- თვალის ჰიპერტენზია; - ქრონიკული ღიაკუთხიანი გლაუკომა.
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- თიმოლოლი (timolol)
- ფორმა და შეფუთვა
- 0,5% (5მგ/მლ) 5მლ თვალის წვეთები, ხსნარი დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენის საწვეთურიანი ფლაკონი №1
- მწარმოებელი
- WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S., თურქეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ოფთალმოლოგიური საშუალებები, ბეტა ბლოკატორები
- ATC კოდი
- S01ED01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-035061
- რეგისტრირებულია
- 21 აპრილი 2022, მოქმედებს 21 აპრილი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S. (თურქეთი)
- განმცხადებელი
- შპს „გლობალფარმი“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ნორმატინი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
- თვალის ჰიპერტენზია;
- ქრონიკული ღიაკუთხიანი გლაუკომა.
მიღების წესი და დოზირება
მკურნალობის დაწყება რეკომენდებულია თიმოლოლის 0,25% ხსნარის 1 წვეთით დაზიანებულ თვალში დღე-ღამეში 2-ჯერ ჩაწვეთებით. თერაპიის არასაკმარისი ეფექტურობის შემთხვევაში გამოიყენება თიმოლოლის 0,5%-იანი ხსნარი, 1 წვეთი დაზიანებულ თვალში 2-ჯერ დღე-ღამეში.
სისტემურ მიმოქცევაში პრეპარატის შეღწევის თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია თვალის შიდა კუთხეში საცრემლე ტომარაზე დაჭერა (საცრემლე არხის ოკლუზია) ან ქუთუთოების დახურვა ჩაწვეთებიდან 2 წუთის განმავლობაში, რამაც შეიძლება შეამციროს სისტემური არასასურველი რეაქციების სიმძიმე და გააძლიეროს ადგილობრივი ეფექტი.
პაციენტთა მცირე ნაწილში კლინიკური ეფექტი შეიძლება აღინიშნოს თიმოლოლის 0,1%-იანი ხსნარის 1 წვეთის ჩაწვეთებისას დაზიანებულ თვალში 2-ჯერ დღეში. თუ ზემოაღნიშნული თერაპია საკმარისად ეფექტური არ არის, გამოყენებული უნდა იყოს თიმოლოლის 0,25%-იანი ხსნარის 1 წვეთი დაზიანებულ თვალში 2-ჯერ დღეში.
საჭიროების შემთხვევაში, ნორმატინი შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვა პრეპარატებთან ერთად თვალის შიდა წნევის შესამცირებლად (ადგილობრივი და/ან სისტემური გამოყენებისთვის). არ არის რეკომენდებული β-ბლოკატორების შემცველი ორი ადგილობრივი პრეპარატის გამოყენება.
ადგილობრივი გამოყენების სხვა პრეპარატების ჩაწვეთება უნდა მოხდეს ნორმატინის გამოყენებამდე მინიმუმ 15 წუთით ადრე.
ვინაიდან კლინიკური ეფექტი ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება შეინიშნოს ნორმატინის გამოყენების რამდენიმე კვირის შემდეგ, თერაპიის შეფასება უნდა მოიცავდეს თვალშიდა წნევის გაზომვას მკურნალობის დაწყებიდან დაახლოებით ოთხი კვირის შემდეგ.
ზოგიერთ შემთხვევაში, თვალშიდა წნევის ნორმალიზებისას, პრეპარატის დოზა შეიძლება შემცირდეს 1 წვეთამდე დღეში ერთხელ.
თიმოლოლით თერაპიაზე გადასვლა
თიმოლოლით თერაპიაზე გადასვლისას თვალშიდა წნევის დამწევი წინა ადგილობრივი პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს თერაპიის სრული დღის შემდეგ და მეორე დღეს უნდა დაიწყოს მკურნალობა 0,25% თიმოლოლის ხსნარით 1 წვეთი დაზიანებულ თვალში 2-ჯერ დღეში. მკურნალობის არასაკმარისი ეფექტურობის შემთხვევაში გამოიყენება თიმოლოლის 0,5%-იანი ხსნარი, 1 წვეთი დაზიანებულ თვალში 2-ჯერ დღეში.
თიმოლოლით მკურნალობაზე პაციენტის გადაყვანისას თვალშიდა წნევის შესამცირებელი პრეპარატის კომბინირებული თერაპიიდან, საწყის ეტაპზე აუცილებელია შეწყდეს კომბინაციის მხოლოდ ერთი კომპონენტის გამოყენება.
ადგილობრივი მიოტიკური პრეპარატებით თერაპიიდან თიმოლოლით მკურნალობაზე გადასვლისას შესაძლოა საჭირო გახდეს თვალის რეფრაქციული კვლევის ჩატარება მიოზური საშუალებების ეფექტის გაქრობის შემდეგ.
თიმოლოლით თერაპიაზე გადაყვანისას აუცილებელია თვალშიდა წნევის კონტროლი, განსაკუთრებით მკურნალობის საწყის ეტაპზე.
ბავშვები
ამჟამად ხელმისაწვდომი შეზღუდული მონაცემების საფუძველზე, თიმოლოლი შეიძლება გამოყენებული იყოს, როგორც დროებითი თერაპია პირველადი თანდაყოლილი ან იუვენილური გლაუკომისთვის ქირურგიულ ჩარევამდე ან თუ ოპერაცია წარუმატებელია ალტერნატიული თერაპიის არჩევამდე.
სარგებელი/რისკის თანაფარდობა გულდასმით უნდა შეფასდეს ბავშვებში თიმოლოლით თერაპიის განხილვისას. თიმოლოლით მკურნალობის დაწყებამდე უნდა მოხდეს დეტალური ანამნეზის შეკრება და ჩატარდეს შესაბამისი გამოკვლევა სისტემური დაავადებების გამოსავლენად.
არ არსებობს რეკომენდაციები ბავშვებში თიმოლოლის დოზირების შესახებ (კლინიკური მონაცემები პრეპარატის გამოყენების შესახებ ბავშვებში შეზღუდულია). თუმცა, თუ მოსალოდნელი სარგებელი აჭარბებს პოტენციურ რისკს, რეკომენდებულია თიმოლოლის ხსნარის ყველაზე დაბალი კონცენტრაციის გამოყენება მხოლოდ დღეში ერთხელ. თუ მკურნალობა საკმარისად ეფექტური არ არის, უნდა განიხილებოდეს პრეპარატის დოზის გაზრდა დაზიანებულ თვალში მაქსიმუმ 2 წვეთამდე დღეში. პრეპარატის დოზირებისას 2-ჯერ დღეში, სასურველია 12-საათიანი ინტერვალის დაცვა ინსტილაციებს შორის. გარდა ამისა, ბავშვები, განსაკუთრებით ახალშობილები, უნდა იმყოფებოდნენ მჭიდრო სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ პრეპარატის პირველი ჩაწვეთებიდან 1-2 საათის განმავლობაში, ხოლო არასასურველი რეაქციები თვალების მხრივ და სისტემური არასასურველი რეაქციები ფრთხილად უნდა გაკონტროლდეს ქირურგიულ ჩარევამდე.
ბავშვებში კლინიკური ეფექტი შეიძლება აღინიშნოს თიმოლოლის 0,1%-იანი ხსნარის გამოყენებისას.
გამოყენების წესი:
პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ ადგილობრივი გამოყენებისათვის ოფთალმოლოგიაში.
არასასურველი რეაქციების განვითარების თავიდან ასაცილებლად საჭიროა პრეპარატის მხოლოდ თითო წვეთის ჩაწვეთება.
β-ბლოკატორის სისტემურ სისხილის ნაკადში მოხვედრის თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია თვალის შიდა კუთხეში საცრემლე ტომარაზე დაჭერა (საცრემლე სადინრის ოკლუზია) ან ქუთუთოების დახურვა დიდი ხნით (3-5 წუთი) ჩაწვეთებისთანავე.
პაციენტებს უნდა მიეწოდოთ ინფორმაცია, რომ თავიდან უნდა იქნას აცილებული საწვეთურის წვერის კონტაქტი თვალებთან ან მიმდებარე ქსოვილებთან. ოფთალმოლოგიური პრეპარატის არასათანადო მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს ხსნარის დაბინძურება მიკროორგანიზმებით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თვალის ინფექციები, რამაც თავის მხრივ შეიძლება გამოიწვიოს თვალის მძიმე დაზიანება, მხედველობის დაკარგვის ჩათვლით.
პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია
არ გამოიყენოთ პრეპარატი, თუ არ არის ან დაზიანებულია დამცავი რგოლი. ფლაკონის პირველად გახსნისას ამოიღეთ დამცავი რგოლი.
- პრეპარატის გამოყენებამდე ხელები კარგად დაიბანეთ.
- მოხსენით ფლაკონს თავსახური (მოერიდეთ საწვეთურის წვერის კონტაქტს თითებთან, თვალებთან ან მიმდებარე ქსოვილებთან).
- დახარეთ თავი უკან, ფლაკონი ძირით მაღლა დაიჭირეთ თვალის ზემოთ.
- ქვედა ქუთუთო ჩამოწიეთ ქვემოთ და აიხედეთ ზემოთ. ფრთხილად მოუჭირეთ ფლაკონს, რათა ხსნარის 1 წვეთი ჩააწვეთოთ ქვედა ქუთუთოსა და თვალს შორის არსებულ სივრცეში.
- თითით დააწექით თვალის შიდა კუთხეს ცხვირთან ახლოს (საცრემლე სადინრების ოკლუზია) ან დახუჭეთ ქუთუთოები 2 წუთის განმავლობაში (პრეპარატის სისტემურ სისხლის ნაკადში შეღწევის პრევენცია).
- გაიმეორეთ პროცედურა მეორე თვალში (საჭიროების შემთხვევაში).
- დაახურეთ ფლაკონს თავსახური.
უკუჩვენებები
პრეპარატის გამოყენებისას აუცილებელია სისტემური გამოყენების β-ბლოკატორების უკუჩვენებების გათვალისწინება, თუმცა, გამონაკლის შემთხვევებში, აღინიშნება სისტემური არასასურველი რეაქციები β-ბლოკატორების ადგილობრივი გამოყენებისას:
- ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ნივთიერებისა და დამხმარე ნივთიერებების მიმართ;
- ბრონქული ჰიპერრეაქტიულობასთან დაკავშირებული სასუნთქი გზების დაავადებები, მათ შორის ბრონქული ასთმა (მათ შორის ანამნეზში);
- ფილტვების მძიმე ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება;
- სინუსური ბრადიკარდია;
- სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი (სინოატრიალური ბლოკადის ჩათვლით);
- II ან III ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადა, როდესაც იმპლანტირებული არ არის გულის რითმის ხელოვნური წარმმართველი;
- გამოხატული გულის უკმარისობა;
- კარდიოგენური შოკი;
- პრინცმეტალის სტენოკარდია;
- ფეოქრომოციტომა (სათანადო მკურნალობის არარსებობის შემთხვევაში);
- არტერიული ჰიპოტენზია.
სიფრთხილის ზომები
ზოგადი მითითებები
როგორც სხვა ადგილობრივი ოფთალმოლოგიური სამკურნალო საშუალებების შემთხვევაში, თიმოლოლი შეიძლება მოხვდეს სისტემურ სისხლის მიმოქცევაში და შედეგად განვითარდეს ისეთი არასასურველი რეაქციები გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის სისტემების მხრივ, რომლებიც დამახასიათებელია β-ბლოკატორების სისტემური გამოყენებისათვის; სისტემური არასასურველი რეაქციების სიხშირე ადგილობრივი გამოყენებისას უფრო დაბალია, ვიდრე სისტემური გამოყენებისას. სისტემური აბსორბციის შემცირების შესახებ რეკომენდაციებისთვის იხილეთ პუნქტი "გამოყენების წესი და დოზები".
ხანგრძლივი გამოყენებისას შეიძლება დაქვეითდეს მგრძნობელობა თიმოლოლის მიმართ. ხანგრძლივი მკურნალობისას მიზანშეწონილია თერაპიული ეფექტის არსებობის ყოველწლიურად შემოწმება.
დარღვევები გულის მხრივ
გულ-სისხლძარღვთა დაავადებების (მაგალითად, გულის იშემიური დაავადება, პრინცმეტალის სტენოკარდია და გულის უკმარისობა) ან არტერიული ჰიპოტენზიის მქონე პაციენტებში, ბეტა-ბლოკატორებით მკურნალობის საჭიროება ყურადღებით უნდა შეფასდეს და ასევე გათვალისწინებული უნდა იყოს ალტერნატიული მედიკამენტების გამოყენება. ასეთ პაციენტებში აუცილებელია დაკვირვება გულ-სისხლძარღვთა დაავადების სიმძიმის გაზრდის ნიშნების და არასასურველი რეაქციების გამოსავლენად.
I ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადის მქონე პაციენტებში β-ბლოკატორები სიფრთხილით გამოიყენება, რადგან ისინი უარყოფითად მოქმედებენ გულის გამტარობაზე.
დარღვევები სისხლძარღვების მხრივ
პაციენტებში პერიფერიული სისხლის მიმოქცევის მძიმე დარღვევებით (მაგ., რეინოს დაავადების მძიმე ფორმები ან რეინოს სინდრომი) ნორმატინი გამოიყენება სიფრთხილით.
დარღვევები სასუნთქი სისტემის მხრივ
ბრონქული ასთმის მქონე პაციენტებში, β-ბლოკატორების შემცველი ოფთალმოლოგიური პრეპარატების გამოყენებისას აღინიშნა არასასურველი რეაქციები სასუნთქი სისტემის მხრივ, ზოგჯერ ფატალური შედეგით ბრონქოსპაზმის გამო.
ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების მსუბუქი და საშუალო სიმძიმის მქონე პაციენტებში ნორმატინი გამოიყენება სიფრთხილით და მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც მოსალოდნელი სარგებელი აღემატება პოტენციურ რისკს.
ჰიპოგლიკემია/შაქრიანი დიაბეტი
β-ბლოკატორები სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში ლაბილური შაქრიანი დიაბეტით ან სპონტანური ჰიპოგლიკემიისადმი მიდრეკილებით, რადგან β-ბლოკატორებმა შეიძლება შენიღბონ მწვავე ჰიპოგლიკემიის ნიშნები და სიმპტომები.
ჰიპერთირეოზი/თირეოტოქსიკოზი
β-ბლოკატორებმა შეიძლება შენიღბონ ჰიპერთირეოზის ზოგიერთი ნიშანი და სიმპტომი, განსაკუთრებით გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ. β-ბლოკატორებით თერაპიის უეცარ შეწყვეტას შესაძლოა თან ახლდეს დაავადების სიმპტომების სიმძიმის მატება.
სხვა β-ბლოკატორებთან ერთად მიღება
თიმოლოლის გამოყენებისას პაციენტებში, რომლებიც იღებენ სისტემური გამოყენების β-ბლოკატორებს, შეიძლება გაიზარდოს გავლენა თვალშიგა წნევაზე ან ეფექტები, რომლებიც დაკავშირებულია β-ადრენორეცეპტორების ბლოკადასთან. ასეთ პაციენტებში საჭიროა მკურნალობაზე პასუხის მონიტორინგი. რეკომენდებული არ არის β-ბლოკატორების შემცველი ორი ოფთალმოლოგიური პრეპარატის ერთდროული გამოყენება.
მიოზურ საშუალებებთან ერთად გამოყენება
დახურულკუთხიანი გლაუკომის მქონე პაციენტებში მკურნალობის მთავარი მიზანია თვალის წინა კამერის კუთხის გახსნა, ამიტომ რეკომენდებულია მიოზური საშუალებების გამოყენება გუგის შევიწროვებისთვის. თიმოლოლი პრაქტიკულად არ მოქმედებს გუგაზე. ნორმატინის გამოყენებისას მომატებული თვალშიგა წნევის შესამცირებლად პაციენტებში დახურულკუთხიანი გლაუკომით, პრეპარატი გამოიყენება მიოზურ საშუალებებთან ერთად.
ალერგიული/ანაფილაქსიური რეაქციები
β-ბლოკატორებით მკურნალობის ფონზე პაციენტებს, რომლებსაც ანამნეზში აქვთ ატოპია ან მძიმე ანაფილაქსიური რეაქციები სხვადასხვა ალერგენებზე, შეიძლება ჰქონდეთ უფრო მაღალი მგრძნობელობა ამ ალერგენების მიმართ მათთან განმეორებითი კონტაქტის დროს და შეიძლება არ გამოავლინონ პასუხი ეპინეფრინით თერაპიაზე ჩვეულებრივი დოზების გამოყენებით.
რქოვანას დაავადებები
β-ბლოკატორების შემცველი ოფთალმოლოგიური პრეპარატების გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს თვალების სიმშრალე; ნორმატინი სიფრთხილით გამოიყენება რქოვანას დაავადების მქონე პაციენტებში.
თვალის სისხლძარღვოვანი გარსის აშრევება
არსებობს თვალის სისხლძარღვოვანი გარსის აშრევების შემთხვევები ტრაბეკულექტომიის შემდეგ სამკურნალო საშუალებებით მკურნაობისას, რომლებიც ამცირებენ თვალშიგა სითხის წარმოქმნას (მაგალითად, თიმოლოლი, აცეტაზოლამიდი).
კონტაქტური ლინზები
პრეპარატის გამოყენებისას არსებობს კონტაქტური ლინზების ტარების აუტანლობის რისკი, საცრემლე სითხის სეკრეციის შემცირების გამო, რაც ჩვეულებრივ დაკავშირებულია β-ბლოკატორების გამოყენებასთან.
ანესთეზია ქირურგიული ჩარევებისას
β-ბლოკატორების შემცველმა ოფთალმოლოგიურმა პრეპარატებმა შეიძლება გაანეიტრალონ β-ადრენორეცეპტორების აგონისტების მოქმედება, როგორიცაა ეპინეფრინი. დაგეგმილ ქირურგიულ ჩარევამდე აუცილებელია ექიმ-ანესთეზიოლოგის ინფორმირება, რომ პაციენტი იღებს თიმოლოლს. იმ შემთხვევებში, როდესაც არსებობს პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტის აუცილებლობა, პაციენტი უნდა იმყოფებოდეს მკაცრი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ კატექოლამინების მიმართ მგრძნობელობის აღდგენამდე.
ზოგიერთ შემთხვევაში, β-ბლოკატორებით მკურნალობა არ უნდა შეწყდეს (მაგალითად, პაციენტებში, რომლებსაც აქვთ კორონარული სისხლის მიმოქცევის უკმარისობა, შეიძლება მიზანშეწონილი იყოს თერაპიის გაგრძელება ქირურგიულ ჩარევამდე, β-ბლოკატორების მიღების უეცარ შეწყვეტასთან დაკავშირებული რისკის გათვალისწინებით). უკიდურესი აუცილებლობისას ან პრეპარატით თერაპიის შეწყვეტის შესაძლებლობის არარასებობისას, მიიღება შესაბამისი ზომები ცთომილი ნერვის ზემოქმედების ან სხვა გართულებების თავიდან ასაცილებლად.
ექიმმა-ანესთეზიოლოგმა სიფრთხილით უნდა გამოიყენოს პრეპარატები, რომლებსაც აქვთ დამთრგუნველი ეფექტი მიოკარდიუმზე, და აუცილებელია სისხლის დანაკარგის კომპენსირება.
თიმოლოლით მკურნალობის შეწყვეტა
სისტემური β-ბლოკატორებით მკურნალობის შეწყვეტა სტენოკარდიის მქონე პაციენტებში შეიძლება ასოცირებული იყოს მძიმე არითმიის, მიოკარდიუმის ინფარქტის ან უეცარი სიკვდილის განვითარებასთან. ასეთ პაციენტებში პრეპარატის გამოყენების შეწყვეტისას დოზა თანდათან უნდა შემცირდეს.
ფეოქრომოციტომა
β-ბლოკატორების გამოყენებისას ფეოქრომოციტომით გამოწვეული არტერიული ჰიპერტენზიის სამკურნალოდ (დაავადების სათანადო მკურნალობის ჩატარებისას) საჭიროა არტერიული წნევის გულდასმითი მონიტორინგი.
ფსორიაზი
დაფიქსირდა დაავადების გამწვავების შემთხვევები β-ბლოკატორების გამოყენებისას, ამიტომ ასეთ სიტუაციებში აუცილებელია სარგებელი/რისკის თანაფარდობის გულდასმით შეფასება.
ხანდაზმული ასაკი, თირკმლის და/ან ღვიძლის უკმარისობა
რისკის ქვეშ მყოფ პაციენტებში (ხანდაზმულები, თირკმლის და/ან ღვიძლის უკმარისობით), ადგილობრივი და სისტემური გამოყენების β-ბლოკატორების გამოყენებისას ხშირად საჭიროა დოზის კორექცია.
სპორტსმენები
სპორტსმენებმა უნდა გაითვალისწინონ ის ფაქტი, რომ ნორმატინის გამოყენებისას დოპინგ კონტროლის დროს ჩატარებულმა ტესტებმა შეიძლება დადებითი შედეგი აჩვენოს.
ბავშვები
თიმოლოლი სიფრთხილით გამოიყენება გლაუკომის მქონე ბავშვებში.
მშობლები უნდა იყვნენ ინფორმირებული პოტენციური არასასურველი რეაქციების შესახებ, რათა დაუყოვნებლივ შეწყვიტონ პრეპარატით მკურნალობა. ნიშნები, რომლებსაც ყურადღება უნდა მიექცეს, არის, მაგალითად, ხველა და ხიხინი.
აპნოეს და ჩეინ-სტოქსის სუნთქვის განვითარების რისკის გამო, პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილით გამოიყენება მცირეწლოვან ბავშვებში, მათ შორის ახალშობილებში. ახალშობილებში, რომლებიც იღებენ თიმოლოლს, მიზანშეწონილია აპნოეს პორტატული მონიტორინგის ჩატარება.
დამხმარე ნივთიერებები
ნორმატინი შეიცავს კონსერვანტს ბენზალკონიუმის ქლორიდს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს თვალების გაღიზიანება, „მშრალი თვალის“ სინდრომი ან საცრემლე აპკის და რქოვანას დარღვევები, მათ შორის წერტილოვანი კერატოპათია და/ან ტოქსიკური-წყლულოვანი კერატოპათია.
შეიძლება აღინიშნოს ბენზალკონიუმის ქლორიდის აბსორბცია რბილი კონტაქტური ლინზებით და შეიცვალოს კონტაქტური ლინზების ფერი. აუცილებელია კონტაქტური ლინზების მოხსნა პრეპარატის გამოყენებამდე და მათი ხელახლა ჩასმა ჩაწვეთებიდან სულ მცირე 15 წუთის შემდეგ.
„მშრალი თვალის“ სინდრომის და რქოვანას შესაძლო დაზიანების მქონე პაციენტებში, ნორმატინი სიფრთხილით გამოიყენება.
პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას საჭიროა პაციენტების მონიტორინგი.
თუ პრეპარატის გამოყენების შემდეგ აღინიშნება უჩვეულო შეგრძნებები, ჩხვლეტა ან ტკივილი თვალებში, პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს.
ნორმატინი შეიცავს 3,5 მგ ფოსფატს 1 მლ-ზე; ფოსფატის შემცველი თვალის წვეთების გამოყენებისას, ძალიან იშვიათ შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს რქოვანას დაბინდვა მასში კალციუმის დაგროვების გამო.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
თიმოლოლის სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედების შესახებ სპეციალური კვლევები არ ჩატარებულა.
დაფიქსირდა მიდრიაზის შემთხვევები ეპინეფრინთან ერთად β-ბლოკატორების შემცველი ოფთალმოლოგიური პრეპარატების გამოყენებისას.
თიმოლოლის კომბინირებული გამოყენებისას CYP2D6 ინჰიბიტორებთან (მაგ., ქინიდინი, ფლუოქსეტინი, პაროქსეტინი), გაძლიერდა სიმპტომები, რომლებიც დაკავშირებულია β-ადრენორეცეპტორების სისტემურ ბლოკადასთან (მაგალითად, გულისცემის დაქვეითება, დეპრესია).
პაციენტებში, რომლებიც პერორალურად იღებენ კალციუმის არხის ბლოკატორებს, პრეპარატებს, რომლებიც ამცირებენ კატექოლამინებს ორგანიზმში, β-ბლოკატორებს, ანტიარითმიული საშუალებებს (ამიოდარონის ჩათვლით), საგულე გლიკოზიდებს, პარასიმპათომიმეტიკური საშუალებებს ან გუანეტიდინს და იმავდროულად იყენებენ ოფთალმოლოგიურ პრეპარატებს ბეტა-ბლოკატორების შემცველობით, გასათვალისწინებელია სამკურნალო საშუალებების ადიტიური მოქმედების რისკი, რის შედეგადაც შეიძლება განვითარდეს არტერიული ჰიპოტენზია და/ან გამოხატული ბრადიკარდია.
პრეპარატები, რომელთა გამოყენება თიმოლოლთან ერთად რეკომენდებული არ არის
კალციუმის არხის ბლოკატორები (მაგ., დილთიაზემი, ვერაპამილი) (პერორალური).
ავტომატიზმის დარღვევები (გამოხატული ბრადიკარდია, სინუსური კვანძის გაჩერება), სინოატრიული და ატრიოვენტრიკულური გამტარობის დარღვევები და გულის უკმარისობა.
ასეთი კომბინაციების გამოყენებისას, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში ან კომბინირებული თერაპიის საწყის ეტაპზე, უნდა ჩატარდეს ფრთხილი კლინიკური მონიტორინგი, ელექტროკარდიოგრამის მონიტორინგის ჩათვლით.
პრეპარატები, რომლებიც სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული თიმოლოლთან ერთად
ლიდოკაინი (ინტრავენური შეყვანა)
ლიდოკაინის კონცენტრაციის მომატება სისხლის პლაზმაში, ამასთან ერთად იზრდება ნერვული და გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ არასასურველი რეაქციების განვითარების რისკი (ლიდოკაინის ღვიძლისმიერი კლირენსის დაქვეითება).
ასეთი კომბინაციების გამოყენებისას უნდა ჩატარდეს პაციენტების კლინიკური მონიტორინგი და ელექტროკარდიოგრამის მონიტორინგი, ასევე აუცილებელია სისხლის პლაზმაში ლიდოკაინის კონცენტრაციის კონტროლი კომბინირებული თერაპიის დროს და β-ბლოკატორის გამოყენების შეწყვეტისას. საჭიროების შემთხვევაში, ლიდოკაინის დოზა უნდა დარეგულირდეს.
პროპაფენონი
მიოკარდიუმის შეკუმშვის, ავტომატიზმისა და გამტარობის დარღვევა (კომპენსატორული მექანიზმების დათრგუნვა სიმპათიკური ნერვული სისტემის გააქტიურების გამო). ასეთი კომბინაციების გამოყენებისას უნდა ჩატარდეს პაციენტების კლინიკური მონიტორინგი, მათ შორის ელექტროკარდიოგრამის მონიტორინგი.
სხვა პრეპარატები, რომელთა გამოყენებისას თიმოლოლთან ერთად აუცილებელია სიფრთხილე
დიაბეტის საწინააღმდეგო საშუალებები
β-ბლოკატორებმა შეიძლება გააძლიერონ ანტიდიაბეტური საშუალებების ჰიპოგლიკემიური მოქმედება (მაგ., გლინიდები, გლიპტინები, ინსულინი, სულფონილშარდოვანას წარმოებულები).
ცენტრალური მოქმედების ჰიპოტენზიური საშუალებები
ბეტა-ბლოკატორებმა სისტემური გამოყენებისას შეიძლება გაზარდონ “რიკოშეტული” ჰიპერტენზიის სიმძიმე, რომელიც შეიძლება განვითარდეს ცენტრალური მოქმედების ჰიპოტენზიური საშუალებების (მაგ. კლონიდინის) შეწყვეტის შემდეგ.
პრეპარატები, რომელთა ერთობლივი გამოყენების საკითხი თიმოლოლთან მოითხოვს ყურადღებით განხილვას
ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები
ჰიპოტენზიური ეფექტის დაქვეითება (ვაზოდილატაციური პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებებით, სითხისა და ნატრიუმის შეკავება ორგანიზმში ფენილბუტაზონის გამოყენებისას).
დიჰიდროპირიდინები
არტერიული ჰიპოტენზია, გულის უკმარისობა პაციენტებში ლატენტური ან არასათანადოდ კონტროლირებადი გულის უკმარისობით (გაზრდილი უარყოფითი ინოტროპული ეფექტი). β-ბლოკატორებს შეუძლიათ შეამცირონ რეფლექტორული რეაქციები, რომლებიც დაკავშირებულია სიმპათიკური ნერვული სისტემის გააქტიურებასთან მძიმე ჰემოდინამიკური დარღვევების დროს.
დიპირიდამოლი (ინექცია)
ჰიპოტენზიური ეფექტის გაძლიერება.
ორსულობა და ძუძუთი კვება
β-ბლოკატორები შეიძლება მოხვდეს სისტემურ სისხლის მიმოქცევაში ადგილობრივი გამოყენებისას, მაგრამ მათი სისტემური ზემოქმედება უფრო დაბალია, ვიდრე პერორალურად მიღებისას.
ორსულობა
არ არსებობს ადეკვატური მონაცემები ორსულობის დროს ქალებში β-ბლოკატორების გამოყენების შესახებ. არ არის რეკომენდებული ნორმატინის გამოყენება ორსულ ქალებში, გარდა უკიდურესი აუცილებლობისა. პრეპარატის სისტემური აბსორბციის შემცირების შესახებ რეკომენდაციებისთვის იხილეთ პუნქტში "გამოყენების წესი და დოზები".
ეპიდემიოლოგიური კვლევების მონაცემები მიუთითებს, რომ პერორალურად მიღებისას β-ბლოკატორები არ იწვევენ თანდაყოლილ მანკებს, თუმცა იწვევს ნაყოფის ზრდის შეფერხებას. გარდა ამისა, ასეთ ახალშობილებს აღენიშნებათ β-ადრენორეცეპტორებთან დაკავშირებული ნიშნები და სიმპტომები (მაგ. ბრადიკარდია, არტერიული ჰიპოტენზია, რესპირატორული დისტრეს სინდრომი და ჰიპოგლიკემია). იმ შემთხვევებში, როდესაც პრეპარატი გამოიყენება ქალებში ორსულობის დროს მშობიარობამდე, აუცილებელია ახალშობილის მდგომარეობის მკაცრი მონიტორინგი სიცოცხლის პირველ დღეებში.
ლაქტაცია
β-ბლოკატორები გამოიყოფა დედის რძეში. თვალის წვეთების სახით თერაპიულ დოზებში გამოყენებისას ნაკლებად სავარაუდოა, რომ დედის რძე შეიცავდეს თიმოლოლის რაოდენობას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს β-ადრენორეცეპტორების კლინიკური სიმპტომები ბავშვში. პრეპარატის სისტემური აბსორბციის შემცირების შესახებ რეკომენდაციებისთვის იხილეთ პუნქტი „გამოყენების წესი და დოზები".
ფერტილობა
მონაცემები თიმოლოლის ფერტილობაზე ზემოქმედების შესახებ არ არის.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვის უნარზე პრეპარატის ზემოქმედების შესახებ კვლევები არ ჩატარებულა.
პრეპარატის გამოყენებისას გასათვალისწინებელია ისეთი არასასურველი რეაქციების განვითარება, როგორიცაა მხედველობის სიმახვილის დარღვევა, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ავტოტრანსპორტის და/ან მექანიზმების მართვის უნარზე.
გვერდითი მოვლენები
სხვა ოფთალმოლოგიური პრეპარატების მსგავსად, თიმოლოლი ადგილობრივი გამოყენებისას, აღწევს სისტემურ მიმოქცევაში. ამასთან შეიძლება აღინიშნოს ისეთი სისტემური არასასურველი რეაქციები, რომლებიც დაფიქსირდა ბეტა-ბლოკატორების სისტემური გამოყენებისას. სისტემური არასასურველი რეაქციების სიხშირე ადგილობრივი გამოყენებისას უფრო დაბალია, ვიდრე სისტემური გამოყენებისას. ქვემოთ ჩამოთვლილია არასასურველი რეაქციები MedDRA ორგანოთა სისტემის კლასების მიხედვით, რომლებიც დაფიქსირდა ბეტა-ბლოკატორების შემცველი ადგილობრივი ოფთალმოლოგიური პრეპარატების გამოყენებისას.
იმუნური სისტემის მხრივ: სისტემური ალერგიული რეაქციები, მათ შორის ანგიონევროზული შეშუპება, ჭინჭრის ციება, ლოკალიზებული და გენერალიზებული გამონაყარი, ქავილი, ანაფილაქსიური რეაქციები.
მეტაბოლიზმისა და კვების მხრივ: ჰიპოგლიკემია.
ფსიქიკური დარღვევები: უძილობა, დეპრესია, ღამის კოშმარები, მეხსიერების დაკარგვა, ჰალუცინაციები.
ნერვული სისტემის მხრივ: გონების დაკარგვა, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევა, თავის ტვინის იშემია, მიასთენიის გრავისის ნიშნების და სიმპტომების სიმძიმის გაძლიერება, პარესთეზია, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა და ნერვოზულობა.
მხედველობის ორგანოს მხრივ: თვალის გაღიზიანების ნიშნები და სიმპტომები (მაგალითად, წვის შეგრძნება, ჩხვლეტის შეგრძნება, ქავილი, ცრემლდენა, თვალების სიწითლე), ბლეფარიტი, კონიუნქტივის ჰიპერემია, კონიუნქტივიტი, კერატიტი, მხედველობის დაბინდვა, თვალის სისხლძარღვოვანი გარსის აშრევება ტრაბეკულექტომიის შემდეგ, რქოვანას მგრძნობელობის დაქვეითება, თვალების სიმშრალე, რქოვანას ეროზია, ფტოზი, დიპლოპია.
გულის მხრივ: ბრადიკარდია, გულმკერდის არეში ტკივილი, პალპიტაცია, შეშუპება, არითმია, გულის შეგუბებითი უკმარისობა, ატრიოვენტრიკულური ბლოკადა, გულის გაჩერება, გულის უკმარისობა.
სმენის ორგანოს და ლაბირინთის დარღვევები: ხმაური ყურებში.
სისხლძარღვების მხრივ: არტერიული ჰიპოტენზია, რეინოს სინდრომი, სიცივის შეგრძნება ხელებსა და ფეხებში, უკვე არსებული ხანგამოშვებითი კოჭლობის სიმძიმის მომატება.
სასუნთქი სისტემის, გულმკერდის ორგანოებისა და შუასაყარის მხრივ: ბრონქოსპაზმი (ძირითადად ბრონქოობსტრუქციული დაავადების მქონე პაციენტებში), ქოშინი, ხველა, სუნთქვის უკმარისობა, წყვეტილი სუნთქვა.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: დისგევზია, გულისრევა, დისპეფსია, დიარეა, პირის სიმშრალე, მუცლის ტკივილი, ღებინება.
კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: ალოპეცია, ფსორიაზის მსგავსი გამონაყარი ან ფსორიაზის გამწვავება, გამონაყარი, გამონაყარი კანზე.
ძვალ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილების მხრივ: მიალგია, სისტემური წითელი მგლურა, ართროპათია.
სასქესო ორგანოების და სარძევე ჯირკვლების მხრივ: სექსუალური დისფუნქცია, ლიბიდოს დაქვეითება, იმპოტენცია, პეირონის დაავადება.
ზოგადი დარღვევები: ასთენია/დაღლილობა, წყურვილი.
ძალიან იშვიათად აღინიშნა რქოვანას კალციფიკაციის შემთხვევები ფოსფატის შემცველი თვალის წვეთების გამოყენებისას, პაციენტში რქოვანას მნიშვნელოვანი დაზიანებით.
საეჭვო არასასურველი რეაქციების ინფორმირება
საეჭვო არასასურველი რეაქციების ინფორმირება პრეპარატის რეგისტრაციის შემდეგ მნიშვნელოვანია. თუ პაციენტს განუვითარდა სერიოზული არასასურველი რეაქცია სამკურნალო საშუალებაზე ან თუ განვითარდა ახალი არასასურველი რეაქცია, რომელიც არ არის აღწერილი ამ პუნქტში გთხოვთ, შეატყობინოთ ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.
ჭარბი დოზა
დაფიქსირდა თიმოლოლის უნებლიე დოზის გადაჭარბების შემთხვევები, რასაც თან ახლდა ისეთი სისტემური არასასურველი რეაქციების გამოვლინება, როგორიც აღინიშნება სისტემური გამოყენების ბეტა-ბლოკატორების დოზის გადაჭარბებისას, როგორიცაა თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ქოშინი, ბრადიკარდია, ბრონქოსპაზმი და გულის გაჩერება.
შემადგენლობა
პრეპარატის 1 მლ შეიცავს
აქტიური ნივთიერება: თიმოლოლი (თიმოლოლის მალეატის სახით) 5 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: დინატრიუმის ფოსფატის დოდეკაჰიდრატი, ნატრიუმის დიჰიდროფოსფატის მონოჰიდრატი, ნატრიუმის ქლორიდი, დინატრიუმის ედეტატი, ბენზალკონიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, საინექციო წყალი.
პრეპარატის ათქ კოდი S01ED01
შენახვის პირობები
ინახება სინათლისგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
ფლაკონის გახსნის შემდეგ პრეპარატი გამოიყენება 28 დღის განმავლობაში.
ვარგისიანობის ვადა
3 წელი წარმოების დღიდან.
არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
წარმოებულია
„ვორლდ მედიცინ ილაჩ სავ. ვე ტიჯ. ა.შ.“-ს მეირ, თურქეთი
(15 თემუზ მახ. ჯამი იოლუ ჯად. N50 გიუნეშლი ბაგჯილარ/სტამბოლი)
„WORLD MEDICINE İLAҪ SAN. VE TİC. A.Ş.", Turkey
(15 Temmuz Mah. Cami Yolu Cad. No: 50 Güneşli Bağcılar / İstanbul).
ფარმაკოლოგიური თვისებები
ოფთალმოლოგიაში გამოსაყენებელი საშუალებები. გლაუკომის საწინააღმდეგო და მიოზური საშუალებები. β-ბლოკერები.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
თიმოლოლის მოქმედება სისტემურ დონეზე:
- წარმოადგენს β-ადრენორეცეპტორების არასელქციურ ბლოკატორს;
- არ აქვს ნაწილობრივი აგონისტური აქტივობა (შინაგანი სიმპათომიმეტური აქტივობის ნაკლებობა);
- არ გააჩნია გამოხატული მემბრანომასტაბილიზებელი აქტივობა (ადგილობრივი საანესთეზიო მოქმედება ან ქინიდინის მსგავსი მოქმედება).
თიმოლოლის მოქმედება მხედველობის ორგანოს დონეზე:
- თვალის წვეთების სახით გამოყენებისას თიმოლოლის მალეატი ამცირებს თვალშიდა წნევას (გლაუკომით ან მის გარეშე);
- სამკურნალო საშუალების მოქმედება ვითარდება ხსნარის ჩაწვეთებიდან დაახლოებით 20 წუთის შემდეგ, მაქსიმუმს აღწევს 1-2 საათის შემდეგ და გრძელდება 24 საათის განმავლობაში;
- პრეპარატის მოქმედება თვალშიდა წნევის დაქვეითებასთან დაკავშირებით სტაბილურია (შეიძლება აღინიშნოს წლის განმავლობაში), თუმცა, არსებობს თიმოლოლის მალეატის მიმართ მგრძნობელობის შემცირების რისკი, განსაკუთრებით ხანგრძლივი გამოყენებისას;
თიმოლოლის მალეატი პრაქტიკულად არ მოქმედებს გუგის დიამეტრზე ან აკომოდაციაზე.
ბავშვები
შეზღუდულია მონაცემები 12 კვირამდე ბავშვებში თიმოლოლის (0,25% ხსნარი და 0,5% ხსნარი, თითო წვეთი 2-ჯერ დღეში) გამოყენების შესახებ. ორმაგი ბრმა, რანდომიზებულ კვლევაში, რომელშიც მონაწილეობდა 105 ბავშვი (71 ბავშვი მკურნალობდა თიმოლოლით) 12 დღიდან 5 წლამდე, დადგინდა, რომ თიმოლოლი ეფექტურია, როგორც პირველადი თანდაყოლილი და პირველადი იუვენილური გლაუკომის მოკლევადიანი მკურნალობის სახით.
ფარმაკოკინეტიკა
კვლევაში, რომელშიც მონაწილეობდა 6 პაციენტი, თიმოლოლის საშუალო პლაზმური კონცენტრაცია (0,5% ხსნარი, ინსტილაცია 2-ჯერ დღეში) დილით და შუადღეს ჩაწვეთების შემდეგ იყო 0,46 ნგ/მლ და 0,35 ნგ/მლ, შესაბამისად.
ბავშვები
მოზრდილებში მიღებული მონაცემების მიხედვით, თვალის წვეთების სახით გამოყენებისას თიმოლოლის შეყვანილი დოზის 80% ხვდება ნაზოლაკრიმულ სისტემაში, სადაც პრეპარატმა შეიძლება შეაღწიოს სისტემურ ცირკულაციაში კონიუნქტივის, ცხვირის ლორწოვანი გარსის, ნაზოლაკრიმული არხის, პირ-ხახის და ნაწლავების მეშვეობით, ან კანის მეშვეობით საცრემლე სითხესთან შეხებისას.
ბავშვებში სისხლის მოცულობა უფრო მცირეა, ამიტომ თიმოლოლის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში ბავშვებში უფრო მაღალია, ვიდრე მოზრდილებში. გარდა ამისა, ახალშობილ ბავშვებს აქვთ მოუმწიფებელი ფერმენტული სისტემები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ნახევარგამოყოფის პერიოდის გაზრდა და არასასურველი რეაქციების რისკის გაზრდა.
არსებობს შეზღუდული მტკიცებულება, რომ პლაზმაში თიმოლოლის დონე ბავშვებში, განსაკუთრებით მცირეწლოვან ბავშვებში, თიმოლოლის 0,25%-იანი ხსნარის გამოყენებისას მნიშვნელოვნად მაღალია, ვიდრე მოზრდილებში 0,5%-იანი ხსნარის გამოყენებისას, რაც იწვევს არასასურველი რეაქციების გაზრდის რისკს, როგორიცაა ბრონქოსპაზმი და ბრადიკარდია.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
გამოყენების ინსტრუქცია
ნორმატინი
სავაჭრო დასახელება
ნორმატინი, Normatin
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება
თიმოლოლი, Timolol
სამკურნალო ფორმა
თვალის წვეთები 0,5%.
აღწერილობა: უფერო ან თითქმის უფერო, გამჭვირვალე ხსნარი.
შემადგენლობა
პრეპარატის 1 მლ შეიცავს
აქტიური ნივთიერება: თიმოლოლი (თიმოლოლის მალეატის სახით) 5 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: დინატრიუმის ფოსფატის დოდეკაჰიდრატი, ნატრიუმის დიჰიდროფოსფატის მონოჰიდრატი, ნატრიუმის ქლორიდი, დინატრიუმის ედეტატი, ბენზალკონიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, საინექციო წყალი.
პრეპარატის ათქ კოდი S01ED01
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ოფთალმოლოგიაში გამოსაყენებელი საშუალებები. გლაუკომის საწინააღმდეგო და მიოზური საშუალებები. β-ბლოკერები.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
თიმოლოლის მოქმედება სისტემურ დონეზე:
- წარმოადგენს β-ადრენორეცეპტორების არასელქციურ ბლოკატორს;
- არ აქვს ნაწილობრივი აგონისტური აქტივობა (შინაგანი სიმპათომიმეტური აქტივობის ნაკლებობა);
- არ გააჩნია გამოხატული მემბრანომასტაბილიზებელი აქტივობა (ადგილობრივი საანესთეზიო მოქმედება ან ქინიდინის მსგავსი მოქმედება).
თიმოლოლის მოქმედება მხედველობის ორგანოს დონეზე:
- თვალის წვეთების სახით გამოყენებისას თიმოლოლის მალეატი ამცირებს თვალშიდა წნევას (გლაუკომით ან მის გარეშე);
- სამკურნალო საშუალების მოქმედება ვითარდება ხსნარის ჩაწვეთებიდან დაახლოებით 20 წუთის შემდეგ, მაქსიმუმს აღწევს 1-2 საათის შემდეგ და გრძელდება 24 საათის განმავლობაში;
- პრეპარატის მოქმედება თვალშიდა წნევის დაქვეითებასთან დაკავშირებით სტაბილურია (შეიძლება აღინიშნოს წლის განმავლობაში), თუმცა, არსებობს თიმოლოლის მალეატის მიმართ მგრძნობელობის შემცირების რისკი, განსაკუთრებით ხანგრძლივი გამოყენებისას;
თიმოლოლის მალეატი პრაქტიკულად არ მოქმედებს გუგის დიამეტრზე ან აკომოდაციაზე.
ბავშვები
შეზღუდულია მონაცემები 12 კვირამდე ბავშვებში თიმოლოლის (0,25% ხსნარი და 0,5% ხსნარი, თითო წვეთი 2-ჯერ დღეში) გამოყენების შესახებ. ორმაგი ბრმა, რანდომიზებულ კვლევაში, რომელშიც მონაწილეობდა 105 ბავშვი (71 ბავშვი მკურნალობდა თიმოლოლით) 12 დღიდან 5 წლამდე, დადგინდა, რომ თიმოლოლი ეფექტურია, როგორც პირველადი თანდაყოლილი და პირველადი იუვენილური გლაუკომის მოკლევადიანი მკურნალობის სახით.
ფარმაკოკინეტიკა
კვლევაში, რომელშიც მონაწილეობდა 6 პაციენტი, თიმოლოლის საშუალო პლაზმური კონცენტრაცია (0,5% ხსნარი, ინსტილაცია 2-ჯერ დღეში) დილით და შუადღეს ჩაწვეთების შემდეგ იყო 0,46 ნგ/მლ და 0,35 ნგ/მლ, შესაბამისად.
ბავშვები
მოზრდილებში მიღებული მონაცემების მიხედვით, თვალის წვეთების სახით გამოყენებისას თიმოლოლის შეყვანილი დოზის 80% ხვდება ნაზოლაკრიმულ სისტემაში, სადაც პრეპარატმა შეიძლება შეაღწიოს სისტემურ ცირკულაციაში კონიუნქტივის, ცხვირის ლორწოვანი გარსის, ნაზოლაკრიმული არხის, პირ-ხახის და ნაწლავების მეშვეობით, ან კანის მეშვეობით საცრემლე სითხესთან შეხებისას.
ბავშვებში სისხლის მოცულობა უფრო მცირეა, ამიტომ თიმოლოლის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში ბავშვებში უფრო მაღალია, ვიდრე მოზრდილებში. გარდა ამისა, ახალშობილ ბავშვებს აქვთ მოუმწიფებელი ფერმენტული სისტემები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ნახევარგამოყოფის პერიოდის გაზრდა და არასასურველი რეაქციების რისკის გაზრდა.
არსებობს შეზღუდული მტკიცებულება, რომ პლაზმაში თიმოლოლის დონე ბავშვებში, განსაკუთრებით მცირეწლოვან ბავშვებში, თიმოლოლის 0,25%-იანი ხსნარის გამოყენებისას მნიშვნელოვნად მაღალია, ვიდრე მოზრდილებში 0,5%-იანი ხსნარის გამოყენებისას, რაც იწვევს არასასურველი რეაქციების გაზრდის რისკს, როგორიცაა ბრონქოსპაზმი და ბრადიკარდია.
გამოყენების ჩვენებები
- თვალის ჰიპერტენზია;
- ქრონიკული ღიაკუთხიანი გლაუკომა.
გამოყენების წესი და დოზები
დოზირება
მკურნალობის დაწყება რეკომენდებულია თიმოლოლის 0,25% ხსნარის 1 წვეთით დაზიანებულ თვალში დღე-ღამეში 2-ჯერ ჩაწვეთებით. თერაპიის არასაკმარისი ეფექტურობის შემთხვევაში გამოიყენება თიმოლოლის 0,5%-იანი ხსნარი, 1 წვეთი დაზიანებულ თვალში 2-ჯერ დღე-ღამეში.
სისტემურ მიმოქცევაში პრეპარატის შეღწევის თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია თვალის შიდა კუთხეში საცრემლე ტომარაზე დაჭერა (საცრემლე არხის ოკლუზია) ან ქუთუთოების დახურვა ჩაწვეთებიდან 2 წუთის განმავლობაში, რამაც შეიძლება შეამციროს სისტემური არასასურველი რეაქციების სიმძიმე და გააძლიეროს ადგილობრივი ეფექტი.
პაციენტთა მცირე ნაწილში კლინიკური ეფექტი შეიძლება აღინიშნოს თიმოლოლის 0,1%-იანი ხსნარის 1 წვეთის ჩაწვეთებისას დაზიანებულ თვალში 2-ჯერ დღეში. თუ ზემოაღნიშნული თერაპია საკმარისად ეფექტური არ არის, გამოყენებული უნდა იყოს თიმოლოლის 0,25%-იანი ხსნარის 1 წვეთი დაზიანებულ თვალში 2-ჯერ დღეში.
საჭიროების შემთხვევაში, ნორმატინი შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვა პრეპარატებთან ერთად თვალის შიდა წნევის შესამცირებლად (ადგილობრივი და/ან სისტემური გამოყენებისთვის). არ არის რეკომენდებული β-ბლოკატორების შემცველი ორი ადგილობრივი პრეპარატის გამოყენება.
ადგილობრივი გამოყენების სხვა პრეპარატების ჩაწვეთება უნდა მოხდეს ნორმატინის გამოყენებამდე მინიმუმ 15 წუთით ადრე.
ვინაიდან კლინიკური ეფექტი ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება შეინიშნოს ნორმატინის გამოყენების რამდენიმე კვირის შემდეგ, თერაპიის შეფასება უნდა მოიცავდეს თვალშიდა წნევის გაზომვას მკურნალობის დაწყებიდან დაახლოებით ოთხი კვირის შემდეგ.
ზოგიერთ შემთხვევაში, თვალშიდა წნევის ნორმალიზებისას, პრეპარატის დოზა შეიძლება შემცირდეს 1 წვეთამდე დღეში ერთხელ.
თიმოლოლით თერაპიაზე გადასვლა
თიმოლოლით თერაპიაზე გადასვლისას თვალშიდა წნევის დამწევი წინა ადგილობრივი პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს თერაპიის სრული დღის შემდეგ და მეორე დღეს უნდა დაიწყოს მკურნალობა 0,25% თიმოლოლის ხსნარით 1 წვეთი დაზიანებულ თვალში 2-ჯერ დღეში. მკურნალობის არასაკმარისი ეფექტურობის შემთხვევაში გამოიყენება თიმოლოლის 0,5%-იანი ხსნარი, 1 წვეთი დაზიანებულ თვალში 2-ჯერ დღეში.
თიმოლოლით მკურნალობაზე პაციენტის გადაყვანისას თვალშიდა წნევის შესამცირებელი პრეპარატის კომბინირებული თერაპიიდან, საწყის ეტაპზე აუცილებელია შეწყდეს კომბინაციის მხოლოდ ერთი კომპონენტის გამოყენება.
ადგილობრივი მიოტიკური პრეპარატებით თერაპიიდან თიმოლოლით მკურნალობაზე გადასვლისას შესაძლოა საჭირო გახდეს თვალის რეფრაქციული კვლევის ჩატარება მიოზური საშუალებების ეფექტის გაქრობის შემდეგ.
თიმოლოლით თერაპიაზე გადაყვანისას აუცილებელია თვალშიდა წნევის კონტროლი, განსაკუთრებით მკურნალობის საწყის ეტაპზე.
ბავშვები
ამჟამად ხელმისაწვდომი შეზღუდული მონაცემების საფუძველზე, თიმოლოლი შეიძლება გამოყენებული იყოს, როგორც დროებითი თერაპია პირველადი თანდაყოლილი ან იუვენილური გლაუკომისთვის ქირურგიულ ჩარევამდე ან თუ ოპერაცია წარუმატებელია ალტერნატიული თერაპიის არჩევამდე.
სარგებელი/რისკის თანაფარდობა გულდასმით უნდა შეფასდეს ბავშვებში თიმოლოლით თერაპიის განხილვისას. თიმოლოლით მკურნალობის დაწყებამდე უნდა მოხდეს დეტალური ანამნეზის შეკრება და ჩატარდეს შესაბამისი გამოკვლევა სისტემური დაავადებების გამოსავლენად.
არ არსებობს რეკომენდაციები ბავშვებში თიმოლოლის დოზირების შესახებ (კლინიკური მონაცემები პრეპარატის გამოყენების შესახებ ბავშვებში შეზღუდულია). თუმცა, თუ მოსალოდნელი სარგებელი აჭარბებს პოტენციურ რისკს, რეკომენდებულია თიმოლოლის ხსნარის ყველაზე დაბალი კონცენტრაციის გამოყენება მხოლოდ დღეში ერთხელ. თუ მკურნალობა საკმარისად ეფექტური არ არის, უნდა განიხილებოდეს პრეპარატის დოზის გაზრდა დაზიანებულ თვალში მაქსიმუმ 2 წვეთამდე დღეში. პრეპარატის დოზირებისას 2-ჯერ დღეში, სასურველია 12-საათიანი ინტერვალის დაცვა ინსტილაციებს შორის. გარდა ამისა, ბავშვები, განსაკუთრებით ახალშობილები, უნდა იმყოფებოდნენ მჭიდრო სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ პრეპარატის პირველი ჩაწვეთებიდან 1-2 საათის განმავლობაში, ხოლო არასასურველი რეაქციები თვალების მხრივ და სისტემური არასასურველი რეაქციები ფრთხილად უნდა გაკონტროლდეს ქირურგიულ ჩარევამდე.
ბავშვებში კლინიკური ეფექტი შეიძლება აღინიშნოს თიმოლოლის 0,1%-იანი ხსნარის გამოყენებისას.
გამოყენების წესი:
პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ ადგილობრივი გამოყენებისათვის ოფთალმოლოგიაში.
არასასურველი რეაქციების განვითარების თავიდან ასაცილებლად საჭიროა პრეპარატის მხოლოდ თითო წვეთის ჩაწვეთება.
β-ბლოკატორის სისტემურ სისხილის ნაკადში მოხვედრის თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია თვალის შიდა კუთხეში საცრემლე ტომარაზე დაჭერა (საცრემლე სადინრის ოკლუზია) ან ქუთუთოების დახურვა დიდი ხნით (3-5 წუთი) ჩაწვეთებისთანავე.
პაციენტებს უნდა მიეწოდოთ ინფორმაცია, რომ თავიდან უნდა იქნას აცილებული საწვეთურის წვერის კონტაქტი თვალებთან ან მიმდებარე ქსოვილებთან. ოფთალმოლოგიური პრეპარატის არასათანადო მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს ხსნარის დაბინძურება მიკროორგანიზმებით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თვალის ინფექციები, რამაც თავის მხრივ შეიძლება გამოიწვიოს თვალის მძიმე დაზიანება, მხედველობის დაკარგვის ჩათვლით.
პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია
არ გამოიყენოთ პრეპარატი, თუ არ არის ან დაზიანებულია დამცავი რგოლი. ფლაკონის პირველად გახსნისას ამოიღეთ დამცავი რგოლი.
- პრეპარატის გამოყენებამდე ხელები კარგად დაიბანეთ.
- მოხსენით ფლაკონს თავსახური (მოერიდეთ საწვეთურის წვერის კონტაქტს თითებთან, თვალებთან ან მიმდებარე ქსოვილებთან).
- დახარეთ თავი უკან, ფლაკონი ძირით მაღლა დაიჭირეთ თვალის ზემოთ.
- ქვედა ქუთუთო ჩამოწიეთ ქვემოთ და აიხედეთ ზემოთ. ფრთხილად მოუჭირეთ ფლაკონს, რათა ხსნარის 1 წვეთი ჩააწვეთოთ ქვედა ქუთუთოსა და თვალს შორის არსებულ სივრცეში.
- თითით დააწექით თვალის შიდა კუთხეს ცხვირთან ახლოს (საცრემლე სადინრების ოკლუზია) ან დახუჭეთ ქუთუთოები 2 წუთის განმავლობაში (პრეპარატის სისტემურ სისხლის ნაკადში შეღწევის პრევენცია).
- გაიმეორეთ პროცედურა მეორე თვალში (საჭიროების შემთხვევაში).
- დაახურეთ ფლაკონს თავსახური.
უკუჩვენებები
პრეპარატის გამოყენებისას აუცილებელია სისტემური გამოყენების β-ბლოკატორების უკუჩვენებების გათვალისწინება, თუმცა, გამონაკლის შემთხვევებში, აღინიშნება სისტემური არასასურველი რეაქციები β-ბლოკატორების ადგილობრივი გამოყენებისას:
- ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ნივთიერებისა და დამხმარე ნივთიერებების მიმართ;
- ბრონქული ჰიპერრეაქტიულობასთან დაკავშირებული სასუნთქი გზების დაავადებები, მათ შორის ბრონქული ასთმა (მათ შორის ანამნეზში);
- ფილტვების მძიმე ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება;
- სინუსური ბრადიკარდია;
- სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი (სინოატრიალური ბლოკადის ჩათვლით);
- II ან III ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადა, როდესაც იმპლანტირებული არ არის გულის რითმის ხელოვნური წარმმართველი;
- გამოხატული გულის უკმარისობა;
- კარდიოგენური შოკი;
- პრინცმეტალის სტენოკარდია;
- ფეოქრომოციტომა (სათანადო მკურნალობის არარსებობის შემთხვევაში);
- არტერიული ჰიპოტენზია.
არასასურველი რეაქციები
სხვა ოფთალმოლოგიური პრეპარატების მსგავსად, თიმოლოლი ადგილობრივი გამოყენებისას, აღწევს სისტემურ მიმოქცევაში. ამასთან შეიძლება აღინიშნოს ისეთი სისტემური არასასურველი რეაქციები, რომლებიც დაფიქსირდა ბეტა-ბლოკატორების სისტემური გამოყენებისას. სისტემური არასასურველი რეაქციების სიხშირე ადგილობრივი გამოყენებისას უფრო დაბალია, ვიდრე სისტემური გამოყენებისას. ქვემოთ ჩამოთვლილია არასასურველი რეაქციები MedDRA ორგანოთა სისტემის კლასების მიხედვით, რომლებიც დაფიქსირდა ბეტა-ბლოკატორების შემცველი ადგილობრივი ოფთალმოლოგიური პრეპარატების გამოყენებისას.
იმუნური სისტემის მხრივ: სისტემური ალერგიული რეაქციები, მათ შორის ანგიონევროზული შეშუპება, ჭინჭრის ციება, ლოკალიზებული და გენერალიზებული გამონაყარი, ქავილი, ანაფილაქსიური რეაქციები.
მეტაბოლიზმისა და კვების მხრივ: ჰიპოგლიკემია.
ფსიქიკური დარღვევები: უძილობა, დეპრესია, ღამის კოშმარები, მეხსიერების დაკარგვა, ჰალუცინაციები.
ნერვული სისტემის მხრივ: გონების დაკარგვა, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევა, თავის ტვინის იშემია, მიასთენიის გრავისის ნიშნების და სიმპტომების სიმძიმის გაძლიერება, პარესთეზია, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა და ნერვოზულობა.
მხედველობის ორგანოს მხრივ: თვალის გაღიზიანების ნიშნები და სიმპტომები (მაგალითად, წვის შეგრძნება, ჩხვლეტის შეგრძნება, ქავილი, ცრემლდენა, თვალების სიწითლე), ბლეფარიტი, კონიუნქტივის ჰიპერემია, კონიუნქტივიტი, კერატიტი, მხედველობის დაბინდვა, თვალის სისხლძარღვოვანი გარსის აშრევება ტრაბეკულექტომიის შემდეგ, რქოვანას მგრძნობელობის დაქვეითება, თვალების სიმშრალე, რქოვანას ეროზია, ფტოზი, დიპლოპია.
გულის მხრივ: ბრადიკარდია, გულმკერდის არეში ტკივილი, პალპიტაცია, შეშუპება, არითმია, გულის შეგუბებითი უკმარისობა, ატრიოვენტრიკულური ბლოკადა, გულის გაჩერება, გულის უკმარისობა.
სმენის ორგანოს და ლაბირინთის დარღვევები: ხმაური ყურებში.
სისხლძარღვების მხრივ: არტერიული ჰიპოტენზია, რეინოს სინდრომი, სიცივის შეგრძნება ხელებსა და ფეხებში, უკვე არსებული ხანგამოშვებითი კოჭლობის სიმძიმის მომატება.
სასუნთქი სისტემის, გულმკერდის ორგანოებისა და შუასაყარის მხრივ: ბრონქოსპაზმი (ძირითადად ბრონქოობსტრუქციული დაავადების მქონე პაციენტებში), ქოშინი, ხველა, სუნთქვის უკმარისობა, წყვეტილი სუნთქვა.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: დისგევზია, გულისრევა, დისპეფსია, დიარეა, პირის სიმშრალე, მუცლის ტკივილი, ღებინება.
კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: ალოპეცია, ფსორიაზის მსგავსი გამონაყარი ან ფსორიაზის გამწვავება, გამონაყარი, გამონაყარი კანზე.
ძვალ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილების მხრივ: მიალგია, სისტემური წითელი მგლურა, ართროპათია.
სასქესო ორგანოების და სარძევე ჯირკვლების მხრივ: სექსუალური დისფუნქცია, ლიბიდოს დაქვეითება, იმპოტენცია, პეირონის დაავადება.
ზოგადი დარღვევები: ასთენია/დაღლილობა, წყურვილი.
ძალიან იშვიათად აღინიშნა რქოვანას კალციფიკაციის შემთხვევები ფოსფატის შემცველი თვალის წვეთების გამოყენებისას, პაციენტში რქოვანას მნიშვნელოვანი დაზიანებით.
საეჭვო არასასურველი რეაქციების ინფორმირება
საეჭვო არასასურველი რეაქციების ინფორმირება პრეპარატის რეგისტრაციის შემდეგ მნიშვნელოვანია. თუ პაციენტს განუვითარდა სერიოზული არასასურველი რეაქცია სამკურნალო საშუალებაზე ან თუ განვითარდა ახალი არასასურველი რეაქცია, რომელიც არ არის აღწერილი ამ პუნქტში გთხოვთ, შეატყობინოთ ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.
განსაკუთრებული მითითებები
ზოგადი მითითებები
როგორც სხვა ადგილობრივი ოფთალმოლოგიური სამკურნალო საშუალებების შემთხვევაში, თიმოლოლი შეიძლება მოხვდეს სისტემურ სისხლის მიმოქცევაში და შედეგად განვითარდეს ისეთი არასასურველი რეაქციები გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის სისტემების მხრივ, რომლებიც დამახასიათებელია β-ბლოკატორების სისტემური გამოყენებისათვის; სისტემური არასასურველი რეაქციების სიხშირე ადგილობრივი გამოყენებისას უფრო დაბალია, ვიდრე სისტემური გამოყენებისას. სისტემური აბსორბციის შემცირების შესახებ რეკომენდაციებისთვის იხილეთ პუნქტი "გამოყენების წესი და დოზები".
ხანგრძლივი გამოყენებისას შეიძლება დაქვეითდეს მგრძნობელობა თიმოლოლის მიმართ. ხანგრძლივი მკურნალობისას მიზანშეწონილია თერაპიული ეფექტის არსებობის ყოველწლიურად შემოწმება.
დარღვევები გულის მხრივ
გულ-სისხლძარღვთა დაავადებების (მაგალითად, გულის იშემიური დაავადება, პრინცმეტალის სტენოკარდია და გულის უკმარისობა) ან არტერიული ჰიპოტენზიის მქონე პაციენტებში, ბეტა-ბლოკატორებით მკურნალობის საჭიროება ყურადღებით უნდა შეფასდეს და ასევე გათვალისწინებული უნდა იყოს ალტერნატიული მედიკამენტების გამოყენება. ასეთ პაციენტებში აუცილებელია დაკვირვება გულ-სისხლძარღვთა დაავადების სიმძიმის გაზრდის ნიშნების და არასასურველი რეაქციების გამოსავლენად.
I ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადის მქონე პაციენტებში β-ბლოკატორები სიფრთხილით გამოიყენება, რადგან ისინი უარყოფითად მოქმედებენ გულის გამტარობაზე.
დარღვევები სისხლძარღვების მხრივ
პაციენტებში პერიფერიული სისხლის მიმოქცევის მძიმე დარღვევებით (მაგ., რეინოს დაავადების მძიმე ფორმები ან რეინოს სინდრომი) ნორმატინი გამოიყენება სიფრთხილით.
დარღვევები სასუნთქი სისტემის მხრივ
ბრონქული ასთმის მქონე პაციენტებში, β-ბლოკატორების შემცველი ოფთალმოლოგიური პრეპარატების გამოყენებისას აღინიშნა არასასურველი რეაქციები სასუნთქი სისტემის მხრივ, ზოგჯერ ფატალური შედეგით ბრონქოსპაზმის გამო.
ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების მსუბუქი და საშუალო სიმძიმის მქონე პაციენტებში ნორმატინი გამოიყენება სიფრთხილით და მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც მოსალოდნელი სარგებელი აღემატება პოტენციურ რისკს.
ჰიპოგლიკემია/შაქრიანი დიაბეტი
β-ბლოკატორები სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში ლაბილური შაქრიანი დიაბეტით ან სპონტანური ჰიპოგლიკემიისადმი მიდრეკილებით, რადგან β-ბლოკატორებმა შეიძლება შენიღბონ მწვავე ჰიპოგლიკემიის ნიშნები და სიმპტომები.
ჰიპერთირეოზი/თირეოტოქსიკოზი
β-ბლოკატორებმა შეიძლება შენიღბონ ჰიპერთირეოზის ზოგიერთი ნიშანი და სიმპტომი, განსაკუთრებით გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ. β-ბლოკატორებით თერაპიის უეცარ შეწყვეტას შესაძლოა თან ახლდეს დაავადების სიმპტომების სიმძიმის მატება.
სხვა β-ბლოკატორებთან ერთად მიღება
თიმოლოლის გამოყენებისას პაციენტებში, რომლებიც იღებენ სისტემური გამოყენების β-ბლოკატორებს, შეიძლება გაიზარდოს გავლენა თვალშიგა წნევაზე ან ეფექტები, რომლებიც დაკავშირებულია β-ადრენორეცეპტორების ბლოკადასთან. ასეთ პაციენტებში საჭიროა მკურნალობაზე პასუხის მონიტორინგი. რეკომენდებული არ არის β-ბლოკატორების შემცველი ორი ოფთალმოლოგიური პრეპარატის ერთდროული გამოყენება.
მიოზურ საშუალებებთან ერთად გამოყენება
დახურულკუთხიანი გლაუკომის მქონე პაციენტებში მკურნალობის მთავარი მიზანია თვალის წინა კამერის კუთხის გახსნა, ამიტომ რეკომენდებულია მიოზური საშუალებების გამოყენება გუგის შევიწროვებისთვის. თიმოლოლი პრაქტიკულად არ მოქმედებს გუგაზე. ნორმატინის გამოყენებისას მომატებული თვალშიგა წნევის შესამცირებლად პაციენტებში დახურულკუთხიანი გლაუკომით, პრეპარატი გამოიყენება მიოზურ საშუალებებთან ერთად.
ალერგიული/ანაფილაქსიური რეაქციები
β-ბლოკატორებით მკურნალობის ფონზე პაციენტებს, რომლებსაც ანამნეზში აქვთ ატოპია ან მძიმე ანაფილაქსიური რეაქციები სხვადასხვა ალერგენებზე, შეიძლება ჰქონდეთ უფრო მაღალი მგრძნობელობა ამ ალერგენების მიმართ მათთან განმეორებითი კონტაქტის დროს და შეიძლება არ გამოავლინონ პასუხი ეპინეფრინით თერაპიაზე ჩვეულებრივი დოზების გამოყენებით.
რქოვანას დაავადებები
β-ბლოკატორების შემცველი ოფთალმოლოგიური პრეპარატების გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს თვალების სიმშრალე; ნორმატინი სიფრთხილით გამოიყენება რქოვანას დაავადების მქონე პაციენტებში.
თვალის სისხლძარღვოვანი გარსის აშრევება
არსებობს თვალის სისხლძარღვოვანი გარსის აშრევების შემთხვევები ტრაბეკულექტომიის შემდეგ სამკურნალო საშუალებებით მკურნაობისას, რომლებიც ამცირებენ თვალშიგა სითხის წარმოქმნას (მაგალითად, თიმოლოლი, აცეტაზოლამიდი).
კონტაქტური ლინზები
პრეპარატის გამოყენებისას არსებობს კონტაქტური ლინზების ტარების აუტანლობის რისკი, საცრემლე სითხის სეკრეციის შემცირების გამო, რაც ჩვეულებრივ დაკავშირებულია β-ბლოკატორების გამოყენებასთან.
ანესთეზია ქირურგიული ჩარევებისას
β-ბლოკატორების შემცველმა ოფთალმოლოგიურმა პრეპარატებმა შეიძლება გაანეიტრალონ β-ადრენორეცეპტორების აგონისტების მოქმედება, როგორიცაა ეპინეფრინი. დაგეგმილ ქირურგიულ ჩარევამდე აუცილებელია ექიმ-ანესთეზიოლოგის ინფორმირება, რომ პაციენტი იღებს თიმოლოლს. იმ შემთხვევებში, როდესაც არსებობს პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტის აუცილებლობა, პაციენტი უნდა იმყოფებოდეს მკაცრი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ კატექოლამინების მიმართ მგრძნობელობის აღდგენამდე.
ზოგიერთ შემთხვევაში, β-ბლოკატორებით მკურნალობა არ უნდა შეწყდეს (მაგალითად, პაციენტებში, რომლებსაც აქვთ კორონარული სისხლის მიმოქცევის უკმარისობა, შეიძლება მიზანშეწონილი იყოს თერაპიის გაგრძელება ქირურგიულ ჩარევამდე, β-ბლოკატორების მიღების უეცარ შეწყვეტასთან დაკავშირებული რისკის გათვალისწინებით). უკიდურესი აუცილებლობისას ან პრეპარატით თერაპიის შეწყვეტის შესაძლებლობის არარასებობისას, მიიღება შესაბამისი ზომები ცთომილი ნერვის ზემოქმედების ან სხვა გართულებების თავიდან ასაცილებლად.
ექიმმა-ანესთეზიოლოგმა სიფრთხილით უნდა გამოიყენოს პრეპარატები, რომლებსაც აქვთ დამთრგუნველი ეფექტი მიოკარდიუმზე, და აუცილებელია სისხლის დანაკარგის კომპენსირება.
თიმოლოლით მკურნალობის შეწყვეტა
სისტემური β-ბლოკატორებით მკურნალობის შეწყვეტა სტენოკარდიის მქონე პაციენტებში შეიძლება ასოცირებული იყოს მძიმე არითმიის, მიოკარდიუმის ინფარქტის ან უეცარი სიკვდილის განვითარებასთან. ასეთ პაციენტებში პრეპარატის გამოყენების შეწყვეტისას დოზა თანდათან უნდა შემცირდეს.
ფეოქრომოციტომა
β-ბლოკატორების გამოყენებისას ფეოქრომოციტომით გამოწვეული არტერიული ჰიპერტენზიის სამკურნალოდ (დაავადების სათანადო მკურნალობის ჩატარებისას) საჭიროა არტერიული წნევის გულდასმითი მონიტორინგი.
ფსორიაზი
დაფიქსირდა დაავადების გამწვავების შემთხვევები β-ბლოკატორების გამოყენებისას, ამიტომ ასეთ სიტუაციებში აუცილებელია სარგებელი/რისკის თანაფარდობის გულდასმით შეფასება.
ხანდაზმული ასაკი, თირკმლის და/ან ღვიძლის უკმარისობა
რისკის ქვეშ მყოფ პაციენტებში (ხანდაზმულები, თირკმლის და/ან ღვიძლის უკმარისობით), ადგილობრივი და სისტემური გამოყენების β-ბლოკატორების გამოყენებისას ხშირად საჭიროა დოზის კორექცია.
სპორტსმენები
სპორტსმენებმა უნდა გაითვალისწინონ ის ფაქტი, რომ ნორმატინის გამოყენებისას დოპინგ კონტროლის დროს ჩატარებულმა ტესტებმა შეიძლება დადებითი შედეგი აჩვენოს.
ბავშვები
თიმოლოლი სიფრთხილით გამოიყენება გლაუკომის მქონე ბავშვებში.
მშობლები უნდა იყვნენ ინფორმირებული პოტენციური არასასურველი რეაქციების შესახებ, რათა დაუყოვნებლივ შეწყვიტონ პრეპარატით მკურნალობა. ნიშნები, რომლებსაც ყურადღება უნდა მიექცეს, არის, მაგალითად, ხველა და ხიხინი.
აპნოეს და ჩეინ-სტოქსის სუნთქვის განვითარების რისკის გამო, პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილით გამოიყენება მცირეწლოვან ბავშვებში, მათ შორის ახალშობილებში. ახალშობილებში, რომლებიც იღებენ თიმოლოლს, მიზანშეწონილია აპნოეს პორტატული მონიტორინგის ჩატარება.
დამხმარე ნივთიერებები
ნორმატინი შეიცავს კონსერვანტს ბენზალკონიუმის ქლორიდს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს თვალების გაღიზიანება, „მშრალი თვალის“ სინდრომი ან საცრემლე აპკის და რქოვანას დარღვევები, მათ შორის წერტილოვანი კერატოპათია და/ან ტოქსიკური-წყლულოვანი კერატოპათია.
შეიძლება აღინიშნოს ბენზალკონიუმის ქლორიდის აბსორბცია რბილი კონტაქტური ლინზებით და შეიცვალოს კონტაქტური ლინზების ფერი. აუცილებელია კონტაქტური ლინზების მოხსნა პრეპარატის გამოყენებამდე და მათი ხელახლა ჩასმა ჩაწვეთებიდან სულ მცირე 15 წუთის შემდეგ.
„მშრალი თვალის“ სინდრომის და რქოვანას შესაძლო დაზიანების მქონე პაციენტებში, ნორმატინი სიფრთხილით გამოიყენება.
პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას საჭიროა პაციენტების მონიტორინგი.
თუ პრეპარატის გამოყენების შემდეგ აღინიშნება უჩვეულო შეგრძნებები, ჩხვლეტა ან ტკივილი თვალებში, პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს.
ნორმატინი შეიცავს 3,5 მგ ფოსფატს 1 მლ-ზე; ფოსფატის შემცველი თვალის წვეთების გამოყენებისას, ძალიან იშვიათ შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს რქოვანას დაბინდვა მასში კალციუმის დაგროვების გამო.
ზემოქმედება ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვის უნარზე
ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვის უნარზე პრეპარატის ზემოქმედების შესახებ კვლევები არ ჩატარებულა.
პრეპარატის გამოყენებისას გასათვალისწინებელია ისეთი არასასურველი რეაქციების განვითარება, როგორიცაა მხედველობის სიმახვილის დარღვევა, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ავტოტრანსპორტის და/ან მექანიზმების მართვის უნარზე.
ფერტილურობა, გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში
β-ბლოკატორები შეიძლება მოხვდეს სისტემურ სისხლის მიმოქცევაში ადგილობრივი გამოყენებისას, მაგრამ მათი სისტემური ზემოქმედება უფრო დაბალია, ვიდრე პერორალურად მიღებისას.
ორსულობა
არ არსებობს ადეკვატური მონაცემები ორსულობის დროს ქალებში β-ბლოკატორების გამოყენების შესახებ. არ არის რეკომენდებული ნორმატინის გამოყენება ორსულ ქალებში, გარდა უკიდურესი აუცილებლობისა. პრეპარატის სისტემური აბსორბციის შემცირების შესახებ რეკომენდაციებისთვის იხილეთ პუნქტში "გამოყენების წესი და დოზები".
ეპიდემიოლოგიური კვლევების მონაცემები მიუთითებს, რომ პერორალურად მიღებისას β-ბლოკატორები არ იწვევენ თანდაყოლილ მანკებს, თუმცა იწვევს ნაყოფის ზრდის შეფერხებას. გარდა ამისა, ასეთ ახალშობილებს აღენიშნებათ β-ადრენორეცეპტორებთან დაკავშირებული ნიშნები და სიმპტომები (მაგ. ბრადიკარდია, არტერიული ჰიპოტენზია, რესპირატორული დისტრეს სინდრომი და ჰიპოგლიკემია). იმ შემთხვევებში, როდესაც პრეპარატი გამოიყენება ქალებში ორსულობის დროს მშობიარობამდე, აუცილებელია ახალშობილის მდგომარეობის მკაცრი მონიტორინგი სიცოცხლის პირველ დღეებში.
ლაქტაცია
β-ბლოკატორები გამოიყოფა დედის რძეში. თვალის წვეთების სახით თერაპიულ დოზებში გამოყენებისას ნაკლებად სავარაუდოა, რომ დედის რძე შეიცავდეს თიმოლოლის რაოდენობას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს β-ადრენორეცეპტორების კლინიკური სიმპტომები ბავშვში. პრეპარატის სისტემური აბსორბციის შემცირების შესახებ რეკომენდაციებისთვის იხილეთ პუნქტი „გამოყენების წესი და დოზები".
ფერტილობა
მონაცემები თიმოლოლის ფერტილობაზე ზემოქმედების შესახებ არ არის.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
თიმოლოლის სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედების შესახებ სპეციალური კვლევები არ ჩატარებულა.
დაფიქსირდა მიდრიაზის შემთხვევები ეპინეფრინთან ერთად β-ბლოკატორების შემცველი ოფთალმოლოგიური პრეპარატების გამოყენებისას.
თიმოლოლის კომბინირებული გამოყენებისას CYP2D6 ინჰიბიტორებთან (მაგ., ქინიდინი, ფლუოქსეტინი, პაროქსეტინი), გაძლიერდა სიმპტომები, რომლებიც დაკავშირებულია β-ადრენორეცეპტორების სისტემურ ბლოკადასთან (მაგალითად, გულისცემის დაქვეითება, დეპრესია).
პაციენტებში, რომლებიც პერორალურად იღებენ კალციუმის არხის ბლოკატორებს, პრეპარატებს, რომლებიც ამცირებენ კატექოლამინებს ორგანიზმში, β-ბლოკატორებს, ანტიარითმიული საშუალებებს (ამიოდარონის ჩათვლით), საგულე გლიკოზიდებს, პარასიმპათომიმეტიკური საშუალებებს ან გუანეტიდინს და იმავდროულად იყენებენ ოფთალმოლოგიურ პრეპარატებს ბეტა-ბლოკატორების შემცველობით, გასათვალისწინებელია სამკურნალო საშუალებების ადიტიური მოქმედების რისკი, რის შედეგადაც შეიძლება განვითარდეს არტერიული ჰიპოტენზია და/ან გამოხატული ბრადიკარდია.
პრეპარატები, რომელთა გამოყენება თიმოლოლთან ერთად რეკომენდებული არ არის
კალციუმის არხის ბლოკატორები (მაგ., დილთიაზემი, ვერაპამილი) (პერორალური).
ავტომატიზმის დარღვევები (გამოხატული ბრადიკარდია, სინუსური კვანძის გაჩერება), სინოატრიული და ატრიოვენტრიკულური გამტარობის დარღვევები და გულის უკმარისობა.
ასეთი კომბინაციების გამოყენებისას, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში ან კომბინირებული თერაპიის საწყის ეტაპზე, უნდა ჩატარდეს ფრთხილი კლინიკური მონიტორინგი, ელექტროკარდიოგრამის მონიტორინგის ჩათვლით.
პრეპარატები, რომლებიც სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული თიმოლოლთან ერთად
ლიდოკაინი (ინტრავენური შეყვანა)
ლიდოკაინის კონცენტრაციის მომატება სისხლის პლაზმაში, ამასთან ერთად იზრდება ნერვული და გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ არასასურველი რეაქციების განვითარების რისკი (ლიდოკაინის ღვიძლისმიერი კლირენსის დაქვეითება).
ასეთი კომბინაციების გამოყენებისას უნდა ჩატარდეს პაციენტების კლინიკური მონიტორინგი და ელექტროკარდიოგრამის მონიტორინგი, ასევე აუცილებელია სისხლის პლაზმაში ლიდოკაინის კონცენტრაციის კონტროლი კომბინირებული თერაპიის დროს და β-ბლოკატორის გამოყენების შეწყვეტისას. საჭიროების შემთხვევაში, ლიდოკაინის დოზა უნდა დარეგულირდეს.
პროპაფენონი
მიოკარდიუმის შეკუმშვის, ავტომატიზმისა და გამტარობის დარღვევა (კომპენსატორული მექანიზმების დათრგუნვა სიმპათიკური ნერვული სისტემის გააქტიურების გამო). ასეთი კომბინაციების გამოყენებისას უნდა ჩატარდეს პაციენტების კლინიკური მონიტორინგი, მათ შორის ელექტროკარდიოგრამის მონიტორინგი.
სხვა პრეპარატები, რომელთა გამოყენებისას თიმოლოლთან ერთად აუცილებელია სიფრთხილე
დიაბეტის საწინააღმდეგო საშუალებები
β-ბლოკატორებმა შეიძლება გააძლიერონ ანტიდიაბეტური საშუალებების ჰიპოგლიკემიური მოქმედება (მაგ., გლინიდები, გლიპტინები, ინსულინი, სულფონილშარდოვანას წარმოებულები).
ცენტრალური მოქმედების ჰიპოტენზიური საშუალებები
ბეტა-ბლოკატორებმა სისტემური გამოყენებისას შეიძლება გაზარდონ “რიკოშეტული” ჰიპერტენზიის სიმძიმე, რომელიც შეიძლება განვითარდეს ცენტრალური მოქმედების ჰიპოტენზიური საშუალებების (მაგ. კლონიდინის) შეწყვეტის შემდეგ.
პრეპარატები, რომელთა ერთობლივი გამოყენების საკითხი თიმოლოლთან მოითხოვს ყურადღებით განხილვას
ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები
ჰიპოტენზიური ეფექტის დაქვეითება (ვაზოდილატაციური პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებებით, სითხისა და ნატრიუმის შეკავება ორგანიზმში ფენილბუტაზონის გამოყენებისას).
დიჰიდროპირიდინები
არტერიული ჰიპოტენზია, გულის უკმარისობა პაციენტებში ლატენტური ან არასათანადოდ კონტროლირებადი გულის უკმარისობით (გაზრდილი უარყოფითი ინოტროპული ეფექტი). β-ბლოკატორებს შეუძლიათ შეამცირონ რეფლექტორული რეაქციები, რომლებიც დაკავშირებულია სიმპათიკური ნერვული სისტემის გააქტიურებასთან მძიმე ჰემოდინამიკური დარღვევების დროს.
დიპირიდამოლი (ინექცია)
ჰიპოტენზიური ეფექტის გაძლიერება.
დოზის გადაჭარბება
დაფიქსირდა თიმოლოლის უნებლიე დოზის გადაჭარბების შემთხვევები, რასაც თან ახლდა ისეთი სისტემური არასასურველი რეაქციების გამოვლინება, როგორიც აღინიშნება სისტემური გამოყენების ბეტა-ბლოკატორების დოზის გადაჭარბებისას, როგორიცაა თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ქოშინი, ბრადიკარდია, ბრონქოსპაზმი და გულის გაჩერება.
გამოშვების ფორმა
თვალის წვეთები 5 მლ პლასტმასის ფლაკონში საცობი-საწვეთურით და ხრახნიანი დამცავი თავსახურით აღჭურვილი დამცავი რგოლით.
1 ფლაკონი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
ინახება სინათლისგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
ფლაკონის გახსნის შემდეგ პრეპარატი გამოიყენება 28 დღის განმავლობაში.
ვარგისიანობის ვადა
3 წელი წარმოების დღიდან.
არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
წარმოებულია
„ვორლდ მედიცინ ილაჩ სავ. ვე ტიჯ. ა.შ.“-ს მეირ, თურქეთი
(15 თემუზ მახ. ჯამი იოლუ ჯად. N50 გიუნეშლი ბაგჯილარ/სტამბოლი)
„WORLD MEDICINE İLAҪ SAN. VE TİC. A.Ş.", Turkey
(15 Temmuz Mah. Cami Yolu Cad. No: 50 Güneşli Bağcılar / İstanbul).
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


