პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ინფექციის საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური გინეკოლოგიური საშუალებები

მაკმირორი

MACMIROR®

ურეცეპტოდ200მგინსტრუქცია ქართულადიტალია
რისთვის გამოიყენება

ვულვო-ვაგინალური ინფექციები, რომლებიც გამოწვეულია აღნიშნული სამკურნალო საშუალების მიმართ მგრძნობიარე აგენტებით (პათოგენური მიკროორგანიზმები, კანდიდა, ტრიქომონა, ბაქტერიები, ქლამიდია). პიელონეფრიტი, ურეთრიტი, ცისტიტი, პიელიტი და საშარდე გზების სხვა დაავადებები. ნაწლავური ამებიაზი და ლამბლიოზი. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ნიფურატელი (nifuratel)
ფორმა და შეფუთვა
200მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების შაქრიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №20 (2X10)
მწარმოებელი
DOPPEL FARMACEUTICI S.R.L., იტალია
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ინფექციის საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური გინეკოლოგიური საშუალებები, ინფექციის საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური სხვა საშუალებები
ATC კოდი
G01AX05
რეგისტრაციის ნომერი
რ-043121
რეგისტრირებულია
15 აპრილი 2025, მოქმედებს 15 აპრილი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Polichem S.r.l (იტალია)
განმცხადებელი
სიტაკო თრეიდინგ დიემსისის წარმომადგენლობა საქართველოში
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებამაკმირორი და სხვა წამალი ერთად

მაკმირორი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ვულვო-ვაგინალური ინფექციები, რომლებიც გამოწვეულია აღნიშნული სამკურნალო საშუალების მიმართ მგრძნობიარე აგენტებით (პათოგენური მიკროორგანიზმები, კანდიდა, ტრიქომონა, ბაქტერიები, ქლამიდია).

პიელონეფრიტი, ურეთრიტი, ცისტიტი, პიელიტი და საშარდე გზების სხვა დაავადებები.

ნაწლავური ამებიაზი და ლამბლიოზი.

Helicobacter pylori-ით გამოწვეული ზედა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ქრონიკული ანთებითი დაავადებები.

მიღების წესი და დოზირება

პრეპარატი ყოველთვის მიიღება პერორალურად, კვების შემდეგ, დიდი რაოდენობით სითხის მიყოლებით, დაღეჭვის გარეშე.

დოზირება ვულვოვაგინალური დარღვევების დროს

მოზრდილები: 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში ძირითადი კვების შემდეგ, ერთი კვირის განმავლობაში, როგორც ქალების, ასევე პოტენციურად მათი პარტნიორების მკურნალობისას.

პაციენტებში, რომლებიც გადიან მხოლოდ პერორალურ მკურნალობას, დღიური დოზა საჭიროა რომ გაიზარდოს 4 ან მეტ შემოგარსულ ტაბლეტამდე.

ბავშვები: რეკომენდებული დოზა 10 მგ/კგ სხეულის მასაზე ყოველდღე 10 დღის განმავლობაში. რეკომენდებული დოზა უნდა გაიყოს ორ მიღებად.

დოზირება საშარდე გზების ინფექციების დროს

მოზრდილები: 1-2 შემოგარსული ტაბლეტი 3-ჯერ დღეში ძირითადი კვების შემდეგ 1-2 კვირის განმავლობაში, ინფექციის ტიპისა და ხასიათის მიხედვით.

ექიმის რეკომენდაციით საშარდე გზების ინფექციების მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს ან განმეორდეს.

ბავშვები: რეკომენდებული დოზა არის 30-60 მგ/კგ სხეულის მასაზე. რეკომენდებული დოზა უნდა გაიყოს ორ მიღებად.

დოზირება ამებიაზის დროს

მოზრდილები: 2 ტაბლეტი 2-3-ჯერ დღეში 10 დღის განმავლობაში.

ბავშვები: რეკომენდებული დოზა არის 10 მგ/კგ სხეულის მასაზე 3-ჯერ დღეში.

დოზირება ლამბლიოზის დროს

მოზრდილები: 2 ტაბლეტი 2-3-ჯერ დღეში 7 დღის განმავლობაში.

ბავშვები: რეკომენდებული დოზა არის 15 მგ/კგ სხეულის მასაზე 2-ჯერ დღეში 7 დღის განმავლობაში.

Helicobacter pylori-სთან დაკავშირებული კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ინფექციები

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ნიფურატელის გამოყენებისას სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება არ დაფიქსირებულა. ალკოჰოლის თანმხლებმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს დისულფირამის მსგავსი რეაქციები.

განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები

მკურნალობის დროს თავი უნდა შეიკავოთ სქესობრივი კავშირისგან.

მკურნალობის დროს მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელებს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა ან გულისრევა.

ეს სიმპტომები სპონტანურად რეგრესირდება.

რეკომენდებულია, რომ პარტნიორმაც გაიაროს სისტემური მკურნალობა.

ბავშვები

ახალშობილებში სამკურნალო საშუალება გამოიყენება ეფექტური საჭიროების შემთხვევაში, ექიმის უშუალო კონტროლის ქვეშ.

აღნიშნული პრეპარატი შეიცავს საქაროზას. პაციენტებმა, რომლებსაც აქვთ იშვიათი მემკვიდრეობითი დარღვევები, როგორიც არის ფრუქტოზის აუტანლობა, გლუკოზისა და გალაქტოზას მალაბსორბციის სინდრომი ან საქარაზა-იზომალტაზას დეფიციტი, არ უნდა მიიღონ ეს პრეპარატი.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულ ქალებში ნიფურატელის გამოყენების შესახებ მონაცემები შეზღუდულია. ცხოველებში ჩატარებული კვლევები არ მიუთითებენ პირდაპირ ან არაპირდაპირ მავნე ზემოქმედებაზე რეპროდუქციული ტოქსიურობის თვალსაზრისით. სიფრთხილის მიზნით, სასურველია მოერიდოთ ნიფურატელის მიღებას ორსულობის დროს, გარდა მკვეთრი აუცილებლობისა. მკურნალობა უნდა ჩატარდეს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, სარგებლის და პოტენციური რისკის ყურადღებით შეფასების შემდეგ.

ძუძუთი კვება

უცნობია გამოიყოფა თუ არა ნიფურატელი ან მისი მეტაბოლიტები დედის რძეში. სიფრთხილის მიზნით, სასურველია მოერიდოთ ნიფურატელის მიღებას ძუძუთი კვების დროს, გარდა აბსოლუტური აუცილებელობისა, მკურნალობა უნდა ჩატარდეს ექიმის მეთვალყურეობით.

ნაყოფიერება

ადამიანებში ნაყოფიერების კვლევები არ ჩატარებულა.

ზეგავლენა ტრანსპორტის მართვის ან პოტენციურად საშიში მექანიზმების გამოყენების უნარზე

მაკმირორი არ ახდენს გავლენას ტრანსპორტის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

გვერდითი მოვლენები

გვერდითი რეაქციები ჩამოთვლილია ქვემოთ მარეგულირებელი საქმიანობის სამედიცინო ლექსიკონის (MedDRA) სისტემურ ორგანული კლასების მიხედვით. სიხშირე განისაზღვრა შემდეგნაირად: ძალიან ხშირი (≥1/10); ხშირი (≥1/100-დან <1/10-მდე); არახშირი (≥1/1 000-დან <1/100-მდე); იშვიათი (≥1/10 000-დან <1/1 000-მდე); ძალიან იშვიათი (<1/10 000) და უცნობი (ვერ განისაზღვრება არსებული მონაცემებით):

სისტემურ ორგანული კლასი

სიხშირე

გვერდითი ეფექტები

დარღვევები კუწ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ

იშვიათი

გულისრევა

ძალიან იშვიათი

ღებინება

დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ

ძალიან იშვიათი

ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები (როგორიც არის კანზე გამონაყარი, ჭინჭრის ციება ან ლოკალიზებული შეშუპება)

ჭარბი დოზა

დღემდე არ ფიქსირდება შეტყობინებები დოზის გაჭარბების შესახებ. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, პაციენტს უნდა ჩაუტარდეს სიმპტომური მკურნალობა და საჭიროებისამებრ დაინიშნოს დამხმარე ზომები.

შემადგენლობა

ერთი შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს:

აქტიური ნივთიერება: ნიფურატელი 200 მგ;

დამხმარე ნივთიერებები: სიმინდის სახამებელი, ბრინჯის სახამებელი, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, მაგნიუმის კარბონატი, ჟელატინი, არაბული გუმფისი, საქაროზა, პოლიეთილენ გლიკოლი 6000, ტიტანის დიოქსიდი (E 171), E-ცვილი.

აღწერილობა: მკვეთრი თეთრი ფერის, ორმხრივ ამოზნექილი შემოგარსული ტაბლეტები.

შენახვის პირობები

5 წელი.

არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ ადგილას.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

გაცემის პირობა

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

ფარმაკოლოგიური თვისებები

გინეკოლოგიური ანტიმიკრობული და ანტისეპტიკური საშუალებები, გარდა კორტიკოსტეროიდებთან, სხვა ანტიმიკრობულ და ანტისეპტიკურ საშუალებებთან კომბინაციისა.

ათქ კოდი: G01AX05

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

ნიფურატელმა გამოავლინა, რომ მას ახასიათებს ანტიტრიქომონული, ანტიმიკოზური და ანტიბაქტერიული აქტივობა in vitro და in vivo პირობებში.

ფარმაკოკინეტიკა

პერორალურად მიღებისას ნიფურატელი სწრაფად შეიწოვება. იგი ძირითადად გამოიყოფა შარდით.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია

მაკმირორი (MACMIROR)

პრეპარატის სავაჭრო დასახელება: მაკმირორი

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: ნიფურატელი

ფარმაცევტული ფორმა: შემოგარსული ტაბლეტები

შემადგენლობა:

ერთი შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს:

აქტიური ნივთიერება: ნიფურატელი 200 მგ;

დამხმარე ნივთიერებები: სიმინდის სახამებელი, ბრინჯის სახამებელი, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, მაგნიუმის კარბონატი, ჟელატინი, არაბული გუმფისი, საქაროზა, პოლიეთილენ გლიკოლი 6000, ტიტანის დიოქსიდი (E 171), E-ცვილი.

აღწერილობა: მკვეთრი თეთრი ფერის, ორმხრივ ამოზნექილი შემოგარსული ტაბლეტები.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: გინეკოლოგიური ანტიმიკრობული და ანტისეპტიკური საშუალებები, გარდა კორტიკოსტეროიდებთან, სხვა ანტიმიკრობულ და ანტისეპტიკურ საშუალებებთან კომბინაციისა.

ათქ კოდი: G01AX05

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

ნიფურატელმა გამოავლინა, რომ მას ახასიათებს ანტიტრიქომონული, ანტიმიკოზური და ანტიბაქტერიული აქტივობა in vitro და in vivo პირობებში.

ფარმაკოკინეტიკა

პერორალურად მიღებისას ნიფურატელი სწრაფად შეიწოვება. იგი ძირითადად გამოიყოფა შარდით.

თერაპიული ჩვენებები

ვულვო-ვაგინალური ინფექციები, რომლებიც გამოწვეულია აღნიშნული სამკურნალო საშუალების მიმართ მგრძნობიარე აგენტებით (პათოგენური მიკროორგანიზმები, კანდიდა, ტრიქომონა, ბაქტერიები, ქლამიდია).

პიელონეფრიტი, ურეთრიტი, ცისტიტი, პიელიტი და საშარდე გზების სხვა დაავადებები.

ნაწლავური ამებიაზი და ლამბლიოზი.

Helicobacter pylori-ით გამოწვეული ზედა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ქრონიკული ანთებითი დაავადებები.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.

დოზირება და მიღების წესი

პრეპარატი ყოველთვის მიიღება პერორალურად, კვების შემდეგ, დიდი რაოდენობით სითხის მიყოლებით, დაღეჭვის გარეშე.

დოზირება ვულვოვაგინალური დარღვევების დროს

მოზრდილები: 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში ძირითადი კვების შემდეგ, ერთი კვირის განმავლობაში, როგორც ქალების, ასევე პოტენციურად მათი პარტნიორების მკურნალობისას.

პაციენტებში, რომლებიც გადიან მხოლოდ პერორალურ მკურნალობას, დღიური დოზა საჭიროა რომ გაიზარდოს 4 ან მეტ შემოგარსულ ტაბლეტამდე.

ბავშვები: რეკომენდებული დოზა 10 მგ/კგ სხეულის მასაზე ყოველდღე 10 დღის განმავლობაში. რეკომენდებული დოზა უნდა გაიყოს ორ მიღებად.

დოზირება საშარდე გზების ინფექციების დროს

მოზრდილები: 1-2 შემოგარსული ტაბლეტი 3-ჯერ დღეში ძირითადი კვების შემდეგ 1-2 კვირის განმავლობაში, ინფექციის ტიპისა და ხასიათის მიხედვით.

ექიმის რეკომენდაციით საშარდე გზების ინფექციების მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს ან განმეორდეს.

ბავშვები: რეკომენდებული დოზა არის 30-60 მგ/კგ სხეულის მასაზე. რეკომენდებული დოზა უნდა გაიყოს ორ მიღებად.

დოზირება ამებიაზის დროს

მოზრდილები: 2 ტაბლეტი 2-3-ჯერ დღეში 10 დღის განმავლობაში.

ბავშვები: რეკომენდებული დოზა არის 10 მგ/კგ სხეულის მასაზე 3-ჯერ დღეში.

დოზირება ლამბლიოზის დროს

მოზრდილები: 2 ტაბლეტი 2-3-ჯერ დღეში 7 დღის განმავლობაში.

ბავშვები: რეკომენდებული დოზა არის 15 მგ/კგ სხეულის მასაზე 2-ჯერ დღეში 7 დღის განმავლობაში.

Helicobacter pylori-სთან დაკავშირებული კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ინფექციები

მოზრდილები: 2 ტაბლეტი 2-3-ჯერ დღეში 7 დღის განმავლობაში.

ბავშვები: რეკომენდებული დოზა არის 15 მგ/კგ სხეულის მასაზე 2-ჯერ დღეში 7 დღის განმავლობაში.

გვერდითი ეფექტები

გვერდითი რეაქციები ჩამოთვლილია ქვემოთ მარეგულირებელი საქმიანობის სამედიცინო ლექსიკონის (MedDRA) სისტემურ ორგანული კლასების მიხედვით. სიხშირე განისაზღვრა შემდეგნაირად: ძალიან ხშირი (≥1/10); ხშირი (≥1/100-დან <1/10-მდე); არახშირი (≥1/1 000-დან <1/100-მდე); იშვიათი (≥1/10 000-დან <1/1 000-მდე); ძალიან იშვიათი (<1/10 000) და უცნობი (ვერ განისაზღვრება არსებული მონაცემებით):

სისტემურ ორგანული კლასი

სიხშირე

გვერდითი ეფექტები

დარღვევები კუწ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ

იშვიათი

გულისრევა

ძალიან იშვიათი

ღებინება

დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ

ძალიან იშვიათი

ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები (როგორიც არის კანზე გამონაყარი, ჭინჭრის ციება ან ლოკალიზებული შეშუპება)

ჭარბი დოზა

დღემდე არ ფიქსირდება შეტყობინებები დოზის გაჭარბების შესახებ. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, პაციენტს უნდა ჩაუტარდეს სიმპტომური მკურნალობა და საჭიროებისამებრ დაინიშნოს დამხმარე ზომები.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები

ნიფურატელის გამოყენებისას სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება არ დაფიქსირებულა. ალკოჰოლის თანმხლებმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს დისულფირამის მსგავსი რეაქციები.

განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები

მკურნალობის დროს თავი უნდა შეიკავოთ სქესობრივი კავშირისგან.

მკურნალობის დროს მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელებს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა ან გულისრევა.

ეს სიმპტომები სპონტანურად რეგრესირდება.

რეკომენდებულია, რომ პარტნიორმაც გაიაროს სისტემური მკურნალობა.

ბავშვები

ახალშობილებში სამკურნალო საშუალება გამოიყენება ეფექტური საჭიროების შემთხვევაში, ექიმის უშუალო კონტროლის ქვეშ.

აღნიშნული პრეპარატი შეიცავს საქაროზას. პაციენტებმა, რომლებსაც აქვთ იშვიათი მემკვიდრეობითი დარღვევები, როგორიც არის ფრუქტოზის აუტანლობა, გლუკოზისა და გალაქტოზას მალაბსორბციის სინდრომი ან საქარაზა-იზომალტაზას დეფიციტი, არ უნდა მიიღონ ეს პრეპარატი.

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს

ორსულობა

ორსულ ქალებში ნიფურატელის გამოყენების შესახებ მონაცემები შეზღუდულია. ცხოველებში ჩატარებული კვლევები არ მიუთითებენ პირდაპირ ან არაპირდაპირ მავნე ზემოქმედებაზე რეპროდუქციული ტოქსიურობის თვალსაზრისით. სიფრთხილის მიზნით, სასურველია მოერიდოთ ნიფურატელის მიღებას ორსულობის დროს, გარდა მკვეთრი აუცილებლობისა. მკურნალობა უნდა ჩატარდეს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, სარგებლის და პოტენციური რისკის ყურადღებით შეფასების შემდეგ.

ძუძუთი კვება

უცნობია გამოიყოფა თუ არა ნიფურატელი ან მისი მეტაბოლიტები დედის რძეში. სიფრთხილის მიზნით, სასურველია მოერიდოთ ნიფურატელის მიღებას ძუძუთი კვების დროს, გარდა აბსოლუტური აუცილებელობისა, მკურნალობა უნდა ჩატარდეს ექიმის მეთვალყურეობით.

ნაყოფიერება

ადამიანებში ნაყოფიერების კვლევები არ ჩატარებულა.

ზეგავლენა ტრანსპორტის მართვის ან პოტენციურად საშიში მექანიზმების გამოყენების უნარზე

მაკმირორი არ ახდენს გავლენას ტრანსპორტის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

გამოშვების ფორმა და შეფუთვა

10 ტაბლეტი პვქ აპკისა და ალუმინის ფოლგის ბლისტერში, დალუქულია თერმულად.

2 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

ვარგისობის ვადა

5 წელი.

არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ ადგილას.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

გაცემის პირობა

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი

პოლიქემ ს.რ.ლ. (Polichem S.r.l.), იტალია

მისამართი: ვია ჯუზეპე მარკორა, 11-20121 მილანი, იტალია

მწარმოებელი

დოპელ ფარმაცევტიჩი ს.რ.ლ. (Doppel Farmaceutici S.r.l.), იტალია

მისამართი: ვია ვოლტურნო, 48 კინტო დე’სტამპი - 20089 როზანო (MI), იტალია,

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა