პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ინფექციის საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური გინეკოლოგიური საშუალებები

ნისტაფურ მონო

NYSTAFUR MONO

ურეცეპტოდ200მგინსტრუქცია ქართულადთურქეთი
რისთვის გამოიყენება

- საშარდე გზების ინფექციები, რომლებიც გამოწვეულია ნიფურატელის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით; - ვულვოვაგინალური ინფექციები, რომლებიც გამოწვეულია ნიფურატელის მიმართ მგრძნობიარე აერობული და ანაერობული ბაქტერიებით, Trichomonas vaginalis-ით, Candida spp.-ს გვარის სოკოებით; - ნაწლავური ამებიაზი და ლამბლიოზი.

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ნიფურატელი (nifuratel)
ფორმა და შეფუთვა
200მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №20 (2X10)
მწარმოებელი
WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S., თურქეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ინფექციის საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური გინეკოლოგიური საშუალებები, ინფექციის საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური სხვა საშუალებები
ATC კოდი
G01AX05
რეგისტრაციის ნომერი
რ-044273
რეგისტრირებულია
4 ნოემბერი 2025, მოქმედებს 4 ნოემბერი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S. (თურქეთი)
განმცხადებელი
შპს „გლობალფარმი“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებანისტაფურ მონო და სხვა წამალი ერთად

ნისტაფურ მონო — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

  • საშარდე გზების ინფექციები, რომლებიც გამოწვეულია ნიფურატელის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით;
  • ვულვოვაგინალური ინფექციები, რომლებიც გამოწვეულია ნიფურატელის მიმართ მგრძნობიარე აერობული და ანაერობული ბაქტერიებით, Trichomonas vaginalis-ით, Candida spp.-ს გვარის სოკოებით;
  • ნაწლავური ამებიაზი და ლამბლიოზი.

მიღების წესი და დოზირება

ნიფურატელის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული საშარდე გზების ინფექციების მკურნალობა

მოზრდილები

რეკომენდირებული სადღეღამისო დოზა შეადგენს 3 ტაბლეტიდან (600 მგ) 6 ტაბლეტამდე (1200 მგ) დღე-ღამეში 3-ჯერ ჭამის შემდეგ. დოზა უნდა დარეგულირდეს ინფექციის სიმძიმისა და ეტიოლოგიის მიხედვით. მკურნალობა უნდა გაგრძელდეს 7-14 დღის განმავლობაში, სანამ სიმპტომები არ გაქრება და არ ნორმალიზდება შარდის ანალიზები, მათ შორის ბაქტერიოლოგიური ტესტები. ნიფურატელი უსაფრთხო პრეპარატია. საჭიროების შემთხვევაში, მკურნალობის კურსი უნდა განმეორდეს.

6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები

რეკომენდირებული სადღეღამისო დოზა შეადგენს 10 მგ-დან/კგ სხეულის მასაზე 20 მგ-მდე/კგ სხეულის მასაზე 2-ჯერ დღე-ღამეში ჭამის შემდეგ. მკურნალობა უნდა გაგრძელდეს 7-14 დღის განმავლობაში, სანამ სიმპტომები არ გაქრება და არ დასტაბილურდება შარდის ანალიზები, მათ შორის ბაქტერიოლოგიური ტესტები.

ნიფურატელი უსაფრთხო პრეპარატია. საჭიროების შემთხვევაში, მკურნალობის კურსი უნდა განმეორდეს.

ვულვოვაგინალური ინფექციების მკურნალობა, რომლებიც გამოწვეულია ნიფურატელის მიმართ მგრძნობიარე აერობული და ანაერობული ბაქტერიებით, Trichomonas vaginalis-ით, Candida spp.-ის გვარის სოკოებით.

მოზრდილები

რეკომენდირებული სადღეღამისო დოზა შეადგენს 4 ტაბლეტიდან (800 მგ) 6 ტაბლეტამდე (1200 მგ) 2 ან 3-ჯერ დღე-ღამეში, მიიღება 2-2 ტაბლეტი (400 მგ).

მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 7 დღეს, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში, პრეპარატი უნდა იქნას გამოყენებული უფრო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ან მკურნალობის ციკლი უნდა განმეორდეს.

მძიმე ინფექციების დროს გამოიყენება ადგილობრივი სამკურნალო საშუალებები.

ერთდროულად პაციენტის სქესობრივ პარტნიორს უნდა დაენიშნოს 3 ტაბლეტი (600 მგ) 3-ჯერ დღე-ღამეში თითო-თითო ტაბლეტი (200 მგ) ყოველდღიურად 7 დღის განმავლობაში.

პრეპარატი ჭამის შემდეგ უნდა იქნას მიღებული.

6 წელზე უფროსი ასაკის გოგონები

რეკომენდირებული სადღეღამისო დოზა შეადგენს 10 მგ/კგ სხეულის მასაზე 2-ჯერ დღე-ღამეში. მკურნალობა, როგორც წესი, 7 დღე გრძელდება. პრეპარატი უნდა მიიღოთ ჭამის შემდეგ.

ნაწლავური ამებიაზის მკურნალობა

მოზრდილები

რეკომენდირებული სადღეღამისო დოზა შეადგენს 6 ტაბლეტს (1200 მგ) 3-ჯერ დღე-ღამეში ჭამის შემდეგ. მკურნალობა უნდა გაგრძელდეს 10 დღის განმავლობაში.

6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები

რეკომენდირებული სადღეღამისო დოზა შეადგენს 30 მგ/კგ სხეულის მასაზე 3-ჯერ დღე-ღამეში ჭამის შემდეგ 10 დღის განმავლობაში.

ნაწლავური ლამბლიოზის მკურნალობა

მოზრდილები

რეკომენდირებული სადღეღამისო დოზა შეადგენს 4 ტაბლეტს (800 მგ) ან 6 ტაბლეტს (1200 მგ) 2-ჯერ ან 3-ჯერ დღე-ღამეში, მიიღება ორ-ორი ტაბლეტი (400 მგ). პრეპარატი უნდა მიიღოთ ჭამის შემდეგ 7 დღის განმავლობაში.

6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები

რეკომენდირებული სადღეღამისო დოზა შეადგენს 30 მგ/კგ სხეულის მასაზე 2-ჯერ დღე-ღამეში ჭამის შემდეგ 7 დღის განმავლობაში.

პაციენტებთან ახლო კონტაქტში მყოფ პირებს (მაგ., ოჯახის წევრებს, სქესობრივ პარტნიორებს), უნდა ჩაუტარდეთ შესაბამისი დიაგნოსტიკური ტესტები. თუ განავლის მიკროსკოპული გამოკვლევის დროს გამოვლინდება პარაზიტების რაიმე ფორმა (ცისტები ან ტროფოზოიტები), უნდა დაიწყოს მკურნალობა. მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ, მისი ეფექტურობა უნდა შემოწმდეს განავლის მიკროსკოპული გამოკვლევით. ხელახალი ინფიცირების ან მკურნალობის არაეფექტურობის შემთხვევაში, ის უნდა გაგრძელდეს ან განმეორდეს.

უკუჩვენებები

‎ჰიპერმგრძნობელობა ნიფურატელის ან პრეპარატის რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.

სიფრთხილის ზომები

ვულვოვაგინალური ინფექციების მკურნალობის პერიოდში თავი უნდა აარიდოთ სქესობრივ კავშირს.

ნიფურატელის ერთდროული პერორალური ან ადგილობრივი გამოყენება სქესობრივი პარტნიორის მიერ ხელს შეუწყობს დაავადების რეციდივის თავიდან აცილებას. აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების სახით პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდირებული 6 წლამდე ასაკის ბავშვებში.

პრეპარატ ნისტაფურ მონოს პერორალური მიღებისას მკურნალობის დროს თავი უნდა აარიდოთ ალკოჰოლის მიღებას, რადგან ამან შეიძლება გააძლიეროს ალკოჰოლის ტოქსიკური ეფექტი (დისულფირამის მსგავსი სიმპტომები, როგორიცაა სახის სწრაფი გაწითლება, შეუძლოდ ყოფნა ან გულისრევა).

პრეპარატი უნდა იქნას გამოყენებული ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ნიფურატელის სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედების შესახებ შეტყობინებები არ არსებობს. ალკოჰოლთან ერთად მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს დისულფირამის მსგავსი რეაქციები.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულ ქალებში სპეციალური კვლევები არ ჩატარებულა. ამიტომ, ორსულობის დროს, ნისტაფურ მონო უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ აბსოლუტურად აუცილებლობის შემთხვევაში და ექიმის უშუალო მეთვალყურეობის ქვეშ. თაგვებზე, ვირთაგვებსა და ბოცვრებზე ჩატარებულმა კვლევებმა დაადასტურა, რომ ნიფურატელს არ გააჩნია ტერატოგენული თვისებები.

ლაქტაცია

პრეპარატის გამოყენება ძუძუთი კვების დროს არ არის რეკომენდირებული.

ფერტილობა

მონაცემები არ არსებობს.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

პრეპარატი არ მოქმედებს ავტოტრანსპორტის ტარებისა და მექანიზმების მართვის უნარზე.

გვერდითი მოვლენები

ძალიან ხშირი (≥ 1/10); ხშირი (≥ 1/100, მაგრამ < 1/10); არახშირი (≥ 1/1000, მაგრამ < 1/100); იშვიათი (≥ 1/10000, მაგრამ < 1/1000); ძალიან იშვიათი (< 1/10000); სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებით შეფასება შეუძლებელია).

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: შეიძლება განვითარდეს კუჭ-ნაწლავის მხრივ გარდამავალი და მსუბუქი დარღვევები (იშვიათად - გულისრევა; ძალიან იშვიათად - ღებინება, დისპეფსია).

კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: ცნობილია ალერგიული რეაქციების სპორადული შემთხვევები (ძალიან იშვიათი - კანზე გამონაყარი, ჭინჭრის ციება).

შეტყობინებები საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ

მნიშვნელოვანია საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინებები სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ. თუ პაციენტს აღენიშნება სერიოზული არასასურველი რეაქცია სამკურნალო საშუალებაზე ან აღინიშნა ახალი არასასურველი რეაქცია, რომელიც არ არის აღწერილი ამ ნაწილში, გთხოვთ მოახდინოთ ინფორმირება ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.

ჭარბი დოზა

დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ არის დარეგისტრირებული, ამიტომ დოზის გადაჭარბების სიმპტომები უცნობია.

შემადგენლობა

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს

აქტიური ნივთიერება: ნიფურატელი 200 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: პრეჟელატინიზებული სიმინდის სახამებელი, მაკროგოლი 6000, ჟელატინი, გუმიარაბიკი, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი.

გარსის შემადგენლობა: Opadry® white 03F180011 (ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი, მაკროგოლი).

სამკურნალო ფორმა

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.

აღწერა: მრგვალი ორმხრივამოზნექილი, თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.

შენახვის პირობები

5 წელი წარმოების თარიღიდან.

არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

განსაკუთრებული მითითებები შენახვისას

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

შეფუთვის ტიპი და შიგთავსი

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.

10 ტაბლეტი ბლისტერში.

2 ბლისტერი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები უტილიზაციასა და სხვა სამუშაოებისათვის

ნებისმიერი გამოუყენებელი პროდუქტი ან ნარჩენები უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

წარმოებულია

„ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ.“-ს მიერ, თურქეთი

(15 თემუზ მახ. ჯამი იოლუ ჯად. #50 გიუნეშლი ბაგჯილარი/სტამბოლი)

“WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TİC. А.Ş.”, TURKEY

(15 Temmuz Mah. Cami Yolu Cad. No: 50 Güneşli Bağcılar / İstanbul).

ფარმაკოლოგიური თვისებები

სხვა ანტიმიკრობული და ანტისეპტიკური საშუალებები. ნიფურატელი. ათქ კოდი: G01AX05.

ნისტაფურ მონოს მოქმედი ნივთიერებაა ნიტროფურანის წარმოებული - ნიფურატელი.

In vitro და in vivo კვლევებმა აჩვენა, რომ ნიფურატელი ავლენს აქტივობის ფართო სპექტრს უროგენიტალური ინფექციების გამომწვევი მიკროორგანიზმების მიმართ, ასევე გააჩნია ანტიპროტოზოული და სოკოს საწინააღმდეგო თვისებები. მოქმედების მექანიზმი ბოლომდე შესწავლილი არ არის; ცნობილია, რომ ნიფურატელის მეტაბოლიტები მოქმედებენ მიკროორგანიზმების ზრდაში ჩართულ ფერმენტებზე. ნიფურატელს იგივე აქტივობა აქვს Trichomonas spp.-ს მიმართ, რაც მეტრონიდაზოლს. ნიფურატელი ახდენს ანტიბაქტერიულ ეფექტს გრამუარყოფითი და გრამდადებითი აერობული და ანაერობული ბაქტერიების მიმართ: Gardnerella vaginalis, Escherichia coli, Shigella, Salmonella spp., Bacillus spp., Proteus spp., Klebsiella pneumoniae. მინიმალური მაინჰიბირებელი კონცენტრაცია (MIC) მერყეობს 2.5-დან 50 მკგ/მლ-მდე. In vitro კვლევებში შესწავლილი ბაქტერიოსტატიკური და ბაქტერიციდული თვისებები დამოკიდებულია ნიფურატელის კონცენტრაციაზე.

ნიფურატელმა ასევე აჩვენა ძლიერი დამთრგუნველი ეფექტი Chlamydia trachomatis-ის ზრდაზე და უმნიშვნელო აქტივობა Mycoplasma pneumonia-სა და Ureaplasma urealyticum-ის მიმართ.

ნიფურატელის სოკოს საწინააღმდეგო აქტივობა in vivo კვლევებში ნაკლებად გამოხატულია კეტოკონაზოლთან და ფლუტრიმაზოლთან შედარებით. ანტიბაქტერიული, ანტიპროტოზოული და სოკოს საწინააღმდეგო აქტივობის ფართო სპექტრი განსაზღვრავს ნიფურატელის ეფექტურობას უროგენიტალური ინფექციების ყველა ტიპის დროს. ნიფურატელს არ აქვს გავლენა Lactobacillus spp.-ზე, რომელიც წარმოადგენს საშოს ნორმალური ბაქტერიული ფლორის ფიზიოლოგიურ კომპონენტს, რაც ხელს უწყობს და აჩქარებს ვაგინალური ინფექციების მკურნალობას და ხელს უშლის მათ რეციდივს.

Trichomonas vaginalis-ით გამოწვეული ვაგინიტის მქონე 2000-ზე მეტ პაციენტზე დაკვირვება აჩვენებს, რომ ნიფურატელით მკურნალობის ეფექტურობა (რომელიც განისაზღვრება მიკროსკოპული გამოკვლევის დროს პათოგენის არარსებობით) მერყეობდა 68%-დან 89%-მდე პირველი ციკლის შემდეგ, 82%-დან 89%-მდე მეორე ციკლის შემდეგ და 96%-მდე მკურნალობის მესამე ციკლის შემდეგ.

სხვადასხვა ეტიოლოგიის ვაგინიტის (მათ შორის შერეულის) მქონე 900-ზე მეტ პაციენტზე დაკვირვება აჩვენებს, რომ ნიფურატელით მკურნალობის ეფექტურობა 88%-დან 96%-მდე მერყეობს.

ნიფურატელი უფრო ეფექტურია საშარდე გზების მწვავე ინფექციების მკურნალობისას (ეფექტურობა 62%-დან 93%-მდე), ვიდრე მწვავე ქრონიკული ინფექციების მკურნალობისას, რომლის ეფექტურობა 50%-ს შეადგენს.

ნიფურატელის ძლიერი ანტიპროტოზოული მოქმედების კლინიკური დადასტურებაა ამებიაზის და ნაწლავური ლამბლიოზის მქონე პაციენტების მკურნალობის მაღალი ეფექტურობა, რაც შესაბამისად 70%-დან 90%-მდე და 91%-დან 94%-მდე შეადგენს.

ნიფურატელი არ იწვევს მიკროორგანიზმების ჯვარედინ რეზისტენტობას ინფექციების სამკურნალოდ გამოყენებული სხვა პრეპარატების მიმართ. ნიფურატელის გამოყენების 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ამ ტიპის რეზისტენტობის განვითარების შესახებ ცნობები არ დაფიქსირებულა.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

ჯანმრთელ მოხალისეებზე ჩატარებულმა ფარმაკოკინეტიკურმა კვლევებმა, რომლებსაც პერორალურად 200 მგ ნიფურატელი მიეწოდათ, აჩვენა მისი ორკამერიანი კინეტიკა. 200 მგ ერთჯერადი მიღების შემდეგ, ნიფურატელი სწრაფად შეიწოვებოდა და მისი კონცენტრაცია სისხლის შრატში მიღებიდან ორი საათის შემდეგ შეადგენდა 9.48 ± 3.6 მკგ/მლ. ნიფურატელი სწრაფად მეტაბოლიზდება თითქმის ყველა ქსოვილში, ნახევარგამოყოფის პერიოდი (T1/2) შეადგენს 2.75 ± 0.8 საათს. დაახლოებით 0.5% გამოიყოფა შარდით უცვლელი სახით. დანარჩენი ნაწილი გამოიყოფა მეტაბოლიტების სახით. მას აქვს მაღალი აფინურობა ცხიმების მიმართ, განაწილების საერთო მოცულობა შეადგენს 17.428 ლ-ს. ნიფურატელი არ აღმოჩნდა ენტეროჰეპატურ ცირკულაციაში.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

სამკურნალო პრეპარატის სამედიცინო

გამოყენების ინსტრუქცია

ნისტაფურ მონო

სამკურნალო პრეპარატის დასახელება

ნისტაფურ მონო, Nystafur Mono

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება

ნიფურატელი, Nifuratel

შემადგენლობა

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს

აქტიური ნივთიერება: ნიფურატელი 200 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: პრეჟელატინიზებული სიმინდის სახამებელი, მაკროგოლი 6000, ჟელატინი, გუმიარაბიკი, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი.

გარსის შემადგენლობა: Opadry® white 03F180011 (ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი, მაკროგოლი).

სამკურნალო ფორმა

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.

აღწერა: მრგვალი ორმხრივამოზნექილი, თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.

გამოყენების ჩვენებები

  • საშარდე გზების ინფექციები, რომლებიც გამოწვეულია ნიფურატელის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით;
  • ვულვოვაგინალური ინფექციები, რომლებიც გამოწვეულია ნიფურატელის მიმართ მგრძნობიარე აერობული და ანაერობული ბაქტერიებით, Trichomonas vaginalis-ით, Candida spp.-ს გვარის სოკოებით;
  • ნაწლავური ამებიაზი და ლამბლიოზი.

გამოყენების წესი და დოზირება

ნიფურატელის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული საშარდე გზების ინფექციების მკურნალობა

მოზრდილები

რეკომენდირებული სადღეღამისო დოზა შეადგენს 3 ტაბლეტიდან (600 მგ) 6 ტაბლეტამდე (1200 მგ) დღე-ღამეში 3-ჯერ ჭამის შემდეგ. დოზა უნდა დარეგულირდეს ინფექციის სიმძიმისა და ეტიოლოგიის მიხედვით. მკურნალობა უნდა გაგრძელდეს 7-14 დღის განმავლობაში, სანამ სიმპტომები არ გაქრება და არ ნორმალიზდება შარდის ანალიზები, მათ შორის ბაქტერიოლოგიური ტესტები. ნიფურატელი უსაფრთხო პრეპარატია. საჭიროების შემთხვევაში, მკურნალობის კურსი უნდა განმეორდეს.

6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები

რეკომენდირებული სადღეღამისო დოზა შეადგენს 10 მგ-დან/კგ სხეულის მასაზე 20 მგ-მდე/კგ სხეულის მასაზე 2-ჯერ დღე-ღამეში ჭამის შემდეგ. მკურნალობა უნდა გაგრძელდეს 7-14 დღის განმავლობაში, სანამ სიმპტომები არ გაქრება და არ დასტაბილურდება შარდის ანალიზები, მათ შორის ბაქტერიოლოგიური ტესტები.

ნიფურატელი უსაფრთხო პრეპარატია. საჭიროების შემთხვევაში, მკურნალობის კურსი უნდა განმეორდეს.

ვულვოვაგინალური ინფექციების მკურნალობა, რომლებიც გამოწვეულია ნიფურატელის მიმართ მგრძნობიარე აერობული და ანაერობული ბაქტერიებით, Trichomonas vaginalis-ით, Candida spp.-ის გვარის სოკოებით.

მოზრდილები

რეკომენდირებული სადღეღამისო დოზა შეადგენს 4 ტაბლეტიდან (800 მგ) 6 ტაბლეტამდე (1200 მგ) 2 ან 3-ჯერ დღე-ღამეში, მიიღება 2-2 ტაბლეტი (400 მგ).

მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 7 დღეს, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში, პრეპარატი უნდა იქნას გამოყენებული უფრო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ან მკურნალობის ციკლი უნდა განმეორდეს.

მძიმე ინფექციების დროს გამოიყენება ადგილობრივი სამკურნალო საშუალებები.

ერთდროულად პაციენტის სქესობრივ პარტნიორს უნდა დაენიშნოს 3 ტაბლეტი (600 მგ) 3-ჯერ დღე-ღამეში თითო-თითო ტაბლეტი (200 მგ) ყოველდღიურად 7 დღის განმავლობაში.

პრეპარატი ჭამის შემდეგ უნდა იქნას მიღებული.

6 წელზე უფროსი ასაკის გოგონები

რეკომენდირებული სადღეღამისო დოზა შეადგენს 10 მგ/კგ სხეულის მასაზე 2-ჯერ დღე-ღამეში. მკურნალობა, როგორც წესი, 7 დღე გრძელდება. პრეპარატი უნდა მიიღოთ ჭამის შემდეგ.

ნაწლავური ამებიაზის მკურნალობა

მოზრდილები

რეკომენდირებული სადღეღამისო დოზა შეადგენს 6 ტაბლეტს (1200 მგ) 3-ჯერ დღე-ღამეში ჭამის შემდეგ. მკურნალობა უნდა გაგრძელდეს 10 დღის განმავლობაში.

6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები

რეკომენდირებული სადღეღამისო დოზა შეადგენს 30 მგ/კგ სხეულის მასაზე 3-ჯერ დღე-ღამეში ჭამის შემდეგ 10 დღის განმავლობაში.

ნაწლავური ლამბლიოზის მკურნალობა

მოზრდილები

რეკომენდირებული სადღეღამისო დოზა შეადგენს 4 ტაბლეტს (800 მგ) ან 6 ტაბლეტს (1200 მგ) 2-ჯერ ან 3-ჯერ დღე-ღამეში, მიიღება ორ-ორი ტაბლეტი (400 მგ). პრეპარატი უნდა მიიღოთ ჭამის შემდეგ 7 დღის განმავლობაში.

6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები

რეკომენდირებული სადღეღამისო დოზა შეადგენს 30 მგ/კგ სხეულის მასაზე 2-ჯერ დღე-ღამეში ჭამის შემდეგ 7 დღის განმავლობაში.

პაციენტებთან ახლო კონტაქტში მყოფ პირებს (მაგ., ოჯახის წევრებს, სქესობრივ პარტნიორებს), უნდა ჩაუტარდეთ შესაბამისი დიაგნოსტიკური ტესტები. თუ განავლის მიკროსკოპული გამოკვლევის დროს გამოვლინდება პარაზიტების რაიმე ფორმა (ცისტები ან ტროფოზოიტები), უნდა დაიწყოს მკურნალობა. მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ, მისი ეფექტურობა უნდა შემოწმდეს განავლის მიკროსკოპული გამოკვლევით. ხელახალი ინფიცირების ან მკურნალობის არაეფექტურობის შემთხვევაში, ის უნდა გაგრძელდეს ან განმეორდეს.

უკუჩვენებები

‎ჰიპერმგრძნობელობა ნიფურატელის ან პრეპარატის რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.

განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას

ვულვოვაგინალური ინფექციების მკურნალობის პერიოდში თავი უნდა აარიდოთ სქესობრივ კავშირს.

ნიფურატელის ერთდროული პერორალური ან ადგილობრივი გამოყენება სქესობრივი პარტნიორის მიერ ხელს შეუწყობს დაავადების რეციდივის თავიდან აცილებას. აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების სახით პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდირებული 6 წლამდე ასაკის ბავშვებში.

პრეპარატ ნისტაფურ მონოს პერორალური მიღებისას მკურნალობის დროს თავი უნდა აარიდოთ ალკოჰოლის მიღებას, რადგან ამან შეიძლება გააძლიეროს ალკოჰოლის ტოქსიკური ეფექტი (დისულფირამის მსგავსი სიმპტომები, როგორიცაა სახის სწრაფი გაწითლება, შეუძლოდ ყოფნა ან გულისრევა).

პრეპარატი უნდა იქნას გამოყენებული ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები

ნიფურატელის სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედების შესახებ შეტყობინებები არ არსებობს. ალკოჰოლთან ერთად მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს დისულფირამის მსგავსი რეაქციები.

ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობა

ორსულ ქალებში სპეციალური კვლევები არ ჩატარებულა. ამიტომ, ორსულობის დროს, ნისტაფურ მონო უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ აბსოლუტურად აუცილებლობის შემთხვევაში და ექიმის უშუალო მეთვალყურეობის ქვეშ. თაგვებზე, ვირთაგვებსა და ბოცვრებზე ჩატარებულმა კვლევებმა დაადასტურა, რომ ნიფურატელს არ გააჩნია ტერატოგენული თვისებები.

ლაქტაცია

პრეპარატის გამოყენება ძუძუთი კვების დროს არ არის რეკომენდირებული.

ფერტილობა

მონაცემები არ არსებობს.

ზეგავლენა ავტოტრანსპორტის ტარებისა და მექანიზმების მართვის უნარზე

პრეპარატი არ მოქმედებს ავტოტრანსპორტის ტარებისა და მექანიზმების მართვის უნარზე.

არასასურველი რეაქციები

არასასურველი რეაქციების სიხშირის პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირი (≥ 1/10); ხშირი (≥ 1/100, მაგრამ < 1/10); არახშირი (≥ 1/1000, მაგრამ < 1/100); იშვიათი (≥ 1/10000, მაგრამ < 1/1000); ძალიან იშვიათი (< 1/10000); სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებით შეფასება შეუძლებელია).

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: შეიძლება განვითარდეს კუჭ-ნაწლავის მხრივ გარდამავალი და მსუბუქი დარღვევები (იშვიათად - გულისრევა; ძალიან იშვიათად - ღებინება, დისპეფსია).

კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: ცნობილია ალერგიული რეაქციების სპორადული შემთხვევები (ძალიან იშვიათი - კანზე გამონაყარი, ჭინჭრის ციება).

შეტყობინებები საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ

მნიშვნელოვანია საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინებები სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ. თუ პაციენტს აღენიშნება სერიოზული არასასურველი რეაქცია სამკურნალო საშუალებაზე ან აღინიშნა ახალი არასასურველი რეაქცია, რომელიც არ არის აღწერილი ამ ნაწილში, გთხოვთ მოახდინოთ ინფორმირება ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.

ჭარბი დოზირება

დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ არის დარეგისტრირებული, ამიტომ დოზის გადაჭარბების სიმპტომები უცნობია.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკური თვისებები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სხვა ანტიმიკრობული და ანტისეპტიკური საშუალებები. ნიფურატელი. ათქ კოდი: G01AX05.

ნისტაფურ მონოს მოქმედი ნივთიერებაა ნიტროფურანის წარმოებული - ნიფურატელი.

In vitro და in vivo კვლევებმა აჩვენა, რომ ნიფურატელი ავლენს აქტივობის ფართო სპექტრს უროგენიტალური ინფექციების გამომწვევი მიკროორგანიზმების მიმართ, ასევე გააჩნია ანტიპროტოზოული და სოკოს საწინააღმდეგო თვისებები. მოქმედების მექანიზმი ბოლომდე შესწავლილი არ არის; ცნობილია, რომ ნიფურატელის მეტაბოლიტები მოქმედებენ მიკროორგანიზმების ზრდაში ჩართულ ფერმენტებზე. ნიფურატელს იგივე აქტივობა აქვს Trichomonas spp.-ს მიმართ, რაც მეტრონიდაზოლს. ნიფურატელი ახდენს ანტიბაქტერიულ ეფექტს გრამუარყოფითი და გრამდადებითი აერობული და ანაერობული ბაქტერიების მიმართ: Gardnerella vaginalis, Escherichia coli, Shigella, Salmonella spp., Bacillus spp., Proteus spp., Klebsiella pneumoniae. მინიმალური მაინჰიბირებელი კონცენტრაცია (MIC) მერყეობს 2.5-დან 50 მკგ/მლ-მდე. In vitro კვლევებში შესწავლილი ბაქტერიოსტატიკური და ბაქტერიციდული თვისებები დამოკიდებულია ნიფურატელის კონცენტრაციაზე.

ნიფურატელმა ასევე აჩვენა ძლიერი დამთრგუნველი ეფექტი Chlamydia trachomatis-ის ზრდაზე და უმნიშვნელო აქტივობა Mycoplasma pneumonia-სა და Ureaplasma urealyticum-ის მიმართ.

ნიფურატელის სოკოს საწინააღმდეგო აქტივობა in vivo კვლევებში ნაკლებად გამოხატულია კეტოკონაზოლთან და ფლუტრიმაზოლთან შედარებით. ანტიბაქტერიული, ანტიპროტოზოული და სოკოს საწინააღმდეგო აქტივობის ფართო სპექტრი განსაზღვრავს ნიფურატელის ეფექტურობას უროგენიტალური ინფექციების ყველა ტიპის დროს. ნიფურატელს არ აქვს გავლენა Lactobacillus spp.-ზე, რომელიც წარმოადგენს საშოს ნორმალური ბაქტერიული ფლორის ფიზიოლოგიურ კომპონენტს, რაც ხელს უწყობს და აჩქარებს ვაგინალური ინფექციების მკურნალობას და ხელს უშლის მათ რეციდივს.

Trichomonas vaginalis-ით გამოწვეული ვაგინიტის მქონე 2000-ზე მეტ პაციენტზე დაკვირვება აჩვენებს, რომ ნიფურატელით მკურნალობის ეფექტურობა (რომელიც განისაზღვრება მიკროსკოპული გამოკვლევის დროს პათოგენის არარსებობით) მერყეობდა 68%-დან 89%-მდე პირველი ციკლის შემდეგ, 82%-დან 89%-მდე მეორე ციკლის შემდეგ და 96%-მდე მკურნალობის მესამე ციკლის შემდეგ.

სხვადასხვა ეტიოლოგიის ვაგინიტის (მათ შორის შერეულის) მქონე 900-ზე მეტ პაციენტზე დაკვირვება აჩვენებს, რომ ნიფურატელით მკურნალობის ეფექტურობა 88%-დან 96%-მდე მერყეობს.

ნიფურატელი უფრო ეფექტურია საშარდე გზების მწვავე ინფექციების მკურნალობისას (ეფექტურობა 62%-დან 93%-მდე), ვიდრე მწვავე ქრონიკული ინფექციების მკურნალობისას, რომლის ეფექტურობა 50%-ს შეადგენს.

ნიფურატელის ძლიერი ანტიპროტოზოული მოქმედების კლინიკური დადასტურებაა ამებიაზის და ნაწლავური ლამბლიოზის მქონე პაციენტების მკურნალობის მაღალი ეფექტურობა, რაც შესაბამისად 70%-დან 90%-მდე და 91%-დან 94%-მდე შეადგენს.

ნიფურატელი არ იწვევს მიკროორგანიზმების ჯვარედინ რეზისტენტობას ინფექციების სამკურნალოდ გამოყენებული სხვა პრეპარატების მიმართ. ნიფურატელის გამოყენების 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ამ ტიპის რეზისტენტობის განვითარების შესახებ ცნობები არ დაფიქსირებულა.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

ჯანმრთელ მოხალისეებზე ჩატარებულმა ფარმაკოკინეტიკურმა კვლევებმა, რომლებსაც პერორალურად 200 მგ ნიფურატელი მიეწოდათ, აჩვენა მისი ორკამერიანი კინეტიკა. 200 მგ ერთჯერადი მიღების შემდეგ, ნიფურატელი სწრაფად შეიწოვებოდა და მისი კონცენტრაცია სისხლის შრატში მიღებიდან ორი საათის შემდეგ შეადგენდა 9.48 ± 3.6 მკგ/მლ. ნიფურატელი სწრაფად მეტაბოლიზდება თითქმის ყველა ქსოვილში, ნახევარგამოყოფის პერიოდი (T1/2) შეადგენს 2.75 ± 0.8 საათს. დაახლოებით 0.5% გამოიყოფა შარდით უცვლელი სახით. დანარჩენი ნაწილი გამოიყოფა მეტაბოლიტების სახით. მას აქვს მაღალი აფინურობა ცხიმების მიმართ, განაწილების საერთო მოცულობა შეადგენს 17.428 ლ-ს. ნიფურატელი არ აღმოჩნდა ენტეროჰეპატურ ცირკულაციაში.

ვარგისობის ვადა

5 წელი წარმოების თარიღიდან.

არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

განსაკუთრებული მითითებები შენახვისას

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

შეფუთვის ტიპი და შიგთავსი

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.

10 ტაბლეტი ბლისტერში.

2 ბლისტერი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები უტილიზაციასა და სხვა სამუშაოებისათვის

ნებისმიერი გამოუყენებელი პროდუქტი ან ნარჩენები უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

წარმოებულია

„ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ.“-ს მიერ, თურქეთი

(15 თემუზ მახ. ჯამი იოლუ ჯად. #50 გიუნეშლი ბაგჯილარი/სტამბოლი)

“WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TİC. А.Ş.”, TURKEY

(15 Temmuz Mah. Cami Yolu Cad. No: 50 Güneşli Bağcılar / İstanbul).

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა