია

ტაქიკარდია

იშვიათი

გულის ფრიალი

არ არის ცნობილი

გამტარებლობის დარღვევები (ატრიოვენტრიკულური ბლოკი)

სისხლძარღვთა დარღვევები

ხშირი

ჰიპოტენზია (შესაძლო ცირკულატორული კოლაფსით)

არახშირი

ჰიპერტენზია

იშვიათი

ალები

სიხშირე უცნობია

ადგილობრივი/რეგიონული ჰიპერემია

ვაზოდილატაცია

ვაზოკონსტრიქცია

რესპირატორული, თორაკალური და მედიასტინალური დარღვევები

იშვიათი

ბრონქოსპაზმი/ასთმა

ქოშინი2

სიხშირე უცნობია

დისფონია (ხმის ჩახლეჩა)1

გასტროინტესტინალური დარღვევები

ხშირი

ენის, ტუჩების, ღრძილების შეშუპება

არახშირი

სტომატიტი, გლოსიტი, გულისრევა, ღებინება, დიარეა

იშვიათი

ღრძილების/პირის ღრუს ლორწოვანის ექსფოლიაცია

(აქერცვლა)/ დაწყლულება

სიხშირე უცნობია

დისფაგია

ლოყების შეშუპება

გლოსოდინია

კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები

არახშირი

გამონაყარი კანზე

ქავილი

იშვიათი

ანგიონევროზული შეშუპება

(სახის/ენის/ტუჩების/ ხახის/ ხორხის/ პერიორბიტალური შეშუპება)

ჭინჭრის ციება

სიხშირე უცნობია

ერითემა

ჰიპერჰიდროზი

ჩონჩხ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის დარღვევები

არახშირი

კისრის ტკივილი

იშვიათი

კუნთების უნებლიე შეკუმშვა4

სიხშირე უცნობია

ნეიროკუნთოვანი მანიფესტაციების აგრავაცია კერნს-საირის სინდრომის დროს

ტრიზმი

ზოგადი დარღვევები და მიღების ადგილის პათოლოგიები

არახშირი

ინექციის ადგილის ტკივილი

იშვიათი

ინექციის ადგილის ექსფოლიაცია/ნეკროზი

დაღლილობა, ასთენია (სისუსტე)/ შემცივნება

სიხშირე უცნობია

ადგილობრივი შეშუპება

სიცხის შეგრძნება

სიცივის შეგრძნება

გარკვეული გვერდითი მოვლენების აღწერა

1 ალერგიული რეაქციების არევა არ უნდა მოხდეს სინკოპეს ეპიზოდთან (გულის ფრიალი ადრენალინის გამო);

2 სახის დამბლის განვითარება აღწერილ იქნა არტიკაინის ადრენალინთან კომბინაციაში გამოყენებიდან 2 კვირის შემდეგ, მდგომარეობა უცვლელი იყო 6 თვის შემდეგ;

3 ეს ნერვული პათოლოგიები შეიძლება განვითარდეს პათოლოგიური შეგრძნებების სხვადასხვა სიმპტომებთან ერთად. პარესთეზია შეიძლება განისაზღვროს, როგორც სპონტანური, პათოლოგიური, ჩვეულებრივ უმტკივნეულო შეგრძნება (მაგ.: წვის, ჩხვლეტის ან ქავილის) ანესთეზიის მოსალოდნელი ხანგრძლივობის შემდეგ. პარესთეზიის უმეტესი შემთხვევები, რომლებიც აღინიშნა სტომატოლოგიური მკურნალობის შემდეგ, არის გარდამავალი და თავისით გადის რამდენიმე დღეში, კვირაში ან თვეში.

მუდმივი პარესთეზია, უმეტესად აღინიშნება ქვედა ყბის ნერვის ბლოკადის შემდეგ და ხასიათდება ნელი, არასრული ან გამოჯანმრთელების ნაკლებობით.

4 სხვადასხვა გვერდითი მოვლენები, როგორიცაა აგზნება, შფოთვა/ნევროზულობა, ტრემორი ან მეტყველების დარღვევა შეიძლება ცნს-ის დეპრესიის გამაფრთხილებელი ნიშანი იყოს. ამ ნიშნების არსებობისას, პაციენტი საჭიროებს ჰიპერვენტილაციასა და მეთვალყურეობას (იხ. პარაგრაფი 4.9).

პედიატრიული პოპულაცია

უსაფრთხოების პროფილი ზრდასრულების მსგავსი იყო 4-18 წლის ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში. თუმცა, შემთხვევით ქსოვილის დაზიანება აღინიშნა უფრო ხშირად, განსაკუთრებით, 3-7 წლის ასაკის ბავშვებში რბილი ქსოვილის ხანგრძლივი ანესთეზიის გამო.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

სამკურნალო პროდუქტის ლიცენზირების შემდეგ სავარაუდო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება მნიშვნელოვანია. ეს ხელს უწყობს სამკურნალო პროდუქტის სარგებელი/რისკის ბალანსის მონიტორინგს.

დოზის გადაჭარბება

დოზის გადაჭარბების ტიპები

ადგილობრივი საანესთეზიო საშუალების დოზის გადაჭარბება ხშირად აღიწერება შემდეგი სახით:

დოზის აბსოლუტური გადაჭარბება

დოზის შედარებითი გადაჭარბება, როგორიცაა:

არაწინასწარ განზრახული ინექცია სისხლძარღვში;

პათოლოგიურდ სწრაფი აბსორბცია სისტემურ ცირკულაციაში;

წამლის დაყოვნებული მეტაბოლიზმი და გამოყოფა.

დოზის შედარებითი გადაჭარბების დროს პაციენტებს, ძირითადად, სიმპტომები უვითარდებათ პირველ წუთებში. მაშინ როცა დოზის აბსოლუტური გადაჭარბების დროს ინტოქსიკაციის ნიშნები დამოკიდებულია ინექციის ადგილზე და ვითარდება ინექციის შემდეგ მოგვიანებით.

სიმპტომები

დოზის გადაჭარბების (აბსოლუტური ან შედარებითი) გამო აგზნება შეიძლება იყოს გარდამავალი ან საერთოდ არ აღინიშნებოდეს, პირველი მანიფესტაციები შეიძლება იყოს ძილიანობა, რომელიც ღრმავდება ცნობიერების დაკარგვითა და სუნთქვის გაჩერებით.

არტიკაინის შემცველობის გამო:

სიმპტომები დოზაზეა დამოკიდებული და ახასიათებს პროგრესული დამძიმება ნევროლოგიური გამოვლინებების მხრივ (პრესინკოპე, სინკოპე, თავის ტკივილი, მოუსვენრობა, აგზნება, ცნობიერების დაბინდვა, დეზორიენტაცია, თაბრუსხვევა (გაბრუება), ტრემორი, სტუპორი, ცნს-ის ღრმა დეპრესია, ცნობიერების დაკარგვა, კომა, კრუნჩხვები (მათ შორის ტონურ-კლონური გულყრები), მეტყველების დარღვევა (როგორიცაა, მაგ.: დიზართრია, ლოგორეა), ვერტიგო, წონასწორობის დარღვევა (დისექვილიბრიუმი), თვალების მხრივ დარღვევები (მიდრიაზი, მხედველობის დაბინდვა, აკომოდაციის დარღვევა), რომელსაც მოსდევს სისხლძარღვოვანი (სიფერმკრთალე (ადგილობრივი, რეგიონული, ზოგადი)), რესპირატორული (აპნოე (სუნთქვის გაჩერება)), ბრადიპნოე, ტაქიპნოე, მთქნარება, რესპირატორული დეპრესია) და საბოლოოდ კარდიალური (გულის გაჩერება, მიოკარდის დეპრესია) ტოქსიკურობა.

აციდოზი აძლიერებს ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებების ტოქსიკურ ეფექტებს.

ადრენალინის შემცველობის გამო:

სიმპტომები დოზაზეა დამოკიდებულია და ახასიათებს პროგრესული დამძიმება ნევროლოგიური გამოვლინებების მხრივ (მოუსვენრობა, აგზნება, პრესინკოპე, სინკოპე), რომელსაც მოსდევს სისხლძარღვოვანი (სიფერმკრთალე (ადგილობრივი, რეგიონული, ზოგადი)), რესპირატორული (აპნოე (სუნთქვის გაჩერება), ბრადიპნოე, ტაქიპნოე, რესპირატორული დეპრესია) და საბოლოოდ კარდიალური (გულის გაჩერება, მიოკარდის დეპრესია) ტოქსიკურობა.

დოზის გადაჭარბების მკურნალობა

რეანიმაციული მოწყობილობები და პრეპარატები ხელმისაწვდომი უნდა იყოს რეგონული ანესთეზიის გაკეთებისას ადგილობრივ საანესთეზიო საშუალებებთან ერთად, რათა შესაძლებელი იყოს ნებისმიერი რესპირატორული და კარდიოვასკულარული გადაუდებელი მდგომარეობების სწრაფი მკურნალობა. დოზის გადაჭარბების სიმპტომების სიმძიმე უნდა შეაფასონ ექიმებმა/სტომატოლოგებმა და გამოიყენონ პროტოკოლები, რათა დროულად განსაზღვრონ სასუნთქი გზების უსაფრთხოებისა და ხელოვნური ვენტილაციის საჭიროება. პაციენტის ცნობიერების მდგომარეობის მონიტორინგი საჭიროა ადგილობრივი საანესთეზიო საშუალების ყოველი ინექციის შემდეგ. თუ ვითარდება სისტემური მწვავე ინტოქსიკაციის ნიშნები, ადგილობრივი საანესთეზიო საშუალების ინექცია დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. საჭიროების შემთხვევაში პაციენტი უნდა მოთავსდეს სუპინაციის პოზიციაში. ცნს-ის სიმპტომების (კრუნჩხვები, ცნს-ის დეპრესია) მკურნალობა სწრაფად უნდა მოხდეს სასუნთქი გზების/რესპირატორული სისტემის შესაბამისი მხარდაჭერითა და ანტიკონვულსანტების გამოყენებით. ოპტიმალური ოქსიგენაცია და ვენტილაცია, და ცირკულატორული სისტემის მხარდაჭერა, ასევე აციდოზის მკურნალობა, ახდენს გულის გაჩერების პრევენციას. თუ ვითარდება კარდიოვასკულარული დეპრესია (ჰიპოტენზია, ბრადიკარდია), შესაბამისი მკურნალობა ინტრავენური სითხეებით, ვაზოპრესორებით და/ან ინოტროპული აგენტებით უნდა იქნეს განხილული. ბავშვებში უნდა გაკეთდეს ასაკისა და წონის შესაბამისი დოზები. გულის გაჩერების შემთხვევაში, უნდა ჩატარდეს დაუყოვნებლივი კარდიოპულმონარული რეანიმაციული ღონისძიებები.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკური თვისებები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ნერვული სისტემა/ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებები/ ამიდები/ არტიკაინი, კომბინაციები, ათქ კოდი: N01BB58.

მოქმედების მექანიზმი და ფარმაკოდინამიკური ეფექტები

არტიკაინი არის ადგილობრივი ამიდის ტიპის საანესთეზიო საშუალება, რომელიც შექცევადად ბლოკავს ნერვის გამტარებლობას კარგად ცნობილი მექანიზმის საშუალებით, რომელიც აღინიშნება სხვა ლოკალური ამიდის ტიპის საანესთეზიო საშუალებების დროს. ეს მოიცავს ნატრიუმის (Na+) მიმართ მებრანის განვლადობის შემცირებას ან დროებითი დიდი ზრდის პრევენციას, რომელიც ნორმალურად ვითარდება მემბრანის სუსტი დეპოლარიზაციის დროს. ეს მოქმედება იწვევს ანესთეზიურ ეფექტს. რადგან ანესთეზიური მოქმედება პროგრესულად ვითარდება ნერვში, ელექტრული აგზნებადობის ზღურბლი თანდათან იზრდება, მოქმედების პოტენციალის აღმოცენების სიჩქარე ქვეითდება, იმპულსის გატარება ნელდება. არტიკაინის pKa შეფასებულია, როგორც 7.8.

ადრენალინი, როგორც ვაზოკონსტრიქტორი, პირდაპირ მოქმედებს ალფა და ბეტა-ადრენერგულ რეცეპტორებზე; ბეტა-ადრენერგული ეფექტები უპირატესია. ადრენალინი ახანგრძლივებს არტიკაინის მოქმედების ხანგრძლივობას და ამცირებს არტიკაინის ჭარბი უკუმიტაცების რისკს სისტემურ ცირკულაციაში.

კლინიკური ეფექტიანობა და უსაფრთხოება

ნორმოკაინის დაწყების დრო არის 1,5-1,8 წთ ინფილტრაციისათვის და 1,4-3,6 წთ ნერვის ბლოკადისათვის.

არტიკაინის 40 მგ/მლ ადრენალინით 1:100 000 ანესთეზიის ხანგრძლივობა 60-75 წუთია პულპური ანესთეზიის დროს და 180-360 წუთია რბილი ქსოვილების ანესთეზიის დროს.

არტიკაინის 40 მგ/მლ ადრენალინით 1:200 000 ანესთეზიის ხანგრძლივობა არის 45-60 წუთი პულპური ანესთეზიის დროს და 120-300 წუთი რბილი ქსოვილების ანესთეზიის დროს.

არ აღინიშნა განსხვავება ფარმაკოდინამიკურ თვისებებში ზრდასრულებსა და პედიატრიულ პოპულაციაში.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

არტიკაინი

შეწოვა

სამ გამოქვეყნებულ კლინიკურ კვლევაში, სადაც აღწერილია 40 მგ/მლ არტიკაინის ჰიდროქლორიდის 0.01 ან 0.005 მგ/მლ ადრენალინთან კომბინაციის ფარმაკოკინეტიკური პროფილი, Tmax სიდიდეები იყო 10 და 12 წუთს შორის, Cmax სიდიდეების იტერვალი იყო 400-2100 ნგ/მლ.

ბავშვებში ჩატარებულ კლინიკურ კვლევებში Cmax იყო 1382 ნგ/მლ და Tmax – 7,78 წთ ინფილტრაციის შემდეგ დოზით 2 მგ/კგ სხეულის წონის.

განაწილება

ცილებთან არტიკაინის მაღალი დაკავშირება აღინიშნა ადამიანის შრატის ალბუმინთან (68.5-80.8%) და ∝/β- გლობულინთან (62.5-73.4%). γ –გლობულინთან (8.6-23.7%) დაკავშირება იყო გაცილებით დაბალი. ადრენალინი არის ვაზოკონსტრიქტორი, რომელიც ემატება არტიკაინს სისტემურ ცირკულაციაში აბსორბციის შესანელებლად და შედეგად, ახანგრძლივებს აქტიური არტიკაინის ქსოვილში კონცენტრაციის შენარჩუნებას. განაწილების მოცულობა პლაზმაში დაახლოებით არის 4 ლ/კგ.

ბიოტრანსფორმაცია

არტიკაინი ექვემდებარება ჰიდროლიზს არასპეციფიკური ესთერაზებით ქსოვილსა და სისხლში, მასში არსებული კარბოქსილის ჯგუფის გამო. რადგან ჰიდროლიზი ძალიან სწრაფად მიმდინარეობს, არტიკაინის დაახლოებით 90% ინაქტივირდება ამ გზით. არტიკაინი დამატებით მეტაბოლიზდება ღვიძლის მიკროსომებით. არტიკაინის მჟავა ციტოქრომა P450-ით ინდუცირებული არტიკაინის მეტაბოლიზმის მთავარი პროდუქტია, შემდგომში ის მეტაბოლიზდება არტიკაინის მჟავის გლუკორონიდად.

გამოყოფა

დენტალური ინექციის შემდეგ, არტიკაინის ნახევარდაშლის პერიოდი არის 20-40 წთ. კლინიკურ კვლევაში არტიკაინისა და არტიკაინის მჟავის პლაზმური კონცენტრაცია სწრაფად დაქვეითდა ლორწოვანქვეშა ინექციის შემდეგ. ძალიან მცირე არტიკაინი აღინიშნა პლაზმაში ინექციიდან 12-24 საათის შემდეგ. დოზის 50%-ზე მეტი გამოიყოფა შარდით, აქედან 95% გამოიყოფა არტიკაინის მჟავის სახით შეყვანიდან 8 საათში. 24 საათის განმავლობაში დოზის დაახლოებით 57% (68 მგ) და 53% (204 მგ) გამოიყოფა შარდში. უცვლელი სახით არტიკაინის თირკმლისმიერი გამოყოფა შეადგენს მთლიანი გამოყოფის დაახლოებით 2%-ს.

პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები

პრეკლინიკურმა მონაცემებმა არ გამოავლინა რაიმე განსაკუთრებული საფრთხე ადამიანებზე თერაპიული დოზებით ფარმაკოლოგიური, ქრონიკული ტოქსიკურობის, რეპროდუქციული ტოქსიკურობის და გენოტოქსიკურობის სტანდარტული კვლევების საფუძველზე.

თერაპიულ დოზებზე მაღალი დოზებით არტიკაინს აქვს კარდიოდეპრესიული თვისებები და ასევე შეიძლება ჰქონდეს ვაზოდილატატორული ეფექტები. ადრენალინს აქვს სიმპათომიმეტური ეფექტები. არტიკაინის ადრენალინთან კომბინაციის კანქვეშა ინექციებმა გამოიწვია გვერდითი ეფექტები 50 მგ/კგ/დღე ვირთხებში და 80 მგ/კგ/დღე ძაღლებში 4-კვირიანი ყოველდღიური განმეორებითი შეყვანის შემდეგ. მიუხედავად ამისა, ამ მაჩვენებლების მნიშვნელობა კლინიკური მწვავე გამოყენებისათვის ძალიან მცირეა.

არტიკაინით ემბრიოტოქსიკურობის კვლევებში, არ აღინიშნა ნაყოფის სიკვდილიანობის ან ნაყოფის ანომალიების გაზრდილი სიხშირე დღიური ი.ვ. დოზებით 20 მგ/კგ-მდე ვირთხებში და 12.5 მგ/კგ-მდე კურდღლებში გამოყენებისას.

ტერატოგენობა აღინიშნა ცხოველებში, რომლებიც მკურნალობდნენ ადრენალინით მხოლოდ იმ პლაზმური კონცენტრაციებით, რომლებიც საკმარისად აჭარბებდა ადამიანის მაქსიმალურ პლაზმურ კონცენტრაციას, რაც მიუთითებს მის მცირე კლინიკურ მნიშვნელობაზე.

რეპროდუქციული ტოქსიკურობის კვლევებმა, რომლებიც ჩატარდა არტიკაინის 40 მგ/მლ + ადრენალინის 0.01 მგ/მლ კანქვეშა შეყვანით, დოზით 80 მგ/კგ/დღე, არ გამოავლინა გვერდითი მოვლენები რეპროდუქციულ უნარზე, ჩანასახის/ნაყოფის განვითარებაზე, ან პრე- და პოსტნატალურ განვითარებაზე.

არ აღინიშნა გენოტოქსიკური ეფექტები in vitro და in vivo კვლევებში, რომლებიც ჩატარდა მხოლოდ არტიკაინით ან in vivo კვლევაში, რომელიც ჩატარდა არტიკაინის ადრენალინთან კომბინაციაში.

ადრენალინით გენოტოქსიკურ in vitro და in vivo კვლევებში აღინიშნა ურთიერთსაპირისპირო შედეგები.

ფარმაცევტული მახასიათებლები

დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი

ნატრიუმის მეტაბისულფიტი (E-223)

ნატრიუმის ქლორიდი

  • 1N მარილმჟავა (pH-ის კორექციისათვის)

საინექციო წყალი

შეუთავსებლობები

არ მიესადაგება.

შენახვის ვადა

24 თვე

შენახვის განსაკუთრებული პირობები

ინახება 250C-ის ქვემოთ.

დაუშვებელია გაყინვა.

კარტრიჯები ინახება მჭიდროდ თავდახურული მუყაოს კოლოფში სინათლისაგან დასაცავად.

კონტეინერის ფორმა და შემცველობა

I ტიპის მინის ცილინრული კარტრიჯები, განკუთვნილი ერთჯერადი გამოყენებისათვის, რომლებიც ჰერმეტულად დახურულია მოხსნადი რეზინის საცობით და რეზინის საცობს აქვს ალუმინის თავსახური.

ნორმოკაინი 40/0.01 მგ/მლ საინექციო ხსნარი: შეფუთვა მოიცავს I ტიპის მინის 1 ან 100 კარტრიჯს 1.7 მლ-ით.

ყველა შეფუთვა ყველა ქვეყნის ბაზარზე შეიძლება არ იყოს წარმოდგენილი.

განადგურებისა და მოხმარების სხვა განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები

ინფექციის რისკის (მაგ.: ჰეპატიტის გადაცემა) თავიდან ასაცილებლად შპრიცები და ნემსები, რომლებიც გამოიყენება ხსნარის ამოსაღებად, ყოველთვის უნდა იყოს ახალი და სტერილური.

ეს სამკურნალო პროდუქტი არ უნდა იქნეს გამოყენებული, თუ ხსნარი მღვრიეა ან ფერი აქვს შეცვლილი.

კარტრიჯები განკუთვნილია ერთჯერადი მოხმარებისათვის. თუ გამოიყენება კარტრიჯის მხოლოდ ნაწილი, დარჩენილი უნდა იქნეს გადაგდებული.

კარტრიჯი გახსნის შემდეგ გამოყენებულ უნდა იქნეს მაშინათვე.

ნებისმიერი გამოყენებული სამკურნალო პროდუქტი და ყველა მასალა, რომელიც კონტაქტში იყო პრეპარატთან, გადაგდებულ უნდა იქნეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.

ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი

LABORATORIOS NORMON, S.A.

Ronda de Valdecarrizo, 6 - 28760 Tres Cantos - Madrid (SPAIN)

ლაბორატორიოს ნორმონ, ს.ა.

რონდა დე ვალდეკარიზო, 6 - 28760 ტრეს კანტოსი – მადრიდი (ესპანეთი)

გაცემის წესი - ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

ტექსტის შესწორების უკანასკნელი თარიღი

2024 წლის ოქტომბერი

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა