პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ვიტამინები

მილგამა

MILGAMMA®

ურეცეპტოდ100მგ + 100მგინსტრუქცია ქართულადგერმანია
რისთვის გამოიყენება

მილგამას ინიშნება შემდეგი მდგომარეობების დროს: B1 და B6 ვიტამინების დეფიციტის მკურნალობა, თუ საკვებით მისი ანაზღაურება ვერ ხერხდება. …

სრულად
ფორმა და შეფუთვა
100მგ + 100მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №30 (2X15)
მწარმოებელი
Wörwag Pharma Production GmbH & Co. KG, გერმანია
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ვიტამინები, ვიტამინი B1 კომბინაციაში B6 და/ან B12 ვიტამინებთან
ATC კოდი
A11DB
რეგისტრაციის ნომერი
რ-043922
რეგისტრირებულია
26 აგვისტო 2025, მოქმედებს 26 აგვისტო 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Wörwag Pharma GmbH & Co. KG (გერმანია)
განმცხადებელი
სს „გეფა“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებამილგამა და სხვა წამალი ერთად

მილგამა — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

მილგამას ინიშნება შემდეგი მდგომარეობების დროს:

B1 და B6 ვიტამინების დეფიციტის მკურნალობა, თუ საკვებით მისი ანაზღაურება ვერ ხერხდება.

B1 და B6 ვიტამინების დეფიციტთან დაკავშირებული ნევროლოგიური დარღვევების მკურნალობა, როგორიცაა დიაბეტური ან ალკოჰოლური პოლინეიროპათია, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს კიდურებში მგრძნობელობის დარღვევით (მაგ.: ტკივილი, ჩხვლეტა, დაბუჟება).

მილგამა ინიშნება მოზრდილებში.

მიღების წესი და დოზირება

ყოველთვის მიიღეთ ეს წამალი თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის რეკომენდაციების შესაბამისად. თუ გაქვთ კითხვები და მერყეობთ, ინფორმაცია გადაამოწმეთ თქვენს ექიმთან და ფარმაცევტთან.

B1 და B6 ვიტამინების დეფიციტის მკურნალობა

თუ სხვაგვარად არ არის დანიშნული, მიიღება 1 გარსით დაფარული ტაბლეტი დღეში (100 მგ ბენფოთიამინი და 100 მგ პირიდოქსინი). მწვავე ან უფრო მძიმე შემთხვევებში, ექიმთან კონსულტაციის შემდეგ, დოზა შეიძლება გაიზარდოს 1 გარსით დაფარულ ტაბლეტი დღეში სამჯერ (300 მგ ბენფოთიამინი და 300 მგ პირიდოქსინი).

B1 და B6 ვიტამინების დეფიციტთან დაკავშირებული ნევროლოგიური დარღვევების მკურნალობა

1 გარსით დაფარული ტაბლეტი დღეში სამჯერ (300 მგ ბენფოთიამინი და 300 მგ პირიდოქსინი დღეში). მაქსიმუმ 4 კვირის შემდეგ, ექიმმა უნდა გადაწყვიტოს, რეკომენდებულია თუ არა ამ დოზის მიღება უფრო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, თუ დოზა უნდა შემცირდეს დოზამდე: 1 გარსით დაფარული ტაბლეტი დღეში (100 მგ ბენფოთიამინი და 100 მგ პირიდოქსინი დღეში), რათა შემცირდეს B6 ვიტამინთან დაკავშირებული ნეიროპათიის რისკი.

საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა, თუ პაციენტი თავს უკეთ არ გრძნობს ან მდგომარეობა გაუარესდა.

ბავშვები და მოზარდები

მილგამა არ არის განკუთვნილი 18 წლამდე ასაკის ბავშვებისა და მოზარდებისთვის.

ხანდაზმული პაციენტები

როგორც წესი, ხანდაზმულ პაციენტებიში დოზის კორექცია საჭირო არ არის.

თირკმელების ფუნქციის დარღვევა

თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის.

მიმართეთ თქვენ ექიმს თუ გაქვთ რაიმე ტიპის ღვიძლის პრობლემები.

მიღების წესი

მილგამა უნდა გადაყლაპოთ ჭიქა წყალთან ერთად, კვების წინ.

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი მილგამა:

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი მილგამა, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს, რომელიც გაგიწევთ კონსულტაციას საჭირო ზომების შესახებ. ბენფოთიამინის ან პირიდოქსინის დოზის გადაჭარბების შემთხვევები დიდი დოზის ერთჯერადი მიღების შემდეგ არ დაფიქსირებულა.

თუ დაგავიწყდათ მილგამას მიღება

არ მიიღოთ ორმაგი დოზა, თუ დაგავიწყდათ წინა დოზა.

თუ შეწყვეტთ მილგამას მიღებას

თუ შეწყვეტთ მკურნალობას, თერაპიულ ეფექტს აყენებთ რისკის ქვეშ. თუ შეამჩნევთ უსიამოვნო გვერდით მოვლენებს, მიმართეთ ექიმს შემდგომი მკურნალობის შესახებ.

უკუჩვენებები

თუ გაქვთ ალერგია ბენფოთოამინის, თიამინის, პირიდოქსინის ჰიდროქლორიდის ან წამლის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ.

გაესაუბრეთ ექიმს მილგამას მიღებამდე.

პრეპარატის ხანგრძლივმა მიღებამ (6 თვეზე მეტი დროის განმავლობაში) შეიძლება გამოიწვიოს ნეიროპათიის განვითარება.

სიფრთხილის ზომები

მილგამა არ უნდა დაინიშნოს პაციენტებში თანდაყოლილი ფრუქტოზის აუტანლობით, გლუკოზო-გალაქტოზას მალბასორბციით ან საქაროზა-იზომალტაზას დეფიციტით.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

უთხარით თქვენ ექიმს, თუ იღებდით, იღებთ ან შეიძლება მიიღით რაიმე სხვა პრეპარატი.

B6 ვიტამინის მიღება არ უნდა მოხდეს ლევოდოფასთან (პარკინსონის დაავადების სამკურნალო საშუალება) ერთად, ვინაიდან თერაპიულმა დოზებმა შეიძლება შეამცირონ ლევოდოფას ეფექტი.

ერთდროული მიღება პირიდოქსინის ანტაგონისტების, როგორიცაა

ალკოჰოლი,

ჰიდრალაზინი (მაღალი წნევის სამკურნალო საშუალება),

იზონიაზიდი (ტუბერკულოზის სამკურნალო საშუალება),

d-პენიცილინამინი (ართრიტის სამკურნალო საშუალება),

ციკლოსერინი (ბაქტერიული ინფექციის სამკურანლო ანტიბიოტიკი)

ასევე ესტროგენების შემცველი პერორალური კონტრაცეპტივების ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს B6 ვიტამინის დეფიციტი.

თიამინი ინაქტივირდება 5-ფტორურაცილით, რომელიც ბლოკავს თიამინის ფოსფორილირებას. თიამინი შეუთავსებელია მჟანგავ და აღმდგენ ნივთიერებებთან, აგრეთვე ფენობარბიტალთან, რიბოფლავინთან, ბენზილპენიცილინთან და დექსტროზასთან.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვების პერიოდში, ფიქრობთ რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევა ჰკითხეთ ექიმს. არ არის საკმარისი მონაცემები, ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში, შესაბამისად მისი მიღება უნდა მოხდეს მხოლოდ ექიმის დანიშნულების შესაბამისად, თუ ეს აუცილებელია.

არ არის რეკომენდებული პრეპარატის მიღება ორსულობის დროს. B1 და B6 ვიტამინები აღწევენ დედის რძეში. B6 ვიტამინი აფერხებს რძის გამომუშავებას.

ეფექტები ავტომობილისა და სხვა მექანიზმებთან მართვის უნარზე

მილგამა არ ახდენს გავლენას ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე, რომლებიც საჭიროებენ განსაკუთრბულ ყურადღებას.

მილგამა შეიცავს საქაროზას (შაქარს) და ნატრიუმს

მილგამას მიღება უნდა მოხდეს მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ, თუ პაციენტს დადგენილი აქვს გარკვეული შაქრების აუტანლობა.

ეს მედიკამენტი შეიცავს 1 მმოლზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს დოზის ერთეულში, ანუ ის ფაქტობრივად „ნატრიუმისგან თავისუფალია“.

გვერდითი მოვლენები

იმუნური სისტემის დარღვევები:

ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები (კანის რეაქციები, ჭინჭრის ციება, ეგზანთემა, ანაფილაქსიური შოკი).

ნერვული სისტემის მხრივ დარღვევები:

თავბრუსხვევა, ცნობიერების დაბინდვა, პრეპარატის ხანგრძლივმა მიღებამ (6 თვეზე მეტი დროის განმავლობაში) შეიძლება გამოიწვიოს სენსორული ნეიროპათიის განვითარება.

კუჭ-ნაწლავის მხრივ დარღვევები:

გულისრევა ან კუჭ-ნაწლავის სხვა ჩივილები.

მოსალოდნელი გვერდითი ეფექტების შეტყობინება

პრეპარატს ბაზარზე დაშვების შემდეგ აუცილებელია მოსალოდნელი გვერდითი ეფექტების შესახებ მონაცემების შეგროვება. ეს საშუალებას იძლევა, მუდმივად ხდებოდეს სარგებელი/რისკის მონიტორინგი. ჯანდაცვის სისტემის პროფესიონალებმა უნდა შეტყობინონ ნებისმიერი სავარაუდო გვერდითი ეფექტის შესახებ სსიპ, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს (regagency@moh, gov.ge)

ჭარბი დოზა

ბენფოთიამინის პერორალურ მიღება არ იწვევს დოზის გადაჭარბების სიმპტომებს.

B6 ვიტამინის მაღალმა დოზებმა (1000 მგ-ზე მეტი დღეში) შეიძლება გამოიწვიოს ნეიროტოქსიკური ეფექტი, პირიდოქსინის დღეში 100 მგ დოზი ხანგრძლივმა გამოყენებამ (6 თვეზე მეტი დროის განმავლობაში) შეიძლება გამოიწვიოს ნეიროპათიის განვითარება.

დოზის გადაჭარბება გამოვლინდა სენსორული ნევროპათიით, ზოგჯერ ატაქსიით. პირიდოქსინის განსაკუთრებით მაღალმა დოზებმა შეიძლება გამოიწვიოს კრუნჩხვები.

ახალშობილებსა და ჩვილ ბავშვებში შეიძლება განვითარდეს სედაციური ეფექტი, ჰიპოტენზია და რესპირატორული დარღვევები (დისპნოე, აპნოე).

დოზის გადაჭარბების დროს სამკურნალო ღონისძიებებია: 150 მგ/კგ სხეულის წონაზე მეტი დოზით პირიდქსინის ჰიდროქლორიდის მიღებისას საჭიროა ღებინების გამოწვევა და გააქტივებული ნახშირის მიცემა. ღებინება ყველაზე ეფექტურია პირიდოქსინის მიღებიდან პირველი 30 წუთის ფარგლებში. ზოგჯერ შეიძლება საჭირო გახდეს ინტენსიური თერაპია.

შემადგენლობა

თითოეული გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს:

აქტიური ნივთიერებები - ბენფოთიამინი 100 მგ, პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი 100 მგ, დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, ნატრიუმის კროსკარმელოზა, პოვიდონი K-30, გრძელჯაჭვიანი პარციალური გლიცერიდები, ტალკი.

გარსის შემადგენლობა: შელაკი, საქაროზა, კალციუმის კარბონატი (E170), ტალკი, აკაციის ფხვნილი, სიმინდის სახამებელი, ტიტანის დიოქსიდი (E171), ტალკი, სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, პოვიდონი K30, მაკროგოლი 6000, 85% გლიცერინი, პოლისორბატი 80, გლიკოლის მთის ცვილი.

აღწერა

მრგვალი ორმხრივამოზნექილი თეთრი ფერის, გარსით დაფარული ტაბლეტები გლუვი ზედაპირით; დასაშვებია ტაბლეტები იყოს უსწორმასწორო, ხორკლიანი და ოდნავ დაწინკწლული.

შენახვის პირობები

დაუშვებელია კოლოფზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ გამოყენება.

შენახვის პირობები

ინახება ოთახის ტემპერატურაზე, არაუმეტეს 25°C.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

განმცხადებელი (სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი)

Wörwag Pharma GmbH & Co.KG

Flugfeld alee 24,

71034 Böblingen

Germany

ვოერვაგ ფარმა გმბჰ და კო.კგ

ფლუგფელდ ალეე 24,

71034 ბობლინგენი,

გერმანია

ფარმაკოლოგიური თვისებები

ATC კოდი: A11DB

ფარმაკოლოგიური თვისებები

თიამინი და მისი ფოსფორილირებული წარმოებულები ფართოდ გავრცელებულია მცენარეთა და ცხოველთა სამყაროში. მოზრდილი ადამიანის ორგანიზმი შეიცავს დაახლოებით 30 მგ თიამინს. თიამინის დეფიციტი ხშირად გვხვდება ალკოჰოლის ბოროტად მოხმარებისას, ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში, კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე ოპერაციის შემდეგ, არასაკმარისი კვების ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ, მალსაბსორბციის ან პარენტერალური კვების შემდეგ. B1 ვიტამინი დეფიციტის პროფილაქტიკისათვის მისი ყოველდღიური მიღება უნდა იყოს 1.3-1.5 მგ დღეში მამაკაცებისათვის, და 1.1-1.3 მგ ქალებისათვის. ორსულობის დროს დამატებით საჭიროა 0.3 მგ B1 ვიტამინი დღეში, ხოლო ლაქტაციის დროს საჭიროა 0.6 მგ დღეში.

B1 ვიტამინის შემცველობა ადამიანის ორგანიზმში შეადგენს 40-150 მ-სგ. ყოველდღიურად თირკმლით გამოიყოფა 1.7-2.6 მგ. B1 ვიტამინის აუცილებელი ყოველდღიური რაოდენობა დამოკიდებულია ცილოვანი ცვლის ინტენსივობაზე, მისი დეფიციტის პროფილაქტიკა ხდება მამაკაცებში 2.3 მგ დღეში სადღეღამისო დოზით, ხოლო ქალებში - 2.0 მგ-ით. ორსულობის დროს საჭირო დამატებითი რაოდენობაა 1.0 მგ პირიდოქსინი დღეში, ხოლო ლაქტაციის პერიოდში - 0.6 მგ პირიდოქსინი.

B1 და B6 ვიტამინები განეკუთვნება B ჯგუფის ვიტამინური კომპლექსის აუცილებელ ვიტამინებს. ადამიანის ორგანიზმში ამ ვიტამინების მნიშვნელოვანი რეზერვების არარსებობის გამო, მათი მიღება უნდა მოხდეს ყოველდღიურად. პირიდოქსინი, პირიდოქსალი და პირიდოქსამინი ფართოდაა წარმოდგენილი მცენარეული და ცხოველური წარმოშობის პროდუქტებში. B1 და B6 ვიტამინების დეფიციტი შეიძლება განისაზღვროს ბიოქიმიური მეთოდების გამოყენებით.

თიამინის ბიოლოგიურად აქტიური წარმოებულები - თიამინპიროფოსფატი და თიამინტრიფოსფატი - მთავარ როლს ასრულებენ ნახშირწყლების მეტაბოლიზმში, რამდენადაც ისინი არიან პირუვატდეკარბოქსილაზას, 2-ოქსოგლუტარატ დეჰიდროგენაზას და ტრანსკეტოლაზას კოფერმენტები. პენტოზოფოსფატურ ციკლში თიამინპიროფოსფატი მონაწილეობს ალდეჰიდური ჯგუფების ტრანსპორტირებაში.

პირიდოქსინი მისი ფოსფორილირებული ფორმით (პირიდოქსალ-5-ფოსფატი) წარმოადგენს მრავალი ფერმენტის კოენზიმს, რამდენადაც ის მონაწილეობს ძირითადად ამინომჟავების, და ასევე ნახშირწყლებისა და ცხიმების მეტაბოლიზმში.

დამტკიცებულია ორივე ვიტამინის ანალგეზიური ეფექტი ცხოველებზე ჩატარებული ექსპერიმენტებით.

ფარმაკოკინეტიკა

თიამინი აბსორბირდება წვრილ ნაწლავში აქტიური ტრანსპორტირების გზით 2 მმოლ-ზე ნაკლებ კონცენტრაციაზე, და დიფუზიის გზით - 2 მმოლ-ზე მეტ კონცენტრაციაზე. ბენფოთიამინი არის B1 ვიტამინის ცხიმში ხსნადი პრეკურსორი, რაც უზრუნველყოფს მის მნიშვნელოვნად უფრო მაღალ ბიოშეღწევადობას წყალში ხსნად თიამინის მარილებთან შედარებით. ბენფოთიამინი თითქმის მთლიანად აბსორბირდება თორმეტგოჯა ნაწლავში და წვრილი ნაწლავის ზედა და შუა ნაწილებში და ფოსფორილირდება ბიოლოგიურად აქტიურ თიამინდიფოსფატად და თიამინტრიფოსფატად. თიამინი აღწევს ჰემატოენცეფალურ და პლაცენტარულ ბარიერებში და აღმოჩენილია დედის რძეში. თიამინი გამოიყოფა შარდით ალფა-ფაზაში 0.15 საათის შემდეგ, ბეტა-ფაზაში 1 საათის შემდეგ, და ტერმინალურ ფაზაში -2 დღის განმავლობაში. ძირითად მეტაბოლიტებს წარმოადგენენ თიამინ კარბოქსილის მჟავა, პირამინი და ზოგიერთი უცნობი მეტაბოლიტები. თიამინი გამოიყოფა შარდში.

პირიდოქსინი აბსორბირდება წვრილი ნაწლავის ზედა ნაწილებში, ნაწილდება მთელ ორგანიზმში, აღწევს პლაცენტაში და გვხვდება დედის რძეში. პირიდოქსინის სატრანსპორტო ფორმას უკავშირდება ალბუმინს.

პირიდოქსალ-5-ფოსფატი - უჯრედის მემბრანის გასავლელად ტუტე ფოსფატაზის ზემოქმედებით პირიდოქსალ-5-ფოსფატი ჰიდროლიზდება პირადოქსალად. აბსორბირებული პირიდოქსინი გამოიყოფა ორგანიზმიდან შარდით აბსორბციიდან 2-5 საათის განმავლობაში.

რა არის მილგამა და გამოყენების ჩვენება

მილგამა შეიცავს ბენფოთიამინს B1 ვიტამინის დერივატს, რომელიც კუჭში მოხვედრისას გარდაიქმნება B1 ვიტამინად და პირიდოქსინის ჰიდროქლორიდად, რომელიც თავის მხრივ არის B6 ვიტამინის ფორმა.

მოსახლეობის უმეტესობა B1 და B6 ვიტამინებს იღებს საკვებიდან, მაგრამ თუ თქვენ გადაიტანეთ კუჭის ან ნაწლავის ქირურგიული ოპერაცია, ან გაქვთ ნაწლავის რაიმე ტიპის დაავადება, ან შემზღუდავი დიეტა, ან ხართ თირკმლის დიალიზზე, ან გჭირთ დიაბეტი ან ალკოჰოლიზმი, შესაძლოა გქონდეთ B1 და B6 ვიტამინების დეფიციტი.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია

მილგამა

სავაჭრო დასახელება: მილგამა

INN (საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება): არ არის მოწოდებული

ფარმაცევტული ფორმა: გარსით დაფარული ტაბლეტები

შემადგენლობა:

თითოეული გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს:

აქტიური ნივთიერებები - ბენფოთიამინი 100 მგ, პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი 100 მგ, დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, ნატრიუმის კროსკარმელოზა, პოვიდონი K-30, გრძელჯაჭვიანი პარციალური გლიცერიდები, ტალკი.

გარსის შემადგენლობა: შელაკი, საქაროზა, კალციუმის კარბონატი (E170), ტალკი, აკაციის ფხვნილი, სიმინდის სახამებელი, ტიტანის დიოქსიდი (E171), ტალკი, სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, პოვიდონი K30, მაკროგოლი 6000, 85% გლიცერინი, პოლისორბატი 80, გლიკოლის მთის ცვილი.

აღწერა

მრგვალი ორმხრივამოზნექილი თეთრი ფერის, გარსით დაფარული ტაბლეტები გლუვი ზედაპირით; დასაშვებია ტაბლეტები იყოს უსწორმასწორო, ხორკლიანი და ოდნავ დაწინკწლული.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი - ვიტამინები.

ATC კოდი: A11DB

ფარმაკოლოგიური თვისებები

თიამინი და მისი ფოსფორილირებული წარმოებულები ფართოდ გავრცელებულია მცენარეთა და ცხოველთა სამყაროში. მოზრდილი ადამიანის ორგანიზმი შეიცავს დაახლოებით 30 მგ თიამინს. თიამინის დეფიციტი ხშირად გვხვდება ალკოჰოლის ბოროტად მოხმარებისას, ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში, კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე ოპერაციის შემდეგ, არასაკმარისი კვების ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ, მალსაბსორბციის ან პარენტერალური კვების შემდეგ. B1 ვიტამინი დეფიციტის პროფილაქტიკისათვის მისი ყოველდღიური მიღება უნდა იყოს 1.3-1.5 მგ დღეში მამაკაცებისათვის, და 1.1-1.3 მგ ქალებისათვის. ორსულობის დროს დამატებით საჭიროა 0.3 მგ B1 ვიტამინი დღეში, ხოლო ლაქტაციის დროს საჭიროა 0.6 მგ დღეში.

B1 ვიტამინის შემცველობა ადამიანის ორგანიზმში შეადგენს 40-150 მ-სგ. ყოველდღიურად თირკმლით გამოიყოფა 1.7-2.6 მგ. B1 ვიტამინის აუცილებელი ყოველდღიური რაოდენობა დამოკიდებულია ცილოვანი ცვლის ინტენსივობაზე, მისი დეფიციტის პროფილაქტიკა ხდება მამაკაცებში 2.3 მგ დღეში სადღეღამისო დოზით, ხოლო ქალებში - 2.0 მგ-ით. ორსულობის დროს საჭირო დამატებითი რაოდენობაა 1.0 მგ პირიდოქსინი დღეში, ხოლო ლაქტაციის პერიოდში - 0.6 მგ პირიდოქსინი.

B1 და B6 ვიტამინები განეკუთვნება B ჯგუფის ვიტამინური კომპლექსის აუცილებელ ვიტამინებს. ადამიანის ორგანიზმში ამ ვიტამინების მნიშვნელოვანი რეზერვების არარსებობის გამო, მათი მიღება უნდა მოხდეს ყოველდღიურად. პირიდოქსინი, პირიდოქსალი და პირიდოქსამინი ფართოდაა წარმოდგენილი მცენარეული და ცხოველური წარმოშობის პროდუქტებში. B1 და B6 ვიტამინების დეფიციტი შეიძლება განისაზღვროს ბიოქიმიური მეთოდების გამოყენებით.

თიამინის ბიოლოგიურად აქტიური წარმოებულები - თიამინპიროფოსფატი და თიამინტრიფოსფატი - მთავარ როლს ასრულებენ ნახშირწყლების მეტაბოლიზმში, რამდენადაც ისინი არიან პირუვატდეკარბოქსილაზას, 2-ოქსოგლუტარატ დეჰიდროგენაზას და ტრანსკეტოლაზას კოფერმენტები. პენტოზოფოსფატურ ციკლში თიამინპიროფოსფატი მონაწილეობს ალდეჰიდური ჯგუფების ტრანსპორტირებაში.

პირიდოქსინი მისი ფოსფორილირებული ფორმით (პირიდოქსალ-5-ფოსფატი) წარმოადგენს მრავალი ფერმენტის კოენზიმს, რამდენადაც ის მონაწილეობს ძირითადად ამინომჟავების, და ასევე ნახშირწყლებისა და ცხიმების მეტაბოლიზმში.

დამტკიცებულია ორივე ვიტამინის ანალგეზიური ეფექტი ცხოველებზე ჩატარებული ექსპერიმენტებით.

ფარმაკოკინეტიკა

თიამინი აბსორბირდება წვრილ ნაწლავში აქტიური ტრანსპორტირების გზით 2 მმოლ-ზე ნაკლებ კონცენტრაციაზე, და დიფუზიის გზით - 2 მმოლ-ზე მეტ კონცენტრაციაზე. ბენფოთიამინი არის B1 ვიტამინის ცხიმში ხსნადი პრეკურსორი, რაც უზრუნველყოფს მის მნიშვნელოვნად უფრო მაღალ ბიოშეღწევადობას წყალში ხსნად თიამინის მარილებთან შედარებით. ბენფოთიამინი თითქმის მთლიანად აბსორბირდება თორმეტგოჯა ნაწლავში და წვრილი ნაწლავის ზედა და შუა ნაწილებში და ფოსფორილირდება ბიოლოგიურად აქტიურ თიამინდიფოსფატად და თიამინტრიფოსფატად. თიამინი აღწევს ჰემატოენცეფალურ და პლაცენტარულ ბარიერებში და აღმოჩენილია დედის რძეში. თიამინი გამოიყოფა შარდით ალფა-ფაზაში 0.15 საათის შემდეგ, ბეტა-ფაზაში 1 საათის შემდეგ, და ტერმინალურ ფაზაში -2 დღის განმავლობაში. ძირითად მეტაბოლიტებს წარმოადგენენ თიამინ კარბოქსილის მჟავა, პირამინი და ზოგიერთი უცნობი მეტაბოლიტები. თიამინი გამოიყოფა შარდში.

პირიდოქსინი აბსორბირდება წვრილი ნაწლავის ზედა ნაწილებში, ნაწილდება მთელ ორგანიზმში, აღწევს პლაცენტაში და გვხვდება დედის რძეში. პირიდოქსინის სატრანსპორტო ფორმას უკავშირდება ალბუმინს.

პირიდოქსალ-5-ფოსფატი - უჯრედის მემბრანის გასავლელად ტუტე ფოსფატაზის ზემოქმედებით პირიდოქსალ-5-ფოსფატი ჰიდროლიზდება პირადოქსალად. აბსორბირებული პირიდოქსინი გამოიყოფა ორგანიზმიდან შარდით აბსორბციიდან 2-5 საათის განმავლობაში.

რა არის მილგამა და გამოყენების ჩვენება

მილგამა შეიცავს ბენფოთიამინს B1 ვიტამინის დერივატს, რომელიც კუჭში მოხვედრისას გარდაიქმნება B1 ვიტამინად და პირიდოქსინის ჰიდროქლორიდად, რომელიც თავის მხრივ არის B6 ვიტამინის ფორმა.

მოსახლეობის უმეტესობა B1 და B6 ვიტამინებს იღებს საკვებიდან, მაგრამ თუ თქვენ გადაიტანეთ კუჭის ან ნაწლავის ქირურგიული ოპერაცია, ან გაქვთ ნაწლავის რაიმე ტიპის დაავადება, ან შემზღუდავი დიეტა, ან ხართ თირკმლის დიალიზზე, ან გჭირთ დიაბეტი ან ალკოჰოლიზმი, შესაძლოა გქონდეთ B1 და B6 ვიტამინების დეფიციტი.

ჩვენებები

მილგამას ინიშნება შემდეგი მდგომარეობების დროს:

B1 და B6 ვიტამინების დეფიციტის მკურნალობა, თუ საკვებით მისი ანაზღაურება ვერ ხერხდება.

B1 და B6 ვიტამინების დეფიციტთან დაკავშირებული ნევროლოგიური დარღვევების მკურნალობა, როგორიცაა დიაბეტური ან ალკოჰოლური პოლინეიროპათია, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს კიდურებში მგრძნობელობის დარღვევით (მაგ.: ტკივილი, ჩხვლეტა, დაბუჟება).

მილგამა ინიშნება მოზრდილებში.

უკუჩვენებები

მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის აქტიური და დამხმარე ნივთიერებების მიმართ.

მილგამა უკუნაჩვენებია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

ბავშვთა ასაკი, ამ პოპულაციის ჯგუფში მონაცემების არარსებობის გამო.

გამოყენების მეთოდი და დოზირება

ყოველთვის მიიღეთ ეს წამალი თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის რეკომენდაციების შესაბამისად. თუ გაქვთ კითხვები და მერყეობთ, ინფორმაცია გადაამოწმეთ თქვენს ექიმთან და ფარმაცევტთან.

B1 და B6 ვიტამინების დეფიციტის მკურნალობა

თუ სხვაგვარად არ არის დანიშნული, მიიღება 1 გარსით დაფარული ტაბლეტი დღეში (100 მგ ბენფოთიამინი და 100 მგ პირიდოქსინი). მწვავე ან უფრო მძიმე შემთხვევებში, ექიმთან კონსულტაციის შემდეგ, დოზა შეიძლება გაიზარდოს 1 გარსით დაფარულ ტაბლეტი დღეში სამჯერ (300 მგ ბენფოთიამინი და 300 მგ პირიდოქსინი).

B1 და B6 ვიტამინების დეფიციტთან დაკავშირებული ნევროლოგიური დარღვევების მკურნალობა

1 გარსით დაფარული ტაბლეტი დღეში სამჯერ (300 მგ ბენფოთიამინი და 300 მგ პირიდოქსინი დღეში). მაქსიმუმ 4 კვირის შემდეგ, ექიმმა უნდა გადაწყვიტოს, რეკომენდებულია თუ არა ამ დოზის მიღება უფრო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, თუ დოზა უნდა შემცირდეს დოზამდე: 1 გარსით დაფარული ტაბლეტი დღეში (100 მგ ბენფოთიამინი და 100 მგ პირიდოქსინი დღეში), რათა შემცირდეს B6 ვიტამინთან დაკავშირებული ნეიროპათიის რისკი.

საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა, თუ პაციენტი თავს უკეთ არ გრძნობს ან მდგომარეობა გაუარესდა.

ბავშვები და მოზარდები

მილგამა არ არის განკუთვნილი 18 წლამდე ასაკის ბავშვებისა და მოზარდებისთვის.

ხანდაზმული პაციენტები

როგორც წესი, ხანდაზმულ პაციენტებიში დოზის კორექცია საჭირო არ არის.

თირკმელების ფუნქციის დარღვევა

თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის.

მიმართეთ თქვენ ექიმს თუ გაქვთ რაიმე ტიპის ღვიძლის პრობლემები.

მიღების წესი

მილგამა უნდა გადაყლაპოთ ჭიქა წყალთან ერთად, კვების წინ.

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი მილგამა:

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი მილგამა, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს, რომელიც გაგიწევთ კონსულტაციას საჭირო ზომების შესახებ. ბენფოთიამინის ან პირიდოქსინის დოზის გადაჭარბების შემთხვევები დიდი დოზის ერთჯერადი მიღების შემდეგ არ დაფიქსირებულა.

თუ დაგავიწყდათ მილგამას მიღება

არ მიიღოთ ორმაგი დოზა, თუ დაგავიწყდათ წინა დოზა.

თუ შეწყვეტთ მილგამას მიღებას

თუ შეწყვეტთ მკურნალობას, თერაპიულ ეფექტს აყენებთ რისკის ქვეშ. თუ შეამჩნევთ უსიამოვნო გვერდით მოვლენებს, მიმართეთ ექიმს შემდგომი მკურნალობის შესახებ.

სიფრთხილის ზომები

მილგამა არ უნდა დაინიშნოს პაციენტებში თანდაყოლილი ფრუქტოზის აუტანლობით, გლუკოზო-გალაქტოზას მალბასორბციით ან საქაროზა-იზომალტაზას დეფიციტით.

არ მიიღოთ მილგამა

თუ გაქვთ ალერგია ბენფოთოამინის, თიამინის, პირიდოქსინის ჰიდროქლორიდის ან წამლის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ.

გაესაუბრეთ ექიმს მილგამას მიღებამდე.

პრეპარატის ხანგრძლივმა მიღებამ (6 თვეზე მეტი დროის განმავლობაში) შეიძლება გამოიწვიოს ნეიროპათიის განვითარება.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან

უთხარით თქვენ ექიმს, თუ იღებდით, იღებთ ან შეიძლება მიიღით რაიმე სხვა პრეპარატი.

B6 ვიტამინის მიღება არ უნდა მოხდეს ლევოდოფასთან (პარკინსონის დაავადების სამკურნალო საშუალება) ერთად, ვინაიდან თერაპიულმა დოზებმა შეიძლება შეამცირონ ლევოდოფას ეფექტი.

ერთდროული მიღება პირიდოქსინის ანტაგონისტების, როგორიცაა

ალკოჰოლი,

ჰიდრალაზინი (მაღალი წნევის სამკურნალო საშუალება),

იზონიაზიდი (ტუბერკულოზის სამკურნალო საშუალება),

d-პენიცილინამინი (ართრიტის სამკურნალო საშუალება),

ციკლოსერინი (ბაქტერიული ინფექციის სამკურანლო ანტიბიოტიკი)

ასევე ესტროგენების შემცველი პერორალური კონტრაცეპტივების ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს B6 ვიტამინის დეფიციტი.

თიამინი ინაქტივირდება 5-ფტორურაცილით, რომელიც ბლოკავს თიამინის ფოსფორილირებას. თიამინი შეუთავსებელია მჟანგავ და აღმდგენ ნივთიერებებთან, აგრეთვე ფენობარბიტალთან, რიბოფლავინთან, ბენზილპენიცილინთან და დექსტროზასთან.

ორსულობა და ლაქტაცია

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვების პერიოდში, ფიქრობთ რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევა ჰკითხეთ ექიმს. არ არის საკმარისი მონაცემები, ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში, შესაბამისად მისი მიღება უნდა მოხდეს მხოლოდ ექიმის დანიშნულების შესაბამისად, თუ ეს აუცილებელია.

არ არის რეკომენდებული პრეპარატის მიღება ორსულობის დროს. B1 და B6 ვიტამინები აღწევენ დედის რძეში. B6 ვიტამინი აფერხებს რძის გამომუშავებას.

ეფექტები ავტომობილისა და სხვა მექანიზმებთან მართვის უნარზე

მილგამა არ ახდენს გავლენას ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე, რომლებიც საჭიროებენ განსაკუთრბულ ყურადღებას.

მილგამა შეიცავს საქაროზას (შაქარს) და ნატრიუმს

მილგამას მიღება უნდა მოხდეს მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ, თუ პაციენტს დადგენილი აქვს გარკვეული შაქრების აუტანლობა.

ეს მედიკამენტი შეიცავს 1 მმოლზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს დოზის ერთეულში, ანუ ის ფაქტობრივად „ნატრიუმისგან თავისუფალია“.

გვერდითი მოვლენები

იმუნური სისტემის დარღვევები:

ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები (კანის რეაქციები, ჭინჭრის ციება, ეგზანთემა, ანაფილაქსიური შოკი).

ნერვული სისტემის მხრივ დარღვევები:

თავბრუსხვევა, ცნობიერების დაბინდვა, პრეპარატის ხანგრძლივმა მიღებამ (6 თვეზე მეტი დროის განმავლობაში) შეიძლება გამოიწვიოს სენსორული ნეიროპათიის განვითარება.

კუჭ-ნაწლავის მხრივ დარღვევები:

გულისრევა ან კუჭ-ნაწლავის სხვა ჩივილები.

მოსალოდნელი გვერდითი ეფექტების შეტყობინება

პრეპარატს ბაზარზე დაშვების შემდეგ აუცილებელია მოსალოდნელი გვერდითი ეფექტების შესახებ მონაცემების შეგროვება. ეს საშუალებას იძლევა, მუდმივად ხდებოდეს სარგებელი/რისკის მონიტორინგი. ჯანდაცვის სისტემის პროფესიონალებმა უნდა შეტყობინონ ნებისმიერი სავარაუდო გვერდითი ეფექტის შესახებ სსიპ, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს (regagency@moh, gov.ge)

დოზის გადაჭარბება

ბენფოთიამინის პერორალურ მიღება არ იწვევს დოზის გადაჭარბების სიმპტომებს.

B6 ვიტამინის მაღალმა დოზებმა (1000 მგ-ზე მეტი დღეში) შეიძლება გამოიწვიოს ნეიროტოქსიკური ეფექტი, პირიდოქსინის დღეში 100 მგ დოზი ხანგრძლივმა გამოყენებამ (6 თვეზე მეტი დროის განმავლობაში) შეიძლება გამოიწვიოს ნეიროპათიის განვითარება.

დოზის გადაჭარბება გამოვლინდა სენსორული ნევროპათიით, ზოგჯერ ატაქსიით. პირიდოქსინის განსაკუთრებით მაღალმა დოზებმა შეიძლება გამოიწვიოს კრუნჩხვები.

ახალშობილებსა და ჩვილ ბავშვებში შეიძლება განვითარდეს სედაციური ეფექტი, ჰიპოტენზია და რესპირატორული დარღვევები (დისპნოე, აპნოე).

დოზის გადაჭარბების დროს სამკურნალო ღონისძიებებია: 150 მგ/კგ სხეულის წონაზე მეტი დოზით პირიდქსინის ჰიდროქლორიდის მიღებისას საჭიროა ღებინების გამოწვევა და გააქტივებული ნახშირის მიცემა. ღებინება ყველაზე ეფექტურია პირიდოქსინის მიღებიდან პირველი 30 წუთის ფარგლებში. ზოგჯერ შეიძლება საჭირო გახდეს ინტენსიური თერაპია.

გამოშვების ფორმა

15 ტაბლეტი პვქ/ალუმინის ფოლგის ბლისტერზე, 2 (#30 (152)) ან 4 (#60 (154)) ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის ვადა - 5 წელი.

დაუშვებელია კოლოფზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ გამოყენება.

შენახვის პირობები

ინახება ოთახის ტემპერატურაზე, არაუმეტეს 25°C.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

განმცხადებელი (სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი)

Wörwag Pharma GmbH & Co.KG

Flugfeld alee 24,

71034 Böblingen

Germany

ვოერვაგ ფარმა გმბჰ და კო.კგ

ფლუგფელდ ალეე 24,

71034 ბობლინგენი,

გერმანია

მწარმოებელი

Wörwag Pharma Productions Gmbh & Co.KG, Germany

ვოერვაგ ფარმა ფროდაქშენზ გმბჰ და კო.კგ, გერმანია

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა