პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მიორელაქსანტები

მიდოკალმი

MYDOCALM®

რეცეპტით50მგინსტრუქცია ქართულადუნგრეთი
რისთვის გამოიყენება

მიდოკალმი® 50 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები თითოეული ტაბლეტი შეიცავს 50 მგ ტოლპერიზონის ჰიდროქლორიდს. დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი. მიდოკალმი® 150 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები თითოეული ტაბლეტი შეიცავს 150 მგ ტოლპერიზონის ჰიდროქლორიდს. დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ტოლპერიზონი (tolperisone)
ფორმა და შეფუთვა
50მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30 (3X10)
მწარმოებელი
Gedeon Richter Plc., უნგრეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
მიორელაქსანტები, ცენტრალური მოქმედების სხვა საშუალებები
ATC კოდი
M03BX04
რეგისტრაციის ნომერი
რ-041378
რეგისტრირებულია
20 ივნისი 2024, მოქმედებს 20 ივნისი 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Gedeon Richter Plc. (უნგრეთი)
განმცხადებელი
ღსს გედეონ რიხტერის წარმომადგენლობა საქართველოში
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებამიდოკალმი და სხვა წამალი ერთად

მიდოკალმი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

მიდოკალმი® 50 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

თითოეული ტაბლეტი შეიცავს 50 მგ ტოლპერიზონის ჰიდროქლორიდს.

დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი.

მიდოკალმი® 150 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

თითოეული ტაბლეტი შეიცავს 150 მგ ტოლპერიზონის ჰიდროქლორიდს.

დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალი მოცემულია თვაში 6.1.

მიღების წესი და დოზირება

პრეპარატი მიიღება ჭამის შემდეგ, ჭიქა წყალთან ერთად.

  • 4. თერაპიის ხანგრძლივობა

თუ თქვენ მიიღეთ საჭიროზე მეტი პრეპარატი მიდოკალმი®

თუ თქვენ მიიღეთ საჭიროზე მეტი პრეპარატი მიდოკალმი®, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან დარეკეთ სასწრაფო დახმარების განყოფილებაში.

დოზის გადაჭარბებისას ყველაზე ხშირი სიმპტომებია ძილიანობა, კუჭ-ნაწლავის აშლილობა (ღებინება, გულისრევა, ტკივილი ეპიგასტრიუმში), ტაქიკარდია, არტერიული ჰიპერტენზია, მოძრაობის შენელება და თავბრუსხვევა. Aარსებობს ინფრმაცია კრუნჩხვის, სუნთქვის გაძნელების ან გაჩერების და კომის განვითარების შესახებ.

თუ თქვენ დაგავიწყდათ პრეპარატი მიდოკალმის® მიღება

პრეპარატის შემდეგ მიღებაზე არ მიიღოთ ორმაგი დოზა, ვინაიდან თქვენ ამ ქმედებით ვერ მოახდენთ დოზის კომპენსირებას, მაგრამ გამოიწვევთ ჭარბი დოზის რისკს.

თუ თქვენ შეწყვიტეთ პრეპარატი მიდოკალმის® მიღება

არ შეტყვიტოთ პრეპარატი მიდოკალმის® მიღება იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ გგონიათ, რომ პრეპარატის ეფექტი ზედმეტად ძლიერი ან ზედმეტად სუსტია. ამ შემთხვევაში კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ ამ პრეპარატის გამოყენების შესახებ დამატებითი კითქვები გაგიჩნდათ, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენებები

თუ გაქვთ ალერგია მოქმედ ნივთიერებაზე (ტოლპერიზონის ჰიდროქლორიდი) ან სხვა ანალოგიურ ნივთიერებებზე (ეპერიზონი), ასევე პრეპარატი მიდოკალმის® დამხმარე ნივთიერებებზე.

თუ დაავადებული ხართ მიასთენიით (კუნთების სისუსტესთან დაკავშირებული იმუნოლოგიური დაავადება).

თუ ბავშვი გყავთ ბუნებრივ კვებაზე.

სიფრთხილის ზომები

მიდოკალმის® 50 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები შეიცავს ლაქტოზას (48,892 მგ თითოეულ ტაბლეტში) და ტიტანის დიოქსიდს (E171) დამხმარე ნივთიერების სახით.

მიდოკალმის® 150 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები შეიცავს ლაქტოზას (146,285 მგ თითოეულ ტაბლეტში) და ტიტანის დიოქსიდს (E171), დამხმარე ნივთიერების სახით.

თუ თქვენ გაქვთ გალაქტოზას აუტანლობა, ლაპას ლაქტაზას დეფიციტი ან გლუკოზო-გალაქტოზური მალაბსორბცია, თქვენთვის მიდოკალმის® ტაბლეტების მიღება არ შეიძლება.

  • პრეპარატი მიდოკალმის® გამოყენება
  • 1. დოზა

ეს პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ მკაცრად მკურნალი ექიმის დანიშნულებით. თუ თქვენ ორჭოფობთ, განიხილეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

ჩვეულებრივი დოზები შეადგენს:

პრეპარატი მიდოკალმის® 50 მგ 1-3 ტაბლეტი სამჯერ დღეში.

პრეპარატი მიდოკალმის® 150 მგ 1 ტაბლეტი სამჯერ დღეში.

პაციენტები თირკმელების ფუნქციის დარღვევით

პრეპარატი მიდოკალმით® თერაპიისას გვერდითი რეაქციების უფრო ხშირი განვითარების გამო, საჭიროა თირკმელების ფუნქციის და ზოგადი მდგომარეობის კონტროლი.

თუ გაქვთ თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევა, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს, ვინაიდან პრეპარატი მიდოკალმის® გამოყენება არ არის რეკომენდებული პაციენტებში თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევით.

პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევით

პრეპარატი მიდოკალმით® თერაპიისას გვერდითი რეაქციების უფრო ხშირი განვითარების გამო, საჭიროა ღვიძლის ფუნქციის და ზოგადი მდგომარეობის კონტროლი.

თუ გაქვთ ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევა, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს, ვინაიდან პრეპარატი მიდოკალმის® გამოყენება არ არის რეკომენდებული პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევით.

  • 2. გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში

ბავშვებმა უნდა მიიღონ მკაცრად ექიმის დანიშნულებით:

სამკურნალო პრეპარატი ინიშნება ბავშვებში 30 კგ-ზე მეტი სხეულის წონით (10 წელზე უფროსი) სადღეღამისო დოზით 2-4 მგ/სხეულის წონის კგ, სამ მიღებაზე.

დაბალი სადღეღამისო დოზების გათვალისწინებით, ბავშვების მკურნალობისას რეკომენდებულია მიდოკალმის 50 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების გამოყენება. ვინაიდან ტაბლეტები არ არის განკუთვნილი ნაწილებად დასაყოფად, პრეპარატი უნდა დაენიშნოთ ბავშვებს სხეულის წონით 30 კგ და მეტი.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან უახლოეს წარსულში იღებდით რაიმე პრეპარატს, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემს.

ტოლპერიზონის შეუძლია სისხლში ისეთი პრეპარატების შემცველობის დონის გაზრდა, როგორებიც არის თიორიდაზონი (ანტიფსიქოზური), ტოლტეროდინი (გამოიყენება შარდის შეუკავებლობის სამკურნალოდ), ვენლაფაქსინი (ანტიდეპრესიული), ატომოქსეტინი (ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომის სამკურნალოდ (ყდჰს), დეზიპრამინი (ანტიდეპრესიული), დექსტრომეტორფანი (ხველის რეფლექსის დამთრგუნველი), მეტოპროლოლი (ბეტა-ბლოკატორი, მაღალი არტერიული წნევისა და სტენოკარდიის (ტკივილი გულმკერდიში) სამკურნალო), ნებივოლოლი (მაღალი არტერიული წნევისა და გულის უკმარისობის სამკურნალო ბეტა-ბლოკატორი), პერფენაზინი (ანტიფსიქოლიზური).

მიუხედავად იმისა, რომ ტოლპერიზონი წარმოადგენს ცენტრალური მოქმედების პრეპარატს, მისი სედაციური ეფექტი (ყურადღების დაქვეითება) ძალიან დაბალია. სხვა მიორელაქსიურებთან ერთად დანიშვნისას, საჭიროა ტოლპერიზონის დოზის შემცირება.

ტოლპერიზონი აძლიერებს ნიფლუმოვის მჟავას მოქმედებას, ამიტომ კომბინირებისას საჭიროა ნიფლუმოვის მჟავას ან სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატის (ასას) დოზის შემცირება.

  • 4.2. ურთიერთქმედება საკვებთან და სასმელთან

პრეპარატის უზმოზე მიღება რეკომენდებული არ არის, რადგან საკვების არასაკმარისმა რაოდენობამ შესაძლოა შეამციროს ტოლპერიზონის ბიოშეღწევადობა.

ცხიმიანი საკვები შიგნით მისაღებად დანიშნული პრეპარატი მიდოკალმის® ბიოშეღწევადობას თითქმის 100%-მდე ზრდის და სისხლის პლაზმაში მაქსიმალურ კონცენტრაციას ზრდის თითქმის 45%-ით პრეპარატის უზმოზე მიღებასთან შედარებით, რომლის დროსაც ხდება პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაციის დაგვიანება თითქმის 30 წუთით.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან მეძუძური დედა, ვარაუდობთ, რომ ორსულად ხართ ან გეგმავთ ორსულობას, ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

მიუხედავად იმისა, რომ პრეპარატი მიდოკალმის® ტოქსიკურობა ბავშვისთვის დამტკიცებული არ არის, თქვენმა ექიმმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება პრეპარატის გამოყენების შესახებ სარგებელი/რისკის შეფარდების შეფასების შემდეგ, განსაკუთრებით ორსულობის პირველ ტრიმესტრში.

მიდოკალმის გამოყენება ლაქტაციის დროს არ შეიძლება.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

თუ პრეპარატის მიღებისას გრძნობთ თავბრუსხვევას, ძილიანობას, ყურადღების დაქვეითებას, მხედველობის დარღვევას ან კუნთების სისუსტეს, საჭიროა თქვენს მკურნალ ექიმთან კონსულტაცია!

გვერდითი მოვლენები

ყველა სამკურნალო საშუალების მსგავსად, მიდოკალმის® აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტებსაც შეუძლიათ არასასურველი რეაქციების გამოწვევა, თუმცა ისინი ყველას არ უვლინდება. ეს გვერდითი მოვლენები, როგორც წესი, ალაგდება პრეპარატის მიღების შეწყვეტისთანავე.

ტოლპერიზონის შემცველი პრეპარატების უსაფრთხოების პროფილი განისაზღვრება 12000-ზე მეტი პაციენტის მონაცემებით. ამ მონაცემების თანახმად, ყველაზე ხშირად აღწერილია დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ, ზოგადი, ნევროლოგიური და კუჭ-ნაწლავის დარღვევები.

პოსტრეგისტრაციულ პერიოდში ტოლპერიზონის მიღებასთან დაკავშირებული შეტყობინებები ჰიპერმგრძნობელობის შესახებ შეადგენდა ყველა შეტყობინების დაახლოებით 50-60%-ს. უმეტეს შემთხვევაში ესენი არ იყო სერიოზული გვერდითი მოვლენები. სიცოცხლისთვის საშიშ ალერგიულ რეაქციებზე შეტყობინება იყო ძალიან იშვიათი.

არასასურველი რეაქციები სიხშირე განისაზღვრება შემდეგი კატეგორიების შესაბამისად:

არახშირი:

ვლინდება 100-დან 1-ზე ნაკლებ, მაგრამ 1000-დან 1-ზე მეტში პაციენტში

იშვიათი:

ვლინდება 1000-დან 1-ზე ნაკლებ, მაგრამ 10000-დან 1-ზე მეტში პაციენტში

ძალიან იშვიათი

ვლინდება 10000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში, ცალკეული შემთხვევების ჩათვლით

არახშირი არასასურველი რეაქციები: მადის დაკარგვა, უძილობა, ძილის დაღვევა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა, არტერიული წნევის დაწევა (ჰიპოტენზია), მუცელში დისკომფორტი, დიარეა, პირში სიმშრალე, დისპეფსია, ღებინება, კუნთების სისუსტე, კუნთების ტკივილი, კიდურების ტკივილი, დაღლილობა, საერთო სისუსტე, მოთენთილობა.

იშვიათი არასასურველი რეაქციები: ალერგიული რეაქცია* (ჰიპერმგრძნობელობა), მძიმე ალერგიული რეაქცია (ანაფილაქსიური რეაქცია), აქტივობის დაქვეითება, დეპრესია, ყურადღების დარღვევა, ტრემორი, კრუნჩხვები, დაქვეითებული მგრძნობელობა, პარესთეზია, მომატებული ძილიანობა (ლეთარგია), მხედველობის დარღვევა, თავბრუსხვევის შეგრძნება, შუილი ყურებში, მოჭერითი ტკივილი გულმკერდის არეში (სტენოკარდია), გულის გახშირებული შეკუმშვები, არტერიული წნევის დაწევა, წამოხურებები, გახშირებული და არარითმული გულისცემის შეგრძნება, სუნთქვის გაძნელება, სისხლდენა ცხვირიდან, ხშირი სუნთქვა (ტაქიპნოე), ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, ყაბზობა, მეტეორიზმი, გულისრევა, ღვიძლის მხრივ მსუბუქი დარღვევები, კანის ალერგიული რეაქციები, გაძლიერებული ოფლდენა, ქავილი, ჭინჭრის ციება, გამონაყარი, შარდვის კონტროლის უუნარობა და შარდის შეუკავებლობა, ცილა შარდში (ლაბორატორიული კვლევისას), დისკომფორტი კიდურებში, თრობის შეგრძნება, ცხელების შეგრძნება, წყურვილი, გაღიზიანებადობა, ლაბორატორიული კვლევის შედეგების ცვლილება (სისხლში ბილირუბინის კონცენტრაციის მომატება, ღვიძლის ფერმენტების აქტივობის ცვლილება, თრომბოციტების რაოდენობის შემცირება, ლეიკოციტების რაოდენობის მომატება).

ძალიან იშვიათი არასასურველი რეაქციები: ანემია, ლიმფური კვანძების გადიდება (ლიმფადენოპათია), მძიმე ალერგიული რეაქცია (ანაფილაქსიური შოკი), პოლიდიფსია, გულის შეკუმშვის სიხშირის დაქვეითება, ძვლის ქსოვილის სიმკვრივის შემცირება, დისკომფორტი გულ-მკერდის უჯრედში, სისხლის ლაბორატორიული კვლევის შედეგების ცვლილება (სისხლში კრეატინინის შემცველობის მომატება), გონების დაბინდვა.

  • პოსტმარკეტინული დაკვირვების ფარგლებში იყო შეტყობინება დაუდგენელი სიხშირის შემდეგ გვერდით რეაქციებზე: ანგიონევროზული შეშუპება (სახის შეშუპების, ტუჩების შეშუპების ჩათვლით).

ანგიონევროზული შეშუპება (ალერგიული რეაქცია, რომელიც ვითადება მოულოდნელად ხელის, ტერფის, ხელის გულების, სახის, ტუჩების, ენისა და ყელის შეშუპება). ასევე შეიძლება განვითარდეს ყლაპვისა და სუნთქვის დარღვევა.

  • 2. შეტყობინება არასასურველი რეაქციების შესახებ

თუ გამოგივლინდათ რომელიმე გვერდითი მოვლენა, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს. ეს რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციაზე, მათ შორის რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელ-ჩანართში. თქვენ ასევე შეგიძლიათ არასასურველი რეაქციების შესახებ აცნობოთ პირდაპირ შეტყობინებათა ეროვნული სისტემის მეშვეობით. არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინებით, თქვენ დახმარებას უწევთ მეტი მონაცემების მიღებაში პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.

  • პრეპარატი მიდოკალმის® შენახვა

ინახება არაუმეტეს 25°С ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გადააგდოთ სამკურნალო საშუალებები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს როგორ შეიძლება სამკურნალო საშუალებების უტილიზება, თუ თქვენ მათ აღარ იყენებთ. ეს ღონისძიებები ხელს უწყობს გარემოს დაცვას.

  • შეფუთვის შიგთვსი და სხვა ცნობები

ჭარბი დოზა

ჭარბი დოზის სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს ძილიანობას, კუჭ-ნაწლავის დარღვევებს (ღებინება, გულისრევა, ტკივილი ეპიგასტრიუმში), ტაქიკარდიას, არტერიულ ჰიპერტენზიას, ბრადიკინეზიას და ვერტიგოს. მძიმე შემთხვევებში კრუნჩხვები, სუნთქვის დათრგუნვა, აპნოე და კომა. სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. რეკომენდებულია სიმპტომური მკურნალობა.

შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერება: ტოლპერიზონის ჰიდროქლორიდი 50 მგ თითოეულ აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტში.

დამხმარე ნივთიერებები:

ტაბლეტის ბირთვი შეიცავს:

ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, კაჟბადის კოლოიდური უწყლო დიოქსიდი, სტეარინის მჟავა, ტალკი, მიკროკრისტალური ცელულოზა, სიმინდის სახამებელი, ლაქტოზის მონოჰიდრატი (48,500 მგ).

გარსი შეიცავს:

კაჟბადის კოლოიდური უწყლო დიოქსიდი, ტიტანის დიოქსიდი (E 171), ლაქტოზის მონოჰიდრატი (0,392 მგ), მაკროგორლი 6000, ჰიპრომელოზა.

რას შეიცავს მიდოკალმის® 150 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, კაჟბადის კოლოიდური უწყლო დიოქსიდი, სტეარინის მჟავა, ტალკი, მიკროკრისტალური ცელულოზა, სიმინდის სახამებელი, ლაქტოზის მონოჰიდრატი (145,50 მგ).

გარსი შეიცავს:

კაჟბადის კოლოიდური უწყლო დიოქსიდი, ტიტანის დიოქსიდი (E 171), ლაქტოზის მონოჰიდრატი (0,785 მგ), მაკროგორლი 6000, ჰიპრომელოზა.

პრეპარატი მიდოკალმის® აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები აღწერილობა

მიდოკალმი® 50 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტიები

თეთრი ან თითქმის თეთრი, მრგვალი ორმხრივამოზნექილი, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, დამახასიათებელი სუნით, გრავირებით “50” ერთ მხარეს.

მიდოკალმი® 150 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

თეთრი ან თითქმის თეთრი, მრგვალი ორმხრივამოზნექილი, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, დამახასიათებელი სუნით, გრავირებით “150” ერთ მხარეს.

შენახვის პირობები

3 წელი.

არ გამოიყენოთ მიდოკალმი® აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ცენტრალური მოქმედების მიორელაქსიური.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

ფურცელ-ჩანართი: ინფორმაცია პაციენტისთვის

მიდოკალმი® (ტოლპერიზონი),

50 მგ და 150 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

პრეპარატის გამოყენებამდე ბოლომდე წაიკითხეთ ფურცელ-ჩანართი, ვინაიდან მასში თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციაა.

შეინახეთ ფურცელ-ჩანართი. შესაძლებელია მისი გადაკითხვა კიდევ დაგჭირდეთ.

თუ თქვენ გაგიჩნდათ დამატებითი კითხვები, მიმართეთ მკურნალ ექიმს.

ეს პრეპარატის დაგინიშნეს თქვენ. არ გადასცეთ ის სხვა პირებს. Mპრეპარატმა შეიძლება ავნოს მათ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ანალოგიური სიმპტომები აქვთ.

თუ გამოგივლინდათ რაიმე არასასურველი რეაქციები, მიმართეთ მკურნალ ექიმს. ეს რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციაზემ მათ შორის ისეთებზე, რომლები არ არის ჩამოთვლილი ფურცელ-ჩანართის მე-4 თავში.

ფურცელ-ჩანართის შინაარსი:

  • რას წარმოადგენს პრეპარატი მიდოკალმი® და რისთვის გამოიყენება
  • რა უნდა იცოდეთ პრეპარატი მიდოკალმის® მიღებამდე
  • პრეპარატი მიდოკალმის® გამოყენება
  • შესაძლო არასასურველი რეაქციები
  • პრეპარატი მიდოკალმის® შენახვა
  • შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
  • რას წარმოადგენს პრეპარატი მიდოკალმი® და რისთვის გამოიყენება

მიდოკალმი® 50 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

თითოეული ტაბლეტი შეიცავს 50 მგ ტოლპერიზონის ჰიდროქლორიდს.

დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი.

მიდოკალმი® 150 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

თითოეული ტაბლეტი შეიცავს 150 მგ ტოლპერიზონის ჰიდროქლორიდს.

დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი.

დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალი მოცემულია თვაში 6.1.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ცენტრალური მოქმედების მიორელაქსიური.

  • 1. გამოყენების ჩვენებები

მიდოკალმი® – პრეპარატია, რომელიც მოქმედი ნივთიერების სახით შეიცავს ტოლპერიზონს. ტოლპერიზონი წარმოადგენს პრეპარატს, რომელიც მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. იგი გამოიყენება კუნთების მომატებული ტონუსის და დაძაბულობის სამკურნალოდ, ასევე, კიდურებში სისხლის მიმოქცევის ზოგიერთი დარღვევისას.

თუ 5 დღის შემდეგ გაუმჯობესება არ დადგა ან გაუარესებას გრძნობთ, მიმართეთ ექიმს.

  • რა უნდა იცოდეთ პრეპარატი მიდოკალმის® მიღებამდე
  • 1. უკუჩვენებები

არ მიიღოთ პრეპარატი მიდოკალმი®:

თუ გაქვთ ალერგია მოქმედ ნივთიერებაზე (ტოლპერიზონის ჰიდროქლორიდი) ან სხვა ანალოგიურ ნივთიერებებზე (ეპერიზონი), ასევე პრეპარატი მიდოკალმის® დამხმარე ნივთიერებებზე.

თუ დაავადებული ხართ მიასთენიით (კუნთების სისუსტესთან დაკავშირებული იმუნოლოგიური დაავადება).

თუ ბავშვი გყავთ ბუნებრივ კვებაზე.

  • 2. განსაკუთრებული მითითებები და უსაფრთხოების ზომები

პრეპარატი მიდოკალმის® გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს.

პრეპარატი მიდოკალმი® ინიშნება ექიმის მიერ.

ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები

პოსტრეგისტრაციულ პერიოდში ხშირი იყო ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების შესახებ შეტყობინებები. ალერგიული რეაქციები ვარირებდა კანის მსუბუქი რექციებიდან მძიმე სისტემურ რეაქციებამდე (მაგალითად, ანაფილაქსიური შოკი).

მდედრობითი სქესის პაციენტებში, ხანდაზმულ პაციენტებში ან პაციენტებში თანმხლები თერაპიით (ძირითადად, რომლებიც იღებენ ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ საშუალებებს - ასას) უფრო მაღალია ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების განვითარების რისკი. ამავე ჯგუფში შედიან პაციენტები ანამნეზში წამლისმიერი ალერგიით, ალერგიული დაავადებებით ან სიმპტომებით (მაგალითად, ალერგიული რინიტი, ასთმა, ატოპიური დერმატიტი შრატში IgE–ს მაღალი შემცველობით, ჭინჭრის ციება), ან პაციენტები, რომლებსაც პრეპარატით თერაპიისას აქვთ ვირუსული ინფექცია.

ჰიპერმგრძნობელობის რეაქციის ადრეული ნიშნებია: სიწითლე, გამონაყარი, კანის ძლიერი ქავილი (შესიებით), ქოშინი, სუნთქვის გაძნელება სახის, ტუჩების, ენის ან/და ხორხის შეშუპებით ან მის გარეშე, ყლაპვის გაძნელება, გახშირებული გულისცემა, დაბალი არტერიული წნევა, არტერიული წნევის სწრაფი დაწევა.

თუ თქვენ შეამჩნიეთ ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები, სასაწრაფოდ შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და მიაკითხეთ ექიმს ან უახლოეს სასწრაფო დახმარების განყოფილებას.

თუ თქვენ ოდესმე გქონდათ ალერგიული რეაქცია ტოლპერიზონზე, თქვენთვის ამ პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება.

ლიდოკაინზე ალერგიის მქონე პაციენტები არიან ტოლპერიზონზე ჰიპერმგრძნობელობის უფრო მაღალი რისკის მატარებელნი. ტოლპერიზონით მკურნალობის დაწყებამდე გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან.

  • 3. ბავშვები და მოზარდები

ტოლპერიზონის უსაფრთხოების და ეფექტურობის მონაცემები ბავშვებში შეზღუდულია.

  • 4. ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან
  • 4.1. სხვა პრეპარატები და პრეპარატი მიდოკალმი®

გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან უახლოეს წარსულში იღებდით რაიმე პრეპარატს, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემს.

ტოლპერიზონის შეუძლია სისხლში ისეთი პრეპარატების შემცველობის დონის გაზრდა, როგორებიც არის თიორიდაზონი (ანტიფსიქოზური), ტოლტეროდინი (გამოიყენება შარდის შეუკავებლობის სამკურნალოდ), ვენლაფაქსინი (ანტიდეპრესიული), ატომოქსეტინი (ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომის სამკურნალოდ (ყდჰს), დეზიპრამინი (ანტიდეპრესიული), დექსტრომეტორფანი (ხველის რეფლექსის დამთრგუნველი), მეტოპროლოლი (ბეტა-ბლოკატორი, მაღალი არტერიული წნევისა და სტენოკარდიის (ტკივილი გულმკერდიში) სამკურნალო), ნებივოლოლი (მაღალი არტერიული წნევისა და გულის უკმარისობის სამკურნალო ბეტა-ბლოკატორი), პერფენაზინი (ანტიფსიქოლიზური).

მიუხედავად იმისა, რომ ტოლპერიზონი წარმოადგენს ცენტრალური მოქმედების პრეპარატს, მისი სედაციური ეფექტი (ყურადღების დაქვეითება) ძალიან დაბალია. სხვა მიორელაქსიურებთან ერთად დანიშვნისას, საჭიროა ტოლპერიზონის დოზის შემცირება.

ტოლპერიზონი აძლიერებს ნიფლუმოვის მჟავას მოქმედებას, ამიტომ კომბინირებისას საჭიროა ნიფლუმოვის მჟავას ან სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატის (ასას) დოზის შემცირება.

  • 4.2. ურთიერთქმედება საკვებთან და სასმელთან

პრეპარატის უზმოზე მიღება რეკომენდებული არ არის, რადგან საკვების არასაკმარისმა რაოდენობამ შესაძლოა შეამციროს ტოლპერიზონის ბიოშეღწევადობა.

ცხიმიანი საკვები შიგნით მისაღებად დანიშნული პრეპარატი მიდოკალმის® ბიოშეღწევადობას თითქმის 100%-მდე ზრდის და სისხლის პლაზმაში მაქსიმალურ კონცენტრაციას ზრდის თითქმის 45%-ით პრეპარატის უზმოზე მიღებასთან შედარებით, რომლის დროსაც ხდება პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაციის დაგვიანება თითქმის 30 წუთით.

  • 5. ორსულობა და ლაქტაცია

თუ ხართ ორსულად ან მეძუძური დედა, ვარაუდობთ, რომ ორსულად ხართ ან გეგმავთ ორსულობას, ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

მიუხედავად იმისა, რომ პრეპარატი მიდოკალმის® ტოქსიკურობა ბავშვისთვის დამტკიცებული არ არის, თქვენმა ექიმმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება პრეპარატის გამოყენების შესახებ სარგებელი/რისკის შეფარდების შეფასების შემდეგ, განსაკუთრებით ორსულობის პირველ ტრიმესტრში.

მიდოკალმის გამოყენება ლაქტაციის დროს არ შეიძლება.

  • 6. ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალების მართვის ან მექანიზმეთან მუშაობის უნარზე

თუ პრეპარატის მიღებისას გრძნობთ თავბრუსხვევას, ძილიანობას, ყურადღების დაქვეითებას, მხედველობის დარღვევას ან კუნთების სისუსტეს, საჭიროა თქვენს მკურნალ ექიმთან კონსულტაცია!

  • 7. განსაკუთრებული მითითებები დამხმარე ნივთიერებების შესახებ

მიდოკალმის® 50 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები შეიცავს ლაქტოზას (48,892 მგ თითოეულ ტაბლეტში) და ტიტანის დიოქსიდს (E171) დამხმარე ნივთიერების სახით.

მიდოკალმის® 150 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები შეიცავს ლაქტოზას (146,285 მგ თითოეულ ტაბლეტში) და ტიტანის დიოქსიდს (E171), დამხმარე ნივთიერების სახით.

თუ თქვენ გაქვთ გალაქტოზას აუტანლობა, ლაპას ლაქტაზას დეფიციტი ან გლუკოზო-გალაქტოზური მალაბსორბცია, თქვენთვის მიდოკალმის® ტაბლეტების მიღება არ შეიძლება.

  • პრეპარატი მიდოკალმის® გამოყენება
  • 1. დოზა

ეს პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ მკაცრად მკურნალი ექიმის დანიშნულებით. თუ თქვენ ორჭოფობთ, განიხილეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

ჩვეულებრივი დოზები შეადგენს:

პრეპარატი მიდოკალმის® 50 მგ 1-3 ტაბლეტი სამჯერ დღეში.

პრეპარატი მიდოკალმის® 150 მგ 1 ტაბლეტი სამჯერ დღეში.

პაციენტები თირკმელების ფუნქციის დარღვევით

პრეპარატი მიდოკალმით® თერაპიისას გვერდითი რეაქციების უფრო ხშირი განვითარების გამო, საჭიროა თირკმელების ფუნქციის და ზოგადი მდგომარეობის კონტროლი.

თუ გაქვთ თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევა, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს, ვინაიდან პრეპარატი მიდოკალმის® გამოყენება არ არის რეკომენდებული პაციენტებში თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევით.

პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევით

პრეპარატი მიდოკალმით® თერაპიისას გვერდითი რეაქციების უფრო ხშირი განვითარების გამო, საჭიროა ღვიძლის ფუნქციის და ზოგადი მდგომარეობის კონტროლი.

თუ გაქვთ ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევა, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს, ვინაიდან პრეპარატი მიდოკალმის® გამოყენება არ არის რეკომენდებული პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევით.

  • 2. გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში

ბავშვებმა უნდა მიიღონ მკაცრად ექიმის დანიშნულებით:

სამკურნალო პრეპარატი ინიშნება ბავშვებში 30 კგ-ზე მეტი სხეულის წონით (10 წელზე უფროსი) სადღეღამისო დოზით 2-4 მგ/სხეულის წონის კგ, სამ მიღებაზე.

დაბალი სადღეღამისო დოზების გათვალისწინებით, ბავშვების მკურნალობისას რეკომენდებულია მიდოკალმის 50 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების გამოყენება. ვინაიდან ტაბლეტები არ არის განკუთვნილი ნაწილებად დასაყოფად, პრეპარატი უნდა დაენიშნოთ ბავშვებს სხეულის წონით 30 კგ და მეტი.

  • 3. მიღების გზა და წესი

პრეპარატი მიიღება ჭამის შემდეგ, ჭიქა წყალთან ერთად.

  • 4. თერაპიის ხანგრძლივობა

თუ თქვენ მიიღეთ საჭიროზე მეტი პრეპარატი მიდოკალმი®

თუ თქვენ მიიღეთ საჭიროზე მეტი პრეპარატი მიდოკალმი®, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან დარეკეთ სასწრაფო დახმარების განყოფილებაში.

დოზის გადაჭარბებისას ყველაზე ხშირი სიმპტომებია ძილიანობა, კუჭ-ნაწლავის აშლილობა (ღებინება, გულისრევა, ტკივილი ეპიგასტრიუმში), ტაქიკარდია, არტერიული ჰიპერტენზია, მოძრაობის შენელება და თავბრუსხვევა. Aარსებობს ინფრმაცია კრუნჩხვის, სუნთქვის გაძნელების ან გაჩერების და კომის განვითარების შესახებ.

თუ თქვენ დაგავიწყდათ პრეპარატი მიდოკალმის® მიღება

პრეპარატის შემდეგ მიღებაზე არ მიიღოთ ორმაგი დოზა, ვინაიდან თქვენ ამ ქმედებით ვერ მოახდენთ დოზის კომპენსირებას, მაგრამ გამოიწვევთ ჭარბი დოზის რისკს.

თუ თქვენ შეწყვიტეთ პრეპარატი მიდოკალმის® მიღება

არ შეტყვიტოთ პრეპარატი მიდოკალმის® მიღება იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ გგონიათ, რომ პრეპარატის ეფექტი ზედმეტად ძლიერი ან ზედმეტად სუსტია. ამ შემთხვევაში კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ ამ პრეპარატის გამოყენების შესახებ დამატებითი კითქვები გაგიჩნდათ, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  • შესაძლო არასასურველი რეაქციები
  • 1. არასასურველი რეაქციების აღწერილობა

ყველა სამკურნალო საშუალების მსგავსად, მიდოკალმის® აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტებსაც შეუძლიათ არასასურველი რეაქციების გამოწვევა, თუმცა ისინი ყველას არ უვლინდება. ეს გვერდითი მოვლენები, როგორც წესი, ალაგდება პრეპარატის მიღების შეწყვეტისთანავე.

ტოლპერიზონის შემცველი პრეპარატების უსაფრთხოების პროფილი განისაზღვრება 12000-ზე მეტი პაციენტის მონაცემებით. ამ მონაცემების თანახმად, ყველაზე ხშირად აღწერილია დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ, ზოგადი, ნევროლოგიური და კუჭ-ნაწლავის დარღვევები.

პოსტრეგისტრაციულ პერიოდში ტოლპერიზონის მიღებასთან დაკავშირებული შეტყობინებები ჰიპერმგრძნობელობის შესახებ შეადგენდა ყველა შეტყობინების დაახლოებით 50-60%-ს. უმეტეს შემთხვევაში ესენი არ იყო სერიოზული გვერდითი მოვლენები. სიცოცხლისთვის საშიშ ალერგიულ რეაქციებზე შეტყობინება იყო ძალიან იშვიათი.

არასასურველი რეაქციები სიხშირე განისაზღვრება შემდეგი კატეგორიების შესაბამისად:

არახშირი:

ვლინდება 100-დან 1-ზე ნაკლებ, მაგრამ 1000-დან 1-ზე მეტში პაციენტში

იშვიათი:

ვლინდება 1000-დან 1-ზე ნაკლებ, მაგრამ 10000-დან 1-ზე მეტში პაციენტში

ძალიან იშვიათი

ვლინდება 10000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში, ცალკეული შემთხვევების ჩათვლით

არახშირი არასასურველი რეაქციები: მადის დაკარგვა, უძილობა, ძილის დაღვევა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა, არტერიული წნევის დაწევა (ჰიპოტენზია), მუცელში დისკომფორტი, დიარეა, პირში სიმშრალე, დისპეფსია, ღებინება, კუნთების სისუსტე, კუნთების ტკივილი, კიდურების ტკივილი, დაღლილობა, საერთო სისუსტე, მოთენთილობა.

იშვიათი არასასურველი რეაქციები: ალერგიული რეაქცია* (ჰიპერმგრძნობელობა), მძიმე ალერგიული რეაქცია (ანაფილაქსიური რეაქცია), აქტივობის დაქვეითება, დეპრესია, ყურადღების დარღვევა, ტრემორი, კრუნჩხვები, დაქვეითებული მგრძნობელობა, პარესთეზია, მომატებული ძილიანობა (ლეთარგია), მხედველობის დარღვევა, თავბრუსხვევის შეგრძნება, შუილი ყურებში, მოჭერითი ტკივილი გულმკერდის არეში (სტენოკარდია), გულის გახშირებული შეკუმშვები, არტერიული წნევის დაწევა, წამოხურებები, გახშირებული და არარითმული გულისცემის შეგრძნება, სუნთქვის გაძნელება, სისხლდენა ცხვირიდან, ხშირი სუნთქვა (ტაქიპნოე), ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, ყაბზობა, მეტეორიზმი, გულისრევა, ღვიძლის მხრივ მსუბუქი დარღვევები, კანის ალერგიული რეაქციები, გაძლიერებული ოფლდენა, ქავილი, ჭინჭრის ციება, გამონაყარი, შარდვის კონტროლის უუნარობა და შარდის შეუკავებლობა, ცილა შარდში (ლაბორატორიული კვლევისას), დისკომფორტი კიდურებში, თრობის შეგრძნება, ცხელების შეგრძნება, წყურვილი, გაღიზიანებადობა, ლაბორატორიული კვლევის შედეგების ცვლილება (სისხლში ბილირუბინის კონცენტრაციის მომატება, ღვიძლის ფერმენტების აქტივობის ცვლილება, თრომბოციტების რაოდენობის შემცირება, ლეიკოციტების რაოდენობის მომატება).

ძალიან იშვიათი არასასურველი რეაქციები: ანემია, ლიმფური კვანძების გადიდება (ლიმფადენოპათია), მძიმე ალერგიული რეაქცია (ანაფილაქსიური შოკი), პოლიდიფსია, გულის შეკუმშვის სიხშირის დაქვეითება, ძვლის ქსოვილის სიმკვრივის შემცირება, დისკომფორტი გულ-მკერდის უჯრედში, სისხლის ლაბორატორიული კვლევის შედეგების ცვლილება (სისხლში კრეატინინის შემცველობის მომატება), გონების დაბინდვა.

  • პოსტმარკეტინული დაკვირვების ფარგლებში იყო შეტყობინება დაუდგენელი სიხშირის შემდეგ გვერდით რეაქციებზე: ანგიონევროზული შეშუპება (სახის შეშუპების, ტუჩების შეშუპების ჩათვლით).

ანგიონევროზული შეშუპება (ალერგიული რეაქცია, რომელიც ვითადება მოულოდნელად ხელის, ტერფის, ხელის გულების, სახის, ტუჩების, ენისა და ყელის შეშუპება). ასევე შეიძლება განვითარდეს ყლაპვისა და სუნთქვის დარღვევა.

  • 2. შეტყობინება არასასურველი რეაქციების შესახებ

თუ გამოგივლინდათ რომელიმე გვერდითი მოვლენა, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს. ეს რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციაზე, მათ შორის რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელ-ჩანართში. თქვენ ასევე შეგიძლიათ არასასურველი რეაქციების შესახებ აცნობოთ პირდაპირ შეტყობინებათა ეროვნული სისტემის მეშვეობით. არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინებით, თქვენ დახმარებას უწევთ მეტი მონაცემების მიღებაში პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.

  • პრეპარატი მიდოკალმის® შენახვა

ინახება არაუმეტეს 25°С ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გადააგდოთ სამკურნალო საშუალებები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს როგორ შეიძლება სამკურნალო საშუალებების უტილიზება, თუ თქვენ მათ აღარ იყენებთ. ეს ღონისძიებები ხელს უწყობს გარემოს დაცვას.

  • შეფუთვის შიგთვსი და სხვა ცნობები

რას შეიცავს მიდოკალმი® 50 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

მოქმედი ნივთიერება: ტოლპერიზონის ჰიდროქლორიდი 50 მგ თითოეულ აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტში.

დამხმარე ნივთიერებები:

ტაბლეტის ბირთვი შეიცავს:

ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, კაჟბადის კოლოიდური უწყლო დიოქსიდი, სტეარინის მჟავა, ტალკი, მიკროკრისტალური ცელულოზა, სიმინდის სახამებელი, ლაქტოზის მონოჰიდრატი (48,500 მგ).

გარსი შეიცავს:

კაჟბადის კოლოიდური უწყლო დიოქსიდი, ტიტანის დიოქსიდი (E 171), ლაქტოზის მონოჰიდრატი (0,392 მგ), მაკროგორლი 6000, ჰიპრომელოზა.

რას შეიცავს მიდოკალმის® 150 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

მოქმედი ნივთიერება: ტოლპერიზონის ჰიდროქლორიდი 50 მგ თითოეულ აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტში.

დამხმარე ნივთიერებები:

ტაბლეტის ბირთვი შეიცავს:

ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, კაჟბადის კოლოიდური უწყლო დიოქსიდი, სტეარინის მჟავა, ტალკი, მიკროკრისტალური ცელულოზა, სიმინდის სახამებელი, ლაქტოზის მონოჰიდრატი (145,50 მგ).

გარსი შეიცავს:

კაჟბადის კოლოიდური უწყლო დიოქსიდი, ტიტანის დიოქსიდი (E 171), ლაქტოზის მონოჰიდრატი (0,785 მგ), მაკროგორლი 6000, ჰიპრომელოზა.

პრეპარატი მიდოკალმის® აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები აღწერილობა

მიდოკალმი® 50 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტიები

თეთრი ან თითქმის თეთრი, მრგვალი ორმხრივამოზნექილი, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, დამახასიათებელი სუნით, გრავირებით “50” ერთ მხარეს.

მიდოკალმი® 150 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

თეთრი ან თითქმის თეთრი, მრგვალი ორმხრივამოზნექილი, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, დამახასიათებელი სუნით, გრავირებით “150” ერთ მხარეს.

გამოშვების ფორმა

10 ტაბლეტი პვქ/ალ ფოლგის ბლისტერში.

3 ბლისტერი თანდართულ გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

ვარგისობის ვადა

3 წელი.

არ გამოიყენოთ მიდოკალმი® აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი და მწარმოებელი

ღსს „გედეონ რიხტერი”

1103 ბუდაპეშტი, დემრეის ქ., 19-21, უნგრეთი.

ცხელი ხაზის ტელეფონი (ზარი უფასოა): 7-800-555-00777

ელექტრონული მისამართი: [email protected]

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა