სისტემური ნევროლოგიური მდგომარეობები, რომლებიც დაკავშირებულია B1, B6 და B12 ვიტამინების დადასტურებულ დეფიციტთან, რისი კომპენსირებაც შეუძლებელია დიეტის კორექციის გზით.
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ციანოკობალამინი (cyanocobalamin) + პირიდოქსინი (pyridoxine) + ლიდოკაინი (lidocaine) + თიამინი (thiamine)
- ფორმა და შეფუთვა
- (100მგ + 100მგ + 1მგ + 20მგ)/2მლ 2მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ქარვისფერი მინის ამპულა №5 (1X5)
- მწარმოებელი
- WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S., თურქეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ვიტამინები, ვიტამინი B1 კომბინაციაში B6 და/ან B12 ვიტამინებთან
- ATC კოდი
- A11DB
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-037962
- რეგისტრირებულია
- 27 აპრილი 2023, მოქმედებს 27 აპრილი 2028-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S. (თურქეთი)
- განმცხადებელი
- შპს „გლობალფარმი“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ნევრალონი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
სისტემური ნევროლოგიური მდგომარეობები, რომლებიც დაკავშირებულია B1, B6 და B12 ვიტამინების დადასტურებულ დეფიციტთან, რისი კომპენსირებაც შეუძლებელია დიეტის კორექციის გზით.
მიღების წესი და დოზირება
მძიმე შემთხვევებში, მნიშვნელოვნად გამოხატული ტკივილის სინდრომის დროს, მკურნალობა იწყება ყოველდღიური ინექციებით სისხლში პრეპარატის მაღალი კონცენტრაციის მისაღწევად - 1 ამპულა (2 მლ) დღე-ღამეში ერთხელ. მწვავე ტკივილის გაქრობის შემდეგ და იმ შემთხვევებში, როდესაც ტკივილის სინდრომი ოდნავ გამოხატულია, პრეპარატის დოზა შეადგენს 1 ამპულას (2 მლ) 2-3-ჯერ კვირაში.
მკურნალობის შეფასება რეკომენდებულია ყოველკვირეულად. აუცილებელია პაციენტის გადაყვანა პერორალური სამკურნალო ფორმების პრეპარატებით თერაპიაზე რაც შეიძლება მალე.
გამოყენების წესი
პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ ინტრამუსკულარული შეყვანისათვის; პრეპარატი შეყვანილი უნდა იქნას ღრმად კუნთში.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერებების, ბენზილის სპირტის ან პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ;
გულის გამტარობის მძიმე დარღვევები;
მწვავე დეკომპენსირებული გულის უკმარისობა.
სიფრთხილის ზომები
ნევრალონი განკუთვნილია მხოლოდ ინტრამუსკულარული შეყვანისათვის; პრეპარატის შემთხვევით ინტრავენურად შეყვანის შემთხვევაში, აუცილებელია პაციენტზე სამედიცინო დაკვირვების უზრუნველყოფა ამბულატორიულ პირობებში ან სტაციონარის პირობებში აღნიშნული სიმპტომების სიმძიმის მიხედვით.
პრეპარატის 6 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს ნეიროპათია.
დამხმარე ნივთიერებები
ნევრალონი
შეიცავს 40 მგ ბენზილის სპირტს ერთ ამპულაში (2 მლ-იანი), რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები. ახალშობილებსა და მცირეწლოვან ბავშვებში ბენზილის სპირტის გამოყენება დაკავშირებულია მძიმე გვერდითი რეაქციების განვითარების რისკთან (გასპინგ-სინდრომი).
ბენზილის სპირტის დიდი რაოდენობით გამოყენება უნდა მოხდეს სიფრთხილით და მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში, განსაკუთრებით ღვიძლის ან თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში, ასევე ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, რადგან არსებობს კუმულაციისა და ტოქსიკურობის რისკი (მეტაბოლური აციდოზი).
ნევრალონი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) ერთ ამპულაში (2 მლ-იანი), ე.ი. პრაქტიკულად „არ შეიცავს ნატრიუმს“.
ნევრალონი შეიცავს 1 მმოლზე ნაკლებ კალიუმს (39 მგ) ერთ ამპულაში (2 მლ-იანი), ე.ი. პრაქტიკულად „არ შეიცავს კალიუმს“.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
ვიტამინი B1 მთლიანად იშლება სულფიტების შემცველ ხსნარებში, ხოლო სხვა ვიტამინების ინაქტივირება შესაძლებელია B1 ვიტამინის დაშლის პროდუქტების არსებობისას.
ვიტამინ B6-თან თერაპიულ დოზებში ერთდროული გამოყენებისას L-დიჰიდროქსიფენილალანინის (L-დოფა, ლევოდოპა) ეფექტურობა შეიძლება შემცირდეს; ასევე დადგენილია ურთიერთქმედება იზონიაზიდთან, D-პენიცილამინთან და ციკლოსერინთან.
ლიდოკაინის პარენტერალური შეყვანისა და ადრენალინის ან ნორადრენალინის ერთდროული გამოყენების დროს შეიძლება გაიზარდოს არასასურველი რეაქციები გულის მხრივ; ასევე ცნობილია სულფონამიდებთან ურთიერთქმედების შესახებ.
ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებებით დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, ადრენალინი და ნორადრენალინი არ უნდა იქნას გამოყენებული.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ვიტამინი B1-ის რეკომენდირებული დღიური დოზა შეადგენს 1,2 მგ-ს II ტრიმესტრში და 1,3 მგ-ს ორსულობის III ტრიმესტრში, ვიტამინი B6-ის რეკომენდირებული დღიური დოზა ორსულობის მე-4 თვიდან შეადგენს 1,9 მგ-ს. ორსულობის დროს ქალებში ზემოაღნიშნული ვიტამინები უფრო მაღალი დოზებით უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც მათი დეფიციტი სათანადოდ არის დადასტურებული (მონაცემები ამ ვიტამინების გამოყენების უსაფრთხოების შესახებ დღიურ დოზებში, რომლებიც აღემატება რეკომენდებულს, არ არსებობს).
ლაქტაცია
B1 და B6 ვიტამინების რეკომენდირებული დღიური დოზები ძუძუთი კვების პერიოდში შეადგენენ 1,3 მგ-ს და 1,9 მგ-ს, შესაბამისად.
B1 და B6 ვიტამინები გამოიყოფა დედის რძით.
B6 ვიტამინის მაღალი დოზებით გამოყენებისას დედის რძის გამომუშავება შეიძლება შემცირდეს.
ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში პრეპარატის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება მკურნალმა ექიმმა უნდა მიიღოს მხოლოდ სარგებელი/რისკის თანაფარდობის საფუძვლიანი შეფასების შემდეგ.
ნევრალონი შეიცავს ბენზილის სპირტს, ამიტომ განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები უნდა იქნას დაცული პრეპარატის გამოყენებისას, რომლებიც მითითებულია ნაწილში „განსაკუთრებული მითითებები“.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები არ არის საჭირო.
გვერდითი მოვლენები
არასასურველი რეაქციები ჩამოთვლილია ქვემოთ სისტემურ-ორგანული კლასების შესაბამისად MedDRA-ს მიხედვით. არასასურველი რეაქციების სიხშირის პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირად (≥ 1/10); ხშირად (≥ 1/100, მაგრამ < 1/10); არახშირად (≥ 1/1000, მაგრამ < 1/100); იშვიათად (≥ 1/10000, მაგრამ < 1/1000); ძალიან იშვიათად (< 1/10000); სიხშირე უცნობია (ვერ შეფასდება არსებული მონაცემების მიხედვით).
იმუნური სისტემის მხრივ: ძალიან იშვიათად - ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (მაგალითად, ეგზანთემა. ქოშინი, ანაფილაქსიური შოკი, ანგიონევროზული შეშუპება); სიხშირე უცმობია - ალერგიული რეაქციები (დაკავშირებული პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ბენზილის სპირტის გამოყენებასთან).
გულის მხრივ: ძალიან იშვიათად - ტაქიკარდია.
კანის და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: ძალიან იშვიათად - მომატებული ოფლიანობა, აკნე, კანის რეაქციები ქავილით და ჭინჭრის ციებით.
ზოგადი დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილას: სიხშირე უცნობია - სისტემურ სისხლის ნაკადში სწრაფი მოხვედრისას (უნებლიე ინტრავენური შეყვანა, ინექცია მაღალი ხარისხის პერფუზიის არეში) ან პრეპარატის დოზის გადაჭარბებისას შესაძლებელია ისეთი სისტემური გვერდითი რეაქციების განვითარება, როგორიცაა თავბრუსხვევა, ღებინება, ბრადიკარდია, არითმია, ძილიანობა და კრუნჩხვები. წვის შეგრძნება ინექციის ადგილას.
შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ
შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ მნიშვნელოვანია. თუ პაციენტს გამოუვლინდა სერიოზული არასასურველი რეაქცია სამკურნალო საშუალებაზე ან ახალი არასასურველი რეაქციის აღნიშვნის შემთხვევაში, რომელიც არ არის აღწერილი ამ ნაწილში, გთხოვთ, მოახდინეთ ინფორმირება ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.
ჭარბი დოზა
პრეპარატის დოზის გადაჭარბების დროს რაიმე სიმპტომის განვითარების შემთხვევაში, უნდა მიმართოთ ექიმს შესაბამისი მკურნალობის ჩასატარებლად.
შემადგენლობა
პრეპარატის 1 ამპულა შეიცავს
აქტიური ნივთიერებები:
თიამინის ჰიდროქლორიდი (ვიტამინი B1) 100 მგ
პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი (ვიტამინი B6) 100 მგ
ციანოკობალამინი (ვიტამინი B12) 1 მგ
ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი 20 მგ
დამხმარე ნივთიერებები: ბენზილის სპირტი, კალიუმის ჰექსაციანოფერატი (III), ნატრიუმის ჰექსამეტაფოსფატი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, საინექციო წყალი.
პრეპარატის A11DB ათქ კოდი
შენახვის პირობები
ინახება სინათლისგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მოუწვდომელ ადგილას!
ვარგისიანობის ვადა
3 წელი წარმოების თარიღიდან.
არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
წარმოებულია
„ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ.“-ს მიერ, თურქეთი
(ჩოსბ გ.ო. პაშა მაჰ. 6. ჯად. No. 30 ჩერკეზკეი/ტეკირდაგ )
“ WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TIC. A.Ş.”, TURKEY
(ÇOSB GO Paşa Mah. 6. Cad . No: 30 Cerkezköy / Tekirdaĝ).
ფარმაკოლოგიური თვისებები
საშუალებები, რომლებიც გავლენას ახდენენ საჭმლის მომნელებელ სისტემასა და მეტაბოლიზმზე. ვიტამინები. ვიტამინი B1 ვიტამინ B6-თან და/ან ვიტამინ B12-თან კომბინაციაში.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
ნევრალონი წარმოადგენს კომბინირებულ პრეპარატს, რომელიც შეიცავს B ჯგუფის (B1, B6 და B12) ვიტამინებს და ადგილობრივ საანესთეზიო საშუალებას (ლიდოკაინს). ნეიროტროპული მოქმედების მქონე B ჯგუფის ვიტამინები ეფექტურია ნერვული სისტემის და საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ანთებითი და დეგენერაციული დაავადებების მკურნალობაში. ნევრალონი გამოიყენება ორგანიზმში ვიტამინების დეფიციტის კომპენსაციისთვის, გარდა ამისა, ვიტამინებს, რომლებსაც შეიცავს ის თავის შემადგენლობაში მაღალი დოზებით, გააჩნიათ დამატებითი ფარმაკოლოგიური თვისებების ფართო სპექტრი, რაც, მათ შორის, განაპირობებს პრეპარატის ტკივილგამაყუჩებელ მოქმედებას.
ვიტამინი B1 (ასევე ცნობილი, როგორც ანტინევრიტული ვიტამინი) ფოსფორილირებული ფორმით კოკარბოქსილაზას სახით არეგულირებს ნახშირწყლების დაშლის პროცესს და გამოიყენება აციდოზთან დაკავშირებული ნივთიერებათა ცვლის დარღვევების კორექციისათვის.
ვიტამინი B6 არეგულირებს ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების დაშლის პროცესს, ასევე გავლენას ახდენს ტვინის ღეროზე, რის შედეგადაც სუსტდება ექსტრაპირამიდული დარღვევების სიმპტომები. იგი გამოიყენება იზონიაზიდით თერაპიასთან დაკავშირებული ნევრიტის პროფილაქტიკისთვის.
ვიტამინი B12 წარმოადგენს უჯრედული მეტაბოლიზმის, ნორმალური ჰემატოპოეზის და ნერვული სისტემის ფუნქციონირების პროცესების აუცილებელ კომპონენტს, მონაწილეობს ნუკლეინის მჟავების ბიოსინთეზში (უჯრედების ახალი ბირთვების წარმოქმნა). მაღალი დოზებით ახდენს ტკივილგამაყუჩებელ ეფექტს.
ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი მოქმედებს როგორც ადგილობრივი მოქმედების ტკივილგამაყუჩებელი საშუალება.
ფარმაკოკინეტიკა
ვიტამინი B1 შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში აქტიური ტრანსპორტის გზით; მისი შეწოვა კუჭ-ნაწლავის ტრაქტში შეზღუდულია და შეადგენს 8-15 მგ-ს დღე-ღამეში. ყოველდღიურად ხდება ორანიზმში 1 მგ B1 ვიტამინის დაშლა, მისი სიჭარბე კი შარდით გამოიყოფა. ორგანიზმში B6 ვიტამინის დეფიციტის დასადგენად ტარდება დატვირთვის ტესტი ტრიპტოფანით. L-ტრიპტოფანის 0,1 გ/კგ სხეულის მასაზე დოზით პერორალური მიღების შემდეგ, ქსანტურენის მჟავას ექსკრეციის სიჩქარე ჩვეულებრივ შეადგენს 30 მგ-ზე ნაკლებს 24 საათის განმავლობაში. ქსანტურენის მჟავას გამოყოფის უფრო მაღალი სიჩქარე მიუთითებს ორგანიზმში B6 ვიტამინის დეფიციტის არსებობაზე. პირიდოქსინი, პირიდოქსალი და პირიდოქსამინი სწრაფად აღწევენ სისხლის სისტემურ მიმოქცევაში, სადაც შემდგომში ხდება მათი ფოსფორილირება და დაჟანგვა პირიდოქსალ-5-ფოსფატამდე და პირიდოქსალამდე. ძირითად მეტაბოლიტს, რომელიც გამოიყოფა ორგანიზმიდან, წარმოადგენს 4-პირიდოქსინის მჟავა.
ვიტამინი B12, პერორალურად მიღებისას, უკავშირდება შინაგან ფაქტორს (კასლის ფაქტორი), გლიკოპროტეინს, რომელიც გამოიყოფა კუჭის პარიეტალური უჯრედებით.
ვიტამინი B12-შიდა ფაქტორის კომპლექსი მდგრადია პროტეოლიზური ფერმენტების მოქმედების მიმართ, ის ხვდება წვრილ ნაწლავში და უპირატესად უკავშირდება სპეციფიკურ რეცეპტორებს თეძოს ნაწლავის კედელში (დისტალური ნაწილი), რის შემდეგაც ხდება B12 ვიტამინის შეწოვა. ნაწლავის ლორწოვანი გარსში გავლით გადატანის შემდეგ ვიტამინი B12 ხვდება სისტემურ მიმოქცევაში კაპილარული ქსელის მეშვეობით და უკავშირდება სატრანსპორტო ცილას, ეს კომპლექსი შემდგომში ხვდება ღვიძლში, ძვლის ტვინში და სხვა პროლიფერაციულ უჯრედებში. B12 ვიტამინის შეწოვა შეიძლება შემცირდეს შინაგანი ფაქტორის არარსებობის, მალაბსორბციის სინდრომის, ნაწლავის დაავადებების ან აშლილობის შემთხვევაში, გასტრექტომიის შემდეგ, ან შინაგანი ფაქტორის მიმართ აუტოიმუნური ანტისხეულების არსებობისას. როგორც წესი, საკვებთან ერთად მიღებისას კუჭ-ნაწლავის ტრაქტში დღეში B12 ვიტამინის 1,5-3,5 მკგ შეიწოვება.
ვიტამინი B12 გამოიყოფა ორგანიზმიდან ნაღველთან ერთად, მას ახასიათებს ენტეროჰეპატური მიმოქცევა. ის აღწევს პლაცენტაში.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
სამკურნალო პრეპარატის
სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია
ნევრალონი
სავაჭრო დასახელება
ნევრალონი, Nevralon
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება ან ჯგუფური დასახელება
-
სამკურნალო ფორმა
საინექციო ხსნარი.
აღწერილობა: მუქი წითელი ფერის გამჭვირვალე ხსნარი.
შემადგენლობა
პრეპარატის 1 ამპულა შეიცავს
აქტიური ნივთიერებები:
თიამინის ჰიდროქლორიდი (ვიტამინი B1) 100 მგ
პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი (ვიტამინი B6) 100 მგ
ციანოკობალამინი (ვიტამინი B12) 1 მგ
ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი 20 მგ
დამხმარე ნივთიერებები: ბენზილის სპირტი, კალიუმის ჰექსაციანოფერატი (III), ნატრიუმის ჰექსამეტაფოსფატი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, საინექციო წყალი.
პრეპარატის A11DB ათქ კოდი
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
საშუალებები, რომლებიც გავლენას ახდენენ საჭმლის მომნელებელ სისტემასა და მეტაბოლიზმზე. ვიტამინები. ვიტამინი B1 ვიტამინ B6-თან და/ან ვიტამინ B12-თან კომბინაციაში.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
ნევრალონი წარმოადგენს კომბინირებულ პრეპარატს, რომელიც შეიცავს B ჯგუფის (B1, B6 და B12) ვიტამინებს და ადგილობრივ საანესთეზიო საშუალებას (ლიდოკაინს). ნეიროტროპული მოქმედების მქონე B ჯგუფის ვიტამინები ეფექტურია ნერვული სისტემის და საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ანთებითი და დეგენერაციული დაავადებების მკურნალობაში. ნევრალონი გამოიყენება ორგანიზმში ვიტამინების დეფიციტის კომპენსაციისთვის, გარდა ამისა, ვიტამინებს, რომლებსაც შეიცავს ის თავის შემადგენლობაში მაღალი დოზებით, გააჩნიათ დამატებითი ფარმაკოლოგიური თვისებების ფართო სპექტრი, რაც, მათ შორის, განაპირობებს პრეპარატის ტკივილგამაყუჩებელ მოქმედებას.
ვიტამინი B1 (ასევე ცნობილი, როგორც ანტინევრიტული ვიტამინი) ფოსფორილირებული ფორმით კოკარბოქსილაზას სახით არეგულირებს ნახშირწყლების დაშლის პროცესს და გამოიყენება აციდოზთან დაკავშირებული ნივთიერებათა ცვლის დარღვევების კორექციისათვის.
ვიტამინი B6 არეგულირებს ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების დაშლის პროცესს, ასევე გავლენას ახდენს ტვინის ღეროზე, რის შედეგადაც სუსტდება ექსტრაპირამიდული დარღვევების სიმპტომები. იგი გამოიყენება იზონიაზიდით თერაპიასთან დაკავშირებული ნევრიტის პროფილაქტიკისთვის.
ვიტამინი B12 წარმოადგენს უჯრედული მეტაბოლიზმის, ნორმალური ჰემატოპოეზის და ნერვული სისტემის ფუნქციონირების პროცესების აუცილებელ კომპონენტს, მონაწილეობს ნუკლეინის მჟავების ბიოსინთეზში (უჯრედების ახალი ბირთვების წარმოქმნა). მაღალი დოზებით ახდენს ტკივილგამაყუჩებელ ეფექტს.
ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი მოქმედებს როგორც ადგილობრივი მოქმედების ტკივილგამაყუჩებელი საშუალება.
ფარმაკოკინეტიკა
ვიტამინი B1 შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში აქტიური ტრანსპორტის გზით; მისი შეწოვა კუჭ-ნაწლავის ტრაქტში შეზღუდულია და შეადგენს 8-15 მგ-ს დღე-ღამეში. ყოველდღიურად ხდება ორანიზმში 1 მგ B1 ვიტამინის დაშლა, მისი სიჭარბე კი შარდით გამოიყოფა. ორგანიზმში B6 ვიტამინის დეფიციტის დასადგენად ტარდება დატვირთვის ტესტი ტრიპტოფანით. L-ტრიპტოფანის 0,1 გ/კგ სხეულის მასაზე დოზით პერორალური მიღების შემდეგ, ქსანტურენის მჟავას ექსკრეციის სიჩქარე ჩვეულებრივ შეადგენს 30 მგ-ზე ნაკლებს 24 საათის განმავლობაში. ქსანტურენის მჟავას გამოყოფის უფრო მაღალი სიჩქარე მიუთითებს ორგანიზმში B6 ვიტამინის დეფიციტის არსებობაზე. პირიდოქსინი, პირიდოქსალი და პირიდოქსამინი სწრაფად აღწევენ სისხლის სისტემურ მიმოქცევაში, სადაც შემდგომში ხდება მათი ფოსფორილირება და დაჟანგვა პირიდოქსალ-5-ფოსფატამდე და პირიდოქსალამდე. ძირითად მეტაბოლიტს, რომელიც გამოიყოფა ორგანიზმიდან, წარმოადგენს 4-პირიდოქსინის მჟავა.
ვიტამინი B12, პერორალურად მიღებისას, უკავშირდება შინაგან ფაქტორს (კასლის ფაქტორი), გლიკოპროტეინს, რომელიც გამოიყოფა კუჭის პარიეტალური უჯრედებით.
ვიტამინი B12-შიდა ფაქტორის კომპლექსი მდგრადია პროტეოლიზური ფერმენტების მოქმედების მიმართ, ის ხვდება წვრილ ნაწლავში და უპირატესად უკავშირდება სპეციფიკურ რეცეპტორებს თეძოს ნაწლავის კედელში (დისტალური ნაწილი), რის შემდეგაც ხდება B12 ვიტამინის შეწოვა. ნაწლავის ლორწოვანი გარსში გავლით გადატანის შემდეგ ვიტამინი B12 ხვდება სისტემურ მიმოქცევაში კაპილარული ქსელის მეშვეობით და უკავშირდება სატრანსპორტო ცილას, ეს კომპლექსი შემდგომში ხვდება ღვიძლში, ძვლის ტვინში და სხვა პროლიფერაციულ უჯრედებში. B12 ვიტამინის შეწოვა შეიძლება შემცირდეს შინაგანი ფაქტორის არარსებობის, მალაბსორბციის სინდრომის, ნაწლავის დაავადებების ან აშლილობის შემთხვევაში, გასტრექტომიის შემდეგ, ან შინაგანი ფაქტორის მიმართ აუტოიმუნური ანტისხეულების არსებობისას. როგორც წესი, საკვებთან ერთად მიღებისას კუჭ-ნაწლავის ტრაქტში დღეში B12 ვიტამინის 1,5-3,5 მკგ შეიწოვება.
ვიტამინი B12 გამოიყოფა ორგანიზმიდან ნაღველთან ერთად, მას ახასიათებს ენტეროჰეპატური მიმოქცევა. ის აღწევს პლაცენტაში.
გამოყენების ჩვენებები
სისტემური ნევროლოგიური მდგომარეობები, რომლებიც დაკავშირებულია B1, B6 და B12 ვიტამინების დადასტურებულ დეფიციტთან, რისი კომპენსირებაც შეუძლებელია დიეტის კორექციის გზით.
გამოყენების წესი და დოზები
დოზირება
მძიმე შემთხვევებში, მნიშვნელოვნად გამოხატული ტკივილის სინდრომის დროს, მკურნალობა იწყება ყოველდღიური ინექციებით სისხლში პრეპარატის მაღალი კონცენტრაციის მისაღწევად - 1 ამპულა (2 მლ) დღე-ღამეში ერთხელ. მწვავე ტკივილის გაქრობის შემდეგ და იმ შემთხვევებში, როდესაც ტკივილის სინდრომი ოდნავ გამოხატულია, პრეპარატის დოზა შეადგენს 1 ამპულას (2 მლ) 2-3-ჯერ კვირაში.
მკურნალობის შეფასება რეკომენდებულია ყოველკვირეულად. აუცილებელია პაციენტის გადაყვანა პერორალური სამკურნალო ფორმების პრეპარატებით თერაპიაზე რაც შეიძლება მალე.
გამოყენების წესი
პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ ინტრამუსკულარული შეყვანისათვის; პრეპარატი შეყვანილი უნდა იქნას ღრმად კუნთში.
განსაკუთრებული მითითებები შემთხვევითი ინტრავენური შეყვანის დროს
ნევრალონი შეყვანილი უნდა იქნას მხოლოდ ინტრამუსკულურად. დაუშვებელია ინტრავენური შეყვანა სისხლის ნაკადში. შემთხვევითი ინტრავენური შეყვანის შემთხვევაში, პაციენტი უნდა იმყოფებოდეს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ ან უნდა იყოს ჰოსპიტალიზირებული, სიმპტომების სიმძიმის მიხედვით.
ინექციებს შორის ინტერვალი შემდგომი მკურნალობისთვის და მსუბუქ შემთხვევებში შეადგენს პრეპარატის 1 ტაბლეტს, რომელიც შეიცავს 100 მგ ბენფოტიამინს და 100 მგ პირიდოქსინის ჰიდროქლორიდს, 3-ჯერ დღე-ღამეში.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერებების, ბენზილის სპირტის ან პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ;
გულის გამტარობის მძიმე დარღვევები;
მწვავე დეკომპენსირებული გულის უკმარისობა.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში არ არსებობს რაიმე უკუჩვენებები ვიტამინ B6-ის ყოველდღიური მიღებისთვის 25 მგ-მდე დოზით. პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, რადგან ამპულა (2 მლ-იანი) შეიცავს 100 მგ ვიტამინ B6-ს.
ნევრალონი შეიცავს ბენზილის სპირტს, ამიტომ განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები უნდა იქნას დაცული პრეპარატის გამოყენებისას, რომლებიც მითითებულია ნაწილში „განსაკუთრებული მითითებები“.
ბავშვები
ნევრალონი შეიცავს ბენზილის სპირტს და B1, B6 და B12 ვიტამინების მაღალ დოზებს, ამიტომ 12 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია.
ხანდაზმული ასაკის პაციენტები
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები არ არის საჭირო.
არასასურველი რეაქციები
არასასურველი რეაქციები ჩამოთვლილია ქვემოთ სისტემურ-ორგანული კლასების შესაბამისად MedDRA-ს მიხედვით. არასასურველი რეაქციების სიხშირის პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირად (≥ 1/10); ხშირად (≥ 1/100, მაგრამ < 1/10); არახშირად (≥ 1/1000, მაგრამ < 1/100); იშვიათად (≥ 1/10000, მაგრამ < 1/1000); ძალიან იშვიათად (< 1/10000); სიხშირე უცნობია (ვერ შეფასდება არსებული მონაცემების მიხედვით).
იმუნური სისტემის მხრივ: ძალიან იშვიათად - ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (მაგალითად, ეგზანთემა. ქოშინი, ანაფილაქსიური შოკი, ანგიონევროზული შეშუპება); სიხშირე უცმობია - ალერგიული რეაქციები (დაკავშირებული პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ბენზილის სპირტის გამოყენებასთან).
გულის მხრივ: ძალიან იშვიათად - ტაქიკარდია.
კანის და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: ძალიან იშვიათად - მომატებული ოფლიანობა, აკნე, კანის რეაქციები ქავილით და ჭინჭრის ციებით.
ზოგადი დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილას: სიხშირე უცნობია - სისტემურ სისხლის ნაკადში სწრაფი მოხვედრისას (უნებლიე ინტრავენური შეყვანა, ინექცია მაღალი ხარისხის პერფუზიის არეში) ან პრეპარატის დოზის გადაჭარბებისას შესაძლებელია ისეთი სისტემური გვერდითი რეაქციების განვითარება, როგორიცაა თავბრუსხვევა, ღებინება, ბრადიკარდია, არითმია, ძილიანობა და კრუნჩხვები. წვის შეგრძნება ინექციის ადგილას.
შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ
შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ მნიშვნელოვანია. თუ პაციენტს გამოუვლინდა სერიოზული არასასურველი რეაქცია სამკურნალო საშუალებაზე ან ახალი არასასურველი რეაქციის აღნიშვნის შემთხვევაში, რომელიც არ არის აღწერილი ამ ნაწილში, გთხოვთ, მოახდინეთ ინფორმირება ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.
განსაკუთრებული მითითებები
ნევრალონი განკუთვნილია მხოლოდ ინტრამუსკულარული შეყვანისათვის; პრეპარატის შემთხვევით ინტრავენურად შეყვანის შემთხვევაში, აუცილებელია პაციენტზე სამედიცინო დაკვირვების უზრუნველყოფა ამბულატორიულ პირობებში ან სტაციონარის პირობებში აღნიშნული სიმპტომების სიმძიმის მიხედვით.
პრეპარატის 6 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს ნეიროპათია.
დამხმარე ნივთიერებები
ნევრალონი
შეიცავს 40 მგ ბენზილის სპირტს ერთ ამპულაში (2 მლ-იანი), რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები. ახალშობილებსა და მცირეწლოვან ბავშვებში ბენზილის სპირტის გამოყენება დაკავშირებულია მძიმე გვერდითი რეაქციების განვითარების რისკთან (გასპინგ-სინდრომი).
ბენზილის სპირტის დიდი რაოდენობით გამოყენება უნდა მოხდეს სიფრთხილით და მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში, განსაკუთრებით ღვიძლის ან თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში, ასევე ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, რადგან არსებობს კუმულაციისა და ტოქსიკურობის რისკი (მეტაბოლური აციდოზი).
ნევრალონი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) ერთ ამპულაში (2 მლ-იანი), ე.ი. პრაქტიკულად „არ შეიცავს ნატრიუმს“.
ნევრალონი შეიცავს 1 მმოლზე ნაკლებ კალიუმს (39 მგ) ერთ ამპულაში (2 მლ-იანი), ე.ი. პრაქტიკულად „არ შეიცავს კალიუმს“.
შეუთავსებლობა
ვიტამინი B1 შეუთავსებელია ნივთიერებებთან, რომლებსაც გააჩნიათ დამჟანგავი ან აღმდგენი საშუალებების თვისებები, ვერცხლისწყლის ქლორიდთან, იოდიდებთან, კარბონატებთან, აცეტატებთან, რკინის სულფატთან, მთრიმლავ მჟავასთან, რკინა-ამონიუმის ციტრატთან, აგრეთვე ნატრიუმის ფენობარბიტალთან, რიბოფლავინთან, ბენზილპენიცილინთან, გლუკოზასთან და მეტაბისულფიტთან. სპილენძი აჩქარებს B1 ვიტამინის დაშლის პროცესს; გარდა ამისა, ვიტამინი B1-ის ეფექტურობა მცირდება pH-ის მნიშვნელობის მატებასთან ერთად (3-ზე მეტი pH-ის დროს).
ვიტამინი B12 შეუთავსებელია ნივთიერებებთან, რომლებსაც გააჩნიათ დამჟანგავი ან აღმდგენი საშუალებების თვისებები, და მძიმე ლითონების მარილებთან. ვიტამინ B1-ის შემცველ ხსნარებში, ვიტამინი B12, ასევე B ჯგუფის სხვა ვიტამინები, სწრაფად იშლება ვიტამინი B1-ის დაშლის პროდუქტების არებობისას (რკინის იონებს დაბალი კონცენტრაციით შეუძლიათ ამის თავიდან აცილება). რიბოფლავინი, განსაკუთრებით მზის სხივების ერთდროული ზემოქმედებისას, უზრუნველყოფს დაშლას; ნიკოტინამიდი აჩქარებს ფოტოლიზს, ანტიოქსიდანტები კი აფერხებენ ამ პროცესს.
გავლენა სატრანსპორტო საშუალებების ტარებისა და მექანიზმების მართვის უნარზე
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები არ არის საჭირო.
გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს
ორსულობა
ვიტამინი B1-ის რეკომენდირებული დღიური დოზა შეადგენს 1,2 მგ-ს II ტრიმესტრში და 1,3 მგ-ს ორსულობის III ტრიმესტრში, ვიტამინი B6-ის რეკომენდირებული დღიური დოზა ორსულობის მე-4 თვიდან შეადგენს 1,9 მგ-ს. ორსულობის დროს ქალებში ზემოაღნიშნული ვიტამინები უფრო მაღალი დოზებით უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც მათი დეფიციტი სათანადოდ არის დადასტურებული (მონაცემები ამ ვიტამინების გამოყენების უსაფრთხოების შესახებ დღიურ დოზებში, რომლებიც აღემატება რეკომენდებულს, არ არსებობს).
ლაქტაცია
B1 და B6 ვიტამინების რეკომენდირებული დღიური დოზები ძუძუთი კვების პერიოდში შეადგენენ 1,3 მგ-ს და 1,9 მგ-ს, შესაბამისად.
B1 და B6 ვიტამინები გამოიყოფა დედის რძით.
B6 ვიტამინის მაღალი დოზებით გამოყენებისას დედის რძის გამომუშავება შეიძლება შემცირდეს.
ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში პრეპარატის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება მკურნალმა ექიმმა უნდა მიიღოს მხოლოდ სარგებელი/რისკის თანაფარდობის საფუძვლიანი შეფასების შემდეგ.
ნევრალონი შეიცავს ბენზილის სპირტს, ამიტომ განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები უნდა იქნას დაცული პრეპარატის გამოყენებისას, რომლებიც მითითებულია ნაწილში „განსაკუთრებული მითითებები“.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
ვიტამინი B1 მთლიანად იშლება სულფიტების შემცველ ხსნარებში, ხოლო სხვა ვიტამინების ინაქტივირება შესაძლებელია B1 ვიტამინის დაშლის პროდუქტების არსებობისას.
ვიტამინ B6-თან თერაპიულ დოზებში ერთდროული გამოყენებისას L-დიჰიდროქსიფენილალანინის (L-დოფა, ლევოდოპა) ეფექტურობა შეიძლება შემცირდეს; ასევე დადგენილია ურთიერთქმედება იზონიაზიდთან, D-პენიცილამინთან და ციკლოსერინთან.
ლიდოკაინის პარენტერალური შეყვანისა და ადრენალინის ან ნორადრენალინის ერთდროული გამოყენების დროს შეიძლება გაიზარდოს არასასურველი რეაქციები გულის მხრივ; ასევე ცნობილია სულფონამიდებთან ურთიერთქმედების შესახებ.
ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებებით დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, ადრენალინი და ნორადრენალინი არ უნდა იქნას გამოყენებული.
ჭარბი დოზირება
პრეპარატის დოზის გადაჭარბების დროს რაიმე სიმპტომის განვითარების შემთხვევაში, უნდა მიმართოთ ექიმს შესაბამისი მკურნალობის ჩასატარებლად.
გამოშვების ფორმა
საინექციო ხსნარის 2 მლ ყვითელი მინის ამპულებში.
5 ამპულა კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში.
1 კონტურული უჯრედოვანი შეფუთვა სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
ინახება სინათლისგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მოუწვდომელ ადგილას!
ვარგისიანობის ვადა
3 წელი წარმოების თარიღიდან.
არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
წარმოებულია
„ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ.“-ს მიერ, თურქეთი
(ჩოსბ გ.ო. პაშა მაჰ. 6. ჯად. No. 30 ჩერკეზკეი/ტეკირდაგ )
“ WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TIC. A.Ş.”, TURKEY
(ÇOSB GO Paşa Mah. 6. Cad . No: 30 Cerkezköy / Tekirdaĝ).
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


