პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ოფთალმოლოგიური საშუალებები

თიმოლოლი-დარნიცა

TIMOLOL-DARNYTSIA

რეცეპტით5მგ/მლინსტრუქცია ქართულადუკრაინა
რისთვის გამოიყენება

სამკურნალო საშუალება გამოიყენება თვალის ჰიპერტენზიის, ქრონიკული ღიაკუთხოვანი გლაუკომის, მეორადი გლაუკომის ზოგიერთი შემთხვევის დროს.

სრულად
მოქმედი ნივთიერება
თიმოლოლი (timolol)
ფორმა და შეფუთვა
5მგ/მლ (0,5%) 5მლ თვალის წვეთები, ხსნარი დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენის საწვეთურიანი ფლაკონი №1
მწარმოებელი
PRJSC «Pharmaceutical firm «Darnytsia», უკრაინა
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ოფთალმოლოგიური საშუალებები, ბეტა ბლოკატორები
ATC კოდი
S01ED01
რეგისტრაციის ნომერი
რ-041149
რეგისტრირებულია
30 მაისი 2024, მოქმედებს 2 მარტი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
PRJSC «Pharmaceutical firm «Darnytsia» (უკრაინა)
განმცხადებელი
შპს „ავერსი-ფარმა“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებათიმოლოლი-დარნიცა და სხვა წამალი ერთად

თიმოლოლი-დარნიცა — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

სამკურნალო საშუალება გამოიყენება თვალის ჰიპერტენზიის, ქრონიკული ღიაკუთხოვანი გლაუკომის, მეორადი გლაუკომის ზოგიერთი შემთხვევის დროს.

მიღების წესი და დოზირება

ფლაკონი დაცულია გახსნის კონტროლით. პირველი გამოყენების დროს საჭიროა თავსახურის მოტრიალება და დამცავი რგოლის მოცილება.

ფლაკონს აქვს სპეციალური კონფიგურაცია, რომლის საშუალებითაც ფსკერზე დაჭერისას ხდება ხსნარის დოზირებული გამოყოფა პრინციპით ,,ერთი დაჭერა – ერთი წვეთი”. ფლაკონის კედლის სიმყარე მნიშვნელოვნად ამცირებს სამკურნალო საშუალების ნაკადით გამოყოფის შესაძლებლობას – რაც ხშირად არის თვალის წვეთების ჭარბი დოზის მიზეზი.

თიმოლოლი-დარნიცა ჩაიწვეთება დაზიანებული თვალის კონიუნქტივის პარკში ფლაკონის ფსკერზე მსუბუქი დაჭერით. სამკურნალო საშუალების გამოყენებისთანავე საჭიროა თვალის დახუჭვა და თითის მსუბუქი დაჭერა თვალის შიდა კუთხეზე (ცხვირთან) 1-2 წუთის განმავლობაში, რათა თავიდან იქნეს აცილებული ხსნარის მოხვედრა საცრემლე არხში და შემცირდეს სამკურნალო საშუალების შესაძლო სისტემური გვერდითი მოქმედება.

თერაპიის დასაწყისში ინიშნება 0,25% ხსნარის 1 წვეთი 2-ჯერ დღეში, არასაკმარისი ეფექტურობისას – 0,5 % ხსნარის 1 წვეთი 2-ჯერ დღეში. თვალშიდა წნევის ნორმალიზაციის შემდეგ, შემანარჩუნებელი დოზა - 0,25%, ხსნარის 1 წვეთი 1-ჯერ დღეში. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობას ადგენს ექიმი, ინდივიდუალურად.

თუ არ ხდება თვალშიდა წნევის ადეკვატური კონტროლი, შესაძლებელია თანმხლები თერაპიის დაწყება მიოზური საშუალებების, ეპინეფრინის, კარბოანჰიდრაზას სისტემური ინჰიბიტორების გამოყენებით.

ყურადღება! კონტაქტური ლინზების გამოყენების შემთხვევაში, თიმოლოლი-დარნიცას გამოყენებამდე საჭიროა მათი მოხსნა. ლინზების ხელახლა გაკეთება შესაძლებელია არანაკლებ 15 წუთის გასვლის შემდეგ.

ბავშვები

სამკურნალო საშუალების გამოყენების ეფექტურობა და უსაფრთხოება ბავშვებისთვის დადგენილი არ არის.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა სამკურნალო საშუალების კომპონენტების მიმართ.

გულის დეკომპენსირებული ან მწვავე უკმარისობა, გულის არითმიის ზოგიერთი სახეობა (სინუსური ბრადიკარდია, სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი, სინოატრიალური (AV) ბლოკადა II და III ხარისხის, რომელიც არ კონტროლდება კარდიოსტიმულატორით), კარდიოგენული შოკი.

სასუნთქი ორგანოების რეაქტიული დაავადებები, მათ შორის, ბრონქული ასთმა, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებები.

სიფრთხილის ზომები

თიმოლოლი არ იწვევს და არ მოქმედებს მიდრიაზზე მისი მონოთერაპიის სახით გამოყენებისას. საჭიროა თვალშიდა წნევის რეგულარულად გაზომვა და რქოვანას გამოკვლევის ჩატარება.

თიმოლოლით მკურნალობაზე პაციენტის გადაყვანისას შეიძლება საჭირო გახდეს რეფრაქციის კორექცია მას შემდეგ, რაც გაქრება მანამდე გამოყენებული მიოზური საშუალებების ეფექტები.

საჭიროა ცრემლდენის და რქოვანას გარსის მდგომარეობის კონტროლი ყოველ 6 თვეში.

ადგილობრივად გამოყენებული β-ბლოკატორები შესაძლებელია სისტემურად აბსორბირდნენ, რის გამოც შეიძლება დაფიქსირდეს უარყოფითი ეფექტები სასუნთქი, გულ-სისხლძარღვთა და სხვა სისტემების მხრივ. ამგვარად, სამკურნალო საშუალების ადგილობრივი (ოფთალმოლოგიური) გამოყენებისას შეიძლება დაფიქსირდეს ისეთივე გვერდითი რეაქციები, როგორიც ფიქსირდება β-ბლოკატორების სისტემური გამოყენებისას, მაგრამ მათი სიხშირე მნიშვნელოვნად დაბალია.

გულის დარღვევები. აღწერილია სერიოზული რეაქციები გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ, მათ შორის ლეთალური შემთხვევები თიმოლოლის მალეატის გამოყენების შემდეგ განვითარებულ გულის უკმარისობასთან დაკავშირებით.

საჭიროა კრიტიკულად შეფასდეს β-ბლოკატორებით თანმხლები ჰიპოტენზიური თერაპიის მიზანშეწონილობა პაციენტებში გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიით (მაგალითად, გულის იშემიური დაავადება, პრინცმეტალის სტენოკარდია, გულის უკმარისობა) და განხილულ იქნეს სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენების შესაძლებლობა. სამკურნალო საშუალების გამოყენებისას, პაციენტებმა გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიით, ყურადღება უნდა მიაქციონ მდგომარეობის გაუარესების ან გვერდითი რეაქციების ნიშნების გამოვლენას.

იმპულსის გატარებაზე უარყოფითი ზემოქმედების გამო, β-ბლოკატორები სიფრთხილით უნდა დაინიშნოს პაციენტებში I ხარისხის AV-ბლოკადით.

ასეთ პაციენტებში თიმოლოლის გამოყენებისას საჭიროა გულის უკმარისობის ადეკვატური კონტროლი. საჭიროა ექიმის ზედამხედველობა პაციენტებზე გულის მძიმე დაავადებებით, განსაკუთრებით გულის უკმარისობის პროგრესის დროს, ასევე საჭიროა პულსის კონტროლი.

სისხლძარღვოვანი დარღვევები. პაციენტებმა პერიფერიული სისხლძარღვების მძიმე დარღვევებით/დაავადებებით (მაგალითად, რეინოს სინდრომი ან რეინოს დაავადება) სიფრთხილით უნდა გამოიყენონ სამკურნალო საშუალება.

არტერიულ წნევაზე და პულსზე β-ბლოკატორების შესაძლო ზემოქმედების გამო, ეს სამკურნალო საშუალებები სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში, რომლებსაც აქვთ თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის უკმარისობა. თუ თიმოლოლით თერაპიის დაწყების შემდეგ ვითარდება თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის შემცირების სიმპტომები, საჭიროა თერაპიის ალტერნატიული სახის გამოყენება.

რესპირატორული დარღვევები. ზოგიერთი β-ბლოკატორის ოფთალმოლოგიური გამოყენების შემდეგ, პაციენტებში ასთმით აღწერილი იყო ბრონქოსპაზმთან დაკავშირებული რესპირატორული რეაქციები, მათ შორის ლეტალური გამოსავლით. თიმოლოლი-დარნიცას დანიშვნა შესაძლებელია (სიფრთხილით) პაციენტებში მსუბუქი და საშუალო ხარისხის სიმძიმის ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებებით, თუ გამოყენებით მიღებული სარგებელი აღემატება პოტენციურ რისკს.

რქოვანას დაავადებები. β-ბლოკატორებმა შეიძლება გამოიწვიონ თვალის სიმშრალე. პაციენტებმა რქოვანას დაავადებებით სიფრთხილით უნდა გამოიყენონ მოცემული სამკურნალო საშუალება.

კუნთების სისუსტე.

არსებობს ცნობები, რომ β-ბლოკატორები იწვევენ კუნთების სისუსტეს. ეს დაკავშირებულია მიასთენიის გარკვეულ სიმპტომებთან (მაგალითად, დიპლოპია, ფტოზი და საერთო სისუსტე); თიმოლოლი იწვევს კუნთების სისუსტეს მიასთენია გრავისის ან მიასთენიის სიმპტომების მქონე ზოგიერთ პაციენტში.

ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები. β-ბლოკატორებმა შეიძლება შენიღბონ ჰიპერთირეოიდიზმის სიმპტომები.

სამკურნალო საშუალების მოხსნა სიფრთხილით უნდა მოხდეს, როდესაც არსებობს ეჭვი ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევაზე (მაგალითად, ჰიპერთირეოზი, თირეოტოქსიკოზი), ასეთი დარღვევების გამოვლენის გაძლიერების რისკის შემცირების მიზნით.

ჰიპოგლიკემია/დიაბეტი. β-ბლოკატორები სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში სპონტანური ჰიპოგლიკემიით ან ლაბილური დიაბეტით, რადგან მათ შეიძლება შენიღბონ მწვავე ჰიპოგლიკემიის სიმპტომები. საჭიროა გლუკოზის დონის კონტროლი სისხლში (განსაკუთრებით შაქრიანი დიაბეტის დროს).

მიასთენია გრავისი. მიასთენია გრავისის მქონე ზოგიერთ პაციენტში გამოვლინდა ზოგადი მდგომარეობის გაუარესება თიმოლოლის თვალის წვეთების ფორმით გამოყენებისას.

დახურულკუთხოვანი გლაუკომის მკურნალობა.

დახურულკუთხოვანი გლაუკომის მქონე პაციენტების მკურნალობის ძირითადი პრობლემა არის კუთხის გახსნის საჭიროება. ამისთვის საჭიროა გუგის შევიწროება მიოზური საშუალებების დახმარებით. თიმოლოლი პრაქტიკულად არ მოქმედებს გუგაზე. თუ თიმოლოლი გამოიყენება მომატებული თვალშიდა წნევის შესამცირებლად დახურულკუთხოვანი გლაუკომის დროს, მისი დანიშვნა უნდა მოხდეს მიოტიკებთან ერთად. როგორც გლაუკომის საწინააღმდეგო სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენებისას, ხანგრძლივი თერაპიის შემდეგ ზოგიერთ პაციენტში ვლინდებოდა მგრძნობელობის შემცირება სამკურნალო საშუალების მიმართ. თუმცა, რაიმე მნიშვნელოვანი სხვაობა თვალშიდა წნევის საშუალო მაჩვენებლებში საწყისი სტაბილიზაციის შემდეგ არ გამოვლენილა.

ზოგადი ანესთეზია. ოფთალმოლოგიური გამოყენების β-ბლოკატორებმა შეიძლება შეამცირონ გულის უნარი მოახდინოს რეაგირება β-ადრენორეცეპტორების სტიმულაციაზე და დაბლოკონ სისტემური β-აგონისტების, მაგალითად, ადრენალინის, ეფექტები, ამიტომ, ზოგადი ანესთეზიის წინ საჭიროა β-ბლოკატორების გამოყენების თანდათან შეწყვეტა.

ანესთეზიოლოგი ინფორმირებული უნდა იყოს, რომ პაციენტი იღებს თიმოლოლის მალეატს.

ზოგადი ანესთეზიით ოპერაციული ჩარევის შემთხვევაში, სამკურნალო საშუალების მოხსნა უნდა მოხდეს არანაკლებ 48 საათით ადრე.

ანაფილაქსიური რეაქციები.

ანაფილაქსიური რეაქციების განვითარების რისკი: ანამნეზში ატოპიის ან მრავლობით ალერგენზე მძიმე პათოლოგიური რეაქციების მქონე პაციენტებში შეიძლება აღინიშნოს უფრო მწვავე პასუხი ამ ალერგენების განმეორებით შემთხვევით, დიაგნოსტიკურ ან თერაპიულ დოზებზე, თუ ისინი იღებდნენ β-ბლოკატორებს. ასეთმა პაციენტებში შეიძლება არ გამოვლინდეს პასუხი ადრენალინის ჩვეულ დოზაზე, რომელიც ინიშნება ანაფილაქსიური რეაქციის შემთხვევაში.

თვალის ბადურას აშრევება.

გლაუკომის ოპერაციული მკურნალობის შემდეგ და ისეთი სამკურნალო საშუალებების გამოყენებისას, რომლებიც ამცირებენ თვალშიდა სითხის სეკრეციას (ტრაბეკულოტომიის შემდეგ), აღინიშნებოდა თვალის სისხლძარღვოვანი გარსის აშრევების შემთხვევები. ასეთიშ ემთხვევები აღწერილი იყო თიმოლოლის და აცეტაზოლამიდის გამოყენებასთან დაკავშირებით.

სხვა β-ბლოკატორების გამოყენება

β-ბლოკატორების პერორალურად გამოყენებისას შეიძლება აღინიშნოს თვალშიდა წნევის შემცირება. ასეთ შემთხვევაში უნდა გადაწყდეს საჭიროა თუ არა თიმოლოლის თვალის წვეთების ადგილობრივი გამოყენება. თუ β-ბლოკატორების გამოყენება უკვე მოხდა სისტემურად, ადგილობრივი გამოყენების სამკურნალო საშუალებების დამატებითი ეფექტი ჩვეულებრივ არის უფრო დაბალი. საჭიროა იმ პაციენტებზე დაკვირვება, რომლებიც დამატებით პერორალურად იღებენ β-ბლოკატორებს ან რომლებისთვისაც ნაჩვენებია β-ბლოკატორების შეზღუდული გამოყენება.

ბენზალკონიუმის ქლორიდი.

არ შეიძლება ერთდროულად ორი ადგილობრივი ოფთალმოლოგიური β-ბლოკატორის გამოყენება.

თიმოლოლი არ გამოიყენება კონტაქტური ლინზების ტარების დროს, რადგანაც შესაძლებელია აღინიშნოს ბენზალკონიუმის ქლორიდის კონსერვანტის აბსორბირება რბილი კონტაქტური ლინზით, რაც იწვევს მის გაუფერულებას ან თვალის გაღიზიანებას. საჭიროა პაციენტების გაფრთხილება, რომ კონტაქტური ლინზების მოხსნა უნდა მოხდესს ამკურნალო საშუალების ჩაწვეთებამდე, მათი ხელახალი გაკეთება კი შესაძლებელია სულ მცირე 15 წუთის შემდეგ.

თვალის სხვა საშუალებების დამატებითი გამოყენების შემთხვევაში, ჩაწვეთებებს შორის საჭიროა 15 წუთიანი ინტერვალის დაცვა.

ფერადი გარსის მნიშვნელოვანი პიგმენტაციის მქონე პაციენტებში, წნევის დაწევა შესაძლებელია მოხდეს დაგვიანებით და ნაკლები ხარისხით.

მკურნალობის დასრულების შემდეგ, სამკურნალო საშუალების ეფექტი შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე დღის განმავლობაში. თუ თიმოლოლით მკურნალობა შეწყდა ხანგრძლივი გამოყენების შემდეგ, მისი მოქმედება თვალშიდა წნევის შემცირებაზე შესაძლებელია გაგრძელდეს 2-4 კვირა.

მხოლოდ ერთ თვალში ჩაწვეთების შემთხვევაში, β-ბლოკატორებმა შეიძლება იმოქმედონ თვალშიდა წნევის შემცირებაზე მეორე თვალშიც.

სამკურნალო საშუალების გამოყენებისას შეიძლება აღინიშნოს დადებითი შედეგი დოპინგ-კონტროლის დროს.

აღსანიშნავია, რომ თვალშიდა წნევის სტაბილიზაციის დროს საწყისი დაწევა შესაძლებელია შეადგენდეს 50%-მდე, რის შემდეგაც სამკურნალო საშუალების ეფექტურობა შეიძლება შემცირდეს (ტაქიფილაქსია). წნევის დაწევა სტაბილიზდება 3-დან 12 თვემდე პერიოდში. ამიტომ, თიმოლოლის თვალის წვეთების გამოყენების პირველი 5 დღის განმავლობაში მნიშვნელოვანია წნევის რეგულარული კონტროლი.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ფორმები

β-ბლოკატორების თვალის წვეთების და პერორალური კალციუმის არხების ბლოკატორების, β-ბლოკატორების, ანტიარითმიული სამკურნალო საშუალებების (ამიოდარონის ჩათვლით), გულის გლიკოზიდების, რაუვოლფიის ალკალოიდების, პარასიმპატომიმეტიკების, გუანეტიდინის ერთდროული გამოყენებისას ვლინდება ადიციური ეფექტი ჰიპოტენზიის და/ან ბრადიკარდიის სახით.

პილოკარპინის და ადრენალინის შემცველი თვალის წვეთები, თიმოლოლი-დარნიცასთან ერთდროული გამოყენებისას აძლიერებენ თვალშიდა წნევის შემცირებას.

ქოლინომიმეტიკები (პილოკარპინი), ადრენომიმეტიკები (ეპინეფრინი), კარბოანჰიდრაზას ინჰიბიტორები, ტაუფონი: თვალშიდა წნევის უფრო გამოხატული და ხანგრძლივი დაწევის მისაღწევად შესაძლებელია თიმოლოლი-დარნიცასთან კომბინირება.

β-ბლოკატორების შემცველი თვალის წვეთები, არ უნდა დაინიშნონ თიმოლოლი- დარნიცასთან ერთად.

თიმოლოლის და ეპინეფრინის ერთდროულმა გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს მიდრიაზის განვითარება.

გულის გლიკოზიდები იწვევენ ატრიოვენტრიკულური გამტარობის დროის გახანგრძლივებას, ბრადიკარდიას, ატრუოვენტიკულურ ბლოკადას.

ინსულინი, დიაბეტის საწინააღმდეგო პერორალური საშუალებები ხელს უწყობენ ჰიპოგლიკემიას.

კალციუმის ანტაგონისტები, რეზერპინი და β-ბლოკატორები. არსებობს ცნობები β- ბლოკატორების ეფექტების გაძლიერების შესახებ (გულის შეკუმშვის სიხშირის შემცირება, დეპრესია) CYP2D6 ინჰიბიტორებთან კომბინირებული გამოყენებისას (ქინიდინი, ფლუოქსეტინი, პაროქსეტინი).

პერორალურმა β-ბლოკატორებმა შესაძლებელია გააძლიერონ კლონიდინის მოხსნით გამოწვეული ჰიპერტენზია.

აუცილებელია სათანადო დაკვირვება პაციენტებზე, რომლებშიც β-ბლოკატორებთან ერთად ინიშნება ისეთი სამკურნალო საშუალებები, რომლებიც გამოყოფენ კატექოლამინებს (მაგალითად, რეზერპინი), რადგან შესაძლებელია ეფექტების გაძლიერება ჰიპოტენზიის და/ანგამოხატული ბრადიკარდიის სახით, რაც ვლინდება თავბრუსხვევით, გულის წასვლით ან პოსტურალური ჰიპოტენზიით.

კალციუმის ანტაგონისტების და β-ბლოკატორების კომბინირებული პერორალური მიღება დასაშვებია გულის დამაკმაყოფილებელი ფუნქციის დროს, თუმცა, ასეთი კომბინაცია თავიდან უნდა იქნეს აცილებული პაციენტებში გულის ფუნქციის დაქვეითებით.

ჰიპოტონიის, AV-გამტარობის დარღვევის და მარცხენა-პარკუჭოვანი უკმარისობის განვითარება პაციენტებში, რომლებიც იღებენ β-ბლოკატორებს, შესაძლებელია მკურნალობის სქემაში კალციუმის არხების ბლოკატორების შეყვანისას. გულის მხრივ გვერდითი ეფექტების ხასიათი დამოკიდებულია კალციუმის არხების ბლოკატორების სახეობაზე.

მიორელაქსანტების მოქმედება ძლიერდება, ამიტომ, საჭიროა სამკურნალო საშუალების მოხსნა ზოგადი ნარკოზის გამოყენებით დაგეგმილ ქირურგიულ ჩარევამდე 48 საათითადრე. ტუბოკურარინით გამოწვეული ნეირო-კუნთოვანი ბლოკადა შესაძლებელია გაძლიერდეს β-ბლოკატორებით.

β2-სიმპატომიმეტიკების ეფექტი შესაძლებელია შემცირდეს, არსებობს ბრონქოსპაზმის განვითარების რისკი.

ქინიდინი აძლიერებს სამკურნალო საშუალების β-ბლოკატორულ მოქმედებას P450, CYP2D6 ფერმენტების აქტივობის შემცირების ხარჯზე, რომლებიც პასუხს აგებენ თიმოლოლის მეტაბოლიზმზე.

კლონიდინი. ერთდროული გამოყენებისას, კლონიდინის მოხსნა ხდება თანდათან და მხოლოდ თიმოლოლი-დარნიცას გამოყენების შეწყვეტიდან რამდენიმე დღის შემდეგ. სამკურნალო საშუალების განმეორებითი დანიშვნა შესაძლებელია კლონიდინის მოქმედების შეწყვეტიდან მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ.

ნიკარდიპინი, დილთიაზემი. ნიკარდიპინის და დილთიაზემის პერორალური ერთდროული გამოყენებისას თიმოლოლი-დარნიცას ჩაწვეთებასთან ერთად, ამ უკანასკნელის ეფექტების გაძლიერება არ გამოვლენილა.

ციმეტიდინმა შეიძლება გამოიწვიოს თიმოლოლი-დარნიცას მოქმედების გაძლიერება.

ორსულობა და ძუძუთი კვება

გამოყენების არასაკმარისი გამოცდილების გამო, სამკურნალო საშუალების დანიშვნა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა მოსალოდნელი თერაპიული ეფექტი დედისთვის მნიშვნელოვნად აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფისთვის/ბავშვისთვის. ეპიდემიოლოგიურ კვლევებით არ გამოვლენილა ტერატოგენული მოქმედება, მაგრამ ნაჩვენებია ნაყოფის განვითარების შეფერხება β-ბლოკატორების გამოყენებისას. ასევე, β-ბლოკატორების ეფექტები (ბრადიკარდია, ჰიპოტონია, სუნთქვის უკმარისობა და ჰიპოგლიკემია) აღმოჩნდა ახალშობილებში, რომელთა დედები β-ბლოკატორებს იღებდნენ მშობიარობამდე. ახალშობილები, რომელთა დედები მშობიარობამდე იღებდნენ თიმოლოლს, უნდა იმყოფებოდნენ მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ სიცოცხლის პირველი დღეების განმავლობაში.

ძუძუთი კვება

β-ბლოკატორები აღწევენ დედის რძეში და შესაძლებელია გამოიწვიონ სერიოზული გვერდითი ეფექტები ძუძუთი კვებაზე მყოფ ჩვილებში.

სარგებელი/რისკის თანაფარდობის მკაცრი შეფასების შემდეგ საჭიროა ძუძუთი კვების ან სამკურნალო საშუალების გამოყენების შეწყვეტა ბავშვისთვის ძუძუთი კვების სარგებლის და ქალისთვის თერაპიით მიღებული სარგებლის გათვალისწინებით.

ზემოქმედება რეაქციის სისწრაფეზე ავტოტრანსპორტის ან სხვა მექანიზმების მართვის დროს

მკურნალობის პერიოდში განვითარებულმა მხედველობის დროებით დაბინდვამ ან სხვა მნიშვნელოვანმა დარღვევებმა, მათ შორის, რეფრაქციულმა ცვლილებებმა, დიპლოპიამ, ფტოზმა, დროებით არამკაფიო მხედველობის ხშირმა მსუბუქმა შემთხვევებმა და იშვიათად–თავბრუსხვევის ან მომატებული დაღლის შემთხვევებმა, შეიძლება იმოქმედოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვის ან სხვა მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვამდე და მექანიზმებთან მუშაობამდე პაციენტიუნდა დაელოდოს მხედველობის აღდგენას.

გვერდითი მოვლენები

მხედველობის ორგანოების მხრივ: დისკომფორტი თვალში, სუსტი ან ზომიერი ტკივილი, თვალების წვა, ჭრა და ქავილი, ქუთუთოების ქავილი, უვეიტი, ასტენოპია, ქუთუთოების ეკზემა, ქუთუთოების ერითემა, თვალებში ჩხვლეტა, თვალების სიმშრალე, სიწითლე, ჰიპოტონია, თვალის რქოვანას მგრძნობელობის შემცირება, ზომიერი კერატოპათია, ზედაპირული ლაქოვანი კერატიტი, ტკივილი თვალებში, ირიტი, გამოსახულების სიმკვეთრის გაუარესება, უცხო სხეულის შეგრძნება, თვალის მომატებული მგრძნობელობა სინათლის მიმართ, რქოვანას ეროზია, კონიუნქტივიტი, ალერგიული კონიუნქტივიტი და ბლეფაროკონიუნქტივიტი, თვალის გაღიზიანების ობიექტური და სუბიექტური სიმპტომატიკა, ბლეფარიტი, ცრემლდენა, სინათლის შიში, გამონადენი თვალებიდან, ქერცლის წარმოქმნა ქუთუთოების კიდეებზე, თვალის წინ აკამერის ანთება, ქუთუთოების შეშუპება, კონიუნქტივის შეშუპება, ეპითელიუმის შეშუპება დარქოვანას ჰიპერემია, კონიუნქტივური მეტაპლაზია, კონიუნქტივის ჰიპერემია, დისკისებრი ჰემორაგია, სიმკვეთრის შემცირება და არამკაფიო მხედველობა, თვალის პემფიგოიდი, სისხლძარღვოვანი გარსის აშრევება, ქუთუთოების კონტაქტური დერმატიტი, სისხლჩაქცევა თვალის ბადურაში, კერატიტი, ბლეფაროფტოზი, მხედველობის დარღვევა, მათ შორის, რეფრაქციები (მიოზური საშუალებების მოხსნის გამო), დიპლოპია, ფტოზი.

სმენის ორგანოების და ვესტიბულური აპარატის მხრივ: ხმაური ყურებში (ტინიტუსი).

რესპირატორული სისტემის, გულმკერდის და შუასაყრის ორგანოების მხრივ: ქოშინი, ხროტინი, ასთმური შეტევები, ბრონქოსპაზმი (განსაკუთრებით პაციენტებში ფილტვების არსებული დაავადებებით), ბრონქიტი, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებები, სტრიდოროზული სუნთქვა, სუნთქვის დარღვევა/გაჩერება, რესპირატორული დისტრეს-სინდრომი (სუნთქვის უკმარისობა), ფილტვების სასიცოცხლო მოცულობის შემცირება, ძლიერი ხველა, ბრონქორეის გაძლიერება, ციანოზი, ინტერსტიციალური პნევმოპათია, დისპნოე, ცხვირში შეგუბება.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა, დიარეა, მუცლის ტკივილი, ღებინება, უსიამოვნო შეგრძნება მუცლის არეში, დისპეპსია, დისგევზია, პირის ლორწოვანი გარსის სიმშრალე (ქსეროსტომია).

ენდოკრინული სისტემის მხრივ: მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების დონის და/ან ქოლესტერინის/პაციენტებმა თანაფარდობის მნიშვნელოვანი შემცირება, ჰიპოგლიკემიის სიმპტომატიკის შენიღბვა ინსულინდამოკიდებული შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში, სხეულის წონის მატება, მძიმე ჰიპერგლიკემია.

ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, შაკიკი, თავბრუსხვევა, სისუსტე, მგრძნობელობის დარღვევა, შიშის შეგრძნება, ჰალუცინაციები, ნერვ-კუნთოვანი აშლილობა, ასთენია, დაღლილობა, სქესობრივი ლტოლვის შემცირება, შეუძლოდ ყოფნა, თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის უკმარისობა (მათ შორის, ცერებროვასკულარული აშლილობები, არტერიული წნევის მკვეთრი შემცირება), აპათია, მიასთენია გრავისის ობიექტური და სუბიექტური სიმპტომატიკის გაძლიერება, პარესთეზია.

ფსიქიკის მხრივ: დეპრესია (მათ შორის მელანქოლური), ძილიანობა, კოშმარული სიზმრები, ფსიქიკური აშლილობა, ფსიქოზი.

გულის მხრივ: გულის უკმარისობა, ბრადიკარდია, პულსის სიხშირის მნიშვნელოვანი შემცირება, არითმია, არტერიული ჰიპოტენზია, გულის შეგუბებითი უკმარისობა, შეშუპებები, მიოკარდიუმის ინფარქტი, სტენოკარდია, არტერიული ჰიპერტენზია, ტაქიკარდია, გულის ფუნქციის დარღვევა, ცერებრალური ინფარქტი (თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის გარდამავალი დარღვევა), სინკოპე, პულსაცია, ტკივილი მკერდის არეში (მათ შორის, ტკივილი გულის არეში), ასისტოლია, ატრიოვენტრიკულური ან სინოარტერიული ბლოკადა (სრული, არასრული), ბრადიარითმია, კოლაფსი, გულის გაჩერება, ინსულტი, თავის ტვინის სისხლძარღვების იშემია.

სისხლძარღვების მხრივ: ჰიპოტენზია, გარდამავალი კოჭლობა, რეინოს ფენომენი, კიდურების გაციება, პერიფერიული შეშუპება.

იმუნური სისტემის მხრივ: მომატებული მგრძნობელობა, ჭინჭრის ციება, ანაფილაქსიური რეაქციები, ანგიონევროზული შეშუპება, ანაფილაქსიური შოკი.

კანის და კანქვეშა უჯრედისის მხრივ: ქავილი, ეგზემა, გენერალიზებული და ლოკალიზებული გამონაყარი, გამონაყარი კანზე, ოფლიანობა, სიწითლე, ექსფოლიაციური დერმატიტი, ჰიპოპიგმენტაცია, თმის ცვენა, ფრჩხილების მდგომარეობის გაუარესება, ფსორიაზოფორმული გამონაყარი ან ფსორიაზის გამწვავება, სისტემური წითელი მგლურა, წითელი ბრტყელი ლიქენი, ალერგიული კონტაქტური დერმატიტი, ერითროდერმიტი, სახის შეშუპება, ლაიელის სინდრომი.

რეპროდუქციული სისტემის მხრივ: სქესობრივი დისფუნქცია (იმპოტენცია), ლიბიდოს დაქვეითება.

ზოგიერთ პაციენტში რქოვანას მნიშვნელოვანი დაზიანებით ძალიან იშვიათად აღინიშნებოდა რქოვანას კალციფიკაციის შემთხვევები თვალის წვეთების შემადგენლობაში შემავალი ფოსფატის მეშვეობით.

გვერდითი რეაქციები, რომელთა მიზეზობრივი კავშირი თიმოლოლის გამოყენებასთან არარის დადგენილი

ზოგადი ხასიათის დარღვევები: დაღლილობა.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული ჰიპერტენზია, ფილტვების შეშუპება,

სტენოკარდია.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: დისპეპსია, ანორექსია, პირის სიმშრალე.

ფსიქიკის დარღვევები: ქცევის დარღვევა, მათ შორის აღელვებული მდგომარეობა, ჰალუცინაციები, შფოთვა, დეზორიენტაცია, აღგზნება, ძილიანობა და სხვა ფსიქიკური აშლილობები.

მხედველობის ორგანოების მხრივ: რქოვანას ცისტოიდური მაკულარული შეშუპება.

თირკმელების და შარდ-გამომყოფი გზების მხრივ: რეტროპერიტონეალური ფიბროზი,

იმპოტენცია.

კლინიკურ პრაქტიკაში დაფიქსირებული გვერდითი რეაქციები თიმოლოლის მალეატის პერორალური მიღებისას, რომლებიც შესაძლებელია განვითარდეს თიმოლოლის მალეატის ოფთალმოლოგიური გამოყენების დროს.

ზოგადი ხასიათის დარღვევები: ტკივილი კიდურების არეში, ფიზიკური დატვირთვის დონის შემცირება, სხეულის წონის კლება.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: შეშუპება, არტერიული უკმარისობის დამძიმება, რეინოს დაავადება, ვაზოდილატაცია.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ტკივილი კუჭის ან ნაწლავების არეში, ჰეპატომეგალია, ღებინება.

სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ: მარტივი პურპურა.

ენდოკრინული სისტემის მხრივ: ჰიპერგლიკემია, ჰიპოგლიკემია.

კანის და კანქვეშა უჯრედისის მხრივ: ქავილი, კანის გაღიზიანება, კანის პიგმენტაციის მომატება, მომატებული ოფლიანობა, სიცივის შეგრძნება კიდურებში.

ძვალ-კუნთოვანი სისტემის და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ: ართრალგია, მიალგია, ართროპათია, კოჭლობა.

ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუსხვევა, სისუსტე, სქესობრივი ლტოლვის დაქვეითება, ღამის კოშმარები, უძილობა, ყურადღების კონცენტრაციის გაუარესება.

სასუნთქი სისტემის, გულმკერდის და შუასაყრის ორგანოების მხრივ: ხროტინი, ბრონქული ობსტრუქცია.

სმენის ორგანოების მხრივ: ხმაური ყურებში.

მხედველობის ორგანოების მხრივ: თვალების სიმშრალე.

თირკმელებისა და შარდ-გამომყოფი გზების მხრივ: შარდვის გაძნელება.

სხვა ბეტა-ბლოკატორების გამოყენების დროს დაფიქსირებული გვერდითი რეაქციები, რომლებიც შესაძლებელია განვითარდეს თიმოლოლის მალეატის ოფთალმოლოგიური გამოყენებისას.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: მეზენტერიალური არტერიული თრომბოზი, იშემიური კოლიტი.

სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ: აგრანულოციტოზი, თრომბოციტოპენიური პურპურა.

ნერვული სისტემის მხრივ: რევერსიული დეპრესია, რომელიც პროგრესირებს კატატონიაში; მწვავე რევერსიული სინდრომი, რომელსაც ახასიათებს დროში და სივრცეში დეზორიენტაცია; მეხსიერების ხანმოკლე დაკარგვა, ემოციური ლაბილურობა, ცნობიერების უმნიშვნელო არევა, ნეიროფსიქომეტრიის მაჩვენებლების შემცირება.

იმუნური სისტემის მხრივ: ერითემატოზული გამონაყარი; ცხელება, რომელსაც თან ახლავს ყელის ანთება და ტკივილი; ლარინგოსპაზმი სუნთქვის უკმარისობით.

თირკმელებისა და შარდ-გამომყოფი გზების მხრივ: პეირონის დაავადება.

არსებობს ცნობები სინდრომის განვითარების შესახებ, რომელიც მოიცავდა კანზე ფსორიაზის მსგავს გამონაყარს, მშრალ კონიუნქტივიტს, ოტიტს და მასკლეროზირებელ სეროზიტს, რაც დაკავშირებული იყოβ- ბლოკატორების, პრაქტოლოლის გამოყენებასთან. თიმოლოლის მალეატის გამოყენებისას ასეთი სინდრომის განვითარების შემთხვევები არ არის აღწერილი.

მკურნალობის დასრულების შემდეგ, სამკურნალო საშუალების ეფექტი შესაძლებელია გაგრძელდეს რამდენიმე დღის განმავლობაში. თუ თიმოლოლით, თვალის წვეთებით, მკურნალობა შეწყდა ხანგრძლივი გამოყენების შემდეგ, მისი მოქმედება თვალშიდა წნევის შემცირებაზე შეიძლება გაგრძელდეს 2-4 კვირა. მხოლოდ ერთ თვალში ჩაწვეთების შემთხვევაში, β-ბლოკატორებმა შესაძლებელია შეამცირონ თვალშიდა წნევა მეორე თვალშიც.

ჭარბი დოზა

ფლაკონის სპეციალური კონფიგურაციის წყალობით, სამკურნალო საშუალებით შემთხვევით დოზის გადაჭარბება ნაკლებად შესაძლებელია. დოზის გადაჭარბება შესაძლებელია მხოლოდ ინსტრუქციაში მითითებული ერთჯერადი დოზებისა და გამოყენების სიხშირის დაუცველობის შემთხვევაში.

არსებობს ცნობები თიმოლოლის დოზის გადაჭარბების შემთხვევების შესახებ, რომლის შედეგად ვლინდებოდა β- ბლოკატორების სისტემური გამოყენების დროს გამოვლენილი ეფექტების მსგავსი მოვლენები.

სიმპტომები: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, არითმია, არტერიული წნევის დაწევა, გულის უკმარისობის განვითარება, კარდიოგენული შოკი, ბრადიკარდია, გულის გაჩერება, ბრონქოსპაზმი, გულისრევა, ღებინება, ცნობიერების არევა და კრუნჩხვები; სამკურნალო საშუალების პერორალურად შემთხვევით მიღების შემთხვევაში (რაოდენობიდან გამომდინარე) – გულის რითმის დარღვევა, ქოშინი, ფრჩხილების სილურჯე, თავბრუსხვევა, სისუსტე, გულისრევა, ღებინება, დიარეა.

მკურნალობა: თვალის დაუყოვნებელი ამორეცხვა წყლით ან ფიზიოლოგიური ხსნარით.

დოზის გადაჭარბების გამოხატული სიმპტომების შემთხვევაში საჭიროა ანტიდოტების გამოყენება: ატროპინი 0,5-2 მგ ვენაში; გლუკაგონი თავიდან 1-10 მგ ვენაში, შემდეგ 2-2,5 მგ/სთ ინფუზიისსახით.

შემთხვევით პერორალურად მიღების შემთხვევაში, თუ მიღების მომენტიდან არ არის გასული 1 საათზე მეტი, ტარდება კუჭის ამორეცხვა ან გამოიყენება აქტივირებული ნახშირი (50 გ მოზრდილებში და 1 გ/კგ ბავშვებისთვის).

ბრადიკარდიის გამოვლენისას გამოიყენება ატროპინი ვენაში 0,25-2 მგ. თუ ბრადიკარდია გრძელდება, გამოიყენება იზოპრენალინი. ეფექტის არარსებობისას – იდგმება კარდიოსტიმულატორი.

ჰიპოტონიის დროს შეჰყავთ დოპამინი, დობუტამინი ან ნორადრენალინი. არაეფექტურობის შემთხვევაში შეჰყავთ გლუკაგონი.

ბრონქოსპაზმის განვითარებისას: იზოპრენალინი, ამინოფილინით დამატებითი თერაპია.

გულის მწვავე უკმარისობა: საჭიროა გადაუდებელი დახმარების გაწევის ალგორითმით მოქმედება (ჟანგბადი, დიურეტიკები, გულის გლიკოზიდები). არაეფექტურობის შემთხვევაში –გლუკაგონის, ამინოფილინის ვენაში შეყვანა.

გულის ბლოკადა: იზოპრენალინი, რითმის მატარებლის დაყენება.

ჰემოდიალიზი ნაკლებად ეფექტურია.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება: timolol;

პრეპარატის 1 მლ შეიცავს თიმოლოლის მალეატს, 2,5 მგ და 5 მგ თიმოლოლზე გადაანგარიშებით;

დამხმარე ნივთიერებები: ბენზალკონიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის დიჰიდროფოსფატის დიჰიდრატი, დინატრიუმის ფოსფატის დოდეკაჰიდრატი; ბდინატრიუმის ედეტატი, საინექციო წყალი.

სამკურნალო ფორმა. თვალის წვეთები, ხსნარი.

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: გამჭვირვალე უფერო სითხე.

შენახვის პირობები

თვალის წვეთები, ხსნარი 2,5 მგ/მლ - 2 წელი.

თვალის წვეთები, ხსნარი 5 მგ/მლ - 3 წელი.

ფლაკონის გახსნის შემდეგ პრეპარატი ინახება არაუმეტეს 28 დღე.

შენახვის პირობები

ინახება ორიგინალ შეფუთვაში არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

შეფუთვა

5 მლ ან 10 მლ ფლაკონში; 1 ფლაკონი კოლოფში.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ოფთალმოლოგიაში გამოყენებული საშუალებები. გლაუკომის საწინააღმდეგო პრეპარატები და მიოზური საშუალებები. ბეტა-ადრენორეცეპტორების ბლოკატორები.

ათქ კოდი S01E D01.

ფარმაკოლოგიური თვისებები.

ფარმაკოდინამიკა

თიმოლოლი – β1 და β2 -ადრენორეცეპტორების ბლოკატორი. თვალში ჩაწვეთებისას ამცირებს თვალშიდა წნევას, ძირითადად თვალშიდა სითხის წარმოების შემცირების ხარჯზე. ეფექტი დაკავშირებულია ცილიარული ქსოვილის ადენილატციკლაზური სისტემის ინჰიბირებასთან, რომელიც ახორციელებს ნატრიუმის აქტიურ ტრანსპორტირებას სისხლიდან თვალშიდა სითხეში, რაც იწვევს სითხის წარმოქმნის პროცესის ინტენსიობის შემცირებას. არ მოქმედებს აკომოდაციაზე, რეფრაქციაზე და გუგის ზომაზე. თვალში ჩაწვეთებისას ამცირებს როგორც მომატებულ, ასევე ნორმალურ თვალშიდა წნევას. წნევის დაწევა ხორციელდება აკომოდაციაზე მნიშვნელოვანი ზემოქმედების გარეშე, რაც, წარმოადგენს უპირატესობას მიოზური მოქმედების გლაუკომის საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებებთან შედარებით.

ფარმაკოკინეტიკა

სამკურნალო საშუალების მოქმედება ვლინდება ჩაწვეთებიდან 20 წუთის შემდეგ.

მაქსიმალური ეფექტი დგება 1-2 საათის შემდეგ და გრძელდება 8-დან 24 საათამდე. რეკომენდებული დოზების ადგილობრივი გამოყენების შემდეგ, სამკურნალო საშუალება პრაქტიკულად არ ვლინდება სისხლის შრატში (2 ნგ/მლ-ზე ნაკლები).

თიმოლოლის მალეატი და მისი მეტაბოლიტები ძირითადად ექსკრეტირდება თირკმელებით.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

სამკურნალო საშუალების სამედიცინო გამოყენების

ინსტრუქცია

თიმოლოლი-დარნიცა

(TIMOLOL-DARNYTSIA)

შემადგენლობა:

აქტიური ნივთიერება: timolol;

პრეპარატის 1 მლ შეიცავს თიმოლოლის მალეატს, 2,5 მგ და 5 მგ თიმოლოლზე გადაანგარიშებით;

დამხმარე ნივთიერებები: ბენზალკონიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის დიჰიდროფოსფატის დიჰიდრატი, დინატრიუმის ფოსფატის დოდეკაჰიდრატი; ბდინატრიუმის ედეტატი, საინექციო წყალი.

სამკურნალო ფორმა. თვალის წვეთები, ხსნარი.

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: გამჭვირვალე უფერო სითხე.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი. ოფთალმოლოგიაში გამოყენებული საშუალებები. გლაუკომის საწინააღმდეგო პრეპარატები და მიოზური საშუალებები. ბეტა-ადრენორეცეპტორების ბლოკატორები.

ათქ კოდი S01E D01.

ფარმაკოლოგიური თვისებები.

ფარმაკოდინამიკა

თიმოლოლი – β1 და β2 -ადრენორეცეპტორების ბლოკატორი. თვალში ჩაწვეთებისას ამცირებს თვალშიდა წნევას, ძირითადად თვალშიდა სითხის წარმოების შემცირების ხარჯზე. ეფექტი დაკავშირებულია ცილიარული ქსოვილის ადენილატციკლაზური სისტემის ინჰიბირებასთან, რომელიც ახორციელებს ნატრიუმის აქტიურ ტრანსპორტირებას სისხლიდან თვალშიდა სითხეში, რაც იწვევს სითხის წარმოქმნის პროცესის ინტენსიობის შემცირებას. არ მოქმედებს აკომოდაციაზე, რეფრაქციაზე და გუგის ზომაზე. თვალში ჩაწვეთებისას ამცირებს როგორც მომატებულ, ასევე ნორმალურ თვალშიდა წნევას. წნევის დაწევა ხორციელდება აკომოდაციაზე მნიშვნელოვანი ზემოქმედების გარეშე, რაც, წარმოადგენს უპირატესობას მიოზური მოქმედების გლაუკომის საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებებთან შედარებით.

ფარმაკოკინეტიკა

სამკურნალო საშუალების მოქმედება ვლინდება ჩაწვეთებიდან 20 წუთის შემდეგ.

მაქსიმალური ეფექტი დგება 1-2 საათის შემდეგ და გრძელდება 8-დან 24 საათამდე. რეკომენდებული დოზების ადგილობრივი გამოყენების შემდეგ, სამკურნალო საშუალება პრაქტიკულად არ ვლინდება სისხლის შრატში (2 ნგ/მლ-ზე ნაკლები).

თიმოლოლის მალეატი და მისი მეტაბოლიტები ძირითადად ექსკრეტირდება თირკმელებით.

კლინიკური მახასიათებლები

ჩვენებები

სამკურნალო საშუალება გამოიყენება თვალის ჰიპერტენზიის, ქრონიკული ღიაკუთხოვანი გლაუკომის, მეორადი გლაუკომის ზოგიერთი შემთხვევის დროს.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა სამკურნალო საშუალების კომპონენტების მიმართ.

გულის დეკომპენსირებული ან მწვავე უკმარისობა, გულის არითმიის ზოგიერთი სახეობა (სინუსური ბრადიკარდია, სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი, სინოატრიალური (AV) ბლოკადა II და III ხარისხის, რომელიც არ კონტროლდება კარდიოსტიმულატორით), კარდიოგენული შოკი.

სასუნთქი ორგანოების რეაქტიული დაავადებები, მათ შორის, ბრონქული ასთმა, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებები.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა

ფორმები

β-ბლოკატორების თვალის წვეთების და პერორალური კალციუმის არხების ბლოკატორების, β-ბლოკატორების, ანტიარითმიული სამკურნალო საშუალებების (ამიოდარონის ჩათვლით), გულის გლიკოზიდების, რაუვოლფიის ალკალოიდების, პარასიმპატომიმეტიკების, გუანეტიდინის ერთდროული გამოყენებისას ვლინდება ადიციური ეფექტი ჰიპოტენზიის და/ან ბრადიკარდიის სახით.

პილოკარპინის და ადრენალინის შემცველი თვალის წვეთები, თიმოლოლი-დარნიცასთან ერთდროული გამოყენებისას აძლიერებენ თვალშიდა წნევის შემცირებას.

ქოლინომიმეტიკები (პილოკარპინი), ადრენომიმეტიკები (ეპინეფრინი), კარბოანჰიდრაზას ინჰიბიტორები, ტაუფონი: თვალშიდა წნევის უფრო გამოხატული და ხანგრძლივი დაწევის მისაღწევად შესაძლებელია თიმოლოლი-დარნიცასთან კომბინირება.

β-ბლოკატორების შემცველი თვალის წვეთები, არ უნდა დაინიშნონ თიმოლოლი- დარნიცასთან ერთად.

თიმოლოლის და ეპინეფრინის ერთდროულმა გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს მიდრიაზის განვითარება.

გულის გლიკოზიდები იწვევენ ატრიოვენტრიკულური გამტარობის დროის გახანგრძლივებას, ბრადიკარდიას, ატრუოვენტიკულურ ბლოკადას.

ინსულინი, დიაბეტის საწინააღმდეგო პერორალური საშუალებები ხელს უწყობენ ჰიპოგლიკემიას.

კალციუმის ანტაგონისტები, რეზერპინი და β-ბლოკატორები. არსებობს ცნობები β- ბლოკატორების ეფექტების გაძლიერების შესახებ (გულის შეკუმშვის სიხშირის შემცირება, დეპრესია) CYP2D6 ინჰიბიტორებთან კომბინირებული გამოყენებისას (ქინიდინი, ფლუოქსეტინი, პაროქსეტინი).

პერორალურმა β-ბლოკატორებმა შესაძლებელია გააძლიერონ კლონიდინის მოხსნით გამოწვეული ჰიპერტენზია.

აუცილებელია სათანადო დაკვირვება პაციენტებზე, რომლებშიც β-ბლოკატორებთან ერთად ინიშნება ისეთი სამკურნალო საშუალებები, რომლებიც გამოყოფენ კატექოლამინებს (მაგალითად, რეზერპინი), რადგან შესაძლებელია ეფექტების გაძლიერება ჰიპოტენზიის და/ანგამოხატული ბრადიკარდიის სახით, რაც ვლინდება თავბრუსხვევით, გულის წასვლით ან პოსტურალური ჰიპოტენზიით.

კალციუმის ანტაგონისტების და β-ბლოკატორების კომბინირებული პერორალური მიღება დასაშვებია გულის დამაკმაყოფილებელი ფუნქციის დროს, თუმცა, ასეთი კომბინაცია თავიდან უნდა იქნეს აცილებული პაციენტებში გულის ფუნქციის დაქვეითებით.

ჰიპოტონიის, AV-გამტარობის დარღვევის და მარცხენა-პარკუჭოვანი უკმარისობის განვითარება პაციენტებში, რომლებიც იღებენ β-ბლოკატორებს, შესაძლებელია მკურნალობის სქემაში კალციუმის არხების ბლოკატორების შეყვანისას. გულის მხრივ გვერდითი ეფექტების ხასიათი დამოკიდებულია კალციუმის არხების ბლოკატორების სახეობაზე.

მიორელაქსანტების მოქმედება ძლიერდება, ამიტომ, საჭიროა სამკურნალო საშუალების მოხსნა ზოგადი ნარკოზის გამოყენებით დაგეგმილ ქირურგიულ ჩარევამდე 48 საათითადრე. ტუბოკურარინით გამოწვეული ნეირო-კუნთოვანი ბლოკადა შესაძლებელია გაძლიერდეს β-ბლოკატორებით.

β2-სიმპატომიმეტიკების ეფექტი შესაძლებელია შემცირდეს, არსებობს ბრონქოსპაზმის განვითარების რისკი.

ქინიდინი აძლიერებს სამკურნალო საშუალების β-ბლოკატორულ მოქმედებას P450, CYP2D6 ფერმენტების აქტივობის შემცირების ხარჯზე, რომლებიც პასუხს აგებენ თიმოლოლის მეტაბოლიზმზე.

კლონიდინი. ერთდროული გამოყენებისას, კლონიდინის მოხსნა ხდება თანდათან და მხოლოდ თიმოლოლი-დარნიცას გამოყენების შეწყვეტიდან რამდენიმე დღის შემდეგ. სამკურნალო საშუალების განმეორებითი დანიშვნა შესაძლებელია კლონიდინის მოქმედების შეწყვეტიდან მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ.

ნიკარდიპინი, დილთიაზემი. ნიკარდიპინის და დილთიაზემის პერორალური ერთდროული გამოყენებისას თიმოლოლი-დარნიცას ჩაწვეთებასთან ერთად, ამ უკანასკნელის ეფექტების გაძლიერება არ გამოვლენილა.

ციმეტიდინმა შეიძლება გამოიწვიოს თიმოლოლი-დარნიცას მოქმედების გაძლიერება.

გამოყენების თავისებურებები

თიმოლოლი არ იწვევს და არ მოქმედებს მიდრიაზზე მისი მონოთერაპიის სახით გამოყენებისას. საჭიროა თვალშიდა წნევის რეგულარულად გაზომვა და რქოვანას გამოკვლევის ჩატარება.

თიმოლოლით მკურნალობაზე პაციენტის გადაყვანისას შეიძლება საჭირო გახდეს რეფრაქციის კორექცია მას შემდეგ, რაც გაქრება მანამდე გამოყენებული მიოზური საშუალებების ეფექტები.

საჭიროა ცრემლდენის და რქოვანას გარსის მდგომარეობის კონტროლი ყოველ 6 თვეში.

ადგილობრივად გამოყენებული β-ბლოკატორები შესაძლებელია სისტემურად აბსორბირდნენ, რის გამოც შეიძლება დაფიქსირდეს უარყოფითი ეფექტები სასუნთქი, გულ-სისხლძარღვთა და სხვა სისტემების მხრივ. ამგვარად, სამკურნალო საშუალების ადგილობრივი (ოფთალმოლოგიური) გამოყენებისას შეიძლება დაფიქსირდეს ისეთივე გვერდითი რეაქციები, როგორიც ფიქსირდება β-ბლოკატორების სისტემური გამოყენებისას, მაგრამ მათი სიხშირე მნიშვნელოვნად დაბალია.

გულის დარღვევები. აღწერილია სერიოზული რეაქციები გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ, მათ შორის ლეთალური შემთხვევები თიმოლოლის მალეატის გამოყენების შემდეგ განვითარებულ გულის უკმარისობასთან დაკავშირებით.

საჭიროა კრიტიკულად შეფასდეს β-ბლოკატორებით თანმხლები ჰიპოტენზიური თერაპიის მიზანშეწონილობა პაციენტებში გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიით (მაგალითად, გულის იშემიური დაავადება, პრინცმეტალის სტენოკარდია, გულის უკმარისობა) და განხილულ იქნეს სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენების შესაძლებლობა. სამკურნალო საშუალების გამოყენებისას, პაციენტებმა გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიით, ყურადღება უნდა მიაქციონ მდგომარეობის გაუარესების ან გვერდითი რეაქციების ნიშნების გამოვლენას.

იმპულსის გატარებაზე უარყოფითი ზემოქმედების გამო, β-ბლოკატორები სიფრთხილით უნდა დაინიშნოს პაციენტებში I ხარისხის AV-ბლოკადით.

ასეთ პაციენტებში თიმოლოლის გამოყენებისას საჭიროა გულის უკმარისობის ადეკვატური კონტროლი. საჭიროა ექიმის ზედამხედველობა პაციენტებზე გულის მძიმე დაავადებებით, განსაკუთრებით გულის უკმარისობის პროგრესის დროს, ასევე საჭიროა პულსის კონტროლი.

სისხლძარღვოვანი დარღვევები. პაციენტებმა პერიფერიული სისხლძარღვების მძიმე დარღვევებით/დაავადებებით (მაგალითად, რეინოს სინდრომი ან რეინოს დაავადება) სიფრთხილით უნდა გამოიყენონ სამკურნალო საშუალება.

არტერიულ წნევაზე და პულსზე β-ბლოკატორების შესაძლო ზემოქმედების გამო, ეს სამკურნალო საშუალებები სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში, რომლებსაც აქვთ თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის უკმარისობა. თუ თიმოლოლით თერაპიის დაწყების შემდეგ ვითარდება თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის შემცირების სიმპტომები, საჭიროა თერაპიის ალტერნატიული სახის გამოყენება.

რესპირატორული დარღვევები. ზოგიერთი β-ბლოკატორის ოფთალმოლოგიური გამოყენების შემდეგ, პაციენტებში ასთმით აღწერილი იყო ბრონქოსპაზმთან დაკავშირებული რესპირატორული რეაქციები, მათ შორის ლეტალური გამოსავლით. თიმოლოლი-დარნიცას დანიშვნა შესაძლებელია (სიფრთხილით) პაციენტებში მსუბუქი და საშუალო ხარისხის სიმძიმის ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებებით, თუ გამოყენებით მიღებული სარგებელი აღემატება პოტენციურ რისკს.

რქოვანას დაავადებები. β-ბლოკატორებმა შეიძლება გამოიწვიონ თვალის სიმშრალე. პაციენტებმა რქოვანას დაავადებებით სიფრთხილით უნდა გამოიყენონ მოცემული სამკურნალო საშუალება.

კუნთების სისუსტე.

არსებობს ცნობები, რომ β-ბლოკატორები იწვევენ კუნთების სისუსტეს. ეს დაკავშირებულია მიასთენიის გარკვეულ სიმპტომებთან (მაგალითად, დიპლოპია, ფტოზი და საერთო სისუსტე); თიმოლოლი იწვევს კუნთების სისუსტეს მიასთენია გრავისის ან მიასთენიის სიმპტომების მქონე ზოგიერთ პაციენტში.

ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები. β-ბლოკატორებმა შეიძლება შენიღბონ ჰიპერთირეოიდიზმის სიმპტომები.

სამკურნალო საშუალების მოხსნა სიფრთხილით უნდა მოხდეს, როდესაც არსებობს ეჭვი ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევაზე (მაგალითად, ჰიპერთირეოზი, თირეოტოქსიკოზი), ასეთი დარღვევების გამოვლენის გაძლიერების რისკის შემცირების მიზნით.

ჰიპოგლიკემია/დიაბეტი. β-ბლოკატორები სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში სპონტანური ჰიპოგლიკემიით ან ლაბილური დიაბეტით, რადგან მათ შეიძლება შენიღბონ მწვავე ჰიპოგლიკემიის სიმპტომები. საჭიროა გლუკოზის დონის კონტროლი სისხლში (განსაკუთრებით შაქრიანი დიაბეტის დროს).

მიასთენია გრავისი. მიასთენია გრავისის მქონე ზოგიერთ პაციენტში გამოვლინდა ზოგადი მდგომარეობის გაუარესება თიმოლოლის თვალის წვეთების ფორმით გამოყენებისას.

დახურულკუთხოვანი გლაუკომის მკურნალობა.

დახურულკუთხოვანი გლაუკომის მქონე პაციენტების მკურნალობის ძირითადი პრობლემა არის კუთხის გახსნის საჭიროება. ამისთვის საჭიროა გუგის შევიწროება მიოზური საშუალებების დახმარებით. თიმოლოლი პრაქტიკულად არ მოქმედებს გუგაზე. თუ თიმოლოლი გამოიყენება მომატებული თვალშიდა წნევის შესამცირებლად დახურულკუთხოვანი გლაუკომის დროს, მისი დანიშვნა უნდა მოხდეს მიოტიკებთან ერთად. როგორც გლაუკომის საწინააღმდეგო სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენებისას, ხანგრძლივი თერაპიის შემდეგ ზოგიერთ პაციენტში ვლინდებოდა მგრძნობელობის შემცირება სამკურნალო საშუალების მიმართ. თუმცა, რაიმე მნიშვნელოვანი სხვაობა თვალშიდა წნევის საშუალო მაჩვენებლებში საწყისი სტაბილიზაციის შემდეგ არ გამოვლენილა.

ზოგადი ანესთეზია. ოფთალმოლოგიური გამოყენების β-ბლოკატორებმა შეიძლება შეამცირონ გულის უნარი მოახდინოს რეაგირება β-ადრენორეცეპტორების სტიმულაციაზე და დაბლოკონ სისტემური β-აგონისტების, მაგალითად, ადრენალინის, ეფექტები, ამიტომ, ზოგადი ანესთეზიის წინ საჭიროა β-ბლოკატორების გამოყენების თანდათან შეწყვეტა.

ანესთეზიოლოგი ინფორმირებული უნდა იყოს, რომ პაციენტი იღებს თიმოლოლის მალეატს.

ზოგადი ანესთეზიით ოპერაციული ჩარევის შემთხვევაში, სამკურნალო საშუალების მოხსნა უნდა მოხდეს არანაკლებ 48 საათით ადრე.

ანაფილაქსიური რეაქციები.

ანაფილაქსიური რეაქციების განვითარების რისკი: ანამნეზში ატოპიის ან მრავლობით ალერგენზე მძიმე პათოლოგიური რეაქციების მქონე პაციენტებში შეიძლება აღინიშნოს უფრო მწვავე პასუხი ამ ალერგენების განმეორებით შემთხვევით, დიაგნოსტიკურ ან თერაპიულ დოზებზე, თუ ისინი იღებდნენ β-ბლოკატორებს. ასეთმა პაციენტებში შეიძლება არ გამოვლინდეს პასუხი ადრენალინის ჩვეულ დოზაზე, რომელიც ინიშნება ანაფილაქსიური რეაქციის შემთხვევაში.

თვალის ბადურას აშრევება.

გლაუკომის ოპერაციული მკურნალობის შემდეგ და ისეთი სამკურნალო საშუალებების გამოყენებისას, რომლებიც ამცირებენ თვალშიდა სითხის სეკრეციას (ტრაბეკულოტომიის შემდეგ), აღინიშნებოდა თვალის სისხლძარღვოვანი გარსის აშრევების შემთხვევები. ასეთიშ ემთხვევები აღწერილი იყო თიმოლოლის და აცეტაზოლამიდის გამოყენებასთან დაკავშირებით.

სხვა β-ბლოკატორების გამოყენება

β-ბლოკატორების პერორალურად გამოყენებისას შეიძლება აღინიშნოს თვალშიდა წნევის შემცირება. ასეთ შემთხვევაში უნდა გადაწყდეს საჭიროა თუ არა თიმოლოლის თვალის წვეთების ადგილობრივი გამოყენება. თუ β-ბლოკატორების გამოყენება უკვე მოხდა სისტემურად, ადგილობრივი გამოყენების სამკურნალო საშუალებების დამატებითი ეფექტი ჩვეულებრივ არის უფრო დაბალი. საჭიროა იმ პაციენტებზე დაკვირვება, რომლებიც დამატებით პერორალურად იღებენ β-ბლოკატორებს ან რომლებისთვისაც ნაჩვენებია β-ბლოკატორების შეზღუდული გამოყენება.

ბენზალკონიუმის ქლორიდი.

არ შეიძლება ერთდროულად ორი ადგილობრივი ოფთალმოლოგიური β-ბლოკატორის გამოყენება.

თიმოლოლი არ გამოიყენება კონტაქტური ლინზების ტარების დროს, რადგანაც შესაძლებელია აღინიშნოს ბენზალკონიუმის ქლორიდის კონსერვანტის აბსორბირება რბილი კონტაქტური ლინზით, რაც იწვევს მის გაუფერულებას ან თვალის გაღიზიანებას. საჭიროა პაციენტების გაფრთხილება, რომ კონტაქტური ლინზების მოხსნა უნდა მოხდესს ამკურნალო საშუალების ჩაწვეთებამდე, მათი ხელახალი გაკეთება კი შესაძლებელია სულ მცირე 15 წუთის შემდეგ.

თვალის სხვა საშუალებების დამატებითი გამოყენების შემთხვევაში, ჩაწვეთებებს შორის საჭიროა 15 წუთიანი ინტერვალის დაცვა.

ფერადი გარსის მნიშვნელოვანი პიგმენტაციის მქონე პაციენტებში, წნევის დაწევა შესაძლებელია მოხდეს დაგვიანებით და ნაკლები ხარისხით.

მკურნალობის დასრულების შემდეგ, სამკურნალო საშუალების ეფექტი შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე დღის განმავლობაში. თუ თიმოლოლით მკურნალობა შეწყდა ხანგრძლივი გამოყენების შემდეგ, მისი მოქმედება თვალშიდა წნევის შემცირებაზე შესაძლებელია გაგრძელდეს 2-4 კვირა.

მხოლოდ ერთ თვალში ჩაწვეთების შემთხვევაში, β-ბლოკატორებმა შეიძლება იმოქმედონ თვალშიდა წნევის შემცირებაზე მეორე თვალშიც.

სამკურნალო საშუალების გამოყენებისას შეიძლება აღინიშნოს დადებითი შედეგი დოპინგ-კონტროლის დროს.

აღსანიშნავია, რომ თვალშიდა წნევის სტაბილიზაციის დროს საწყისი დაწევა შესაძლებელია შეადგენდეს 50%-მდე, რის შემდეგაც სამკურნალო საშუალების ეფექტურობა შეიძლება შემცირდეს (ტაქიფილაქსია). წნევის დაწევა სტაბილიზდება 3-დან 12 თვემდე პერიოდში. ამიტომ, თიმოლოლის თვალის წვეთების გამოყენების პირველი 5 დღის განმავლობაში მნიშვნელოვანია წნევის რეგულარული კონტროლი.

გამოყენება ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში

ორსულობა

გამოყენების არასაკმარისი გამოცდილების გამო, სამკურნალო საშუალების დანიშვნა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა მოსალოდნელი თერაპიული ეფექტი დედისთვის მნიშვნელოვნად აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფისთვის/ბავშვისთვის. ეპიდემიოლოგიურ კვლევებით არ გამოვლენილა ტერატოგენული მოქმედება, მაგრამ ნაჩვენებია ნაყოფის განვითარების შეფერხება β-ბლოკატორების გამოყენებისას. ასევე, β-ბლოკატორების ეფექტები (ბრადიკარდია, ჰიპოტონია, სუნთქვის უკმარისობა და ჰიპოგლიკემია) აღმოჩნდა ახალშობილებში, რომელთა დედები β-ბლოკატორებს იღებდნენ მშობიარობამდე. ახალშობილები, რომელთა დედები მშობიარობამდე იღებდნენ თიმოლოლს, უნდა იმყოფებოდნენ მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ სიცოცხლის პირველი დღეების განმავლობაში.

ძუძუთი კვება

β-ბლოკატორები აღწევენ დედის რძეში და შესაძლებელია გამოიწვიონ სერიოზული გვერდითი ეფექტები ძუძუთი კვებაზე მყოფ ჩვილებში.

სარგებელი/რისკის თანაფარდობის მკაცრი შეფასების შემდეგ საჭიროა ძუძუთი კვების ან სამკურნალო საშუალების გამოყენების შეწყვეტა ბავშვისთვის ძუძუთი კვების სარგებლის და ქალისთვის თერაპიით მიღებული სარგებლის გათვალისწინებით.

ზემოქმედება რეაქციის სისწრაფეზე ავტოტრანსპორტის ან სხვა მექანიზმების მართვის დროს

მკურნალობის პერიოდში განვითარებულმა მხედველობის დროებით დაბინდვამ ან სხვა მნიშვნელოვანმა დარღვევებმა, მათ შორის, რეფრაქციულმა ცვლილებებმა, დიპლოპიამ, ფტოზმა, დროებით არამკაფიო მხედველობის ხშირმა მსუბუქმა შემთხვევებმა და იშვიათად–თავბრუსხვევის ან მომატებული დაღლის შემთხვევებმა, შეიძლება იმოქმედოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვის ან სხვა მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვამდე და მექანიზმებთან მუშაობამდე პაციენტიუნდა დაელოდოს მხედველობის აღდგენას.

გამოყენების წესი და დოზები.

ფლაკონი დაცულია გახსნის კონტროლით. პირველი გამოყენების დროს საჭიროა თავსახურის მოტრიალება და დამცავი რგოლის მოცილება.

ფლაკონს აქვს სპეციალური კონფიგურაცია, რომლის საშუალებითაც ფსკერზე დაჭერისას ხდება ხსნარის დოზირებული გამოყოფა პრინციპით ,,ერთი დაჭერა – ერთი წვეთი”. ფლაკონის კედლის სიმყარე მნიშვნელოვნად ამცირებს სამკურნალო საშუალების ნაკადით გამოყოფის შესაძლებლობას – რაც ხშირად არის თვალის წვეთების ჭარბი დოზის მიზეზი.

თიმოლოლი-დარნიცა ჩაიწვეთება დაზიანებული თვალის კონიუნქტივის პარკში ფლაკონის ფსკერზე მსუბუქი დაჭერით. სამკურნალო საშუალების გამოყენებისთანავე საჭიროა თვალის დახუჭვა და თითის მსუბუქი დაჭერა თვალის შიდა კუთხეზე (ცხვირთან) 1-2 წუთის განმავლობაში, რათა თავიდან იქნეს აცილებული ხსნარის მოხვედრა საცრემლე არხში და შემცირდეს სამკურნალო საშუალების შესაძლო სისტემური გვერდითი მოქმედება.

თერაპიის დასაწყისში ინიშნება 0,25% ხსნარის 1 წვეთი 2-ჯერ დღეში, არასაკმარისი ეფექტურობისას – 0,5 % ხსნარის 1 წვეთი 2-ჯერ დღეში. თვალშიდა წნევის ნორმალიზაციის შემდეგ, შემანარჩუნებელი დოზა - 0,25%, ხსნარის 1 წვეთი 1-ჯერ დღეში. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობას ადგენს ექიმი, ინდივიდუალურად.

თუ არ ხდება თვალშიდა წნევის ადეკვატური კონტროლი, შესაძლებელია თანმხლები თერაპიის დაწყება მიოზური საშუალებების, ეპინეფრინის, კარბოანჰიდრაზას სისტემური ინჰიბიტორების გამოყენებით.

ყურადღება! კონტაქტური ლინზების გამოყენების შემთხვევაში, თიმოლოლი-დარნიცას გამოყენებამდე საჭიროა მათი მოხსნა. ლინზების ხელახლა გაკეთება შესაძლებელია არანაკლებ 15 წუთის გასვლის შემდეგ.

ბავშვები

სამკურნალო საშუალების გამოყენების ეფექტურობა და უსაფრთხოება ბავშვებისთვის დადგენილი არ არის.

დოზის გადაჭარბება.

ფლაკონის სპეციალური კონფიგურაციის წყალობით, სამკურნალო საშუალებით შემთხვევით დოზის გადაჭარბება ნაკლებად შესაძლებელია. დოზის გადაჭარბება შესაძლებელია მხოლოდ ინსტრუქციაში მითითებული ერთჯერადი დოზებისა და გამოყენების სიხშირის დაუცველობის შემთხვევაში.

არსებობს ცნობები თიმოლოლის დოზის გადაჭარბების შემთხვევების შესახებ, რომლის შედეგად ვლინდებოდა β- ბლოკატორების სისტემური გამოყენების დროს გამოვლენილი ეფექტების მსგავსი მოვლენები.

სიმპტომები: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, არითმია, არტერიული წნევის დაწევა, გულის უკმარისობის განვითარება, კარდიოგენული შოკი, ბრადიკარდია, გულის გაჩერება, ბრონქოსპაზმი, გულისრევა, ღებინება, ცნობიერების არევა და კრუნჩხვები; სამკურნალო საშუალების პერორალურად შემთხვევით მიღების შემთხვევაში (რაოდენობიდან გამომდინარე) – გულის რითმის დარღვევა, ქოშინი, ფრჩხილების სილურჯე, თავბრუსხვევა, სისუსტე, გულისრევა, ღებინება, დიარეა.

მკურნალობა: თვალის დაუყოვნებელი ამორეცხვა წყლით ან ფიზიოლოგიური ხსნარით.

დოზის გადაჭარბების გამოხატული სიმპტომების შემთხვევაში საჭიროა ანტიდოტების გამოყენება: ატროპინი 0,5-2 მგ ვენაში; გლუკაგონი თავიდან 1-10 მგ ვენაში, შემდეგ 2-2,5 მგ/სთ ინფუზიისსახით.

შემთხვევით პერორალურად მიღების შემთხვევაში, თუ მიღების მომენტიდან არ არის გასული 1 საათზე მეტი, ტარდება კუჭის ამორეცხვა ან გამოიყენება აქტივირებული ნახშირი (50 გ მოზრდილებში და 1 გ/კგ ბავშვებისთვის).

ბრადიკარდიის გამოვლენისას გამოიყენება ატროპინი ვენაში 0,25-2 მგ. თუ ბრადიკარდია გრძელდება, გამოიყენება იზოპრენალინი. ეფექტის არარსებობისას – იდგმება კარდიოსტიმულატორი.

ჰიპოტონიის დროს შეჰყავთ დოპამინი, დობუტამინი ან ნორადრენალინი. არაეფექტურობის შემთხვევაში შეჰყავთ გლუკაგონი.

ბრონქოსპაზმის განვითარებისას: იზოპრენალინი, ამინოფილინით დამატებითი თერაპია.

გულის მწვავე უკმარისობა: საჭიროა გადაუდებელი დახმარების გაწევის ალგორითმით მოქმედება (ჟანგბადი, დიურეტიკები, გულის გლიკოზიდები). არაეფექტურობის შემთხვევაში –გლუკაგონის, ამინოფილინის ვენაში შეყვანა.

გულის ბლოკადა: იზოპრენალინი, რითმის მატარებლის დაყენება.

ჰემოდიალიზი ნაკლებად ეფექტურია.

გვერდითი რეაქციები

მხედველობის ორგანოების მხრივ: დისკომფორტი თვალში, სუსტი ან ზომიერი ტკივილი, თვალების წვა, ჭრა და ქავილი, ქუთუთოების ქავილი, უვეიტი, ასტენოპია, ქუთუთოების ეკზემა, ქუთუთოების ერითემა, თვალებში ჩხვლეტა, თვალების სიმშრალე, სიწითლე, ჰიპოტონია, თვალის რქოვანას მგრძნობელობის შემცირება, ზომიერი კერატოპათია, ზედაპირული ლაქოვანი კერატიტი, ტკივილი თვალებში, ირიტი, გამოსახულების სიმკვეთრის გაუარესება, უცხო სხეულის შეგრძნება, თვალის მომატებული მგრძნობელობა სინათლის მიმართ, რქოვანას ეროზია, კონიუნქტივიტი, ალერგიული კონიუნქტივიტი და ბლეფაროკონიუნქტივიტი, თვალის გაღიზიანების ობიექტური და სუბიექტური სიმპტომატიკა, ბლეფარიტი, ცრემლდენა, სინათლის შიში, გამონადენი თვალებიდან, ქერცლის წარმოქმნა ქუთუთოების კიდეებზე, თვალის წინ აკამერის ანთება, ქუთუთოების შეშუპება, კონიუნქტივის შეშუპება, ეპითელიუმის შეშუპება დარქოვანას ჰიპერემია, კონიუნქტივური მეტაპლაზია, კონიუნქტივის ჰიპერემია, დისკისებრი ჰემორაგია, სიმკვეთრის შემცირება და არამკაფიო მხედველობა, თვალის პემფიგოიდი, სისხლძარღვოვანი გარსის აშრევება, ქუთუთოების კონტაქტური დერმატიტი, სისხლჩაქცევა თვალის ბადურაში, კერატიტი, ბლეფაროფტოზი, მხედველობის დარღვევა, მათ შორის, რეფრაქციები (მიოზური საშუალებების მოხსნის გამო), დიპლოპია, ფტოზი.

სმენის ორგანოების და ვესტიბულური აპარატის მხრივ: ხმაური ყურებში (ტინიტუსი).

რესპირატორული სისტემის, გულმკერდის და შუასაყრის ორგანოების მხრივ: ქოშინი, ხროტინი, ასთმური შეტევები, ბრონქოსპაზმი (განსაკუთრებით პაციენტებში ფილტვების არსებული დაავადებებით), ბრონქიტი, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებები, სტრიდოროზული სუნთქვა, სუნთქვის დარღვევა/გაჩერება, რესპირატორული დისტრეს-სინდრომი (სუნთქვის უკმარისობა), ფილტვების სასიცოცხლო მოცულობის შემცირება, ძლიერი ხველა, ბრონქორეის გაძლიერება, ციანოზი, ინტერსტიციალური პნევმოპათია, დისპნოე, ცხვირში შეგუბება.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა, დიარეა, მუცლის ტკივილი, ღებინება, უსიამოვნო შეგრძნება მუცლის არეში, დისპეპსია, დისგევზია, პირის ლორწოვანი გარსის სიმშრალე (ქსეროსტომია).

ენდოკრინული სისტემის მხრივ: მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების დონის და/ან ქოლესტერინის/პაციენტებმა თანაფარდობის მნიშვნელოვანი შემცირება, ჰიპოგლიკემიის სიმპტომატიკის შენიღბვა ინსულინდამოკიდებული შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში, სხეულის წონის მატება, მძიმე ჰიპერგლიკემია.

ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, შაკიკი, თავბრუსხვევა, სისუსტე, მგრძნობელობის დარღვევა, შიშის შეგრძნება, ჰალუცინაციები, ნერვ-კუნთოვანი აშლილობა, ასთენია, დაღლილობა, სქესობრივი ლტოლვის შემცირება, შეუძლოდ ყოფნა, თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის უკმარისობა (მათ შორის, ცერებროვასკულარული აშლილობები, არტერიული წნევის მკვეთრი შემცირება), აპათია, მიასთენია გრავისის ობიექტური და სუბიექტური სიმპტომატიკის გაძლიერება, პარესთეზია.

ფსიქიკის მხრივ: დეპრესია (მათ შორის მელანქოლური), ძილიანობა, კოშმარული სიზმრები, ფსიქიკური აშლილობა, ფსიქოზი.

გულის მხრივ: გულის უკმარისობა, ბრადიკარდია, პულსის სიხშირის მნიშვნელოვანი შემცირება, არითმია, არტერიული ჰიპოტენზია, გულის შეგუბებითი უკმარისობა, შეშუპებები, მიოკარდიუმის ინფარქტი, სტენოკარდია, არტერიული ჰიპერტენზია, ტაქიკარდია, გულის ფუნქციის დარღვევა, ცერებრალური ინფარქტი (თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის გარდამავალი დარღვევა), სინკოპე, პულსაცია, ტკივილი მკერდის არეში (მათ შორის, ტკივილი გულის არეში), ასისტოლია, ატრიოვენტრიკულური ან სინოარტერიული ბლოკადა (სრული, არასრული), ბრადიარითმია, კოლაფსი, გულის გაჩერება, ინსულტი, თავის ტვინის სისხლძარღვების იშემია.

სისხლძარღვების მხრივ: ჰიპოტენზია, გარდამავალი კოჭლობა, რეინოს ფენომენი, კიდურების გაციება, პერიფერიული შეშუპება.

იმუნური სისტემის მხრივ: მომატებული მგრძნობელობა, ჭინჭრის ციება, ანაფილაქსიური რეაქციები, ანგიონევროზული შეშუპება, ანაფილაქსიური შოკი.

კანის და კანქვეშა უჯრედისის მხრივ: ქავილი, ეგზემა, გენერალიზებული და ლოკალიზებული გამონაყარი, გამონაყარი კანზე, ოფლიანობა, სიწითლე, ექსფოლიაციური დერმატიტი, ჰიპოპიგმენტაცია, თმის ცვენა, ფრჩხილების მდგომარეობის გაუარესება, ფსორიაზოფორმული გამონაყარი ან ფსორიაზის გამწვავება, სისტემური წითელი მგლურა, წითელი ბრტყელი ლიქენი, ალერგიული კონტაქტური დერმატიტი, ერითროდერმიტი, სახის შეშუპება, ლაიელის სინდრომი.

რეპროდუქციული სისტემის მხრივ: სქესობრივი დისფუნქცია (იმპოტენცია), ლიბიდოს დაქვეითება.

ზოგიერთ პაციენტში რქოვანას მნიშვნელოვანი დაზიანებით ძალიან იშვიათად აღინიშნებოდა რქოვანას კალციფიკაციის შემთხვევები თვალის წვეთების შემადგენლობაში შემავალი ფოსფატის მეშვეობით.

გვერდითი რეაქციები, რომელთა მიზეზობრივი კავშირი თიმოლოლის გამოყენებასთან არარის დადგენილი

ზოგადი ხასიათის დარღვევები: დაღლილობა.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული ჰიპერტენზია, ფილტვების შეშუპება,

სტენოკარდია.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: დისპეპსია, ანორექსია, პირის სიმშრალე.

ფსიქიკის დარღვევები: ქცევის დარღვევა, მათ შორის აღელვებული მდგომარეობა, ჰალუცინაციები, შფოთვა, დეზორიენტაცია, აღგზნება, ძილიანობა და სხვა ფსიქიკური აშლილობები.

მხედველობის ორგანოების მხრივ: რქოვანას ცისტოიდური მაკულარული შეშუპება.

თირკმელების და შარდ-გამომყოფი გზების მხრივ: რეტროპერიტონეალური ფიბროზი,

იმპოტენცია.

კლინიკურ პრაქტიკაში დაფიქსირებული გვერდითი რეაქციები თიმოლოლის მალეატის პერორალური მიღებისას, რომლებიც შესაძლებელია განვითარდეს თიმოლოლის მალეატის ოფთალმოლოგიური გამოყენების დროს.

ზოგადი ხასიათის დარღვევები: ტკივილი კიდურების არეში, ფიზიკური დატვირთვის დონის შემცირება, სხეულის წონის კლება.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: შეშუპება, არტერიული უკმარისობის დამძიმება, რეინოს დაავადება, ვაზოდილატაცია.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ტკივილი კუჭის ან ნაწლავების არეში, ჰეპატომეგალია, ღებინება.

სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ: მარტივი პურპურა.

ენდოკრინული სისტემის მხრივ: ჰიპერგლიკემია, ჰიპოგლიკემია.

კანის და კანქვეშა უჯრედისის მხრივ: ქავილი, კანის გაღიზიანება, კანის პიგმენტაციის მომატება, მომატებული ოფლიანობა, სიცივის შეგრძნება კიდურებში.

ძვალ-კუნთოვანი სისტემის და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ: ართრალგია, მიალგია, ართროპათია, კოჭლობა.

ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუსხვევა, სისუსტე, სქესობრივი ლტოლვის დაქვეითება, ღამის კოშმარები, უძილობა, ყურადღების კონცენტრაციის გაუარესება.

სასუნთქი სისტემის, გულმკერდის და შუასაყრის ორგანოების მხრივ: ხროტინი, ბრონქული ობსტრუქცია.

სმენის ორგანოების მხრივ: ხმაური ყურებში.

მხედველობის ორგანოების მხრივ: თვალების სიმშრალე.

თირკმელებისა და შარდ-გამომყოფი გზების მხრივ: შარდვის გაძნელება.

სხვა ბეტა-ბლოკატორების გამოყენების დროს დაფიქსირებული გვერდითი რეაქციები, რომლებიც შესაძლებელია განვითარდეს თიმოლოლის მალეატის ოფთალმოლოგიური გამოყენებისას.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: მეზენტერიალური არტერიული თრომბოზი, იშემიური კოლიტი.

სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ: აგრანულოციტოზი, თრომბოციტოპენიური პურპურა.

ნერვული სისტემის მხრივ: რევერსიული დეპრესია, რომელიც პროგრესირებს კატატონიაში; მწვავე რევერსიული სინდრომი, რომელსაც ახასიათებს დროში და სივრცეში დეზორიენტაცია; მეხსიერების ხანმოკლე დაკარგვა, ემოციური ლაბილურობა, ცნობიერების უმნიშვნელო არევა, ნეიროფსიქომეტრიის მაჩვენებლების შემცირება.

იმუნური სისტემის მხრივ: ერითემატოზული გამონაყარი; ცხელება, რომელსაც თან ახლავს ყელის ანთება და ტკივილი; ლარინგოსპაზმი სუნთქვის უკმარისობით.

თირკმელებისა და შარდ-გამომყოფი გზების მხრივ: პეირონის დაავადება.

არსებობს ცნობები სინდრომის განვითარების შესახებ, რომელიც მოიცავდა კანზე ფსორიაზის მსგავს გამონაყარს, მშრალ კონიუნქტივიტს, ოტიტს და მასკლეროზირებელ სეროზიტს, რაც დაკავშირებული იყოβ- ბლოკატორების, პრაქტოლოლის გამოყენებასთან. თიმოლოლის მალეატის გამოყენებისას ასეთი სინდრომის განვითარების შემთხვევები არ არის აღწერილი.

მკურნალობის დასრულების შემდეგ, სამკურნალო საშუალების ეფექტი შესაძლებელია გაგრძელდეს რამდენიმე დღის განმავლობაში. თუ თიმოლოლით, თვალის წვეთებით, მკურნალობა შეწყდა ხანგრძლივი გამოყენების შემდეგ, მისი მოქმედება თვალშიდა წნევის შემცირებაზე შეიძლება გაგრძელდეს 2-4 კვირა. მხოლოდ ერთ თვალში ჩაწვეთების შემთხვევაში, β-ბლოკატორებმა შესაძლებელია შეამცირონ თვალშიდა წნევა მეორე თვალშიც.

ვარგისიანობის ვადა.

თვალის წვეთები, ხსნარი 2,5 მგ/მლ - 2 წელი.

თვალის წვეთები, ხსნარი 5 მგ/მლ - 3 წელი.

ფლაკონის გახსნის შემდეგ პრეპარატი ინახება არაუმეტეს 28 დღე.

შენახვის პირობები

ინახება ორიგინალ შეფუთვაში არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

შეფუთვა

5 მლ ან 10 მლ ფლაკონში; 1 ფლაკონი კოლოფში.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

მწარმოებელი. კსს ,,ფარმაცევტული ფირმა ,,დარნიცა”.

მწარმოებლის ადგილმდებარეობა და საქმიანობის განხორციელების ადგილის მისამართი

უკრაინა, 02093, ქ. კიევი, ბორისპოლსკაიას ქ., 13.

ბოლო გადახედვის თარიღი.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა