პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მიორელაქსანტები

ტოლკიმადო

Tolkimado

რეცეპტით150მგინსტრუქცია ქართულადთურქეთი
რისთვის გამოიყენება

სპასტიურობის სიმპტომური მკურნალობა ზრდასრულებში გადატანილი ინსულტის შემდეგ.

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ტოლპერიზონი (tolperisone)
ფორმა და შეფუთვა
150მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30 (3X10)
მწარმოებელი
WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S., თურქეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
მიორელაქსანტები, ცენტრალური მოქმედების სხვა საშუალებები
ATC კოდი
M03BX04
რეგისტრაციის ნომერი
რ-038548
რეგისტრირებულია
6 ივლისი 2023, მოქმედებს 6 ივლისი 2028-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S. (თურქეთი)
განმცხადებელი
შპს „გლობალფარმი“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებატოლკიმადო და სხვა წამალი ერთად

ტოლკიმადო — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

სპასტიურობის სიმპტომური მკურნალობა ზრდასრულებში გადატანილი ინსულტის შემდეგ.

მიღების წესი და დოზირება

ზრდასრულები:

პრეპარატის რეკომენდებული სადღეღამისო დოზა შეადგენს 150-450 მგ, დაყოფილი სამ თანაბარ მიღებად, ინდივიდუალური საჭიროებიდან გამომდინარე და გადატანის უნარის მიხედვით.

პაციენტები თირკმლის ფუნქციის დარღვევებით:

თირკმლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში პრეპარატის გამოყენების გამოცდილება შეზღუდულია. პაციენტების მოცემულ ჯგუფში დაფიქსირდა არასასურველი რეაქციების განვითარების უფრო მაღალი სიხშირე. ამიტომ, თირკმელების ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში რეკომენდებულია დოზის ინდივიდუალური ტიტრირება პაციენტის მდგომარეობაზე გულდასმითი მეთვალყურეობით და თირკმელების ფუნქციის კონტროლით. პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში.

პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევებით:

ღვიძლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში პრეპარატის გამოყენების გამოცდილება შეზღუდულია. პაციენტების მოცემულ ჯგუფში დაფიქსირდა არასასურველი რეაქციების განვითარების უფრო მაღალი სიხშირე. ამიტომ, ღვიძლის ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში რეკომენდებულია დოზის ინდივიდუალური ტიტრირება პაციენტის მდგომარეობაზე გულდასმითი მეთვალყურეობით და ღვიძლის ფუნქციის კონტროლით. პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში.

ბავშვები და მოზარდები:

ტოლპერიზონის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებში და მოზარდებში დადგენილი არ არის.

გამოყენების წესი:

პრეპარატი განკუთვნილია შინაგანი მიღებისთვის.

ტაბლეტები უნდა იქნას მიღებული ჭამის შემდეგ, ჭიქა წყლის მიყოლებით. საკვების არასაკმარისმა მიღებამ შეიძლება შეამციროს ტოლპერიზონის ბიოხელმისაწვდომობა.

უკუჩვენებები

  • ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების (ტოლპერიზონის) ან მისი მსგავსი ქიმიური აგებულების მქონე ეპერიზონის მიმართ, და აგრეთვე პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ;
  • მძიმე მიასთენია ( myasthenia gravis) ;
  • ლაქტაციის პერიოდი.

სიფრთხილის ზომები

ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები

არასასურველი რეაქციები, რომლებიც ყველაზე ხშირადაა დაფიქსირებული პოსტმარკეტინგულ პერიოდში, არის ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები. მოცემული რეაქციების გამოხატულობის ხარისხი მერყეობს კანის მსუბუქი რეაქციებიდან მძიმე სისტემურ რეაქციებამდე, ანაფილაქსიური შოკის ჩათვლით. ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების სიმპტომები შეიძლება იყოს ერითემა, გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ქავილი, ანგიონევროზული შეშუპება, ტაქიკარდია, არტერიული ჰიპოტენზია და ქოშინი.

ტოლპერიზონის მიღებისას მდედრობითი სქესის პაციენტებს, სხვა პრეპარატების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის ან ანამნეზში ალერგიული რეაქციების მქონე პაციენტებს აქვთ ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების განვითარების უფრო მაღალი რისკი.

ლიდოკაინის მიმართ ცნობილი ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში უნდა იქნას დაცული სიფრთხილე პრეპარატის გამოყენებისას ჯვარედინი არასასურველი რეაქციების განვითარების რისკის გამო .

პაციენტებს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საჭიროა ყურადღება მიაქციონ ჰიპერმგრძნობელობის რეაქციებთან დაკავშირებულ ნებისმიერ სიმპტომს. ასეთი სიმპტომების წარმოქმნის შემთხვევაში შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული განმეორებით ტოლპერიზონზე ჰიპერმგრძნობელობის რეაქციის განვითარების შემდეგ.

დამხმარე ნივთიერებები:

ტოლკიმადო შეიცავს ლაქტოზას, ამიტომ პაციენტებს იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადებებით, რომლებსაც ახასიათებთ გალაქტოზის აუტანლობა, ლაქტაზას უკმარისობა ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბცია, არ უნდა მიიღონ მოცემული პრეპარატი.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

დექსტრომეტორფანთან, CYP2D6 სუბსტრატთან ფარმაკოკინეტიკური მედიკამენტოზური ურთიერთქმედებების კვლევების შედეგები მოწმობენ იმაზე, რომ ტოლპერიზონთან ერთდროული გამოყენების შემთხვევაში შეიძლება გაიზარდოს სისხლში იმ სამკურნალო საშუალებების კონცენტრაცია, რომლებიც მეტაბოლიზდება უპირატესად CYP2D6-ით: თიორიდაზინი, ტოლტეროდინი, ვენლაფაქსინი, ატომოქსეტინი, დეზიპრამინი, დექსტრომეტორფანი, მეტოპროლოლი, ნებივოლოლი, პერფენაზინი.

In vitro კვლევებში ადამიანის ღვიძლის მიკროსომებისა და ჰეპატოციტების გამოყენებით არ იქნა აღმოჩენილი მნიშვნელოვანი ინჰიბიტორული ან მაინდუქცირებელი გავლენა ციტოქრომ P450 სისტემის სხვა იზოფერმენტებზე (CYP2B6, CYP2C8, CYP2C9, CYP2C19, CYP1A2, CYP3A4).

CYP2D6 სუბსტრატებთან და/ან სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთდროული გამოყენებისას არ არის მოსალოდნელი ტოლპერიზონის სისტემური ზემოქმედების მატება, რაც დაკავშირებულია პრეპარატის მეტაბოლიზმის გზების დიდ რაოდენობასთან.

უზმოზე მიღებისას ტოლპერიზონის ბიოშეღწევადობა მცირდება, ამიტომ პრეპარატის მიღება რეკომენდებულია საკვების მიღების დროს.

მიუხედავად იმისა, რომ ტოლპერიზონი ახდენს ცენტრალურ მოქმედებას, მისი გამოყენების დროს სედატიური ეფექტის განვითარების რისკი დაბალია. ცენტრალური მოქმედების სხვა მიორელაქსანტებთან ერთდროული გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია ტოლპერიზონის დოზის შემცირების საკითხის განხილვა.

ტოლპერიზონი აძლიერებს ნიფლუმის მჟავას მოქმედებას, ამიტომ ტოლპერიზონთან ერთდროული გამოყენებისას უნდა შემცირდეს ნიფლუმის მჟავას ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების დოზა.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში არ იყო გამოვლენილი ტოლპერიზონის ტერატოგენული მოქმედება. საკმარისი კლინიკური მონაცემების არარსებობის გამო პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული ქალებში ორსულობის პერიოდში (განსაკუთრებით ორსულობის პირველ ტრიმესტრში), იმ შემთხვევების გამოკლებით, როდესაც დედისთვის მოსალოდნელი სარგებელი აღემატება ნაყოფისთვის პოტენციურ რისკს.

ლაქტაცია

მონაცემები ტოლპერიზონის დედის რძესთან ერთად გამოყოფის შესახებ არ არსებობს, ამიტომ პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია ქალებში ძუძუთი კვების პერიოდში.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

პრეპარატი არ ახდენს გავლენას ან აქვს უმნიშვნელო გავლენა ავტოტრანსპორტის ტარებისა და მექანიზმების მართვის უნარზე.

პაციენტებმა, რომლებსაც პრეპარატის მიღების შემდეგ აღენიშნებათ თავბრუსხვევა, ძილიანობა, ყურადღების დარღვევა, კრუნჩხვითი შეტევები, მხედველობის სიმკვეთრის დარღვევა ან კუნთების სისუსტე, უნდა მიმართონ ექიმს.

გვერდითი მოვლენები

ტოლპერიზონის შემცველი ტაბლეტირებული სამკურნალო ფორმების უსაფრთხოების პროფილი დადგენილია მონაცემების საფუძველზე პრეპარატის გამოყენების შესახებ 12000-ზე მეტი პაციენტის მიერ. ამ მონაცემების თანახმად ყველაზე ხშირად აღინიშნება ისეთი არასასურველი რეაქციები, როგორიცაა დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ, ზოგადი დარღვევები, დარღვევები ნერვული და საჭმლის მომნელებელი სისტემების მხრივ.

პოსტმარკეტინგულ პერიოდში ტოლპერიზონის გამოყენებასთან დაკავშირებული არასასურველი რეაქციების დაფიქსირებული შემთხვევების დაახლოებით 50-60%-ს შეადგენდა ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები. უმეტეს შემთხვევაში ეს რეაქციები უმნიშვნელოდ იყო გამოხატული და თავისთავად ნიველირდებოდნენ. ძალიან იშვიათად აღინიშნებოდა სიცოცხლისათვის საშიშროების წარმომქმნელი ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების განვითარება.

არასასურველი რეაქციები ჩამოთვლილია ქვემოთ MedDRA-ს სისტემურ - ორგანული კლასების შესაბამისად. არასასურველი რეაქციების სიხშირის პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირად (≥ 1/10); ხშირად (≥ 1/100, მაგრამ < 1/10); არახშირად (≥ 1/1000, მაგრამ < 1/100); იშვიათად (≥ 1/10000 მაგრამ < 1/1000); ძალიან იშვიათად (< 1/10000); სიხშირე უცნობია (შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემების მიხედვით).

სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ: ძალიან იშვიათად - ანემია, ლიმფადენოპათია.

იმუნური სისტემის მხრივ: იშვიათად - ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები *, ანაფილაქსიური რეაქციები; ძალიან იშვიათად - ანაფილაქსიური შოკი.

ნივთიერებათა ცვლისა და კვების მხრივ: არახშირად - ანორექსია; ძალიან იშვიათად - პოლიდიფსია.

ფსიქიკის მხრივ დარღვევები: არახშირად - უძილობა, ძილის დარღვევა; იშვიათად - აქტივობის დაქვეითება, დეპრესია; ძალიან იშვიათად - გონების აღრევა.

ნერვული სისტემის მხრივ: არახშირად - თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა; იშვიათად - ყურადღების დარღვევა, ტრემორი, კრუნჩხვითი შეტევები, ჰიპესთეზია, პარესთეზია, მოდუნება.

მხედველობის ორგანოს მხრივ: იშვიათად - მხედველობის სიმკვეთრის დარღვევა.

სმენის ორგანოს მხრივ და ლაბირინთული დარღვევები : იშვიათად - ხმაური ყურებში, ვერტიგო.

გულის მხრიდან: იშვიათად - სტენოკარდია, ტაქიკარდია, პალპიტაცია; ძალიან იშვიათად - ბრადიკარდია.

სისხლძარღვების მხრივ: არახშირად - არტერიული ჰიპოტენზია; იშვიათად - ალები.

სასუნთქი სისტემის, გულმკერდის ორგანოებისა და შუასაყარის მხრივ: იშვიათად - დისპნოე, სისხლდენა ცხვირიდან, ტაქიპნოე.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: არახშირად - დისკომფორტის შეგრძნება მუცლის არეში, დიარეა, პირის სიმშრალე, დისპეფსია, გულისრევა; იშვიათად - ეპიგასტრული ტკივილი, კონსტიპაცია, მეტეორიზმი, ღებინება.

ღვიძლისა და ნაღველგამომყოფი გზების მხრივ: იშვიათად - ღვიძლის უმნიშვნელოდ გამოხატული დარღვევები.

კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: იშვიათად - ალერგიული დერმატიტი, ჰიპერჰიდროზი, ქავილი, ჭინჭრის ციება, გამონაყარი.

ძვალ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ: არახშირად - კუნთების სისუსტე, მიალგია, ტკივილი კიდურებში; იშვიათად - დისკომფორტის შეგრძნება კიდურებში; ძალიან იშვიათად - ოსტეოპენია.

თირკმელებისა და შარდგამომყოფი გზების მხრივ: იშვიათად - ენურეზი, პროტეინურია.

ზოგადი დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილზე: არახშირად - ასთენია, შეუძლოდ ყოფნა, დაღლილობა; იშვიათად - დათრობის შეგრძნება, სიცხის შეგრძნება, გაღიზიანებადობა, წყურვილი; ძალიან იშვიათად - დისკომფორტის შეგრძნება გულმკერდის არეში.

გავლენა ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების შედეგებზე: იშვიათად - არტერიული წნევის დაქვეითება, ჰიპერბილირუბინემია, სისხლში ღვიძლის ფერმენტების დონეების ცვლილება, თრომბოციტოპენია, ლეიკოციტოზი; ძალიან იშვიათად - სისხლში კრეატინინის დონის მატება.

  • პოსტმარკეტინგულ პერიოდში აღინიშნა ანგიონევროზული შეშუპების განვითარება, სახის და ტუჩების შეშუპების ჩათვლით (სიხშირე უცნობია).

შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ:

შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ მნიშვნელოვანია. თუ პაციენტს აღმოაჩნდა სამკურნალო საშუალებაზე სერიოზული არასასურველი რეაქცია ან წარმოიქმნა ახალი არასასურველი რეაქცია, რომელიც არ არის აღწერილი ამ განყოფილებაში, გთხოვთ ინფორმაცია მიაწოდოთ ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.

ჭარბი დოზა

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს ძილიანობას, კუჭ-ნაწლავურ დარღვევებს (გულისრევა, ღებინება, ტკივილი ეპიგასტრში), ტაქიკარდიას, არტერიულ ჰიპერტენზიას, ბრადიკინეზიას და ვერტიგოს. მძიმე შემთხვევებში აღინიშნა კრუნჩხვები, სუნთქვის დათრგუნვა, სუნთქვის გაჩერება და კომა.

ტოლპერიზონის სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს. რეკომენდებულია სიმპტომური მკურნალობა.

შემადგენლობა

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს

აქტიური ნივთიერება: ტოლპერიზონის ჰიდროქლორიდი 50 მგ ან 150 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: ლიმონმჟავა მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზას მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, უწყლო კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, ტალკი, სტეარინის მჟავა.

გარსის შემადგენლობა: ოპადრი® თეთრი 03F180011 (ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი, მაკროგოლი).

პრეპარატის ათქ კოდი М03ВХ04

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

ვარგისობის ვადა:

3 წელი წარმოების თარიღიდან.

არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქებიდან გაცემის პირობები:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

წარმოებულია

„ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ.-ს მიერ“, თურქეთი

(15 თემუზ მაჰ . ჯამი იოლუ ჯად. No: 50 გიუნეშლი ბაგჯილარ / სტამბოლი).

"WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TİC. A.Ş.", TURKEY

(15 Temmuz Mah. Cami Yolu Cad. No 50 Güneşli Bağcılar / Istanbul)

ფარმაკოლოგიური თვისებები

ცენტრალური მოქმედების მიორელაქსანტები. ცენტრალური მოქმედების სხვა პრეპარატები.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

მოქმედების მექანიზმი

ტოლპერიზონი არის ცენტრალური მოქმედების მიორელაქსანტი. ტოლპერიზონის მოქმედების მექანიზმი ბოლომდე არ არის გამორკვეული.

ფარმაკოდინამიკური ეფექტები

ტოლპერიზონს გააჩნია მაღალი აფინურობა ნერვულ ქსოვილისადმი, აღწევს რა ყველაზე დიდ კონცენტრაციას თავის ტვინის ღეროში, ზურგის ტვინში და პერიფერიულ ნერვულ სისტემაში.

ტოლპერიზონის ძირითადი ეფექტი დაკავშირებულია სპინალური რეფლექსური რკალების დათრგუნვასთან. სავარაუდოდ, ეს ეფექტი დაღმავალი გზებით აგზნების გატარების გაადვილების აღმოფხვრასთან ერთად უზრუნველყოფს ტოლპერიზონის თერაპიულ მოქმედებას. ტოლპერიზონის ქიმიური სტრუქტურა ლიდოკაინის სტრუქტურის მსგავსია. ისევე, როგორც ლიდოკაინს, მას გააჩნია მემბრანის მასტაბილიზირებელი მოქმედება და ამცირებს მამოძრავებელი ნეირონებისა და პირველადი აფერენტული ბოჭკოების ელექტრულ აგზნებადობას. ტოლპერიზონი დოზადამოკიდებულად აინჰიბირებს პოტენციალ დამოკიდებულ ნატრიუმის არხებს, რის შედეგადაც მცირდება მოქმედების პოტენციალების წარმოქმნის ამპლიტუდა და სიხშირე.

ასევე აღინიშნება ინჰიბიტორული გავლენა პოტენციალდამოკიდებულ კალციუმის არხებზე. ვარაუდობენ, რომ მემბრანის მასტაბილიზირებელი მოქმედებასთან ერთად ტოლპერიზონს დამატებით შეუძლია შეაფერხოს ნეიროტრანსმიტერების გამოთავისუფლება.

ტოლპერიზონს ასევე გააჩნია უმნიშვნელოდ გამოხატული ანტაგონისტური მოქმედება α- ადრენერგულ რეცეპტორების მიმართ და ანტიმუსკარინული მოქმედება.

კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება

დამტკიცებულია ტოლპერიზონის ეფექტურობა სპასტიურობის დროს გადატანილი ინსულტის შემდეგ .

რანდომიზებულ ორმაგად ბრმა პლაცებო-კონტროლირებად კვლევაში (სტამენოვა, 2005), რომელშიც მონაწილეობდა 120 პაციენტი გადატანილი ინსულტის შემდგომი სპასტიურობით, ტოლპერიზონის გამოყენებისას აღინიშნებოდა სპასტიურობის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი შემცირება აშვორტის (Ashworth) სკალის მიხედვით (სამიზნის ძირითადი მაჩვენებელი). პაციენტებისა და მკვლევარების მიერ ეფექტურობის საერთო შეფასების შესაბამისად, ტოლპერიზონი აღემატებოდა პლაცებოს (p <0.001). ფუნქციური ტესტების მაჩვენებლების შეფასებისას (ბარტელის მოდიფიცირებული ინდექსი, სტანდარტული მოქმედებების შესრულების უნარი და სიარულისადმი წინააღმდეგობა), ტოლპერიზონის ეფექტურობა ასევე აღემატებოდა პლაცებოს ეფექტურობას, თუმცა განსხვავებები არ იყო სტატისტიკურად მნიშვნელოვანი.

რანდომიზებულ ორმაგად ბრმა შედარებითი კვლევის დროს თავის ტვინის დაზიანების მქონე 48 პაციენტის მონაწილეობით (Feher, 1985), ტოლპერიზონის ეფექტურობა შედარებადი იყო ბაკლოფენის ეფექტურობასთან (შეფასება ბაკლოფენის ინდექსის მიხედვით). ამავდროულად, ტოლპერიზონი რივერმიდის მოტორული ფუნქციის შეფასების სკალის მიხედვით აღემატებოდა ბაკლოფენს მდგომარეობის გაუმჯობესების საკითხში.

მონაცემები ტოლპერიზონის ეფექტურობის შესახებ მომატებული კუნთოვანი ტონუსის დროს პაციენტებში საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებებით, რომლებიც განსხვავდება სპასტიურობისაგან გადატანილი ინსულტის შემდეგ , ამჟამად წინააღმდეგობრივია. ზოგიერთ კვლევაში აღინიშნა ზოგიერთი ტესტირებული მაჩვენებლების დადებითი შედეგები, მაშინ, როდესაც სხვა კვლევებში ვერ იქნა აღმოჩენილი ტოლპერიზონის უპირატესობა ზემოთ აღნიშნული დაავადებების დროს .

ტოლპერიზონის უსაფრთხოების პროფილი დადგენილია კლინიკური კვლევების მონაცემების საფუძველზე, რომელშიც მონაწილეობდნენ სხვადასხვა ეტიოლოგიის კუნთების მომატებული ტონუსის მქონე პაციენტები.

ფარმაკოკინეტიკა

შეწოვა, განაწილება, მეტაბოლიზმი

შინაგანად მიღების შემდეგ ტოლპერიზონი კარგად შეიწოვება წვრილ ნაწლავში. მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში (Cmax) მიიღწევა მიღებიდან 0,5-1,5 საათის შემდეგ. ტოლპერიზონი განიცდის ინტენსიურ პრესისტემურ მეტაბოლიზმს, პრეპარატის ბიოხელმისაწვდომობა შეადგენს დაახლოებით 20%.

მაღალი ცხიმიანობის შემცველ საკვებთან ერთდროული მიღების შემთხვევაში პრეპარატის ბიოხელმისაწვდომობა იზრდება დაახლოებით 100%-ით, ხოლო C max - დაახლოებით 45%-ით უზმოზე მიღებასთან შედარებით. დრო Cmax-ის მიღწევამდე ამ შემთხვევაში იზრდება დაახლოებით 30 წუთით.

ტოლპერიზონი ინტენსიურად მეტაბოლიზდება ღვიძლში და თირკმელებში. მეტაბოლიტების ფარმაკოლოგიური აქტივობა უცნობია.

გამოყოფა

პრეპარატი თითქმის მთლიანად გამოიყოფა თირკმელებით (> 99%) მეტაბოლიტების სახით.

ტოლპერიზონის ნახევარგამოყოფის პერიოდი შინაგანად მიღების შემდეგ შეადგენს დაახლოებით 2,5 საათს.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია

ტოლკიმადო

სავაჭრო დასახელება

ტოლკიმადო, Tolkimado

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება

ტოლპერიზონი, Tolperisone

სამკურნალო ფორმა

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.

აღწერა:

ტოლკიმადო 50 მგ: მრგვალი, ორმხრივამოზნექილი, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები თეთრიდან თითქმის თეთრ ფერამდე, ერთ მხარეს ამოტვიფრული გრავირებით"T50".

ტოლკიმადო 150 მგ: მრგვალი, ორმხრივამოზნექილი, აპკიანი გარსით დაფარული თეთრიდან თითქმის თეთრ ფერამდე ტაბლეტები, ერთ მხარეს ამოტვიფრული გრავირებით "T150".

შემადგენლობა

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს

აქტიური ნივთიერება: ტოლპერიზონის ჰიდროქლორიდი 50 მგ ან 150 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: ლიმონმჟავა მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზას მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, უწყლო კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, ტალკი, სტეარინის მჟავა.

გარსის შემადგენლობა: ოპადრი® თეთრი 03F180011 (ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი, მაკროგოლი).

პრეპარატის ათქ კოდი М03ВХ04

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

ცენტრალური მოქმედების მიორელაქსანტები. ცენტრალური მოქმედების სხვა პრეპარატები.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

მოქმედების მექანიზმი

ტოლპერიზონი არის ცენტრალური მოქმედების მიორელაქსანტი. ტოლპერიზონის მოქმედების მექანიზმი ბოლომდე არ არის გამორკვეული.

ფარმაკოდინამიკური ეფექტები

ტოლპერიზონს გააჩნია მაღალი აფინურობა ნერვულ ქსოვილისადმი, აღწევს რა ყველაზე დიდ კონცენტრაციას თავის ტვინის ღეროში, ზურგის ტვინში და პერიფერიულ ნერვულ სისტემაში.

ტოლპერიზონის ძირითადი ეფექტი დაკავშირებულია სპინალური რეფლექსური რკალების დათრგუნვასთან. სავარაუდოდ, ეს ეფექტი დაღმავალი გზებით აგზნების გატარების გაადვილების აღმოფხვრასთან ერთად უზრუნველყოფს ტოლპერიზონის თერაპიულ მოქმედებას. ტოლპერიზონის ქიმიური სტრუქტურა ლიდოკაინის სტრუქტურის მსგავსია. ისევე, როგორც ლიდოკაინს, მას გააჩნია მემბრანის მასტაბილიზირებელი მოქმედება და ამცირებს მამოძრავებელი ნეირონებისა და პირველადი აფერენტული ბოჭკოების ელექტრულ აგზნებადობას. ტოლპერიზონი დოზადამოკიდებულად აინჰიბირებს პოტენციალ დამოკიდებულ ნატრიუმის არხებს, რის შედეგადაც მცირდება მოქმედების პოტენციალების წარმოქმნის ამპლიტუდა და სიხშირე.

ასევე აღინიშნება ინჰიბიტორული გავლენა პოტენციალდამოკიდებულ კალციუმის არხებზე. ვარაუდობენ, რომ მემბრანის მასტაბილიზირებელი მოქმედებასთან ერთად ტოლპერიზონს დამატებით შეუძლია შეაფერხოს ნეიროტრანსმიტერების გამოთავისუფლება.

ტოლპერიზონს ასევე გააჩნია უმნიშვნელოდ გამოხატული ანტაგონისტური მოქმედება α- ადრენერგულ რეცეპტორების მიმართ და ანტიმუსკარინული მოქმედება.

კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება

დამტკიცებულია ტოლპერიზონის ეფექტურობა სპასტიურობის დროს გადატანილი ინსულტის შემდეგ .

რანდომიზებულ ორმაგად ბრმა პლაცებო-კონტროლირებად კვლევაში (სტამენოვა, 2005), რომელშიც მონაწილეობდა 120 პაციენტი გადატანილი ინსულტის შემდგომი სპასტიურობით, ტოლპერიზონის გამოყენებისას აღინიშნებოდა სპასტიურობის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი შემცირება აშვორტის (Ashworth) სკალის მიხედვით (სამიზნის ძირითადი მაჩვენებელი). პაციენტებისა და მკვლევარების მიერ ეფექტურობის საერთო შეფასების შესაბამისად, ტოლპერიზონი აღემატებოდა პლაცებოს (p <0.001). ფუნქციური ტესტების მაჩვენებლების შეფასებისას (ბარტელის მოდიფიცირებული ინდექსი, სტანდარტული მოქმედებების შესრულების უნარი და სიარულისადმი წინააღმდეგობა), ტოლპერიზონის ეფექტურობა ასევე აღემატებოდა პლაცებოს ეფექტურობას, თუმცა განსხვავებები არ იყო სტატისტიკურად მნიშვნელოვანი.

რანდომიზებულ ორმაგად ბრმა შედარებითი კვლევის დროს თავის ტვინის დაზიანების მქონე 48 პაციენტის მონაწილეობით (Feher, 1985), ტოლპერიზონის ეფექტურობა შედარებადი იყო ბაკლოფენის ეფექტურობასთან (შეფასება ბაკლოფენის ინდექსის მიხედვით). ამავდროულად, ტოლპერიზონი რივერმიდის მოტორული ფუნქციის შეფასების სკალის მიხედვით აღემატებოდა ბაკლოფენს მდგომარეობის გაუმჯობესების საკითხში.

მონაცემები ტოლპერიზონის ეფექტურობის შესახებ მომატებული კუნთოვანი ტონუსის დროს პაციენტებში საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებებით, რომლებიც განსხვავდება სპასტიურობისაგან გადატანილი ინსულტის შემდეგ , ამჟამად წინააღმდეგობრივია. ზოგიერთ კვლევაში აღინიშნა ზოგიერთი ტესტირებული მაჩვენებლების დადებითი შედეგები, მაშინ, როდესაც სხვა კვლევებში ვერ იქნა აღმოჩენილი ტოლპერიზონის უპირატესობა ზემოთ აღნიშნული დაავადებების დროს .

ტოლპერიზონის უსაფრთხოების პროფილი დადგენილია კლინიკური კვლევების მონაცემების საფუძველზე, რომელშიც მონაწილეობდნენ სხვადასხვა ეტიოლოგიის კუნთების მომატებული ტონუსის მქონე პაციენტები.

ფარმაკოკინეტიკა

შეწოვა, განაწილება, მეტაბოლიზმი

შინაგანად მიღების შემდეგ ტოლპერიზონი კარგად შეიწოვება წვრილ ნაწლავში. მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში (Cmax) მიიღწევა მიღებიდან 0,5-1,5 საათის შემდეგ. ტოლპერიზონი განიცდის ინტენსიურ პრესისტემურ მეტაბოლიზმს, პრეპარატის ბიოხელმისაწვდომობა შეადგენს დაახლოებით 20%.

მაღალი ცხიმიანობის შემცველ საკვებთან ერთდროული მიღების შემთხვევაში პრეპარატის ბიოხელმისაწვდომობა იზრდება დაახლოებით 100%-ით, ხოლო C max - დაახლოებით 45%-ით უზმოზე მიღებასთან შედარებით. დრო Cmax-ის მიღწევამდე ამ შემთხვევაში იზრდება დაახლოებით 30 წუთით.

ტოლპერიზონი ინტენსიურად მეტაბოლიზდება ღვიძლში და თირკმელებში. მეტაბოლიტების ფარმაკოლოგიური აქტივობა უცნობია.

გამოყოფა

პრეპარატი თითქმის მთლიანად გამოიყოფა თირკმელებით (> 99%) მეტაბოლიტების სახით.

ტოლპერიზონის ნახევარგამოყოფის პერიოდი შინაგანად მიღების შემდეგ შეადგენს დაახლოებით 2,5 საათს.

გამოყენების ჩვენებები

სპასტიურობის სიმპტომური მკურნალობა ზრდასრულებში გადატანილი ინსულტის შემდეგ.

გამოყენების წესი და დოზები

დოზირება

ზრდასრულები:

პრეპარატის რეკომენდებული სადღეღამისო დოზა შეადგენს 150-450 მგ, დაყოფილი სამ თანაბარ მიღებად, ინდივიდუალური საჭიროებიდან გამომდინარე და გადატანის უნარის მიხედვით.

პაციენტები თირკმლის ფუნქციის დარღვევებით:

თირკმლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში პრეპარატის გამოყენების გამოცდილება შეზღუდულია. პაციენტების მოცემულ ჯგუფში დაფიქსირდა არასასურველი რეაქციების განვითარების უფრო მაღალი სიხშირე. ამიტომ, თირკმელების ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში რეკომენდებულია დოზის ინდივიდუალური ტიტრირება პაციენტის მდგომარეობაზე გულდასმითი მეთვალყურეობით და თირკმელების ფუნქციის კონტროლით. პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში.

პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევებით:

ღვიძლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში პრეპარატის გამოყენების გამოცდილება შეზღუდულია. პაციენტების მოცემულ ჯგუფში დაფიქსირდა არასასურველი რეაქციების განვითარების უფრო მაღალი სიხშირე. ამიტომ, ღვიძლის ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში რეკომენდებულია დოზის ინდივიდუალური ტიტრირება პაციენტის მდგომარეობაზე გულდასმითი მეთვალყურეობით და ღვიძლის ფუნქციის კონტროლით. პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში.

ბავშვები და მოზარდები:

ტოლპერიზონის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებში და მოზარდებში დადგენილი არ არის.

გამოყენების წესი:

პრეპარატი განკუთვნილია შინაგანი მიღებისთვის.

ტაბლეტები უნდა იქნას მიღებული ჭამის შემდეგ, ჭიქა წყლის მიყოლებით. საკვების არასაკმარისმა მიღებამ შეიძლება შეამციროს ტოლპერიზონის ბიოხელმისაწვდომობა.

უკუჩვენებები:

  • ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების (ტოლპერიზონის) ან მისი მსგავსი ქიმიური აგებულების მქონე ეპერიზონის მიმართ, და აგრეთვე პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ;
  • მძიმე მიასთენია ( myasthenia gravis) ;
  • ლაქტაციის პერიოდი.

არასასურველი რეაქციები:

ტოლპერიზონის შემცველი ტაბლეტირებული სამკურნალო ფორმების უსაფრთხოების პროფილი დადგენილია მონაცემების საფუძველზე პრეპარატის გამოყენების შესახებ 12000-ზე მეტი პაციენტის მიერ. ამ მონაცემების თანახმად ყველაზე ხშირად აღინიშნება ისეთი არასასურველი რეაქციები, როგორიცაა დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ, ზოგადი დარღვევები, დარღვევები ნერვული და საჭმლის მომნელებელი სისტემების მხრივ.

პოსტმარკეტინგულ პერიოდში ტოლპერიზონის გამოყენებასთან დაკავშირებული არასასურველი რეაქციების დაფიქსირებული შემთხვევების დაახლოებით 50-60%-ს შეადგენდა ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები. უმეტეს შემთხვევაში ეს რეაქციები უმნიშვნელოდ იყო გამოხატული და თავისთავად ნიველირდებოდნენ. ძალიან იშვიათად აღინიშნებოდა სიცოცხლისათვის საშიშროების წარმომქმნელი ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების განვითარება.

არასასურველი რეაქციები ჩამოთვლილია ქვემოთ MedDRA-ს სისტემურ - ორგანული კლასების შესაბამისად. არასასურველი რეაქციების სიხშირის პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირად (≥ 1/10); ხშირად (≥ 1/100, მაგრამ < 1/10); არახშირად (≥ 1/1000, მაგრამ < 1/100); იშვიათად (≥ 1/10000 მაგრამ < 1/1000); ძალიან იშვიათად (< 1/10000); სიხშირე უცნობია (შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემების მიხედვით).

სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ: ძალიან იშვიათად - ანემია, ლიმფადენოპათია.

იმუნური სისტემის მხრივ: იშვიათად - ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები *, ანაფილაქსიური რეაქციები; ძალიან იშვიათად - ანაფილაქსიური შოკი.

ნივთიერებათა ცვლისა და კვების მხრივ: არახშირად - ანორექსია; ძალიან იშვიათად - პოლიდიფსია.

ფსიქიკის მხრივ დარღვევები: არახშირად - უძილობა, ძილის დარღვევა; იშვიათად - აქტივობის დაქვეითება, დეპრესია; ძალიან იშვიათად - გონების აღრევა.

ნერვული სისტემის მხრივ: არახშირად - თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა; იშვიათად - ყურადღების დარღვევა, ტრემორი, კრუნჩხვითი შეტევები, ჰიპესთეზია, პარესთეზია, მოდუნება.

მხედველობის ორგანოს მხრივ: იშვიათად - მხედველობის სიმკვეთრის დარღვევა.

სმენის ორგანოს მხრივ და ლაბირინთული დარღვევები : იშვიათად - ხმაური ყურებში, ვერტიგო.

გულის მხრიდან: იშვიათად - სტენოკარდია, ტაქიკარდია, პალპიტაცია; ძალიან იშვიათად - ბრადიკარდია.

სისხლძარღვების მხრივ: არახშირად - არტერიული ჰიპოტენზია; იშვიათად - ალები.

სასუნთქი სისტემის, გულმკერდის ორგანოებისა და შუასაყარის მხრივ: იშვიათად - დისპნოე, სისხლდენა ცხვირიდან, ტაქიპნოე.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: არახშირად - დისკომფორტის შეგრძნება მუცლის არეში, დიარეა, პირის სიმშრალე, დისპეფსია, გულისრევა; იშვიათად - ეპიგასტრული ტკივილი, კონსტიპაცია, მეტეორიზმი, ღებინება.

ღვიძლისა და ნაღველგამომყოფი გზების მხრივ: იშვიათად - ღვიძლის უმნიშვნელოდ გამოხატული დარღვევები.

კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: იშვიათად - ალერგიული დერმატიტი, ჰიპერჰიდროზი, ქავილი, ჭინჭრის ციება, გამონაყარი.

ძვალ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ: არახშირად - კუნთების სისუსტე, მიალგია, ტკივილი კიდურებში; იშვიათად - დისკომფორტის შეგრძნება კიდურებში; ძალიან იშვიათად - ოსტეოპენია.

თირკმელებისა და შარდგამომყოფი გზების მხრივ: იშვიათად - ენურეზი, პროტეინურია.

ზოგადი დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილზე: არახშირად - ასთენია, შეუძლოდ ყოფნა, დაღლილობა; იშვიათად - დათრობის შეგრძნება, სიცხის შეგრძნება, გაღიზიანებადობა, წყურვილი; ძალიან იშვიათად - დისკომფორტის შეგრძნება გულმკერდის არეში.

გავლენა ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების შედეგებზე: იშვიათად - არტერიული წნევის დაქვეითება, ჰიპერბილირუბინემია, სისხლში ღვიძლის ფერმენტების დონეების ცვლილება, თრომბოციტოპენია, ლეიკოციტოზი; ძალიან იშვიათად - სისხლში კრეატინინის დონის მატება.

  • პოსტმარკეტინგულ პერიოდში აღინიშნა ანგიონევროზული შეშუპების განვითარება, სახის და ტუჩების შეშუპების ჩათვლით (სიხშირე უცნობია).

შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ:

შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ მნიშვნელოვანია. თუ პაციენტს აღმოაჩნდა სამკურნალო საშუალებაზე სერიოზული არასასურველი რეაქცია ან წარმოიქმნა ახალი არასასურველი რეაქცია, რომელიც არ არის აღწერილი ამ განყოფილებაში, გთხოვთ ინფორმაცია მიაწოდოთ ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.

განსაკუთრებული მითითებები:

ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები

არასასურველი რეაქციები, რომლებიც ყველაზე ხშირადაა დაფიქსირებული პოსტმარკეტინგულ პერიოდში, არის ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები. მოცემული რეაქციების გამოხატულობის ხარისხი მერყეობს კანის მსუბუქი რეაქციებიდან მძიმე სისტემურ რეაქციებამდე, ანაფილაქსიური შოკის ჩათვლით. ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების სიმპტომები შეიძლება იყოს ერითემა, გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ქავილი, ანგიონევროზული შეშუპება, ტაქიკარდია, არტერიული ჰიპოტენზია და ქოშინი.

ტოლპერიზონის მიღებისას მდედრობითი სქესის პაციენტებს, სხვა პრეპარატების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის ან ანამნეზში ალერგიული რეაქციების მქონე პაციენტებს აქვთ ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების განვითარების უფრო მაღალი რისკი.

ლიდოკაინის მიმართ ცნობილი ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში უნდა იქნას დაცული სიფრთხილე პრეპარატის გამოყენებისას ჯვარედინი არასასურველი რეაქციების განვითარების რისკის გამო .

პაციენტებს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საჭიროა ყურადღება მიაქციონ ჰიპერმგრძნობელობის რეაქციებთან დაკავშირებულ ნებისმიერ სიმპტომს. ასეთი სიმპტომების წარმოქმნის შემთხვევაში შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული განმეორებით ტოლპერიზონზე ჰიპერმგრძნობელობის რეაქციის განვითარების შემდეგ.

დამხმარე ნივთიერებები:

ტოლკიმადო შეიცავს ლაქტოზას, ამიტომ პაციენტებს იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადებებით, რომლებსაც ახასიათებთ გალაქტოზის აუტანლობა, ლაქტაზას უკმარისობა ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბცია, არ უნდა მიიღონ მოცემული პრეპარატი.

გავლენა ავტოტრანსპორტის ტარებისა და მექანიზმების მართვის უნარზე

პრეპარატი არ ახდენს გავლენას ან აქვს უმნიშვნელო გავლენა ავტოტრანსპორტის ტარებისა და მექანიზმების მართვის უნარზე.

პაციენტებმა, რომლებსაც პრეპარატის მიღების შემდეგ აღენიშნებათ თავბრუსხვევა, ძილიანობა, ყურადღების დარღვევა, კრუნჩხვითი შეტევები, მხედველობის სიმკვეთრის დარღვევა ან კუნთების სისუსტე, უნდა მიმართონ ექიმს.

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს

ორსულობა

ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში არ იყო გამოვლენილი ტოლპერიზონის ტერატოგენული მოქმედება. საკმარისი კლინიკური მონაცემების არარსებობის გამო პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული ქალებში ორსულობის პერიოდში (განსაკუთრებით ორსულობის პირველ ტრიმესტრში), იმ შემთხვევების გამოკლებით, როდესაც დედისთვის მოსალოდნელი სარგებელი აღემატება ნაყოფისთვის პოტენციურ რისკს.

ლაქტაცია

მონაცემები ტოლპერიზონის დედის რძესთან ერთად გამოყოფის შესახებ არ არსებობს, ამიტომ პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია ქალებში ძუძუთი კვების პერიოდში.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

დექსტრომეტორფანთან, CYP2D6 სუბსტრატთან ფარმაკოკინეტიკური მედიკამენტოზური ურთიერთქმედებების კვლევების შედეგები მოწმობენ იმაზე, რომ ტოლპერიზონთან ერთდროული გამოყენების შემთხვევაში შეიძლება გაიზარდოს სისხლში იმ სამკურნალო საშუალებების კონცენტრაცია, რომლებიც მეტაბოლიზდება უპირატესად CYP2D6-ით: თიორიდაზინი, ტოლტეროდინი, ვენლაფაქსინი, ატომოქსეტინი, დეზიპრამინი, დექსტრომეტორფანი, მეტოპროლოლი, ნებივოლოლი, პერფენაზინი.

In vitro კვლევებში ადამიანის ღვიძლის მიკროსომებისა და ჰეპატოციტების გამოყენებით არ იქნა აღმოჩენილი მნიშვნელოვანი ინჰიბიტორული ან მაინდუქცირებელი გავლენა ციტოქრომ P450 სისტემის სხვა იზოფერმენტებზე (CYP2B6, CYP2C8, CYP2C9, CYP2C19, CYP1A2, CYP3A4).

CYP2D6 სუბსტრატებთან და/ან სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთდროული გამოყენებისას არ არის მოსალოდნელი ტოლპერიზონის სისტემური ზემოქმედების მატება, რაც დაკავშირებულია პრეპარატის მეტაბოლიზმის გზების დიდ რაოდენობასთან.

უზმოზე მიღებისას ტოლპერიზონის ბიოშეღწევადობა მცირდება, ამიტომ პრეპარატის მიღება რეკომენდებულია საკვების მიღების დროს.

მიუხედავად იმისა, რომ ტოლპერიზონი ახდენს ცენტრალურ მოქმედებას, მისი გამოყენების დროს სედატიური ეფექტის განვითარების რისკი დაბალია. ცენტრალური მოქმედების სხვა მიორელაქსანტებთან ერთდროული გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია ტოლპერიზონის დოზის შემცირების საკითხის განხილვა.

ტოლპერიზონი აძლიერებს ნიფლუმის მჟავას მოქმედებას, ამიტომ ტოლპერიზონთან ერთდროული გამოყენებისას უნდა შემცირდეს ნიფლუმის მჟავას ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების დოზა.

დოზის გადაჭარბება:

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს ძილიანობას, კუჭ-ნაწლავურ დარღვევებს (გულისრევა, ღებინება, ტკივილი ეპიგასტრში), ტაქიკარდიას, არტერიულ ჰიპერტენზიას, ბრადიკინეზიას და ვერტიგოს. მძიმე შემთხვევებში აღინიშნა კრუნჩხვები, სუნთქვის დათრგუნვა, სუნთქვის გაჩერება და კომა.

ტოლპერიზონის სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს. რეკომენდებულია სიმპტომური მკურნალობა.

გამოშვების ფორმა:

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.

10 ტაბლეტი ბლისტერში.

3 ბლისტერი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები:

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

ვარგისობის ვადა:

3 წელი წარმოების თარიღიდან.

არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქებიდან გაცემის პირობები:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

წარმოებულია

„ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ.-ს მიერ“, თურქეთი

(15 თემუზ მაჰ . ჯამი იოლუ ჯად. No: 50 გიუნეშლი ბაგჯილარ / სტამბოლი).

"WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TİC. A.Ş.", TURKEY

(15 Temmuz Mah. Cami Yolu Cad. No 50 Güneşli Bağcılar / Istanbul)

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა