პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
კორტიკოსტეროიდები სისტემური გამოყენებისთვის

პროვისტი

Provist®

რეცეპტით16მგინსტრუქცია ქართულადსაბერძნეთი
რისთვის გამოიყენება

პროვისტი® შეიცავს მეთილპრედნიზოლონს. მეთილპრედნიზოლონი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომელსაც ეწოდება სტეროიდები. მათი სრული დასახლება არის კორტიკოსტეროიდები. კორტიკოსტეროიდები ბუნებრივად წარმოიქმნება თქვენს ორგანიზმში და მნიშვნელოვანია სხეულის მრავალი ფუნქციისთვის. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
მეთილპრედნიზოლონი (methylprednisolone)
ფორმა და შეფუთვა
16მგ ტაბლეტი №14
მწარმოებელი
UNI-PHARMA KLEON TSETIS PHARMACEUTICAL LABORATORIES S.A., საბერძნეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
კორტიკოსტეროიდები სისტემური გამოყენებისთვის, გლუკოკორტიკოიდები
ATC კოდი
H02AB04
რეგისტრაციის ნომერი
რ-038455
რეგისტრირებულია
26 ივნისი 2023, მოქმედებს 26 ივნისი 2028-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
შპს „რიჩ გრუპ"
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებაპროვისტი და სხვა წამალი ერთად

პროვისტი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

პროვისტი® შეიცავს მეთილპრედნიზოლონს. მეთილპრედნიზოლონი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომელსაც ეწოდება სტეროიდები. მათი სრული დასახლება არის კორტიკოსტეროიდები. კორტიკოსტეროიდები ბუნებრივად წარმოიქმნება თქვენს ორგანიზმში და მნიშვნელოვანია სხეულის მრავალი ფუნქციისთვის.

კორტიკოსტეროიდები ფართოდ გამოიყენება სამკურნალოდ მათი ანთების საწინააღმდეგო და მინერალოკორტიკოიდული ეფექტისთვის. კერძოდ, პროვისტი® ნაჩვენებია სხვადასხვა პათოლოგიური მდგომარეობის სამკურნალოდ, რომლებიც შეიძლება დაკავშირებული იყოს შედეგთან:

ენდოკრინული დარღვევები,

რევმატული და კოლაგენური დაავადებები,

კანის დაავადებები,

ალერგიული მოვლენები,

ოფთალმოლოგიური დაავადებები,

რესპირატორული დაავადებები,

ჰემატოლოგიური დარღვევები,

სიმსივნური დაავადებები,

შეშუპებითი მოვლენები,

კუჭ-ნაწლავის დაავადებები,

ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებები,

ტუბერკულოზური მენინგიტი (სუბარაქნოიდული ბლოკადა ან მოსალოდნელი ბლოკადა შესაბამის ანტიტურბეკულოზურ ქიმიოთერაპიასთან ერთად გამოყენებისას),

ტრიქინოზი (ნევროლოგიური და მიოკარდიუმის ჩართულობით).

მიღების წესი და დოზირება

ეს პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ ზუსტად ისე, როგორც თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა გითხრათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

დოზა ინდივიდუალურად შეირჩევა პაციენტის მდგომარეობის სიმძიმის, ფიზიკური მდგომარეობისა და ასაკის მიხედვით.

ტაბლეტები შეიძლება დაიყოს ოთხ თანაბარ დოზად.

დღის ალტერნატიული თერაპია (ADT).

ADT არის კორტიკოსტეროიდების დოზირების რეჟიმი, რომლის დროსაც კორტიკოსტეროიდის ორჯერ ჩვეულებრივი დღიური დოზა ინიშნება ყოველ მეორე დილით. თერაპიის ამ რეჟიმის მიზანია მიაწოდოს პაციენტს, რომელსაც ესაჭიროება ხანგრძლივი მკურნალობა კორტიკოსტეროიდების სასარგებლო ეფექტებით, ხოლო გარკვეული არასასურველი ეფექტების მინიმუმამდე შემცირება, მათ შორის ჰიპოთალამური ჰიპოფიზურ-თირკმელზედა ჯირკვლის დათრგუნვა, კუშინგოიდური აშლილობა, კორტიკოსტეროიდების მოხსნის სიმპტომები და ბავშვებში ზრდის დათრგუნვა.

თუ გონივრული პერიოდის შემდეგ კლინიკური პასუხი არ არის დამაკმაყოფილებელი, პროვისტი® უნდა შეწყდეს და პაციენტმა უნდა ჩაიტაროს სხვა შესაბამისი თერაპია.

გამოყენება ბავშვებში

კორტიკოსტეროიდების გაყოფილი დოზების ყოველდღიური ხანგრძლივი მიღება იწვევს ბავშვებში ზრდის შეფერხებას და ასეთი რეჟიმის გამოყენება უნდა შემოიფარგლოს ყველაზე სერიოზული ჩვენებით. ეს გვერდითი მოვლენა ჩვეულებრივ თავიდან აცილებულია ან მინიმუმამდეა დაყვანილი, როდესაც კორტიკოსტეროიდები მიიღება ყოველ მეორე დღეს.

თუ თქვენ მიიღეთ მეტი პროვისტი®, ვიდრე საჭიროა

არ უნდა შეწყვიტოთ პროვისტის მიღება უეცრად, დროთა განმავლობაში მისი დოზა თანდათან უნდა შემცირდეს. შესაბამისი ქმედებები უნდა განხორციელდეს გვერდითი ეფექტებით გამოწვეული სიმპტომების აღმოსაფხვრელად.

მეთილპრედნიზოლონის მწვავე დოზის გადაჭარბების კლინიკური სინდრომი არ არსებობს. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში არ არსებობს ანტიდოტი. მკურნალობა სიმპტომური და დამხმარეა. კორტიკოსტეროიდების ჭარბი დოზის გამო მწვავე ტოქსიკურობის და/ან სიკვდილის შესახებ ინფორმაცია იშვიათია. პროვისტი® ჰემოდიალიზდება.

მოწამვლის კონტროლის ცენტრის ტელეფონი: 210 77 93 777.

თუ დაგავიწყდათ პროვისტი®-ს მიღება

თუ გამოტოვებთ დოზას, უნდა მიიღოთ ის რაც შეიძლება მალე.

თუმცა, თუ მოახლოებულია შემდეგი დოზის მიღების დრო, გამოტოვეთ გამოტოვებული დოზა. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

თუ შეწყვეტთ პროვისტი®-ს მიღებას

არ უნდა შეწყვიტოთ პროვისტის მიღება უეცრად, დროთა განმავლობაში მისი დოზა თანდათან უნდა შემცირდეს.

თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენებები

თუ ალერგიული ხართ მეთილპრედნიზოლონის ან ამ პრეპარატის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ (მოცემულია პუნქტში 6).

არ უნდა მიიღოთ მეთილპრედნიზოლონი, თუ გაწუხებთ:

თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, თვალის მარტივი ჰერპესი, გლაუკომა, ოსტეოპოროზი, შაქრიანი დიაბეტი, ფსიქოზი, პროფილაქტიკური ვაქცინაციამდე და მის შემდეგ, კარდიოპათია ან ჰიპერტენზია გულის შეგუბებითი უკმარისობით, სისტემატური მიკოზი, ტუბერკულოზი, მძიმე ნეფროპათია, ინფექციური დაავადებები, სისხლდენისადმი მიდრეკილება.

ცოცხალი ან ცოცხალი შესუსტებული ვაქცინების შეყვანა უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებიც იღებენ კორტიკოსტეროიდების იმუნოსუპრესიულ დოზებს.

სიფრთხილის ზომები

პროვისტ-ის მიღებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ თქვენ იღებთ პროვისტი®-ს, უნდა აცნობოთ ექიმს, რადგან კორტიკოსტეროიდები სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ყველაზე დაბალი ეფექტური დოზით.

თუ თქვენ იღებთ პროვისტი®-ს და ხართ გამოვლენილი უჩვეულო სტრესულ სიტუაციაში, აცნობეთ ექიმს, რადგან დოზა უნდა გაიზარდოს.

თუ გაწუხებთ აქტიური ტუბერკულოზი, პროვისტი® უნდა მიიღოთ მხოლოდ შესაბამის ანტიტუბერკულოზურ თერაპიასთან ერთად და მხოლოდ ფულმინანტური ან მილიარული ტუბერკულოზის შემთხვევაში.

თუ გაწუხებთ ნეირომუსკულური გადაცემის დარღვევები (მაგ. მიასთენია) ან იღებთ ანტიქოლინერგულ საშუალებებს.

პროვისტი®-ს ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თვალისა და მხედველობის პრობლემები. მხედველობის პრობლემების შემთხვევაში, აცნობეთ ექიმს. თუ თქვენ გაქვთ თვალის ჰერპესი და იღებთ პროვისტი®-ს, საჭიროა თქვენი ექიმის ხშირი მონიტორინგი. თქვენ უნდა აცნობოთ ექიმს თქვენს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ნებისმიერი უჩვეულო სიმპტომის შესახებ, რომელიც გამოვლინდება პროვისტი®-თ მკურნალობის დროს, რადგან შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის კორექცია (შემცირება).

პროვისტი®-ს მიღებისას თქვენი ორგანიზმის წინააღმდეგობა ინფექციების მიმართ მცირდება. ისეთი დაავადებები, როგორიცაა ჩუტყვავილა და წითელა, შეიძლება საშიში იყოს. დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ ზემოაღნიშნული დაავადებები გაქვთ.

კორტიკოსტეროიდებს აქვთ გაძლიერებული ეფექტი ჰიპოთირეოზის ან ღვიძლის ციროზის მქონე პაციენტებში.

პროვისტი®-თ მკურნალობის დაწყებამდე აცნობეთ ექიმს, თუ გაწუხებთ ლატენტური ან აქტიური პეპტიური წყლული, თირკმლის უკმარისობა, ჰიპერტენზია, ბოლოდროინდელი მიოკარდიუმის ინფარქტი, გულის შეგუბებითი უკმარისობა, ოსტეოპოროზი, მიასთენია, წყლულოვანი კოლიტი, დივერტიკულიტი, აბსცესი ან სხვა პიოგენური ინფექცია, ამებია. პარაზიტული ინფექციები, სეპტიური შოკი.

არ უნდა შეამციროთ პროვისტი®-ს დოზა მკვეთრად, რადგან დოზის უეცარმა შემცირებამ შეიძლება გამოიწვიოს „მოხსნის სინდრომი“, რომელსაც ახასიათებს კუნთების სისუსტე, ჰიპოტენზია, ჰიპოგლიკემია, გულისრევა, ღებინება, მოუსვენრობა, კუნთების ტკივილი და სახსრების ტკივილი. გარდა ამისა, მკვეთრი მოხსნის შემთხვევაში შეიძლება მოხდეს თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის მწვავე უკმარისობა, რაც ფატალურია.

კორტიკოსტეროიდები სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ეპილეფსიური დარღვევების მქონე პაციენტებში.

კორტიკოსტეროიდებით მკურნალობის დროს ან დოზის შემცირების/მოხსნისთანავე შეიძლება გამოჩნდეს ფსიქიკური დარღვევები, როგორიცაა ეიფორია, უძილობა, განწყობის ცვალებადობა, პიროვნების ცვლილებები, მძიმე დეპრესია, დეპრესიული განწყობა ან სუიციდური აზრები.

კორტიკოსტეროიდები სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში, რომლებსაც აქვთ თრომბოემბოლიური დარღვევები ან შეიძლება იყვნენ მიდრეკილნი თრომბოემბოლიური დარღვევებისადმი.

კორტიკოსტეროიდების ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლში გლუკოზის მომატება ან დამატებითი გულ-სისხლძარღვთა ეფექტები. პროვისტი®-თ მკურნალობის დროს თქვენ უნდა აკონტროლოთ თქვენი არტერიული წნევა და სხეულის წონა, შემოწმდეს თქვენი შაქარი და ელექტროლიტები და უნდა აკონტროლოთ თქვენი დიეტა ექიმის მითითებების შესაბამისად.

აცნობეთ ექიმს რაიმე ალერგიული რეაქციის განვითარების შემთხვევაში.

სისტემური კორტიკოსტეროიდები არ უნდა იქნას გამოყენებული ტვინის ტრავმული დაზიანებების სამკურნალოდ.

თუ იღებთ ასპირინს ან არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს ან თუ გაწუხებთ კუშინგის სინდრომი, უნდა აცნობოთ ექიმს.

თუ გაქვთ შესაძლო ან დიაგნოზირებული ფეოქრომოციტომა, აცნობეთ ექიმს. ექიმი შეაფასებს, აღემატება თუ არა კორტიკოსტეროიდების სარგებელი რისკს, რადგან კორტიკოსტეროიდების სისტემური მიღების შემდეგ დაფიქსირდა ფეოქრომოციტომა, რომელიც შეიძლება ფატალური იყოს.

კაპოშის სარკომა დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ კორტიკოსტეროიდულ თერაპიას. კორტიკოსტეროიდების შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს კლინიკური რემისია.

კორტიკოსტეროიდების მაღალმა დოზებმა შეიძლება გამოიწვიოს მწვავე პანკრეატიტი. გლუკოკორტიკოიდულმა თერაპიამ შეიძლება შენიღბოს პერიტონიტი ან სხვა ნიშნები ან სიმპტომები, რომლებიც დაკავშირებულია კუჭ-ნაწლავის დარღვევებთან, როგორიცაა პერფორაცია, ობსტრუქცია ან პანკრეატიტი.

ბავშვები

დოზა განისაზღვრება ბავშვის კლინიკური პასუხის მიხედვით და უნდა შემოიფარგლოს უმცირესი დოზის მიღებით უმოკლეს დროში, რადგან კორტიკოსტეროიდები აფერხებენ ზრდას ჩვილებში, ბავშვებში და მოზარდებში. ბავშვები, რომლებიც მკურნალობენ პრვისტი®-თ, უფრო მგრძნობიარენი არიან ინფექციების მიმართ ჯანმრთელ ბავშვებთან შედარებით, მაგ. ჩუტყვავილა და წითელა შესაძლოა ფატალურიც კი იყოს ამ ბავშვებისთვის. ჩვილები და ბავშვები, რომლებიც იღებენ ხანგრძლივ მკურნალობას კორტიკოსტეროიდებით, აქვთ ინტრაკრანიალური ჰიპერტენზიის გაზრდილი რისკი. გარდა ამისა, კორტიკოსტეროიდების მაღალმა დოზებმა შეიძლება გამოიწვიოს პანკრეატიტი ბავშვებში.

ხანდაზმულები

პრეპარატი გამოიყენება იმავე დოზით ხანდაზმულ პაციენტებში. თუმცა, ვინაიდან კორტიკოსტეროიდების საერთო გვერდით მოვლენებს შეიძლება ჰქონდეს უფრო სერიოზული შედეგები ხანდაზმულებში, განსაკუთრებით ხანგრძლივი მიღებისას, საჭიროა პაციენტების მჭიდრო მონიტორინგი.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ახლახან იღებდით სხვა პრეპარატებს.

სხვა მედიკამენტების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს პროვისტი®-ს ან სხვა მედიკამენტების ეფექტზე, რაც მოითხოვს დოზის კორექციას. ყველაზე მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება შეინიშნება შემდეგი მედიკამენტების/ნივთიერებების ერთდროული მიღებისას:

იზონიაზიდი (ანტიბაქტერიული),

რიფამპიცინი (ანტიბიოტიკი, რომელიც გამოიყენება ტუბერკულოზის სამკურნალოდ),

ორალური ანტიკოაგულანტები,

კარბამაზეპინი, ფენობარბიტალი, ფენიტოინი (ანტიეპილეფსიური საშუალებები, რომლებიც გამოიყენება კრუნჩხვების სამკურნალოდ),

ანტიქოლინერგები (ნეირომუსკულური ბლოკატორები),

ანტიქოლინესთერაზები (გამოიყენება კუნთების ფუნქციის აღსადგენად),

დიაბეტის საწინააღმდეგო,

აპრეპიტანტი, ფოსაპრეპიტანტი (ანტიმეტიკა),

იტრაკონაზოლი, კეტოკონაზოლი (სოკოს საწინააღმდეგო საშუალება, რომელიც გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ),

ამინოგლუტეტიმიდი (არომატაზას ინჰიბიტორი),

დილთიაზემი (კალციუმის არხის ბლოკატორი, რომელიც გამოიყენება გულის პრობლემების სამკურნალოდ),

ეთინილ ესტრადიოლი, ნორეთინდრონი (ორალური კონტრაცეპტივები),

ციკლოსპორინი, ციკლოფოსფამიდი, ტაკროლიმუსი (იმუნოსუპრესანტები, რომლებიც გამოიყენება პაციენტებში ტრანსპლანტაციის შემდეგ),

კლარითრომიცინი, ერითრომიცინი, ტროლეანდომიცინი (ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ გამოყენებული მაკროლიდეანტიბიოტიკები),

ასპირინი (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი),

პროტეაზას ინჰიბიტორები (ანტივირუსები),

დიურეზულები (ჰიპოკალიემიის გამომწვევი მედიკამენტები),

გრეიფრუტის წვენი.

პროვისტი® საკვებთან და სასმელთან ერთად

თქვენ უნდა მოერიდოთ პროვისტი®-ს ალკოჰოლთან ერთად მიღებას წყლულის გაზრდილი რისკის გამო.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს ამ პრეპარატის მიღებამდე.

ფერტილობა

ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში ნაჩვენებია, რომ კორტიკოსტეროიდები არღვევენ ფერტილობას.

ორსულობა

პროვისტი®-ს გამოყენება ორსულებში ან რეპროდუქციული ასაკის ქალებში თავიდან უნდა იქნას აცილებული, რადგან ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს ნაყოფის ზრდაზე. ეს წამალი უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში. ექიმი ინდივიდუალურად გადაწყვეტს, მიიღებთ თუ არა პროვისტი®-ს, მას შემდეგ რაც შეადარებს პრეპარატის შესაძლო სარგებელს მის შესაძლო მავნე ზემოქმედებას ნაყოფსა და ორსულ ქალზე. არსებობს დაბალი წონის დაბადების რისკი, რომელიც შეიძლება შემცირდეს კორტიკოსტეროიდების უფრო დაბალი დოზებით.

ძუძუთუ კვება

თავიდან უნდა იქნას აცილებული ამ პრეპარატის გამოყენება ძუძუთი კვების დროს. თუ ძუძუთი კვებავთ, აცნობეთ ექიმს კორტიკოსტეროიდებით მკურნალობის დაწყებამდე, რადგან ისინი გამოიყოფა დედის რძეში და შეიძლება შეაფერხოს ჩვილის ზრდა, როდესაც დედა იღებს კორტიკოსტეროიდების თერაპიულ დოზებს. ექიმი ინდივიდუალურად გადაწყვეტს, მიიღებთ თუ არა პროვისტი®-ს, მას შემდეგ რაც შეადარებს პრეპარატის შესაძლო სარგებელს ახალშობილისა და დედისთვის მის შესაძლო მავნე ზემოქმედებასთან.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

კორტიკოსტეროიდების გავლენა მანქანის ან მექანიზმების მართვის უნარზე არ არის შეფასებული. კორტიკოსტეროიდებით მკურნალობის შემდეგ შესაძლებელია არასასურველი ეფექტები, როგორიცაა თავბრუსხვევა, ვერტიგო, მხედველობის დარღვევა და დაღლილობა. გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში, პაციენტებმა არ უნდა მართონ მანქანა ან იმუშაონ მექანიზმებთან.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია პროვისტი®-ს ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ

არ არის მოცემული.

გვერდითი მოვლენები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

დაფიქსირდა შემდეგი გვერდითი მოვლენები:

ინფექციები და ინვაზიები:

ოპორტუნისტული ინფექცია, ინფექცია, პერიტონიტი (და როგორც კუჭ-ნაწლავის აშლილობის პირველადი სიმპტომი, როგორიცაა პერფორაცია, ობსტრუქცია ან პანკრეატიტი).

კეთილთვისებიანი, ავთვისებიანი და დაუზუსტებელი სიმსივნეები:

კაპოშის სარკომა.

სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები:

სისხლის თეთრი უჯრედების მატება.

იმუნური სისტემის დარღვევები:

ჰიპერმგრძნობელობა, ანაფილაქსიური რეაქცია, ანაფილაქტოიდური რეაქცია.

ენდოკრინული სისტემის დარღვევები:

კუშინგის მსგავსი სინდრომი, ჰიპოპიტუიტარიზმი, სტეროიდული მოხსნის სინდრომი.

მეტაბოლიზმის და კვების დარღვევები:

მეტაბოლური აციდოზი, ეპიდურული ლიპომატოზი, ნატრიუმის შეკავება, სითხის შეკავება (მეტეორიზმი) ჰიპოკალიემიური ალკალოზი, დისლიპიდემია, გლუკოზის აუტანლობა, ინსულინის მოთხოვნილების გაზრდა (ან შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებში პერორალური გლუკოზის დამაქვეითებელი საშუალებების მიმართ), ცხიმოვანი ქსოვილის დაგროვება სხეულის ადგილობრივ ნაწილებში. მადის მომატება (რამაც შეიძლება გამოიწვიოს წონის მომატება).

ფსიქიატრიული დარღვევები:

აფექტური აშლილობა (მათ შორის: დეპრესიული განწყობა, ეიფორიული განწყობა, აფექტური ლაბილობა, ნარკომანია, სუიციდალური იდეები), ფსიქოზური აშლილობა (მანიის, ბოდვის, ჰალუცინაციის და შიზოფრენიის ჩათვლით), ფსიქოზური ქცევა, ფსიქიკური აშლილობა, პიროვნების ცვლილება, დაბნეული მდგომარეობა, შფოთვა, გუნება-განწყობილების ცვლილებები, არანორმალური ქცევა, უძილობა, გაღიზიანება.

ნერვული სისტემის დარღვევები:

გაზრდილი ქალაშიდა წნევა (პაპილოედემა [კეთილთვისებიანი ინტრაკრანიალური ჰიპერტენზია], კრუნჩხვები, ამნეზია, კოგნიტური აშლილობა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი.

თვალის დარღვევები:

ქორიორეტინოპათია, კატარაქტა, გლაუკომა, ეგზოფთალმი.

ყურის და ლაბირინთის დარღვევები:

ვერტიგო.

გულის დარღვევები:

გულის შეგუბებითი უკმარისობა (მგრძნობიარე პაციენტებში), მიოკარდიუმის რღვევა მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ.

სისხლძარღვთა დარღვევები:

გაზრდილი სისხლის შედედება, ჰიპერტენზია, ჰიპოტენზია.

რესპირატორული, გულმკერდის და შუასაყარის დარღვევები:

ფილტვის ემბოლია, სლოკინი.

კუჭ-ნაწლავის დარღვევები:

პეპტიური წყლული (შესაძლოა პეპტიური წყლულის პერფორაციით და პეპტიური წყლულის სისხლჩაქცევით), ნაწლავის პერფორაცია, კუჭის სისხლდენა, პანკრეატიტი, წყლულოვანი ეზოფაგიტი, ეზოფაგიტი, მუცლის შებერილობა, მუცლის ტკივილი, დიარეა, დისპეფსია,

ჰეპატობილიარული დარღვევები:

ღვიძლის ფერმენტების მატება (მაგ.,ალანინ ამინოტრანსფერაზას მომატება, ასპარტატამინოტრანსფერაზას მომატება, ტუტე ფოსფატაზას მომატება).

კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები:

ანგიონევროზული შეშუპება, ჰიპერტრიქოზი, პეტექია, ექიმოზი, კანის ატროფია, ერითემა, ჰიპერჰიდროზი, კანის სტრიები, გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება, აკნე.

ჩონჩხ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის დარღვევები:

კუნთების სისუსტე, კუნთების ტკივილი, მიოპათია, კუნთების ატროფია, ოსტეოპოროზი, ოსტეონეკროზი, პათოლოგიური მოტეხილობა, ნეიროპათიური ართროპათია, სახსრების ტკივილი, ზრდის შეფერხება.

რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლის დარღვევები:

არარეგულარული მენსტრუაცია.

ზოგადი დარღვევები და მოვლენები შეყვანის ადგილზე:

ჭრილობების შეხორცების დარღვევა, პერიფერიული შეშუპება, დაღლილობა, სისუსტე.

გამოკვლევები:

მომატებული თვალშიდა წნევა, შემცირებული ნახშირწყლების ტოლერანტობა, სისხლში კალიუმის დაქვეითება, შარდში კალციუმის მომატება, სისხლის შარდოვანას მომატება, კანის ტესტებზე რეაქციების დათრგუნვა.

ტრავმები, მოწამვლა და პროცედურული გართულებები:

ხერხემლის კომპრესიული მოტეხილობა, მყესის რღვევა.

გვერდითი მოვლენების რეპორტინგი

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ არასასურველი ეფექტების შესახებ უშუალოდ მედიკამენტების ეროვნულ ორგანიზაციას, 284 Mesogeion, GR-15562 Cholargos, ათენი, ტელ: +30 21 32040380/337, ფაქსი: +30 21 06549585, ვებგვერდი: http://www.eof.gr. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინებით თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.

შემადგენლობა

პროვისტი®-ს აქტიური ნივთიერება არის მეთილპრედნიზოლონი.

ერთი ტაბლეტი შეიცავს 16 მგ მეთილპრედნიზოლონს.

სხვა ინგრედიენტებია:

მიკროკრისტალური ცელულოზა, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის კროსკარმელოზა.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

პროვისტი®-ს აღწერილობა და შეფუთვი

მუყაოს კოლოფში, რომელიც შეიცავს 14 თეთრ ტაბლეტს, რომელიც შეიძლება დაიყოს ოთხად დაფასოებული PVC, PVDC და ალუმინის ფოლგასგან დამზადებულ ერთ ბლისტერში და გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

მარკეტინგის ავტორიზაციის მფლობელი და მწარმოებელი

UNI-PHARMA KLEON TSETIS PHARMACEUTICAL LABORATORIES S.A.

მე-14 კმ National Road Athens ათენი - ლამია 1, 145 64 კიფისია

ტელ: 210 8072512, ფაქსი: 210 8078907

ელ.ფოსტა: [email protected]

ეს ინსტრუქცია ბოლოს დამტკიცდა:

სამკურნალო პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

შენახვის პირობები

შეინახეთ ეს წამალი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ იგი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია გარე შეფუთვაზე „EXP“-ის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა აღნიშნავს ამ თვის ბოლო დღეს.

შენახვის განსაკუთრებული პირობები არ არის საჭირო.

არ გადააგდოთ წამალი კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადააგდოთ წამლები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

  • შეფუთვა და დამატებითი ინფორმაცია

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

სარეკომენდაციო ვერსია

გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისათვის

პროვისტი®

მეთილპრედნიზოლონი 16 მგ

ტაბლეტი 16 მგ/ტაბ

პრეპარატის მიღებამდე, ყურადღებით წაიკითხეთ მთელი ინსტრუქცია რადგან ის თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.

შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შეიძლება დაგჭირდეთ ხელახლა წაკითხვა.

დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ეს სამკურნალო პრეპარატი გამოგიწერე თქვენ. არ გადასცეთ ის სხვებს. სხვას შეიძლება ზიანი მიაყენოს, მაშინაც კი, თუ მათი დაავადების ნიშნები იგივეა, რაც თქვენი.

გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში. იხილეთ პუნქტი 4.

შინაარსი

რა წერია ამ ფურცელში:

  • რა არის პროვისტი® და რისთვის გამოიყენება
  • რა უნდა იცოდეთ პროვისტი®-ის მიღებამდე
  • როგორ მივიღოთ პროვისტი®
  • შესაძლო გვერდითი მოვლენები
  • როგორ შევინახოთ პროვისტი®
  • შეფუთვა და დამატებითი ინფორმაცია
  • რა არის პროვისტი® და რისთვის გამოიყენება

პროვისტი® შეიცავს მეთილპრედნიზოლონს. მეთილპრედნიზოლონი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომელსაც ეწოდება სტეროიდები. მათი სრული დასახლება არის კორტიკოსტეროიდები. კორტიკოსტეროიდები ბუნებრივად წარმოიქმნება თქვენს ორგანიზმში და მნიშვნელოვანია სხეულის მრავალი ფუნქციისთვის.

კორტიკოსტეროიდები ფართოდ გამოიყენება სამკურნალოდ მათი ანთების საწინააღმდეგო და მინერალოკორტიკოიდული ეფექტისთვის. კერძოდ, პროვისტი® ნაჩვენებია სხვადასხვა პათოლოგიური მდგომარეობის სამკურნალოდ, რომლებიც შეიძლება დაკავშირებული იყოს შედეგთან:

ენდოკრინული დარღვევები,

რევმატული და კოლაგენური დაავადებები,

კანის დაავადებები,

ალერგიული მოვლენები,

ოფთალმოლოგიური დაავადებები,

რესპირატორული დაავადებები,

ჰემატოლოგიური დარღვევები,

სიმსივნური დაავადებები,

შეშუპებითი მოვლენები,

კუჭ-ნაწლავის დაავადებები,

ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებები,

ტუბერკულოზური მენინგიტი (სუბარაქნოიდული ბლოკადა ან მოსალოდნელი ბლოკადა შესაბამის ანტიტურბეკულოზურ ქიმიოთერაპიასთან ერთად გამოყენებისას),

ტრიქინოზი (ნევროლოგიური და მიოკარდიუმის ჩართულობით).

  • რა უნდა იცოდეთ პროვისტი®-ის მიღებამდე

არ მიიღოთ პროვისტი®

თუ ალერგიული ხართ მეთილპრედნიზოლონის ან ამ პრეპარატის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ (მოცემულია პუნქტში 6).

არ უნდა მიიღოთ მეთილპრედნიზოლონი, თუ გაწუხებთ:

თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, თვალის მარტივი ჰერპესი, გლაუკომა, ოსტეოპოროზი, შაქრიანი დიაბეტი, ფსიქოზი, პროფილაქტიკური ვაქცინაციამდე და მის შემდეგ, კარდიოპათია ან ჰიპერტენზია გულის შეგუბებითი უკმარისობით, სისტემატური მიკოზი, ტუბერკულოზი, მძიმე ნეფროპათია, ინფექციური დაავადებები, სისხლდენისადმი მიდრეკილება.

ცოცხალი ან ცოცხალი შესუსტებული ვაქცინების შეყვანა უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებიც იღებენ კორტიკოსტეროიდების იმუნოსუპრესიულ დოზებს.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

პროვისტ-ის მიღებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ თქვენ იღებთ პროვისტი®-ს, უნდა აცნობოთ ექიმს, რადგან კორტიკოსტეროიდები სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ყველაზე დაბალი ეფექტური დოზით.

თუ თქვენ იღებთ პროვისტი®-ს და ხართ გამოვლენილი უჩვეულო სტრესულ სიტუაციაში, აცნობეთ ექიმს, რადგან დოზა უნდა გაიზარდოს.

თუ გაწუხებთ აქტიური ტუბერკულოზი, პროვისტი® უნდა მიიღოთ მხოლოდ შესაბამის ანტიტუბერკულოზურ თერაპიასთან ერთად და მხოლოდ ფულმინანტური ან მილიარული ტუბერკულოზის შემთხვევაში.

თუ გაწუხებთ ნეირომუსკულური გადაცემის დარღვევები (მაგ. მიასთენია) ან იღებთ ანტიქოლინერგულ საშუალებებს.

პროვისტი®-ს ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თვალისა და მხედველობის პრობლემები. მხედველობის პრობლემების შემთხვევაში, აცნობეთ ექიმს. თუ თქვენ გაქვთ თვალის ჰერპესი და იღებთ პროვისტი®-ს, საჭიროა თქვენი ექიმის ხშირი მონიტორინგი. თქვენ უნდა აცნობოთ ექიმს თქვენს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ნებისმიერი უჩვეულო სიმპტომის შესახებ, რომელიც გამოვლინდება პროვისტი®-თ მკურნალობის დროს, რადგან შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის კორექცია (შემცირება).

პროვისტი®-ს მიღებისას თქვენი ორგანიზმის წინააღმდეგობა ინფექციების მიმართ მცირდება. ისეთი დაავადებები, როგორიცაა ჩუტყვავილა და წითელა, შეიძლება საშიში იყოს. დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ ზემოაღნიშნული დაავადებები გაქვთ.

კორტიკოსტეროიდებს აქვთ გაძლიერებული ეფექტი ჰიპოთირეოზის ან ღვიძლის ციროზის მქონე პაციენტებში.

პროვისტი®-თ მკურნალობის დაწყებამდე აცნობეთ ექიმს, თუ გაწუხებთ ლატენტური ან აქტიური პეპტიური წყლული, თირკმლის უკმარისობა, ჰიპერტენზია, ბოლოდროინდელი მიოკარდიუმის ინფარქტი, გულის შეგუბებითი უკმარისობა, ოსტეოპოროზი, მიასთენია, წყლულოვანი კოლიტი, დივერტიკულიტი, აბსცესი ან სხვა პიოგენური ინფექცია, ამებია. პარაზიტული ინფექციები, სეპტიური შოკი.

არ უნდა შეამციროთ პროვისტი®-ს დოზა მკვეთრად, რადგან დოზის უეცარმა შემცირებამ შეიძლება გამოიწვიოს „მოხსნის სინდრომი“, რომელსაც ახასიათებს კუნთების სისუსტე, ჰიპოტენზია, ჰიპოგლიკემია, გულისრევა, ღებინება, მოუსვენრობა, კუნთების ტკივილი და სახსრების ტკივილი. გარდა ამისა, მკვეთრი მოხსნის შემთხვევაში შეიძლება მოხდეს თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის მწვავე უკმარისობა, რაც ფატალურია.

კორტიკოსტეროიდები სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ეპილეფსიური დარღვევების მქონე პაციენტებში.

კორტიკოსტეროიდებით მკურნალობის დროს ან დოზის შემცირების/მოხსნისთანავე შეიძლება გამოჩნდეს ფსიქიკური დარღვევები, როგორიცაა ეიფორია, უძილობა, განწყობის ცვალებადობა, პიროვნების ცვლილებები, მძიმე დეპრესია, დეპრესიული განწყობა ან სუიციდური აზრები.

კორტიკოსტეროიდები სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში, რომლებსაც აქვთ თრომბოემბოლიური დარღვევები ან შეიძლება იყვნენ მიდრეკილნი თრომბოემბოლიური დარღვევებისადმი.

კორტიკოსტეროიდების ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლში გლუკოზის მომატება ან დამატებითი გულ-სისხლძარღვთა ეფექტები. პროვისტი®-თ მკურნალობის დროს თქვენ უნდა აკონტროლოთ თქვენი არტერიული წნევა და სხეულის წონა, შემოწმდეს თქვენი შაქარი და ელექტროლიტები და უნდა აკონტროლოთ თქვენი დიეტა ექიმის მითითებების შესაბამისად.

აცნობეთ ექიმს რაიმე ალერგიული რეაქციის განვითარების შემთხვევაში.

სისტემური კორტიკოსტეროიდები არ უნდა იქნას გამოყენებული ტვინის ტრავმული დაზიანებების სამკურნალოდ.

თუ იღებთ ასპირინს ან არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს ან თუ გაწუხებთ კუშინგის სინდრომი, უნდა აცნობოთ ექიმს.

თუ გაქვთ შესაძლო ან დიაგნოზირებული ფეოქრომოციტომა, აცნობეთ ექიმს. ექიმი შეაფასებს, აღემატება თუ არა კორტიკოსტეროიდების სარგებელი რისკს, რადგან კორტიკოსტეროიდების სისტემური მიღების შემდეგ დაფიქსირდა ფეოქრომოციტომა, რომელიც შეიძლება ფატალური იყოს.

კაპოშის სარკომა დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ კორტიკოსტეროიდულ თერაპიას. კორტიკოსტეროიდების შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს კლინიკური რემისია.

კორტიკოსტეროიდების მაღალმა დოზებმა შეიძლება გამოიწვიოს მწვავე პანკრეატიტი. გლუკოკორტიკოიდულმა თერაპიამ შეიძლება შენიღბოს პერიტონიტი ან სხვა ნიშნები ან სიმპტომები, რომლებიც დაკავშირებულია კუჭ-ნაწლავის დარღვევებთან, როგორიცაა პერფორაცია, ობსტრუქცია ან პანკრეატიტი.

ბავშვები

დოზა განისაზღვრება ბავშვის კლინიკური პასუხის მიხედვით და უნდა შემოიფარგლოს უმცირესი დოზის მიღებით უმოკლეს დროში, რადგან კორტიკოსტეროიდები აფერხებენ ზრდას ჩვილებში, ბავშვებში და მოზარდებში. ბავშვები, რომლებიც მკურნალობენ პრვისტი®-თ, უფრო მგრძნობიარენი არიან ინფექციების მიმართ ჯანმრთელ ბავშვებთან შედარებით, მაგ. ჩუტყვავილა და წითელა შესაძლოა ფატალურიც კი იყოს ამ ბავშვებისთვის. ჩვილები და ბავშვები, რომლებიც იღებენ ხანგრძლივ მკურნალობას კორტიკოსტეროიდებით, აქვთ ინტრაკრანიალური ჰიპერტენზიის გაზრდილი რისკი. გარდა ამისა, კორტიკოსტეროიდების მაღალმა დოზებმა შეიძლება გამოიწვიოს პანკრეატიტი ბავშვებში.

ხანდაზმულები

პრეპარატი გამოიყენება იმავე დოზით ხანდაზმულ პაციენტებში. თუმცა, ვინაიდან კორტიკოსტეროიდების საერთო გვერდით მოვლენებს შეიძლება ჰქონდეს უფრო სერიოზული შედეგები ხანდაზმულებში, განსაკუთრებით ხანგრძლივი მიღებისას, საჭიროა პაციენტების მჭიდრო მონიტორინგი.

სხვა მედიკამენტები და პროვისტი®

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ახლახან იღებდით სხვა პრეპარატებს.

სხვა მედიკამენტების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს პროვისტი®-ს ან სხვა მედიკამენტების ეფექტზე, რაც მოითხოვს დოზის კორექციას. ყველაზე მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება შეინიშნება შემდეგი მედიკამენტების/ნივთიერებების ერთდროული მიღებისას:

იზონიაზიდი (ანტიბაქტერიული),

რიფამპიცინი (ანტიბიოტიკი, რომელიც გამოიყენება ტუბერკულოზის სამკურნალოდ),

ორალური ანტიკოაგულანტები,

კარბამაზეპინი, ფენობარბიტალი, ფენიტოინი (ანტიეპილეფსიური საშუალებები, რომლებიც გამოიყენება კრუნჩხვების სამკურნალოდ),

ანტიქოლინერგები (ნეირომუსკულური ბლოკატორები),

ანტიქოლინესთერაზები (გამოიყენება კუნთების ფუნქციის აღსადგენად),

დიაბეტის საწინააღმდეგო,

აპრეპიტანტი, ფოსაპრეპიტანტი (ანტიმეტიკა),

იტრაკონაზოლი, კეტოკონაზოლი (სოკოს საწინააღმდეგო საშუალება, რომელიც გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ),

ამინოგლუტეტიმიდი (არომატაზას ინჰიბიტორი),

დილთიაზემი (კალციუმის არხის ბლოკატორი, რომელიც გამოიყენება გულის პრობლემების სამკურნალოდ),

ეთინილ ესტრადიოლი, ნორეთინდრონი (ორალური კონტრაცეპტივები),

ციკლოსპორინი, ციკლოფოსფამიდი, ტაკროლიმუსი (იმუნოსუპრესანტები, რომლებიც გამოიყენება პაციენტებში ტრანსპლანტაციის შემდეგ),

კლარითრომიცინი, ერითრომიცინი, ტროლეანდომიცინი (ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ გამოყენებული მაკროლიდეანტიბიოტიკები),

ასპირინი (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი),

პროტეაზას ინჰიბიტორები (ანტივირუსები),

დიურეზულები (ჰიპოკალიემიის გამომწვევი მედიკამენტები),

გრეიფრუტის წვენი.

პროვისტი® საკვებთან და სასმელთან ერთად

თქვენ უნდა მოერიდოთ პროვისტი®-ს ალკოჰოლთან ერთად მიღებას წყლულის გაზრდილი რისკის გამო.

ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს ამ პრეპარატის მიღებამდე.

ფერტილობა

ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში ნაჩვენებია, რომ კორტიკოსტეროიდები არღვევენ ფერტილობას.

ორსულობა

პროვისტი®-ს გამოყენება ორსულებში ან რეპროდუქციული ასაკის ქალებში თავიდან უნდა იქნას აცილებული, რადგან ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს ნაყოფის ზრდაზე. ეს წამალი უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში. ექიმი ინდივიდუალურად გადაწყვეტს, მიიღებთ თუ არა პროვისტი®-ს, მას შემდეგ რაც შეადარებს პრეპარატის შესაძლო სარგებელს მის შესაძლო მავნე ზემოქმედებას ნაყოფსა და ორსულ ქალზე. არსებობს დაბალი წონის დაბადების რისკი, რომელიც შეიძლება შემცირდეს კორტიკოსტეროიდების უფრო დაბალი დოზებით.

ძუძუთუ კვება

თავიდან უნდა იქნას აცილებული ამ პრეპარატის გამოყენება ძუძუთი კვების დროს. თუ ძუძუთი კვებავთ, აცნობეთ ექიმს კორტიკოსტეროიდებით მკურნალობის დაწყებამდე, რადგან ისინი გამოიყოფა დედის რძეში და შეიძლება შეაფერხოს ჩვილის ზრდა, როდესაც დედა იღებს კორტიკოსტეროიდების თერაპიულ დოზებს. ექიმი ინდივიდუალურად გადაწყვეტს, მიიღებთ თუ არა პროვისტი®-ს, მას შემდეგ რაც შეადარებს პრეპარატის შესაძლო სარგებელს ახალშობილისა და დედისთვის მის შესაძლო მავნე ზემოქმედებასთან.

ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

კორტიკოსტეროიდების გავლენა მანქანის ან მექანიზმების მართვის უნარზე არ არის შეფასებული. კორტიკოსტეროიდებით მკურნალობის შემდეგ შესაძლებელია არასასურველი ეფექტები, როგორიცაა თავბრუსხვევა, ვერტიგო, მხედველობის დარღვევა და დაღლილობა. გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში, პაციენტებმა არ უნდა მართონ მანქანა ან იმუშაონ მექანიზმებთან.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია პროვისტი®-ს ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ

არ არის მოცემული.

  • როგორ მივიღოთ პროვისტი®

ეს პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ ზუსტად ისე, როგორც თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა გითხრათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

დოზა ინდივიდუალურად შეირჩევა პაციენტის მდგომარეობის სიმძიმის, ფიზიკური მდგომარეობისა და ასაკის მიხედვით.

ტაბლეტები შეიძლება დაიყოს ოთხ თანაბარ დოზად.

დღის ალტერნატიული თერაპია (ADT).

ADT არის კორტიკოსტეროიდების დოზირების რეჟიმი, რომლის დროსაც კორტიკოსტეროიდის ორჯერ ჩვეულებრივი დღიური დოზა ინიშნება ყოველ მეორე დილით. თერაპიის ამ რეჟიმის მიზანია მიაწოდოს პაციენტს, რომელსაც ესაჭიროება ხანგრძლივი მკურნალობა კორტიკოსტეროიდების სასარგებლო ეფექტებით, ხოლო გარკვეული არასასურველი ეფექტების მინიმუმამდე შემცირება, მათ შორის ჰიპოთალამური ჰიპოფიზურ-თირკმელზედა ჯირკვლის დათრგუნვა, კუშინგოიდური აშლილობა, კორტიკოსტეროიდების მოხსნის სიმპტომები და ბავშვებში ზრდის დათრგუნვა.

თუ გონივრული პერიოდის შემდეგ კლინიკური პასუხი არ არის დამაკმაყოფილებელი, პროვისტი® უნდა შეწყდეს და პაციენტმა უნდა ჩაიტაროს სხვა შესაბამისი თერაპია.

გამოყენება ბავშვებში

კორტიკოსტეროიდების გაყოფილი დოზების ყოველდღიური ხანგრძლივი მიღება იწვევს ბავშვებში ზრდის შეფერხებას და ასეთი რეჟიმის გამოყენება უნდა შემოიფარგლოს ყველაზე სერიოზული ჩვენებით. ეს გვერდითი მოვლენა ჩვეულებრივ თავიდან აცილებულია ან მინიმუმამდეა დაყვანილი, როდესაც კორტიკოსტეროიდები მიიღება ყოველ მეორე დღეს.

თუ თქვენ მიიღეთ მეტი პროვისტი®, ვიდრე საჭიროა

არ უნდა შეწყვიტოთ პროვისტის მიღება უეცრად, დროთა განმავლობაში მისი დოზა თანდათან უნდა შემცირდეს. შესაბამისი ქმედებები უნდა განხორციელდეს გვერდითი ეფექტებით გამოწვეული სიმპტომების აღმოსაფხვრელად.

მეთილპრედნიზოლონის მწვავე დოზის გადაჭარბების კლინიკური სინდრომი არ არსებობს. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში არ არსებობს ანტიდოტი. მკურნალობა სიმპტომური და დამხმარეა. კორტიკოსტეროიდების ჭარბი დოზის გამო მწვავე ტოქსიკურობის და/ან სიკვდილის შესახებ ინფორმაცია იშვიათია. პროვისტი® ჰემოდიალიზდება.

მოწამვლის კონტროლის ცენტრის ტელეფონი: 210 77 93 777.

თუ დაგავიწყდათ პროვისტი®-ს მიღება

თუ გამოტოვებთ დოზას, უნდა მიიღოთ ის რაც შეიძლება მალე.

თუმცა, თუ მოახლოებულია შემდეგი დოზის მიღების დრო, გამოტოვეთ გამოტოვებული დოზა. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

თუ შეწყვეტთ პროვისტი®-ს მიღებას

არ უნდა შეწყვიტოთ პროვისტის მიღება უეცრად, დროთა განმავლობაში მისი დოზა თანდათან უნდა შემცირდეს.

თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  • შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

დაფიქსირდა შემდეგი გვერდითი მოვლენები:

ინფექციები და ინვაზიები:

ოპორტუნისტული ინფექცია, ინფექცია, პერიტონიტი (და როგორც კუჭ-ნაწლავის აშლილობის პირველადი სიმპტომი, როგორიცაა პერფორაცია, ობსტრუქცია ან პანკრეატიტი).

კეთილთვისებიანი, ავთვისებიანი და დაუზუსტებელი სიმსივნეები:

კაპოშის სარკომა.

სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები:

სისხლის თეთრი უჯრედების მატება.

იმუნური სისტემის დარღვევები:

ჰიპერმგრძნობელობა, ანაფილაქსიური რეაქცია, ანაფილაქტოიდური რეაქცია.

ენდოკრინული სისტემის დარღვევები:

კუშინგის მსგავსი სინდრომი, ჰიპოპიტუიტარიზმი, სტეროიდული მოხსნის სინდრომი.

მეტაბოლიზმის და კვების დარღვევები:

მეტაბოლური აციდოზი, ეპიდურული ლიპომატოზი, ნატრიუმის შეკავება, სითხის შეკავება (მეტეორიზმი) ჰიპოკალიემიური ალკალოზი, დისლიპიდემია, გლუკოზის აუტანლობა, ინსულინის მოთხოვნილების გაზრდა (ან შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებში პერორალური გლუკოზის დამაქვეითებელი საშუალებების მიმართ), ცხიმოვანი ქსოვილის დაგროვება სხეულის ადგილობრივ ნაწილებში. მადის მომატება (რამაც შეიძლება გამოიწვიოს წონის მომატება).

ფსიქიატრიული დარღვევები:

აფექტური აშლილობა (მათ შორის: დეპრესიული განწყობა, ეიფორიული განწყობა, აფექტური ლაბილობა, ნარკომანია, სუიციდალური იდეები), ფსიქოზური აშლილობა (მანიის, ბოდვის, ჰალუცინაციის და შიზოფრენიის ჩათვლით), ფსიქოზური ქცევა, ფსიქიკური აშლილობა, პიროვნების ცვლილება, დაბნეული მდგომარეობა, შფოთვა, გუნება-განწყობილების ცვლილებები, არანორმალური ქცევა, უძილობა, გაღიზიანება.

ნერვული სისტემის დარღვევები:

გაზრდილი ქალაშიდა წნევა (პაპილოედემა [კეთილთვისებიანი ინტრაკრანიალური ჰიპერტენზია], კრუნჩხვები, ამნეზია, კოგნიტური აშლილობა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი.

თვალის დარღვევები:

ქორიორეტინოპათია, კატარაქტა, გლაუკომა, ეგზოფთალმი.

ყურის და ლაბირინთის დარღვევები:

ვერტიგო.

გულის დარღვევები:

გულის შეგუბებითი უკმარისობა (მგრძნობიარე პაციენტებში), მიოკარდიუმის რღვევა მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ.

სისხლძარღვთა დარღვევები:

გაზრდილი სისხლის შედედება, ჰიპერტენზია, ჰიპოტენზია.

რესპირატორული, გულმკერდის და შუასაყარის დარღვევები:

ფილტვის ემბოლია, სლოკინი.

კუჭ-ნაწლავის დარღვევები:

პეპტიური წყლული (შესაძლოა პეპტიური წყლულის პერფორაციით და პეპტიური წყლულის სისხლჩაქცევით), ნაწლავის პერფორაცია, კუჭის სისხლდენა, პანკრეატიტი, წყლულოვანი ეზოფაგიტი, ეზოფაგიტი, მუცლის შებერილობა, მუცლის ტკივილი, დიარეა, დისპეფსია,

ჰეპატობილიარული დარღვევები:

ღვიძლის ფერმენტების მატება (მაგ.,ალანინ ამინოტრანსფერაზას მომატება, ასპარტატამინოტრანსფერაზას მომატება, ტუტე ფოსფატაზას მომატება).

კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები:

ანგიონევროზული შეშუპება, ჰიპერტრიქოზი, პეტექია, ექიმოზი, კანის ატროფია, ერითემა, ჰიპერჰიდროზი, კანის სტრიები, გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება, აკნე.

ჩონჩხ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის დარღვევები:

კუნთების სისუსტე, კუნთების ტკივილი, მიოპათია, კუნთების ატროფია, ოსტეოპოროზი, ოსტეონეკროზი, პათოლოგიური მოტეხილობა, ნეიროპათიური ართროპათია, სახსრების ტკივილი, ზრდის შეფერხება.

რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლის დარღვევები:

არარეგულარული მენსტრუაცია.

ზოგადი დარღვევები და მოვლენები შეყვანის ადგილზე:

ჭრილობების შეხორცების დარღვევა, პერიფერიული შეშუპება, დაღლილობა, სისუსტე.

გამოკვლევები:

მომატებული თვალშიდა წნევა, შემცირებული ნახშირწყლების ტოლერანტობა, სისხლში კალიუმის დაქვეითება, შარდში კალციუმის მომატება, სისხლის შარდოვანას მომატება, კანის ტესტებზე რეაქციების დათრგუნვა.

ტრავმები, მოწამვლა და პროცედურული გართულებები:

ხერხემლის კომპრესიული მოტეხილობა, მყესის რღვევა.

გვერდითი მოვლენების რეპორტინგი

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ არასასურველი ეფექტების შესახებ უშუალოდ მედიკამენტების ეროვნულ ორგანიზაციას, 284 Mesogeion, GR-15562 Cholargos, ათენი, ტელ: +30 21 32040380/337, ფაქსი: +30 21 06549585, ვებგვერდი: http://www.eof.gr. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინებით თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.

  • როგორ შევინახოთ პროვისტი®

შეინახეთ ეს წამალი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ იგი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია გარე შეფუთვაზე „EXP“-ის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა აღნიშნავს ამ თვის ბოლო დღეს.

შენახვის განსაკუთრებული პირობები არ არის საჭირო.

არ გადააგდოთ წამალი კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადააგდოთ წამლები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

  • შეფუთვა და დამატებითი ინფორმაცია

რას შეიცავს პროვისტი®

პროვისტი®-ს აქტიური ნივთიერება არის მეთილპრედნიზოლონი.

ერთი ტაბლეტი შეიცავს 16 მგ მეთილპრედნიზოლონს.

სხვა ინგრედიენტებია:

მიკროკრისტალური ცელულოზა, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის კროსკარმელოზა.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

პროვისტი®-ს აღწერილობა და შეფუთვი

მუყაოს კოლოფში, რომელიც შეიცავს 14 თეთრ ტაბლეტს, რომელიც შეიძლება დაიყოს ოთხად დაფასოებული PVC, PVDC და ალუმინის ფოლგასგან დამზადებულ ერთ ბლისტერში და გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

მარკეტინგის ავტორიზაციის მფლობელი და მწარმოებელი

UNI-PHARMA KLEON TSETIS PHARMACEUTICAL LABORATORIES S.A.

მე-14 კმ National Road Athens ათენი - ლამია 1, 145 64 კიფისია

ტელ: 210 8072512, ფაქსი: 210 8078907

ელ.ფოსტა: [email protected]

ეს ინსტრუქცია ბოლოს დამტკიცდა:

სამკურნალო პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა