ნევროლოგიური დაავადებები B1 და B6 ვიტამინების დადასტურებული დეფიციტის დროს.
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ბენფოტიამინი (benfotiamine) + პირიდოქსინი (pyridoxine)
- ფორმა და შეფუთვა
- 100მგ + 100მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30 (3X10)
- მწარმოებელი
- WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S., თურქეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ვიტამინები, ვიტამინი B1 კომბინაციაში B6 და/ან B12 ვიტამინებთან
- ATC კოდი
- A11DB
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-036735
- რეგისტრირებულია
- 1 ნოემბერი 2022, მოქმედებს 1 ნოემბერი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S. (თურქეთი)
- განმცხადებელი
- შპს „გლობალფარმი“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
სერტოგამა — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ნევროლოგიური დაავადებები B1 და B6 ვიტამინების დადასტურებული დეფიციტის დროს.
მიღების წესი და დოზირება
თუ სხვა რამ არ არის დანიშნული ექიმის მიერ, მოზრდილებმა უნდა მიიღონ თითო ტაბლეტი დღე-ღამეში. მწვავე შემთხვევების დროს ექიმთან კონსულტაციის შემდეგ დოზა შეიძლება გაზრდილი იქნას 1 ტაბლეტამდე 3-ჯერ დღე-ღამეში.
ტაბლეტები მიიღება შიგნით, საკმარისი რაოდენობით წყლის დაყოლებით.
მკურნალობის არაუგვიანეს 4 კვირის შემდეგ ექიმმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება პრეპარატის მიღების გაგრძელების აუცილებლობის შესახებ მომატებული დოზით (1 ტაბლეტი 3-ჯერ დღე-ღამეში). თუ შესაძლებელია, დოზა უნდა შემცირდეს 1 ტაბლეტამდე დღე-ღამეში ნეიროპათიის განვითარების რისკის შემცირების მიზნით, რომელიც ასოცირებულია B6 ვიტამინის მიღებასთან.
ბავშვები და მოზარდები
პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში არ არის დადგენილი.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა თიამინის, ბენფოთიამინის, პირიდოქსინის ჰიდროქლორიდის ან პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.
სიფრთხილის ზომები
სერტოგამამ 6 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში მიღებისას შეიძლება გამოიწვიოს ნეიროპათიის განვითარება.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
პირიდოქსინის (B6 ვიტამინის) თერაპიულმა დოზებმა შეიძლება შეამცირონ ლევოდოპას ეფექტი.
პირიდოქსინის ანტაგონისტების (ჰიდრალაზინი, იზონიაზიდი, D-პენიცილინამინი, ციკლოსერინი) ერთდროულმა გამოყენებამ, ალკოჰოლის გამოყენებამ და ესტროგენების შემცველი პერორალური კონტრაცეპტივების ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს B6 ვიტამინის უკმარისობა ორგანიზმში.
თიამინი ინაქტივირდება 5-ფტორურაცილით, რომელიც კონკურენტულად აინჰიბირებს თიამინის ფოსფორილირებას თიამინდიფოსფატამდე.
ორსულობა და ძუძუთი კვება
B1 ვიტამინის რეკომენდებული სადღეღამისო დოზა ორსულობის პერიოდში შეადგენს 1,2 მგ-ს მეორე ტრიმესტრში და 1,3 მგ-ს მესამე ტრიმესტრში, B6 ვიტამინისთვის – 1,9 მგ-ს ორსულობის მეოთხე თვიდან. ორსულობის პერიოდში მითითებული დოზების გადაჭარბება შესაძლებელია მხოლოდ ორგანიზმში B1 და B6 ვიტამინების დადასტურებული დეფიციტის შემთხვევაში, რადგან რეკომენდებულზე უფრო მაღალი დღიური დოზების გამოყენების უსაფრთხოება არ არის დადგენილი.
ძუძუთი კვების პერიოდში B1 ვიტამინის რეკომენდებული დღიური დოზა შეადგენს 1,3 მგ-ს, B6 ვიტამინის - 1,9 მგ-ს. B1 და B6 ვიტამინები აღწევენ დედის რძეში. B6 ვიტამინის მაღალმა დოზებმა შეიძლება ლაქტაცია დათრგუნონ.
პრეპარატის გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს შესაძლებელია მხოლოდ მკურნალი ექიმის მიერ სარგებელი/რისკის სათანადო შეფასების შემდეგ.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
პრეპარატი არ ახდენს გავლენას ავტოტრანსპორტის ტარების და მექანიზმების მართვის უნარზე.
გვერდითი მოვლენები
ძალიან ხშირად (≥ 1/10); ხშირად (≥ 1/100, მაგრამ < 1/10); არახშირად (≥ 1/1000, მაგრამ < 1/100); იშვიათად (≥ 1/10000, მაგრამ < 1/1000); ძალიან იშვიათად (< 1/10000); სიხშირე უცნობია (ვერ შეფასდება არსებული მონაცემებით).
იმუნური სისტემის მხრივ: სიხშირე უცნობია - ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები კანისმიერი გამოვლინებებით (ჭინჭრის ციება, გამონაყარი), ანაფილაქსიური შოკი.
ნერვული სისტემის მხრივ: სიხშირე უცნობია - პრეპარატის ხანგრძლივმა მიღებამ (6 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში) შეიძლება გამოიწვიოს პერიფერიული სენსორული ნეიროპათიის განვითარება.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: სიხშირე უცნობია - კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები (გულისრევა ან სხვა ჩივილები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ), მაგრამ მიზეზობრივ-შედეგობრივი კავშირი B1 და B6 ვიტამინებთან, ასევე შესაძლო დოზადამოკიდებულება გარკვეული არ არის.
შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ
შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ სამკურნალო პრეპარატის რეგისტრაციის შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანია. თუ პაციენტს გამოუვლინდა სერიოზული არასასურველი რეაქცია სამკურნალო საშუალებაზე ან ახალი არასასურველი რეაქციის აღნიშვნის შემთხვევაში, რომელიც არ არის აღწერილი ამ ნაწილში, გთხოვთ მოახდინოთ ინფორმირება ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.
ჭარბი დოზა
სიმპტომები
ბენფოთიამინის პერორალურ მიღებას არ ახლავს დოზის გადაჭარბების მოვლენები.
B6 ვიტამინის მაღალი დოზებით (1000 მგ-ზე მეტი დღე-ღამეში) მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ნეიროტოქსიური ეფექტი. პირიდოქსინის დღე-ღამეში 100 მგ დოზით ხანგრძლივმა გამოყენებამ (6 თვეზე მეტი დროის განმავლობაში) შეიძლება გამოიწვიოს ნეიროპათიის განვითარება.
დოზის გადაჭარბება ვლინდება სენსორული პოლინეიროპათიით, შესაძლოა ატაქსიით. პირიდოქსინის განსაკუთრებით მაღალი დოზებით მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს კრუნჩხვები. ახალშობილებსა და ჩვილ ბავშვებში შეიძლება განვითარდეს სედაციური ეფექტი, ჰიპოტონია და რესპირატორული დარღვევები (დისპნოე, აპნოე).
მკურნალობა
150 მგ/კგ სხეულის წონაზე მეტი დოზით პირიდოქსინის ჰიდროქლორიდის მიღებისას საჭიროა ღებინების გამოწვევა და აქტივირებული ნახშირის მიღება. ღებინება ყველაზე ეფექტურია პრეპარატის მიღებიდან პირველი 30 წუთის განმავლობაში. ზოგჯერ შეიძლება საჭირო გახდეს ინტენსიური თერაპია.
შემადგენლობა
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს
აქტიური ნივთიერებები: ბეფოთიამინი 100 მგ, პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი 100 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: პოვიდონი К30, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, სილიციუმის
დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი.
გარსის შემადგენლობა: ოპადრი® თეთრი YS-1-7003 (ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი, მაკროგოლი, პოლისორბატი 80).
პრეპარატის ათქ კოდი А11DB
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე!
ვარგისიანობის ვადა
3 წელი წარმოების თარიღიდან.
არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
წარმოებულია
„ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ.“-ს მიერ, თურქეთი
(15 თემუზ მახ. ჯამი იოლუ ჯად. #50 გიუნეშლუ ბაგჯილარ/სტამბოლი)
„WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TİC. А.Ş.”, TURKEY
(15 Temmuz Mah. Cami Yolu Cad. No: 50 Güneşli Bağcılar / İstanbul).
ფარმაკოლოგიური თვისებები
ვიტამინი B1 ვიტამინ В6-თან და/ან ვიტამინ В12-თან კომბინაციაში.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
თიამინის შემცველობა ადამიანის ორგანიზმში შეადგენს დაახლოებით 30 მგ-ს. მეტაბოლიზმის მაღალი სიჩქარისა და თიამინის შეზღუდული დეპონირების გამო, აუცილებელია მისი ყოველდღიური მიღება საკმარისი რაოდენობით.
თიამინის დეფიციტი ხშირად ვლინდება მოზარდებში, ხანდაზმულებში, ალკოჰოლის ბოროტად გამოყენებისას, ხანგრძლივი არასრულფასოვანი კვების დროს, კალორიულ-დეფიციტური დიეტისა და პარენტერალური კვების დროს. ადამიანებში თიამინის მინიმალური მოთხოვნილება შეადგენს 0,2-0,3 მგ/1000 კკალ. დეფიციტის თავიდან ასაცილებლად ვიტამინ B1-ის ყოველდღიური გამოყენება უნდა შეადგენდეს 1,3-1,5 მგ-ს დღე-ღამეშ მამაკაცებისთვის, 1,1-1,3 მგ-ს დღე-ღამეში ქალებისთვის. ორსულობის დროს საჭიროა დამატებით 0,3 მგ ვიტამინი B1 დღე-ღამეში, ძუძუთი კვების დროს - 0,5 მგ დღე-ღამეში.
პირიდოქსინი, პირიდოქსალი და პირიდოქსამინი უხვად არის მცენარეული და ცხოველური წარმოშობის საკვებში. B6 ვიტამინის შემცველობა ადამიანის ორგანიზმში შეადგენს 40-150 მგ-ს, ყოველდღიური ექსკრეცია შარდით შეადგენს 1,7-2,6 მგ-ს, ენტეროჰეპატური ცირკულაცია შეადგენს 2,2-2,4%-ს.
ვიტამინ B6-ის მოთხოვნილება დამოკიდებულია მიღებული ცილის ოდენობაზე და იზრდება მისი მოხმარების მატებასთან ერთად. ვიტამინ B6-ზე დღიური მოთხოვნილება მამაკაცებში შეადგენს 2,3 მგ-ს დღე-ღამეში, ქალებში - 2,0 მგ-ს დღე-ღამეში. ორსულობის დროს საჭიროა დამატებით 1 მგ ვიტამინი B6 დღე-ღამეში, ძუძუთი კვების დროს - 0,6 მგ დღე-ღამეში.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
სამკურნალო პრეპარატის
სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია
სერტოგამა
სავაჭრო დასახელება
სერტოგამა, Sertogamma
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება ან ჯგუფური დასახელება
ბენფოთიამინი + პირიდოქსინი
Benfotiamine + Pyridoxine
სამკურნალო ფორმა
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.
აღწერილობა: მრგვალი ორმხრივამოზნექილი ტაბლეტები, დაფარული თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის აპკიანი გარსით, “NBP” გრავირებით ერთ მხარეს.
შემადგენლობა
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს
აქტიური ნივთიერებები: ბეფოთიამინი 100 მგ, პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი 100 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: პოვიდონი К30, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, სილიციუმის
დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი.
გარსის შემადგენლობა: ოპადრი® თეთრი YS-1-7003 (ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი, მაკროგოლი, პოლისორბატი 80).
პრეპარატის ათქ კოდი А11DB
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ვიტამინი B1 ვიტამინ В6-თან და/ან ვიტამინ В12-თან კომბინაციაში.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
თიამინის შემცველობა ადამიანის ორგანიზმში შეადგენს დაახლოებით 30 მგ-ს. მეტაბოლიზმის მაღალი სიჩქარისა და თიამინის შეზღუდული დეპონირების გამო, აუცილებელია მისი ყოველდღიური მიღება საკმარისი რაოდენობით.
თიამინის დეფიციტი ხშირად ვლინდება მოზარდებში, ხანდაზმულებში, ალკოჰოლის ბოროტად გამოყენებისას, ხანგრძლივი არასრულფასოვანი კვების დროს, კალორიულ-დეფიციტური დიეტისა და პარენტერალური კვების დროს. ადამიანებში თიამინის მინიმალური მოთხოვნილება შეადგენს 0,2-0,3 მგ/1000 კკალ. დეფიციტის თავიდან ასაცილებლად ვიტამინ B1-ის ყოველდღიური გამოყენება უნდა შეადგენდეს 1,3-1,5 მგ-ს დღე-ღამეშ მამაკაცებისთვის, 1,1-1,3 მგ-ს დღე-ღამეში ქალებისთვის. ორსულობის დროს საჭიროა დამატებით 0,3 მგ ვიტამინი B1 დღე-ღამეში, ძუძუთი კვების დროს - 0,5 მგ დღე-ღამეში.
პირიდოქსინი, პირიდოქსალი და პირიდოქსამინი უხვად არის მცენარეული და ცხოველური წარმოშობის საკვებში. B6 ვიტამინის შემცველობა ადამიანის ორგანიზმში შეადგენს 40-150 მგ-ს, ყოველდღიური ექსკრეცია შარდით შეადგენს 1,7-2,6 მგ-ს, ენტეროჰეპატური ცირკულაცია შეადგენს 2,2-2,4%-ს.
ვიტამინ B6-ის მოთხოვნილება დამოკიდებულია მიღებული ცილის ოდენობაზე და იზრდება მისი მოხმარების მატებასთან ერთად. ვიტამინ B6-ზე დღიური მოთხოვნილება მამაკაცებში შეადგენს 2,3 მგ-ს დღე-ღამეში, ქალებში - 2,0 მგ-ს დღე-ღამეში. ორსულობის დროს საჭიროა დამატებით 1 მგ ვიტამინი B6 დღე-ღამეში, ძუძუთი კვების დროს - 0,6 მგ დღე-ღამეში.
კლინიკური მონაცემები
ვიტამინები B1 და B6 B ჯგუფის ყველაზე მნიშვნელოვანი ვიტამინებია. მათი უკმარისობა შეიძლება დადგინდეს ბიოქიმიური მეთოდების დახმარებით.
B1 ვიტამინის დეფიციტის ძირითადი კრიტერიუმებია: მთლიან სისხლსა და პლაზმაში თიამინის კონცენტრაციის დაქვეითება, შარდით თიამინის ექსკრეციის დაქვეითება, ტრანსკეტოლაზას აქტივობის დაქვეითება და ერითროციტების ტრანსკეტოლაზას აქტივაციის კოეფიციენტის გაზრდა.
B6 ვიტამინის დეფიციტის კრიტერიუმებია: ქსანტურინის მჟავას ეკსკრეციის ზრდა ტრიფტოფანით დატვირთვის შემდეგ, 4-პირიდოქსინის მჟავას ეკსკრეციის დაქვეითება, შრატში პირიდოქსინისა და პირიდოქსალ-5-ფოსფატის მნიშვნელობების დაქვეითება, გლუტამატ-ოქსალოაცეტატ-ტრანსამინაზების აქტივაციის კოეფიციენტის ზრდა ერითროციტებში.
ვიტამინი B1 არის შეუცვლელი საკვები ნივთიერება. ბენფოთიამინი - B1 ვიტამინის (თიამინის) ცხიმში ხსნადი ანალოგია, რომელიც ორგანიზმში ფოსფორილირდება ბიოლოგიურად აქტიური თიამინდიფოსფატის და თიამინტრიფოსფატის წარმოქმნით. თიამინდიფოსფატი პირუვატდეკარბოქსილაზას, 2-ოქსოგლუტარატდეჰიდროგენაზას და ტრანსკეტოლაზას კოენზიმის სახით მონაწილეობს ნახშირწყლების მეტაბოლიზმში. პენტოზოფოსფატურ ციკლში თიამინდიფოსფატი მონაწილეობს ალდეჰიდური ჯგუფების ტრანსპორტირებაში.
ვიტამინი B6 ფოსფორილირებული ფორმით (პირიდოქსალ-5-ფოსფატი) წარმოადგენს დიდი რაოდენობით ფერმენტების კოენზიმს, რომლებიც მონაწილეობენ ამინომჟავების არაჟანგვის მეტაბოლიზმში. ხდება რა მისი ჩართვა დეკარბოქსილირების პროცესებში, ის მონაწილეობს ფიზიოლოგიურად აქტიური ამინების (ადრენალინის, ჰისტამინის, სეროტონინის, დოფამინის, ტირამინის) ფორმირებაში, მონაწილეობს ტრანსამინირების რეაქციებში ანაბოლურ და კატაბოლურ პროცესებში (გლუტამატ-ოქსალოაცეტატ-ტრანსამინაზას, გლუტამატ-პირუვატ-ტრანსამინაზას, ალფა-კეტოგლუტარატ-ტრანსამინაზას შემადგენლობაში), ასევე მონაწილეობს მეტაბოლიზმისა და ამინომჟავების სინთეზის სხვადასხვა პროცესებში.
ვიტამინი B6 მონაწილეობს ტრიპტოფანის მეტაბოლიზმის ოთხ ეტაპში. ჰემოგლობინის სინთეზის პროცესში ვიტამინი B6 ახდენს α-ამინო-β-კეტოადიპინის მჟავის წარმოქმნის კატალიზირებას.
ვიტამინები B1 და B6 მჭიდრო კავშირშია ბიოქიმიურ რეაქციებში ერთმანეთსა და B ჯგუფის დანარჩენ ვიტამინებს შორის.
ცხოველებზე ექსპერიმენტულ მოდელებში ნაჩვენებია ანალგეზიური ეფექტი ორივე ვიტამინისათვის.
ფარმაკოკინეტიკა
თიამინი შეიწოვება აქტიური ტრანსპორტირების გზით 2 მკმოლ-ზე ნაკლები კონცენტრაციისას, დიფუზიის გზით - 2 მკმოლ-ზე მეტი კონცენტრაციისას. ბენფოთიამინი არის B1 ვიტამინის ცხიმში ხსნადი წინამორბედი, რაც უზრუნველყოფს მის მნიშვნელოვნად უფრო მაღალ ბიოშეღწევადობას წყალში ხსნად თიამინის მარილებთან შედარებით. ბენფოთიამინი პრაქტიკულად მთლიანად აბსორბირდება თორმეტგოჯა ნაწლავში და წვრილი ნაწლავის ზედა და შუა ნაწილებში და ფოსფორილირდება ბიოლოგიურად აქტიურ თიამინდიფოსფატად და თიამინტრიფოსფატად. თიამინი გამოიყოფა შარდით. ძირითად მეტაბოლიტებს წარმოადგენენ თიამინკარბონის მჟავა, პირამინი და ზოგიერთი არაიდენტიფიცირებული მეტაბოლიტები.
ბენფოთიამინი, მიღებული პერორალურად, ნაწლავის ლორწოვან გარსში ფოსფატაზის გავლენის ქვეშ დეფოსფორილირდება ცხიმში ხსნად S-ბენზოილთიამინამდე (SBT). თიამინის წყალში ხსნად წარმოებულებთან შედარებით, ეს ნივთიერება უფრო ეფექტურად შეიწოვება და მოცირკულირე სისხლიდან აღწევს უჯრედშიდა სივრცეში. შემდეგ ხდება ბენზოლის რგოლის ფერმენტული დაყოფა, რის შედეგადაც SBT გარდაიქმნება თიამინში. შემდგომში, თიამინი ფოსფორილირდება თიამინკინაზას მიერ თიამინდიფოსფატის აქტიურ კოენზიმურ ფორმამდე. წყალში ხსნადი თიამინის წარმოებულების სხვა პერორალურ ფორმებთან შედარებით, ბენფოთიამინის მიღება იძლევა თიამინის და აქტიური კოფერმენტების მნიშვნელოვნად უფრო მაღალი უჯრედშიდა კონცენტრაციების მიღწევის საშუალებას.
დადგენილია, რომ ორგანიზმში ბიოლოგიურად აქტიური კოფერმენტების თიამინდიფოსფატი და თიამინტრიფოსფატი წარმოიქმნება ბენფოთიამინის მეტაბოლიზმის შედეგად. ინტაქტური ცხოველების რადიოაუტოგრამის მონაცემების საფუძველზე ნიშნული ბენფოთიამინის გამოყენებით, ყველაზე მაღალი რადიოაქტიურობა აღინიშნება თავის ტვინში მიოკარდსა და დიაფრაგმაში.
ვიტამინი B6 და მისი დერივატები ძალიან სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილებში პასიური დიფუზიის გზით და 2-5 საათის განმავლობაში გამოიყოფა ორგანიზმიდან. სისხლის პლაზმაში პირიდოქსალ-5-ფოსფატი და პირიდოქსალი უკავშირდება ალბუმინს. სატრანსპორტო ფორმას წარმოადგენს პირიდოქსალი. უჯრედის მემბრანებში გასავლელად, ცილებთან დაკავშირებული პირიდოქსალ-5-ფოსფატი გარდაიქმნება ტუტე ფოსფატაზას ზემოქმედებით პირიდოქსალად.
ცხოველებზე ექსპერიმენტული კვლევების შედეგების მიხედვით ნაჩვენებია B1 ვიტამინის (ბენფოთიამინის) ანტინოციცეპტური მოქმედება. ალკოჰოლიზმის მკურნალობისას აღნიშნულია დადებითი გავლენა ტრანსკეტოლაზაზე. B1 ვიტამინის მაღალი დოზების ეფექტი გამოხატულია ვერნიკეს ენცეფალოპათიის დროს. მეორეს მხრივ დადგენილია, რომ დამაზიანებელი ზემოქმედების გაგრძელებისას B1 ვიტამინის შეყვანა არ ახდენს რაიმე გავლენას. ვიტამინი B6 გავლენას ახდენს სითბოსა და სიცივის აღქმაზე, ასევე მოძრაობითი, მგრძნობელობითი და ვეგეტატიური ნერვული ბოჭკოების ფუნქციონირებაზე.
გამოყენების ჩვენებები
ნევროლოგიური დაავადებები B1 და B6 ვიტამინების დადასტურებული დეფიციტის დროს.
გამოყენების წესი და დოზირება
თუ სხვა რამ არ არის დანიშნული ექიმის მიერ, მოზრდილებმა უნდა მიიღონ თითო ტაბლეტი დღე-ღამეში. მწვავე შემთხვევების დროს ექიმთან კონსულტაციის შემდეგ დოზა შეიძლება გაზრდილი იქნას 1 ტაბლეტამდე 3-ჯერ დღე-ღამეში.
ტაბლეტები მიიღება შიგნით, საკმარისი რაოდენობით წყლის დაყოლებით.
მკურნალობის არაუგვიანეს 4 კვირის შემდეგ ექიმმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება პრეპარატის მიღების გაგრძელების აუცილებლობის შესახებ მომატებული დოზით (1 ტაბლეტი 3-ჯერ დღე-ღამეში). თუ შესაძლებელია, დოზა უნდა შემცირდეს 1 ტაბლეტამდე დღე-ღამეში ნეიროპათიის განვითარების რისკის შემცირების მიზნით, რომელიც ასოცირებულია B6 ვიტამინის მიღებასთან.
ბავშვები და მოზარდები
პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში არ არის დადგენილი.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა თიამინის, ბენფოთიამინის, პირიდოქსინის ჰიდროქლორიდის ან პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.
არასასურველი რეაქციები
არასასურველი რეაქციების სიხშირის პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირად (≥ 1/10); ხშირად (≥ 1/100, მაგრამ < 1/10); არახშირად (≥ 1/1000, მაგრამ < 1/100); იშვიათად (≥ 1/10000, მაგრამ < 1/1000); ძალიან იშვიათად (< 1/10000); სიხშირე უცნობია (ვერ შეფასდება არსებული მონაცემებით).
იმუნური სისტემის მხრივ: სიხშირე უცნობია - ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები კანისმიერი გამოვლინებებით (ჭინჭრის ციება, გამონაყარი), ანაფილაქსიური შოკი.
ნერვული სისტემის მხრივ: სიხშირე უცნობია - პრეპარატის ხანგრძლივმა მიღებამ (6 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში) შეიძლება გამოიწვიოს პერიფერიული სენსორული ნეიროპათიის განვითარება.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: სიხშირე უცნობია - კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები (გულისრევა ან სხვა ჩივილები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ), მაგრამ მიზეზობრივ-შედეგობრივი კავშირი B1 და B6 ვიტამინებთან, ასევე შესაძლო დოზადამოკიდებულება გარკვეული არ არის.
შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ
შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ სამკურნალო პრეპარატის რეგისტრაციის შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანია. თუ პაციენტს გამოუვლინდა სერიოზული არასასურველი რეაქცია სამკურნალო საშუალებაზე ან ახალი არასასურველი რეაქციის აღნიშვნის შემთხვევაში, რომელიც არ არის აღწერილი ამ ნაწილში, გთხოვთ მოახდინოთ ინფორმირება ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.
განსაკუთრებული მითითებები
სერტოგამამ 6 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში მიღებისას შეიძლება გამოიწვიოს ნეიროპათიის განვითარება.
ზემოქმედება ავტოტრანსპორტის ტარების და მექანიზმების მართვის უნარზე
პრეპარატი არ ახდენს გავლენას ავტოტრანსპორტის ტარების და მექანიზმების მართვის უნარზე.
გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს
B1 ვიტამინის რეკომენდებული სადღეღამისო დოზა ორსულობის პერიოდში შეადგენს 1,2 მგ-ს მეორე ტრიმესტრში და 1,3 მგ-ს მესამე ტრიმესტრში, B6 ვიტამინისთვის – 1,9 მგ-ს ორსულობის მეოთხე თვიდან. ორსულობის პერიოდში მითითებული დოზების გადაჭარბება შესაძლებელია მხოლოდ ორგანიზმში B1 და B6 ვიტამინების დადასტურებული დეფიციტის შემთხვევაში, რადგან რეკომენდებულზე უფრო მაღალი დღიური დოზების გამოყენების უსაფრთხოება არ არის დადგენილი.
ძუძუთი კვების პერიოდში B1 ვიტამინის რეკომენდებული დღიური დოზა შეადგენს 1,3 მგ-ს, B6 ვიტამინის - 1,9 მგ-ს. B1 და B6 ვიტამინები აღწევენ დედის რძეში. B6 ვიტამინის მაღალმა დოზებმა შეიძლება ლაქტაცია დათრგუნონ.
პრეპარატის გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს შესაძლებელია მხოლოდ მკურნალი ექიმის მიერ სარგებელი/რისკის სათანადო შეფასების შემდეგ.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
პირიდოქსინის (B6 ვიტამინის) თერაპიულმა დოზებმა შეიძლება შეამცირონ ლევოდოპას ეფექტი.
პირიდოქსინის ანტაგონისტების (ჰიდრალაზინი, იზონიაზიდი, D-პენიცილინამინი, ციკლოსერინი) ერთდროულმა გამოყენებამ, ალკოჰოლის გამოყენებამ და ესტროგენების შემცველი პერორალური კონტრაცეპტივების ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს B6 ვიტამინის უკმარისობა ორგანიზმში.
თიამინი ინაქტივირდება 5-ფტორურაცილით, რომელიც კონკურენტულად აინჰიბირებს თიამინის ფოსფორილირებას თიამინდიფოსფატამდე.
ჭარბი დოზირება
სიმპტომები
ბენფოთიამინის პერორალურ მიღებას არ ახლავს დოზის გადაჭარბების მოვლენები.
B6 ვიტამინის მაღალი დოზებით (1000 მგ-ზე მეტი დღე-ღამეში) მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ნეიროტოქსიური ეფექტი. პირიდოქსინის დღე-ღამეში 100 მგ დოზით ხანგრძლივმა გამოყენებამ (6 თვეზე მეტი დროის განმავლობაში) შეიძლება გამოიწვიოს ნეიროპათიის განვითარება.
დოზის გადაჭარბება ვლინდება სენსორული პოლინეიროპათიით, შესაძლოა ატაქსიით. პირიდოქსინის განსაკუთრებით მაღალი დოზებით მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს კრუნჩხვები. ახალშობილებსა და ჩვილ ბავშვებში შეიძლება განვითარდეს სედაციური ეფექტი, ჰიპოტონია და რესპირატორული დარღვევები (დისპნოე, აპნოე).
მკურნალობა
150 მგ/კგ სხეულის წონაზე მეტი დოზით პირიდოქსინის ჰიდროქლორიდის მიღებისას საჭიროა ღებინების გამოწვევა და აქტივირებული ნახშირის მიღება. ღებინება ყველაზე ეფექტურია პრეპარატის მიღებიდან პირველი 30 წუთის განმავლობაში. ზოგჯერ შეიძლება საჭირო გახდეს ინტენსიური თერაპია.
გამოშვების ფორმა
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.
10 ტაბლეტი ბლისტერში.
3 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე!
ვარგისიანობის ვადა
3 წელი წარმოების თარიღიდან.
არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
წარმოებულია
„ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ.“-ს მიერ, თურქეთი
(15 თემუზ მახ. ჯამი იოლუ ჯად. #50 გიუნეშლუ ბაგჯილარ/სტამბოლი)
„WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TİC. А.Ş.”, TURKEY
(15 Temmuz Mah. Cami Yolu Cad. No: 50 Güneşli Bağcılar / İstanbul).
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


