ნიუკლავი
NEWCLAV
ბავშვებსა და მოზრდილებში ინიშნება შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ: მწვავე ბაქტერიული სინუსიტი (სათანადოდ დიაგნოსტირებული), შუა ყურის მწვავე ანთება, ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება (სათანადოდ დიაგნოსტირებული), საზოგადოებაში შეძენილი პნევმონია, ცისტიტი, პიელონეფრიტი, კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები, განსაკუთრებით …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- კლავულანატი (clavulanate) + ამოქსიცილინი (amoxicillin)
- ფორმა და შეფუთვა
- 1გ (875მგ + 125მგ) აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10 (1X10)
- მწარმოებელი
- Medicef Pharma Limited, ინდოეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, პენიცილინების კომბინაციები, მათ შორის ბეტა-ლაქტამაზას ინჰიბიტორებთან
- ATC კოდი
- J01CR02
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-046666
- რეგისტრირებულია
- 12 ნოემბერი 2026, მოქმედებს 12 ნოემბერი 2031-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- SWASTHYA HEALTHCARE PVT. LTD. (ინდოეთი)
- განმცხადებელი
- შპს „ნიუ ფარმ გრუპი“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ნიუკლავი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ბავშვებსა და მოზრდილებში ინიშნება შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ:
მწვავე ბაქტერიული სინუსიტი (სათანადოდ დიაგნოსტირებული), შუა ყურის მწვავე ანთება, ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება (სათანადოდ დიაგნოსტირებული), საზოგადოებაში შეძენილი პნევმონია, ცისტიტი, პიელონეფრიტი, კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები, განსაკუთრებით ცელულიტი, ცხოველის ნაკბენი, მძიმე ფორმის კბილის აბსცესი გავრცელებადი ცელულიტით, ძვლებისა და სახსრების ინფექციები, განსაკუთრებით ოსტეომიელიტი.
მიღების წესი და დოზირება
თერაპიის ხანგრძლივობა განისაზღვრება მკურნალობაზე რეაგირების მიხედვით. ზოგიერთი ინფექცია (მაგალითად, ოსტეომიელიტი) მოითხოვს უფრო ხანგრძლივ მკურნალობას. მკურნალობის ხანგრძლივობა ექიმთან კონსულტაციის გარეშე არ უნდა აღემატებოდეს 14 დღეს.
მოზრდილები და ბავშვები ≥ 40 კგ
რეკომენდირებული დოზები:
სტანდარტული დოზა: (ყველა ჩვენებისთვის) 875 მგ/125 მგ დღეში ორჯერ.
უფრო დიდი დოზა (განსაკუთრებით ისეთი ინფექციების დროს, როგორიცაა შუა ყურის ანთება, სინუსიტი, ქვედა სასუნთქი გზებისა და საშარდე გზების ინფექციები): 875 მგ/125 მგ დღეში სამჯერ.
ბავშვები < 40 კგ
ბავშვებში ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავა შეიძლება დაინიშნოს ტაბლეტების, სუსპენზიების ან ბავშვებისთვის განკუთვნილი საჩეტების /sachet/ სახით.
რეკომენდირებული დოზები:
25 მგ/3,6 მგ/კგ/დღეში - 45 მგ/6.4 მგ/კგ/დღეში, დაყოფილი ორ მიღებად.
ზოგიერთი ინფექციის დროს (მაგალითად, შუა ყურის ანთება, სინუსიტი და ქვედა სასუნთქი გზების ინფექცია) შესაძლებელია მაქსიმუმ 70მგ/10მგ/კგ/დღეში დოზის დანიშვნა ორ მიღებად.
25კგ-ზე ნაკლების წონის ბავშვებისთვის არ არის რეკომენდებული ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავას ტაბლეტებით მკურნალობა.
ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია მიღებული დოზა (მგ/კგ სხეულის მასაზე) 25- 40 კგ წონის ბავშვებში ერთჯერადი 875მგ/125 მგ ტაბლეტის გამოყენებისას.
სხეულის წონა [კგ]
40
35
30
25
რეკომენდებული ერთჯერადი დოზა [მგ/კგ/სხეულის წონაზე] (იხ. ზემოთ)
ამოქსიცილინი [მგ/კგ სხეულის წონის მიხედვით] ერთჯერად დოზაზე (1 შემოგარსული ტაბლეტი)
- 9
- 0
- 2
- 0
- 5-22.5 (მაქსიმუმ 35)
კლავულანის მჟავა [მგ/კგ სხეულის წონის მიხედვით] ერთჯერად დოზაზე (1 შემოგარსული ტაბლეტი)
- 1
- 6
- 2
- 0
- 8-3.2 (მაქსიმუმ 5)
25კგ-ზე ნაკლები წონის ბავშვებში რეკომენდებულია ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავას სუსპენზიის ან ბავშვებისთვის განკუთვნილი საჩეტების სახით გამოყენება.
არ არსებობს კლინიკური მონაცემები 2 წლამდე ასაკის ბავშვებში ამოქსიცილინის/კლავულანის მჟავას 7:1 თანაფარდობით ფორმულაციების დღეში 45მგ/6.4მგ/კგ-ზე დიდი დოზების გამოყენების შესახებ.
არ არსებობს კლინიკური მონაცემები 2 თვემდე ასაკის პაციენტებში ამოქსიცილინის/კლავულანის მჟავას 7:1 თანაფარდობით ფორმულაციების გამოყენების შესახებ. შესაბამისად, ამ კატეგორიის პაციენტებისთვის შეუძლებელია დოზირების შესახებ რეკომენდაციების მიცემა.
ხანდაზმულები
დოზის კორექცია საჭირო არ არის.
თირკმლის ფუნქციის დარღვევა
დოზის კორექცია თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებისთვის (კრეატინინის კლირენსი >30 მლ / წთ) არ არის საჭირო. პაციენტებში 30მლ/წთ-ზე ნაკლები კრეატინინის კლირენსით, ამოქსიცილინის/კლავულანის მჟავას ფორმულაციების გამოყენება ამოქსიცილინისა და კლავულანის მჟავას 7:1 თანაფარდობით არ არის რეკომენდებული, რადგან დოზის კორექტირების რეკომენდაციები არ არსებობს.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
გამოიყენება სიფრთხილით. აუცილებელია ღვიძლის ფუნქციის რეგულარული კონტროლი.
მიღების წესი
მიიღება პერორალურად. ამოქსიცილინის/ კლავულანის მჟავის ტაბლეტების მიღება რეკომენდებულია საკვებთან ერთად, რათა მინიმუმამდე იქნას დაყვანილი კუჭ-ნაწლავის მხრივ შესაძლო აუტანლობა.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების, პენიცილინების ან რომელიმე შემავსებლის მიმართ.
ანამნეზში მძიმე დაუყოვნებელი ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები (მაგ., ანაფილაქსია) სხვა ბეტა-ლაქტამური საშუალებების (მაგ., ცეფალოსპორინი, კარბაპენემი ან მონობაქტამი) მიმართ.
ანამნეზში სიყვითლე/ღვიძლის ფუნქციის დარღვევა ამოქსიცილინის/კლავულანის მჟავის მიღების ფონზე.
სიფრთხილის ზომები
ამოქსიცილინით/კლავულანის მჟავით მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია პენიცილინებზე, ცეფალოსპორინებზე ან სხვა ბეტა-ლაქტამურ პრეპარატებზე მომატებული მგრძნობელობის რეაქციებთან დაკავშირებით ანამნეზის შეგროვება. სერიოზული და იშვიათ შემთხვევებში ფატალური ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები (მათ შორის ანაფილაქტოიდური და მძიმე კანის გვერდითი რეაქციები) დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ პენიცილინით. ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები ასევე შეიძლება გადაიზარდოს კუნის სინდრომში/Kounis syndrome/, სერიოზულ ალერგიულ რეაქციაში, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მიოკარდიუმის ინფარქტი. ასეთი რეაქციები ყველაზე მაღალი ალბათობით ვითარდება ანამნეზში პენიცილინების მიმართ მომატებული მგრძნობელობის რეაქციების და ატოპიის მქონე პაციენტებში. ალერგიული რეაქციის განვითარების შემთხვევაში, უნდა შეწყდეს ამოქსიცილინის/კლავულანის მჟავის მიღება და დაინიშნოს შესაბამისი ალტერნატიული თერაპია.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
პერორალური ანტიკოაგულანტები: ლიტერატურაში აღწერილია საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობის ზრდის შემთხვევები პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ აცენოკუმაროლს ან ვარფარინს და რომლებსაც დაენიშნათ ამოქსიცილინის კურსი. ერთდროულად გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში, პროთრომბინის დრო ან საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობა უნდა გაკონტროლდეს ამოქსიცილინის დამატებით ან მოხსნით.
მეთოტრექსატი: პენიცილინებმა შესაძლოა შეამცირონ მეთოტრექსატის ექსკრეცია, რაც გამოიწვევს ტოქსიკურობის პოტენციურ ზრდას.
პრობენეციდი: პრობენეციდთან ერთად გამოყენება არ არის რეკომენდებული. პრობენეციდი ამცირებს ამოქსიცილინის სეკრეციას თირკმლის მილაკების მიერ. პრობენეციდთან ერთად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლში ამოქსიცილინის, თუმცა არა კლავულანის მჟავის დონის მომატება და უფრო ხანგრძლივი შენარჩუნება.
მიკოფენოლატი მოფეტილი: პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ მიკოფენოლატ მოფეტილს, კლავულანის მჟავასთან ერთად პერორალური ამოქსიცილინის მიღების დაწყების შემდეგ აღინიშნა აქტიური მეტაბოლიტის მიკოფენოლის მჟავას (მფმ) კონცენტრაციის დაახლოებით 50% დაქვეითება მიკოფენოლატ მოფეტილის შემდეგი დოზის მიღებამდე. მფმ-ის კონცენტრაციის ასეთი ცვლილება მორიგი დოზის მიღებამდე შესაძლოა ზუსტად არ ასხავდეს მფმ-ის საერთო ექსპოზიციის ცვლილებას. ამიტომ ტრანსპლანტატის დისფუნქციის ნიშნების არარსებობისას, ჩვეულებრივ, არ არის საჭირო მიკოფელატ მოფეტილის დოზის ცვლილება. თუმცა, კომბინირებული თერაპიის დროს და ანტიბიოტიკოთერაპიის დასრულების შემდეგ საჭიროა სამედიცინო დაკვირვება.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ცხოველებზე ჩატარებული კვლევებით არ გამოვლინდა პირდაპირი ან არაპირდაპირი უარყოფითი ზეგავლენა ემბრიონის/ნაყოფის, პერინატალურ და პოსტნატალურ განვითარებაზე. ადამიანებში ორსულობის დროს ამოქსიცილინის/კლავულანის მჟავას გამოყენების შესახებ შეზღუდული მონაცემები არ მიუთითებს თანდაყოლილი ანომალიების მომატებულ რისკზე. ცალკეული კვლევის მიხედვით, ქალებში, რომელთაც აღენიშნებოდათ სანაყოფე გარსის ნაადრევი დარღვევა, გამოვლინდა ამოქსიცილინის /კლავულანის მჟავის პროფილაქტიკური გამოყენების პოტენციური კავშირი ახალშობილებში მანეკროზებელი ენტეროკოლიტის მომატებულ რისკთან. საჭიროა ორსულობის პერიოდში პრეპარატის გამოყენების თავიდან აცილება, თუ ექიმი არ თვლის რომ მკურნალობა აუცილებელია.
ლაქტაცია: ორივე ნივთიერება გამოიყოფა დედის რძეში (ძუძუთი კვებაზე მყოფ ჩვილზე კლავულანის მჟავას ზემოქმედების შესახებ მონაცემები არ არსებობს). შესაბამისად, ძუძუთი კვებაზე მყოფ ბავშვებში შესაძლოა განვითარდეს დიარეა და ლორწოვანი გარსების სოკოვანი ინფექციები, რის გამოც შესაძლოა საჭირო გახდეს ძუძუთი კვების შეწყვეტა. გასათვალისწინებელია სენსიბილიზაციის განვითარების შესაძლებლობა. მოქსიცილინით/კლავულანის მჟავით მკურნალობა ლაქტაციის პერიოდში შესაძლებელია მხოლოდ მკურნალი ექიმის მიერ სარგებლისა / რისკის შეფასების საფუძველზე.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ავტომანქანის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე პრეპარატის გავლენის დასადგენად კვლევები არ ჩატარებულა. თუმცა, შესაძლებელია განვითარდეს არასასურველი ეფექტები (მაგალითად, ალერგიული რეაქციები, თავბრუსხვევა, კონვულსიები), რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ავტომანქანის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
გვერდითი მოვლენები
ინფექციები და ინფესტაციები: ლორწოვანი გარსის კანდიდოზი, არამგრძნობიარე ორგანიზმების ჭარბი ზრდა
სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები: შექცევადი ლეიკოპენია (მათ შორის ნეიტროპენია), თრომბოციტოპენია, შექცევადი აგრანულოციტოზი, ჰემოლიზური ანემია
იმუნური სისტემის დარღვევები: ანგიონევროზული შეშუპება, ანაფილაქსია, შრატისმიერი დაავადების მსგავსი სინდრომი
ნერვული სისტემის დარღვევები: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი
დარღვევები გულის მხრივ: კუნის სინდრომი
გასტროინტესტინალური დარღვევები: გულისრევა, ღებინება, ინდიგესტია
დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ: გამონაყარი კანზე, ქავილი
დარღვევები თირკმლებისა და შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: ინტერსტიციული ნეფრიტი, კრისტალურია (მათ შორის თირკმლის მწვავე დაზიანება)
ჭარბი დოზა
შესაძლებელია განვითარდეს გასტროინტესტინური სიმპტომები და ასევე სითხისა და ელექტროლიტების ბალანსის დარღვევა. აღინიშნა ამოქსიცილინთან დაკავშირებული კრისტალურიის შემთხვევები, რამაც ზოგიერთ შემთხვევაში გამოიწვია თირკმლის უკმარისობა. თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში ან დიდი დოზების მიღებისას შეიძლება განვითარდეს კონვულსიები. ცნობილია, რომ ამოქსიცილინი ილექება შარდის ბუშტის კათეტერებში, უმეტესწილად დიდი დოზების ინტრავენური შეყვანის შემდეგ. საჭიროა კათეტერების გამავლობის რეგულარული კონტროლი.
ინტოქსიკაციის მკურნალობა: გასტროინტესტინური სიმპტომების მკურნალობა შეიძლება სიმპტომურად, წყლის /ელექტროლიტურ ბალანსზე დაკვირვებით. ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავა შეიძლება გამოიდევნოს სისხლის მიმოქცევიდან ჰემოდიალიზის საშუალებით.
შემადგენლობა
თითო შემოგარსული ტაბლეტის შემადგენლობაში შედის:
ამოქსიცილინის ტრიჰიდრატი USP, 875 მგ ამოქსიცილინის ეკვივალენტური
განზავებული კალიუმის კლავულანატი BP, 125მგ კლავულანის მჟავას ეკვივალენტური
შემავსებლები ………q.s.
ფერი: ტიტანის დიოქსიდი USP
წამლის ფორმა:
შემოგარსული ტაბლეტები
შენახვის პირობები
შეინახეთ არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე. მოარიდეთ ნესტს.
შეფუთვა:
1 ALU-ALU ბლისტერი, რომელზეც დატანილია 10 ტაბლეტი, ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
ვარგისობის ვადა: 30 თვე.
წარმოებულია Medicef Pharma Limited-ის (ინდოეთი, 174103, ჰიმაჩალ-პრადეში, სოლანი, ბადი, ჯჰარმაჯრი, EPIP, Phase - 1, Plot No. 28, 29 & 48) მიერ.
წარმოებულია -თვის/სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:
Swasthya Healthcare Pvt. Ltd. (ინდოეთი)
ხელმოწერილია/ბეჭედდასმულია
ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში: შპს „ნიუ ფარმ გრუპი“
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
ფარმაკოლოგიური თვისებები
პენიცილინების კომბინაციები, მათ შორის ბეტა-ლაქტამაზას ინჰიბიტორები
ათქ კოდი: J01CR02
მოქმედების მექანიზმი
ამოქსიცილინი არის ნახევრადსინთეზური პენიცილინი (ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკი), რომელიც აინჰიბირებს ერთ ან რამდენიმე ფერმენტს (ხშირად უწოდებენ პენიცილინ-შემაკავშირებელ ცილებს, PBPs) ბაქტერიების პეპტიდოგლიკანის, ბაქტერიების უჯრედის კედლის ძირითადი კომპონენტის, ბიოსინთეზის პროცესში. პეპტიდოგლიკანის სინთეზის ინჰიბირება იწვევს უჯრედის კედლის სიმტკიცის დაკარგვას, რასაც, ჩვეულებრივ, თან სდევს ხოლმე უჯრედის ლიზისი და სიკვდილი.
ამოქსიცილინი მგრძნობიარეა რეზისტენტული ბაქტერიების მიერ წარმოებული ბეტა-ლაქტამაზებით გაშუალებული დეგრადაციის მიმართ და, გამომდინარე აქედან, მხოლოდ (მარტო) ამოქსიცილინის აქტივობის სპექტრი არ მოიცავს იმ მიკროორგანიზმებს, რომლებიც გამოიმუშავებენ აღნიშნულ ენზიმებს.
კლავულანის მჟავა წარმოადგენს პენიცილინებთან სტრუქტურული კავშირის მქონე ბეტა-ლაქტამს. ის ახდენს ბეტა-ლაქტამაზას ზოგიერთი ფერმენტის ინაქტივაციას, რითაც ხელს უშლის ამოქსიცილინის ინაქტივაციას. მარტო კლავულანის მჟავას არ აქვს კლინიკურად მნიშვნელოვანი ანტიბაქტერიული ეფექტი.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები:
აბსორბცია: ამოქსიცილინი და კლავულანის მჟავა სრულად დისოციირდება წყალხსნარში ფიზიოლოგიურ pH-ზე. ორივე კომპონენტი სწრაფად და კარგად შეიწოვება პერორალურად მიღებისას. პერორალური მიღებისას ამოქსიცილინისა და კლავულანის მჟავას ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 70%-ს. ორივე კომპონენტის პლაზმური კონცენტრაციები ერთნაირია, ხოლო მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაციის მიღწევის დრო (Tmax) თითოეული ნივთიერებისთვის შეადგენს დაახლოებით ერთ საათს.
განაწილება: სისხლის პლაზმაში მთლიანი კლავულანის მჟავას დაახლოებით 25% და სისხლის პლაზმაში მთლიანი ამოქსიცილინის 18% უკავშირდება ცილას. ხილული (აშკარა) განაწილების მოცულობა ამოქსიცილინისათვის შეადგენს დაახლოებით 0.3-0.4 ლ/კგ -ს, ხოლო კლავულანის მჟავისათვის კი - დაახლოებით 0.2 ლ/კგ -ს.
ბიოტრანსფორმაცია: ამოქსიცილინი ნაწილობრივ გამოიყოფა შარდით არააქტიური penicilloic acid-ის სახით საწყისი დოზის 10-25%-ის ეკვივალენტური რაოდენობით. კლავულანის მჟავა ინტენსიურად მეტაბოლიზდება ადამიანის ორგანიზმში და გამოიყოფა თირკმლებით და ნაწლავებიდან, აგრეთვე ნახშირორჟანგის სახით ამოსუნთქულ ჰაერში.
ელიმინაცია: ამოქსიცილინის ელიმინაციის ძირითად გზას წარმოადგენს თირკმლები, ხოლო კლავულანის მჟავა გამოიყოფა როგორც თირკმლებით, ასევე ექსტრარენალური მექანიზმებით.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
განკუთვნილია ლიცენზირებული ექიმის ან საავადმყოფოს მიერ გამოყენებისთვის
ნიუკლავი /NEWCLAV/
ამოქსიცილინისა და კალიუმის კლავულანატის ტაბლეტები USP 1000 მგ
შემადგენლობა:
თითო შემოგარსული ტაბლეტის შემადგენლობაში შედის:
ამოქსიცილინის ტრიჰიდრატი USP, 875 მგ ამოქსიცილინის ეკვივალენტური
განზავებული კალიუმის კლავულანატი BP, 125მგ კლავულანის მჟავას ეკვივალენტური
შემავსებლები ………q.s.
ფერი: ტიტანის დიოქსიდი USP
წამლის ფორმა:
შემოგარსული ტაბლეტები
ფარმაკოდინამიკური თვისებები:
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: პენიცილინების კომბინაციები, მათ შორის ბეტა-ლაქტამაზას ინჰიბიტორები
ათქ კოდი: J01CR02
მოქმედების მექანიზმი
ამოქსიცილინი არის ნახევრადსინთეზური პენიცილინი (ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკი), რომელიც აინჰიბირებს ერთ ან რამდენიმე ფერმენტს (ხშირად უწოდებენ პენიცილინ-შემაკავშირებელ ცილებს, PBPs) ბაქტერიების პეპტიდოგლიკანის, ბაქტერიების უჯრედის კედლის ძირითადი კომპონენტის, ბიოსინთეზის პროცესში. პეპტიდოგლიკანის სინთეზის ინჰიბირება იწვევს უჯრედის კედლის სიმტკიცის დაკარგვას, რასაც, ჩვეულებრივ, თან სდევს ხოლმე უჯრედის ლიზისი და სიკვდილი.
ამოქსიცილინი მგრძნობიარეა რეზისტენტული ბაქტერიების მიერ წარმოებული ბეტა-ლაქტამაზებით გაშუალებული დეგრადაციის მიმართ და, გამომდინარე აქედან, მხოლოდ (მარტო) ამოქსიცილინის აქტივობის სპექტრი არ მოიცავს იმ მიკროორგანიზმებს, რომლებიც გამოიმუშავებენ აღნიშნულ ენზიმებს.
კლავულანის მჟავა წარმოადგენს პენიცილინებთან სტრუქტურული კავშირის მქონე ბეტა-ლაქტამს. ის ახდენს ბეტა-ლაქტამაზას ზოგიერთი ფერმენტის ინაქტივაციას, რითაც ხელს უშლის ამოქსიცილინის ინაქტივაციას. მარტო კლავულანის მჟავას არ აქვს კლინიკურად მნიშვნელოვანი ანტიბაქტერიული ეფექტი.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები:
აბსორბცია: ამოქსიცილინი და კლავულანის მჟავა სრულად დისოციირდება წყალხსნარში ფიზიოლოგიურ pH-ზე. ორივე კომპონენტი სწრაფად და კარგად შეიწოვება პერორალურად მიღებისას. პერორალური მიღებისას ამოქსიცილინისა და კლავულანის მჟავას ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 70%-ს. ორივე კომპონენტის პლაზმური კონცენტრაციები ერთნაირია, ხოლო მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაციის მიღწევის დრო (Tmax) თითოეული ნივთიერებისთვის შეადგენს დაახლოებით ერთ საათს.
განაწილება: სისხლის პლაზმაში მთლიანი კლავულანის მჟავას დაახლოებით 25% და სისხლის პლაზმაში მთლიანი ამოქსიცილინის 18% უკავშირდება ცილას. ხილული (აშკარა) განაწილების მოცულობა ამოქსიცილინისათვის შეადგენს დაახლოებით 0.3-0.4 ლ/კგ -ს, ხოლო კლავულანის მჟავისათვის კი - დაახლოებით 0.2 ლ/კგ -ს.
ბიოტრანსფორმაცია: ამოქსიცილინი ნაწილობრივ გამოიყოფა შარდით არააქტიური penicilloic acid-ის სახით საწყისი დოზის 10-25%-ის ეკვივალენტური რაოდენობით. კლავულანის მჟავა ინტენსიურად მეტაბოლიზდება ადამიანის ორგანიზმში და გამოიყოფა თირკმლებით და ნაწლავებიდან, აგრეთვე ნახშირორჟანგის სახით ამოსუნთქულ ჰაერში.
ელიმინაცია: ამოქსიცილინის ელიმინაციის ძირითად გზას წარმოადგენს თირკმლები, ხოლო კლავულანის მჟავა გამოიყოფა როგორც თირკმლებით, ასევე ექსტრარენალური მექანიზმებით.
თერაპიული ჩვენებები
ბავშვებსა და მოზრდილებში ინიშნება შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ:
მწვავე ბაქტერიული სინუსიტი (სათანადოდ დიაგნოსტირებული), შუა ყურის მწვავე ანთება, ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება (სათანადოდ დიაგნოსტირებული), საზოგადოებაში შეძენილი პნევმონია, ცისტიტი, პიელონეფრიტი, კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები, განსაკუთრებით ცელულიტი, ცხოველის ნაკბენი, მძიმე ფორმის კბილის აბსცესი გავრცელებადი ცელულიტით, ძვლებისა და სახსრების ინფექციები, განსაკუთრებით ოსტეომიელიტი.
დოზირება და მიღების წესი:
დოზირება
თერაპიის ხანგრძლივობა განისაზღვრება მკურნალობაზე რეაგირების მიხედვით. ზოგიერთი ინფექცია (მაგალითად, ოსტეომიელიტი) მოითხოვს უფრო ხანგრძლივ მკურნალობას. მკურნალობის ხანგრძლივობა ექიმთან კონსულტაციის გარეშე არ უნდა აღემატებოდეს 14 დღეს.
მოზრდილები და ბავშვები ≥ 40 კგ
რეკომენდირებული დოზები:
სტანდარტული დოზა: (ყველა ჩვენებისთვის) 875 მგ/125 მგ დღეში ორჯერ.
უფრო დიდი დოზა (განსაკუთრებით ისეთი ინფექციების დროს, როგორიცაა შუა ყურის ანთება, სინუსიტი, ქვედა სასუნთქი გზებისა და საშარდე გზების ინფექციები): 875 მგ/125 მგ დღეში სამჯერ.
ბავშვები < 40 კგ
ბავშვებში ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავა შეიძლება დაინიშნოს ტაბლეტების, სუსპენზიების ან ბავშვებისთვის განკუთვნილი საჩეტების /sachet/ სახით.
რეკომენდირებული დოზები:
25 მგ/3,6 მგ/კგ/დღეში - 45 მგ/6.4 მგ/კგ/დღეში, დაყოფილი ორ მიღებად.
ზოგიერთი ინფექციის დროს (მაგალითად, შუა ყურის ანთება, სინუსიტი და ქვედა სასუნთქი გზების ინფექცია) შესაძლებელია მაქსიმუმ 70მგ/10მგ/კგ/დღეში დოზის დანიშვნა ორ მიღებად.
25კგ-ზე ნაკლების წონის ბავშვებისთვის არ არის რეკომენდებული ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავას ტაბლეტებით მკურნალობა.
ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია მიღებული დოზა (მგ/კგ სხეულის მასაზე) 25- 40 კგ წონის ბავშვებში ერთჯერადი 875მგ/125 მგ ტაბლეტის გამოყენებისას.
სხეულის წონა [კგ]
40
35
30
25
რეკომენდებული ერთჯერადი დოზა [მგ/კგ/სხეულის წონაზე] (იხ. ზემოთ)
ამოქსიცილინი [მგ/კგ სხეულის წონის მიხედვით] ერთჯერად დოზაზე (1 შემოგარსული ტაბლეტი)
- 9
- 0
- 2
- 0
- 5-22.5 (მაქსიმუმ 35)
კლავულანის მჟავა [მგ/კგ სხეულის წონის მიხედვით] ერთჯერად დოზაზე (1 შემოგარსული ტაბლეტი)
- 1
- 6
- 2
- 0
- 8-3.2 (მაქსიმუმ 5)
25კგ-ზე ნაკლები წონის ბავშვებში რეკომენდებულია ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავას სუსპენზიის ან ბავშვებისთვის განკუთვნილი საჩეტების სახით გამოყენება.
არ არსებობს კლინიკური მონაცემები 2 წლამდე ასაკის ბავშვებში ამოქსიცილინის/კლავულანის მჟავას 7:1 თანაფარდობით ფორმულაციების დღეში 45მგ/6.4მგ/კგ-ზე დიდი დოზების გამოყენების შესახებ.
არ არსებობს კლინიკური მონაცემები 2 თვემდე ასაკის პაციენტებში ამოქსიცილინის/კლავულანის მჟავას 7:1 თანაფარდობით ფორმულაციების გამოყენების შესახებ. შესაბამისად, ამ კატეგორიის პაციენტებისთვის შეუძლებელია დოზირების შესახებ რეკომენდაციების მიცემა.
ხანდაზმულები
დოზის კორექცია საჭირო არ არის.
თირკმლის ფუნქციის დარღვევა
დოზის კორექცია თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებისთვის (კრეატინინის კლირენსი >30 მლ / წთ) არ არის საჭირო. პაციენტებში 30მლ/წთ-ზე ნაკლები კრეატინინის კლირენსით, ამოქსიცილინის/კლავულანის მჟავას ფორმულაციების გამოყენება ამოქსიცილინისა და კლავულანის მჟავას 7:1 თანაფარდობით არ არის რეკომენდებული, რადგან დოზის კორექტირების რეკომენდაციები არ არსებობს.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
გამოიყენება სიფრთხილით. აუცილებელია ღვიძლის ფუნქციის რეგულარული კონტროლი.
მიღების წესი
მიიღება პერორალურად. ამოქსიცილინის/ კლავულანის მჟავის ტაბლეტების მიღება რეკომენდებულია საკვებთან ერთად, რათა მინიმუმამდე იქნას დაყვანილი კუჭ-ნაწლავის მხრივ შესაძლო აუტანლობა.
უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების, პენიცილინების ან რომელიმე შემავსებლის მიმართ.
ანამნეზში მძიმე დაუყოვნებელი ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები (მაგ., ანაფილაქსია) სხვა ბეტა-ლაქტამური საშუალებების (მაგ., ცეფალოსპორინი, კარბაპენემი ან მონობაქტამი) მიმართ.
ანამნეზში სიყვითლე/ღვიძლის ფუნქციის დარღვევა ამოქსიცილინის/კლავულანის მჟავის მიღების ფონზე.
განსაკუთრებული მითითებები და უსაფრთხოების ზომები
ამოქსიცილინით/კლავულანის მჟავით მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია პენიცილინებზე, ცეფალოსპორინებზე ან სხვა ბეტა-ლაქტამურ პრეპარატებზე მომატებული მგრძნობელობის რეაქციებთან დაკავშირებით ანამნეზის შეგროვება. სერიოზული და იშვიათ შემთხვევებში ფატალური ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები (მათ შორის ანაფილაქტოიდური და მძიმე კანის გვერდითი რეაქციები) დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ პენიცილინით. ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები ასევე შეიძლება გადაიზარდოს კუნის სინდრომში/Kounis syndrome/, სერიოზულ ალერგიულ რეაქციაში, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მიოკარდიუმის ინფარქტი. ასეთი რეაქციები ყველაზე მაღალი ალბათობით ვითარდება ანამნეზში პენიცილინების მიმართ მომატებული მგრძნობელობის რეაქციების და ატოპიის მქონე პაციენტებში. ალერგიული რეაქციის განვითარების შემთხვევაში, უნდა შეწყდეს ამოქსიცილინის/კლავულანის მჟავის მიღება და დაინიშნოს შესაბამისი ალტერნატიული თერაპია.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
პერორალური ანტიკოაგულანტები: ლიტერატურაში აღწერილია საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობის ზრდის შემთხვევები პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ აცენოკუმაროლს ან ვარფარინს და რომლებსაც დაენიშნათ ამოქსიცილინის კურსი. ერთდროულად გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში, პროთრომბინის დრო ან საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობა უნდა გაკონტროლდეს ამოქსიცილინის დამატებით ან მოხსნით.
მეთოტრექსატი: პენიცილინებმა შესაძლოა შეამცირონ მეთოტრექსატის ექსკრეცია, რაც გამოიწვევს ტოქსიკურობის პოტენციურ ზრდას.
პრობენეციდი: პრობენეციდთან ერთად გამოყენება არ არის რეკომენდებული. პრობენეციდი ამცირებს ამოქსიცილინის სეკრეციას თირკმლის მილაკების მიერ. პრობენეციდთან ერთად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლში ამოქსიცილინის, თუმცა არა კლავულანის მჟავის დონის მომატება და უფრო ხანგრძლივი შენარჩუნება.
მიკოფენოლატი მოფეტილი: პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ მიკოფენოლატ მოფეტილს, კლავულანის მჟავასთან ერთად პერორალური ამოქსიცილინის მიღების დაწყების შემდეგ აღინიშნა აქტიური მეტაბოლიტის მიკოფენოლის მჟავას (მფმ) კონცენტრაციის დაახლოებით 50% დაქვეითება მიკოფენოლატ მოფეტილის შემდეგი დოზის მიღებამდე. მფმ-ის კონცენტრაციის ასეთი ცვლილება მორიგი დოზის მიღებამდე შესაძლოა ზუსტად არ ასხავდეს მფმ-ის საერთო ექსპოზიციის ცვლილებას. ამიტომ ტრანსპლანტატის დისფუნქციის ნიშნების არარსებობისას, ჩვეულებრივ, არ არის საჭირო მიკოფელატ მოფეტილის დოზის ცვლილება. თუმცა, კომბინირებული თერაპიის დროს და ანტიბიოტიკოთერაპიის დასრულების შემდეგ საჭიროა სამედიცინო დაკვირვება.
ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობა: ცხოველებზე ჩატარებული კვლევებით არ გამოვლინდა პირდაპირი ან არაპირდაპირი უარყოფითი ზეგავლენა ემბრიონის/ნაყოფის, პერინატალურ და პოსტნატალურ განვითარებაზე. ადამიანებში ორსულობის დროს ამოქსიცილინის/კლავულანის მჟავას გამოყენების შესახებ შეზღუდული მონაცემები არ მიუთითებს თანდაყოლილი ანომალიების მომატებულ რისკზე. ცალკეული კვლევის მიხედვით, ქალებში, რომელთაც აღენიშნებოდათ სანაყოფე გარსის ნაადრევი დარღვევა, გამოვლინდა ამოქსიცილინის /კლავულანის მჟავის პროფილაქტიკური გამოყენების პოტენციური კავშირი ახალშობილებში მანეკროზებელი ენტეროკოლიტის მომატებულ რისკთან. საჭიროა ორსულობის პერიოდში პრეპარატის გამოყენების თავიდან აცილება, თუ ექიმი არ თვლის რომ მკურნალობა აუცილებელია.
ლაქტაცია: ორივე ნივთიერება გამოიყოფა დედის რძეში (ძუძუთი კვებაზე მყოფ ჩვილზე კლავულანის მჟავას ზემოქმედების შესახებ მონაცემები არ არსებობს). შესაბამისად, ძუძუთი კვებაზე მყოფ ბავშვებში შესაძლოა განვითარდეს დიარეა და ლორწოვანი გარსების სოკოვანი ინფექციები, რის გამოც შესაძლოა საჭირო გახდეს ძუძუთი კვების შეწყვეტა. გასათვალისწინებელია სენსიბილიზაციის განვითარების შესაძლებლობა. მოქსიცილინით/კლავულანის მჟავით მკურნალობა ლაქტაციის პერიოდში შესაძლებელია მხოლოდ მკურნალი ექიმის მიერ სარგებლისა / რისკის შეფასების საფუძველზე.
ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმების გამოყენების უნარზე
ავტომანქანის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე პრეპარატის გავლენის დასადგენად კვლევები არ ჩატარებულა. თუმცა, შესაძლებელია განვითარდეს არასასურველი ეფექტები (მაგალითად, ალერგიული რეაქციები, თავბრუსხვევა, კონვულსიები), რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ავტომანქანის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
არასასურველი ეფექტები
ინფექციები და ინფესტაციები: ლორწოვანი გარსის კანდიდოზი, არამგრძნობიარე ორგანიზმების ჭარბი ზრდა
სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები: შექცევადი ლეიკოპენია (მათ შორის ნეიტროპენია), თრომბოციტოპენია, შექცევადი აგრანულოციტოზი, ჰემოლიზური ანემია
იმუნური სისტემის დარღვევები: ანგიონევროზული შეშუპება, ანაფილაქსია, შრატისმიერი დაავადების მსგავსი სინდრომი
ნერვული სისტემის დარღვევები: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი
დარღვევები გულის მხრივ: კუნის სინდრომი
გასტროინტესტინალური დარღვევები: გულისრევა, ღებინება, ინდიგესტია
დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ: გამონაყარი კანზე, ქავილი
დარღვევები თირკმლებისა და შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: ინტერსტიციული ნეფრიტი, კრისტალურია (მათ შორის თირკმლის მწვავე დაზიანება)
დოზის გადაჭარბება
დოზის გადაჭარბების სიმპტომები და ნიშნები: შესაძლებელია განვითარდეს გასტროინტესტინური სიმპტომები და ასევე სითხისა და ელექტროლიტების ბალანსის დარღვევა. აღინიშნა ამოქსიცილინთან დაკავშირებული კრისტალურიის შემთხვევები, რამაც ზოგიერთ შემთხვევაში გამოიწვია თირკმლის უკმარისობა. თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში ან დიდი დოზების მიღებისას შეიძლება განვითარდეს კონვულსიები. ცნობილია, რომ ამოქსიცილინი ილექება შარდის ბუშტის კათეტერებში, უმეტესწილად დიდი დოზების ინტრავენური შეყვანის შემდეგ. საჭიროა კათეტერების გამავლობის რეგულარული კონტროლი.
ინტოქსიკაციის მკურნალობა: გასტროინტესტინური სიმპტომების მკურნალობა შეიძლება სიმპტომურად, წყლის /ელექტროლიტურ ბალანსზე დაკვირვებით. ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავა შეიძლება გამოიდევნოს სისხლის მიმოქცევიდან ჰემოდიალიზის საშუალებით.
შენახვის პირობები
შეინახეთ არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე. მოარიდეთ ნესტს.
შეფუთვა:
1 ALU-ALU ბლისტერი, რომელზეც დატანილია 10 ტაბლეტი, ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
ვარგისობის ვადა: 30 თვე.
წარმოებულია Medicef Pharma Limited-ის (ინდოეთი, 174103, ჰიმაჩალ-პრადეში, სოლანი, ბადი, ჯჰარმაჯრი, EPIP, Phase - 1, Plot No. 28, 29 & 48) მიერ.
წარმოებულია -თვის/სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:
Swasthya Healthcare Pvt. Ltd. (ინდოეთი)
ხელმოწერილია/ბეჭედდასმულია
ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში: შპს „ნიუ ფარმ გრუპი“
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.



