ნელადექსი
Neladex
ოფთალმოლოგია -მხედველობის ორგანოს დაავადებების მოკლევადიანი მკურნალობა, როცა ნაჩვენებია კორტიკოსტეროიდების გამოყენება, და რომლებიც ითხოვენ ანტიბაქტერიული თერაპიას პროფილაქტიკის მიზნით, სოკოვანი და ვირუსული ეტიოლოგიის ინფექციების გამორიცხვის შემდეგ. ოტოლოგია -მწვავე და ქრონიკული გარეთა ოტიტი.
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- პოლიმიქსინი (polymyxin) + ნეომიცინი (neomycin) + დექსამეტაზონი (dexamethasone)
- ფორმა და შეფუთვა
- (1მგ + 3.5მგ + 6000ს.ე.)/მლ 5მლ თვალისა და ყურის წვეთები, სუსპენზია დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენის საწვეთურიანი ფლაკონი №1
- მწარმოებელი
- WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S. (Tekirdag), თურქეთი; WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S., თურქეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ოფთალმოლოგიური და ოტოლოგიური პრეპარატები, კორტიკოსტეროიდები და ინფექციის საწინააღმდეგო საშუალებები კომბინაციაში
- ATC კოდი
- S03CA01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-044459
- რეგისტრირებულია
- 11 დეკემბერი 2025, მოქმედებს 11 დეკემბერი 2030-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S. (თურქეთი)
- განმცხადებელი
- შპს „გლობალფარმი“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ნელადექსი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ოფთალმოლოგია
- მხედველობის ორგანოს დაავადებების მოკლევადიანი მკურნალობა, როცა ნაჩვენებია კორტიკოსტეროიდების გამოყენება, და რომლებიც ითხოვენ ანტიბაქტერიული თერაპიას პროფილაქტიკის მიზნით, სოკოვანი და ვირუსული ეტიოლოგიის ინფექციების გამორიცხვის შემდეგ.
ოტოლოგია
- მწვავე და ქრონიკული გარეთა ოტიტი.
მიღების წესი და დოზირება
ოფთალმოლოგია
დოზირება
ბავშვები და ზრდასრულები (ხანდაზმული პაციენტების ჩათვლით)
1-2 წვეთი დაზიანებულ თვალში 6-ჯერ დღე-ღამეში ან უფრო ხშირად, თუ ამას მოითხოვს კლინიკური სიტუაცია.
გამოყენების წესი
ოფთალმოლოგიაში ადგილობრივი გამოყენებისათვის. არ შეიძლება გადაყლაპვა და ინექციის სახით გამოყენება.
პრეპარატის გამოყენების წინ აუცილებელია ფლაკონის შენჯღრევა.
ფლაკონის გახსნის შემდეგ, პრეპარატის გამოყენების წინ მოხსენით რგოლი, რომელიც უზრუნველყოფს პირველადი გახსნის კონტროლს.
საწვეთურისა და სუსპენზიის დაბინძურების თავიდან ასაცილებლად, დაცული უნდა იქნას სიფრთხილე და საწვეთური არ უნდა შეეხოს ქუთუთოებს, თვალის ირგვლივ არეს ან სხვა ზედაპირებს.
რეკომენდებულია საცრემლე არხის ოკლუზია ან თვალის ფრთხილად დახუჭვა პრეპარატის ჩაწვეთების შემდეგ. ამით შესაძლოა შემცირდეს პრეპარატის სისტემური აბსორბცია და სისტემური არასასურველი რაქციები.
ოტოლოგია
მკურნალობის დაწყების წინ აუცილებელია დარწმუნდეთ, რომ დაფის აპკი დაზიანებული არ არის.
დოზირება
გარეთა ოტიტისა და გარეთა სასამენი მილის ინფიცირებული ეგზემის დროს ზრდასრულებში ̶ 1-5 წვეთი თითოეულ ყურში 2-ჯერ დღე-ღამეში.
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების თავისებურებებზე და განისაზღვრება ექიმის მიერ.
ბავშვები
ბავშვებში პრეპარატი გამოიყენება ექიმის დანიშნულებით.
გამოყენების წესი
ადგილობრივი გამოყენებისათვის ოტოლოგიაში. არ შეიძლება გადაყლაპვა და ინექციის სახით გამოყენება. პრეპარატის გამოყენების წინ აუცილებელია ფლაკონის შენჯღრევა.
საწვეთურისა და სუსპენზიის დაბინძურების თავიდან ასაცილებლად, დაცული უნდა იქნას სიფრთხილე და არ უნდა შეახოთ საწვეთური რაიმე ზედაპირს.
ცივი სითხის ყურში მოხვედრისას უსიამოვნო შეგრძნებების თავიდან ასაცილებლად ფლაკონი გაათბეთ ხელში. არ შეიყვანოთ წნევით. გადახარეთ თავი, ჩაიწვეთეთ საჭირო რაოდენობის წვეთები ყურში და გეჭიროთ თავი გადახრილ მდგომარეობაში რამდენიმე წუთის განმავლობაში.
პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები
პაციენტები თირკმლისა და ღვიძლის უკმარისობით
პრეპარატის გამოყენება ამ ჯგუფის პაციენტებში შესწავლილი არ არის. თუმცა, ადგილობრივი გამოყენებისას, აქტიური კომპონენტების დაბალი სისტემური აბსორბციის გამო დოზირების კორექცია საჭირო არ არის.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი აქტიური ან დამხმარე კომპონენტის მიმართ;
კერატიტი, რომელიც გამოწვეულია Herpes simplex-ით;
ვაქცინური დაავადება, ჩუტყვავილა და რქოვანას და კონიუნქტივას სხვა ვირუსული დაავადებები;
თვალის სოკოვანი ან არანამკურნალები პარაზიტული ინფექციები;
თვალის მიკობაქტერიული ინფექციები;
ყურის ვირუსული და სოკოვანი დაავადებები;
დაფის აპკის დადასტურებული ან საეჭვო პერფორაცია.
ნეომიცინის სულფატის ცნობილი ოტოტოქსიურობისა და ნეფროტოქსიურობის გამო პრეპარატ ნელადექსის დიდი რაოდენობით ან ვრცელ ზედაპირზე დიდი ხნის განმავლობაში გამოყენება რეკომენდებული არ არის იმ გარემოებებში, როდესაც შესაძლებელია სისტემური აბსორბცია.
სიფრთხილის ზომები
პრეპარატის გამოყენების წინ აუცილებელია დარწმუნდეთ, რომ დაფის აპკი დაზიანებული არ არის. დაფის აპკის მთლიანობის დარღვევის დროს პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია სმენისა და ვესტიბულურ აპარატზე ტოქსიური ზემოქმედების რისკის გამო (სიყრუე, წონასწორობის დარღვევა).
მოერიდეთ მედიკამენტის ხანგრძლივ უკონტროლო გამოყენებას, ვინაიდან ამან შეიძლება გამოიწვიოს შეუქცევადი ნაწილობრივი ან სრული სმენაჩლუნგობა, განსაკუთრებით ხანდაზმულ და თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში. თირკმელების ფუნქციის დარღვევის დროს მცირდება ნოემიცინის პლაზმური კლირენსი.
სხვა ანტიბაქტერიული პრეპარატების ანალოგიურად, ისეთი ანტიბიოტიკების ხანგრძლივმა გამოყენებამ, როგორიცაა ნეომიცინი და პოლიმიქსინი, შეიძლება გამოიწვიოს რეზისტენტული ბაქტერიული შტამებისა და სოკოების გაძლიერებული ზრდა. სუპერინფექციის განვითარების შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს და დაიწყოს სხვა ალტერნატიული მკურნალობა. ადგილობრივი გამოყენების სტეროიდებისა და ანტიბიოტიკების კომბინაციით მკურნალობა არ უნდა გაგრძელდეს 7 დღეზე მეტხანს, კლინიკური გაუმჯობესების არარსებობისას.
ზოგიერთ პაციენტს შეიძლება განუვითარდეს ჰიპერმგრძნობელობა ისეთი ადგილობრივი გამოყენების ამინოგლიკოზიდების მიმართ, როგორიცაა ნეომიცინი. ასევე შეიძლება წარმოიქმნას ჯვარედინი ჰიპერმგრძნიბელობა სხვა ამინოგლიკოზიდების მიმართ. ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების სიმძიმე შეიძლება ვარირებდეს ადგილობრივი ეფექტებიდან გენერალიზებულ რეაქციებამდე, როგორიცაა ერითემა, ქავილი, ჭინჭრის ციება, კანისმიერი გამონაყარი, ანაფილაქსია, ანაფილაქტოიდური ან ბულოზური რეაქციები. თუ პრეპარატით მკურნალობის დროს ვითარდება ჰიპერმგრძნობელობის ნიშნები, მკურნალობა უნდა შეწყდეს.
პაციენტებს, რომლებიც იყენებენ ისეთ ოფთალმოლოგიურ პრეპარატებს, რომლებიც შეიცავენ ნეომიცინის სულფატს, უნდა მიეცეს რეკომენდაცია მიმართონ ექიმს, თუ ტკივილი, სიწითლე, შეშუპება ან თვალის გაღიზიანება ნარჩუნდება ან მატულობს.
ნეომიცინის სისტემური ან ადგილობრივად დაზიანებულ კანზე მისი გამოყენებისას, აღინიშნებოდა მძიმე არასასურველი ნეიროტოქსიური, ოტოტოქსიური და ნეფროტოქსიური რეაქციები. ნეფროტოქსიური და ნეიროტოქსიური რეაქციები ასევე დაფიქსირდა პოლიმიქსინ В-ს სისტემური გამოყენების დროს. ოფთალმოლოგიაში ადგილობრივი გამოყენების დროს მსგავსი რეაქციების შესახებ შეტყობინებების არარსებობის მიუხედავად, უნდა იქნას დაცული სიფრთხილე ამინოგლიკოზიდების ან პოლიმიქსინ В-ს ერთდროული სისტემური დანიშვნისას.
ოფთალმოლოგიური კორტიკოსტეროიდების ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თვალშიდა წნევის მომატება და/ ან გლაუკომა მხედველობის ნერვის დაზიანებით, მხედველობის სიმახვილის დაქვეითება და მხედველობის ველის დეფექტები, უკანა სუბკაფსულური კატარაქტის განვითარება. ამიტომ პაციენტებთან, რომლებიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში იყენებენ ოფთალმოლოგიური კორტიკოსტეროიდების შემცვლელ პრეპარატებს, რეგულარულად და ხშირად უნდა იზომავდნენ თვალშიდა წნევას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პედიატრიულ პრაქტიკაში, ვინაიდან ბავშვებში კორტიკოსტეროიდებით გამოწვეული თვალშიდა წნევის მომატების რისკი უფრო მაღალია და შეიძლება უფრო სწრაფად განვითარდეს, ვიდრე ზრდასრულებში.
თვალშიდა წნევის მომატების და/ ან კატარაქტის წარმოქმნის რისკი კორტიკოსტეროიდების გამოყენების შედეგად იზრდება წინასწარგანწყობის მქონე პაციენტებში (მაგალითად, დიაბეტიანებში).
კუშინგის სინდრომი და თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ფუნქციის დათრგუნვა, რომლებიც დაკავშირებულია დექსამეტაზონის ოფთალმოლოგიური გამოყენების დროს მის სისტემურ აბსორბციასთან, შეიძლება წარმოიქმნას ინტენსიური და ხანგრძლივი, უწყვეტი გამოყენების შემდეგ მიდრეკილების მქონე პაციენტებში, ბავშვების ჩათვლით, და პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ CYP3A4-ის ინჰიბიტორებს (რიტონავირისა და კობიცისტატის ჩათვლით). ასეთ შემთხვევებში მკურნალობა უნდა შეწყდეს დოზის თანდათან კლებით.
ისეთი დაავადებების დროს, რომლებიც იწვევენ რქოვანას ან სკლერას გათხელებას, ადგილობრივი გამოყენების კორტიკოსტეროიდების მოხმარებისას, შესაძლებელია პერფორაციების წარმოქმნა.
კორტიკოსტეროიდებს შეუძლიათ შეამცირონ ბაქტერიული, სოკოვანი, პარაზიტული ან ვირუსული ინფექციების მიმართ მდგრადობა და ხელი შეუწყონ მათ განვითარებას, და ასევე შენიღბონ ინფექციების კლინიკური გამოვლინებები ან დათრგუნონ ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები იმ ნივთიერებების მიმართ, რომლებიც შედიან პრეპარატის შემადგენლობაში.
რქოვანას პერსისტული წყლულის განვითარებისას, ეჭვი უნდა იქნას მიტანილი სოკოვან ინფექციაზე. სოკოვანი ინფექციის გამოვლენის შემთხვევაში კორტიკოსტეროიდების გამოყენება უნდა შეწყდეს.
რქოვანას ჰერპესული დაზიანების რისკის თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია ნაპრალოვანი სანათით თვალების რეგულარული შემოწმება.
ადგილობრივი გამოყენებისას კორტიკოსტეროიდებმა შეიძლება შეანელონ რქოვანაზე არსებული დაზიანებების შეხორცება. ცნობილია, რომ ადგილობრივი გამოყენების არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებიც (აასს) ანელებენ შეხორცების პროცესს. ადგილობრივი გამოყენების სტეროიდებისა და ადგილობრივი გამოყენების არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო სსაშუელებების (აასს) ერთდროულმა დანიშვნამ შეიძლება გაზარდოს შეხორცებასთან დაკავშირებული პრობლემების წარმოქმნის რისკი.
მხედველობის დარღვევები შეიძლება წარმოიქმნას როგორც სისტემური, ასევე ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების გამოყენების დროს. თუ პაციენტს განუვითარდა მხედველობის სიმახვილის ან სხვა დარღვევები, მან უნდა მიმართოს ოფთალმოლოგს შესაძლო მიზეზების დასადგენად, რომელთა შორისაც შეიძლება იყოს კატარაქტა, გლაუკომა და იშვიათი დაავადებები, მაგალითად, ისეთები, როგორიცაა ცენტრალური სეროზული ქორიორეტინიპათია, რომლებიც აღინიშნებოდა კორტიკოსტეროიდების სისტემური და ადგილობრივი გამოყენების დროს.
არ არის რეკომენდებული უშუალოდ პრე- და პოსტოპერაციულ პერიოდში გამოყენება, ვინაიდან ნეომიცინმა იშვიათ შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს ნერვ-კუნთოვანი ბლოკადა. რადგან ეს აძლიერებს ჩონჩხის მუსკულატურის რელაქსანტების მოქმედებას, შეიძლება განვითარდეს სუნთქვის დათრგუნვა და გაჩერება.
თვალის ინფექციური დაავადებების მკურნალობის დროს კონტაქტური ლინზების ტარება არ არის რეკომენდებული.
ნელადექსი შეიცავს კონსერვანტ ბენზალკონიუმის ქლორიდს (0,04 მგ 1 მლ-ში), რომელიც შეიძლება აბსორბირდეს რბილი კონტაქტური ლინზების მიერ და შეუცვალოს ფერი. პრეპარატის გამოყენების წინ ლინზები უნდა მოიხსნას და თავიდან ჩაისვას ინსტილაციიდან სულ მცირე 15 წუთის გასვლის შემდეგ.
არსებული შეზღუდული მონაცემების თანახმად, არასასურველი მოვლენების პროფილებს შორის განსხვავება ბავშვებსა და ზრდასრულებში არ არის. თუმცა, როგორც წესი, ბავშვებში ბენზალკონიუმის ქლორიდმა შეიძლება გამოიწვიოს თვალის უფრო გამოხატული რეაქციები, ვიდრე მოზრდილებში. ბენზალკონიუმის ქლორიდის გამაღიზიანებელმა მოქმედებამ თვალის ლორწოვან გარსზე შეიძლება გავლენა მოახდინოს ბავშვებში მკურნალობის სათანადო მიმდინარეობაზე. არსებობს მოანცემები, რომ ბენზალკონიუმის ქლორიდმა შესაძლოა გამოიწვიოს თვალის გაღიზიანება, თვალის სიმშრალე და შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს საცრემლე აპკსა და რქოვანას ზედაპირზე. საჭიროა სიფრთხილის დაცვა თვალის სიმშრალის მქონე პაციენტებში და რქოვანას მთლიანობის შესაძლო დარღვევის მქონე პაციენტებში გამოყენებისას. ხანგრძლივი გამოყენებისას აუცილებელია პაციენტების მდგომარეობის კონტროლი.
პაციენტებში, რომლებიც იღებენ სისტემურ კორტიკოსტეროიდებს, შეიძლება განვითარდეს ან გამწვავდეს შაქრიანი დიაბეტი. სიფრთხილეა საჭირო ადგილობრივი ოფთალმოლოგიური კორტიკოსტეროიდების გამოყენებისას იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ დიაბეტის პირადი ან ოჯახური ისტორია, გლუკოზის მიმართ ამტანობის შემცირების/შაქრიანი დიაბეტის განვითარების შესაძლებლობის გამო.
აუცილებელია პრეპარატის დაუყოვნებლივ შეწყვეტა, თუ კანზე გამონაყარი ან ალერგიული რეაქციების სხვა ადგილობრივი ან სისტემური გამოვლინებები განვითარდება.
სპორტსმენები უნდა გააფრთხილონ, რომ დოპინგის კონტროლის ჩატარებისას შესაძლებელია დექსამეტაზონზე დადებითი რეაქციის განვითარება.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
ადგილობრივი გამოყენების სტეროიდების და ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება შეაფერხოს რქოვანას შეხორცება.
CYP3A4 ინჰიბიტორებმა (მათ შორის რიტონავირი და კობიცისტატი) შეიძლება შეამცირონ დექსამეტაზონის კლირენსი, რაც იწვევს მისი ეფექტების გაძლიერებას და თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის დათრგუნვას/კუშინგის სინდრომს. ეს კომბინაცია თავიდან უნდა იქნას აცილებული, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მისი გამოყენებისას მიღებული სარგებელი აღემატება სისტემური კორტიკოსტეროიდების გვერდითი რეაქციების პოტენციურ რისკს. ამ კომბინაციის გამოყენებისას საჭიროა პაცინტებში კორტიკოსტეროიდების სისტემური ეფექტების კონტროლი.
ამინოგლიკოზიდების (ნეომიცინი) ერთდროული და/ან თანმიმდევრული გამოყენება სხვა სისტემურ, პერორალურ ან ადგილობრივ პრეპარატებთან, რომლებსაც აქვთ ნეიროტოქსიური, ოტოტოქსიური ან ნეფროტოქსიური ეფექტები, თავიდან უნდა იქნას აცილებული ამ ეფექტების პოტენცირების შესაძლებლობის გამო.
მნიშვნელოვანი სისტემური აბსორბციის შემდეგ, ნეომიცინის სულფატმა და პოლიმიქსინ B სულფატმა შეიძლება გააძლიერონ და გაახანგრძლივონ ნერვ-კუნთოვანი ბლოკატორების სუნთქვის დამთრგუნველი ეფექტები.
თუ აუცილებელია მისი გამოყენება სხვა ოფთალმოლოგიურ მედიკამენტებთან ერთად, ინსტილაციებს შორის ინტერვალი უნდა იყოს მინიმუმ 5 წუთი.
თვალის მალამოები უნდა იქნას გამოყენებული ბოლოს.
შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში პრეპარატი ნელადექსის გამოყენებისას აუცილებელია ჰიპოგლიკემიური საშუალებების უფრო მაღალი დოზის შესაძლო საჭიროების გათვალისწინება, რადგან მათი ჰიპოგლიკემიური ეფექტი შეიძლება შემცირდეს.
ორსულობა და ძუძუთი კვება
მონაცემები ორსულ ქალებში პრეპარატის გამოყენების შესახებ არ არსებობს ან შეზღუდულია.
ამინოგლიკოზიდური ანტიბიოტიკები, როგორიცაა ნეომიცინი, ორსულ ქალებში ინტრავენური შეყვანის შემდეგ გადადიან პლაცენტაში. ამინოგლიკოზიდების სისტემურმა გამოყენებამ პრეკლინიკურ და კლინიკურ კვლევებში აჩვენა ოტო- და ნეფროტოქსიურობა. ადგილობრივი გამოყენების პრეპარატ ნელადექსის დაბალი დოზებით გამოყენებისას, ნეომიცინს არ გააჩნია ოტო- ან ნეფროტოქსიური ზემოქმედება ნაყოფის განვითარებაზე. ორსულობის დროს კორტიკოსტეროიდების ხანგრძლივი ან მრავალჯერადი გამოყენება, ზრდის ნაყოფის განვითარების შეფერხების რისკს. ბავშვები, რომელთა დედებმაც ორსულობის დროს მაღალი დოზებით იღებდნენ კორტიკოსტეროიდებს, უნდა იყვნენ გულდასმით გამოკვლეულნი, თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის ნიშნების გამოსავლენად.
ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა პრეპარატ ნელადექსის აქტიური კომპონენტების გამოყენებისას აჩვენა რეპროდუქციული ტოქსიურობა.
ნელადექსის გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობის დროს.
ლაქტაცია
უცნობია, გამოიყოფა თუ არა დედის რძეში დექსამეტაზონი, ნეომიცინი ან პოლიმიქსინ B, რომელიც გამოიყენება ოფთალმოლოგიასა და ოტოლოგიაში. რადგან სისტემური კორტიკოსტეროიდები და ამინოგლიკოზიდები შეიძლება გამოიყოს რძეში, რისკი ჩვილისთვის, რომელიც ძუძუთი იკვებება, არ არის გამორიცხული.
ძუძუთი კვების შეწყვეტის/თავის შეკავების ან ნელადექსით მკურნალობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული ბავშვისთვის ძუძუთი კვების სარგებლის და ქალისთვის პრეპარატის სარგებლის გათვალისწინებით.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ნელადექსს არანაირი ან უმნიშვნელო გავლენა აქვს სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. თუ პრეპარატის გამოყენების შემდეგ განვითარდა მხედველობის გარდამავალი დარღვევა, პაციენტი უნდა დაელოდოს მხედველობის აღდგენას ავტომობილის ან მოძრავი მექანიზმების მართვამდე.
ფერტილობა, გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში
ფერტილობა
არ არსებობს მონაცემები პრეპარატის ზემოქმედების შესახებ მამაკაცების და ქალების ფერტილობაზე.
არსებობს მხოლოდ შეზღუდული კლინიკური მონაცემები, რომლებიც აფასებენ დექსამეტაზონის ზემოქმედებას მამაკაცების და ქალების ფერტილობაზე. დექსამეტაზონს არ გამოუვლენია ნეგატიური ზემოქმედება ვირთხების ფერტილობაზე, რომლებშიც შეიყვანეს ქორიონული გონადოტროპინი.
გვერდითი მოვლენები
პროფილის მოკლე აღწერა
დექსამეტაზონის, ნეომიცინისა და პოლიმიქსინ В-ს (ოფთალმოლოგიური ფორმა) კომბინაციის კლინიკურ კვლევებში ყველაზე ხშირი არასასურველი რეაქციები, რომლებიც ვითარდებოდა პაციენტების 0,7% და 0,9%-ში, იყო დისკომფორტი თვალში, კერატიტი და თვალის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება.
არასასურველი რეაქციების სია
არასასურველი რეაქციები, რომლებზეც ინფორმაცია მიღებულია სხვადასხვა წყაროებიდან (კლინიკური კვლევები და პოსტმარკეტინგული გამოცდილება) ჩამოთვლილია ქვემოთ MedDRA-ს კლასიფიკაციის მიხედვით.
არასასურველი რეაქციების პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირი(≥ 1/10); ხშირი (≥ 1/100, მაგრამ 1/10); არახშირი (≥ 1/1000, მაგრამ 1/100); იშვიათი (≥ 1/10000, მაგრამ 1/1000); ძალიან იშვიათი ( <1/10000); სიხშირე უცნობია (არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემების საფუძველზე). სიხშირის თითოეული კატეგორიის ფარგლებში არასასურველი რეაქციები წარმოდგენილია სიმძიმის ხარისხის კლებადობით.
იმუნური სისტემის მხრივ: სიხშირე უცნობია - ჰიპერმგრძნობელობა (ზოგადი ან ადგილობრივი).
ენდოკრინული სისტემის მხრივ: სიხშირე უცნობია - კუშინგის სინდრომი, თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის დათრგუნვა.
ნერვული სისტემის მხრივ: უცნობი სიხშირის - თავის ტკივილი.
მხედველობის ორგანოს მხრივ: არახშირი - კერატიტი, თვალშიდა წნევის მომატება, თვალების ქავილი, დისკომფორტი თვალში, თვალების გაღიზიანება; სიხშირე უცნობია - წყლულოვანი კერატიტი, რქოვანას გათხელება, მხედველობის სიმახვილის დარღვევა, სინათლის შიში, მიდრიაზი, ქუთუთოების დაწევა, ტკივილი თვალებში, თვალების შეშუპება, უცხო სხეულის შეგრძნება თვალში, თვალების ჰიპერემია, ცრემლდენა.
კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ: იშვიათი - ლოკალური ექსფოლიაციური დერმატიტი, კანის ატროფია, ტელეანგიექტაზია, სტრიები, კანის პირველადი მიზეზით გამოწვეული პათოლოგიური მდგომარეობის გამწვავება, ეგზემის ჩათვლით; სიხშირე უცნობია - სტივენს-ჯონსონის სინდრომი.
ზოგადი დაზიანებები და დარღვევები შეყვანის ადგილზე: იშვიათი - რეაქციები გამოყენების ადგილზე, ტკივილის, გაღიზიანების, შეშუპების, წვის შეგრძნების, გამონაყარის ჩათვლით.
ცალკეული არასასურველი რეაქციების აღწერა
სტეროიდული კომპონენტის შემცველობის გამო, ისეთი დაავადებების დროს, რომლებიც იწვევენ რქოვანას ან სკლერის გათხელებას, მატულობს პერფორაციის რისკი, განსაკუთრებით ხანგრძლივი მკურნალობისას.
ოფთალმოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ კორტიკოსტეროიდების ადგილობრივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თვალშიდა წნევის მომატება მხედველობის ნერვის დაზიანებით, მხედველობის სიმახვილის დაქვეითება და მხედველობის ველში დეფექტების წარმოქმნა. ასევე შესაძლოა განვითარდეს უკანა სუბკაფსულური კატარაქტა.
ადგილობრივი ამინოგლიკოზიდების მიმართ ზოგიერთ პაციენტს შეიძლება განუვითარდეს ჰიპერმგრძნობელობა. ინტენსიური გამოყენების დროს შეიძლება განვითარდეს არასასურველი სისტემური რეაქციები.
კორტიკოსტეროიდებმა შეიძლება დააზიანონ გლუკოზის მიმართ ტოლერანტობის უნარი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს შაქრიანი დიაბეტის განვითარება ან მისი დამძიმება.
შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციები შესახებ
სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ მნიშვნელოვანია. სამკურნალო საშუალებაზე პაციენტთან სერიოზული არასასურველი რეაქციის გამოვლენის შემდეგ ან ახალი ისეთი არასასურველი რეაქციის წარმოქმნისას, რომელიც არ არის აღწერილი მოცემულ ნაწილში, გთხოვთ ინფორმაცის მიაწოდოთ ფარმაკოზედამხედველობის ნაციონალური სისტემის შესაბამისად.
ჭარბი დოზა
პრეპარატის ჭარბი დოზირების სიმპტომები შეიძლება მსგავსი იყოს არასასურველი რეაქციებისა, რომელიც ზოგიერთ პაციენტშია დაფიქსირებული (წერტილოვანი კერატიტი, სიწითლე, გაძლიერებული ცრემლდენა, ქუთუთოების შეშუპება და ქავილი).
პრეპარატის მახასიათებლების გათვალისწინებით, ტოქსიკური ეფექტების განვითარება ნაკლებად სავარაუდოა როგორც თვალსა და ყურში ადგილობრივი გამოყენებისას, ასევე ფლაკონის შიგთავსის შემთხვევით გადაყლაპვისას.
თვალებში პრეპარატის ჭარბი რაოდენობის მოხვედრის შემთხვევაში, ჩამოიბანეთ თვალები თბილი წყლით.
ყურში წვეთების ჭარბი დოზირებისას, შესაძლოა განვითარდეს სიმპტომები, რომლებიც ვლინდება პრეპარატის მნიშვნელოვანი სისტემური აბსორბციისას.
მკურნალობა
პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს და გაკონტროლდეს პაციენტის ზოგადი მდგომარეობა, სმენის სიმახვილე, თირკმლის და ნერვ-კუნთოვანი ფუნქცია.
ჭარბი დოზირების შემთხვევაში, უნდა განისაზღვროს ნეომიცინის სულფატის და პოლიმიქსინ B სულფატის კონცენტრაცია სისხლში.
ჰემოდიალიზმა შეიძლება შეამციროს ნეომიცინის სულფატის დონე სისხლის შრატში.
შემადგენლობა
პრეპარატის 1 მლ შეიცავს
აქტიური ნივთიერებები: დექსამეტაზონი 1,0 მგ, ნეომიცინის სულფატი 3,5 მგ, პოლიმიქსინ B სულფატი 6000 სე.
დამხმარე ნივთიერებები: ჰიპრომელოზა, ბენზალკონიუმის ქლორიდი, დინატრიუმის ედეტატი, ნატრიუმის ქლორიდი, პოლისორბატ 80, ნატრიუმის ჰიდროქსიდი და/ან ქლორწყალბადმჟავა, საინექციო წყალი.
პრეპარატის ათქ კოდი S03CA01
შენახვის პირობები
შეინახეთ არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
ფლაკონის გახსნის შემდეგ პრეპარატი გამოიყენება 28 დღის განმავლობაში.
ვარგისობის ვადა
3 წელი წარმოების თარიღიდან.
არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
წარმოებულია
„ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ.“-ს მიერ, თურქეთი
(ჩოსბ გ.ო. პაშა მახ. 6. ჯად. N30, ჩერკეზქოი/ტექირდაგი)
„WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TİC. A.Ş.“, TURKEY
(ÇOSB G.O. Paşa Mah. 6. Cad. No: 30 Cerkezköy / Tekirdağ).
ფარმაკოლოგიური თვისებები
ოფთალმოლოგიასა და ოტოლოგიაში გამოსაყენებელი საშუალებები. კორტიკოსტეროიდებისა და ანტიმიკრობული საშუალებების კომბინაცია.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
მოქმედების მექანიზმი
ნელადექსს გააჩნია კომბინირებული მოქმედება: თრგუნავს ანთების სიმპტომებს კორტიკოსტეროიდული კომპონენტის ̶ დექსამეტაზონის წყალობით და გააჩნია ანტიმიკროობული აქტივობა შემადგენლობაში შემავალი ორი ანტიბიოტიკის, პოლიმიქსინ В-ს და ნეომიცინის გამო.
დექსამეტაზონი ̶ სინთეზური გლუკოკორტიკოიდი, ძლიერი ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით. პოლიმიქსინ В ̶ ციკლური ლიპოპეპტიდი, აღწევს გრამუარყოფითი ბაქტერიის უჯრედის კედელში და აზიანებს ციტოპლაზმური მემბრანას. ის ნაკლებად აქტიურია გრამდადებითი ბაქტერიების მიმართ.
ნეომიცინი ̶ ამინოგლიკოზიდების ჯგუფის ანტიბიოტიკი, რომელიც თრგუნავს ბაქტერიულ უჯრედში რიბოსომებზე პოლიპეპტიდების აწყობისა და მათი სინთეზის პროცესს.
რეზისტენტობის განვითარების მექანიზმი
პოლიმიქსინ В-ს მიმართ რეზისტენტობა ქრომოსომული ხასიათისაა და ხშირად არ ვლინდება.
როგორც ჩანს, ამ პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ციტოპლაზმური მემბრანის ფოსფოლიპიდების მოდიფიკაცია.
ნეომიცინის მიმართ რეზისტენტობა ვითარდება რამდენიმე სხვადასხვა მექანიზმით, რომელიც მოიცავს (1) ბაქტერიული უჯრედის შიგნით რიბოსომული სუბერთეულის ცვლილებას, (2) უჯრედის შიგნით ნეომიცინის ტრანსპორტირების შეფრხებას, (3) გვერდით ადენილირებადი, ფოსფორილირებადი და აცეტილირებადი ფერმენტების ინაქტივაციას. გენეტიკური ინფორმაცია ინაქტივირებადი ფერმენტების პროდუქციისთვის შეიძლება გადატანილი იქნას ბაქტერიული ქრომოსომით ან პლაზმიდით.
ზღვრული მნიშვნელობები
წვეთების 1 მლ შეიცავს 6000 სე პოლიმიქსინ В სულფატს და 3,5 მგ ნეომიცინს (სულფატის სახით). როგორც ქვემოთ არის ნაჩვენები, ზღვრული კონცენტრაციისა და in vitro ზემოქმედების დიაპაზონის განსაზღვრისთვის ითვალისწინებენ ან პოლიმიქსინ В-ს ან ნეომიცინის ორმაგი შემცველობის აქტივობას. აქ მითითებული ზღვრული კონცენტრაციები განსაზღვრულია თვალის ინფექცის დროს აღმოჩენილი კონკრეტული სახეობების მიერ შეძენილი რეზისტენტობისა და პრეპარატში ნეომიცინის მიმართ პოლიმიქსინის საერთაშორისო ერთეულის თანაფარდობის საფუძველზე: რეზისტენტობის ზღვრული კონცენტრაციები: > 5:2,5-დან >40:20-მდე ბაქტერიის სახეობიდან გამომდინარე.
მგრძნობელობა
ინფორმაცია, რომელიც ჩამოთვლილია ქვემოთ, იძლევა დაახლოებით წარმოდგენას, რამდენად მგრძნობიარეა მიკროორგანოზმი პრეპარატის შემადგენლობაში შემავალ პოლიმიქსინ В-ს ან ნეომიცინის მიმართ. ქვევით ჩამოთვლილია მიკროორგანიზმების სახეობები, რომლებიც გამოყოფილნი არიან თვალის ინფექციების დროს.
ბაქტერიების ცალკეულ სახეობებში შეძენილი რეზისტენტობის გავრცელება შეიძლება ვარირებდეს დროისა და გეოგრაფიული მდებარეობის მიხედვით; ამასთან დაკავშირებით სასურველია ლოკალური ინფორმაციის გათვალისწინება რეზისტენტობის შესახებ, განსაკუთრებით სერიოზული ინფექციების მკურნალობის დროს. აუცილებლობის შემთხვევაში, როდესაც არის ადგილობრივი ინფორმაცია მდგრადი შტამების გავრცელების შესახებ ხელმისაწვდომი და პოლიმიქსინ В/ ნეომიცინის კომბინაციის გამოყენების სარგებელი იწვევს ეჭვებს, სულ მცირე ზოგიერთ ინფექციებთან მიმართებაში მაინც, აუცილებელია რჩევისთვის მივმართოთ ექსპერტს.
ჩვეულებრივ მგრძნობიარე სახეობები:
- აერობული გრამდადებთი მიკროორგანიზმები: Bacillus cereus, Bacillus megaterium, Bacillus pumilus, Bacillus simplex, Corynebacterium accolens, Corynebacterium bovis, Corynebacterium macginleyi, Corynebacterium propinquum, Corynebacterium pseudodiphtheriticum, Staphylococcus aureus (მეთიცილინის მიმართ მგრძნობიარე - MSSA), Staphylococcus capitis, Staphylococcus epidermidis (მეთიცილინის მიმართ მგრძნობიარე - MSSE), Staphylococcus pasteuri, Staphylococcus warneri, Streptococcus mutans;
- აერობული გრამუარყოფითი ორგანიზმები: Haemophilus influenzae, Klebsiella pneumoniae, Moraxella catarrhalis, Moraxella lacunata, Pseudomonas aeruginosa, Serratia species.
სახეობები, რომელთაც შეუძლიათ რეზისტენტობის შეძენა:
Staphylococcus epidermidis(მეთიცილინის მიმართ რეზისტენტული - MRSE), Staphylococcus hominis,
Staphylococcus lugdunensis.
რეზისტენტული სახეობები:
- აერობული გრამდადებითი მიკროორგანიზმები: Enterococci faecalis, Staphylococcus aureus (მეთიცილინის მიმართ რეზისტენტული - MRSA), Streptococcus mitis, Streptococcus pneumoniae;
- აერობული გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები: Serratia species;
- ანაერობული მიკროორგანიზმები: Propionibacterium acnes.
დექსამეტაზონი - წარმოადგენს საშუალო სიძლიერის კორტიკოსტეროიდს, რომელიც კარგად აღწევს თვალის ქსოვილში. კორტიკოსტეროიდებს გააჩნიათ ანთების საწინააღმდეგო და სისხლძარღვების შემავიწროებელი მოქმედება. დექსამეტაზონი თრგუნავს ანთებით რეაქციას და სიმპტომებს სხვადასხვა დარღვევების დროს, ძირითადად, მათი მკურნალობის გარეშე.
ფარმაკოკინეტიკა
დექსამეტაზონი, ისევე, როგორც სხვა კორტიკოსტეროიდები, სწრაფად აბსორბირდება შიგნით მიღების შემდეგ და მისი ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 190 წუთია. კანზე და თვალზე ადგილობრივი გამოყენების შემდეგ შეიძლება მოხდეს საკმარისი აბსორბცია სისტემური ეფექტების გამოსაწვევად. თვალში დექსამეტაზონის ბიოშეღწევადობა მნიშვნელოვანი რაოდენობით ხდება და ზრდის მის ეფექტურობას თვალის წინა სეგმენტის ანთებითი დაავადების დროს.
პოლიმიქსინ B სულფატი არ შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან ან დაუზიანებელი კანიდან, და თუმცა რქოვანას დაუზიანებელი ეპითელიუმი ხელს უშლის მის რქოვანას სტრომაში შეღწევას, პოლიმიქსინი თერაპიული კონცენტრაციით მაინც აღწევს სტრომაში ეპითელიუმის დაზიანების შემდეგ. რქოვანას სტრომაში კარგი შეღწევადობა აღინიშნება ინსტილაციის, სუბკონიუნქტივური ინექციის ან ტრავმების შემდეგ რქოვანას ირიგაციის დროს. არ აღინიშნება პოლიმიქსინ B-ს მნიშვნელოვანი შეღწევადობა მინისებრ სხეულში პრეპარატის პარენტერული ან ადგილობრივი გამოყენების შემდეგ.
ნეომიცინი ცუდად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, ადგილობრივი გამოყენების შემდეგ შეიწოვება უმნიშვნელო რაოდენობა, რომელიც არ არის საკმარისი სისტემური ეფექტების წარმოსაქმნელად. არსებობს მონაცემები ჭრილობიდან და კანის ანთებითი კერიდან მისი აბსორბციის შესახებ. აბსორბციის შემდეგ, ნეომიცინი, აქტიური ფორმით სწრაფად გამოიყოფა თირკმელების მეშვეობით.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
გამოყენების ინსტრუქცია
ნელადექსი
სავაჭრო დასახელება
ნელადექსი, Neladex
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება ან ჯგუფური დასახელება
დექსამეტაზონი + ნეომიცინი + პოლიმიქსინი B
Dexamethasone + Neomycin + Polymyxin B
სამკურნალო ფორმა
თვალის/ყურის წვეთები.
აღწრა: უსუნო თეთრი ფერის სუსპენზია.
შემადგენლობა
პრეპარატის 1 მლ შეიცავს
აქტიური ნივთიერებები: დექსამეტაზონი 1,0 მგ, ნეომიცინის სულფატი 3,5 მგ, პოლიმიქსინ B სულფატი 6000 სე.
დამხმარე ნივთიერებები: ჰიპრომელოზა, ბენზალკონიუმის ქლორიდი, დინატრიუმის ედეტატი, ნატრიუმის ქლორიდი, პოლისორბატ 80, ნატრიუმის ჰიდროქსიდი და/ან ქლორწყალბადმჟავა, საინექციო წყალი.
პრეპარატის ათქ კოდი S03CA01
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ოფთალმოლოგიასა და ოტოლოგიაში გამოსაყენებელი საშუალებები. კორტიკოსტეროიდებისა და ანტიმიკრობული საშუალებების კომბინაცია.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
მოქმედების მექანიზმი
ნელადექსს გააჩნია კომბინირებული მოქმედება: თრგუნავს ანთების სიმპტომებს კორტიკოსტეროიდული კომპონენტის ̶ დექსამეტაზონის წყალობით და გააჩნია ანტიმიკროობული აქტივობა შემადგენლობაში შემავალი ორი ანტიბიოტიკის, პოლიმიქსინ В-ს და ნეომიცინის გამო.
დექსამეტაზონი ̶ სინთეზური გლუკოკორტიკოიდი, ძლიერი ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით. პოლიმიქსინ В ̶ ციკლური ლიპოპეპტიდი, აღწევს გრამუარყოფითი ბაქტერიის უჯრედის კედელში და აზიანებს ციტოპლაზმური მემბრანას. ის ნაკლებად აქტიურია გრამდადებითი ბაქტერიების მიმართ.
ნეომიცინი ̶ ამინოგლიკოზიდების ჯგუფის ანტიბიოტიკი, რომელიც თრგუნავს ბაქტერიულ უჯრედში რიბოსომებზე პოლიპეპტიდების აწყობისა და მათი სინთეზის პროცესს.
რეზისტენტობის განვითარების მექანიზმი
პოლიმიქსინ В-ს მიმართ რეზისტენტობა ქრომოსომული ხასიათისაა და ხშირად არ ვლინდება.
როგორც ჩანს, ამ პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ციტოპლაზმური მემბრანის ფოსფოლიპიდების მოდიფიკაცია.
ნეომიცინის მიმართ რეზისტენტობა ვითარდება რამდენიმე სხვადასხვა მექანიზმით, რომელიც მოიცავს (1) ბაქტერიული უჯრედის შიგნით რიბოსომული სუბერთეულის ცვლილებას, (2) უჯრედის შიგნით ნეომიცინის ტრანსპორტირების შეფრხებას, (3) გვერდით ადენილირებადი, ფოსფორილირებადი და აცეტილირებადი ფერმენტების ინაქტივაციას. გენეტიკური ინფორმაცია ინაქტივირებადი ფერმენტების პროდუქციისთვის შეიძლება გადატანილი იქნას ბაქტერიული ქრომოსომით ან პლაზმიდით.
ზღვრული მნიშვნელობები
წვეთების 1 მლ შეიცავს 6000 სე პოლიმიქსინ В სულფატს და 3,5 მგ ნეომიცინს (სულფატის სახით). როგორც ქვემოთ არის ნაჩვენები, ზღვრული კონცენტრაციისა და in vitro ზემოქმედების დიაპაზონის განსაზღვრისთვის ითვალისწინებენ ან პოლიმიქსინ В-ს ან ნეომიცინის ორმაგი შემცველობის აქტივობას. აქ მითითებული ზღვრული კონცენტრაციები განსაზღვრულია თვალის ინფექცის დროს აღმოჩენილი კონკრეტული სახეობების მიერ შეძენილი რეზისტენტობისა და პრეპარატში ნეომიცინის მიმართ პოლიმიქსინის საერთაშორისო ერთეულის თანაფარდობის საფუძველზე: რეზისტენტობის ზღვრული კონცენტრაციები: > 5:2,5-დან >40:20-მდე ბაქტერიის სახეობიდან გამომდინარე.
მგრძნობელობა
ინფორმაცია, რომელიც ჩამოთვლილია ქვემოთ, იძლევა დაახლოებით წარმოდგენას, რამდენად მგრძნობიარეა მიკროორგანოზმი პრეპარატის შემადგენლობაში შემავალ პოლიმიქსინ В-ს ან ნეომიცინის მიმართ. ქვევით ჩამოთვლილია მიკროორგანიზმების სახეობები, რომლებიც გამოყოფილნი არიან თვალის ინფექციების დროს.
ბაქტერიების ცალკეულ სახეობებში შეძენილი რეზისტენტობის გავრცელება შეიძლება ვარირებდეს დროისა და გეოგრაფიული მდებარეობის მიხედვით; ამასთან დაკავშირებით სასურველია ლოკალური ინფორმაციის გათვალისწინება რეზისტენტობის შესახებ, განსაკუთრებით სერიოზული ინფექციების მკურნალობის დროს. აუცილებლობის შემთხვევაში, როდესაც არის ადგილობრივი ინფორმაცია მდგრადი შტამების გავრცელების შესახებ ხელმისაწვდომი და პოლიმიქსინ В/ ნეომიცინის კომბინაციის გამოყენების სარგებელი იწვევს ეჭვებს, სულ მცირე ზოგიერთ ინფექციებთან მიმართებაში მაინც, აუცილებელია რჩევისთვის მივმართოთ ექსპერტს.
ჩვეულებრივ მგრძნობიარე სახეობები:
- აერობული გრამდადებთი მიკროორგანიზმები: Bacillus cereus, Bacillus megaterium, Bacillus pumilus, Bacillus simplex, Corynebacterium accolens, Corynebacterium bovis, Corynebacterium macginleyi, Corynebacterium propinquum, Corynebacterium pseudodiphtheriticum, Staphylococcus aureus (მეთიცილინის მიმართ მგრძნობიარე - MSSA), Staphylococcus capitis, Staphylococcus epidermidis (მეთიცილინის მიმართ მგრძნობიარე - MSSE), Staphylococcus pasteuri, Staphylococcus warneri, Streptococcus mutans;
- აერობული გრამუარყოფითი ორგანიზმები: Haemophilus influenzae, Klebsiella pneumoniae, Moraxella catarrhalis, Moraxella lacunata, Pseudomonas aeruginosa, Serratia species.
სახეობები, რომელთაც შეუძლიათ რეზისტენტობის შეძენა:
Staphylococcus epidermidis(მეთიცილინის მიმართ რეზისტენტული - MRSE), Staphylococcus hominis,
Staphylococcus lugdunensis.
რეზისტენტული სახეობები:
- აერობული გრამდადებითი მიკროორგანიზმები: Enterococci faecalis, Staphylococcus aureus (მეთიცილინის მიმართ რეზისტენტული - MRSA), Streptococcus mitis, Streptococcus pneumoniae;
- აერობული გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები: Serratia species;
- ანაერობული მიკროორგანიზმები: Propionibacterium acnes.
დექსამეტაზონი - წარმოადგენს საშუალო სიძლიერის კორტიკოსტეროიდს, რომელიც კარგად აღწევს თვალის ქსოვილში. კორტიკოსტეროიდებს გააჩნიათ ანთების საწინააღმდეგო და სისხლძარღვების შემავიწროებელი მოქმედება. დექსამეტაზონი თრგუნავს ანთებით რეაქციას და სიმპტომებს სხვადასხვა დარღვევების დროს, ძირითადად, მათი მკურნალობის გარეშე.
ფარმაკოკინეტიკა
დექსამეტაზონი, ისევე, როგორც სხვა კორტიკოსტეროიდები, სწრაფად აბსორბირდება შიგნით მიღების შემდეგ და მისი ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 190 წუთია. კანზე და თვალზე ადგილობრივი გამოყენების შემდეგ შეიძლება მოხდეს საკმარისი აბსორბცია სისტემური ეფექტების გამოსაწვევად. თვალში დექსამეტაზონის ბიოშეღწევადობა მნიშვნელოვანი რაოდენობით ხდება და ზრდის მის ეფექტურობას თვალის წინა სეგმენტის ანთებითი დაავადების დროს.
პოლიმიქსინ B სულფატი არ შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან ან დაუზიანებელი კანიდან, და თუმცა რქოვანას დაუზიანებელი ეპითელიუმი ხელს უშლის მის რქოვანას სტრომაში შეღწევას, პოლიმიქსინი თერაპიული კონცენტრაციით მაინც აღწევს სტრომაში ეპითელიუმის დაზიანების შემდეგ. რქოვანას სტრომაში კარგი შეღწევადობა აღინიშნება ინსტილაციის, სუბკონიუნქტივური ინექციის ან ტრავმების შემდეგ რქოვანას ირიგაციის დროს. არ აღინიშნება პოლიმიქსინ B-ს მნიშვნელოვანი შეღწევადობა მინისებრ სხეულში პრეპარატის პარენტერული ან ადგილობრივი გამოყენების შემდეგ.
ნეომიცინი ცუდად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, ადგილობრივი გამოყენების შემდეგ შეიწოვება უმნიშვნელო რაოდენობა, რომელიც არ არის საკმარისი სისტემური ეფექტების წარმოსაქმნელად. არსებობს მონაცემები ჭრილობიდან და კანის ანთებითი კერიდან მისი აბსორბციის შესახებ. აბსორბციის შემდეგ, ნეომიცინი, აქტიური ფორმით სწრაფად გამოიყოფა თირკმელების მეშვეობით.
გამოყენების ჩვენებები
ოფთალმოლოგია
- მხედველობის ორგანოს დაავადებების მოკლევადიანი მკურნალობა, როცა ნაჩვენებია კორტიკოსტეროიდების გამოყენება, და რომლებიც ითხოვენ ანტიბაქტერიული თერაპიას პროფილაქტიკის მიზნით, სოკოვანი და ვირუსული ეტიოლოგიის ინფექციების გამორიცხვის შემდეგ.
ოტოლოგია
- მწვავე და ქრონიკული გარეთა ოტიტი.
გამოყენების წესი და დოზები
ოფთალმოლოგია
დოზირება
ბავშვები და ზრდასრულები (ხანდაზმული პაციენტების ჩათვლით)
1-2 წვეთი დაზიანებულ თვალში 6-ჯერ დღე-ღამეში ან უფრო ხშირად, თუ ამას მოითხოვს კლინიკური სიტუაცია.
გამოყენების წესი
ოფთალმოლოგიაში ადგილობრივი გამოყენებისათვის. არ შეიძლება გადაყლაპვა და ინექციის სახით გამოყენება.
პრეპარატის გამოყენების წინ აუცილებელია ფლაკონის შენჯღრევა.
ფლაკონის გახსნის შემდეგ, პრეპარატის გამოყენების წინ მოხსენით რგოლი, რომელიც უზრუნველყოფს პირველადი გახსნის კონტროლს.
საწვეთურისა და სუსპენზიის დაბინძურების თავიდან ასაცილებლად, დაცული უნდა იქნას სიფრთხილე და საწვეთური არ უნდა შეეხოს ქუთუთოებს, თვალის ირგვლივ არეს ან სხვა ზედაპირებს.
რეკომენდებულია საცრემლე არხის ოკლუზია ან თვალის ფრთხილად დახუჭვა პრეპარატის ჩაწვეთების შემდეგ. ამით შესაძლოა შემცირდეს პრეპარატის სისტემური აბსორბცია და სისტემური არასასურველი რაქციები.
ოტოლოგია
მკურნალობის დაწყების წინ აუცილებელია დარწმუნდეთ, რომ დაფის აპკი დაზიანებული არ არის.
დოზირება
გარეთა ოტიტისა და გარეთა სასამენი მილის ინფიცირებული ეგზემის დროს ზრდასრულებში ̶ 1-5 წვეთი თითოეულ ყურში 2-ჯერ დღე-ღამეში.
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების თავისებურებებზე და განისაზღვრება ექიმის მიერ.
ბავშვები
ბავშვებში პრეპარატი გამოიყენება ექიმის დანიშნულებით.
გამოყენების წესი
ადგილობრივი გამოყენებისათვის ოტოლოგიაში. არ შეიძლება გადაყლაპვა და ინექციის სახით გამოყენება. პრეპარატის გამოყენების წინ აუცილებელია ფლაკონის შენჯღრევა.
საწვეთურისა და სუსპენზიის დაბინძურების თავიდან ასაცილებლად, დაცული უნდა იქნას სიფრთხილე და არ უნდა შეახოთ საწვეთური რაიმე ზედაპირს.
ცივი სითხის ყურში მოხვედრისას უსიამოვნო შეგრძნებების თავიდან ასაცილებლად ფლაკონი გაათბეთ ხელში. არ შეიყვანოთ წნევით. გადახარეთ თავი, ჩაიწვეთეთ საჭირო რაოდენობის წვეთები ყურში და გეჭიროთ თავი გადახრილ მდგომარეობაში რამდენიმე წუთის განმავლობაში.
პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები
პაციენტები თირკმლისა და ღვიძლის უკმარისობით
პრეპარატის გამოყენება ამ ჯგუფის პაციენტებში შესწავლილი არ არის. თუმცა, ადგილობრივი გამოყენებისას, აქტიური კომპონენტების დაბალი სისტემური აბსორბციის გამო დოზირების კორექცია საჭირო არ არის.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი აქტიური ან დამხმარე კომპონენტის მიმართ;
კერატიტი, რომელიც გამოწვეულია Herpes simplex-ით;
ვაქცინური დაავადება, ჩუტყვავილა და რქოვანას და კონიუნქტივას სხვა ვირუსული დაავადებები;
თვალის სოკოვანი ან არანამკურნალები პარაზიტული ინფექციები;
თვალის მიკობაქტერიული ინფექციები;
ყურის ვირუსული და სოკოვანი დაავადებები;
დაფის აპკის დადასტურებული ან საეჭვო პერფორაცია.
ნეომიცინის სულფატის ცნობილი ოტოტოქსიურობისა და ნეფროტოქსიურობის გამო პრეპარატ ნელადექსის დიდი რაოდენობით ან ვრცელ ზედაპირზე დიდი ხნის განმავლობაში გამოყენება რეკომენდებული არ არის იმ გარემოებებში, როდესაც შესაძლებელია სისტემური აბსორბცია.
არასასურველი რეაქციები
პროფილის მოკლე აღწერა
დექსამეტაზონის, ნეომიცინისა და პოლიმიქსინ В-ს (ოფთალმოლოგიური ფორმა) კომბინაციის კლინიკურ კვლევებში ყველაზე ხშირი არასასურველი რეაქციები, რომლებიც ვითარდებოდა პაციენტების 0,7% და 0,9%-ში, იყო დისკომფორტი თვალში, კერატიტი და თვალის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება.
არასასურველი რეაქციების სია
არასასურველი რეაქციები, რომლებზეც ინფორმაცია მიღებულია სხვადასხვა წყაროებიდან (კლინიკური კვლევები და პოსტმარკეტინგული გამოცდილება) ჩამოთვლილია ქვემოთ MedDRA-ს კლასიფიკაციის მიხედვით.
არასასურველი რეაქციების პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირი(≥ 1/10); ხშირი (≥ 1/100, მაგრამ 1/10); არახშირი (≥ 1/1000, მაგრამ 1/100); იშვიათი (≥ 1/10000, მაგრამ 1/1000); ძალიან იშვიათი ( <1/10000); სიხშირე უცნობია (არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემების საფუძველზე). სიხშირის თითოეული კატეგორიის ფარგლებში არასასურველი რეაქციები წარმოდგენილია სიმძიმის ხარისხის კლებადობით.
იმუნური სისტემის მხრივ: სიხშირე უცნობია - ჰიპერმგრძნობელობა (ზოგადი ან ადგილობრივი).
ენდოკრინული სისტემის მხრივ: სიხშირე უცნობია - კუშინგის სინდრომი, თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის დათრგუნვა.
ნერვული სისტემის მხრივ: უცნობი სიხშირის - თავის ტკივილი.
მხედველობის ორგანოს მხრივ: არახშირი - კერატიტი, თვალშიდა წნევის მომატება, თვალების ქავილი, დისკომფორტი თვალში, თვალების გაღიზიანება; სიხშირე უცნობია - წყლულოვანი კერატიტი, რქოვანას გათხელება, მხედველობის სიმახვილის დარღვევა, სინათლის შიში, მიდრიაზი, ქუთუთოების დაწევა, ტკივილი თვალებში, თვალების შეშუპება, უცხო სხეულის შეგრძნება თვალში, თვალების ჰიპერემია, ცრემლდენა.
კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ: იშვიათი - ლოკალური ექსფოლიაციური დერმატიტი, კანის ატროფია, ტელეანგიექტაზია, სტრიები, კანის პირველადი მიზეზით გამოწვეული პათოლოგიური მდგომარეობის გამწვავება, ეგზემის ჩათვლით; სიხშირე უცნობია - სტივენს-ჯონსონის სინდრომი.
ზოგადი დაზიანებები და დარღვევები შეყვანის ადგილზე: იშვიათი - რეაქციები გამოყენების ადგილზე, ტკივილის, გაღიზიანების, შეშუპების, წვის შეგრძნების, გამონაყარის ჩათვლით.
ცალკეული არასასურველი რეაქციების აღწერა
სტეროიდული კომპონენტის შემცველობის გამო, ისეთი დაავადებების დროს, რომლებიც იწვევენ რქოვანას ან სკლერის გათხელებას, მატულობს პერფორაციის რისკი, განსაკუთრებით ხანგრძლივი მკურნალობისას.
ოფთალმოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ კორტიკოსტეროიდების ადგილობრივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თვალშიდა წნევის მომატება მხედველობის ნერვის დაზიანებით, მხედველობის სიმახვილის დაქვეითება და მხედველობის ველში დეფექტების წარმოქმნა. ასევე შესაძლოა განვითარდეს უკანა სუბკაფსულური კატარაქტა.
ადგილობრივი ამინოგლიკოზიდების მიმართ ზოგიერთ პაციენტს შეიძლება განუვითარდეს ჰიპერმგრძნობელობა. ინტენსიური გამოყენების დროს შეიძლება განვითარდეს არასასურველი სისტემური რეაქციები.
კორტიკოსტეროიდებმა შეიძლება დააზიანონ გლუკოზის მიმართ ტოლერანტობის უნარი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს შაქრიანი დიაბეტის განვითარება ან მისი დამძიმება.
შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციები შესახებ
სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ მნიშვნელოვანია. სამკურნალო საშუალებაზე პაციენტთან სერიოზული არასასურველი რეაქციის გამოვლენის შემდეგ ან ახალი ისეთი არასასურველი რეაქციის წარმოქმნისას, რომელიც არ არის აღწერილი მოცემულ ნაწილში, გთხოვთ ინფორმაცის მიაწოდოთ ფარმაკოზედამხედველობის ნაციონალური სისტემის შესაბამისად.
განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატის გამოყენების წინ აუცილებელია დარწმუნდეთ, რომ დაფის აპკი დაზიანებული არ არის. დაფის აპკის მთლიანობის დარღვევის დროს პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია სმენისა და ვესტიბულურ აპარატზე ტოქსიური ზემოქმედების რისკის გამო (სიყრუე, წონასწორობის დარღვევა).
მოერიდეთ მედიკამენტის ხანგრძლივ უკონტროლო გამოყენებას, ვინაიდან ამან შეიძლება გამოიწვიოს შეუქცევადი ნაწილობრივი ან სრული სმენაჩლუნგობა, განსაკუთრებით ხანდაზმულ და თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში. თირკმელების ფუნქციის დარღვევის დროს მცირდება ნოემიცინის პლაზმური კლირენსი.
სხვა ანტიბაქტერიული პრეპარატების ანალოგიურად, ისეთი ანტიბიოტიკების ხანგრძლივმა გამოყენებამ, როგორიცაა ნეომიცინი და პოლიმიქსინი, შეიძლება გამოიწვიოს რეზისტენტული ბაქტერიული შტამებისა და სოკოების გაძლიერებული ზრდა. სუპერინფექციის განვითარების შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს და დაიწყოს სხვა ალტერნატიული მკურნალობა. ადგილობრივი გამოყენების სტეროიდებისა და ანტიბიოტიკების კომბინაციით მკურნალობა არ უნდა გაგრძელდეს 7 დღეზე მეტხანს, კლინიკური გაუმჯობესების არარსებობისას.
ზოგიერთ პაციენტს შეიძლება განუვითარდეს ჰიპერმგრძნობელობა ისეთი ადგილობრივი გამოყენების ამინოგლიკოზიდების მიმართ, როგორიცაა ნეომიცინი. ასევე შეიძლება წარმოიქმნას ჯვარედინი ჰიპერმგრძნიბელობა სხვა ამინოგლიკოზიდების მიმართ. ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების სიმძიმე შეიძლება ვარირებდეს ადგილობრივი ეფექტებიდან გენერალიზებულ რეაქციებამდე, როგორიცაა ერითემა, ქავილი, ჭინჭრის ციება, კანისმიერი გამონაყარი, ანაფილაქსია, ანაფილაქტოიდური ან ბულოზური რეაქციები. თუ პრეპარატით მკურნალობის დროს ვითარდება ჰიპერმგრძნობელობის ნიშნები, მკურნალობა უნდა შეწყდეს.
პაციენტებს, რომლებიც იყენებენ ისეთ ოფთალმოლოგიურ პრეპარატებს, რომლებიც შეიცავენ ნეომიცინის სულფატს, უნდა მიეცეს რეკომენდაცია მიმართონ ექიმს, თუ ტკივილი, სიწითლე, შეშუპება ან თვალის გაღიზიანება ნარჩუნდება ან მატულობს.
ნეომიცინის სისტემური ან ადგილობრივად დაზიანებულ კანზე მისი გამოყენებისას, აღინიშნებოდა მძიმე არასასურველი ნეიროტოქსიური, ოტოტოქსიური და ნეფროტოქსიური რეაქციები. ნეფროტოქსიური და ნეიროტოქსიური რეაქციები ასევე დაფიქსირდა პოლიმიქსინ В-ს სისტემური გამოყენების დროს. ოფთალმოლოგიაში ადგილობრივი გამოყენების დროს მსგავსი რეაქციების შესახებ შეტყობინებების არარსებობის მიუხედავად, უნდა იქნას დაცული სიფრთხილე ამინოგლიკოზიდების ან პოლიმიქსინ В-ს ერთდროული სისტემური დანიშვნისას.
ოფთალმოლოგიური კორტიკოსტეროიდების ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თვალშიდა წნევის მომატება და/ ან გლაუკომა მხედველობის ნერვის დაზიანებით, მხედველობის სიმახვილის დაქვეითება და მხედველობის ველის დეფექტები, უკანა სუბკაფსულური კატარაქტის განვითარება. ამიტომ პაციენტებთან, რომლებიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში იყენებენ ოფთალმოლოგიური კორტიკოსტეროიდების შემცვლელ პრეპარატებს, რეგულარულად და ხშირად უნდა იზომავდნენ თვალშიდა წნევას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პედიატრიულ პრაქტიკაში, ვინაიდან ბავშვებში კორტიკოსტეროიდებით გამოწვეული თვალშიდა წნევის მომატების რისკი უფრო მაღალია და შეიძლება უფრო სწრაფად განვითარდეს, ვიდრე ზრდასრულებში.
თვალშიდა წნევის მომატების და/ ან კატარაქტის წარმოქმნის რისკი კორტიკოსტეროიდების გამოყენების შედეგად იზრდება წინასწარგანწყობის მქონე პაციენტებში (მაგალითად, დიაბეტიანებში).
კუშინგის სინდრომი და თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ფუნქციის დათრგუნვა, რომლებიც დაკავშირებულია დექსამეტაზონის ოფთალმოლოგიური გამოყენების დროს მის სისტემურ აბსორბციასთან, შეიძლება წარმოიქმნას ინტენსიური და ხანგრძლივი, უწყვეტი გამოყენების შემდეგ მიდრეკილების მქონე პაციენტებში, ბავშვების ჩათვლით, და პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ CYP3A4-ის ინჰიბიტორებს (რიტონავირისა და კობიცისტატის ჩათვლით). ასეთ შემთხვევებში მკურნალობა უნდა შეწყდეს დოზის თანდათან კლებით.
ისეთი დაავადებების დროს, რომლებიც იწვევენ რქოვანას ან სკლერას გათხელებას, ადგილობრივი გამოყენების კორტიკოსტეროიდების მოხმარებისას, შესაძლებელია პერფორაციების წარმოქმნა.
კორტიკოსტეროიდებს შეუძლიათ შეამცირონ ბაქტერიული, სოკოვანი, პარაზიტული ან ვირუსული ინფექციების მიმართ მდგრადობა და ხელი შეუწყონ მათ განვითარებას, და ასევე შენიღბონ ინფექციების კლინიკური გამოვლინებები ან დათრგუნონ ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები იმ ნივთიერებების მიმართ, რომლებიც შედიან პრეპარატის შემადგენლობაში.
რქოვანას პერსისტული წყლულის განვითარებისას, ეჭვი უნდა იქნას მიტანილი სოკოვან ინფექციაზე. სოკოვანი ინფექციის გამოვლენის შემთხვევაში კორტიკოსტეროიდების გამოყენება უნდა შეწყდეს.
რქოვანას ჰერპესული დაზიანების რისკის თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია ნაპრალოვანი სანათით თვალების რეგულარული შემოწმება.
ადგილობრივი გამოყენებისას კორტიკოსტეროიდებმა შეიძლება შეანელონ რქოვანაზე არსებული დაზიანებების შეხორცება. ცნობილია, რომ ადგილობრივი გამოყენების არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებიც (აასს) ანელებენ შეხორცების პროცესს. ადგილობრივი გამოყენების სტეროიდებისა და ადგილობრივი გამოყენების არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო სსაშუელებების (აასს) ერთდროულმა დანიშვნამ შეიძლება გაზარდოს შეხორცებასთან დაკავშირებული პრობლემების წარმოქმნის რისკი.
მხედველობის დარღვევები შეიძლება წარმოიქმნას როგორც სისტემური, ასევე ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების გამოყენების დროს. თუ პაციენტს განუვითარდა მხედველობის სიმახვილის ან სხვა დარღვევები, მან უნდა მიმართოს ოფთალმოლოგს შესაძლო მიზეზების დასადგენად, რომელთა შორისაც შეიძლება იყოს კატარაქტა, გლაუკომა და იშვიათი დაავადებები, მაგალითად, ისეთები, როგორიცაა ცენტრალური სეროზული ქორიორეტინიპათია, რომლებიც აღინიშნებოდა კორტიკოსტეროიდების სისტემური და ადგილობრივი გამოყენების დროს.
არ არის რეკომენდებული უშუალოდ პრე- და პოსტოპერაციულ პერიოდში გამოყენება, ვინაიდან ნეომიცინმა იშვიათ შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს ნერვ-კუნთოვანი ბლოკადა. რადგან ეს აძლიერებს ჩონჩხის მუსკულატურის რელაქსანტების მოქმედებას, შეიძლება განვითარდეს სუნთქვის დათრგუნვა და გაჩერება.
თვალის ინფექციური დაავადებების მკურნალობის დროს კონტაქტური ლინზების ტარება არ არის რეკომენდებული.
ნელადექსი შეიცავს კონსერვანტ ბენზალკონიუმის ქლორიდს (0,04 მგ 1 მლ-ში), რომელიც შეიძლება აბსორბირდეს რბილი კონტაქტური ლინზების მიერ და შეუცვალოს ფერი. პრეპარატის გამოყენების წინ ლინზები უნდა მოიხსნას და თავიდან ჩაისვას ინსტილაციიდან სულ მცირე 15 წუთის გასვლის შემდეგ.
არსებული შეზღუდული მონაცემების თანახმად, არასასურველი მოვლენების პროფილებს შორის განსხვავება ბავშვებსა და ზრდასრულებში არ არის. თუმცა, როგორც წესი, ბავშვებში ბენზალკონიუმის ქლორიდმა შეიძლება გამოიწვიოს თვალის უფრო გამოხატული რეაქციები, ვიდრე მოზრდილებში. ბენზალკონიუმის ქლორიდის გამაღიზიანებელმა მოქმედებამ თვალის ლორწოვან გარსზე შეიძლება გავლენა მოახდინოს ბავშვებში მკურნალობის სათანადო მიმდინარეობაზე. არსებობს მოანცემები, რომ ბენზალკონიუმის ქლორიდმა შესაძლოა გამოიწვიოს თვალის გაღიზიანება, თვალის სიმშრალე და შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს საცრემლე აპკსა და რქოვანას ზედაპირზე. საჭიროა სიფრთხილის დაცვა თვალის სიმშრალის მქონე პაციენტებში და რქოვანას მთლიანობის შესაძლო დარღვევის მქონე პაციენტებში გამოყენებისას. ხანგრძლივი გამოყენებისას აუცილებელია პაციენტების მდგომარეობის კონტროლი.
პაციენტებში, რომლებიც იღებენ სისტემურ კორტიკოსტეროიდებს, შეიძლება განვითარდეს ან გამწვავდეს შაქრიანი დიაბეტი. სიფრთხილეა საჭირო ადგილობრივი ოფთალმოლოგიური კორტიკოსტეროიდების გამოყენებისას იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ დიაბეტის პირადი ან ოჯახური ისტორია, გლუკოზის მიმართ ამტანობის შემცირების/შაქრიანი დიაბეტის განვითარების შესაძლებლობის გამო.
აუცილებელია პრეპარატის დაუყოვნებლივ შეწყვეტა, თუ კანზე გამონაყარი ან ალერგიული რეაქციების სხვა ადგილობრივი ან სისტემური გამოვლინებები განვითარდება.
სპორტსმენები უნდა გააფრთხილონ, რომ დოპინგის კონტროლის ჩატარებისას შესაძლებელია დექსამეტაზონზე დადებითი რეაქციის განვითარება.
ზეგავლენა ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვის უნარზე
ნელადექსს არანაირი ან უმნიშვნელო გავლენა აქვს სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. თუ პრეპარატის გამოყენების შემდეგ განვითარდა მხედველობის გარდამავალი დარღვევა, პაციენტი უნდა დაელოდოს მხედველობის აღდგენას ავტომობილის ან მოძრავი მექანიზმების მართვამდე.
ფერტილობა, გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში
ფერტილობა
არ არსებობს მონაცემები პრეპარატის ზემოქმედების შესახებ მამაკაცების და ქალების ფერტილობაზე.
არსებობს მხოლოდ შეზღუდული კლინიკური მონაცემები, რომლებიც აფასებენ დექსამეტაზონის ზემოქმედებას მამაკაცების და ქალების ფერტილობაზე. დექსამეტაზონს არ გამოუვლენია ნეგატიური ზემოქმედება ვირთხების ფერტილობაზე, რომლებშიც შეიყვანეს ქორიონული გონადოტროპინი.
ორსულობა
მონაცემები ორსულ ქალებში პრეპარატის გამოყენების შესახებ არ არსებობს ან შეზღუდულია.
ამინოგლიკოზიდური ანტიბიოტიკები, როგორიცაა ნეომიცინი, ორსულ ქალებში ინტრავენური შეყვანის შემდეგ გადადიან პლაცენტაში. ამინოგლიკოზიდების სისტემურმა გამოყენებამ პრეკლინიკურ და კლინიკურ კვლევებში აჩვენა ოტო- და ნეფროტოქსიურობა. ადგილობრივი გამოყენების პრეპარატ ნელადექსის დაბალი დოზებით გამოყენებისას, ნეომიცინს არ გააჩნია ოტო- ან ნეფროტოქსიური ზემოქმედება ნაყოფის განვითარებაზე. ორსულობის დროს კორტიკოსტეროიდების ხანგრძლივი ან მრავალჯერადი გამოყენება, ზრდის ნაყოფის განვითარების შეფერხების რისკს. ბავშვები, რომელთა დედებმაც ორსულობის დროს მაღალი დოზებით იღებდნენ კორტიკოსტეროიდებს, უნდა იყვნენ გულდასმით გამოკვლეულნი, თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის ნიშნების გამოსავლენად.
ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა პრეპარატ ნელადექსის აქტიური კომპონენტების გამოყენებისას აჩვენა რეპროდუქციული ტოქსიურობა.
ნელადექსის გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობის დროს.
ლაქტაცია
უცნობია, გამოიყოფა თუ არა დედის რძეში დექსამეტაზონი, ნეომიცინი ან პოლიმიქსინ B, რომელიც გამოიყენება ოფთალმოლოგიასა და ოტოლოგიაში. რადგან სისტემური კორტიკოსტეროიდები და ამინოგლიკოზიდები შეიძლება გამოიყოს რძეში, რისკი ჩვილისთვის, რომელიც ძუძუთი იკვებება, არ არის გამორიცხული.
ძუძუთი კვების შეწყვეტის/თავის შეკავების ან ნელადექსით მკურნალობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული ბავშვისთვის ძუძუთი კვების სარგებლის და ქალისთვის პრეპარატის სარგებლის გათვალისწინებით.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
ადგილობრივი გამოყენების სტეროიდების და ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება შეაფერხოს რქოვანას შეხორცება.
CYP3A4 ინჰიბიტორებმა (მათ შორის რიტონავირი და კობიცისტატი) შეიძლება შეამცირონ დექსამეტაზონის კლირენსი, რაც იწვევს მისი ეფექტების გაძლიერებას და თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის დათრგუნვას/კუშინგის სინდრომს. ეს კომბინაცია თავიდან უნდა იქნას აცილებული, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მისი გამოყენებისას მიღებული სარგებელი აღემატება სისტემური კორტიკოსტეროიდების გვერდითი რეაქციების პოტენციურ რისკს. ამ კომბინაციის გამოყენებისას საჭიროა პაცინტებში კორტიკოსტეროიდების სისტემური ეფექტების კონტროლი.
ამინოგლიკოზიდების (ნეომიცინი) ერთდროული და/ან თანმიმდევრული გამოყენება სხვა სისტემურ, პერორალურ ან ადგილობრივ პრეპარატებთან, რომლებსაც აქვთ ნეიროტოქსიური, ოტოტოქსიური ან ნეფროტოქსიური ეფექტები, თავიდან უნდა იქნას აცილებული ამ ეფექტების პოტენცირების შესაძლებლობის გამო.
მნიშვნელოვანი სისტემური აბსორბციის შემდეგ, ნეომიცინის სულფატმა და პოლიმიქსინ B სულფატმა შეიძლება გააძლიერონ და გაახანგრძლივონ ნერვ-კუნთოვანი ბლოკატორების სუნთქვის დამთრგუნველი ეფექტები.
თუ აუცილებელია მისი გამოყენება სხვა ოფთალმოლოგიურ მედიკამენტებთან ერთად, ინსტილაციებს შორის ინტერვალი უნდა იყოს მინიმუმ 5 წუთი.
თვალის მალამოები უნდა იქნას გამოყენებული ბოლოს.
შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში პრეპარატი ნელადექსის გამოყენებისას აუცილებელია ჰიპოგლიკემიური საშუალებების უფრო მაღალი დოზის შესაძლო საჭიროების გათვალისწინება, რადგან მათი ჰიპოგლიკემიური ეფექტი შეიძლება შემცირდეს.
ჭარბი დოზირება
ჭარბი დოზირების შემთხვევების შესახებ მონაცემები არ არსებობს.
პრეპარატის ჭარბი დოზირების სიმპტომები შეიძლება მსგავსი იყოს არასასურველი რეაქციებისა, რომელიც ზოგიერთ პაციენტშია დაფიქსირებული (წერტილოვანი კერატიტი, სიწითლე, გაძლიერებული ცრემლდენა, ქუთუთოების შეშუპება და ქავილი).
პრეპარატის მახასიათებლების გათვალისწინებით, ტოქსიკური ეფექტების განვითარება ნაკლებად სავარაუდოა როგორც თვალსა და ყურში ადგილობრივი გამოყენებისას, ასევე ფლაკონის შიგთავსის შემთხვევით გადაყლაპვისას.
თვალებში პრეპარატის ჭარბი რაოდენობის მოხვედრის შემთხვევაში, ჩამოიბანეთ თვალები თბილი წყლით.
ყურში წვეთების ჭარბი დოზირებისას, შესაძლოა განვითარდეს სიმპტომები, რომლებიც ვლინდება პრეპარატის მნიშვნელოვანი სისტემური აბსორბციისას.
მკურნალობა
პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს და გაკონტროლდეს პაციენტის ზოგადი მდგომარეობა, სმენის სიმახვილე, თირკმლის და ნერვ-კუნთოვანი ფუნქცია.
ჭარბი დოზირების შემთხვევაში, უნდა განისაზღვროს ნეომიცინის სულფატის და პოლიმიქსინ B სულფატის კონცენტრაცია სისხლში.
ჰემოდიალიზმა შეიძლება შეამციროს ნეომიცინის სულფატის დონე სისხლის შრატში.
გამოშვების ფორმა
5 მლ თვალის/ყურის წვეთები პლასტმასის ფლაკონში საწვეთურ-საცობით და ხრახნიანი დამცავი თავსახურით, რომელიც აღჭურვილია დამცავი რგოლით.
1 ფლაკონი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
შეინახეთ არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
ფლაკონის გახსნის შემდეგ პრეპარატი გამოიყენება 28 დღის განმავლობაში.
ვარგისობის ვადა
3 წელი წარმოების თარიღიდან.
არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
წარმოებულია
„ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ.“-ს მიერ, თურქეთი
(ჩოსბ გ.ო. პაშა მახ. 6. ჯად. N30, ჩერკეზქოი/ტექირდაგი)
„WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TİC. A.Ş.“, TURKEY
(ÇOSB G.O. Paşa Mah. 6. Cad. No: 30 Cerkezköy / Tekirdağ).
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


