პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის

ნეოფლექსი 0.5% მეტრონიდაზოლი ი.ვ. საინექციო ხსნარი

NEOFLEKS % 0.5 METRONÍDAZOL I.V. ENJEKSÍYONLUK ÇÖZELTÍ

რეცეპტითინსტრუქცია ქართულადთურქეთი
რისთვის გამოიყენება

ნეოფლექსი 0.5% მეტრონიდაზოლი საინექციო ხსნარი გამოიყენება ნაწლავის ამებიაზის (ამებიით გამოწვეული ინფექციის ტიპი), ღვიძლის ამებიაზის, არასპეციფიკური ვაგინიტის (ვაგინალური ინფექცია), ანაერობული ინფექციების და ტრიქომონას გამო გენიტალური ინფექციების დროს. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
მეტრონიდაზოლი (metronidazole)
ფორმა და შეფუთვა
0.5% 100 მლ ი.ვ. საინექციო ხსნარი პაკეტი №1
მწარმოებელი
Turktipsan Sağlik Turizm Eğitim ve Tic A.Ş., თურქეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, იმიდაზოლის წარმოებულები
ATC კოდი
J01XD01
რეგისტრაციის ნომერი
რ-036750
რეგისტრირებულია
2 ნოემბერი 2022, მოქმედებს 2 ნოემბერი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
შპს „ავერსი-ფარმა“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებანეოფლექსი 0.5% მეტრონიდაზოლი ი.ვ. საინექციო ხსნარი და სხვა წამალი ერთად

ნეოფლექსი 0.5% მეტრონიდაზოლი ი.ვ. საინექციო ხსნარი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ნეოფლექსი 0.5% მეტრონიდაზოლი საინექციო ხსნარი გამოიყენება ნაწლავის ამებიაზის (ამებიით გამოწვეული ინფექციის ტიპი), ღვიძლის ამებიაზის, არასპეციფიკური ვაგინიტის (ვაგინალური ინფექცია), ანაერობული ინფექციების და ტრიქომონას გამო გენიტალური ინფექციების დროს. ნეოფლექსი 0.5% მეტრონიდაზოლის შეფუთვა შეიცავს 100 მლ პოლიპროპილენის ტომარაში.

მიღების წესი და დოზირება

ინსტრუქცია გამოყენების წესის და დოზირების/ინექციის სიხშირის შესახებ:

ნეოფლექსი 0,5% მეტრონიდაზოლის საინექციო ხსნარი არის მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება განსაკუთრებულ სიტუაციებში. ექიმი განსაზღვრავს თქვენთვის საჭირო დოზირებას და მიღების სიხშრეს თქვენი დაავადების სახეობის და დაავადების სირთულის შესაბამისად.

გამოყენების წესი და მეთოდი

კეთდება ვენაში ინექციის გზით.

განსაკუთრებული ჯგუფები:

გამოყენება ბავშვებში:

ნეოფლექსი 0.5% მეტრონიდაზოლის გამოყენება შესაძლებელია ბავშვებში.

გამოყენება ხანდაზმულებში

საჭიროა სიფრთხილე ნეოფლექსი 0.5% მეტრონიდაზოლის გამოყენებისას ხანდაზმულ პაციენტებში, განსაკუთრებით მაღალი დოზირებებისას.

გამოყენების სპეციალური შემთხვევები:

თირკმელების/ღვიძლის დარღვევები:

ვინაიდან ეს პრეპარატი გამოიყოფა შარდში, საჭიროა სიფრთხილე თირკმლის დაავადების მქონე პაციენტებში გამოყენებისას.

ექიმმა შესაძლოა დანიშნოს დაბალი დოზირება ან ხანმოკლე ვადით მკურნალობა ღვიძლის დაავადების დროს.

თუ გაქვთ შეგრძნება, რომ ნეოფლექსი 0.5% მეტრონიდაზოლი ახდენს თქვენზე ძალიან ძლიერ ან პირიქით სუსტ ეფექტს, უნდა მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისათვის.

თუ მიიღეთ ნეოფლექს 0.5% მეტრონიდაზოლის მაღალი დოზირება

მიმართეთ ექიმს ან ფარამცევტს თუ მიიღეთ ნეოფლექს 0.5% მეტრონიდაზოლის ჭარბი დოზირება

თუ დაგავიწყდათ ნეოფლექს 0.5% მეტრონიდაზოლის დოზის მიღება

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით.

თუ გამოტოვეთ ნეოფლექსი 0.5% მეტრონიდაზოლის დოზა, უნდა მიიღოთ მომდევნო დოზა ჩვეულებრივ მისაღებ დროს.

ნებისმიერი კითხვების შემთხვევაში ამ პროდუქტის გამოყენების შესახებ, მიმართეთ ექიმს ან ფარამცევტს.

ეფექტები, რომლებიც შესაძლოა გამოვლინდეს ნეოფლექსი 0.5% მეტრონიდაზოლით მკურნალობის შეწყვეტისას

არ არის მოსალოდნელი ეფექტები მეტრონიდაზოლით მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში.

  • მოსალოდნელი გვერდით ეფექტები

ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად ნეოფლექსი 0.5% მეტრონიდაზოლის გამოყენების დროსაც შესაძლოა გამოვლინდნენ გვერდითი ეფექტები პირებში, რომლებთაც აღენიშნებათ მგრძნობელობა მასში შემავალი ნივთიერებების მიმართ.

თუ შენიშნავთ შემდეგ მოვლენებს უნდა შეწყვიტოთ ნეოფლექსი 0.5% მეტრონიდაზოლის გამოყენება და სასწრაფოდ მიმართოთ ექიმს ან სამედიცინო დახმარებას:

  • თუ აღინიშნება შეშუპება ხელებზე, ტერფებზე, სახსრებზე, სახეზე, ტუჩებზე ან ყელზე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეამჩნიოთ ქავილიანი გამონაყარი. ეს მიუთითებს, რომ თქვენ გახასიათებთ ალერგიული რეაქცია ნეოფლექსი 0.5% მეტრონიდაზოლის მიმართ.
  • რთული, მაგრამ ძალიან იშვიათი ეფექტი არის თავის ტვინის დაავადება, რომელსაც ეწოდება ენცეფალოპათია. ახასიათებს განსხვავებული სიმპტომები, როგორიცაა სიცხე, კისრის რიგიდულობა, თავის ტკივილი ან შესაძლოა გესმოდეთ ხმები, რომლებიც არ არსებობს. შეიძლება ასევე გამოვლინდეს ხელებისა და ფეხების მოძრაობის გართულება, მეტყველების დაქვეითება ან თავბრუსხვევის შეგრძნება.

ესენი არიან ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტები.

თუ გამოვლინდება რომელიმე მათგანი, შესაძლოა საჭირო გახდეს სასწრაფო სამედიცინო ჩარევა და ჰოსპიტალიზაცია.

თუ აღინიშნება შემდეგი მოვლენებიდან რომელინე, უნდა სასწრაფოდ მიმართოთ ექიმს ან სამედიცინო დახმარებას ახლომდებარე კლინიკაში:

კანისა და თვალების ყვითლად შეფერვა. ეს შეიძლება მიუთითებდეს ღვიძლის დაავადებაზე (სიყვითლე). ღვიძლის უკმარისობის შემთხვევები, რომლებიც საჭიროებს ღვიძლის ტრანსპლანტაციას, აღინიშნა პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ მეტრონიდაზოლით სხვა ანტიბიოტიკებთან ერთად.

მოულოდნელი ინფექციები, პირის ღრუს წყლულები, სისხლჩაქცევები, ღრძილების სისხლდენა და დაღლილობა. ეს მდგომარეობა შეიძლება გამოწვეული იყოს სისხლის პრობლემებით.

მუცლის ძლიერი ტკივილი, რომელიც აისახება ზურგზე (პანკრეატიტი) ეს ყველაფერი სერიოზული გვერდითი მოვლენაა. შეიძლება საჭირო გახდეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჩარევა. ეს სერიოზული გვერდითი მოვლენები ძალიან იშვიათია.

თუ შეამჩნევთ რომელიმე ჩამოთვლილთაგანს, აცნობეთ ექიმს:

ძალიან იშვიათად (<1 / 10,000)

კრუნჩხვები

ფსიქიკური პრობლემები, როგორიცაა თავბრუსხვევა და არ არსებული საგნების სმენა ან დანახვა (ჰალუცინაციები)

გამონაყარი კანზე ან სიწითლე

თვალის პრობლემები, როგორიცაა ბუნდოვანი ან გაორებული მხედველობა

თავის ტკივილი

შარდის მუქი ფერი

ძილიანობა ან თავბრუსხვევა

კუნთების ან სახსრების ტკივილი

სიხშირე უცნობია (სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემების საფუძველზე)

გრძნობის დაკარგვა, ჩხვლეტის შეგრძნება, ტკივილი ან დაღლილობა ხელებსა და ფეხებში

უსიამოვნო გემო პირში

ჟანგისფერი ენა

გულისრევა, ღებინება, კუჭის აშლილობა ან დიარეა

მადის დაკარგვა

ცხელება

ფსიქიკური დეპრესიის შეგრძნება ტკივილი თვალებში (ოპტიკური ნევრიტი)

სიმპტომების ჯგუფის კომბინაცია, როგორიცაა ცხელება, თავის ტკივილი, კისრის რიგიდულობა, სინათლის მიმართ ჰიპერმგრძნობელობა, გულისრევა და ღებინება. ეს მდგომარეობა შეიძლება გამოწვეული იყოს თავის ტვინისა და ზურგის ტვინის მიმდებარე გარსის ანთება (მენინგიტი).

თუ აღინიშნება რაიმე გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის მითითებული ამ გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

სიფრთხილის ზომები

არ შეიძლება 500მგ/100მლ მეტრონიდაზოლის გამოყენება შემდეგ შემთხვევებში

არ შეიძლება პაციენტებში გამოყენება, რომლებთაც აღენიშნებათ ჰიპერმგრძნობელობა იმიდაზოლის წარმოებულების ან ამ მედიკამენტში შემავალი დამხმარე ნივთიერებების მიმართ.

ნეოფლექსი 0.5% მეტრონიდაზოლი გამოიყენება სიფრთხილით შემდეგ შემთხვევებში

  • თუ გაქვთ ან გქონდათ ღვიძლის პრობლემები.
  • თუ ხართ დიალიზზე თირკმლის უკმარისობის გამო.
  • თუ გაქვთ ნერვულ სისტემასთან დაკავშირებული დაავადება.
  • მკურნალობის დროს თავი უნდა შეიკავოთ ალკოჰოლური სასმელებისგან და არ დალიოთ ალკოჰოლი მკურნალობის დასრულებიდან სულ მცირე 48 საათის განმავლობაში.
  • მეტრონიდაზოლი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული თუ ანამნეზში აღინიშნება სისხლთან დაკავშირებული გენეტიკური დაავადების შემთხვევები.
  • იმ შემთხვევებში, როდესაც საჭიროა ნეოფლექს 0.5% მეტრონიდაზოლის ხანგრძლივი გამოყენება, გრძელვადიანი გამოყენება უნდა იყოს შეფასებული და გადაწყვეტილი განსაკუთრებული სიფრთხილით.

ნეოფექსი 0.5% მეტრონიდაზოლის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად

ვინაიდან ნეოფლექსი 0,5% მეტრონიდაზოლის საინექციო ხსნარი შეიყვანება ინტრავენურად, მისი მიღება შესაძლებელია როგორც უზმოზე ასევე კვების შემდეგაც.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ამ მედიკამენტის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან. ნეოფლექსი 0.5% მეტრონიდაზოლის გამოყენებას უნდა მოერიდოთ ორსულობის დროს, თავიდან უნდა იქნას აცილებული ორსულობის დროს ან ძუძუთი კვების დროს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც თქვენი ექიმი ამას მიიჩნევს განსაკუთრებულად საჭიროდ. ის არ უნდა დაინიშნოს ორსულობის პირველი სამი თვის განმავლობაში. თუ მკურნალობის დროს შეამჩნევთ, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ლაქტაციის პერიოდი

ამ მედიკამენტის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ვინაიდან ნეოფლექსი 0 5% მეტრონიდაზოლი გადადის დედის რძეში, ის არ უნდა იქნას გამოყენებული მეძუძურ ქალებში.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ნეოფლექს 0.5% მეტრონიდაზოლით მკურნალობის დროს შეიძლება განვითარდეს გვერდითი მოვლენები, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინონ ავტომობილის მართვისა და მექანიზმების მართვის უნარზე (მაგ. დაბნეულობა, თავბრუსხვევა, ჰალუცინაციები, მხედველობის დარღვევა და ა.შ.) თუ ეს გვერდითი მოვლენები გამოვლინდა თქვენს შემთხვევაში, არ მართოთ ავტომობილი და არ გამოიყენოთ მექანიზმები.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ნეოფლექს 0.5% მეტრონიდაზოლის ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ

ნატრიუმის შემცველობის გამო საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე პაციენტებში, რომლებიც იღებენ დაბალ ნატრიუმიან საკვებს და იცავენ უმარილო დიეტას.

სხვა მედიკამენტების მიღება/გამოყენება

მეტრონიდაზოლმა შეიძლება გამოიწვიოს დაბნეულობა და მსგავსი ფსიქოლოგიური რეაქციები დისულფირამის თერაპიასთან ერთად გამოყენებისას.

საჭიროა სიფრთხილე პაციენტებში, რომლებიც იღებენ თერაპიას ვარფარინით.

ასევე, აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ მკურნალობთ შემდეგი მედიკამენტებით: ლითიუმი, ვეკურონიუმი, ფენობარბიტალი ან ფენიტოინი, 5-ფტორურაცილი, ბუსულფანი, ციკლოსპორინი.

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ამჟამად ან წარსულში იყენებდით ნებისმიერ მედიკამენტს, მათ შორის ურეცეპტოდ გაცემულ სამკურნალო საშუალებებსაც.

გვერდითი მოვლენები

ნებისმიერი არასასურველი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში, მათ შორის ისეთი ეფექტებისაც, რომლებიც არ არის მითითებული ამ ინსტრუქციაში, მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან სამედიცინო პერსონალს. გვერდითი ეფექტების შეტყობინება ასევე შეგიძლიათ თურქეთის ფარმაკოლოგიური კონტროლის ცენტში (TUFAM), ვეგ-გვერდზე www.titck.gov.tr ან ცხელ ხაზზე დარეკვის გზით 0 800 314 00 08. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით თქვენ ხელს შეუწყობთ წამლის უსაფრთხო გამოყენების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.

შენახვის პირობები

შეინახეთ ნეოფლექსი 0.5% მეტრონიდაზოლი ყოველთვის ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას და საწყის შეფუთვაში.

ეს მედიკამენტი ინახება არაუმეტეს 25°C-ზე ტემპერატურაზე და სინათლისგან დაცულ ადგილას. გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადის შესაბამისად.

ნეოფლექსი 0.5% მეტრონიდაზოლი არ გამოიყენოთ შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ვრცელდება აღნიშნული თვის ბოლო დღემდე.

არ გადააგდოთ ვადაგასული ან გამოუყენებელი მედიკამენტები! გადაეცით ისინი შესაბამისი ადგილობრივი ხელისუფლების მიერ განსაზღვრულ შეგროვების სისტემას.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

ფურცელჩანართი პაციენტებისათვის

ნეოფლექსი 0,5% მეტრონიდაზოლი ვენაში შესაყვანი საინექციო ხსნარი

ინტრავენური გამოყენებისათვის

სტერილური

აქტიური ნივთიერებები: ყოველი 100 მლ ხსნარი შეიცავს 500 მილიგრამ მეტრონიდაზოლს

დამხმარე ნივთიერება: ორფუძიანი ნატრიუმის ფოსფატის ჰეფტაჰიდრატი, ნატრიუმის ქლორიდი, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, საინექციო წყალი

ამ პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ მთლიანი გამოყენების ინსტრუქცია, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშნელოვან ინფორმაციებს.

შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შეიძლება მოგვიანებით ხელახლა დაგჭირდეთ წაკითხვა.

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ეს მედიკამენტი დაგენიშნათ თქვენ პირადად და არ უნდა გადასცეთ იგი სხვებს გამოყენებისათვის.

ამ მედიკამენტით მკურნალობის პერიოდში, გთხოვთ, აცნობეთ ექიმს, რომ იყენებთ ამ პრეპარატს ექიმთან ან საავადმყოფოში ვიზიტისას.

ზუსტად დაიცავით ამ ინსტრუქციაში აღნიშნული მითითებები. არ გამოიყენოთ რეკომენდებულ დოზაზე უფრო მაღალი ან დაბალი დოზები.

გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს:

  • რას წარმოადგენს ნეოფლექსი 0.5% მეტრონიდაზოლი და რისთვის გამოიყენება?
  • ინფორმაცია ნეოფლექსი 0.5% მეტრონიდაზოლის გამოყენებამდე
  • ნეოფლექსი 0.5% მეტრონიდაზოლის მიღების წესი
  • მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
  • ნეოფლექსი 0.5% მეტრონიდაზოლის შენახვის პირობები
  • რას წარმოადგენს ნეოფლექსი 0.5% მეტრონიდაზოლი და რისთვის გამოიყენება?

ნეოფლექსი 0.5% მეტრონიდაზოლი საინექციო ხსნარი გამოიყენება ნაწლავის ამებიაზის (ამებიით გამოწვეული ინფექციის ტიპი), ღვიძლის ამებიაზის, არასპეციფიკური ვაგინიტის (ვაგინალური ინფექცია), ანაერობული ინფექციების და ტრიქომონას გამო გენიტალური ინფექციების დროს. ნეოფლექსი 0.5% მეტრონიდაზოლის შეფუთვა შეიცავს 100 მლ პოლიპროპილენის ტომარაში.

  • ინფორმაცია ნეოფლექსი 0.5% მეტრონიდაზოლის გამოყენებამდე

არ შეიძლება 500მგ/100მლ მეტრონიდაზოლის გამოყენება შემდეგ შემთხვევებში

არ შეიძლება პაციენტებში გამოყენება, რომლებთაც აღენიშნებათ ჰიპერმგრძნობელობა იმიდაზოლის წარმოებულების ან ამ მედიკამენტში შემავალი დამხმარე ნივთიერებების მიმართ.

ნეოფლექსი 0.5% მეტრონიდაზოლი გამოიყენება სიფრთხილით შემდეგ შემთხვევებში

  • თუ გაქვთ ან გქონდათ ღვიძლის პრობლემები.
  • თუ ხართ დიალიზზე თირკმლის უკმარისობის გამო.
  • თუ გაქვთ ნერვულ სისტემასთან დაკავშირებული დაავადება.
  • მკურნალობის დროს თავი უნდა შეიკავოთ ალკოჰოლური სასმელებისგან და არ დალიოთ ალკოჰოლი მკურნალობის დასრულებიდან სულ მცირე 48 საათის განმავლობაში.
  • მეტრონიდაზოლი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული თუ ანამნეზში აღინიშნება სისხლთან დაკავშირებული გენეტიკური დაავადების შემთხვევები.
  • იმ შემთხვევებში, როდესაც საჭიროა ნეოფლექს 0.5% მეტრონიდაზოლის ხანგრძლივი გამოყენება, გრძელვადიანი გამოყენება უნდა იყოს შეფასებული და გადაწყვეტილი განსაკუთრებული სიფრთხილით.

ნეოფექსი 0.5% მეტრონიდაზოლის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად

ვინაიდან ნეოფლექსი 0,5% მეტრონიდაზოლის საინექციო ხსნარი შეიყვანება ინტრავენურად, მისი მიღება შესაძლებელია როგორც უზმოზე ასევე კვების შემდეგაც.

ორსულობა

ამ მედიკამენტის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან. ნეოფლექსი 0.5% მეტრონიდაზოლის გამოყენებას უნდა მოერიდოთ ორსულობის დროს, თავიდან უნდა იქნას აცილებული ორსულობის დროს ან ძუძუთი კვების დროს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც თქვენი ექიმი ამას მიიჩნევს განსაკუთრებულად საჭიროდ. ის არ უნდა დაინიშნოს ორსულობის პირველი სამი თვის განმავლობაში. თუ მკურნალობის დროს შეამჩნევთ, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ლაქტაციის პერიოდი

ამ მედიკამენტის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ვინაიდან ნეოფლექსი 0 5% მეტრონიდაზოლი გადადის დედის რძეში, ის არ უნდა იქნას გამოყენებული მეძუძურ ქალებში.

ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობის უნარი

ნეოფლექს 0.5% მეტრონიდაზოლით მკურნალობის დროს შეიძლება განვითარდეს გვერდითი მოვლენები, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინონ ავტომობილის მართვისა და მექანიზმების მართვის უნარზე (მაგ. დაბნეულობა, თავბრუსხვევა, ჰალუცინაციები, მხედველობის დარღვევა და ა.შ.) თუ ეს გვერდითი მოვლენები გამოვლინდა თქვენს შემთხვევაში, არ მართოთ ავტომობილი და არ გამოიყენოთ მექანიზმები.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ნეოფლექს 0.5% მეტრონიდაზოლის ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ

ნატრიუმის შემცველობის გამო საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე პაციენტებში, რომლებიც იღებენ დაბალ ნატრიუმიან საკვებს და იცავენ უმარილო დიეტას.

სხვა მედიკამენტების მიღება/გამოყენება

მეტრონიდაზოლმა შეიძლება გამოიწვიოს დაბნეულობა და მსგავსი ფსიქოლოგიური რეაქციები დისულფირამის თერაპიასთან ერთად გამოყენებისას.

საჭიროა სიფრთხილე პაციენტებში, რომლებიც იღებენ თერაპიას ვარფარინით.

ასევე, აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ მკურნალობთ შემდეგი მედიკამენტებით: ლითიუმი, ვეკურონიუმი, ფენობარბიტალი ან ფენიტოინი, 5-ფტორურაცილი, ბუსულფანი, ციკლოსპორინი.

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ამჟამად ან წარსულში იყენებდით ნებისმიერ მედიკამენტს, მათ შორის ურეცეპტოდ გაცემულ სამკურნალო საშუალებებსაც.

  • ნეოფლექსი 0,5% მეტრონიდაზოლის მიღების წესი

ინსტრუქცია გამოყენების წესის და დოზირების/ინექციის სიხშირის შესახებ:

ნეოფლექსი 0,5% მეტრონიდაზოლის საინექციო ხსნარი არის მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება განსაკუთრებულ სიტუაციებში. ექიმი განსაზღვრავს თქვენთვის საჭირო დოზირებას და მიღების სიხშრეს თქვენი დაავადების სახეობის და დაავადების სირთულის შესაბამისად.

გამოყენების წესი და მეთოდი

კეთდება ვენაში ინექციის გზით.

განსაკუთრებული ჯგუფები:

გამოყენება ბავშვებში:

ნეოფლექსი 0.5% მეტრონიდაზოლის გამოყენება შესაძლებელია ბავშვებში.

გამოყენება ხანდაზმულებში

საჭიროა სიფრთხილე ნეოფლექსი 0.5% მეტრონიდაზოლის გამოყენებისას ხანდაზმულ პაციენტებში, განსაკუთრებით მაღალი დოზირებებისას.

გამოყენების სპეციალური შემთხვევები:

თირკმელების/ღვიძლის დარღვევები:

ვინაიდან ეს პრეპარატი გამოიყოფა შარდში, საჭიროა სიფრთხილე თირკმლის დაავადების მქონე პაციენტებში გამოყენებისას.

ექიმმა შესაძლოა დანიშნოს დაბალი დოზირება ან ხანმოკლე ვადით მკურნალობა ღვიძლის დაავადების დროს.

თუ გაქვთ შეგრძნება, რომ ნეოფლექსი 0.5% მეტრონიდაზოლი ახდენს თქვენზე ძალიან ძლიერ ან პირიქით სუსტ ეფექტს, უნდა მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისათვის.

თუ მიიღეთ ნეოფლექს 0.5% მეტრონიდაზოლის მაღალი დოზირება

მიმართეთ ექიმს ან ფარამცევტს თუ მიიღეთ ნეოფლექს 0.5% მეტრონიდაზოლის ჭარბი დოზირება

თუ დაგავიწყდათ ნეოფლექს 0.5% მეტრონიდაზოლის დოზის მიღება

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით.

თუ გამოტოვეთ ნეოფლექსი 0.5% მეტრონიდაზოლის დოზა, უნდა მიიღოთ მომდევნო დოზა ჩვეულებრივ მისაღებ დროს.

ნებისმიერი კითხვების შემთხვევაში ამ პროდუქტის გამოყენების შესახებ, მიმართეთ ექიმს ან ფარამცევტს.

ეფექტები, რომლებიც შესაძლოა გამოვლინდეს ნეოფლექსი 0.5% მეტრონიდაზოლით მკურნალობის შეწყვეტისას

არ არის მოსალოდნელი ეფექტები მეტრონიდაზოლით მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში.

  • მოსალოდნელი გვერდით ეფექტები

ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად ნეოფლექსი 0.5% მეტრონიდაზოლის გამოყენების დროსაც შესაძლოა გამოვლინდნენ გვერდითი ეფექტები პირებში, რომლებთაც აღენიშნებათ მგრძნობელობა მასში შემავალი ნივთიერებების მიმართ.

თუ შენიშნავთ შემდეგ მოვლენებს უნდა შეწყვიტოთ ნეოფლექსი 0.5% მეტრონიდაზოლის გამოყენება და სასწრაფოდ მიმართოთ ექიმს ან სამედიცინო დახმარებას:

  • თუ აღინიშნება შეშუპება ხელებზე, ტერფებზე, სახსრებზე, სახეზე, ტუჩებზე ან ყელზე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეამჩნიოთ ქავილიანი გამონაყარი. ეს მიუთითებს, რომ თქვენ გახასიათებთ ალერგიული რეაქცია ნეოფლექსი 0.5% მეტრონიდაზოლის მიმართ.
  • რთული, მაგრამ ძალიან იშვიათი ეფექტი არის თავის ტვინის დაავადება, რომელსაც ეწოდება ენცეფალოპათია. ახასიათებს განსხვავებული სიმპტომები, როგორიცაა სიცხე, კისრის რიგიდულობა, თავის ტკივილი ან შესაძლოა გესმოდეთ ხმები, რომლებიც არ არსებობს. შეიძლება ასევე გამოვლინდეს ხელებისა და ფეხების მოძრაობის გართულება, მეტყველების დაქვეითება ან თავბრუსხვევის შეგრძნება.

ესენი არიან ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტები.

თუ გამოვლინდება რომელიმე მათგანი, შესაძლოა საჭირო გახდეს სასწრაფო სამედიცინო ჩარევა და ჰოსპიტალიზაცია.

თუ აღინიშნება შემდეგი მოვლენებიდან რომელინე, უნდა სასწრაფოდ მიმართოთ ექიმს ან სამედიცინო დახმარებას ახლომდებარე კლინიკაში:

კანისა და თვალების ყვითლად შეფერვა. ეს შეიძლება მიუთითებდეს ღვიძლის დაავადებაზე (სიყვითლე). ღვიძლის უკმარისობის შემთხვევები, რომლებიც საჭიროებს ღვიძლის ტრანსპლანტაციას, აღინიშნა პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ მეტრონიდაზოლით სხვა ანტიბიოტიკებთან ერთად.

მოულოდნელი ინფექციები, პირის ღრუს წყლულები, სისხლჩაქცევები, ღრძილების სისხლდენა და დაღლილობა. ეს მდგომარეობა შეიძლება გამოწვეული იყოს სისხლის პრობლემებით.

მუცლის ძლიერი ტკივილი, რომელიც აისახება ზურგზე (პანკრეატიტი) ეს ყველაფერი სერიოზული გვერდითი მოვლენაა. შეიძლება საჭირო გახდეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჩარევა. ეს სერიოზული გვერდითი მოვლენები ძალიან იშვიათია.

თუ შეამჩნევთ რომელიმე ჩამოთვლილთაგანს, აცნობეთ ექიმს:

ძალიან იშვიათად (<1 / 10,000)

კრუნჩხვები

ფსიქიკური პრობლემები, როგორიცაა თავბრუსხვევა და არ არსებული საგნების სმენა ან დანახვა (ჰალუცინაციები)

გამონაყარი კანზე ან სიწითლე

თვალის პრობლემები, როგორიცაა ბუნდოვანი ან გაორებული მხედველობა

თავის ტკივილი

შარდის მუქი ფერი

ძილიანობა ან თავბრუსხვევა

კუნთების ან სახსრების ტკივილი

სიხშირე უცნობია (სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემების საფუძველზე)

გრძნობის დაკარგვა, ჩხვლეტის შეგრძნება, ტკივილი ან დაღლილობა ხელებსა და ფეხებში

უსიამოვნო გემო პირში

ჟანგისფერი ენა

გულისრევა, ღებინება, კუჭის აშლილობა ან დიარეა

მადის დაკარგვა

ცხელება

ფსიქიკური დეპრესიის შეგრძნება ტკივილი თვალებში (ოპტიკური ნევრიტი)

სიმპტომების ჯგუფის კომბინაცია, როგორიცაა ცხელება, თავის ტკივილი, კისრის რიგიდულობა, სინათლის მიმართ ჰიპერმგრძნობელობა, გულისრევა და ღებინება. ეს მდგომარეობა შეიძლება გამოწვეული იყოს თავის ტვინისა და ზურგის ტვინის მიმდებარე გარსის ანთება (მენინგიტი).

თუ აღინიშნება რაიმე გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის მითითებული ამ გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი მოვლენების შეტყობინება

ნებისმიერი არასასურველი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში, მათ შორის ისეთი ეფექტებისაც, რომლებიც არ არის მითითებული ამ ინსტრუქციაში, მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან სამედიცინო პერსონალს. გვერდითი ეფექტების შეტყობინება ასევე შეგიძლიათ თურქეთის ფარმაკოლოგიური კონტროლის ცენტში (TUFAM), ვეგ-გვერდზე www.titck.gov.tr ან ცხელ ხაზზე დარეკვის გზით 0 800 314 00 08. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით თქვენ ხელს შეუწყობთ წამლის უსაფრთხო გამოყენების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.

  • ნეოფლქსი 0.5% მეტრონიდაზოლის შენახვის პირობები

შეინახეთ ნეოფლექსი 0.5% მეტრონიდაზოლი ყოველთვის ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას და საწყის შეფუთვაში.

ეს მედიკამენტი ინახება არაუმეტეს 25°C-ზე ტემპერატურაზე და სინათლისგან დაცულ ადგილას. გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადის შესაბამისად.

ნეოფლექსი 0.5% მეტრონიდაზოლი არ გამოიყენოთ შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ვრცელდება აღნიშნული თვის ბოლო დღემდე.

არ გადააგდოთ ვადაგასული ან გამოუყენებელი მედიკამენტები! გადაეცით ისინი შესაბამისი ადგილობრივი ხელისუფლების მიერ განსაზღვრულ შეგროვების სისტემას.

სავაჭრო ნებართვის მფლობელი:

ტურკტიპსან საგლიკ ტურიზმ ეგიტიმ ვე ტიკარეტ ა.ს.

აკზურტ/ანკარა

ელ.ფოსტა: [email protected]

ტელ: +903128441508

ფაქსი:+90 312 8441527

მწარმოებელი:

გამოყენების ინსტრუქციის დამოწმების თარიღი 08.02.2018.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა