ნორმოგრიპი ფორტე გრანულები შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებლად
normogrip® forte granulado para solución oral
რა უნდა იცოდეს პაციენტმა ნორმოგრიპი ფორტე გრანულები შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებლად მიღებამდე
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- პარაცეტამოლი (paracetamol) + chlorphenamine + ფენილეფრინი (phenylephrine)
- ფორმა და შეფუთვა
- 650მგ+4მგ+10მგ გრანულები შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებლად პაკეტი №10
- მწარმოებელი
- LABORATORIOS NORMON, S.A., ესპანეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანალგეზური საშუალებები, ანილიდები
- ATC კოდი
- N02BE51
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-045027
- რეგისტრირებულია
- 23 მარტი 2026, მოქმედებს 23 მარტი 2031-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- სს „გეფა“
ნორმოგრიპი ფორტე გრანულები შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებლად — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
რა უნდა იცოდეს პაციენტმა ნორმოგრიპი ფორტე გრანულები შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებლად მიღებამდე
მიღების წესი და დოზირება
მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა, თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული.
დოზირება
მოზრდილები: რეკომენდებული დოზაა 1 საშეტი ყოველ 6-8 საათში (3-4 საშეტი დღეში).
დაუშვებელია 24 საათში 3 გ პარაცეტამოლზე მეტის მიღება.
მოზარდები 14 წლის ასაკიდან: რეკომენდებული დოზაა 1 საშეტი ყოველ 6-8 საათში (3-4 საშეტი დღეში).
ღვიძლის დაზიანების მქონე პაციენტები: ღვიძლის უკმარისობის შემთხვევაში დაუშვებელია 2 გ პარაცეტამოლზე (3 საშეტი დღეში) მიღება და დოზებს შორის მინიმალური ინტერვალი უნდა იყოს 8 საათი.
თირკმლის დაზიანების მქონე პაციენტები: ეს მედიკამენტი არ არის ნაჩვენები თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, პარაცეტამოლის დოზის გამო.
(იხ. პარაგრაფი 2 „რა უნდა იცოდეს პაციენტმა ამ მედიკამენტის მიღებამდე“).
პარაცეტამოლის მაღალი დღიური დოზების მიღება არ უნდა მოხდეს ხანგრძლივად, რადგან იზრდება გვერდითი მოვლენების რისკი, როგორიცაა ღვიძლის დაზიანება.
14 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენება:
14 წლამდე ასაკის ბავშვებმა არ უნდა მიიღონ ეს მედიკამენტი მასში პარაცეტამოლის რაოდენობის გამო.
ხანდაზმულ პაციენტებში გამოყენება:
ხანდაზმულებმა არ უნდა მიიღონ ეს მედიკამენტი ექიმთან კონსულტაციის გარეშე, რადგან განსაკუთრებით შეიძლება განვითარდეს ზოგიერთი გვერდითი მოვლენა, როგორიცაა შენელებული გულისცემა (ბრადიკარდია) ან გულის წუთმოცულობის შემცირება ფენილეფრინისა და ქლორფენამინის შემცველობის გამო. ასევე, უფრო მოსალოდნელია განვითარდეს ისეთი გვერდითი ეფექტები, როგორიცაა: თავბრუსხვევა, ძილიანობა, ცნობიერების დაბინდვა, ჰიპოტენზია ან აგზნება და შეიძლება უფრო მგრძნობიარეები იყვნენ ისეთი ეფექტების მიმართ, როგორიცაა პირის სიმშრალე და შარდის შეკავება.
მიღების მეთოდი
მედიკამენტი განკუთვნილია შიგნით მისაღებად.
საშეტის შიგთავსი უნდა ჩაიყაროს დაახლოებით ნახევარ ჭიქა წყალში, მოერიოს და დაილიოს.
მკურნალობის ხანგრძლივობა:
ეს მედიკამენტი გამოიყენება სიმპტომების არსებობის დროს. მკურნალობა უნდა შეწყდეს, თუ სიმპტომები ქრება.
თუ ტკივილი გრძელდება 5 დღეზე მეტხანს, ცხელება - 3 დღეზე მეტხანს ან ტკივილი ან ცხელება უარესდება, ან ვლინდება სხვა სიმპტომები, უნდა შეწყდეს მკურნალობა და საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
ნორმოგრიპი ფორტეს გრანულები შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებლად დოზის გადაჭარბებისას
დოზის გადაჭარბებისას. საჭიროა სამედიცინო ცენტრში დაუყოვნებლივ მიმართვა, სიმპტომების არარსებობის მიუხედავად, რადგან ხშირად ძლიერი ინტოქსიკაციის დროსაც სიმპტომები არ ვლინდება დოზის გადაჭარბებიდან 3 დღემდე.
უკუჩვენებები
თუ პაციენტი ალერგიულია (ჰიპერმგრძნობიარეა) პარაცეტამოლის, ფენილეფრინის, ქლორფენამინის ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი იხ. მე-6 პარაგრაფში);
თუ პაციენტს აღენიშნება მაღალი არტერიული წნევა (ჰიპერტენზია);
თუ პაციენტს აღენიშნება ფარისებრი ჯირკვლის დაავადება (ჰიპერთირეოზი);
თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის ან თირკმლის მძიმე დაავადება;
თუ პაციენტს აღენიშნება გულის ან არტერიების მძიმე დაავადება (როგორიცაა მძიმე კორონარული დაავადება ან სტენოკარდია);
თუ პაციენტს აღენიშნება შაქრიანი დიაბეტი;
თუ პაციენტს აღენიშნება ტაქიკარდია (სწრაფი გულისცემა);
თუ პაციენტი მკურნალობს მონოამიის ოქსიდაზის ინჰიბიტორებით (მაოი) (როგორიცაა ზოგიერთი ანტიდეპრესანტი ან პარკინსონის დაავადების სამკურნალო მედიკამენტები);
თუ პაციენტი მკურნალობს სიმპათომიმეტური მედიკამენტებით (მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ასთმის სამკურნალოდ ან მედიკამენტები, რომლებიც აჩქარებენ გულისცემის სიხშირეს);
თუ პაციენტი მკურნალობს ბეტა-ბლოკატორებით (საგულე მედიკამენტები ან მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება არტერიების დაავადებების დროს) (იხ: სხვა მედიკამენტები და ნორმოგრიპი ფორტე გრანულები შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებლად);
თუ პაციენტს აღენიშნება გლაუკომა (თვალშიდა წნევის მომატება);
14 წლამდე ასაკის ბავშვებში დაუშვებელია მედიკამენტის გამოყენება პარაცეტამოლის დოზის გამო.
სიფრთხილის ზომები
ნორმოგრიპი ფორტე გრანულები შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებლად მიღებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
მედიკამენტის მიღებამდე პაციენტებმა ექიმთან კონსულტაცია უნდა გაიარონ შემდეგ შემთხვევებში:
თირკმლის, ღვიძლის, გულის ან ფილტვების დაავადებების მქონე პაციენტებმა და ანემიის მქონე პაციენტებმა;
ასთმის მქონე პაციენტებმა, რომლებიც მგრძნობიარეები არიან აცეტილსალიცილის მჟავის მიმართ;
პაციენტებმა, რომლებიც მგრძნობიარეები (ალერგიულები) არიან რომელიმე ანტიჰისტამინური პრეპარატის მიმართ, რადგან შეიძლება მგრძნობიარეები იყვნენ სხვა ანტიჰისტამინების (როგორიცაა ქლორფენამინი) მიმართ;
პაციენტებმა, რომლებიც იტარებენ მკურნალობას პროსტატის ჰიპერტროფიის, ბრონქული ასთმის, ბრადიკარდიის, ჰიპოტენზიის, ცერებრული არტერიოსკლეროზის, პანკრეასის ანთების (პანკრეატიტის), საჭმლის მომნელებელი ტრაქტის წყლულის (სტენოზური პეპტიკური წყლული), დუოდენური პილორული ობსტრუქციის (კუჭსა და ნაწლავებს შორის), ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების, პაციენტებმა, რომლებიც მგრძნოიარეები არიან ზოგიერთი მედიკამენტის სედაციური ეფექტების მიმართ;
თუ პაციენტი იტარებს მკურნალობს ტრიციკლური ანტიდეპრესანტებით ან მსგავსი ეფექტების მქონე მედიკამენტებით და აღენიშნება კუჭ-ნაწლავის პრობლემები, უნდა შეწყვიტოს მედიკამენტის მიღება და დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს, რადგან შეიძლება განვითარდეს პარალიზური ილეუსი (ნაწლავის ნაწილის ნორმალური მოტორიკის შეწყვეტა).
თუ პაციენტს აღენიშნება გლუკოზა-6-ფოსფატ დეჰიდროგენაზას (G6PD) დეფიციტი (შეიძლება გამოიწვიოს ჰემოლიზური ანემია).
ნორმოგრიპი ფორტე გრანულებით შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებლად მკურნალობის დროს ექიმს უნდა ეცნობოს:
თუ პაციენტს აღენიშნება მძიმე დაავადება, მათ შორის თირკმლის მძიმე დაზიანება ან სეფსისი (ბაქტერიები და მათი ტოქსინები ცირკულირებენ სისხლში და იწვევენ ორგანოების დაზიანებას), ან აქვს კვების დეფიციტი, ქრონიკული ალკოჰოლიზმი ან ასევე იღებს ფლუკლოქსაცილინს (ანტიბიოტიკს). სერიოზული მდგომარეობა, მეტაბოლური აციდოზი (სისხლისა და სითხეების დარღვევა), აღწერილ იქნა ასეთი შემთხვევების დროს პაციენტებში, როცა პარაცეტამოლი რეგულარულად მიიღებოდა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ან როცა პარაცეტამოლი მიიღებოდა ფლუკლოქსაცილინთან ერთად. მეტაბოლური აციდოზის სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს სუნთქვის სერიოზულ გაძნელებას ღრმა სწრაფი სუნთქვით, გაბრუებას, გულისრევასა და ღებინებას.
ქრონიკული ალკოჰოლიზმით დაავადებულმა პაციენტებმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ, რათა არ მიიღონ 2 გ პარაცეტამოლზე (3 საშეტი) მეტი.
დაუშვებელია მედიკამენტის იმაზე მეტი რაოდენობით მიღება, რაც რეკომენდებულია მე-3 პარაგრაფში (ნორმოგრიპი ფორტე გრანულები შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებლად მიღების წესი).
თავიდან უნდა იქნეს აცილებული მედიკამენტის მიღება პარაცეტამოლის შემცველ სხვა მედიკამენტებთან ერთად,, როგორიცაა გაციებისა და გრიპის სამკურნალო მედიკამენტები, რადგან მაღალმა დოზებმა შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის დაზიანება. ექიმთან კონსულტაციის გარეშე არ უნდა იქნეს მიღებულ პარაცეტამოლის შემცველ ერთ მედიკამენტზე მეტი.
ბავშვები და მოზარდები
მედიკამენტში პარაცეტამოლის რაოდენობის გამო 14 წლამდე ასაკის ბავშვებში ეს მედიკამენტი არ ინიშნება.
ანალიზებზე გავლენა:
თუ პაციენტს ესაჭიროება ლაბორატორიული ანალიზების აღება (მათ შორის სისხლის, შარდის და ა.შ.), ექიმს უნდა აცნობოს, რომ იღებს ამ მედიკამენტს, რადგან შეიძლება შეიცვალოს ამ ანალიზების შედეგები.
ქლორფენამინმა შეიძლება გავლენა იქონიოს ალერგიის ტესტებზე. თუ პაციენტი გეგმავს ალერგიის ტესტის ჩატარებას, რეკომენდებულია შეწყვიტოს მედიკამენტის მიღება ანალიზამდე მინიმუმ 3 დღით ადრე.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს, ახლო წარსულში იღებდა ან აპირებს მიიღოს ნებისმიერი სხვა მედიკამენტს.
ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ პაციენტი იღებს ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტებს, რადგან შეიძლება საჭირო გახდეს რომელიმე მათგანის დოზის ცვლილება ან მათი მიღება უნდა მოხდეს განცალკევებულად, არაუმცირეს 15 დღის შემდეგ, ან უნდა შეწყდეს მკურნალობა.
ეპილეფსიის სამკურნალო მედიკამენტები: ანტიეპილეფსიური მედიკამენტები (ლამოტრიჯინი, ფენიტოინი ან სხვა ჰიდანტოინები, ფენობარბიტალი, მეთილფენობარბიტალი, პრიმიდონი, კარბამაზეპინი);
ტუბერკულოზის სამკურნალო მედიკამენტები (იზონიაზიდი, რიფამპიცინი);
კრუნჩხვების ან დეპრესიის სამკურნალო მედიკამენტები (ბარბიტურატები), გამოიყენება საძილე, სედაციური და ანტიკონვულსანტური საშუალებების სახით;
მედიკამენტები, რომლებიც ახდენენ სისხლის თრომბოზის პრევენციას: პერორალური ანტიკოაგულანტები (აცენოკუმაროლი, ვარფარინი);
შარდვის გამაძლიერებელი მედიკამენტები (მარყუჟოვანი დიურეტიკები, როგორიცაა ფუროსემიდის ჯგუფის ან სხვა დიურეტიკები) და სხვა შარდმდენები, რომლებიც იწვევენ კალიუმის დაკრგვას (გამოიყენება ჰიპერტენზიის ან სხვა მდგომარეობის სამკურნალოდ);
მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება გულისრევისა და ღებინების პრევენციისათვის (მეტოკლოპრამიდი და დომპერიდონი);
მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება პოდაგრის სამკურნალოდ (პრობენეციდი და სულფინპირაზონი);
მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის (ჰიპერტენზიის) და გულის რითმის დარღვევების (არითმიის) სამკურნალოდ (პროპრანოლოლი);
მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ქოლესტერინის მაღალი დონის დასაქვეითებლად (ქოლესტირამინი);
მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება დეპრესიის, პარკინსონის დაავადების ან სხვა დაავადებების სამკურნალოდ (მონოამინის ოქსიდაზის ინჰიბიტორები (მაოი)). ნორმოგრიპი ფორტეს გრანულები შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებლად მიღება უნდა მოხდეს განცალკევებულად, მკურნალობის შეწყვეტიდან არაუმცირეს 15 დღის შემდეგ;
მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება შაკიკის სამკურნალოდ; მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება მშობიარობის დროს; მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება არტერიული წნევის ან სხვა დაავადებების სამკურნალოდ (ალფა-ადრენერგული ბლოკატორები);
ალფა და ბეტა-ადრენერგული ბლოკატორები, როგორიცაა ლაბეტალოლი და კარვედილოლი (გამოიყენება გულის ან არტერიების დაავადების დროს);
დეპრესიის სამკურნალო მედიკამენტები (ტრიციკლური და ტეტრაციკლური ანტიდეპრესანტები);
ზოგადი საანესთეზიო საშუალებები;
ანტიჰიპერტენზიული საშუალებები (აქვეითებენ არტერიულ წნევას);
მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება გულის სამკურნალოდ, როგორიცაა საგულე გლიკოზიდები და ანტიარითმიული პრეპარატები;
თიროიდული ჰორმონების შემცველი მედიკამენტები (გამოიყენება ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების დროს);
მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება გულის ან საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებების დროს (ატროპინის სულფატი);
მედიკამენტები, რომლებიც იწვევენ ცენტრალური ნერვული სისტემის დეპრესიას (მაგ.: უძილობის ან შფოთვის დროს გამოყენებული მედიკამენტები);
ოტოტოქსიკური მედიკამენტები (გვერდითი მოვლენის სახით იწვევენ ყურის დაზიანებას);
ფოტომასენსიბილიზირებელი მედიკამენტები (გვერდითი მოვლენის სახით იწვევენ სინათლეზე ალერგიას).
ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს:
ფლუკლოქსაცილინს (ანტიბიოტიკი), სისხლისა და სითხეების დარღვევების სერიოზული რისკის გამო (ე.წ. მეტაბოლური აციდოზი), რაც საჭიროებს გადაუდებელ მკურნალობას (იხ. პარაგრაფი 2).
ნორმოგრიპი ფორტეს გრანულები შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებლად მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
დაუშვებელია ალკოჰოლის მიღება ამ მედიკამენტით მკურნალობის დროს, რადგან ალკოჰოლმა შეიძლება გაზარდოს მედიკამენტის გვერდითი მოვლენები.
გარდა ამისა, პარაცეტამოლის შემცველი მედიკამენტების მიღებამ იმ პაციენტებში, რომლებიც ჩვეულებრივ იღებენ ალკოჰოლს (3 ან მეტი ალკოჰოლური სასმელი: ლუდი, ღვინო, ლიქიორი და ა.შ. ყოველდღე), შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის დაზიანება.
ქრონიკული ალკოჰოლიზმით დაავადებულმა პაციენტებმა უნდა გამოიჩინონ სიფრთხილე, რათა არ მიიღონ 2 გ პარაცეტამოლზე მეტი დღეში (3 საშეტი), რომელიც გაყოფილი უნდა იქნეს რამდენიმე მიღებად.
მედიკამენტის მიღება შეიძლება როგორც საკვებთან ერთად, ისე კვებისგან დამოუკიდებლად.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს, შესაძლო ორსულობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში, ამ მედიკამენტის მიღებამდე, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია,
დაუშვებელია მედიკამენტის მიღება ორსულობის დროს, თუ არ არის აბსოლუტური საჭიროება.
დაუშვებელია მედიკამენტის მიღება ძუძუთი კვების დროს, რადგან შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები ბავშვზე.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
მედიკამენტმა შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა მენტალურ და/ან ფსიქიკურ უნარებზე გავლენოს გამო. თუ პაციენტს აღენიშნება ეს ეფექტები, თავიდან უნდა იქნეს აცილებული ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვა.
ნორმოგრიპი ფორტე გრანულები შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებლად შეიცავს ნარინჯისფერ-ყვითელ საღებავს (sunset yellow FCF (E-110)), ასპარტამს, გლუკოზასა და ნატრიუმს
ამ მედიკამენტმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები, რადგან შეიცავს ნარინჯისფერ–ყვითელ საღებავს (sunset yellow FCF (E-110)).
ეს მედიკამენტი შეიცავს 30 მგ ასპარტამს თითოეულ საშეტში. ასპარტამი წარმოადგენს ფენილალანინის წყაროს. ის შეიზლება საზიანო იყოს ფენიკეტონურიის (ფკუ), იშვიათი გენეტიკური დაავადება, რომლის დროსაც ფენილალანინინი გროვდება ორგანიზმში, რადგან არ შეუძლია მისი სათანადოდ მოცილება.
ეს მედიკამენტი შეიცავს გლუკოზას. თუ პაციენტს დადგენილი აქვს რომელიმე შაქრის აუტანლობა, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის მიღებამდე.
შეიძლება საზიანო იყოს კბილებისათვის.
ეს მედიკამენტი შეიცავს 23 მგ-ზე (1 მმოლი) ნატრიუმს ერთ საშეტში, რაც ნიშნავს, რომ ფაქტობრივად „თავისუფალია ნატრიუმისაგან“.
გვერდითი მოვლენები
სხვა მედიკამენტების მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შესაძლებელია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენები, რომელთა სიხშირე არ არის ზუსტად დადგენილი, აღინიშნა პარაცეტამოლის, ფენილეფრინისა და ქლორფენამინის მიღებისას:
ხშირი გვერდითი მოვლენები:
სუსტი გაბრუება, თავბრუსხვევა, კუნთების სისუსტე: ეს გვერდითი მოვლენები შეიძლება გაქრეს მკურნალობის 2-3 დღის შემდეგ. სახის მოძრაობის გაძნელება, უხერხული მოძრაობა, ტრემორი, მგრძნობელობის დარღვევები და ჩხვლეტის შეგრძნება, პირის სიმშრალე, მადის დაკარგვა, გემოს ან ყნოსვის ცვლილება, კუჭ-ნაწლავის დისკომფორტი (რომელიც შეიძლება შემცირდეს, თუ წამლის მიღება ხდება საკვებთან ერთად), გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, ყაბზობა, კუჭის ტკივილი, შარდის შეკავება, ცხვირისა და ხახის სიმშრალე, ლორწოს გასქელება, ოფლიანობა, მხედველობის დაბინდვა ან მხედველობის სხვა დარღვევები.
იშვიათი გვერდითი მოვლენები:
დისკომფორტი, არტერიული წნევის დაქვეითება (ჰიპოტენზია) და ტრანსამინაზების დონის მომატება სისხლში. მიოკარდიუმის ინფარქტი, პარკუჭოვანი არითმია (არარეგულარული გულისცემა), ფილტვის შეშუპება (ფილტვებში სითხის მოცულობის გაზრდა) და თავის ტვინში სისხლდენა (მაღალი დოზების მიღებისას ან მგრძნობიარე პაციენტებში).
ნერვული აგზნება (ძირითადად მაღალი დოზების მიღებისას და უფრო ხშირად ხანდაზმულებსა და ბავშვებში), რომელიც შეიძლება მოიცავდეს ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა: მოუსვენრობა, უძილობა, ნევროზულობა და კრუნჩხვებიც. სხვა გვერდითი მოვლენები შეიძლება აღინიშნოს არახშირად: მკერდში მოჭერის შეგრძნება, ფილტვებში ხიხინი, სწრაფი ან არარეგულარული გულისცემა (ძირითადად დოზის გადაჭარბებისას), ღვიძლის დარღვევები (შეიძლება გამოვლინდეს კუჭის ან მუცლის ტკივილით, მუქი შარდით ან სხვა სიმპტომებით), ალერგიული რექცია, ძლიერი ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები (ხველა, ყლაპვის გაძნელება, სწრაფი გულისცემა, ქავილი, ქუთუთოების ან თვალის უპეების, სახის, ენის შეშუპება, სუნთქვის გაძნელება, და ა.შ.), ფოტომგრძნობელობა (მზის სხივების მიმართ მგრძნობელობა), ჯვარედინი მგრძნობელობა (ალერგია) მედიკამენტების მიმართ, რომლებიც დაკავშირებულია ქლორფენამინთან. სისხლის ცვლილებები (სისხლის ანალიზის ფორმულის ცვლილებები, როგორიცაა: აგრანულოციტოზი, ლეიკოპენია, აპლაზიური ანემია, თრომბოციტოპენია) სიმპტომებთან ერთად, როგორიცაა: უჩვეულო სისხლდენა, ყელის ტკივილი ან დაღლილობა; არტერიული წნევის დაქვეითება ან გაზრდა, შეშუპება (შესივება), სმენის დარღვევები, იმპოტენცია, მენსტრუალური დარღვევები.
ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები:
თირკმლის დაავადებები, შემღვრეული შარდი, ალერგიული დერმატიტი (გამონაყარი კანზე), სიყვითლე (კანის გაყვითლება), სისხლის ცვლილებები (ნეიტროპენია, ჰემოლიზური ანემია) და ჰიპოგლიკემია (სისხლში შაქრის დონის დაქვეითება).
კანის მძიმე რექციები აღინიშნა ძალიან იშვიათად.
პარაცეტამოლმა შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის დაზიანება მაღალი დოზებით მიღებისას ან გახანგრძლივებული მკურნალობისას.
გვერდითი მოვლენები, რომელთა გამოვლინების სიხშირე უცნობია:
შფოთვა, გაღიზიანებადობა, სისუსტე, არტერიული წნევის მომატება (ჰიპერტენზია, ზოგადად, მაღალი დოზებით მიღებისას და მგრძნობიარე პაციენტებში), თავის ტკივილი (მაღალი დოზების მიღებისას და შეიძლება იყოს ჰიპერტენზიის სიმპტომი), ძალიან შენელებული გულისცემა (მძიმე ბრადიკარდია), სისხლძარღვების შევიწროება (პერიფერიული ვაზოკონსტრიქცია), გულის მუშაობის დაქვეითება, განსაკუთრებით, ხანდაზმულებშა და ცერებრული ან კორონარული ცირკულაციის დარღვევის მქონე პაციენტებში, გულის დაავადების შესაძლო განვითარება ან მისი აგრავაცია, შარდის შეკავება, სიფერმკრთალე, თმების მტვრევადობა, სისხლში შაქრის დონის მომატება (ჰიპერგლიკემია), სისხლში კალიუმის დონის დაქვეითება, მეტაბოლური აციდოზი (მეტაბოლიზმის ცვლილება), კიდურების გაცივება (ფეხებისა და ხელების), ალები, გულისწასვლის შეგრძნება (ჰიპოტენზია). მაღალმა დოზებმა შეიძლება გამოიწვიოს: ღებინება, გულის ფრიალი, ფსიქოზები ჰალუცინაციებით; სისხლის მოცულობის დაქვეითება შეიძლება განვითარდეს ხანგრძლივი გამოყენებისას. სერიოზული მდგომარეობა, რომლის დროსაც იმატებს სისხლის მჟავიანობა (მეტაბოლური აციდოზი), მძიმედ დაავადებულ პაციენტებში პარაცეტამოლის გამოყენებისას (იხ. პარაგრაფი 2).
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით ეფექტებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
თუ გამოვლინდება რომელიმე გვერდითი მოვლენა, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით ეფექტებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია ესპანეთის ადამიანისათვის განკუთვნილი სამკურნალო პროდუქტების ფარმაკოზედამხედევლობის სისტემის საშუალებით: www.noificaram.es
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.
ჭარბი დოზა
თავბრუსხვევა, ღებინება, მადის დაკარგვა, კანისა და თვალების გაყვითლება (სიყვითლე) და მუცლის ტკივილი. შფოთვა, შიში, აგზნება, თავის ტკივილი (რომელიც შეიძლება მაღალი არტერიული წნევის სიმპტომი იყოს), კონვულსიები, უძილობა (ან უკიდურესი ძილიანობა), მოუხერხებელი მოძრაობა, გულისწასვლის შეგრძნება, ბარბაცი, ცნობიერების დაბინდვა, გაღიზიანებადობა, ტრემორი, ანორექსია, ფსიქოზი ჰალუცინაციებით (განსაკუთრებით, ბავშვებში). პირის, ცხვირის ან ხახის სიმშრალე. ეფექტები, როგორიცაა მაღალი არტერიული წნევა, არითმია (სწრაფი ან არარეგულარული გულისცემა), გულის ფრიალი, შარდვის გამოყოფის შემცირება. მეტაბოლური აციდოზი (სისხლში ტუტიანობის დაქვეითება), სისხლის პლაზმის შემცირება (სისხლის მოცულობის შემცირება) შეიძლება განვითარდეს ხანგრძლივად გამოყენებისას. დოზის გადაჭარბებამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს სისხლის შედედების დარღვევები (სისხლის თრომბები და სისხლდენა).
დოზის გადაჭარბების მკურნალობა უფრო ეფექტიანია, თუ იწყება მედიკამენტის დოზის გადაჭარბებიდან 4 საათის განმავლობაში.
პაციენტები, რომლებიც მკურნალობენ ბარბიტურატებით ან არიან ქრონიკული ალკოჰოლზმით დაავადებულები, უფრო მგრძნობიარეები არიან პარაცეტამოლის დოზის გადაჭარბების ტოქსიკურობის მიმართ.
დოზის გადაჭარბებისას ან შემთხვევით მიღებისას საჭიროა დაუყოვნებლივ მიმართვა სამედიცინო დაწესებულებაში ან ტოქსიკოლოგიის საინფორმაციო სამსახურში დარეკვა (ესპანეთის ტელ.: 91 562 04 20), მედიკამენტის სახელწოდებისა და მიღებული რაოდენობის მითითებით.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებებია: 650 მგ პარაცეტამოლი, 10 მგ ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი (ექვივალენტურია 8.21 მგ ფენილეფრინის) და 4 მგ ქლორფენამინის მალეატი (ექვივალენტურია 2.8 მგ ქლორფენამინის).
სხვა დამხმარე ნივთიერებებია: ნატრიუმის საქარინი (E-954), მანიტოლი, ფორთოხლის არომატი (შეიცავს გლუკოზას სიმინდიდან მიღებულ მალტოდექსტრინში და სხვა დამხმარე ნივთიერებებს, ნარინჯისფერ-ყვითელი საღებავი (sunset yellow FCF) (E--110), პოვიდონი (E-1201 და ასპარტამი (E-951).
ნორმოგრიპი ფორტეს გრანულები შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებლად გამოშვების ფორმა და შეფუთვის შემცველობა
ნორმოგრიპი ფორტე გრანულები შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებლად მოწოდებულია საშეტებით. თითოეული საშეტი შეიცავს თეთრ ან მოთეთრო ფერის გრანულებს ფორთოხლისფერი ლაქებით.
ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
LABORATORIOS NORMON, S.A.
Ronda de Valdecarrizo, 6-28760 Tres Cantos - Madrid (SPAIN)
ლაბორატორიოს ნორმონ, ს.ა.
რონდა დე ვალდეკარიზო, 6-28760 ტრეს კანტოს - მადრიდი (ესპანეთი)
ინსტრუქციის შესწორების უკანასკნელი თარიღია: 2025 წლის თებერვალი
ინფორმაციის სხვა წყაროები:
დეტალური ინფორმაცია მედიკამენტის შესახებ ხელმისაწვდომია ესპანეთის წამლებისა და სამედიცინო მოწყობილობების (AEMPS) ვებგვერდზე: http://www.aemps.gob.es
შენახვის პირობები
მედიკამენტი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
მედიკამენტი არ საჭიროებს სენახვის სპეციალურ პირობებს.
დაუშვებელია მედიკამენტის გამოყენება კონტეინერსა და ბლისტერზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან სახლის ნაგავში. გამოუყენებელი მედიკამენტებისა და კონტეინერების გადაგდება უნდა მოხდეს აფთიაქში განთავსებულ სიგრე სიმბოლოთი აღნიშნულ ადგილებში. თუ მომხმარებელი არ არის დარწმუნებული, არასაჭირო პრეპარატისა და კონტეინერის გადაგდების შესახებ ინფორმაციის მისაღებად უნდა მიმართოს ფარმაცევტს. აღნიშნული ზომები ემსახურება გარემოს დაცვას.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისათვის
ნორმოგრიპი ფორტე გრანულები შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებლად
პარაცეტამოლი/ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი/ქლორფენამინის მალეატი
პრეპარატის მიღებამდე საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან შეიცავს პაციენტისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ინსტრუქციის ან ექიმის, ან ფარმაცევტის დანიშნულების შესაბამისად.
საჭიროა ინსტრუქციის შენახვა, შესაძლოა წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა;
დამატებითი ინფორმაციის ან რჩევის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა;
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. იხ პარაგრაფი 4.
საჭიროა ექიმთან მიმართვა, თუ პაციენტი თავს უკეთ არ გრძნობს ან მისი მდგომარეობა უარესდება, ან ცხელება გრძელდება 3 დღეზე მეტხანს, ან ტკივილი აღინიშნება 5 დღეზე მეტხანს (2 დღე - ყელის ტკივილის შემთხვევაში).
ინსტრუქციაში მოცემულია:
რას წარმოადგენს ნორმოგრიპი ფორტე გრანულები შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებლად და მათი გამოყენება
რა უნდა იცოდეს პაციენტმა ნორმოგრიპი ფორტე გრანულები შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებლად მიღებამდე
ნორმოგრიპი ფორტე გრანულები შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებლად მიღების წესი
შესაძლო გვერდითი მოვლენები
ნორმოგრიპი ფორტე გრანულები შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებლად შენახვის წესი
შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
რას წარმოადგენს ნორმოგრიპი ფორტე გრანულები შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებლად და მათი გამოყენება
ნორმოგრიპი ფორტე გრანულები შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებლად წარმოადგენს პარაცეტამოლის (ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი), ქლორფენამინის (ანტიჰისტამინი, რომელიც ამსუბუქებს ნაზალურ სეკრეციას) და ფენილეფრინის (ამცირებს ცხვირის გაჭედვას) კომბინაციას.
ეს მედიკამენტი ნაჩვენებია გაციების და გრიპის მსგავსი მდგომარეობების დროს სიმპტომების მოსახსნელად, რომლებიც ხასიათდება ტკივილით (სუსტი ან ზომიერი ხასიათის), ცხელებით, ცხვირის გაჭედვით ან ცხვირიდან გამონადენით მოზრდილებსა და 14 წლის ასაკის ზემოთ ბავშვებში.
საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, თუ პაციენტი თავს უკეთ არ გრძნობს, ან მისი მდგომარეობა უარესდება, ან ცხელება ნარჩუნდება 3 დღეზე მეტხანს, ან ტკივილი გრძელდება 5 დღეზე მეტხანს.
რა უნდა იცოდეს პაციენტმა ნორმოგრიპი ფორტე გრანულები შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებლად მიღებამდე
დაუშვებელია ნორმოგრიპი ფორტე გრანულები შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებლად მიღება:
თუ პაციენტი ალერგიულია (ჰიპერმგრძნობიარეა) პარაცეტამოლის, ფენილეფრინის, ქლორფენამინის ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი იხ. მე-6 პარაგრაფში);
თუ პაციენტს აღენიშნება მაღალი არტერიული წნევა (ჰიპერტენზია);
თუ პაციენტს აღენიშნება ფარისებრი ჯირკვლის დაავადება (ჰიპერთირეოზი);
თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის ან თირკმლის მძიმე დაავადება;
თუ პაციენტს აღენიშნება გულის ან არტერიების მძიმე დაავადება (როგორიცაა მძიმე კორონარული დაავადება ან სტენოკარდია);
თუ პაციენტს აღენიშნება შაქრიანი დიაბეტი;
თუ პაციენტს აღენიშნება ტაქიკარდია (სწრაფი გულისცემა);
თუ პაციენტი მკურნალობს მონოამიის ოქსიდაზის ინჰიბიტორებით (მაოი) (როგორიცაა ზოგიერთი ანტიდეპრესანტი ან პარკინსონის დაავადების სამკურნალო მედიკამენტები);
თუ პაციენტი მკურნალობს სიმპათომიმეტური მედიკამენტებით (მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ასთმის სამკურნალოდ ან მედიკამენტები, რომლებიც აჩქარებენ გულისცემის სიხშირეს);
თუ პაციენტი მკურნალობს ბეტა-ბლოკატორებით (საგულე მედიკამენტები ან მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება არტერიების დაავადებების დროს) (იხ: სხვა მედიკამენტები და ნორმოგრიპი ფორტე გრანულები შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებლად);
თუ პაციენტს აღენიშნება გლაუკომა (თვალშიდა წნევის მომატება);
14 წლამდე ასაკის ბავშვებში დაუშვებელია მედიკამენტის გამოყენება პარაცეტამოლის დოზის გამო.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
ნორმოგრიპი ფორტე გრანულები შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებლად მიღებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
მედიკამენტის მიღებამდე პაციენტებმა ექიმთან კონსულტაცია უნდა გაიარონ შემდეგ შემთხვევებში:
თირკმლის, ღვიძლის, გულის ან ფილტვების დაავადებების მქონე პაციენტებმა და ანემიის მქონე პაციენტებმა;
ასთმის მქონე პაციენტებმა, რომლებიც მგრძნობიარეები არიან აცეტილსალიცილის მჟავის მიმართ;
პაციენტებმა, რომლებიც მგრძნობიარეები (ალერგიულები) არიან რომელიმე ანტიჰისტამინური პრეპარატის მიმართ, რადგან შეიძლება მგრძნობიარეები იყვნენ სხვა ანტიჰისტამინების (როგორიცაა ქლორფენამინი) მიმართ;
პაციენტებმა, რომლებიც იტარებენ მკურნალობას პროსტატის ჰიპერტროფიის, ბრონქული ასთმის, ბრადიკარდიის, ჰიპოტენზიის, ცერებრული არტერიოსკლეროზის, პანკრეასის ანთების (პანკრეატიტის), საჭმლის მომნელებელი ტრაქტის წყლულის (სტენოზური პეპტიკური წყლული), დუოდენური პილორული ობსტრუქციის (კუჭსა და ნაწლავებს შორის), ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების, პაციენტებმა, რომლებიც მგრძნოიარეები არიან ზოგიერთი მედიკამენტის სედაციური ეფექტების მიმართ;
თუ პაციენტი იტარებს მკურნალობს ტრიციკლური ანტიდეპრესანტებით ან მსგავსი ეფექტების მქონე მედიკამენტებით და აღენიშნება კუჭ-ნაწლავის პრობლემები, უნდა შეწყვიტოს მედიკამენტის მიღება და დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს, რადგან შეიძლება განვითარდეს პარალიზური ილეუსი (ნაწლავის ნაწილის ნორმალური მოტორიკის შეწყვეტა).
თუ პაციენტს აღენიშნება გლუკოზა-6-ფოსფატ დეჰიდროგენაზას (G6PD) დეფიციტი (შეიძლება გამოიწვიოს ჰემოლიზური ანემია).
ნორმოგრიპი ფორტე გრანულებით შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებლად მკურნალობის დროს ექიმს უნდა ეცნობოს:
თუ პაციენტს აღენიშნება მძიმე დაავადება, მათ შორის თირკმლის მძიმე დაზიანება ან სეფსისი (ბაქტერიები და მათი ტოქსინები ცირკულირებენ სისხლში და იწვევენ ორგანოების დაზიანებას), ან აქვს კვების დეფიციტი, ქრონიკული ალკოჰოლიზმი ან ასევე იღებს ფლუკლოქსაცილინს (ანტიბიოტიკს). სერიოზული მდგომარეობა, მეტაბოლური აციდოზი (სისხლისა და სითხეების დარღვევა), აღწერილ იქნა ასეთი შემთხვევების დროს პაციენტებში, როცა პარაცეტამოლი რეგულარულად მიიღებოდა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ან როცა პარაცეტამოლი მიიღებოდა ფლუკლოქსაცილინთან ერთად. მეტაბოლური აციდოზის სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს სუნთქვის სერიოზულ გაძნელებას ღრმა სწრაფი სუნთქვით, გაბრუებას, გულისრევასა და ღებინებას.
ქრონიკული ალკოჰოლიზმით დაავადებულმა პაციენტებმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ, რათა არ მიიღონ 2 გ პარაცეტამოლზე (3 საშეტი) მეტი.
დაუშვებელია მედიკამენტის იმაზე მეტი რაოდენობით მიღება, რაც რეკომენდებულია მე-3 პარაგრაფში (ნორმოგრიპი ფორტე გრანულები შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებლად მიღების წესი).
თავიდან უნდა იქნეს აცილებული მედიკამენტის მიღება პარაცეტამოლის შემცველ სხვა მედიკამენტებთან ერთად,, როგორიცაა გაციებისა და გრიპის სამკურნალო მედიკამენტები, რადგან მაღალმა დოზებმა შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის დაზიანება. ექიმთან კონსულტაციის გარეშე არ უნდა იქნეს მიღებულ პარაცეტამოლის შემცველ ერთ მედიკამენტზე მეტი.
ბავშვები და მოზარდები
მედიკამენტში პარაცეტამოლის რაოდენობის გამო 14 წლამდე ასაკის ბავშვებში ეს მედიკამენტი არ ინიშნება.
ანალიზებზე გავლენა:
თუ პაციენტს ესაჭიროება ლაბორატორიული ანალიზების აღება (მათ შორის სისხლის, შარდის და ა.შ.), ექიმს უნდა აცნობოს, რომ იღებს ამ მედიკამენტს, რადგან შეიძლება შეიცვალოს ამ ანალიზების შედეგები.
ქლორფენამინმა შეიძლება გავლენა იქონიოს ალერგიის ტესტებზე. თუ პაციენტი გეგმავს ალერგიის ტესტის ჩატარებას, რეკომენდებულია შეწყვიტოს მედიკამენტის მიღება ანალიზამდე მინიმუმ 3 დღით ადრე.
სხვა მედიკამენტები და ნორმოგრიპი ფორტე გრანულები შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებლად
მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს, ახლო წარსულში იღებდა ან აპირებს მიიღოს ნებისმიერი სხვა მედიკამენტს.
ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ პაციენტი იღებს ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტებს, რადგან შეიძლება საჭირო გახდეს რომელიმე მათგანის დოზის ცვლილება ან მათი მიღება უნდა მოხდეს განცალკევებულად, არაუმცირეს 15 დღის შემდეგ, ან უნდა შეწყდეს მკურნალობა.
ეპილეფსიის სამკურნალო მედიკამენტები: ანტიეპილეფსიური მედიკამენტები (ლამოტრიჯინი, ფენიტოინი ან სხვა ჰიდანტოინები, ფენობარბიტალი, მეთილფენობარბიტალი, პრიმიდონი, კარბამაზეპინი);
ტუბერკულოზის სამკურნალო მედიკამენტები (იზონიაზიდი, რიფამპიცინი);
კრუნჩხვების ან დეპრესიის სამკურნალო მედიკამენტები (ბარბიტურატები), გამოიყენება საძილე, სედაციური და ანტიკონვულსანტური საშუალებების სახით;
მედიკამენტები, რომლებიც ახდენენ სისხლის თრომბოზის პრევენციას: პერორალური ანტიკოაგულანტები (აცენოკუმაროლი, ვარფარინი);
შარდვის გამაძლიერებელი მედიკამენტები (მარყუჟოვანი დიურეტიკები, როგორიცაა ფუროსემიდის ჯგუფის ან სხვა დიურეტიკები) და სხვა შარდმდენები, რომლებიც იწვევენ კალიუმის დაკრგვას (გამოიყენება ჰიპერტენზიის ან სხვა მდგომარეობის სამკურნალოდ);
მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება გულისრევისა და ღებინების პრევენციისათვის (მეტოკლოპრამიდი და დომპერიდონი);
მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება პოდაგრის სამკურნალოდ (პრობენეციდი და სულფინპირაზონი);
მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის (ჰიპერტენზიის) და გულის რითმის დარღვევების (არითმიის) სამკურნალოდ (პროპრანოლოლი);
მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ქოლესტერინის მაღალი დონის დასაქვეითებლად (ქოლესტირამინი);
მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება დეპრესიის, პარკინსონის დაავადების ან სხვა დაავადებების სამკურნალოდ (მონოამინის ოქსიდაზის ინჰიბიტორები (მაოი)). ნორმოგრიპი ფორტეს გრანულები შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებლად მიღება უნდა მოხდეს განცალკევებულად, მკურნალობის შეწყვეტიდან არაუმცირეს 15 დღის შემდეგ;
მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება შაკიკის სამკურნალოდ; მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება მშობიარობის დროს; მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება არტერიული წნევის ან სხვა დაავადებების სამკურნალოდ (ალფა-ადრენერგული ბლოკატორები);
ალფა და ბეტა-ადრენერგული ბლოკატორები, როგორიცაა ლაბეტალოლი და კარვედილოლი (გამოიყენება გულის ან არტერიების დაავადების დროს);
დეპრესიის სამკურნალო მედიკამენტები (ტრიციკლური და ტეტრაციკლური ანტიდეპრესანტები);
ზოგადი საანესთეზიო საშუალებები;
ანტიჰიპერტენზიული საშუალებები (აქვეითებენ არტერიულ წნევას);
მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება გულის სამკურნალოდ, როგორიცაა საგულე გლიკოზიდები და ანტიარითმიული პრეპარატები;
თიროიდული ჰორმონების შემცველი მედიკამენტები (გამოიყენება ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების დროს);
მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება გულის ან საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებების დროს (ატროპინის სულფატი);
მედიკამენტები, რომლებიც იწვევენ ცენტრალური ნერვული სისტემის დეპრესიას (მაგ.: უძილობის ან შფოთვის დროს გამოყენებული მედიკამენტები);
ოტოტოქსიკური მედიკამენტები (გვერდითი მოვლენის სახით იწვევენ ყურის დაზიანებას);
ფოტომასენსიბილიზირებელი მედიკამენტები (გვერდითი მოვლენის სახით იწვევენ სინათლეზე ალერგიას).
ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს:
ფლუკლოქსაცილინს (ანტიბიოტიკი), სისხლისა და სითხეების დარღვევების სერიოზული რისკის გამო (ე.წ. მეტაბოლური აციდოზი), რაც საჭიროებს გადაუდებელ მკურნალობას (იხ. პარაგრაფი 2).
ნორმოგრიპი ფორტეს გრანულები შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებლად მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
დაუშვებელია ალკოჰოლის მიღება ამ მედიკამენტით მკურნალობის დროს, რადგან ალკოჰოლმა შეიძლება გაზარდოს მედიკამენტის გვერდითი მოვლენები.
გარდა ამისა, პარაცეტამოლის შემცველი მედიკამენტების მიღებამ იმ პაციენტებში, რომლებიც ჩვეულებრივ იღებენ ალკოჰოლს (3 ან მეტი ალკოჰოლური სასმელი: ლუდი, ღვინო, ლიქიორი და ა.შ. ყოველდღე), შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის დაზიანება.
ქრონიკული ალკოჰოლიზმით დაავადებულმა პაციენტებმა უნდა გამოიჩინონ სიფრთხილე, რათა არ მიიღონ 2 გ პარაცეტამოლზე მეტი დღეში (3 საშეტი), რომელიც გაყოფილი უნდა იქნეს რამდენიმე მიღებად.
მედიკამენტის მიღება შეიძლება როგორც საკვებთან ერთად, ისე კვებისგან დამოუკიდებლად.
ორსულობა, ძუძუთი კვება და რეპროდუქციული უნარი
ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს, შესაძლო ორსულობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში, ამ მედიკამენტის მიღებამდე, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია,
დაუშვებელია მედიკამენტის მიღება ორსულობის დროს, თუ არ არის აბსოლუტური საჭიროება.
დაუშვებელია მედიკამენტის მიღება ძუძუთი კვების დროს, რადგან შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები ბავშვზე.
ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა
მედიკამენტმა შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა მენტალურ და/ან ფსიქიკურ უნარებზე გავლენოს გამო. თუ პაციენტს აღენიშნება ეს ეფექტები, თავიდან უნდა იქნეს აცილებული ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვა.
ნორმოგრიპი ფორტე გრანულები შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებლად შეიცავს ნარინჯისფერ-ყვითელ საღებავს (sunset yellow FCF (E-110)), ასპარტამს, გლუკოზასა და ნატრიუმს
ამ მედიკამენტმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები, რადგან შეიცავს ნარინჯისფერ–ყვითელ საღებავს (sunset yellow FCF (E-110)).
ეს მედიკამენტი შეიცავს 30 მგ ასპარტამს თითოეულ საშეტში. ასპარტამი წარმოადგენს ფენილალანინის წყაროს. ის შეიზლება საზიანო იყოს ფენიკეტონურიის (ფკუ), იშვიათი გენეტიკური დაავადება, რომლის დროსაც ფენილალანინინი გროვდება ორგანიზმში, რადგან არ შეუძლია მისი სათანადოდ მოცილება.
ეს მედიკამენტი შეიცავს გლუკოზას. თუ პაციენტს დადგენილი აქვს რომელიმე შაქრის აუტანლობა, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის მიღებამდე.
შეიძლება საზიანო იყოს კბილებისათვის.
ეს მედიკამენტი შეიცავს 23 მგ-ზე (1 მმოლი) ნატრიუმს ერთ საშეტში, რაც ნიშნავს, რომ ფაქტობრივად „თავისუფალია ნატრიუმისაგან“.
ნორმოგრიპი ფორტეს გრანულები შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებლად მიღების წესი
მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა, თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული.
დოზირება
მოზრდილები: რეკომენდებული დოზაა 1 საშეტი ყოველ 6-8 საათში (3-4 საშეტი დღეში).
დაუშვებელია 24 საათში 3 გ პარაცეტამოლზე მეტის მიღება.
მოზარდები 14 წლის ასაკიდან: რეკომენდებული დოზაა 1 საშეტი ყოველ 6-8 საათში (3-4 საშეტი დღეში).
ღვიძლის დაზიანების მქონე პაციენტები: ღვიძლის უკმარისობის შემთხვევაში დაუშვებელია 2 გ პარაცეტამოლზე (3 საშეტი დღეში) მიღება და დოზებს შორის მინიმალური ინტერვალი უნდა იყოს 8 საათი.
თირკმლის დაზიანების მქონე პაციენტები: ეს მედიკამენტი არ არის ნაჩვენები თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, პარაცეტამოლის დოზის გამო.
(იხ. პარაგრაფი 2 „რა უნდა იცოდეს პაციენტმა ამ მედიკამენტის მიღებამდე“).
პარაცეტამოლის მაღალი დღიური დოზების მიღება არ უნდა მოხდეს ხანგრძლივად, რადგან იზრდება გვერდითი მოვლენების რისკი, როგორიცაა ღვიძლის დაზიანება.
14 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენება:
14 წლამდე ასაკის ბავშვებმა არ უნდა მიიღონ ეს მედიკამენტი მასში პარაცეტამოლის რაოდენობის გამო.
ხანდაზმულ პაციენტებში გამოყენება:
ხანდაზმულებმა არ უნდა მიიღონ ეს მედიკამენტი ექიმთან კონსულტაციის გარეშე, რადგან განსაკუთრებით შეიძლება განვითარდეს ზოგიერთი გვერდითი მოვლენა, როგორიცაა შენელებული გულისცემა (ბრადიკარდია) ან გულის წუთმოცულობის შემცირება ფენილეფრინისა და ქლორფენამინის შემცველობის გამო. ასევე, უფრო მოსალოდნელია განვითარდეს ისეთი გვერდითი ეფექტები, როგორიცაა: თავბრუსხვევა, ძილიანობა, ცნობიერების დაბინდვა, ჰიპოტენზია ან აგზნება და შეიძლება უფრო მგრძნობიარეები იყვნენ ისეთი ეფექტების მიმართ, როგორიცაა პირის სიმშრალე და შარდის შეკავება.
მიღების მეთოდი
მედიკამენტი განკუთვნილია შიგნით მისაღებად.
საშეტის შიგთავსი უნდა ჩაიყაროს დაახლოებით ნახევარ ჭიქა წყალში, მოერიოს და დაილიოს.
მკურნალობის ხანგრძლივობა:
ეს მედიკამენტი გამოიყენება სიმპტომების არსებობის დროს. მკურნალობა უნდა შეწყდეს, თუ სიმპტომები ქრება.
თუ ტკივილი გრძელდება 5 დღეზე მეტხანს, ცხელება - 3 დღეზე მეტხანს ან ტკივილი ან ცხელება უარესდება, ან ვლინდება სხვა სიმპტომები, უნდა შეწყდეს მკურნალობა და საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
ნორმოგრიპი ფორტეს გრანულები შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებლად დოზის გადაჭარბებისას
დოზის გადაჭარბებისას. საჭიროა სამედიცინო ცენტრში დაუყოვნებლივ მიმართვა, სიმპტომების არარსებობის მიუხედავად, რადგან ხშირად ძლიერი ინტოქსიკაციის დროსაც სიმპტომები არ ვლინდება დოზის გადაჭარბებიდან 3 დღემდე.
დოზის გადაჭარბების სიმპტომები შეიძლება იყოს: თავბრუსხვევა, ღებინება, მადის დაკარგვა, კანისა და თვალების გაყვითლება (სიყვითლე) და მუცლის ტკივილი. შფოთვა, შიში, აგზნება, თავის ტკივილი (რომელიც შეიძლება მაღალი არტერიული წნევის სიმპტომი იყოს), კონვულსიები, უძილობა (ან უკიდურესი ძილიანობა), მოუხერხებელი მოძრაობა, გულისწასვლის შეგრძნება, ბარბაცი, ცნობიერების დაბინდვა, გაღიზიანებადობა, ტრემორი, ანორექსია, ფსიქოზი ჰალუცინაციებით (განსაკუთრებით, ბავშვებში). პირის, ცხვირის ან ხახის სიმშრალე. ეფექტები, როგორიცაა მაღალი არტერიული წნევა, არითმია (სწრაფი ან არარეგულარული გულისცემა), გულის ფრიალი, შარდვის გამოყოფის შემცირება. მეტაბოლური აციდოზი (სისხლში ტუტიანობის დაქვეითება), სისხლის პლაზმის შემცირება (სისხლის მოცულობის შემცირება) შეიძლება განვითარდეს ხანგრძლივად გამოყენებისას. დოზის გადაჭარბებამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს სისხლის შედედების დარღვევები (სისხლის თრომბები და სისხლდენა).
დოზის გადაჭარბების მკურნალობა უფრო ეფექტიანია, თუ იწყება მედიკამენტის დოზის გადაჭარბებიდან 4 საათის განმავლობაში.
პაციენტები, რომლებიც მკურნალობენ ბარბიტურატებით ან არიან ქრონიკული ალკოჰოლზმით დაავადებულები, უფრო მგრძნობიარეები არიან პარაცეტამოლის დოზის გადაჭარბების ტოქსიკურობის მიმართ.
დოზის გადაჭარბებისას ან შემთხვევით მიღებისას საჭიროა დაუყოვნებლივ მიმართვა სამედიცინო დაწესებულებაში ან ტოქსიკოლოგიის საინფორმაციო სამსახურში დარეკვა (ესპანეთის ტელ.: 91 562 04 20), მედიკამენტის სახელწოდებისა და მიღებული რაოდენობის მითითებით.
შესაძლო გვერდითი მოვლენები
სხვა მედიკამენტების მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შესაძლებელია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენები, რომელთა სიხშირე არ არის ზუსტად დადგენილი, აღინიშნა პარაცეტამოლის, ფენილეფრინისა და ქლორფენამინის მიღებისას:
ხშირი გვერდითი მოვლენები:
სუსტი გაბრუება, თავბრუსხვევა, კუნთების სისუსტე: ეს გვერდითი მოვლენები შეიძლება გაქრეს მკურნალობის 2-3 დღის შემდეგ. სახის მოძრაობის გაძნელება, უხერხული მოძრაობა, ტრემორი, მგრძნობელობის დარღვევები და ჩხვლეტის შეგრძნება, პირის სიმშრალე, მადის დაკარგვა, გემოს ან ყნოსვის ცვლილება, კუჭ-ნაწლავის დისკომფორტი (რომელიც შეიძლება შემცირდეს, თუ წამლის მიღება ხდება საკვებთან ერთად), გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, ყაბზობა, კუჭის ტკივილი, შარდის შეკავება, ცხვირისა და ხახის სიმშრალე, ლორწოს გასქელება, ოფლიანობა, მხედველობის დაბინდვა ან მხედველობის სხვა დარღვევები.
იშვიათი გვერდითი მოვლენები:
დისკომფორტი, არტერიული წნევის დაქვეითება (ჰიპოტენზია) და ტრანსამინაზების დონის მომატება სისხლში. მიოკარდიუმის ინფარქტი, პარკუჭოვანი არითმია (არარეგულარული გულისცემა), ფილტვის შეშუპება (ფილტვებში სითხის მოცულობის გაზრდა) და თავის ტვინში სისხლდენა (მაღალი დოზების მიღებისას ან მგრძნობიარე პაციენტებში).
ნერვული აგზნება (ძირითადად მაღალი დოზების მიღებისას და უფრო ხშირად ხანდაზმულებსა და ბავშვებში), რომელიც შეიძლება მოიცავდეს ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა: მოუსვენრობა, უძილობა, ნევროზულობა და კრუნჩხვებიც. სხვა გვერდითი მოვლენები შეიძლება აღინიშნოს არახშირად: მკერდში მოჭერის შეგრძნება, ფილტვებში ხიხინი, სწრაფი ან არარეგულარული გულისცემა (ძირითადად დოზის გადაჭარბებისას), ღვიძლის დარღვევები (შეიძლება გამოვლინდეს კუჭის ან მუცლის ტკივილით, მუქი შარდით ან სხვა სიმპტომებით), ალერგიული რექცია, ძლიერი ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები (ხველა, ყლაპვის გაძნელება, სწრაფი გულისცემა, ქავილი, ქუთუთოების ან თვალის უპეების, სახის, ენის შეშუპება, სუნთქვის გაძნელება, და ა.შ.), ფოტომგრძნობელობა (მზის სხივების მიმართ მგრძნობელობა), ჯვარედინი მგრძნობელობა (ალერგია) მედიკამენტების მიმართ, რომლებიც დაკავშირებულია ქლორფენამინთან. სისხლის ცვლილებები (სისხლის ანალიზის ფორმულის ცვლილებები, როგორიცაა: აგრანულოციტოზი, ლეიკოპენია, აპლაზიური ანემია, თრომბოციტოპენია) სიმპტომებთან ერთად, როგორიცაა: უჩვეულო სისხლდენა, ყელის ტკივილი ან დაღლილობა; არტერიული წნევის დაქვეითება ან გაზრდა, შეშუპება (შესივება), სმენის დარღვევები, იმპოტენცია, მენსტრუალური დარღვევები.
ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები:
თირკმლის დაავადებები, შემღვრეული შარდი, ალერგიული დერმატიტი (გამონაყარი კანზე), სიყვითლე (კანის გაყვითლება), სისხლის ცვლილებები (ნეიტროპენია, ჰემოლიზური ანემია) და ჰიპოგლიკემია (სისხლში შაქრის დონის დაქვეითება).
კანის მძიმე რექციები აღინიშნა ძალიან იშვიათად.
პარაცეტამოლმა შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის დაზიანება მაღალი დოზებით მიღებისას ან გახანგრძლივებული მკურნალობისას.
გვერდითი მოვლენები, რომელთა გამოვლინების სიხშირე უცნობია:
შფოთვა, გაღიზიანებადობა, სისუსტე, არტერიული წნევის მომატება (ჰიპერტენზია, ზოგადად, მაღალი დოზებით მიღებისას და მგრძნობიარე პაციენტებში), თავის ტკივილი (მაღალი დოზების მიღებისას და შეიძლება იყოს ჰიპერტენზიის სიმპტომი), ძალიან შენელებული გულისცემა (მძიმე ბრადიკარდია), სისხლძარღვების შევიწროება (პერიფერიული ვაზოკონსტრიქცია), გულის მუშაობის დაქვეითება, განსაკუთრებით, ხანდაზმულებშა და ცერებრული ან კორონარული ცირკულაციის დარღვევის მქონე პაციენტებში, გულის დაავადების შესაძლო განვითარება ან მისი აგრავაცია, შარდის შეკავება, სიფერმკრთალე, თმების მტვრევადობა, სისხლში შაქრის დონის მომატება (ჰიპერგლიკემია), სისხლში კალიუმის დონის დაქვეითება, მეტაბოლური აციდოზი (მეტაბოლიზმის ცვლილება), კიდურების გაცივება (ფეხებისა და ხელების), ალები, გულისწასვლის შეგრძნება (ჰიპოტენზია). მაღალმა დოზებმა შეიძლება გამოიწვიოს: ღებინება, გულის ფრიალი, ფსიქოზები ჰალუცინაციებით; სისხლის მოცულობის დაქვეითება შეიძლება განვითარდეს ხანგრძლივი გამოყენებისას. სერიოზული მდგომარეობა, რომლის დროსაც იმატებს სისხლის მჟავიანობა (მეტაბოლური აციდოზი), მძიმედ დაავადებულ პაციენტებში პარაცეტამოლის გამოყენებისას (იხ. პარაგრაფი 2).
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით ეფექტებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
თუ გამოვლინდება რომელიმე გვერდითი მოვლენა, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით ეფექტებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია ესპანეთის ადამიანისათვის განკუთვნილი სამკურნალო პროდუქტების ფარმაკოზედამხედევლობის სისტემის საშუალებით: www.noificaram.es
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.
ნორმოგრიპი ფორტეს გრანულები შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებლად შენახვის წესი
მედიკამენტი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
მედიკამენტი არ საჭიროებს სენახვის სპეციალურ პირობებს.
დაუშვებელია მედიკამენტის გამოყენება კონტეინერსა და ბლისტერზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან სახლის ნაგავში. გამოუყენებელი მედიკამენტებისა და კონტეინერების გადაგდება უნდა მოხდეს აფთიაქში განთავსებულ სიგრე სიმბოლოთი აღნიშნულ ადგილებში. თუ მომხმარებელი არ არის დარწმუნებული, არასაჭირო პრეპარატისა და კონტეინერის გადაგდების შესახებ ინფორმაციის მისაღებად უნდა მიმართოს ფარმაცევტს. აღნიშნული ზომები ემსახურება გარემოს დაცვას.
შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს ნორმოგრიპი ფორტე გრანულები შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებლად
აქტიური ნივთიერებებია: 650 მგ პარაცეტამოლი, 10 მგ ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი (ექვივალენტურია 8.21 მგ ფენილეფრინის) და 4 მგ ქლორფენამინის მალეატი (ექვივალენტურია 2.8 მგ ქლორფენამინის).
სხვა დამხმარე ნივთიერებებია: ნატრიუმის საქარინი (E-954), მანიტოლი, ფორთოხლის არომატი (შეიცავს გლუკოზას სიმინდიდან მიღებულ მალტოდექსტრინში და სხვა დამხმარე ნივთიერებებს, ნარინჯისფერ-ყვითელი საღებავი (sunset yellow FCF) (E--110), პოვიდონი (E-1201 და ასპარტამი (E-951).
ნორმოგრიპი ფორტეს გრანულები შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებლად გამოშვების ფორმა და შეფუთვის შემცველობა
ნორმოგრიპი ფორტე გრანულები შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებლად მოწოდებულია საშეტებით. თითოეული საშეტი შეიცავს თეთრ ან მოთეთრო ფერის გრანულებს ფორთოხლისფერი ლაქებით.
ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
LABORATORIOS NORMON, S.A.
Ronda de Valdecarrizo, 6-28760 Tres Cantos - Madrid (SPAIN)
ლაბორატორიოს ნორმონ, ს.ა.
რონდა დე ვალდეკარიზო, 6-28760 ტრეს კანტოს - მადრიდი (ესპანეთი)
ინსტრუქციის შესწორების უკანასკნელი თარიღია: 2025 წლის თებერვალი
ინფორმაციის სხვა წყაროები:
დეტალური ინფორმაცია მედიკამენტის შესახებ ხელმისაწვდომია ესპანეთის წამლებისა და სამედიცინო მოწყობილობების (AEMPS) ვებგვერდზე: http://www.aemps.gob.es
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.




