მეტრონიდაზოლი
METRONIDAZOL
მეტრონიდაზოლისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით (განსაკუთრებით ანაერობული ბაქტერიებით) გამოწვეული ინფექციების მკურნალობა და პროფილაქტიკა. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- მეტრონიდაზოლი (metronidazole)
- ფორმა და შეფუთვა
- 5მგ/მლ 100მლ ი.ვ. საინფუზიო ხსნარი მინის ფლაკონი №1 (პირველადი შეფუთვით)
- მწარმოებელი
- «Yuria-Pharm» LLC, უკრაინა
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, იმიდაზოლის წარმოებულები
- ATC კოდი
- J01XD01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-039536
- რეგისტრირებულია
- 14 ნოემბერი 2023, მოქმედებს 14 ნოემბერი 2028-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- «Yuria-Pharm» LLC (უკრაინა)
- განმცხადებელი
- შპს „ავერსი-ფარმა“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
მეტრონიდაზოლი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
მეტრონიდაზოლისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით (განსაკუთრებით ანაერობული ბაქტერიებით) გამოწვეული ინფექციების მკურნალობა და პროფილაქტიკა.
მეტრონიდაზოლი აქტიურია ფართო სპექტრის პათოგენური მიკროორგანიზმების მიმართ, განსაკუთრებით Bacteroides, Fusobacteria, Clostridia, Eubacteria, ანაერობული კოკების და Gardnerella vaginalis სახეობების მიმართ.
მეტრონიდაზოლი ნაჩვენებია უფროსებსა და ბავშვებში შემდეგისთვის:
ანაერობული ბაქტერიებით, კერძოდ კი Bacteroides და Streptococci სახეობებით გამოწვეული პოსტოპერაციული ინფექციების პროფილაქტიკა;
სეპტიცემიის, ბაქტერიემიის, პერიტონიტის, თავის ტვინის აბსცესის, ნეკროზული პნევმონიის, ოსტეომიელიტის, მშობიარობის შემდგომი სეფსისის, მენჯში არსებული აბსცესის, პელვიოცელულიტის და პოსტოპერაციული ჭრილობის ინფექციების მკურნალობა - პათოგენური ანაერობების გამოყოფის შემთხვევაში.
მეტრონიდაზოლის გამოყენების დროს გასათვალისწინებელია ეროვნული და საერთაშორისო რეკომენდაციები ანტიმიკრობული პრეპარატების სათანადო გამოყენებასთან დაკავშირებით.
მიღების წესი და დოზირება
მეტრონიდაზოლი შეიყვანება მხოლოდ ვენაში 5 მლ/წთ სიჩქარით.
ინფექციების პრე - და პოსტოპერაციული პროფილაქტიკა: უმთავრესად აბდომინალური (განსაკუთრებით კოლორექტალური) და გინეკოლოგიური ქირურგიის დროს.
მოზრდილები: 500 მგ უშუალოდ ოპერაციის წინ, შეყვანა უნდა დასრულდეს ოპერაციამდე დაახლოებით 1 საათით ადრე. დამატებითი დოზა შეიყვანება 8 საათში ერთხელ.
ბავშვები
12 წლამდე ასაკის ბავშვები: ერთჯერადი დოზა 20-30 მგ/კგ, შეყვანა უნდა დასრულდეს ოპერაციამდე დაახლოებით 1 საათით ადრე.
ახალშობილები გესტაციური ასაკით < 40 კვირა: 10 მგ/კგ სხეულის მასაზე ერთჯერადად ოპერაციის წინ.
ანაერობული ინფექციები
მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია მის ეფექტურობაზე. უმრავლეს შემთხვევაში საკმარისია შვიდ დღიანი კურსი. კლინიკური ჩვენებების არსებობისას (მაგალითად, ინფექციის ერადიკაცია დრენირებისათვის ძნელად ხელმისაწვდომი ორგანოებიდან, ნაწლავიდან, ცხვირხახიდან და სასქესო ორგანოებიდან აერობული მიკროორგანიზმების ენდოგენური კონტამინაციის მიდრეკილების არსებობისას) შეიძლება მკურნალობის გაგრძელება.
დადგენილი ანაერობული ინფექციების მკურნალობა
მოზრდილები: 500 მგ 8 საათში ერთხელ.
ბავშვები
8 კვირიდან 12 წლამდე ასაკის ბავშვები: ჩვეული დღიური დოზა – 20-30 მგ/კგ/დღეში ერთჯერადად ან 7,5 მგ/კგ 8 საათში ერთხელ. დღიური დოზა შეიძლება გაიზარდოს 40 მგ/კგ-მდე ინფექციის სიმძიმის მიხედვით. მკურნალობის ხანგრძლივობა ჩვეულებრივ შეადგენს 7 დღეს.
< 8 კვირის ასაკის ბავშვები: 15 მგ/კგ /დღეში ერთჯერადად ან 7,5 მგ/კგ 12 საათში ერთხელ. ახალშობილებში გესტაციური ასაკით < 40 კვირა სიცოცხლის პირველი კვირის განმავლობაში შეიძლება მიმდინარეობდეს მეტრონიდაზოლის აკუმულაცია, ამიტომ მკურნალობის რამდენიმე დღის შემდეგ სასურველია მოხდეს მეტრონიდაზოლის სისხლის შრატში კონცენტრაციის მონიტორინგი.
ბაქტერიული ვაგინოზი
მოზარდები: 400 მგ დღეში ორჯერ 5-7 დღის განმავლობაში ან 2000 მგ ერთჯერადად.
უროგენიტალური ტრიქომონიაზი
მოზრდილები და მოზარდები: 2000 მგ ერთჯერადად ან 200 მგ დღეში სამჯერ 7 დღის განმავლობაში, ან 400 მგ დღეში ორჯერ 5-7 დღის განმავლობაში.
< 10 წლამდე ასაკის ბავშვები: 40 მგ/კგ ერთჯერადად ან 15-30 მგ/კგ/დღეში, გაყოფილი 2-3 დოზად 7 დღის განმავლობაში; არ უნდა აღემატებოდეს 2000 მგ/დოზას.
ლამბლიოზი
> 10 წლის ასაკის პაციენტები: 2000 მგ დღეში ერთხელ 3 დღის განმავლობაში ან 400 მგ დღეში სამჯერ 5 დღის განმავლობაში, ან 500 მგ დღეში ორჯერ 7-დან 10 დღემდე.
7-დან 10 წლამდე ასაკის ბავშვები: 1000 მგ დღეში ერთხელ 3 დღის განმავლობაში.
3-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვები: 600-დან 800 მგ-მდე დღეში ერთხელ 3 დღის განმავლობაში.
1-დან 3 წლამდე ასაკის ბავშვები: 500 მგ დღეში ერთხელ 3 დღის განმავლობაში.
ალტერნატიულად ინიშნება 15-40 მგ/კგ/დღეში, 2-3 დოზად გაყოფილი.
ამებიაზი
> 10 წლის ასაკის პაციენტები: 400-დან 800 მგ-მდე 3 ჯერ დღეში 5-10 დღის განმავლობაში.
7-დან 10 წლამდე ასაკის ბავშვები: 200-დან 400 მგ-მდე 3 ჯერ დღეში 5-10 დღის განმავლობაში.
3-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვები: 100-დან 200 მგ-მდე 4 ჯერ დღეში 5-10 დღის განმავლობაში.
1-დან 3 წლამდე ასაკის ბავშვები: 100-დან 200 მგ-მდე 3 ჯერ დღეში 5-10 დღის განმავლობაში.
ალტერნატიულად გამოიყენება 35-დან 50 მგ-მდე/კგ დღეში, 3 დოზად გაყოფილი 5-დან 10 დღემდე განმავლობაში, დოზა არ უნდა აღემატებოდეს 2400 მგ-ს დღეში.
ერადიკაცია Helicobacter pylori პედიატრიულ პაციენტებში
გამოიყენება კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში, 20 მგ/კგ დღეში, დოზა არ უნდა აღემატებოდეს მაქსიმალურ დღიურ დოზას 1000 მგ, გაყოფილი 2-ად, 7-14 დღის განმავლობაში. მკურნალობის დაწყების წინ აუცილებელია ოფიციალური რეკომენდაციების გაცნობა.
ხანდაზმული ასაკის პაციენტები
ხანდაზმული ასაკის პირებთან მიმართებაში, განსაკუთრებით მაღალი დოზების გამოყენებისას, რეკომენდირებულია სიფრთხილის დაცვა.
ბავშვები.
გამოიყენება ბავშვებში სიცოცხლის პირველი დღეებიდან.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა მეტრონიდაზოლის, ნიტროიმიდაზოლის სხვა წარმოებულების ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ;
ცენტრალური ნერვული სისტემის (ცნს) ორგანული დაზიანებები;
სისხლის დაავადებები;
ღვიძლის უკამრისობა (საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია სამკურნალო საშუალების მაღალი დოზების დანიშვნა).
არ არის რეკომენდირებული პრეპარატის დისულფირამთან ან ალკოჰოლთან კომბინაციაში გამოყენება.
სიფრთხილის ზომები
ღვიძლის დაავადებები
პაციენტებში ღვიძლის მძიმე დარღვევებით, მეტრონიდაზოლი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული და მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოსალოდნელი სარგებელი აღემატება პოტენციურ რისკს.
მეტრონიდაზოლი, ძირითადად, მეტაბოლიზდება ღვიძლში ჟანგვის გზით. მეტრონიდაზოლის კლირენსის მნიშვნელოვანი დაქვეითება შეიძლება მოხდეს ღვიძლის მძიმე დაზინაბების მქონე პაციენტებში. ასეთ პაციენტებში ტრიქომონიაზის სამკურნალოდ მეტრონიდაზოლის გამოყენების სარგებელი/რისკი კარგად უნდა შეფასდეს (დოზის კორექტირების თაობაზე იხ. თავი „გამოყენების წესი და დოზები“). საჭიროა სისხლის პლაზმაში მეტრონიდაზოლის დონის ყურადღებით გაკონტროლება.
ღვიძლის მძიმე ენცეფალოპათიის მქონე პაციენტებში შეიძლება გაიზარდოს მეტრონიდაზოლის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში, რის შედეგადაც შესაძლებელია ენცეფალოპათიის სიმპტომების გაძლიერება. ამიტომ მეტრონიდაზოლი სიფრთხილით უნდა იქნას შეყვანილი ღვიძლის ენცეფალოპათიის მქონე პაციენტებში. საჭიროების შემთხვევაში სადღეღამისო დოზა უნდა შემცირდეს ⅓ -მდე და შეიყვანება დღეში 1-ჯერ.
კოკეინის სინდრომი
კოკეინის სინდრომის მქონე პაციენტებში აღინიშნებოდა რთული ჰეპატოტოქსიურობის / მწვავე თირკმელების უკმარისობის სწრაფი განვითარების შემთხვევები, მათ შორის ფატალური შედეგითაც, იმ სისტემური გამოყენებისათვის განკუთვნილი სამკურნალო საშუალებების მიღებისას, რომლებიც შეიცავდნენ მეტრონიდაზოლს. ამ ჯგუფის პაციენტებში მეტრონიდაზოლი გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელი სარგებელი აღემატება პოტენციურ რისკს და არ არსებობს ნებისმიერი სხვა ალტერნატიული მკურნალობის ჩატარების შესაძლებლობა.
ღვიძლის ფუნქციის მონიტორინგი უნდა ჩატარდეს უშუალოდ პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე, მისი გამოყენებისას და მკურნალობის დასრულების შემდეგ, სანამ ღვიძლის ფუნქცია ნორმალურ ან საწყის მნიშვნელობებს დაუბრუნდება. თუ მეტრონიდაზოლის გამოყენებისას ღვიძლის ფუნქციის ანალიზები აჩვენებს მკვეთრად მომატებულ მნიშვნელობებს, მაშინ პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს.
პაციენტებისათვის კოკეინის სინდრომით რეკომენდებული უნდა იქნას, ღვიძლის ფუნქციის შესაძლო დარღვევის რაიმე სიმპტომების აღნიშვნის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ შეატყობინონ ამის შესახებ თავის მკურნალ ექიმს და შეწყვიტონ მეტრონიდაზოლის მიღება (იხ. ნაწილი ,,გვერდითი რეაქციები“).
ნერვული სისტემის დაავადებები
მეტრონიდაზოლი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში ეპილეფსიით, პერიფერიული ან ცენტრალური ნერვული სისტემის აქტიური ან ქრონიკული დაავადებებით დაქვეითებული კრუნჩხვითი ზღურბლით ნევროლოგიური გამწვავების რისკის გამო.
იყო შეტყობინებები სერიოზული ნევროლოგიური დარღვევების შესახებ (კრუნჩხვები, პერიფერიული და ოპტიკური ნეიროპათია) პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ მეტრონიდაზოლს. ანომალური ნევროლოგიური სიმპტომების გაჩენისას, როგორიცაა ატაქსია, თავბრუსხვევა, ცნობიერების არევა, ან ცნს-ს მხრივ რაიმე სხვა სიმპტომები, მეტრონიდაზოლით მკურნალობა უნდა შეწყდეს.
აუცილებელია მხედველობაში მივიღოთ ნევროლოგიური მდგომარეობის გაუარესების რისკი პაციენტებში მდგრადი ან პროგრესირებადი პარესთეზიით, ეპილეფსიით და ცნს-ის დაავადებით გამწვავების სტადიაში, ტვინის აბსცესის გარდა.
იყო შეტყობინებები ენცეფალოპათიის განვითარების შემთხვევების შესახებ მეტრონიდაზოლის ტოქსიკური ზემოქმედების შედეგად ნათხემზე დამახასიათებელი სიმპტომებით (ატაქსია, თავბრუსხვევა, დიზართრია) და მაგნიტო-რეზონანსულ ტომოგრაფიაზე (მრტ) შესაბამისი ცვლილებებით. უმეტეს შემთხვევაში, ენცეფალოპათია და მრტ–ზე ცვლილებები გაქრა მეტრონიდაზოლის შეწყვეტიდან რამდენიმე დღეში ან რამდენიმე კვირაში.
მეტრონიდაზოლის მიღების ფონზე შეიძლება განვითარდეს ასეპტიური მენინგიტი. სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს მეტრონიდაზოლის დოზის შეყვანიდან რამდენიმე საათში და ჩვეულებრივ ქრება მისი გამოყენების შეწყვეტის შემდეგ (იხ. ნაწილი „გვერდითი რეაქციები“).
მძიმე ბულოზური კანისმიერი რეაქციები
იყო შეტყობინებები მძიმე ბულოზური კანისმიერი რეაქციების შესახებ, ზოგჯერ ლეტალურის, როგორიცაა სტივენს-ჯონსონის სინდრომი (სჯს), ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (ტენ) ან მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი (მგეპ), მეტრანიდაზოლის გამოყენებისას (იხ. ნაწილი „გვერდითი რეაქციები“). ძირითადად სჯს აღინიშნებოდა პრეპარატით მკურნალობის დაწყებიდან 7 კვირის განმავლობაში. პაციენტები გაფრთხილებულნი უნდა იყვნენ მძიმე ბულოზური კანისმიერი რეაქციების ნიშნების და სიმპტომების შესახებ და სათანადოდ უნდა ხდებოდეს დაკვირვება კანისმიერ გამოვლინებებზე. თუ სახეზეა სჯს, ტენ ან მგეპ სიმპოტმები (მაგალითად, გრიპის მსგავსი სიმპტომები, პროგრესირებადი გამონაყარი კანზე, ხშირად ბუშტუკებით ან ლორწოვანი გარსის დაზიანებებით), მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.
დაავადებები, გამოწვეული Clostridium difficile
მძიმე პერსისტირებადი დიარეა, რომელიც ჩნდება მკურნალობის დროს ან მომდევნო კვირეების განმავლობაში, შეიძლება იყოს ფსევდომემბრანული კოლიტის შედეგი (ბევრ შემთხვევაში გამოწვეული Clostridium difficile) - იხ. ნაწილი “გვერდითი რეაქციები”. ანტიბიოტიკებით გამოწვეულმა ნაწლავის ამ დაავადებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას სიცოცხლეს და საჭიროებს დაუყოვნებლივ შესაბამის მკურნალობას. არ შეიძლება პერისტალტიკის დამთრგუნველი პრეპარატების მიღება.
პორფირია
პაციენტებისათვის პორფირიით არ არის რეკომენდირებული მეტრონიდაზოლის გამოყენება.
ჰემოპოეზის დარღვევა
პაციენტებში დარღვეული ჰემოპოეზით მეტრონიდაზოლი უნდა იქნას გამოყენებული სიფრთხილით და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელი სარგებელი აღემატება პოტენციურ რისკს, რადგანაც მეტრონიდაზოლის გამოყენების შემდეგ აღინიშნა აგრანულოციტოზის, ლეიკოპენიის (გრანულოციტოპენიის ჩათვლით) და ნეიტროპენიის შემთხვევები.
თირკმელების დაავადებები
მეტრონიდაზოლის ნახევრად გამოყოფის პერიოდი რჩება უცვლელი თიკმლის უკმარისობის დროს, ამიტომ მეტრონიდაზოლის დოზის შემცირების აუცილებლობა არ არსებობს. მაგრამ ასეთ პაციენტებში ხდება მეტრონიდაზოლის მეტაბოლიტების დაგროვება. ამის კლინიკური მნიშვნელობა მოცემული მომენტისთვის უცნობია.
პაციენტებში, რომლებიც იტარებენ ჰემოდიალიზს, მეტრონიდაზოლი და მეტაბოლიტები ეფექტურად გამოიყოფა რვასაათიანი დიალიზის განმავლობაში. ამიტომ ჰემოდიალიზის შემდეგ მეტრონიდაზოლი განმეორებით დაუყოვნებლივ უნდა იქნას შეყვანილი.
პაციენტებში თირკმლის უკმარისობით, რომლებიც გადიან ინტერმიტირებულ პერიტონეალულ დიალიზს (იპდ) ან მუდმივ ამბულატორიულ პერიტონეალურ დიალიზს (მაპდ) მეტრონიდაზოლის დოზის კორექციის ჩატარება არ არის საჭირო.
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები, იმ პაციენტების ჩათვლით, რომლებიც გადიან პერიტონეალულ დიალიზს, უნდა იმყოფებოდნენ დაკვირვების ქვეშ ტოქსიკურობის ნიშნებთან მიმართებაში მეტრონიდაზოლის ტოქსიკური მეტრაბოლიტების პოტენციური დაგროვების გამო.
მიკროორგანიზმების მგრძნობელობა
მეტრონიდაზოლი არ ახდენს პირდაპირ მოქმედებას აერობულ ან ფაკულტატიურად ანაერობულ ბაქტერიებზე.
არსებობს იმის ალბათობა, რომ Triichomonas vaginalis განადგურების შემდეგ შეიძლება შენარჩუნდეს გონოკოკური ინფექცია.
მომატებული მგრძნობელობის (ჰიპერმგრძნობელობის) რეაქციები
ჰიპერმგრძნობელობის მძიმე რეაქციების შემთხვევებში (ანაფილაქსიური შოკის ჩათვლით), აუცილებელია მეტრონიდაზოლით მკურნალობის დაუყოვნებლივ შეწყვეტა და ზოგადი გადაუდებელი თერაპიის დაწყება.
ალკოჰოლი
პაციენტებს უნდა მიეცეთ რეკომენდაცია თავი შეიკავონ ალკოჰოლური სასმელების ან სპირტის შემცველი პროდუქტების მიღებისგან მეტრონიდაზოლის მიღებამდე, მიღების დროს და მინიმუმ 72 საათის შემდეგ მეტრონიდაზოლის მიღებიდან დისულფირამის მსგავსი რეაქციის შესაძლებლობის გამო (მუცლის სპაზმები, გულისრევა, პირღებინება, თავის ტკივილი, წამოხურება და ტაქიკარია) (იხ. ნაწილი „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედებები“).
ინტენსიური ან ხანგრძლივი მკურნალობა მეტრონიდაზოლით
მეტრონიდაზოლით მკურნალობის ხანგრძლივობა ინტრავენური გამოყენებისთვის ან ნიტროიმიდაზოლის სხვა წარმოებულებით, როგორც წესი, არ უნდა აღემატებოდეს 10 დღეს. მუტაგენურობის რისკის გამო ადამიანებში, აუცილებელია მეტრონიდაზოლის გამოყენების მიზანშეწონილობის სათანადოდ შეფასება ჩვეულებრივ ვადაზე უფრო ხანგრძლივი დროის განმავლობაში. მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში, მწვავე აუცილებლობის შემთხვევაში, სარგებლისა და რისკის თანაფარდობის შეფასების შემდეგ, მკურნალობის პერიოდი შეიძლება გაგრძელდეს ექიმის დაკვირვების ქვეშ და შესაბამისი კლინიკური და ლაბორატორიული მონიტორინგის თანხლებით. განმეორებითი თერაპია მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს ცალკეულ შემთხვევებამდე. ეს შეზღუდვები მკაცრად უნდა იქნას დაცული, ვინაიდან შეუძლებელია გამოირიცხოს მეტრონიდაზოლის შესაძლო მუტაგენური აქტივობა (მაგალითად, ადამიანის სქესობრივი უჯრედების დაზიანება), ასევე გარკვეული სიმსივნეების განვითარების სიხშირის ზრდის გამო, რაც დაფიქსირებული იყო ცხოველებზე კვლევებში.
გახანგრძლივებული მკურნალობის აუცილებლობის შემთხვევაში, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ისეთი გვერდითი რეაქციების განვითარებას, როგორიცაა პერიფერიული ან ცენტრალური ნეიროპათია (რომლის სიმპტომებია პარესთეზია, ატაქსია, თავბრუსხვევა და კრუნჩხვითი შეტევები) ან ლეიკოპენია. პერიფერიული ნეიროპათია ან ლეიკოპენია ჩვეულებრივ შექცევადია. თუ ვითარდება ლეიკოპენია, მკურნალობის გაგრძელება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელი სარგებელი მნიშვნელოვნად აღემატება პოტენციურ რისკს.
მეტრონიდაზოლის მაღალი დოზების გამოყენებას უკავშირებენ ტრანზიტორული ეპილეფსიური შეტევების განვითარებას.
მონიტორინგი
გვერდითი რეაქციების განვითარების მომატებული რისკის გათვალისწინებით, რეკომენდირებულია ჩატარდეს რეგულარული კლინიკური და ლაბორატორიული მონიტორინგი (სისხლის საერთო ანალიზის ჩათვლით, განსაკუთრებით ლეიკოციტების რაოდენობის), ისეთ შემთხვევებში, როგორიცაა: მაღალი დოზების გამოყენება ან მეტრონიდაზოლით ხანგრძლივი მკურნალობა, ჰემოპოეზის დარღვევები ანამნეზში, მწვავე ინფექციური დაავადება და ღვიძლის მწვავე დაზიანებები. თუ მეტრონიდაზოლის შეყვანა გრძელდება 10 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში, მონიტორინგი არის სავალდებულო.
ხანდაზმული ასაკის პაციენტები
მეტრონიდაზოლი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ხანდაზმულ პაციენტებში.
ზემოქმედება ლაბორატორიული კვლევების შედეგებზე
მეტრონიდაზოლს გააჩნია შთანთქმის მაღალი მნიშვნელობები ტალღის სიგრძეზე, რომელზეც განსაზღვრავენ ნიკოტინამიდ ადენინ დინუკლეოტიდს (NADH). ამიტომ უწყვეტი ნაკადის მეთოდით NADH-ის გაზომვისას, რომელიც დაფუძნებულია აღდგენილი NADH-ის შემცირების ბოლო წერტილის განსაზღვრაზე, მეტრონიდაზოლს შეუძლია ღვიძლის ენზიმების მომატებული კონცენტრაციების დაფარვა. შეიძლება აღინიშნოს ღვიძლის ენზიმების უჩვეულოდ დაბალი კონცენტრაციები, ნულოვანი მნიშვნელობების ჩათვლით.
მეტრონიდაზოლი მოქმედებს ასპარტატამინოტრანსფერაზას, ალანინამინოტრანსფერაზას, ლაქტატდეჰიდროგენაზას, ტრიგლიცერიდების და გლუკოზატექსოკინაზას ენზიმატური და სპექტროფორომეტრული განსაზღვრის შედეგებზე, ამცირებს რა მათ მნიშვნელობას (შესაძლებელია ნულამდე).
სხვა თავისებურებანი
პაციენტებს უნდა მიეცეთ გაფრთხილება, რომ მეტრონიდაზოლმა შეიძლება გამოიწვიოს შარდის გამუქება (მეტრანიდაზოლის მეტაბოლიტის გამო).
დამხმარე ნივთიერებები
ეს სამკურნალო საშუალება შეიცავს 12 მმოლს (ან 276,61 მგ) ნატრიუმს 100 მლ ხსნარში, რაც უნდა გაითვალისწინონ პაციენტებმა, რომლებიც იმყოფებიან დიეტაზე ნატრიუმის შემცველობის კონტროლით.
შეთავსებადობა
პრეპარატ მეტრანიდაზოლის გაზავება შეილება ნატრიუმის ქლორიდის 0,9%-იან ხსნარში ან გლუკოზას 5%-იან ხსნარში.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
კომბინაციები, რომლებიც არ არის რეკომენდირებული
დისულფირამი
დისულფირამის და მეტრანიდაზოლის ერთდროულმა გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს გონების არევა ან ფსიქოზური რეაქციები. არ არის რეკომენდირებული მეტრანიდაზოლის დანიშვნა პაციენტებში, რომლებიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში იღებდნენ დისულფირამინს.
ალოკოჰოლი
თავი უნდა იქნას არიდებული ალკოჰოლური სასმელების და ალკოჰოლის შემცველი სამკურნალო საშუალებების გამოყენებას. პაციენტებს აუცილებლად ეძლევათ რეკომენდაცია მეტრონიდაზოლით მკურნალობის დროს და მკურნალობის შეყვეტიდან სულ მცირე 72 საათის განმავლობაში თავი შეიკავონ ალკოჰოლის მიღებისაგან დისულფირამის მსგავსი რეაქციის (ანტაბუსის ეფექტი) განვითარების შესაძლებლობის გამო (ალები, ღებინება, ტაქიკარდია).
კომბინაციები, რომლებიც საჭიროებენ სიფრთხილის ზომებს გამოყენებისას
პერორალური ანტიკოაგულანტები (ვარფარინი)
არსებობს ცნობები ანტიკოაგულანტური მოქმედების გარკვეული პოტენცირების შესახებ მიტრონიდაზოლის ვარფარინთან და სხვა პერორალურ ანტიკოაგულანტებთან ერთად გამოყენებისას და ჰემორაგიული გართულებების რისკის ზრდის შესახებ ღვიძლში მათი მეტაბოლიზმის შენელების შედეგად. საჭიროა პროთრომბინის დროის (პდ) და საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობის (სნთ) უფრო ხშირი გაკონტროლება. საჭიროა პაციენტებზე დაკვირვების ჩატარება სისხლდენის ნიშნების და სიმპტომების თაობაზე. მეტრონიდაზოლის გამოყენებისას და მისი მოხსნიდან 8 დღის განმავლობაში რეკომენდირებულია პერორალური ანტიკოაგულანტის დოზის კორექცია. ჰეპარინთან ურთიერთქმედება არ არსებობს.
აღინიშნებოდა პერორალური ანტიკოაგულანტების აქტივობის მომატების ბევრი შემთხვევა პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად ანტიბიოტიკებით მკურნალობდნენ. რისკ-ფაქტორები შეიძლება იყოს ინფექციური და ანტებითი დაავადებები, ხანდაზმული ასაკი და ცუდი ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა. რთულია იმის დადგენა, თუ რა მოქმედებს პროთრომბინული დროის გახანგრძლივებაზე: თავად ინფექციური პათოლოგია, თუ მისი მკურნალობა. თუმცა ზოგიერთი ანტიბაქტერიული საშუალების გამოყენება განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს. ეს ეხება ფტორქინოლონებს, მაკროლიდებს, ციკლინებს, კო-ტრიმაქსაზოლს და ზოგიერთ ცეფალოსპორინებს.
ვეკურონიუმი
მეტრონიდაზოლი აძლიერებს ვეკურონიუმის ეფექტს (არამადეპოლარიზირებელი კურარეს მსგავსი ნეიროკუნთოვანი ბლოკატორი).
კომბინაციები, რომლის დროსაც საჭიროა სიფრთხილე
ფტორურაცილი
მეტრონიდაზოლი ამცირებს 5-ფტორურაცილის კლირენს და, მაშასადამე, შეუძლია 5-ფტორურაცილის ტოქსიკურობის გაძლიერება.
ლითიუმი
პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად ღებულობდნენ ლითიუმს და მეტრონიდაზოლს, აღინიშნებოდა ლითიუმის შეკავება, რასაც თან ახლდა თირკმლების დაზიანების ნიშნები. მეტრონიდაზოლის შეყვანამდე, ლითიუმით მკურნალობა უნდა შემცირდეს ან შეწყდეს. პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად ღებულობენ მკურნალობას ლითიუმით და მეტრონიდაზოლით, უნდა ჩატარდეს სისხლის შრატში ლითიუმის, კრეატინინის და ელექტროლიტების კონცენტრაციების მონიტორინგი.
ქოლესტირამინი
ქოლესტირამინმა შეიძლება შეაფერხოს ან შეამციროს მეტრონიდაზოლის აბსორბცია.
ფენიტოინი და ბარბიტურატები (ფენობარბიტალი)
ღვიძლის მიკროსომალური ფერმენტების აქტივობის მასტიმულირებელი სამკურნალო საშუალებების გამოყენების ფონზე, როგორიცაა ფენობარბიტალი ან ფენიტოინი, მეტრონიდაზოლის მეტაბოლიზმი ნორმალურზე ბევრად მაღალი სიჩქარით მიმდინარეობს, ამიტომ ნახევრად გამოყოფის პერიოდი 3 საათამდე მცირდება და, მაშასადამე, მცირდება მეტრონიდაზოლის ეფექტურობა.
ციმეტიდინი
ღვიძლის მიკროსომალური ფერმენტების აქტივობის შემამცირებელი სამკურნალო საშუალებების ერთდროულმა გამოყენებამ, როგორიცაა ციმეტიდინი, ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება შეამციროს მეტრონიდაზოლის გამოყოფა, და, შესაბამისად, გამოიწვიოს უკანასკნელის კონცენტრაციების ზრდა სისხლის შრატში, რამაც თავის მხრივ შეიძლება გამოიწვიოს მეტრონიდაზოლის ტოქსიკურობის ზრდა.
CYP 3A4 სუბსტრატები
მეტრონიდაზოლის და CYP3A4 სუბსტრატების (მაგალითად, ამიოდარონის, ტაკროლიმუსის, ციკლოსპორინის, კარბამაზეპინის, ქინიდინის) კომბინირებული გამოყენებისას შესაძლებელია შესაბამისი CYP 3A4 სუბსტრატების დონეების მომატება სისხლის პლაზმაში. შეიძლება საჭირო გახდეს CYP 3A4 სუბსტრატების კონცენტრაციის მონიტორინგი სისხლის პლაზმაში.
ამიოდარონი
მეტრანიდაზოლის და ამიოდარონის ერთდროულად გამოყენების დროს იყო შეტყობინებები QT ინტერვალის გახანგრძლივების და „პირუეტის“ ტიპის პაროქსიზმული პარკუჭოვანი ტაქიკარდიის (torsade de pointes) განვითარების შესახებ. ამიოდარონის მეტრონიდაზოლთან კომბინაციაში გამოყენებისას შეიძლება მიზანშეწონილი იყოს ეკგ-ზე QT ინტერვალის მონიტორინგი. პაციენტებისთვის, რომლებიც მკურნალობენ ამბულატორიულად, რეკომენდირებული უნდა იქნას ექიმთან მიმართვა სიმპტომების აღნიშვნისას, რომლებმაც შეიძლება მიუთითონ torsade de pointes-ზე, როგორიცაა თავბრუსხვევა, აჩქარებული გულისცემა ან გონების დაკარგვა.
ტაკროლიმუსი
მეტრონიდაზოლის და ტაკროლიმუსის ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლში უკანასკნელის კონცენტრაციის ზრდა. ტაკროლიმუსის ღვიძლისმიერი მეტაბოლიზმის დათრგუნვის სავარაუდო მექანიზმი ხდება CYP3A4 მეშვეობით. საჭიროა სისხლში ტაკროლიმუსის დონის და თირკმელების ფუნქციის ხშირად შემოწმება, და შესაბამისად დოზირების კორექტირება, განსაკუთრებით მეტრონიდაზოლით თერაპიის მოხსნის დაწყების შემდეგ პაციენტებში, რომლებიც სტაბილიზირებული არიან ტაკროლიმუსის მიღების რეჟიმზე.
ციკლოსპორინი
პაციენტებში, რომლებიც იღებენ ციკლოსპორინს მეტრონიდაზოლთან კომბინაციაში, არსებობს სისხლის შრატში ციკლოსპორინის დონეების ზრდის რისკი. კომბინირებული გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში, საჭიროა სისხლის შრატში ციკლოსპორინის და კრეატინინის დონეების სათანადო მონიტორინგის ჩატარება.
კარბამაზეპინი
მეტრონიდაზოლს შეუძლია კარბამაზეპინის მეტაბოლიზმის დათრგუნვა და ამის შედეგად მისი პლაზმური კონცენტრაციების გაზრდა.
ბუსულფანი
მეტრონიდაზოლს შეუძლია ბუსულფანის დონეების ზრდა სისხლის პლაზმაში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მძიმე ბუსულფანური ტოქსიკურობა, რომლის გამოვლინება შეიძლება გახდეს სინუსოიდალური ობსტრუქციის სინდრომი (ღვიძლის ვენოოკლუზიური დაავადება) და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუკოზიტი.
კონტრაცეპტივები
ზოგიერთ ანტიბიოტიკებს იშვიათ შემთხვევებში შეუძლიათ პერორალური კონტრაცეპტივების ეფექტურობის შემცირება, ნაწლავში სტეროიდული კონიუგატების ბაქტერიულ ჰიდროლიზზე ზემოქმედებით და ამგვარად არაკონიუგირებული სტეროიდების განმეორებითი შეწოვის შემცირებით, რის შედეგადაც აქტიური სტეროიდების პლაზმური დონეები მცირდება. ეს უჩვეულო ურთიერთქმედება შეიძლება აღინიშნოს ქალებში ნაღველთან სტეროიდული კონიუგატების გამოყოფის მაღალი დონით. პერორალური კონტრაცეპტივების არაეფექტურობის ცნობილი შემთხვევები დაკავშირებული იყო სხვადასხვა ანტიბიოტიკების გამოყენებასთან, ამპიცილინის, ამოქსიცილინის, ტეტრაციკლინების, ასევე მეტრონიდაზოლის ჩათვლით.
მიკოფენოლატის მოფეტილი
ნივთიერებებს, რომლებიც ცვლიან კუჭ-ნაწლავის ფლორას (მაგალითად, ანტიბიოტიკებს), შეუძლიათ მიკოფენოლის მჟავას პრეპარატების ორალური ბიომისაწვდომობის შემცირება. ინფექციის საწინააღმდეგო საშუალებებით თერაპიის დროს რეკომენდირებულია სათანადო კლინიკური და ლაბორატორიული მონიტორინგი მიკოფენოლის მჟავას იმუნოსუპრესიული ეფექტის შემცირების გამოსავლენად.
ზეგავლენა პარაკლინიკურ ტესტებზე
უნდა გვახსოვდეს, რომ მეტრონიდაზოლს შეუძლია ტრეპონემას იმობოლიზირება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ნელსონის ტესტის ცრუ-დადებითი შედეგი.
ორსულობა და ძუძუთი კვება
მეტრონიდაზოლი აღწევს პლაცენტარულ ბარიერში.
ორსულობის პერიოდში მეტრონიდაზოლის გამოყენების უსაფრთხოება არ არის საკმარისად შესწავლილი. კერძოდ, შეტყობინებები მისი გამოყენების შესახებ ურთიერთგამომრიცხავია. ზოგიერთმა კვლევამ გამოავლინა მანკის განვითარების სიხშირის ზრდა. ცხოველებზე კვლევებში არ გამოვლენილა მეტრონიდაზოლის ტერატოგენური და ფეტოტოქსიკური ეფექტი. მაგრამ დედისთვის ნიტროიმიდაზოლების შეუზღუდავი შეყვანა შეიძლება დაკავშირებული იყოს კანცეროგენურ ან მუტაგენურ რისკთან მომავალი ან ახალშობილი ბავშვისთვის.
I ტრიმესტრის განმავლობაში მეტრონიდაზოლი უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ მძიმე ინფექციების სამკურნალოდ, რომლებიც სიცოცხლისათვის საშიშია, სხვა უფრო უსაფრთხო ალტერნატივის არარსებობის დროს. II და III ტრიმესტრების განმავლობაში მეტრონიდაზოლის გამოყენება შეიძლება ინფექციების (მაგალითად, ტრიქომონიაზის) სამკურნალოდ, თუ მოსალოდნელი სარგებელი დედისათვის აღემატება შესაძლო რისკს ნაყოფისათვის, მაგრამ ასეთ შემთხვევებში არ არის რეკომენდირებული მოკლე რეჟიმების გამოყენება მაღალი დოზირებით.
ძუძუთი კვების პერიოდი
რადგანაც მეტრონიდაზოლი გამოიყოფა დედის რძეში, მკურნალობის დროს ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს. ძუძუთი კვების განახლება შეიძლება თერაპიის დასრულებიდან სულ მცირე 2-3 დღის გასვლის შემდეგ, რადგანაც მეტრონიდაზოლს გააჩნია ნახევრად გამოყოფის გახანგრძლივებული პერიოდი.
ზეგავლენა რეაქციის სისწრაფეზე ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის დროს.
პაციენტები გაფრთხილებულნი უნდა იყვნენ ძილიანობის, თავბრუსხვევის, ცნობიერების არევის, ჰალუცინაციების, კრუნჩხვების ან მხედველობის დროებითი დარღვევების შესაძლო გამოვლენის შესახებ, რამაც შეიძლება გააუარესოს ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვის უნარი. მითითებული გვერდითი რეაქციები უმეტესად ვლინდება მკურნალობის დასაწყისში.
გვერდითი მოვლენები
ხანგრძლივი მკურნალობის დაგეგმვისას, აუცილებელია სარგებელის შეფასება პერიფერიული ნევროპათიის განვითარების რისკთან შედარებით.
გვერდითი რეაქციები კლასიფიცირებულია ორგანოების სისტემების მიხედვით MedDRA-ს ტერმინოლოგიის თანახმად. გვერდითი ეფექტების სიხშირის აღწერისათვის გამოყენებულია შემდეგი კრიტერიუმები: ძალიან ხშირი: ≥1/10; ხშირი: ≥1/100 - <1/10; არახშირი: ≥1/1000; <1/100-მდე; იშვიათი: ≥1/10000 - <1/1000; ძალიან იშვიათი: <1/10000; სიხშირე უცნობია: არსებული მონაცემებით სიხშირის დადგენა შეუძლებელია.
გვერდითი რეაქციები სიხშირე, ტიპი და სიმძიმე ბავშვებში ისეთივეა, როგორც მოზრდილებში.
ინფექციები და ინვაზიები
იშვიათი: Candida სახეობის სოკოებით გამოწვეული გენიტალიური სუპერინფექციები.
ძალიან იშვიათი: ფსევდომემბრანული კოლიტი, რომელიც შეიძლება გაჩნდეს თერაპიის დროს ან მის შემდეგ და ვლინდება მძიმე პერსისტირებადი დიარეის ფორმით.
დარღვევები სისხლის სისტემის და ლიმფური სისტემის მხრივ
არახშირი: ლეიკოპენია.
იშვიათი: აგრანულოციტოზი, პანციტოპენია, ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია.
სიხშირე უცნობია: ეოზინოფილია, აპლასტიური ანემია.
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ
არახშირი: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები მსუბუქიდან ზომიერ ხარისხამდე, კანის რეაქციების ჩათვლით (იხ. ქვემოთ “ცვლილებები კანის და კანქვეშა უჯრედისის მხრივ“), ანგიონევროტული შეშუპებები და მედიკამენტოზური ციებ-ცხელება.
იშვიათად: ანაფილაქსიურ შოკი, იარიშ-ჰერკსგეიმერის რეაქცია.
ძალიან იშვიათად: ჰიპერმგრძნობელობის მძიმე სისტემური რეაქციები: ანაფილაქსია მძიმე კანის რეაქციები.
სიხშირე უცნობია: კვინკეს შეშუპება, ჭინჭრის ციება, ცხელება.
ნივთიერებათა ცვლის, მეტაბოლიზმის დარღვევები
სიხშირე უცნობია: მადის დაქვეითება, ანორექსია.
ფსიქიური დარღვევები
არახშირი: გაღიზიანება.
იშვიათი: ჰალუცინაციები.
ძალიან იშვიათი: ფსიქოზური დარღვევები, ცნობიერების არევის ჩათვლით.
სიხშირე უცნობია: დეპრესიული მდგომარეობა, ლიბიდოს დაქვეითება.
ნევროლოგიური დარღვევები
ხშირი: დისგევზია.
არახშირი: თავის ტკივილი.
იშვიათი: ენცეფალოპათია (მაგალითად, ცნობიერევის არევა, ცხელება, თავის ტკივილი, ჰალუცინაციები, დამბლა, ფოტომგრძნობელობა, მხედველობის და მოძრაობის დარღვევები, ტორტიკოლისი) და ქვემწვავე ცერებრალური სინდრომი (მაგალითად, ატაქსია, დიზართრია, სიარულის დარღვევა, ნისტაგმი, ტრემორი), რომლებიც შეიძლება გაქრეს სამკურნალო საშუალების მიღების შეწყვეტის შემდეგ; ძილიანობა ან უძილობა; თავბრუსხვევა; კრუნჩხვები; პერიფერიული ნეიროპათია, რომელიც ვლინდება პარესთეზიის, ტკივილის, კიდურებში სიმძიმის და ჩხვლეტის შეგრძნებების სახით; ასეპტიკური მენინგიტი.
სიხშირე უცნობია: პარესთეზია, ჰიპესთეზია, პერიფერიული სენსორული ნეიროპათია, გარდამავალი ეპილეპტოფორმული შეტევები მეტრონიდაზოლით ინტენსიური და/ან ხანგრძლივი თერაპიის დროს. უმეტეს შემთხვევაში ნეიროპათია ქრებოდა მკურნალობის შეწყვცეტის შემდეგ ან დოზის შემცირების დროს.
დარღვევები მხედველობის ორგანოების მხრივ
იშვიათი: ოპტიკური ნეიროპათია; მხედველობის დარღვევები, როგორიცაა დიპლოპია და მიოპია, რომლებიც უმეტეს შემთხვევაში გარდამავალია.
სიხშირე უცნობია: ოპტიკური ნევრიტი.
დარღვევები სმენის ორგანოების და ვესტიბულარული აპარატის მხრივ
სიხშირე უცნობია: ვერტიგო, სმენის დარღვევა/სმენის დაკარგვა (ნეიროსენსორულის ჩათვლით), ხმაური ყურებში.
დარღვევები გულის მხრივ
ძალიან იშვიათი: ეკგ-ს ცვლილებები, T კბილის გასწორების მსგავსი.
სიხშირე უცნობია: ტაქიკარდია, გულისცემა.
სასუნთქი სისტემის, გულმკერდის და მედიასტინუმის ორგანოების მხრივ
ხშირი: სინუსიტი, ფარინგიტი.
სიხშირე უცნობია: ქოშინი, ხუთვა.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები
ხშირი: გლოსიტი, სტომატიტი, სიმშრალე პირში.
არახშირი: ბოყინი მწარე გემოთი.
იშვიათი: ღებინება, გულისრევა, დიარეა; ტკივილი ეპიგასტრალურ არეში, შექცევადია სამკურნალო საშუალების მოხსნისას.
სიხშირე უცნობია: გემოს დარღვევა, ორალური მუკოზიტი, ნადები ენაზე, ენის ფერის შეცვლა, შეკრულობა.
ჰეპატობილიარული სისტემის მხრივ
იშვიათი: ქოლესტაზური სიყვითლე.
ძალიან იშვიათი: ღვიძლის ფერმენტების მომატება (ასპარტატამინოტრანსფერაზა (ასტ), ალანინამინოტრანსფერაზა (ალტ), ტუტე ფოსოტაზა), ქოლესტაზური ან შერეული ჰეპატიტი და ღვიძლის ჰეპატოცელულარული დაზიანება. ცნობილია ღვიძლის უკმარისობის შემთხვევების შესახებ, რაც საჭიროებს ღვიძლის გადანერგვას პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ მეტრონიდაზოლს სხვა ანტიბაქტერიულ საშუალებებთან კომბინაციაში.
ცვლილებები კანის და კანქვეშა უჯრედისის მხრივ
არახშირი: კანის ალერგიული რეაქციები.
იშვიათი: სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, პოლიმორფული ერითემა.
ძალიან იშვიათი: გამონაყარი კანზე, პუსტულოზური გამონაყარი, ქავილი, გაწითლება, მწვავე გენერალიზებული ეგზამენტოზური პუსტულოზი.
სიხშირე უცნობია: ჰიპერჰიდროზი.
დარღვევები საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ
ხშირად: მიალგია.
ძალიან იშვიათად: ართრალგია.
სიხშირე უცნობია: კუნთების სპაზმები.
დარღვევები შარდგამომყოფი სისტემის მხრივ
იშვიათი: ქრომატურია.
ძალიან იშვიათი: დიზურია, ცისტიტი, შარდის შეუკავებლობა, შარდის გამუქება (მეტრანიდაზოლის მეტაბოლიტის გამო).
რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლების დარღვევები
ხშირი: დისმენორეა.
ზოგადი დარღვევები და გართულებები შეყვანის ადგილას
არახშირი: ასთენია.
ხშირი: რეაქციები შეყვანის ადგილას, ვენების გაღიზიანების ჩათვლით (თრომბოფლებიტამდე) ინტრავენური შეყვანის შემდეგ, პუსტულოზური გამონაყარი.
იშვიათი: სისუსტე, ლორწოვანი გარსების ანთება, პირექსია.
სიხშირე უცნობია: შეუძლოდ ყოფნა, პერიფერიული შეშუპებები, ტკივილი გულმკერდის არეში, შემცივნება.
გვერდითი რეაქციები, რომლებიც დაფიქსირდა მეტრონიდაზოლის გამოყენებისას
არსებობს ცნობები რთული შეუქცევადი ჰეპატოტოქსიურობის / მწვავე თირკმლის უკმარისობის გამოვლენის შესახებ, ლეტალური შედეგის ჩათვლით, რომელიც ძალიან სწრაფად მიმდინარეობს მეტრონიდაზოლის სისტემური გამოყენების დაწყების შემდეგ პაციენტებში, რომლებთაც აღენიშნებათ კოკკეინის სინდრომი (იხ. ნაწილი ,,გამოყენების თავისებურებები“).
შეტყობინებები საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ
შეტყობინებები საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ წარმოადგენს მნიშვნელოვან პროცედურას. ეს იძლევა სარგებელი/რისკის შეფარდების მონიტორინგის გაგრძელების საშუალებას შესაბამისი სამკურნალო საშუალებისათვის. მედიცინის მუშაკებმა აუცილებლად უნდა მოახდინონ ინფორმირება ნებისმიერი საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის მეშვეობით.
ჭარბი დოზა
ცნობილია მეტრონიდაზოლის პერორალური 12 გრ-მდე დოზების ერთჯერადი გამოყენების შემთხვევების შესახებ სუიციდის მცდელობისას და შემთხვევითი ჭარბი დოზირების დროს. სიმპტომები შემოიფარგლებოდა ღებინებით, ატაქსიით და მსუბუქი დეზორიენტაციით. მეტრონიდაზოლით ჭარბი დოზირების დროს სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. ჭარბ დოზირებაზე ეჭვის დროს საჭიროა დაინიშნოს სიმპტომატური და შემანარჩუნებელი მკურნალობა.
შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერება: მეტრონიდაზოლი;
1 მლ ხსნარი შეიცავს 5 მგ მეტრონიდაზოლს;
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ქლორიდი, დინატრიუმის ედეტატი, საინექციო წყალი.
სამკურნალო ფორმა. საინფუზიო ხსნარი.
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: გამჭვირვალე, უფერო ან ოდნავ მოყვითალო ფერის სითხე.
შენახვის პირობები
3 წელი.
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე ორიგინალ შეფუთვაში. არ გაყინოთ.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ანტიმიკრობული საშუალებები სისტემური გამოყენებისათვის. იმიდაზოლის წარმოებულები. ათქ კოდი J01X D01.
ფარმაკოლოპგიური თვისებები.
ფარმაკოდინამიკა.
მეტრონიდაზოლი - ეს არის სტაბილური ნაერთი, რომელსაც შეუძლია მიკროორგანიზმებში შეღწევა. ანაერობულ პირობებში მეტრონიდაზოლი წარმოქმნის მიკრობულ პირუვატ-ფერედოქსინ-ოქსიდორედუქტაზასთან ნიტროზორადიკალებს ფერედოქსინის და ფლავოდოქსინის დაჟანგვის გზით. ნიტროზორადიკალები წარმოქმნიან მიერთების პროდუქტებს დნმ-ის ძირითად წყვილებთან, რაც იწვევს დნმ-ის ჯაჭვების გაწყვეტას და უჯრედების დაღუპვას.
მინიმალური მაინჰიბირებელი კონცენტრაცია (MIK), დადგენილი ანტიმოკრობული მგძნობელობის ტესტირების ევროპული კომიტეტის მიერ, წყვეტის წერტილები, რომლებიც აცალკევებენ მგრძნობიარე ორგანიზმებს (S) რეზისტენტულისაგან (R), შემდეგია:
გრამდადებითი ანაერობები (S: ≤ 4 მგ/მლ, R > 4 მგ/მლ);
გრამუარყოფითი ანაერობები (S: ≤ 4 მგ/მლ, R > 4 მგ/მლ).
მგრძნობიარე და რეზისტენტური მიკროორგანიზმების ჩამონათვალი
(სისტემური მოქმედების ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობასთან დაკავშირებული მონაცემების ანალიზის ცენტრალური სამმართველოს მონაცემების მიხედვით, გერმანია, 2009 წლის დეკემბერი)
მგრძნობიარე მიკროორგანიზმები
ანაერობები:
Bacteroides fragilis, Clostridium difficile0, Clostridium perfringens0⌂, Fusobacterium spp.0, Peptoniphilus spp.0, Peptostreptococcus spp.0, Porphyromonas spp.0, Prevotella spp., Veillonella spp.0
სხვა მიკროორგანიზმები:
Entamoeba histolytica0, Gardnerella vaginalis0, Giardia lamblia0, Trichomonas vaginalis0.
შტამები, რომლებსაც შეუძლიათ რეზისტენტობის შეძენა
გრამუარყოფითი აერობები:
Helicobacter pylori.
ბუნებრივად რეზისტენტული მიკროორგანიზმები: ყველა ობლიგატური აერობები.
გრამდადებითი მიკროორგანიზმები:
Enterococcus spp., Staphylococcus spp., Streptococcus spp.
გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები:
Enterobacteriaceae, Haemophilus spp.
0 პუბლიკაციის დროს მისაწვდომი მონაცემების ეს ჩამონათვალი არ არსებობდა. პირველად ლიტერატურაში მოყვანილია სავარაუდო სტანდარტული რეფერენტული მითითებები და თერაპიული რეკომენდაციები შესაბამისი შტამების მგრძნობელობაზე.
⌂ შეიძლება გამოყენება მხოლოდ ალერგიის მქონე პაციენტებში პენიცილინზე.
მეტრონიდაზოლისადმი რეზისტენტობის მექანიზმი
მეტრონიდაზოლისადმი რეზისტენტობის მექანიზმი ამჟამად მხოლოდ ნაწილობრივ არის შესწავლილი. H. pylori რეზისტენტობა მეტრონიდაზოლისადმი გამოწვეულია გენების მუტაციით, რომლებიც აკოდირებენ NADPH-ნიტრორედუქტაზას. ეს მუტაციები იწვევენ ამინომჟავების ცვლას, რომელიც იწვევს ენზიმების არააქტიურობას. ამგვარად, მეტრონიდაზოლის აქტივაციის ეტაპი აქტიური ნიტროზორადიკალით არ ხდება.
Bacteroides შტამები რეზისტენტულია მეტრონიდაზოლისადმი გენების წყალობით, რომლებიც აკოდირებენ ნიტროიმიდაზოლის რედუქტაზას, რომლებიც გარდაქმნიან ნიტროიმიდაზოლს ამინოიმიდაზოლად, რის შედეგადაც ინჰიბირდება ანტიბაქტერიული ეფექტის მქონე ნიტროზორადიკალების წარმოქმნა. არსებობს სრული ჯვარედინი რეზისტენტობა მეტრონიზადოლსა და სხვა ნიტროიმიდაზოლურ წარმოებულებს შორის (თინიდაზოლი, ორნიდაზოლი, ნიმორაზოლი).
ინდივიდუალური შტამების შეძენილი მგრძნობელობის გავრცელებულობა შეიძლება იცვლებოდეს რეგიონის და დროის მიხედვით. ამიტომ აუცილებელია ადგილობრივი მონაცემების გამოყენება, განსაკუთრებით მძიმე ინფექციების ეფექტური მკურნალობისათვის. მეტრონიდაზოლის ეფექტურობის შესახებ ეჭვების არსებობის შემთხვევაში, რეკომენდირებულია ექსპერტის რჩევის გამოყენება. აუცილებელია მიკრობილოგიური დიაგნოზის დადგენა, მიკროორგანიზმების შტამების და მეტრონიდაზოლისადმი მათი მგრძნობელობის დადგენის ჩათვლით, განსაკუთრებით მძიმე ინფექციის ან მკურნალობის არაეფექტურობის შემთხვევაში.
ფარმაკოკინეტიკა.
ვინაიდან მეტრონიდაზოლი შეიყვანება ინტრავენურად, მისი ბიოშეღწევადობა შეადგენს 100%.
განაწილება
შეყვანის შემდეგ მეტრონიდაზოლი ფართოდ ნაწილდება ორგანიზმის ქსოვილებში. მეტრონიდაზოლი გამოვლენილია ორგანიზმის უმეტეს ქსოვილებში და სითხეებში, ნაღველის, ძვლების, ცერებრალური აბსცესის, ზურგ-ტვინის სითხის, ღვიძლის, ნერწყვის, სათესლე სითხის და ვაგინალური სეკრეტის ჩათვლით, სადაც მიიღწევა სისხლის პლაზმაში კონცენტრაციების მსგავსი კონცენტრაციები. ის ასევე აღწევს პლაცენტაში და აღინიშნება დედის რძეში კონცენტრაციით, რომელიც სისხლის შრატში არსებული კონცენტრაციის ექვივალენტურია. პროტეინებთან შეკავშირება შეადგენს 20%-ზე ნაკლებს, განაწილების აშკარა მოცულობა შეადგენს 36 ლიტრს.
ბიოტრანსფორმაცია
მეტრონიდაზოლი მეტაბოლიზდება ღვიძლში გვერდითი ჯაჭვების დაჟანგვის და გლუკურონიდის წარმოქმნის გზით. მისი მეტაბოლიტები მოიცავენ მჟავას დაჟანგვის პროდუქტს, ჰიდროქსილურ წარმოებულს და გლუკურონიდს. ძირითადი მეტაბოლიტი სისხლის შრატში - ეს არის ჰიდროქსილირებული მეტაბოლიტი, ძირითადი მეტაბოლიტი შარდში კი - მჟავასი.
გამოყოფა
ნივთიერების დაახლოებით 80% გამოიყოფა შარდით, აქედან 10%-ზე ნაკლები - უცვლელი სახით. მცირე რაოდენობა გამოიყოფა ღვიძლით. ნახევრად გამოყოფის პერიოდი შეადგენს 6-10 საათს.
მახასიათებლები პაციენტების სპეციალურ ჯგუფებში
თირკმელების უკმარისობა აფერხებს გამოყოფას მხოლოფ უმნიშვნელო ხარისხით.
ღვიძლის მძიმე დაავადებების დროს უნდა მოველოდეთ პლაზმური კლირენსის შეფერხებას და სისხლის შრატიდან ნახევრად გამოყოფის პერიოდის გახანგრძლივებას (30 საათამდე).
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
ინსტრუქცია
სამკურნალო საშუალების სამედიცინო გამოყენების შესახებ
მეტრონიდაზოლი
(METRONIDAZOLE)
შემადგენლობა:
მოქმედი ნივთიერება: მეტრონიდაზოლი;
1 მლ ხსნარი შეიცავს 5 მგ მეტრონიდაზოლს;
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ქლორიდი, დინატრიუმის ედეტატი, საინექციო წყალი.
სამკურნალო ფორმა. საინფუზიო ხსნარი.
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: გამჭვირვალე, უფერო ან ოდნავ მოყვითალო ფერის სითხე.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი.

კლინიკური მახასიათებლები.
ჩვენებები.
მეტრონიდაზოლისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით (განსაკუთრებით ანაერობული ბაქტერიებით) გამოწვეული ინფექციების მკურნალობა და პროფილაქტიკა.
მეტრონიდაზოლი აქტიურია ფართო სპექტრის პათოგენური მიკროორგანიზმების მიმართ, განსაკუთრებით Bacteroides, Fusobacteria, Clostridia, Eubacteria, ანაერობული კოკების და Gardnerella vaginalis სახეობების მიმართ.
მეტრონიდაზოლი ნაჩვენებია უფროსებსა და ბავშვებში შემდეგისთვის:
ანაერობული ბაქტერიებით, კერძოდ კი Bacteroides და Streptococci სახეობებით გამოწვეული პოსტოპერაციული ინფექციების პროფილაქტიკა;
სეპტიცემიის, ბაქტერიემიის, პერიტონიტის, თავის ტვინის აბსცესის, ნეკროზული პნევმონიის, ოსტეომიელიტის, მშობიარობის შემდგომი სეფსისის, მენჯში არსებული აბსცესის, პელვიოცელულიტის და პოსტოპერაციული ჭრილობის ინფექციების მკურნალობა - პათოგენური ანაერობების გამოყოფის შემთხვევაში.
მეტრონიდაზოლის გამოყენების დროს გასათვალისწინებელია ეროვნული და საერთაშორისო რეკომენდაციები ანტიმიკრობული პრეპარატების სათანადო გამოყენებასთან დაკავშირებით.
უკუჩვენებები.
ჰიპერმგრძნობელობა მეტრონიდაზოლის, ნიტროიმიდაზოლის სხვა წარმოებულების ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ;
ცენტრალური ნერვული სისტემის (ცნს) ორგანული დაზიანებები;
სისხლის დაავადებები;
ღვიძლის უკამრისობა (საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია სამკურნალო საშუალების მაღალი დოზების დანიშვნა).
არ არის რეკომენდირებული პრეპარატის დისულფირამთან ან ალკოჰოლთან კომბინაციაში გამოყენება.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედებები.
კომბინაციები, რომლებიც არ არის რეკომენდირებული
დისულფირამი
დისულფირამის და მეტრანიდაზოლის ერთდროულმა გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს გონების არევა ან ფსიქოზური რეაქციები. არ არის რეკომენდირებული მეტრანიდაზოლის დანიშვნა პაციენტებში, რომლებიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში იღებდნენ დისულფირამინს.
ალოკოჰოლი
თავი უნდა იქნას არიდებული ალკოჰოლური სასმელების და ალკოჰოლის შემცველი სამკურნალო საშუალებების გამოყენებას. პაციენტებს აუცილებლად ეძლევათ რეკომენდაცია მეტრონიდაზოლით მკურნალობის დროს და მკურნალობის შეყვეტიდან სულ მცირე 72 საათის განმავლობაში თავი შეიკავონ ალკოჰოლის მიღებისაგან დისულფირამის მსგავსი რეაქციის (ანტაბუსის ეფექტი) განვითარების შესაძლებლობის გამო (ალები, ღებინება, ტაქიკარდია).
კომბინაციები, რომლებიც საჭიროებენ სიფრთხილის ზომებს გამოყენებისას
პერორალური ანტიკოაგულანტები (ვარფარინი)
არსებობს ცნობები ანტიკოაგულანტური მოქმედების გარკვეული პოტენცირების შესახებ მიტრონიდაზოლის ვარფარინთან და სხვა პერორალურ ანტიკოაგულანტებთან ერთად გამოყენებისას და ჰემორაგიული გართულებების რისკის ზრდის შესახებ ღვიძლში მათი მეტაბოლიზმის შენელების შედეგად. საჭიროა პროთრომბინის დროის (პდ) და საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობის (სნთ) უფრო ხშირი გაკონტროლება. საჭიროა პაციენტებზე დაკვირვების ჩატარება სისხლდენის ნიშნების და სიმპტომების თაობაზე. მეტრონიდაზოლის გამოყენებისას და მისი მოხსნიდან 8 დღის განმავლობაში რეკომენდირებულია პერორალური ანტიკოაგულანტის დოზის კორექცია. ჰეპარინთან ურთიერთქმედება არ არსებობს.
აღინიშნებოდა პერორალური ანტიკოაგულანტების აქტივობის მომატების ბევრი შემთხვევა პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად ანტიბიოტიკებით მკურნალობდნენ. რისკ-ფაქტორები შეიძლება იყოს ინფექციური და ანტებითი დაავადებები, ხანდაზმული ასაკი და ცუდი ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა. რთულია იმის დადგენა, თუ რა მოქმედებს პროთრომბინული დროის გახანგრძლივებაზე: თავად ინფექციური პათოლოგია, თუ მისი მკურნალობა. თუმცა ზოგიერთი ანტიბაქტერიული საშუალების გამოყენება განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს. ეს ეხება ფტორქინოლონებს, მაკროლიდებს, ციკლინებს, კო-ტრიმაქსაზოლს და ზოგიერთ ცეფალოსპორინებს.
ვეკურონიუმი
მეტრონიდაზოლი აძლიერებს ვეკურონიუმის ეფექტს (არამადეპოლარიზირებელი კურარეს მსგავსი ნეიროკუნთოვანი ბლოკატორი).
კომბინაციები, რომლის დროსაც საჭიროა სიფრთხილე
ფტორურაცილი
მეტრონიდაზოლი ამცირებს 5-ფტორურაცილის კლირენს და, მაშასადამე, შეუძლია 5-ფტორურაცილის ტოქსიკურობის გაძლიერება.
ლითიუმი
პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად ღებულობდნენ ლითიუმს და მეტრონიდაზოლს, აღინიშნებოდა ლითიუმის შეკავება, რასაც თან ახლდა თირკმლების დაზიანების ნიშნები. მეტრონიდაზოლის შეყვანამდე, ლითიუმით მკურნალობა უნდა შემცირდეს ან შეწყდეს. პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად ღებულობენ მკურნალობას ლითიუმით და მეტრონიდაზოლით, უნდა ჩატარდეს სისხლის შრატში ლითიუმის, კრეატინინის და ელექტროლიტების კონცენტრაციების მონიტორინგი.
ქოლესტირამინი
ქოლესტირამინმა შეიძლება შეაფერხოს ან შეამციროს მეტრონიდაზოლის აბსორბცია.
ფენიტოინი და ბარბიტურატები (ფენობარბიტალი)
ღვიძლის მიკროსომალური ფერმენტების აქტივობის მასტიმულირებელი სამკურნალო საშუალებების გამოყენების ფონზე, როგორიცაა ფენობარბიტალი ან ფენიტოინი, მეტრონიდაზოლის მეტაბოლიზმი ნორმალურზე ბევრად მაღალი სიჩქარით მიმდინარეობს, ამიტომ ნახევრად გამოყოფის პერიოდი 3 საათამდე მცირდება და, მაშასადამე, მცირდება მეტრონიდაზოლის ეფექტურობა.
ციმეტიდინი
ღვიძლის მიკროსომალური ფერმენტების აქტივობის შემამცირებელი სამკურნალო საშუალებების ერთდროულმა გამოყენებამ, როგორიცაა ციმეტიდინი, ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება შეამციროს მეტრონიდაზოლის გამოყოფა, და, შესაბამისად, გამოიწვიოს უკანასკნელის კონცენტრაციების ზრდა სისხლის შრატში, რამაც თავის მხრივ შეიძლება გამოიწვიოს მეტრონიდაზოლის ტოქსიკურობის ზრდა.
CYP 3A4 სუბსტრატები
მეტრონიდაზოლის და CYP3A4 სუბსტრატების (მაგალითად, ამიოდარონის, ტაკროლიმუსის, ციკლოსპორინის, კარბამაზეპინის, ქინიდინის) კომბინირებული გამოყენებისას შესაძლებელია შესაბამისი CYP 3A4 სუბსტრატების დონეების მომატება სისხლის პლაზმაში. შეიძლება საჭირო გახდეს CYP 3A4 სუბსტრატების კონცენტრაციის მონიტორინგი სისხლის პლაზმაში.
ამიოდარონი
მეტრანიდაზოლის და ამიოდარონის ერთდროულად გამოყენების დროს იყო შეტყობინებები QT ინტერვალის გახანგრძლივების და „პირუეტის“ ტიპის პაროქსიზმული პარკუჭოვანი ტაქიკარდიის (torsade de pointes) განვითარების შესახებ. ამიოდარონის მეტრონიდაზოლთან კომბინაციაში გამოყენებისას შეიძლება მიზანშეწონილი იყოს ეკგ-ზე QT ინტერვალის მონიტორინგი. პაციენტებისთვის, რომლებიც მკურნალობენ ამბულატორიულად, რეკომენდირებული უნდა იქნას ექიმთან მიმართვა სიმპტომების აღნიშვნისას, რომლებმაც შეიძლება მიუთითონ torsade de pointes-ზე, როგორიცაა თავბრუსხვევა, აჩქარებული გულისცემა ან გონების დაკარგვა.
ტაკროლიმუსი
მეტრონიდაზოლის და ტაკროლიმუსის ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლში უკანასკნელის კონცენტრაციის ზრდა. ტაკროლიმუსის ღვიძლისმიერი მეტაბოლიზმის დათრგუნვის სავარაუდო მექანიზმი ხდება CYP3A4 მეშვეობით. საჭიროა სისხლში ტაკროლიმუსის დონის და თირკმელების ფუნქციის ხშირად შემოწმება, და შესაბამისად დოზირების კორექტირება, განსაკუთრებით მეტრონიდაზოლით თერაპიის მოხსნის დაწყების შემდეგ პაციენტებში, რომლებიც სტაბილიზირებული არიან ტაკროლიმუსის მიღების რეჟიმზე.
ციკლოსპორინი
პაციენტებში, რომლებიც იღებენ ციკლოსპორინს მეტრონიდაზოლთან კომბინაციაში, არსებობს სისხლის შრატში ციკლოსპორინის დონეების ზრდის რისკი. კომბინირებული გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში, საჭიროა სისხლის შრატში ციკლოსპორინის და კრეატინინის დონეების სათანადო მონიტორინგის ჩატარება.
კარბამაზეპინი
მეტრონიდაზოლს შეუძლია კარბამაზეპინის მეტაბოლიზმის დათრგუნვა და ამის შედეგად მისი პლაზმური კონცენტრაციების გაზრდა.
ბუსულფანი
მეტრონიდაზოლს შეუძლია ბუსულფანის დონეების ზრდა სისხლის პლაზმაში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მძიმე ბუსულფანური ტოქსიკურობა, რომლის გამოვლინება შეიძლება გახდეს სინუსოიდალური ობსტრუქციის სინდრომი (ღვიძლის ვენოოკლუზიური დაავადება) და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუკოზიტი.
კონტრაცეპტივები
ზოგიერთ ანტიბიოტიკებს იშვიათ შემთხვევებში შეუძლიათ პერორალური კონტრაცეპტივების ეფექტურობის შემცირება, ნაწლავში სტეროიდული კონიუგატების ბაქტერიულ ჰიდროლიზზე ზემოქმედებით და ამგვარად არაკონიუგირებული სტეროიდების განმეორებითი შეწოვის შემცირებით, რის შედეგადაც აქტიური სტეროიდების პლაზმური დონეები მცირდება. ეს უჩვეულო ურთიერთქმედება შეიძლება აღინიშნოს ქალებში ნაღველთან სტეროიდული კონიუგატების გამოყოფის მაღალი დონით. პერორალური კონტრაცეპტივების არაეფექტურობის ცნობილი შემთხვევები დაკავშირებული იყო სხვადასხვა ანტიბიოტიკების გამოყენებასთან, ამპიცილინის, ამოქსიცილინის, ტეტრაციკლინების, ასევე მეტრონიდაზოლის ჩათვლით.
მიკოფენოლატის მოფეტილი
ნივთიერებებს, რომლებიც ცვლიან კუჭ-ნაწლავის ფლორას (მაგალითად, ანტიბიოტიკებს), შეუძლიათ მიკოფენოლის მჟავას პრეპარატების ორალური ბიომისაწვდომობის შემცირება. ინფექციის საწინააღმდეგო საშუალებებით თერაპიის დროს რეკომენდირებულია სათანადო კლინიკური და ლაბორატორიული მონიტორინგი მიკოფენოლის მჟავას იმუნოსუპრესიული ეფექტის შემცირების გამოსავლენად.
ზეგავლენა პარაკლინიკურ ტესტებზე
უნდა გვახსოვდეს, რომ მეტრონიდაზოლს შეუძლია ტრეპონემას იმობოლიზირება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ნელსონის ტესტის ცრუ-დადებითი შედეგი.
გამოყენების თავისებურებანი.
ღვიძლის დაავადებები
პაციენტებში ღვიძლის მძიმე დარღვევებით, მეტრონიდაზოლი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული და მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოსალოდნელი სარგებელი აღემატება პოტენციურ რისკს.
მეტრონიდაზოლი, ძირითადად, მეტაბოლიზდება ღვიძლში ჟანგვის გზით. მეტრონიდაზოლის კლირენსის მნიშვნელოვანი დაქვეითება შეიძლება მოხდეს ღვიძლის მძიმე დაზინაბების მქონე პაციენტებში. ასეთ პაციენტებში ტრიქომონიაზის სამკურნალოდ მეტრონიდაზოლის გამოყენების სარგებელი/რისკი კარგად უნდა შეფასდეს (დოზის კორექტირების თაობაზე იხ. თავი „გამოყენების წესი და დოზები“). საჭიროა სისხლის პლაზმაში მეტრონიდაზოლის დონის ყურადღებით გაკონტროლება.
ღვიძლის მძიმე ენცეფალოპათიის მქონე პაციენტებში შეიძლება გაიზარდოს მეტრონიდაზოლის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში, რის შედეგადაც შესაძლებელია ენცეფალოპათიის სიმპტომების გაძლიერება. ამიტომ მეტრონიდაზოლი სიფრთხილით უნდა იქნას შეყვანილი ღვიძლის ენცეფალოპათიის მქონე პაციენტებში. საჭიროების შემთხვევაში სადღეღამისო დოზა უნდა შემცირდეს ⅓ -მდე და შეიყვანება დღეში 1-ჯერ.
კოკეინის სინდრომი
კოკეინის სინდრომის მქონე პაციენტებში აღინიშნებოდა რთული ჰეპატოტოქსიურობის / მწვავე თირკმელების უკმარისობის სწრაფი განვითარების შემთხვევები, მათ შორის ფატალური შედეგითაც, იმ სისტემური გამოყენებისათვის განკუთვნილი სამკურნალო საშუალებების მიღებისას, რომლებიც შეიცავდნენ მეტრონიდაზოლს. ამ ჯგუფის პაციენტებში მეტრონიდაზოლი გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელი სარგებელი აღემატება პოტენციურ რისკს და არ არსებობს ნებისმიერი სხვა ალტერნატიული მკურნალობის ჩატარების შესაძლებლობა.
ღვიძლის ფუნქციის მონიტორინგი უნდა ჩატარდეს უშუალოდ პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე, მისი გამოყენებისას და მკურნალობის დასრულების შემდეგ, სანამ ღვიძლის ფუნქცია ნორმალურ ან საწყის მნიშვნელობებს დაუბრუნდება. თუ მეტრონიდაზოლის გამოყენებისას ღვიძლის ფუნქციის ანალიზები აჩვენებს მკვეთრად მომატებულ მნიშვნელობებს, მაშინ პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს.
პაციენტებისათვის კოკეინის სინდრომით რეკომენდებული უნდა იქნას, ღვიძლის ფუნქციის შესაძლო დარღვევის რაიმე სიმპტომების აღნიშვნის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ შეატყობინონ ამის შესახებ თავის მკურნალ ექიმს და შეწყვიტონ მეტრონიდაზოლის მიღება (იხ. ნაწილი ,,გვერდითი რეაქციები“).
ნერვული სისტემის დაავადებები
მეტრონიდაზოლი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში ეპილეფსიით, პერიფერიული ან ცენტრალური ნერვული სისტემის აქტიური ან ქრონიკული დაავადებებით დაქვეითებული კრუნჩხვითი ზღურბლით ნევროლოგიური გამწვავების რისკის გამო.
იყო შეტყობინებები სერიოზული ნევროლოგიური დარღვევების შესახებ (კრუნჩხვები, პერიფერიული და ოპტიკური ნეიროპათია) პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ მეტრონიდაზოლს. ანომალური ნევროლოგიური სიმპტომების გაჩენისას, როგორიცაა ატაქსია, თავბრუსხვევა, ცნობიერების არევა, ან ცნს-ს მხრივ რაიმე სხვა სიმპტომები, მეტრონიდაზოლით მკურნალობა უნდა შეწყდეს.
აუცილებელია მხედველობაში მივიღოთ ნევროლოგიური მდგომარეობის გაუარესების რისკი პაციენტებში მდგრადი ან პროგრესირებადი პარესთეზიით, ეპილეფსიით და ცნს-ის დაავადებით გამწვავების სტადიაში, ტვინის აბსცესის გარდა.
იყო შეტყობინებები ენცეფალოპათიის განვითარების შემთხვევების შესახებ მეტრონიდაზოლის ტოქსიკური ზემოქმედების შედეგად ნათხემზე დამახასიათებელი სიმპტომებით (ატაქსია, თავბრუსხვევა, დიზართრია) და მაგნიტო-რეზონანსულ ტომოგრაფიაზე (მრტ) შესაბამისი ცვლილებებით. უმეტეს შემთხვევაში, ენცეფალოპათია და მრტ–ზე ცვლილებები გაქრა მეტრონიდაზოლის შეწყვეტიდან რამდენიმე დღეში ან რამდენიმე კვირაში.
მეტრონიდაზოლის მიღების ფონზე შეიძლება განვითარდეს ასეპტიური მენინგიტი. სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს მეტრონიდაზოლის დოზის შეყვანიდან რამდენიმე საათში და ჩვეულებრივ ქრება მისი გამოყენების შეწყვეტის შემდეგ (იხ. ნაწილი „გვერდითი რეაქციები“).
მძიმე ბულოზური კანისმიერი რეაქციები
იყო შეტყობინებები მძიმე ბულოზური კანისმიერი რეაქციების შესახებ, ზოგჯერ ლეტალურის, როგორიცაა სტივენს-ჯონსონის სინდრომი (სჯს), ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (ტენ) ან მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი (მგეპ), მეტრანიდაზოლის გამოყენებისას (იხ. ნაწილი „გვერდითი რეაქციები“). ძირითადად სჯს აღინიშნებოდა პრეპარატით მკურნალობის დაწყებიდან 7 კვირის განმავლობაში. პაციენტები გაფრთხილებულნი უნდა იყვნენ მძიმე ბულოზური კანისმიერი რეაქციების ნიშნების და სიმპტომების შესახებ და სათანადოდ უნდა ხდებოდეს დაკვირვება კანისმიერ გამოვლინებებზე. თუ სახეზეა სჯს, ტენ ან მგეპ სიმპოტმები (მაგალითად, გრიპის მსგავსი სიმპტომები, პროგრესირებადი გამონაყარი კანზე, ხშირად ბუშტუკებით ან ლორწოვანი გარსის დაზიანებებით), მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.
დაავადებები, გამოწვეული Clostridium difficile
მძიმე პერსისტირებადი დიარეა, რომელიც ჩნდება მკურნალობის დროს ან მომდევნო კვირეების განმავლობაში, შეიძლება იყოს ფსევდომემბრანული კოლიტის შედეგი (ბევრ შემთხვევაში გამოწვეული Clostridium difficile) - იხ. ნაწილი “გვერდითი რეაქციები”. ანტიბიოტიკებით გამოწვეულმა ნაწლავის ამ დაავადებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას სიცოცხლეს და საჭიროებს დაუყოვნებლივ შესაბამის მკურნალობას. არ შეიძლება პერისტალტიკის დამთრგუნველი პრეპარატების მიღება.
პორფირია
პაციენტებისათვის პორფირიით არ არის რეკომენდირებული მეტრონიდაზოლის გამოყენება.
ჰემოპოეზის დარღვევა
პაციენტებში დარღვეული ჰემოპოეზით მეტრონიდაზოლი უნდა იქნას გამოყენებული სიფრთხილით და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელი სარგებელი აღემატება პოტენციურ რისკს, რადგანაც მეტრონიდაზოლის გამოყენების შემდეგ აღინიშნა აგრანულოციტოზის, ლეიკოპენიის (გრანულოციტოპენიის ჩათვლით) და ნეიტროპენიის შემთხვევები.
თირკმელების დაავადებები
მეტრონიდაზოლის ნახევრად გამოყოფის პერიოდი რჩება უცვლელი თიკმლის უკმარისობის დროს, ამიტომ მეტრონიდაზოლის დოზის შემცირების აუცილებლობა არ არსებობს. მაგრამ ასეთ პაციენტებში ხდება მეტრონიდაზოლის მეტაბოლიტების დაგროვება. ამის კლინიკური მნიშვნელობა მოცემული მომენტისთვის უცნობია.
პაციენტებში, რომლებიც იტარებენ ჰემოდიალიზს, მეტრონიდაზოლი და მეტაბოლიტები ეფექტურად გამოიყოფა რვასაათიანი დიალიზის განმავლობაში. ამიტომ ჰემოდიალიზის შემდეგ მეტრონიდაზოლი განმეორებით დაუყოვნებლივ უნდა იქნას შეყვანილი.
პაციენტებში თირკმლის უკმარისობით, რომლებიც გადიან ინტერმიტირებულ პერიტონეალულ დიალიზს (იპდ) ან მუდმივ ამბულატორიულ პერიტონეალურ დიალიზს (მაპდ) მეტრონიდაზოლის დოზის კორექციის ჩატარება არ არის საჭირო.
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები, იმ პაციენტების ჩათვლით, რომლებიც გადიან პერიტონეალულ დიალიზს, უნდა იმყოფებოდნენ დაკვირვების ქვეშ ტოქსიკურობის ნიშნებთან მიმართებაში მეტრონიდაზოლის ტოქსიკური მეტრაბოლიტების პოტენციური დაგროვების გამო.
მიკროორგანიზმების მგრძნობელობა
მეტრონიდაზოლი არ ახდენს პირდაპირ მოქმედებას აერობულ ან ფაკულტატიურად ანაერობულ ბაქტერიებზე.
არსებობს იმის ალბათობა, რომ Triichomonas vaginalis განადგურების შემდეგ შეიძლება შენარჩუნდეს გონოკოკური ინფექცია.
მომატებული მგრძნობელობის (ჰიპერმგრძნობელობის) რეაქციები
ჰიპერმგრძნობელობის მძიმე რეაქციების შემთხვევებში (ანაფილაქსიური შოკის ჩათვლით), აუცილებელია მეტრონიდაზოლით მკურნალობის დაუყოვნებლივ შეწყვეტა და ზოგადი გადაუდებელი თერაპიის დაწყება.
ალკოჰოლი
პაციენტებს უნდა მიეცეთ რეკომენდაცია თავი შეიკავონ ალკოჰოლური სასმელების ან სპირტის შემცველი პროდუქტების მიღებისგან მეტრონიდაზოლის მიღებამდე, მიღების დროს და მინიმუმ 72 საათის შემდეგ მეტრონიდაზოლის მიღებიდან დისულფირამის მსგავსი რეაქციის შესაძლებლობის გამო (მუცლის სპაზმები, გულისრევა, პირღებინება, თავის ტკივილი, წამოხურება და ტაქიკარია) (იხ. ნაწილი „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედებები“).
ინტენსიური ან ხანგრძლივი მკურნალობა მეტრონიდაზოლით
მეტრონიდაზოლით მკურნალობის ხანგრძლივობა ინტრავენური გამოყენებისთვის ან ნიტროიმიდაზოლის სხვა წარმოებულებით, როგორც წესი, არ უნდა აღემატებოდეს 10 დღეს. მუტაგენურობის რისკის გამო ადამიანებში, აუცილებელია მეტრონიდაზოლის გამოყენების მიზანშეწონილობის სათანადოდ შეფასება ჩვეულებრივ ვადაზე უფრო ხანგრძლივი დროის განმავლობაში. მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში, მწვავე აუცილებლობის შემთხვევაში, სარგებლისა და რისკის თანაფარდობის შეფასების შემდეგ, მკურნალობის პერიოდი შეიძლება გაგრძელდეს ექიმის დაკვირვების ქვეშ და შესაბამისი კლინიკური და ლაბორატორიული მონიტორინგის თანხლებით. განმეორებითი თერაპია მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს ცალკეულ შემთხვევებამდე. ეს შეზღუდვები მკაცრად უნდა იქნას დაცული, ვინაიდან შეუძლებელია გამოირიცხოს მეტრონიდაზოლის შესაძლო მუტაგენური აქტივობა (მაგალითად, ადამიანის სქესობრივი უჯრედების დაზიანება), ასევე გარკვეული სიმსივნეების განვითარების სიხშირის ზრდის გამო, რაც დაფიქსირებული იყო ცხოველებზე კვლევებში.
გახანგრძლივებული მკურნალობის აუცილებლობის შემთხვევაში, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ისეთი გვერდითი რეაქციების განვითარებას, როგორიცაა პერიფერიული ან ცენტრალური ნეიროპათია (რომლის სიმპტომებია პარესთეზია, ატაქსია, თავბრუსხვევა და კრუნჩხვითი შეტევები) ან ლეიკოპენია. პერიფერიული ნეიროპათია ან ლეიკოპენია ჩვეულებრივ შექცევადია. თუ ვითარდება ლეიკოპენია, მკურნალობის გაგრძელება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელი სარგებელი მნიშვნელოვნად აღემატება პოტენციურ რისკს.
მეტრონიდაზოლის მაღალი დოზების გამოყენებას უკავშირებენ ტრანზიტორული ეპილეფსიური შეტევების განვითარებას.
მონიტორინგი
გვერდითი რეაქციების განვითარების მომატებული რისკის გათვალისწინებით, რეკომენდირებულია ჩატარდეს რეგულარული კლინიკური და ლაბორატორიული მონიტორინგი (სისხლის საერთო ანალიზის ჩათვლით, განსაკუთრებით ლეიკოციტების რაოდენობის), ისეთ შემთხვევებში, როგორიცაა: მაღალი დოზების გამოყენება ან მეტრონიდაზოლით ხანგრძლივი მკურნალობა, ჰემოპოეზის დარღვევები ანამნეზში, მწვავე ინფექციური დაავადება და ღვიძლის მწვავე დაზიანებები. თუ მეტრონიდაზოლის შეყვანა გრძელდება 10 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში, მონიტორინგი არის სავალდებულო.
ხანდაზმული ასაკის პაციენტები
მეტრონიდაზოლი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ხანდაზმულ პაციენტებში.
ზემოქმედება ლაბორატორიული კვლევების შედეგებზე
მეტრონიდაზოლს გააჩნია შთანთქმის მაღალი მნიშვნელობები ტალღის სიგრძეზე, რომელზეც განსაზღვრავენ ნიკოტინამიდ ადენინ დინუკლეოტიდს (NADH). ამიტომ უწყვეტი ნაკადის მეთოდით NADH-ის გაზომვისას, რომელიც დაფუძნებულია აღდგენილი NADH-ის შემცირების ბოლო წერტილის განსაზღვრაზე, მეტრონიდაზოლს შეუძლია ღვიძლის ენზიმების მომატებული კონცენტრაციების დაფარვა. შეიძლება აღინიშნოს ღვიძლის ენზიმების უჩვეულოდ დაბალი კონცენტრაციები, ნულოვანი მნიშვნელობების ჩათვლით.
მეტრონიდაზოლი მოქმედებს ასპარტატამინოტრანსფერაზას, ალანინამინოტრანსფერაზას, ლაქტატდეჰიდროგენაზას, ტრიგლიცერიდების და გლუკოზატექსოკინაზას ენზიმატური და სპექტროფორომეტრული განსაზღვრის შედეგებზე, ამცირებს რა მათ მნიშვნელობას (შესაძლებელია ნულამდე).
სხვა თავისებურებანი
პაციენტებს უნდა მიეცეთ გაფრთხილება, რომ მეტრონიდაზოლმა შეიძლება გამოიწვიოს შარდის გამუქება (მეტრანიდაზოლის მეტაბოლიტის გამო).
დამხმარე ნივთიერებები
ეს სამკურნალო საშუალება შეიცავს 12 მმოლს (ან 276,61 მგ) ნატრიუმს 100 მლ ხსნარში, რაც უნდა გაითვალისწინონ პაციენტებმა, რომლებიც იმყოფებიან დიეტაზე ნატრიუმის შემცველობის კონტროლით.
შეთავსებადობა
პრეპარატ მეტრანიდაზოლის გაზავება შეილება ნატრიუმის ქლორიდის 0,9%-იან ხსნარში ან გლუკოზას 5%-იან ხსნარში.
გამოყენება ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში.
ორსულობა
მეტრონიდაზოლი აღწევს პლაცენტარულ ბარიერში.
ორსულობის პერიოდში მეტრონიდაზოლის გამოყენების უსაფრთხოება არ არის საკმარისად შესწავლილი. კერძოდ, შეტყობინებები მისი გამოყენების შესახებ ურთიერთგამომრიცხავია. ზოგიერთმა კვლევამ გამოავლინა მანკის განვითარების სიხშირის ზრდა. ცხოველებზე კვლევებში არ გამოვლენილა მეტრონიდაზოლის ტერატოგენური და ფეტოტოქსიკური ეფექტი. მაგრამ დედისთვის ნიტროიმიდაზოლების შეუზღუდავი შეყვანა შეიძლება დაკავშირებული იყოს კანცეროგენურ ან მუტაგენურ რისკთან მომავალი ან ახალშობილი ბავშვისთვის.
I ტრიმესტრის განმავლობაში მეტრონიდაზოლი უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ მძიმე ინფექციების სამკურნალოდ, რომლებიც სიცოცხლისათვის საშიშია, სხვა უფრო უსაფრთხო ალტერნატივის არარსებობის დროს. II და III ტრიმესტრების განმავლობაში მეტრონიდაზოლის გამოყენება შეიძლება ინფექციების (მაგალითად, ტრიქომონიაზის) სამკურნალოდ, თუ მოსალოდნელი სარგებელი დედისათვის აღემატება შესაძლო რისკს ნაყოფისათვის, მაგრამ ასეთ შემთხვევებში არ არის რეკომენდირებული მოკლე რეჟიმების გამოყენება მაღალი დოზირებით.
ძუძუთი კვების პერიოდი
რადგანაც მეტრონიდაზოლი გამოიყოფა დედის რძეში, მკურნალობის დროს ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს. ძუძუთი კვების განახლება შეიძლება თერაპიის დასრულებიდან სულ მცირე 2-3 დღის გასვლის შემდეგ, რადგანაც მეტრონიდაზოლს გააჩნია ნახევრად გამოყოფის გახანგრძლივებული პერიოდი.
ზეგავლენა რეაქციის სისწრაფეზე ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის დროს.
პაციენტები გაფრთხილებულნი უნდა იყვნენ ძილიანობის, თავბრუსხვევის, ცნობიერების არევის, ჰალუცინაციების, კრუნჩხვების ან მხედველობის დროებითი დარღვევების შესაძლო გამოვლენის შესახებ, რამაც შეიძლება გააუარესოს ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვის უნარი. მითითებული გვერდითი რეაქციები უმეტესად ვლინდება მკურნალობის დასაწყისში.
გამოყენების წესი და დოზირება.
მეტრონიდაზოლი შეიყვანება მხოლოდ ვენაში 5 მლ/წთ სიჩქარით.
ინფექციების პრე - და პოსტოპერაციული პროფილაქტიკა: უმთავრესად აბდომინალური (განსაკუთრებით კოლორექტალური) და გინეკოლოგიური ქირურგიის დროს.
მოზრდილები: 500 მგ უშუალოდ ოპერაციის წინ, შეყვანა უნდა დასრულდეს ოპერაციამდე დაახლოებით 1 საათით ადრე. დამატებითი დოზა შეიყვანება 8 საათში ერთხელ.
ბავშვები
12 წლამდე ასაკის ბავშვები: ერთჯერადი დოზა 20-30 მგ/კგ, შეყვანა უნდა დასრულდეს ოპერაციამდე დაახლოებით 1 საათით ადრე.
ახალშობილები გესტაციური ასაკით < 40 კვირა: 10 მგ/კგ სხეულის მასაზე ერთჯერადად ოპერაციის წინ.
ანაერობული ინფექციები
მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია მის ეფექტურობაზე. უმრავლეს შემთხვევაში საკმარისია შვიდ დღიანი კურსი. კლინიკური ჩვენებების არსებობისას (მაგალითად, ინფექციის ერადიკაცია დრენირებისათვის ძნელად ხელმისაწვდომი ორგანოებიდან, ნაწლავიდან, ცხვირხახიდან და სასქესო ორგანოებიდან აერობული მიკროორგანიზმების ენდოგენური კონტამინაციის მიდრეკილების არსებობისას) შეიძლება მკურნალობის გაგრძელება.
დადგენილი ანაერობული ინფექციების მკურნალობა
მოზრდილები: 500 მგ 8 საათში ერთხელ.
ბავშვები
8 კვირიდან 12 წლამდე ასაკის ბავშვები: ჩვეული დღიური დოზა – 20-30 მგ/კგ/დღეში ერთჯერადად ან 7,5 მგ/კგ 8 საათში ერთხელ. დღიური დოზა შეიძლება გაიზარდოს 40 მგ/კგ-მდე ინფექციის სიმძიმის მიხედვით. მკურნალობის ხანგრძლივობა ჩვეულებრივ შეადგენს 7 დღეს.
< 8 კვირის ასაკის ბავშვები: 15 მგ/კგ /დღეში ერთჯერადად ან 7,5 მგ/კგ 12 საათში ერთხელ. ახალშობილებში გესტაციური ასაკით < 40 კვირა სიცოცხლის პირველი კვირის განმავლობაში შეიძლება მიმდინარეობდეს მეტრონიდაზოლის აკუმულაცია, ამიტომ მკურნალობის რამდენიმე დღის შემდეგ სასურველია მოხდეს მეტრონიდაზოლის სისხლის შრატში კონცენტრაციის მონიტორინგი.
ბაქტერიული ვაგინოზი
მოზარდები: 400 მგ დღეში ორჯერ 5-7 დღის განმავლობაში ან 2000 მგ ერთჯერადად.
უროგენიტალური ტრიქომონიაზი
მოზრდილები და მოზარდები: 2000 მგ ერთჯერადად ან 200 მგ დღეში სამჯერ 7 დღის განმავლობაში, ან 400 მგ დღეში ორჯერ 5-7 დღის განმავლობაში.
< 10 წლამდე ასაკის ბავშვები: 40 მგ/კგ ერთჯერადად ან 15-30 მგ/კგ/დღეში, გაყოფილი 2-3 დოზად 7 დღის განმავლობაში; არ უნდა აღემატებოდეს 2000 მგ/დოზას.
ლამბლიოზი
> 10 წლის ასაკის პაციენტები: 2000 მგ დღეში ერთხელ 3 დღის განმავლობაში ან 400 მგ დღეში სამჯერ 5 დღის განმავლობაში, ან 500 მგ დღეში ორჯერ 7-დან 10 დღემდე.
7-დან 10 წლამდე ასაკის ბავშვები: 1000 მგ დღეში ერთხელ 3 დღის განმავლობაში.
3-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვები: 600-დან 800 მგ-მდე დღეში ერთხელ 3 დღის განმავლობაში.
1-დან 3 წლამდე ასაკის ბავშვები: 500 მგ დღეში ერთხელ 3 დღის განმავლობაში.
ალტერნატიულად ინიშნება 15-40 მგ/კგ/დღეში, 2-3 დოზად გაყოფილი.
ამებიაზი
> 10 წლის ასაკის პაციენტები: 400-დან 800 მგ-მდე 3 ჯერ დღეში 5-10 დღის განმავლობაში.
7-დან 10 წლამდე ასაკის ბავშვები: 200-დან 400 მგ-მდე 3 ჯერ დღეში 5-10 დღის განმავლობაში.
3-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვები: 100-დან 200 მგ-მდე 4 ჯერ დღეში 5-10 დღის განმავლობაში.
1-დან 3 წლამდე ასაკის ბავშვები: 100-დან 200 მგ-მდე 3 ჯერ დღეში 5-10 დღის განმავლობაში.
ალტერნატიულად გამოიყენება 35-დან 50 მგ-მდე/კგ დღეში, 3 დოზად გაყოფილი 5-დან 10 დღემდე განმავლობაში, დოზა არ უნდა აღემატებოდეს 2400 მგ-ს დღეში.
ერადიკაცია Helicobacter pylori პედიატრიულ პაციენტებში
გამოიყენება კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში, 20 მგ/კგ დღეში, დოზა არ უნდა აღემატებოდეს მაქსიმალურ დღიურ დოზას 1000 მგ, გაყოფილი 2-ად, 7-14 დღის განმავლობაში. მკურნალობის დაწყების წინ აუცილებელია ოფიციალური რეკომენდაციების გაცნობა.
ხანდაზმული ასაკის პაციენტები
ხანდაზმული ასაკის პირებთან მიმართებაში, განსაკუთრებით მაღალი დოზების გამოყენებისას, რეკომენდირებულია სიფრთხილის დაცვა.
ბავშვები.
გამოიყენება ბავშვებში სიცოცხლის პირველი დღეებიდან.
ჭარბი დოზირება
ცნობილია მეტრონიდაზოლის პერორალური 12 გრ-მდე დოზების ერთჯერადი გამოყენების შემთხვევების შესახებ სუიციდის მცდელობისას და შემთხვევითი ჭარბი დოზირების დროს. სიმპტომები შემოიფარგლებოდა ღებინებით, ატაქსიით და მსუბუქი დეზორიენტაციით. მეტრონიდაზოლით ჭარბი დოზირების დროს სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. ჭარბ დოზირებაზე ეჭვის დროს საჭიროა დაინიშნოს სიმპტომატური და შემანარჩუნებელი მკურნალობა.
გვერდითი რეაქციები.
არასასურველი რეაქციები ძირითადად დაკავშირებულია მაღალი დოზების ხანგრძლივ გამოყენებასთან.
ხანგრძლივი მკურნალობის დაგეგმვისას, აუცილებელია სარგებელის შეფასება პერიფერიული ნევროპათიის განვითარების რისკთან შედარებით.
გვერდითი რეაქციები კლასიფიცირებულია ორგანოების სისტემების მიხედვით MedDRA-ს ტერმინოლოგიის თანახმად. გვერდითი ეფექტების სიხშირის აღწერისათვის გამოყენებულია შემდეგი კრიტერიუმები: ძალიან ხშირი: ≥1/10; ხშირი: ≥1/100 - <1/10; არახშირი: ≥1/1000; <1/100-მდე; იშვიათი: ≥1/10000 - <1/1000; ძალიან იშვიათი: <1/10000; სიხშირე უცნობია: არსებული მონაცემებით სიხშირის დადგენა შეუძლებელია.
გვერდითი რეაქციები სიხშირე, ტიპი და სიმძიმე ბავშვებში ისეთივეა, როგორც მოზრდილებში.
ინფექციები და ინვაზიები
იშვიათი: Candida სახეობის სოკოებით გამოწვეული გენიტალიური სუპერინფექციები.
ძალიან იშვიათი: ფსევდომემბრანული კოლიტი, რომელიც შეიძლება გაჩნდეს თერაპიის დროს ან მის შემდეგ და ვლინდება მძიმე პერსისტირებადი დიარეის ფორმით.
დარღვევები სისხლის სისტემის და ლიმფური სისტემის მხრივ
არახშირი: ლეიკოპენია.
იშვიათი: აგრანულოციტოზი, პანციტოპენია, ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია.
სიხშირე უცნობია: ეოზინოფილია, აპლასტიური ანემია.
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ
არახშირი: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები მსუბუქიდან ზომიერ ხარისხამდე, კანის რეაქციების ჩათვლით (იხ. ქვემოთ “ცვლილებები კანის და კანქვეშა უჯრედისის მხრივ“), ანგიონევროტული შეშუპებები და მედიკამენტოზური ციებ-ცხელება.
იშვიათად: ანაფილაქსიურ შოკი, იარიშ-ჰერკსგეიმერის რეაქცია.
ძალიან იშვიათად: ჰიპერმგრძნობელობის მძიმე სისტემური რეაქციები: ანაფილაქსია მძიმე კანის რეაქციები.
სიხშირე უცნობია: კვინკეს შეშუპება, ჭინჭრის ციება, ცხელება.
ნივთიერებათა ცვლის, მეტაბოლიზმის დარღვევები
სიხშირე უცნობია: მადის დაქვეითება, ანორექსია.
ფსიქიური დარღვევები
არახშირი: გაღიზიანება.
იშვიათი: ჰალუცინაციები.
ძალიან იშვიათი: ფსიქოზური დარღვევები, ცნობიერების არევის ჩათვლით.
სიხშირე უცნობია: დეპრესიული მდგომარეობა, ლიბიდოს დაქვეითება.
ნევროლოგიური დარღვევები
ხშირი: დისგევზია.
არახშირი: თავის ტკივილი.
იშვიათი: ენცეფალოპათია (მაგალითად, ცნობიერევის არევა, ცხელება, თავის ტკივილი, ჰალუცინაციები, დამბლა, ფოტომგრძნობელობა, მხედველობის და მოძრაობის დარღვევები, ტორტიკოლისი) და ქვემწვავე ცერებრალური სინდრომი (მაგალითად, ატაქსია, დიზართრია, სიარულის დარღვევა, ნისტაგმი, ტრემორი), რომლებიც შეიძლება გაქრეს სამკურნალო საშუალების მიღების შეწყვეტის შემდეგ; ძილიანობა ან უძილობა; თავბრუსხვევა; კრუნჩხვები; პერიფერიული ნეიროპათია, რომელიც ვლინდება პარესთეზიის, ტკივილის, კიდურებში სიმძიმის და ჩხვლეტის შეგრძნებების სახით; ასეპტიკური მენინგიტი.
სიხშირე უცნობია: პარესთეზია, ჰიპესთეზია, პერიფერიული სენსორული ნეიროპათია, გარდამავალი ეპილეპტოფორმული შეტევები მეტრონიდაზოლით ინტენსიური და/ან ხანგრძლივი თერაპიის დროს. უმეტეს შემთხვევაში ნეიროპათია ქრებოდა მკურნალობის შეწყვცეტის შემდეგ ან დოზის შემცირების დროს.
დარღვევები მხედველობის ორგანოების მხრივ
იშვიათი: ოპტიკური ნეიროპათია; მხედველობის დარღვევები, როგორიცაა დიპლოპია და მიოპია, რომლებიც უმეტეს შემთხვევაში გარდამავალია.
სიხშირე უცნობია: ოპტიკური ნევრიტი.
დარღვევები სმენის ორგანოების და ვესტიბულარული აპარატის მხრივ
სიხშირე უცნობია: ვერტიგო, სმენის დარღვევა/სმენის დაკარგვა (ნეიროსენსორულის ჩათვლით), ხმაური ყურებში.
დარღვევები გულის მხრივ
ძალიან იშვიათი: ეკგ-ს ცვლილებები, T კბილის გასწორების მსგავსი.
სიხშირე უცნობია: ტაქიკარდია, გულისცემა.
სასუნთქი სისტემის, გულმკერდის და მედიასტინუმის ორგანოების მხრივ
ხშირი: სინუსიტი, ფარინგიტი.
სიხშირე უცნობია: ქოშინი, ხუთვა.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები
ხშირი: გლოსიტი, სტომატიტი, სიმშრალე პირში.
არახშირი: ბოყინი მწარე გემოთი.
იშვიათი: ღებინება, გულისრევა, დიარეა; ტკივილი ეპიგასტრალურ არეში, შექცევადია სამკურნალო საშუალების მოხსნისას.
სიხშირე უცნობია: გემოს დარღვევა, ორალური მუკოზიტი, ნადები ენაზე, ენის ფერის შეცვლა, შეკრულობა.
ჰეპატობილიარული სისტემის მხრივ
იშვიათი: ქოლესტაზური სიყვითლე.
ძალიან იშვიათი: ღვიძლის ფერმენტების მომატება (ასპარტატამინოტრანსფერაზა (ასტ), ალანინამინოტრანსფერაზა (ალტ), ტუტე ფოსოტაზა), ქოლესტაზური ან შერეული ჰეპატიტი და ღვიძლის ჰეპატოცელულარული დაზიანება. ცნობილია ღვიძლის უკმარისობის შემთხვევების შესახებ, რაც საჭიროებს ღვიძლის გადანერგვას პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ მეტრონიდაზოლს სხვა ანტიბაქტერიულ საშუალებებთან კომბინაციაში.
ცვლილებები კანის და კანქვეშა უჯრედისის მხრივ
არახშირი: კანის ალერგიული რეაქციები.
იშვიათი: სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, პოლიმორფული ერითემა.
ძალიან იშვიათი: გამონაყარი კანზე, პუსტულოზური გამონაყარი, ქავილი, გაწითლება, მწვავე გენერალიზებული ეგზამენტოზური პუსტულოზი.
სიხშირე უცნობია: ჰიპერჰიდროზი.
დარღვევები საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ
ხშირად: მიალგია.
ძალიან იშვიათად: ართრალგია.
სიხშირე უცნობია: კუნთების სპაზმები.
დარღვევები შარდგამომყოფი სისტემის მხრივ
იშვიათი: ქრომატურია.
ძალიან იშვიათი: დიზურია, ცისტიტი, შარდის შეუკავებლობა, შარდის გამუქება (მეტრანიდაზოლის მეტაბოლიტის გამო).
რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლების დარღვევები
ხშირი: დისმენორეა.
ზოგადი დარღვევები და გართულებები შეყვანის ადგილას
არახშირი: ასთენია.
ხშირი: რეაქციები შეყვანის ადგილას, ვენების გაღიზიანების ჩათვლით (თრომბოფლებიტამდე) ინტრავენური შეყვანის შემდეგ, პუსტულოზური გამონაყარი.
იშვიათი: სისუსტე, ლორწოვანი გარსების ანთება, პირექსია.
სიხშირე უცნობია: შეუძლოდ ყოფნა, პერიფერიული შეშუპებები, ტკივილი გულმკერდის არეში, შემცივნება.
გვერდითი რეაქციები, რომლებიც დაფიქსირდა მეტრონიდაზოლის გამოყენებისას
არსებობს ცნობები რთული შეუქცევადი ჰეპატოტოქსიურობის / მწვავე თირკმლის უკმარისობის გამოვლენის შესახებ, ლეტალური შედეგის ჩათვლით, რომელიც ძალიან სწრაფად მიმდინარეობს მეტრონიდაზოლის სისტემური გამოყენების დაწყების შემდეგ პაციენტებში, რომლებთაც აღენიშნებათ კოკკეინის სინდრომი (იხ. ნაწილი ,,გამოყენების თავისებურებები“).
შეტყობინებები საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ
შეტყობინებები საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ წარმოადგენს მნიშვნელოვან პროცედურას. ეს იძლევა სარგებელი/რისკის შეფარდების მონიტორინგის გაგრძელების საშუალებას შესაბამისი სამკურნალო საშუალებისათვის. მედიცინის მუშაკებმა აუცილებლად უნდა მოახდინონ ინფორმირება ნებისმიერი საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის მეშვეობით.
ვარგისიანობის ვადა. 3 წელი.
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე ორიგინალ შეფუთვაში. არ გაყინოთ.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
შეუთავსებლობა.
არ შეიძლება სამკურნალო საშუალება მეტრონიდაზოლის შერევა ცეფამანდოლის ნაფატთან, ნატრიუმის ცეფოქსიმთან, 10%-იან დექსტროზასთან, ნატრიუმის ლაქტატის, G პენიცილინის კალიუმის (სავაჭრო დასახელება Pfizepren) ინიექციასთან კომბინაციაში.
შეფუთვა.
100 მლ შუშის ფლაკონებში.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
მწარმოებელი.
შპს “იურია-ფარმი”.
მწარმოებლის ადგილმდებარეობა და საწარმოს მისამართი.
უკრაინა, 18030, ჩერკასის ოლქი, ქ. ჩერკასი, ქუჩა კობზარსკაია, 108.
ტელ.: +38 (044) 281-01-01.
ბოლო გადახედვის თარიღი.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.