პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები

ნეო-ენდუსიქსი

Neo-endusix®

ურეცეპტოდ20მგინსტრუქცია ქართულადსაბერძნეთი
რისთვის გამოიყენება

ნეო-ენდუსიქსი არის ოქსიკამის ტიპის არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი (NSAID). ნეო-ენდუსიქსი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს ტენოქსიკამს, რომელსაც გააჩნია ანტიანთებითი, ტკივილგამაყუჩებელი და ანტიპირეტული (სიცხის დამწევი) მოქმედება და თრგუნავს თრომბოციტების აგრეგაციას. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ტენოქსიკამი (tenoxicam)
ფორმა და შეფუთვა
20მგ ლიოფილიზებული ფხვნილი ი.მ. და ი.ვ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1 + 2მლ გამხსნელი (საინექციო წყალი) ამპულა №1
მწარმოებელი
ANFARM HELLAS S.A., საბერძნეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები, ოქსიკამები
ATC კოდი
M01AC02
რეგისტრაციის ნომერი
რ-043995
რეგისტრირებულია
17 სექტემბერი 2025, მოქმედებს 17 სექტემბერი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
სს „გეფა“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებანეო-ენდუსიქსი და სხვა წამალი ერთად

ნეო-ენდუსიქსი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ნეო-ენდუსიქსი არის ოქსიკამის ტიპის არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი (NSAID). ნეო-ენდუსიქსი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს ტენოქსიკამს, რომელსაც გააჩნია ანტიანთებითი, ტკივილგამაყუჩებელი და ანტიპირეტული (სიცხის დამწევი) მოქმედება და თრგუნავს თრომბოციტების აგრეგაციას.

ნეო-ენდუსიქსი გამოიყენება რევმატოიდული ართრიტის, ოსტეოართრიტის, მაანკილოზებელი სპონდყლიტის და მწვავე პოდაგრის სიმპტომური მკურნალობისათვის. პრეპარატი ასევე გამოიყენება ტკივილით მიმდინარე ექსტრაარტიკულური სინდრომების, როგორიცაა ტენდონიტი, ბურსიტი, მხრის პერიართრიტი (მხრის სინდრომი), ოპერაციის შემდგომი ტკივილის და პირველადი დისმენორეის დროს.

ტენოქსიკამი ხსნის ანთებითი პროცესით განპირობებულ ტკივილს.

ქრონიკული მდგომარეობების მკურნალობის დროს ტენოქსიკამის თერაპიული ეფექტი შეიმჩნევა მკურნალობის საწყის ეტაპზე და პროგრესულად იზრდება მკურნალობის გაგრძელებასთან ერთად.

მიღების წესი და დოზირება

მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ინსტრუქციის ან ექიმის, ან ფარმაცევტის დანიშნულების შესაბამისად. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

ფლაკონებში არსებული ლიოფილიზებული ფხვნილი უნდა გაიხსნას შეფუთვაში არსებულ გამხსნელში (2 მლ გამოხდილი საინექციო წყალი). განზავებული ხსნარი დაუყოვნებლივ უნდა გაკეთდეს ინტრავენურად ან კუნთში.

რევმატოიდული ართრიტი, ოსტეოართრიტი და მაანკილოზებელი სპონდილიტი

რევმატოიდული ართრიტის, ოსტეოართრიტის და მაანკილოზებელი სპონდილიტის სიმპტომური მკურნალობისთვის რეკომენდებული დოზა შეადგენს 20 მგ-ს ერთხელ დღეში. რეკომენდებულია, მკურნალობის განმვალობაში პრეპარატის მიღება მოხდეს დღის ერთსა და იმავე დროს.

მყესების ანთება (ტენდონიტი) ან სახსრების ანთება (ბურსიტი, მხრის პერიართრიტი)

მყესების და სახსრების ანთების სიმპტომების, ასევე დაჭიმულობების და რბილი ქსოვილების დაზიანებების სამკურნალოდ რეკომენდებული დოზა შეადგენს 20 მგ-ს დღეში. რეკომენდებულია, მკურნალობის განმავლობაში პრეპარატის მიღება მოხდეს დღის ერთსა და იმავე დროს.

მწვავე პოდაგრა

მწვავე პოდაგრის სიმპტომების სამკურნალოდ რეკომენდებული დოზა შეადგენს 40 მგ-ს ერთხელ დღეში 2 დღის განმავლობაში და შემდეგ 20 მგ-ს ერთხელ დღეში 5 დღის განმავლობაში. საჭიროებისამებრ, მკურნალობა უნდა დაიწყოს პრეპარატის ინტრავენური ან კუნთშიდა შეყვანით, ერთხელ დღეში, ერთი ან ორი დღის განმავლობაში და შემდეგ გაგრძელდეს შიგნით მისაღები ფორმით.

პოსტოპერაციული ტკივილი

ოპერაციის შემდეგ ტკივილის სამკურნალოდ რეკომენდებული დოზა შეადგენს 40 მგ-ს ერთხელ დღეში არაუმეტეს 5 დღისა.

პირველადი დისმენორეა

პირველადი დისმენორეის სამკურნალოდ რეკომენდებული დოზა შეადგენს 20-დან 40 მგ-ს ერთხელ დღეში.

ხანდაზმულები

პაციენტისათვის საჭირო დოზას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი, რაც ჩვეულებრივ უფრო დაბალია, ვიდრე სხვა მოზრდილებისათვის. ნეო-ენდუსიქსით მკურნალობის პერიოდში, ექიმის მოახდენს პაციენტის მონიტორინგს, რათა დაადგინოს ოპტიმალური დოზა და აღწეროს გვერდითი მოვლენები. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხანდაზმულებისათვის. რაც უფრო მაღალია დოზა და მკურნალობის ხანგრძლივობა, მით უფრო მაღალია რისკი. დაუშვებელია რეკომენდებული დოზისა და მკურნალობის ხანგრძლივობის გადაჭარბება.

ბავშვები და მოზარდები

ნეო-ენდუსიქსი არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის ბავშვებისა და მოზარდებისათვის შესაბამისი მონაცემების არარსებობის გამო.

ნეო-ენდუსიქსის დოზის გადაჭარბებისას

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებით დოზის გადაჭარბების სიმპტომები მოიცავს გულისრევას, ღებინებას, ტკივილს კუჭის არეში, იშვიათად ფაღარათს, სისხლდენას კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, ხმაურს ყურებში, თავის ტკივილს, ძილიანობას, მხედველობის დაბინდვას და თავბრუსხვევას.

თუმცა, მნიშვნელოვანი რაოდენობით მიღების დროს ასევე შესაძლოა განვითარდეს გულყრები, კომა, თირკმლის უკმარისობა, გულ-ფილტვის გაჩერება. ასევე აღწერილია ღვიძლის უკმარისობა, სისხლის შედედების დარღვევები და მჟავიანობის მომატება.

პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს, ან უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას და თან იქონიოს პრეპარატის შეფუთვა.

ნეო-ენდუსიქსის დოზის გამოტოვებისას

გამოტოვებული დოზის მიღება უნდა მოხდეს გახსენებისთანავე, თუ მოახლოებული არ არის მომდევნო დოზის მიღების დრო. ასეთ შემთხვევაში დავიწყებული დოზა უნდა იქნეს გამოტოვებული და შემდგომი მკურნალობა გაგრძელდეს სქემის მიხედვით. დაუშვებელია გაორმაგებული დოზის მიღება გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

პრეპარატის გამოყენების შესახებ დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს.

ნეო-ენდუსიქსით მკურნალობის შეწყვეტისას

მდგომარეობის გაუმჯობესების მიუხედავად, ნეო-ენდუსიქსით მკურნალობა არ უნდა შეწყდეს მკურნალ ექიმთან კონსულტაციის გარეშე, რადგან შეიძლება სიმპტომები ისევ განვითარდეს.

უკუჩვენებები

თუ პაციენტი ალერგიულია ტენოქსიკამის, სხვა ანტიანთებითი პრეპარატების მიმართ (როგორიცაა: ასპირინი, იბუპროფენი, ცელეკოქსიბი) ან პრეპარატში შემავალი რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ (იხ. პარაგრაფი 6);

თუ პაციენტი ალერგიულია სხვა არასტეროიდული ანტიანთებითი პრეპარატების, ასპირინის ჩათვლით, მიმართ;

თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება კუჭის ან ნაწლავების დაავადებები, როგორიცაა პეპტიკური წყლული, სისხლდენა კუჭიდან ან მძიმე გასტრიტი;

თუ პაციენტს აქვს გულის მძიმე უკმარისობა, ღვიძლის უკმარისობა ან თირკმლის უკმარისობა;

თუ პაციენტი არის ორსულად, განსაკუთრებით ორსულობის მე-3 ტრიმესტრში, ან ძუძუთი კვებავს ბავშვს;

თუ პაციენტს მომდევნო 48 საათის განმავლობაში უნდა გაუკეთდეს ანესთეზია ან ქირურგიული ოპერაცია.

სიფრთხილის ზომები

ნეო-ენდუსიქსის მიღებამდე პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს:

თუ აღენიშნება თირკმელების ან ღვიძლის პრობლემები;

თუ აქვს გულის პრობელემები (ჰიპერტენზია ან ჰიპერტენზიის ანამნეზი, გულის შეგუბებითი უკმარისობა, გულის ქრონიკული იშემიური დაავადება, პერიფერიული არტერიული დაავადება და/ან ცერებროვასკულური დაავადება);

თუ აქვს წყლულოვანი კოლიტი ან კრონის დაავადება;

თუ აქვს სისხლის შედედების დარღვევები;

თუ უჭირს დაორსულება ან იტარებს კვლევებს უნაყოფობის დასადგენად;

თუ აქვს სისტემური წითელი მგლურა ან შერეული შემაერთებელქსოვილოვანი დაავადება;

თუ აქვს ან ჰქონდა ასთმა.

შესაძლოა საჭირო გახდეს პაციენტის მდგომარეობის მონიტორინგი ხშირი ლაბორატორიული კვლევებით, თუ მას აღენიშნება სისხლის შედედების დარღვევები, ღვიძლის ციროზი, თირკმელების დისფუნქცია, აქვს შაქრიანი დიაბეტი ან ხანდაზმული ასაკისაა, ან ნეო-ენდუსიქსით მკურნალობის ხანგრძლივობა აღემატება 3 თვეს.

ნეო-ენდუსიქსი არ გამოიყენება სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებთან, მათ შორის COX-2-ინჰიბიტორებთან (მაგ. ცელეკოქსიბი) ერთად. პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს თუ არ არის დარწმუნებული.

პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ნეო-ენდუსიქსით მკურნალობა და მიმართოს ექიმს, თუ ვითარდება ისეთი უჩვეულო აბდომინური მოვლენები, როგორიცაა სისხლდენა კუჭიდან, კანისმიერი რეაქციები, მაგ. გამონაყარი, ლორწოვანი გარსების დაზიანება ან ჰიპერმგრძნობელობის სხვა ნიშნები.

ნეო-ენდუსიქსის მსგავსი სამკურნალო პროდუქტები შესაძლოა დაკავშირებული იყოს მიოკარდიუმის ინფარქტის (გულის შეტევა) ან ინსულტის რისკის მცირე მატებასთან. ნებისმიერი რისკი უფრო მეტად მოსალოდნელია გაიზარდოს ხანგრძლივი მკურნალობის ან მაღალი დოზების გამოყენების შემთხვევაში. მკურნალობის რეკომენდებული დოზა და ხანგრძლივობა არ უნდა იქნეს გადაჭარბებული.

თუ პაციენტს აქვს გულის პრობლემები, გადატანილი აქვს ინსულტი ან ფიქრობს, რომ იმყოფება აღნიშნული მდგომარეობების განვითარების რისკის ქვეშ (მაგ.: აქვს მაღალი სისხლის წნევა, დიაბეტი, ქოლესტერინის მაღალი დონე ან მწეველია), ამ პრეპარატით მკურნალობის შესახებ კონსულტაცია უნდა გაიაროს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

ტენოქსიკამმა, სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მსგავსად, შესაძლოა შენიღბოს ინფექციის სიმპტომები.

ბავშვები და მოზარდები

18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში ნეო-ენდუსიქსის გამოყენების გამოცდილება არ არსებობს, ამიტომ არ არის რეკომენდებული მისი გამოყენება,

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

პაციენტმა უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს იმ პრეპარატების შესახებ, რომლებსაც იღებს, ახლო წარსულში იღებდა ან აპირებს მიიღოს, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემ მედიკამენტებზე.

ნეო-ენდუსიქსი შესაძლოა ურთიერთქმედებაში შევიდეს სხვა პრეპარატებთან.

საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე შემდეგ მედიკამენტებთან ერთად გამოყენებისას:

ასპირინის მსგავსი სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები, გვერდითი მოვლენების განვითარების გაზრდილი რისკის გამო;

ანტიდეპრესანტები, როგორიცაა: სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები;

ლითიუმი (გამოიყენება ფსიქიკური პრობლემების სამკურნალოდ);

ანტიაგრეგანტები (პრეპარატები, რომლებიც აფერხებენ თრომბოციტების აგრეგაციას);

მეთოტრექსატი (იმუნოსუპრესანტი);

ანტიჰიპერტენზიული პრეპარატები ან შარდმდენები, როგორიცაა მაგ.: ჰიდროქლოროთიაზიდი;

პრობენეციდი (გამოიყენება პოდაგრას სამკურნალოდ ან შარდმჟავას რაოდენობის შესამცირებლად სისხლში);

ანტიკოაგულანტები, მაგ. ვარფარინი, ფენპროკუმონი, ჰეპარინი;

დიაბეტის საწინააღმდეგო პრეპარატები, როგორიცაა: გლიბორნურიდი, გლიბენკლამიდი, ტოლბუტამიდი;

ქოლესტირამინი (გამოიყენება სისხლში ქოლესტერინის მაღალი დონის შესამცირებლად);

დექსტრომეტორფანი (შედის ხველის საწინააღმდეგო მრავალი პრეპარატის შემადგენლობაში);

პენტოქსიფილინი (გამოიყენება სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებების სამკურნალოდ);

მიფეპრისტონი (გამოიყენება ორსულობის შესაწყვეტად);

ზიდოვუდინი (გამოიყენება შიდსის და აივ-ინფექციის სამკურნალოდ);

ციკლოსპორინი და ტაკროლიმუსი (გამოიყენება ორგანოს ტრანსპლანტაციის დროს);

ქინოლონის ჯგუფის ანტიბიოტიკები (გამოიყენება ინფექციების სამკურნალოდ).

ნეო-ენდუსიქსი და საკვები

წამლის ეფექტიანობაზე არ ახდენს გავლენას საკვების და/ან ალკოჰოლის მიღება.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს, შესაძლო ორსულობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში, პრეპარატის მიღებამდე პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

ორსულობა

ნეო-ენდუსიქსი არ უნდა იქნეს მიღებული ორსულობის ბოლო ტრიმესტრში, რადგან შესაძლოა ავნოს დედას და ბავშვს.

ნეო-ენდუსიქსით მკურნალობის დროს დაორსულების შემთხვევაში პაციენტმა უნდა აცნობოს ექიმს.

პაციენტმა ნეო-ენდუსიქსის მიღებამდე უნდა მიმართოს ექიმს, თუ იმყოფება ორსულობის პირველ და მეორე ტრიმესტრში.

ძუძუთი კვება

ნეო-ენდუსიქსი გამოიყოფა დედის რძეში. ნეო-ენდუსიქსის მიღება არ უნდა მოხდეს, თუ პაციენტი ძუძუთი კვებავს ბავშვს. მკურნალი ექიმი გადაწყვეტს, პაციენტმა უნდა შეწყვიტოს თუ არა ნეო-ენდუსიქსის მიღება ან ძუძუთი კვება.

რეპროდუქციული უნარი

ნეო-ენდუსიქსის მიღებამ შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს ფერტილობაზე, ამიტომ მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული, თუ პაციენტი ცდილობს დაორსულებას. საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, თუ პაციენტს უჭირს დაორსულება ან იტარებს კვლევებს უნაყოფობის დასადგენად.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ნეო-ენდუსიქსმა შესაძლოა გამოიწვიოს ვერტიგო, თავბრუსხვევა ან მხედველობის დარღვევები. აღნიშნულის განვითარების შემთხვევაში პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს და არ უნდა მართოს ავტომობილი ან სხვა მექანიზმები.

ნეო-ენდუსიქსი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები შეიცავს ლაქტოზას

თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს ლაქტოზის მონოჰიდრატს.

თუ პაციენტს დადგენილი აქვს ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, პრეპარატის მიღებამდე უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

ნეო-ენდუსიქსის ფხვნილი და გამხსნელი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად

ნეო-ენდუსიქსი შეიცავს ნატრიუმის მეტაბისულფიტს (E223). ნატრიუმის მეტაბისულფიტმა შეიძლება გამოიწვიოს მძიმე ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები და ბრონქოსპაზმი.

გვერდითი მოვლენები

როგორც ყველა წამალს, ამ მედიკამენტსაც შეუძლია გვერდითი მოვლენების გამოწვევა, თუმცა ისინი ყველა პაციენტს არ უვითარდება.

ნეო-ენდუსიქსის მსგავსი პრეპარატები შესაძლოა დაკავშირებული იყოს მიოკარდიუმის ინფარქტის (გულის შეტევა) ან ინსულტის რისკის უმნიშვნელო მატებასთან.

სერიოზული გვერდითი რეაქციები

თუ პაციენტს აღენიშნება მძიმე რეაქცია, როგორიცაა სტივენს-ჯონსონის სინდრომი ან ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, უნდა შეწყვიტოს ნეო-ენდუსიქსის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართოს მკურნალ ექიმს. ლაქები შეიძლება მოიცავდეს კანის გამონაყარს, ხშირად ბლისტერებს ან ლორწოვანი გარსების დაზიანებებს.

ნეო-ენდუსიქსის ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენები მოიცავს მუცლის ტკივილს, დისპეფსიას, გულისრევას.

სხვა გვერდითი რეაქციები

ხშირი (შესაძლოა განვითარდეს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):

თავბრუსხვევა, თავის ტკივილი.

არახშირი (შესაძლოა განვითარდეს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში

ანორექსია, ძილის დარღვევები, დეპრესია, ნევროზულობა, უჩვეულო სიზმრები, გულის ფრიალი, სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, კუჭ-ნაწლავის წყლულები, შეკრულობა, მელენა, ჰემატემეზისი, ფაღარათი, წყლულები პირის ღრუში, გასტრიტი (კუჭის ანთება), პირის სიმშრალე, ღვიძლის ფერმენტების რაოდენობის მატება, ქავილი, ერითემა, ეგზანთემა, ჭინჭრის ციება, შარდოვანას ან კრეატინინის რაოდენობის მომატება სისხლში, დაღილობა, შეშუპება.

ძალიან იშვიათი (შესაძლოა განვითარდეს 10 000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში): პანკრეატიტი.

სიხშირე უცნობია (სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული ცნობების საფუძველზე):

ანემია, აგრანულოციტოზი, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები, როგორიცაა: ქოშინი, ასთმა, ანაფილაქსიური რეაქციები, ანგიონევროზული შეშუპება, ცნობიერების დაბინდვა, ჰალუცინაციები (სმენითი ან მხედველობითი), ძილიანობა, პარესთეზია (ჩხვლეტის შეგრძნება ან დაბუჟება, უმეტესად ხელებსა და ტერფებში), მხედველობის ცვლილება, თვალების შეშუპება, თვალების გაღიზიანება, გულის უკმარისობა, ვასკულიტი, ჰიპერტენზია, კუჭ-ნაწლავის პერფორაცია, კოლიტის და კრონის დაავადების გამწვავება, მეტეორიზმი, ჰეპატიტის, ფოტომგრძნობელობითი რეაქციები, უნაყოფობა ქალებში.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ასევე შესაძლებელია შეტყობინების ეროვნული სისტემის გამოყენებით.

წამლების ეროვნული სააგენტო

284 მესოგეიონ ავენიუ,

GR-155562 ჰოლარგოსი, ათენი

ტელ.: + 30 21 32040380/337

ვებგვერდი: http://www.eof.gr

http://www.kitrinikarta.gr

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიწოდებას.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერებაა ტენოქსიკამი (20 მგ).

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

დამხმარე ნივთიერებებია: ლაქტოზის მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, გაწმენდილი ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, ჰიდროქსიპროპილ მეთილცელულოზა, ტიტანის დიოქსიდი CI 77891 (E171), რკინის ყვითელი ოქსიდი CI 77492 (E172).

ფხვნილი და გამხსნელი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად

დამხმარე ნივთიერებებია: მანიტოლი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, ტრომეტამოლი, ნატრიუმის მეტაბისულფიტი, დინატრიუმის ედეტატი, საინექციო წყალი.

ნეო-ენდუსიქსის გამოშვების ფორმა და შეფუთვის შემადგენლობა

ნეო-ენდუსიქსი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები არის ჩაღრმავებული ორივე მხარეს, კრემისფერი.

შეფუთვა: კოლოფში მოთავსებულია ბლისტერი 20 მგ-იანი 10 ან 30 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტით.

ლიოფილიზებული ფხვნილი არის მოყვითალო-მწვანე ფერის, მოთავსებული უფერო მინის ფლაკონებში.

თითოეული შეფუთვა შეიცავს 1 ფლაკონ ფხვნილს და 1 ამპულა საინექციო წყალ გამხსნელს.

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი -

ფარმაცევტული პროდუქტის III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი

ANFARM HELLAS SA

4 Achaias Str. & Trizinias

14564 Kifissia,

Attiki, Greece

Tel: +30 210 6831632

ანფარმ ჰელას სა

4 აქაიას ქ. & ტრიზინიასი

14564 კიფიზია,

ატიკა, საბერძნეთი

ტელ: +30 210 6831632

შენახვის პირობები

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული, სიმბოლოების - “EXP” შემდეგ, შენახვის ვადის გასვლის შემდეგ. შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

ინახება ოთახის ტემპერატურაზე.

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. გამოუყენებელი მედიკამენტების გადაგდების შესახებ ინფორმაციის მისაღებად პაციენტმა უნდა მიმართოს ფარმაცევტს. აღნიშნული ზომები ემსახურება გარემოს დაცვას.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

სარეკომენდაციო ვერსია

გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისთვის

ნეო-ენდუსიქსი 20 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

ნეო-ენდუსიქსი ფხვნილი 20 მგ ფხვნილი და გამხსნელი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად

ტენოქსიკამი

პრეპარატის მიღებამდე საჭიროა ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან შეიცავს პაციენტისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.

დამატებითი კითხვების არსებობისას პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

ეს პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ პაციენტისათვის. დაუშვებელია მისი სხვა პირებისათვის მიცემა. სიმპტომების მსგავსების მიუხედავად, ის საზიანო შეიძლება აღმოჩნდეს მათთვის.

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, იხ. პარაგრაფი 4.

ინსტრუქციაში მოცემულია:

რას წარმოადგენს ნეო-ენდუსიქსი და მისი გამოყენება

რა უნდა იცოდეს პაციენტმა ნეო-ენდუსიქსის მიღებამდე

ნეო-ენდუსიქსის მიღების წესი

შესაძლო გვერდითი მოვლენები

ნეო-ენდუსიქსის შენახვის წესი

შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია

რას წარმოადგენს ნეო-ენდუსიქსი და მისი გამოყენება

ნეო-ენდუსიქსი არის ოქსიკამის ტიპის არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი (NSAID). ნეო-ენდუსიქსი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს ტენოქსიკამს, რომელსაც გააჩნია ანტიანთებითი, ტკივილგამაყუჩებელი და ანტიპირეტული (სიცხის დამწევი) მოქმედება და თრგუნავს თრომბოციტების აგრეგაციას.

ნეო-ენდუსიქსი გამოიყენება რევმატოიდული ართრიტის, ოსტეოართრიტის, მაანკილოზებელი სპონდყლიტის და მწვავე პოდაგრის სიმპტომური მკურნალობისათვის. პრეპარატი ასევე გამოიყენება ტკივილით მიმდინარე ექსტრაარტიკულური სინდრომების, როგორიცაა ტენდონიტი, ბურსიტი, მხრის პერიართრიტი (მხრის სინდრომი), ოპერაციის შემდგომი ტკივილის და პირველადი დისმენორეის დროს.

ტენოქსიკამი ხსნის ანთებითი პროცესით განპირობებულ ტკივილს.

ქრონიკული მდგომარეობების მკურნალობის დროს ტენოქსიკამის თერაპიული ეფექტი შეიმჩნევა მკურნალობის საწყის ეტაპზე და პროგრესულად იზრდება მკურნალობის გაგრძელებასთან ერთად.

რა უნდა იცოდეს პაციენტმა ნეო-ენდუსიქსის მიღებამდე

ნეო-ენდუსიქსი არ მიიღება:

თუ პაციენტი ალერგიულია ტენოქსიკამის, სხვა ანტიანთებითი პრეპარატების მიმართ (როგორიცაა: ასპირინი, იბუპროფენი, ცელეკოქსიბი) ან პრეპარატში შემავალი რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ (იხ. პარაგრაფი 6);

თუ პაციენტი ალერგიულია სხვა არასტეროიდული ანტიანთებითი პრეპარატების, ასპირინის ჩათვლით, მიმართ;

თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება კუჭის ან ნაწლავების დაავადებები, როგორიცაა პეპტიკური წყლული, სისხლდენა კუჭიდან ან მძიმე გასტრიტი;

თუ პაციენტს აქვს გულის მძიმე უკმარისობა, ღვიძლის უკმარისობა ან თირკმლის უკმარისობა;

თუ პაციენტი არის ორსულად, განსაკუთრებით ორსულობის მე-3 ტრიმესტრში, ან ძუძუთი კვებავს ბავშვს;

თუ პაციენტს მომდევნო 48 საათის განმავლობაში უნდა გაუკეთდეს ანესთეზია ან ქირურგიული ოპერაცია.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

ნეო-ენდუსიქსის მიღებამდე პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს:

თუ აღენიშნება თირკმელების ან ღვიძლის პრობლემები;

თუ აქვს გულის პრობელემები (ჰიპერტენზია ან ჰიპერტენზიის ანამნეზი, გულის შეგუბებითი უკმარისობა, გულის ქრონიკული იშემიური დაავადება, პერიფერიული არტერიული დაავადება და/ან ცერებროვასკულური დაავადება);

თუ აქვს წყლულოვანი კოლიტი ან კრონის დაავადება;

თუ აქვს სისხლის შედედების დარღვევები;

თუ უჭირს დაორსულება ან იტარებს კვლევებს უნაყოფობის დასადგენად;

თუ აქვს სისტემური წითელი მგლურა ან შერეული შემაერთებელქსოვილოვანი დაავადება;

თუ აქვს ან ჰქონდა ასთმა.

შესაძლოა საჭირო გახდეს პაციენტის მდგომარეობის მონიტორინგი ხშირი ლაბორატორიული კვლევებით, თუ მას აღენიშნება სისხლის შედედების დარღვევები, ღვიძლის ციროზი, თირკმელების დისფუნქცია, აქვს შაქრიანი დიაბეტი ან ხანდაზმული ასაკისაა, ან ნეო-ენდუსიქსით მკურნალობის ხანგრძლივობა აღემატება 3 თვეს.

ნეო-ენდუსიქსი არ გამოიყენება სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებთან, მათ შორის COX-2-ინჰიბიტორებთან (მაგ. ცელეკოქსიბი) ერთად. პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს თუ არ არის დარწმუნებული.

პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ნეო-ენდუსიქსით მკურნალობა და მიმართოს ექიმს, თუ ვითარდება ისეთი უჩვეულო აბდომინური მოვლენები, როგორიცაა სისხლდენა კუჭიდან, კანისმიერი რეაქციები, მაგ. გამონაყარი, ლორწოვანი გარსების დაზიანება ან ჰიპერმგრძნობელობის სხვა ნიშნები.

ნეო-ენდუსიქსის მსგავსი სამკურნალო პროდუქტები შესაძლოა დაკავშირებული იყოს მიოკარდიუმის ინფარქტის (გულის შეტევა) ან ინსულტის რისკის მცირე მატებასთან. ნებისმიერი რისკი უფრო მეტად მოსალოდნელია გაიზარდოს ხანგრძლივი მკურნალობის ან მაღალი დოზების გამოყენების შემთხვევაში. მკურნალობის რეკომენდებული დოზა და ხანგრძლივობა არ უნდა იქნეს გადაჭარბებული.

თუ პაციენტს აქვს გულის პრობლემები, გადატანილი აქვს ინსულტი ან ფიქრობს, რომ იმყოფება აღნიშნული მდგომარეობების განვითარების რისკის ქვეშ (მაგ.: აქვს მაღალი სისხლის წნევა, დიაბეტი, ქოლესტერინის მაღალი დონე ან მწეველია), ამ პრეპარატით მკურნალობის შესახებ კონსულტაცია უნდა გაიაროს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

ტენოქსიკამმა, სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მსგავსად, შესაძლოა შენიღბოს ინფექციის სიმპტომები.

ბავშვები და მოზარდები

18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში ნეო-ენდუსიქსის გამოყენების გამოცდილება არ არსებობს, ამიტომ არ არის რეკომენდებული მისი გამოყენება,

სხვა მედიკამენტები და ნეო-ენდუსიქსი

პაციენტმა უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს იმ პრეპარატების შესახებ, რომლებსაც იღებს, ახლო წარსულში იღებდა ან აპირებს მიიღოს, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემ მედიკამენტებზე.

ნეო-ენდუსიქსი შესაძლოა ურთიერთქმედებაში შევიდეს სხვა პრეპარატებთან.

საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე შემდეგ მედიკამენტებთან ერთად გამოყენებისას:

ასპირინის მსგავსი სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები, გვერდითი მოვლენების განვითარების გაზრდილი რისკის გამო;

ანტიდეპრესანტები, როგორიცაა: სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები;

ლითიუმი (გამოიყენება ფსიქიკური პრობლემების სამკურნალოდ);

ანტიაგრეგანტები (პრეპარატები, რომლებიც აფერხებენ თრომბოციტების აგრეგაციას);

მეთოტრექსატი (იმუნოსუპრესანტი);

ანტიჰიპერტენზიული პრეპარატები ან შარდმდენები, როგორიცაა მაგ.: ჰიდროქლოროთიაზიდი;

პრობენეციდი (გამოიყენება პოდაგრას სამკურნალოდ ან შარდმჟავას რაოდენობის შესამცირებლად სისხლში);

ანტიკოაგულანტები, მაგ. ვარფარინი, ფენპროკუმონი, ჰეპარინი;

დიაბეტის საწინააღმდეგო პრეპარატები, როგორიცაა: გლიბორნურიდი, გლიბენკლამიდი, ტოლბუტამიდი;

ქოლესტირამინი (გამოიყენება სისხლში ქოლესტერინის მაღალი დონის შესამცირებლად);

დექსტრომეტორფანი (შედის ხველის საწინააღმდეგო მრავალი პრეპარატის შემადგენლობაში);

პენტოქსიფილინი (გამოიყენება სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებების სამკურნალოდ);

მიფეპრისტონი (გამოიყენება ორსულობის შესაწყვეტად);

ზიდოვუდინი (გამოიყენება შიდსის და აივ-ინფექციის სამკურნალოდ);

ციკლოსპორინი და ტაკროლიმუსი (გამოიყენება ორგანოს ტრანსპლანტაციის დროს);

ქინოლონის ჯგუფის ანტიბიოტიკები (გამოიყენება ინფექციების სამკურნალოდ).

ნეო-ენდუსიქსი და საკვები

წამლის ეფექტიანობაზე არ ახდენს გავლენას საკვების და/ან ალკოჰოლის მიღება.

ორსულობა, ძუძუღი კვება და რეპროდუქციული უნარი

ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს, შესაძლო ორსულობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში, პრეპარატის მიღებამდე პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

ორსულობა

ნეო-ენდუსიქსი არ უნდა იქნეს მიღებული ორსულობის ბოლო ტრიმესტრში, რადგან შესაძლოა ავნოს დედას და ბავშვს.

ნეო-ენდუსიქსით მკურნალობის დროს დაორსულების შემთხვევაში პაციენტმა უნდა აცნობოს ექიმს.

პაციენტმა ნეო-ენდუსიქსის მიღებამდე უნდა მიმართოს ექიმს, თუ იმყოფება ორსულობის პირველ და მეორე ტრიმესტრში.

ძუძუთი კვება

ნეო-ენდუსიქსი გამოიყოფა დედის რძეში. ნეო-ენდუსიქსის მიღება არ უნდა მოხდეს, თუ პაციენტი ძუძუთი კვებავს ბავშვს. მკურნალი ექიმი გადაწყვეტს, პაციენტმა უნდა შეწყვიტოს თუ არა ნეო-ენდუსიქსის მიღება ან ძუძუთი კვება.

რეპროდუქციული უნარი

ნეო-ენდუსიქსის მიღებამ შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს ფერტილობაზე, ამიტომ მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული, თუ პაციენტი ცდილობს დაორსულებას. საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, თუ პაციენტს უჭირს დაორსულება ან იტარებს კვლევებს უნაყოფობის დასადგენად.

ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა

ნეო-ენდუსიქსმა შესაძლოა გამოიწვიოს ვერტიგო, თავბრუსხვევა ან მხედველობის დარღვევები. აღნიშნულის განვითარების შემთხვევაში პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს და არ უნდა მართოს ავტომობილი ან სხვა მექანიზმები.

ნეო-ენდუსიქსი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები შეიცავს ლაქტოზას

თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს ლაქტოზის მონოჰიდრატს.

თუ პაციენტს დადგენილი აქვს ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, პრეპარატის მიღებამდე უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

ნეო-ენდუსიქსის ფხვნილი და გამხსნელი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად

ნეო-ენდუსიქსი შეიცავს ნატრიუმის მეტაბისულფიტს (E223). ნატრიუმის მეტაბისულფიტმა შეიძლება გამოიწვიოს მძიმე ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები და ბრონქოსპაზმი.

ნეო-ენდუსიქსის მიღების წესი

მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ინსტრუქციის ან ექიმის, ან ფარმაცევტის დანიშნულების შესაბამისად. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

ფლაკონებში არსებული ლიოფილიზებული ფხვნილი უნდა გაიხსნას შეფუთვაში არსებულ გამხსნელში (2 მლ გამოხდილი საინექციო წყალი). განზავებული ხსნარი დაუყოვნებლივ უნდა გაკეთდეს ინტრავენურად ან კუნთში.

რევმატოიდული ართრიტი, ოსტეოართრიტი და მაანკილოზებელი სპონდილიტი

რევმატოიდული ართრიტის, ოსტეოართრიტის და მაანკილოზებელი სპონდილიტის სიმპტომური მკურნალობისთვის რეკომენდებული დოზა შეადგენს 20 მგ-ს ერთხელ დღეში. რეკომენდებულია, მკურნალობის განმვალობაში პრეპარატის მიღება მოხდეს დღის ერთსა და იმავე დროს.

მყესების ანთება (ტენდონიტი) ან სახსრების ანთება (ბურსიტი, მხრის პერიართრიტი)

მყესების და სახსრების ანთების სიმპტომების, ასევე დაჭიმულობების და რბილი ქსოვილების დაზიანებების სამკურნალოდ რეკომენდებული დოზა შეადგენს 20 მგ-ს დღეში. რეკომენდებულია, მკურნალობის განმავლობაში პრეპარატის მიღება მოხდეს დღის ერთსა და იმავე დროს.

მწვავე პოდაგრა

მწვავე პოდაგრის სიმპტომების სამკურნალოდ რეკომენდებული დოზა შეადგენს 40 მგ-ს ერთხელ დღეში 2 დღის განმავლობაში და შემდეგ 20 მგ-ს ერთხელ დღეში 5 დღის განმავლობაში. საჭიროებისამებრ, მკურნალობა უნდა დაიწყოს პრეპარატის ინტრავენური ან კუნთშიდა შეყვანით, ერთხელ დღეში, ერთი ან ორი დღის განმავლობაში და შემდეგ გაგრძელდეს შიგნით მისაღები ფორმით.

პოსტოპერაციული ტკივილი

ოპერაციის შემდეგ ტკივილის სამკურნალოდ რეკომენდებული დოზა შეადგენს 40 მგ-ს ერთხელ დღეში არაუმეტეს 5 დღისა.

პირველადი დისმენორეა

პირველადი დისმენორეის სამკურნალოდ რეკომენდებული დოზა შეადგენს 20-დან 40 მგ-ს ერთხელ დღეში.

ხანდაზმულები

პაციენტისათვის საჭირო დოზას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი, რაც ჩვეულებრივ უფრო დაბალია, ვიდრე სხვა მოზრდილებისათვის. ნეო-ენდუსიქსით მკურნალობის პერიოდში, ექიმის მოახდენს პაციენტის მონიტორინგს, რათა დაადგინოს ოპტიმალური დოზა და აღწეროს გვერდითი მოვლენები. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხანდაზმულებისათვის. რაც უფრო მაღალია დოზა და მკურნალობის ხანგრძლივობა, მით უფრო მაღალია რისკი. დაუშვებელია რეკომენდებული დოზისა და მკურნალობის ხანგრძლივობის გადაჭარბება.

ბავშვები და მოზარდები

ნეო-ენდუსიქსი არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის ბავშვებისა და მოზარდებისათვის შესაბამისი მონაცემების არარსებობის გამო.

ნეო-ენდუსიქსის დოზის გადაჭარბებისას

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებით დოზის გადაჭარბების სიმპტომები მოიცავს გულისრევას, ღებინებას, ტკივილს კუჭის არეში, იშვიათად ფაღარათს, სისხლდენას კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, ხმაურს ყურებში, თავის ტკივილს, ძილიანობას, მხედველობის დაბინდვას და თავბრუსხვევას.

თუმცა, მნიშვნელოვანი რაოდენობით მიღების დროს ასევე შესაძლოა განვითარდეს გულყრები, კომა, თირკმლის უკმარისობა, გულ-ფილტვის გაჩერება. ასევე აღწერილია ღვიძლის უკმარისობა, სისხლის შედედების დარღვევები და მჟავიანობის მომატება.

პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს, ან უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას და თან იქონიოს პრეპარატის შეფუთვა.

ნეო-ენდუსიქსის დოზის გამოტოვებისას

გამოტოვებული დოზის მიღება უნდა მოხდეს გახსენებისთანავე, თუ მოახლოებული არ არის მომდევნო დოზის მიღების დრო. ასეთ შემთხვევაში დავიწყებული დოზა უნდა იქნეს გამოტოვებული და შემდგომი მკურნალობა გაგრძელდეს სქემის მიხედვით. დაუშვებელია გაორმაგებული დოზის მიღება გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

პრეპარატის გამოყენების შესახებ დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს.

ნეო-ენდუსიქსით მკურნალობის შეწყვეტისას

მდგომარეობის გაუმჯობესების მიუხედავად, ნეო-ენდუსიქსით მკურნალობა არ უნდა შეწყდეს მკურნალ ექიმთან კონსულტაციის გარეშე, რადგან შეიძლება სიმპტომები ისევ განვითარდეს.

პრეპარატის გამოყენების შესახებ დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს.

შესაძლო გვერდითი მოვლენები

როგორც ყველა წამალს, ამ მედიკამენტსაც შეუძლია გვერდითი მოვლენების გამოწვევა, თუმცა ისინი ყველა პაციენტს არ უვითარდება.

ნეო-ენდუსიქსის მსგავსი პრეპარატები შესაძლოა დაკავშირებული იყოს მიოკარდიუმის ინფარქტის (გულის შეტევა) ან ინსულტის რისკის უმნიშვნელო მატებასთან.

სერიოზული გვერდითი რეაქციები

თუ პაციენტს აღენიშნება მძიმე რეაქცია, როგორიცაა სტივენს-ჯონსონის სინდრომი ან ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, უნდა შეწყვიტოს ნეო-ენდუსიქსის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართოს მკურნალ ექიმს. ლაქები შეიძლება მოიცავდეს კანის გამონაყარს, ხშირად ბლისტერებს ან ლორწოვანი გარსების დაზიანებებს.

ნეო-ენდუსიქსის ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენები მოიცავს მუცლის ტკივილს, დისპეფსიას, გულისრევას.

სხვა გვერდითი რეაქციები

ხშირი (შესაძლოა განვითარდეს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):

თავბრუსხვევა, თავის ტკივილი.

არახშირი (შესაძლოა განვითარდეს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში

ანორექსია, ძილის დარღვევები, დეპრესია, ნევროზულობა, უჩვეულო სიზმრები, გულის ფრიალი, სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, კუჭ-ნაწლავის წყლულები, შეკრულობა, მელენა, ჰემატემეზისი, ფაღარათი, წყლულები პირის ღრუში, გასტრიტი (კუჭის ანთება), პირის სიმშრალე, ღვიძლის ფერმენტების რაოდენობის მატება, ქავილი, ერითემა, ეგზანთემა, ჭინჭრის ციება, შარდოვანას ან კრეატინინის რაოდენობის მომატება სისხლში, დაღილობა, შეშუპება.

ძალიან იშვიათი (შესაძლოა განვითარდეს 10 000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში): პანკრეატიტი.

სიხშირე უცნობია (სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული ცნობების საფუძველზე):

ანემია, აგრანულოციტოზი, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები, როგორიცაა: ქოშინი, ასთმა, ანაფილაქსიური რეაქციები, ანგიონევროზული შეშუპება, ცნობიერების დაბინდვა, ჰალუცინაციები (სმენითი ან მხედველობითი), ძილიანობა, პარესთეზია (ჩხვლეტის შეგრძნება ან დაბუჟება, უმეტესად ხელებსა და ტერფებში), მხედველობის ცვლილება, თვალების შეშუპება, თვალების გაღიზიანება, გულის უკმარისობა, ვასკულიტი, ჰიპერტენზია, კუჭ-ნაწლავის პერფორაცია, კოლიტის და კრონის დაავადების გამწვავება, მეტეორიზმი, ჰეპატიტის, ფოტომგრძნობელობითი რეაქციები, უნაყოფობა ქალებში.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ასევე შესაძლებელია შეტყობინების ეროვნული სისტემის გამოყენებით.

წამლების ეროვნული სააგენტო

284 მესოგეიონ ავენიუ,

GR-155562 ჰოლარგოსი, ათენი

ტელ.: + 30 21 32040380/337

ვებგვერდი: http://www.eof.gr

http://www.kitrinikarta.gr

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიწოდებას.

ნეო-ენდუსიქსის შენახვის წესი

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული, სიმბოლოების - “EXP” შემდეგ, შენახვის ვადის გასვლის შემდეგ. შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

ინახება ოთახის ტემპერატურაზე.

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. გამოუყენებელი მედიკამენტების გადაგდების შესახებ ინფორმაციის მისაღებად პაციენტმა უნდა მიმართოს ფარმაცევტს. აღნიშნული ზომები ემსახურება გარემოს დაცვას.

შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს ნეო-ენდუსიქსი

აქტიური ნივთიერებაა ტენოქსიკამი (20 მგ).

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

დამხმარე ნივთიერებებია: ლაქტოზის მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, გაწმენდილი ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, ჰიდროქსიპროპილ მეთილცელულოზა, ტიტანის დიოქსიდი CI 77891 (E171), რკინის ყვითელი ოქსიდი CI 77492 (E172).

ფხვნილი და გამხსნელი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად

დამხმარე ნივთიერებებია: მანიტოლი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, ტრომეტამოლი, ნატრიუმის მეტაბისულფიტი, დინატრიუმის ედეტატი, საინექციო წყალი.

ნეო-ენდუსიქსის გამოშვების ფორმა და შეფუთვის შემადგენლობა

ნეო-ენდუსიქსი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები არის ჩაღრმავებული ორივე მხარეს, კრემისფერი.

შეფუთვა: კოლოფში მოთავსებულია ბლისტერი 20 მგ-იანი 10 ან 30 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტით.

ლიოფილიზებული ფხვნილი არის მოყვითალო-მწვანე ფერის, მოთავსებული უფერო მინის ფლაკონებში.

თითოეული შეფუთვა შეიცავს 1 ფლაკონ ფხვნილს და 1 ამპულა საინექციო წყალ გამხსნელს.

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი -

ფარმაცევტული პროდუქტის III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი

ANFARM HELLAS SA

4 Achaias Str. & Trizinias

14564 Kifissia,

Attiki, Greece

Tel: +30 210 6831632

ანფარმ ჰელას სა

4 აქაიას ქ. & ტრიზინიასი

14564 კიფიზია,

ატიკა, საბერძნეთი

ტელ: +30 210 6831632

მწარმოებელი

ANFARM HELLAS SA

61st km NAT.Road Athens-Lamia Schimatari, Viotias, 320 09, Greece

ანფარმ ჰელას სა

ათენი-ლამიას ეროვნ, გზატკეცილის 61-ე კმ სქიმატარი ბეოტია, 320 09, საბერძნეთი

ამ სამკურნალო პროდუქტის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის საჭიროა ვაჭრობის ლიცენზიის ადგილობრივ მფლობელთან მიმართვა.

ინსტრუქციის უკანასკნელი შესწორების თარიღი: 10/2024.

  • ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ქვემოთ მოცემული ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ ჯანდაცვის სპეციალისტებისათვის

ნეო-ენდუსიქსი 20 მგ ფხვნილი და გამხსნელი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად

ანთების საწინააღმდეგო ჩვენებები

ინტრამუსკულარული/ინტრავენური ტენოქსიკამი განკუთვნილია პაციენტებისთვის, რომლებსაც არ შეუძლიათ პერორალური ტენოქსიკამის მიღება ოსტეოართრიტისა და რევმატოიდული ართრიტის დროს ტკივილისა და ანთების შესამსუბუქებლად, აგრეთვე ჩონჩხ-კუნთოვანი სისტემის მწვავე დარღვევების მოკლევადიანი მკურნალობისთვის, როგორიცაა დაჭიმვა, დაჭიმულობა და რბილი ქსოვილის სხვა დაზიანებები.

დოზირება და მიღების მეთოდი

გვერდითი მოვლენების მინიმუმამდე შემცირება შესაძლებელია ყველაზე დაბალი ეფექტური დოზის გამოყენებით უმოკლესი პერიოდის განმავლობაში, რომელიც აუცილებელია სიმპტომების კონტროლისთვის.

მოზრდილები

ნეო-ენდუსიქსი კეთდება ინტრავენურად ან ინტრამუსკულარულად. მკურნალობა იწყება დღიური დოზით 20 მგ ერთი ან ორი დღის განმავლობაში და გრძელდება პერორალური ფორმით, რომელიც მიღებულ უნდა იქნეს ყოველდღე, ერთსა და იმავე დროს. ლიოფილიზებული ნივთიერება მაშინვე უნდა გაიხსნას 2 მლ-ში. უფრო მაღალი დოზები თავიდან უნდა იქნეს აცილებული, რადგან ისინი ჩვეულებრივ არ აღწევენ მნიშვნელოვნად უკეთეს თერაპიულ ეფექტს, მაგრამ შეიძლება ასოცირებული იყოს გვერდითი ეფექტების უფრო მაღალ რისკთან.

ჩონჩხ-კუნთოვანი სისტემის მწვავე დარღვევები ჩვეულებრივ არ საჭიროებს მკურნალობას 7 დღეზე მეტ ხანს, მაგრამ მძიმე შემთხვევებში მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს 14 დღემდე.

ხანდაზმულები

სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მსგავსად, ნეო-ენდუსიქსი სიფრთხილით უნდა იქნეს გამოყენებული ხანდაზმულებში. ხანდაზმულებს აქვთ გვერდითი რეაქციების გამო სერიოზული შედეგების გაზრდილი რისკი. ისინი ასევე უფრო ხშირად იღებენ მედიკამენტებს ერთდროულად ან აღენიშნებათ ღვიძლის, თირკმელების ან გულ-სისხლძარღვთა დისფუნქცია. თუ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება აუცილებელია, უნდა იქნეს გამოყენებული ყველაზე დაბალი ეფექტური დოზა შესაძლო უმოკლესი დროის განმავლობაში. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით მკურნალობის დროს პაციენტი საჭიროებს რეგულარულ მონიტორინგს კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენაზე.

ბავშვები

არ არის საკმარისი მონაცემები ბავშვებში ტენოქსიკამის გამოყენების რეკომენდაციის გასაცემად.

თირკმლისა და ღვიძლის დაზიანების დროს გამოყენება

კრეატინინის კლირენსი

დოზირების რეჟიმი

25 მლ/წთ-ზე მეტი

ჩვეულებრივი დოზირება, პაციენტების ყურადღებითი მონიტორინგით (იხ. სიფრთხილის ზომები)

25 მლ/წთ-ზე ნაკლები

არასაკმარისი მონაცემები დოზირების რეკომენდაციებისათვის

პლაზმის ცილებთან ტენოქსიკამის მაღალი შეკავშირების გამო, სიფრთხილეა საჭირო, როდესაც პლაზმაში ალბუმინის კონცენტრაცია მკვეთრად შემცირებულია (მაგ.: ნეფროზული სინდრომის დროს) ან როდესაც ბილირუბინის კონცენტრაცია მაღალია. არასაკმარისი ინფორმაციაა ნეო-ენდუსიქსის დოზირების რეკომენდაციების გასაცემად ღვიძლის დაზიანების მქონე პაციენტებში.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა