ნიუცეფი კომბი
NEWCEPH COMB
ცეფტრიაქსონის და სულბაქტამის საინექციო 1.5გ ინიშნება შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ: ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები შუა ყურის მწვავე ანთება კანის ინფექციები საშარდე გზების ინფექციები მენჯის ღრუს ორგანოების ანთებითი დაავადებები ბაქტერიული სეპტიცემია ძვლებისა და სახსრების ინფექციური დაავადებები ინტრააბდომინალური …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ცეფტრიაქსონი (ceftriaxone) + სულბაკტამი (sulbactam)
- ფორმა და შეფუთვა
- 1,5გ (1000მგ+500მგ) ფხვნილი ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად მინის ფლაკონი №1
- მწარმოებელი
- Gmh Organics, ინდოეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, მესამე თაობის ცეფალოსპორინები
- ATC კოდი
- J01DD54
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-044616
- რეგისტრირებულია
- 16 იანვარი 2026, მოქმედებს 16 იანვარი 2031-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- New Pharm Group Ltd (საქართველო)
- განმცხადებელი
- შპს ,,ნიუ ფარმ გრუპი’’
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ნიუცეფი კომბი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ცეფტრიაქსონის და სულბაქტამის საინექციო 1.5გ ინიშნება შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ:
ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები
შუა ყურის მწვავე ანთება
კანის ინფექციები
საშარდე გზების ინფექციები
მენჯის ღრუს ორგანოების ანთებითი დაავადებები
ბაქტერიული სეპტიცემია
ძვლებისა და სახსრების ინფექციური დაავადებები
ინტრააბდომინალური ინფექციები
მენინგიტი
სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები
ქირურგიული ინფექციების პრევენცია: ოპერაციამდე ცეფტრიაქსონი და სულბაქტამი საინექციო 1.5გ-ის შეყვანა ამცირებს პოსტოპერაციული ინფექციების განვითარების რისკს პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ ქირურგიული ჩარევები.
მიღების წესი და დოზირება
დოზა დამოკიდებულია ინფექციის სიმძიმეზე, მგრძნობელობაზე, ლოკალიზაციასა და ტიპზე, ასევე პაციენტის ასაკსა და თირკმლებისა და ღვიძლის ფუნქციონირებაზე.
ცეფტრიაქსონი და სულბაქტამი შეიყვანება ინტრავენურად ან ინტრამუსკულარულად.
მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები (≥ 50 კგ):
თირკმლების ნორმალურად ფუნქციონირების დროს მოზრდილებთათვის რეკომენდებული დღიური დოზა შეადგენს 1- 2 გ ცეფტრიაქსონის ექვივალენტს დღეში ერთხელ (ან თანაბრად გაყოფილი დოზებით ყოველ 12 საათში). დოზა დამოკიდებულია ინფექციის ტიპსა და მდგომარეობის სიმძიმეზე. (ცეფტრიაქსონის საერთო სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 4 გ-ს).
ახალშობილები, ჩვილები და 12 წლამდე ასაკის ბავშვები:
დღეში ერთხელ გამოყენებისთვის, რეკომენდებულია შემდეგი დოზირების რეჟიმი:
ახალშობილები (14 დღემდე): 20-50 მგ/კგ სხეულის მასაზე გადაანგარიშებით ერთხელ დღეში.
სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 50მგ/კგ-ს სხეულის მასაზე გადაანგარიშებით.
ახალშობილები და ბავშვები (15 დღიდან 12 წლამდე): 20-80 მგ/კგ სხეულის მასაზე გადაანგარიშებით ერთხელ დღეში.
გამოყენების მეთოდი:
ცეფტრიაქსონი და სულბაქტამი შეიყვანება ინტრამუსკულარულად ან ინტრავენურად.
მიღების წესი
ინტრამუსკულარული შეყვანა
- 5გ ცეფტრიაქსონი და სულბაქტამი საინექციო ხსნარი იხსნება 5მლ საინექციო წყალში. ხსნარი შეიყვანება ღრმად ინტრამუსკულარულად.
ინტრამუსკულარული ინექციები კეთდება დიდ კუნთში მოცულობით არაუმეტეს 1 გრამისა ერთ ადგილას.
გამხსნელის სახით ლიდოკაინის გამოყენების შემთხვევაში, მიღებული ხსნარის შეყვანა არ შეიძლება ინტრავენურად.
ინტრავენური შეყვანა
ინტრავენური ინექციისთვის ცეფტრიაქსონი და სულბაქტამი საინექციო ხსნარი 1.5გ იხსნება 9.6 მლ საინექციო წყალში. ინექცია უნდა გაკეთდეს პირდაპირ ვენაში ან ინტრავენური საინფუზიო მილის გამოყენებით 5 წუთის განმავლობაში.
ცეფტრიაქსონის გამოყენება შეიძლება ინტრავენური ინფუზიის სახით არანაკლებ 30-წუთიანი ხანგრძლივობით (უპირატესი მეთოდი) ან ნელი ინტრავენური ინექციის სახით 5-წუთიანი ხანგრძლივობით. 5-წუთიანი ინტრავენური ინექციის წარმოება სასურველია მსხვილ ვენებში. 50 მგ/კგ ან მეტი ინტრავენური დოზები ჩვილებსა და 12 წლამდე ასაკის ბავშვებში შეიყვანება ინფუზიის გზით. ახალშობილებში ინტრავენური დოზები შეიყვანება 60 წუთის განმავლობაში ბილირუბინული ენცეფალოპათიის განვითარების პოტენციური რისკის შესამცირებლად. იმ შემთხვევაში, თუ ინტრავენური შეყვანა შეუძლებელი ან მიუღებელია, განიხილება ინტრამუსკულარული შეყვანა. 2 გრამზე მეტი დოზები შეიყვანება ინტრავენური გზით.
ქირურგიული ინფექციების პრეოპერაციული პროფილაქტიკისთვის ცეფტრიაქსონი უნდა დაინიშნოს ოპერაციამდე 30-90 წუთით ადრე.
მიღების წესი
ინტრავენური ან ინტრამუსკულარული შეყვანა (გამხსნელით გაზავების შემდეგ).
უკუჩვენებები
ცეფტრიაქსონი და სულბაქტამის გამოყენება უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა პენიცილინებისა და ცეფალოსპორინების მიმართ.
სიფრთხილის ზომები
არამგრძნობიარე მიკროორგანიზმებმა შეიძლება გამოიწვიოს სუპერინფექციების განვითარება. არსებობს ცნობები ფსევდომემბრანული კოლიტის განვითარების შესახებ ცეფტრიაქსონის გამოყენებისას, რის გამოც მნიშვნელოვანია ამ დიაგნოზის გათვალისწინება პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ დიარეა ცეფტრიაქსონის და სულბაქტამის საინიექციო ხსნარის გამოყენების შემდეგ.
სტანდარტულზე უფრო დიდი დოზებით გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელია ცეფტრიაქსონის პრეციპიტაცია და მისი კალციუმის მარილების ნაღვლის ბუშტში დაგროვება, რომლებიც შეიძლება შეცდომით ნაღვლის ბუშტში არსებულ კენჭებად იყოს მიჩნეული.
ამავე დროს, სიმპტომები არ აღინიშნება და ჩრდილები ქრება თერაპიის დასრულებისას ან თერაპიის დასრულებიდან მალევე.
სიფრთხილეა საჭირო ჰიპერბილირუბინემიის მქონე ახალშობილებში ცეფტრიაქსონის და სულბაქტამის საინიექციო ხსნარის გამოყენებისას. ბილირუბინული ენცეფალოპათიის განვითარების რისკის თავიდან აცილების მიზნით, ცეფტრიაქსონის და სულბაქტამის საინიექციო ხსნარის გამოყენება უმჯობესია თავიდან იქნას აცილებული ახალშობილებში ზოგადად და განსაკუთრებით დღენაკლულებში.
განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო პენიცილინის მიმართ მგრძნობიარე პაციენტებში გამოყენებისას. სერიოზული ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციების განვითარების შემთხვევაში რეკომენდებულია ეპინეფრინის კანქვეშ შეყვანა და სხვა გადაუდებელი ზომების მიღება. ალერგიული რეაქცია არის ცეფტრიაქსონის და სულბაქტამის საინიექციო ხსნარის გამოყენების შეწყვეტის ჩვენება.
ცეფტრიაქსონისა და სულბაქტამის საინიექციო ხსნარი არ უნდა დაინიშნოს ზოგადად ახალშობილებში, განსაკუთრებით ჰიპერბილირუბინემიის მქონე ახალშობილებსა და დღენაკლულ ჩვილებში.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
პრეციპიტატების წარმოქმნის რისკის გამო, კალციუმის შემცველი გამხსნელები, როგორიცაა რინგერის ხსნარი ან ჰარტმანის ხსნარი, არ გამოიყენება ცეფტრიაქსონის გახსნისთვის ან ფლაკონის შიგთავსის დამატებითი გაზავებისთვის ინტრავენური შეყვანის მიზნით.
ცეფტრიაქსონ- კალციუმის პრეციპიტატების წარმოქმნა შესაძლებელია ცეფტრიაქსონის შერევისას კალციუმის შემცველ ხსნარებთან ინტრავენური გამოყენების ერთ საინფუზიო სისტემაში.
პერორალურ ანტიკოაგულანტებთან ერთად გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს K ვიტამინის საწინააღმდეგო ეფექტი და სისხლდენის რისკი. ცეფტრიაქსონით მკურნალობის დროს და მკურნალობის დასრულების შემდეგ მიზანშეწონილია საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდების (INR) ხშირი მონიტორინგი და იმ საშუალებების დოზის კორექცია, რომლებიც K ვიტამინზე მოქმედებენ.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ცეფტრიაქსონი გადის პლაცენტურ ბარიერს. შეზღუდულია მონაცემები ორსულებში ცეფტრიაქსონის გამოყენების შესახებ. ცეფტრიაქსონის გამოყენება ორსულობის დროს, განსაკუთრებით ორსულობის პირველ ტრიმესტრში, რეკომენდებულია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დედისთვის მოსალოდნელი სარგებელი აღემატება ნაყოფისათვის მოსალოდნელ რისკს.
ლაქტაცია
ცეფტრიაქსონი მცირე რაოდენობით გადადის დედის რძეში, მაგრამ თერაპიული დოზებით ცეფტრიაქსონი არ მოქმედებს ძუძუთი კვებაზე მყოფ ჩვილებზე. თუმცა, არ შეიძლება გამოირიცხოს დიარეის და ლორწოვანი გარსების სოკოვანი ინფექციის განვითარების რისკი. მხედველობაში უნდა იქნას მიღებული სენსიბილიზაციის განვითარების შესაძლებლობა.
სულბაქტამი მცირე რაოდენობით გამოიყოფა დედის რძეში, ძუძუთი კვებაზე მყოფ ჩვილებში გვერდითი ეფექტები არ გამოვლენილა.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ცეფტრიაქსონით მკურნალობის დროს შეიძლება განვითარდეს არასასურველი ეფექტები (მაგ., თავბრუსხვევა), რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ავტომანქანისა და მექანიზმების მართვის უნარზე. საჭიროა სიფრთხილე ავტომანქანის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის დროს.
გვერდითი მოვლენები
კომბინაციაში გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს გვერდითი მოვლენები, რომლებიც ფიქსირდება ცეფტრიაქსონით თერაპიის დროს.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: დიარეა, გულისრევა და ღებინება (ნაკლები სიხშირით), სტომატიტი და გლოსიტი.
ღვიძლის მხრივ: შრატში SGOT და SGPT დონეების მომატება.
ჰემატოლოგიური: ეოზინოფილია, თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, გრანულოციტოპენია, ჰემატომა ან სისხლდენა. ნაკლებად ხშირად აღინიშნება ჰემოლიზური ანემია. აგრანულოციტოზი (< 500/მმ 3) დაფიქსირდა ზოგჯერ 20 გ-ზე მეტი ჯამური კუმულაციური დოზის გამოყენებისას.
კანის რეაქციები: ეგზანთემა, ალერგიული დერმატიტი, ქავილი, ჭინჭრის ციება, შეშუპება, მულტიფორმული ერითემა.
დაფიქსირდა სხვა გვერდითი მოვლენები, როგორიცაა თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, შრატში კრეატინინის მომატება, გენიტალური ტრაქტის მიკოზი, ოლიგურია, ცხელება და კანკალი.
შეიძლება გავითარდეს ანაფილაქსიური შოკი, რომელიც საჭიროებს გადაუდებელი ზომების მიღებას.
ადგილობრივი რეაქციები:
პაციენტთა მცირე რაოდენობას შეიძლება აღენიშნებოდეს ტკივილი, გამკვრივება და მგრძნობელობა.
ინტრავენურად შეყვანისას შესაძლებელია ვენის კედელში ანთებითი რეაქციების განვითარება. ამის შემცირება შესაძლებელია ნელი ინექციის გზით, 2-5 წუთის განმავლობაში.
ჭარბი დოზა
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს გულისრევის, ღებინებისა და დიარეის სიმპტომები. ცეფტრიაქსონის კონცენტრაციის შემცირება შეუძლებელია ჰემოდიალიზით ან პერიტონეალური დიალიზით. არ არსებობს სპეციფიკური ანტიდოტი. მკურნალობა სიმპტომურია.
შემადგენლობა
თითოეული ფლაკონის შემადგენლობაში შედის:
სტერილური ცეფტრიაქსონ ნატრიუმი USP
ექვ. ცეფტრიაქსონი ……… 1000 მგ
სტერილური სულბაქტამ ნატრიუმი USP
ექვ. სულბაქტამი ………… 500 მგ
წამლის ფორმა
ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად.
შენახვის პირობები
36 თვე
შენახვის განსაკუთრებული პირობები: ინახება არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე. მოარიდეთ სინათლეს.
შეფუთვა
20მლ მოცულობის III ტიპის გამჭვირვალე მინის ფლაკონი 20 მმ-იანი ნაცრისფერი ბუტილკაუჩუკის საცობითა და ფერადი ალუმინის თავსახურით ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
გაცემის წესი - ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
ფარმაკოლოგიური თვისებები
მოქმედების მექანიზმი
ცეფტრიაქსონი აინჰიბირებს ბაქტერიული უჯრედის კედლის სინთეზს პენიცილინშემაკავშირებელ ცილებთან (PBPs) მიერთების შემდეგ. შედეგად, წყდება უჯრედის კედლის (პეპტიდოგლიკანის) ბიოსინთეზი, რაც იწვევს ბაქტერიული უჯრედის განადგურებასა და სიკვდილს.
სულბაქტამი არის პენიცილანის მჟავას სულფონი ბეტა-ლაქტამაზას მაინჰიბირებელი თვისებებით. სულბაქტამი უერთდება გარკვეულ პენიცილინშემაკავშირებელ ცილებს (PBP) და ზრდის მიკრობული შტამების მგრძნობელობას ანტიბიოტიკების მიმართ. პენიცილინშემაკავშირებელ ცილებთან შეკავშირების გამო, სულბაქტამს აქვს ძლიერი და კლინიკურად მნიშვნელოვანი შინაგანი ანტიმიკრობული მოქმედება გარკვეული ორგანიზმების, განსაკუთრებით Acinetobacter და Bacteroides სახეობების, ასევე Gonococcus-ისა და Diplococcus intracellularis-ის მიმართ.
მისი ბაქტერიციდული მოქმედება განპირობებულია მის შემადგენლობაში შემავალი ცეფტრიაქსონით და ცეფტრიაქსონის უნარით, ხელი შეუშალოს ბაქტერიული უჯრედის კედლის პეპტიდოგლიკანის ბიოსინთეზს პენიცილინშემაკავშირებელ ცილებთან (PBP) შეკავშირებით და ინაქტივაციით. ცეფტრიაქსონი იწვევს ფილამენტაციას Escherichia coli-სა და Pseudomonas aeruginosa-ში, ის ძირითადად უკავშირდება PBP 3 -ს, რომელიც პასუხისმგებელია გამყოფ ბაცილებში განივი კედლის ან ძგიდის ფორმირებაზე. ცეფტრიაქსონი ფრიად სტაბილურია გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიების მიერ პროდუცირებული ბეტა-ლაქტამაზების, როგორც პენიცილინაზების ასევე ცეფალოსპორინაზების მიმართ, თუმცა არა ქრომოსომებით და პლაზმიდებით განპირობებული ESBL-ების მიმართ, რომლებსაც წარმოქმნიან Klebsiella-ს, Escherichia coli-ს, Enterobactersp და Serratia spp.-ის ზოგიერთი შტამი.
სულბაქტამი შეუქცევადად ბლოკავს ცეფტრიაქსონის ბეტა-ლაქტამური რგოლის დაშლას ESBL-ებისა და ქრომოსომულად განპირობებული ბეტა-ლაქტამაზების ფართო სპექტრის მიერ, ამ ფერმენტებთან შეერთებით და სუიციდური სუბსტრატის როლით, რომელიც წარმოქმნის სტაბილურ შუალედურ პროდუქტს, რაც ფერმენტს არააქტიურს ხდის.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
ცეფტრიაქსონი მთლიანად შეიწოვება, მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მიიღწევა 500 მგ და 1 გ ცეფტრიაქსონის კუნთში შეყვანიდან 2-3 სთ-ის შემდეგ და შეადგენს, შესაბამისად, 40 მკგ/მლ და 80 მკგ/მლ-ს.
მისი ფარმაკოკინეტიკა დოზადამოკიდებული და არაწრფივია სისხლის პლაზმაში ცილის მაღალი შემცველობის (80-85%) გამო. ერთნაირი AUC დაფიქსირდა ცეფტრიაქსონის ექვივალენტური დოზის ინტრამუსკულარულად ან ინტრავენურად შეყვანის შემდეგ. კარგად აღწევს სხეულის ქსოვილებსა და სითხეებში, ტვინის გარსებში, მიუხედავად იმისა, მიმდინარეობს თუ არა ანთებითი პროცესი, აგრეთვე ცერებროსპინალურ სითხეში თერაპიული კონცენტრაციით.
დოზის მიუხედავად, ცეფტრიაქსონის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 6-9 საათს.
ახალშობილებში ნახევარგამოყოფის პერიოდი შეიძლება გახანგრძლივდეს.
თირკმელების ფუნქციის საშუალო სიმძიმის დარღვევამ შეიძლება გავლენა არ მოახდინოს ცეფტრიაქსონის ნახევარგამოყოფის პერიოდზე, ხოლო თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევის შემთხვევაში მოსალოდნელია ნახევრადგამოყოფის პერიოდის გახანგრძლივება, რომელიც კიდევ უფრო იზრდება თანმხლები ღვიძლის ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში.
ცეფტრიაქსონი 1-2 გ დოზით გამოყენებისას აღწევს MIC -ზე მაღალ კონცენტრაციას ფილტვებში, გულში, სანაღვლე გზებში/ღვიძლში, ნუშის ჯირკვლებში, შუა ყურისა და ცხვირის ლორწოვან გარსში, ძვლებში; აგრეთვე ცერებრალურ, პლევრალურ, პროსტატისა და სინოვიალურ სითხეებში ინფექციაზე პასუხისმგებელი პათოგენების უმეტესობისთვის, 24 საათის შემდეგაც.
გლომერულური ფილტრაციით შარდში გამოიყოფა დოზის 50-60%.
ნაწლავური ფლორა გარდაქმნის ცეფტრიაქსონს არააქტიურ მეტაბოლიტებად. პრეპარატის 40-50% განიცდის ელიმინაციას სანაღვლე გზებით.
თირკმლის ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში, ელიმინაციის ძირითადი გზა შეიძლება იყოს ნაღველით.
ახალშობილები და ბავშვები: ახალშობილებში ნახევარგამოყოფის პერიოდი გახანგრძლივებულია, რომელიც მცირდება ასაკის მატებასთან ერთად. 8 დღემდე ასაკის ახალშობილებსა და 75 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში, ნახევარგამოყოფის პერიოდი ხანგრძლივდება 2-3-ჯერ ახალგაზრდა ასაკის პაციენტებთან შედარებით.
თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში ძლიერდება გამოყოფა ნაღველთან ერთად. სულბაქტამის ნახევარგამოყოფის პერიოდი ჯანმრთელ მოხალისეებში შეადგენს დაახლოებით 1 საათს. შრატში მიღწეული კონცენტრაციები შეყვანილი დოზის პროპორციულია. ძირითადად გამოიყოფა თირკმელებით უცვლელი სახით.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
პროდუქტის მახასიათებლების შემაჯამებელი ანგარიში
სამკურნალო საშუალების დასახელება:
ნიუცეფი კომბი /NEWCEPH COMB/ (ცეფტრიაქსონის და სულბაქტამის საინექციო 1.5გ)
ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა
თითოეული ფლაკონის შემადგენლობაში შედის:
სტერილური ცეფტრიაქსონ ნატრიუმი USP
ექვ. ცეფტრიაქსონი ……… 1000 მგ
სტერილური სულბაქტამ ნატრიუმი USP
ექვ. სულბაქტამი ………… 500 მგ
წამლის ფორმა
ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად.
კლინიკური მონაცემები
თერაპიული ჩვენებები
ცეფტრიაქსონის და სულბაქტამის საინექციო 1.5გ ინიშნება შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ:
ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები
შუა ყურის მწვავე ანთება
კანის ინფექციები
საშარდე გზების ინფექციები
მენჯის ღრუს ორგანოების ანთებითი დაავადებები
ბაქტერიული სეპტიცემია
ძვლებისა და სახსრების ინფექციური დაავადებები
ინტრააბდომინალური ინფექციები
მენინგიტი
სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები
ქირურგიული ინფექციების პრევენცია: ოპერაციამდე ცეფტრიაქსონი და სულბაქტამი საინექციო 1.5გ-ის შეყვანა ამცირებს პოსტოპერაციული ინფექციების განვითარების რისკს პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ ქირურგიული ჩარევები.
დოზირება და მიღების წესი
დოზა დამოკიდებულია ინფექციის სიმძიმეზე, მგრძნობელობაზე, ლოკალიზაციასა და ტიპზე, ასევე პაციენტის ასაკსა და თირკმლებისა და ღვიძლის ფუნქციონირებაზე.
ცეფტრიაქსონი და სულბაქტამი შეიყვანება ინტრავენურად ან ინტრამუსკულარულად.
მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები (≥ 50 კგ):
თირკმლების ნორმალურად ფუნქციონირების დროს მოზრდილებთათვის რეკომენდებული დღიური დოზა შეადგენს 1- 2 გ ცეფტრიაქსონის ექვივალენტს დღეში ერთხელ (ან თანაბრად გაყოფილი დოზებით ყოველ 12 საათში). დოზა დამოკიდებულია ინფექციის ტიპსა და მდგომარეობის სიმძიმეზე. (ცეფტრიაქსონის საერთო სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 4 გ-ს).
ახალშობილები, ჩვილები და 12 წლამდე ასაკის ბავშვები:
დღეში ერთხელ გამოყენებისთვის, რეკომენდებულია შემდეგი დოზირების რეჟიმი:
ახალშობილები (14 დღემდე): 20-50 მგ/კგ სხეულის მასაზე გადაანგარიშებით ერთხელ დღეში.
სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 50მგ/კგ-ს სხეულის მასაზე გადაანგარიშებით.
ახალშობილები და ბავშვები (15 დღიდან 12 წლამდე): 20-80 მგ/კგ სხეულის მასაზე გადაანგარიშებით ერთხელ დღეში.
გამოყენების მეთოდი:
ცეფტრიაქსონი და სულბაქტამი შეიყვანება ინტრამუსკულარულად ან ინტრავენურად.
მიღების წესი
ინტრამუსკულარული შეყვანა
- 5გ ცეფტრიაქსონი და სულბაქტამი საინექციო ხსნარი იხსნება 5მლ საინექციო წყალში. ხსნარი შეიყვანება ღრმად ინტრამუსკულარულად.
ინტრამუსკულარული ინექციები კეთდება დიდ კუნთში მოცულობით არაუმეტეს 1 გრამისა ერთ ადგილას.
გამხსნელის სახით ლიდოკაინის გამოყენების შემთხვევაში, მიღებული ხსნარის შეყვანა არ შეიძლება ინტრავენურად.
ინტრავენური შეყვანა
ინტრავენური ინექციისთვის ცეფტრიაქსონი და სულბაქტამი საინექციო ხსნარი 1.5გ იხსნება 9.6 მლ საინექციო წყალში. ინექცია უნდა გაკეთდეს პირდაპირ ვენაში ან ინტრავენური საინფუზიო მილის გამოყენებით 5 წუთის განმავლობაში.
ცეფტრიაქსონის გამოყენება შეიძლება ინტრავენური ინფუზიის სახით არანაკლებ 30-წუთიანი ხანგრძლივობით (უპირატესი მეთოდი) ან ნელი ინტრავენური ინექციის სახით 5-წუთიანი ხანგრძლივობით. 5-წუთიანი ინტრავენური ინექციის წარმოება სასურველია მსხვილ ვენებში. 50 მგ/კგ ან მეტი ინტრავენური დოზები ჩვილებსა და 12 წლამდე ასაკის ბავშვებში შეიყვანება ინფუზიის გზით. ახალშობილებში ინტრავენური დოზები შეიყვანება 60 წუთის განმავლობაში ბილირუბინული ენცეფალოპათიის განვითარების პოტენციური რისკის შესამცირებლად. იმ შემთხვევაში, თუ ინტრავენური შეყვანა შეუძლებელი ან მიუღებელია, განიხილება ინტრამუსკულარული შეყვანა. 2 გრამზე მეტი დოზები შეიყვანება ინტრავენური გზით.
ქირურგიული ინფექციების პრეოპერაციული პროფილაქტიკისთვის ცეფტრიაქსონი უნდა დაინიშნოს ოპერაციამდე 30-90 წუთით ადრე.
მიღების წესი
ინტრავენური ან ინტრამუსკულარული შეყვანა (გამხსნელით გაზავების შემდეგ).
უკუჩვენებები
ცეფტრიაქსონი და სულბაქტამის გამოყენება უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა პენიცილინებისა და ცეფალოსპორინების მიმართ.
განსაკუთრებული მითითებები და უსაფრთხოების ზომები
არამგრძნობიარე მიკროორგანიზმებმა შეიძლება გამოიწვიოს სუპერინფექციების განვითარება. არსებობს ცნობები ფსევდომემბრანული კოლიტის განვითარების შესახებ ცეფტრიაქსონის გამოყენებისას, რის გამოც მნიშვნელოვანია ამ დიაგნოზის გათვალისწინება პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ დიარეა ცეფტრიაქსონის და სულბაქტამის საინიექციო ხსნარის გამოყენების შემდეგ.
სტანდარტულზე უფრო დიდი დოზებით გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელია ცეფტრიაქსონის პრეციპიტაცია და მისი კალციუმის მარილების ნაღვლის ბუშტში დაგროვება, რომლებიც შეიძლება შეცდომით ნაღვლის ბუშტში არსებულ კენჭებად იყოს მიჩნეული.
ამავე დროს, სიმპტომები არ აღინიშნება და ჩრდილები ქრება თერაპიის დასრულებისას ან თერაპიის დასრულებიდან მალევე.
სიფრთხილეა საჭირო ჰიპერბილირუბინემიის მქონე ახალშობილებში ცეფტრიაქსონის და სულბაქტამის საინიექციო ხსნარის გამოყენებისას. ბილირუბინული ენცეფალოპათიის განვითარების რისკის თავიდან აცილების მიზნით, ცეფტრიაქსონის და სულბაქტამის საინიექციო ხსნარის გამოყენება უმჯობესია თავიდან იქნას აცილებული ახალშობილებში ზოგადად და განსაკუთრებით დღენაკლულებში.
განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო პენიცილინის მიმართ მგრძნობიარე პაციენტებში გამოყენებისას. სერიოზული ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციების განვითარების შემთხვევაში რეკომენდებულია ეპინეფრინის კანქვეშ შეყვანა და სხვა გადაუდებელი ზომების მიღება. ალერგიული რეაქცია არის ცეფტრიაქსონის და სულბაქტამის საინიექციო ხსნარის გამოყენების შეწყვეტის ჩვენება.
ცეფტრიაქსონისა და სულბაქტამის საინიექციო ხსნარი არ უნდა დაინიშნოს ზოგადად ახალშობილებში, განსაკუთრებით ჰიპერბილირუბინემიის მქონე ახალშობილებსა და დღენაკლულ ჩვილებში.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
პრეციპიტატების წარმოქმნის რისკის გამო, კალციუმის შემცველი გამხსნელები, როგორიცაა რინგერის ხსნარი ან ჰარტმანის ხსნარი, არ გამოიყენება ცეფტრიაქსონის გახსნისთვის ან ფლაკონის შიგთავსის დამატებითი გაზავებისთვის ინტრავენური შეყვანის მიზნით.
ცეფტრიაქსონ- კალციუმის პრეციპიტატების წარმოქმნა შესაძლებელია ცეფტრიაქსონის შერევისას კალციუმის შემცველ ხსნარებთან ინტრავენური გამოყენების ერთ საინფუზიო სისტემაში.
პერორალურ ანტიკოაგულანტებთან ერთად გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს K ვიტამინის საწინააღმდეგო ეფექტი და სისხლდენის რისკი. ცეფტრიაქსონით მკურნალობის დროს და მკურნალობის დასრულების შემდეგ მიზანშეწონილია საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდების (INR) ხშირი მონიტორინგი და იმ საშუალებების დოზის კორექცია, რომლებიც K ვიტამინზე მოქმედებენ.
ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობა
ცეფტრიაქსონი გადის პლაცენტურ ბარიერს. შეზღუდულია მონაცემები ორსულებში ცეფტრიაქსონის გამოყენების შესახებ. ცეფტრიაქსონის გამოყენება ორსულობის დროს, განსაკუთრებით ორსულობის პირველ ტრიმესტრში, რეკომენდებულია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დედისთვის მოსალოდნელი სარგებელი აღემატება ნაყოფისათვის მოსალოდნელ რისკს.
ლაქტაცია
ცეფტრიაქსონი მცირე რაოდენობით გადადის დედის რძეში, მაგრამ თერაპიული დოზებით ცეფტრიაქსონი არ მოქმედებს ძუძუთი კვებაზე მყოფ ჩვილებზე. თუმცა, არ შეიძლება გამოირიცხოს დიარეის და ლორწოვანი გარსების სოკოვანი ინფექციის განვითარების რისკი. მხედველობაში უნდა იქნას მიღებული სენსიბილიზაციის განვითარების შესაძლებლობა.
სულბაქტამი მცირე რაოდენობით გამოიყოფა დედის რძეში, ძუძუთი კვებაზე მყოფ ჩვილებში გვერდითი ეფექტები არ გამოვლენილა.
გავლენა სატრანსპორტო საშუალების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
ცეფტრიაქსონით მკურნალობის დროს შეიძლება განვითარდეს არასასურველი ეფექტები (მაგ., თავბრუსხვევა), რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ავტომანქანისა და მექანიზმების მართვის უნარზე. საჭიროა სიფრთხილე ავტომანქანის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის დროს.
არასასურველი ეფექტები
კომბინაციაში გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს გვერდითი მოვლენები, რომლებიც ფიქსირდება ცეფტრიაქსონით თერაპიის დროს.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: დიარეა, გულისრევა და ღებინება (ნაკლები სიხშირით), სტომატიტი და გლოსიტი.
ღვიძლის მხრივ: შრატში SGOT და SGPT დონეების მომატება.
ჰემატოლოგიური: ეოზინოფილია, თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, გრანულოციტოპენია, ჰემატომა ან სისხლდენა. ნაკლებად ხშირად აღინიშნება ჰემოლიზური ანემია. აგრანულოციტოზი (< 500/მმ 3) დაფიქსირდა ზოგჯერ 20 გ-ზე მეტი ჯამური კუმულაციური დოზის გამოყენებისას.
კანის რეაქციები: ეგზანთემა, ალერგიული დერმატიტი, ქავილი, ჭინჭრის ციება, შეშუპება, მულტიფორმული ერითემა.
დაფიქსირდა სხვა გვერდითი მოვლენები, როგორიცაა თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, შრატში კრეატინინის მომატება, გენიტალური ტრაქტის მიკოზი, ოლიგურია, ცხელება და კანკალი.
შეიძლება გავითარდეს ანაფილაქსიური შოკი, რომელიც საჭიროებს გადაუდებელი ზომების მიღებას.
ადგილობრივი რეაქციები:
პაციენტთა მცირე რაოდენობას შეიძლება აღენიშნებოდეს ტკივილი, გამკვრივება და მგრძნობელობა.
ინტრავენურად შეყვანისას შესაძლებელია ვენის კედელში ანთებითი რეაქციების განვითარება. ამის შემცირება შესაძლებელია ნელი ინექციის გზით, 2-5 წუთის განმავლობაში.
დოზის გადაჭარბება
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს გულისრევის, ღებინებისა და დიარეის სიმპტომები. ცეფტრიაქსონის კონცენტრაციის შემცირება შეუძლებელია ჰემოდიალიზით ან პერიტონეალური დიალიზით. არ არსებობს სპეციფიკური ანტიდოტი. მკურნალობა სიმპტომურია.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკური თვისებები
მოქმედების მექანიზმი
ცეფტრიაქსონი აინჰიბირებს ბაქტერიული უჯრედის კედლის სინთეზს პენიცილინშემაკავშირებელ ცილებთან (PBPs) მიერთების შემდეგ. შედეგად, წყდება უჯრედის კედლის (პეპტიდოგლიკანის) ბიოსინთეზი, რაც იწვევს ბაქტერიული უჯრედის განადგურებასა და სიკვდილს.
სულბაქტამი არის პენიცილანის მჟავას სულფონი ბეტა-ლაქტამაზას მაინჰიბირებელი თვისებებით. სულბაქტამი უერთდება გარკვეულ პენიცილინშემაკავშირებელ ცილებს (PBP) და ზრდის მიკრობული შტამების მგრძნობელობას ანტიბიოტიკების მიმართ. პენიცილინშემაკავშირებელ ცილებთან შეკავშირების გამო, სულბაქტამს აქვს ძლიერი და კლინიკურად მნიშვნელოვანი შინაგანი ანტიმიკრობული მოქმედება გარკვეული ორგანიზმების, განსაკუთრებით Acinetobacter და Bacteroides სახეობების, ასევე Gonococcus-ისა და Diplococcus intracellularis-ის მიმართ.
მისი ბაქტერიციდული მოქმედება განპირობებულია მის შემადგენლობაში შემავალი ცეფტრიაქსონით და ცეფტრიაქსონის უნარით, ხელი შეუშალოს ბაქტერიული უჯრედის კედლის პეპტიდოგლიკანის ბიოსინთეზს პენიცილინშემაკავშირებელ ცილებთან (PBP) შეკავშირებით და ინაქტივაციით. ცეფტრიაქსონი იწვევს ფილამენტაციას Escherichia coli-სა და Pseudomonas aeruginosa-ში, ის ძირითადად უკავშირდება PBP 3 -ს, რომელიც პასუხისმგებელია გამყოფ ბაცილებში განივი კედლის ან ძგიდის ფორმირებაზე. ცეფტრიაქსონი ფრიად სტაბილურია გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიების მიერ პროდუცირებული ბეტა-ლაქტამაზების, როგორც პენიცილინაზების ასევე ცეფალოსპორინაზების მიმართ, თუმცა არა ქრომოსომებით და პლაზმიდებით განპირობებული ESBL-ების მიმართ, რომლებსაც წარმოქმნიან Klebsiella-ს, Escherichia coli-ს, Enterobactersp და Serratia spp.-ის ზოგიერთი შტამი.
სულბაქტამი შეუქცევადად ბლოკავს ცეფტრიაქსონის ბეტა-ლაქტამური რგოლის დაშლას ESBL-ებისა და ქრომოსომულად განპირობებული ბეტა-ლაქტამაზების ფართო სპექტრის მიერ, ამ ფერმენტებთან შეერთებით და სუიციდური სუბსტრატის როლით, რომელიც წარმოქმნის სტაბილურ შუალედურ პროდუქტს, რაც ფერმენტს არააქტიურს ხდის.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
ცეფტრიაქსონი მთლიანად შეიწოვება, მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მიიღწევა 500 მგ და 1 გ ცეფტრიაქსონის კუნთში შეყვანიდან 2-3 სთ-ის შემდეგ და შეადგენს, შესაბამისად, 40 მკგ/მლ და 80 მკგ/მლ-ს.
მისი ფარმაკოკინეტიკა დოზადამოკიდებული და არაწრფივია სისხლის პლაზმაში ცილის მაღალი შემცველობის (80-85%) გამო. ერთნაირი AUC დაფიქსირდა ცეფტრიაქსონის ექვივალენტური დოზის ინტრამუსკულარულად ან ინტრავენურად შეყვანის შემდეგ. კარგად აღწევს სხეულის ქსოვილებსა და სითხეებში, ტვინის გარსებში, მიუხედავად იმისა, მიმდინარეობს თუ არა ანთებითი პროცესი, აგრეთვე ცერებროსპინალურ სითხეში თერაპიული კონცენტრაციით.
დოზის მიუხედავად, ცეფტრიაქსონის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 6-9 საათს.
ახალშობილებში ნახევარგამოყოფის პერიოდი შეიძლება გახანგრძლივდეს.
თირკმელების ფუნქციის საშუალო სიმძიმის დარღვევამ შეიძლება გავლენა არ მოახდინოს ცეფტრიაქსონის ნახევარგამოყოფის პერიოდზე, ხოლო თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევის შემთხვევაში მოსალოდნელია ნახევრადგამოყოფის პერიოდის გახანგრძლივება, რომელიც კიდევ უფრო იზრდება თანმხლები ღვიძლის ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში.
ცეფტრიაქსონი 1-2 გ დოზით გამოყენებისას აღწევს MIC -ზე მაღალ კონცენტრაციას ფილტვებში, გულში, სანაღვლე გზებში/ღვიძლში, ნუშის ჯირკვლებში, შუა ყურისა და ცხვირის ლორწოვან გარსში, ძვლებში; აგრეთვე ცერებრალურ, პლევრალურ, პროსტატისა და სინოვიალურ სითხეებში ინფექციაზე პასუხისმგებელი პათოგენების უმეტესობისთვის, 24 საათის შემდეგაც.
გლომერულური ფილტრაციით შარდში გამოიყოფა დოზის 50-60%.
ნაწლავური ფლორა გარდაქმნის ცეფტრიაქსონს არააქტიურ მეტაბოლიტებად. პრეპარატის 40-50% განიცდის ელიმინაციას სანაღვლე გზებით.
თირკმლის ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში, ელიმინაციის ძირითადი გზა შეიძლება იყოს ნაღველით.
ახალშობილები და ბავშვები: ახალშობილებში ნახევარგამოყოფის პერიოდი გახანგრძლივებულია, რომელიც მცირდება ასაკის მატებასთან ერთად. 8 დღემდე ასაკის ახალშობილებსა და 75 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში, ნახევარგამოყოფის პერიოდი ხანგრძლივდება 2-3-ჯერ ახალგაზრდა ასაკის პაციენტებთან შედარებით.
თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში ძლიერდება გამოყოფა ნაღველთან ერთად. სულბაქტამის ნახევარგამოყოფის პერიოდი ჯანმრთელ მოხალისეებში შეადგენს დაახლოებით 1 საათს. შრატში მიღწეული კონცენტრაციები შეყვანილი დოზის პროპორციულია. ძირითადად გამოიყოფა თირკმელებით უცვლელი სახით.
ფარმაცევტული მახასიათებლები
დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი: არ გამოიყენება
ვარგისიანობის ვადა: 36 თვე
შენახვის განსაკუთრებული პირობები: ინახება არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე. მოარიდეთ სინათლეს.
შეფუთვა
20მლ მოცულობის III ტიპის გამჭვირვალე მინის ფლაკონი 20 მმ-იანი ნაცრისფერი ბუტილკაუჩუკის საცობითა და ფერადი ალუმინის თავსახურით ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
გაცემის წესი - ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
მწარმოებელი: Gmh Organics, ინდოეთი.
ნაკვეთი No. 01, სოფელი კუნჯჰალი,
ოლქი სოლანი, ბადი, ჰიმაჩალ პრადეში - 173205, ინდოეთი
წარმოებულია Remus Pharmaceuticals Ltd, -თვის (1101-B, 1102, 1103, მე-11 სართული, სამხრეთ კოშკი, One42, ამბალი-ბოპალის გზა, ჯაინტილალის პარკის მოპირდაპირედ, ბოდაკდევი, აჰმედაბადი - 380054, გუჯარათი, ინდოეთი).
ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში:
შპს „ნიუ ფარმ გრუპი“
ი.ევდოშვილის ქ. 18, თბილისი, საქართველო
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


