ენდოკრინული დაავადებები. თირკმელზედა ქერქის პირველადი და მეორეული უკმარისობა (ამასთან პირველი რიგის პრეარატებია ჰიდროკორტიზონი ან კორტიზონი, აუცილებლობისას შეიძლება სინთეზური ანალოგების გამოყენება მინერალოკორტიკოიდებთან ერთად; …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- მეთილპრედნიზოლონი (methylprednisolone)
- ფორმა და შეფუთვა
- 4მგ ტაბლეტი №30 პოლიეთილენის ფლაკონში
- მწარმოებელი
- Orion Corporation, ფინეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- კორტიკოსტეროიდები სისტემური გამოყენებისთვის, გლუკოკორტიკოიდები
- ATC კოდი
- H02AB04
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-044348
- რეგისტრირებულია
- 18 ნოემბერი 2025, მოქმედებს 18 ნოემბერი 2030-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Orion Corporation (ფინეთი)
- განმცხადებელი
- შპს „პსპ ფარმა“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
მეტიპრედი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ენდოკრინული დაავადებები.
თირკმელზედა ქერქის პირველადი და მეორეული უკმარისობა (ამასთან პირველი რიგის პრეარატებია ჰიდროკორტიზონი ან კორტიზონი, აუცილებლობისას შეიძლება სინთეზური ანალოგების გამოყენება მინერალოკორტიკოიდებთან ერთად; მინერალოკორტიკოიდების ერთდროული გამოყენება განსაკუთრებით მნიშვნელვანია ბავშვების მკურნალობისას).
თირკმელედა ჯირკვლების თანდაყოლილი ჰიპერპლაზია.
არაჩირქოვანი თირეოიდიტი.
ჰიპერკალციემია ონკოლოგიური დაავადებებისას.
არაენდოკრინული დაავადებები.
რევმატული დაავადებები.
დამატებითი თერაპიის სახით მოკლევადიანი გამოყენებისათვის (პაციენტის გამოსაყვანად მწვავე მდგომარეობიდან ან პროცესის გამწვავებისას) შემდეგი დაავადებების დროს:
ფსორიაზული ართრიტი;
რევმატოიდული ართრიტი, მათ შორის იუვენილური რევმატოიდული ართრიტი (ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება საჭირო გახდეს შემანარჩუნებელი თერაპია დაბალი დოზებთ);
მაანკილოზებელი სპონდილიტი;
მწვავე და ქვემწვავე ბურსიტი;
მწვავე არასპეციფიკური ტენდოსინოვიტი;
მწვავე პოდაგრული ართრიტი;
პოსტტრავმული ოსტეოართროზი;
სინოვიტი ოსტეოართროზის დროს;
ეპიკონდილიტი.
კოლაგენოზი.
გამწვავების პერიოდში ან ცალკეულ შემთხვევებში შემანარჩუნებელი თერაპიის სახით შემდეგი დაავადებებისას:
სისტემური წითელი მგლურა;
სისტემური დერმატომიოზიტი (პოლიმიოზიტი);
მწვავე რევმოკარდიტი;
რევმატული პოლიმიალგია გიგანტუჯრედოვანი არტერიიტის დროს.
კანის დააადებები.
ბუშტუკები;
ბულოზური ჰერპერსის ფორმის დერმატიტი;
მძიმე მულტიფორმული ერითემა (სტივენს-ჯონსონის სინდრომი);
ექსფოლიაციური დერმატიტი;
სოკოს სახეობის მიკოზი;
მძიმე ფსორიაზი;
მძიმე სებორეული დერმატიტი.
ალერგიული მდგომარეობები.
ქვემოთ ჩამოთვლილი მძიმე და ალერგიული მდგომარეობების სამკურნალოდ სტანდარტული მკურნალობის არაეფექტიანობისას:
სეზონური ან მთელი წლის განმავლობაში მიმდინარე ალერგიული რინიტი;
შრატისმიერი დაავადება;
ბრონქული ასთმა;
მედიკამენტოზური ალერგია;
კონტაქტური დერმატიტი;
ატიპური დერმატიტი.
თვალების დაავადებები.
მძიმე მწვავე და ქრონიკული ალერგიული და ანთებითი პროცესები თვალების დაზიანებით, როგორიცაა:
რქოვანას ალერგიული წყლულები კიდეებზე;
თვალების დაზიანება, გამოწვეული Herpes zoster-ით;
თვალის წინა სეგმენტის ანთება;
დიფუზური უკანა უვეიტი და ქორიოიდიტი;
სიმპატიკური ოფთალმია;
ალერგიული კონიუნქტივიტი;
კერატიტი;
ქორიორეტინიტი;
მხედველობის ნერვის ნევრიტი;
ირიტი და ირიდოციკლიტი.
სუნთქვის ორგანოების დაავადებები.
სიმპტომატური სარკოიდოზი;
ლეფლერის სინდრომი, რომელიც არ ექვემდებარება სხვა მეთოდებით მკრურნალობს;
ბერილიოზი;
ფულმინანტური ან დისემინირებული ფილტვის ტუბერკულოზი (გამოიყენება შესაბამის ანტიტუბერკულოზურ ქიმიოთერაპიასთან ერთად);
ასპირაციული პნევმონიტი.
ჰემატოლოგიური დაავადებები.
იდიოპათიური თრომბოციტოპენიური პურპურა მოზრდილებში;
მეორადი თრომბოციტოპენია მოზრდილებში;
შეძენილი (აუტოიმუნური) ჰემოლიტური ანემია;
ერითრობლასტოპენია (ერითროციტარული ანემია);
თანდაყოლილი (ერითროიდული) ჰიპოპლასტური ანემია.
ონკოლოგიური დაავადებები.
პალიატიური თერაპიის სახით შემდეგი დაავადებებისას:
ლეიკოზები და ლიმფომები მოზრდილებში;
მწვავე ლეიკოზი ბავშვებში.
შეშუპების სინდრომი.
დიურეზის ინდუქციისთვის ან პროტეინურიის აღმოსაფხვრელად ნეფროტული სინდრომის დროს ურემიის გარეშე, იდიოპათიური ტიპის ან გამოწვეული სისტემური წითელი მგლურას მიერ.
საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებები.
პაციენტის კრიტიკული მდგომარეობიდან გამოსაყვანად შემდეგი დაავადებებისას:
წყლულოვანი კოლიტი;
რეგიონალური ენტერიტი (კრონის დაავადება).
ნერვული სისტემის დაავადებები.
გაფანტული სკლეროზი გამწვავების ფაზაში;
ტვინის შეშუპება, გამოწვეული ტვინის სიმსივნით.
სხვა ორგანოებისა და სისტემების დაავადებები.
ტუბერკულოზური მენინგიტი სუბარაქნოიდული ბლოკით ან ბლოკის განვითარების რისკით, შესაბამის ანტიტუბერკულოზურ ქიმიოთერაპიასთან ერთად.
ტრიქინოლოზი ნერვული სისტემის ან მიოკარდიუმის დაზიანებით.
ორგანოების ტრანსპლანტაცია.
მიღების წესი და დოზირება
საწყისი დოზა მოზრდილებისთვის შეიძლება იყოს 4 მგ-დან 48 მგ-მდე მეთილპრედნიზოლონი დღე-ღამეში, დაავადების ხასიათის მიხედვით. უფრო ნაკლებად მძიმე დაავადებებისას, როგორც წესი, საკმარისია უფრო დაბალი დოზებიც, თუმცა ცალკეულ პაციენტებში შეიძლება საჭირო გახდეს უფრო მაღალი საწყისი დოზები. მაღალი დოზები შეიძლება გამოყენებული იყოს ისეთი დაავადებებისას და მდგომარეობებისას, როგორიცაა გაფანტული სკლეროზი (200 მგ/დღე-ღამეში), ტვინის შეშუპება (200-1000 მგ/დღე-ღამეში) და ორგანოების ტრანსპლანტაცია (7 მგ-მდე კგ-ზე დღე-ღამეში).
თუ თერაპიის შედეგად მიღწეულია დამაკმაყოფილებელი ეფექტი, პაციენტისთვის უნდა შეირჩეს ინდივიდუალური შემანარჩუნებელი დოზა საწყისი დოზის თანდათან შემცირებით დროის განსაზღვრული ინტერვალებით იმ დრომდე, ვიდრე არ დადგინდება ყველაზე დაბალი დოზა, რომლითაც შესაძლებელი იქნება მიღწეული კლინიკური ეფექტის შენარჩუნება. აუცილებელია პრეპარატის დოზირების მუდმივი კონტროლი. შეიძლება განვითარდეს ისეთი სიტუაციები, როდესაც საჭირო გახდება დოზის კორექცია; ასეთი სიტუაციები შეიძლება იყოს კლინიკური მდგომარეობის ცვლილება, რემისიით ან დაავადების გამწვავებით განპირობებული, პაციენტის ინდივიდუალური რეაქცია პრეპარატზე აგრეთვე, პაციენტზე სტრესული სიატუაციების ზემოქმედება, რომლებიც პირდაპირ დაკავშირებული არ არის ძირითად დაავადებასთან, რომლისკენაც მიმართულია თერაპია; ამ უკანასკნელ შემთხვევაში, შეიძლება განვითარდეს პრეპარატის დოზის გაზრდის აუცილებლობა დროის განსაზღვრულ პერიოდში, რაც დამოკიდებულია პაციენტის მდგომარეობაზე. საჭირო დოზა შეიძლება ვარირებდეს და უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად, დაავადების ხასიათისა და თერაპიაზე პაციენტის რეაქციის მიხედვით.
პრეპარატის დოზა უნდა იყოს ინდივიდუალური და ეფუძნებოდეს დაავადების მიმდინარეობისა და კლინიკური ეფექტის შეფასებას.
პრეპარატის მოხსნა ერთბაშად არ შეიძლება - ეს თანდათან უნდა მოხდეს.
ალტერნირებული თერაპია
ალტერნირებული თერაპია - ეს არის კორტიკოსტეროიდების დოზირების ისეთი რეჟიმი, რომლის დროსაც კორტიკოსტეროიდის გაორმაგებული სადღეღამისო დოზა ინიშნება დღეგამოშვებით, დილით. ასეთი სახის თერაპიის მიზანი არის პაციენტში, რომელიც საჭიროებს ხანგრძლივ თერაპიას, მაქსიმალური კლინიკური ეფექტის მიღწევა და ამასთან ზოგიერთი არასასურველი ეფექტის მინიმუმამდე დაყვანა, როგორიცაა ჰიპოფიზარულ-თირკმელზედა სისტემის დათრგუნვა, ქუშინგის სინდრომი, კორტიკოსტეროიდების მოხსნის სინდრომი და ბავშვებში ზდის შეფერხება.
ბავშვები.
სამკურნალო საშუალება გამოიყენება პედიატრიულ პრაქტიკაში.
აუცილებელია დაკვირვება ბავშვების განვითარებისა და ზრდის თავისებურებებზე, მათ შორის, ჩვულების, კორტიკოსტეროიდებით ხანგრძლივი თერაპიის გამოყენებისას.
ბავშვებში, რომლებიც ყოველდღიურად იღებენ გლუკოკორტიკოიდებს ხანგრძლივი დროის განმავლობაში დღეში რამდენიმეჯერ, შეიძლება აღინიშნოს ზრდის შეფერხება. ამიტომ, დოზირების ამგვარი რეჟიმი გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ სერიოზული ჩვენებებისას. ალტერნირებული თერაპიის გამოყენება, როგორც წესი, საშუალებას იძლევა, რომ თავიდან იქნას აცილებული ან მინიმუმამდე იქნას დაყვანილი ეს გვერდითი ეფექტი (იხ. პუნქტი „გამოყენების წესი და დოზები. ალტერნირებული თერაპია“).
ჩვილები და ბავშვები, რომლებიც გადიან ხანგრძლივ თერაპიას კორტიკოსტეროიდებით, იმყოფებიან ქალასშიდა წნევის მომატების განსაკუთრებული რისკის ქვეშ.
კორტიკოსტეროიდების მაღალმა დოზებმა შეიძლება გამოიწვიონ პანკრეატიტი ბავშვებში.
ჰიპერტროფიკური კარდიომიოპათია შეიძლება განვითარდეს დღენაკლულ ბავშვებში მეთილპრედნიზოლონის შეყვანის შემდეგ, ამიტომ უნდა ჩატარდეს გულის შესაბამისი დიაგნოსტიკური შეფასება და ფუნქციის და სტრუქტურის მონიტორინგი.
უკუჩვენებები
ტუბერკულოზი და სხვა მწვავე ან ქრონიკული ბაქტერიული ან ვირუსული ინფექციები არასაკმარისი ანტიბიოტიკო- და ქიმიოთერაპიისას, სისტემური სოკოვანი ინფექციები.
მომატებული მგრძნობელობა მეთილპრედნიზოლონის ან დამხმარე ნივთიერებების მიმართ.
ცოცხალი ან ცოცხალი ატენუირებული ვაქცინების შეყვანა უკუნაჩვენებია იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ კორტიკოსტეროიდების იმუნოსუპრესიულ დოზებს.
სიფრთხილის ზომები
იმუნოსუპრესიული ეფექტები/ინფექციების განვითარების შემთხვევების მატება
კორტიკოსტეროიდებმა შეიძლება გაზარდონ ინფექციების განვითარება და შენიღბონ ინფექციების ზოგიერთი სიმპტომი; გარდა ამისა, კორტიკოსტეროიდული თერაპიის ფონზე შეიძლება განვითარდეს ახალი ინფექციები. კორტიკოსტეროიდების გამოყენებისას შეიძლება შემცირდეს ინფექციების მიმართ რეზისტენტობა და შეიძლება აღინიშნოს ორგანიზმის მიერ ინფექციის ლოკალიზების უუნარობა. ინფექციები, გამოწვეული ნებისმიერი გამომწვევით, მათ შორის ვირუსებით, ბაქტერიებით, სოკოებით, უმარტივესებით ან ჰელმინტებით, ორგანიზმში ნებისმიერი ლოკალიზაციის, შეიძლება დაკავშირებული იყოს კორტიკოსტეროიდების გამოყენებასთან მონოთერაპიაში ან კომბინაციაში სხვა იმუნოდეპრესანტებთან, რომლებიც გავლენას ახდენენ უჯრედოვან, ჰუმორალურ იმუნიტეტზე ან ნეიტროფილების ფუნქციაზე. ეს ინფქციები შეიძლება იყოს როგორც მსუბუქი, ისე მძიმე, ზოგიერთ შემთხვევაში - ლეთალური. კორტიკოსტეროიდების დოზების მომატებისას იზრდება ინფექციური გართულებების განვითარების სიხშირე.
პაციენტებში, რომლებიც იღებენ იმუნური სისტემის დამთრგუნავ სამკურნალო საშუალებებს, უფრო იოლად ვითარდება ინფექციები, ვიდრე ჯანმრთელ ადამიანებში. მაგალითად, ჩუტყვავილა და წითელა შეიძლება უფრო სერიოზული ან ლეთალურიც კი იყოს არაიმუნიზებულ ბავშვებში ან მოზრდილებში, რომლებიც იღებენ კორტიკოსტეროიდებს.
გარდა ამისა, კორტიკოსტეროიდები დიდი სიფრთხილით გამოიყენება იმ პაციენტებში, რომლებშიც დადასტურებულად ან საეჭვოდ არსებობს პარაზიტული ინფექციები, მაგალითად, სტრონგილოიდოზის შემთხვევაში. ასეთ პაციენტებში კორტიკოსტეროიდებით ინდუცირებულმა იმუნოსუპრესიამ შეიძლება გამოიწვიოს სტრონგილოიდოზური ჰიპერინფექციები და დისემინაცია მატლების გავრცელებული მიგრაციით, რასაც არაიშვიათად თან ახლავს მძიმე ენტეროკოლიტი და პოტენციურად ლეთალური სეპტიცემია, გამოწვეული გრამუარყოფითი მიკროორგანიზმებით.
არ არსებობს საერთო აზრი სეპტიკური შოკის მქონე პაციენტებში კორტიკოსტეროიდებით თერაპიაში. ადრეულ კვლევებში ცნობილია კორტიკოსტეროიდების გამოყენების როგორც დადებითი, ისე უარყოფითი შედეგების შესახებ ასეთ კლინიკურ სიტუაციაში. უფრო გვიან ჩატარებული კვლევების შედეგები მოწმობს, რომ კორტიკოსტეროიდებმა დამატებითი თერაპიის სახით დადებითად იმოქმედეს სეპტიკური შოკის მქონე პაციენტებზე, რომლებსაც აღენიშნებოდათ თირკმელზედა ჯირკვლების უკმარისობა. თუმცა ამ პრეპარატების სისტემატიური გამოყენება სეპტიკური შოკის მქონე პაციენტებში რეკომენდებული არ არის. მაღალი დოზებით კორტიკოსტეროიდების ხანმოკლე კურსების დანიშვნის შემდეგ კვლევების მონაცემების სისტემატიური მიმოხილვის შედეგებით დადგინდა, რომ არ არსებობს მტკიცებულებები ამ პრეპარატების ამგვარი გამოყენების სასარგებლოდ. თუმცა, კვლევების მონაცემების მეტაანალიზი და მიმოხილვა აჩვენებს, რომ დაბალი დოზებით კორტიკოსტეროიდებით მკურნალობის უფრო ხანგრძლივმა კურსებმა (5-11 დღე) შეიძლება გამოიწვიოს ლეთალობის შემცირება, განსაკუთრებით სეპტიკური შოკის მქონე პაციენტებში, რომლებიც დამოკიდებული არიან ვაზოპრესორულ თერაპიაზე.
ცოცხალი ან ცოცხალი ატენუირებული ვაქცინების გამოყენება იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ კორტიკოსტეროიდებს იმუნოსუპრესიულ დოზებში, უკუნაჩვენებია. იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ კორტიკოსტეროიდებს იმუნოსუპრესიულ დოზებში, შეიძლება ჩატარდეს ვაქცინაცია, მოკლული ან ინაქტივირებული ვაქცინების გამოყენებით, თუმცა მათი პასუხი ამგვარ ვაქცინებზე შეიძლება დაქვეითდეს. იმუნიზაციის მითითებული პროცედურები შეიძლება ჩატარდეს იმ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ კორტიკოსტეროიდებს არაიმუნოსუპრესიული დოზებით.
კორტიკოსტეროიდების გამოყენება აქტიური ტუბერკულოზის დროს უნდა შემოიფარგლოს ფულმინანტური ან დისემინირებული ტუბერკულოზის შემთხვევებით - ასეთ შემთხვევებში კორტიკოსტეროიდები გამოიყენება შესაბამის ანტიტუბერკულოზურ ქიმიოთერაპიასთან ერთად. თუ კორტიკოსტეროიდები ნაჩვენებია ლატენტური ტუბერკულოზის ან ტუბერკულინური სინჯების მქონე პაციენტებში, მკურნალობა უნდა ჩატარდეს ექიმის მეთვალყურეობით, ვინაიდან შეიძლება აღინიშნოს დაავადების გამწვავება. კორტიკოსტეროიდებით ხანგრძლივი თერაპიისას აუცილებელია ქიმიოპროფილაქტიკური პრეპარატების დანიშვნა.
ცნობილია კაპოშის სარკომის შემთხვევების შესახებ იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ კორტიკოსტეროიდებს. ასეთ შემთხვევებში კორტიკოსტეროიდებით თერაპიის შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს კლინიკური რემისია.
სისხლი და ლიმფატური სისტემა
ასპირინი და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები კორტიკოსტეროიდებთან კომბინაციაში სიფრთხილით უნდა იყოს გამოყენებული.
იმუნური სისტემა
შეიძლება განვითარდეს ალერგიული რეაქციები (მაგალითად ანგიონევროზული შეშუპება).
იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ კორტიკოსტეროიდებს, იშვიათად აღინიშნა კანის რეაქციები და ანაფილაქსური/ანაფილაქტოიდური რეაქციები; კორტიკოსტეროიდების გამოყენების წინ აუცილებელია სიფრთხილის შესაბამისი ზომების მიღება, განსაკუთრებით, თუ პაციენტს აღენიშნება ალერგია რომელიმე სამკურნალო საშუალებაზე.
ენდოკრინული სისტემა
კორტიკოსტეროიდებმა, რომლებიც ფარმაკოლოგიური დოზებით გამოიყენება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, შეიძლება დათრგუნონ ჰიპოთალამო-ჰიპოფიზარულ-თირკმელზედა სისტემა (მეორადი ადრენოკორტიკალური უკმარისობა). ადრენოკორტიკალური უკმარისობის ხარისხი და ხანგრძლივობა ვარირებს სხვადასხვა პაციენტებში და დამოკიდებულია დოზებზე, გამოყენების სიხშირეზე, დროზე, აგრეთვე კორტიკოსტეროიდებით თერაპიის ხანგრძლივობაზე. ეს ეფექტი შეიძლება შემცირდეს მაალტერნირებელი თერაპიის გამოყენებისას.
კორტიკოსტეროიდების ერთბაშად მოხსნისას შეიძლება განვითარდეს თირკმელზედა ჯირკვლების მწვავე უკმარისობა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ლეთალური შედეგი.
თირკმელზედა ჯირკვლების უკმარისობა, გამოყენებული პრეპარატის გამოყენებით, შეიძლება შემცირდეს დოზის თანდათან შემცირებით. შედარებითი უკმარისობის ეს ტიპი შეიძლება შენარჩუნდეს რამდენიმე თვე თერაპიის მოხსნის შემდეგ, შედეგად, თუ ამ პერიოდში განვითარდა სტრესული სიტუაციები, ჰორმონული თერაპია უნდა განახლდეს. ვინაიდან შეიძლება დაირღვეს მინერალოკორტიკოიდების სეკრეცია იმავროულად შეყვანილი უნდა იყოს ელექტრლიტები და/ან მინერალოკორტიკოიდები.
იმ პაციენტებისათვის, რომლებსაც უატრდებათ თერაპია კორტიკოსტეროდებით და რომლებიც არიან უჩვეულო სტრესული სიტუაციების ზემოქმედების ქვეშ, ნაჩვენებია სწრაფად მოქმედი კორტიკოსტეროდების დოზების მომატება სტრესული სიტუაციების წინ, დროს და შემდეგ.
გლუკოკორტიკოდების ერთბაშად შეწყვეტის შემდეგ შეიძლება განვითარდეს სტეროიდების მოხსნის სინდრომი, რომელიც ერთი შეხედვით დაკავშირებული არ არის თირკმელზედა ქერქის უკმარისობასთან. ასეთი სინდრომის სიმპტომებია: ანორექსია, გულისრევა, ღებინება, ლეთარგია, თავის ტკივილი, სხეულის ტემპერატურის მომატება, ტკივილი სახსრებში, დესკვამაცია, მიალგია, სხეულის მასის მომატება და/ან არტერიული ჰიპოტენზია. მიიჩნევა, რომ ეს ეფექტები წარმოადგენს გლუკოკორტიკოიდების კონცენტრაციების უეცარი ცვლილებების, და არა კორტიკოსტეროიდების დაბალი დონეების შედეგს.
ვინაიდან კორტიკოსტეროიდებმა შეიძლება გამოიწვიონ ან გააძლიერონ ქუშინგის სინდრომი, ქუშინგის დაავადების მქონე პაციენტებში თავიდან უნდა იქნას აცილებული მათი გამოყენება.
აღინიშნება კორტიკოსტეროიდების უფრო გამოხატული ზემოქმედება ჰიპოთირეოიდიზმის მქონე პაციენტებში.
პერიოდული თირეოტოქსიკური პარალიჩი (პთპ) შეიძლება განუვითარდეს მეთილპრედნიზოლონით გამოწვეული ჰიპერთირეოზის და ჰიპოკალიემიის მქონე პაციენტებს. პთპ-ს არსებობაზე ეჭვის მიტანა შეიძლება პაციენტებში, რომლებიც იყენებენ მეთილპრედნიზოლონს და გააჩნიათ კუნთების სისუსტის ნიშნები ან სიმპტომები, განსაკუთრებით პაციენტებში ჰიპერთირეოზით. პთპ-ზე ეჭვისას აუცილებელია დაუყოვნებლივ დაიწყოს სისხლში კალიუმის დონის კონტროლი და ჩატარდეს შესაბამისი თერაპია სისხლში კალიუმის ნორმალური დონის აღდგენის უზრუნველსაყოფად.
მეტაბოლიზმი და კვება
კორტიკოსტეროიდებმა, მათ შორის მეთილპრედნიზოლონმა, შეიძლება გაზარდონ გლუკოზის შემცველობა სისხლში, გააუარესონ შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტების მდგომარება და განაპირობონ წინასწარ განწყობა შაქრიანი დიაბეტის მიმართ იმ პაციენტებში, რომლებიც ხანგრძლივად იღებენ კორტიკოსტეროიდებს.
ფსიქიკური აშლილობები
კორტიკოსტეროიდების გამოყენებისას შეიძლება აღინიშნოს სხვადასხვა ფსიქიკური აშლილობები: ეიფორია, უძილობა, ხასიათის ცვლილება, პიროვნულობის ცვლილებება, მძიმე დეპრერსია ფსიქოტური მანიფესტაციებით. გარდა ამისა, კორტიკოსტეროიდების გამოყენების ფონზე შეიძლება გაძლიერდეს უკვე არსებული ემოციონალური არასტაბილურობა და მიდრეკილება ფსიქოტური რეაქციებისადმი.
სისტემური კორტიკოსტეროიდების გამოყნებისას შეიძლება განვითარდეს პოტენციურად მძიმე ფსიქიკური აშლილობები (იხ. პუნქტი „გვერდითი რეაქციები“). სიმპტომები, როგორც წესი, ვითარდება რამდენიმე დღეში ან კვირაში თერაპიის დაწყების მომენტიდან. რეაქციების უმეტესობა გადის დოზების შემცირების ან პრეპარატის მოხსნის შემდეგ, თუმცა შეიძლება საჭირო გახდეს სპეციალური მკურნალობის დანიშვნა. აღინიშნა რეაქციები ფსიქიკის მხრივ კორტიკოსტეროიდების მოხსნისას; მათი სიხშირე უცნობია. პაციენტებს/პირებს, რომლებიც მათ უვლიან, უნდა მიეცეთ რეკომენდაცია, მიმართონ ექიმს, თუ პაციენტს უვითარდება ნებისმიერი დარღვევა ფსიქიკის მხრივ, განსაკუთრებით, თუ არსებობს ეჭვი, რომ პაციენტი იმყოფება დეპრესიულ განწყობაზე ან აქვს სუიციდური აზრები. პაციენტებმა/პირებმა, რომლებიც მათ უვლიან, უნდა გამოიჩინონ სიფრთხილე ფსიქიკური აშლილობების მიმართ, რომლებიც შეიძლება განვითარდეს სისტემური სტეროიდების გამოყენებისას ან მათი დოზების თანადათან შემცირების ან მოხსნის შემდეგ.
კორტიკოსტეროიდების გამოყენებისას გათვალისწინებული უნდა იყოს პაციენტის მდგომარეობა, განსაკუთრებით, თუ პაციენტს ან მის ახლო ნათესავებს აქვთ სერიოზული ფსიქიკური აშლილობები (მაგალითად, დეპრესია, ბიპოლარული აშლილობა ან გადატანილი ფსიქოზი, გამოწვეული კორტიკოსტეროიდების გამოყენებით).
თუ სტეროიდულ თერაპიაზე მყოფი პაციენტი ექვემდებარება უჩვეულო სტრესული ფაქტორის ზემოქმედებას, აუცილებელია სწრაფად მოქმედი სტეროიდების დოზის მომატება სტრესული სიტუაციის წინ, დროს და შემდეგ.
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ
კრუნჩხვების, აგრეთვე მიასთენია გრავის მქონე პაციენტებში კორტიკოსტეროიდები სიფრთხილით გამოიყენება.
არსებობს ცნობები ეპიდურული ლიპომატოზის განვითარების შესახებ იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ კორტიკოსტეროიდებს, როგორც წესი, მაღალი დოზებით ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში.
დარღვევები მხედველობის ორგანოების მხრივ
მარტივი ჰერპესით გამოწვეული თვალების დაზიანებისას, კორტიკოსტეროიდები სიფრთხილით გამოიყენება, ვინაიდან ამასთან შეიძლება განვითარდეს რქოვანას პერფორაცია. ასევე მნიშვნელოვანია გლაუკომის ან საოჯახო ანამნეზში გლაუკომის ქმონე პაციენტებზე დაკვირვება.
არსებობს ცნობები მხედველობის დარღვევის შეახებ სისტემური კორტიკოსტეროიდების ან ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების გამოყენებისას.
თუ პაციენტს უვითარდება მხედველობის დაბინდვა ან მხედველობის სხვა დარღვევები, პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმ-ოფთალმოლოგს შესაძლო მიზეზების შესაფასებლად. მიზეზები შეიძლება იყოს კატარაქტა, გლაუკომა ან ისეთი იშვიათი დაავადებები, როგორიცაა ცენტრალური სეროზული ქორიორეტინოპათია, რის შესახებაც ცნობილი გახდა სისტემური კორტიკოსტეროიდების ან ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების გამოყენების შემდეგ.
კორტიკოსტეროიდების ხანგრძლივად გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს უკანა სუბკაფსულარული კატარაქტა და ბირთვული კატარაქტა (განსაკუთრებით ბავშვებში), ეგზოფთალმი ან მომატებული თვალისშიდა წნევა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გლაუკომა მხედველობის ნერვის შესაძლო დაზიანებით. კორტიკოსტეროიდების მიმღებ პაციენტებში მატულობს სოკოებით და ვირუსებით გამოწვეული თვალის მეორადი ინფექციების განვითარების ალბათობა.
კორტიკოსტეროიდების გამოყენება დაკავშირებული იყო ცენტრალური სეროზული ქორიორეტინოპათიის განვითარებასთან, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ბადურის აშრევება.
დარღვევები გულის მხრივ
გლუკოკორტიკოიდების გამოყენებასთან დაკავშირებულმა გვერდითმა ეფექტებმა, გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ, როგორიცაა დისლიპიდემია და არტერიული ჰიპერტენზია, გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ გართულებების რისკის ფაქტორების მქონე პაციენტებში შეიძლება გამოიწვიოს დამატებითი გულ-სისხლძრღვოვანი ეფექტები, გლუკოკორტიკოიდების მაღალი დოზებით და ხანგრძლივი კურსებით გამოყენებისას. ამასთან დაკავშირებით, კორტიკოსტეროიდები გონივრულად უნდა იქნას გამოყენებული ასეთ პაციენტებში, აგრეთვე გათვალისწინებული უნდა იყოს რისკის ფაქტორების მოდიფიკაცია და აუცილებლობისას გულის მუშაობის დამატებითი მონიტორინგი. კორტიკოსტეროიდების დაბალი დოზების გამოყენებამ და დანიშვნამ დღეგამოშვებით შეიძლება შეამციროს გართულებების განვითარების რისკი.
გულის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში სისტემური კორტიკოსტეროიდები სიფრთხილით გამოიყენება და მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობისას. აგრეთვე აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა სამკურნალო საშუალების დანიშვნისას იმ პაციენტებში, რომლებმაც ცოტა ხნის წინ გადაიტანეს მიოკარდიუმის ინფარქტი (მიღებულია ცნობები მიოკარდიუმის პერფორაციის სესახებ).
დარღვევები სისხლძარღვების მხრივ
არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში კორტიკოსტეროიდები სიფრთხილით გამოიყენება.
ასევე სიფრთხილის გამოჩენა არის საჭირო პრეპარატის დანიშვნისას იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ გულის დაავადების სამკურნალო პრეპარატებს, როგორიცაა დიგოქსინი, რადგან კორტიკოსტეროიდებმა შეიძლება გამოიწვიონ ელექტროლიტური დარღვევები/ჰიპოკალიემია.
ცნობილია თრომბოზის შემთხვევების, მათ შორის ვენური თრომბოემბოლიის შესახებ კორტიკოსტეროიდების გამოყენებისას. ამიტომ აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა კორტიკოსტეროიდების დანიშვნისას იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ თრომბოემბოლიური აშლილობები.
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ
არ არსებობს საერთო აზრი იმის თაობაზე, რომ ზუსტად კორტიკოსტეროიდები იწვევენ კუჭის წყლულოვანი დაავადების განვითარებას თერაპიის მიმდინარეობისას. თუმცა, გლუკოკორტიკოიდულმა თერაპიამ შეიძლება შენიღბოს პეპტიკური წყლულის სიმპტომები, ამიტომ შეიძლება განვითარდეს პერფორაციები ან სისხლდენები გამოხატული ტკივილის სინდრომის გარეშე.
არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან კომბინაციაში გამოყენებისას მატულობს კუჭ-ნაწლავური წყლულების განვითარების რისკი.
კორტიკოსტეროიდები სიფრთხილით ინიშნება არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტის დროს, თუ არსებობს პერფორაციის, აბსცესის წარმოქმნის ან სხვა ჩირქოვანი ინფექციის რისკი; დივერტიკულიტის დროს; ცოტა ხნის წინ დადებული ნაწლავური ანასტომოზების შემთხვევაში აქტიური ან ლატენტური პეპტიკური წყლულის დროს.
კორტიკოსტეროიდების მაღალმა დოზებმა შეიძლება გამოიწვიოს მწვავე პანკრეატიტის განვითარება.
ჰეპატობილიარული სისტემა
ცნობილია ჰეპატობილიარული დარღვევების შესახებ, რომლებიც იყო შექცევადი პრეპარატის მოხსნის შემდეგ. ამასთან დაკავშირებით უნდა ჩატარდეს შესაბამისი მონიტორინგი.
აღინიშნება კორტიკოსტეროიდების ეფექტის გაძლიერება ღვიძლის ციროზით დაავადებულებში.
დარღვევები საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის მხრივ
ცნობილია მწვავე მიოპათიის შემთხვევების შესახებ კორტიკოსტეროიდების მაღალი დოზების გამოყენებისას, რომლებიც უფრო ხშირად ვლინდებოდა ნეიროკუნთოვანი გადაცემის დარღვევების (მაგალითად მიასთენია გრავის) მქონე პაციენტებში ან იმ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ თერაპიას ანტიქოლინერგიული საშუალებებით, როგორიცაა ნერვ-კუნთოვანი გადაცემის მაბლოკირებელი საშუალებები (მაგალითად, პანკურონია). ეს არის მწვავე მიოპათია - გენერალიზებული, შეიძლება დააზიანოს თვალების კუნთები და სასუნთქი კუნთები და გამოიწვიოს კვადრიპარეზი. შეიძლება გაიზარდოს კრეატინკინაზას დონე. კლინიკური მდგომარეობის გაუმჯობესებამდე ან გამოჯანმრთელებამდე კორტიკოსტეროიდების გამოყენების შეწყვეტის შემდეგ შეიძლება გავიდეს რამდენიმე კვირიდან რამდენიმე წლამდე პერიოდი.
ოსტეოპოროზი არის გავრცელებული (მაგრამ იშვიათად დიაგნოსტირებული) გვერდითი ეფექტი, ასოცირებული გლუკოკორტიკოიდების მაღალი დოზების ხანგრძლივად გამოყენებასთან.
თირკმელები და შარდგამომყოფი სისტემა
სკლეროდერმული თირკმლის კრიზი.
სისტემური სკლეროდერმიის მქონე პაციენტებში მეთილპრედნიზოლონის მიღებისას აუცილებელია სიფრთხილის დაცვა, არტერიული ჰიპერტენზიით და შემცირებული დიურეზით სკლეროდერმული თირკმლის კრიზის (შესასძლოა ლეთალური გამოსავლით) განვითარების შემთხვევების სიხშირის გაზრდის შედეგად. აუცილებელია არტერიული წნევის და თირკმელების ფუნქციის (სისხლის პლაზმაში კრეატინინის კონცენტრაციის) კონტროლი დადგენილი წესით. თირკმლის კრიზზე ეჭვის არსებობისას აუცილებელია არტერიული წნევის უფრო მკაცრი კონტროლი.
კორტიკოსტეროიდები სიფრთხილით გამოიყენება თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში.
კვლევების შედეგები
ჰიდროკორტიზონის ან კორტიზონის გამოყენებისას საშუალო და მაღალი დოზებით შეიძლება აღინიშნოს არტერიული წნევის მომატება, მარილებისა და წყლის შეკავება, კალიუმის ექსკრეციის გაზრდა. ეს ეფექტები უფრო იშვიათად აღინიშნება ამ პრეპარატების სინთეზური წარმოებულების გამოყენებისას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც გამოიყენება მაღალი დოზები. რეკომენდებულია დიეტის დაცვა მარილის შეზღუდული მოხმარებით და კალიუმის საკვები დანამატების მიღება. ყველა კორტიკოსტეროიდი ზრდის კალციუმის ექსკრეციას.
ტრავმები
არ შეიძლება სისტემური კორტიკოსტეროიდების მაღალი დოზებით გამოყენება თავის ტვინის ტრავმული დაზიანებების მქონე პაციენტების მკურნალობისას.
სხვა
პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას (მონოჰიდრატის სახით), ამიტომ იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ გალაქტოზას აუტანლობის, ლაქტაზას სრული უკმარისობის ან გლუკოზა-გალაქტოზას იშვიათი მემკვიდრეობითი მდგომარეობები, არ შეიძლება ამ სამკურნალო საშუალების გამოყენება.
ხანდაზმული ასაკის პაციენტების ხანგრძლივი მკურნალობა უნდა ჩატარდეს სიფრთხილით, რადგან ხანდაზმულ ადამიანებში უფრო ხშირია გვერდითი ეფექტები, რომლებიც შეიძლება განვითარდეს გლუკოკორტიკოიდების მიღებისას, მაგალითად ოსტეოპოროზი და სითხის შეკავება ორგანიზმში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის მომატება.
ფტორქინოლონების და გლუკოკორტიკოიდების ერთდროული გამოყენება ზრდის მყესების დაზიანების რისკს, განსაკუთრებით ხანდაზმული ასაკის პაციენტებში.
რადგან გართულებების განვითარება გლუკოკორტიკოიდებით მკურნალობისას დამოკიდებულია პრეპარატის დოზაზე და თერაპიის ხანგრძლივობაზე, თითოეულ შემთხვევაში უნდა ჩატარდეს პრეპარატის გამოყენების სარგებლისა და პოტენციური რისკის შეფარდების შეფასება როგორც დოზების და მკურნალობის ხანგრძლივობის, ისე გამოყენების რეჟიმის - ყოველდღიური თუ წყვეტილი კურსით განსაზღვრისას.
კორტიკოსტეროიდებით მკურნალობის ჩატარებისას უნდა დაინიშნოს მინიმალური დოზა, რომელიც უზრუნველყოფს საკმარის თერაპიულ ეფექტს, და როდესაც შესაძლებელი ხდება დოზის შემცირება, ის თანდათან უნდა შემცირდეს.
სისტემური კორტიკოსტეროიდების გამოყენების შემდეგ ცნობილია ფეოქრომოციტომური კრიზის განვითარების შემთხვევები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ლეთალური შედეგი. თუ არსებობს ეჭვი ფეოქრომოციტომაზე ან დადგენილია ფეოქრომოციტომა, კორტიკოსტეროიდები უნდა დაინიშნოს რისკისა და სარგებლის შეფარდების შესაბამისი შეფასების შემდეგ.
პოსტმარკეტინგული კვლევების დროს იყო შეტყობინებები სიმსიცნის ლიზისის სინდრომის (სლს) შესახებ პაციენტებში ავთვისებიანი ახალწარმონაქმნებით, ჰემატოლოგიური ავთვისებიანი ახალწარმონაქმნების და მყარი სიმსივნეების ჩათვლით, სისტემური კორტიკოსტეროიდების ცალკე ან სხვა ქიმიოთერაპიულ საშუალებებთან კომბინაციაში გამოყენების შემდეგ. აუცილებელია ყურადღების მიქცევა სლს-ს წარმოქმნის მაღალი რისკის პაციენტების მდგომარეობისთვის, როგორებიც არიან პაციენტები პროლიფერაციის მაღალი სისწრაფის სიმსივნეებით, დიდი სიმსივნური დატვირთვით და ციტოსტაზური საშუალებების მიმართ მაღალი მგრძნობელობით, და სიფრთხილის სესაბამისი ზომების დაცვა.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
მეთილპრედნიზოლონი არის P450 (CYP) ციტოქრომის ფერმენტის სუბსტრატი, მეტაბოლიზდება უპირატესად CYP3A4 იზოფერმენტის მონაწილეობით. CYP3A4 არის მოზრდილი ადამიანების ღვიძლში დომინანტი ფერმენტი უფრო გავრცელებული CYP ქვეტიპის. ის ახდენს სტეროიდების 6-β- ჰიდროქსილირების კატალიზებას, რომელიც არის მეტაბოლიზმის I ფაზის ძირითადი ეტაპი როგორც ენდოგენური, ისე სინთეზური კორტიკოსტეროიდებისთვის. მრავალი სხვა ნაერთი წარმოადგენს CYP3A4-ის სუბსტრატს, ზოგიერთი მათგანი (როგორც სხვა სამკურნალო საშუალებები) ცვლის გლუკოკორტიკოიდების მეტაბოლიზმს, ახდენენ რა CYP3A4 იზოფერმენტის ინდუცირებას (აქტივობის გაძლიერებით) ან ინჰიბირებას.
CYP3A4 ინჰიბიტორები - სამკურნალო საშუალებები, რომლებიც აინჰიბირებენ CYP3A4 აქტივობას, როგორც წესი, ამცირებენ სამკურნალო საშუალებების - CYP3A4 სუბსტრატები, როგორიცაა მეთილპრედნიზოლონი, თირკმლისმიერ კლირენსს და ზრდიან მათ პლაზმურ კონცენტრაციებს. CYP3A4 ინჰიბიტორის არსებობისას, შეიძლება საჭირო გახდეს მეთილპრედნიზლონის დოზის ტიტრირება სტეროიდული ტოქსიკურობის თავიდან აცილების მიზნით.
მიიჩნევა, რომ CYP3A ინჰიბიტორებთან, მათ შორის კობიცისტატის შემცველ პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას მატულობს სისტემური გვერდითი ეფექტების განვითარების რისკი. ამგვარი კომბინაცია თავიდან უნდა იქნას აცილებული, თუ სარგებელი არ აღემატება სისტემური გვერდითი ეფექტების განვითარების რისკს კორტიკოსტეროიდების გამოყენებისას; ასეთ შემთხვევებში, აუცილებელია პაციენტებზე დაკვირვება კორტიკოსტეროიდების გამოყენებასთან დაკავშირებით სისტემური გვერდითი რეაქციების განვითარებაზე.
CYP3A4 ინჰიბიტორებს მიეკუთვნება: ერითრომიცინი, კლარითრომიცინი, ტროლეანდომიცინი, კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი, იზონიაზიდი, დილთიაზემი, მიბეფრადილი, აპრეპიტანტი, ფოსაპრეპიტანტი, აივ-პროტეაზას ინჰიბიტორები (ინდინავირი და რიტონავირი), ციკლოსპორინი და ეთინილესტრადიოლი/ნორეტინდრონი, გრეიპფრუტის წვენი.
CYP3A4 ინდუქტორები - სამკურნალო საშუალებები, რომლებიც ასტიმულირებენ CYP3A4-ს აქტივობას, როგორც წესი, ზრდიან თირკმლისმიერ კლირენსს, რაც იწვევს სამკურნალო საშუალებების - CYP3A4 სუბსტრატების პლაზმური კონცენტრაციების შემცირებას. ამ პრეპარატების ერთდროული გამოყენებისას შეიძლება საჭირო გახდეს მეთილპრედნიზოლონის დოზის მომატება სასურველი შედეგის მისაღწევად. ასეთ სამკურნალო საშუალებებს მიეკუთვნება: რიფამპიცინი, კარბამაზეპინი, ფენობარბიტალი, პირიმიდონი, ფენიტოინი.
CYP3A4 სუბსტრატები - სხვა CYP3A4 სუბსტრატის არსებობამ შეიძლება გამოიწვიოს მეთილპრედნიზოლონის თირკმლისმიერი კლირენსის ინჰიბირება ან ინდუქცია, ამასთან აუცილებელია დოზის შესაბამისად კორექცია. ერთ-ერთი ამ სამკურნალო საშუალების მონოთერაპიის სახით გამოყენებასთან დაკავშირებული გვერდითი რეაქციების განვითარება უფრო მოსალოდნელია მათი ერთდროული გამოყენებისას.
მეთილპრედნიზოლონის და ტაკროლიმუსის ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ტაკროლიმუსის კონცენტრაციის შემცირება.
ციკლოსპორინის და მეთილპრედნიზოლონის ერთდროული გამოყენებისას ხდება მათი მეტაბოლიზმის ურთიერთდათრგუნვა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს რომელიმე ან ორივე ამ საშუალების კონცენტრაციების მომატება. ამგავრად, რომელიმე ამ საშუალების ცალკე გამოყენებასთან დაკავშირებული გვერდითი მოქმედება, მაღალი ალბათობით შეიძლება განვითარდეს ერთდროული გამოყენებისას.
ციკლოსპორინის და მეთილპრედნიზოლონის ერთდროული გამოყენებისას აღინიშნა კრუნჩხვების განვითარების შემთხვევები.
კორტიკოსტეროიდებმა შეიძლება დააჩქარონ აივ-პროტეაზას ინჰიბიტორების მეტაბოლიზმი, რის შედეგადაც მცირდება მათი კონცენტრაციები სისხლის პლაზმაში.
მეთილპრედნიზოლონი აძლიერებს იზონიაზიდის აცეტილირების და კლირენსის სიჩქარის მომატებას.
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედების შედეგები, რომლებიც არ წარმოადგენს CYP3A4 ფერმენტებს:
ფტორქინოლონები: ერთდროული გამოყენებისას შეიძლება გამოიწვიოს მყესების დაზიანება, განსაკუთრებით ხანდაზმული ასაკის პაციენტებში.
ანტიკოაგულანტები (პერორალური): მეთილპრედნიზოლონის ზემოქმედება პერორალურ ანტიკოაგულანტებზე ვარიაბელურია. ცნობილია ანტიკოაგულანტების მოქმედების გაძლიერების, აგრეთვე შესუსტების შემთხვევები კორტიკოსტეროიდებთან ერთდროული გამოყენებისას. ამიტომ უნდა გაკონტროლდეს სისხლის შედედების მაჩვენებლები ანტიკოაგულანტების სასურველი მოქმედების შესანარჩუნებლად.
ანტიქოლინერგიული საშუალებები (ნერვ-კუნთოვანი გადაცემის ბლოკატორები): კორტიკოსტეროიდებმა შეიძლება გავლენა მოახდინონ ანტიქოლინერგიული საშუალებების მოქმედებაზე:
ცნობილია მწვავე მიოპათიის განვითარების შემთხვევები კორტიკოსტეროიდებისა და ანტიქოლინერგიული საშუალებების მაღალი დოზების ერთდროული გამოყენებისას, რომლებიც ბლოკავენ ნერვ-კუნთოვან გადაცემას (იხ. პუნქტი „გამოყენების თავისებურებანი“).
იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ კორტიკოსტეროიდებს, ცნობილია პანკურონიის ან ვეკურონიის მოქმედების ანტაგონიზმი ნერვ-კუნთოვან ბლოკადასთან მიმართებაში. ამგვარი ურთიერთქმედება მოსალოდნელია ნერვ-კუნთოვანი გადაცემის ყველა კონკურენტული ბლოკატორის გამოყენებისას.
ანტიქოლინესტერაზული საშუალებები: სტეროიდებმა შეიძლება შეამცირონ ანტიქოლინესტერაზული საშუალებების ეფექტი მიასთენია გრავისის მკურნალობისას.
ანტიდიაბეტური საშუალებები: ვინაიდან კორტიკოსტეროიდებმა შეიძლება გაზარდონ სისხლში გლუკოზის კონცენტრაცია, შეიძლება საჭირო გახდეს ანტიდიაბეტური საშუალებების დოზების კორექცია.
არომატაზას ინჰიბიტორები (ამინოგლუტემიდი): თირკმელზედას ფუნქციის დათრგუნვა, ამინოგლუტეტიმიდის მიერ ინდუცირებული, შეიძლება გააღრმავოს ენდოკრინული ცვლილებები, გამოწვეული გლუკოკორტიკოიდებით ხანგრძლივი თერაპიის შედეგად.
იმუნოდეპრესანტები: მეთილპრედნიზოლონს გააჩნია დამატებითი იმუნოსუპრესიული თვისებები სხვა იმუნოდეპრესანტებთან ერთად გამოყენებისას; ამან შეიძლება გაზარდოს როგორც თერაპიული ეფექტები, ისე გვერდითი ეფექტები.
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი ასპირინი (აცეტილსალიცილმჟავა) მაღალი დოზებით: კორტიკოსტეროიდების იმავდროული გამოყენებისას არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგ საშუალებებთან ერთად მატულობს კუჭ-ნაწლავური სისხლდენისა და წყლულების განვითარების რისკი. მეთილპრედნიზოლონმა მაღალი დოზებით შეიძლება გამოიწვიოს ასპირინის კლირენსის გაზრდა. მეთილპრედნიზოლონის მოხსნისას სისხლის შრატში სალიცილატების კონცენტრაციების მომატებამ შეიძლება გამოიწვიოს სალიცილატის ტოქსიკურობის რისკის გაზრდა.
პრეპარატები, რომლებიც გამოყოფენ კალციუმს: კორტიკოსტეროიდების და კალციუმის გამომყოფი სამკურნალო საშუალებების (როგორიცაა დიურეტიკები, ამფოტერიცინი B, საფაღარათე საშუალებები) ერთდროული მიღებისას აუცილებელია პაციენტზე დაკვირვება ჰიპოკალიემიის განვითარებაზე. აგრეთვე არსებობს ჰიპოკალიემიის განვითარების რისკი კორტიკოსტეროიდების ერთდროული გამოყენებისას ქსანტინთან ან β2-აგონისტებთან.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ორსულ და მეძუძურ ან ქალებში, რომლებიც გეგმავენ დაირსულებას, კორტიკოსტეროიდების დანიშვნისას კარგად უნდა შეფასდეს დედისთვის პრეპარატის გამოყენების რისკის და ნაყოფისთვის/ბავშვისთვის პოტენციური რისკის შეფარდება.
ორსულობა
ორსული ცხოველებისთვის კორტიკოსტეროიდების შეყვანამ შეიძლება გამოიწვიოს საშვილოსნოშიდა განვითარების ანომალიები, მგლის ხახის, საშვილოსნოშიდა განვითარების შეფერხების ჩათვლით და ზეგავლენა მოახდინოს ტვინის ზრდასა და განვითარებაზე.
რადგან არ არსებობს შესაფერისი დამადასტურებელი მონაცემები კორტიკოსტეროიდების საუფრთხოების შესაებ ორსულ ქალებში გამოყენებისას, ეს პრეპარატები ორსულობის დროს უნდა დაინიშნოს მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობისას.
ზოგიერთი კორტიკოსტეროიდი ადვილად აღწევს პლაცენტის ბარიერში. ერთ რეტროსპექტიულ კვლევაში დედებში, რომლებიც იღებენ კორტიკოსტეროიდებს, აღინიშნა ახალშობილთა დაბალი წონის შემთხვევების სიხშირის მატება. მიუხედავად იმისა, რომ თირკმელზედა ჯირკვლების უკმარისობა ახალშობილებში, რომლებიც დაექვემდებარენ კორტიკოსტეროიდების საშვილოსნოშიდა ზემოქმედებას, აღინიშნება იშვიათად, იმ დედების ახალშობილები, რომლებიც ორსულობის დროს იღებდნენ კორტიკოსტეროიდების საკმარისად მაღალ დოზებს, უნდა იმყოფებოდნენ მკაცრი დაკვირვების ქვეშ თირკმელზედა ჯირკვლების უკმარისობის ნიშნების დროულად გამოსავლენად.
კორტიკოსტეროიდების ზემოქმედება მშობიარობის მიმდინარეობასა და შედეგებზე უცნობია.
ახალშობილებში, რომელთა დედებსაც ორსულობის პერიოდში უტარდებოდათ ხანგრძლივი მკურნალობა კორტიკოსტეროიდებით აღინიშნებოდა კატარაქტის განვითარების შემთხვევები.
ლაქტაციის პერიოდი
კორტიკოსტეროიდები გამოიყოფა დედის რძეში. დედის რძით გამოყოფილმა კორტიკოსტეროიდებმა შეიძლება დათრგუნონ ზრდა და გავლენა მოახდინონ გლუკოკორტიკოიდების ენდოგენურ პროდუცირებაზე იმ ჩვილებში, რომლებიც იმყოფებიან ძუძუთი კვებაზე. რადგან ჩატარებული არ არის ადამიანებში რეპროდუქციულ სისტემაზე კორტიკოსტეროიდების ზემოქმედების შესაფერისი კვლევები, იმ დედებმა, რომლებიც ძუძუთი კვებავენ ბავშვებს, ეს სამკურნალო საშუალება უნდა მიიღონ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც გამოყენების სარგებელი აღემატება ჩვილისათვის პოტენციურ რისკს.
ორსულ და მეძუძურ ქალებში ან იმ ქალებში, რომლებიც გეგმავენ ორსულობას კორტიკოსტეროიდების დანიშვნისას, გულდასმით უდა შეფასდეს დედისათვის პრეპარატის გამოყენების სარგებლისა და ნაყოფის/ბავშვისთვის პოტენციური რისკის შეფარდება.
ფერტილობა
ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენეს, რომ კორტიკოსტეროიდები აუარესებენ ფერტილობას.
ავტოტრანსპორტის ან სხვა მექანიზმების მართვისას რეაქციების სისწრაფეზე ზემოქმედების უნარი.
კორტიკოსტეროიდების ზემოქმედება ავტოტრანსპორტის ან სხვა მექანიზმების მართვისას რეაქციების სისწრაფეზე სისტემატიურად შეფასებული არ ყოფილა. კორტიკოსტეროიდებით მკურნალობის დროს შეიძლება განვითარდეს ისეთი გვერდითი ეფექტები, როგორიცაა თავბრუსხვევა, ვერტიგო, მხედველობის დარღვევა, დაღლილობა. ასეთ შემთხვევაში, არ შეიძლება ავტოტრანსპორტის ან სხვა მექანიზმების მართვა.
გვერდითი მოვლენები
გვერდითუ რეაქციების გავითარების სიხშირე კლასიფიცირებულია შემდეგნაირად: ძალიან ხშირად (>1/10); ხშირად (>1/100, <1/10); არახშირად (>1/1000, <1/100); იშვიათად (>1/10000, <1/1000); ძალიან იშვიათად (<1/10000); უცნობია (სიხშირის განსაზღვრა შეუძლებელია არსებული მონაცემებით).
კეთილთვისებიანი, ავთვისებიანი და გაურკვეველი წარმონაქმნები (კისტებისა და პოლიპების ჩათვლით.
უცნობია: სიმსივნის ლიზისის სინდრომი, კაპოშის სარკომა.
ინფექციები და ინვაზიები.
ხშირად: ინფექციები.
უცნობია: ოპორტუნისტული ინფექციები.
დარღვევები იმუნური სისტემის მხრი.
უცნობია: მომატებული მგრძნობელობა სამკურნალო საშუალებაზე (ანაფილაქსური და მსგავსი რეაქციების ჩათვლით, კერძოდ, ცირკულაციური შოკი, გულის გაჩერება, ბრონქოსპაზმი).
დარღვევები სისხლისა და ლიმფატური სისტემის მხრივ.
უცნობია: ლეიკოციტოზი.
დარღვევები ენდოკრინული სისტემის მხრივ.
ხშირად: ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონის და კორტიზოლის ენდოგენური სეკრეციის ინჰიბირება (ხანგრძლივი გამოყენებისას), ქუშინგის სინდრომი.
უცნობია:
ჰიპოპიტუიტარიზმი, სტეროიდების მოხსნის სინდრომი.
მეტაბოლური და ალიმენტარული დარღვევები.
ხშირად: ნატრიუმის შეკავება, სითხის შეკავება ორგანიზმში.
უცნობია: მეტაბოლური აციდოზი, ჰიპოკალიემიური ალკალოზი, დისლიპიდემია, გლუკოზის ამტანობის დარღვევა, ინსულინის (ან შაქრიანი დიაბეტის დროს პერორალური ანტიდიაბეტური საშუალებების) საჭიროების მომატება, ლიპომატოზი, მადის მომატება (რამაც შეიძლება გამოიწვიოს სხეულის მასის მომატება), ეპიდურული ლიპომატოზი, სისხლში შარდოვანას კონცენტრაციების მომატება, აზოტის უარყოფითი ბალანსი (ცილების კატაბოლიზმის გამო).
ფსიქიკური დარღვევები.
ხშირად: განწყობის მოშლა, ეიფორიის მდგომარეობა.
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ.
უცნობია: ქალასშიდა წნევის მომატება [მხედველობის ნერვის დისკის შეშუპებით (კეთილთვისებიანი ქალასშიდა ჰიპერტენზია)], კრუნჩხვები, ამნეზია, კოგნიტური დარღვევები, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი.
დარღვევები სმენის და ვესტიბულური აპარატის ორგანოების მხრივ.
უცნობია: ვერტიგო.
დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრივ.
ხშირად: კატარაქტა.
უცნობია: გლაუკომა, ეგზოფთალმი, სკლერას და რქოვანას გათხელება, ქორიორეტინოპათია, მხედველობის დაბინდვა.
დარღვევები გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ.
ხშირად: არტერიული ჰიპერტენზია.
უცნობია: არტერიული ჰიპოტენზია, არტერიული ემბოლია, თრომბოზული მოვლენები. გულის შეგუბებითი უკმარისობა (მისი განვითარების მიმართ მიდრეკილ პაციენტებში), გულის არითმიები, მიოკარდიუმის გახლეჩა მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ.
დარღვევები სუნთქვის სისტემის, გულმკერდის ორგანოებისა და შუასაყარის მხრივ.
უცნბია: ფილტვის ემბოლია, სლოკინი.
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ.
ხშირად: პეპტიკური წყლული (შესაძლოა პერფორაციით და სისხლდენებით).
უცნობია: კუჭიდან სისხლდენა, ნაწლავების პერფორაცია, პანკრეატიტი, პერიტონიტი, წყლულოვანი ეზოფაგიტი, ეზოფაგიტი, მუცლის შებერილობა, მუცლის ტკივილი, დიარეა, დისპეფსია, გულისრევა.
დარღვევები ჰეპატობილიარული სისტემის მხრივ.
უცნობია: ღვიძლის ფერმენტების მომატება.
დარღვევები კანისა და კანქვეშა უჯრედისის მხრივ.
ხშირად: პერიფერიული შეშუპებები, სისხლნაჟღენთები, კანის ატროფია, აკნე.
უცნობია: ანგიონევროზული შეშუპება, ჰირსუტიზმი, პეტექია, ტელეანგიექტაზია, კანის სტრიები, კანის ჰიპო- და ჰიპერპიგმენტაცია, გამონაყარი, ერითემა, ჰიპერჰიდროზი, ქავილი, ჭინჭრის ციება.
დარღვევები ჩონჩხ-კუნთოვანი სისტემისა და შემაერთებელი ქსოვილების მხრივ.
ხშირად: ზრდის შეფერხება (ბავშვებში), კუნთების სისუსტე, ოსტეოპოროზი.
უცნობია: ოსტეონეკროზი, პათოლოგიური მოტეხილობები, კუნთების ატროფია, ნეიროპათიური ართროპათია, ართრალგია, მიალგია.
დარღვევები თირკმელებისა და შარდგამომყოფი გზების მხრივ.
უცნობია: სკლეროდერმული თირკმლის კრიზი*.
რეპროდუქციული სისტემისა და სარძევე ჯირკვლების ფუნქციის დარღვევები.
უცნობია: არარეგულარული მენსტრუაციები.
ზოგადი დარღვევები.
ხშირად: ჭრილობების შეხორცების დარღვევა.
უცნობია: დაღლილობა, ზოგადი სისუსტე.
კვლევები.
ხშირად: სისხლში კალიუმის დონის შემცირება.
უცნობია: ღვიძლის ფერმენტების ალანინამინოტრანსამინაზების, ასპარტატამინოტრანსამინაზების დონეების მომატება და ტუტე ფოსფატაზას დონის მომატება სისხლში, თვალისშიდა წნევის მომატება, ნახშირწყლების ტოლერანტობის შემცირება, შარდში კალციუმის დონის მომატება, რეაქციების დათრგუნვა კანზე ტესტების ჩატარებისას.
დაზიანებები.
უცნობია: მყესების გაწყვეტა (კერძოდ, აქილევსის მყესის), ხერხემლის კომპრესიული მოტეხილობა.
- სკლეროდერმული თირკმლის კრიზის განვითარება ვარირებს სხვადასხვა პოპულაციებში. ყველაზე მაღალი რისკი აღინიშნება დიფუზური სკლეროდერმიის მქონე პაციენტებში. ყველაზე დაბალი რისკი აღინიშნა შეზღუდული სკლეროდერმიის (2%) და იუვენილური სკლეროდერმიის (1%) მქონე პაციენტებში.
ჭარბი დოზა
კორტიკოსტეროიდების მწვავე ზედოზირების კლინიკური სინდრომი რეგისტრირებული არ არის. ცნობები კორტიკოსტეროიდებით ჭარბი დოზირების შემდეგ მწვავე ტოქსიკურობის და/ან სიკვდილის შესახებ იშვიათია. ჭარბი დოზის მიღებისას სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს; ტარდება შემანარჩუნებელი და სიმპტომატური მკურნალობა. მეთილპრედნიზოლონი გამოიდევნება დიალიზის დროს.
შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერება: მეთილპრედნიზოლონი;
1 ტაბლეტი შეიცავს 4 მგ ან 16 მგ მეთილპრედნიზოლონს;
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, ჟელატინი, მაგნიუმის სტეარატი, ტალკი.
წამლის ფორმა. ტაბლეტები.
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: 4 მგ ტაბლეტები: თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის, მრგვალი, გლუვი ტაბლეტები თლილი კიდეებით და ნაზოლით ერთ მხარეს;
16 მგ ტაბლეტები: თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის, მრგვალი, გლუვი ტაბლეტები თლილი კიდეებით და ნაზოლით და წარწერით “ORN 346” ერთ მხარეს;
ტაბლეტების გაყოფა შეიძლება თანაბარ ნაწილებად.
შენახვის პირობები
5 წელი.
შენახვის პირობები.
ინახება არა უმეტეს 250C-ზე. ინახება ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.
შეფუთვა.
30 ტაბლეტი ფლაკონში; 1 ფლაკონი მუყაოს კოლოფში.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი -II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
ფარმაკოლოგიური თვისებები
კორტიკოსტეროიდები სისტემური გამოყენებისათვის.
ათქ კოდი H02A B04.
ფარმაკოლოგიური თვისებები.
ფარმაკოდინამიკა. მეთილპრედნიზოლონის, როგორც სხვა გლუკოკორტიკოიდების ეფექტი, რეალიზდება ციტoპლაზმაში სტეროიდულ რეცეპტორებთან ურთიერთქმედებით. სტეროიდრეცეპტორული კომპლექსი ტრანსპორტირდება უჯრედის ბირთვში, უერთდება დნმ-ს და ცვლის გენების ტრანსკრიპციას ცილების უმრავლესობისთვის. გლუკოკორტიკოიდები თრგუნავენ მრავალრიცხოვანი ცილების, სხვადასხვა ფერმენტების სინთეზს, რომლებიც იწვევენ სახსრების დესტრუქციას (რევმატოიდული ართრიტის დროს), აგრეთვე ციტოკინების, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ იმუნურ და ანთებით რეაქციებში. აინდუცირებენ ლიპოკორტინის - გლუკოკორტიკოიდების ნეიროენდოკრინული ურთიერთქმედების ძირითადი ცილის სინთეზს, რაც იწვევს ანთებითი და იმუნური პასუხის შემცირებას.
გლუკოკორტიკოიდები, მეთილპრედნიზოლონის ჩათვლით, თრგუნავენ ან ხელს უშლიან ქსოვილური პასუხის განვითარებას მრავალ თბურ, მექაnიკურ, ქიმიურ, ინფექციურ და იმუნოლოგიურ აგენტზე. ამგვარად, გლუკოკორტიკოიდები მოქმედებენ სიმპტომატურად, ამცირებენ რა დაავადების გამოვლინებას მიზეზზე ზემოქმედების გარეშე. მეთილპრედნიზოლონი არის ძლიერი ანთების საწინააღმდეგო სტეროიდი. მისი ანთების საწინააღმდეგო ეფექტი უფრო ძლიერია, ვიდრე პრედნიზოლონის. მეთილპრედნიზოლონის გამოყენება იწვევს ნატრიუმისა და სითხის უფრო ნაკლებად შეკავებას ორგანიზმში, ვიდრე პრედნიზოლონის გამოყენება. მეთილპრედნიზოლონის ანთების საწინააღმდეგო ეფექტი მინიმუმ 4-ჯერ აღემატება ჰიდროკორტიზონის ეფექტიანობას (გამოთვლილია ეოზინოფილების რაოდენობის შემცირების საფუძველზე).
მეთილპრედნიზოლონის ენდოკრინული ეფექტები მდგომარეობს ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონის სეკრეციის დათრგუნვაში, ენდოგენური კორტიზოლის პროდუცირების ინჰიბირებაში, ხანგრძლივი გამოყენებისას იწვევს თირკმელზედა ქერქის ნაწილობრივ ატროფიას. მეთილპრედნიზოლონის ერთჯერადი 40 მგ დოზა აინჰიბირებს კორტიკოტრიპინის სეკრეციას დაახლოებით 36 საათის განმავლობაში. ზეგავლენას ახდენს კალციუმის, D ვიტამინის მეტაბოლიზმზე, ცილებისა და ლიპიდების ცვლაზე, ამიტომ იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ მეთილპრედნიზოლონს, შეიძლება აღინიშნოს სისხლში გლუკოზის შემცველობის გაზრდა, ძვლოვანი ქსოვილის სიმკვრივის შემცირება, კუნთების ატროფია და დისლიპიდემია. გლუკოკორტიკოიდები ასევე ზრდიან სისხლის წნევას, ახდენენ ქცევისა და განწყობის მოდელირებას. მეთილპრედნიზოლონს პრაქტიკულად არ გააჩნია მინერალოკორტიკოიდული აქტივობა.
ფარმაკოკინეტიკა.
მეთილპრედნიზოლონის ფარმაკოკინეტიკა გამოყენების წესის მიუხედავად ხაზოვანია.
შეწოვა.
პერორალური მეთილპრედნიზოლონის ბიოშეღწევადობა, როგორც წესი, შეადგენს 80%-ზე მეტს, მაგრამ შეიძლება შემცირდეს 60%-მდე მაღალი დოზების გამოყენებისას. მეთილპრედნიზოლონის პერორალური მიღებისას სისხლის შრატში კონცენტრაციის პიკი აღინიშნება 1-2 საათის შემდეგ.
განაწილება.
მეთილპრედნიზოლონი ფართოდ ნაწილდება ქსოვილებში, აღწევს ჰემატოენცეფალურ ბარიერში და გამოიყოფა დედის რძეში. მეთილპრედნიზოლონის ბმა ადამიანის პლაზმის ცილებთან შეადგენს დაახლოებით 77%-ს.
მეტაბოლიზმი.
ადამიანის ორგანიზმში მეთილპრედნიზოლონი მეტაბოლიზდება ღვიძლში არააქტიურ მეტაბოლიტებად. მეტაბოლიზმი ღვიძლში მიმდინარეობს უპირატესად ფერმენტ CYP3A4-ის მონაწილეობით.
გამოყოფა.
მეთილპრედნიზოლონის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 1,8-დან 5,2 საათამდე. მეთილპრედნიზოლონის განაწილების მოცულობა შეადგენს დაახლოებით 1,4 მლ/კგ-ს. საერთო კლირენსი - დაახლოებით 5-6 მლ/წთ/კგ. ანთების საწინააღმდეგო ეფექტიs ხანგრძლივობა შეადგენს 18-36 საათს. პრეპარატის დაახლოებით 5% გამოიდევნება ორგანიზმიდან შარდით.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
სამკურნალო საშუალების სამედიცინო გამოყენების
ინსტრუქცია
მეთიპრედი
(METHYPRED)
შემადგენლობა:
მოქმედი ნივთიერება: მეთილპრედნიზოლონი;
1 ტაბლეტი შეიცავს 4 მგ ან 16 მგ მეთილპრედნიზოლონს;
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, ჟელატინი, მაგნიუმის სტეარატი, ტალკი.
წამლის ფორმა. ტაბლეტები.
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: 4 მგ ტაბლეტები: თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის, მრგვალი, გლუვი ტაბლეტები თლილი კიდეებით და ნაზოლით ერთ მხარეს;
16 მგ ტაბლეტები: თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის, მრგვალი, გლუვი ტაბლეტები თლილი კიდეებით და ნაზოლით და წარწერით “ORN 346” ერთ მხარეს;
ტაბლეტების გაყოფა შეიძლება თანაბარ ნაწილებად.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი. კორტიკოსტეროიდები სისტემური გამოყენებისათვის.
ათქ კოდი H02A B04.
ფარმაკოლოგიური თვისებები.
ფარმაკოდინამიკა. მეთილპრედნიზოლონის, როგორც სხვა გლუკოკორტიკოიდების ეფექტი, რეალიზდება ციტoპლაზმაში სტეროიდულ რეცეპტორებთან ურთიერთქმედებით. სტეროიდრეცეპტორული კომპლექსი ტრანსპორტირდება უჯრედის ბირთვში, უერთდება დნმ-ს და ცვლის გენების ტრანსკრიპციას ცილების უმრავლესობისთვის. გლუკოკორტიკოიდები თრგუნავენ მრავალრიცხოვანი ცილების, სხვადასხვა ფერმენტების სინთეზს, რომლებიც იწვევენ სახსრების დესტრუქციას (რევმატოიდული ართრიტის დროს), აგრეთვე ციტოკინების, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ იმუნურ და ანთებით რეაქციებში. აინდუცირებენ ლიპოკორტინის - გლუკოკორტიკოიდების ნეიროენდოკრინული ურთიერთქმედების ძირითადი ცილის სინთეზს, რაც იწვევს ანთებითი და იმუნური პასუხის შემცირებას.
გლუკოკორტიკოიდები, მეთილპრედნიზოლონის ჩათვლით, თრგუნავენ ან ხელს უშლიან ქსოვილური პასუხის განვითარებას მრავალ თბურ, მექაnიკურ, ქიმიურ, ინფექციურ და იმუნოლოგიურ აგენტზე. ამგვარად, გლუკოკორტიკოიდები მოქმედებენ სიმპტომატურად, ამცირებენ რა დაავადების გამოვლინებას მიზეზზე ზემოქმედების გარეშე. მეთილპრედნიზოლონი არის ძლიერი ანთების საწინააღმდეგო სტეროიდი. მისი ანთების საწინააღმდეგო ეფექტი უფრო ძლიერია, ვიდრე პრედნიზოლონის. მეთილპრედნიზოლონის გამოყენება იწვევს ნატრიუმისა და სითხის უფრო ნაკლებად შეკავებას ორგანიზმში, ვიდრე პრედნიზოლონის გამოყენება. მეთილპრედნიზოლონის ანთების საწინააღმდეგო ეფექტი მინიმუმ 4-ჯერ აღემატება ჰიდროკორტიზონის ეფექტიანობას (გამოთვლილია ეოზინოფილების რაოდენობის შემცირების საფუძველზე).
მეთილპრედნიზოლონის ენდოკრინული ეფექტები მდგომარეობს ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონის სეკრეციის დათრგუნვაში, ენდოგენური კორტიზოლის პროდუცირების ინჰიბირებაში, ხანგრძლივი გამოყენებისას იწვევს თირკმელზედა ქერქის ნაწილობრივ ატროფიას. მეთილპრედნიზოლონის ერთჯერადი 40 მგ დოზა აინჰიბირებს კორტიკოტრიპინის სეკრეციას დაახლოებით 36 საათის განმავლობაში. ზეგავლენას ახდენს კალციუმის, D ვიტამინის მეტაბოლიზმზე, ცილებისა და ლიპიდების ცვლაზე, ამიტომ იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ მეთილპრედნიზოლონს, შეიძლება აღინიშნოს სისხლში გლუკოზის შემცველობის გაზრდა, ძვლოვანი ქსოვილის სიმკვრივის შემცირება, კუნთების ატროფია და დისლიპიდემია. გლუკოკორტიკოიდები ასევე ზრდიან სისხლის წნევას, ახდენენ ქცევისა და განწყობის მოდელირებას. მეთილპრედნიზოლონს პრაქტიკულად არ გააჩნია მინერალოკორტიკოიდული აქტივობა.
ფარმაკოკინეტიკა.
მეთილპრედნიზოლონის ფარმაკოკინეტიკა გამოყენების წესის მიუხედავად ხაზოვანია.
შეწოვა.
პერორალური მეთილპრედნიზოლონის ბიოშეღწევადობა, როგორც წესი, შეადგენს 80%-ზე მეტს, მაგრამ შეიძლება შემცირდეს 60%-მდე მაღალი დოზების გამოყენებისას. მეთილპრედნიზოლონის პერორალური მიღებისას სისხლის შრატში კონცენტრაციის პიკი აღინიშნება 1-2 საათის შემდეგ.
განაწილება.
მეთილპრედნიზოლონი ფართოდ ნაწილდება ქსოვილებში, აღწევს ჰემატოენცეფალურ ბარიერში და გამოიყოფა დედის რძეში. მეთილპრედნიზოლონის ბმა ადამიანის პლაზმის ცილებთან შეადგენს დაახლოებით 77%-ს.
მეტაბოლიზმი.
ადამიანის ორგანიზმში მეთილპრედნიზოლონი მეტაბოლიზდება ღვიძლში არააქტიურ მეტაბოლიტებად. მეტაბოლიზმი ღვიძლში მიმდინარეობს უპირატესად ფერმენტ CYP3A4-ის მონაწილეობით.
გამოყოფა.
მეთილპრედნიზოლონის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 1,8-დან 5,2 საათამდე. მეთილპრედნიზოლონის განაწილების მოცულობა შეადგენს დაახლოებით 1,4 მლ/კგ-ს. საერთო კლირენსი - დაახლოებით 5-6 მლ/წთ/კგ. ანთების საწინააღმდეგო ეფექტიs ხანგრძლივობა შეადგენს 18-36 საათს. პრეპარატის დაახლოებით 5% გამოიდევნება ორგანიზმიდან შარდით.
კლინიკური მახასიათებლები.
ჩვენებები.
ენდოკრინული დაავადებები.
თირკმელზედა ქერქის პირველადი და მეორეული უკმარისობა (ამასთან პირველი რიგის პრეარატებია ჰიდროკორტიზონი ან კორტიზონი, აუცილებლობისას შეიძლება სინთეზური ანალოგების გამოყენება მინერალოკორტიკოიდებთან ერთად; მინერალოკორტიკოიდების ერთდროული გამოყენება განსაკუთრებით მნიშვნელვანია ბავშვების მკურნალობისას).
თირკმელედა ჯირკვლების თანდაყოლილი ჰიპერპლაზია.
არაჩირქოვანი თირეოიდიტი.
ჰიპერკალციემია ონკოლოგიური დაავადებებისას.
არაენდოკრინული დაავადებები.
რევმატული დაავადებები.
დამატებითი თერაპიის სახით მოკლევადიანი გამოყენებისათვის (პაციენტის გამოსაყვანად მწვავე მდგომარეობიდან ან პროცესის გამწვავებისას) შემდეგი დაავადებების დროს:
ფსორიაზული ართრიტი;
რევმატოიდული ართრიტი, მათ შორის იუვენილური რევმატოიდული ართრიტი (ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება საჭირო გახდეს შემანარჩუნებელი თერაპია დაბალი დოზებთ);
მაანკილოზებელი სპონდილიტი;
მწვავე და ქვემწვავე ბურსიტი;
მწვავე არასპეციფიკური ტენდოსინოვიტი;
მწვავე პოდაგრული ართრიტი;
პოსტტრავმული ოსტეოართროზი;
სინოვიტი ოსტეოართროზის დროს;
ეპიკონდილიტი.
კოლაგენოზი.
გამწვავების პერიოდში ან ცალკეულ შემთხვევებში შემანარჩუნებელი თერაპიის სახით შემდეგი დაავადებებისას:
სისტემური წითელი მგლურა;
სისტემური დერმატომიოზიტი (პოლიმიოზიტი);
მწვავე რევმოკარდიტი;
რევმატული პოლიმიალგია გიგანტუჯრედოვანი არტერიიტის დროს.
კანის დააადებები.
ბუშტუკები;
ბულოზური ჰერპერსის ფორმის დერმატიტი;
მძიმე მულტიფორმული ერითემა (სტივენს-ჯონსონის სინდრომი);
ექსფოლიაციური დერმატიტი;
სოკოს სახეობის მიკოზი;
მძიმე ფსორიაზი;
მძიმე სებორეული დერმატიტი.
ალერგიული მდგომარეობები.
ქვემოთ ჩამოთვლილი მძიმე და ალერგიული მდგომარეობების სამკურნალოდ სტანდარტული მკურნალობის არაეფექტიანობისას:
სეზონური ან მთელი წლის განმავლობაში მიმდინარე ალერგიული რინიტი;
შრატისმიერი დაავადება;
ბრონქული ასთმა;
მედიკამენტოზური ალერგია;
კონტაქტური დერმატიტი;
ატიპური დერმატიტი.
თვალების დაავადებები.
მძიმე მწვავე და ქრონიკული ალერგიული და ანთებითი პროცესები თვალების დაზიანებით, როგორიცაა:
რქოვანას ალერგიული წყლულები კიდეებზე;
თვალების დაზიანება, გამოწვეული Herpes zoster-ით;
თვალის წინა სეგმენტის ანთება;
დიფუზური უკანა უვეიტი და ქორიოიდიტი;
სიმპატიკური ოფთალმია;
ალერგიული კონიუნქტივიტი;
კერატიტი;
ქორიორეტინიტი;
მხედველობის ნერვის ნევრიტი;
ირიტი და ირიდოციკლიტი.
სუნთქვის ორგანოების დაავადებები.
სიმპტომატური სარკოიდოზი;
ლეფლერის სინდრომი, რომელიც არ ექვემდებარება სხვა მეთოდებით მკრურნალობს;
ბერილიოზი;
ფულმინანტური ან დისემინირებული ფილტვის ტუბერკულოზი (გამოიყენება შესაბამის ანტიტუბერკულოზურ ქიმიოთერაპიასთან ერთად);
ასპირაციული პნევმონიტი.
ჰემატოლოგიური დაავადებები.
იდიოპათიური თრომბოციტოპენიური პურპურა მოზრდილებში;
მეორადი თრომბოციტოპენია მოზრდილებში;
შეძენილი (აუტოიმუნური) ჰემოლიტური ანემია;
ერითრობლასტოპენია (ერითროციტარული ანემია);
თანდაყოლილი (ერითროიდული) ჰიპოპლასტური ანემია.
ონკოლოგიური დაავადებები.
პალიატიური თერაპიის სახით შემდეგი დაავადებებისას:
ლეიკოზები და ლიმფომები მოზრდილებში;
მწვავე ლეიკოზი ბავშვებში.
შეშუპების სინდრომი.
დიურეზის ინდუქციისთვის ან პროტეინურიის აღმოსაფხვრელად ნეფროტული სინდრომის დროს ურემიის გარეშე, იდიოპათიური ტიპის ან გამოწვეული სისტემური წითელი მგლურას მიერ.
საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებები.
პაციენტის კრიტიკული მდგომარეობიდან გამოსაყვანად შემდეგი დაავადებებისას:
წყლულოვანი კოლიტი;
რეგიონალური ენტერიტი (კრონის დაავადება).
ნერვული სისტემის დაავადებები.
გაფანტული სკლეროზი გამწვავების ფაზაში;
ტვინის შეშუპება, გამოწვეული ტვინის სიმსივნით.
სხვა ორგანოებისა და სისტემების დაავადებები.
ტუბერკულოზური მენინგიტი სუბარაქნოიდული ბლოკით ან ბლოკის განვითარების რისკით, შესაბამის ანტიტუბერკულოზურ ქიმიოთერაპიასთან ერთად.
ტრიქინოლოზი ნერვული სისტემის ან მიოკარდიუმის დაზიანებით.
ორგანოების ტრანსპლანტაცია.
უკუჩვენებები.
ტუბერკულოზი და სხვა მწვავე ან ქრონიკული ბაქტერიული ან ვირუსული ინფექციები არასაკმარისი ანტიბიოტიკო- და ქიმიოთერაპიისას, სისტემური სოკოვანი ინფექციები.
მომატებული მგრძნობელობა მეთილპრედნიზოლონის ან დამხმარე ნივთიერებების მიმართ.
ცოცხალი ან ცოცხალი ატენუირებული ვაქცინების შეყვანა უკუნაჩვენებია იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ კორტიკოსტეროიდების იმუნოსუპრესიულ დოზებს.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
მეთილპრედნიზოლონი არის P450 (CYP) ციტოქრომის ფერმენტის სუბსტრატი, მეტაბოლიზდება უპირატესად CYP3A4 იზოფერმენტის მონაწილეობით. CYP3A4 არის მოზრდილი ადამიანების ღვიძლში დომინანტი ფერმენტი უფრო გავრცელებული CYP ქვეტიპის. ის ახდენს სტეროიდების 6-β- ჰიდროქსილირების კატალიზებას, რომელიც არის მეტაბოლიზმის I ფაზის ძირითადი ეტაპი როგორც ენდოგენური, ისე სინთეზური კორტიკოსტეროიდებისთვის. მრავალი სხვა ნაერთი წარმოადგენს CYP3A4-ის სუბსტრატს, ზოგიერთი მათგანი (როგორც სხვა სამკურნალო საშუალებები) ცვლის გლუკოკორტიკოიდების მეტაბოლიზმს, ახდენენ რა CYP3A4 იზოფერმენტის ინდუცირებას (აქტივობის გაძლიერებით) ან ინჰიბირებას.
CYP3A4 ინჰიბიტორები - სამკურნალო საშუალებები, რომლებიც აინჰიბირებენ CYP3A4 აქტივობას, როგორც წესი, ამცირებენ სამკურნალო საშუალებების - CYP3A4 სუბსტრატები, როგორიცაა მეთილპრედნიზოლონი, თირკმლისმიერ კლირენსს და ზრდიან მათ პლაზმურ კონცენტრაციებს. CYP3A4 ინჰიბიტორის არსებობისას, შეიძლება საჭირო გახდეს მეთილპრედნიზლონის დოზის ტიტრირება სტეროიდული ტოქსიკურობის თავიდან აცილების მიზნით.
მიიჩნევა, რომ CYP3A ინჰიბიტორებთან, მათ შორის კობიცისტატის შემცველ პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას მატულობს სისტემური გვერდითი ეფექტების განვითარების რისკი. ამგვარი კომბინაცია თავიდან უნდა იქნას აცილებული, თუ სარგებელი არ აღემატება სისტემური გვერდითი ეფექტების განვითარების რისკს კორტიკოსტეროიდების გამოყენებისას; ასეთ შემთხვევებში, აუცილებელია პაციენტებზე დაკვირვება კორტიკოსტეროიდების გამოყენებასთან დაკავშირებით სისტემური გვერდითი რეაქციების განვითარებაზე.
CYP3A4 ინჰიბიტორებს მიეკუთვნება: ერითრომიცინი, კლარითრომიცინი, ტროლეანდომიცინი, კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი, იზონიაზიდი, დილთიაზემი, მიბეფრადილი, აპრეპიტანტი, ფოსაპრეპიტანტი, აივ-პროტეაზას ინჰიბიტორები (ინდინავირი და რიტონავირი), ციკლოსპორინი და ეთინილესტრადიოლი/ნორეტინდრონი, გრეიპფრუტის წვენი.
CYP3A4 ინდუქტორები - სამკურნალო საშუალებები, რომლებიც ასტიმულირებენ CYP3A4-ს აქტივობას, როგორც წესი, ზრდიან თირკმლისმიერ კლირენსს, რაც იწვევს სამკურნალო საშუალებების - CYP3A4 სუბსტრატების პლაზმური კონცენტრაციების შემცირებას. ამ პრეპარატების ერთდროული გამოყენებისას შეიძლება საჭირო გახდეს მეთილპრედნიზოლონის დოზის მომატება სასურველი შედეგის მისაღწევად. ასეთ სამკურნალო საშუალებებს მიეკუთვნება: რიფამპიცინი, კარბამაზეპინი, ფენობარბიტალი, პირიმიდონი, ფენიტოინი.
CYP3A4 სუბსტრატები - სხვა CYP3A4 სუბსტრატის არსებობამ შეიძლება გამოიწვიოს მეთილპრედნიზოლონის თირკმლისმიერი კლირენსის ინჰიბირება ან ინდუქცია, ამასთან აუცილებელია დოზის შესაბამისად კორექცია. ერთ-ერთი ამ სამკურნალო საშუალების მონოთერაპიის სახით გამოყენებასთან დაკავშირებული გვერდითი რეაქციების განვითარება უფრო მოსალოდნელია მათი ერთდროული გამოყენებისას.
მეთილპრედნიზოლონის და ტაკროლიმუსის ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ტაკროლიმუსის კონცენტრაციის შემცირება.
ციკლოსპორინის და მეთილპრედნიზოლონის ერთდროული გამოყენებისას ხდება მათი მეტაბოლიზმის ურთიერთდათრგუნვა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს რომელიმე ან ორივე ამ საშუალების კონცენტრაციების მომატება. ამგავრად, რომელიმე ამ საშუალების ცალკე გამოყენებასთან დაკავშირებული გვერდითი მოქმედება, მაღალი ალბათობით შეიძლება განვითარდეს ერთდროული გამოყენებისას.
ციკლოსპორინის და მეთილპრედნიზოლონის ერთდროული გამოყენებისას აღინიშნა კრუნჩხვების განვითარების შემთხვევები.
კორტიკოსტეროიდებმა შეიძლება დააჩქარონ აივ-პროტეაზას ინჰიბიტორების მეტაბოლიზმი, რის შედეგადაც მცირდება მათი კონცენტრაციები სისხლის პლაზმაში.
მეთილპრედნიზოლონი აძლიერებს იზონიაზიდის აცეტილირების და კლირენსის სიჩქარის მომატებას.
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედების შედეგები, რომლებიც არ წარმოადგენს CYP3A4 ფერმენტებს:
ფტორქინოლონები: ერთდროული გამოყენებისას შეიძლება გამოიწვიოს მყესების დაზიანება, განსაკუთრებით ხანდაზმული ასაკის პაციენტებში.
ანტიკოაგულანტები (პერორალური): მეთილპრედნიზოლონის ზემოქმედება პერორალურ ანტიკოაგულანტებზე ვარიაბელურია. ცნობილია ანტიკოაგულანტების მოქმედების გაძლიერების, აგრეთვე შესუსტების შემთხვევები კორტიკოსტეროიდებთან ერთდროული გამოყენებისას. ამიტომ უნდა გაკონტროლდეს სისხლის შედედების მაჩვენებლები ანტიკოაგულანტების სასურველი მოქმედების შესანარჩუნებლად.
ანტიქოლინერგიული საშუალებები (ნერვ-კუნთოვანი გადაცემის ბლოკატორები): კორტიკოსტეროიდებმა შეიძლება გავლენა მოახდინონ ანტიქოლინერგიული საშუალებების მოქმედებაზე:
ცნობილია მწვავე მიოპათიის განვითარების შემთხვევები კორტიკოსტეროიდებისა და ანტიქოლინერგიული საშუალებების მაღალი დოზების ერთდროული გამოყენებისას, რომლებიც ბლოკავენ ნერვ-კუნთოვან გადაცემას (იხ. პუნქტი „გამოყენების თავისებურებანი“).
იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ კორტიკოსტეროიდებს, ცნობილია პანკურონიის ან ვეკურონიის მოქმედების ანტაგონიზმი ნერვ-კუნთოვან ბლოკადასთან მიმართებაში. ამგვარი ურთიერთქმედება მოსალოდნელია ნერვ-კუნთოვანი გადაცემის ყველა კონკურენტული ბლოკატორის გამოყენებისას.
ანტიქოლინესტერაზული საშუალებები: სტეროიდებმა შეიძლება შეამცირონ ანტიქოლინესტერაზული საშუალებების ეფექტი მიასთენია გრავისის მკურნალობისას.
ანტიდიაბეტური საშუალებები: ვინაიდან კორტიკოსტეროიდებმა შეიძლება გაზარდონ სისხლში გლუკოზის კონცენტრაცია, შეიძლება საჭირო გახდეს ანტიდიაბეტური საშუალებების დოზების კორექცია.
არომატაზას ინჰიბიტორები (ამინოგლუტემიდი): თირკმელზედას ფუნქციის დათრგუნვა, ამინოგლუტეტიმიდის მიერ ინდუცირებული, შეიძლება გააღრმავოს ენდოკრინული ცვლილებები, გამოწვეული გლუკოკორტიკოიდებით ხანგრძლივი თერაპიის შედეგად.
იმუნოდეპრესანტები: მეთილპრედნიზოლონს გააჩნია დამატებითი იმუნოსუპრესიული თვისებები სხვა იმუნოდეპრესანტებთან ერთად გამოყენებისას; ამან შეიძლება გაზარდოს როგორც თერაპიული ეფექტები, ისე გვერდითი ეფექტები.
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი ასპირინი (აცეტილსალიცილმჟავა) მაღალი დოზებით: კორტიკოსტეროიდების იმავდროული გამოყენებისას არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგ საშუალებებთან ერთად მატულობს კუჭ-ნაწლავური სისხლდენისა და წყლულების განვითარების რისკი. მეთილპრედნიზოლონმა მაღალი დოზებით შეიძლება გამოიწვიოს ასპირინის კლირენსის გაზრდა. მეთილპრედნიზოლონის მოხსნისას სისხლის შრატში სალიცილატების კონცენტრაციების მომატებამ შეიძლება გამოიწვიოს სალიცილატის ტოქსიკურობის რისკის გაზრდა.
პრეპარატები, რომლებიც გამოყოფენ კალციუმს: კორტიკოსტეროიდების და კალციუმის გამომყოფი სამკურნალო საშუალებების (როგორიცაა დიურეტიკები, ამფოტერიცინი B, საფაღარათე საშუალებები) ერთდროული მიღებისას აუცილებელია პაციენტზე დაკვირვება ჰიპოკალიემიის განვითარებაზე. აგრეთვე არსებობს ჰიპოკალიემიის განვითარების რისკი კორტიკოსტეროიდების ერთდროული გამოყენებისას ქსანტინთან ან β2-აგონისტებთან.
გამოყენების თავისებურებანი.
იმუნოსუპრესიული ეფექტები/ინფექციების განვითარების შემთხვევების მატება
კორტიკოსტეროიდებმა შეიძლება გაზარდონ ინფექციების განვითარება და შენიღბონ ინფექციების ზოგიერთი სიმპტომი; გარდა ამისა, კორტიკოსტეროიდული თერაპიის ფონზე შეიძლება განვითარდეს ახალი ინფექციები. კორტიკოსტეროიდების გამოყენებისას შეიძლება შემცირდეს ინფექციების მიმართ რეზისტენტობა და შეიძლება აღინიშნოს ორგანიზმის მიერ ინფექციის ლოკალიზების უუნარობა. ინფექციები, გამოწვეული ნებისმიერი გამომწვევით, მათ შორის ვირუსებით, ბაქტერიებით, სოკოებით, უმარტივესებით ან ჰელმინტებით, ორგანიზმში ნებისმიერი ლოკალიზაციის, შეიძლება დაკავშირებული იყოს კორტიკოსტეროიდების გამოყენებასთან მონოთერაპიაში ან კომბინაციაში სხვა იმუნოდეპრესანტებთან, რომლებიც გავლენას ახდენენ უჯრედოვან, ჰუმორალურ იმუნიტეტზე ან ნეიტროფილების ფუნქციაზე. ეს ინფქციები შეიძლება იყოს როგორც მსუბუქი, ისე მძიმე, ზოგიერთ შემთხვევაში - ლეთალური. კორტიკოსტეროიდების დოზების მომატებისას იზრდება ინფექციური გართულებების განვითარების სიხშირე.
პაციენტებში, რომლებიც იღებენ იმუნური სისტემის დამთრგუნავ სამკურნალო საშუალებებს, უფრო იოლად ვითარდება ინფექციები, ვიდრე ჯანმრთელ ადამიანებში. მაგალითად, ჩუტყვავილა და წითელა შეიძლება უფრო სერიოზული ან ლეთალურიც კი იყოს არაიმუნიზებულ ბავშვებში ან მოზრდილებში, რომლებიც იღებენ კორტიკოსტეროიდებს.
გარდა ამისა, კორტიკოსტეროიდები დიდი სიფრთხილით გამოიყენება იმ პაციენტებში, რომლებშიც დადასტურებულად ან საეჭვოდ არსებობს პარაზიტული ინფექციები, მაგალითად, სტრონგილოიდოზის შემთხვევაში. ასეთ პაციენტებში კორტიკოსტეროიდებით ინდუცირებულმა იმუნოსუპრესიამ შეიძლება გამოიწვიოს სტრონგილოიდოზური ჰიპერინფექციები და დისემინაცია მატლების გავრცელებული მიგრაციით, რასაც არაიშვიათად თან ახლავს მძიმე ენტეროკოლიტი და პოტენციურად ლეთალური სეპტიცემია, გამოწვეული გრამუარყოფითი მიკროორგანიზმებით.
არ არსებობს საერთო აზრი სეპტიკური შოკის მქონე პაციენტებში კორტიკოსტეროიდებით თერაპიაში. ადრეულ კვლევებში ცნობილია კორტიკოსტეროიდების გამოყენების როგორც დადებითი, ისე უარყოფითი შედეგების შესახებ ასეთ კლინიკურ სიტუაციაში. უფრო გვიან ჩატარებული კვლევების შედეგები მოწმობს, რომ კორტიკოსტეროიდებმა დამატებითი თერაპიის სახით დადებითად იმოქმედეს სეპტიკური შოკის მქონე პაციენტებზე, რომლებსაც აღენიშნებოდათ თირკმელზედა ჯირკვლების უკმარისობა. თუმცა ამ პრეპარატების სისტემატიური გამოყენება სეპტიკური შოკის მქონე პაციენტებში რეკომენდებული არ არის. მაღალი დოზებით კორტიკოსტეროიდების ხანმოკლე კურსების დანიშვნის შემდეგ კვლევების მონაცემების სისტემატიური მიმოხილვის შედეგებით დადგინდა, რომ არ არსებობს მტკიცებულებები ამ პრეპარატების ამგვარი გამოყენების სასარგებლოდ. თუმცა, კვლევების მონაცემების მეტაანალიზი და მიმოხილვა აჩვენებს, რომ დაბალი დოზებით კორტიკოსტეროიდებით მკურნალობის უფრო ხანგრძლივმა კურსებმა (5-11 დღე) შეიძლება გამოიწვიოს ლეთალობის შემცირება, განსაკუთრებით სეპტიკური შოკის მქონე პაციენტებში, რომლებიც დამოკიდებული არიან ვაზოპრესორულ თერაპიაზე.
ცოცხალი ან ცოცხალი ატენუირებული ვაქცინების გამოყენება იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ კორტიკოსტეროიდებს იმუნოსუპრესიულ დოზებში, უკუნაჩვენებია. იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ კორტიკოსტეროიდებს იმუნოსუპრესიულ დოზებში, შეიძლება ჩატარდეს ვაქცინაცია, მოკლული ან ინაქტივირებული ვაქცინების გამოყენებით, თუმცა მათი პასუხი ამგვარ ვაქცინებზე შეიძლება დაქვეითდეს. იმუნიზაციის მითითებული პროცედურები შეიძლება ჩატარდეს იმ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ კორტიკოსტეროიდებს არაიმუნოსუპრესიული დოზებით.
კორტიკოსტეროიდების გამოყენება აქტიური ტუბერკულოზის დროს უნდა შემოიფარგლოს ფულმინანტური ან დისემინირებული ტუბერკულოზის შემთხვევებით - ასეთ შემთხვევებში კორტიკოსტეროიდები გამოიყენება შესაბამის ანტიტუბერკულოზურ ქიმიოთერაპიასთან ერთად. თუ კორტიკოსტეროიდები ნაჩვენებია ლატენტური ტუბერკულოზის ან ტუბერკულინური სინჯების მქონე პაციენტებში, მკურნალობა უნდა ჩატარდეს ექიმის მეთვალყურეობით, ვინაიდან შეიძლება აღინიშნოს დაავადების გამწვავება. კორტიკოსტეროიდებით ხანგრძლივი თერაპიისას აუცილებელია ქიმიოპროფილაქტიკური პრეპარატების დანიშვნა.
ცნობილია კაპოშის სარკომის შემთხვევების შესახებ იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ კორტიკოსტეროიდებს. ასეთ შემთხვევებში კორტიკოსტეროიდებით თერაპიის შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს კლინიკური რემისია.
სისხლი და ლიმფატური სისტემა
ასპირინი და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები კორტიკოსტეროიდებთან კომბინაციაში სიფრთხილით უნდა იყოს გამოყენებული.
იმუნური სისტემა
შეიძლება განვითარდეს ალერგიული რეაქციები (მაგალითად ანგიონევროზული შეშუპება).
იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ კორტიკოსტეროიდებს, იშვიათად აღინიშნა კანის რეაქციები და ანაფილაქსური/ანაფილაქტოიდური რეაქციები; კორტიკოსტეროიდების გამოყენების წინ აუცილებელია სიფრთხილის შესაბამისი ზომების მიღება, განსაკუთრებით, თუ პაციენტს აღენიშნება ალერგია რომელიმე სამკურნალო საშუალებაზე.
ენდოკრინული სისტემა
კორტიკოსტეროიდებმა, რომლებიც ფარმაკოლოგიური დოზებით გამოიყენება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, შეიძლება დათრგუნონ ჰიპოთალამო-ჰიპოფიზარულ-თირკმელზედა სისტემა (მეორადი ადრენოკორტიკალური უკმარისობა). ადრენოკორტიკალური უკმარისობის ხარისხი და ხანგრძლივობა ვარირებს სხვადასხვა პაციენტებში და დამოკიდებულია დოზებზე, გამოყენების სიხშირეზე, დროზე, აგრეთვე კორტიკოსტეროიდებით თერაპიის ხანგრძლივობაზე. ეს ეფექტი შეიძლება შემცირდეს მაალტერნირებელი თერაპიის გამოყენებისას.
კორტიკოსტეროიდების ერთბაშად მოხსნისას შეიძლება განვითარდეს თირკმელზედა ჯირკვლების მწვავე უკმარისობა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ლეთალური შედეგი.
თირკმელზედა ჯირკვლების უკმარისობა, გამოყენებული პრეპარატის გამოყენებით, შეიძლება შემცირდეს დოზის თანდათან შემცირებით. შედარებითი უკმარისობის ეს ტიპი შეიძლება შენარჩუნდეს რამდენიმე თვე თერაპიის მოხსნის შემდეგ, შედეგად, თუ ამ პერიოდში განვითარდა სტრესული სიტუაციები, ჰორმონული თერაპია უნდა განახლდეს. ვინაიდან შეიძლება დაირღვეს მინერალოკორტიკოიდების სეკრეცია იმავროულად შეყვანილი უნდა იყოს ელექტრლიტები და/ან მინერალოკორტიკოიდები.
იმ პაციენტებისათვის, რომლებსაც უატრდებათ თერაპია კორტიკოსტეროდებით და რომლებიც არიან უჩვეულო სტრესული სიტუაციების ზემოქმედების ქვეშ, ნაჩვენებია სწრაფად მოქმედი კორტიკოსტეროდების დოზების მომატება სტრესული სიტუაციების წინ, დროს და შემდეგ.
გლუკოკორტიკოდების ერთბაშად შეწყვეტის შემდეგ შეიძლება განვითარდეს სტეროიდების მოხსნის სინდრომი, რომელიც ერთი შეხედვით დაკავშირებული არ არის თირკმელზედა ქერქის უკმარისობასთან. ასეთი სინდრომის სიმპტომებია: ანორექსია, გულისრევა, ღებინება, ლეთარგია, თავის ტკივილი, სხეულის ტემპერატურის მომატება, ტკივილი სახსრებში, დესკვამაცია, მიალგია, სხეულის მასის მომატება და/ან არტერიული ჰიპოტენზია. მიიჩნევა, რომ ეს ეფექტები წარმოადგენს გლუკოკორტიკოიდების კონცენტრაციების უეცარი ცვლილებების, და არა კორტიკოსტეროიდების დაბალი დონეების შედეგს.
ვინაიდან კორტიკოსტეროიდებმა შეიძლება გამოიწვიონ ან გააძლიერონ ქუშინგის სინდრომი, ქუშინგის დაავადების მქონე პაციენტებში თავიდან უნდა იქნას აცილებული მათი გამოყენება.
აღინიშნება კორტიკოსტეროიდების უფრო გამოხატული ზემოქმედება ჰიპოთირეოიდიზმის მქონე პაციენტებში.
პერიოდული თირეოტოქსიკური პარალიჩი (პთპ) შეიძლება განუვითარდეს მეთილპრედნიზოლონით გამოწვეული ჰიპერთირეოზის და ჰიპოკალიემიის მქონე პაციენტებს. პთპ-ს არსებობაზე ეჭვის მიტანა შეიძლება პაციენტებში, რომლებიც იყენებენ მეთილპრედნიზოლონს და გააჩნიათ კუნთების სისუსტის ნიშნები ან სიმპტომები, განსაკუთრებით პაციენტებში ჰიპერთირეოზით. პთპ-ზე ეჭვისას აუცილებელია დაუყოვნებლივ დაიწყოს სისხლში კალიუმის დონის კონტროლი და ჩატარდეს შესაბამისი თერაპია სისხლში კალიუმის ნორმალური დონის აღდგენის უზრუნველსაყოფად.
მეტაბოლიზმი და კვება
კორტიკოსტეროიდებმა, მათ შორის მეთილპრედნიზოლონმა, შეიძლება გაზარდონ გლუკოზის შემცველობა სისხლში, გააუარესონ შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტების მდგომარება და განაპირობონ წინასწარ განწყობა შაქრიანი დიაბეტის მიმართ იმ პაციენტებში, რომლებიც ხანგრძლივად იღებენ კორტიკოსტეროიდებს.
ფსიქიკური აშლილობები
კორტიკოსტეროიდების გამოყენებისას შეიძლება აღინიშნოს სხვადასხვა ფსიქიკური აშლილობები: ეიფორია, უძილობა, ხასიათის ცვლილება, პიროვნულობის ცვლილებება, მძიმე დეპრერსია ფსიქოტური მანიფესტაციებით. გარდა ამისა, კორტიკოსტეროიდების გამოყენების ფონზე შეიძლება გაძლიერდეს უკვე არსებული ემოციონალური არასტაბილურობა და მიდრეკილება ფსიქოტური რეაქციებისადმი.
სისტემური კორტიკოსტეროიდების გამოყნებისას შეიძლება განვითარდეს პოტენციურად მძიმე ფსიქიკური აშლილობები (იხ. პუნქტი „გვერდითი რეაქციები“). სიმპტომები, როგორც წესი, ვითარდება რამდენიმე დღეში ან კვირაში თერაპიის დაწყების მომენტიდან. რეაქციების უმეტესობა გადის დოზების შემცირების ან პრეპარატის მოხსნის შემდეგ, თუმცა შეიძლება საჭირო გახდეს სპეციალური მკურნალობის დანიშვნა. აღინიშნა რეაქციები ფსიქიკის მხრივ კორტიკოსტეროიდების მოხსნისას; მათი სიხშირე უცნობია. პაციენტებს/პირებს, რომლებიც მათ უვლიან, უნდა მიეცეთ რეკომენდაცია, მიმართონ ექიმს, თუ პაციენტს უვითარდება ნებისმიერი დარღვევა ფსიქიკის მხრივ, განსაკუთრებით, თუ არსებობს ეჭვი, რომ პაციენტი იმყოფება დეპრესიულ განწყობაზე ან აქვს სუიციდური აზრები. პაციენტებმა/პირებმა, რომლებიც მათ უვლიან, უნდა გამოიჩინონ სიფრთხილე ფსიქიკური აშლილობების მიმართ, რომლებიც შეიძლება განვითარდეს სისტემური სტეროიდების გამოყენებისას ან მათი დოზების თანადათან შემცირების ან მოხსნის შემდეგ.
კორტიკოსტეროიდების გამოყენებისას გათვალისწინებული უნდა იყოს პაციენტის მდგომარეობა, განსაკუთრებით, თუ პაციენტს ან მის ახლო ნათესავებს აქვთ სერიოზული ფსიქიკური აშლილობები (მაგალითად, დეპრესია, ბიპოლარული აშლილობა ან გადატანილი ფსიქოზი, გამოწვეული კორტიკოსტეროიდების გამოყენებით).
თუ სტეროიდულ თერაპიაზე მყოფი პაციენტი ექვემდებარება უჩვეულო სტრესული ფაქტორის ზემოქმედებას, აუცილებელია სწრაფად მოქმედი სტეროიდების დოზის მომატება სტრესული სიტუაციის წინ, დროს და შემდეგ.
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ
კრუნჩხვების, აგრეთვე მიასთენია გრავის მქონე პაციენტებში კორტიკოსტეროიდები სიფრთხილით გამოიყენება.
არსებობს ცნობები ეპიდურული ლიპომატოზის განვითარების შესახებ იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ კორტიკოსტეროიდებს, როგორც წესი, მაღალი დოზებით ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში.
დარღვევები მხედველობის ორგანოების მხრივ
მარტივი ჰერპესით გამოწვეული თვალების დაზიანებისას, კორტიკოსტეროიდები სიფრთხილით გამოიყენება, ვინაიდან ამასთან შეიძლება განვითარდეს რქოვანას პერფორაცია. ასევე მნიშვნელოვანია გლაუკომის ან საოჯახო ანამნეზში გლაუკომის ქმონე პაციენტებზე დაკვირვება.
არსებობს ცნობები მხედველობის დარღვევის შეახებ სისტემური კორტიკოსტეროიდების ან ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების გამოყენებისას.
თუ პაციენტს უვითარდება მხედველობის დაბინდვა ან მხედველობის სხვა დარღვევები, პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმ-ოფთალმოლოგს შესაძლო მიზეზების შესაფასებლად. მიზეზები შეიძლება იყოს კატარაქტა, გლაუკომა ან ისეთი იშვიათი დაავადებები, როგორიცაა ცენტრალური სეროზული ქორიორეტინოპათია, რის შესახებაც ცნობილი გახდა სისტემური კორტიკოსტეროიდების ან ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების გამოყენების შემდეგ.
კორტიკოსტეროიდების ხანგრძლივად გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს უკანა სუბკაფსულარული კატარაქტა და ბირთვული კატარაქტა (განსაკუთრებით ბავშვებში), ეგზოფთალმი ან მომატებული თვალისშიდა წნევა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გლაუკომა მხედველობის ნერვის შესაძლო დაზიანებით. კორტიკოსტეროიდების მიმღებ პაციენტებში მატულობს სოკოებით და ვირუსებით გამოწვეული თვალის მეორადი ინფექციების განვითარების ალბათობა.
კორტიკოსტეროიდების გამოყენება დაკავშირებული იყო ცენტრალური სეროზული ქორიორეტინოპათიის განვითარებასთან, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ბადურის აშრევება.
დარღვევები გულის მხრივ
გლუკოკორტიკოიდების გამოყენებასთან დაკავშირებულმა გვერდითმა ეფექტებმა, გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ, როგორიცაა დისლიპიდემია და არტერიული ჰიპერტენზია, გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ გართულებების რისკის ფაქტორების მქონე პაციენტებში შეიძლება გამოიწვიოს დამატებითი გულ-სისხლძრღვოვანი ეფექტები, გლუკოკორტიკოიდების მაღალი დოზებით და ხანგრძლივი კურსებით გამოყენებისას. ამასთან დაკავშირებით, კორტიკოსტეროიდები გონივრულად უნდა იქნას გამოყენებული ასეთ პაციენტებში, აგრეთვე გათვალისწინებული უნდა იყოს რისკის ფაქტორების მოდიფიკაცია და აუცილებლობისას გულის მუშაობის დამატებითი მონიტორინგი. კორტიკოსტეროიდების დაბალი დოზების გამოყენებამ და დანიშვნამ დღეგამოშვებით შეიძლება შეამციროს გართულებების განვითარების რისკი.
გულის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში სისტემური კორტიკოსტეროიდები სიფრთხილით გამოიყენება და მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობისას. აგრეთვე აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა სამკურნალო საშუალების დანიშვნისას იმ პაციენტებში, რომლებმაც ცოტა ხნის წინ გადაიტანეს მიოკარდიუმის ინფარქტი (მიღებულია ცნობები მიოკარდიუმის პერფორაციის სესახებ).
დარღვევები სისხლძარღვების მხრივ
არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში კორტიკოსტეროიდები სიფრთხილით გამოიყენება.
ასევე სიფრთხილის გამოჩენა არის საჭირო პრეპარატის დანიშვნისას იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ გულის დაავადების სამკურნალო პრეპარატებს, როგორიცაა დიგოქსინი, რადგან კორტიკოსტეროიდებმა შეიძლება გამოიწვიონ ელექტროლიტური დარღვევები/ჰიპოკალიემია.
ცნობილია თრომბოზის შემთხვევების, მათ შორის ვენური თრომბოემბოლიის შესახებ კორტიკოსტეროიდების გამოყენებისას. ამიტომ აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა კორტიკოსტეროიდების დანიშვნისას იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ თრომბოემბოლიური აშლილობები.
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ
არ არსებობს საერთო აზრი იმის თაობაზე, რომ ზუსტად კორტიკოსტეროიდები იწვევენ კუჭის წყლულოვანი დაავადების განვითარებას თერაპიის მიმდინარეობისას. თუმცა, გლუკოკორტიკოიდულმა თერაპიამ შეიძლება შენიღბოს პეპტიკური წყლულის სიმპტომები, ამიტომ შეიძლება განვითარდეს პერფორაციები ან სისხლდენები გამოხატული ტკივილის სინდრომის გარეშე.
არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან კომბინაციაში გამოყენებისას მატულობს კუჭ-ნაწლავური წყლულების განვითარების რისკი.
კორტიკოსტეროიდები სიფრთხილით ინიშნება არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტის დროს, თუ არსებობს პერფორაციის, აბსცესის წარმოქმნის ან სხვა ჩირქოვანი ინფექციის რისკი; დივერტიკულიტის დროს; ცოტა ხნის წინ დადებული ნაწლავური ანასტომოზების შემთხვევაში აქტიური ან ლატენტური პეპტიკური წყლულის დროს.
კორტიკოსტეროიდების მაღალმა დოზებმა შეიძლება გამოიწვიოს მწვავე პანკრეატიტის განვითარება.
ჰეპატობილიარული სისტემა
ცნობილია ჰეპატობილიარული დარღვევების შესახებ, რომლებიც იყო შექცევადი პრეპარატის მოხსნის შემდეგ. ამასთან დაკავშირებით უნდა ჩატარდეს შესაბამისი მონიტორინგი.
აღინიშნება კორტიკოსტეროიდების ეფექტის გაძლიერება ღვიძლის ციროზით დაავადებულებში.
დარღვევები საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის მხრივ
ცნობილია მწვავე მიოპათიის შემთხვევების შესახებ კორტიკოსტეროიდების მაღალი დოზების გამოყენებისას, რომლებიც უფრო ხშირად ვლინდებოდა ნეიროკუნთოვანი გადაცემის დარღვევების (მაგალითად მიასთენია გრავის) მქონე პაციენტებში ან იმ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ თერაპიას ანტიქოლინერგიული საშუალებებით, როგორიცაა ნერვ-კუნთოვანი გადაცემის მაბლოკირებელი საშუალებები (მაგალითად, პანკურონია). ეს არის მწვავე მიოპათია - გენერალიზებული, შეიძლება დააზიანოს თვალების კუნთები და სასუნთქი კუნთები და გამოიწვიოს კვადრიპარეზი. შეიძლება გაიზარდოს კრეატინკინაზას დონე. კლინიკური მდგომარეობის გაუმჯობესებამდე ან გამოჯანმრთელებამდე კორტიკოსტეროიდების გამოყენების შეწყვეტის შემდეგ შეიძლება გავიდეს რამდენიმე კვირიდან რამდენიმე წლამდე პერიოდი.
ოსტეოპოროზი არის გავრცელებული (მაგრამ იშვიათად დიაგნოსტირებული) გვერდითი ეფექტი, ასოცირებული გლუკოკორტიკოიდების მაღალი დოზების ხანგრძლივად გამოყენებასთან.
თირკმელები და შარდგამომყოფი სისტემა
სკლეროდერმული თირკმლის კრიზი.
სისტემური სკლეროდერმიის მქონე პაციენტებში მეთილპრედნიზოლონის მიღებისას აუცილებელია სიფრთხილის დაცვა, არტერიული ჰიპერტენზიით და შემცირებული დიურეზით სკლეროდერმული თირკმლის კრიზის (შესასძლოა ლეთალური გამოსავლით) განვითარების შემთხვევების სიხშირის გაზრდის შედეგად. აუცილებელია არტერიული წნევის და თირკმელების ფუნქციის (სისხლის პლაზმაში კრეატინინის კონცენტრაციის) კონტროლი დადგენილი წესით. თირკმლის კრიზზე ეჭვის არსებობისას აუცილებელია არტერიული წნევის უფრო მკაცრი კონტროლი.
კორტიკოსტეროიდები სიფრთხილით გამოიყენება თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში.
კვლევების შედეგები
ჰიდროკორტიზონის ან კორტიზონის გამოყენებისას საშუალო და მაღალი დოზებით შეიძლება აღინიშნოს არტერიული წნევის მომატება, მარილებისა და წყლის შეკავება, კალიუმის ექსკრეციის გაზრდა. ეს ეფექტები უფრო იშვიათად აღინიშნება ამ პრეპარატების სინთეზური წარმოებულების გამოყენებისას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც გამოიყენება მაღალი დოზები. რეკომენდებულია დიეტის დაცვა მარილის შეზღუდული მოხმარებით და კალიუმის საკვები დანამატების მიღება. ყველა კორტიკოსტეროიდი ზრდის კალციუმის ექსკრეციას.
ტრავმები
არ შეიძლება სისტემური კორტიკოსტეროიდების მაღალი დოზებით გამოყენება თავის ტვინის ტრავმული დაზიანებების მქონე პაციენტების მკურნალობისას.
სხვა
პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას (მონოჰიდრატის სახით), ამიტომ იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ გალაქტოზას აუტანლობის, ლაქტაზას სრული უკმარისობის ან გლუკოზა-გალაქტოზას იშვიათი მემკვიდრეობითი მდგომარეობები, არ შეიძლება ამ სამკურნალო საშუალების გამოყენება.
ხანდაზმული ასაკის პაციენტების ხანგრძლივი მკურნალობა უნდა ჩატარდეს სიფრთხილით, რადგან ხანდაზმულ ადამიანებში უფრო ხშირია გვერდითი ეფექტები, რომლებიც შეიძლება განვითარდეს გლუკოკორტიკოიდების მიღებისას, მაგალითად ოსტეოპოროზი და სითხის შეკავება ორგანიზმში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის მომატება.
ფტორქინოლონების და გლუკოკორტიკოიდების ერთდროული გამოყენება ზრდის მყესების დაზიანების რისკს, განსაკუთრებით ხანდაზმული ასაკის პაციენტებში.
რადგან გართულებების განვითარება გლუკოკორტიკოიდებით მკურნალობისას დამოკიდებულია პრეპარატის დოზაზე და თერაპიის ხანგრძლივობაზე, თითოეულ შემთხვევაში უნდა ჩატარდეს პრეპარატის გამოყენების სარგებლისა და პოტენციური რისკის შეფარდების შეფასება როგორც დოზების და მკურნალობის ხანგრძლივობის, ისე გამოყენების რეჟიმის - ყოველდღიური თუ წყვეტილი კურსით განსაზღვრისას.
კორტიკოსტეროიდებით მკურნალობის ჩატარებისას უნდა დაინიშნოს მინიმალური დოზა, რომელიც უზრუნველყოფს საკმარის თერაპიულ ეფექტს, და როდესაც შესაძლებელი ხდება დოზის შემცირება, ის თანდათან უნდა შემცირდეს.
სისტემური კორტიკოსტეროიდების გამოყენების შემდეგ ცნობილია ფეოქრომოციტომური კრიზის განვითარების შემთხვევები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ლეთალური შედეგი. თუ არსებობს ეჭვი ფეოქრომოციტომაზე ან დადგენილია ფეოქრომოციტომა, კორტიკოსტეროიდები უნდა დაინიშნოს რისკისა და სარგებლის შეფარდების შესაბამისი შეფასების შემდეგ.
პოსტმარკეტინგული კვლევების დროს იყო შეტყობინებები სიმსიცნის ლიზისის სინდრომის (სლს) შესახებ პაციენტებში ავთვისებიანი ახალწარმონაქმნებით, ჰემატოლოგიური ავთვისებიანი ახალწარმონაქმნების და მყარი სიმსივნეების ჩათვლით, სისტემური კორტიკოსტეროიდების ცალკე ან სხვა ქიმიოთერაპიულ საშუალებებთან კომბინაციაში გამოყენების შემდეგ. აუცილებელია ყურადღების მიქცევა სლს-ს წარმოქმნის მაღალი რისკის პაციენტების მდგომარეობისთვის, როგორებიც არიან პაციენტები პროლიფერაციის მაღალი სისწრაფის სიმსივნეებით, დიდი სიმსივნური დატვირთვით და ციტოსტაზური საშუალებების მიმართ მაღალი მგრძნობელობით, და სიფრთხილის სესაბამისი ზომების დაცვა.
გამოყენება ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში
ორსულ და მეძუძურ ან ქალებში, რომლებიც გეგმავენ დაირსულებას, კორტიკოსტეროიდების დანიშვნისას კარგად უნდა შეფასდეს დედისთვის პრეპარატის გამოყენების რისკის და ნაყოფისთვის/ბავშვისთვის პოტენციური რისკის შეფარდება.
ორსულობა
ორსული ცხოველებისთვის კორტიკოსტეროიდების შეყვანამ შეიძლება გამოიწვიოს საშვილოსნოშიდა განვითარების ანომალიები, მგლის ხახის, საშვილოსნოშიდა განვითარების შეფერხების ჩათვლით და ზეგავლენა მოახდინოს ტვინის ზრდასა და განვითარებაზე.
რადგან არ არსებობს შესაფერისი დამადასტურებელი მონაცემები კორტიკოსტეროიდების საუფრთხოების შესაებ ორსულ ქალებში გამოყენებისას, ეს პრეპარატები ორსულობის დროს უნდა დაინიშნოს მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობისას.
ზოგიერთი კორტიკოსტეროიდი ადვილად აღწევს პლაცენტის ბარიერში. ერთ რეტროსპექტიულ კვლევაში დედებში, რომლებიც იღებენ კორტიკოსტეროიდებს, აღინიშნა ახალშობილთა დაბალი წონის შემთხვევების სიხშირის მატება. მიუხედავად იმისა, რომ თირკმელზედა ჯირკვლების უკმარისობა ახალშობილებში, რომლებიც დაექვემდებარენ კორტიკოსტეროიდების საშვილოსნოშიდა ზემოქმედებას, აღინიშნება იშვიათად, იმ დედების ახალშობილები, რომლებიც ორსულობის დროს იღებდნენ კორტიკოსტეროიდების საკმარისად მაღალ დოზებს, უნდა იმყოფებოდნენ მკაცრი დაკვირვების ქვეშ თირკმელზედა ჯირკვლების უკმარისობის ნიშნების დროულად გამოსავლენად.
კორტიკოსტეროიდების ზემოქმედება მშობიარობის მიმდინარეობასა და შედეგებზე უცნობია.
ახალშობილებში, რომელთა დედებსაც ორსულობის პერიოდში უტარდებოდათ ხანგრძლივი მკურნალობა კორტიკოსტეროიდებით აღინიშნებოდა კატარაქტის განვითარების შემთხვევები.
ლაქტაციის პერიოდი
კორტიკოსტეროიდები გამოიყოფა დედის რძეში. დედის რძით გამოყოფილმა კორტიკოსტეროიდებმა შეიძლება დათრგუნონ ზრდა და გავლენა მოახდინონ გლუკოკორტიკოიდების ენდოგენურ პროდუცირებაზე იმ ჩვილებში, რომლებიც იმყოფებიან ძუძუთი კვებაზე. რადგან ჩატარებული არ არის ადამიანებში რეპროდუქციულ სისტემაზე კორტიკოსტეროიდების ზემოქმედების შესაფერისი კვლევები, იმ დედებმა, რომლებიც ძუძუთი კვებავენ ბავშვებს, ეს სამკურნალო საშუალება უნდა მიიღონ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც გამოყენების სარგებელი აღემატება ჩვილისათვის პოტენციურ რისკს.
ორსულ და მეძუძურ ქალებში ან იმ ქალებში, რომლებიც გეგმავენ ორსულობას კორტიკოსტეროიდების დანიშვნისას, გულდასმით უდა შეფასდეს დედისათვის პრეპარატის გამოყენების სარგებლისა და ნაყოფის/ბავშვისთვის პოტენციური რისკის შეფარდება.
ფერტილობა
ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენეს, რომ კორტიკოსტეროიდები აუარესებენ ფერტილობას.
ავტოტრანსპორტის ან სხვა მექანიზმების მართვისას რეაქციების სისწრაფეზე ზემოქმედების უნარი.
კორტიკოსტეროიდების ზემოქმედება ავტოტრანსპორტის ან სხვა მექანიზმების მართვისას რეაქციების სისწრაფეზე სისტემატიურად შეფასებული არ ყოფილა. კორტიკოსტეროიდებით მკურნალობის დროს შეიძლება განვითარდეს ისეთი გვერდითი ეფექტები, როგორიცაა თავბრუსხვევა, ვერტიგო, მხედველობის დარღვევა, დაღლილობა. ასეთ შემთხვევაში, არ შეიძლება ავტოტრანსპორტის ან სხვა მექანიზმების მართვა.
გამოყენების წესი და დოზები
საწყისი დოზა მოზრდილებისთვის შეიძლება იყოს 4 მგ-დან 48 მგ-მდე მეთილპრედნიზოლონი დღე-ღამეში, დაავადების ხასიათის მიხედვით. უფრო ნაკლებად მძიმე დაავადებებისას, როგორც წესი, საკმარისია უფრო დაბალი დოზებიც, თუმცა ცალკეულ პაციენტებში შეიძლება საჭირო გახდეს უფრო მაღალი საწყისი დოზები. მაღალი დოზები შეიძლება გამოყენებული იყოს ისეთი დაავადებებისას და მდგომარეობებისას, როგორიცაა გაფანტული სკლეროზი (200 მგ/დღე-ღამეში), ტვინის შეშუპება (200-1000 მგ/დღე-ღამეში) და ორგანოების ტრანსპლანტაცია (7 მგ-მდე კგ-ზე დღე-ღამეში).
თუ თერაპიის შედეგად მიღწეულია დამაკმაყოფილებელი ეფექტი, პაციენტისთვის უნდა შეირჩეს ინდივიდუალური შემანარჩუნებელი დოზა საწყისი დოზის თანდათან შემცირებით დროის განსაზღვრული ინტერვალებით იმ დრომდე, ვიდრე არ დადგინდება ყველაზე დაბალი დოზა, რომლითაც შესაძლებელი იქნება მიღწეული კლინიკური ეფექტის შენარჩუნება. აუცილებელია პრეპარატის დოზირების მუდმივი კონტროლი. შეიძლება განვითარდეს ისეთი სიტუაციები, როდესაც საჭირო გახდება დოზის კორექცია; ასეთი სიტუაციები შეიძლება იყოს კლინიკური მდგომარეობის ცვლილება, რემისიით ან დაავადების გამწვავებით განპირობებული, პაციენტის ინდივიდუალური რეაქცია პრეპარატზე აგრეთვე, პაციენტზე სტრესული სიატუაციების ზემოქმედება, რომლებიც პირდაპირ დაკავშირებული არ არის ძირითად დაავადებასთან, რომლისკენაც მიმართულია თერაპია; ამ უკანასკნელ შემთხვევაში, შეიძლება განვითარდეს პრეპარატის დოზის გაზრდის აუცილებლობა დროის განსაზღვრულ პერიოდში, რაც დამოკიდებულია პაციენტის მდგომარეობაზე. საჭირო დოზა შეიძლება ვარირებდეს და უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად, დაავადების ხასიათისა და თერაპიაზე პაციენტის რეაქციის მიხედვით.
პრეპარატის დოზა უნდა იყოს ინდივიდუალური და ეფუძნებოდეს დაავადების მიმდინარეობისა და კლინიკური ეფექტის შეფასებას.
პრეპარატის მოხსნა ერთბაშად არ შეიძლება - ეს თანდათან უნდა მოხდეს.
ალტერნირებული თერაპია
ალტერნირებული თერაპია - ეს არის კორტიკოსტეროიდების დოზირების ისეთი რეჟიმი, რომლის დროსაც კორტიკოსტეროიდის გაორმაგებული სადღეღამისო დოზა ინიშნება დღეგამოშვებით, დილით. ასეთი სახის თერაპიის მიზანი არის პაციენტში, რომელიც საჭიროებს ხანგრძლივ თერაპიას, მაქსიმალური კლინიკური ეფექტის მიღწევა და ამასთან ზოგიერთი არასასურველი ეფექტის მინიმუმამდე დაყვანა, როგორიცაა ჰიპოფიზარულ-თირკმელზედა სისტემის დათრგუნვა, ქუშინგის სინდრომი, კორტიკოსტეროიდების მოხსნის სინდრომი და ბავშვებში ზდის შეფერხება.
ბავშვები.
სამკურნალო საშუალება გამოიყენება პედიატრიულ პრაქტიკაში.
აუცილებელია დაკვირვება ბავშვების განვითარებისა და ზრდის თავისებურებებზე, მათ შორის, ჩვულების, კორტიკოსტეროიდებით ხანგრძლივი თერაპიის გამოყენებისას.
ბავშვებში, რომლებიც ყოველდღიურად იღებენ გლუკოკორტიკოიდებს ხანგრძლივი დროის განმავლობაში დღეში რამდენიმეჯერ, შეიძლება აღინიშნოს ზრდის შეფერხება. ამიტომ, დოზირების ამგვარი რეჟიმი გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ სერიოზული ჩვენებებისას. ალტერნირებული თერაპიის გამოყენება, როგორც წესი, საშუალებას იძლევა, რომ თავიდან იქნას აცილებული ან მინიმუმამდე იქნას დაყვანილი ეს გვერდითი ეფექტი (იხ. პუნქტი „გამოყენების წესი და დოზები. ალტერნირებული თერაპია“).
ჩვილები და ბავშვები, რომლებიც გადიან ხანგრძლივ თერაპიას კორტიკოსტეროიდებით, იმყოფებიან ქალასშიდა წნევის მომატების განსაკუთრებული რისკის ქვეშ.
კორტიკოსტეროიდების მაღალმა დოზებმა შეიძლება გამოიწვიონ პანკრეატიტი ბავშვებში.
ჰიპერტროფიკური კარდიომიოპათია შეიძლება განვითარდეს დღენაკლულ ბავშვებში მეთილპრედნიზოლონის შეყვანის შემდეგ, ამიტომ უნდა ჩატარდეს გულის შესაბამისი დიაგნოსტიკური შეფასება და ფუნქციის და სტრუქტურის მონიტორინგი.
ჭარბი დოზირება
კორტიკოსტეროიდების მწვავე ზედოზირების კლინიკური სინდრომი რეგისტრირებული არ არის. ცნობები კორტიკოსტეროიდებით ჭარბი დოზირების შემდეგ მწვავე ტოქსიკურობის და/ან სიკვდილის შესახებ იშვიათია. ჭარბი დოზის მიღებისას სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს; ტარდება შემანარჩუნებელი და სიმპტომატური მკურნალობა. მეთილპრედნიზოლონი გამოიდევნება დიალიზის დროს.
გვერდითი რეაქციები.
გვერდითუ რეაქციების გავითარების სიხშირე კლასიფიცირებულია შემდეგნაირად: ძალიან ხშირად (>1/10); ხშირად (>1/100, <1/10); არახშირად (>1/1000, <1/100); იშვიათად (>1/10000, <1/1000); ძალიან იშვიათად (<1/10000); უცნობია (სიხშირის განსაზღვრა შეუძლებელია არსებული მონაცემებით).
კეთილთვისებიანი, ავთვისებიანი და გაურკვეველი წარმონაქმნები (კისტებისა და პოლიპების ჩათვლით.
უცნობია: სიმსივნის ლიზისის სინდრომი, კაპოშის სარკომა.
ინფექციები და ინვაზიები.
ხშირად: ინფექციები.
უცნობია: ოპორტუნისტული ინფექციები.
დარღვევები იმუნური სისტემის მხრი.
უცნობია: მომატებული მგრძნობელობა სამკურნალო საშუალებაზე (ანაფილაქსური და მსგავსი რეაქციების ჩათვლით, კერძოდ, ცირკულაციური შოკი, გულის გაჩერება, ბრონქოსპაზმი).
დარღვევები სისხლისა და ლიმფატური სისტემის მხრივ.
უცნობია: ლეიკოციტოზი.
დარღვევები ენდოკრინული სისტემის მხრივ.
ხშირად: ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონის და კორტიზოლის ენდოგენური სეკრეციის ინჰიბირება (ხანგრძლივი გამოყენებისას), ქუშინგის სინდრომი.
უცნობია:
ჰიპოპიტუიტარიზმი, სტეროიდების მოხსნის სინდრომი.
მეტაბოლური და ალიმენტარული დარღვევები.
ხშირად: ნატრიუმის შეკავება, სითხის შეკავება ორგანიზმში.
უცნობია: მეტაბოლური აციდოზი, ჰიპოკალიემიური ალკალოზი, დისლიპიდემია, გლუკოზის ამტანობის დარღვევა, ინსულინის (ან შაქრიანი დიაბეტის დროს პერორალური ანტიდიაბეტური საშუალებების) საჭიროების მომატება, ლიპომატოზი, მადის მომატება (რამაც შეიძლება გამოიწვიოს სხეულის მასის მომატება), ეპიდურული ლიპომატოზი, სისხლში შარდოვანას კონცენტრაციების მომატება, აზოტის უარყოფითი ბალანსი (ცილების კატაბოლიზმის გამო).
ფსიქიკური დარღვევები.
ხშირად: განწყობის მოშლა, ეიფორიის მდგომარეობა.
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ.
უცნობია: ქალასშიდა წნევის მომატება [მხედველობის ნერვის დისკის შეშუპებით (კეთილთვისებიანი ქალასშიდა ჰიპერტენზია)], კრუნჩხვები, ამნეზია, კოგნიტური დარღვევები, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი.
დარღვევები სმენის და ვესტიბულური აპარატის ორგანოების მხრივ.
უცნობია: ვერტიგო.
დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრივ.
ხშირად: კატარაქტა.
უცნობია: გლაუკომა, ეგზოფთალმი, სკლერას და რქოვანას გათხელება, ქორიორეტინოპათია, მხედველობის დაბინდვა.
დარღვევები გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ.
ხშირად: არტერიული ჰიპერტენზია.
უცნობია: არტერიული ჰიპოტენზია, არტერიული ემბოლია, თრომბოზული მოვლენები. გულის შეგუბებითი უკმარისობა (მისი განვითარების მიმართ მიდრეკილ პაციენტებში), გულის არითმიები, მიოკარდიუმის გახლეჩა მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ.
დარღვევები სუნთქვის სისტემის, გულმკერდის ორგანოებისა და შუასაყარის მხრივ.
უცნბია: ფილტვის ემბოლია, სლოკინი.
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ.
ხშირად: პეპტიკური წყლული (შესაძლოა პერფორაციით და სისხლდენებით).
უცნობია: კუჭიდან სისხლდენა, ნაწლავების პერფორაცია, პანკრეატიტი, პერიტონიტი, წყლულოვანი ეზოფაგიტი, ეზოფაგიტი, მუცლის შებერილობა, მუცლის ტკივილი, დიარეა, დისპეფსია, გულისრევა.
დარღვევები ჰეპატობილიარული სისტემის მხრივ.
უცნობია: ღვიძლის ფერმენტების მომატება.
დარღვევები კანისა და კანქვეშა უჯრედისის მხრივ.
ხშირად: პერიფერიული შეშუპებები, სისხლნაჟღენთები, კანის ატროფია, აკნე.
უცნობია: ანგიონევროზული შეშუპება, ჰირსუტიზმი, პეტექია, ტელეანგიექტაზია, კანის სტრიები, კანის ჰიპო- და ჰიპერპიგმენტაცია, გამონაყარი, ერითემა, ჰიპერჰიდროზი, ქავილი, ჭინჭრის ციება.
დარღვევები ჩონჩხ-კუნთოვანი სისტემისა და შემაერთებელი ქსოვილების მხრივ.
ხშირად: ზრდის შეფერხება (ბავშვებში), კუნთების სისუსტე, ოსტეოპოროზი.
უცნობია: ოსტეონეკროზი, პათოლოგიური მოტეხილობები, კუნთების ატროფია, ნეიროპათიური ართროპათია, ართრალგია, მიალგია.
დარღვევები თირკმელებისა და შარდგამომყოფი გზების მხრივ.
უცნობია: სკლეროდერმული თირკმლის კრიზი*.
რეპროდუქციული სისტემისა და სარძევე ჯირკვლების ფუნქციის დარღვევები.
უცნობია: არარეგულარული მენსტრუაციები.
ზოგადი დარღვევები.
ხშირად: ჭრილობების შეხორცების დარღვევა.
უცნობია: დაღლილობა, ზოგადი სისუსტე.
კვლევები.
ხშირად: სისხლში კალიუმის დონის შემცირება.
უცნობია: ღვიძლის ფერმენტების ალანინამინოტრანსამინაზების, ასპარტატამინოტრანსამინაზების დონეების მომატება და ტუტე ფოსფატაზას დონის მომატება სისხლში, თვალისშიდა წნევის მომატება, ნახშირწყლების ტოლერანტობის შემცირება, შარდში კალციუმის დონის მომატება, რეაქციების დათრგუნვა კანზე ტესტების ჩატარებისას.
დაზიანებები.
უცნობია: მყესების გაწყვეტა (კერძოდ, აქილევსის მყესის), ხერხემლის კომპრესიული მოტეხილობა.
- სკლეროდერმული თირკმლის კრიზის განვითარება ვარირებს სხვადასხვა პოპულაციებში. ყველაზე მაღალი რისკი აღინიშნება დიფუზური სკლეროდერმიის მქონე პაციენტებში. ყველაზე დაბალი რისკი აღინიშნა შეზღუდული სკლეროდერმიის (2%) და იუვენილური სკლეროდერმიის (1%) მქონე პაციენტებში.
ვარგისიანობის ვადა.
5 წელი.
შენახვის პირობები.
ინახება არა უმეტეს 250C-ზე. ინახება ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.
შეფუთვა.
30 ტაბლეტი ფლაკონში; 1 ფლაკონი მუყაოს კოლოფში.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი -II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
მწარმოებელი
ორიონ კორპორეიშნ/Orion Corporation.
მწარმოებლის ადგილსამყოფელი და საქმიანობის ადგილის მისამართი.
ორიონინტიე 1, 02200 ესპოო, ფინეთი/Orionintie 1, 02200 Espoo, Finland.
მწარმოებელი.
ორიონ კორპორეიშნ/Orion Corporation.
მწარმოებლის ადგილსამყოფელი და საქმიანობის ადგილის მისამართი.
ჯოენსუუნკატუ 7, 24100 სალო, ფინეთი/Joensuunkatu 7, 24100 Salo, Finland.
ბოლო გადახედვის თარიღი 03.12.2024
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


