ნელადექსი
Neladex
მხედველობის ორგანოს დაავადებების ხანმოკლე მკურნალობა, რომელთა დროსაც ნაჩვენებია კორტიკოსტეროიდების გამოყენება და რომლებიც საჭიროებენ ანტიბაქტერიული თერაპიის პროფილაქტიკურ დანიშვნას, სოკოვანი და ვირუსული ეტიოლოგიის გამორიცხვის შემდეგ.
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- დექსამეტაზონი (dexamethasone) + პოლიმიქსინი (polymyxin) + ნეომიცინი (neomycin)
- ფორმა და შეფუთვა
- (1.0მგ + 3.5მგ + 6000სე)/გ 5გ თვალის მალამო ალუმინის ტუბი №1
- მწარმოებელი
- E.I.P.I.Co., ეგვიპტე
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ოფთალმოლოგიური საშუალებები, კორტიკოსტეროიდები და ინფექციის საწინააღმდეგო საშუალებები კომბინაციაში
- ATC კოდი
- S01CA01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-044094
- რეგისტრირებულია
- 7 ოქტომბერი 2025, მოქმედებს 7 ოქტომბერი 2030-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- World Medicine Ophthalmics (დიდი ბრიტანეთი)
- განმცხადებელი
- შპს „გლობალფარმი“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ნელადექსი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
მხედველობის ორგანოს დაავადებების ხანმოკლე მკურნალობა, რომელთა დროსაც ნაჩვენებია კორტიკოსტეროიდების გამოყენება და რომლებიც საჭიროებენ ანტიბაქტერიული თერაპიის პროფილაქტიკურ დანიშვნას, სოკოვანი და ვირუსული ეტიოლოგიის გამორიცხვის შემდეგ.
მიღების წესი და დოზირება
ბავშვები და მოზრდილები (ხანდაზმული პაციენტების ჩათვლით)
მალამოს მცირე რაოდენობა უნდა მოთავსდეს კონიუნქტივალურ პარკში (-ებში) დღეში 3-4-ჯერ ან მალამო უნდა იქნას გამოყენებული წვეთების დამატებად ძილის წინ.
გამოყენების წესი
ოფთალმოლოგიაში ადგილობრივი გამოყენებისთვის. არ გადაყლაპოთ და არ გამოიყენოთ ინექციის სახით.
არ შეეხოთ ტუბის წვერით რაიმე ზედაპირს, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს შიგთავსის მიკროორგანიზმებით დაბინძურება.
პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები
პაციენტები თირკმელების და ღვიძლის უკმარისობით
ამ კატეგორიის პაციენტებში პრეპარატის გამოყენების კვლევები არ ჩატარებულა. თუმცა, ადგილობრივი გამოყენებისას აქტიური ნივთიერებების დაბალი სისტემური შეწოვის გამო, დოზის კორექცია საჭირო არ არის.
უკუჩვენებები
- ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერებების ან პრეპარატის რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ;
- კერატიტი, გამოწვეული Herpes simplex-ით;
- ვაქცინური დაავადება, ჩუტყვავილა და რქოვანას და კონიუნქტივის სხვა ვირუსული დაავადებები;
- თვალის სოკოვანი დაავადებები ან თვალის არანამკურნალევი პარაზიტული ინფექციები;
- თვალის მიკობაქტერიული ინფექციები.
სიფრთხილის ზომები
სხვა ანტიბაქტერიული პრეპარატების მსგავსად, ანტიბიოტიკების, როგორიცაა ნეომიცინი და პოლიმიქსინი, ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ბაქტერიების ან სოკოების რეზისტენტული შტამების გაძლიერებული ზრდა. სუპერინფექციის განვითარების შემთხვევაში, პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს და დაიწყოს ალტერნატიული თერაპია.
ზოგიერთ პაციენტს შეიძლება განუვითარდეს მომატებული მგრძნობელობა ადგილობრივი გამოყენების ამინოგლიკოზიდების, როგორიცაა ნეომიცინი, მიმართ. ასევე შეიძლება განვითარდეს ჯვარედინი ჰიპერმგრძნობელობა სხვა ამინოგლიკოზიდების მიმართ. მომატებული მგრძნობელობის რეაქციების სიმძიმის ხარისხი შეიძლება ვარირებდეს ადგილობრივი ეფექტებიდან გენერალიზებულ რეაქციებამდე, როგორიცაა ერითემა, ქავილი, ჭინჭრის ციება, კანზე გამონაყარი, ანაფილაქსია, ანაფილაქტოიდური ან ბულოზური რეაქციები. თუ პრეპარატის გამოყენების დროს გამოვლინდა მომატებული მგრძნობელობის ნიშნები, მკურნალობა უნდა შეწყდეს.
პაციენტებს, რომლებიც იყენებენ ნეომიცინის სულფატის შემცველ ოფთალმოლოგიურ პრეპარატებს, უნდა ურჩიონ ექიმთან კონსულტაცია, თუ თვალის ტკივილი, სიწითლე, შეშუპება ან გაღიზიანება ნარჩუნდება ან უარესდება.
ნეომიცინის სისტემური გამოყენებისას ან მისი ადგილობრივი დატანისას ჭრილობის ზედაპირზე ან დაზიანებულ კანზე, აღინიშნა მძიმე გვერდითი რეაქციების განვითარება, მათ შორის ნეიროტოქსიკური, ოტოტოქსიკური და ნეფროტოქსიკური რეაქციები. სისტემური პოლიმიქსინ B-ს გამოყენებისას ასევე აღწერილია ნეფროტოქსიკური და ნეიროტოქსიკური რეაქციები. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი რეაქციები ადგილობრივი ოფთალმოლოგიური გამოყენებისას არ არის აღწერილი, სიფრთხილის დაცვაა საჭირო ამინოგლიკოზიდების ან პოლიმიქსინ B-ს ერთდროულ სისტემურ დანიშვნისას.
ოფთალმოლოგიური კორტიკოსტეროიდების ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თვალშიდა წნევის მომატება და/ან გლაუკომა მხედველობის ნერვის დაზიანებით, მხედველობის სიმახვილის დაქვეითება და მხედველობის ველის დეფექტები, უკანა სუბკაფსულური კატარაქტის განვითარება. ამიტომ პაციენტებში, რომლებიც ხანგრძლივად იყენებენ კორტიკოსტეროიდების შემცველ ოფთალმოლოგიურ პრეპარატებს, საჭიროა რეგულარულად და ხშირად თვალშიდა წნევის გაზომვა, განსაკუთრებით ბავშვებში, რადგან კორტიკოსტეროიდებით გამოწვეული თვალშიდა წნევის მომატების რისკი შეიძლება უფრო მაღალი იყოს ბავშვებში და შეიძლება უფრო ადრეც აღინიშნოს, ვიდრე მოზრდილებში.
კორტიკოსტეროიდების გამოყენების შედეგად თვალშიდა წნევის მომატების და/ან კატარაქტის წარმოქმნის რისკი იზრდება განწყობის მქონე პაციენტებში (მაგ., შაქრიანი დიაბეტით).
კუშინგის სინდრომი და თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ფუნქციის დათრგუნვა, დაკავშირებული სისტემურ შეწოვასთან დექსამეტაზონის ოფთალმოლოგიური გამოყენებისას, შეიძლება განვითარდეს ინტენსიური ან ხანგრძლივი უწყვეტი თერაპიის შემდეგ პაციენტებში განწყობით, ბავშვების ჩათვლით, და პაციენტებში, რომლებიც იღებენ CYP3A4 ინჰიბიტორებს (მათ შორის რიტონავირს და კობიცისტატს). ამ შემთხვევებში, მკურნალობა უნდა შეწყდეს დოზის თანდათანობითი შემცირებით.
დაავადებების დროს, რომლებიც იწვევენ რქოვანას ან სკლერას გათხელებას, შესაძლებელია პერფორაციების განვითარება ადგილობრივი გამოყენების კორტიკოსტეროიდების გამოყენებისას.
კორტიკოსტეროიდებმა შეიძლება შეამცირონ მდგრადობა ბაქტერიული, სოკოვანი, პარაზიტული ან ვირუსული ინფექციების მიმართ და ხელი შეუწყონ მათ განვითარებას, ასევე შენიღბონ ინფექციების კლინიკური გამოვლინებები ან დათრგუნონ პრეპარატში შემავალი ნივთიერებების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები. თუ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ან იღებენ მსგავს პრეპარატებს, განვითარდა რქოვანას პერსისტირებადი დაწყლულება, უნდა ვივარაუდოთ სოკოვანი ინფექციის არსებობა. სოკოვანი ინფექციის განვითარების შემთხვევაში, კორტიკოსტეროიდების გამოყენება უნდა შეწყდეს.
რქოვანას ჰერპესული დაზიანების რისკის თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია თვალების რეგულარული გამოკვლევა ნაპრალოვანი სანათით.
ადგილობრივმა კორტიკოსტეროიდებმა შეიძლება შეაფერხონ რქოვანას დაზიანებების შეხორცება. ასევე ცნობილია, რომ ადგილობრივი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (აასპ) აფერხებენ შეხორცებას. ადგილობრივი გამოყენების სტეროიდების და ადგილობრივი გამოყენების არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს შეხორცებასთან დაკავშირებული პრობლემების რისკი.
მხედველობის დარღვევები შეიძლება განვითარდეს კორტიკოსტეროიდების როგორც სისტემური, ასევე ადგილობრივი გამოყენებისას. თუ პაციენტს განუვითარდება მხედველობის მკაფიოობის ან მხედველობის სხვა დარღვევები, მან უნდა მიმართოს ოფთალმოლოგს შესაძლო მიზეზების დასადგენად, რაც შეიძლება მოიცავდეს კატარაქტას, გლაუკომას და იშვიათ დაავადებებს, როგორიცაა ცენტრალური სეროზული ქორიორეტინოპათია, რომლებიც დაფიქსირდა კორტიკოსტეროიდების სისტემური და ადგილობრივი გამოყენებისას.
თვალის ინფექციური დაავადებების მკურნალობის დროს კონტაქტური ლინზების ტარება არ არის რეკომენდირებული. ამიტომ, პაციენტებს არ ურჩევენ ნელადექსით თერაპიის დროს კონტაქტური ლინზების ტარებას.
პაციენტებში, რომლებიც იყენებენ სისტემურ კორტიკოსტეროიდებს, შეიძლება განვითარდეს ან გაუარესდეს შაქრიანი დიაბეტი. კორტიკოსტეროიდების ადგილობრივი ოფთალმოლოგიური გამოყენებისას გლუკოზისადმი ტოლერანტობის შესაძლო შემცირების/შაქრიანი დიაბეტის განვითარების გამო, სიფრთხილეა საჭირო პრეპარატის გამოყენებისას პაციენტებში შაქრიანი დიაბეტით ანამნეზში, მათ შორის ოჯახურ ანამნეზში.
დამხმარე ნივთიერებები
ნელადექსი შეიცავს ლანოლინს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ადგილობრივი კანის რეაქციების განვითარება (მაგ., კონტაქტური დერმატიტი).
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
მედიკამენტური ურთიერთქმედების კვლევები არ ჩატარებულა.
ადგილობრივი გამოყენების კორტიკოსტეროიდების და ადგილობრივი გამოყენების არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება შეაფერხოს რქოვანას შეხორცება.
CYP3A4 ინჰიბიტორებმა (მათ შორის რიტონავირი და კობიცისტატი) შეიძლება შეამცირონ დექსამეტაზონის კლირენსი, რაც იწვევს მისი ეფექტების გაძლიერებას და თირკმელზედა ჯირკვლის დათრგუნვას/კუშინგის სინდრომს. ეს კომბინაცია თავიდან უნდა იქნას აცილებული, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სარგებელი მისი გამოყენებისგან აღემატება სისტემური კორტიკოსტეროიდების გვერდითი რეაქციების პოტენციურ რისკს. ამ კომბინაციის გამოყენებისას პაციენტებში უნდა ხდებოდეს კორტიკოსტეროიდების სისტემური ეფექტების სისტემური კონტროლი.
თავიდან უნდა იქნას აცილებული ამინოგლიკოზიდების (ნეომიცინის) ერთდროული და/ან თანმიმდევრობითი გამოყენება სხვა პრეპარატებთან სისტემური, პერორალური ან ადგილობრივი გამოყენებისთვის, რომლებსაც გააჩნიათ ნეიროტოქსიკური, ოტოტოქსიკური ან ნეფროტოქსიკური მოქმედება, ამ ეფექტების პოტენცირების შესაძლებლობის გამო.
სხვა ოფთალმოლოგიურ პრეპარატებთან კომბინირებული გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში, მათ გამოყენებას შორის ინტერვალი უნდა შეადგენდეს მინიმუმ 5 წუთს. თვალის მალამოები ბოლოს უნდა იქნას გამოყენებული.
შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში ნელადექსის გამოყენებისას აუცილებელია გავითვალისწინოთ ჰიპოგლიკემიური საშუალებების უფრო მაღალი დოზის შესაძლო საჭიროება, რადგან მათი ჰიპოგლიკემიური ეფექტი შეიძლება შემცირდეს.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ფერტილობა
არ არსებობს მონაცემები პრეპარატის მამრობითი ან მდედრობითი სქესის ფერტილობაზე ზემოქმედების შესახებ. ხელმისაწვდომია მხოლოდ შეზღუდული კლინიკური მონაცემები დექსამეტაზონის მამრობითი და მდედრობითი სქესის ნაყოფიერებაზე ზემოქმედების შეფასებასთან დაკავშირებით. დექსამეტაზონმა არ გამოავლინა რაიმე უარყოფითი გავლენა ნაყოფიერებაზე ვირთაგვებში, რომლებსაც ენიშნებოდათ ქორიონული გონადოტროპინი.
ორსულობა
არ არსებობს ან არსებობს შეზღუდული მონაცემები პრეპარატის ორსულ ქალებში გამოყენების შესახებ.
ამინოგლიკოზიდური ანტიბიოტიკები, როგორიცაა ნეომიცინი, ორსულ ქალებში ინტრავენური შეყვანის შემდეგ პლაცენტაში აღწევენ. ამინოგლიკოზიდების სისტემური გამოყენების პრეკლინიკური და კლინიკური კვლევების მონაცემებმა აჩვენეს ოტოტოქსიკურობა და ნეფროტოქსიკურობა. დაბალი დოზებით ადგილობრივი გამოყენებისას ნეომიცინი არ ახდენს ოტოტოქსიკურ ან ნეფროტოქსიკურ ზემოქმედებას ნაყოფის ინტრაუტერიულ განვითარებაზე. ორსულობის დროს კორტიკოსტეროიდების ხანგრძლივ ან მრავალჯერად გამოყენებას ახლდა ნაყოფის ინტრაუტერიული ზრდის შეფერხების მომატებული რისკი. ბავშვები, რომელთა დედებმა ორსულობის დროს მიიღეს კორტიკოსტეროიდების მაღალი დოზები, ყურადღებით უნდა იყვნენ გამოკვლეულნი თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის უკმარისობის ნიშნების გამოვლენის მიზნით.
ნელადექსის აქტიური კომპონენტების გამოყენებით ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა რეპროდუქციული ტოქსიკურობა.
ნელადექსის გამოყენება ორსულობის დროს არ არის რეკომენდირებული.
ლაქტაცია
უცნობია, გამოიყოფა თუ არა დექსამეტაზონი, ნეომიცინი ან პოლიმიქსინ B დედის რძით, ოფთალმოლოგიაში ადგილობრივი გამოყენებისას. რადგან სისტემური კორტიკოსტეროიდები და ამინოგლიკოზიდები შეიძლება გამოიყოს დედის რძით, რისკი ძუძუთი კვების დროს ბავშვისთვის ვერ გამოირიცხება.
ძუძუთი კვების შეწყვეტის/თავის შეკავების ან ნელადექსით მკურნალობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული ბავშვისთვის ძუძუთი კვების სარგებლისა და ქალისთვის პრეპარატის სარგებლის გათვალისწინებით.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ნელადექსი არ ახდენს ან უმნიშვნელო გავლენას ახდენს ავტომობილის ტარების და მექანიზმების მართვის უნარზე. ისევე, როგორც სხვა ოფთალმოლოგიური პრეპარატების გამოყენებისას, მხედველობის მკაფიოობის დროებითმა დარღვევამ ან მხედველობის სხვა დარღვევებმა შეიძლება გავლენა მოახდინონ ავტოტრანსპორტის ტარების და მექანიზმების მართვისა უნარზე. თუ პრეპარატის გამოყენების შემდეგ მხედველობის მკაფიოობის დროებითი დარღვევა განვითარდა, პაციენტი უნდა დაელოდოს მხედველობის აღდგენას ავტომობილის მართვისა და მექანიზმების გამოყენებამდე.
გვერდითი მოვლენები
დექსამეტაზონის, ნეომიცინისა და პოლიმიქსინ B-ს თვალის მალამოს სახით კომბინაციის გამოყენების კლინიკურ კვლევებში, პაციენტების 0.7-0.9%-ში ყველაზე გავრცელებული არასასურველი რეაქციები იყო თვალებში დისკომფორტის შეგრძნება, კერატიტი და თვალის გაღიზიანება.
არასასურველი რეაქციები, რომელთა შესახებ ინფორმაცია მიღებულია კლინიკური კვლევებიდან და პოსტმარკეტინგულ პერიოდში, ჩამოთვლილია ქვემოთ სისტემურ-ორგანული კლასის შესაბამისად MedDRA-ს მიხედვით. გვერდითი რეაქციების სიხშირის პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირი (≥ 1/10); ხშირი (≥ 1/100, მაგრამ < 1/10); არახშირი (≥ 1/1000, მაგრამ < 1/100); იშვიათი (≥ 1/10,000, მაგრამ < 1/1,000); ძალიან იშვიათი (< 1/10,000); სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებით შეფასება შეუძლებელია). თითოეული სიხშირის ჯგუფის ფარგლებში, გვერდითი რეაქციები წარმოდგენილია სიმძიმის კლების მიხედვით.
იმუნური სისტემის მხრივ: სიხშირე უცნობია - ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (სისტემური ან მხედველობის ორგანოს მხრივ).
ენდოკრინული სისტემის მხრივ: სიხშირე უცნობია - კუშინგის სინდრომი, თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის დათრგუნვა.
ნერვული სისტემის მხრივ: სიხშირე უცნობია - თავის ტკივილი.
მხედველობის ორგანოს მხრივ: არახშირი - კერატიტი, თვალშიდა წნევის მომატება, თვალების ქავილი, დისკომფორტი თვალებში, თვალის გაღიზიანება; სიხშირე უცნობია - წყლულოვანი კერატიტი, რქოვანას გათხელება, მხედველობის მკაფიოობის დარღვევა, ფოტოფობია, მიდრიაზი, ქუთუთოების დაწევა, თვალის ტკივილი, თვალის შეშუპება, უცხო სხეულის შეგრძნება თვალში, თვალების ჰიპერემია, ცრემლდენა.
კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: სიხშირე უცნობია - სტივენს-ჯონსონის სინდრომი.
ცალკეული გვერდითი რეაქციების აღწერა
პრეპარატში კორტიკოსტეროიდების შემცველობის გამო, რქოვანას ან სკლერის გათხელების გამომწვევი დაავადებების დროს, პერფორაციის რისკი იზრდება, განსაკუთრებით ხანგრძლივი მკურნალობისას.
ოფთალმოლოგიური დაავადებების დროს კორტიკოსტეროიდების ადგილობრივმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს თვალშიდა წნევა მხედველობის ნერვის დაზიანებით, მხედველობის სიმახვილის შემცირებით და მხედველობის ველის დეფექტების წარმოქმნით. ამან ასევე შეიძლება გამოიწვიოს უკანა სუბკაფსულური კატარაქტის წარმოქმნა.
ზოგიერთ პაციენტს შეიძლება განუვითარდეს ჰიპერმგრძნობელობა ადგილობრივი გამოყენების ამინოგლიკოზიდების მიმართ. ინტენსიური გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს სისტემური გვერდითი რეაქციები.
კორტიკოსტეროიდებმა შეიძლება დაარღვიონ გლუკოზისადმი ტოლერანტობა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს შაქრიანი დიაბეტის განვითარება ან მისი მიმდინარეობის გაუარესება.
შეტყობინებები საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ
მნიშვნელოვანია საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინებები სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ. თუ პაციენტს აღენიშნება სერიოზული გვერდითი რეაქცია სამკურნალო საშუალებაზე ან აღინიშნა ახალი გვერდითი რეაქცია, რომელიც არ არის აღწერილი ამ ნაწილში, გთხოვთ მოახდინოთ ინფორმირება ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.
ჭარბი დოზა
არ ყოფილა შეტყობინებები ჭარბი დოზირების შემთხვევების შესახებ.
პრეპარატის ჭარბი დოზირების ნიშნები და სიმპტომები შეიძლება მსგავსი იყოს პრეპარატზე ზოგიერთ პაციენტში დაფიქსირებული გვერდითი რეაქციებისა (წერტილოვანი კერატიტი, სიწითლე, გაძლიერებული ცრემლდენა, ქუთუთოების შეშუპება და ქავილი).
პრეპარატის მახასიათებლების საფუძველზე, რომელიც განკუთვნილია ადგილობრივი გამოყენებისთვის, ტოქსიკური ეფექტების განვითარება არ არის მოსალოდნელი არც რეკომენდირებული დოზებით ოფთალმოლოგიური გამოყენებისას და არც ტუბის შიგთავსის შემთხვევით გადაყლაპვის შემთხვევაში.
თუ პრეპარატის ჭარბი რაოდენობა მოხვდება თვალში, ჩამოიბანეთ თვალები თბილი წყლით.
შემადგენლობა
პრეპარატის 1 გ შეიცავს
აქტიური ნივთიერებები: დექსამეტაზონი 1,0 მგ, ნეომიცინი (სულფატის ფორმით) 3,5 მგ, პოლიმიქსინის B სულფატი 6000 სე.
დამხმარე ნივთიერებები: უწყლო ლანოლინი, ქლორბუტანოლი, ყვითელი რბილი პარაფინი.
სამკურნალო ფორმა
თვალის მალამო.
აღწერა: ჰომოგენური გამჭვირვალე მალამო, უსუნო, მოყვითალო ფერიდან მოყვითალო-თეთრამდე.
შენახვის პირობები
2 წელი წარმოების თარიღიდან.
არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
შენახვის სპეციალური მითითებები
ინახება არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
ტუბის გახსნის შემდეგ გამოიყენეთ პრეპარატი ერთი თვის განმავლობაში.
შეფუთვის ტიპი და შიგთავსი
თვალის მალამო 5,0 გ ალუმინის ტუბში.
1 ალუმინის ტუბი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები უტილიზაციისა და სხვა სამუშაოებისთვის
ნებისმიერი გამოუყენებელი პროდუქტი ან ნარჩენები უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.
აფთიაქებიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ოფთალმოლოგიაში გამოსაყენებელი საშუალებები. ანთების საწინააღმდეგო და ანტიმიკრობული საშუალებების კომბინაციები. კორტიკოსტეროიდების და ანტიმიკრობული საშუალებების კომბინაციები. ათქ კოდი: S01CA01.
მოქმედების მექანიზმი
ნელადექსს გააჩნია კომბინირებული მოქმედება: ის თრგუნავს ანთების სიმპტომებს კორტიკოსტეროიდული კომპონენტის, დექსამეტაზონის, წყალობით და გააჩნია ანტიმიკრობული აქტივობა შემადგენლობაში ორი ანტიბიოტიკის, პოლიმიქსინ B-ს და ნეომიცინის არსებობის წყალობით.
დექსამეტაზონი არის სინთეზური გლუკოკორტიკოიდი გამოხატული ანთების საწინააღმდეგო აქტივობით. პოლიმიქსინ B არის ციკლური ლიპოპეპტიდი, რომელსაც შეუძლია გრამუარყოფითი ბაქტერიების უჯრედის კედელში შეღწევა და შემდგომში ციტოპლაზმური მემბრანის დესტაბილიზაცია. ის ნაკლებად აქტიურია გრამდადებითი ბაქტერიების მიმართ. ნეომიცინი არის ამინოგლიკოზიდური ჯგუფის ანტიბიოტიკი, რომელიც მოქმედებს ბაქტერიულ უჯრედებზე პოლიპეპტიდების აწყობისა და მათი სინთეზის ინჰიბირების გზით რიბოსომაზე.
რეზისტენტობის განვითარების მექანიზმი
პოლიმიქსინ B-ს მიმართ რეზისტენტობა ქრომოსომული წარმოშობისაა და ხშირად არ ვლინდება. როგორც ჩანს, ამ პროცესში ციტოპლაზმური მემბრანის ფოსფოლიპიდების მოდიფიკაციის გარკვეულ როლს თამაშობს.
ნეომიცინის მიმართ მდგრადობა რამდენიმე სხვადასხვა მექანიზმის ხარჯზე ხდება, მათ შორის (1) ბაქტერიულ უჯრედში რიბოსომული სუბერთეულის ცვლილებები, (2) ნეომიცინის უჯრედში ტრანსპორტირების დარღვევები და (3) ინაქტივაცია ადენილირების, ფოსფორილირების და აცეტილირების ფერმენტებით. ინაქტივაციის ფერმენტების ფორმირებისთვის გენეტიკური ინფორმაცია შეიძლება გადატანილი იქნას ბაქტერიულ ქრომოსომაზე ან პლაზმიდზე.
ზღვრული მნიშვნელობები
1 გ მალამო შეიცავს 6000 სე პოლიმიქსინ B სულფატს და 3.5 მგ ნეომიცინს (სულფატის სახით). როგორც ქვემოთ არის აღნიშნული, ზღვრული კონცენტრაციის და ზემოქმედების დიაპაზონის განსაზღვრისას in vitro ითვალისწინებენ ან პოლიმიქსინ B-ს, ან ნეომიცინის ორმაგი შემცველობის აქტივობას. აქ მითითებული ზღვრული კონცენტრაციები განსაზღვრულია თვალის ინფექციების დროს გამოვლენილი სპეციფიკური შტამების შეძენილ რეზისტენტობის და პრეპარატში პოლიმიქსინ B-ს ნეომიცინთან სე-ბში თანაფარდობის საფუძველზე: რეზისტენტობის ზღვრული კონცენტრაციები: > 5:2.5-დან > 40:20-მდე, ბაქტერიული სახეობიდან გამომდინარე.
მგრძნობელობა
ქვემოთ ჩამოთვლილი ინფორმაცია იძლევა წარმოდგენას მიკროორგანიზმების მგრძნობელობის მიახლოებითი ალბათობის შესახებ პრეპარატში შემავალი პოლიმიქსინ B-ს ან ნეომიცინის მიმართ. ქვემოთ ჩამოთვლილია მიკროორგანიზმების სახეობები, გამოყოფილი თვალის გარეგანი ინფექციების დროს.
შეძენილი რეზისტენტობის გავრცელებადობა ბაქტერიების ცალკეულ სახეობებში შეიძლება ვარირებდეს დროისა და გეოგრაფიული მდებარეობის მიხედვით; ამასთან დაკავშირებით სასურველია იქონიოთ ლოკალური ინფორმაცია რეზისტენტობის შესახებ, განსაკუთრებით მძიმე ინფექციების მკურნალობისას. საჭიროების შემთხვევაში, როდესაც ხელმისაწვდომია ინფორმაცია რეზისტენტული შტამების ადგილობრივი გავრცელების შესახებ და პოლიმიქსინ B/ნეომიცინის კომბინაციის გამოყენების მიზანშეწონილობა ეჭვქვეშ დგას, სულ მცირე, ზოგიერთ ინფექციასთან მიმართებაში, აუცილებელია ექსპერტთან კონსულტაციის ჩატარება.
მიკროორგანიზმების ჩვეულებრივ მგრძნობიარე შტამები:
- აერობული გრამდადებითი მიკროორგანიზმები: Bacillus cereus, Bacillus megaterium, Bacillus pumilus, Bacillus simplex, Corynebacterium accolens, Corynebacterium bovis, Corynebacterium macginleyi, Corynebacterium propinquum, Corynebacterium pseudodiphtheriticum, Staphylococcus aureus (მეთიცილინ-მგრძნობიარე - MSSA), Staphylococcus capitis, Staphylococcus epidermidis (მეთიცილინ-მგრძნობიარე - MSSE), Staphylococcus pasteuri, Staphylococcus warneri, Streptococcus mutans;
- აერობული გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები: Haemophilus influenzae, Klebsiella pneumoniae, Moraxella catarrhalis, Moraxella lacunata, Pseudomonas aeruginosa, Serratia species.
მიკროორგანიზმების შტამები, რომლებსაც შეუძლიათ რეზისტენტობის განვითარება:
Staphylococcus epidermidis (მეთიცილინ-მგრძნობიარე - MRSE), Staphylococcus hominis, Staphylococcus lugdunensis.
ბუნებრივი რეზისტენტობის მქონე მიკროორგანიზმების შტამები:
- აერობული გრამდადებითი მიკროორგანიზმები: Enterococci faecalis, Staphylococcus aureus (მეთიცილინ-რეზისტენტული - MRSA), Streptococcus mitis, Streptococcus pneumoniae;
- აერობული გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები: Serratia species;
- ანაერობული მიკროორგანიზმები: Propionibacterium acnes.
დექსამეტაზონი არის კორტიკოსტეროიდი ზომიერად გამოხატული აქტივობით, რომელიც კარგად აღწევს თვალის ქსოვილებში. კორტიკოსტეროიდებს აქვთ ანთების საწინააღმდეგო და სისხლძარღვების შემავიწროებელი ეფექტი. დექსამეტაზონი თრგუნავს ანთებით პასუხს და სიმპტომებს სხვადასხვა დარღვევების დროს, ძირითადად თერაპიული ეფექტის გარეშე.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
დექსამეტაზონი, სხვა კორტიკოსტეროიდების მსგავსად, სწრაფად შეიწოვება პერორალური მიღების შემდეგ და მისი ბიოლოგიური ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 190 წუთია. კანსა და თვალებზე ადგილობრივი გამოყენების შემდეგ, სისტემურ სისხლის ცირკულაციაში მოხვედრილი პრეპარატის რაოდენობა შეიძლება საკმარისი იყოს სისტემური ეფექტების განვითარებისთვის. დექსამეტაზონი თვალში აღწევს მნიშვნელოვანი რაოდენობით, რაც უზრუნველყოფს პრეპარატის ეფექტურობას თვალის წინა სეგმენტის ანთებითი დაავადებების დროს.
პოლიმიქსინ B სულფატი არ შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან ან დაუზიანებელი კანიდან და მიუხედავად იმისა, რომ რქოვანას დაუზიანებელი ეპითელიუმი ხელს უშლის პრეპარატის შეღწევას რქოვანას სტრომაში, რქოვანას სტრომაში ეპითელიუმის დაზიანების შემდეგ, პრეპარატის კონცენტრაცია აღწევს თერაპიულ დონეს. პრეპარატის კარგი შეღწევა რქოვანას სტრომაში აღინიშნება ინსტილაციის, სუბკონიუნქტივალური ინექციის ან რქოვანას ტრავმის დროს რქოვანას აბაზანის შემდეგ. პრეპარატის პარენტერალური ან ადგილობრივი გამოყენების შემდეგ, პოლიმიქსინ B-ს მნიშვნელოვანი შეღწევა მინისებრ სხეულში არ შეინიშნება. ნეომიცინი მცირე რაოდენობით შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, ადგილობრივი გამოყენების შემდეგ, სისტემურ ცირკულაციაში მოხვედრილი პრეპარატის რაოდენობა არასაკმარისია სისტემური ეფექტების განვითარებისთვის. აღწერილია პრეპარატის შეწოვა ჭრილობებიდან და ანთებითი კანის ზედაპირიდან. შეწოვის შემდეგ, ნეომიცინის აქტიური ფორმა სწრაფად გამოიყოფა თირკმელებით.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
სამკურნალო პრეპარატის სამედიცინო
გამოყენების ინსტრუქცია
ნელადექსი
სამკურნალო პრეპარატის დასახელება
ნელადექსი, Neladex
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება ან ჯგუფური დასახელება
დექსამეტაზონი + ნეომიცინი + პოლიმიქსინი B
Dexamethasone + Neomycin + Polymyxin B
შემადგენლობა
პრეპარატის 1 გ შეიცავს
აქტიური ნივთიერებები: დექსამეტაზონი 1,0 მგ, ნეომიცინი (სულფატის ფორმით) 3,5 მგ, პოლიმიქსინის B სულფატი 6000 სე.
დამხმარე ნივთიერებები: უწყლო ლანოლინი, ქლორბუტანოლი, ყვითელი რბილი პარაფინი.
სამკურნალო ფორმა
თვალის მალამო.
აღწერა: ჰომოგენური გამჭვირვალე მალამო, უსუნო, მოყვითალო ფერიდან მოყვითალო-თეთრამდე.
გამოყენების ჩვენებები
მხედველობის ორგანოს დაავადებების ხანმოკლე მკურნალობა, რომელთა დროსაც ნაჩვენებია კორტიკოსტეროიდების გამოყენება და რომლებიც საჭიროებენ ანტიბაქტერიული თერაპიის პროფილაქტიკურ დანიშვნას, სოკოვანი და ვირუსული ეტიოლოგიის გამორიცხვის შემდეგ.
გამოყენების წესი და დოზირება
დოზირება
ბავშვები და მოზრდილები (ხანდაზმული პაციენტების ჩათვლით)
მალამოს მცირე რაოდენობა უნდა მოთავსდეს კონიუნქტივალურ პარკში (-ებში) დღეში 3-4-ჯერ ან მალამო უნდა იქნას გამოყენებული წვეთების დამატებად ძილის წინ.
გამოყენების წესი
ოფთალმოლოგიაში ადგილობრივი გამოყენებისთვის. არ გადაყლაპოთ და არ გამოიყენოთ ინექციის სახით.
არ შეეხოთ ტუბის წვერით რაიმე ზედაპირს, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს შიგთავსის მიკროორგანიზმებით დაბინძურება.
პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები
პაციენტები თირკმელების და ღვიძლის უკმარისობით
ამ კატეგორიის პაციენტებში პრეპარატის გამოყენების კვლევები არ ჩატარებულა. თუმცა, ადგილობრივი გამოყენებისას აქტიური ნივთიერებების დაბალი სისტემური შეწოვის გამო, დოზის კორექცია საჭირო არ არის.
უკუჩვენებები
- ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერებების ან პრეპარატის რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ;
- კერატიტი, გამოწვეული Herpes simplex-ით;
- ვაქცინური დაავადება, ჩუტყვავილა და რქოვანას და კონიუნქტივის სხვა ვირუსული დაავადებები;
- თვალის სოკოვანი დაავადებები ან თვალის არანამკურნალევი პარაზიტული ინფექციები;
- თვალის მიკობაქტერიული ინფექციები.
განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას
სხვა ანტიბაქტერიული პრეპარატების მსგავსად, ანტიბიოტიკების, როგორიცაა ნეომიცინი და პოლიმიქსინი, ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ბაქტერიების ან სოკოების რეზისტენტული შტამების გაძლიერებული ზრდა. სუპერინფექციის განვითარების შემთხვევაში, პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს და დაიწყოს ალტერნატიული თერაპია.
ზოგიერთ პაციენტს შეიძლება განუვითარდეს მომატებული მგრძნობელობა ადგილობრივი გამოყენების ამინოგლიკოზიდების, როგორიცაა ნეომიცინი, მიმართ. ასევე შეიძლება განვითარდეს ჯვარედინი ჰიპერმგრძნობელობა სხვა ამინოგლიკოზიდების მიმართ. მომატებული მგრძნობელობის რეაქციების სიმძიმის ხარისხი შეიძლება ვარირებდეს ადგილობრივი ეფექტებიდან გენერალიზებულ რეაქციებამდე, როგორიცაა ერითემა, ქავილი, ჭინჭრის ციება, კანზე გამონაყარი, ანაფილაქსია, ანაფილაქტოიდური ან ბულოზური რეაქციები. თუ პრეპარატის გამოყენების დროს გამოვლინდა მომატებული მგრძნობელობის ნიშნები, მკურნალობა უნდა შეწყდეს.
პაციენტებს, რომლებიც იყენებენ ნეომიცინის სულფატის შემცველ ოფთალმოლოგიურ პრეპარატებს, უნდა ურჩიონ ექიმთან კონსულტაცია, თუ თვალის ტკივილი, სიწითლე, შეშუპება ან გაღიზიანება ნარჩუნდება ან უარესდება.
ნეომიცინის სისტემური გამოყენებისას ან მისი ადგილობრივი დატანისას ჭრილობის ზედაპირზე ან დაზიანებულ კანზე, აღინიშნა მძიმე გვერდითი რეაქციების განვითარება, მათ შორის ნეიროტოქსიკური, ოტოტოქსიკური და ნეფროტოქსიკური რეაქციები. სისტემური პოლიმიქსინ B-ს გამოყენებისას ასევე აღწერილია ნეფროტოქსიკური და ნეიროტოქსიკური რეაქციები. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი რეაქციები ადგილობრივი ოფთალმოლოგიური გამოყენებისას არ არის აღწერილი, სიფრთხილის დაცვაა საჭირო ამინოგლიკოზიდების ან პოლიმიქსინ B-ს ერთდროულ სისტემურ დანიშვნისას.
ოფთალმოლოგიური კორტიკოსტეროიდების ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თვალშიდა წნევის მომატება და/ან გლაუკომა მხედველობის ნერვის დაზიანებით, მხედველობის სიმახვილის დაქვეითება და მხედველობის ველის დეფექტები, უკანა სუბკაფსულური კატარაქტის განვითარება. ამიტომ პაციენტებში, რომლებიც ხანგრძლივად იყენებენ კორტიკოსტეროიდების შემცველ ოფთალმოლოგიურ პრეპარატებს, საჭიროა რეგულარულად და ხშირად თვალშიდა წნევის გაზომვა, განსაკუთრებით ბავშვებში, რადგან კორტიკოსტეროიდებით გამოწვეული თვალშიდა წნევის მომატების რისკი შეიძლება უფრო მაღალი იყოს ბავშვებში და შეიძლება უფრო ადრეც აღინიშნოს, ვიდრე მოზრდილებში.
კორტიკოსტეროიდების გამოყენების შედეგად თვალშიდა წნევის მომატების და/ან კატარაქტის წარმოქმნის რისკი იზრდება განწყობის მქონე პაციენტებში (მაგ., შაქრიანი დიაბეტით).
კუშინგის სინდრომი და თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ფუნქციის დათრგუნვა, დაკავშირებული სისტემურ შეწოვასთან დექსამეტაზონის ოფთალმოლოგიური გამოყენებისას, შეიძლება განვითარდეს ინტენსიური ან ხანგრძლივი უწყვეტი თერაპიის შემდეგ პაციენტებში განწყობით, ბავშვების ჩათვლით, და პაციენტებში, რომლებიც იღებენ CYP3A4 ინჰიბიტორებს (მათ შორის რიტონავირს და კობიცისტატს). ამ შემთხვევებში, მკურნალობა უნდა შეწყდეს დოზის თანდათანობითი შემცირებით.
დაავადებების დროს, რომლებიც იწვევენ რქოვანას ან სკლერას გათხელებას, შესაძლებელია პერფორაციების განვითარება ადგილობრივი გამოყენების კორტიკოსტეროიდების გამოყენებისას.
კორტიკოსტეროიდებმა შეიძლება შეამცირონ მდგრადობა ბაქტერიული, სოკოვანი, პარაზიტული ან ვირუსული ინფექციების მიმართ და ხელი შეუწყონ მათ განვითარებას, ასევე შენიღბონ ინფექციების კლინიკური გამოვლინებები ან დათრგუნონ პრეპარატში შემავალი ნივთიერებების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები. თუ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ან იღებენ მსგავს პრეპარატებს, განვითარდა რქოვანას პერსისტირებადი დაწყლულება, უნდა ვივარაუდოთ სოკოვანი ინფექციის არსებობა. სოკოვანი ინფექციის განვითარების შემთხვევაში, კორტიკოსტეროიდების გამოყენება უნდა შეწყდეს.
რქოვანას ჰერპესული დაზიანების რისკის თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია თვალების რეგულარული გამოკვლევა ნაპრალოვანი სანათით.
ადგილობრივმა კორტიკოსტეროიდებმა შეიძლება შეაფერხონ რქოვანას დაზიანებების შეხორცება. ასევე ცნობილია, რომ ადგილობრივი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (აასპ) აფერხებენ შეხორცებას. ადგილობრივი გამოყენების სტეროიდების და ადგილობრივი გამოყენების არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს შეხორცებასთან დაკავშირებული პრობლემების რისკი.
მხედველობის დარღვევები შეიძლება განვითარდეს კორტიკოსტეროიდების როგორც სისტემური, ასევე ადგილობრივი გამოყენებისას. თუ პაციენტს განუვითარდება მხედველობის მკაფიოობის ან მხედველობის სხვა დარღვევები, მან უნდა მიმართოს ოფთალმოლოგს შესაძლო მიზეზების დასადგენად, რაც შეიძლება მოიცავდეს კატარაქტას, გლაუკომას და იშვიათ დაავადებებს, როგორიცაა ცენტრალური სეროზული ქორიორეტინოპათია, რომლებიც დაფიქსირდა კორტიკოსტეროიდების სისტემური და ადგილობრივი გამოყენებისას.
თვალის ინფექციური დაავადებების მკურნალობის დროს კონტაქტური ლინზების ტარება არ არის რეკომენდირებული. ამიტომ, პაციენტებს არ ურჩევენ ნელადექსით თერაპიის დროს კონტაქტური ლინზების ტარებას.
პაციენტებში, რომლებიც იყენებენ სისტემურ კორტიკოსტეროიდებს, შეიძლება განვითარდეს ან გაუარესდეს შაქრიანი დიაბეტი. კორტიკოსტეროიდების ადგილობრივი ოფთალმოლოგიური გამოყენებისას გლუკოზისადმი ტოლერანტობის შესაძლო შემცირების/შაქრიანი დიაბეტის განვითარების გამო, სიფრთხილეა საჭირო პრეპარატის გამოყენებისას პაციენტებში შაქრიანი დიაბეტით ანამნეზში, მათ შორის ოჯახურ ანამნეზში.
დამხმარე ნივთიერებები
ნელადექსი შეიცავს ლანოლინს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ადგილობრივი კანის რეაქციების განვითარება (მაგ., კონტაქტური დერმატიტი).
შეუთავსებლობა
არ არსებობს მონაცემები ნელადექსის სხვა პრეპარატებთან შეუთავსებლობის შესახებ.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
მედიკამენტური ურთიერთქმედების კვლევები არ ჩატარებულა.
ადგილობრივი გამოყენების კორტიკოსტეროიდების და ადგილობრივი გამოყენების არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება შეაფერხოს რქოვანას შეხორცება.
CYP3A4 ინჰიბიტორებმა (მათ შორის რიტონავირი და კობიცისტატი) შეიძლება შეამცირონ დექსამეტაზონის კლირენსი, რაც იწვევს მისი ეფექტების გაძლიერებას და თირკმელზედა ჯირკვლის დათრგუნვას/კუშინგის სინდრომს. ეს კომბინაცია თავიდან უნდა იქნას აცილებული, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სარგებელი მისი გამოყენებისგან აღემატება სისტემური კორტიკოსტეროიდების გვერდითი რეაქციების პოტენციურ რისკს. ამ კომბინაციის გამოყენებისას პაციენტებში უნდა ხდებოდეს კორტიკოსტეროიდების სისტემური ეფექტების სისტემური კონტროლი.
თავიდან უნდა იქნას აცილებული ამინოგლიკოზიდების (ნეომიცინის) ერთდროული და/ან თანმიმდევრობითი გამოყენება სხვა პრეპარატებთან სისტემური, პერორალური ან ადგილობრივი გამოყენებისთვის, რომლებსაც გააჩნიათ ნეიროტოქსიკური, ოტოტოქსიკური ან ნეფროტოქსიკური მოქმედება, ამ ეფექტების პოტენცირების შესაძლებლობის გამო.
სხვა ოფთალმოლოგიურ პრეპარატებთან კომბინირებული გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში, მათ გამოყენებას შორის ინტერვალი უნდა შეადგენდეს მინიმუმ 5 წუთს. თვალის მალამოები ბოლოს უნდა იქნას გამოყენებული.
შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში ნელადექსის გამოყენებისას აუცილებელია გავითვალისწინოთ ჰიპოგლიკემიური საშუალებების უფრო მაღალი დოზის შესაძლო საჭიროება, რადგან მათი ჰიპოგლიკემიური ეფექტი შეიძლება შემცირდეს.
ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია
ფერტილობა
არ არსებობს მონაცემები პრეპარატის მამრობითი ან მდედრობითი სქესის ფერტილობაზე ზემოქმედების შესახებ. ხელმისაწვდომია მხოლოდ შეზღუდული კლინიკური მონაცემები დექსამეტაზონის მამრობითი და მდედრობითი სქესის ნაყოფიერებაზე ზემოქმედების შეფასებასთან დაკავშირებით. დექსამეტაზონმა არ გამოავლინა რაიმე უარყოფითი გავლენა ნაყოფიერებაზე ვირთაგვებში, რომლებსაც ენიშნებოდათ ქორიონული გონადოტროპინი.
ორსულობა
არ არსებობს ან არსებობს შეზღუდული მონაცემები პრეპარატის ორსულ ქალებში გამოყენების შესახებ.
ამინოგლიკოზიდური ანტიბიოტიკები, როგორიცაა ნეომიცინი, ორსულ ქალებში ინტრავენური შეყვანის შემდეგ პლაცენტაში აღწევენ. ამინოგლიკოზიდების სისტემური გამოყენების პრეკლინიკური და კლინიკური კვლევების მონაცემებმა აჩვენეს ოტოტოქსიკურობა და ნეფროტოქსიკურობა. დაბალი დოზებით ადგილობრივი გამოყენებისას ნეომიცინი არ ახდენს ოტოტოქსიკურ ან ნეფროტოქსიკურ ზემოქმედებას ნაყოფის ინტრაუტერიულ განვითარებაზე. ორსულობის დროს კორტიკოსტეროიდების ხანგრძლივ ან მრავალჯერად გამოყენებას ახლდა ნაყოფის ინტრაუტერიული ზრდის შეფერხების მომატებული რისკი. ბავშვები, რომელთა დედებმა ორსულობის დროს მიიღეს კორტიკოსტეროიდების მაღალი დოზები, ყურადღებით უნდა იყვნენ გამოკვლეულნი თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის უკმარისობის ნიშნების გამოვლენის მიზნით.
ნელადექსის აქტიური კომპონენტების გამოყენებით ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა რეპროდუქციული ტოქსიკურობა.
ნელადექსის გამოყენება ორსულობის დროს არ არის რეკომენდირებული.
ლაქტაცია
უცნობია, გამოიყოფა თუ არა დექსამეტაზონი, ნეომიცინი ან პოლიმიქსინ B დედის რძით, ოფთალმოლოგიაში ადგილობრივი გამოყენებისას. რადგან სისტემური კორტიკოსტეროიდები და ამინოგლიკოზიდები შეიძლება გამოიყოს დედის რძით, რისკი ძუძუთი კვების დროს ბავშვისთვის ვერ გამოირიცხება.
ძუძუთი კვების შეწყვეტის/თავის შეკავების ან ნელადექსით მკურნალობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული ბავშვისთვის ძუძუთი კვების სარგებლისა და ქალისთვის პრეპარატის სარგებლის გათვალისწინებით.
ზეგავლენა ავტოტრანსპორტის ტარების და მექანიზმების მართვის უნარზე
ნელადექსი არ ახდენს ან უმნიშვნელო გავლენას ახდენს ავტომობილის ტარების და მექანიზმების მართვის უნარზე. ისევე, როგორც სხვა ოფთალმოლოგიური პრეპარატების გამოყენებისას, მხედველობის მკაფიოობის დროებითმა დარღვევამ ან მხედველობის სხვა დარღვევებმა შეიძლება გავლენა მოახდინონ ავტოტრანსპორტის ტარების და მექანიზმების მართვისა უნარზე. თუ პრეპარატის გამოყენების შემდეგ მხედველობის მკაფიოობის დროებითი დარღვევა განვითარდა, პაციენტი უნდა დაელოდოს მხედველობის აღდგენას ავტომობილის მართვისა და მექანიზმების გამოყენებამდე.
არასასურველი რეაქციები
დექსამეტაზონის, ნეომიცინისა და პოლიმიქსინ B-ს თვალის მალამოს სახით კომბინაციის გამოყენების კლინიკურ კვლევებში, პაციენტების 0.7-0.9%-ში ყველაზე გავრცელებული არასასურველი რეაქციები იყო თვალებში დისკომფორტის შეგრძნება, კერატიტი და თვალის გაღიზიანება.
არასასურველი რეაქციები, რომელთა შესახებ ინფორმაცია მიღებულია კლინიკური კვლევებიდან და პოსტმარკეტინგულ პერიოდში, ჩამოთვლილია ქვემოთ სისტემურ-ორგანული კლასის შესაბამისად MedDRA-ს მიხედვით. გვერდითი რეაქციების სიხშირის პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირი (≥ 1/10); ხშირი (≥ 1/100, მაგრამ < 1/10); არახშირი (≥ 1/1000, მაგრამ < 1/100); იშვიათი (≥ 1/10,000, მაგრამ < 1/1,000); ძალიან იშვიათი (< 1/10,000); სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებით შეფასება შეუძლებელია). თითოეული სიხშირის ჯგუფის ფარგლებში, გვერდითი რეაქციები წარმოდგენილია სიმძიმის კლების მიხედვით.
იმუნური სისტემის მხრივ: სიხშირე უცნობია - ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (სისტემური ან მხედველობის ორგანოს მხრივ).
ენდოკრინული სისტემის მხრივ: სიხშირე უცნობია - კუშინგის სინდრომი, თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის დათრგუნვა.
ნერვული სისტემის მხრივ: სიხშირე უცნობია - თავის ტკივილი.
მხედველობის ორგანოს მხრივ: არახშირი - კერატიტი, თვალშიდა წნევის მომატება, თვალების ქავილი, დისკომფორტი თვალებში, თვალის გაღიზიანება; სიხშირე უცნობია - წყლულოვანი კერატიტი, რქოვანას გათხელება, მხედველობის მკაფიოობის დარღვევა, ფოტოფობია, მიდრიაზი, ქუთუთოების დაწევა, თვალის ტკივილი, თვალის შეშუპება, უცხო სხეულის შეგრძნება თვალში, თვალების ჰიპერემია, ცრემლდენა.
კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: სიხშირე უცნობია - სტივენს-ჯონსონის სინდრომი.
ცალკეული გვერდითი რეაქციების აღწერა
პრეპარატში კორტიკოსტეროიდების შემცველობის გამო, რქოვანას ან სკლერის გათხელების გამომწვევი დაავადებების დროს, პერფორაციის რისკი იზრდება, განსაკუთრებით ხანგრძლივი მკურნალობისას.
ოფთალმოლოგიური დაავადებების დროს კორტიკოსტეროიდების ადგილობრივმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს თვალშიდა წნევა მხედველობის ნერვის დაზიანებით, მხედველობის სიმახვილის შემცირებით და მხედველობის ველის დეფექტების წარმოქმნით. ამან ასევე შეიძლება გამოიწვიოს უკანა სუბკაფსულური კატარაქტის წარმოქმნა.
ზოგიერთ პაციენტს შეიძლება განუვითარდეს ჰიპერმგრძნობელობა ადგილობრივი გამოყენების ამინოგლიკოზიდების მიმართ. ინტენსიური გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს სისტემური გვერდითი რეაქციები.
კორტიკოსტეროიდებმა შეიძლება დაარღვიონ გლუკოზისადმი ტოლერანტობა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს შაქრიანი დიაბეტის განვითარება ან მისი მიმდინარეობის გაუარესება.
შეტყობინებები საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ
მნიშვნელოვანია საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინებები სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ. თუ პაციენტს აღენიშნება სერიოზული გვერდითი რეაქცია სამკურნალო საშუალებაზე ან აღინიშნა ახალი გვერდითი რეაქცია, რომელიც არ არის აღწერილი ამ ნაწილში, გთხოვთ მოახდინოთ ინფორმირება ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.
ჭარბი დოზირება
არ ყოფილა შეტყობინებები ჭარბი დოზირების შემთხვევების შესახებ.
პრეპარატის ჭარბი დოზირების ნიშნები და სიმპტომები შეიძლება მსგავსი იყოს პრეპარატზე ზოგიერთ პაციენტში დაფიქსირებული გვერდითი რეაქციებისა (წერტილოვანი კერატიტი, სიწითლე, გაძლიერებული ცრემლდენა, ქუთუთოების შეშუპება და ქავილი).
პრეპარატის მახასიათებლების საფუძველზე, რომელიც განკუთვნილია ადგილობრივი გამოყენებისთვის, ტოქსიკური ეფექტების განვითარება არ არის მოსალოდნელი არც რეკომენდირებული დოზებით ოფთალმოლოგიური გამოყენებისას და არც ტუბის შიგთავსის შემთხვევით გადაყლაპვის შემთხვევაში.
თუ პრეპარატის ჭარბი რაოდენობა მოხვდება თვალში, ჩამოიბანეთ თვალები თბილი წყლით.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკური თვისებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ოფთალმოლოგიაში გამოსაყენებელი საშუალებები. ანთების საწინააღმდეგო და ანტიმიკრობული საშუალებების კომბინაციები. კორტიკოსტეროიდების და ანტიმიკრობული საშუალებების კომბინაციები. ათქ კოდი: S01CA01.
მოქმედების მექანიზმი
ნელადექსს გააჩნია კომბინირებული მოქმედება: ის თრგუნავს ანთების სიმპტომებს კორტიკოსტეროიდული კომპონენტის, დექსამეტაზონის, წყალობით და გააჩნია ანტიმიკრობული აქტივობა შემადგენლობაში ორი ანტიბიოტიკის, პოლიმიქსინ B-ს და ნეომიცინის არსებობის წყალობით.
დექსამეტაზონი არის სინთეზური გლუკოკორტიკოიდი გამოხატული ანთების საწინააღმდეგო აქტივობით. პოლიმიქსინ B არის ციკლური ლიპოპეპტიდი, რომელსაც შეუძლია გრამუარყოფითი ბაქტერიების უჯრედის კედელში შეღწევა და შემდგომში ციტოპლაზმური მემბრანის დესტაბილიზაცია. ის ნაკლებად აქტიურია გრამდადებითი ბაქტერიების მიმართ. ნეომიცინი არის ამინოგლიკოზიდური ჯგუფის ანტიბიოტიკი, რომელიც მოქმედებს ბაქტერიულ უჯრედებზე პოლიპეპტიდების აწყობისა და მათი სინთეზის ინჰიბირების გზით რიბოსომაზე.
რეზისტენტობის განვითარების მექანიზმი
პოლიმიქსინ B-ს მიმართ რეზისტენტობა ქრომოსომული წარმოშობისაა და ხშირად არ ვლინდება. როგორც ჩანს, ამ პროცესში ციტოპლაზმური მემბრანის ფოსფოლიპიდების მოდიფიკაციის გარკვეულ როლს თამაშობს.
ნეომიცინის მიმართ მდგრადობა რამდენიმე სხვადასხვა მექანიზმის ხარჯზე ხდება, მათ შორის (1) ბაქტერიულ უჯრედში რიბოსომული სუბერთეულის ცვლილებები, (2) ნეომიცინის უჯრედში ტრანსპორტირების დარღვევები და (3) ინაქტივაცია ადენილირების, ფოსფორილირების და აცეტილირების ფერმენტებით. ინაქტივაციის ფერმენტების ფორმირებისთვის გენეტიკური ინფორმაცია შეიძლება გადატანილი იქნას ბაქტერიულ ქრომოსომაზე ან პლაზმიდზე.
ზღვრული მნიშვნელობები
1 გ მალამო შეიცავს 6000 სე პოლიმიქსინ B სულფატს და 3.5 მგ ნეომიცინს (სულფატის სახით). როგორც ქვემოთ არის აღნიშნული, ზღვრული კონცენტრაციის და ზემოქმედების დიაპაზონის განსაზღვრისას in vitro ითვალისწინებენ ან პოლიმიქსინ B-ს, ან ნეომიცინის ორმაგი შემცველობის აქტივობას. აქ მითითებული ზღვრული კონცენტრაციები განსაზღვრულია თვალის ინფექციების დროს გამოვლენილი სპეციფიკური შტამების შეძენილ რეზისტენტობის და პრეპარატში პოლიმიქსინ B-ს ნეომიცინთან სე-ბში თანაფარდობის საფუძველზე: რეზისტენტობის ზღვრული კონცენტრაციები: > 5:2.5-დან > 40:20-მდე, ბაქტერიული სახეობიდან გამომდინარე.
მგრძნობელობა
ქვემოთ ჩამოთვლილი ინფორმაცია იძლევა წარმოდგენას მიკროორგანიზმების მგრძნობელობის მიახლოებითი ალბათობის შესახებ პრეპარატში შემავალი პოლიმიქსინ B-ს ან ნეომიცინის მიმართ. ქვემოთ ჩამოთვლილია მიკროორგანიზმების სახეობები, გამოყოფილი თვალის გარეგანი ინფექციების დროს.
შეძენილი რეზისტენტობის გავრცელებადობა ბაქტერიების ცალკეულ სახეობებში შეიძლება ვარირებდეს დროისა და გეოგრაფიული მდებარეობის მიხედვით; ამასთან დაკავშირებით სასურველია იქონიოთ ლოკალური ინფორმაცია რეზისტენტობის შესახებ, განსაკუთრებით მძიმე ინფექციების მკურნალობისას. საჭიროების შემთხვევაში, როდესაც ხელმისაწვდომია ინფორმაცია რეზისტენტული შტამების ადგილობრივი გავრცელების შესახებ და პოლიმიქსინ B/ნეომიცინის კომბინაციის გამოყენების მიზანშეწონილობა ეჭვქვეშ დგას, სულ მცირე, ზოგიერთ ინფექციასთან მიმართებაში, აუცილებელია ექსპერტთან კონსულტაციის ჩატარება.
მიკროორგანიზმების ჩვეულებრივ მგრძნობიარე შტამები:
- აერობული გრამდადებითი მიკროორგანიზმები: Bacillus cereus, Bacillus megaterium, Bacillus pumilus, Bacillus simplex, Corynebacterium accolens, Corynebacterium bovis, Corynebacterium macginleyi, Corynebacterium propinquum, Corynebacterium pseudodiphtheriticum, Staphylococcus aureus (მეთიცილინ-მგრძნობიარე - MSSA), Staphylococcus capitis, Staphylococcus epidermidis (მეთიცილინ-მგრძნობიარე - MSSE), Staphylococcus pasteuri, Staphylococcus warneri, Streptococcus mutans;
- აერობული გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები: Haemophilus influenzae, Klebsiella pneumoniae, Moraxella catarrhalis, Moraxella lacunata, Pseudomonas aeruginosa, Serratia species.
მიკროორგანიზმების შტამები, რომლებსაც შეუძლიათ რეზისტენტობის განვითარება:
Staphylococcus epidermidis (მეთიცილინ-მგრძნობიარე - MRSE), Staphylococcus hominis, Staphylococcus lugdunensis.
ბუნებრივი რეზისტენტობის მქონე მიკროორგანიზმების შტამები:
- აერობული გრამდადებითი მიკროორგანიზმები: Enterococci faecalis, Staphylococcus aureus (მეთიცილინ-რეზისტენტული - MRSA), Streptococcus mitis, Streptococcus pneumoniae;
- აერობული გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები: Serratia species;
- ანაერობული მიკროორგანიზმები: Propionibacterium acnes.
დექსამეტაზონი არის კორტიკოსტეროიდი ზომიერად გამოხატული აქტივობით, რომელიც კარგად აღწევს თვალის ქსოვილებში. კორტიკოსტეროიდებს აქვთ ანთების საწინააღმდეგო და სისხლძარღვების შემავიწროებელი ეფექტი. დექსამეტაზონი თრგუნავს ანთებით პასუხს და სიმპტომებს სხვადასხვა დარღვევების დროს, ძირითადად თერაპიული ეფექტის გარეშე.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
დექსამეტაზონი, სხვა კორტიკოსტეროიდების მსგავსად, სწრაფად შეიწოვება პერორალური მიღების შემდეგ და მისი ბიოლოგიური ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 190 წუთია. კანსა და თვალებზე ადგილობრივი გამოყენების შემდეგ, სისტემურ სისხლის ცირკულაციაში მოხვედრილი პრეპარატის რაოდენობა შეიძლება საკმარისი იყოს სისტემური ეფექტების განვითარებისთვის. დექსამეტაზონი თვალში აღწევს მნიშვნელოვანი რაოდენობით, რაც უზრუნველყოფს პრეპარატის ეფექტურობას თვალის წინა სეგმენტის ანთებითი დაავადებების დროს.
პოლიმიქსინ B სულფატი არ შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან ან დაუზიანებელი კანიდან და მიუხედავად იმისა, რომ რქოვანას დაუზიანებელი ეპითელიუმი ხელს უშლის პრეპარატის შეღწევას რქოვანას სტრომაში, რქოვანას სტრომაში ეპითელიუმის დაზიანების შემდეგ, პრეპარატის კონცენტრაცია აღწევს თერაპიულ დონეს. პრეპარატის კარგი შეღწევა რქოვანას სტრომაში აღინიშნება ინსტილაციის, სუბკონიუნქტივალური ინექციის ან რქოვანას ტრავმის დროს რქოვანას აბაზანის შემდეგ. პრეპარატის პარენტერალური ან ადგილობრივი გამოყენების შემდეგ, პოლიმიქსინ B-ს მნიშვნელოვანი შეღწევა მინისებრ სხეულში არ შეინიშნება. ნეომიცინი მცირე რაოდენობით შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, ადგილობრივი გამოყენების შემდეგ, სისტემურ ცირკულაციაში მოხვედრილი პრეპარატის რაოდენობა არასაკმარისია სისტემური ეფექტების განვითარებისთვის. აღწერილია პრეპარატის შეწოვა ჭრილობებიდან და ანთებითი კანის ზედაპირიდან. შეწოვის შემდეგ, ნეომიცინის აქტიური ფორმა სწრაფად გამოიყოფა თირკმელებით.
ვარგისობის ვადა
2 წელი წარმოების თარიღიდან.
არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
შენახვის სპეციალური მითითებები
ინახება არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
ტუბის გახსნის შემდეგ გამოიყენეთ პრეპარატი ერთი თვის განმავლობაში.
შეფუთვის ტიპი და შიგთავსი
თვალის მალამო 5,0 გ ალუმინის ტუბში.
1 ალუმინის ტუბი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები უტილიზაციისა და სხვა სამუშაოებისთვის
ნებისმიერი გამოუყენებელი პროდუქტი ან ნარჩენები უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.
აფთიაქებიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი
„E.I.P.I.Co.“, თენს ოვ რამადან სიტი, პირველი ინდუსტრიული ზონა B1, საფოსტო ყუთი 149 ტენსი, ეგვიპტე
(“E.I.P.I.Co.”, Tenth of Ramadan City, First Industrial Area B1, P.O. box: 149 Tenth, Egypt).
წარმოებულია
„ვორლდ მედიცინ ოფთალმიქსი“-სთვის, დიდი ბრიტანეთი
(“WORLD MEDICINE OPHTHALMICS”, GREAT BRITAIN).
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


