მილგამა პროტექტი ვიტამინის შემცველი პრეპარატია. თერაპიული ჩვენებები ამ მონოპრეპარატის გამოყენების ჩვენება არის მხოლოდ კლინიკურად დადასტურებული B1 ვიტამინის დეფიციტის მკურნალობა და პროფილაქტიკა, რომლის კორექცია ვერ ხერხდება კვებით. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ბენფოტიამინი (benfotiamine)
- ფორმა და შეფუთვა
- 300მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30
- მწარმოებელი
- Wörwag Pharma Operation Sp. z .o.o., პოლონეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ვიტამინები, ვიტამინი B1
- ATC კოდი
- A11DA03
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-042395
- რეგისტრირებულია
- 15 ნოემბერი 2024, მოქმედებს 15 ნოემბერი 2029-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- სს „გეფა“
- GMP
- -
მილგამა პროტექტი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
მილგამა პროტექტი ვიტამინის შემცველი პრეპარატია.
თერაპიული ჩვენებები
ამ მონოპრეპარატის გამოყენების ჩვენება არის მხოლოდ კლინიკურად დადასტურებული B1 ვიტამინის დეფიციტის მკურნალობა და პროფილაქტიკა, რომლის კორექცია ვერ ხერხდება კვებით.
კლინიკურად დადასტურებული B1 ვიტამინის დეფიციტი შეიძლება განვითარდეს:
არასაკმარისი და არასრულფასოვანი კვების (მაგ.: ბერი-ბერის დაავადება), ხანგრძლივი დროის განმავლობაში პარენტერალური კვების, ნულოვანი დიეტის, ჰემოდიალიზის, მალაბსორბციის, ქრონიკული ალკოჰოლიზმის (ალკოჰოლური კარდიომიოპათია, ვერნიკეს ენცეფალოპათია, კორსაკოვის სინდრომი), გაზრდილი საჭიროების (როგორიცაა, ორსულობა და ლაქტაცია), შაქრიანი დიაბეტის დროს.
B1 ვიტამინის დეფიციტით გამოწვეული ნეიროპათიების და გულ-სისხლძარღვთა დარღვევების მკურნალობა.
მიღების წესი და დოზირება
მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ინსტრუქციის ან ექიმის, ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
რეკომენდებული დოზაა 1 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი ერთხლ დღეში.
მიღების მეთოდი
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების გადაყლაპვა უნდა მოხდეს მცირეოდენი სითხის მიყოლებით.
მიღების ხანგრძლივობა
ნეიროპათიების სამკურნალოდ მილგამა პროტექტის მიღება თავდაპირველად უნდა მოხდეს არაუმცირეს 3 კვირის განმავლობაში. შემდგომი მკურნალობა უნდა გაგრძელდეს თერაპიული პასუხის მიხედვით.
მილგამა პროტექტის მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია თერაპიულ პასუხზე.
თუ ოთხი კვირის შემდეგ ეფექტი არ აღინიშნება ან ძალიან სუსტია, ჩივილების მკურნალობა უნდა გადაიხედოს.
საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა, თუ პაციენტი მიიჩნევს, რომ მილგამა პროტექტის ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია.
მილგამა პროტექტის დოზის გადაჭარბებისას
ზოგადად არ არის საჭირო რაიმე სამედიცინო ზომების მიღება.
მილგამა პროტექტის მიღების დავიწყებისას
დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებულის სანაცვლოდ. შემდგომში პაციენტი უნდა ეცადოს მედიკამენტის დოზის რეგულარულად მიღებას.
მილგამა პროტექტის მიღების შეწყვეტისას
მკურნალობის შეწყვეტისას პაციენტი რისკის ქვეშ აყენებს მკურნალობის წარმატებას. თუ პაციენტს აღენიშნება არასასურველი გვერდითი მოვლენები, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია შემდგომი მკურნალობის შესახებ.
ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
უკუჩვენებები
თუ პაციენტი ალერგიულია ბენფოთიამინის, თიამინის (B1 ვიტამინის ქიმიური სახელწოდება) ან მე-6 პარაგრაფში ჩამოთვლილი მედიკამენტის რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.
სიფრთხილის ზომები
მილგამა პროტექტის მიღებამდე საჭიროა ექიმთან, ფარმაცევტთან ან სამედიცინო სპეციალისტთან კონსულტაცია.
მილგამა პროტექტის სხვა მედიკამენტებთან ერთად მიღება
მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს, უახლოეს წარსულში იღებდა ან აპირებს მიიღოს ნებისმიერი სხვა მედიკამენტი.
თიამინი ინაქტივირდება 5-ფტორურაცილით (კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატის აქტიური ნივთიერება), რადგან 5-ფტორურაცილი კონკურენტულად აინჰიბირებს თიამინის ფოსფორილირებას თიამინპიროფოსფატად.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ფეხმძიმობის ან ძუძუთი კვების, შესაძლო ფეხმძიმობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში, მედიკამენტის მიღებამდე, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
ორსულობის დროს ეს მედიკამენტი განკუთვნილია მხოლოდ დადასტურებული B1 ვიტამინის დეფიციტის სამკურნალოდ, მასში შემავალი აქტიური ნივთიერების რაოდენობის გამო. ამიტომ მილგამა პროტექტის მიღება უნდა მოხდეს მხოლოდ ექიმის გადაწყვეტილებით აბსოლუტური საჭიროების დროს. ორსულობის დროს B1 ვიტამინის დღიური საჭირო დოზა შეადგენს 1.2 მგ-ს მე-2 ტრიმესტრში და 1.3 მგ-ს - მე-3 ტრიმესტრში. რეკომენდებულ დღიურ დოზებზე მეტი დოზების მიღების უსაფრთხოება დადგენილი არ არის.
ძუძუთი კვების დროს ეს მედიკამენტი ნაჩვენებია მხოლოდ B1 ვიტამინის დადასტურებული დეფიციტის სამკურნალოდ, მასში შემავალი აქტიური ნივთიერების რაოდენობის გამო. ამიტომ მილგამა პროტექტის მიღება უნდა მოხდეს მხოლოდ ექიმის გადაწყვეტილებით აბსოლუტური საჭიროების დროს. ძუძუთი კვების დროს B1 ვიტამინის დღიური საჭირო დოზა შეადგენს 1.3 მგ-ს. რეკომენდებულ დღიურ დოზებზე მეტი დოზების მიღების უსაფრთხოება ჯერ-ჯერობით დადგენილი არ არის. B1 ვიტამინი გამოიყოფა დედის რძეში.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
არ არის საჭირო სიფრთხილის რაიმე ზომების მიღება.
მილგამა პროტექტი შეიცავს ნატრიუმს
ეს მედიკამენტი შეიცავს 1 მმოლ-ზე (23 მგ-ზე) ნაკლებ ნატრიუმს ერთ ტაბლეტში, რაც ნიშნავს, რომ ფაქტობრივად „ნატრიუმისაგან თავისუფალია“.
გვერდითი მოვლენები
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ეს მედიკამენტიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა არა ყველა პაციენტში.
შესაძლო გვერდითი მოვლენები
სიხშირე უცნობია (სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე)
- ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები (ჭინჭრის ციება, კანზე გამონაყარი)
- კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ მოვლენები (გულისრევა ან კუჭ-ნაწლავის სხვა პრობლემები).
თუ პაცენტს აღენიშნება რომელიმე ეს გვერდითი მოვლენა, უნდა შეწყდეს მილგამა პროექტის მიღება და საჭიროა სამედიცინო დახმარება, რაც შეიძლება სწრაფად.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
გვერდითი მოვლენების განვითარებისას საჭიროა ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით ეფექტებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია:
წამლებისა და სამედიცინო მოწყობილობების ფედერალური ინსტიტუტი
ფარმაკოზედამხედველობის დეპარტამენტი
კურტ-გეორგ-კისინგერ ალეე 3
D-53175 ბონი, გერმანია
ვებგვერდი: www.bfarm.de
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებაა ბენფოთიამინი.
1 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 300 მგ ბენფოთიამინს (ვიტამინის ცხიმში ხსნად წარმოებულს).
სხვა დამხმარე ნივთიერებებია:
მიკროკრისტალური ცელულოზა, ტალკი, პოვიდონი (K30), მაღალდისპერსიული სილიციუმის დიოქსიდი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, გრძელჯაჭვიანი პარციალური გლიცერიდები, ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი, მაკროგოლი 3350, ნატრიუმის საქარინი (Ph.Eur.)
მილგამა პროტექტის ფორმა და შეფუთვის შემცველობა
მილგამა პროტექტი არის თეთრი ფერის, მოგრძო ფორმის, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები გამყოფი ხაზით.
მილგამა პროტექტი ხელმისაწვდომია ორიგინალური შეფუთვით, რომელშიც 30, 60, 90 და 100 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტია.
ჰოსპიტალური შეფუთვა შეიცავს 500, 1000 და 5000 აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტს.
ყველა შეფუთვა ბაზარზე შეიძლება არ იყოს წარმოდგენილი.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი
Wörwag Pharma GmbH & Co. KG
Flugfeld-Allee 24
71034 Böblingen
Tel.: +49 (0) 7031 6204-0
Fax: +49 (0) 7031 6204-31
E-Mail: [email protected]
ვოერვაგ ფარმა გმბჰ &კო.კგ
ფლუგფელდ-ალეე 24
71034 ბობლინგენი
ტელ.: +49-7031-6204-0
ფაქსი: +49-7031-6204-31
ელ-ფოსტა: [email protected]
შენახვის პირობები
მედიკამენტი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
დაუშვებელია მედიკამენტის მიღება მუყაოს კოლოფზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
ინახება ორიგინალური შეფუთვით.
დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში (არ შეიძლება გადაგდება ტუალეტში ან წყლის ნიჟარაში). გამოუყენებელი მედიკამენტების გადასაგდებად საჭიროა ფარმაცევტთან კონსულტაცია. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას. დამატებითი ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია: www.bfarm.de/arzneimittelentsorgung
შეფუთის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისათვის
მილგამა® პროტექტი
აქტიური ნივთიერება: ბენფოთიამინი 300 მგ
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან შეიცავს პაციენტისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ინსტრუქციის მიხედვით ან ექიმის, ან ფარმაცევტის დანიშნულების შესაბამისად.
საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა, წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.
დამატებითი ინფორმაციის ან რჩევის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა.
თუ განვითარდება რომელიმე გვერდითი მოვლენა, უნდა ეცნობოს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. იხ. პარაგრაფი 4.
თუ 14 დღის შემდეგ პაციენტის მდგომარეობა არ უმჯობესდება ან უარესდება, საჭიროა ექიმთან მიმართვა.
ინსტრუქციაში მოცემულია:
რას წარმოადგენს მილგამა პროტექტი და მისი გამოყენება;
რა უნდა იცოდეს პაციენტმა მილგამა პროტექტის მიღებამდე;
მილგამა პროტექტის მიღების წესი;
შესაძლო გვერდითი მოვლენები;
მილგამა პროტექტის შენახვის წესი;
შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია.
რას წარმოადგენს მილგამა პროტექტი და მისი გამოყენება
მილგამა პროტექტი ვიტამინის შემცველი პრეპარატია.
თერაპიული ჩვენებები
ამ მონოპრეპარატის გამოყენების ჩვენება არის მხოლოდ კლინიკურად დადასტურებული B1 ვიტამინის დეფიციტის მკურნალობა და პროფილაქტიკა, რომლის კორექცია ვერ ხერხდება კვებით.
კლინიკურად დადასტურებული B1 ვიტამინის დეფიციტი შეიძლება განვითარდეს:
არასაკმარისი და არასრულფასოვანი კვების (მაგ.: ბერი-ბერის დაავადება), ხანგრძლივი დროის განმავლობაში პარენტერალური კვების, ნულოვანი დიეტის, ჰემოდიალიზის, მალაბსორბციის, ქრონიკული ალკოჰოლიზმის (ალკოჰოლური კარდიომიოპათია, ვერნიკეს ენცეფალოპათია, კორსაკოვის სინდრომი), გაზრდილი საჭიროების (როგორიცაა, ორსულობა და ლაქტაცია), შაქრიანი დიაბეტის დროს.
B1 ვიტამინის დეფიციტით გამოწვეული ნეიროპათიების და გულ-სისხლძარღვთა დარღვევების მკურნალობა.
რა უნდა იცოდეს პაციენტმა მილგამა პროტექტის მიღებამდე
დაუშვებელია მილგამა პროტექტის მიღება:
თუ პაციენტი ალერგიულია ბენფოთიამინის, თიამინის (B1 ვიტამინის ქიმიური სახელწოდება) ან მე-6 პარაგრაფში ჩამოთვლილი მედიკამენტის რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
მილგამა პროტექტის მიღებამდე საჭიროა ექიმთან, ფარმაცევტთან ან სამედიცინო სპეციალისტთან კონსულტაცია.
მილგამა პროტექტის სხვა მედიკამენტებთან ერთად მიღება
მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს, უახლოეს წარსულში იღებდა ან აპირებს მიიღოს ნებისმიერი სხვა მედიკამენტი.
თიამინი ინაქტივირდება 5-ფტორურაცილით (კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატის აქტიური ნივთიერება), რადგან 5-ფტორურაცილი კონკურენტულად აინჰიბირებს თიამინის ფოსფორილირებას თიამინპიროფოსფატად.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ფეხმძიმობის ან ძუძუთი კვების, შესაძლო ფეხმძიმობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში, მედიკამენტის მიღებამდე, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
ორსულობის დროს ეს მედიკამენტი განკუთვნილია მხოლოდ დადასტურებული B1 ვიტამინის დეფიციტის სამკურნალოდ, მასში შემავალი აქტიური ნივთიერების რაოდენობის გამო. ამიტომ მილგამა პროტექტის მიღება უნდა მოხდეს მხოლოდ ექიმის გადაწყვეტილებით აბსოლუტური საჭიროების დროს. ორსულობის დროს B1 ვიტამინის დღიური საჭირო დოზა შეადგენს 1.2 მგ-ს მე-2 ტრიმესტრში და 1.3 მგ-ს - მე-3 ტრიმესტრში. რეკომენდებულ დღიურ დოზებზე მეტი დოზების მიღების უსაფრთხოება დადგენილი არ არის.
ძუძუთი კვების დროს ეს მედიკამენტი ნაჩვენებია მხოლოდ B1 ვიტამინის დადასტურებული დეფიციტის სამკურნალოდ, მასში შემავალი აქტიური ნივთიერების რაოდენობის გამო. ამიტომ მილგამა პროტექტის მიღება უნდა მოხდეს მხოლოდ ექიმის გადაწყვეტილებით აბსოლუტური საჭიროების დროს. ძუძუთი კვების დროს B1 ვიტამინის დღიური საჭირო დოზა შეადგენს 1.3 მგ-ს. რეკომენდებულ დღიურ დოზებზე მეტი დოზების მიღების უსაფრთხოება ჯერ-ჯერობით დადგენილი არ არის. B1 ვიტამინი გამოიყოფა დედის რძეში.
ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე გავლენა
არ არის საჭირო სიფრთხილის რაიმე ზომების მიღება.
მილგამა პროტექტი შეიცავს ნატრიუმს
ეს მედიკამენტი შეიცავს 1 მმოლ-ზე (23 მგ-ზე) ნაკლებ ნატრიუმს ერთ ტაბლეტში, რაც ნიშნავს, რომ ფაქტობრივად „ნატრიუმისაგან თავისუფალია“.
მილგამა პროტექტის მიღების წესი
მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ინსტრუქციის ან ექიმის, ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
რეკომენდებული დოზაა 1 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი ერთხლ დღეში.
მიღების მეთოდი
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების გადაყლაპვა უნდა მოხდეს მცირეოდენი სითხის მიყოლებით.
მიღების ხანგრძლივობა
ნეიროპათიების სამკურნალოდ მილგამა პროტექტის მიღება თავდაპირველად უნდა მოხდეს არაუმცირეს 3 კვირის განმავლობაში. შემდგომი მკურნალობა უნდა გაგრძელდეს თერაპიული პასუხის მიხედვით.
მილგამა პროტექტის მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია თერაპიულ პასუხზე.
თუ ოთხი კვირის შემდეგ ეფექტი არ აღინიშნება ან ძალიან სუსტია, ჩივილების მკურნალობა უნდა გადაიხედოს.
საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა, თუ პაციენტი მიიჩნევს, რომ მილგამა პროტექტის ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია.
მილგამა პროტექტის დოზის გადაჭარბებისას
ზოგადად არ არის საჭირო რაიმე სამედიცინო ზომების მიღება.
მილგამა პროტექტის მიღების დავიწყებისას
დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებულის სანაცვლოდ. შემდგომში პაციენტი უნდა ეცადოს მედიკამენტის დოზის რეგულარულად მიღებას.
მილგამა პროტექტის მიღების შეწყვეტისას
მკურნალობის შეწყვეტისას პაციენტი რისკის ქვეშ აყენებს მკურნალობის წარმატებას. თუ პაციენტს აღენიშნება არასასურველი გვერდითი მოვლენები, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია შემდგომი მკურნალობის შესახებ.
ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
შესაძლო გვერდითი მოვლენები
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ეს მედიკამენტიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა არა ყველა პაციენტში.
შესაძლო გვერდითი მოვლენები
სიხშირე უცნობია (სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე)
- ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები (ჭინჭრის ციება, კანზე გამონაყარი)
- კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ მოვლენები (გულისრევა ან კუჭ-ნაწლავის სხვა პრობლემები).
თუ პაცენტს აღენიშნება რომელიმე ეს გვერდითი მოვლენა, უნდა შეწყდეს მილგამა პროექტის მიღება და საჭიროა სამედიცინო დახმარება, რაც შეიძლება სწრაფად.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
გვერდითი მოვლენების განვითარებისას საჭიროა ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით ეფექტებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია:
წამლებისა და სამედიცინო მოწყობილობების ფედერალური ინსტიტუტი
ფარმაკოზედამხედველობის დეპარტამენტი
კურტ-გეორგ-კისინგერ ალეე 3
D-53175 ბონი, გერმანია
ვებგვერდი: www.bfarm.de
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.
მილგამა პროტექტის შენახვის წესი
მედიკამენტი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
დაუშვებელია მედიკამენტის მიღება მუყაოს კოლოფზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
ინახება ორიგინალური შეფუთვით.
დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში (არ შეიძლება გადაგდება ტუალეტში ან წყლის ნიჟარაში). გამოუყენებელი მედიკამენტების გადასაგდებად საჭიროა ფარმაცევტთან კონსულტაცია. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას. დამატებითი ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია: www.bfarm.de/arzneimittelentsorgung
შეფუთის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს მილგამა პროტექტი
აქტიური ნივთიერებაა ბენფოთიამინი.
1 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 300 მგ ბენფოთიამინს (ვიტამინის ცხიმში ხსნად წარმოებულს).
სხვა დამხმარე ნივთიერებებია:
მიკროკრისტალური ცელულოზა, ტალკი, პოვიდონი (K30), მაღალდისპერსიული სილიციუმის დიოქსიდი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, გრძელჯაჭვიანი პარციალური გლიცერიდები, ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი, მაკროგოლი 3350, ნატრიუმის საქარინი (Ph.Eur.)
მილგამა პროტექტის ფორმა და შეფუთვის შემცველობა
მილგამა პროტექტი არის თეთრი ფერის, მოგრძო ფორმის, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები გამყოფი ხაზით.
მილგამა პროტექტი ხელმისაწვდომია ორიგინალური შეფუთვით, რომელშიც 30, 60, 90 და 100 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტია.
ჰოსპიტალური შეფუთვა შეიცავს 500, 1000 და 5000 აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტს.
ყველა შეფუთვა ბაზარზე შეიძლება არ იყოს წარმოდგენილი.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი
Wörwag Pharma GmbH & Co. KG
Flugfeld-Allee 24
71034 Böblingen
Tel.: +49 (0) 7031 6204-0
Fax: +49 (0) 7031 6204-31
E-Mail: [email protected]
ვოერვაგ ფარმა გმბჰ &კო.კგ
ფლუგფელდ-ალეე 24
71034 ბობლინგენი
ტელ.: +49-7031-6204-0
ფაქსი: +49-7031-6204-31
ელ-ფოსტა: [email protected]
მწარმოებელი
Dragenopharm Apotheker Puschl GmbH
Gollstr.1
84529 Tittmoning
დრაფენოფარმ აპოთეკერ ფიუშლ გმბჰ
გიოლშტრ. 1
84529 თითმონინგი
ან
Wörwag Pharma Operations Sp.z.o.o.
ul. gen. Mariana Langiewicxa 58
Flugfeld-Allee 24
95-050 Konstantynow Lodzki
Poland
ვოერვაგ ფარმა ოპერაციონს სპ.ზ.ო.ო.
ულ. გენ. მარიანა ლანგიევიცზა 58
95-050 კონსტანტინოვ ლოძკი
პოლონეთი
ინსტრუქციის შესწორების უკანასკნელი თარიღია: 2024 წლის აპრილი.
დამატებითი ინფორმაცია
ადამიანებმა B1 ვიტამინი უნდა მიიღონ საკმარისი რაოდენობით, თუ შესაძლებელია ყოველდღე. ის წარმოადგენს სიცოცხლის შეუცვლელ საშენ მასალას, რადგან ორგანიზმის ბევრი ფუნქცია არ შეიძლება შენარჩუნდეს ამ მიკროელემენტის გარეშე. B1 ვიტამინი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ორგანიზმის მეტაბოლიზმში და ჩართულია მრავალ, ბიოქიმიურ პროცესში, სადაც საკვები გარდაიქმნება ენერგიად.
B1 ვიტამინი მცირე რაოდენობით შედის ყველა მცენარეულ და ცხოველურ საკვებ პროდუქტში. B1 ვიტამინის განსაკუთრებით დიდი რაოდენობა შედის მარცვლეულის გარსში, როგორიცაა: ბრინჯი და ხორბლეული.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


