- მოქმედი ნივთიერება
- მინოქსიდილი (minoxidil)
- ფორმა და შეფუთვა
- 5% 80მლ ადგილობრივი გამოყენების სპრეი, ხსნარი (მამაკაცებისათვის) ბოთლი №1 შეფუთვაში გამფრქვევი მოწყობილობით
- მწარმოებელი
- Trima Israel Pharmaceutical Products Maabarot Ltd., ისრაელი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- დერმატოლოგიური სხვა პრეპარატები, დერმატოლოგიური სხვა საშუალებები
- ATC კოდი
- D11AX01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-038199
- რეგისტრირებულია
- 25 მაისი 2023, მოქმედებს 25 მაისი 2028-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- სს „გეფა“
- GMP
- -
მინოქსი 5 — ინსტრუქცია ქართულად
სიფრთხილის ზომები
მედიკამენტი გამოიყენება უმეტესობა პაციენტებში, მაგრამ გარკვეულ პირებში მისი გამოყენება არ შეიძლება. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს.
მედიკამენტის გამოყენებამდე
დაუშვებელია მედიკამენტის გამოყენება, თუ:
პაციენტი მგრძნობიარეა (ალერგიულია) აქტიური ნივთიერების, ეთანოლის, პროპილენგლიკოლის ან მედიკამენტში შემავალი ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ (იხ. პარაგრაფი 6);
პაციენტი ქალია;
პაციენტი 18 წელზე ნაკლები ან 65 წელზე მეტი ასაკისაა;
პაციენტი არ არის დარწმუნებული, რომ თმის ცვენა მემკვიდრული ტიპისაა;
თმის ცვენა გამოწვეულია მედიკამენტებით;
პაციენტს აღენიშნება სრული სიმელოტე ან მთელ სხეულზე თმის ცვენა;
თმის ცვენის მიზეზი უცნობია ან თმის ცვენა უეცარი და მოულოდნელია.
პაციენტს აღენიშნება ჰიპერტენზია, მაშინაც კი, თუ არ არის ნამკურნალები.
პაციენტს აღენიშნება სკალპის რაიმე პრობლემა, მათ შორის მზის დამწვრობა, და ფსორიაზი;
პაციენტი იპარსავს სკალპს.
პაციენტი იყენებს კრემებს, მალამოებს ან ლოსიონებს სკალპის პრობლემების სამკურნალოდ, როგორიცაა:
დითრანოლი - გამოიყენება ფსორიაზის სამკურნალოდ
ტრეტინოინი - გამოიყენება აკნეს ან კანის სხვა პრობლემების სამკურნალოდ
კორტიკოსტეროიდები - ანთების საწინააღმდეგო საშუალებები
პეტროლატუმი – თმის ცვილის ან გელის ძირითადი ინგრედიენტი..
პაციენტს სკალპზე რაიმე ტიპის ნახვევი ადევს;
პაციენტი არ არის დარწმუნებული, რომ სკალპის კანი ნორმალური და ჯანმრთელია.
თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი აღენიშნება ან წარსულში აღენიშნებოდა პაციენტს, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია მინოქსი 5-ის გამოყენებამდე.
სპეციალური გაფრთხილებები მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით
საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია შემდეგ შემთხვევებში
პაციენტი არ არის დარწმუნებული, რომ სკალპის კანი ნორმალური და ჯანმრთელია;
თუ პაციენტს აღენიშნება გულის დაავადება, მათ შორის, გულის რითმის ან სიხშირის დარღვევა, სტენოკარდია ან მკერდში ტკივილი და/ან ცირკულაციის დარღვევები.
დამატებითი გაფრთხილებები
თუ მინოქსიდილი მოხვდა სისხლის ნაკადში, მან შეიძლება გამოიწვიოს დაბალი არტერიული წნევით განპირობებული გვერდითი ეფექტები, როგორიცაა: ტკივილი გულმკერდში, ტაქიკარდია, გულისწასვლა, თაბრუსხვევა, ხელებისა და ტერფების შეშუპება, სკალპის მუდმივი სიწითლე ან გაღიზიანება. თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენა, უნდა შეწყვიტოს პრეპარატის გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართოს ექიმს.
ინსტრუქციის შესაბამისად პრეპარატის გამოყენების შემთხვევაში გვერდითი ეფექტების გამოვლენის ალბათობა უკიდურესად დაბალია. მედიკამენტის სისხლის ნაკადში მოხვედრის ალბათობა იზრდება მისი ჭარბი გამოყენებისას ან სკალპზე არსებული ფსორიაზის დროს გამოყენებისას. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მედიკამენტი გამოყენებულ იქნას რეკომენდაციების შესაბამისად და ზედმიწევნით დაცული იყოს გამოყენების ინსტრუქციები. იხ. პარგარაფი 3.
გაფრთხილება: აალებადი სითხე. ინახება სიცხისგან/ნაპერწკლებისგან/ღია ალისაგან/ცხელი ზედაპირებისაგან მოშორებით. დაუშვებელია მოწევა. გამოყენების, შენახვის ან უტილიზაციის დროს თავიდან უნდა იქნას აცილებული ღია ალის ზემოქმედება კონტეინერზე ან მის შიგთავსზე. კონტეინერი ინახება მჭიდროდ თავდახურული. ინახება კარგად ვენტილირებულ ადგილას. ინახება გრილ ადგილას.
თავიდან უნდა იქნას არიდებული პრეპარატის კონტაქტი თვალებთან, პირთან, დაზიანებულ კანთან და მგრძნობიარე ადგილებთან. შემთხვევით ხსნარის სკალპისგან განსხვავებულ სხეულის სხვა ნაწილებზე მოხვერდრისას, ამ ადგილების ჩამობანა გულმოდგინედ უნდა მოხდეს დიდი რაოდენობა წყლით.
არ უნდა იქნას გამოყენებული სკალპისგან განსხვავებულ სხეულის სხვა ნაწილებზე.
შემთხვევითმა გადაყლაპვამ შეიძლება გამოიწვიოს გულის სერიოზული გვერდითი მოვლენები. ამიტომ, პროდუქტი უნდა ინახებოდეს ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
წამლების ურთიერთქმედება
თუ პაციენტი იღებს ან ბოლო პერიოდში იღებდა სხვა მედიკამენტს, მათ შორის რომელიც გაიცემა რეცეპტის გარეშე და საკვებ დანამატებს, უნდა აცნობოს ექიმს ან ფარმაცევტს. განსაკუთრებით, თუ პაციენტი იღებს:
ჰიპერტენზიის სამკურნალო მედიკამენტებს (ვაზოდილატატორები - სისხლძარღვების გამაფართოებლები), როგორიცაა ჰიდრალაზინი. არსებობს მინოქსიდილის, მინოქსი 5--ის აქტიური ნივთიერების, ამ მედიკამენტებთან ურთიერთქმედების და მათი ეფექტების გაზრდის რისკი.
თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, ეს ეხება თუ არა მედიკამენტს, რომელსაც იღებს, ფლაკონი ან შეფუთვა უნდა აჩვენოს ფარმაცევტს.
თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი ამჟამად ან წარსულში ეხება პაციენტს, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
ორსულობა და ძუძუთი კვება
პროდუქტი განკუთვნილია მხოლოდ მამკაცებისათვის და არ გამოიყენება ქალებში. დაუშვებელია მისი გამოყენება ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
მინოქსი 5 იწვევს თავბრუსხვევას ან დაბალ არტერიულ წნევას. თუ პაციენტს აღენიშნება ეს გვერდითი მოვლენები, დაუშვებელია ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვა.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია მედიკამენტის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
მედიკამენტი შეიცავს პროპილენგლიკოლს, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს სკალპის კანის გაღიზიანება.
მინოქსი 5 შეიცავს 244 მგ სპირტს (ეთანოლს) ხსნარის ყოველ 1 მლ-ში, რომელიც 24.4% წ/მ ექვივალენტურია. დაზიანებულ კანზე ან თვალში მოხვედრისას პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს წვის შეგრძნება ან გაღიზიანება. მინოქსი 5-ის თვალში, პირში ან დაზიანებულ კანზე ან ჭრილობაზე მოხვედრისას, საჭიროა დიდი რაოდენობა ცივი გამდინარე წყლით კარგად ჩამობანა.
მედიკამენტის გამოყენეის წესი
თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული მედიკამენტის დოზის ან მიღების მეთოდის შესახებ, უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს.
პროდუქტი განკუთვნილია მხოლოდ ადგილობრივი და გარეგანი გამოყენებისთვის, პირდაპირ სკალპზე.
ჩვეულებრივი დოზაა:
მაქსიმალური რაოდენობა მკურნალობისთვის არის 2 მლ დღეში: 1 მლ დილით და 1 მლ საღამოს (1 მლ = 7 შესხურება). თითოეულ გამოყენებამდე უნდა გავიდეს მინიმუმ 12 საათი.
ხშირი და/ან დიდი რაოდენობით გამოყენება არ უწყობს ხელს თმის ზრდას, მაგრამ შესაძლოა გამოიწვიოს უფრო მეტი გვერდითი ეფექტი. აქედან გამომდინარე, პაციენტმა უნდა გაზომოს დოზა შესხურებების რეკომენდებული რაოდენობის მიხედვით.
არ უნდა იქნას გადაჭარბებული რეკომენდებული დოზა.
სრულად მშრალ სკალპზე და თმაზე გამოყენებულ უნდა იქნას პროდუქტის 1 მლ მთელ გამელოტებულ უბნებზე. თუ შესაძლებელია, პროდუქტის გამოყენება უნდა დაიწყოს ალოპეციური ადგილის ცენტრიდან და სუფთა თითით განაწილდეს. წასმის შემდეგ უნდა მოხდეს ხელების და ყველა იმ მიდამოს კარგად დაბანა, რომელიც შეხებაში იყო ხსნართან.
თავიდან უნდა იქნას აცილებული მინოქსი 5-ის ჩამოწვეთება სახეზე ან ალოპეციური უბნის გარეთ კანზე. თუ შემთხვევით ხსნარი მოხვდა სკალპის გარდა სხვა მიდამოში, უნდა მოხდეს მისი კარგად, დიდი რაოდენობით წყლით ჩამობანა. დაუშვებელია პრეპარატის სკალპზე შესხურების დროს მისი ჩასუნთქვა.
მინოქსი 5-ის გამოყენების შემდეგ: თავიდან უნდა იქნას აცილებული თავის დაბანა დაახლოებით ორი საათის განმავლობაში. არ უნდა მოხდეს თმის საშრობის გამოყენება ხსნარისგან თმის სწრაფად გაშრობის მიზნით. არ უნდა მოხდეს თავის ბალიშზე დადება პროდუქტის გამოყენებიდან, სულ მცირე, ერთი საათის განმავლობაში. თავიდან უნდა იქნეს აცილებული თმის მზეზე მოხვედრა.
გამოყენების ინსტრუქცია:
საჭიროა გამჭვირვალე პლასტმასის თავსახურის მოხსნა;
უნდა გაიხსნას აპლიკატორის წვერო;
უნდა მოხდეს ბოთლის ვერტიკალურად დაჭერა, საჭიროა ხსნარის შესხურება დაზიანებულ უბანზე და თითის საშუალებით მისი განაწილება მთელ სასურველ უბანზე. ხსნარის სრული გამოყენებული რაოდენობა (ყველა ალოპეციურ ადგილზე) არ უნდა აღემატებოდეს 7 შესხურებას;
გამოყენების შემდეგ უნდა გაიწმინდოს სპრეის აპლიკატორის წვერო, ჩაიკეცოს და ბოთლს უნდა დაეხუროს გამჭვირვალე პლასტმასის თავსახური.
პაციენტის წვლილი მკურნალობაში
პროდუქტი გამოყენებულ უნდა იქნას მხოლოდ მაშინ, როცა სკალპი და თმა სრულად მშრალია. მკურნალობა უნდა მოხდეს ინსტრუქციის მიხედვით.
ახალგაზრდა და/ან თმის ცვენის ხანმოკლე ანამნეზის და/ან ალოპეციის მცირე უბნის მქონე პირებში შეიძლება აღინიშნოს უკეთესი შედეგები. თუ გამელოტების პროცესი დაწყებულია წლების წინ და/ან გამელოტებული უბანი დიდია, მკურნალობის ეფექტურობა დაბალია.
მინოქსი 5-ის უწყვეტი გამოყენება
პრპეპარატის გამოყენება შეიძლება საჭირო იყოს ორჯერ დღეში არაუმცირეს ორი თვის განმავლობაში, სანამ დაიწყება ახალი თმის ზრდა, რადგან თმის ზრდა ნელი პროცესია;
დასაწყისში თმის ზრდა შეიძლება იყოს ნაზი და ჰქონდეს ღინღლის შესახედაობა, მაგრამ საბოლოოდ თმა ნორმალურად გაიზრდება;
როგორც კი, თმა დაიწყებს ზრდას, პაციენტმა უნდა განაგრძოს პრეპარატის გამოყენება დღეში ორჯერ. მინოქსიდილის კლინიკურ კვლევებში ყოველი 5 მამაკაციდან 3-ში აღწერილ იქნა თმის ზრდა პროდუქტის 48 კვირიანი უწყვეტი გამოყენების შემდეგ;
როცა პაციენტი წყვეტს მედიკამენტის გამოყენებას, თმის ხელახალი ზრდა ჩერდება 3-4 თვის შემდეგ და თმის ცვენისა და გამელოტების პროცესი გრძელდება;
თუ პაციენტი ვერ ამჩნევს თმის ზრდის გაუმჯობესებას მკურნალობის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ, მკურნალობა უნდა შეწყდეს;
თუ მკურნალობის ნებისმიერ ეტაპზე პაციენტს კითხვები აქვს, უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს.
დაუშვებელია სიგარეტის ანთება ან ალთან კონტაქი პროდუქტის სრულად გაშრობამდე.
დოზის გამოყენების დავიწყებისას
თუ პაციენტმა გამოტოვა ერთი ან ორი დოზა, მკურნალობა უნდა განაგრძოს ჩვეულებრივ, სქემის მიხედვით. დაუშვებელია გაორმაგებული დოზის ან ზედიზედ ორჯერ გამოყენება.
დოზის გადაჭარბებისას ან ბავშვის ან მოზრდილის მიერ მედიკამენტის შემთხვევით გადაყლაპვისას საჭიროა დაუყოვნებლივ საავადმყოფის ემერჯენსის განყოფილებაში მიმართვა, პაციენტმა თან უნდა იქონიოს მედიკამენტის შეფუთვა (მინოქსი 5-ის ბოთლი, თუ შესაძლებელია, რადგან ექიმმა იცოდეს რა რაოდენობის ნივთიერებაა გადაყლაპული).
პროდუქტის გადაყლაპვამ შეიძლება გამოიწვიოს გულის ფუნქციის სერიოზული პრობლემები.
შენიშვნა: დაუშვებელია გადაყლაპვა. მედიკამენტი განკუთვნილია მხოლოდ სკალპზე გარეგანი გამოყენებისათვის. თავიდან უნდა იქნას აცილებული სპრეის ორთქლის შესუნთქვა.
არ უნდა მოხდეს მედიკამენტის გამოყენება სიბნელეში! ეტიკეტისა და დოზის შემოწმება უნდა მოხდეს მედიკამენტის ყოველი გამოყენების წინ. საჭიროების შემთხვევაში პაციენტმა უნდა გამოიყენოს სათვალე.
ამ მედიკამენტის შესახებ დამატებითი კითხვების არსებობისას პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი მოვლენები
ყველა სხვა მედიკამენტის მსგავსად, მინოქსი 5-ის გამოყენებამაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები ზოგიერთ მომხმარებელში. პაციენტი არ უნდა შეშფოთდეს გვერდითი მოვლენების ჩამონათვალით. შეიძლება არც ერთი მათგანი განვითარდეს.
პაციენტმა უნდა შეწყვიტოს პრეპარატის გამოყენება და მიმართოს ექიმს, თუ განუვითარდა რომელიმე ერთი ან მეტი ჩამოთვლილი ეფექტი:
ტკივილი მკერდის არეში;
სახის, ტუჩების, პირის, ენის ან ხორხის შეშუპება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელებას.

ალერგიული რეაქციები, რაც მოიცავს სახის შესივებას, კანის სიწითლეს ან ქავილს, ან ხორხის არეში მოჭერის შეგრძნებას;
სისხლის დაბალი წნევა;
ტაქიკარდია ან სწაფი და ძლიერი გულისცემის შეგრძნება (გულის ფრიალი);
გულისწასვლის შეგრძნება ან თავბრუსხვევა;
ხელებისა და ტერფების შეშუპება, ქოშინი;
წონის უეცარი და მოულოდნელი მატება;
მუდმივი ადგილობრივი სიწითლე ან გამონაყარი.
შეიძლება აღინიშნოს თმის ტექსტურის ცვლილება (იშვიათი - შეიძლება აღინიშნოს 1,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში) ან თმის ფერის ცვლილება (სიხშირე უცნობია). ასეთ შემთხვევაში უნდა შეწყდეს მინოქსი 5-ის გამოყენება.
დროებითი თმის ცვენა შეიძლება აღინიშნოს გამოყენებიდან პირველ 2-6 კვირაში. ეს გამოწვეული უნდა იყოს ზრდის ციკლის ცვლილებით და უნდა გაჩერდეს რამდენიმე კვირაში. თუ თმის ცვენა გრძელდება ორ კვირაზე მეტხანს, უნდა შეწყდეს პროდუქტის გამოყენება და საჭიროა ექიმთან მიმართვა.
დამატებითი გვერდითი მოვლენები:
ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში):
თავის ტკივილი
ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
ქავილი ან კანის ანთება (დერმატიტი)
არასკალპის თმის არასასურველი ზრდა (მათ შორის, სახის თმის ზრდა ქალებში)
საჭიროა ხელების გულმოდგინედ დაბანა ხსნარის ყოველი გამოყენების შემდეგ და თუ ხსნარი შემთხვევით მოხვდა სხეულის სხვა ნაწილებზე, სკალპის გარდა, საჭიროა დიდი რაოდენობა წყლით გულმოდგინედ ჩამობანა.
არახშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
გულისრევა
სიხშირე უცნობია (გვერდითი მოვლენების სიხშირე ჯერ-ჯერობითარ არის დადგენილი)
დეპრესიული განწყობა;
თვალების გაღიზიანება;
ღებინება;
სკალპის გაღიზიანება, ადგილობრივი სიწითლის, სიმშრალის, კანის აქერცვლის სახით. ეს ეფექტები შეიძლება გამოიწვიოს პროპილენგლიკოლმა, რომელიც შედის პრეპარატის შემადგენლობაში. ეს ეფექტები, როგორც წესი, მხოლოდ დროებითია. მაგრამ თუ მუდმივ ხასიათს იღებს, პაციენტმა უნდა შეწყვიტოს პროდუქტის გამოყენება;
აკნეს მსგავსი გამონაყარი, გამონაყარი ქავილთან ერთად, ბუშტუკების განვითარება, სისხლდენა ან დაწყლულება.
რომელიმე გვერდითი ეფექტის გამოვლენის, ან რომელიმე მათგანის გაუარესების შემთხვევაში, ან თუ პაციენტს აღენიშნება ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც ინსტრუქციაში არ არის აღნიშნული, უნდა მიმართოს ექიმს.
ჯანდაცვის სამინისტროსათვის გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება შესაძლებელია “Reporting Side Effects of Drug Treatment” ბმულზე გადასვლით ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი გვერდიდან (www.health.gov.il), რომლის საშუალებითაც პაციენტი გადამისამართდება გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის მისაწოდებელ ონლაინ ფორმაზე. ასევე შეიძლება შემდეგი ბმულის გამოყენება: https://sideeffects.health.gov.il
ასევე, შეტყობინება შესაძლებელი ელ-ფოსტით: [email protected]
შენახვის პირობები
თავიდან უნდა იქნეს აცილებული ინტოქსიკაცია! ინტოქსიკაციის თავიდან ასაცილებლად ეს და ყველა სხვა მედიკამენტი უნდა იქნას შენახული ბავშვებისთვის და/ან ჩვილებისათვის მიუწვდომელ ადგილას. არ უნდა იქნას გამოწვეული ღებინება ექიმის ზუსტი მითითების გარეშე.
მედიკამენტი არ გამოიყენება შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე/ეტიკეტზე. შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
შენახვის პირობები: ინახება გრილ ადგილას, 25oC-ის ქვემოთ.
ბოთლის პირველად გახნის შემდეგ, მედიკამენტი გამოყენებულ უნდა იქნას ექვს თვეში და არაუგვიანეს შენახვის ვადის შემდეგ.
პროდუქტი აალებადია. ინახება ცეცხლისაგან და/ან სიცხის წყაროებიდან მოშორებით. დაუშვებელია პროდუქტის სრულად გაშრობამდე სიგარეტის ანთება ან ალის ზემოქმედება.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
დამატებითი ინფორმაცია
აქტიური ნივთიერებების გარდა, ეს მედიკამენტი ასევე შეიცავს:
პროპილენგლიკოლს, სპირტს, გაწმენდილ წყალს, დექსპანთენოლს.
მედიკამენტის ფორმა და შეფუთვის შემცველობა:
შეფუთვა შეიცავს 1 ან 2 შესასხურებელ ბოთლს, რომელთაგან თითოეული შეიცავს 80 მლ ხსნარს.
ყველა შეფუთვა გასაყიდად შეიძლება არ იყოს წარმოდგენილი.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
სარეკომენდაციო ვერსია
გამოყენების ინსტრუქცია ფარმაცევტების (პრეპარატების) შესახებ კანონის თანახმად – 1986
მედიკამენტი გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე
მინოქსი 5
სკალპზე გამოსაყენებელი ხსნარი
აქტიური ნივთიერება: მინოქსიდილი 5%.
დამხმარე ნივთიერებები და ალერგენები – იხ. პარაგრაფი 2 “მნიშვნელოვანი ინფორმაცია მედიკამენტის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ” და პარაგრაფი 6 “დამატებითი ინფორმაცია”.
მედიკამენტის გამოყენებამდე საჭიროა ინსტრუქციის სრულად ყურადღებით წაკითხვა. ინსტრუქცია შეიცავს მოკლე ინფორმაციას მედიკამენტის შესახებ. დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა. მედიკამენტი გამოყენებულ უნდა იქნას ინსტრუქციაში მოცემული დოზირების შესაბამისად. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან კონსულტაცია.
მინოქსი 5 განკუთვნილია 18-65 წლის ასაკის მამაკაცებისთვის მხოლოდ მემკვიდრული ტიპის თმის ცვენის შემთხვევებში.
თუ პაციენტს არ აღენიშნება თმის ზრდის გაუმჯობესება გამოყენებიდან ერთი წლის შემდეგ, მკურნალობა უნდა შეწყდეს.
რისთვის არის პრეპარატი განკუთვნილი
მინოქსი 5 განკუთვნილია 18-65 წლის ასაკის ჯანმრთელ მამაკაცებში სკალპზე თმის ხელახლა ზრდისთვის, მხოლოდ მემკვიდრული ტიპის თმის ცვენის შემთხვევაში. საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, რათა პაციენტი დარწმუნდეს, რომ მას აღენიშნება ისეთი ტიპის თმის ცვენა, რომელიც შეესაბამება ამ პრეპარატით მკურნალობას.
თერაპიული ჯგუფი: ლოკალური გამოყენების ვაზოდილატატორები თმის ცვენის სამკურნალოდ.
მედიკამენტი შეიცავს მინოქსიდილს, რომელიც წარმოადგენს ნივთიერებას, რომელიც ხელს უწყობს სკალპის თმის ფოლიკულებში სისხლის ნაკადის გაუმოჯობესებას.
მედიკამენტი განკუთვნილია 18-65 წლის ასაკის მამაკაცებისათვის;
მინოქსი 5 ყველაზე ეფექტურია მამაკაცებში, რომელთაც აღენიშნებათ თმის ცვენა ან გათხელება სკალპის ზედა ნაწილში;
ახალგაზრდებში, რომელთაც მცირე ხანია, რაც დაეწყოთ თმის ცვენა ან აღენიშნებათ სიმელოტის მცირე უბანი, მოსალოდნელია, რომ მკურნალობამ გამოიღოს საუკეთესო შედეგი;
არ არის მოსალოდნელი, რომ მინოქსი 5 ეფექტური იყოს იმ მამაკაცებში, რომელთაც აღენიშნებათ სიმელოტე მრავალი წლის განმავლობაში ან თმის ცვენის დიდი უბანი აქვთ.
მემკვიდრეობით თმის ცვენას ახასიათებს შემდეგი ნიშნები:
თმის ცვენის დამახასიათებელი სახე (იხ. დიაგრამები);
იწყება თანდათანობით და პროგრესირებს;
თმის ცვენის ოჯახური ანამნეზი;
თმის ცვენას არ ახლავს სხვა სიმპტომები.
რა უნდა იცოდეს პაციენტმა მედიკამენტის გამოყენებამდე
მედიკამენტი გამოიყენება უმეტესობა პაციენტებში, მაგრამ გარკვეულ პირებში მისი გამოყენება არ შეიძლება. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს.
მედიკამენტის გამოყენებამდე
დაუშვებელია მედიკამენტის გამოყენება, თუ:
პაციენტი მგრძნობიარეა (ალერგიულია) აქტიური ნივთიერების, ეთანოლის, პროპილენგლიკოლის ან მედიკამენტში შემავალი ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ (იხ. პარაგრაფი 6);
პაციენტი ქალია;
პაციენტი 18 წელზე ნაკლები ან 65 წელზე მეტი ასაკისაა;
პაციენტი არ არის დარწმუნებული, რომ თმის ცვენა მემკვიდრული ტიპისაა;
თმის ცვენა გამოწვეულია მედიკამენტებით;
პაციენტს აღენიშნება სრული სიმელოტე ან მთელ სხეულზე თმის ცვენა;
თმის ცვენის მიზეზი უცნობია ან თმის ცვენა უეცარი და მოულოდნელია.
პაციენტს აღენიშნება ჰიპერტენზია, მაშინაც კი, თუ არ არის ნამკურნალები.
პაციენტს აღენიშნება სკალპის რაიმე პრობლემა, მათ შორის მზის დამწვრობა, და ფსორიაზი;
პაციენტი იპარსავს სკალპს.
პაციენტი იყენებს კრემებს, მალამოებს ან ლოსიონებს სკალპის პრობლემების სამკურნალოდ, როგორიცაა:
დითრანოლი - გამოიყენება ფსორიაზის სამკურნალოდ
ტრეტინოინი - გამოიყენება აკნეს ან კანის სხვა პრობლემების სამკურნალოდ
კორტიკოსტეროიდები - ანთების საწინააღმდეგო საშუალებები
პეტროლატუმი – თმის ცვილის ან გელის ძირითადი ინგრედიენტი..
პაციენტს სკალპზე რაიმე ტიპის ნახვევი ადევს;
პაციენტი არ არის დარწმუნებული, რომ სკალპის კანი ნორმალური და ჯანმრთელია.
თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი აღენიშნება ან წარსულში აღენიშნებოდა პაციენტს, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია მინოქსი 5-ის გამოყენებამდე.
სპეციალური გაფრთხილებები მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით
საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია შემდეგ შემთხვევებში
პაციენტი არ არის დარწმუნებული, რომ სკალპის კანი ნორმალური და ჯანმრთელია;
თუ პაციენტს აღენიშნება გულის დაავადება, მათ შორის, გულის რითმის ან სიხშირის დარღვევა, სტენოკარდია ან მკერდში ტკივილი და/ან ცირკულაციის დარღვევები.
დამატებითი გაფრთხილებები
თუ მინოქსიდილი მოხვდა სისხლის ნაკადში, მან შეიძლება გამოიწვიოს დაბალი არტერიული წნევით განპირობებული გვერდითი ეფექტები, როგორიცაა: ტკივილი გულმკერდში, ტაქიკარდია, გულისწასვლა, თაბრუსხვევა, ხელებისა და ტერფების შეშუპება, სკალპის მუდმივი სიწითლე ან გაღიზიანება. თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენა, უნდა შეწყვიტოს პრეპარატის გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართოს ექიმს.
ინსტრუქციის შესაბამისად პრეპარატის გამოყენების შემთხვევაში გვერდითი ეფექტების გამოვლენის ალბათობა უკიდურესად დაბალია. მედიკამენტის სისხლის ნაკადში მოხვედრის ალბათობა იზრდება მისი ჭარბი გამოყენებისას ან სკალპზე არსებული ფსორიაზის დროს გამოყენებისას. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მედიკამენტი გამოყენებულ იქნას რეკომენდაციების შესაბამისად და ზედმიწევნით დაცული იყოს გამოყენების ინსტრუქციები. იხ. პარგარაფი 3.
გაფრთხილება: აალებადი სითხე. ინახება სიცხისგან/ნაპერწკლებისგან/ღია ალისაგან/ცხელი ზედაპირებისაგან მოშორებით. დაუშვებელია მოწევა. გამოყენების, შენახვის ან უტილიზაციის დროს თავიდან უნდა იქნას აცილებული ღია ალის ზემოქმედება კონტეინერზე ან მის შიგთავსზე. კონტეინერი ინახება მჭიდროდ თავდახურული. ინახება კარგად ვენტილირებულ ადგილას. ინახება გრილ ადგილას.
თავიდან უნდა იქნას არიდებული პრეპარატის კონტაქტი თვალებთან, პირთან, დაზიანებულ კანთან და მგრძნობიარე ადგილებთან. შემთხვევით ხსნარის სკალპისგან განსხვავებულ სხეულის სხვა ნაწილებზე მოხვერდრისას, ამ ადგილების ჩამობანა გულმოდგინედ უნდა მოხდეს დიდი რაოდენობა წყლით.
არ უნდა იქნას გამოყენებული სკალპისგან განსხვავებულ სხეულის სხვა ნაწილებზე.
შემთხვევითმა გადაყლაპვამ შეიძლება გამოიწვიოს გულის სერიოზული გვერდითი მოვლენები. ამიტომ, პროდუქტი უნდა ინახებოდეს ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
წამლების ურთიერთქმედება
თუ პაციენტი იღებს ან ბოლო პერიოდში იღებდა სხვა მედიკამენტს, მათ შორის რომელიც გაიცემა რეცეპტის გარეშე და საკვებ დანამატებს, უნდა აცნობოს ექიმს ან ფარმაცევტს. განსაკუთრებით, თუ პაციენტი იღებს:
ჰიპერტენზიის სამკურნალო მედიკამენტებს (ვაზოდილატატორები - სისხლძარღვების გამაფართოებლები), როგორიცაა ჰიდრალაზინი. არსებობს მინოქსიდილის, მინოქსი 5--ის აქტიური ნივთიერების, ამ მედიკამენტებთან ურთიერთქმედების და მათი ეფექტების გაზრდის რისკი.
თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, ეს ეხება თუ არა მედიკამენტს, რომელსაც იღებს, ფლაკონი ან შეფუთვა უნდა აჩვენოს ფარმაცევტს.
თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი ამჟამად ან წარსულში ეხება პაციენტს, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
ორსულობა და ძუძუთი კვება
პროდუქტი განკუთვნილია მხოლოდ მამკაცებისათვის და არ გამოიყენება ქალებში. დაუშვებელია მისი გამოყენება ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს.
ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა
მინოქსი 5 იწვევს თავბრუსხვევას ან დაბალ არტერიულ წნევას. თუ პაციენტს აღენიშნება ეს გვერდითი მოვლენები, დაუშვებელია ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვა.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია მედიკამენტის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
მედიკამენტი შეიცავს პროპილენგლიკოლს, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს სკალპის კანის გაღიზიანება.
მინოქსი 5 შეიცავს 244 მგ სპირტს (ეთანოლს) ხსნარის ყოველ 1 მლ-ში, რომელიც 24.4% წ/მ ექვივალენტურია. დაზიანებულ კანზე ან თვალში მოხვედრისას პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს წვის შეგრძნება ან გაღიზიანება. მინოქსი 5-ის თვალში, პირში ან დაზიანებულ კანზე ან ჭრილობაზე მოხვედრისას, საჭიროა დიდი რაოდენობა ცივი გამდინარე წყლით კარგად ჩამობანა.
მედიკამენტის გამოყენეის წესი
თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული მედიკამენტის დოზის ან მიღების მეთოდის შესახებ, უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს.
პროდუქტი განკუთვნილია მხოლოდ ადგილობრივი და გარეგანი გამოყენებისთვის, პირდაპირ სკალპზე.
ჩვეულებრივი დოზაა:
მაქსიმალური რაოდენობა მკურნალობისთვის არის 2 მლ დღეში: 1 მლ დილით და 1 მლ საღამოს (1 მლ = 7 შესხურება). თითოეულ გამოყენებამდე უნდა გავიდეს მინიმუმ 12 საათი.
ხშირი და/ან დიდი რაოდენობით გამოყენება არ უწყობს ხელს თმის ზრდას, მაგრამ შესაძლოა გამოიწვიოს უფრო მეტი გვერდითი ეფექტი. აქედან გამომდინარე, პაციენტმა უნდა გაზომოს დოზა შესხურებების რეკომენდებული რაოდენობის მიხედვით.
არ უნდა იქნას გადაჭარბებული რეკომენდებული დოზა.
სრულად მშრალ სკალპზე და თმაზე გამოყენებულ უნდა იქნას პროდუქტის 1 მლ მთელ გამელოტებულ უბნებზე. თუ შესაძლებელია, პროდუქტის გამოყენება უნდა დაიწყოს ალოპეციური ადგილის ცენტრიდან და სუფთა თითით განაწილდეს. წასმის შემდეგ უნდა მოხდეს ხელების და ყველა იმ მიდამოს კარგად დაბანა, რომელიც შეხებაში იყო ხსნართან.
თავიდან უნდა იქნას აცილებული მინოქსი 5-ის ჩამოწვეთება სახეზე ან ალოპეციური უბნის გარეთ კანზე. თუ შემთხვევით ხსნარი მოხვდა სკალპის გარდა სხვა მიდამოში, უნდა მოხდეს მისი კარგად, დიდი რაოდენობით წყლით ჩამობანა. დაუშვებელია პრეპარატის სკალპზე შესხურების დროს მისი ჩასუნთქვა.
მინოქსი 5-ის გამოყენების შემდეგ: თავიდან უნდა იქნას აცილებული თავის დაბანა დაახლოებით ორი საათის განმავლობაში. არ უნდა მოხდეს თმის საშრობის გამოყენება ხსნარისგან თმის სწრაფად გაშრობის მიზნით. არ უნდა მოხდეს თავის ბალიშზე დადება პროდუქტის გამოყენებიდან, სულ მცირე, ერთი საათის განმავლობაში. თავიდან უნდა იქნეს აცილებული თმის მზეზე მოხვედრა.
გამოყენების ინსტრუქცია:
საჭიროა გამჭვირვალე პლასტმასის თავსახურის მოხსნა;
უნდა გაიხსნას აპლიკატორის წვერო;
უნდა მოხდეს ბოთლის ვერტიკალურად დაჭერა, საჭიროა ხსნარის შესხურება დაზიანებულ უბანზე და თითის საშუალებით მისი განაწილება მთელ სასურველ უბანზე. ხსნარის სრული გამოყენებული რაოდენობა (ყველა ალოპეციურ ადგილზე) არ უნდა აღემატებოდეს 7 შესხურებას;
გამოყენების შემდეგ უნდა გაიწმინდოს სპრეის აპლიკატორის წვერო, ჩაიკეცოს და ბოთლს უნდა დაეხუროს გამჭვირვალე პლასტმასის თავსახური.
პაციენტის წვლილი მკურნალობაში
პროდუქტი გამოყენებულ უნდა იქნას მხოლოდ მაშინ, როცა სკალპი და თმა სრულად მშრალია. მკურნალობა უნდა მოხდეს ინსტრუქციის მიხედვით.
ახალგაზრდა და/ან თმის ცვენის ხანმოკლე ანამნეზის და/ან ალოპეციის მცირე უბნის მქონე პირებში შეიძლება აღინიშნოს უკეთესი შედეგები. თუ გამელოტების პროცესი დაწყებულია წლების წინ და/ან გამელოტებული უბანი დიდია, მკურნალობის ეფექტურობა დაბალია.
მინოქსი 5-ის უწყვეტი გამოყენება
პრპეპარატის გამოყენება შეიძლება საჭირო იყოს ორჯერ დღეში არაუმცირეს ორი თვის განმავლობაში, სანამ დაიწყება ახალი თმის ზრდა, რადგან თმის ზრდა ნელი პროცესია;
დასაწყისში თმის ზრდა შეიძლება იყოს ნაზი და ჰქონდეს ღინღლის შესახედაობა, მაგრამ საბოლოოდ თმა ნორმალურად გაიზრდება;
როგორც კი, თმა დაიწყებს ზრდას, პაციენტმა უნდა განაგრძოს პრეპარატის გამოყენება დღეში ორჯერ. მინოქსიდილის კლინიკურ კვლევებში ყოველი 5 მამაკაციდან 3-ში აღწერილ იქნა თმის ზრდა პროდუქტის 48 კვირიანი უწყვეტი გამოყენების შემდეგ;
როცა პაციენტი წყვეტს მედიკამენტის გამოყენებას, თმის ხელახალი ზრდა ჩერდება 3-4 თვის შემდეგ და თმის ცვენისა და გამელოტების პროცესი გრძელდება;
თუ პაციენტი ვერ ამჩნევს თმის ზრდის გაუმჯობესებას მკურნალობის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ, მკურნალობა უნდა შეწყდეს;
თუ მკურნალობის ნებისმიერ ეტაპზე პაციენტს კითხვები აქვს, უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს.
დაუშვებელია სიგარეტის ანთება ან ალთან კონტაქი პროდუქტის სრულად გაშრობამდე.
დოზის გამოყენების დავიწყებისას
თუ პაციენტმა გამოტოვა ერთი ან ორი დოზა, მკურნალობა უნდა განაგრძოს ჩვეულებრივ, სქემის მიხედვით. დაუშვებელია გაორმაგებული დოზის ან ზედიზედ ორჯერ გამოყენება.
დოზის გადაჭარბებისას ან ბავშვის ან მოზრდილის მიერ მედიკამენტის შემთხვევით გადაყლაპვისას საჭიროა დაუყოვნებლივ საავადმყოფის ემერჯენსის განყოფილებაში მიმართვა, პაციენტმა თან უნდა იქონიოს მედიკამენტის შეფუთვა (მინოქსი 5-ის ბოთლი, თუ შესაძლებელია, რადგან ექიმმა იცოდეს რა რაოდენობის ნივთიერებაა გადაყლაპული).
პროდუქტის გადაყლაპვამ შეიძლება გამოიწვიოს გულის ფუნქციის სერიოზული პრობლემები.
შენიშვნა: დაუშვებელია გადაყლაპვა. მედიკამენტი განკუთვნილია მხოლოდ სკალპზე გარეგანი გამოყენებისათვის. თავიდან უნდა იქნას აცილებული სპრეის ორთქლის შესუნთქვა.
არ უნდა მოხდეს მედიკამენტის გამოყენება სიბნელეში! ეტიკეტისა და დოზის შემოწმება უნდა მოხდეს მედიკამენტის ყოველი გამოყენების წინ. საჭიროების შემთხვევაში პაციენტმა უნდა გამოიყენოს სათვალე.
ამ მედიკამენტის შესახებ დამატებითი კითხვების არსებობისას პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი მოვლენები
ყველა სხვა მედიკამენტის მსგავსად, მინოქსი 5-ის გამოყენებამაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები ზოგიერთ მომხმარებელში. პაციენტი არ უნდა შეშფოთდეს გვერდითი მოვლენების ჩამონათვალით. შეიძლება არც ერთი მათგანი განვითარდეს.
პაციენტმა უნდა შეწყვიტოს პრეპარატის გამოყენება და მიმართოს ექიმს, თუ განუვითარდა რომელიმე ერთი ან მეტი ჩამოთვლილი ეფექტი:
ტკივილი მკერდის არეში;
სახის, ტუჩების, პირის, ენის ან ხორხის შეშუპება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელებას.
პაციენტმა უნდა შეწყვიტოს პრეპარატის გამოყენება და მიმართოს ექიმს, თუ განუვითარდა რომელიმე ერთი ან მეტი ჩამოთვლილი ეფექტი:
ალერგიული რეაქციები, რაც მოიცავს სახის შესივებას, კანის სიწითლეს ან ქავილს, ან ხორხის არეში მოჭერის შეგრძნებას;
სისხლის დაბალი წნევა;
ტაქიკარდია ან სწაფი და ძლიერი გულისცემის შეგრძნება (გულის ფრიალი);
გულისწასვლის შეგრძნება ან თავბრუსხვევა;
ხელებისა და ტერფების შეშუპება, ქოშინი;
წონის უეცარი და მოულოდნელი მატება;
მუდმივი ადგილობრივი სიწითლე ან გამონაყარი.
შეიძლება აღინიშნოს თმის ტექსტურის ცვლილება (იშვიათი - შეიძლება აღინიშნოს 1,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში) ან თმის ფერის ცვლილება (სიხშირე უცნობია). ასეთ შემთხვევაში უნდა შეწყდეს მინოქსი 5-ის გამოყენება.
დროებითი თმის ცვენა შეიძლება აღინიშნოს გამოყენებიდან პირველ 2-6 კვირაში. ეს გამოწვეული უნდა იყოს ზრდის ციკლის ცვლილებით და უნდა გაჩერდეს რამდენიმე კვირაში. თუ თმის ცვენა გრძელდება ორ კვირაზე მეტხანს, უნდა შეწყდეს პროდუქტის გამოყენება და საჭიროა ექიმთან მიმართვა.
დამატებითი გვერდითი მოვლენები:
ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში):
თავის ტკივილი
ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
ქავილი ან კანის ანთება (დერმატიტი)
არასკალპის თმის არასასურველი ზრდა (მათ შორის, სახის თმის ზრდა ქალებში)
საჭიროა ხელების გულმოდგინედ დაბანა ხსნარის ყოველი გამოყენების შემდეგ და თუ ხსნარი შემთხვევით მოხვდა სხეულის სხვა ნაწილებზე, სკალპის გარდა, საჭიროა დიდი რაოდენობა წყლით გულმოდგინედ ჩამობანა.
არახშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
გულისრევა
სიხშირე უცნობია (გვერდითი მოვლენების სიხშირე ჯერ-ჯერობითარ არის დადგენილი)
დეპრესიული განწყობა;
თვალების გაღიზიანება;
ღებინება;
სკალპის გაღიზიანება, ადგილობრივი სიწითლის, სიმშრალის, კანის აქერცვლის სახით. ეს ეფექტები შეიძლება გამოიწვიოს პროპილენგლიკოლმა, რომელიც შედის პრეპარატის შემადგენლობაში. ეს ეფექტები, როგორც წესი, მხოლოდ დროებითია. მაგრამ თუ მუდმივ ხასიათს იღებს, პაციენტმა უნდა შეწყვიტოს პროდუქტის გამოყენება;
აკნეს მსგავსი გამონაყარი, გამონაყარი ქავილთან ერთად, ბუშტუკების განვითარება, სისხლდენა ან დაწყლულება.
რომელიმე გვერდითი ეფექტის გამოვლენის, ან რომელიმე მათგანის გაუარესების შემთხვევაში, ან თუ პაციენტს აღენიშნება ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც ინსტრუქციაში არ არის აღნიშნული, უნდა მიმართოს ექიმს.
ჯანდაცვის სამინისტროსათვის გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება შესაძლებელია “Reporting Side Effects of Drug Treatment” ბმულზე გადასვლით ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი გვერდიდან (www.health.gov.il), რომლის საშუალებითაც პაციენტი გადამისამართდება გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის მისაწოდებელ ონლაინ ფორმაზე. ასევე შეიძლება შემდეგი ბმულის გამოყენება: https://sideeffects.health.gov.il
ასევე, შეტყობინება შესაძლებელი ელ-ფოსტით: [email protected]
მედიკამენტის შენახვის წესი
თავიდან უნდა იქნეს აცილებული ინტოქსიკაცია! ინტოქსიკაციის თავიდან ასაცილებლად ეს და ყველა სხვა მედიკამენტი უნდა იქნას შენახული ბავშვებისთვის და/ან ჩვილებისათვის მიუწვდომელ ადგილას. არ უნდა იქნას გამოწვეული ღებინება ექიმის ზუსტი მითითების გარეშე.
მედიკამენტი არ გამოიყენება შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე/ეტიკეტზე. შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
შენახვის პირობები: ინახება გრილ ადგილას, 25oC-ის ქვემოთ.
ბოთლის პირველად გახნის შემდეგ, მედიკამენტი გამოყენებულ უნდა იქნას ექვს თვეში და არაუგვიანეს შენახვის ვადის შემდეგ.
პროდუქტი აალებადია. ინახება ცეცხლისაგან და/ან სიცხის წყაროებიდან მოშორებით. დაუშვებელია პროდუქტის სრულად გაშრობამდე სიგარეტის ანთება ან ალის ზემოქმედება.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
დამატებითი ინფორმაცია
აქტიური ნივთიერებების გარდა, ეს მედიკამენტი ასევე შეიცავს:
პროპილენგლიკოლს, სპირტს, გაწმენდილ წყალს, დექსპანთენოლს.
მედიკამენტის ფორმა და შეფუთვის შემცველობა:
შეფუთვა შეიცავს 1 ან 2 შესასხურებელ ბოთლს, რომელთაგან თითოეული შეიცავს 80 მლ ხსნარს.
ყველა შეფუთვა გასაყიდად შეიძლება არ იყოს წარმოდგენილი.
მწარმოებელი და ლიცენზიის მფლობელი:
Trima Israel Pharmaceutical Products Maabarot Ltd., Maabarot 4023000, Israel
ტრიმა, ისრაელ ფარმასიუთიქალ ფროდაქთს მააბაროთ ლტდ, მააბაროთი 4023000, ისრაელი.
ეს ინსტრუქცია შემოწმებულ იქნა ჯანდაცვის სამინისტროს გზამკვლევების თანახმად 2022 წლის ივლისში.
მედიკამენტის რეგისტრაციის ნომერი ჯანდაცვის სამინისტროს წამლის ეროვნულ რეესტრში: 109.97.29349.00.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.