პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
დერმატოლოგიური სხვა პრეპარატები

მინოქსი 2

MINOXI 2

ურეცეპტოდინსტრუქცია ქართულადისრაელი
მოქმედი ნივთიერება
მინოქსიდილი (minoxidil)
ფორმა და შეფუთვა
2% 80მლ ადგილობრივი გამოყენების ხსნარი სპრეის სახით (ქალებისათვის) ბოთლი №1 შეფუთვაში გამფრქვევი მოწყობილობით
მწარმოებელი
Trima Israel Pharmaceutical Products Maabarot Ltd., ისრაელი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
სხვა დერმატოლოგიური საშუალებები, სხვა დერმატოლოგიურები
ATC კოდი
D11AX01
რეგისტრაციის ნომერი
რ-025774
რეგისტრირებულია
11 ივლისი 2018, მოქმედებს 31 დეკემბერი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
სს „გეფა“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებამინოქსი 2 და სხვა წამალი ერთად

მინოქსი 2 — ინსტრუქცია ქართულად

მიღების წესი და დოზირება

საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია, თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული.

პრეპარატი განკუთვნილია გარეგანი მოხმარებისათვის, ადგილობრივად, თავის ქალას კანზე.

რეკომენდებული დოზაა:

ხსნარის მაქსიმალური რაოდენობაა დღეში 2 მლ: 1 მლ დილით და 1 მლ საღამოს (1 მლ = 7 შესხურებას). დოზებს შორის შუალედი უნდა იყოს არანაკლებ 12 საათი.

პრეპარატის ხშირი და/ან დიდი რაოდენობით გამოყენება არ აჩქარებს თმის ზრდას, მაგრამ შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები. ამიტომ, რეკომენდებული დოზის გამოთვლა უნდა მოხდეს შესხურებების რაოდენობის მიხედვით.

თმის ზრდის პროცესი, გამელოტებისა და თმის ცვენის პროცესის მსგავსად, ხანგრძლივია, ამიტომ პრეპარატი გამოყენებულ უნდა იქნას არაუმცირეს 4 თვის განმავლობაში, რათა შეფასდეს თმის ზრდის პროცესი. თუ რამდენიმე თვის შემდეგ არ აღინიშნება გაუმჯობესება, საჭიროა მკურნალ ექიმთან მიმართვა.

დაუშვებელია რეკომენდებული დოზის გადაჭარბება.

პრეპარატის გამოყენება უნდა მოხდეს მშრალ თმასა და თავის ქალას კანზე, გამელოტების ადგილზე 1 მლ-ის რაოდენობით. თუ შესაძლებელია, ხსნარი უნდა იქნას დატანილი გამელოტების ადგილის ცენტრში და შემდეგ სუფთა თითით უნდა გავრცელდეს მთელ არეზე. პრეპარატის გამოყენების შემდეგ საჭიროა ხელებისა და იმ არეების საგულდაგულოდ დაბანა, რომელიც ხსნართან შეხებაში იყო.

თავიდან უნდა იქნას აცილებული მინოქსი 2-ის სახეზე და სხვა ადგილებზე (გამელოტების არიდან განსხვავებული) მოხვედრა. თუ ხსნარი შემთხვევით მოხვდა სკალპისგან განსხვავებულ ადგილას, მისი ჩამობანა უნდა მოხდეს წყლის დიდი რაოდენობით. არ უნდა მოხდეს ხსნარის შესუთქვა მისი სკლაპზე შესხურების დროს.

მინოქსი 2-ის გამოყენების შემდეგ: თავი არ უნდა იქნას დაბანილი დაახლოებით 2 საათის განმავლობაში. არ უნდა იქნას გამოყენებული თმის ფენი თმაზე არსებული ხსნარის გასაშრობად. პრეპარატის გამოყენების შემდეგ, სულ უმცირეს ერთი საათის განმავლობაში, თავი არ უნდა იქნას დადებული ბალიშზე. საჭიროა თმების მორიდება მზის სხივებისაგან.

არსებობს მინოქსი 2-ის შესხურების ორი გზა; არჩეულ უნდა იქნას პაციენტისათვის მოსახერხებელი გზა:

შეიძლება გამოყენებულ იქნას სპრეის სპეციალური წამოსაცმელი, კანის იმ ადგილების სამკურნალოდ, რომლებზეც საერთოდ არ არის თმა ან კანის დიდ ფართობზე:

უნდა მოიხსნას გამჭვირვალე პლასტმასის თავსახური;

ბოთლი უნდა იყოს ვერტიკალურ პოზიციაში, ხსნარის შესხურება უნდა მოხდეს იმ არეზე, რომლის მკურნალობაც ხდება და უნდა გავრცელდეს მთლიან არეზე თითების საშუალებით. გამოყენებული ხსნარის მთლიანი რაოდენობა (მთლიან არეზე) არ უნდა იყოს 7 შესხურებაზე მეტი.

სპრეის გრძელი წამოსაცმელის საშუალებით (შედის შეფუთვაში) იმ ადგილების მკურნალობა, რომლებიც ნაწილობრივ დაფარულია თმით ან კანის მცირე ფართობების მკურნალობა:

სპრეის წამოსაცმელის ზედა ნაწილის (ამ ნაწილში მოთავსებულია ხვრელი) მოქაჩვით ის უნდა მოიხსნას და შეიცვალოს სპრეის გრძელი წამოსაცმელით;

დასაწყისში თმა შეიძლება იყოს რბილი და ნაზი, მაგრამ შემდეგ ის იზრდება ჩვეულებრივ.

მკურნალობა უნდა გაგრძელდეს თმის ზრდის მიუხედავად. პრეპარატის გამოყენება უნდა მოხდეს დღეში ორჯერ, ინსტრუქციის მიხედვით.

თუ მკურნალობიდან ერთი წლის შემდეგ არ აღინიშნება გაუმჯობესება, მკურნალობა უნდა შეწყდეს.

