პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ფსიქოანალეფსური საშუალებები

მირტაზაპინი ნორმონი 30 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები EFG

Mirtazapina Normon 30 mg comprimidos recubiertos con película EFG

რეცეპტითინსტრუქცია ქართულადესპანეთი
რისთვის გამოიყენება

მირტაზაპინი ნორმონი მიეკუთვნება ანტიდეპრესანტების მედიკამენტების ჯგუფს. მირტაზაპინი გამოიყენება დეპრესიული დაავადების სამკურნალოდ.

სრულად
მოქმედი ნივთიერება
მირტაზაპინი (mirtazapine)
ფორმა და შეფუთვა
30მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30
მწარმოებელი
LABORATORIOS NORMON, S.A., ესპანეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ფსიქოანალეფსური საშუალებები, სხვა ანტიდეპრესანტები
ATC კოდი
N06AX11
რეგისტრაციის ნომერი
რ-043965
რეგისტრირებულია
11 სექტემბერი 2025, მოქმედებს 11 სექტემბერი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
სს „გეფა“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებამირტაზაპინი ნორმონი 30 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები EFG და სხვა წამალი ერთად

მირტაზაპინი ნორმონი 30 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები EFG — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

მირტაზაპინი ნორმონი მიეკუთვნება ანტიდეპრესანტების მედიკამენტების ჯგუფს.

მირტაზაპინი გამოიყენება დეპრესიული დაავადების სამკურნალოდ.

მიღების წესი და დოზირება

მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.

რა რაოდენობით მიიღება მედიკამენტი

ჩვეულებრივ საწყისი დოზა შეადგენს 15 ან 30 მგ-ს ერთხელ დღეში. რამდენიმე დღის შემდეგ ექიმმა შეიძლება გაზარდოს დოზა პაციენტისათვის საუკეთესო რაოდენობამდე (15-დან 45 მგ-მდე დღეში). დოზა ჩვეულებრივ ერთნაირია ყველა ასაკის პაციენტისათვის. თუმცა, ხანდაზმულ პაციენტებში ან თირკმლის, ან ღვიძლის დაზიანების მქონე პაციენებში შეიძლება საჭირო გახდეს დოზის კორექცია.

როდის მიიღება მედიკამენტი

→მირტაზაპინი ნორმონის მიღება უნდა მოხდეს დღის ერთსა და იმავე მონაკვეთში.

უმჯობესია მირტაზაპინის მიღება ერთჯერადი დოზის სახით ძილის წინ. თუმცა, ექიმმა შეიძლება რეკომენდაცია მისცეს პაციენტს მირტაზაპინის დოზის გაყოფის შესახებ - ერთხელ დილით და ერთხელ - ძილის წინ. უფრო მაღალი დოზის მიღება უნდა მოხდეს ძილის წინ.

ტაბლეტების მიღება ხდება პერორალურად. მირტაზაპინი ნორმონის დანიშნული დოზა უნდა გადაიყლაპოს დაღეჭვის გარეშე, მცირეოდენი წყლის ან წვენის მიყოლებით.

როდის ხდება პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესება

ჩვეულებრივ მირტაზაპინი ნორმონი მოქმედებას იწყებს 1-2 კვირის შემდეგ და 2-4 კვირის შემდეგ პაციენტის მდგომარეობა იწყებს გაუმჯობესებას. მნიშვნელოვანია, რომ მკურნალობის პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში, პაციენტმა ექიმს შეატყობინოს მირტაზაპინის ეფექტების შესახებ:

→მირტაზაპინით მკურნალობის დაწყებიდან 2-4 კვირის შემდეგ საჭიროა ექიმთან კონსულტაცია მედიკამენტის ეფექტის შესახებ.

თუ პაციენტის მდგომარეობა არ უმჯობესდება, ექიმმა შეიძლება დანიშნოს უფრო მაღალი დოზა. ასეთ შემთხვევაში საჭიროა ექიმთან განმეორებითი კონსულტაცია შემდეგი 2-4 კვირის შემდეგ.

როგორც წესი, მირტაზაპინის მიღება საჭიროა დეპრესიის სიმპტომების მოხსნის შემდეგ 4-6 თვის განმავლობაში.

მირტაზაპინი ნორმონის დოზის გადაჭარბებისას

→პაციენტის ან სხვა პირის მიერ მირტაზაპინი ნორმონის დოზის გადაჭარბებისას საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა. შეიძლება ასევე ესპანეთის ტოქსიკოლოგიის საინფორმაციო სამსახურში დარეკვა, ტელ.: +34 91 562 04 20.

ყველზე უფრო მეტად მირტაზაპინის დოზის გადაჭარბების მოსალოდნელი სიპტომებია (სხვა მედიკამენტების ან ალკოჰოლის გარეშე მიღებისას) ძილიანობა, დეზორიენტაცია და გულისცემის სიხშირის გაზრდა.

მირტაზაპინი ნორმონის დოზის გამოტოვებისას

თუ პაციენტი იღებს დღეში ერთხელ დოზას:

მირტაზაპინის დოზის გამოტოვებისას დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებულის სანაცვლოდ. უნდა მოხდეს დავიწყებული დოზის გამოტოვება და შემდეგი ჩვეული დოზის მიღება მომდევნო დღეს.

თუ პაციენტი იღებს დღეში ორჯერ დოზას:

თუ პაციენტს დაავიწყდა დილის დოზის მიღება, გამოტოვებული დოზის მიღება უნდა მოხდეს საღამოს დოზასთან ერთად.

თუ პაციენტს დაავიწყდა საღამოს დოზის მიღება, მისი მიღება არ უნდა მოხდეს მეორე დილით. უნდა მოხდეს დავიწყებული დოზის გამოტოვება და უნდა გაგრძელდეს შემდეგი ჩვეული დოზების მიღება დილით და საღამოს.

თუ პაციენტს დაავიწყდა ორივე დოზის მიღება, უნდა მოხდეს დავიწყებული დოზის გამოტოვება და მეორე დღეს უნდა გაგრძელდეს ჩვეული სქემით - დილით და საღამოს.

მირტაზაპინი ნორმონით მკურნალობის შეწყვეტისას

→მირზატაპინით მკურნალობა უნდა შეწყდეს მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

მკურნალობის ნაადრევად შეწყვეტისას დეპრესია შეიძლება ისევ განმეორდეს. პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესებისას საჭიროა ექიმთან კონსულტაცია. ექიმი გადაწყვეტს, როდის უნდა შეწყდეს მკურნალობა.

დაუშვებელია მირტაზაპინის მიღების უეცრად შეწყვეტა დეპრესიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიუხედავად. მირტაზაპინით მკურნალობის უეცრად შეწყვეტისას პაციენტს შეიძლება განუვითარდეს გულისრევა, თავბრუსხვევა, აგზნება ან შფოთვა და თავის ტკივილები. ამ სიმპტომების თავიდან აცილება შესაძლებელია დოზის თანდათანობითი შემცირებით. მკურნალი ექიმი პაციენტს აუხსნის, როგორ უნდა მოხდეს დოზის თანდათანობითი შეცირება.

ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთნ მიმართვა.

უკუჩვენებები

თუ პაციენტი ალერგიულია მირტაზაპინის ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი იხ. მე-6 პარაგრაფში);

თუ პაციენტი იღებს ან უკანასკნელ პერიოდში (უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში) იღებდა მონოამინის ოქსიდაზას ინჰიბიტორებს (მაო-ი);

თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება კანის მძიმე გამონაყარი ან კანის აქერცვლა, ბუშტუკების განვითარება ან პირის წყლულები მირტაზაპინის ან სხვა მედიკამენტების მიღების შემდეგ.

სიფრთხილის ზომები

მირტაზაპინი ნორმონის მიღებამდე საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

ბავშვები და მოზარდები

მირტაზაპინი ნორმონი, როგორც წესი, არ გამოიყენება 18 წლამდე ასაკის ბავშვებისა და მოზარდების სამკურნალოდ. ასევე, პაციენტმა უნდა იცოდეს, რომ 18 წლამდე ასაკის პაციენტებში არსებობს გვერდითი ეფექტების გაზრდილი რისკი, როგორიცაა: თვითმკვლელობის მცდელობა, თვითმკვლელობის აზრები და მტრული განწყობა (ძირითადად აგრესია, საწინააღმდეგო ქცევა და მრისხანება), როცა ხდება ამ კლასის მედიკამენტების მიღება.

მიუხედავად ამისა, ექიმმა შეიძლება დანიშნოს მირტაზაპინი ნორმონი 18 წლამდე ასაკის პაციენტებში, მათი საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. თუ ექიმი ნიშნავს მირტაზაპინ ნორმონს 18 წლამდე ასაკის პაციენტებში და პაციენტს სურს ამ საკითხის განხილვა, უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს. ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტს აღენიშნება ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები ან ისინი უარესდება მირტაზაპინი ნორმონის 18 წლამდე ასაკის პაციენტებში მიღებისას. ასევე, მირტაზაპინის უსაფრთხოების ხანგრძლივი ეფექტები, რომლებიც ეხება ზრდას, სქესობრივ მომწიფებას და კოგნიტიურ და ქცევით განვითარებას, ამ ასაკობრივ ჯგუფში ჯერ არ არის დადგენილი.

თვითმკვლელობის აზრები და დეპრესიის გაუარესება

დეპრესიის დროს პაციენტს შეიძლება ხანდახან აღენიშნებოდეს თვითმკვლელობის ან თვითდაზიანების აზრები.

ასეთი აზრები შეიძლება უფრო ინტენსიური გახდეს ანტიდეპრესანტებით მკურნალობის დასაწყისში, რადგან მედიკამენტები საჭიროებენ დროს მოქმედების დასაწყებად, ჩვეულებრივ ორ კვირას ან ხანდახან უფრო მეტს.

ეს მდგომარეობა მოსალოდნელია, რომ განვითარდეს:

თუ პაციენტს მკურნალობამდე აღენიშნებოდა თვითმკვლელობის ან თვითდაზიანების აზრები;

თუ პაციენტი ახალგაზრდაა. კლინიკური კვლევების მონაცემები მიუთითებს სუიციდური ქცევის გაზრდილ რისკზე ფსიქიკური მდგომარეობების მქონე 25 წელზე ნაკლები ასაკის პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ანტიდეპრესანტებით;

თუ პაციენტს აღენიშნება კანის სერიოზული რეაქციები, მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი (სჯს), ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (ტენ) და წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიითა და სისტემური სიმპტომებით (DRESS), რომლებიც აღწერილ იქნა მირტაზაპინის გამოყენებისას. უნდა შეწყდეს მედიკამენტის მიღება და საჭიროა გდაუდებელი სამედიცინო დახმარება, თუ პაციენტს განუვითარდა მე-4 პარაგრაფში აღწერილი რომელიმე სიმპტომი, რომელიც დაკავშირებულია კანის ამ სერიოზულ რეაქციებთან.

თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება კანის რომელიმე სერიოზული რეაქცია, მირტაზაპინით მკურნალობა აღარ უნდა განახლდეს.

→თუ პაციენტს აღენიშნება თვითმკვლელობის ან თვითდაზიანების აზრები ნებისმიერ დროს, საჭიროა დაუყოვნებლივ ექიმთან ან ჰოსპიტალში მიმართვა.

შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს, რომ პაციენტმა ნათესავს ან ახლო მეგობარს შეატყობინოს, რომ აქვს დეპრესია და სთხოვოს გამოყენების ინსტრუქციის წაკითხვა. მათ პაციენტს უნდა აცნობონ, თუ ფიქრობენ, რომ დეპრესია უარესდება, ან აღინიშნება ქცევის ცვლილება.

ასევე, განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო მირტაზაპინი ნორმონის მიღებისას:

თუ პაციენტს აქვს ან აღენიშნებოდა რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობა:

→ექიმს უნდა ეცნობოს ამ მდგომარეობების შესახებ მირტაზაპინი ნორმონის მიღებამდე, თუ ექიმთან ამის შესახებ არ არის გავლილი კონსულტაცია:

გულყრები (ეპილეფსია). თუ პაციენტს განუვითარდა გულყრები ან გულყრების სიხშირე გაიზარდა, მირტაზაპინის მიღება უნდა შეწყდეს და პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს;

ღვიძლის დაავადება, მათ შორის სიყვითლე. ამ დროს უნდა შეწყდეს მირტაზაპინის მიღება და პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს;

თირკმლის დაავადება;

გულის დაავადება ან დაბალი არტერიული წნევა;

შიზოფრენია. თუ ფსიქოზური სიმპტომები, როგორიცაა პარანოიდული ფიქრები, უფრო ხშირი ხდება ან მძიმდება, საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა;

მანიაკალური დეპრესია (ამაღლებული განწყობის/ჰიპერაქტიურობის და დეპრესიული განწყობის ალტერნატიული პერიოდები). თუ პაციენტი თავს გრძნობს ამაღლებულ განწყობაზე ან ეგზალტირებულად, უნდა შეწყდეს მირტაზაპინის მიღება და საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა;

დიაბეტი (შეიძლება საჭირო გახდეს ინსულინის დოზის ან სხვა ანტიდიაბეტური მედიკამენტების დოზის კორექცია);

თვალის დაავადება, როგორიცაა თვალშიდა წნევის გაზრდა (გლაუკომა);

შარდვის გაძნელება, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს პროსტატის გადიდებით.

თუ პაციენტს განუვიტარდა ინფექციის ნიშნები, როგორიცაა დაუდგენელი მიზეზით მაღალი ცხელება, ყელის ტკივილი და პირის ღრუში წყლულები.

→მირტაზაპინი ნორმონის მიღება უნდა შეწყდეს და საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა სისხლის ანალიზის ასაღებად. იშვიათ შემთხვევებში ეს სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს ძვლის ტვინში სისხლის უჯრედების წარმოქმნის დარღვევაზე. ეს სიმპტომები იშვიათია, მაგრამ უფრო ხშირად ვითარდება მკურნალობის 4-6 კვირის შემდეგ.

თუ პაციენტი ხანდაზმულია, შეიძლება უფრო მგრძნობიარე იყოს ანტიდეპრესანტების გვერდითი მოვლენების მიმართ.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს, უახლოეს წარსულში იღებდა ან აპირებს, მიიღოს ნებისმიერი სხვა მედიკამენტი.

დაუშვებელია მირტაზაპინი ნორმონის მიღება შემდეგ მედიკამენტებთან კომბინაციაში:

მონოამინის ოქსიდაზას ინჰიბიტორები (მაო ინჰიბიტორები). ასევე, მიტრაზაპინის მიღება არ უნდა მოხდეს მაო ინჰიბიტორების მიღების შეწყვეტიდან ორი კვირის განმალობაში. მირტაზაპინით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ მაო-ს ინჰიბიტორების მიღება არ უნდა მოხდეს ორი კვირის განმავლობაში.

მაო-ს ინჰიბიტორებია: მოკლობემიდი, ტრანილციპრომინი (ორივე ანტიდეპრესანტია) და სელეგილინი (პარკინსონის დაავადების სამკურნალო მედიკამენტი).

სიფრთხილეა საჭირო მირტაზაპინი ნორმონის შემდეგ მედიკამენტებთან კომბინაციაში მიღებისას:

ანტიდეპრესანტები, როგორიცაა სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები (SSRI) და L-ტრიპტოფანი ან ტრიფტანები (გამოიყენება შაკიკის დროს), ტრამადოლი (ტკივილგამაყუჩებელი), ლინეზოლიდი (ანტიბიოტიკი), ლითიუმი (გამოიყენება ზოგიერთი ფსიქიკური მდგომარეობის დროს) და კრაზანას - Hypericum perforatum პრეპარატები (დეპრესიის სამკურნალო მცენარეული საშუალება). ძალიან იშვიათ შემთხვევებში მირტაზაპინმა მარტო ან ამ მედიკამენტებთან კომბინაციაში შეიძლება გამოიწვიოს ე.წ. სეროტონინის სინდრომი, სინდრომის ზოგიერთი სიმპტომია: აუხსნელი ცხელება, ოფლიანობა, გულისცემის სიხშირის გაზრდა, დიარეა, კუნთების (უკონტროლო) შეკუმშვები, კანკალი, რეფლექსების გაძლიერება, მოუსვენრობა, განწყობის ცვლილებები და ცნობიერების დაკარგვა, ამ სიმპტომების კომბინაციის არსებობის დროს საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა.

ანტიდეპრესანტი ნეაფაზოდონი. შეიძლება გაიზარდოს მირტაზაპინის რაოდენობა სისხლში. ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს ამ პრეპარატს. შეიძლება საჭირო გახდეს მირტაზაპინის დოზის შემცირება ან ნეფაზოდონის მიღების შეწყვეტის შემდეგ, მირტაზაპინის დოზის ისევ გაზრდა.

შფოთვის ან უძილობის სამკურნალო პრეპარატები, როგორიცაა ბენზოდიაზეპინები;

შიზოფრენიის სამკურნალო მედიკამენტები, როგორიცაა ოლანზაპინი;

ალერგიის სამკურნალო მედიკამენტები, როგორიცაა ცეტირიზინი;

ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი, როგორიცაა მორფინი.

ამ მედიკამენტების კომბინაციამ მირტაზაპინთან შეიძლება გააძლიეროს ამ პრეპარატებით გამოწვეული ძილიანობა;

ინფექციის საწინააღმდეგო მედიკამენტები: ბაქტერიული ინფექციების სამკურნალო პრეპარატები (როგორიცაა ერითრომიცინი), სოკოვანი ინფექციის სამკურნალო პრეპარატები (როგორიცაა კეტოკონაზოლი) და აივ/შიდსის სამკურნალო პრეპარატები (როგორიცაა აივ პროტეაზას ინჰიბიტორები).

ამ მედიკამენტების მირტაზაპინთან კომბინაციამ შეიძლება გაზარდოს მირტაზაპინის რაოდენობა სისხლში. ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს ამ მედიკამენტებს. შეიძლება საჭირო გახდეს მირტაზაპინის დოზის შემცირება, ან ამ მედიკამენტების შეწყვეტისას მირტაზაპინის დოზის ისევ გაზრდა.

ეპილეფსიის სამკურნალო მედიკამენტები, როგორიცაა კარბამაზეპინი და ფენიტოინი;

ტუბერკულოზის სამკურნალო პრეპარატი, როგორიცაა რიმფამპიცინი.

ამ მედიკამენტების მირტაზაპინთან კომბინაციამ შეიძლება შეამციროს მირტაზაპინის რაოდენობა სისხლში. ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს ამ მედიკამენტებს. შეიძლება საჭირო გახდეს მირტაზაპინის დოზის გაზრდა, ან მედიკამენტების შეწყვეტის შემდეგ - მირტაზაპინის დოზის ისევ შემცირება.

სისხლის თრომბოზის საწინააღმდეგო მედიკამენტები, როგორიცა ვარფარინი.

მირტაზაპინმა შეიძლება გაზარდოს ვარფარინის ეფექტი სისხლში. ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს ამ მედიკამენტს. ამ პრეპარატების კომბინაციისაას საჭიროა სისხლის ყურადღებითი მონიტორინგი.

მირტაზაპინი ნორმონის მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად

მირტაზაპინით მკურნალობის დროს ალკოჰოლის მიღებისას შეიძლება განვითარდეს ძილიანობა.

არ არის რეკომენდებული ალკოჰოლის მიღება.

მირტაზაპინის მიღება შეიძლება როგორც კვების დროს, ისე კვებისგან დამოუკიდებლად.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს, შესაძლო ორსულობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის მიღებამდე.

ორსულ ქალებში მირტაზაპინი ნორმონის გამოყენების შეზღუდული გამოცდილება არ მიუთითებს გაზრდილ რისკზე. თუმცა, სიფრთხილეა საჭირო ორსულობის დროს მისი გამოყენებისას.

თუ მირტაზაპინის მიღება ხდება მშობიარობამდე, ან მშობიარობიდან მოკლე დროში, საჭიროა ახალშობილის მონიტორინგი შესაძლო გვერდით მოვლენებზე.

მსგავსი მედიკამენტების (SSRI) მიღებისას ფეხმძიმობის დროს, შეიძლება გაიზარდოს ბაშვებში მძიმე მდგომარეობის - ახალშობილების პერსისტეტული პულმონარული ჰიპერტენზიის (PPHN), განვითარების რისკი, რომლის დროსაც ახალშობილი სუნთქავს უფრო სწრაფად და აქვს ციანოზური ფერი, ეს სიმპტომები იწყება დაბადებიდან პირველ 24 საათში. თუ ახალშობილს უვითარდება ასეთი სიმპტომები, საჭიროა მეანთან და/ან ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა.

საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ძუძუთი კვების თაობაზე მირტაზაპინი ნორმონის მიღების დროს.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

მირტაზაპინმა ნორმონმა შეიძლება გავლენა იქონიოს კონცენტრაციაზე ან სწრაფი რეაქციის უნარზე. მირტაზაპინმა ნორმონმა შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა ან თავბრუსხვევა. დაუშვებელია ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვა, სანამ პაციენტს არ ეცოდინება, თუ როგორ მოქმედებს მასზე მირტაზაპინი ნორმონი.

გვერდითი მოვლენები

სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, მირტაზაპინი ნორმონიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

ზოგიერთი გვერდითი ეფექტი უფრო ხშირად ვითარდება. მირტაზაპინი ნორმონის შესაძლო გვერდითი მოვლენები ჩამოთვლილია ქვემოთ და შეიძლება დაიყოს შემდეგი სახით:

ძალიან ხშირი: შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში

ხშირი: შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-10 პაციენტში

არახშირი: შეიძლება აღინიშნოს 1.000-დან 1-10 პაციენტში

იშვიათი: შეიძლება აღინიშნოს 10.000-დან 1-10 პაციენტში

ძალიან იშვიათი შეიძლება აღინიშნოს 10.000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში

სიხშირე უცნობია: სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე

ძალიან ხშირი:

მადისა და წონის მომატება;

ძილიანობა;

თავის ტკივილი;

პირის სიმშრალე.

ხშირი:

ძილიანობა;

თავბრუსხვევა;

ტრემორ;

გულისრევა;

დიარეა;

ღებინება;

კანზე გამონაყარი (ეგზანთემა);

სახსრების (ართრალგია) ან კუნთების (მიალგია) ტკივილი;

წელის ტკივილი;

თავბრუსხვევის ან გულის წასვლის შეგრძნება სწრაგად ადგომისას (ორთოსტატიული ჰიპოტენზია);

შეშუპება (ჩველებრივ, კოჭების ან ტერფების), რომელიც გამოწვეულია სითხის შეკავებით;

დაღლილობა;

ცოცხალი სიზმრები;

ცნობიერების დაბინდვა;

შფოთვა;

დაძინების გაძნელება;

მეხსიერების პრობლემები, რომლებიც უმეტესობა შემთხვევებში იხსნება მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.

18 წლამდე ასაკის ბავშვებში ქვემოთ მოცემული გვერდითი მოვლენები აღინიშნა ხშირად კლინიკურ კვლევებში: წონის მნიშვნელოვანი მატება, ჭინჭრის ციება და სისხლში ტრიგლიცერიდების დონის მომატება.

არახშირი:

ამაღლებული განწყობა (მანია)

→საჭიროა მირტაზაპინის მიღების შეწყვეტა და ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა.

კანზე პათოლოგიური შეგრძნებები, როგორიცაა: წვის, ჩხვლეტის ან დაბუჟების შეგრძნება (პარესთეზია);

ძილის დროს მოუსვენარი ფეხების სინდრომი;

გულის წასვლა (სინკოპე);

დაბუჟების შეგრძნება პირის ღრუში (ორალური ჰიპოესთეზია);

დაბალი არტერიული წნევა;

ღამის კოშმარები;

აჟიტირება;

ჰალუცინაციები;

აგზნებული მდგომარეობა

იშვიათი:

კანისა და თვალების გაყვითლება, შეიძლება მიუთითებდეს ღვიძლის ფუნქციის დარღვევაზე (სიყვითლე).

კუნთების მოძრაობა ან შეკუმშვა (მიოკლონუსი);

პანკრეატიტი.

სიხშირე უცნობია:

ინფექციის ნიშნები, როგორიცაა აუხსნელი მაღალი ცხელება, ყელის ტკივილი და პირის ღრუში წყლულები (აგრანულოციტოზი).

→საჭიროა მირტაზაპინის მიღების შეწყვეტა და ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა სისხლის ანალიზის ჩასაარებლად.

იშვიათ შემთხვევებში მირტაზაპინმა შეიძლება გამოიწვიოს სისხლის უჯრედების წარმოქმნის ცვლილებები (ძვლის ტვინის დათრგუნვა). ზოგიერთი პაციენტი უფრო ნაკლებ რეზისტენტული ხდება ინფექციების მიმართ, რადგან მირტაზაპინმა შეიძლება გამოიწვიოს ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება (აგრანულოციტოპენია). იშვიათ შემთხვევებში მირტაზაპინმა შეიძლება ასევე გამოიწვიოს ერითროციტების, ლეიკოციტების და თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (აპლაზიური ანემია), თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (თრომბოციტოპენია) ან ლეიკოციტების რაოდენობის გაზრდა (ეოზინოფილია).

ეპილეფსიური შეტევა (გულყრები).

სიმპტომების კომბინაცია, როგორიცაა: აუხსნელი ცხელება, ოფლიანობა, გულის შეკუმშვათა სიხშირის გაზრდა, დიარეა, კუნთების (უკონტროლო) შეკუმშვები, კანკალი, რეფლექსების გაძლიერება, მოუსვენრობა, განწყობის ცვლილებები და ცნობიერების დაკარგვა. ძალიან იშვიათ შემთხვევებში ეს შეიძლება იყოს სეროტონინის სინდრომის ნიშნები.

→უნდა შეწყდეს მირტაზაპინის მიღება და საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა.

თვითდაზიანების ან თვითმკვლელობის აზრები.

პირის ღრუში პათოლოგიური შეგრძნებები (ორალური პარესთეზია);

პირის შეშუპება;

ჰიპონატრიემია;

ანტიდიურეზული ჰორმონის არასათანადო სეკრეცია;

კანის მძიმე რეაქციები (სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ბულოზური დერმატიტი, მულტიფორმული ერითემა, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი);

სამიზნის მსგავსი ან წრიული მოწითალო ლაქები სხეულზე, ხშირად ცენტრში ბლისტერებით, კანის აქერცვლა, პირში, ხახაზე, ცხვირში, გენიტალიებზე და თვალებზე წყლულები. ეს არის კანის სერიოზული გამონაყრი, რომელსაც შეიძლება წინ უძღოდეს ცხელება და გრიპისმსგავსი სიმპტომები (სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი);

გავრცელებული გამონაყარი, სხეულის მაღალი ტემპერატურა და გადიდებული ლიმფური კვანძები (DRESS სინდრომი ან წამლისმიერი ჰიპერმგრძნობელობითი სინდრომი).

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას, მათ შორის, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერებაა მირტაზაპინი.

მირტაზაპინი ნორმონის 30 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები შეიცავს 30 მგ მირტაზაპინს ერთ ტაბლეტში.

სხვა დამხმარე ნივთიერებებია:

ტაბლეტის შიგთავსი: მიკროკრისტალური ცელულოზა, პრეჟელატინიზირებული სიმინდის სახამებელი, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი.

ტაბლეტის გარსი: ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი (E-171), ტალკი და მაკროგოლი 6000.

მირტაზაპინი ნორმონის გამოშვების ფორმა და შეფუთვის შემცველობა

მირტაზაპინი ნორმონი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტებია.

ტაბლეტები თეთრი ან მოთეთრო ფერისაა, მრგვალი, ორმხრივამოზნექილი, გამყოფი ხაზით და აღნიშვნით M30.

ტაბლეტები შეიძლება გაიყოს ორ თანაბარ ნაწილად.

მირტაზაპინი ნორმონი 30 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები მოთავსებულია ბლისტერებზე.

ბლისტერები ხელმისაწვდომია შემდეგი ზომებით: 30 ტაბლეტი და 56 ტაბლეტი

ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

LABORATORIOS NORMON S.A.

Ronda de Valdecarrizo, 6 - 28760 Tres Cantos - Madrid (SPAIN)

ლაბორატორიოს ნორმონ, ს.ა.

რონდა დე ვალდეკარიზო, 6 - 28760 ტრეს კანტოს – მადრიდი (ესპანეთი)

ინსტრუქციის შესწორების უკანასკნელი თარიღია: 2020 წლის სექტემბერი.

პრეპარატის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ესპანეთის წამლებისა და სამედიცინო მოწყობილობების სააგენტოს (AEMPS) ვებგვერდზე: http://www.aemps.gob.es

შენახვის პირობები

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

დაუშვებელია პრეპარატის მიღება კონტეინერზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს. ინახება ორიგინალი შეფუთვით სინათლისა და ნესტისაგან დაცულ ადგილას.

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საყოფაცხოვრებო ნაგავში ან საკანალიზაციო წყალში. ნებისმიერი გამოუყენებელი შეფუთვის ან პრეპარატის გადაგდება უნდა მოხდეს აფთიაქებში არსებულ SIGRE+ სიმბოლოთი აღნიშნულ ადგილას. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად უნდა მიმართოს ფარმაცევტს. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისათვის

მირტაზაპინი ნორმონი 30 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან შეიცავს პაციენტისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა, წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.

დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

მედიკამენტი განკუთვნილია მხოლოდ პაციენტისათვის. დაუშვებელია მისი სხვა პირებისათვის მიცემა. სიმპტომების მსგავსების მიუხედავად, ის საზიანო შეიძლება აღმოჩნდეს მათთვის.

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში,

ინსტრუქციაში მოცემულია:

რას წარმოადგენს მირტაზაპინი ნორმონი და მისი გამოყენება;

რა უნდა იცოდეს პაციენტმა მირტაზაპინი ნორმონის მიღებამდე;

მირტაზაპინი ნორმონის მიღების წესი;

შესაძლო გვერდითი მოვლენები;

მირტაზაპინი ნორმონის შენახვის წესი;

შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია.

რას წარმოადგენს მირტაზაპინი ნორმონი და მისი გამოყენება

მირტაზაპინი ნორმონი მიეკუთვნება ანტიდეპრესანტების მედიკამენტების ჯგუფს.

მირტაზაპინი გამოიყენება დეპრესიული დაავადების სამკურნალოდ.

რა უნდა იცოდეს პაციენტმა მირტაზაპინი ნორმონის მიღებამდე

დაუშვებელია მირტაზაპინი ნორმონის მიღება:

თუ პაციენტი ალერგიულია მირტაზაპინის ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი იხ. მე-6 პარაგრაფში);

თუ პაციენტი იღებს ან უკანასკნელ პერიოდში (უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში) იღებდა მონოამინის ოქსიდაზას ინჰიბიტორებს (მაო-ი);

თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება კანის მძიმე გამონაყარი ან კანის აქერცვლა, ბუშტუკების განვითარება ან პირის წყლულები მირტაზაპინის ან სხვა მედიკამენტების მიღების შემდეგ.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

მირტაზაპინი ნორმონის მიღებამდე საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

ბავშვები და მოზარდები

მირტაზაპინი ნორმონი, როგორც წესი, არ გამოიყენება 18 წლამდე ასაკის ბავშვებისა და მოზარდების სამკურნალოდ. ასევე, პაციენტმა უნდა იცოდეს, რომ 18 წლამდე ასაკის პაციენტებში არსებობს გვერდითი ეფექტების გაზრდილი რისკი, როგორიცაა: თვითმკვლელობის მცდელობა, თვითმკვლელობის აზრები და მტრული განწყობა (ძირითადად აგრესია, საწინააღმდეგო ქცევა და მრისხანება), როცა ხდება ამ კლასის მედიკამენტების მიღება.

მიუხედავად ამისა, ექიმმა შეიძლება დანიშნოს მირტაზაპინი ნორმონი 18 წლამდე ასაკის პაციენტებში, მათი საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. თუ ექიმი ნიშნავს მირტაზაპინ ნორმონს 18 წლამდე ასაკის პაციენტებში და პაციენტს სურს ამ საკითხის განხილვა, უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს. ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტს აღენიშნება ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები ან ისინი უარესდება მირტაზაპინი ნორმონის 18 წლამდე ასაკის პაციენტებში მიღებისას. ასევე, მირტაზაპინის უსაფრთხოების ხანგრძლივი ეფექტები, რომლებიც ეხება ზრდას, სქესობრივ მომწიფებას და კოგნიტიურ და ქცევით განვითარებას, ამ ასაკობრივ ჯგუფში ჯერ არ არის დადგენილი.

თვითმკვლელობის აზრები და დეპრესიის გაუარესება

დეპრესიის დროს პაციენტს შეიძლება ხანდახან აღენიშნებოდეს თვითმკვლელობის ან თვითდაზიანების აზრები.

ასეთი აზრები შეიძლება უფრო ინტენსიური გახდეს ანტიდეპრესანტებით მკურნალობის დასაწყისში, რადგან მედიკამენტები საჭიროებენ დროს მოქმედების დასაწყებად, ჩვეულებრივ ორ კვირას ან ხანდახან უფრო მეტს.

ეს მდგომარეობა მოსალოდნელია, რომ განვითარდეს:

თუ პაციენტს მკურნალობამდე აღენიშნებოდა თვითმკვლელობის ან თვითდაზიანების აზრები;

თუ პაციენტი ახალგაზრდაა. კლინიკური კვლევების მონაცემები მიუთითებს სუიციდური ქცევის გაზრდილ რისკზე ფსიქიკური მდგომარეობების მქონე 25 წელზე ნაკლები ასაკის პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ანტიდეპრესანტებით;

თუ პაციენტს აღენიშნება კანის სერიოზული რეაქციები, მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი (სჯს), ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (ტენ) და წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიითა და სისტემური სიმპტომებით (DRESS), რომლებიც აღწერილ იქნა მირტაზაპინის გამოყენებისას. უნდა შეწყდეს მედიკამენტის მიღება და საჭიროა გდაუდებელი სამედიცინო დახმარება, თუ პაციენტს განუვითარდა მე-4 პარაგრაფში აღწერილი რომელიმე სიმპტომი, რომელიც დაკავშირებულია კანის ამ სერიოზულ რეაქციებთან.

თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება კანის რომელიმე სერიოზული რეაქცია, მირტაზაპინით მკურნალობა აღარ უნდა განახლდეს.

→თუ პაციენტს აღენიშნება თვითმკვლელობის ან თვითდაზიანების აზრები ნებისმიერ დროს, საჭიროა დაუყოვნებლივ ექიმთან ან ჰოსპიტალში მიმართვა.

შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს, რომ პაციენტმა ნათესავს ან ახლო მეგობარს შეატყობინოს, რომ აქვს დეპრესია და სთხოვოს გამოყენების ინსტრუქციის წაკითხვა. მათ პაციენტს უნდა აცნობონ, თუ ფიქრობენ, რომ დეპრესია უარესდება, ან აღინიშნება ქცევის ცვლილება.

ასევე, განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო მირტაზაპინი ნორმონის მიღებისას:

თუ პაციენტს აქვს ან აღენიშნებოდა რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობა:

→ექიმს უნდა ეცნობოს ამ მდგომარეობების შესახებ მირტაზაპინი ნორმონის მიღებამდე, თუ ექიმთან ამის შესახებ არ არის გავლილი კონსულტაცია:

გულყრები (ეპილეფსია). თუ პაციენტს განუვითარდა გულყრები ან გულყრების სიხშირე გაიზარდა, მირტაზაპინის მიღება უნდა შეწყდეს და პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს;

ღვიძლის დაავადება, მათ შორის სიყვითლე. ამ დროს უნდა შეწყდეს მირტაზაპინის მიღება და პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს;

თირკმლის დაავადება;

გულის დაავადება ან დაბალი არტერიული წნევა;

შიზოფრენია. თუ ფსიქოზური სიმპტომები, როგორიცაა პარანოიდული ფიქრები, უფრო ხშირი ხდება ან მძიმდება, საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა;

მანიაკალური დეპრესია (ამაღლებული განწყობის/ჰიპერაქტიურობის და დეპრესიული განწყობის ალტერნატიული პერიოდები). თუ პაციენტი თავს გრძნობს ამაღლებულ განწყობაზე ან ეგზალტირებულად, უნდა შეწყდეს მირტაზაპინის მიღება და საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა;

დიაბეტი (შეიძლება საჭირო გახდეს ინსულინის დოზის ან სხვა ანტიდიაბეტური მედიკამენტების დოზის კორექცია);

თვალის დაავადება, როგორიცაა თვალშიდა წნევის გაზრდა (გლაუკომა);

შარდვის გაძნელება, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს პროსტატის გადიდებით.

თუ პაციენტს განუვიტარდა ინფექციის ნიშნები, როგორიცაა დაუდგენელი მიზეზით მაღალი ცხელება, ყელის ტკივილი და პირის ღრუში წყლულები.

→მირტაზაპინი ნორმონის მიღება უნდა შეწყდეს და საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა სისხლის ანალიზის ასაღებად. იშვიათ შემთხვევებში ეს სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს ძვლის ტვინში სისხლის უჯრედების წარმოქმნის დარღვევაზე. ეს სიმპტომები იშვიათია, მაგრამ უფრო ხშირად ვითარდება მკურნალობის 4-6 კვირის შემდეგ.

თუ პაციენტი ხანდაზმულია, შეიძლება უფრო მგრძნობიარე იყოს ანტიდეპრესანტების გვერდითი მოვლენების მიმართ.

სხვა მედიკამენტები და მირტაზაპინი ნორმონი

მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს, უახლოეს წარსულში იღებდა ან აპირებს, მიიღოს ნებისმიერი სხვა მედიკამენტი.

დაუშვებელია მირტაზაპინი ნორმონის მიღება შემდეგ მედიკამენტებთან კომბინაციაში:

მონოამინის ოქსიდაზას ინჰიბიტორები (მაო ინჰიბიტორები). ასევე, მიტრაზაპინის მიღება არ უნდა მოხდეს მაო ინჰიბიტორების მიღების შეწყვეტიდან ორი კვირის განმალობაში. მირტაზაპინით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ მაო-ს ინჰიბიტორების მიღება არ უნდა მოხდეს ორი კვირის განმავლობაში.

მაო-ს ინჰიბიტორებია: მოკლობემიდი, ტრანილციპრომინი (ორივე ანტიდეპრესანტია) და სელეგილინი (პარკინსონის დაავადების სამკურნალო მედიკამენტი).

სიფრთხილეა საჭირო მირტაზაპინი ნორმონის შემდეგ მედიკამენტებთან კომბინაციაში მიღებისას:

ანტიდეპრესანტები, როგორიცაა სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები (SSRI) და L-ტრიპტოფანი ან ტრიფტანები (გამოიყენება შაკიკის დროს), ტრამადოლი (ტკივილგამაყუჩებელი), ლინეზოლიდი (ანტიბიოტიკი), ლითიუმი (გამოიყენება ზოგიერთი ფსიქიკური მდგომარეობის დროს) და კრაზანას - Hypericum perforatum პრეპარატები (დეპრესიის სამკურნალო მცენარეული საშუალება). ძალიან იშვიათ შემთხვევებში მირტაზაპინმა მარტო ან ამ მედიკამენტებთან კომბინაციაში შეიძლება გამოიწვიოს ე.წ. სეროტონინის სინდრომი, სინდრომის ზოგიერთი სიმპტომია: აუხსნელი ცხელება, ოფლიანობა, გულისცემის სიხშირის გაზრდა, დიარეა, კუნთების (უკონტროლო) შეკუმშვები, კანკალი, რეფლექსების გაძლიერება, მოუსვენრობა, განწყობის ცვლილებები და ცნობიერების დაკარგვა, ამ სიმპტომების კომბინაციის არსებობის დროს საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა.

ანტიდეპრესანტი ნეაფაზოდონი. შეიძლება გაიზარდოს მირტაზაპინის რაოდენობა სისხლში. ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს ამ პრეპარატს. შეიძლება საჭირო გახდეს მირტაზაპინის დოზის შემცირება ან ნეფაზოდონის მიღების შეწყვეტის შემდეგ, მირტაზაპინის დოზის ისევ გაზრდა.

შფოთვის ან უძილობის სამკურნალო პრეპარატები, როგორიცაა ბენზოდიაზეპინები;

შიზოფრენიის სამკურნალო მედიკამენტები, როგორიცაა ოლანზაპინი;

ალერგიის სამკურნალო მედიკამენტები, როგორიცაა ცეტირიზინი;

ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი, როგორიცაა მორფინი.

ამ მედიკამენტების კომბინაციამ მირტაზაპინთან შეიძლება გააძლიეროს ამ პრეპარატებით გამოწვეული ძილიანობა;

ინფექციის საწინააღმდეგო მედიკამენტები: ბაქტერიული ინფექციების სამკურნალო პრეპარატები (როგორიცაა ერითრომიცინი), სოკოვანი ინფექციის სამკურნალო პრეპარატები (როგორიცაა კეტოკონაზოლი) და აივ/შიდსის სამკურნალო პრეპარატები (როგორიცაა აივ პროტეაზას ინჰიბიტორები).

ამ მედიკამენტების მირტაზაპინთან კომბინაციამ შეიძლება გაზარდოს მირტაზაპინის რაოდენობა სისხლში. ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს ამ მედიკამენტებს. შეიძლება საჭირო გახდეს მირტაზაპინის დოზის შემცირება, ან ამ მედიკამენტების შეწყვეტისას მირტაზაპინის დოზის ისევ გაზრდა.

ეპილეფსიის სამკურნალო მედიკამენტები, როგორიცაა კარბამაზეპინი და ფენიტოინი;

ტუბერკულოზის სამკურნალო პრეპარატი, როგორიცაა რიმფამპიცინი.

ამ მედიკამენტების მირტაზაპინთან კომბინაციამ შეიძლება შეამციროს მირტაზაპინის რაოდენობა სისხლში. ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს ამ მედიკამენტებს. შეიძლება საჭირო გახდეს მირტაზაპინის დოზის გაზრდა, ან მედიკამენტების შეწყვეტის შემდეგ - მირტაზაპინის დოზის ისევ შემცირება.

სისხლის თრომბოზის საწინააღმდეგო მედიკამენტები, როგორიცა ვარფარინი.

მირტაზაპინმა შეიძლება გაზარდოს ვარფარინის ეფექტი სისხლში. ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს ამ მედიკამენტს. ამ პრეპარატების კომბინაციისაას საჭიროა სისხლის ყურადღებითი მონიტორინგი.

მირტაზაპინი ნორმონის მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად

მირტაზაპინით მკურნალობის დროს ალკოჰოლის მიღებისას შეიძლება განვითარდეს ძილიანობა.

არ არის რეკომენდებული ალკოჰოლის მიღება.

მირტაზაპინის მიღება შეიძლება როგორც კვების დროს, ისე კვებისგან დამოუკიდებლად.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს, შესაძლო ორსულობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის მიღებამდე.

ორსულ ქალებში მირტაზაპინი ნორმონის გამოყენების შეზღუდული გამოცდილება არ მიუთითებს გაზრდილ რისკზე. თუმცა, სიფრთხილეა საჭირო ორსულობის დროს მისი გამოყენებისას.

თუ მირტაზაპინის მიღება ხდება მშობიარობამდე, ან მშობიარობიდან მოკლე დროში, საჭიროა ახალშობილის მონიტორინგი შესაძლო გვერდით მოვლენებზე.

მსგავსი მედიკამენტების (SSRI) მიღებისას ფეხმძიმობის დროს, შეიძლება გაიზარდოს ბაშვებში მძიმე მდგომარეობის - ახალშობილების პერსისტეტული პულმონარული ჰიპერტენზიის (PPHN), განვითარების რისკი, რომლის დროსაც ახალშობილი სუნთქავს უფრო სწრაფად და აქვს ციანოზური ფერი, ეს სიმპტომები იწყება დაბადებიდან პირველ 24 საათში. თუ ახალშობილს უვითარდება ასეთი სიმპტომები, საჭიროა მეანთან და/ან ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა.

საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ძუძუთი კვების თაობაზე მირტაზაპინი ნორმონის მიღების დროს.

ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა

მირტაზაპინმა ნორმონმა შეიძლება გავლენა იქონიოს კონცენტრაციაზე ან სწრაფი რეაქციის უნარზე. მირტაზაპინმა ნორმონმა შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა ან თავბრუსხვევა. დაუშვებელია ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვა, სანამ პაციენტს არ ეცოდინება, თუ როგორ მოქმედებს მასზე მირტაზაპინი ნორმონი.

მირტაზაპინი ნორმონის მიღების წესი

მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.

რა რაოდენობით მიიღება მედიკამენტი

ჩვეულებრივ საწყისი დოზა შეადგენს 15 ან 30 მგ-ს ერთხელ დღეში. რამდენიმე დღის შემდეგ ექიმმა შეიძლება გაზარდოს დოზა პაციენტისათვის საუკეთესო რაოდენობამდე (15-დან 45 მგ-მდე დღეში). დოზა ჩვეულებრივ ერთნაირია ყველა ასაკის პაციენტისათვის. თუმცა, ხანდაზმულ პაციენტებში ან თირკმლის, ან ღვიძლის დაზიანების მქონე პაციენებში შეიძლება საჭირო გახდეს დოზის კორექცია.

როდის მიიღება მედიკამენტი

→მირტაზაპინი ნორმონის მიღება უნდა მოხდეს დღის ერთსა და იმავე მონაკვეთში.

უმჯობესია მირტაზაპინის მიღება ერთჯერადი დოზის სახით ძილის წინ. თუმცა, ექიმმა შეიძლება რეკომენდაცია მისცეს პაციენტს მირტაზაპინის დოზის გაყოფის შესახებ - ერთხელ დილით და ერთხელ - ძილის წინ. უფრო მაღალი დოზის მიღება უნდა მოხდეს ძილის წინ.

ტაბლეტების მიღება ხდება პერორალურად. მირტაზაპინი ნორმონის დანიშნული დოზა უნდა გადაიყლაპოს დაღეჭვის გარეშე, მცირეოდენი წყლის ან წვენის მიყოლებით.

როდის ხდება პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესება

ჩვეულებრივ მირტაზაპინი ნორმონი მოქმედებას იწყებს 1-2 კვირის შემდეგ და 2-4 კვირის შემდეგ პაციენტის მდგომარეობა იწყებს გაუმჯობესებას. მნიშვნელოვანია, რომ მკურნალობის პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში, პაციენტმა ექიმს შეატყობინოს მირტაზაპინის ეფექტების შესახებ:

→მირტაზაპინით მკურნალობის დაწყებიდან 2-4 კვირის შემდეგ საჭიროა ექიმთან კონსულტაცია მედიკამენტის ეფექტის შესახებ.

თუ პაციენტის მდგომარეობა არ უმჯობესდება, ექიმმა შეიძლება დანიშნოს უფრო მაღალი დოზა. ასეთ შემთხვევაში საჭიროა ექიმთან განმეორებითი კონსულტაცია შემდეგი 2-4 კვირის შემდეგ.

როგორც წესი, მირტაზაპინის მიღება საჭიროა დეპრესიის სიმპტომების მოხსნის შემდეგ 4-6 თვის განმავლობაში.

მირტაზაპინი ნორმონის დოზის გადაჭარბებისას

→პაციენტის ან სხვა პირის მიერ მირტაზაპინი ნორმონის დოზის გადაჭარბებისას საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა. შეიძლება ასევე ესპანეთის ტოქსიკოლოგიის საინფორმაციო სამსახურში დარეკვა, ტელ.: +34 91 562 04 20.

ყველზე უფრო მეტად მირტაზაპინის დოზის გადაჭარბების მოსალოდნელი სიპტომებია (სხვა მედიკამენტების ან ალკოჰოლის გარეშე მიღებისას) ძილიანობა, დეზორიენტაცია და გულისცემის სიხშირის გაზრდა.

მირტაზაპინი ნორმონის დოზის გამოტოვებისას

თუ პაციენტი იღებს დღეში ერთხელ დოზას:

მირტაზაპინის დოზის გამოტოვებისას დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებულის სანაცვლოდ. უნდა მოხდეს დავიწყებული დოზის გამოტოვება და შემდეგი ჩვეული დოზის მიღება მომდევნო დღეს.

თუ პაციენტი იღებს დღეში ორჯერ დოზას:

თუ პაციენტს დაავიწყდა დილის დოზის მიღება, გამოტოვებული დოზის მიღება უნდა მოხდეს საღამოს დოზასთან ერთად.

თუ პაციენტს დაავიწყდა საღამოს დოზის მიღება, მისი მიღება არ უნდა მოხდეს მეორე დილით. უნდა მოხდეს დავიწყებული დოზის გამოტოვება და უნდა გაგრძელდეს შემდეგი ჩვეული დოზების მიღება დილით და საღამოს.

თუ პაციენტს დაავიწყდა ორივე დოზის მიღება, უნდა მოხდეს დავიწყებული დოზის გამოტოვება და მეორე დღეს უნდა გაგრძელდეს ჩვეული სქემით - დილით და საღამოს.

მირტაზაპინი ნორმონით მკურნალობის შეწყვეტისას

→მირზატაპინით მკურნალობა უნდა შეწყდეს მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

მკურნალობის ნაადრევად შეწყვეტისას დეპრესია შეიძლება ისევ განმეორდეს. პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესებისას საჭიროა ექიმთან კონსულტაცია. ექიმი გადაწყვეტს, როდის უნდა შეწყდეს მკურნალობა.

დაუშვებელია მირტაზაპინის მიღების უეცრად შეწყვეტა დეპრესიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიუხედავად. მირტაზაპინით მკურნალობის უეცრად შეწყვეტისას პაციენტს შეიძლება განუვითარდეს გულისრევა, თავბრუსხვევა, აგზნება ან შფოთვა და თავის ტკივილები. ამ სიმპტომების თავიდან აცილება შესაძლებელია დოზის თანდათანობითი შემცირებით. მკურნალი ექიმი პაციენტს აუხსნის, როგორ უნდა მოხდეს დოზის თანდათანობითი შეცირება.

ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთნ მიმართვა.

შესაძლო გვერდითი მოვლენები

სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, მირტაზაპინი ნორმონიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

ზოგიერთი გვერდითი ეფექტი უფრო ხშირად ვითარდება. მირტაზაპინი ნორმონის შესაძლო გვერდითი მოვლენები ჩამოთვლილია ქვემოთ და შეიძლება დაიყოს შემდეგი სახით:

ძალიან ხშირი: შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში

ხშირი: შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-10 პაციენტში

არახშირი: შეიძლება აღინიშნოს 1.000-დან 1-10 პაციენტში

იშვიათი: შეიძლება აღინიშნოს 10.000-დან 1-10 პაციენტში

ძალიან იშვიათი შეიძლება აღინიშნოს 10.000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში

სიხშირე უცნობია: სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე

ძალიან ხშირი:

მადისა და წონის მომატება;

ძილიანობა;

თავის ტკივილი;

პირის სიმშრალე.

ხშირი:

ძილიანობა;

თავბრუსხვევა;

ტრემორ;

გულისრევა;

დიარეა;

ღებინება;

კანზე გამონაყარი (ეგზანთემა);

სახსრების (ართრალგია) ან კუნთების (მიალგია) ტკივილი;

წელის ტკივილი;

თავბრუსხვევის ან გულის წასვლის შეგრძნება სწრაგად ადგომისას (ორთოსტატიული ჰიპოტენზია);

შეშუპება (ჩველებრივ, კოჭების ან ტერფების), რომელიც გამოწვეულია სითხის შეკავებით;

დაღლილობა;

ცოცხალი სიზმრები;

ცნობიერების დაბინდვა;

შფოთვა;

დაძინების გაძნელება;

მეხსიერების პრობლემები, რომლებიც უმეტესობა შემთხვევებში იხსნება მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.

18 წლამდე ასაკის ბავშვებში ქვემოთ მოცემული გვერდითი მოვლენები აღინიშნა ხშირად კლინიკურ კვლევებში: წონის მნიშვნელოვანი მატება, ჭინჭრის ციება და სისხლში ტრიგლიცერიდების დონის მომატება.

არახშირი:

ამაღლებული განწყობა (მანია)

→საჭიროა მირტაზაპინის მიღების შეწყვეტა და ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა.

კანზე პათოლოგიური შეგრძნებები, როგორიცაა: წვის, ჩხვლეტის ან დაბუჟების შეგრძნება (პარესთეზია);

ძილის დროს მოუსვენარი ფეხების სინდრომი;

გულის წასვლა (სინკოპე);

დაბუჟების შეგრძნება პირის ღრუში (ორალური ჰიპოესთეზია);

დაბალი არტერიული წნევა;

ღამის კოშმარები;

აჟიტირება;

ჰალუცინაციები;

აგზნებული მდგომარეობა

იშვიათი:

კანისა და თვალების გაყვითლება, შეიძლება მიუთითებდეს ღვიძლის ფუნქციის დარღვევაზე (სიყვითლე).

→საჭიროა მირტაზაპინის მიღების შეწყვეტა და ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა.

კუნთების მოძრაობა ან შეკუმშვა (მიოკლონუსი);

პანკრეატიტი.

სიხშირე უცნობია:

ინფექციის ნიშნები, როგორიცაა აუხსნელი მაღალი ცხელება, ყელის ტკივილი და პირის ღრუში წყლულები (აგრანულოციტოზი).

→საჭიროა მირტაზაპინის მიღების შეწყვეტა და ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა სისხლის ანალიზის ჩასაარებლად.

იშვიათ შემთხვევებში მირტაზაპინმა შეიძლება გამოიწვიოს სისხლის უჯრედების წარმოქმნის ცვლილებები (ძვლის ტვინის დათრგუნვა). ზოგიერთი პაციენტი უფრო ნაკლებ რეზისტენტული ხდება ინფექციების მიმართ, რადგან მირტაზაპინმა შეიძლება გამოიწვიოს ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება (აგრანულოციტოპენია). იშვიათ შემთხვევებში მირტაზაპინმა შეიძლება ასევე გამოიწვიოს ერითროციტების, ლეიკოციტების და თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (აპლაზიური ანემია), თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (თრომბოციტოპენია) ან ლეიკოციტების რაოდენობის გაზრდა (ეოზინოფილია).

ეპილეფსიური შეტევა (გულყრები).

→საჭიროა მირტაზაპინის მიღების შეწყვეტა და ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა.

სიმპტომების კომბინაცია, როგორიცაა: აუხსნელი ცხელება, ოფლიანობა, გულის შეკუმშვათა სიხშირის გაზრდა, დიარეა, კუნთების (უკონტროლო) შეკუმშვები, კანკალი, რეფლექსების გაძლიერება, მოუსვენრობა, განწყობის ცვლილებები და ცნობიერების დაკარგვა. ძალიან იშვიათ შემთხვევებში ეს შეიძლება იყოს სეროტონინის სინდრომის ნიშნები.

→უნდა შეწყდეს მირტაზაპინის მიღება და საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა.

თვითდაზიანების ან თვითმკვლელობის აზრები.

→უნდა შეწყდეს მირტაზაპინის მიღება და საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა.

პირის ღრუში პათოლოგიური შეგრძნებები (ორალური პარესთეზია);

პირის შეშუპება;

ჰიპონატრიემია;

ანტიდიურეზული ჰორმონის არასათანადო სეკრეცია;

კანის მძიმე რეაქციები (სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ბულოზური დერმატიტი, მულტიფორმული ერითემა, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი);

სამიზნის მსგავსი ან წრიული მოწითალო ლაქები სხეულზე, ხშირად ცენტრში ბლისტერებით, კანის აქერცვლა, პირში, ხახაზე, ცხვირში, გენიტალიებზე და თვალებზე წყლულები. ეს არის კანის სერიოზული გამონაყრი, რომელსაც შეიძლება წინ უძღოდეს ცხელება და გრიპისმსგავსი სიმპტომები (სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი);

გავრცელებული გამონაყარი, სხეულის მაღალი ტემპერატურა და გადიდებული ლიმფური კვანძები (DRESS სინდრომი ან წამლისმიერი ჰიპერმგრძნობელობითი სინდრომი).

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას, მათ შორის, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

მირტაზაპინი ნორმონის შენახვის წესი

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

დაუშვებელია პრეპარატის მიღება კონტეინერზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს. ინახება ორიგინალი შეფუთვით სინათლისა და ნესტისაგან დაცულ ადგილას.

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საყოფაცხოვრებო ნაგავში ან საკანალიზაციო წყალში. ნებისმიერი გამოუყენებელი შეფუთვის ან პრეპარატის გადაგდება უნდა მოხდეს აფთიაქებში არსებულ SIGRE+ სიმბოლოთი აღნიშნულ ადგილას. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად უნდა მიმართოს ფარმაცევტს. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.

შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს მირტაზაპინი ნორმონი

აქტიური ნივთიერებაა მირტაზაპინი.

მირტაზაპინი ნორმონის 30 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები შეიცავს 30 მგ მირტაზაპინს ერთ ტაბლეტში.

სხვა დამხმარე ნივთიერებებია:

ტაბლეტის შიგთავსი: მიკროკრისტალური ცელულოზა, პრეჟელატინიზირებული სიმინდის სახამებელი, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი.

ტაბლეტის გარსი: ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი (E-171), ტალკი და მაკროგოლი 6000.

მირტაზაპინი ნორმონის გამოშვების ფორმა და შეფუთვის შემცველობა

მირტაზაპინი ნორმონი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტებია.

ტაბლეტები თეთრი ან მოთეთრო ფერისაა, მრგვალი, ორმხრივამოზნექილი, გამყოფი ხაზით და აღნიშვნით M30.

ტაბლეტები შეიძლება გაიყოს ორ თანაბარ ნაწილად.

მირტაზაპინი ნორმონი 30 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები მოთავსებულია ბლისტერებზე.

ბლისტერები ხელმისაწვდომია შემდეგი ზომებით: 30 ტაბლეტი და 56 ტაბლეტი

ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

LABORATORIOS NORMON S.A.

Ronda de Valdecarrizo, 6 - 28760 Tres Cantos - Madrid (SPAIN)

ლაბორატორიოს ნორმონ, ს.ა.

რონდა დე ვალდეკარიზო, 6 - 28760 ტრეს კანტოს – მადრიდი (ესპანეთი)

ინსტრუქციის შესწორების უკანასკნელი თარიღია: 2020 წლის სექტემბერი.

პრეპარატის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ესპანეთის წამლებისა და სამედიცინო მოწყობილობების სააგენტოს (AEMPS) ვებგვერდზე: http://www.aemps.gob.es

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა