მიკომიცინი
mycomycen®
Candida სოკოების მიერ გამოწვეული ვაგინალური ინფექციები.
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ციკლოპიროქსი (ciclopirox)
- ფორმა და შეფუთვა
- 100მგ ვაგინალური სუპოზიტორია №14
- მწარმოებელი
- HELP S.A., საბერძნეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- გინეკოლოგიური ინფექციების საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური საშუალებები, ინფექციების საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური სხვა საშუალებები
- ATC კოდი
- G01AX12
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-023965
- რეგისტრირებულია
- 1 დეკემბერი 2017, მოქმედებს 1 დეკემბერი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- შპს „აიპ გრუპ“
- GMP
- -
მიკომიცინი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
Candida სოკოების მიერ გამოწვეული ვაგინალური ინფექციები.
მიღების წესი და დოზირება
1 ვაგინალური სანთელი (100 მგ) გამოიყენება დღეში ერთხელ 3-6 დღის მანძილზე, ინფექციის სიმძიმის შესაბამისად და ექიმის დანიშნულების საფუძველზე.
მიღების წესი: ვაგინალური სანთელი შეიყვანება ღრმად საშოში.
უკუჩვენებები
პრეპარატის მიმართ ჰიპერმგრძნობელობა.
სიფრთხილის ზომები
- 1 ზოგადი ინფორმაცია: Mycomycen-ი შეიცავს ახალ აქტიურ ნივთიერებას, როგორიცაა Ciclopiroxolamine, რომელიც წამყვანი ნივთიერებაა ახალი კატეგორიის, ოქსიპირიდინულ, სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატებს შორის. მას გააჩნია მოქმედების განსაკუთრებული მექანიზმი და ფართო ანტიბაქტერიული სპექტრი. Mycomycen, როგორც სოკოს საწინააღმდეგო საშუალება, აფერხებს პათოგენური საფუარა სოკოების (მათ შორის დერმატოფიტებისა და Candida Albicans-ის) უმეტესი ნაწილის წარმოქმნის პროცესს. Mycomycen ხელს უშლის მათ წარმოქმნას და სწრაფად აღმოფხვრის სიმპტომებს. ასევე დამტკიცებულია, რომ Mycomycen არის მაღალი ხარისხის ტოლერანტობის მქონე პრეპარატი.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
არ არის ცნობილი.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ორსულობის დროს პრეპარატის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში და ექიმის ინტენსიური დაკვირვების ქვეშ.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
არ აღინიშნება უარყოფითი რეაქციები.
გვერდითი მოვლენები
Mycomycen ზოგადად კარგად აიტანება. თუმცა, იშვიათად შესაძლებელია განვითარდეს ქავილი, წვა და ადგილობრივი გაღიზიანება. თუ თქვენ ჩათვლით, რომ პრეპარატის გამოყენებამ გამოიწვია რომელიმე არასასურველი გვერდითი მოვლენა, აუცილებლად აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს ან მედიცინის სხვა პროფესიონალ წარმომადგენელს, ან მიმართეთ უშუალოდ მედიკამენტების ეროვნულ ცენტრს (მესოგიონის ქ. 284, 15562 ქოლარგოსი, www.eof.gr).
- 9 რა უნდა გაითვალისწინოთ დოზის გამოტოვების შემთხვევაში: პრეპარატის სისტემატიური გამოყენებისას ერთი დოზის გამოტოვების შემთხვევაში მიიღეთ იგი გახსენებისთანავე. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ახლოვდება შემდეგი დოზის მიღების დრო, ნუ მიიღებთ გამოტოვებულ დოზას, არამედ ჩვეულებრივ რეჟიმში გააგრძელეთ მკურნალობა. ნუ გააორმაგებთ დოზას.
- 10 პრეპარატის ვარგისიანობის ვადა: პრეპარატის ვარგისიანობის ვადა არის 36 თვე გარემოს ტემპერატურის პირობებში. ნუ გამოიყენებთ მას მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
- 11 პრეპარატის შენახვის სპეციალური პირობები: არ არის მითითებული განსაკუთრებული შენახვის პირობები. დაიცავით პრეპარატის შენახვის ზოგადი პირობები გარემოს ტემპერატურაზე.
- ინფორმაცია სამკურნალო საშუალებების რაციონალური გამოყენების შესახებ
ეს პრეპარატი გამოგიწერათ თქვენმა პირადმა ექიმმა თქვენი კონკრეტული სამედიცინო ჩივილების შესაბამისად. ნუ გადასცემთ მას სხვა პირებს და ნუ გამოიყენებთ მას სხვა რაიმე დაავადების სამკურნალოდ, თქვენს ექიმთან წინასწარი შეთანხმების გარეშე;
თუკი პრეპარატის მიღების პერიოდში აღმოაჩენთ ამ წამალთან დაკავშირებულ რაიმე პრობლემას, მაშინვე აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს;
თუკი თქვენ გაგიჩნდებათ შეკითხვები ამ მედიკამენტთან დაკავშირებით, რომელსაც ღებულობთ, ან გესაჭიროებათ, იყოთ უკეთესად ინფორმირებული თქვენი სამედიცინო პრობლემის შესახებ, ინფორმაციის მისაღებად აუცილებლად მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს;
თქვენთვის დანიშნული პრეპარატის ეფექტურობისა და უსაფრთხოების მიზნით, აუცილებლად დაიცავით ინსტრუქციაში მითითებული რეკომენდაციები;
თქვენი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მიზნით აუცილებლად ყურადღებით გაეცანით ნებისმიერ ინფორმაციას თქვენთვის დანიშნულ პრეპარატთან დაკავშირებით;
ნუ შეინახავთ მედიკამენტებს სააბაზანო ოთახში, ვინაიდან სიცხემ და ტენიანობამ შესაძლოა მათზე იმოქმედოს და ისინი თქვენი ჯანმრთელობისათვის საზიანო გახადოს;
ნუ შეინახავთ ისეთ მედიკამენტებს, რომლებიც აღარ გჭირდებათ ან გასულია მათი მოქმედების ვადა;
მეტი უსაფრთხოების მიზნით ყველა წამალი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას შეინახეთ.
- გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
- 0339-4
Verisfield ®
VERISFIELD (UK) Ltd,, 41 Chalton str., NW1 1JD, London UK.
საბერძნეთის წარმომადგენლობა: ვირონოს 8, 152 31, ხალანდრი
ტელ. 210 7475196 / ფაქსი: 210 7475197 / ელ.ფოსტა: [email protected]
www.verisfield.gr
- ------------------------------------------------------------------
ჭარბი დოზა
ფარმაკოლოგიური მონაცემების თანახმად ჭარბი დოზირება ნაკლებად სავარაუდოა. ტოქსიკოლოგიური ცენტრის ტელ: 210 7793777.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება: Ciclopiroxolamine (ციკლოპიროქსოლამინი); დამხმარე ნივთიერებები: Hard fat (მყარი ცხიმი), Glyceryl monooleate (გლიცერილის მონოოლეატი), Benzoic acid (ბენზოინის მჟავა).
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
სარეკომენდაციო ვერსია
M Y C O M Y C E N ® (მიკომიცინი)
Ciclopiroxolamine (ციკლოპიროქსოლამინი)
ვაგინალური სანთლები, 100 მგ
პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია:
- ფარმაცევტული პროდუქტის აღწერილობა
- 1. სავაჭრო დასახელება: MYCOMYCEN (მიკომიცინი)
- 2 შემადგენლობა: აქტიური ნივთიერება: Ciclopiroxolamine (ციკლოპიროქსოლამინი); დამხმარე ნივთიერებები: Hard fat (მყარი ცხიმი), Glyceryl monooleate (გლიცერილის მონოოლეატი), Benzoic acid (ბენზოინის მჟავა).
- 3 გამოშვების ფორმა: ვაგინალური სანთლები.
- 4 მოქმედი ნივთიერების შემცველობა: თითოეული ვაგინალური სანთელი შეიცავს 100 მგ Ciclopiroxolamine-ს.
- 5 პროდუქტის აღწერილობა - გამოშვების ფორმა: პრეპარატი დაფასოებულია PVC ფირფიტებში, რომლებზეც ამოტვიფრულია ინფორმაცია პროდუქტის შესახებ და პარტიის მონაცემები. თითოეული კოლოფი შეიცავს 6 ან 14 ვაგინალურ სანთელს და პრეპარატის გამოყენების ინსტრუქციას. შესაძლებელია ამ ინსტრუქციაში აღწერილი ყველა შეფუთვა არ იყოს გაყიდვაში.
- 6 კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატი.
- 7 მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი: VERISFIELD (UK) Ltd. (შპს „VERISFIELD”, დიდი ბრიტანეთი)
- 8 მწარმოებელი - დამფასოებელი: HELP ABEE (სავაჭრო და სამრეწველო სააქციო საზოგადოება “HELP”).
- რა უნდა იცოდეს პაციენტმა პრეპარატის შესახებ
- 1 ზოგადი ინფორმაცია: Mycomycen-ი შეიცავს ახალ აქტიურ ნივთიერებას, როგორიცაა Ciclopiroxolamine, რომელიც წამყვანი ნივთიერებაა ახალი კატეგორიის, ოქსიპირიდინულ, სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატებს შორის. მას გააჩნია მოქმედების განსაკუთრებული მექანიზმი და ფართო ანტიბაქტერიული სპექტრი. Mycomycen, როგორც სოკოს საწინააღმდეგო საშუალება, აფერხებს პათოგენური საფუარა სოკოების (მათ შორის დერმატოფიტებისა და Candida Albicans-ის) უმეტესი ნაწილის წარმოქმნის პროცესს. Mycomycen ხელს უშლის მათ წარმოქმნას და სწრაფად აღმოფხვრის სიმპტომებს. ასევე დამტკიცებულია, რომ Mycomycen არის მაღალი ხარისხის ტოლერანტობის მქონე პრეპარატი.
ჩვენებები: Candida სოკოების მიერ გამოწვეული ვაგინალური ინფექციები.
- 2 უკუჩვენება: პრეპარატის მიმართ ჰიპერმგრძნობელობა.
- 3. სპეციალური გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები:
- 4 ზოგადად: პრეპარატის ინტრავაგინალური შეყვანის შემდეგ ფაქტიურად არ ხდება მისი სისტემური აბსორბცია.
- 4.1. ადგილობრივი მოქმედების პრეპარატების გამოყენებისას (განსაკუთრებით ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში) შესაძლოა მათდამი მომატებული მგრძნობელობის განვითარება. ასეთ შემთხვევაში უნდა შეწყდეს მკურნალობის კურსი და მიღებულ უნდა იქნას სათანადო თერაპიული ზომები. შესაძლებელია ინფექციების პარტნიორისთვის გადადება. ხელახალი დაინფიცირების თავიდან აცილების მიზნით ნაჩვენებია სქესობრივი პარტნიორების ერთდროული მკურნალობა. პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
- 4.2 ორსულობა და ლაქტაცია: ორსულობის დროს პრეპარატის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში და ექიმის ინტენსიური დაკვირვების ქვეშ.
- 4.3 ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: არ აღინიშნება უარყოფითი რეაქციები.
- 4.4 განსაკუთრებული მითითებები პრეპარატის შემადგენელ კომპონენტებთან დაკავშირებით: პრეპარატის შემადგენელი ნივთიერების მიმართ მომატებული მგრძნობელობის მქონე პირებმა არ უნდა გამოიყენონ იგი.
- 5 ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან ან ნივთიერებებთან: არ არის ცნობილი.
- 6 დოზირება: 1 ვაგინალური სანთელი (100 მგ) გამოიყენება დღეში ერთხელ 3-6 დღის მანძილზე, ინფექციის სიმძიმის შესაბამისად და ექიმის დანიშნულების საფუძველზე.
მიღების წესი: ვაგინალური სანთელი შეიყვანება ღრმად საშოში.
- 7 ჭარბი დოზირება და რეაგირება: ფარმაკოლოგიური მონაცემების თანახმად ჭარბი დოზირება ნაკლებად სავარაუდოა. ტოქსიკოლოგიური ცენტრის ტელ: 210 7793777.
- 8 არასასურველი გვერდითი მოვლენები: Mycomycen ზოგადად კარგად აიტანება. თუმცა, იშვიათად შესაძლებელია განვითარდეს ქავილი, წვა და ადგილობრივი გაღიზიანება. თუ თქვენ ჩათვლით, რომ პრეპარატის გამოყენებამ გამოიწვია რომელიმე არასასურველი გვერდითი მოვლენა, აუცილებლად აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს ან მედიცინის სხვა პროფესიონალ წარმომადგენელს, ან მიმართეთ უშუალოდ მედიკამენტების ეროვნულ ცენტრს (მესოგიონის ქ. 284, 15562 ქოლარგოსი, www.eof.gr).
- 9 რა უნდა გაითვალისწინოთ დოზის გამოტოვების შემთხვევაში: პრეპარატის სისტემატიური გამოყენებისას ერთი დოზის გამოტოვების შემთხვევაში მიიღეთ იგი გახსენებისთანავე. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ახლოვდება შემდეგი დოზის მიღების დრო, ნუ მიიღებთ გამოტოვებულ დოზას, არამედ ჩვეულებრივ რეჟიმში გააგრძელეთ მკურნალობა. ნუ გააორმაგებთ დოზას.
- 10 პრეპარატის ვარგისიანობის ვადა: პრეპარატის ვარგისიანობის ვადა არის 36 თვე გარემოს ტემპერატურის პირობებში. ნუ გამოიყენებთ მას მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
- 11 პრეპარატის შენახვის სპეციალური პირობები: არ არის მითითებული განსაკუთრებული შენახვის პირობები. დაიცავით პრეპარატის შენახვის ზოგადი პირობები გარემოს ტემპერატურაზე.
- ინფორმაცია სამკურნალო საშუალებების რაციონალური გამოყენების შესახებ
ეს პრეპარატი გამოგიწერათ თქვენმა პირადმა ექიმმა თქვენი კონკრეტული სამედიცინო ჩივილების შესაბამისად. ნუ გადასცემთ მას სხვა პირებს და ნუ გამოიყენებთ მას სხვა რაიმე დაავადების სამკურნალოდ, თქვენს ექიმთან წინასწარი შეთანხმების გარეშე;
თუკი პრეპარატის მიღების პერიოდში აღმოაჩენთ ამ წამალთან დაკავშირებულ რაიმე პრობლემას, მაშინვე აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს;
თუკი თქვენ გაგიჩნდებათ შეკითხვები ამ მედიკამენტთან დაკავშირებით, რომელსაც ღებულობთ, ან გესაჭიროებათ, იყოთ უკეთესად ინფორმირებული თქვენი სამედიცინო პრობლემის შესახებ, ინფორმაციის მისაღებად აუცილებლად მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს;
თქვენთვის დანიშნული პრეპარატის ეფექტურობისა და უსაფრთხოების მიზნით, აუცილებლად დაიცავით ინსტრუქციაში მითითებული რეკომენდაციები;
თქვენი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მიზნით აუცილებლად ყურადღებით გაეცანით ნებისმიერ ინფორმაციას თქვენთვის დანიშნულ პრეპარატთან დაკავშირებით;
ნუ შეინახავთ მედიკამენტებს სააბაზანო ოთახში, ვინაიდან სიცხემ და ტენიანობამ შესაძლოა მათზე იმოქმედოს და ისინი თქვენი ჯანმრთელობისათვის საზიანო გახადოს;
ნუ შეინახავთ ისეთ მედიკამენტებს, რომლებიც აღარ გჭირდებათ ან გასულია მათი მოქმედების ვადა;
მეტი უსაფრთხოების მიზნით ყველა წამალი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას შეინახეთ.
- გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
- 0339-4
Verisfield ®
VERISFIELD (UK) Ltd,, 41 Chalton str., NW1 1JD, London UK.
საბერძნეთის წარმომადგენლობა: ვირონოს 8, 152 31, ხალანდრი
ტელ. 210 7475196 / ფაქსი: 210 7475197 / ელ.ფოსტა: [email protected]
www.verisfield.gr
- ------------------------------------------------------------------
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.




