ვიტამინების მონოპრეპარატების გამოყენების სამიზნე სფეროა B1 ვიტამინის დეფიციტის კლინიკური სიმპტომების მკურნალობა ან პროფილაქტიკა, რომელთა აღმოფხვრა შეუძლებელია კვების კორექციის გზით. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ბენფოტიამინი (benfotiamine)
- ფორმა და შეფუთვა
- 300მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30 (3X10)
- მწარმოებელი
- WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S., თურქეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ვიტამინები, ვიტამინი B1
- ATC კოდი
- A11DA03
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-035876
- რეგისტრირებულია
- 15 ივლისი 2022, მოქმედებს 15 ივლისი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S. (თურქეთი)
- განმცხადებელი
- შპს „გლობალფარმი“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ნევრალონი-B — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ვიტამინების მონოპრეპარატების გამოყენების სამიზნე სფეროა B1 ვიტამინის დეფიციტის კლინიკური სიმპტომების მკურნალობა ან პროფილაქტიკა, რომელთა აღმოფხვრა შეუძლებელია კვების კორექციის გზით.
კლინიკურად დიაგნოსტირებული B1 ვიტამინის დეფიციტი შეიძლება შეგვხვდეს: არასაკმარისი და დაუბალანსებელი კვების დროს (მაგალითად, ბერი-ბერის დაავადება), გახანგრძლივებული პარენტერალური კვების დროს, ნულოვანი დიეტის დაცვისას, ჰემოდიალიზის დროს, მალაბსორბციის დროს, ქრონიკული ალკოჰოლიზმის დროს (ალკოჰოლური მიოკარდიოპათია, ვერნიკეს ენცეფალოპათია, კორსაკოვის სინდრომი), თიამინზე გაზრდილი მოთხოვნილებისას (მაგალითად, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში), შაქრიანი დიაბეტის დროს.
B1 ვიტამინის დეფიციტით გამოწვეული ნეიროპათიებისა და გულ-სისხლძარღვთა დარღვევების მკურნალობა.
მიღების წესი და დოზირება
მოზრდილები
B1 ვიტამინის დეფიციტის კლინიკური სიმპტომების პროფილაქტიკისთვის ბენფოთიამინის რეკომენდირებული დოზა შეადგენს 150 მგ-ს დღეში ერთხელ.
B1 ვიტამინის დეფიციტის კლინიკური სიმპტომების სამკურნალოდ ბენფოთიამინის რეკომენდირებული დოზა შეადგენს 150-300 მგ-ს დღეში.
განსაკუთრებულ შემთხვევებში, B1 ვიტამინის დეფიციტით გამოწვეული პოლინეიროპათიის მკურნალობისას რეკომენდირებულია 300-450 მგ დღეში 3 კვირის განმავლობაში, შემდეგ 150-300 მგ დღეში.
მიღების ხანგრძლივობა განისაზღვრება თერაპიული ეფექტის მიხედვით.
პოლინეიროპათიის მკურნალობისას თერაპიის საწყისი კურსი შეადგენს 3 კვირას. შემდგომი მკურნალობა განისაზღვრება მიღებული თერაპიული ეფექტით.
თუ თერაპიის ოთხი კვირის შემდეგ ეფექტი არ აღინიშნება ან უმნიშვნელოა, აუცილებელია მკურნალობის გადახედვა.
ბავშვები და 18 წლამდე ასაკის მოზარდები
მონაცემები პრეპარატის ეფექტურობისა და უსაფრთხოების შესახებ ბავშვებში და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში არ არსებობს.
გამოყენების წესი
ტაბლეტი მთლიანად უნდა გადაიყლაპოს, დიდი რაოდენობით წყლის დაყოლებით.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა ბენფოთიამინის ან თიამინის, ასევე პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.
სიფრთხილის ზომები
არ არსებობს.
დამხმარე ნივთიერებები
პრეპარატის 1 ტაბლეტი შეიცავს 1 მმოლზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს, ანუ პრაქტიკულად „არ შეიცავს ნატრიუმს“.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
თიამინი ინაქტივირდება 5-ფტორურაცილით, ვინაიდან 5-ფტორურაცილი ხელს უშლის თიამინის ფოსფორილირებას და მის გარდაქმნას თიამინდიფოსფატად.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ორსულობის პერიოდში B1 ვიტამინის რეკომენდირებული დღიური დოზა შეადგენს 1,2 მგ-ს მეორე ტრიმესტრში და 1,3 მგ-ს მესამე ტრიმესტრში. ორსულობის დროს ამ დოზის გადაჭარბება შესაძლებელია მხოლოდ ორგანიზმში B1 ვიტამინის დადასტურებული დეფიციტის შემთხვევაში, ვინაიდან რეკომენდებულზე მაღალი დღიური დოზის გამოყენების უსაფრთხოება დადგენილი არ არის.
ლაქტაცია
ვიტამინი B1-ის რეკომენდებული დღიური დოზა ძუძუთი კვების დროს შეადგენს 1,3 მგ-ს. ვიტამინი B1 აღწევს დედის რძეში.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
პრეპარატი არ ახდენს გავლენას სატრანსპორტო საშუალებების ტარების და მექანიზმების მართვის უნარზე.
გვერდითი მოვლენები
არასასურველი რეაქციები ჩამოთვლილია ქვემოთ MedDRA-ს სისტემურ-ორგანული კლასების მიხედვით. არასასურველი რეაქციების სიხშირის პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირად (≥ 1/10); ხშირად (≥ 1/100, მაგრამ < 1/10); არახშირად (≥ 1/1000, მაგრამ < 1/100); იშვიათად (≥ 1/10000 მაგრამ < 1/1000); ძალიან იშვიათად (< 1/10000); სიხშირე უცნობია (შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემებით).
იმუნური სისტემის მხრივ: სიხშირე უცნობია - ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (ჭინჭრის ციება, გამონაყარი).
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: სიხშირე უცნობია - კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ დარღვევები (გულისრევა ან კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებული სხვა ჩივილები).
B1 ვიტამინთან მიზეზ-შედეგობრივი კავშირი, აგრეთვე შესაძლო დოზა დამოკიდებულება, ამ დროისთვის არასაკმარისადაა ცნობილი.
შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ
მნიშვნელოვანია შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ. თუ პაციენტს გამოუვლინდა სერიოზული არასასურველი რეაქცია სამკურნალო საშუალებაზე ან ახალი არასასურველი რეაქციის აღნიშვნის შემთხვევაში, რომელიც არ არის აღწერილი ამ ნაწილში, გთხოვთ მოახდინოთ ინფორმირება ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.
ჭარბი დოზა
არ არსებობს მონაცემები პრეპარატის ჭარბი დოზირების შესახებ.
შემადგენლობა
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს
აქტიური ნივთიერება: ბენფოთიამინი 150 მგ ან 300 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: პოვიდონი K30, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი.
გარსის შემადგენლობა: ოპადრი® თეთრი 03F180011 (ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი, მაკროგოლი), ნატრიუმის საქარინი.
პრეპარატის ათქ კოდი A11DA03
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მოუწვდომელ ადგილას!
ვარგისიანობის ვადა
3 წელი წარმოების თარიღიდან.
არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქებიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
წარმოებულია
„ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ.“-ს მიერ, თურქეთი
(15 თემუზ მახ. ჯამი იოლუ ჯად. #50 გიუნეშლი ბაგჯილარ/სტამბოლი)
“WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TİC. А.Ş.”, TURKEY
(15 Temmuz Mah. Cami Yolu Cad. No: 50 Güneşli Bağcılar / İstanbul).
ფარმაკოლოგიური თვისებები
ვიტამინები. B1 ვიტამინის მარტივი პრეპარატები.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
ბენფოთიამინი არის B1 ვიტამინის (თიამინის) ცხიმში ხსნადი ანალოგი, რომელიც ორგანიზმში გარდაიქმნება ბიოლოგიურად აქტიურ თიამინდიფოსფატად. თიამინდიფოსფატი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნახშირწყლების ცვლაში. თიამინდიფოსფატი კოენზიმის სახით მონაწილეობს პირუვატის აცეტილ-კოენზიმ A-დ გარდაქმნაში და არეგულირებს ტრანსკეტოლაზას აქტივობას. ის მონაწილეობს კრებსის ციკლში α-კეტოგლუტარატის სუქცინილ-კოენზიმ A-დ გარდაქმნაში. ურთიერთქმედებს მეტაბოლურ გზებში B ჯგუფის სხვა ვიტამინებთან.
გარდა ამისა, კოკარბოქსილაზა პირუვატდეჰიდროგენაზას კოენზიმის სახით მნიშვნელოვან როლს ასრულებს გლუკოზის დაჟანგვაში. ვინაიდან ნერვული უჯრედები ენერგიას იღებენ გლუკოზის დაჟანგვის შედეგად, თიამინის საკმარისი რაოდენობა აუცილებელია ნეირონების ნორმალური ფუნქციონირებისთვის. გლუკოზის დონის მატებასთან ერთად იზრდება თიამინზე მოთხოვნილება. კოკარბოქსილაზას არასაკმარისი რაოდენობა იწვევს სისხლში და ქსოვილებში ცვლის შუალედური პროდუქტების დაგროვებას, როგორიცაა პირუვატი, ლაქტატი და კეტოგლუტარატი, რის მიმართაც განსაკუთრებით მგრძნობიარეა ჩონჩხის კუნთები, მიოკარდიუმი და ცენტრალური ნერვული სისტემა. ბენფოთიამინი ხელს უშლის ამ ტოქსიკური ნივთიერებების დაგროვებას.
თიამინის შემცველობის შესაფასებლად გამოიყენება ტრანსკეტოლაზას თიამინდიფოსფატდამოკიდებული აქტივობის განსაზღვრა ერითროციტებში და მისი აქტივაციის კოეფიციენტი. ტრანსკეტოლაზას კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში არის 2-4 მკგ/100 მლ დიაპაზონში.
B1 ვიტამინის (ან ბენფოტიამინის) ანტინოციცეპტური მოქმედება დამტკიცებულია ცხოველებზე ჩატარებულ ექსპერიმენტში. ალკოჰოლიზმით დაავადებული პაციენტების მკურნალობის გამოცდილებამ აჩვენა თიამინის (ბენფოთიამინის) გამააქტიურებელი მოქმედება ტრანსკეტოლაზას აქტივობაზე.
ვიტამინ B1-ის დიდი დოზების ეფექტურობა ვერნიკეს ენცეფალოპათიის მკურნალობაში განიხილება როგორც ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე პირდაპირი ზემოქმედების შედეგი.
ფარმაკოკინეტიკა
ვიტამინი B1 გვხვდება უმეტეს კვების პროდუქტებში, მის ბიოლოგიურად აქტიურ ფორმას კი წარმოადგენს თიამინდიფოსფატი. ნაწლავიდან შეწოვისას თიამინდიფოსფატიდან, ნაწლავის კედელში მდებარე პიროფოსფატაზას ზეგავლენით, ხდება ფოსფატის ნარჩენის მოხლეჩა. თიამინის შეწოვა ხდება დოზადამოკიდებული აქტიური მექანიზმის მიხედვით 2 მკმოლ/ლ-მდე დოზების დანიშვნისას, უფრო მაღალი დოზების დანიშვნისას კი - პასიური დიფუზიის მექანიზმის მიხედვით.
ორგანიზმში მეტაბოლიზმს ექვემდებარება თიამინის დაახლოებით 1 მგ. ტიამინის ჭარბი რაოდენობა გამოიყოფა შარდით.
პერორალურად მიღებული ბენფოთიამინი ნაწლავის ლორწოვან გარსში ფოსფატაზას ზემოქმედებით დეფოსფორილირდება ცხიმში ხსნად S-ბენზოილთიამინამდე (SBT). წყალში ხსნად თიამინის წარმოებულებთან შედარებით, ეს ნივთიერება უფრო ეფექტურად შეიწოვება და მოცირკულირე სისხლიდან აღწევს უჯრედშიდა სივრცეში.
ამას მოჰყვება ბენზოლის რგოლის ფერმენტული მოხლეჩა, რის შედეგადაც SBT გარდაიქმნება თიამინად. შემდგომში, თიამინი ფოსფორილირდება თიამინკინაზას მიერ აქტიურ კოენზიმის ფორმამდე - თიამინდიფოსფატამდე. წყალში ხსნადი თიამინის წარმოებულების სხვა პერორალურ ფორმებთან შედარებით, ბენფოთიამინის მიღება იძლევა თიამინის და აქტიური კოფერმენტების უჯრედშიდა კონცენტრაციების მნიშვნელოვნად უფრო მაღალი კონცენტრაციების მიღწევის საშუალებას.
ბენფოთიამინი შეიწოვება მიღებული დოზის პროპორციულად, ვინაიდან თიამინისგან განსხვავებით, მისი ლიპოფილური თვისებების გამო, ბენფოთიამინი არ ექვემდებარება გაჯერების კინეტიკას.
დადგენილია, რომ ბიოლოგიურად აქტიური კოფერმენტები თიამინდიფოსფატი და თიამინტრიფოსფატი წარმოიქმნება ორგანიზმში ბენფოთიამინის მეტაბოლიზმის შედეგად. ინტაქტური ცხოველების რადიოაუტოგრამის მონაცემების საფუძველზე, ნიშნული ბენფოთიამინის გამოყენებით, ყველაზე მაღალი რადიოაქტიურობა აღინიშნება თავის ტვინში, მიოკარდიუმში და დიაფრაგმაში.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
სამკურნალო პრეპარატის სამედიცინო
გამოყენების ინსტრუქცია
ნევრალონი-B
სავაჭრო დასახელება
ნევრალონი-B, Nevralon-B
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება
ბენფოთიამინი, Benfotiamine
სამკურნალო ფორმა
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.
აღწერილობა:
ნევრალონი-B 150 მგ: მრგვალი, ორმხრივ ამოზნექილი, თეთრი ფერის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, ერთ მხარეს გრავირებით „N150“.
ნევრალონი-B 300 მგ: მოგრძო, ორმხრივ ამოზნექილი, თეთრი ფერის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, ერთ მხარეს გრავირებით „N300“.
შემადგენლობა
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს
აქტიური ნივთიერება: ბენფოთიამინი 150 მგ ან 300 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: პოვიდონი K30, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი.
გარსის შემადგენლობა: ოპადრი® თეთრი 03F180011 (ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი, მაკროგოლი), ნატრიუმის საქარინი.
პრეპარატის ათქ კოდი A11DA03
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ვიტამინები. B1 ვიტამინის მარტივი პრეპარატები.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
ბენფოთიამინი არის B1 ვიტამინის (თიამინის) ცხიმში ხსნადი ანალოგი, რომელიც ორგანიზმში გარდაიქმნება ბიოლოგიურად აქტიურ თიამინდიფოსფატად. თიამინდიფოსფატი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნახშირწყლების ცვლაში. თიამინდიფოსფატი კოენზიმის სახით მონაწილეობს პირუვატის აცეტილ-კოენზიმ A-დ გარდაქმნაში და არეგულირებს ტრანსკეტოლაზას აქტივობას. ის მონაწილეობს კრებსის ციკლში α-კეტოგლუტარატის სუქცინილ-კოენზიმ A-დ გარდაქმნაში. ურთიერთქმედებს მეტაბოლურ გზებში B ჯგუფის სხვა ვიტამინებთან.
გარდა ამისა, კოკარბოქსილაზა პირუვატდეჰიდროგენაზას კოენზიმის სახით მნიშვნელოვან როლს ასრულებს გლუკოზის დაჟანგვაში. ვინაიდან ნერვული უჯრედები ენერგიას იღებენ გლუკოზის დაჟანგვის შედეგად, თიამინის საკმარისი რაოდენობა აუცილებელია ნეირონების ნორმალური ფუნქციონირებისთვის. გლუკოზის დონის მატებასთან ერთად იზრდება თიამინზე მოთხოვნილება. კოკარბოქსილაზას არასაკმარისი რაოდენობა იწვევს სისხლში და ქსოვილებში ცვლის შუალედური პროდუქტების დაგროვებას, როგორიცაა პირუვატი, ლაქტატი და კეტოგლუტარატი, რის მიმართაც განსაკუთრებით მგრძნობიარეა ჩონჩხის კუნთები, მიოკარდიუმი და ცენტრალური ნერვული სისტემა. ბენფოთიამინი ხელს უშლის ამ ტოქსიკური ნივთიერებების დაგროვებას.
თიამინის შემცველობის შესაფასებლად გამოიყენება ტრანსკეტოლაზას თიამინდიფოსფატდამოკიდებული აქტივობის განსაზღვრა ერითროციტებში და მისი აქტივაციის კოეფიციენტი. ტრანსკეტოლაზას კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში არის 2-4 მკგ/100 მლ დიაპაზონში.
B1 ვიტამინის (ან ბენფოტიამინის) ანტინოციცეპტური მოქმედება დამტკიცებულია ცხოველებზე ჩატარებულ ექსპერიმენტში. ალკოჰოლიზმით დაავადებული პაციენტების მკურნალობის გამოცდილებამ აჩვენა თიამინის (ბენფოთიამინის) გამააქტიურებელი მოქმედება ტრანსკეტოლაზას აქტივობაზე.
ვიტამინ B1-ის დიდი დოზების ეფექტურობა ვერნიკეს ენცეფალოპათიის მკურნალობაში განიხილება როგორც ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე პირდაპირი ზემოქმედების შედეგი.
ფარმაკოკინეტიკა
ვიტამინი B1 გვხვდება უმეტეს კვების პროდუქტებში, მის ბიოლოგიურად აქტიურ ფორმას კი წარმოადგენს თიამინდიფოსფატი. ნაწლავიდან შეწოვისას თიამინდიფოსფატიდან, ნაწლავის კედელში მდებარე პიროფოსფატაზას ზეგავლენით, ხდება ფოსფატის ნარჩენის მოხლეჩა. თიამინის შეწოვა ხდება დოზადამოკიდებული აქტიური მექანიზმის მიხედვით 2 მკმოლ/ლ-მდე დოზების დანიშვნისას, უფრო მაღალი დოზების დანიშვნისას კი - პასიური დიფუზიის მექანიზმის მიხედვით.
ორგანიზმში მეტაბოლიზმს ექვემდებარება თიამინის დაახლოებით 1 მგ. ტიამინის ჭარბი რაოდენობა გამოიყოფა შარდით.
პერორალურად მიღებული ბენფოთიამინი ნაწლავის ლორწოვან გარსში ფოსფატაზას ზემოქმედებით დეფოსფორილირდება ცხიმში ხსნად S-ბენზოილთიამინამდე (SBT). წყალში ხსნად თიამინის წარმოებულებთან შედარებით, ეს ნივთიერება უფრო ეფექტურად შეიწოვება და მოცირკულირე სისხლიდან აღწევს უჯრედშიდა სივრცეში.
ამას მოჰყვება ბენზოლის რგოლის ფერმენტული მოხლეჩა, რის შედეგადაც SBT გარდაიქმნება თიამინად. შემდგომში, თიამინი ფოსფორილირდება თიამინკინაზას მიერ აქტიურ კოენზიმის ფორმამდე - თიამინდიფოსფატამდე. წყალში ხსნადი თიამინის წარმოებულების სხვა პერორალურ ფორმებთან შედარებით, ბენფოთიამინის მიღება იძლევა თიამინის და აქტიური კოფერმენტების უჯრედშიდა კონცენტრაციების მნიშვნელოვნად უფრო მაღალი კონცენტრაციების მიღწევის საშუალებას.
ბენფოთიამინი შეიწოვება მიღებული დოზის პროპორციულად, ვინაიდან თიამინისგან განსხვავებით, მისი ლიპოფილური თვისებების გამო, ბენფოთიამინი არ ექვემდებარება გაჯერების კინეტიკას.
დადგენილია, რომ ბიოლოგიურად აქტიური კოფერმენტები თიამინდიფოსფატი და თიამინტრიფოსფატი წარმოიქმნება ორგანიზმში ბენფოთიამინის მეტაბოლიზმის შედეგად. ინტაქტური ცხოველების რადიოაუტოგრამის მონაცემების საფუძველზე, ნიშნული ბენფოთიამინის გამოყენებით, ყველაზე მაღალი რადიოაქტიურობა აღინიშნება თავის ტვინში, მიოკარდიუმში და დიაფრაგმაში.
გამოყენების ჩვენებები
ვიტამინების მონოპრეპარატების გამოყენების სამიზნე სფეროა B1 ვიტამინის დეფიციტის კლინიკური სიმპტომების მკურნალობა ან პროფილაქტიკა, რომელთა აღმოფხვრა შეუძლებელია კვების კორექციის გზით.
კლინიკურად დიაგნოსტირებული B1 ვიტამინის დეფიციტი შეიძლება შეგვხვდეს: არასაკმარისი და დაუბალანსებელი კვების დროს (მაგალითად, ბერი-ბერის დაავადება), გახანგრძლივებული პარენტერალური კვების დროს, ნულოვანი დიეტის დაცვისას, ჰემოდიალიზის დროს, მალაბსორბციის დროს, ქრონიკული ალკოჰოლიზმის დროს (ალკოჰოლური მიოკარდიოპათია, ვერნიკეს ენცეფალოპათია, კორსაკოვის სინდრომი), თიამინზე გაზრდილი მოთხოვნილებისას (მაგალითად, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში), შაქრიანი დიაბეტის დროს.
B1 ვიტამინის დეფიციტით გამოწვეული ნეიროპათიებისა და გულ-სისხლძარღვთა დარღვევების მკურნალობა.
გამოყენების წესი და დოზები
დოზირება
მოზრდილები
B1 ვიტამინის დეფიციტის კლინიკური სიმპტომების პროფილაქტიკისთვის ბენფოთიამინის რეკომენდირებული დოზა შეადგენს 150 მგ-ს დღეში ერთხელ.
B1 ვიტამინის დეფიციტის კლინიკური სიმპტომების სამკურნალოდ ბენფოთიამინის რეკომენდირებული დოზა შეადგენს 150-300 მგ-ს დღეში.
განსაკუთრებულ შემთხვევებში, B1 ვიტამინის დეფიციტით გამოწვეული პოლინეიროპათიის მკურნალობისას რეკომენდირებულია 300-450 მგ დღეში 3 კვირის განმავლობაში, შემდეგ 150-300 მგ დღეში.
მიღების ხანგრძლივობა განისაზღვრება თერაპიული ეფექტის მიხედვით.
პოლინეიროპათიის მკურნალობისას თერაპიის საწყისი კურსი შეადგენს 3 კვირას. შემდგომი მკურნალობა განისაზღვრება მიღებული თერაპიული ეფექტით.
თუ თერაპიის ოთხი კვირის შემდეგ ეფექტი არ აღინიშნება ან უმნიშვნელოა, აუცილებელია მკურნალობის გადახედვა.
ბავშვები და 18 წლამდე ასაკის მოზარდები
მონაცემები პრეპარატის ეფექტურობისა და უსაფრთხოების შესახებ ბავშვებში და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში არ არსებობს.
გამოყენების წესი
ტაბლეტი მთლიანად უნდა გადაიყლაპოს, დიდი რაოდენობით წყლის დაყოლებით.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა ბენფოთიამინის ან თიამინის, ასევე პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.
არასასურველი რეაქციები
არასასურველი რეაქციები ჩამოთვლილია ქვემოთ MedDRA-ს სისტემურ-ორგანული კლასების მიხედვით. არასასურველი რეაქციების სიხშირის პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირად (≥ 1/10); ხშირად (≥ 1/100, მაგრამ < 1/10); არახშირად (≥ 1/1000, მაგრამ < 1/100); იშვიათად (≥ 1/10000 მაგრამ < 1/1000); ძალიან იშვიათად (< 1/10000); სიხშირე უცნობია (შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემებით).
იმუნური სისტემის მხრივ: სიხშირე უცნობია - ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (ჭინჭრის ციება, გამონაყარი).
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: სიხშირე უცნობია - კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ დარღვევები (გულისრევა ან კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებული სხვა ჩივილები).
B1 ვიტამინთან მიზეზ-შედეგობრივი კავშირი, აგრეთვე შესაძლო დოზა დამოკიდებულება, ამ დროისთვის არასაკმარისადაა ცნობილი.
შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ
მნიშვნელოვანია შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ. თუ პაციენტს გამოუვლინდა სერიოზული არასასურველი რეაქცია სამკურნალო საშუალებაზე ან ახალი არასასურველი რეაქციის აღნიშვნის შემთხვევაში, რომელიც არ არის აღწერილი ამ ნაწილში, გთხოვთ მოახდინოთ ინფორმირება ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.
განსაკუთრებული მითითებები
არ არსებობს.
დამხმარე ნივთიერებები
პრეპარატის 1 ტაბლეტი შეიცავს 1 მმოლზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს, ანუ პრაქტიკულად „არ შეიცავს ნატრიუმს“.
ზეგავლენა ავტოტრანსპორტის ტარების და მექანიზმების მართვის უნარზე
პრეპარატი არ ახდენს გავლენას სატრანსპორტო საშუალებების ტარების და მექანიზმების მართვის უნარზე.
გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს
ორსულობა
ორსულობის პერიოდში B1 ვიტამინის რეკომენდირებული დღიური დოზა შეადგენს 1,2 მგ-ს მეორე ტრიმესტრში და 1,3 მგ-ს მესამე ტრიმესტრში. ორსულობის დროს ამ დოზის გადაჭარბება შესაძლებელია მხოლოდ ორგანიზმში B1 ვიტამინის დადასტურებული დეფიციტის შემთხვევაში, ვინაიდან რეკომენდებულზე მაღალი დღიური დოზის გამოყენების უსაფრთხოება დადგენილი არ არის.
ლაქტაცია
ვიტამინი B1-ის რეკომენდებული დღიური დოზა ძუძუთი კვების დროს შეადგენს 1,3 მგ-ს. ვიტამინი B1 აღწევს დედის რძეში.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
თიამინი ინაქტივირდება 5-ფტორურაცილით, ვინაიდან 5-ფტორურაცილი ხელს უშლის თიამინის ფოსფორილირებას და მის გარდაქმნას თიამინდიფოსფატად.
ჭარბი დოზირება
არ არსებობს მონაცემები პრეპარატის ჭარბი დოზირების შესახებ.
გამოშვების ფორმა
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.
10 ტაბლეტი ბლისტერში.
3 ბლისტერი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მოუწვდომელ ადგილას!
ვარგისიანობის ვადა
3 წელი წარმოების თარიღიდან.
არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქებიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
წარმოებულია
„ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ.“-ს მიერ, თურქეთი
(15 თემუზ მახ. ჯამი იოლუ ჯად. #50 გიუნეშლი ბაგჯილარ/სტამბოლი)
“WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TİC. А.Ş.”, TURKEY
(15 Temmuz Mah. Cami Yolu Cad. No: 50 Güneşli Bağcılar / İstanbul).
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