მედიკამენტის გამოყენების დავიწყებისას დანიშნულ დროს, მკურნალობა უნდა გაგრძელდეს ინსტრუქციის მიხედვით. პრეპარატის დოზებს შორის შუალედი უნდა იყოს არანაკლებ 12 საათი. დაუშვებელია დოზის გაორმაგება.

მკურნალობის ეფექტის გაუმჯობესება

პრეპარატის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ სრულიად მშრალ თავის ქალას კანზე ან თმაზე. მკურნალობა უნდა ჩატარდეს დანიშნულების მიხედვით. მკურნალობის შეწყვეტა დიდი ალბათობით გამოიწვევს ახლად ამოსული თმის გაცვენას და თმის ცვენის განახლებას 3-4 თვეში.

ახალგაზრდა პაციენტებში და/ან პაციენტებში, რომლებსაც მცირე ხნის წინ დაეწყოთ გამელოტება და/ან სიმელოტე არ არის ინტენსიური, აღინიშნება მკურნალობის უკეთესი შედეგები. თუ გამელოტების პროცესი დაწყებულია მრავალი წლის წინ და/ან გამელოტება აღინიშნება დიდ ფართობზე, მკურნალობა ნაკლებად წარმატებულია.

ანალიზები და მკურნალობის შემდგომი პერიოდი

პრეპარატით მკურნალობის პერიოდში საჭიროა სისხლის, შარდის, თირკმელების, გულისა და რესპირატორული სისტემის ფუნქციის შემოწმება. საყურადღებოა პაციენტის ზოგადი მდგომარეობის ნებისმიერი ცვლილება. თუ პაციენტი მგრძნობიარეა რომელიმე საკვების ან მედიკამენტის მიმართ, მკურნალობის დაწყებამდე ამის შესახებ უნდა ეცნობოს ექიმს. პაციენტის აწონვა უნდა მოხდეს კვირაში ორჯერ. წონის უეცრად მომატების შემთხვევაში საჭიროა ექიმთან მიმართვა დაუყოვნებლივ. პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებათ გულის დაავადებები და/ან ჰიპერტენზია, უნდა იყვნენ სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობის მთელი პერიოდის განმავლობაში.

პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული ანთებით, გაღიზიანებულ და/ან წითელ კანზე ან სხვა მედიკამენტით მკურნალობის დროს.

ყურადღება: დაუშვებელია გადაყლაპვა; მედიკამენტი განკუთვნილია თავის ქალას კანზე გარეგანი გამოყენებისათვის. თავიდან უნდა იქნას აცილებული სპრეის შესუნთქვა. დოზის გადაჭარბებისას ან ბავშვის ან მოზრდილის მიერ პრეპარატის შემთხვევით გადაყლაპვისას საჭიროა დაუყოვნებლივ ჰოსპიტლის ემერჯენსის განყოფილებაში მიმართვა. პაციენტმა თან უნდა იქონიოს მედიკამენტის კოლოფი. პრეპარატის გადაყლაპვამ შეიძლება გამოიწვიოს გულის ფუნქციის მძიმე დარღვევა.

დაუშვებელია მედიკამენტის გამოყენება სიბნელეში! მედიკამენტის ყოველი გამოყენების წინ უნდა შემოწმდეს მისი ეტიკეტი და დოზა. საჭიროა სათვალის გამოყენება საჭიროების შემთხვევაში.

დამატებითი კითხვებისას არსებობისას ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.

უკუჩვენებები

ფეხმძიმობის ან ძუძუთი კვების დროს;

18 წელს ქვემოთ ან 65 წელს ზემოთ ასაკის შემთხვევაში;

თუ პაციენტი მგრძნობიარეა (ალერგიულია) აქტიური ნივთიერების, ან მედიკამენტის სხვა რომელიმე დახმარე ნივთიერების მიმართ (იხ. პარაგრაფი 6);

თუ თმის ცვენა არ არის მემკვიდრული ხასიათის;

თუ თმის ცვენის მიზეზი უცნობია, თუ თმის ცვენა გამოწვეულია მშობიარობით ან თუ თმის ცვენა უეცარია და მოულოდნელი;

თმის ცვენა გამოწვულია მედიკამენტოზური მკურნალობით;

სრული სიმელოტის ან სხეულზე თმის სრულად გაცვენის შემთხვევაში;

თუ პაციენტს აღენიშნება ჰიპერტენზია, მათ შორის, არანამკურნალები;

პაციენტს აღენიშნება რაიმე დაზიანება სკალპზე (როგორიცაა მაგ.: მზის დამწვრობა, ფსორიაზი და ა.შ.);

თავის გადაპარსვის შემთხვევაში;

პაციენტი იყენებს სხვადასხვა კრემებს, მალამოებს ან ლოსიონებს, რომლებიც განკუთვნილია თავის კანის პრობლემების სამკურნალოდ, როგორიცაა: დიტრანოლი (გამოიყენება ფსორიაზის სამკურნალოდ), ტრეტინოინი (გამოიყენება აკნეს ან კანის სხვა პრობლემების სამკურნალოდ), კორტიკოსტეროიდები (ანტიანთებითი აგენტები, როგორიცაა: ჰიდროკორტიზონი, ბეტამეტაზონი), პარაფინი (ვაზელინი) - თმის კრემების ძირითადი ინგრედიენტი;

თავის ქალაზე ნებისმიერი ტიპის ნახვევის არსებობის შემთხვევაში;

თუ თავის ქალას კანზე აღინიშნება დაზიანება.

განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები მედიკამენტის გამოყენების დროს:

მედიკამენტი არ უნდა იქნას მიღებული ექიმთან კონსულტაციის გარეშე, თუ პაციენტს აღენიშნება ან აღენიშნებოდა გულის ფუნქციის დაქვეითება (მათ შორის, არითმია, სტენოკარდია ან ტკივილი მკერდში და/ან სისხლის ცირკულაციის პრობლემები და/ან ჰიპერტენზია), თირკმლის ფუნქციის დაქვეითება, სისხლის სისტემის დარღვევები (მაგ.; კოაგულაცია და ა.შ.), ექიმმა შეიძლება შეცვალოს წამლის დოზა;

მედიკამენტის გამოყენებამდე პაციენტი უნდა დარწმუნდეს, რომ თავის კანი არ არის დაზიანებული;

პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ თავის ქალას კანზე გამოსაყენებლად;

მინოქსის შეღწევისას სისხლის მიმოქცევის სისტემაში შეიძლება განვითარდეს დაბალ არტერიულ წნევასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები, როგორიცაა: ტკივილი მკერდში, აჩქარებული გულისცემა, გულის წასვლა, თავბრუსხვევა, ხელებისა და ფეხების შეშუპება, თავის ქალას კანის მუდმივი სიწითლე და გაღიზიანება. თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენა, პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს და საჭიროა ექიმთან მიმართვა დაუყოვნებლივ. პრეპარატის ინსტრუქციის მიხედვით გამოყენებისას არ არის მოსალოდნელი გვერდითი ეფექტების განვითარება. რისკი იზრდება, თუ პრეპარატის გამოყენება ხდება დაზიანებულ კანზე (მაგ.: ფსორიაზის დროს) ან დოზის გადაჭარბებისას;

მედიკამენტის გამოყენებამდე მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი მგრძნობიარეა რომელიმე საკვების ან მედიკამენტის მიმართ;

პრეპარატის გამოყენების შემდეგ, მაშინათვე, საჭიროა ხელების დაბანა. თავიდან უნდა იქნას აცილებული თვალებთან, პირთან, დაზიანებულ კანთან და მგრძნობიარე ადგილებთან კონტაქტი. ასეთი კონტაქტის შემთხვევაში საჭიროა ამ ადგილების წყლის დიდი რაოდენობით ჩამობანა.

მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს ნებისმიერი სამკურნალო საშუალების შესახებ, რომელსაც პაციენტი იღებს ან ახლო წარსულში იღებდა, ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტებისა და საკვები დანამატების ჩათვლით. განსაკუთრებით, მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს შემდეგი ჯგუფის მედიკამენტებს:

ჰიპერტენზიის სამკურნალო (ვაზოდილატატორები, როგორიცაა ჰიდრალაზინი) - შეიძლება გაძლიერდეს მათი ეფექტი;

ადგილობრივი მკურნალობა თავის ქალას კანზე.

ფეხმძიმობა და ძუძუთი კვება

მედიკამენტი არ გამოიყენება ფეხმძიმობის ან ძუძუთი კვების დროს.

მოწევა

პრეპარატი არის აალებადი, ამიტომ დაუშვებელია მოწევა მის სიახლოვეს. დაუშვებელია სიგარეტის მოკიდება ან ცეცხლის ალთან მიახლოება, სანამ პრეპარატი სრულად არ გაშრება.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია მედიკამენტის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ

ხსნარის შემადგენლობაში შემავალმა პროპილენის გლიკოლმა შეიძლება გამოიწვიოს თავის ქალას კანის გაღიზიანება.

პრეპარატი ასევე შეიცავს სპირტს (ეთანოლს), რომელმაც თვალებში მოხვედრისას შეიძლება გამოიწვიოს წვა და გაღიზიანება. პრეპარატის თვალებთან, პირთან ან დაზიანებულ კანთან კონტაქტისას, ამ ადგილების ჩამობანა უნდა მოხდეს ცივი გამდინარე წყლით.

გვერდითი მოვლენები

სხვა პრეპარატების მსგავსად, მინოქსი 2-ის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები ზოგიერთ პაციენტში. გვერდითი მოვლენების ჩამონათვალმა არ უნდა გამოიწვიოს შეშფოთება პაციენტში, რადგან შეიძლება ეს ეფექტები საერთოდ არ განვითარდეს.

პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს და საჭიროა ექიმთან ან სამედიცინო ცენტრში დაუყოვნებლივ მიმართვა, თუ განვითარდება ქვემოთ ჩამოთვლილი ერთი არ რამდენიმე სიმპტომი:

ტკივილი მკერდის არეში;

სახის, ტუჩების, პირის, ენის ან ხახის შეშუპება, რომელიც იწვევს ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელებას.

მკურნალობა უნდა შეწყდეს და საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, თუ ვითარდება ქვემოთ ჩამოთვლილი ერთი ან რამდენიმე სიმპტომი:

ალერგიული რეაქციები, რომლებიც მოიცავს კანის სიწითლეს ან გაღიზიანებას ან ყელის არეში მოჭერის შეგრძნება, დაბალი არტერიული წნევა, აჩქარებული გულისცემა, გულის თრთოლვა (აჩქარებული და ძლიერი გულისცემის შეგრძნება), გულის წასვლა და თავბრუსხვევა, კიდურების შეშუპება, ქოშინი, წონის უეცარი და აუხსნელი მატება, ადგილობრივად მუდმივი სიწითლე და ქავილი.

სხვა გვერდითი მოვლენები

ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები:

თავის ტკივილი.

ხშირი გვერდითი მოვლენები:

ქავილი, კანის ანთება (დერმატიტი), თმის გაძლიერებული ზრდა

არახშირი გვერდი მოვლენები:

თვალების გაღიზიანება;

გულისრევა, ღებინება;

თავის ქალას კანის გაღიზიანება, მათ შორის, სიწითლე, სიმშრალე, კანის აქერცვლა. ეს ეფექტები შეიძლება გამოიწვეულ იყოს პროპილენის გლიკოლის მიერ, რომელიც შედის პროდუქტის შემადგენლობაში. ეს ეფექტები ჩვეულებრივ გარდამავალი ხასიათისაა. წინააღმდეგ შემთხვევაში, პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს;

აკნეს მსგავსი გამონაყარი, გამონაყარი ქავილით, ბუშტუკოვანი გამონაყარი, სისხლდენა ან წყლულები;

სკალპის გარეთ არასასურველი თმის ზრდა (აღინიშნა სახეზე თმის ზრდა ქალებში). პრეპარატის გამოყენების შემდეგ ხელები საგულდაგულოდ უნდა იქნას დაბანილი. თუ ხსნარი ხვდება სხეულის სხვა ნაწილზე, ის დაუყოვნებლივ უნდა იქნას ჩამობანილი წყლის დიდი რაოდენობით;

მკურნალობის პირველი 2-6 კვირის განმავლობაში შეიძლება აღინიშნოს თმის დროებითი ცვენა. ეს, ალბათ, გამოწვეულია თმის ზრდის ციკლის ცვლილებით. თმის ცვენა უნდა შეჩერდეს 2 კვირის განმავლობაში. თუ თმის ცვენა გრძელდება 2 კვირაზე მეტ ხანს, უნდა შეწყდეს მინოქსი 2-ის მიღება და საჭიროა ექიმთან კონსულტაცია;

თმის ტექსტურისა და ფერის ცვლილება. თუ ასეთი ცვლილება ვითარდება, უნდა შეწყდეს პრეპარატის გამოყენება.

თუ განვითარდება გვერდითი მოვლენები, ან გვერდითი ეფექტები მიიღებს სერიოზულ ხასიათს ან გამოვლინდება ისეთი გვერდითი ეფექტი, რომელიც არ არის მითითებული ინსტრუქციაში, საჭიროა მკურნალ ექიმთან მიმართვა.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე ( HYPERLINK "http://www.health.gov.il" www.health.gov.il) “წამლით მკურნალობის გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინების” ლინკზე შესვლითა და არსებული ფორმის შევსებით:

https://forms.gov.il/globaldata/getsequence/[email protected]

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერებაა: მინოქსიდილი 2%

დამხმარე და ალერგენული ნივთიერებების სრული ჩამონათვალი იხ. მე-6 პარაგრაფში.

პრეპარატით მკურნალობის დაწყებამდე, საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა. გამოყენების ინსტრუქცია არ შეიცავს მედიკამენტის შესახებ სრულ ინფორმაციას. დამატებითი კითხვების არსებობისას, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

მინოქსი 2 განკუთვნილია 18-65 წლის ასაკის ქალებისათვის, რომელთაც აღენიშნებათ მხოლოდ მემკვიდრეობითი ტიპის სიმელოტე.

პრეპარატი გამოყენებულ უნდა იქნას ინსტრუქციის შესაბამისად. დამატებითი ინფორმაციისათვის საჭიროა ფარმაცევტთან კონსულტაცია.

პრეპარატის ხშირი ან დიდი რაოდენობით გამოყენება არ აძლიერებს თმის ზრდის ინტენსივობას, შეიძლება გამოიწვიოს უფრო მეტი გვერდითი მოვლენა, მათ შორის, არტერიული წნევის დაქვეითებასთან დაკავშირებული გვერდითი ეფექტები, როგორიცაა: ტკივილი მკერდში, თავბრუსხვევა, გულის წასვლა, აჩქარებული გულისცემა, კიდურების შეშუპება. თუ ვითარდება რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი, პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს და საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა.

მკურნალობა უნდა მოხდეს ინსტრუქციის დაცვით. დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება სხვა ადგილას, გარდა სკალპისა.

მედიკამენტის გამოყენება

მინოქსი 2 ნაჩვენებია თავზე თმის ზრდისათვის 18-65 წლის ასაკის ჯანმრთელ ქალებში, რომელთაც აღენიშნებათ მხოლოდ მემკვიდრეობითი ტიპის სიმელოტე. საჭიროა მკურნალ ექიმთან კონსულტაცია, რათა დადასტურდეს, რომ თმის ცვენის ტიპი შეესაბამება პრეპარატის ჩვენებას.

თერაპიული ჯგუფი: ვაზოდილატატორები, ადგილობრივი გამოყენების, თმის ცვენის სამკურნალო საშუალებები.

შენახვის პირობები

თავიდან უნდა იქნას აცილებული ინტოქსიკაცია! ეს მედიკამენტი, სხვა მედიკამენტების მსგავსად, ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას ინტოქსიკაციის თავიდან აცილების მიზნით. დაუშვებელია ღებინების გამოწვევა, თუ ეს არ არის ექიმის ზუსტი მითითება;

დაუშვებელია მედიკამენტის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

მედიკამენტი ინახება მშრალ ადგილას, 25⁰C ტემპერატურის ქვემოთ;

პროდუქტი არის აალებადი. ინახება ცეცხლის ალისგან და/ან მაღალი ტემპერატურისაგან შორს. დაუშვებელია სიგარეტის მოკიდება ან ცეცხლის ალთან მიახლოება, სანამ პრეპარატი სრულად არ გაშრება.

დამატებითი ინფორმაცია

აქტიური ნივთიერების გარდა, მედიკამენტი, ასევე, შეიცავს:

პროპილენის გლიკოლს, 95%-იან სპირტს, გამოხდილ წყალს, დექსპანთენოლს.

მედიკამენტის ფორმა და შეფუთვა

შეფუთვაში მოთავსებულია სპრეის ბოთლი, რომელიც შეიცავს 80 მლ ხსნარს, ასევე, გრძელი სპრეის გამფრქვევი.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისათვის

ფარმაცევტების შესახებ კანონის შესაბამისად - 1986

მედიკამენტი გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე

მინოქსი 2

ხსნარი თავის ქალას კანისათვის

შემადგენლობა:

აქტიური ნივთიერებაა: მინოქსიდილი 2%

დამხმარე და ალერგენული ნივთიერებების სრული ჩამონათვალი იხ. მე-6 პარაგრაფში.

პრეპარატით მკურნალობის დაწყებამდე, საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა. გამოყენების ინსტრუქცია არ შეიცავს მედიკამენტის შესახებ სრულ ინფორმაციას. დამატებითი კითხვების არსებობისას, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

მინოქსი 2 განკუთვნილია 18-65 წლის ასაკის ქალებისათვის, რომელთაც აღენიშნებათ მხოლოდ მემკვიდრეობითი ტიპის სიმელოტე.

პრეპარატი გამოყენებულ უნდა იქნას ინსტრუქციის შესაბამისად. დამატებითი ინფორმაციისათვის საჭიროა ფარმაცევტთან კონსულტაცია.

პრეპარატის ხშირი ან დიდი რაოდენობით გამოყენება არ აძლიერებს თმის ზრდის ინტენსივობას, შეიძლება გამოიწვიოს უფრო მეტი გვერდითი მოვლენა, მათ შორის, არტერიული წნევის დაქვეითებასთან დაკავშირებული გვერდითი ეფექტები, როგორიცაა: ტკივილი მკერდში, თავბრუსხვევა, გულის წასვლა, აჩქარებული გულისცემა, კიდურების შეშუპება. თუ ვითარდება რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი, პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს და საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა.

მკურნალობა უნდა მოხდეს ინსტრუქციის დაცვით. დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება სხვა ადგილას, გარდა სკალპისა.

მედიკამენტის გამოყენება

მინოქსი 2 ნაჩვენებია თავზე თმის ზრდისათვის 18-65 წლის ასაკის ჯანმრთელ ქალებში, რომელთაც აღენიშნებათ მხოლოდ მემკვიდრეობითი ტიპის სიმელოტე. საჭიროა მკურნალ ექიმთან კონსულტაცია, რათა დადასტურდეს, რომ თმის ცვენის ტიპი შეესაბამება პრეპარატის ჩვენებას.

თერაპიული ჯგუფი: ვაზოდილატატორები, ადგილობრივი გამოყენების, თმის ცვენის სამკურნალო საშუალებები.

რა უნდა იცოდეს პაციენტმა მედიკამენტის გამოყენებამდე

დაუშვებელია მედიკამენტის გამოყენება:

ფეხმძიმობის ან ძუძუთი კვების დროს;

18 წელს ქვემოთ ან 65 წელს ზემოთ ასაკის შემთხვევაში;

თუ პაციენტი მგრძნობიარეა (ალერგიულია) აქტიური ნივთიერების, ან მედიკამენტის სხვა რომელიმე დახმარე ნივთიერების მიმართ (იხ. პარაგრაფი 6);

თუ თმის ცვენა არ არის მემკვიდრული ხასიათის;

თუ თმის ცვენის მიზეზი უცნობია, თუ თმის ცვენა გამოწვეულია მშობიარობით ან თუ თმის ცვენა უეცარია და მოულოდნელი;

თმის ცვენა გამოწვულია მედიკამენტოზური მკურნალობით;

სრული სიმელოტის ან სხეულზე თმის სრულად გაცვენის შემთხვევაში;

თუ პაციენტს აღენიშნება ჰიპერტენზია, მათ შორის, არანამკურნალები;

პაციენტს აღენიშნება რაიმე დაზიანება სკალპზე (როგორიცაა მაგ.: მზის დამწვრობა, ფსორიაზი და ა.შ.);

თავის გადაპარსვის შემთხვევაში;

პაციენტი იყენებს სხვადასხვა კრემებს, მალამოებს ან ლოსიონებს, რომლებიც განკუთვნილია თავის კანის პრობლემების სამკურნალოდ, როგორიცაა: დიტრანოლი (გამოიყენება ფსორიაზის სამკურნალოდ), ტრეტინოინი (გამოიყენება აკნეს ან კანის სხვა პრობლემების სამკურნალოდ), კორტიკოსტეროიდები (ანტიანთებითი აგენტები, როგორიცაა: ჰიდროკორტიზონი, ბეტამეტაზონი), პარაფინი (ვაზელინი) - თმის კრემების ძირითადი ინგრედიენტი;

თავის ქალაზე ნებისმიერი ტიპის ნახვევის არსებობის შემთხვევაში;

თუ თავის ქალას კანზე აღინიშნება დაზიანება.

განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები მედიკამენტის გამოყენების დროს:

მედიკამენტი არ უნდა იქნას მიღებული ექიმთან კონსულტაციის გარეშე, თუ პაციენტს აღენიშნება ან აღენიშნებოდა გულის ფუნქციის დაქვეითება (მათ შორის, არითმია, სტენოკარდია ან ტკივილი მკერდში და/ან სისხლის ცირკულაციის პრობლემები და/ან ჰიპერტენზია), თირკმლის ფუნქციის დაქვეითება, სისხლის სისტემის დარღვევები (მაგ.; კოაგულაცია და ა.შ.), ექიმმა შეიძლება შეცვალოს წამლის დოზა;

მედიკამენტის გამოყენებამდე პაციენტი უნდა დარწმუნდეს, რომ თავის კანი არ არის დაზიანებული;

პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ თავის ქალას კანზე გამოსაყენებლად;

მინოქსის შეღწევისას სისხლის მიმოქცევის სისტემაში შეიძლება განვითარდეს დაბალ არტერიულ წნევასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები, როგორიცაა: ტკივილი მკერდში, აჩქარებული გულისცემა, გულის წასვლა, თავბრუსხვევა, ხელებისა და ფეხების შეშუპება, თავის ქალას კანის მუდმივი სიწითლე და გაღიზიანება. თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენა, პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს და საჭიროა ექიმთან მიმართვა დაუყოვნებლივ. პრეპარატის ინსტრუქციის მიხედვით გამოყენებისას არ არის მოსალოდნელი გვერდითი ეფექტების განვითარება. რისკი იზრდება, თუ პრეპარატის გამოყენება ხდება დაზიანებულ კანზე (მაგ.: ფსორიაზის დროს) ან დოზის გადაჭარბებისას;

მედიკამენტის გამოყენებამდე მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი მგრძნობიარეა რომელიმე საკვების ან მედიკამენტის მიმართ;

პრეპარატის გამოყენების შემდეგ, მაშინათვე, საჭიროა ხელების დაბანა. თავიდან უნდა იქნას აცილებული თვალებთან, პირთან, დაზიანებულ კანთან და მგრძნობიარე ადგილებთან კონტაქტი. ასეთი კონტაქტის შემთხვევაში საჭიროა ამ ადგილების წყლის დიდი რაოდენობით ჩამობანა.

მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს ნებისმიერი სამკურნალო საშუალების შესახებ, რომელსაც პაციენტი იღებს ან ახლო წარსულში იღებდა, ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტებისა და საკვები დანამატების ჩათვლით. განსაკუთრებით, მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს შემდეგი ჯგუფის მედიკამენტებს:

ჰიპერტენზიის სამკურნალო (ვაზოდილატატორები, როგორიცაა ჰიდრალაზინი) - შეიძლება გაძლიერდეს მათი ეფექტი;

ადგილობრივი მკურნალობა თავის ქალას კანზე.

ფეხმძიმობა და ძუძუთი კვება

მედიკამენტი არ გამოიყენება ფეხმძიმობის ან ძუძუთი კვების დროს.

მოწევა

პრეპარატი არის აალებადი, ამიტომ დაუშვებელია მოწევა მის სიახლოვეს. დაუშვებელია სიგარეტის მოკიდება ან ცეცხლის ალთან მიახლოება, სანამ პრეპარატი სრულად არ გაშრება.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია მედიკამენტის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ

ხსნარის შემადგენლობაში შემავალმა პროპილენის გლიკოლმა შეიძლება გამოიწვიოს თავის ქალას კანის გაღიზიანება.

პრეპარატი ასევე შეიცავს სპირტს (ეთანოლს), რომელმაც თვალებში მოხვედრისას შეიძლება გამოიწვიოს წვა და გაღიზიანება. პრეპარატის თვალებთან, პირთან ან დაზიანებულ კანთან კონტაქტისას, ამ ადგილების ჩამობანა უნდა მოხდეს ცივი გამდინარე წყლით.

მედიკამენტის მიღების წესი

საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია, თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული.

პრეპარატი განკუთვნილია გარეგანი მოხმარებისათვის, ადგილობრივად, თავის ქალას კანზე.

რეკომენდებული დოზაა:

ხსნარის მაქსიმალური რაოდენობაა დღეში 2 მლ: 1 მლ დილით და 1 მლ საღამოს (1 მლ = 7 შესხურებას). დოზებს შორის შუალედი უნდა იყოს არანაკლებ 12 საათი.

პრეპარატის ხშირი და/ან დიდი რაოდენობით გამოყენება არ აჩქარებს თმის ზრდას, მაგრამ შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები. ამიტომ, რეკომენდებული დოზის გამოთვლა უნდა მოხდეს შესხურებების რაოდენობის მიხედვით.

თმის ზრდის პროცესი, გამელოტებისა და თმის ცვენის პროცესის მსგავსად, ხანგრძლივია, ამიტომ პრეპარატი გამოყენებულ უნდა იქნას არაუმცირეს 4 თვის განმავლობაში, რათა შეფასდეს თმის ზრდის პროცესი. თუ რამდენიმე თვის შემდეგ არ აღინიშნება გაუმჯობესება, საჭიროა მკურნალ ექიმთან მიმართვა.

დაუშვებელია რეკომენდებული დოზის გადაჭარბება.

პრეპარატის გამოყენება უნდა მოხდეს მშრალ თმასა და თავის ქალას კანზე, გამელოტების ადგილზე 1 მლ-ის რაოდენობით. თუ შესაძლებელია, ხსნარი უნდა იქნას დატანილი გამელოტების ადგილის ცენტრში და შემდეგ სუფთა თითით უნდა გავრცელდეს მთელ არეზე. პრეპარატის გამოყენების შემდეგ საჭიროა ხელებისა და იმ არეების საგულდაგულოდ დაბანა, რომელიც ხსნართან შეხებაში იყო.

თავიდან უნდა იქნას აცილებული მინოქსი 2-ის სახეზე და სხვა ადგილებზე (გამელოტების არიდან განსხვავებული) მოხვედრა. თუ ხსნარი შემთხვევით მოხვდა სკალპისგან განსხვავებულ ადგილას, მისი ჩამობანა უნდა მოხდეს წყლის დიდი რაოდენობით. არ უნდა მოხდეს ხსნარის შესუთქვა მისი სკლაპზე შესხურების დროს.

მინოქსი 2-ის გამოყენების შემდეგ: თავი არ უნდა იქნას დაბანილი დაახლოებით 2 საათის განმავლობაში. არ უნდა იქნას გამოყენებული თმის ფენი თმაზე არსებული ხსნარის გასაშრობად. პრეპარატის გამოყენების შემდეგ, სულ უმცირეს ერთი საათის განმავლობაში, თავი არ უნდა იქნას დადებული ბალიშზე. საჭიროა თმების მორიდება მზის სხივებისაგან.

არსებობს მინოქსი 2-ის შესხურების ორი გზა; არჩეულ უნდა იქნას პაციენტისათვის მოსახერხებელი გზა:

შეიძლება გამოყენებულ იქნას სპრეის სპეციალური წამოსაცმელი, კანის იმ ადგილების სამკურნალოდ, რომლებზეც საერთოდ არ არის თმა ან კანის დიდ ფართობზე:

უნდა მოიხსნას გამჭვირვალე პლასტმასის თავსახური;

ბოთლი უნდა იყოს ვერტიკალურ პოზიციაში, ხსნარის შესხურება უნდა მოხდეს იმ არეზე, რომლის მკურნალობაც ხდება და უნდა გავრცელდეს მთლიან არეზე თითების საშუალებით. გამოყენებული ხსნარის მთლიანი რაოდენობა (მთლიან არეზე) არ უნდა იყოს 7 შესხურებაზე მეტი.

სპრეის გრძელი წამოსაცმელის საშუალებით (შედის შეფუთვაში) იმ ადგილების მკურნალობა, რომლებიც ნაწილობრივ დაფარულია თმით ან კანის მცირე ფართობების მკურნალობა:

უნდა მოიხსნას გამჭვირვალე პლასტმასის თავსახური;

სპრეის წამოსაცმელის ზედა ნაწილის (ამ ნაწილში მოთავსებულია ხვრელი) მოქაჩვით ის უნდა მოიხსნას და შეიცვალოს სპრეის გრძელი წამოსაცმელით;

ბოთლი უნდა იყოს ვერტიკალურ პოზიციაში, ხსნარის შესხურება უნდა მოხდეს იმ არეზე, რომლის მკურნალობაც ხდება და უნდა გავრცელდეს მთლიან არეზე თითების საშუალებით. გამოყენებული ხსნარის მთლიანი რაოდენობა (მთლიან არეზე) არ უნდა იყოს 7 შესხურებაზე მეტი.

დასაწყისში თმა შეიძლება იყოს რბილი და ნაზი, მაგრამ შემდეგ ის იზრდება ჩვეულებრივ.

მკურნალობა უნდა გაგრძელდეს თმის ზრდის მიუხედავად. პრეპარატის გამოყენება უნდა მოხდეს დღეში ორჯერ, ინსტრუქციის მიხედვით.

თუ მკურნალობიდან ერთი წლის შემდეგ არ აღინიშნება გაუმჯობესება, მკურნალობა უნდა შეწყდეს.

მედიკამენტის გამოყენების დავიწყებისას დანიშნულ დროს, მკურნალობა უნდა გაგრძელდეს ინსტრუქციის მიხედვით. პრეპარატის დოზებს შორის შუალედი უნდა იყოს არანაკლებ 12 საათი. დაუშვებელია დოზის გაორმაგება.

მკურნალობის ეფექტის გაუმჯობესება

პრეპარატის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ სრულიად მშრალ თავის ქალას კანზე ან თმაზე. მკურნალობა უნდა ჩატარდეს დანიშნულების მიხედვით. მკურნალობის შეწყვეტა დიდი ალბათობით გამოიწვევს ახლად ამოსული თმის გაცვენას და თმის ცვენის განახლებას 3-4 თვეში.

ახალგაზრდა პაციენტებში და/ან პაციენტებში, რომლებსაც მცირე ხნის წინ დაეწყოთ გამელოტება და/ან სიმელოტე არ არის ინტენსიური, აღინიშნება მკურნალობის უკეთესი შედეგები. თუ გამელოტების პროცესი დაწყებულია მრავალი წლის წინ და/ან გამელოტება აღინიშნება დიდ ფართობზე, მკურნალობა ნაკლებად წარმატებულია.

ანალიზები და მკურნალობის შემდგომი პერიოდი

პრეპარატით მკურნალობის პერიოდში საჭიროა სისხლის, შარდის, თირკმელების, გულისა და რესპირატორული სისტემის ფუნქციის შემოწმება. საყურადღებოა პაციენტის ზოგადი მდგომარეობის ნებისმიერი ცვლილება. თუ პაციენტი მგრძნობიარეა რომელიმე საკვების ან მედიკამენტის მიმართ, მკურნალობის დაწყებამდე ამის შესახებ უნდა ეცნობოს ექიმს. პაციენტის აწონვა უნდა მოხდეს კვირაში ორჯერ. წონის უეცრად მომატების შემთხვევაში საჭიროა ექიმთან მიმართვა დაუყოვნებლივ. პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებათ გულის დაავადებები და/ან ჰიპერტენზია, უნდა იყვნენ სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობის მთელი პერიოდის განმავლობაში.

პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული ანთებით, გაღიზიანებულ და/ან წითელ კანზე ან სხვა მედიკამენტით მკურნალობის დროს.

ყურადღება: დაუშვებელია გადაყლაპვა; მედიკამენტი განკუთვნილია თავის ქალას კანზე გარეგანი გამოყენებისათვის. თავიდან უნდა იქნას აცილებული სპრეის შესუნთქვა. დოზის გადაჭარბებისას ან ბავშვის ან მოზრდილის მიერ პრეპარატის შემთხვევით გადაყლაპვისას საჭიროა დაუყოვნებლივ ჰოსპიტლის ემერჯენსის განყოფილებაში მიმართვა. პაციენტმა თან უნდა იქონიოს მედიკამენტის კოლოფი. პრეპარატის გადაყლაპვამ შეიძლება გამოიწვიოს გულის ფუნქციის მძიმე დარღვევა.

დაუშვებელია მედიკამენტის გამოყენება სიბნელეში! მედიკამენტის ყოველი გამოყენების წინ უნდა შემოწმდეს მისი ეტიკეტი და დოზა. საჭიროა სათვალის გამოყენება საჭიროების შემთხვევაში.

დამატებითი კითხვებისას არსებობისას ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.

შესაძლო გვერდითი მოვლენები

სხვა პრეპარატების მსგავსად, მინოქსი 2-ის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები ზოგიერთ პაციენტში. გვერდითი მოვლენების ჩამონათვალმა არ უნდა გამოიწვიოს შეშფოთება პაციენტში, რადგან შეიძლება ეს ეფექტები საერთოდ არ განვითარდეს.

პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს და საჭიროა ექიმთან ან სამედიცინო ცენტრში დაუყოვნებლივ მიმართვა, თუ განვითარდება ქვემოთ ჩამოთვლილი ერთი არ რამდენიმე სიმპტომი:

ტკივილი მკერდის არეში;

სახის, ტუჩების, პირის, ენის ან ხახის შეშუპება, რომელიც იწვევს ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელებას.

მკურნალობა უნდა შეწყდეს და საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, თუ ვითარდება ქვემოთ ჩამოთვლილი ერთი ან რამდენიმე სიმპტომი:

ალერგიული რეაქციები, რომლებიც მოიცავს კანის სიწითლეს ან გაღიზიანებას ან ყელის არეში მოჭერის შეგრძნება, დაბალი არტერიული წნევა, აჩქარებული გულისცემა, გულის თრთოლვა (აჩქარებული და ძლიერი გულისცემის შეგრძნება), გულის წასვლა და თავბრუსხვევა, კიდურების შეშუპება, ქოშინი, წონის უეცარი და აუხსნელი მატება, ადგილობრივად მუდმივი სიწითლე და ქავილი.

სხვა გვერდითი მოვლენები

ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები:

თავის ტკივილი.

ხშირი გვერდითი მოვლენები:

ქავილი, კანის ანთება (დერმატიტი), თმის გაძლიერებული ზრდა

არახშირი გვერდი მოვლენები:

თვალების გაღიზიანება;

გულისრევა, ღებინება;

თავის ქალას კანის გაღიზიანება, მათ შორის, სიწითლე, სიმშრალე, კანის აქერცვლა. ეს ეფექტები შეიძლება გამოიწვეულ იყოს პროპილენის გლიკოლის მიერ, რომელიც შედის პროდუქტის შემადგენლობაში. ეს ეფექტები ჩვეულებრივ გარდამავალი ხასიათისაა. წინააღმდეგ შემთხვევაში, პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს;

აკნეს მსგავსი გამონაყარი, გამონაყარი ქავილით, ბუშტუკოვანი გამონაყარი, სისხლდენა ან წყლულები;

სკალპის გარეთ არასასურველი თმის ზრდა (აღინიშნა სახეზე თმის ზრდა ქალებში). პრეპარატის გამოყენების შემდეგ ხელები საგულდაგულოდ უნდა იქნას დაბანილი. თუ ხსნარი ხვდება სხეულის სხვა ნაწილზე, ის დაუყოვნებლივ უნდა იქნას ჩამობანილი წყლის დიდი რაოდენობით;

მკურნალობის პირველი 2-6 კვირის განმავლობაში შეიძლება აღინიშნოს თმის დროებითი ცვენა. ეს, ალბათ, გამოწვეულია თმის ზრდის ციკლის ცვლილებით. თმის ცვენა უნდა შეჩერდეს 2 კვირის განმავლობაში. თუ თმის ცვენა გრძელდება 2 კვირაზე მეტ ხანს, უნდა შეწყდეს მინოქსი 2-ის მიღება და საჭიროა ექიმთან კონსულტაცია;

თმის ტექსტურისა და ფერის ცვლილება. თუ ასეთი ცვლილება ვითარდება, უნდა შეწყდეს პრეპარატის გამოყენება.

თუ განვითარდება გვერდითი მოვლენები, ან გვერდითი ეფექტები მიიღებს სერიოზულ ხასიათს ან გამოვლინდება ისეთი გვერდითი ეფექტი, რომელიც არ არის მითითებული ინსტრუქციაში, საჭიროა მკურნალ ექიმთან მიმართვა.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე ( HYPERLINK "http://www.health.gov.il" www.health.gov.il) “წამლით მკურნალობის გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინების” ლინკზე შესვლითა და არსებული ფორმის შევსებით:

https://forms.gov.il/globaldata/getsequence/[email protected]

მედიკამენტის შენახვის წესი

თავიდან უნდა იქნას აცილებული ინტოქსიკაცია! ეს მედიკამენტი, სხვა მედიკამენტების მსგავსად, ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას ინტოქსიკაციის თავიდან აცილების მიზნით. დაუშვებელია ღებინების გამოწვევა, თუ ეს არ არის ექიმის ზუსტი მითითება;

დაუშვებელია მედიკამენტის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

მედიკამენტი ინახება მშრალ ადგილას, 25⁰C ტემპერატურის ქვემოთ;

პროდუქტი არის აალებადი. ინახება ცეცხლის ალისგან და/ან მაღალი ტემპერატურისაგან შორს. დაუშვებელია სიგარეტის მოკიდება ან ცეცხლის ალთან მიახლოება, სანამ პრეპარატი სრულად არ გაშრება.

დამატებითი ინფორმაცია

აქტიური ნივთიერების გარდა, მედიკამენტი, ასევე, შეიცავს:

პროპილენის გლიკოლს, 95%-იან სპირტს, გამოხდილ წყალს, დექსპანთენოლს.

მედიკამენტის ფორმა და შეფუთვა

შეფუთვაში მოთავსებულია სპრეის ბოთლი, რომელიც შეიცავს 80 მლ ხსნარს, ასევე, გრძელი სპრეის გამფრქვევი.

მწარმოებელი და ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი:

Trima, Israel Pharmaceutical Products Ltd., Maabarot 4023000, Israel.

ტრიმა, ისრაელ ფარმაცეუთიქალ პროდაქთს ლტდ., მააბაროტი 4023000, ისრაელი

ინსტრუქცია შემოწმებული და დამტკიცებულია ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მიერ 2016 წლის ივლისში.

ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს წამლების ეროვნულ რეესტრში მედიკამენტის რეგისტრაციის ნომერი: 049.97.26155.00

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა