პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ვიტამინები

მილგამა

Milgamma®

ურეცეპტოდ(100მგ + 100მგ + 1მგ + 20მგ)ინსტრუქცია ქართულადგერმანია
რისთვის გამოიყენება

მილგამა არის ვიტამინური B-კომპლექსი. ჩვენებები: მილგამა ინიშნება: * B1, B6 და B12 ვიტამინების დეფიციტური მდგომარეობების სამკურნალოდ. * ჩონჩხ-კუნთოვანი სისტემის დაავადებების სამკურნალოდ, მტკივნეული დარღვევების ჩათვლით, როგორიცაა წელის ტკივილი, ლუმბაგო ან კისრის მხრივი სინდრომები. …

სრულად
ფორმა და შეფუთვა
(100მგ + 100მგ + 1მგ + 20მგ)/2მლ 2მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №5
მწარმოებელი
Solupharm Pharmazeutische Erzeugnisse GmbH, გერმანია
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ვიტამინები, ვიტამინი B1 კომბინაციაში B6 და/ან B12 ვიტამინებთან
ATC კოდი
A11DB
რეგისტრაციის ნომერი
რ-044077
რეგისტრირებულია
30 სექტემბერი 2025, მოქმედებს 30 სექტემბერი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Worwag Pharma GmbH&Co.KG (გერმანია)
განმცხადებელი
სს „გეფა“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებამილგამა და სხვა წამალი ერთად

მილგამა — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

მილგამა არის ვიტამინური B-კომპლექსი.

ჩვენებები:

მილგამა ინიშნება:

  • B1, B6 და B12 ვიტამინების დეფიციტური მდგომარეობების სამკურნალოდ.
  • ჩონჩხ-კუნთოვანი სისტემის დაავადებების სამკურნალოდ, მტკივნეული დარღვევების ჩათვლით, როგორიცაა წელის ტკივილი, ლუმბაგო ან კისრის მხრივი სინდრომები.
  • ნევროლოგიური დარღვევების სამკურნალოდ, როგორიცაა დიაბეტური ან ალკოჰოლური პოლინეიროპათია, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს სენსორული დარღვევებით (მაგ. ტკივილი, ჩხვლეტა, დაბუჟება) კიდურებში.
  • ჰემატოლოგიური დარღვევების სამკურნალოდ, რომლებიც გამოწვეულია B1, B6 და B12 ვიტამინების დეფიციტით.

მიღების წესი და დოზირება

ეს წამალი დაგენიშნებათ საჭიროებისამებრ, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. თუ რაიმე კითხვები გაგიჩნდებათ, აცნობეთ ექიმს ან ექთანს.

ჩვეულებრივი დოზირება მძიმე და მწვავე ტკივილის დროს განსაზღვრულია საწყისი დღიური დოზით - 1 ინექცია (2 მლ) დღეში. მწვავე ტკივილის გაქრობის შემდეგ ან ზომიერი სიმპტომების შემთხვევაში: ერთი ინექცია კვირაში 2-3-ჯერ.

ეს პრეპარატი შეიცავს ლიდოკაინს ინტრამუსკულარულ ინექციასთან დაკავშირებული ტკივილის შესამცირებლად.

საჭიროა პაციენტის ყოველკვირეული მონიტორინგი.

თქვენმა ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ ტაბლეტები ინექციებს შორის ინტერვალში მისაღებად ან შემდგომი მკურნალობის სახით.

თიამინის ჰიდროქლორიდი 100 მგ, პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი 100 მგ, ციანოკობალამინი 1 მგ, ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი 20 მგ საინექციო ხსნარი უნდა შეიყვანოთ მხოლოდ კუნთში (კუნთში) და არა ინტრავენურად (ი.ვ.) სისხლში. შემთხვევით, ინტრავენური ინექციის დროს, პაციენტი უნდა იყოს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ ან სტაციონარულ პირობებში, გამოწვეული სიმპტომების სიმძიმის შესაბამისად.

ამ პროდუქტმა შეიძლება გამოიწვიოს ნერვული დაზიანება (ნეიროპათიები), თუ გამოიყენება ექვს თვეზე მეტი ხნის განმავლობაში.

ინექციებს შორის და მკურნალობის შემდეგ, ან საშუალო სიმძიმის დაავადების შემთხვევაში რეკომენდებულია მილგამას 1 ტაბლეტის მიღება 3-ჯერ დღეში.

უკუჩვენებები

ცნობილი ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ინგრედიენტების ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ; ასევე, სხვა ამიდური ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებების მიმართ; ეპილეფსია ანამნეზში; ატრიოვენტრიკულური და სინოატრიალური II და III ხარისხის ბლოკადები, სინუსის კვანძის სისუსტის სინდრომი, ადამს-სტოქსის სინდრომი, ვოლფ- პარკინსონ-უაიტის სინდრომი, გულის უკმარისობის მძიმე ფორმები (II და III ხარისხის), გამოხატული არტერიული ჰიპოტენზია, კარდიოგენური შოკი, მიასთენია, ჰიპოვოლემია, პორფირია, თირკმელების/ღვიძლის მძიმე უკმარისობა.

სიფრთხილის ზომები

პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ ინტრამუსკულარული ინექციებისთვის. რეკომენდებულია ყურადღებით მონიტორინგი, თუ შემთხვევით ის შეყვანილი იქნება ინტრავენურად. ხანგრძლივმა (6 თვეზე მეტი დროით) გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სენსორული ნერვების ნეიროპათია.

ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის გამოყენებამდე აუცილებელია კანის ტესტის ჩატარება პრეპარატის მიმართ ალერგიაზე, რომელიც დასტურდება ინექციის ადგილზე შეშუპებითა და სიწითლით. ის გამოიყენება სიფრთხილით და უფრო მცირე დოზებით პაციენტებში გულის უკმარისობით, არტერიული ჰიპერტენზიით, 1 ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადით, ინტრავენტრიკულური გამტარებლობის დარღვევით, ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის დარღვევით, ეპილეფსიით, გულზე ოპერაციის შემდეგ ჰიპერთერმიისადმი გენეტიკური მიდრეკილებით, დასუსტებულ პაციენტებში. ხანდაზმულ პაციენტებში, როგორც ისევე როგორც ანამნეზში არითმიის მქონე პაციენტებში, ის უნდა იქნას გამოყენებული სიფრთხილით, ეკგ კონტროლის ქვეშ. თუ განვითარდება PQ ინტერვალის გახანგრძლივება, QRS კომპლექსის გაფართოება ან არითმიები, დოზა უნდა შემცირდეს ან პრეპარატი მოიხსნას.

მილგამა შეიცავს 40 მგ ბენზილის სპირტს 2 მლ საინექციო ხსნარში. ბენზილის სპირტმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები. მცირეწლოვან ბავშვებში ბენზილის სპირტი დაკავშირებულია მძიმე გვერდითი მოვლენების რისკთან, მათ შორის სუნთქვის პრობლემების (ე.წ. „ქოშინის სინდრომი“) განვითარების რისკთან. დიდი მოცულობები უნდა იქნას გამოყენებული სიფრთხილით და მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში, განსაკუთრებით სუბიექტებში ღვიძლის ან თირკმელების ფუნქციის დარღვევით ან ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, კუმულაციისა და ტოქსიკურობის (მეტაბოლური აციდოზი) რისკის გამო.

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იყენებთ, ბოლო დროს იყენებდით ან შეიძლება გამოიყენოთ სხვა მედიკამენტები, მათ შორის ისეთი, რომლებიც ურეცეპტოდ შეიძინეთ.

განსაკუთრებით საყურადღებოა შემდეგი პრეპარატების შემთხვევაში:

სხვა ვიტამინები,

5-ფტორურაცილი – გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ

L-დოფა – გამოიყენება პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ

იზონიაზიდი (INH) ან ციკლოსერინი - გამოიყენება ტუბერკულოზის სამკურნალოდ

პენიცილამინი - გამოიყენება ვილსონის დაავადების სამკურნალოდ

ეპინეფრინი და ნორეპინეფრინი - გამოიყენება ანაფილაქსიის, გულის გაჩერების, სეპტიური შოკის და დაბალი არტერიული წნევის სამკურნალოდ

სულფონამიდები - ანტიბიოტიკი, რომელიც გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ

თირკმლის უკმარისობა:

თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის. თირკმლის დაავადების შემთხვევაში, რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ღვიძლის უკმარისობა:

ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის. ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის. ამიტომ, მილგამას საინექციო ხსნარი არ უნდა იქნას გამოყენებული ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

თიამინი მთლიანად იხსნება სულფიტების ხსნარში. სხვა ვიტამინები შეიძლება ინაქტივირებული იქნას B1 ვიტამინის დაშლის პროდუქტების არსებობისას. B1 ვიტამინს შეუძლია შეამციროს ლევოდოპას ეფექტი. შეიძლება განვითარდეს ურთიერთქმედება ციკლოსერინთან, იზონიაზიდთან და d-პენიცილიმინთან.

ურთიერთქმედებები პრეპარატში ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის შემცველობის გამო: ლიდოკაინი აძლიერებს პრეპარატების დამთრგუნველ ეფექტს სასუნთქ ცენტრზე. როდესაც ლიდოკაინი ჰიდროქლორიდი გამოიყენება საძილე და სედატიურ საშუალებებთან ერთდროულად, ამან შესაძლებელია გაზარდოს დეპრესიული ეფექტი ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე და სასუნთქ ცენტრზე. ეთანოლი აძლიერებს ლიდოკაინის დამთრგუნველ ეფექტს სასუნთქ ფუნქციაზე. β-ადრენორეცეპტორების ბლოკერების ერთდროულად გამოყენებისას აუცილებელია ლიდოკაინის დოზის შემცირება. პოლიმიქსინ B-თან ერთდროულად გამოყენებისას, აუცილებელია სუნთქვის ფუნქციის კონტროლი. ლიდოკაინი არ უნდა იქნას გამოყენებული პარენტერალურად მაო ინჰიბიტორებით მკურნალობის დროს, რადგანაც ეს ზრდის არტერიული ჰიპოტენზიის რისკს. ლიდოკაინს შეუძლია გააძლიეროს იმ პრეპარატების ეფექტი, რომლებიც იწვევენ ნერვ-კუნთოვან ბლოკადას, რადგანაც ეს უკანასკნელი ამცირებს ნერვული იმპულსების გატარებას. საგულე გლიკოზიდებით ინტოქსიკაციის შემთხვევაში, ლიდოკაინმა შეიძლება გაზარდოს ატრიოვენტრიკულური ბლოკადის ხარისხი. ლიდოკაინი ასუსტებს საგულე გლიკოზიდების კარდიოტონურ ეფექტს.

ფრთხილად ინიშნება შემდეგ შემთხვევებში:

  • β-ადრენორეცეპტორების ბლოკერები - ღვიძლში ლიდოკაინის მეტაბოლიზმი ნელდება, ეფექტი ლიდოკაინის (მათ შორის ტოქსიკური) ეფექტები ძლიერდება და იზრდება ბრადიკარდიისა და არტერიული ჰიპოტენზიის განვითარების რისკი;
  • კურარის მსგავსი პრეპარატები - მიორელაქსაციის შესაძლო გაღრმავება (სასუნთქი კუნთების დამბლაც კი);
  • ნორეპინეფრინი, მექსილეტინი - ლიდოკაინის ტოქსიკურობა იზრდება (ლიდოკაინის კლირენსი მცირდება);
  • მიდაზოლამი - ლიდოკაინის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში იზრდება;
  • PCP, ბარბიტურატები (ფენობარბიტალის ჩათვლით) - შესაძლებელია ლიდოკაინის მეტაბოლიზმის დაჩქარება ღვიძლში, ამცირებს მის კონცენტრაციას სისხლში;
  • ანტიარითმული პრეპარატები (ამიოდარონი, ვერაპამილი, ქინიდინი, დიზოპირამიდი, პროპაფენონი), ჰიდანტოინის წარმოებულები - კარდიოდეპრესანტული ეფექტი იზრდება; ამიოდარონთან ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს კრუნჩხვების განვითარება;
  • პროკაინამიდი - შესაძლებელია ცენტრალური ნერვული სისტემის აგზნება და ჰალუცინაციების გამოწვევა; -

პრენილამინი - იზრდება "პირუეტის" ტიპის პარკუჭოვანი არითმიების განვითარების რისკი;

  • რიფამპიცინი - შესაძლებელია სისხლში ლიდოკაინის კონცენტრაციის დაქვეითება;
  • ფენიტოინი - აძლიერებს ლიდოკაინის კარდიოდეპრესანტულ ეფექტს;
  • ვაზოკონსტრიქტორები (ეპინეფრინი, მეტოქსამინი, ფენილეფრინი) - ხელს უწყობენ ლიდოკაინის აბსორბციის შენელებას და მისი მოქმედების გახანგრძლივებას;

ეფექტები მანქანის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე:

მილგამას გამოყენებისას არ არის რეკომენდებული იმ საქმიანობებით დაკავება, რომლებიც საჭიროებენ ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პირიდოქსინის ჰიდროქლორიდის მაქსიმალური დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 25 მგ-ს.

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ან ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის ყოლას, ამ პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს რჩევისთვის.

ორსულობის ან ძუძუთი კვების შემთხვევაში, ეს წამალი უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ დადასტურებული B1, B6 და B12 ვიტამინების დეფიციტის სამკურნალოდ, მასში შემავალი აქტიური ნივთიერებების რაოდენობის გამო.

ამ მიზეზით, მილგამას საინექციო ხსნარის გამოყენება შეგიძლიათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ექიმი ამას აუცილებლად მიიჩნევს. ორსულობის ან ძუძუთი კვების შემთხვევაში, რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ამის მიზეზია ის, რომ ბენზილის სპირტის დიდი რაოდენობა შეიძლება დაგროვდეს თქვენს ორგანიზმში და გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები (ე.წ. „მეტაბოლური აციდოზი“).

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში რეკომენდებულია 1,2-1,4 მგ ვიტამინი B1 და 1,0-2,0 მგ ვიტამინი B6, ხოლო ვიტამინი B12-ის შემთხვევაში 2.6 მკგ დღეში. შესაძლებელია სტანდარტული რეკომენდაციებისგან მცირედი გადახრები.

ორსულობის დროს ამ დოზების გადაჭარბება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს აღენიშნება B1, B6 და B12 ვიტამინების დეფიციტი, რადგან რეკომენდებული დღიური დოზების გადაჭარბების უსაფრთხოება ჯერჯერობით არ არის შესწავლილი. B1, B6, B12 ვიტამინები და ლიდოკაინი აღწევენ პლაცენტაში. საფუძვლიანად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ლიდოკაინი გამოიყენება ორსულებსა და ფერტილობის ასაკის ქალებში საკმაო რაოდენობაში. არსებული შეზღუდული კვლევების თანახმად, ლიდოკაინის გამოყენება ორსულობის პერიოდში არ უკავშირდება ნაყოფზე არასასურველ ეფექტების განვითარებას. ორსულობის დროს მილგამას საინექციო ხსნარის მიღება უნდა მოხდეს მხოლოდ მკურნალი ექიმის მიერ მოსალოდნელი სარგებლისა და რისკის საფუძვლიანი შეფასების შემდეგ.

თუ პრეპარატის მიღება აუცილებელია, ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

ბავშვები და ხანდაზმულები

პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული 12 წლამდე ასაკის ბავშვებში, რადგანაც ის შეიცავს ბენზილის სპირტს და ვიტამინების მაღალ დოზებს.

ხანდაზმულებში დოზის კორექცია საჭირო არ არის.

გვერდითი მოვლენები

ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს ოფლიანობა, ტაქიკარდია, აკნეს მსგავსი გამონაყარი. აღწერილია კანის მხრივი რეაქციები, როგორიცაა ქავილი, ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება და ანაფილაქსია. გრძელვადიანმა (6 თვეზე მეტი დროით) გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სენსორული ნერვების ნეიროპათია.

იმუნური სისტემის დარღვევები:

ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (კანის მხრივი რეაქციები, ანაფილაქსია, ანგიონევროზული შეშუპება).

გულ-სისხლძარღვოვანი დარღვევები:

ტაქიკარდია, ბრადიკარდია, არითმია.

ნერვული სისტემის დარღვევები:

თავბრუსხვევა, ფსიქიკური დარღვევები.

კუჭ-ნაწლავის მხრივი დარღვევები:

გულისრევა.

კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივი დარღვევები:

ჭარბი ოფლიანობა, აკნეს მსგავსი გამონაყარი, კანის მხრივი რეაქციები ქავილითა და ჭინჭრის ციებით.

ჩონჩხ-კუნთოვანი სისტემის დარღვევები:

კრუნჩხვები.

ზოგადი რეაქციები:

სისტემური რეაქციები (მოიცავს მთელ ორგანიზმს) ვითარდება სწრაფი პენეტრაცვიისას (შემთხვევითი ინტრავენური შეყვანა, ინექცია ძლიერ ვასკულარიზებულ ქსოვილში) ან დოზის გადაჭარბება.

ლიდოკაინის გამოყენებით გამოწვეული გვერდითი რეაქციები.

ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, შფოთვა, მოუსვენრობა, ეიფორია, ნისტაგმი, ცნობიერების დარღვევა, ძილიანობა, მხედველობის დარღვევები (დიპლოპია, ფოტოფობია), ტინიტუსი, კუნთების უნებლიე მოძრაობები, პარესთეზიები, დეზორიენტაცია, ტრემორი, ტრიზმი, კრუნჩხვები (მათი განვითარების რისკი იზრდება ჰიპერკაპნიისა და აციდოზის დროს).

გულ-სისხლძარღვთა სისტემა: არტერიული წნევის დაქვეითება, კოლაფსი, ბრადიკარდია, გულის გამტარებლობის დარღვევა; ვაზოკონსტრიქტორთან ერთად გამოყენებისას - ტაქიკარდია, არტერიული ჰიპერტენზია, გულმკერდში ტკივილი, არითმია.

სასუნთქი სისტემა: ქოშინი, სუნთქვის დათრგუნვა ან გაჩერება.

კუჭ-ნაწლავის სისტემა: გულისრევა, ღებინება.

ალერგიული რეაქციები: კანზე გამონაყარი, ჭინჭრის ციება, კანის ქავილი, ანგიონევროზული შეშუპება, გენერალიზებული ექსფოლიაციური დერმატიტი, ანაფილაქტოიდური რეაქციები, კონიუნქტივიტი, რინიტი.

ადგილობრივი რეაქციები: წვის მსუბუქი შეგრძნება, რომელიც ქრება საანესთეზიო ეფექტის განვითარებისას.

სხვა: ჰიპოთერმია, სიცხის, სიცივის ან დაბუჟების შეგრძნება კიდურებში. მაღალი დოზებით გამოყენებისას - ყურებში ხმაური, აფორიაქება.

მოსალოდნელი გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება:

სამკურნალო პრეპარატის ბაზარზე დაშვების შემდეგ მოსალოდნელი გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება მნიშვნელოვანია. ეს საშუალებას იძლევა სამკურნალო პროდუქტის სარგებლისა და რისკის ბალანსის შესაფასებლად. ჯანდაცვის სისტემის სპეციალისტებს მოეთხოვებათ, ნებისმიერი საეჭვო გვერდითი რეაქციის შესახებ აცნობონ სსიპ, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ([email protected]).

ჭარბი დოზა

ეს წამალი დაგენიშნებათ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. ნაკლებად სავარაუდოა, რომ მიიღოთ ძალიან ბევრი ან ძალიან ცოტა დოზა, თუმცა, თუ რაიმე შეკითხვები გაქვთ, აცნობეთ ექიმს ან ექთანს.

თუ შემთხვევით მიიღეთ ამ წამლის ძალიან ბევრი დოზა და თავს ცუდად გრძნობთ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

თუ ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვები გაგიჩნდებათ, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

სწრაფი ინექციის შემთხვევაში მოსალოდნელია დიარეა, არითმია, კრუნჩხვები. პაციენტს უნდა იყოს ემკურნალოს სიმპტომურად.

ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის დოზის გადაჭარბების ძირითადი სიმპტომებია: ზოგადი სისუსტე, ფსიქომოტორული აგზნება, თავბრუსხვევა, გულისრევა, ღებინება, დეზორიენტაცია, ტონურ-კლონური კრუნჩხვები, ტრემორი, მხედველობის დარღვევები, ცენტრალური ნერვული სისტემის დეპრესია, აპნოე, ბრადიკარდია, ატრიოვენტრიკულური ბლოკადა, არტერიული წნევის დაქვეითება, კოლაფსი.

მკურნალობა: ინტოქსიკაციის პირველივე ნიშნებისას პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს, პაციენტი უნდა მოთავსდეს ჰორიზონტალურ მდგომარეობაში და ჩატარდეს ოქსიგენოთერაპია. უნდა დაინიშნოს ვაზოკონსტრიქტორები (ნორეპინეფრინი, ფენილეფრინი), ანტიკონვულანტები, ქოლინოლიზური საშუალებები. საჭიროების შემთხვევაში ნაჩვენებია ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია, რეანიმაციული ღონისძიებები. დიალიზი არაეფექტურია. სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს.

შემადგენლობა

თითოეული ამპულა შეიცავს:

აქტიური ინგრედიენტები - თიამინის ჰიდროქლორიდი 100 მგ, პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი 100 მგ; ციანოკობალამინი 1 მგ; ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი 20 მგ. დამხმარე ნივთიერებები - ბენზილის სპირტი, ნატრიუმის პოლიფოსფატი, კალიუმის ჰექსაციანოფერატი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, საინექციო წყალი.

სამკურნალწამლო ფორმა: 2 მლ ხსნარი ამპულაში ი/მ ინექციისათვის. ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ვიტამინი დანამატის სახით/ნეიროპათიის სამკურნალო პრეპარატი.

ათქ ინდექსი: A11DB

შენახვის პირობები

3 წელი. არ გამოიყენოთ კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. შეინახეთ ამპულები კოლოფში სინათლისგან დაცვის მიზნით. შეინახეთ მაცივარში 2-8°C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

ურეცეპტოდ

ფარმაკოლოგიური თვისებები

B ვიტამინები წარმოადგენენ ნეიროტროფული ვიტამინების კლასს, რომლებიც დადებითად მოქმედებენ ნერვის ანთებით ან დეგენერაციულ დაავადებებზე და საყრდენ-მამოძრავებელ აპარატზე. მაღალი დოზების მიღებისას ისინი არა მხოლოდ ასრულებენ დანამატის როლს, არამედ გააჩნიათ მთელი რიგი ფარმაკოლოგიური ეფექტები, როგორიცაა: ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო, მიკროცირკულაციური.

ვიტამინი B, რომელიც წარმოდგენილია თიამინის დიფოსფატის და თიამინის ტრიფოსფატის სახით, მნიშვნელოვან როლს ასრულებს შაქრების კატაბოლიზმში, რადგანაც ის არის პირუვატ დეკარბოქსილაზას, 2- ოქსიგლუტარატ-დეჰიდროგენაზას და ტრანსკეტოლაზას კოენზიმი. პენტოზის ფოსფატის საშუალებით, თიამინის დიფოსფატი მონაწილეობს ალდეჰიდინური ჯგუფის გადაცემაში.

ვიტამინი B6 მისი ფოსფორილირებული ფორმით (პირიდოქსალ 5-ფოსფატი) არის მრავალი ფერმენტის კოენზიმი. ის საჭიროა ამინომჟავების, ნახშირწყლებისა და ლიპიდების მეტაბოლიზმისთვის.

ვიტამინი B12 აუცილებელია უჯრედული მეტაბოლიზმის, სისხლის შედედებისა და ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. ის ხელს უწყობს ბირთვულ მეტაბოლიზმს ფოლიუმის მჟავას აქტივაციის საშუალებით. მაღალი დოზებით, ციანოკობალამინს აქვს ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო და მიკროცირკულაციური ეფექტები.

ლიდოკაინი არის ამიდური ტიპის ადგილობრივი საანესთეზიო საშუალება. ლიდოკაინის მოქმედების მექანიზმი ადგილობრივი ან რეგიონალური ანესთეზიისათვის არის ნერვული ბოჭკოების იმპულსების გადაცემის შექცევადი ბლოკადა. ლიდოკაინი უკავშირდება ნატრიუმის არხებს, იწვევს კონფორმაციულ ცვლილებას, რომელიც ხელს უშლის ნატრიუმის გარდამავალ შედინებას, და შესაბამისად, დეპოლარიზაციას. ზემოქმედება ხდება ყველა პოტენციურად აგზნებად მემბრანაზე; თუმცა, სენსორული ბოჭკოები იბლოკება უპირატესად, რადგან ისინი უფრო თხელი, არამიელინირებული და უფრო ადვილად შეღწევადია.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

თიამინი აბსორბირდება წვრილ ნაწლავში აქტიური სატრანსპორტო სისტემის საშუალებით. მისი აბსორბცია შეზღუდულია დღეში 8- 15 მგ-ით. B1 ვიტამინის დეფიციტის თავიდან ასაცილებლად მამაკაცებში საჭიროა 1,3-1,5 მგ დღიური დოზა, ხოლო ქალებში საჭიროა 1,1- 1,3 მგ დღიური დოზა. თიამინი გამოიყოფა შარდით.

პირიდოქსინი, პირიდოქსალი და პირიდოქსამინი სწრაფად აბსორბირდება და გარდაიქმნება პირიდოქსალ-5-ფოსფატად. ძირითადი მეტაბოლიტია 4-პირიდოქსინის მჟავა. B6 ვიტამინის რეკომენდებული მიღება საკვებით დამოკიდებულია ცილის მეტაბოლიზმის ინტენსივობაზე. პირიდოქსინის დეფიციტის პრევენცია მამაკაცებში შესაძლებელია დღეში 2,3 მგ ვიტამინი B6-ის მიღებით, ხოლო ქალებში დღეში 2,0 მგ ვიტამინი B6-ის მიღებით. ვიტამინი B6 არის გამოიყოფა შარდში.

ვიტამინი B12 გამოიყოფა საკვებიდან საჭმლის მონელების დროს და კონიუგირდება შინაგან ფაქტორებით. წარმოქმნილი კომპლექსი რეზისტენტულია პროტეოლიზური ფერმენტების მიმართ. წვრილი ნაწლავების გავლის შემდეგ ის ურთიერთქმედებს სპეციფიკურ რეცეპტორებთან და აღწევს სისტემურ სისხლის მიმოქცევას, სადაც ის უკავშირდება ტრანსკობალამინს. კომპლექსი აღწევს ღვიძლში, ძვლის ტვინში და სხვა პროლიფერაციულ უჯრედებში, სადაც ის გარდაიქმნება ადენოზილკობალამინის და მეთილკობალამინის აქტიური ფორმად. ვიტამინი B12 აღწევს პლაცენტაში.

1,5-3,5 მგ ვიტამინი B12 ყოველდღიურად გადამუშავდება საკვებთან ერთად. შინაგანი ფაქტორების დეფიციტის შემთხვევაში ვიტამინი B12-ის აბსორბცია დარღვეულია. ვიტამინი B12 ძირითადად კონცენტრირებულია ღვიძლში. ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 12 თვეა. ის გამოიყოფა ძირითადად ნაღველში და მცირე რაოდენობით შარდში.

ლიდოკაინი სწრაფად აბსორბირდება ინექციის ადგილებიდან, კუნთების ჩათვლით. ლიდოკაინის პლაზმური კავშირი პრეპარატის კონცენტრაციის უკუპროპორციულია. ლიდოკაინის ფართოდ ნაწილდება ორგანიზმის ქსოვილებში, როგორიცაა თირკმელები, ფილტვები, ღვიძლი და გული. ლიდოკაინი უკავშირდება პლაზმის ცილებს. ლიდოკაინი გადის პლაცენტასა და ჰემატოენცეფალურ ბარიერს და ნაწილდება დედის რძეში. ლიდოკაინი და მისი მეტაბოლიტები უპირატესად გამოიყოფა შარდით. ლიდოკაინის 10%-ზე ნაკლები გამოიყოფა მეტაბოლიზების გარეშე. დაფიქსირდა, რომ მთლიანი ორგანიზმის ლიდოკაინის პლაზმური კლირენსი ჯანმრთელ მოხალისეებში დაახლოებით 10-20 მლ/წთ/კგ-ია. ლიდოკაინის ნახევარგამოყოფის პერიოდია დაახლოებით 100 წუთი ინფუზიის შემდეგ, რომელიც გრძელდება 12 საათზე ნაკლებ დროს ან ბოლუსური ინექციის შემდეგ. ამ სიტუაციაში ლიდოკაინი ავლენს წრფივ ფარმაკოკინეტიკას.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია

(ინფორმაცია ჯანდაცვის პროფესიონალებისა და პაციენტებისთვის)

მილგამა

სამკურნალო პროდუქტის დასახელება: მილგამა

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება (INN): -

აღწერა: გამჭვირვალე წითელი ხსნარი

შემადგენლობა: თითოეული ამპულა შეიცავს:

აქტიური ინგრედიენტები - თიამინის ჰიდროქლორიდი 100 მგ, პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი 100 მგ; ციანოკობალამინი 1 მგ; ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი 20 მგ. დამხმარე ნივთიერებები - ბენზილის სპირტი, ნატრიუმის პოლიფოსფატი, კალიუმის ჰექსაციანოფერატი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, საინექციო წყალი.

სამკურნალწამლო ფორმა: 2 მლ ხსნარი ამპულაში ი/მ ინექციისათვის. ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ვიტამინი დანამატის სახით/ნეიროპათიის სამკურნალო პრეპარატი.

ათქ ინდექსი: A11DB

ფარმაკოლოგიური თვისებები:

B ვიტამინები წარმოადგენენ ნეიროტროფული ვიტამინების კლასს, რომლებიც დადებითად მოქმედებენ ნერვის ანთებით ან დეგენერაციულ დაავადებებზე და საყრდენ-მამოძრავებელ აპარატზე. მაღალი დოზების მიღებისას ისინი არა მხოლოდ ასრულებენ დანამატის როლს, არამედ გააჩნიათ მთელი რიგი ფარმაკოლოგიური ეფექტები, როგორიცაა: ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო, მიკროცირკულაციური.

ვიტამინი B, რომელიც წარმოდგენილია თიამინის დიფოსფატის და თიამინის ტრიფოსფატის სახით, მნიშვნელოვან როლს ასრულებს შაქრების კატაბოლიზმში, რადგანაც ის არის პირუვატ დეკარბოქსილაზას, 2- ოქსიგლუტარატ-დეჰიდროგენაზას და ტრანსკეტოლაზას კოენზიმი. პენტოზის ფოსფატის საშუალებით, თიამინის დიფოსფატი მონაწილეობს ალდეჰიდინური ჯგუფის გადაცემაში.

ვიტამინი B6 მისი ფოსფორილირებული ფორმით (პირიდოქსალ 5-ფოსფატი) არის მრავალი ფერმენტის კოენზიმი. ის საჭიროა ამინომჟავების, ნახშირწყლებისა და ლიპიდების მეტაბოლიზმისთვის.

ვიტამინი B12 აუცილებელია უჯრედული მეტაბოლიზმის, სისხლის შედედებისა და ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. ის ხელს უწყობს ბირთვულ მეტაბოლიზმს ფოლიუმის მჟავას აქტივაციის საშუალებით. მაღალი დოზებით, ციანოკობალამინს აქვს ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო და მიკროცირკულაციური ეფექტები.

ლიდოკაინი არის ამიდური ტიპის ადგილობრივი საანესთეზიო საშუალება. ლიდოკაინის მოქმედების მექანიზმი ადგილობრივი ან რეგიონალური ანესთეზიისათვის არის ნერვული ბოჭკოების იმპულსების გადაცემის შექცევადი ბლოკადა. ლიდოკაინი უკავშირდება ნატრიუმის არხებს, იწვევს კონფორმაციულ ცვლილებას, რომელიც ხელს უშლის ნატრიუმის გარდამავალ შედინებას, და შესაბამისად, დეპოლარიზაციას. ზემოქმედება ხდება ყველა პოტენციურად აგზნებად მემბრანაზე; თუმცა, სენსორული ბოჭკოები იბლოკება უპირატესად, რადგან ისინი უფრო თხელი, არამიელინირებული და უფრო ადვილად შეღწევადია.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

თიამინი აბსორბირდება წვრილ ნაწლავში აქტიური სატრანსპორტო სისტემის საშუალებით. მისი აბსორბცია შეზღუდულია დღეში 8- 15 მგ-ით. B1 ვიტამინის დეფიციტის თავიდან ასაცილებლად მამაკაცებში საჭიროა 1,3-1,5 მგ დღიური დოზა, ხოლო ქალებში საჭიროა 1,1- 1,3 მგ დღიური დოზა. თიამინი გამოიყოფა შარდით.

პირიდოქსინი, პირიდოქსალი და პირიდოქსამინი სწრაფად აბსორბირდება და გარდაიქმნება პირიდოქსალ-5-ფოსფატად. ძირითადი მეტაბოლიტია 4-პირიდოქსინის მჟავა. B6 ვიტამინის რეკომენდებული მიღება საკვებით დამოკიდებულია ცილის მეტაბოლიზმის ინტენსივობაზე. პირიდოქსინის დეფიციტის პრევენცია მამაკაცებში შესაძლებელია დღეში 2,3 მგ ვიტამინი B6-ის მიღებით, ხოლო ქალებში დღეში 2,0 მგ ვიტამინი B6-ის მიღებით. ვიტამინი B6 არის გამოიყოფა შარდში.

ვიტამინი B12 გამოიყოფა საკვებიდან საჭმლის მონელების დროს და კონიუგირდება შინაგან ფაქტორებით. წარმოქმნილი კომპლექსი რეზისტენტულია პროტეოლიზური ფერმენტების მიმართ. წვრილი ნაწლავების გავლის შემდეგ ის ურთიერთქმედებს სპეციფიკურ რეცეპტორებთან და აღწევს სისტემურ სისხლის მიმოქცევას, სადაც ის უკავშირდება ტრანსკობალამინს. კომპლექსი აღწევს ღვიძლში, ძვლის ტვინში და სხვა პროლიფერაციულ უჯრედებში, სადაც ის გარდაიქმნება ადენოზილკობალამინის და მეთილკობალამინის აქტიური ფორმად. ვიტამინი B12 აღწევს პლაცენტაში.

1,5-3,5 მგ ვიტამინი B12 ყოველდღიურად გადამუშავდება საკვებთან ერთად. შინაგანი ფაქტორების დეფიციტის შემთხვევაში ვიტამინი B12-ის აბსორბცია დარღვეულია. ვიტამინი B12 ძირითადად კონცენტრირებულია ღვიძლში. ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 12 თვეა. ის გამოიყოფა ძირითადად ნაღველში და მცირე რაოდენობით შარდში.

ლიდოკაინი სწრაფად აბსორბირდება ინექციის ადგილებიდან, კუნთების ჩათვლით. ლიდოკაინის პლაზმური კავშირი პრეპარატის კონცენტრაციის უკუპროპორციულია. ლიდოკაინის ფართოდ ნაწილდება ორგანიზმის ქსოვილებში, როგორიცაა თირკმელები, ფილტვები, ღვიძლი და გული. ლიდოკაინი უკავშირდება პლაზმის ცილებს. ლიდოკაინი გადის პლაცენტასა და ჰემატოენცეფალურ ბარიერს და ნაწილდება დედის რძეში. ლიდოკაინი და მისი მეტაბოლიტები უპირატესად გამოიყოფა შარდით. ლიდოკაინის 10%-ზე ნაკლები გამოიყოფა მეტაბოლიზების გარეშე. დაფიქსირდა, რომ მთლიანი ორგანიზმის ლიდოკაინის პლაზმური კლირენსი ჯანმრთელ მოხალისეებში დაახლოებით 10-20 მლ/წთ/კგ-ია. ლიდოკაინის ნახევარგამოყოფის პერიოდია დაახლოებით 100 წუთი ინფუზიის შემდეგ, რომელიც გრძელდება 12 საათზე ნაკლებ დროს ან ბოლუსური ინექციის შემდეგ. ამ სიტუაციაში ლიდოკაინი ავლენს წრფივ ფარმაკოკინეტიკას.

რა არის მილგამა და რისთვის გამოიყენება იგი:

მილგამა არის ვიტამინური B-კომპლექსი.

ჩვენებები:

მილგამა ინიშნება:

  • B1, B6 და B12 ვიტამინების დეფიციტური მდგომარეობების სამკურნალოდ.
  • ჩონჩხ-კუნთოვანი სისტემის დაავადებების სამკურნალოდ, მტკივნეული დარღვევების ჩათვლით, როგორიცაა წელის ტკივილი, ლუმბაგო ან კისრის მხრივი სინდრომები.
  • ნევროლოგიური დარღვევების სამკურნალოდ, როგორიცაა დიაბეტური ან ალკოჰოლური პოლინეიროპათია, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს სენსორული დარღვევებით (მაგ. ტკივილი, ჩხვლეტა, დაბუჟება) კიდურებში.
  • ჰემატოლოგიური დარღვევების სამკურნალოდ, რომლებიც გამოწვეულია B1, B6 და B12 ვიტამინების დეფიციტით.

უკუჩვენებები:

ცნობილი ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ინგრედიენტების ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ; ასევე, სხვა ამიდური ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებების მიმართ; ეპილეფსია ანამნეზში; ატრიოვენტრიკულური და სინოატრიალური II და III ხარისხის ბლოკადები, სინუსის კვანძის სისუსტის სინდრომი, ადამს-სტოქსის სინდრომი, ვოლფ- პარკინსონ-უაიტის სინდრომი, გულის უკმარისობის მძიმე ფორმები (II და III ხარისხის), გამოხატული არტერიული ჰიპოტენზია, კარდიოგენური შოკი, მიასთენია, ჰიპოვოლემია, პორფირია, თირკმელების/ღვიძლის მძიმე უკმარისობა.

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პირიდოქსინის ჰიდროქლორიდის მაქსიმალური დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 25 მგ-ს.

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ან ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის ყოლას, ამ პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს რჩევისთვის.

ორსულობის ან ძუძუთი კვების შემთხვევაში, ეს წამალი უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ დადასტურებული B1, B6 და B12 ვიტამინების დეფიციტის სამკურნალოდ, მასში შემავალი აქტიური ნივთიერებების რაოდენობის გამო.

ამ მიზეზით, მილგამას საინექციო ხსნარის გამოყენება შეგიძლიათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ექიმი ამას აუცილებლად მიიჩნევს. ორსულობის ან ძუძუთი კვების შემთხვევაში, რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ამის მიზეზია ის, რომ ბენზილის სპირტის დიდი რაოდენობა შეიძლება დაგროვდეს თქვენს ორგანიზმში და გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები (ე.წ. „მეტაბოლური აციდოზი“).

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში რეკომენდებულია 1,2-1,4 მგ ვიტამინი B1 და 1,0-2,0 მგ ვიტამინი B6, ხოლო ვიტამინი B12-ის შემთხვევაში 2.6 მკგ დღეში. შესაძლებელია სტანდარტული რეკომენდაციებისგან მცირედი გადახრები.

ორსულობის დროს ამ დოზების გადაჭარბება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს აღენიშნება B1, B6 და B12 ვიტამინების დეფიციტი, რადგან რეკომენდებული დღიური დოზების გადაჭარბების უსაფრთხოება ჯერჯერობით არ არის შესწავლილი. B1, B6, B12 ვიტამინები და ლიდოკაინი აღწევენ პლაცენტაში. საფუძვლიანად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ლიდოკაინი გამოიყენება ორსულებსა და ფერტილობის ასაკის ქალებში საკმაო რაოდენობაში. არსებული შეზღუდული კვლევების თანახმად, ლიდოკაინის გამოყენება ორსულობის პერიოდში არ უკავშირდება ნაყოფზე არასასურველ ეფექტების განვითარებას. ორსულობის დროს მილგამას საინექციო ხსნარის მიღება უნდა მოხდეს მხოლოდ მკურნალი ექიმის მიერ მოსალოდნელი სარგებლისა და რისკის საფუძვლიანი შეფასების შემდეგ.

თუ პრეპარატის მიღება აუცილებელია, ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

ბავშვები და ხანდაზმულები

პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული 12 წლამდე ასაკის ბავშვებში, რადგანაც ის შეიცავს ბენზილის სპირტს და ვიტამინების მაღალ დოზებს.

ხანდაზმულებში დოზის კორექცია საჭირო არ არის.

დოზირება და გამოყენების მეთოდი:

ეს წამალი დაგენიშნებათ საჭიროებისამებრ, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. თუ რაიმე კითხვები გაგიჩნდებათ, აცნობეთ ექიმს ან ექთანს.

ჩვეულებრივი დოზირება მძიმე და მწვავე ტკივილის დროს განსაზღვრულია საწყისი დღიური დოზით - 1 ინექცია (2 მლ) დღეში. მწვავე ტკივილის გაქრობის შემდეგ ან ზომიერი სიმპტომების შემთხვევაში: ერთი ინექცია კვირაში 2-3-ჯერ.

ეს პრეპარატი შეიცავს ლიდოკაინს ინტრამუსკულარულ ინექციასთან დაკავშირებული ტკივილის შესამცირებლად.

საჭიროა პაციენტის ყოველკვირეული მონიტორინგი.

თქვენმა ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ ტაბლეტები ინექციებს შორის ინტერვალში მისაღებად ან შემდგომი მკურნალობის სახით.

თიამინის ჰიდროქლორიდი 100 მგ, პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი 100 მგ, ციანოკობალამინი 1 მგ, ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი 20 მგ საინექციო ხსნარი უნდა შეიყვანოთ მხოლოდ კუნთში (კუნთში) და არა ინტრავენურად (ი.ვ.) სისხლში. შემთხვევით, ინტრავენური ინექციის დროს, პაციენტი უნდა იყოს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ ან სტაციონარულ პირობებში, გამოწვეული სიმპტომების სიმძიმის შესაბამისად.

ამ პროდუქტმა შეიძლება გამოიწვიოს ნერვული დაზიანება (ნეიროპათიები), თუ გამოიყენება ექვს თვეზე მეტი ხნის განმავლობაში.

ინექციებს შორის და მკურნალობის შემდეგ, ან საშუალო სიმძიმის დაავადების შემთხვევაში რეკომენდებულია მილგამას 1 ტაბლეტის მიღება 3-ჯერ დღეში.

სიფრთხილის ზომები:

პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ ინტრამუსკულარული ინექციებისთვის. რეკომენდებულია ყურადღებით მონიტორინგი, თუ შემთხვევით ის შეყვანილი იქნება ინტრავენურად. ხანგრძლივმა (6 თვეზე მეტი დროით) გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სენსორული ნერვების ნეიროპათია.

ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის გამოყენებამდე აუცილებელია კანის ტესტის ჩატარება პრეპარატის მიმართ ალერგიაზე, რომელიც დასტურდება ინექციის ადგილზე შეშუპებითა და სიწითლით. ის გამოიყენება სიფრთხილით და უფრო მცირე დოზებით პაციენტებში გულის უკმარისობით, არტერიული ჰიპერტენზიით, 1 ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადით, ინტრავენტრიკულური გამტარებლობის დარღვევით, ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის დარღვევით, ეპილეფსიით, გულზე ოპერაციის შემდეგ ჰიპერთერმიისადმი გენეტიკური მიდრეკილებით, დასუსტებულ პაციენტებში. ხანდაზმულ პაციენტებში, როგორც ისევე როგორც ანამნეზში არითმიის მქონე პაციენტებში, ის უნდა იქნას გამოყენებული სიფრთხილით, ეკგ კონტროლის ქვეშ. თუ განვითარდება PQ ინტერვალის გახანგრძლივება, QRS კომპლექსის გაფართოება ან არითმიები, დოზა უნდა შემცირდეს ან პრეპარატი მოიხსნას.

მილგამა შეიცავს 40 მგ ბენზილის სპირტს 2 მლ საინექციო ხსნარში. ბენზილის სპირტმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები. მცირეწლოვან ბავშვებში ბენზილის სპირტი დაკავშირებულია მძიმე გვერდითი მოვლენების რისკთან, მათ შორის სუნთქვის პრობლემების (ე.წ. „ქოშინის სინდრომი“) განვითარების რისკთან. დიდი მოცულობები უნდა იქნას გამოყენებული სიფრთხილით და მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში, განსაკუთრებით სუბიექტებში ღვიძლის ან თირკმელების ფუნქციის დარღვევით ან ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, კუმულაციისა და ტოქსიკურობის (მეტაბოლური აციდოზი) რისკის გამო.

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იყენებთ, ბოლო დროს იყენებდით ან შეიძლება გამოიყენოთ სხვა მედიკამენტები, მათ შორის ისეთი, რომლებიც ურეცეპტოდ შეიძინეთ.

განსაკუთრებით საყურადღებოა შემდეგი პრეპარატების შემთხვევაში:

სხვა ვიტამინები,

5-ფტორურაცილი – გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ

L-დოფა – გამოიყენება პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ

იზონიაზიდი (INH) ან ციკლოსერინი - გამოიყენება ტუბერკულოზის სამკურნალოდ

პენიცილამინი - გამოიყენება ვილსონის დაავადების სამკურნალოდ

ეპინეფრინი და ნორეპინეფრინი - გამოიყენება ანაფილაქსიის, გულის გაჩერების, სეპტიური შოკის და დაბალი არტერიული წნევის სამკურნალოდ

სულფონამიდები - ანტიბიოტიკი, რომელიც გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ

თირკმლის უკმარისობა:

თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის. თირკმლის დაავადების შემთხვევაში, რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ღვიძლის უკმარისობა:

ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის. ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის. ამიტომ, მილგამას საინექციო ხსნარი არ უნდა იქნას გამოყენებული ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში.

გვერდითი რეაქციები:

ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს ოფლიანობა, ტაქიკარდია, აკნეს მსგავსი გამონაყარი. აღწერილია კანის მხრივი რეაქციები, როგორიცაა ქავილი, ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება და ანაფილაქსია. გრძელვადიანმა (6 თვეზე მეტი დროით) გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სენსორული ნერვების ნეიროპათია.

იმუნური სისტემის დარღვევები:

ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (კანის მხრივი რეაქციები, ანაფილაქსია, ანგიონევროზული შეშუპება).

გულ-სისხლძარღვოვანი დარღვევები:

ტაქიკარდია, ბრადიკარდია, არითმია.

ნერვული სისტემის დარღვევები:

თავბრუსხვევა, ფსიქიკური დარღვევები.

კუჭ-ნაწლავის მხრივი დარღვევები:

გულისრევა.

კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივი დარღვევები:

ჭარბი ოფლიანობა, აკნეს მსგავსი გამონაყარი, კანის მხრივი რეაქციები ქავილითა და ჭინჭრის ციებით.

ჩონჩხ-კუნთოვანი სისტემის დარღვევები:

კრუნჩხვები.

ზოგადი რეაქციები:

სისტემური რეაქციები (მოიცავს მთელ ორგანიზმს) ვითარდება სწრაფი პენეტრაცვიისას (შემთხვევითი ინტრავენური შეყვანა, ინექცია ძლიერ ვასკულარიზებულ ქსოვილში) ან დოზის გადაჭარბება.

ლიდოკაინის გამოყენებით გამოწვეული გვერდითი რეაქციები.

ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, შფოთვა, მოუსვენრობა, ეიფორია, ნისტაგმი, ცნობიერების დარღვევა, ძილიანობა, მხედველობის დარღვევები (დიპლოპია, ფოტოფობია), ტინიტუსი, კუნთების უნებლიე მოძრაობები, პარესთეზიები, დეზორიენტაცია, ტრემორი, ტრიზმი, კრუნჩხვები (მათი განვითარების რისკი იზრდება ჰიპერკაპნიისა და აციდოზის დროს).

გულ-სისხლძარღვთა სისტემა: არტერიული წნევის დაქვეითება, კოლაფსი, ბრადიკარდია, გულის გამტარებლობის დარღვევა; ვაზოკონსტრიქტორთან ერთად გამოყენებისას - ტაქიკარდია, არტერიული ჰიპერტენზია, გულმკერდში ტკივილი, არითმია.

სასუნთქი სისტემა: ქოშინი, სუნთქვის დათრგუნვა ან გაჩერება.

კუჭ-ნაწლავის სისტემა: გულისრევა, ღებინება.

ალერგიული რეაქციები: კანზე გამონაყარი, ჭინჭრის ციება, კანის ქავილი, ანგიონევროზული შეშუპება, გენერალიზებული ექსფოლიაციური დერმატიტი, ანაფილაქტოიდური რეაქციები, კონიუნქტივიტი, რინიტი.

ადგილობრივი რეაქციები: წვის მსუბუქი შეგრძნება, რომელიც ქრება საანესთეზიო ეფექტის განვითარებისას.

სხვა: ჰიპოთერმია, სიცხის, სიცივის ან დაბუჟების შეგრძნება კიდურებში. მაღალი დოზებით გამოყენებისას - ყურებში ხმაური, აფორიაქება.

მოსალოდნელი გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება:

სამკურნალო პრეპარატის ბაზარზე დაშვების შემდეგ მოსალოდნელი გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება მნიშვნელოვანია. ეს საშუალებას იძლევა სამკურნალო პროდუქტის სარგებლისა და რისკის ბალანსის შესაფასებლად. ჯანდაცვის სისტემის სპეციალისტებს მოეთხოვებათ, ნებისმიერი საეჭვო გვერდითი რეაქციის შესახებ აცნობონ სსიპ, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ([email protected]).

დოზის გადაჭარბება:

ეს წამალი დაგენიშნებათ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. ნაკლებად სავარაუდოა, რომ მიიღოთ ძალიან ბევრი ან ძალიან ცოტა დოზა, თუმცა, თუ რაიმე შეკითხვები გაქვთ, აცნობეთ ექიმს ან ექთანს.

თუ შემთხვევით მიიღეთ ამ წამლის ძალიან ბევრი დოზა და თავს ცუდად გრძნობთ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

თუ ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვები გაგიჩნდებათ, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

სწრაფი ინექციის შემთხვევაში მოსალოდნელია დიარეა, არითმია, კრუნჩხვები. პაციენტს უნდა იყოს ემკურნალოს სიმპტომურად.

ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის დოზის გადაჭარბების ძირითადი სიმპტომებია: ზოგადი სისუსტე, ფსიქომოტორული აგზნება, თავბრუსხვევა, გულისრევა, ღებინება, დეზორიენტაცია, ტონურ-კლონური კრუნჩხვები, ტრემორი, მხედველობის დარღვევები, ცენტრალური ნერვული სისტემის დეპრესია, აპნოე, ბრადიკარდია, ატრიოვენტრიკულური ბლოკადა, არტერიული წნევის დაქვეითება, კოლაფსი.

მკურნალობა: ინტოქსიკაციის პირველივე ნიშნებისას პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს, პაციენტი უნდა მოთავსდეს ჰორიზონტალურ მდგომარეობაში და ჩატარდეს ოქსიგენოთერაპია. უნდა დაინიშნოს ვაზოკონსტრიქტორები (ნორეპინეფრინი, ფენილეფრინი), ანტიკონვულანტები, ქოლინოლიზური საშუალებები. საჭიროების შემთხვევაში ნაჩვენებია ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია, რეანიმაციული ღონისძიებები. დიალიზი არაეფექტურია. სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

თიამინი მთლიანად იხსნება სულფიტების ხსნარში. სხვა ვიტამინები შეიძლება ინაქტივირებული იქნას B1 ვიტამინის დაშლის პროდუქტების არსებობისას. B1 ვიტამინს შეუძლია შეამციროს ლევოდოპას ეფექტი. შეიძლება განვითარდეს ურთიერთქმედება ციკლოსერინთან, იზონიაზიდთან და d-პენიცილიმინთან.

ურთიერთქმედებები პრეპარატში ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის შემცველობის გამო: ლიდოკაინი აძლიერებს პრეპარატების დამთრგუნველ ეფექტს სასუნთქ ცენტრზე. როდესაც ლიდოკაინი ჰიდროქლორიდი გამოიყენება საძილე და სედატიურ საშუალებებთან ერთდროულად, ამან შესაძლებელია გაზარდოს დეპრესიული ეფექტი ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე და სასუნთქ ცენტრზე. ეთანოლი აძლიერებს ლიდოკაინის დამთრგუნველ ეფექტს სასუნთქ ფუნქციაზე. β-ადრენორეცეპტორების ბლოკერების ერთდროულად გამოყენებისას აუცილებელია ლიდოკაინის დოზის შემცირება. პოლიმიქსინ B-თან ერთდროულად გამოყენებისას, აუცილებელია სუნთქვის ფუნქციის კონტროლი. ლიდოკაინი არ უნდა იქნას გამოყენებული პარენტერალურად მაო ინჰიბიტორებით მკურნალობის დროს, რადგანაც ეს ზრდის არტერიული ჰიპოტენზიის რისკს. ლიდოკაინს შეუძლია გააძლიეროს იმ პრეპარატების ეფექტი, რომლებიც იწვევენ ნერვ-კუნთოვან ბლოკადას, რადგანაც ეს უკანასკნელი ამცირებს ნერვული იმპულსების გატარებას. საგულე გლიკოზიდებით ინტოქსიკაციის შემთხვევაში, ლიდოკაინმა შეიძლება გაზარდოს ატრიოვენტრიკულური ბლოკადის ხარისხი. ლიდოკაინი ასუსტებს საგულე გლიკოზიდების კარდიოტონურ ეფექტს.

ფრთხილად ინიშნება შემდეგ შემთხვევებში:

  • β-ადრენორეცეპტორების ბლოკერები - ღვიძლში ლიდოკაინის მეტაბოლიზმი ნელდება, ეფექტი ლიდოკაინის (მათ შორის ტოქსიკური) ეფექტები ძლიერდება და იზრდება ბრადიკარდიისა და არტერიული ჰიპოტენზიის განვითარების რისკი;
  • კურარის მსგავსი პრეპარატები - მიორელაქსაციის შესაძლო გაღრმავება (სასუნთქი კუნთების დამბლაც კი);
  • ნორეპინეფრინი, მექსილეტინი - ლიდოკაინის ტოქსიკურობა იზრდება (ლიდოკაინის კლირენსი მცირდება);
  • მიდაზოლამი - ლიდოკაინის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში იზრდება;
  • PCP, ბარბიტურატები (ფენობარბიტალის ჩათვლით) - შესაძლებელია ლიდოკაინის მეტაბოლიზმის დაჩქარება ღვიძლში, ამცირებს მის კონცენტრაციას სისხლში;
  • ანტიარითმული პრეპარატები (ამიოდარონი, ვერაპამილი, ქინიდინი, დიზოპირამიდი, პროპაფენონი), ჰიდანტოინის წარმოებულები - კარდიოდეპრესანტული ეფექტი იზრდება; ამიოდარონთან ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს კრუნჩხვების განვითარება;
  • პროკაინამიდი - შესაძლებელია ცენტრალური ნერვული სისტემის აგზნება და ჰალუცინაციების გამოწვევა; -

პრენილამინი - იზრდება "პირუეტის" ტიპის პარკუჭოვანი არითმიების განვითარების რისკი;

  • რიფამპიცინი - შესაძლებელია სისხლში ლიდოკაინის კონცენტრაციის დაქვეითება;
  • ფენიტოინი - აძლიერებს ლიდოკაინის კარდიოდეპრესანტულ ეფექტს;
  • ვაზოკონსტრიქტორები (ეპინეფრინი, მეტოქსამინი, ფენილეფრინი) - ხელს უწყობენ ლიდოკაინის აბსორბციის შენელებას და მისი მოქმედების გახანგრძლივებას;

ეფექტები მანქანის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე:

მილგამას გამოყენებისას არ არის რეკომენდებული იმ საქმიანობებით დაკავება, რომლებიც საჭიროებენ ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს.

შენახვის და ვარგისიანობის ვადა

3 წელი. არ გამოიყენოთ კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. შეინახეთ ამპულები კოლოფში სინათლისგან დაცვის მიზნით. შეინახეთ მაცივარში 2-8°C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

ურეცეპტოდ

გამოშვების ფორმა:

2 მლ ხსნარი ყავისფერ მინის ამპულაში, თეთრი გადამკვეთი ხაზით. 5 ამპულა ბლისტერში. 1 (#5) ან 2 (#10) ან 5 (#25) ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

გაცემის წესი - ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

ლიცენზიის მფლობელი:

„ვორვაგ ფარმა გმბჰ & კო. კგ“ (WÖRWAG PHARMA GmbH & Co. KG)

ფლუგფელდ-ალე 24

71034 ბობლინგენი

გერმანია

მწარმოებელი

„სოლიფარმ ფარმარზეუტიშე ერზეუგნისე გმბჰ“ (Solupharm Pharmarzeutische Erzeugnisse GmbH), გერმანია

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა