მირტოზა ტაბ. 30 მგ ნაჩვენებია მოზრდილებში დიდი დეპრესიული ეპიზოდების სამკურნალოდ.
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- მირტაზაპინი (mirtazapine)
- ფორმა და შეფუთვა
- 30მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30 მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის ბოთლში (პირველადი შეფუთვით)
- მწარმოებელი
- Whan In Pharm. Co., Ltd, კორეა
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ფსიქოანალეფსური საშუალებები, სხვა ანტიდეპრესანტები
- ATC კოდი
- N06AX11
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-041710
- რეგისტრირებულია
- 26 ივლისი 2024, მოქმედებს 26 ივლისი 2029-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Whan In Pharm. Co., Ltd (კორეა)
- განმცხადებელი
- შპს „ვივა ფარმი“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
მირტოზა ტაბ. 30მგ — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
მირტოზა ტაბ. 30 მგ ნაჩვენებია მოზრდილებში დიდი დეპრესიული ეპიზოდების სამკურნალოდ.
მიღების წესი და დოზირება
30 მგ
ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა გითხრათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
რამდენი უნდა მიიღოთ
რეკომენდებული საწყისი დოზაა 15 ან 30 მგ ყოველ დღე. ექიმმა შეიძლება გირჩიოთ დოზის გაზრდა რამდენიმე დღის შემდეგ თქვენთვის საუკეთესო რაოდენობამდე (15-დან 45 მგ-მდე დღეში). დოზა ჩვეულებრივ ერთნაირია ყველა ასაკისთვის. თუმცა, თუ თქვენ ხართ ხანდაზმული ადამიანი ან გაქვთ თირკმლის ან ღვიძლის დაავადება, თქვენმა ექიმმა შეიძლება შეცვალოს დოზა.
როდის უნდა მიიღოთ მირტოზა ტაბ. 30 მგ
→ მიიღეთ მირტოზა ტაბ. 30 მგ ერთსა და იმავე დროს ყოველდღე.
უმჯობესია მიიღოთ მირტოზა ტაბ. 30 მგ ერთჯერადად ძილის წინ. თუმცა ექიმმა შეიძლება შემოგთავაზოთ მირტოზას ტაბ. 30 მგ დოზის გაყოფა - ერთი დილით და ერთი ღამით ძილის წინ. უფრო მაღალი დოზა უნდა იქნას მიღებული ძილის წინ.
მიიღეთ ტაბლეტები პერორალურად. გადაყლაპეთ მირტოზას ტაბ. 30 მგ თქვენი დანიშნული დოზა დაღეჭვის გარეშე, მცირე რაოდენობის წყალთან ან წვენთან ერთად.
როდის შეიძლება ელოდოთ, რომ უკეთ იგრძნობთ თავს
ჩვეულებრივ მირტოზა ტაბ. 30 მგ დაიწყებს მოქმედებას 1-2 კვირის შემდეგ და 2-4 კვირის შემდეგ შეიძლება თავი უკეთესად იგრძნოთ.
მნიშვნელოვანია, რომ მკურნალობის პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში ესაუბროთ თქვენს ექიმს მირტოზას ტაბ. 30 მგ ეფექტების შესახებ:
→ მირტოზას ტაბ. 30 მგ მიღების დაწყებიდან 2-4 კვირის შემდეგ, გაესაუბრეთ ექიმს იმის შესახებ, თუ როგორ იმოქმედა ამ მედიკამენტმა თქვენზე.
თუ ჯერ არ გრძნობთ თავს უკეთესად, ექიმმა შეიძლება დანიშნოს უფრო მაღალი დოზა. ამ შემთხვევაში, კიდევ 2-4 კვირის შემდეგ კვლავ მიმართეთ ექიმს. ჩვეულებრივ მოგიწევთ მირტოზას ტაბ.30 მგ მიღება, სანამ დეპრესიის სიმპტომები არ გაქრება 4-დან 6 თვემდე განმავლობაში.
თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი მირტოზა ტაბ. 30 მგ
→ თუ თქვენ ან ვინმე სხვამ მიიღეთ მირტოზა ტაბ. 30 მგ ძალიან დიდი რაოდენობით, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
მირტოზას ტაბ. 30 მგ (სხვა მედიკამენტების ან ალკოჰოლის გარეშე) დოზის გადაჭარბების ყველაზე სავარაუდო ნიშნები არის ძილიანობა, დეზორიენტაცია და გულისცემის გახშირება. შესაძლო ჭარბი დოზირების სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს თქვენი გულის რიტმის ცვლილებას (სწრაფი, არარეგულარული გულისცემა) და/ან გულის წასვლას, რაც შეიძლება იყოს სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობის სიმპტომები, რომელიც ცნობილია როგორც Torsade de Pointes.
თუ დაგავიწყდათ მირტოზას ტაბ. 30 მგ მიღება
თუ თქვენ უნდა მიიღოთ თქვენი დოზა დღეში ერთხელ:
- არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად. მიიღეთ შემდეგი დოზა ჩვეულებრივ დროს.
თუ თქვენ უნდა მიიღოთ თქვენი დოზა დღეში ორჯერ:
- თუ დაგავიწყდათ დილის დოზის მიღება, უბრალოდ მიიღეთ ის საღამოს დოზასთან ერთად.
- თუ დაგავიწყდათ საღამოს დოზის მიღება, არ მიიღოთ იგი მომდევნო დილის დოზასთან ერთად; უბრალოდ გამოტოვეთ და განაგრძეთ თქვენი ჩვეულებრივი დილის და საღამოს დოზები.
- თუ დაგავიწყდათ ორივე დოზის მიღება, ნუ ეცდებით გამოტოვებული დოზის ანაზღაურებას. გამოტოვეთ ორივე დოზა და გააგრძელეთ მეორე დღეს დილის და საღამოს ჩვეულებრივი დოზებით.
თუ შეწყვეტთ მირტოზას ტაბ. 30 მგ მიღებას
→ შეწყვიტეთ მირტოზას ტაბ. 30 მგ მიღება მხოლოდ ექიმთან შეთანხმებით.
თუ ძალიან ადრე შეწყვეტთ, შესაძლოა თქვენი დეპრესია დაბრუნდეს. როგორც კი თავს უკეთ იგრძნობთ, გაესაუბრეთ ექიმს. თქვენი ექიმი გადაწყვეტს, როდის შეიძლება შეწყდეს მკურნალობა.
უეცრად არ შეწყვიტოთ მირტოზას ტაბ. 30 მგ მიღება მაშინაც კი, როცა დეპრესია მოხსნილია. თუ მოულოდნელად შეწყვეტთ მირტოზას ტაბ. 30 მგ მიღებას, შეიძლება თავი ცუდად იგრძნოთ, გქონდეთ თავბრუსხვევა, აგზნებადობა ან შფოთვა და გქონდეთ თავის ტკივილი. ამ სიმპტომების თავიდან აცილება შესაძლებელია თანდათანობით შეწყვეტით. თქვენი ექიმი გეტყვით, როგორ შეამციროთ დოზა თანდათან.
თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
უკუჩვენებები
- მონოამინ ოქსიდაზას ინჰიბიტორებთან (მაო ინჰიბიტორები). ასევე, არ მიიღოთ მირტაზაპინი მაო ინჰიბიტორების მიღების შეწყვეტიდან ორი კვირის განმავლობაში. თუ შეწყვეტთ მირტაზაპინის მიღებას, არ მიიღოთ მაო ინჰიბიტორები მომდევნო ორი კვირის განმავლობაში.
მაო ინჰიბიტორების მაგალითებია მოკლობემიდი, ტრანილციპრომინი (ორივე ანტიდეპრესანტია) და სელეგილინი (გამოიყენება პარკინსონის დაავადებისთვის).
დაიცავით სიფრთხილე მირტაზაპინის მიღებისას კომბინაციაში:
- ანტიდეპრესანტები, როგორიცაა სუსი–ები, ვენლაფაქსინი და L-ტრიპტოფანი, ან ტრიპტანები (გამოიყენება შაკიკის სამკურნალოდ), ტრამადოლი (ტკივილგამაყუჩებელი), ლინეზოლიდი (ანტიბიოტიკი), ლითიუმი (გამოიყენება ზოგიერთი ფსიქიატრიული მდგომარეობის სამკურნალოდ), მეთილენის ლურჯი (გამოიყენება სისხლში მეტჰემოგლობინის მაღალი დონის სამკურნალოდ) და კრაზანას – Hypericum perforatum პრეპარატები (დეპრესიის სამკურნალო მცენარეული საშუალება). ძალიან იშვიათ შემთხვევებში მარტო მირტაზაპინმა ან მირტაზაპინის კომბინაციამ ამ მედიკამენტებთან შეიძლება გამოიწვიოს ე.წ. სეროტონინული სინდრომი. ამ სინდრომის ზოგიერთი სიმპტომია: აუხსნელი ცხელება, ოფლიანობა, გულისცემის გახშირება, დიარეა, (უკონტროლო) კუნთების შეკუმშვა, კანკალი, რეფლექსების გაძლიერება, მოუსვენრობა, გუნება-განწყობის ცვლილებები და ცნობიერების დაკარგვა. თუ თქვენ გაქვთ ამ სიმპტომების კომბინაცია, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
- ანტიდეპრესანტი ნეფაზოდონი. მას შეუძლია გაზარდოს მირტაზაპინის რაოდენობა თქვენს სისხლში. აცნობეთ ექიმს თუ იყენებთ ამ მედიკამენტს. შესაძლოა საჭირო გახდეს მირტაზაპინის დოზის შემცირება ან ნეფაზოდონის გამოყენების შეწყვეტისას მირტაზაპინის დოზის ხელახლა გაზრდა.
- შფოთვის ან უძილობის სამკურნალო საშუალებები, როგორიცაა ბენზოდიაზეპინები;
- შიზოფრენიის სამკურნალო საშუალებები, როგორიცაა ოლანზაპინი;
- მედიკამენტები ალერგიისთვის, როგორიცაა ცეტირიზინი;
- ძლიერი ტკივილის სამკურნალო საშუალებები, როგორიცაა მორფინი.
ამ მედიკამენტებთან კომბინაციაში მირტაზაპინმა შეიძლება გაზარდოს ამ მედიკამენტებით გამოწვეული ძილიანობა.
- ინფექციების სამკურნალო საშუალებები;
- ბაქტერიული ინფექციების სამკურნალო საშუალებები (როგორიცაა ერითრომიცინი);
- სოკოვანი ინფექციების სამკურნალო საშუალებები (როგორიცაა კეტოკონაზოლი) და აივ/შიდსის სამკურნალო საშუალებები (როგორიცაა აივ-პროტეაზას ინჰიბიტორები) და კუჭის წყლულების სამკურნალო საშუალებები (როგორიცაა ციმეტიდინი).
მირტაზაპინთან კომბინაციაშიაში ამ პრეპარატებს შეუძლიათ გაზარდონ მირტაზაპინის რაოდენობა სისხლში. აცნობეთ ექიმს, თუ იყენებთ ამ მედიკამენტებს. შესაძლოა საჭირო გახდეს მირტაზაპინის დოზის შემცირება, ან ამ მედიკამენტების შეწყვეტისას მირტაზაპინის დოზის ხელახლა გაზრდა.
- ეპილეფსიის სამკურნალო საშუალებები, როგორიცაა კარბამაზეპინი და ფენიტოინი;
- ტუბერკულოზის სამკურნალო საშუალებები, როგორიცაა რიფამპიცინი.
მირტაზაპინთან კომბინაციისას ამ მედიკამენტებს შეუძლიათ შეამცირონ მირტაზაპინის რაოდენობა თქვენს სისხლში. აცნობეთ ექიმს, თუ იყენებთ ამ მედიკამენტებს. შესაძლოა საჭირო გახდეს მირტაზაპინის დოზის გაზრდა ან ამ მედიკამენტების შეწყვეტისას მირტაზაპინის დოზის ხელახლა შემცირება.
- მედიკამენტები სისხლის შედედების თავიდან ასაცილებლად, როგორიცაა ვარფარინი.
მირტაზაპინს შეუძლია გააძლიეროს ვარფარინის მოქმედება სისხლში. აცნობეთ ექიმს თუ იყენებთ ამ მედიკამენტს. კომბინაციის შემთხვევაში რეკომენდებულია ექიმმა ყურადღებით ჩაატაროს მონიტორინგი თქვენს სისხლზე.
- მედიკამენტები, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინონ გულის რიტმზე, როგორიცაა გარკვეული ანტიბიოტიკები და ზოგიერთი ანტიფსიქოზური საშუალებები.
- ბუპრენორფინის შემცველი სამედიცინო პრეპარატები. ეს მედიკამენტები შეიძლება ურთიერთმოქმედებდეს მირტაზაპინთან და შეიძლება განიცადოთ ისეთი სიმპტომები, როგორიცაა კუნთების უნებლიე, რითმული შეკუმშვა, მათ შორის კუნთების, რომლებიც აკონტროლებენ თვალის მოძრაობას, აგზნებადობა, ჰალუცინაციები, კომა, ჭარბი ოფლიანობა, ტრემორი, რეფლექსების გაძლიერება, კუნთების დაძაბულობის მომატება, სხეულის ტემპერატურა 38°C-ზე მეტი. ასეთი სიმპტომების გამოვლენისას მიმართეთ ექიმს.
მირტოზა ტაბ. 30 მგ საკვების და ალკოჰოლის მიღებისას
თუ თქვენ მოიხმართ ალკოჰოლს მირტაზაპინის მიღებისას, შესაძლოა გამოგივლინდეთ ძილიანობა.
გირჩევთ არ დალიოთ ალკოჰოლი.
თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ მირტოზა ტაბ. 30 მგ საკვებთან ერთად ან მის გარეშე.
სიფრთხილის ზომები
გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს მირტოზას ტაბ. 30 მგ მიღებამდე:
- თუ იღებთ ბუპრენორფინის შემცველ სამკურნალო საშუალებებს. ამ მედიკამენტების გამოყენებამ მირტაზაპინთან ერთად შეიძლება გამოიწვიოს სეროტონინული სინდრომი, პოტენციურად სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობა (იხილეთ „სხვა მედიკამენტები და მირტოზა ტაბ. 30 მგ.“).
ბავშვები და მოზარდები
ჩვეულებრივ, მირტაზაპინი არ უნდა იქნას გამოყენებული 18 წლამდე ასაკის ბავშვებში და მოზარდებში, რადგან მისი ეფექტურობა არ ყოფილა დემონსტრირებული. ასევე, უნდა იცოდეთ, რომ 18 წლამდე პაციენტებს აქვთ გვერდითი ეფექტების გაზრდილი რისკი, როგორიცაა სუიციდის მცდელობა, სუიციდური აზრები და მტრობა (ძირითადად აგრესია, წინააღმდეგობრივი ქცევა და ბრაზი), როდესაც ისინი იღებენ ამ ჯგუფის მედიკამენტებს. ამის მიუხედავად, ექიმმა შეიძლება დანიშნოს მირტოზა ტაბ. 30 მგ 18 წლამდე ასაკის პაციენტებისთვის, რადგან გადაწყვეტს, რომ ეს მათ საუკეთესო ინტერესებშია. თუ თქვენმა ექიმმა დანიშნა მირტოზა ტაბ. 30 მგ 18 წლამდე ასაკის პაციენტისთვის და გსურთ ამის განხილვა, გთხოვთ, მიმართოთ ექიმს. უნდა აცნობოთ ექიმს, თუ ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან რომელიმე განვითარდება ან გაუარესდება 18 წლამდე ასაკის პაციენტების მიერ მირტოზას ტაბ. 30 მგ მიღებისას. ასევე, ამ ასაკობრივ ჯგუფში ზრდის, მომწიფების და კოგნიტური და ქცევითი განვითარების მიმართებაში მირტაზაპინის გრძელვადიანი უსაფრთხოების ეფექტები ჯერ კიდევ არ არის დემონსტრირებული. გარდა ამისა, წონის მნიშვნელოვანი მატება უფრო ხშირად აღინიშნა ამ ასაკობრივ კატეგორიაში მირტაზაპინით მკურნალობისას მოზრდილებთან შედარებით.
სუიციდის აზრები და თქვენი დეპრესიის გაუარესება
თუ დეპრესიაში ხართ, ზოგჯერ შეიძლება გქონდეთ აზრები საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენების ან თვითმკვლელობის შესახებ. ისინი შეიძლება მატულობდეს ანტიდეპრესანტების მიღების პირველი დაწყებისას, რადგან ამ მედიკამენტებს მოქმედების დასაწყებად დრო სჭირდება, როგორც წესი, დაახლოებით ორი კვირა, მაგრამ ზოგჯერ უფრო მეტი.
თქვენ შეიძლება უფრო მეტად იფიქროთ ასე:
- თუ ადრე გქონიათ აზრები თვითმკვლელობაზე ან თქვენი თავისთვის ზიანის მიყენებაზე.
- თუ ახალგაზრდა მოზრდილი ხართ. კლინიკური კვლევების ინფორმაციამ აჩვენა სუიციდური ქცევის გაზრდილი რისკი 25 წელზე ნაკლები ასაკის მოზრდილებში ფსიქიატრიული მდგომარეობებით, რომლებიც მკურნალობდნენ ანტიდეპრესანტებით.
→ თუ ნებისმიერ დროს გაგიჩნდათ აზრები თქვენი თავისთვის ზიანის მიყენების ან თვითმკვლელობის შესახებ, მიმართეთ ექიმს ან სასწრაფოდ წადით საავადმყოფოში.
შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს ნათესავს ან ახლო მეგობარს უთხრათ, რომ დეპრესიაში ხართ და სთხოვოთ მათ წაიკითხონ ეს ფურცელი–ჩანართი. შეიძლება სთხოვოთ მათ, რომ გითხრან, ფიქრობენ თუ არა, რომ თქვენი დეპრესია უარესდება, ან თუ აწუხებთ თქვენს ქცევაში ცვლილებები.
ასევე განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ მირტაზაპინის მიღებისას
- თუ გაქვთ ან ოდესმე გქონიათ შემდეგი მდგომარეობებიდან ერთ-ერთი.
→ აცნობეთ ექიმს ამ მდგომარეობების შესახებ მირტაზაპინის მიღებამდე, თუ ეს ადრე არ გაკეთებულა.
- კრუნჩხვები (ეპილეფსია). თუ განვითარდა კრუნჩხვები ან კრუნჩხვები გახშირდა, შეწყვიტეთ მირტაზაპინის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს;
- ღვიძლის დაავადება, მათ შორის სიყვითლე. თუ გამოვლინდა სიყვითლე, შეწყვიტეთ მირტაზაპინის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს;
- თირკმლის დაავადება;
- გულის დაავადება ან დაბალი არტერიული წნევა;
- შიზოფრენია. თუ ფსიქოზური სიმპტომები, როგორიცაა პარანოიდული აზრები, გახშირდა ან დამძიმდა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს;
- მანიაკალური დეპრესია (ამაღლებული განწყობის/ჰიპერაქტივობისა და დეპრესიული განწყობის პერიოდების მონაცვლეობა). თუ თქვენ გეწყებათ ამაღლებული განწყობის ან ზედმეტი აგზნების შეგრძნება, შეწყვიტეთ მირტაზაპინის მიღება და დაეკონტაქტეთ თქვენს ექიმს დაუყოვნებლივ;
- დიაბეტი (შეიძლება დაგჭირდეთ ინსულინის ან სხვა ანტიდიაბეტური საშუალების დოზის კორექცია);
- თვალის დაავადება, როგორიცაა თვალში წნევის მომატება (გლაუკომა);
- წყლის გადინების გაძნელება (შარდვის), რაც შეიძლება გამოწვეული იყოს პროსტატის გადიდებით.
- გარკვეული სახის გულის მდგომარეობები, რომლებმაც შეიძლება შეცვალოს თქვენი გულის რიტმი, ბოლოდროინდელი გულის შეტევა, გულის უკმარისობა ან გარკვეული მედიკამენტების მიღება, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინონ გულის რიტმზე.
- თუ გაქვთ ინფექციის ნიშნები, როგორიცაა აუხსნელი მაღალი სიცხე, ყელის ტკივილი და პირის ღრუს წყლულები.
→ შეწყვიტეთ მირტაზაპინის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს სისხლის ანალიზისთვის.
იშვიათ შემთხვევებში ეს სიმპტომები შეიძლება იყოს ძვლის ტვინში სისხლის უჯრედების პროდუქციის დარღვევის ნიშნები. იშვიათია, მაგრამ ეს სიმპტომები ყველაზე ხშირად ვლინდება მკურნალობის დაწყებიდან 4-6 კვირის შემდეგ.
- თუ ხართ ხანდაზმული ადამიანი. შეიძლება უფრო მგრძნობიარე იყოთ ანტიდეპრესანტების გვერდითი ეფექტების მიმართ.
- კანის სერიოზული რეაქციები, მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი (SJS), ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (TEN) და წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS) აღწერილია მირტოზას ტაბ. 30 მგ გამოყენებისას. შეწყვიტეთ გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას, თუ შეამჩნევთ მე-4 ნაწილში აღწერილ რომელიმე სიმპტომს კანის ამ სერიოზულ რეაქციებთან დაკავშირებით.
თუ თქვენთან ოდესმე განვითარდა კანის რაიმე მძიმე რეაქცია, მკურნალობა მირტოზა ტაბ. 30 მგ-ით არ უნდა განახლდეს.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
30 მგ
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ შესაძლოა ორსულად იყოთ ან გეგმავთ იყოლიოთ ბავშვი, ამ მედიკამენტის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ორსულ ქალებში მირტაზაპინის გამოყენების შეზღუდული გამოცდილება არ მიუთითებს მომატებულ რისკზე. თუმცა, ორსულობის დროს გამოყენებისას სიფრთხილეა საჭირო.
თუ იყენებთ მირტოზას ტაბ. 30 მგ ბავშვის დაბადებამდე ან ცოტა ხნით ადრე მის დაბადებამდე, ის უნდა იყოს მეთვალყურეობის ქვეშ შესაძლო გვერდითი ეფექტების გამო.
დარწმუნდით, რომ თქვენმა ბებიაქალმა და/ან ექიმმა იცის, რომ თქვენ იღებთ მირტოზას ტაბ. 30 მგ. ორსულობის დროს მსგავსმა პრეპარატებმა (სუსი) შეიძლება გაზარდოს ბავშვებში სერიოზული მდგომარეობის რისკი, რომელსაც ეწოდება ახალშობილის მუდმივი ფილტვის ჰიპერტენზია (PPHN), რის გამოც ბავშვის სუნთქვა ხშირდება და ბავშვი მოლურჯო ხდება. ეს სიმპტომები ჩვეულებრივ იწყება პირველი 24 საათის განმავლობაში ბავშვის დაბადების შემდეგ. თუ ეს დაემართება თქვენს პატარას, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ბებიაქალს და/ან ექიმს.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
მირტოზამ ტაბ. 30 მგ შეიძლება გავლენა იქონიოს თქვენს კონცენტრაციაზე ან სიფხიზლეზე. ავტომობილის მართვამდე ან მექანიზმებთან მუშაობის დაწყებამდე დარწმუნდით, რომ ამ უნარებზე გავლენა არ არის. თუ თქვენმა ექიმმა დანიშნა მირტოზა ტაბ. 30 მგ 18 წლამდე ასაკის პაციენტისთვის, დარწმუნდით, რომ კონცენტრაცია და სიფხიზლე არ არის მისი ზეგავლენის ქვეშ მოძრაობაში მონაწილეობამდე (მაგ., ველოსიპედით).
მირტოზა ტაბ. 30 მგ შეიცავს ლაქტოზას
თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ სამკურნალო პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.
გვერდითი მოვლენები
ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
თუ თქვენ გაქვთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი სერიოზული გვერდითი ეფექტი, შეწყვიტეთ მირტაზაპინის მიღება და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს.
არახშირი (შეიძლება გავლენა იქონიოს 100-დან 1-მდე ადამიანზე):
- აღფრთოვანებული ან ემოციურად „ამაღლებული“ მდგომარეობის შეგრძნება (მანია)
იშვიათი (შეიძლება გავლენა იქონიოს 1,000-დან 1–მდე ადამიანზე):
- თვალების ან კანის ყვითელი შეფერილობა; ეს შეიძლება მიუთითებდეს ღვიძლის ფუნქციის დარღვევაზე (სიყვითლე)
უცნობია (სიხშირე არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით):
- ინფექციის ნიშნები, როგორიცაა უეცარი აუხსნელი მაღალი ტემპერატურა, ყელის ტკივილი და პირის ღრუს წყლულები (აგრანულოციტოზი). იშვიათ შემთხვევებში მირტაზაპინმა შეიძლება გამოიწვიოს სისხლის უჯრედების პროდუქციის დარღვევა (ძვლის ტვინის დეპრესია). ზოგიერთი ადამიანი ხდება ინფექციის მიმართ ნაკლებად მდგრადი, რადგან მირტაზაპინმა შეიძლება გამოიწვიოს სისხლის თეთრი უჯრედების დროებითი ნაკლებობა (გრანულოციტოპენია). იშვიათ შემთხვევებში მირტაზაპინმა ასევე შეიძლება გამოიწვიოს სისხლის წითელი და თეთრი უჯრედების, ასევე სისხლის თრომბოციტების ნაკლებობა (აპლასტიკური ანემია), თრომბოციტების ნაკლებობა (თრომბოციტოპენია) ან სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის ზრდა (ეოზინოფილია).
- ეპილეფსიური შეტევა (კრუნჩხვები)
- სიმპტომების ერთობლიობა, როგორიცაა აუხსნელი ცხელება, ოფლიანობა, გულისცემის გახშირება, ფაღარათი, (უკონტროლო) კუნთების შეკუმშვა, კანკალი, ზედმეტად აქტიური რეფლექსები, მოუსვენრობა, განწყობის ცვლილებები, ცნობიერების დაკარგვა და ნერწყვდენის მომატება. ძალიან იშვიათ შემთხვევებში ეს შეიძლება იყოს სეროტონინული სინდრომის ნიშნები.
- საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენების ან თვითმკვლელობის აზრები
- ტანზე მოწითალო ლაქები, რომლებიც სამიზნის მსგავსი ან წრიული მაკულებია, ხშირად ცენტრალური ბუშტუკებით, კანის აქერცვლით, პირის ღრუს, ყელის, ცხვირის, სასქესო ორგანოების და თვალების წყლულებით. კანის ამ სერიოზულ გამონაყარს შეიძლება წინ უსწრებდეს ცხელება და გრიპის მსგავსი სიმპტომები (სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი).
- ფართოდ გავრცელებული გამონაყარი, სხეულის მაღალი ტემპერატურა და გადიდებული ლიმფური კვანძები (DRESS სინდრომი ან წამლისმიერი ჰიპერმგრძნობელობის სინდრომი).
მირტაზაპინის სხვა შესაძლო გვერდითი ეფექტებია:
ძალიან ხშირი (შეიძლება გავლენა იქონიოს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანზე):
- მადის მომატება და წონის მომატება
- თვლემა ან ძილიანობა
- თავის ტკივილი
- პირის სიმშრალე
ხშირი (შეიძლება გავლენა იქონიოს 10-დან 1–მდე ადამიანზე):
- ყაბზობა
- ლეთარგია
- თავბრუსხვევა
- კანკალი ან ტრემორი
- გულისრევა
- დიარეა
- ღებინება
- გამონაყარი ან კანის გამონაყარი (ეგზანთემა)
- ტკივილი სახსრებში (ართრალგია) ან კუნთებში (მიალგია)
- ზურგის ტკივილი
- თავბრუსხვევის ან გულის წასვლის შეგრძნება მოულოდნელი ადგომისას (ორთოსტატული ჰიპოტენზია)
- შესიება (ჩვეულებრივ წვივების ან ტერფების) გამოწვეული სითხის შეკავებით (შეშუპება)
- დაღლილობა
- რეალისტური სიზმრები
- დაბნეულობა
- შფოთვის შეგრძნება
- ძილის პრობლემები
- მეხსიერების პრობლემები, რომლებიც უმეტეს შემთხვევაში იხსნებოდა მკურნალობის შეწყვეტისას.

- არანორმალური შეგრძნება კანში, მაგ., წვა, პწკენა, ღიტინი ან ჩხვლეტა (პარესთეზია)
- მოუსვენარი ფეხები
- გულის წასვლა (სინკოპე)
- დაბუჟების შეგრძნება პირში (პირის ღრუს ჰიპესთეზია)
- დაბალი არტერიული წნევა
- ღამის კოშმარები
- აჟიტაციის შეგრძნება
- ჰალუცინაციები
- მოძრაობის მოთხოვნილება

- კუნთების კრუნჩხვა ან შეკუმშვა (მიოკლონუსი)
- აგრესია
- მუცლის ტკივილი და გულისრევა; ეს შეიძლება მიუთითებდეს პანკრეასის ანთებაზე (პანკრეატიტი)

- პათოლოგიური შეგრძნებები პირის ღრუში (ორალური პარესთეზია)
- პირის ღრუს შესიება (პირის ღრუს შეშუპება), ნერწყვის სეკრეციის მომატება ან წყლიანი პირი
- მთელი სხეულის შესიება (გენერალიზებული შეშუპება)
- ლოკალიზებული შესიება
- ჰიპონატრიემია
- ანტიდიურეზული ჰორმონის არასაკმარისი სეკრეცია
- მეტყველების დარღვევა
- ძილში სიარული (სომნამბულიზმი)
- კანის ბუშტუკები (ბულოზური დერმატიტი)
- კანზე გამონაყარი, რომელმაც შეიძლება წარმოქმნას ბუშტუკები და ჰგავს პატარა სამიზნეებს (ცენტრალური მუქი ლაქები გარშემორტყმულია უფრო ფერმკრთალი უბნით, კიდეზე მუქი რგოლით), რომელსაც ეწოდება მულტიფორმული ერითემა
- სისხლში კრეატინკინაზას დონის მომატება
- შარდის გამოყოფის გაძნელება (შარდის შეკავება)
- კუნთების ტკივილი, სიმტკიცე და/ან სისუსტე, შარდის გამუქება ან ფერის შეცვლა (რაბდომიოლიზი)
- სისხლში ჰორმონ პროლაქტინის დონის მომატება (ჰიპერპროლაქტინემია, მათ შორის გადიდებული სარძევე ჯირკვლის სიმპტომები და/ან დვრილიდან რძიანი გამონადენი)
დამატებითი გვერდითი ეფექტები ბავშვებში და მოზარდებში
18 წლამდე ასაკის ბავშვებში შემდეგი გვერდითი მოვლენები განვითარდა ხშირად კლინიკურ კვლევებში: მნიშვნელოვანი წონის მომატება, ჭინჭრის ციება და სისხლში ტრიგლიცერიდების მომატება.
ჭარბი დოზა
მხოლოდ მირტაზაპინის დოზის გადაჭარბების ამჟამინდელი გამოცდილება მიუთითებს, რომ სიმპტომები ჩვეულებრივ მსუბუქია. აღინიშნა ცენტრალური ნერვული სისტემის დეპრესია დეზორიენტირებით და გახანგრძლივებული სედაციით, ტაქიკარდიასთან და ზომიერ ჰიპერ- ან ჰიპოტენზიასთან ერთად. თუმცა, არსებობს უფრო სერიოზული შედეგების (მათ შორის ფატალური შემთხვევების) შესაძლებლობა თერაპიულ დოზაზე ბევრად მაღალი დოზებისას, განსაკუთრებით შერეული ჭარბი დოზირებისას. ამ შემთხვევებში ასევე მოხსენებულია QT ინტერვალის გახანგრძლივება და Torsade de Pointes.
დოზის გადაჭარბების შემთხვევებში უნდა იქნეს მიღებული სასიცოცხლო ფუნქციების შესაბამისი სიმპტომური და შემანარჩუნებელი თერაპია. უნდა ჩატარდეს ეკგ მონიტორინგი. ასევე გასათვალისწინებელია გააქტივებული ნახშირის მიღება ან კუჭის ამორეცხვა.
პედიატრიული პოპულაცია
პედიატრიაში ჭარბი დოზირების შემთხვევაში უნდა განხორციელდეს შესაბამისი ქმედებები, როგორიც აღწერილია მოზრდილებში.
შემადგენლობა
რა არის მირტოზა ტაბ. 30 მგ და რისთვის გამოიყენება
მირტაზაპინი მიეკუთვნება მედიკამენტების ერთ-ერთ ჯგუფს, რომელსაც ეწოდება ანტიდეპრესანტები.
მირტოზა ტაბ. 30 მგ გამოიყენება მოზრდილებში დეპრესიული დაავადების სამკურნალოდ.
მირტაზაპინს მოქმედების დაწყებამდე ესაჭიროება პერიოდი 1-დან 2 კვირამდე. 2-4 კვირის შემდეგ შეიძლება უკეთ იგრძნოთ თავი. 2-4 კვირის შემდეგ თუ თავს უკეთესად არ გრძნობთ ან თუ თავს უარესად გრძნობთ, უნდა მიმართოთ ექიმს. დამატებითი ინფორმაცია მოცემულია ნაწილში 3 ქვესათაურის ქვეშ „როდის შეიძლება ელოდოთ, რომ უკეთ იგრძნობთ თავს“.
რა უნდა იცოდეთ მირტოზას ტაბ. 30 მგ მიღებამდე
არ მიიღოთ მირტოზა ტაბ. 30 მგ
- თუ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) მირტაზაპინის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია ნაწილში 6). თუ ასეა, მირტოზას ტაბ. 30 მგ მიღებამდე რაც შეიძლება მალე უნდა მიმართოთ ექიმს.
- თუ იღებთ ან ცოტა ხნის წინ იღებდით (ბოლო ორი კვირის განმავლობაში) პრეპარატებს, რომლებსაც უწოდებენ მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორებს (მაო–ი).
- თუ ოდესმე გქონიათ ძლიერი გამონაყარი კანზე ან კანის აქერცვლა, ბუშტუკები და/ან პირის ღრუს წყლულები მირტოზას ტაბ. 30 მგ ან სხვა სამკურნალო საშუალებ(ებ)ის მიღების შემდეგ.
შენახვის პირობები
30 მგ
ინახება შუქ-გაუმტარ ჰერმეტულ კონტეინერში, რომელიც დაცულია ტენიანობისგან (2~30°C).
ფარმაკოლოგიური თვისებები
- მირტაზაპინი არ უნდა დაინიშნოს MAO ინჰიბიტორებთან ერთად ან MAO ინჰიბიტორებით თერაპიის შეწყვეტიდან ორი კვირის განმავლობაში. და პირიქით, უნდა გავიდეს დაახლოებით ორი კვირა, სანამ პაციენტები, რომლებიც მკურნალობდნენ მირტაზაპინით, დაიწყებენ მკურნალობას MAO ინჰიბიტორებით (იხილეთ ნაწილი 4.3).
გარდა ამისა, ისევე როგორც SSRI-ების მიღებისას, სხვა სეროტონერგულ აქტიურ ნივთიერებებთან (L-ტრიპტოფანი, ტრიპტანები, ტრამადოლი, ლინეზოლიდი, მეთილენის ლურჯი, SSRIs, ვენლაფაქსინი, ლითიუმი და კრაზანას – Hypericum perforatum – პრეპარატები) ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სეროტონინთან ასოცირებული ეფექტების ინცინდენტობა (სეროტონინული სინდრომი: იხილეთ ნაწილი 4.4). საჭიროა სიფრთხილე და მოითხოვება უფრო საფუძვლიანი კლინიკური მონიტორინგი ამ აქტიური ნივთიერებების მირტაზაპინთან კომბინირებისას.
- მირტაზაპინმა შეიძლება გაზარდოს ბენზოდიაზეპინების და სხვა სედატიური საშუალებების დამამშვიდებელი თვისებები (განსაკუთრებით უმეტესი ანტიფსიქოზური საშუალებების, ანტიჰისტამინური H1 ანტაგონისტების, ოპიოიდების). სიფრთხილეა საჭირო ამ სამკურნალო პრეპარატების მირტაზაპინთან ერთად დანიშვნისას.
- მირტაზაპინმა შეიძლება გაზარდოს ალკოჰოლის ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე დამთრგუნველი ეფექტი. ამიტომ პაციენტებს უნდა მიეცეთ რჩევა მირტაზაპინის მიღებისას მოერიდონ ალკოჰოლურ სასმელებს.
- მირტაზაპინი 30 მგ დოზით დღეში ერთხელ იწვევდა მცირე, მაგრამ სტატისტიკურად მნიშვნელოვან საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობის (INR) ზრდას სუბიექტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ვარფარინით. ვინაიდან მირტაზაპინის უფრო მაღალი დოზის გამოყენებისას არ შეიძლება გამოირიცხოს უფრო გამოხატული ეფექტი, მიზანშეწონილია INR-ის მონიტორინგი მირტაზაპინთან ვარფარინის ერთდროული მკურნალობის შემთხვევაში.
- QT ინტერვალის გახანგრძლივების და/ან პარკუჭოვანი არითმიების (მაგ., Torsade de Pointes) რისკი შეიძლება გაიზარდოს იმ მედიკამენტების ერთდროული გამოყენებისას, რომლებიც ახანგრძლივებენ QTc ინტერვალს (მაგ., ზოგიერთი ანტიფსიქოზური საშუალებები და ანტიბიოტიკები).
ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება
- კარბამაზეპინი და ფენიტოინი, CYP3A4 ინდუქტორები ზრდიან მირტაზაპინის კლირენსს დაახლოებით ორჯერ, რაც იწვევს მირტაზაპინის საშუალო პლაზმური კონცენტრაციის შემცირებას 60% და 45%-ით, შესაბამისად. როდესაც მირტაზაპინით თერაპიას ემატება კარბამაზეპინი ან ღვიძლის მეტაბოლიზმის სხვა ინდუქტორი (როგორიცაა რიფამპიცინი), მირტაზაპინის დოზა შეიძლება გაიზარდოს. თუ ასეთი სამკურნალო პრეპარატით მკურნალობა შეწყვეტილია, შეიძლება საჭირო გახდეს მირტაზაპინის დოზის შემცირება.
- ძლიერი CYP3A4 ინჰიბიტორის კეტოკონაზოლის ერთდროულმა გამოყენებამ გაზარდა მირტაზაპინის პიკური დონეები პლაზმაში და AUC დაახლოებით 40% და 50% –ით შესაბამისად.
- ციმეტიდინის (CYP1A2, CYP2D6 და CYP3A4 სუსტი ინჰიბიტორი) მირტაზაპინთან ერთად მიღებისას, მირტაზაპინის საშუალო პლაზმური კონცენტრაცია შეიძლება გაიზარდოს 50%-ზე მეტად. სიფრთხილე უნდა იქნეს დაცული და შეიძლება საჭირო გახდეს დოზის შემცირება მირტაზაპინის ძლიერ CYP3A4 ინჰიბიტორებთან, აივ პროტეაზას ინჰიბიტორებთან, აზოლის სოკოს საწინააღმდეგო საშუალებებთან, ერითრომიცინთან, ციმეტიდინთან ან ნეფაზოდონთან ერთად მიღებისას.
- ურთიერთქმედების კვლევებმა არ აჩვენა რაიმე შესაბამისი ფარმაკოკინეტიკური ეფექტი მირტაზაპინის პაროქსეტინთან, ამიტრიპტილინთან, რისპერიდონთან ან ლითიუმთან ერთდროულად მკურნალობისას.
ბუპრენორფინის შემცველი სამკურნალო საშუალებები
მირტაზაპინი სიფრთხილით უნდა იქნეს გამოყენებული ბუპრენორფინის შემცველ სამკურნალო პრეპარატებთან ერთად მიღებისას, რადგან იზრდება სეროტონინული სინდრომის რისკი, რომელიც პოტენციურად სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობას წარმოადგენს (იხილეთ ნაწილი 4.4).
პედიატრიული პოპულაცია
ურთიერთქმედების კვლევები ჩატარდა მხოლოდ მოზრდილებში.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
გამოყენების ინსტრუქცია
ფურცელი–ჩანართი: ინფორმაცია მომხმარებლისთვის
მირტოზა ტაბ. 30 მგ
(მირტაზაპინი)
ამ პრეპარატის მიღების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ მთლიანად ეს ფურცელი–ჩანართი, რადგან ის შეიცავს მნიშვნელოვან ინფორმაციას თქვენთვის.
შეინახეთ ეს ფურცელი-ჩანართი. თქვენ შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
თუ თქვენ გაქვთ რაიმე დამატებითი შეკითხვები, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ეს პრეპარატი დანიშნულია მხოლოდ თქვენთვის. არ გადასცეთ ის სხვებს. ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, მაშინაც კი, თუ მათი დაავადების ნიშნები იგივეა, რაც თქვენი.
თუ თქვენ გაქვთ რაიმე გვერდითი ეფექტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელ–ჩანართში. იხილეთ ნაწილი 4.
რა წერია ამ ფურცელ–ჩანართში:
რა არის მირტოზა ტაბ. 30 მგ და რისთვის გამოიყენება
რა უნდა იცოდეთ მირტოზას ტაბ. 30 მგ მიღებამდე
როგორ მიიღება მირტოზა ტაბ. 30 მგ
შესაძლო გვერდითი ეფექტები
როგორ ინახება მირტოზა ტაბ. 30 მგ
შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
რა არის მირტოზა ტაბ. 30 მგ და რისთვის გამოიყენება
მირტაზაპინი მიეკუთვნება მედიკამენტების ერთ-ერთ ჯგუფს, რომელსაც ეწოდება ანტიდეპრესანტები.
მირტოზა ტაბ. 30 მგ გამოიყენება მოზრდილებში დეპრესიული დაავადების სამკურნალოდ.
მირტაზაპინს მოქმედების დაწყებამდე ესაჭიროება პერიოდი 1-დან 2 კვირამდე. 2-4 კვირის შემდეგ შეიძლება უკეთ იგრძნოთ თავი. 2-4 კვირის შემდეგ თუ თავს უკეთესად არ გრძნობთ ან თუ თავს უარესად გრძნობთ, უნდა მიმართოთ ექიმს. დამატებითი ინფორმაცია მოცემულია ნაწილში 3 ქვესათაურის ქვეშ „როდის შეიძლება ელოდოთ, რომ უკეთ იგრძნობთ თავს“.
რა უნდა იცოდეთ მირტოზას ტაბ. 30 მგ მიღებამდე
არ მიიღოთ მირტოზა ტაბ. 30 მგ
- თუ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) მირტაზაპინის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია ნაწილში 6). თუ ასეა, მირტოზას ტაბ. 30 მგ მიღებამდე რაც შეიძლება მალე უნდა მიმართოთ ექიმს.
- თუ იღებთ ან ცოტა ხნის წინ იღებდით (ბოლო ორი კვირის განმავლობაში) პრეპარატებს, რომლებსაც უწოდებენ მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორებს (მაო–ი).
- თუ ოდესმე გქონიათ ძლიერი გამონაყარი კანზე ან კანის აქერცვლა, ბუშტუკები და/ან პირის ღრუს წყლულები მირტოზას ტაბ. 30 მგ ან სხვა სამკურნალო საშუალებ(ებ)ის მიღების შემდეგ.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს მირტოზას ტაბ. 30 მგ მიღებამდე:
- თუ იღებთ ბუპრენორფინის შემცველ სამკურნალო საშუალებებს. ამ მედიკამენტების გამოყენებამ მირტაზაპინთან ერთად შეიძლება გამოიწვიოს სეროტონინული სინდრომი, პოტენციურად სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობა (იხილეთ „სხვა მედიკამენტები და მირტოზა ტაბ. 30 მგ.“).
ბავშვები და მოზარდები
ჩვეულებრივ, მირტაზაპინი არ უნდა იქნას გამოყენებული 18 წლამდე ასაკის ბავშვებში და მოზარდებში, რადგან მისი ეფექტურობა არ ყოფილა დემონსტრირებული. ასევე, უნდა იცოდეთ, რომ 18 წლამდე პაციენტებს აქვთ გვერდითი ეფექტების გაზრდილი რისკი, როგორიცაა სუიციდის მცდელობა, სუიციდური აზრები და მტრობა (ძირითადად აგრესია, წინააღმდეგობრივი ქცევა და ბრაზი), როდესაც ისინი იღებენ ამ ჯგუფის მედიკამენტებს. ამის მიუხედავად, ექიმმა შეიძლება დანიშნოს მირტოზა ტაბ. 30 მგ 18 წლამდე ასაკის პაციენტებისთვის, რადგან გადაწყვეტს, რომ ეს მათ საუკეთესო ინტერესებშია. თუ თქვენმა ექიმმა დანიშნა მირტოზა ტაბ. 30 მგ 18 წლამდე ასაკის პაციენტისთვის და გსურთ ამის განხილვა, გთხოვთ, მიმართოთ ექიმს. უნდა აცნობოთ ექიმს, თუ ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან რომელიმე განვითარდება ან გაუარესდება 18 წლამდე ასაკის პაციენტების მიერ მირტოზას ტაბ. 30 მგ მიღებისას. ასევე, ამ ასაკობრივ ჯგუფში ზრდის, მომწიფების და კოგნიტური და ქცევითი განვითარების მიმართებაში მირტაზაპინის გრძელვადიანი უსაფრთხოების ეფექტები ჯერ კიდევ არ არის დემონსტრირებული. გარდა ამისა, წონის მნიშვნელოვანი მატება უფრო ხშირად აღინიშნა ამ ასაკობრივ კატეგორიაში მირტაზაპინით მკურნალობისას მოზრდილებთან შედარებით.
სუიციდის აზრები და თქვენი დეპრესიის გაუარესება
თუ დეპრესიაში ხართ, ზოგჯერ შეიძლება გქონდეთ აზრები საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენების ან თვითმკვლელობის შესახებ. ისინი შეიძლება მატულობდეს ანტიდეპრესანტების მიღების პირველი დაწყებისას, რადგან ამ მედიკამენტებს მოქმედების დასაწყებად დრო სჭირდება, როგორც წესი, დაახლოებით ორი კვირა, მაგრამ ზოგჯერ უფრო მეტი.
თქვენ შეიძლება უფრო მეტად იფიქროთ ასე:
- თუ ადრე გქონიათ აზრები თვითმკვლელობაზე ან თქვენი თავისთვის ზიანის მიყენებაზე.
- თუ ახალგაზრდა მოზრდილი ხართ. კლინიკური კვლევების ინფორმაციამ აჩვენა სუიციდური ქცევის გაზრდილი რისკი 25 წელზე ნაკლები ასაკის მოზრდილებში ფსიქიატრიული მდგომარეობებით, რომლებიც მკურნალობდნენ ანტიდეპრესანტებით.
→ თუ ნებისმიერ დროს გაგიჩნდათ აზრები თქვენი თავისთვის ზიანის მიყენების ან თვითმკვლელობის შესახებ, მიმართეთ ექიმს ან სასწრაფოდ წადით საავადმყოფოში.
შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს ნათესავს ან ახლო მეგობარს უთხრათ, რომ დეპრესიაში ხართ და სთხოვოთ მათ წაიკითხონ ეს ფურცელი–ჩანართი. შეიძლება სთხოვოთ მათ, რომ გითხრან, ფიქრობენ თუ არა, რომ თქვენი დეპრესია უარესდება, ან თუ აწუხებთ თქვენს ქცევაში ცვლილებები.
ასევე განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ მირტაზაპინის მიღებისას
- თუ გაქვთ ან ოდესმე გქონიათ შემდეგი მდგომარეობებიდან ერთ-ერთი.
→ აცნობეთ ექიმს ამ მდგომარეობების შესახებ მირტაზაპინის მიღებამდე, თუ ეს ადრე არ გაკეთებულა.
- კრუნჩხვები (ეპილეფსია). თუ განვითარდა კრუნჩხვები ან კრუნჩხვები გახშირდა, შეწყვიტეთ მირტაზაპინის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს;
- ღვიძლის დაავადება, მათ შორის სიყვითლე. თუ გამოვლინდა სიყვითლე, შეწყვიტეთ მირტაზაპინის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს;
- თირკმლის დაავადება;
- გულის დაავადება ან დაბალი არტერიული წნევა;
- შიზოფრენია. თუ ფსიქოზური სიმპტომები, როგორიცაა პარანოიდული აზრები, გახშირდა ან დამძიმდა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს;
- მანიაკალური დეპრესია (ამაღლებული განწყობის/ჰიპერაქტივობისა და დეპრესიული განწყობის პერიოდების მონაცვლეობა). თუ თქვენ გეწყებათ ამაღლებული განწყობის ან ზედმეტი აგზნების შეგრძნება, შეწყვიტეთ მირტაზაპინის მიღება და დაეკონტაქტეთ თქვენს ექიმს დაუყოვნებლივ;
- დიაბეტი (შეიძლება დაგჭირდეთ ინსულინის ან სხვა ანტიდიაბეტური საშუალების დოზის კორექცია);
- თვალის დაავადება, როგორიცაა თვალში წნევის მომატება (გლაუკომა);
- წყლის გადინების გაძნელება (შარდვის), რაც შეიძლება გამოწვეული იყოს პროსტატის გადიდებით.
- გარკვეული სახის გულის მდგომარეობები, რომლებმაც შეიძლება შეცვალოს თქვენი გულის რიტმი, ბოლოდროინდელი გულის შეტევა, გულის უკმარისობა ან გარკვეული მედიკამენტების მიღება, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინონ გულის რიტმზე.
- თუ გაქვთ ინფექციის ნიშნები, როგორიცაა აუხსნელი მაღალი სიცხე, ყელის ტკივილი და პირის ღრუს წყლულები.
→ შეწყვიტეთ მირტაზაპინის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს სისხლის ანალიზისთვის.
იშვიათ შემთხვევებში ეს სიმპტომები შეიძლება იყოს ძვლის ტვინში სისხლის უჯრედების პროდუქციის დარღვევის ნიშნები. იშვიათია, მაგრამ ეს სიმპტომები ყველაზე ხშირად ვლინდება მკურნალობის დაწყებიდან 4-6 კვირის შემდეგ.
- თუ ხართ ხანდაზმული ადამიანი. შეიძლება უფრო მგრძნობიარე იყოთ ანტიდეპრესანტების გვერდითი ეფექტების მიმართ.
- კანის სერიოზული რეაქციები, მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი (SJS), ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (TEN) და წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS) აღწერილია მირტოზას ტაბ. 30 მგ გამოყენებისას. შეწყვიტეთ გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას, თუ შეამჩნევთ მე-4 ნაწილში აღწერილ რომელიმე სიმპტომს კანის ამ სერიოზულ რეაქციებთან დაკავშირებით.
თუ თქვენთან ოდესმე განვითარდა კანის რაიმე მძიმე რეაქცია, მკურნალობა მირტოზა ტაბ. 30 მგ-ით არ უნდა განახლდეს.
სხვა მედიკამენტები და მირტოზა ტაბ. 30 მგ
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები.
არ მიიღოთ მირტაზაპინი კომბინაციაში:
- მონოამინ ოქსიდაზას ინჰიბიტორებთან (მაო ინჰიბიტორები). ასევე, არ მიიღოთ მირტაზაპინი მაო ინჰიბიტორების მიღების შეწყვეტიდან ორი კვირის განმავლობაში. თუ შეწყვეტთ მირტაზაპინის მიღებას, არ მიიღოთ მაო ინჰიბიტორები მომდევნო ორი კვირის განმავლობაში.
მაო ინჰიბიტორების მაგალითებია მოკლობემიდი, ტრანილციპრომინი (ორივე ანტიდეპრესანტია) და სელეგილინი (გამოიყენება პარკინსონის დაავადებისთვის).
დაიცავით სიფრთხილე მირტაზაპინის მიღებისას კომბინაციაში:
- ანტიდეპრესანტები, როგორიცაა სუსი–ები, ვენლაფაქსინი და L-ტრიპტოფანი, ან ტრიპტანები (გამოიყენება შაკიკის სამკურნალოდ), ტრამადოლი (ტკივილგამაყუჩებელი), ლინეზოლიდი (ანტიბიოტიკი), ლითიუმი (გამოიყენება ზოგიერთი ფსიქიატრიული მდგომარეობის სამკურნალოდ), მეთილენის ლურჯი (გამოიყენება სისხლში მეტჰემოგლობინის მაღალი დონის სამკურნალოდ) და კრაზანას – Hypericum perforatum პრეპარატები (დეპრესიის სამკურნალო მცენარეული საშუალება). ძალიან იშვიათ შემთხვევებში მარტო მირტაზაპინმა ან მირტაზაპინის კომბინაციამ ამ მედიკამენტებთან შეიძლება გამოიწვიოს ე.წ. სეროტონინული სინდრომი. ამ სინდრომის ზოგიერთი სიმპტომია: აუხსნელი ცხელება, ოფლიანობა, გულისცემის გახშირება, დიარეა, (უკონტროლო) კუნთების შეკუმშვა, კანკალი, რეფლექსების გაძლიერება, მოუსვენრობა, გუნება-განწყობის ცვლილებები და ცნობიერების დაკარგვა. თუ თქვენ გაქვთ ამ სიმპტომების კომბინაცია, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
- ანტიდეპრესანტი ნეფაზოდონი. მას შეუძლია გაზარდოს მირტაზაპინის რაოდენობა თქვენს სისხლში. აცნობეთ ექიმს თუ იყენებთ ამ მედიკამენტს. შესაძლოა საჭირო გახდეს მირტაზაპინის დოზის შემცირება ან ნეფაზოდონის გამოყენების შეწყვეტისას მირტაზაპინის დოზის ხელახლა გაზრდა.
- შფოთვის ან უძილობის სამკურნალო საშუალებები, როგორიცაა ბენზოდიაზეპინები;
- შიზოფრენიის სამკურნალო საშუალებები, როგორიცაა ოლანზაპინი;
- მედიკამენტები ალერგიისთვის, როგორიცაა ცეტირიზინი;
- ძლიერი ტკივილის სამკურნალო საშუალებები, როგორიცაა მორფინი.
ამ მედიკამენტებთან კომბინაციაში მირტაზაპინმა შეიძლება გაზარდოს ამ მედიკამენტებით გამოწვეული ძილიანობა.
- ინფექციების სამკურნალო საშუალებები;
- ბაქტერიული ინფექციების სამკურნალო საშუალებები (როგორიცაა ერითრომიცინი);
- სოკოვანი ინფექციების სამკურნალო საშუალებები (როგორიცაა კეტოკონაზოლი) და აივ/შიდსის სამკურნალო საშუალებები (როგორიცაა აივ-პროტეაზას ინჰიბიტორები) და კუჭის წყლულების სამკურნალო საშუალებები (როგორიცაა ციმეტიდინი).
მირტაზაპინთან კომბინაციაშიაში ამ პრეპარატებს შეუძლიათ გაზარდონ მირტაზაპინის რაოდენობა სისხლში. აცნობეთ ექიმს, თუ იყენებთ ამ მედიკამენტებს. შესაძლოა საჭირო გახდეს მირტაზაპინის დოზის შემცირება, ან ამ მედიკამენტების შეწყვეტისას მირტაზაპინის დოზის ხელახლა გაზრდა.
- ეპილეფსიის სამკურნალო საშუალებები, როგორიცაა კარბამაზეპინი და ფენიტოინი;
- ტუბერკულოზის სამკურნალო საშუალებები, როგორიცაა რიფამპიცინი.
მირტაზაპინთან კომბინაციისას ამ მედიკამენტებს შეუძლიათ შეამცირონ მირტაზაპინის რაოდენობა თქვენს სისხლში. აცნობეთ ექიმს, თუ იყენებთ ამ მედიკამენტებს. შესაძლოა საჭირო გახდეს მირტაზაპინის დოზის გაზრდა ან ამ მედიკამენტების შეწყვეტისას მირტაზაპინის დოზის ხელახლა შემცირება.
- მედიკამენტები სისხლის შედედების თავიდან ასაცილებლად, როგორიცაა ვარფარინი.
მირტაზაპინს შეუძლია გააძლიეროს ვარფარინის მოქმედება სისხლში. აცნობეთ ექიმს თუ იყენებთ ამ მედიკამენტს. კომბინაციის შემთხვევაში რეკომენდებულია ექიმმა ყურადღებით ჩაატაროს მონიტორინგი თქვენს სისხლზე.
- მედიკამენტები, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინონ გულის რიტმზე, როგორიცაა გარკვეული ანტიბიოტიკები და ზოგიერთი ანტიფსიქოზური საშუალებები.
- ბუპრენორფინის შემცველი სამედიცინო პრეპარატები. ეს მედიკამენტები შეიძლება ურთიერთმოქმედებდეს მირტაზაპინთან და შეიძლება განიცადოთ ისეთი სიმპტომები, როგორიცაა კუნთების უნებლიე, რითმული შეკუმშვა, მათ შორის კუნთების, რომლებიც აკონტროლებენ თვალის მოძრაობას, აგზნებადობა, ჰალუცინაციები, კომა, ჭარბი ოფლიანობა, ტრემორი, რეფლექსების გაძლიერება, კუნთების დაძაბულობის მომატება, სხეულის ტემპერატურა 38°C-ზე მეტი. ასეთი სიმპტომების გამოვლენისას მიმართეთ ექიმს.
მირტოზა ტაბ. 30 მგ საკვების და ალკოჰოლის მიღებისას
თუ თქვენ მოიხმართ ალკოჰოლს მირტაზაპინის მიღებისას, შესაძლოა გამოგივლინდეთ ძილიანობა.
გირჩევთ არ დალიოთ ალკოჰოლი.
თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ მირტოზა ტაბ. 30 მგ საკვებთან ერთად ან მის გარეშე.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ შესაძლოა ორსულად იყოთ ან გეგმავთ იყოლიოთ ბავშვი, ამ მედიკამენტის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ორსულ ქალებში მირტაზაპინის გამოყენების შეზღუდული გამოცდილება არ მიუთითებს მომატებულ რისკზე. თუმცა, ორსულობის დროს გამოყენებისას სიფრთხილეა საჭირო.
თუ იყენებთ მირტოზას ტაბ. 30 მგ ბავშვის დაბადებამდე ან ცოტა ხნით ადრე მის დაბადებამდე, ის უნდა იყოს მეთვალყურეობის ქვეშ შესაძლო გვერდითი ეფექტების გამო.
დარწმუნდით, რომ თქვენმა ბებიაქალმა და/ან ექიმმა იცის, რომ თქვენ იღებთ მირტოზას ტაბ. 30 მგ. ორსულობის დროს მსგავსმა პრეპარატებმა (სუსი) შეიძლება გაზარდოს ბავშვებში სერიოზული მდგომარეობის რისკი, რომელსაც ეწოდება ახალშობილის მუდმივი ფილტვის ჰიპერტენზია (PPHN), რის გამოც ბავშვის სუნთქვა ხშირდება და ბავშვი მოლურჯო ხდება. ეს სიმპტომები ჩვეულებრივ იწყება პირველი 24 საათის განმავლობაში ბავშვის დაბადების შემდეგ. თუ ეს დაემართება თქვენს პატარას, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ბებიაქალს და/ან ექიმს.
ავტომობილის მართვა და მექანიზმების გამოყენება
მირტოზამ ტაბ. 30 მგ შეიძლება გავლენა იქონიოს თქვენს კონცენტრაციაზე ან სიფხიზლეზე. ავტომობილის მართვამდე ან მექანიზმებთან მუშაობის დაწყებამდე დარწმუნდით, რომ ამ უნარებზე გავლენა არ არის. თუ თქვენმა ექიმმა დანიშნა მირტოზა ტაბ. 30 მგ 18 წლამდე ასაკის პაციენტისთვის, დარწმუნდით, რომ კონცენტრაცია და სიფხიზლე არ არის მისი ზეგავლენის ქვეშ მოძრაობაში მონაწილეობამდე (მაგ., ველოსიპედით).
მირტოზა ტაბ. 30 მგ შეიცავს ლაქტოზას
თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ სამკურნალო პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.
როგორ მიიღება მირტოზა ტაბ. 30 მგ
ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა გითხრათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
რამდენი უნდა მიიღოთ
რეკომენდებული საწყისი დოზაა 15 ან 30 მგ ყოველ დღე. ექიმმა შეიძლება გირჩიოთ დოზის გაზრდა რამდენიმე დღის შემდეგ თქვენთვის საუკეთესო რაოდენობამდე (15-დან 45 მგ-მდე დღეში). დოზა ჩვეულებრივ ერთნაირია ყველა ასაკისთვის. თუმცა, თუ თქვენ ხართ ხანდაზმული ადამიანი ან გაქვთ თირკმლის ან ღვიძლის დაავადება, თქვენმა ექიმმა შეიძლება შეცვალოს დოზა.
როდის უნდა მიიღოთ მირტოზა ტაბ. 30 მგ
→ მიიღეთ მირტოზა ტაბ. 30 მგ ერთსა და იმავე დროს ყოველდღე.
უმჯობესია მიიღოთ მირტოზა ტაბ. 30 მგ ერთჯერადად ძილის წინ. თუმცა ექიმმა შეიძლება შემოგთავაზოთ მირტოზას ტაბ. 30 მგ დოზის გაყოფა - ერთი დილით და ერთი ღამით ძილის წინ. უფრო მაღალი დოზა უნდა იქნას მიღებული ძილის წინ.
მიიღეთ ტაბლეტები პერორალურად. გადაყლაპეთ მირტოზას ტაბ. 30 მგ თქვენი დანიშნული დოზა დაღეჭვის გარეშე, მცირე რაოდენობის წყალთან ან წვენთან ერთად.
როდის შეიძლება ელოდოთ, რომ უკეთ იგრძნობთ თავს
ჩვეულებრივ მირტოზა ტაბ. 30 მგ დაიწყებს მოქმედებას 1-2 კვირის შემდეგ და 2-4 კვირის შემდეგ შეიძლება თავი უკეთესად იგრძნოთ.
მნიშვნელოვანია, რომ მკურნალობის პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში ესაუბროთ თქვენს ექიმს მირტოზას ტაბ. 30 მგ ეფექტების შესახებ:
→ მირტოზას ტაბ. 30 მგ მიღების დაწყებიდან 2-4 კვირის შემდეგ, გაესაუბრეთ ექიმს იმის შესახებ, თუ როგორ იმოქმედა ამ მედიკამენტმა თქვენზე.
თუ ჯერ არ გრძნობთ თავს უკეთესად, ექიმმა შეიძლება დანიშნოს უფრო მაღალი დოზა. ამ შემთხვევაში, კიდევ 2-4 კვირის შემდეგ კვლავ მიმართეთ ექიმს. ჩვეულებრივ მოგიწევთ მირტოზას ტაბ.30 მგ მიღება, სანამ დეპრესიის სიმპტომები არ გაქრება 4-დან 6 თვემდე განმავლობაში.
თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი მირტოზა ტაბ. 30 მგ
→ თუ თქვენ ან ვინმე სხვამ მიიღეთ მირტოზა ტაბ. 30 მგ ძალიან დიდი რაოდენობით, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
მირტოზას ტაბ. 30 მგ (სხვა მედიკამენტების ან ალკოჰოლის გარეშე) დოზის გადაჭარბების ყველაზე სავარაუდო ნიშნები არის ძილიანობა, დეზორიენტაცია და გულისცემის გახშირება. შესაძლო ჭარბი დოზირების სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს თქვენი გულის რიტმის ცვლილებას (სწრაფი, არარეგულარული გულისცემა) და/ან გულის წასვლას, რაც შეიძლება იყოს სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობის სიმპტომები, რომელიც ცნობილია როგორც Torsade de Pointes.
თუ დაგავიწყდათ მირტოზას ტაბ. 30 მგ მიღება
თუ თქვენ უნდა მიიღოთ თქვენი დოზა დღეში ერთხელ:
- არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად. მიიღეთ შემდეგი დოზა ჩვეულებრივ დროს.
თუ თქვენ უნდა მიიღოთ თქვენი დოზა დღეში ორჯერ:
- თუ დაგავიწყდათ დილის დოზის მიღება, უბრალოდ მიიღეთ ის საღამოს დოზასთან ერთად.
- თუ დაგავიწყდათ საღამოს დოზის მიღება, არ მიიღოთ იგი მომდევნო დილის დოზასთან ერთად; უბრალოდ გამოტოვეთ და განაგრძეთ თქვენი ჩვეულებრივი დილის და საღამოს დოზები.
- თუ დაგავიწყდათ ორივე დოზის მიღება, ნუ ეცდებით გამოტოვებული დოზის ანაზღაურებას. გამოტოვეთ ორივე დოზა და გააგრძელეთ მეორე დღეს დილის და საღამოს ჩვეულებრივი დოზებით.
თუ შეწყვეტთ მირტოზას ტაბ. 30 მგ მიღებას
→ შეწყვიტეთ მირტოზას ტაბ. 30 მგ მიღება მხოლოდ ექიმთან შეთანხმებით.
თუ ძალიან ადრე შეწყვეტთ, შესაძლოა თქვენი დეპრესია დაბრუნდეს. როგორც კი თავს უკეთ იგრძნობთ, გაესაუბრეთ ექიმს. თქვენი ექიმი გადაწყვეტს, როდის შეიძლება შეწყდეს მკურნალობა.
უეცრად არ შეწყვიტოთ მირტოზას ტაბ. 30 მგ მიღება მაშინაც კი, როცა დეპრესია მოხსნილია. თუ მოულოდნელად შეწყვეტთ მირტოზას ტაბ. 30 მგ მიღებას, შეიძლება თავი ცუდად იგრძნოთ, გქონდეთ თავბრუსხვევა, აგზნებადობა ან შფოთვა და გქონდეთ თავის ტკივილი. ამ სიმპტომების თავიდან აცილება შესაძლებელია თანდათანობით შეწყვეტით. თქვენი ექიმი გეტყვით, როგორ შეამციროთ დოზა თანდათან.
თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
შესაძლო გვერდითი ეფექტები
ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
თუ თქვენ გაქვთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი სერიოზული გვერდითი ეფექტი, შეწყვიტეთ მირტაზაპინის მიღება და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს.
არახშირი (შეიძლება გავლენა იქონიოს 100-დან 1-მდე ადამიანზე):
- აღფრთოვანებული ან ემოციურად „ამაღლებული“ მდგომარეობის შეგრძნება (მანია)
იშვიათი (შეიძლება გავლენა იქონიოს 1,000-დან 1–მდე ადამიანზე):
- თვალების ან კანის ყვითელი შეფერილობა; ეს შეიძლება მიუთითებდეს ღვიძლის ფუნქციის დარღვევაზე (სიყვითლე)
უცნობია (სიხშირე არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით):
- ინფექციის ნიშნები, როგორიცაა უეცარი აუხსნელი მაღალი ტემპერატურა, ყელის ტკივილი და პირის ღრუს წყლულები (აგრანულოციტოზი). იშვიათ შემთხვევებში მირტაზაპინმა შეიძლება გამოიწვიოს სისხლის უჯრედების პროდუქციის დარღვევა (ძვლის ტვინის დეპრესია). ზოგიერთი ადამიანი ხდება ინფექციის მიმართ ნაკლებად მდგრადი, რადგან მირტაზაპინმა შეიძლება გამოიწვიოს სისხლის თეთრი უჯრედების დროებითი ნაკლებობა (გრანულოციტოპენია). იშვიათ შემთხვევებში მირტაზაპინმა ასევე შეიძლება გამოიწვიოს სისხლის წითელი და თეთრი უჯრედების, ასევე სისხლის თრომბოციტების ნაკლებობა (აპლასტიკური ანემია), თრომბოციტების ნაკლებობა (თრომბოციტოპენია) ან სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის ზრდა (ეოზინოფილია).
- ეპილეფსიური შეტევა (კრუნჩხვები)
- სიმპტომების ერთობლიობა, როგორიცაა აუხსნელი ცხელება, ოფლიანობა, გულისცემის გახშირება, ფაღარათი, (უკონტროლო) კუნთების შეკუმშვა, კანკალი, ზედმეტად აქტიური რეფლექსები, მოუსვენრობა, განწყობის ცვლილებები, ცნობიერების დაკარგვა და ნერწყვდენის მომატება. ძალიან იშვიათ შემთხვევებში ეს შეიძლება იყოს სეროტონინული სინდრომის ნიშნები.
- საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენების ან თვითმკვლელობის აზრები
- ტანზე მოწითალო ლაქები, რომლებიც სამიზნის მსგავსი ან წრიული მაკულებია, ხშირად ცენტრალური ბუშტუკებით, კანის აქერცვლით, პირის ღრუს, ყელის, ცხვირის, სასქესო ორგანოების და თვალების წყლულებით. კანის ამ სერიოზულ გამონაყარს შეიძლება წინ უსწრებდეს ცხელება და გრიპის მსგავსი სიმპტომები (სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი).
- ფართოდ გავრცელებული გამონაყარი, სხეულის მაღალი ტემპერატურა და გადიდებული ლიმფური კვანძები (DRESS სინდრომი ან წამლისმიერი ჰიპერმგრძნობელობის სინდრომი).
მირტაზაპინის სხვა შესაძლო გვერდითი ეფექტებია:
ძალიან ხშირი (შეიძლება გავლენა იქონიოს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანზე):
- მადის მომატება და წონის მომატება
- თვლემა ან ძილიანობა
- თავის ტკივილი
- პირის სიმშრალე
ხშირი (შეიძლება გავლენა იქონიოს 10-დან 1–მდე ადამიანზე):
- ყაბზობა
- ლეთარგია
- თავბრუსხვევა
- კანკალი ან ტრემორი
- გულისრევა
- დიარეა
- ღებინება
- გამონაყარი ან კანის გამონაყარი (ეგზანთემა)
- ტკივილი სახსრებში (ართრალგია) ან კუნთებში (მიალგია)
- ზურგის ტკივილი
- თავბრუსხვევის ან გულის წასვლის შეგრძნება მოულოდნელი ადგომისას (ორთოსტატული ჰიპოტენზია)
- შესიება (ჩვეულებრივ წვივების ან ტერფების) გამოწვეული სითხის შეკავებით (შეშუპება)
- დაღლილობა
- რეალისტური სიზმრები
- დაბნეულობა
- შფოთვის შეგრძნება
- ძილის პრობლემები
- მეხსიერების პრობლემები, რომლებიც უმეტეს შემთხვევაში იხსნებოდა მკურნალობის შეწყვეტისას.
არახშირი (შეიძლება გავლენა იქონიოს 100-დან 1-მდე ადამიანზე):
- არანორმალური შეგრძნება კანში, მაგ., წვა, პწკენა, ღიტინი ან ჩხვლეტა (პარესთეზია)
- მოუსვენარი ფეხები
- გულის წასვლა (სინკოპე)
- დაბუჟების შეგრძნება პირში (პირის ღრუს ჰიპესთეზია)
- დაბალი არტერიული წნევა
- ღამის კოშმარები
- აჟიტაციის შეგრძნება
- ჰალუცინაციები
- მოძრაობის მოთხოვნილება
იშვიათი (შეიძლება გავლენა იქონიოს 1,000-დან 1–მდე ადამიანზე):
- კუნთების კრუნჩხვა ან შეკუმშვა (მიოკლონუსი)
- აგრესია
- მუცლის ტკივილი და გულისრევა; ეს შეიძლება მიუთითებდეს პანკრეასის ანთებაზე (პანკრეატიტი)
უცნობია (სიხშირე არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით):
- პათოლოგიური შეგრძნებები პირის ღრუში (ორალური პარესთეზია)
- პირის ღრუს შესიება (პირის ღრუს შეშუპება), ნერწყვის სეკრეციის მომატება ან წყლიანი პირი
- მთელი სხეულის შესიება (გენერალიზებული შეშუპება)
- ლოკალიზებული შესიება
- ჰიპონატრიემია
- ანტიდიურეზული ჰორმონის არასაკმარისი სეკრეცია
- მეტყველების დარღვევა
- ძილში სიარული (სომნამბულიზმი)
- კანის ბუშტუკები (ბულოზური დერმატიტი)
- კანზე გამონაყარი, რომელმაც შეიძლება წარმოქმნას ბუშტუკები და ჰგავს პატარა სამიზნეებს (ცენტრალური მუქი ლაქები გარშემორტყმულია უფრო ფერმკრთალი უბნით, კიდეზე მუქი რგოლით), რომელსაც ეწოდება მულტიფორმული ერითემა
- სისხლში კრეატინკინაზას დონის მომატება
- შარდის გამოყოფის გაძნელება (შარდის შეკავება)
- კუნთების ტკივილი, სიმტკიცე და/ან სისუსტე, შარდის გამუქება ან ფერის შეცვლა (რაბდომიოლიზი)
- სისხლში ჰორმონ პროლაქტინის დონის მომატება (ჰიპერპროლაქტინემია, მათ შორის გადიდებული სარძევე ჯირკვლის სიმპტომები და/ან დვრილიდან რძიანი გამონადენი)
დამატებითი გვერდითი ეფექტები ბავშვებში და მოზარდებში
18 წლამდე ასაკის ბავშვებში შემდეგი გვერდითი მოვლენები განვითარდა ხშირად კლინიკურ კვლევებში: მნიშვნელოვანი წონის მომატება, ჭინჭრის ციება და სისხლში ტრიგლიცერიდების მომატება.
როგორ ინახება მირტოზა ტაბ. 30 მგ
ინახება შუქ-გაუმტარ ჰერმეტულ კონტეინერში, რომელიც დაცულია ტენიანობისგან (2~30°C).
შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს მირტოზა ტაბ. 30 მგ
- აქტიური ნივთიერება არის მირტაზაპინი. თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 30 მგ მირტაზაპინს.
- სხვა ინგრედიენტებია ლაქტოზას ჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, Opadry-Orange (04F23084)
როგორია მირტოზას ტაბ. 30 მგ გარეგნული სახე და შეფუთვის შიგთავსი
მირტოზა ტაბ. 30 მგ არის წითელ-ყავისფერი, ოვალური, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი
30 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები №30 HDPE ბოთლში (პირველადი შეფუთვით)
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
Whan In Pharm. Co., Ltd., კორეის რესპუბლიკა
ეს ფურცელი–ჩანართი ბოლოს გადაიხედა 05/2024.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.